თავფურცელი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპრილის მნიშვნელოვანი საეკლესიო თარიღები

თარიღები მოცემულია საეკლესიო (იულიანური) სტილით

15 აპრილი (ახ. სტ. 28 აპრილი) -
ბრწყინვალე აღდგომა იესუ ქრისტესი


17 აპრილი (ახ. სტ. 30 აპრილი) - ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული

23 აპრილი
(ახ. სტ. 6 მაისი) - წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისა (303);

მაცხოვარი

მაცხოვარი

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III. შეუმუსრავი ეკლესია

თავი II. 9. ლათინური და პროტესტანტული საწყისები ოფიციალურ მართლმადიდებლობაში


როგორც ვნახეთ, ზ. ნოდია პეტრე მოციქულისადმი მაცხოვრის ნათქვამს აიგივებს არა მოციქულთა სარწმუნოებასთან ან ქრისტესთან, არამედ სამოციქულო ხარისხთან და მათ მემკვიდრეებთან და, აქედან გამომდინარე, კლდედ უშუალოდ საეკლესიო ხარისხს - ეპისკოპოსობას მიიჩნევს. ასევე აღვნიშნეთ, რომ ეპისკოპოსის დანიშნულების ამგვარი გაგებიდან ლოგიკურად შემოდის სწავლება ეპისკოპოსის, როგორც ქრისტეს ადგილნაცვალის შესახებ, რაც არასწორია.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III. შეუმუსრავი ეკლესია

თავი II. ეკლესიის დაქვრივების შესახებ

2. სიონი და იერუსალემი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმიდა მამები ძველი აღთქმის სიონს, იერუსალიმს ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასახედ მიიჩნევდნენ. აი, როგორ განმარტავს წმ. კირილე ალექსანდრიელი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "თქვა სიონმა მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა" (ესაია 49:14). "თქვა სიონმა (ეკლესიამ - არქიეპ. პ.) მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მან რომ დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ შენ (ამბობს უფალი)" (ესაია 49:14-15).

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III. შეუმუსრავი ეკლესია

თავი II. ეკლესიის დაქვრივების შესახებ

1. ვნებათაღელვა ერთი წიგნის გამო


ამრიგად, პირველი საკითხი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის არაკანონიკურობის დამადასტურებელი სამხილი ჰგონიათ, გახლავთ ძველმართლმადიდებლობის უეპისკოპოსობის, ანუ "დაქვრივების" პერიოდი, რომელიც ჩვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 256 წელი გრძელდებოდა. უკვე ვახსენეთ, რომ ეკლესიის დაქვრივების თემას ყველაზე დეტალურად და სისტემურად შეეხო ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი ინოკენტი უსოვი. ამ თემას მან მიუძღვნა  ნაშრომი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (Христова Церковь временно без епископа).

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III. შეუმუსრავი ეკლესია

თავი I. "თესლის აღდგინების" უცნაური თეორია


ამჯერად გადავალთ ჩვენი ოპონენტებისთვის საინტერესო საკითხზე, რომელიც ეკლესიის დაქვრივებას ეხება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ოპონენტები ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან ეჭვქვეშ აყენებენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურობას იმის საფუძველზე, რომ მას XVII ს-ის რეფორმების დამაგვირგვინებელი კრებიდან (1666/7 წლები) მოყოლებული ვიდრე 1923 წლამდე (ანუ 256 წელი) ეპისკოპოსი არ ჰყოლია.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III. შეუმუსრავი ეკლესია

თავი I. წინათქმა


საზოგადოდ, ძველმართლმადიდებელთა ოპონენტები, სადაც გინდ იყვნენ, თავიანთ ქადაგებებსა თუ თხზულებებში ეხებიან ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის კანონიერების საკითხსაც და ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოსდა ამ ეკლესიას ამგვარი საფუძვლები არა აქვს. ამის მიზეზად კი მიაჩნიათ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სამსაუკუნოვანი, უფრო ზუსტად, 256-წლოვანი დაქვრივება. ანალოგიურად იქცევიან საქართველოშიც. ამ რამდენიმე წლის წინ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურობაზე დავა გვქონდა რელიგიური ალმანახის, "ივერიის გაბრწყინების" აწ გარდაცვლილ რედაქტორ გიორგი გაბაშვილთან. ჩვენს ნაშრომში სახელწოდებით "მართლმადიდებლობის აპოლოგია" (თბილისი 2004 წ.) შევეცადეთ, მოკლედ და მარტივად, კითხვა-პასუხის სახით განგვემარტა ეკლესიის დაქვრივებისა და ჩვენი ეკლესიის კანონიკურობის დამადასტურებელი საკითხები. სამწუხაროდ, ჩვენი ამჟამინდელი ოპონენტის, ყოფილი ძველმართლმადიდებლის ზვიად ნოდიას პუბლიკაციათა კრებულში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" (თბ. 2016 წ.), ეს თემა კვლავ წამოწეულია, თან სრულიად არაობიექტურად და ჩვენი ხსენებული ნაშრომის დამახინჯებული დამოწმებით, ციტატების ქვეტექსტიდან ამოგლეჯით და საკითხის არაჯეროვანი გააზრებით.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

დასკვნა


ამრიგად, როგორც მკითხველი თავადვე მიხვდებოდა, ნაშრომის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა 17-ე საუკუნის რუსეთში განხორციელებულ საეკლესიო რეფორმას და მის სამწუხარო შედეგებს, რამაც, თავისთავად ცხადია, გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XX

ერთმორწმუნე მძარცველნი

XVII საუკუნეში, როცა ქართველმა მეფემ თეიმურაზ პირველმა ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოება სცადა, საქართველოს მიმართ რუსულ ეკლესიასაც გაეღვიძა მადა. პატრიარქმა ნიკონმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენლები. თეიმურაზ პირველი სახტად დარჩა, როცა სამხედრო დახმარების ნაცვლად, რუსეთიდან ბერები ჩამოუვიდნენ იმის შესამოწმებლად, სწორად სრულდებოდა თუ არა წირვა-ლოცვა საქართველოში. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, რუსეთის პატრიარქის დიპლომატიიდან მომდინარეობდა იმ მიზნით, რომ თავიდანვე ხელში ჩაეგდო ქართული ეკლესია.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XIX

ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი (კათალიკოსი ანტონ I)

ჩვენი წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისში აღვნიშნეთ, თუ რა მიზეზის გამო ვაპირებდით XVII ს-ის რუსეთის ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილების განხილვას. ეს მიზეზი XVIII ს-ში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის ოფიციალურ ეკლესიასთან მიერთება და საქართველოს ეკლესიის  ავტოკეფალიის გაუქმება გახლავთ.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XVII

მტრის მიერვე გამხელილი სიყალბე

დასასრულ, ე. ჭელიძე, აქა-იქ ეყრდნობა ახალმოწესე მოძღვრის, ვინმე არქიმანდრიტ გრიგოლის შრომას "ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" (Григорий Архиепископ Казанский. Истинно древняя и истинно православная церковь". 1835 г.), რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერის "სიყალბის" (გვ. 184), ორჯერადი ალილუიას (იქვე. გვ. 221), შვიდი სეფისკვერით ლიტურგიის მსახურების (გვ. 234) და სხვა საეკლესიო ჩვეულებათა უარსაყოფად და ახალმოწესეობრივ სიახლეთა დასაცავად იმოწმებს.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XVII

მტრის მიერვე გამხელილი სიყალბე

დასასრულ, ე. ჭელიძე, აქა-იქ ეყრდნობა ახალმოწესე მოძღვრის, ვინმე არქიმანდრიტ გრიგოლის შრომას "ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" (Григорий Архиепископ Казанский. Истинно древняя и истинно православная церковь". 1835 г.), რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერის "სიყალბის" (გვ. 184), ორჯერადი ალილუიას (იქვე. გვ. 221), შვიდი სეფისკვერით ლიტურგიის მსახურების (გვ. 234) და სხვა საეკლესიო ჩვეულებათა უარსაყოფად და ახალმოწესეობრივ სიახლეთა დასაცავად იმოწმებს.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XVII

"და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

ამჯერად განვიხილოთ ნიკონიანელ რეფორმატორთა მიერ ძველსლავური ტექსტიდან სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოღების მიზანშეწონილობის საკითხი.



არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XVI

ლიტანიობის შესახებ

ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ლიტანიობისას მოძრაობენ მზის მოძრაობის თანმდევად (რუს.: Посолонь), ხოლო ახალმოწესეები, პირიქით, - მის საწინააღმდეგოდ. არიან თუ არა ძველმართლმადიდებელნი ამის მოწინააღმდეგენი და რატომ ეწინააღმდეგებიან ახალმოწესეები ძველმართლმადიდებლურ ჩვეულებას?



არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XV

ახალმოწესე რეფორმატორთა მკრეხელობანი და მწვალებლური ცთომილებანი

როგორც უკვე ითქვა, ახალმოწესე რეფორმატორებმა გასწორების ნაცვლად მთლად გააფუჭეს საღვთისმსახურებო წიგნები. ახალშესწორებულ წიგნთა ცთომილებანი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათი სათითაოდ განხილვა სცილდება წინამდებარე ნაშრომის ჩარჩოებს, მაგრამ ზემოთ თქმულის სიცხადისთვის და ე. ჭელიძისა და სხვა მისნაირ "მეცნიერთა" პოლემიკური ხრიკებისა და სოფიზმების მორიგი დოზის წარმოსაჩენად რამდენიმე მათგანი მაინც განვიხილოთ (ნიმუშები აღებულია ბ. კუტუზოვის წიგნიდან: Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007).


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XIV

იესუს ლოცვის შესახებ

ნიკონიანელმა რეფორმატორებმა მაცხოვრის სახელი "იესუ" ხომ შერყვნეს და შეურაცხყვეს, ესეც არ იკმარეს და ღვთისმსახურებიდან ამოაგდეს იესუს ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ძველ, ნიკონამდელ წიგნებში, საზოგადოდ იყო მიღებული ზოგადსაეკლესიო ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (ან "შეგვიწყალენ ჩვენ"). მოიპოვება მათში ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ", მაგრამ პირველი ლოცვა უნივერსალურად, ანუ საყოველთაოდ მიიჩნევა, როგორც სახარებისეული ტექსტებიდან მომდინარე და წმიდა მოციქულთა აღმსარებლობა, რომელზეც დააფუძნა ღმერთმა თავისი ეკლესია.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XIII

მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და წარმოთქმის შეცვლისა და მეფის კარის ოკულტიზმის შესახებ

ცნობილია, რომ XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმირებისას პატრიარქმა ნიკონმა და მისმა თანაშემწე რეფორმატორებმა შეცვალეს მაცხოვრის სახელის დაწერილობა; თუ მანამდე სლავურ ტექსტებში მაცხოვრის სახელი იწერებოდა ერთი იოტათი - Iсус, რეფორმის პროცესში ეს შეცვალეს და მკაცრად დაამკვიდრეს მაცხოვრის სახელის ორი იოტათი დაწერის ჩვეულება, ანუ Иисус. უაღრესად საინტერესოა, თუ რის საფუძველზე არ აღიარებენ ნიკონიანელი რეფორმატორები ერთი იოტათი დაწერილ სახელს Iсус.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XII

WATI TOTO

ამჯერად განვიხილოთ, როგორი იყო ნიკონიანელ რეფორმატორთა დამოკიდებულება რვაკიდურიან ჯვართან. უკვე ითქვა, რომ 1054 წ-ის დიდი განხეთქილების შემდეგ, როდესაც წარმოიქმნა ე. წ. "პაპისტური", დასავლური ეკლესია, რვაკიდურიანი ჯვარი გახდა მართლმადიდებლობის, ხოლო ოთხდაბოლოებიანი - ლათინობის სიმბოლო. დასავლეთის ეკლესიებში ამჟამად მხოლოდ ოთხკიდურიანი ჯვრებია, მაშინ, როდესაც რუსეთში, ისევე როგორც მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში, რვადაბოლოებიანმა ჯვარმა ერთგვარი უპირატესობა მოიპოვა ოთხდაბოლოებიანთან შედარებით.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი XI

მართლმადიდებლური (რვაკიდურიანი) ჯვრის შესახებ

"სასარგებლო სიტყვა გონიერი ჭკუის ნიშანიაო", ბრძანებს ამბა თალასი. სიტყვის სარგებლიანობა კი, ჩვენი აზრით, ადამიანთა მიერ ჭეშმარიტების შემეცნებასა და სარწმუნოებრივ ღირებულებათა ღირსეულ შეფასებაში უნდა გამოვლინდეს და თუკი "სასარგებლო სიტყვა გონიერი ჭკუის ნიშანია", უსამართლონი არ ვიქნებით, უსარგებლო სიტყვას უჭკუობის ნიშნად თუ ჩავთვლით. სწორედ ასეთად გვესახება ახალმოწესე რეფორმატორთა, ამ ვაიმართლმადიდებელთა დავა ძველმართლმადიდებლებთან. ამის სანიმუშო მაგალითად გამოდგება ნებისმიერი ახალმოწესე პოლემისტი, რომელსაც ოდესმე დაუცავს პატრიარქი ნიკონი და პატივაყრილ ბერძენ იერარქთა უაზრო რეფორმა.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი X

ზოგიერთი უარყოფის განხილვა

გარდა ზემოთ განხილული "არგუმენტებისა", ე. ჭელიძეს წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბ. 1990 წ.) დამოწმებული აქვს კიდევ რამოდენიმე წყარო, რომელთაც ან ორი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელ წყაროებად არ მიიჩნევს, ან კიდევ, პირიქით, მისი ვითომცდა "არაძველბერძნულობის" მაჩვენებლად სახავს. განვიხილოთ ისინიც.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX

14. კურთხევის გაცემის შესახებ

რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას? თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კურთხევა არის მოძღვრის თანხმობა ან ნებართვა რაიმე კონკრეტულად განსაზღვრულ, ღვთივსათნო და სულის ცხოვნებისაკენ მიმართულ საქმეზე, ხოლო, თუ რომელი საქმეებია ღვთივსათნო და მაცხოვნებელი ჩვენი სულებისთვის, უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან - ყოველგვარი წყალობისა და კურთხევის წყაროსგან, რომელმაც წმ. მოციქულთა და წმ. მამათა პირით წმ. წერილსა და წმ. გადმოცემაში გადმოგვცა ყოველივე.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX

13.  ორთითიანი წყობა X-XII საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

ჩვენი კვლევის პირველ თავებში, ქრისტეანული დამწერლობისა და ნივთიერი ძეგლების საფუძველზე, დავადგინეთ, რომ როგორც საბერძნეთში, ასევე ქრისტეანული სამყაროს სხვა ქვეყნებში პირჯვრისწერისთვის იყენებდნენ ორ თითს; ახლა აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი, ანუ შეინარჩუნა თუ არა საბერძნეთმა პირჯვრის საწერი თითების წყობის ეს გადმოცემა X ს-ში და გადმოსცა თუ არა ის სლავ ხალხებს მათი გაქრისტეანების დროს. ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, კვლავ უნდა მივმართოთ ქრისტეანული სიძველეებისა და ლიტერატურის ძეგლებს, რომლებიც წარსული მოვლენების საუკეთესო და მიუკერძოებელი მოწმობებს წარმოადგენს.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX

12. ორთითიანი წყობა V-IX საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

გადავდივართ რა ჩვენს გამოკვლევებში მეოთხე საუკუნის მიჯნას და განვიხილავთ რა V საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერ ძეგლებს, აქ ორთითიანი წყობის საკმაოდ შესამჩნევ ნაკვალევს ვპოულობთ. მართალია, ამ პერიოდის ძეგლები არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისია იმისთვის, რათა გააშუქოს ჩვენთვის საინტერესო საკითხის ისტორიული წარსული.



არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX

10. ორთითიანი წყობა მოციქულთა დროის ქრისტეანულ ძეგლებში (I ს.)

11. ორთითიანი წყობა II-IV საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში


ისტორია, როგორც უკვე ვთქვით, არანაირ ცნობას არ გვაწვდის თითების წყობის ფორმაზე, რომლითაც პირველი ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარ თავზე, რის გამოც ჩვენი დროის ზოგიერთი ავტორიტეტული მეცნიერი თავის მეცნიერულ კვლევა-ძიებას აგებს იმ ვარაუდებზე, თითქოსდა პირვანდელი ფორმა პირჯვრისწერისა ერთი თითი ყოფილიყო, რაც შემდეგ ორი თითით და ბოლოს ეს უკანასკნელიც გვიანდელი სამი თითით შეიცვალა, რომელიც დღემდე შერჩა ბერძნულ და რუსულ გაბატონებულ ეკლესიებს. არ შევდივართ რა ამ ჰიპოთეზის დეტალურ განხილვაში, აუცილებლად მიგვაჩნია შევნიშნოთ, რომ ის მეტად არასრული და უსუსურია, რაც უკვე შეამჩნია ზოგიერთმა მეცნიერმაც.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX. 9. ორთითიანი წყობის გრაფიკული გამოსახულებები

ე. ჭელიძე, თავის პირველი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომის "ეკლესია - სძალი უფლისა" 215-ე გვერდზე კურთხევის გასაცემ წყობებსაც ეხება და წერს, რომ "ამ წესის ისტორია დიდი ხანია საფუძვლიანადაა შესწავლილი. ცხადყოფილია, რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო", მაგრამ ეს ცნობა არასწორია.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX. 7. არის თუ არა სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა?

როგორც უკვე ვნახეთ, თვით ახალმოწესე მეცნიერთა აღიარებით, ორი თითით პიჯვრისწერის წესი უფრო ძველი ჩვეულებაა, ვიდრე სამი თითით; მოვიტანეთ უძველესი მაგალითები იმისა, რომ, როგორც ძველ ქრისტეანებს, ასევე IX-XII საუკუნის ბერძნებს თავიანთ საეკლესიო პრაქტიკაში ორი თითით პირჯვრისწერა საყოველთაოდ დამკვიდრებული ჰქონდათ. სწორედ მათვე უბოძეს სლავურ სამყაროს პირჯვრისწერის ეს წესი, რომელიც მოგვიანებით მიავიწყდათ. მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე თვალის დაუხამხამებლად აცხადებს, თითქოსდა "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა. ამიტომ, ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნადაგოა, რადგანაც საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 203). სიცრუეა ასევე ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "წმიდა მამებთან არსად იჩენდეს თავს ორი თითით საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერა" (იქვე).


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

6. ჯვრის გამოსახატავი წყობა VIII-XVII საუკუნეებში და პირჯვრისსაწერ თითთა წყობის ცვალებადობის თეორია

ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ ე. ჭელიძის მიერ ნაჩვენები მაგალითები, რომელთა შორისაც ის საერთოდ არც ახსენებს ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ფორმას, არანაირად არ წარმოადგენს პირჯვრის წერის ისტორიას I საუკუნიდან VIII საუკუნემდე (VII საუკუნის ჩათვლით). მეტიც, პირველი შვიდი საუკუნე საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს ეკლესიაში პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობის არსებობაზე. მის შესახებ ასწავლიან წმიდა მამები და აღიარებენ, რომ ის არის უძველესი საეკლესიო გადმოცემა.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

5. წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამი

საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის ნათელსაყოფად ე. ჭელიძეს რატომღაც ყველაზე მნიშვნელოვან საბუთად მიაჩნია "ურჩეულესი მამის წმ. იოანე ოქროპირის ვრცელი და დაწვრილებითი უწყება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 196). მაგრამ რატომ არის წმ. იოანე ოქროპირის მოწმობა ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთი თვით ეკლესიის რწმენისა (იხ. ზემოთ სომეხ-იაკობიტთა ეკლესიაში მიღების წეს-განგება და შეჩვენების ფორმულა) და სხვა დანარჩენი საბუთებისგან განსხვავებით, ბ-ნი ე. ჭელიძე არ განგვიმარტავს. ე. ჭელიძე ან პირადად ანიჭებს წმ. იოანე ოქროპირს "ყველაზე მნიშვნელოვანის" კატეგორიას და ამ შემთხვევაში ის აშკარად მიკერძოებულია, ან კიდევ ამ წმიდა მამის მართლაცდა უდიდესი ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობს სხვა არანაკლები ავტორიტეტების (მაგ.: წმ. ბასილი დიდისა და წმ. კირილე იერუსალიმელის) დაკნინებას. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ძველი ეკლესია ორთითიანი პირჯვრისწერის გადმოცემას თვით იესუ ქრისტეს მიაკუთვნებდა (ამას ადასტურებს არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი").

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX. 4. წმ. მელეტი ანქიოქიელის მოქმედება

პირჯვრის საწერ წყობასთან დაკავშირებით ძველმართლმადიდებელი პოლემისტები ხშირად იმოწმებენ წმ. მელეტი ანტიოქიელის (IV ს.) მაგალითს, რომელმაც, როგორც ფიქრობენ, ანტიოქიაში გამართულ კრებაზე შეკრებილ ხალხს ჯვარი ორი თითით გადასწერა და ასე ასწავლა ჯვრის გამოსახვა მღვდლებსაც და ხალხსაც.


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX. 2. სამ-თითობითი სიკერპე და პირჯვრისწერის ნამდვილი წესი

თავის ახალ, ანტიძველმართლმადიდებლურ თხზულებაში "სული - ცხოველი" ე. ჭელიძე პირჯვრისწერისა და კურთხევის საკითხს საერთოდ არ ეხება, თუ არ ჩავთვლით ერთ ღვარძლიან შენიშვნას, სადაც ის პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობისადმი ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულებას "ორ-თითობით სიკერპეს" უწოდებს და წერს, რომ ძველმართლმადიდებელთა აზრით, ეს არის "ვითომცდა მოციქულთაგან მომდინარე ერთადერთი "დოგმატური" წესი". მაგრამ, სიკერპეს და ისიც სამთითობითს იჩენდნენ სწორედ ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე რეფორმატორები, რომლებიც სამი თითით პირჯვრისწერის წესს მიაწერდნენ მოციქულთა წარმომავლობას და საეკლესიო ანათემებით, საშინელი წყევლითა და კრულვით ებრძოდნენ ყველას, ვინც არ იზიარებდა ამ შეხედულებას

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ

1666-1667 წლების კოშმარულმა კრებამ არა მხოლოდ დაამტკიცა და გაამყარა ნიკონისა და ბერძნების მიერ რუსეთში შემოტანილი ახალი "ობრიადები", ჩვეულებები და წიგნები, არამედ მოახდინა მათი სამუდამო დოგმატიზება ისე, რომ შეუძლებლად გამოაცხადა მათი გაუქმება ან მცირედით შეცვლაც კი, თუ არადა, ვინც ამას გაბედავდა, იქნებოდა შეჩვენებული, დაწყევლილი და ერეტიკოსი.  მეტიც, რეფორმატორული კრებების განცხადებით, ამგვარი ადამიანი სიკვდილის შემდეგაც კი არ იქნება გახსნილი, თითქოსდა ჯადოქრული წყევლა-კრულვებით და ანათემატიზმებით არიანო მონუსხულნი და სამარადისოდ მოჯადოებულნი.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი VIII. რეფორმის შედეგები

ჩვენი დასკვნები არ იქნება სრული, თუ ორიოდ სიტყვით არ აღვნიშნავთ, რა შედეგები მოუტანა ამ რეფორმამ და მისმა დამაგვირგვინებელმა ყაჩაღურმა კრებამ რუსულ სახელმწიფოსა და თვით რეფორმირებულ რუსულ-ბერძნულ ეკლესიას.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი VII. ყაჩაღთა კრება

პატრიარქ ნიკონის რეფორმებთან დაკავშირებით ხშირად შევხვდებით მტკიცებას, რომ საწესჩვეულებო ცვლილებები დამტკიცებულ იქნა 1667 წლის რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის კრებაზე, რომელსაც აღმოსავლეთის იერარქებიც ესწრებოდნენ, მაგრამ ამგვარი "არგუმენტის" მომხრეებს ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ შფოთი და არეულობა ეკლესიაში ნიკონმა შეიტანა ამ კრების მოწვევამდე. დეკანოზ ამბაკუმისა და ნიკონის რეფორმების სხვა მოწინააღმდეგეთა პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ ძველბიზანტიურ საეკლესიო გადმოცემათა შეცვლამ ახალბერძნული, ეკლესიისთვის მანამდე უცნობი და მიუღებელი წესებით, არამედ თვით ნიკონის ერთპიროვნულმა, არაკრებითმა ბრძანებებმა ამ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი VI. რუსეთის პატრიარქი ნიკონი


რეფორმატორთა გალერეა სრული ვერ იქნება თვით ნიკონ პატრიარქის პორტრეტის გარეშე. ვნახოთ, როგორ აფასებენ და ახასიათებენ მას ჩვენი დროების რუსი ისტორიკოსები.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

gateio logingateio login


დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ XVII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქების მიერ პატივაყრილ და კათედრაწართმეულ იერარქებს.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი IV. "როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება", ანუ იმის შესახებ თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა


ზემოთ (თავი "დოგმატი და წეს-ჩვეულება") უკვე ვნახეთ, რამდენად უსამართლოა ახალმოწესე რეფორმატორთაგან ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დადანაშაულება წეს-ჩვეულებებისა და დოგმატების ურთიერთაღრევაში. ასევე ვისაუბრეთ იმ მოსაზრებაზე, რომ წეს-ჩვეულებებს ეკლესიაში არა მთავარი (მათი თქმით "დოგმატური"), არამედ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ვნახეთ, თუ რამდენად უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოსდა რეფორმატორული "მართლმადიდებელი" ეკლესიისადმი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუმორჩილებლობა ეფუძნება "წეს-ჩვეულებებისადმი პირველხარისხოვან დამოკიდებულებას".


არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი III. გრანდიოზული დივერსია, ანუ XVII საუკუნის რეფორმის პოლიტიკური საფუძველი


დღეისთვის ცნობილი რუსი მეცნიერები და ასევე ოფიციალური ე. წ. მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო სასულიერო პირებიც კი აღიარებენ, რომ: "XVII ს. რუსეთში მომხდარ საეკლესიო განხეთქილებას გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი კატასტროფა, რომელიც ნიკონის რეფორმის შედეგად აღმოცენდა. დღეისთვის ცხადყოფილია, რომ როგორც საღვთისმეტყველო, ასევე კანონიკური თვალსაზრისით ის სრულიად უსაფუძვლო გახლდათ და მეტიც, არც კი სჭირდებოდა ეკლესიას"

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II. გრანდიოზული დივერსია

თავი II. დოგმატი და წეს-ჩვეულება


აუცილებელია თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ არსებობს უმჭიდროვესი კავშირი XVII საუკუნის რუსეთში მომხდარ საეკლესიო რეფორმას, მისით გამოწვეულ განხეთქილებასა და საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების მიზეზებს შორის.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика