Главное меню:
სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებს შორის მრავალი საწესჩვეულებო, ლიტურგიკული და დოგმატური შინაარსის სწავლა-
"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი -
პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, -
როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139, ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
ამიტომაც, ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავს ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, -
საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос -
აქვე განმარტებულია, რომ ეს კრულვა წმ. მამათა განჩინებას ეყრდნობა, ხოლო თუ გვკითხავენ, ამგვარი ანათემა სადღა წარმოთქვეს წმ. მამებმაო, პასუხად იმავე იაკობიტთა და მონოფიზიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს დავასახელებთ, სადაც გამოთქმულია ეს კრულვა.
ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტეანი პირჯვარს უნდა იწერდეს ორი თითით და არა სხვაგვარად. წინამდებარე განყოფილება მთლიანად ეძღვნება ამ საკითხს და წარმოაჩენს ამის დამამტკიცებელ ფაქტობრივ მასალას.
ბერძნული სჯულისკანონი პირჯვრისწერის შესახებ
ორი თითით პირჯვრისწერისა და ასევე, კურთხევის ორი თითით გაცემის დამადასტურებელი მართლმადიდებლური ხატები.
___________________________________________________________________________________________________
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ.
"მართლმადიდებლურ ხატებზე გამოსახული თითთაწყობის შესახებ" (გამოხმაურება ბ-
ს. ვ. რასკინი
პეტრე დამასკელის სიტყვის ფალსიფიკაცია "ფილოკალიის" სინოდალურ გამოცემებში
ფიოდორ მელნიკოვი
ფ. ე. მელნიკოვისა და მისიონერ ვ. ბისტრიცკის საჯარო პოლემიკა საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ.
მღვდელი დმიტრი იურიევიჩი (მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი)
ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში
ბორის ანდრიას ძე უსპენსკი
პირჯვრისსაწერი თითების წყობა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
ს. ი. ბისტროვი
ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლებში
ჯორჯე ტრიფუნოვიჩი
მაქსიმე ბერძენი პირჯვრისწერის შესახებ