Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შეუმუსრავი ეკლესია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი I
___________________________________________________________________________________________________________________________________
"თესლის აღდგინების" უცნაური თეორია
როდესაც ეკლესიის დაქვრივებაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ხანგრძლივი დროით კერძოდ, 256 წლით (1667 წლიდან 1923 წლამდე) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის გარეშე დარჩენის სამწუხარო მოვლენა. ნიკონის რეფორმების მოწინააღმდეგეთა ერთადერთი აქტიური მხარდამჭერი ეპისკოპოსის, კოლომნისა და კაშირის ეპისკოპოს პავლეს გარდაცვალების შემდეგ (1) ძველმართლმადიდებლობას მთელი 250-
-
2. ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებლები ძირითადად იყოფიან ორ ძირითად მიმართულებად: მღდლობის მიმღებ ძველმართლმადიდებლებად (поповцы) და უმღვდლო ძველმართლმადიდებლებად (безпоповцы). 1846 წელს ძველმორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა, რომელთაც დღეს "ბელოკრინიცელებს" (ზოგჯერ "ავსტრიელებსაც") უწოდებენ, ძველმართლმადიდებლობისკენ გადმოიბირა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტი ამბროსი (ამირე პაპა-
ძველმართლმადიდებლობის იმ ფრთაში, რომელსაც "ბეგლოპოპოვცებს" (беглопоповцы) უწოდებდნენ, მღვდელმთავრობა აღდგა 1923 წელს, როდესაც მას არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი (პოზდნევი) შემოუერთდა. 1929 წელს ძველმართლმადიდებლობას შემოუერთდა კიდევ მეორე ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი), რომელმაც ძველმართლმადიდებლობაში ეპისკოპოსთა ხელდასხმა განაახლა (С. Г. Вургафт, И.А.Ушаков. Старообрядчество. Лица, предметы, события и символы. Опыт энциклопедического словаря. Церковь. Москва. 1996 г., стр. 275).
ამჯერად ჩვენ გამოვტოვებთ ძველმართლმადიდებლობაში იერარქიის აღდგენის ისტორიულ და კანონიკურ პერიპეტიებს და გადავალთ ჩვენი ოპონენტებისთვის საინტერესო საკითხზე, რომელიც ეკლესიის დაქვრივებას ეხება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ოპონენტები ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან ეჭვქვეშ აყენებენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურობას იმის საფუძველზე, რომ მას XVII ს-
ჩვენი მოწინააღმდეგე ზ. ნოდია თავის სტატიათა კრებულში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიერების საკითხსაც ეხება და თან აბსოლუტურად არაობიექტურად. მეტიც, მკაფიოდ ჩანს, რომ ზ. ნოდია ამ საკითხში სრულიად უცოდინარია. ამ ფაქტის წარმოჩენას დავიწყებთ ზ. ნოდიას იმ მტკიცებულებით, რომლის მიხედვითაც, თურმე "ეპისკოპოსად წოდებული პავლე, ანუ ავთანდილ ხორავა ... ახალ მწვალებლობასაც (?) გვთავაზობს -
ხსენებული წიგნის 213-
უცნაურია, ზ. ნოდია, რომელიც "სტაროვერებს" უეკლესიო სექტანტებს უწოდებს და თავის წიგნში არაერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "სტაროვერების" ეკლესია ეკლესია არ არის, ხოლო დეკანოზ ამბაკუმს აცხადებს "სქიზმატიკოსად", აქ უცებ იმავე ამბაკუმს "ეკლესიის გადასარჩენად მებრძოლ" პიროვნებად წარმოაჩენს. კი მაგრამ, თუკი დეკანოზი ამბაკუმი "რასკოლნიკია", მაშინ ზ. ნოდიას წარმოდგენაში როგორ იბრძოდა ამბაკუმი "ეკლესიის" გადასარჩენად? თუმცა, ეს ერთადერთი უაზრობა, ალოგიკურობა, საკუთარი მტკიცებულებების გამორიცხვა და მარტივად რომ ვთქვათ, სისულელე როდია. მარტო ამ მცირე მონაკვეთზე ზ. ნოდია მთელ რიგ უზუსტობებს უშვებს:
1. ჯერ ერთი, არც ჩვენს ოპონენტს და არც მის აზრზე მდგომ სხვა რომელიმე ახალმოწესეს არ დაუსაბუთებია, რომ ეკლესიის დაქვრივება (იმ კუთხით, რა კუთხითაც აყენებენ საკითხს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები) "მწვალებლობაა".
2. მეორეც, ზ. ნოდიას მიერ "მწვალებლობად" მიჩნეული სწავლება არ გახლავთ "ეპისკოპოსად წოდებული პავლეს, ანუ ავთანდილ ხორავას" გამოგონება. ის არც ახალი სწავლებაა, რადგან მას საუკუნეებია ქადაგებენ ძველმართლმადიდებლები. ყველაზე ჩამოყალიბებულად და სისტემური სახით ის შემოგვთავაზა ბელოკრინიცელმა ძველმორწმუნე ეპისკოპოსმა ინოკენტი უსოვმა (1870-
ეპისკოპოსის გარეშე დროებით არსებობას ჩვენი "პუბლიცისტი" "კანონიერი წესრიგის მოშლასაც" უწოდებს (იქვე. გვ. 216), რის შედეგადაც თურმე "... სტაროვერთა მღვდლებს სხვათა ნათლისცემის, ხელდასხმის, მირონცხების მადლი დაკარგული ჰქონიათ". აქედან გამომდინარე, მას უკვირს ძველმოწესეებს, "ერეტიკოსი მღვდელი, თავადაც უმადლო, როგორ უნდა ექციათ კანონიერ მღვდლად"? ამის შემდეგ კი "გამანადგურებელ" დასკვნას აკეთებს: "ესეც ხორავას გაუკუღმართებული "აპოლოგიის" მამხილებელი "დიდი სჯულისკანონი"" (?) (იქვე. გვ. 216). თუმცა, მკითხველისთვის სრულიად გაუგებარია, რომელ ან რის "აპოლოგიაზეა" აქ ლაპარაკი, რატომ არის ეს აპოლოგია "გაუკუღმართებული" და რა შუაშია აქ "დიდი სჯულისკანონი"?!
თავისი აბდაუბდისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად ზ. ნოდია წმ. ბასილი დიდის ავტორიტეტსაც უხმობს, თუმცა სრულიად უადგილოდ, რაშიც თავის ადგილზე დავრწმუნდებით. ზ. ნოდია წერს: "ბასილი დიდის თქმით, ადრეული მამები ერეტიკოსობას და არასწორი სქიზმით (ნუთუ "სწორი" სქიზმაც არსებობს? -
აი, ასე ამუნათებს ზ. ნოდია ძველმართლმადიდებელთა ეკლესიას და მის არქიეპისკოპოს პავლეს (ხორავა), მაგრამ სასაცილო და გამაოგნებელია ის, რომ ერთ ადგილას ზ. ნოდია თვითონვე აბათილებს მის მიერ შეკაზმულ "ეკლესიოლოგიურ" აჯაფსანდალს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ოპონენტი თავისი ნაშრომის 207-
მკითხველს ბოდიშს ვუხდით ამ სისულელეთა ციტირებისთვის, მაგრამ საკითხის ბოლომდე გასარკვევად ზ. ნოდიას საღვთისმეტყველო-
ზ. ნოდიას არ ესმის "... თუკი მკვდარია ქრისტეს ეკლესია (ნუმც იყოფინ!), მაშინ როგორ და ვისგან უნდა მიიღონ ხელდასხმა? უეპისკოპოსოდ ანუ უთავოდ დარჩენილებმა როგორ უნდა აღიდგინონ "შტო"? გასაგებია, რომ ხორავა ასე საკითხს საქართველოს "სტაროვერებისთვის" სვამს (არაფერიც, საკითხს ასე სვამს ნოდია და არა ხორავა -
"ბოლო-
ზ. ნოდია გვთავაზობს ასეთ უცნაურ სწავლებასაც: "ეკლესიას აქვს დიდი იმუნიტეტი (?) და უმკლავდება ჯოჯოხეთის ბჭეთ მრავალგვარად და თუნდაც -
ამ აბრაკადაბრიდან აზრის გამოტანა ძნელია, მაგრამ, თუ მიხვედრილობა არ გვღალატობს, ავტორის მტკიცებით, სამოციქულო ეკლესია თურმე შესაძლოა დაეცეს, რაც აბსურდია! ქრისტეს წინასწარმეტყველებით ეკლესია არასოდეს დაეცემა! ეკლესია უძლეველია, რაც მაცხოვარმა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს განგვიცხადა: "აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18). ოღონდ ეგ არის, ვის როგორ ესმის ეს უძლეველობა. ზ. ნოდიას და მის თანამოაზრეთა აზრით, უძლეველობა გამოიხატება მხოლოდ ეპისკოპოსთა დასში, და როგორც ამას ქვემოთ თავის ადგილზე ვნახავთ, მხოლოდ ამ ერთ დასში მოიაზრებენ მთელ ეკლესიასაც.
მაგრამ აქ ციტირებულ ადგილას მთავარია ის, რომ ზ. ნოდია სამოციქულო ეკლესიის დაცემას შესაძლებლად მიიჩნევს, ხოლო გამოსავალს ამ მდგომარეობიდან ხედავს იმაში, რომ დაცემულ "სამოციქულო ეკლესიას" შეიძლება გამოეყოს ერთი სასიცოცხლო "დვრიტა", რომელსაც მიჰყვება კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი (მის გარეშე ხომ "ეკლესია -
ამდენად, გაურკვეველი რჩება, რაში გამოიხატება ეკლესიის "იმუნიტეტი" და როგორ უმკლავდება ის ჯოჯოხეთის ბჭეთ, თუკი ის შეიძლება დაეცეს?! ძნელი მისახვედრი არ არის, რისი თქმა სურს ავტორს, მაგრამ აშკარად ამ სათქმელს ვერ აყალიბებს. და, რაც მთავარია, მას არ სურს შეიგნოს, რომ დაუშვებელია თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს ასე "საყველპუროდ" განიხილავდეს უმეცარი ადამიანი და შემდეგ საზოგადოებრივ ტელეარხებსა თუ პუბლიკაციებში თავს "თეოლოგად" რაცხდეს.
გარდა აღწერილი უაზრობებისა, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ, ზ. ნოდიას შემოაქვს ე. წ. "თესლის აღდგინების" გაურკვეველი წარმომავლობის თეორია, რომელსაც კადნიერებით და უმეცრებით "დიდ სჯულისკანონს" მიაწერს.
"აქ უკვე მივადექით, -
საიდან მოაქვს ზ. ნოდიას ეს უცნაური ტერმინი -
"თესლის აღდგინება", იგივე ლევირატული ქორწინება მომდინარეობს ძველი აღთქმიდან. როგორც მღვდელმოწამე და ღვთისმეტყველების მაგისტრი ალექსანდრე გლაგოლევი (1872
ასე რომ, თავისი წარმომავლობით ლევირატის ჩვეულება მომდინარეობს პატრიარქალური დროიდან; დასაშვებია ისიც, რომ ებრაელ პატრიარქებს ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ქალდეიდან გამოეტანათ. ყოველ შემთხვევაში, ლევირატული ქორწინების პირველი ბიბლიური მაგალითი პატრიარქი იუდას, პატრიარქ იაკობის მეოთხე შვილის, ოჯახში გვხვდება (დაბ. 38:6-
ლევირატული ქორწინების გამოძახილია ახალ აღთქმაში სადუკეველთა მიერ ქრისტესადმი დასმული კითხვა, რომელშიც მკვდართა აღდგომის უარმყოფელი სადუკევლები ქრისტეს ეკითხებიან: "მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (იხ. მათე 22:23-
გამომდინარე აქედან, ჩვენც სამართლიანად ვიტყვით, რომ, ვინც გნებავთ იყოს, იქნება ეს ზ. ნოდია თუ სხვა ვინმე, ურჯუკი სადუკეველებივით ცდილობენ ისინი ძველაღთქმისეული "გაცოდვილიანებული სხეულებრივი კანონები" მიუყენონ სულიერ ცხოვრებას, ეკლესიის არსს და მის მოწყობას და ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიაში უჯეროა "თესლის აღდგინების" თეორიის დანერგვა, რომელიც კავშირშია ძველაღთქმისეულ ხორციელ ჩვეულებასთან. მაგრამ ზ. ნოდია სწორედ ამ უჯერო სწავლებას სჯერდება და მისებურად, "პოპულარული" ენით გვთავაზობს ეკლესიის აქამდე გაუგონარ ეპითეტს.
"ეკლესია არის სძალი უფლისა -
-
3. "ცენტრალური ეკლესია" -
-
შემდეგ ზ. ნოდია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე წერს: "თუმც რომ ჩავთვალოთ დაქვრივებულად, მისი აღმდგენი იქნებოდა მხოლოდ მათგან დატოვებული ცოცხალი (?) ეკლესია, რაც სტაროვერებმა იმთავითვე გამორიცხეს, განაცხადეს რა, რომ -
ხოლო მე-
ძველმართლმადიდებელი მღვდლების "ურცხვებად" და "ქურდებად" გამოცხადების შემდეგ ზ. ნოდია სახარებისეული ციტატითაც ცდილობს მათ "განადგურებას" და ირწმუნება, თითქოსდა მათ ეხებოდეთ სახარების გამოთქმა: "ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი" (იოანე 10:1). "ვინც კარით შედის -
აქ შევწყვეტთ ზ. ნოდიას წიგნიდან ციტატების ამოწერას, რადგან ძირითადად ეს არის ის გამონათქვამები, რომლებიც ეხებიან ეკლესიის დაქვრივებას და რომლებშიც ნათლად არის გამოკვეთილი ოპონენტის შეხედულება მოცემულ თემაზე. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საქართველოში საკითხი ეკლესიის დაქვრივების შესახებ ჯეროვნად არავის დაუმუშავებია. პრაქტიკულად მას არც არავინ შეხებია. ალბათ, იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. მაგრამ ძველმართლმადიდებელთა გამოჩენისა და ეკლესიის დაქვრივების შესახებ პოლემიკის შემდეგ ამგვარი საჭიროება გაჩნდა, თუმცა, ქართველ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთაგან ამ თემას მაინც არავინ შეხებია. შეეხნენ მას მხოლოდ გ. გაბაშვილი, რომელსაც პასუხი გაეცა ჩვენს ნაშრომში "მართლმადიდებლობის აპოლოგია" (თბილისი. 2004 წ.) და ზ. ნოდია, რომელსაც პასუხს ვაძლევთ წინამდებარე ნაშრომში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანები -
რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ძველმართლმადიდებელთა უეპისკოპოსო მდგომარეობა "ხელსაყრელი" საბაბი გახდა მათი ეკლესიის უარყოფისა ოფიციალური ეკლესიის იდეოლოგთა მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული ოპონენტების წერილებშიც ეკლესიის დაქვრივების საკითხი გადმოცემულია ან მეტად ბუნდოვნად, ან პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აზიანებს ჭეშმარიტ სწავლებას ეკლესიის შესახებ. გარდა ამისა, თვით საკითხი ეკლესიის დაქვრივებასა და მის შედეგებზე გადმოცემულია მეტად არასისტემურად. განსაკუთრებით ითქმის ეს ზ. ნოდიას წერილზე წიგნიდან "ფიქრები ბოლო ჟამის საქართვგელოზე", რაც გამოწვეულია იმით, რომ ზ. ნოდია, სამწუხაროდ, არ იცნობს მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიის შესახებ. მის ნაწერში სხვადასხვა "რაკურსით" ხშირად მეორდება ერთი და იგივე მტკიცებულება (პროპაგანდისტული ხრიკი), არ ჩანს არანაირი სისტემური, ჩამოყალიბებული სწავლება, როგორც ეს ახასიათებთ, მაგალითად, რუს ახალმოწესე პოლემისტებს, რომლებიც ცდილობენ, უფრო ჩამოყალიბებულად და მეთოდურად მიუდგნენ ეკლესიის დაქვრივების პრობლემას და ძველმართლმადიდებელთა მტკიცებულების უარყოფას.