Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XIV
___________________________________________________________________________________________________________________________________
იესუს ლოცვის შესახებ
ნიკონიანელმა რეფორმატორებმა მაცხოვრის სახელი "იესუ" ხომ შერყვნეს და შეურაცხყვეს, ესეც არ იკმარეს და ღვთისმსახურებიდან ამოაგდეს იესუს ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
ძველ, ნიკონამდელ წიგნებში, საზოგადოდ იყო მიღებული ზოგადსაეკლესიო ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (ან "შეგვიწყალენ ჩვენ"). მოიპოვება მათში ლოცვაც: "უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ", მაგრამ პირველი ლოცვა უნივერსალურად, ანუ საყოველთაოდ მიიჩნევა, როგორც სახარებისეული ტექსტებიდან მომდინარე და წმიდა მოციქულთა აღმსარებლობა, რომელზეც დააფუძნა ღმერთმა თავისი ეკლესია. ამას ადასტურებს 1938 წ. ბარლაამის მონასტრის მიერ გამოცემული შესანიშნავი წიგნი "საუბრები იესუს ლოცვაზე" (რეპრინტ. გამოცემა. Изд. Елеон. Москва. 1998 г.), სადაც წმიდა მამათა თხზულებებიდან დამოწმებული უამრავი ამონაწერით ნათელი ხდება, რომ ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" (ან "შეგვიწყალენ ჩვენ") გახლავთ საყოველთაო ეკლესიის მიერ საზოგადოდ მიღებული ლოცვა, რომელიც XVII საუკუნემდე განუწყვეტლივ იკითხებოდა ღვთისმსახურებისას. კითხულობდა მას ყველა წმიდა მამა".
"უძველესი დროიდან, -
1667 წელს ასეთი საყოველთაოდ მიღებული ლოცვის უარყოფითა და ღვთისმსახურებიდან მისი ამოღებით რეფორმატორები დაუპირისპირდნენ ეკლესიის ძველ და კურთხეულ პრაქტიკას, რამაც ძველ ღვთისმოსაობის დამცველთა სრულიად სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და რაც კიდევ ერთი საბაბი გახდა ამ ხსენებული რეფორმატორული კრების უარსაყოფად, რომელმაც ეს ყოველივე დოგმატურ საფუძელზე გააკეთა, განმარტა რა, თითქოსდა ეს ლოცვა არიანულ (!) საცთურს შეიცავდა.
"ვერ გულისხმაყოფთ, წყეულნო, -
ზემოთ ხსენებული ახალმოწესეობრივი გამოცემის თანახმად: "უეჭველია, რომ წმ. მამათა მიერ შედგენილი ყოველი სხვა ლოცვა, რომელიც მიმართულია იესუ ქრისტესკენ, ღვთითშთაგონებულია, საღმრთოა და მადლმოსილია, მაგრამ თავისი მეტ-
ერთი სიტყვით, იესუს ლოცვა უმჭიდროვესად გვაერთიანებს ჩვენ იესუ ქრისტესთან და მასში და მისით ღირსგვყოფს მარადიული ცხოვრების თანაზიარად. იმავე მოციქულის თქმით: "მის თანა ცხორებაი იყო"" (Беседы о молитве Иисусовой. Изд. Москва. 1998 г, стр. 27).
წმ. პახომი დიდის (IV ს.) განწესებაში, რომელიც მას ანგელოზმა უბოძა, სხვა ლოცვებთან ერთად მითითებულია ასი იესუს ლოცვაც (იქვე. გვ. 32).
"საუკეთესო და საიმედოა იესუს ლოცვა, რომელიც ასე იკითხება: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". მაგრამ, სავალდებულოა თუ არა ეს ლოცვა ერისკაცთათვის? აუცილებლად სავალდებულოა! რამეთუ, ყოველი ქრსიტეანისთვის აუცილებელია შეერთება უფალთან გულით, ასეთი შეერთებისთვის კი საუკეთესო საშუალებაა იესუს ლოცვა" (იქვე. გვ. 33).
მაშ, ვიკითხოთ, როგორ არის შესაძლებელია, ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ გამოცხადებულ იქნას, რომ იესუს ლოცვა, რომელიც, ახალმოწესეთა თქმითაც კი, ასე იკითხება: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", გამოცხადებულ იქნას არიანული საცთურის შემცველად, მისი წარმომთქმელნი და დამცველნი კი არიანელებად? არის თუ არა ეს ღვთის გმობა და თუ არის, როგორღა გავამართლოთ რეფორმის დამაგვირგვინებელი 1667 წლის კრება და როგორ მივიჩნიოთ იგი არაერეტიკულად, მეტიც, მართლმადიდებლურადაც კი? როგორ არის შესაძლებელი, ვინმე ახლად გამოჩეკილმა "პუბლიცისტმა" ზვიად ნოდიამ გვიკიჟინოს, თითქოსდა XVII ს-
"როდესაც უფალი მოწაფეთა და ხალხის თანხლებით იერიქონიდან გამოდიოდა, გზაზე მჯდარმა ბრმა ბართიმესმა (Вартимей), რომელიც წყალობას ითხოვდა, იესუს მოახლოება რომ გაიგო, ყვირილი დაიწყო: "იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე" (ლუკა 18:38, 39). ბრმას ყვირილი აუკრძალეს, მაგრამ ის უფრო მეტად აყვირდა. ამ შეუწყვეტელი ღაღადისის შემდეგ უფალმა ბრმა განკურნა. მაშ, მსგავსადვე ვიყვიროთ და ვიღაღადოთ ჩვენც და ჩვენი დაცემული ბუნების, ეშმაკისეულ შთაგონებათა, ცოდვილ ოცნებათა და ვნებათა მიუხედავად, რომლითაც ის ხელს უშლის ჩვენს ლოცვას, უცილობლივ მივიღებთ ღვთის წყალობას" (Беседы о молитве Иисусовой. Изд. Москва. 1998 г, стр. 47).
მაშ, თუკი ლოცვა "იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე" მომნიჭებელია ღვთის წყალობისა და არაფერს ერეტიკულს არ შეიცავს, რამდენად უკეთურებაა იმის მტკიცება, რომ ლოცვა "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" თითქოსდა მწვალებლური და არიანული საცთურის შემცველი იყოს?!
ჩვენს დროში ვლადიმიროვოს (ყოფილი ჩეხოსლოვაკია, დღეს კი სლოვენიის რესპუბლიკა) მისიონერულმა გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი იესუს ლოცვის შესახებ, -
აქ შეიძლება გვკითხონ, კეთილი, მაგრამ ახალმოწესეები ხომ მხოლოდ ღვთისმსახურებაზე არ კითხულობენ ამ ლოცვას, სენაკში (ბერებისთვის) და შინ (ერისკაცთათვის) ეს ლოცვა ნებადართულია და პრაქტიკულ რჩევა-
საქმე ის არის, რომ ნიკონიანელები ამ ლოცვის ღვთიმსახურებიდან ამოღებით უპირისპირდებიან ეკლესიის უძველეს და წმიდა მამათაგან ნაკურთხ პრაქტიკას. ეს არცთუ უმნიშვნელო ცოდვაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მათ ეს გააკეთეს დოგმატური შეხედულების შესაბამისად. მათი მტკიცებით, იესუს ლოცვა არიანულ საცთურს შეიცავს; თუ ეს ასეა, მაშინ მისი ლოცვა არც შინ და არც სენაკში არ შეიძლება; თუ ეს ლოცვა ერეტიკულ საცთურს შეიცავს, მაშინ არ უნდა ვიძლეოდეთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ აღვავლინოთ იგი განმარტოვებისს, ხოლო თუ მისი ლოცვა შესაძლებელია კერძო ლოცვებში, მაშინ ასევე დასაშვები უნდა იყოს ღვთისმსახურების დროსაც და ნიკონიანურ ეკლესიას იგი სულ ტყუილ-
ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ არიანული საცთურის შემცველად ისეთი ლოცვის გამოცხადება, რომელიც წმ. ანგელოზს უბოძებია წმ. პახომი დიდისთვის, რომელიც წმ. მამათა და თვით ახალმოწესე "წმინდანთა" (თეოფანე დაყუდებულის, ეგნატე ბრიანჩანინოვის, სერაფიმე საროველის, ამბროსი ოპტინელის, პაისი ველიჩკოვსკის და სხვათა) განმარტებითაც ისიქასტების (მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერ-