Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________
13. ორთითიანი წყობა X-
რაც უფრო ზემოთ მივიწევთ საუკუნეთა კიბეზე ორთითიანი წყობის ამსახველი ისტორიული ძეგლების კვლევაში, ჩვენს გზაზე მით უფრო მეტ ნიმუშს ვხვდებით ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა სფეროში. ჩვენთვის ცნობილ ქვეყნებს, სადაც ქრისტეანობა მყარად ვითარდებოდა თავისი გამოჩენის პირველივე საუკუნეებში, X ს-
რუსეთისა და საზოგადოდ, მთელი სლავური სამყაროს განმანათლებელი გახლდათ საბერძნეთი, რომელშიც ქრისტეანობა უკვე ათი ასწლეული იყო, რაც არსებობდა და სადაც, ამის შედეგად, სხვადასხვა წეს-
ჩვენი კვლევის პირველ თავებში, ქრისტეანული დამწერლობისა და ნივთიერი ძეგლების საფუძველზე, დავადგინეთ, რომ როგორც საბერძნეთში, ასევე ქრისტეანული სამყაროს სხვა ქვეყნებში პირჯვრისწერისთვის იყენებდნენ ორ თითს; ახლა აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი, ანუ შეინარჩუნა თუ არა საბერძნეთმა პირჯვრის საწერი თითების წყობის ეს გადმოცემა X ს-
თავისი სიძველეებით ცნობილ რომის ვატიკანის მუზეუმში დაცულია ქრისტეანული ხელოვნების უიშვიათესი ძეგლები, რომლებიც მოიცავენ ქრისტეანობის თითქმის მთელ ისტორიას. მრავალ სხვა უძველეს ნიმუშთა შორის იქ დაცულია X ს-
X ს.-
არანაკლებ საინტერესოა, ასევე, X ს-
ამ მოწმობების შესაბამისად, თავისთავად უტყუარია კიდევ ის ფაქტი, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებს X ს-
ამით ბათილდება ის უსამართლო მტკიცებულება, თითქოსდა ორთითიანი წყობა მხოლოდ საკურთხებელი წყობაა და მას მხოლოდ სასულიერო პირები იყენებდნენ კურთხევისთვის; ორთითიანი წყობით მლოცველი იოანე ნათლისმცემელი თვალსაჩინოდ უარყოფს ამ მოარულ შეხედულებას" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г., стр. 53).
კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ხატი დაწერილია 6501 წ. მღვდელმონაწონ სიმეონის მიერ
კორსუნის ხატთან დაკავშირებით ეჭვი შეიძლება აღმოცენებულიყო მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად ძველია მისი კარედები, ანუ: არის თუ არა ისინი ხატის თანამედროვე, ანუ ხომ არ არის ისინი გვიანდელი დანამატი? ეს ეჭვი განქარდება ამ ხატების სიძველეთა გამოკვლევის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ "კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და მისი კარედები ერთი და იმავე ფუნჯით არის შესრულებული" (Описание Благовещенского монастыря. Н. Новгород. 1884. С. 16).
ამ ხატის მოკლე ისტორიული მონაცემები ასეთია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატი (6501 წ. (993 წ. ქრ. შ.-
ამრიგად, ისტორიული მონაცემების საფუძველზე, რომელიც გამყარებულია ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებით, X ს-
XI ს-
რუსეთი, რომელმაც ნათლობა და ყოველი საეკლესიო წეს-
ნეა-
იკონოგრაფიული ძეგლები გვარწმუნებს, რომ ჩვენ მიერ განხილულ პერიოდში ორთითიანი წყობა ამ ქვეყნებშიც კი არ იყო დავიწყებული.
მაგალითად, იტალიაში გვაქვს XI საუკუნის კარგად შემონახული სხვადასხვა სახის იკონოგრაფიული ნიმუშები: მოზაიკა, სახარებათა ჩარჩოები და ფერწერული გამოსახულებები, სადაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ორთითიანი წყობა. აი, ჩვენ წინაშეა ბერძნული სახარების ჩარჩო, რომელიც იტალიაში, ქ. სიენას ვრცელ ბიბლიოთეკაშია დაცული. მაცხოვარი აქ გამოსახულია მოკლე თმით, თვით მისი სახეც უჩვეულოა. მარცხენა ხელში მას დახურული სახარება უპყრია, ხოლო მარჯვენა საკურთხებლად არის შემართული და ორთითიანი წყობა გააჩნია.
თითების ასეთივე წყობას ვხვდებით ქრისტე მაცხოვრის მოზაიკურ გამოსახულებაზე ვენეციის წმ. მოციქულ მარკოზის ცნობილ ტაძარში, სადაც ქრისტეს ერთი მხრიდან წინ უდგას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო მეორე მხრიდან მარკოზ მახარობელი.
ვენეცია, წმ. მოც. მარკოზის ტაძარი. XI ს. უძველესი მოზაიკა: ქრისტე, დედა ღვთისა და მოციქული მარკოზი.
გამოსახულება გაოცებს შესრულების ოსტატობით, დახვეწილობით და ნაწილების პროპორციულობით. ყველაფერში დიდი ოსტატობა და რეალისტურობა გამოსჭვივის: სახეები ისე გიყურებენ, თითქოსდა ცოცხლები არიანო. მაცხოვრის ხელზე ორთითიანი წყობა შეუდარებელია. მაგრამ ჩვენთვის ამ ძეგლში უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს ქრისტეს ხელის ორთითიანი წყობა, რაც თვალსაჩინოდ მიუთითებს ორთითიანი წყობის არსებობაზე XI ს-
განვიხილავთ რა XI ს-
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზეც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის.
პატრიარქის მეთაურობით ეპისკოპოსთა კრების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ასეთი დაბეჯითებითი მოთხოვნა, რათა იაკობიტებს პირჯვარი გამოესახათ ორი თითით, ამტკიცებს, რომ XI საუკუნის აღმოსავლეთში პირჯვრისწერის ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნეოდა ორთითიანი წყობა, რომელსაც ბერძნები იმდენად მკაცრად იცავდნენ, რომ იაკობიტთა მართლმადიდებლებთან შერიგების უეჭველ პირობად იყო დადებული. იაკობიტებთან მშვიდობის დასამყარებლად ბერძნული ეკლესია, როგორც ჩანს, მიდიოდა დიდ დათმობებზე, მაგრამ ეს დათმობები არ ვრცელდებოდა იმ დროისთვის საყოველთაოდ გავრცელებულ პირჯვრისწერის წესზე.
ერთ-
ფრესკა "წმ. ნიკოლოზი". კვიპროსი. XII ს.
ქრისტეანული ეპოქის მეთორმეტე საუკუნე, რომელზეც ახლა გადავდივართ, არ წარმოადგენს რაიმე გამონაკლისს ფაქტების იმ ისტორიულ ჯაჭვში, რომელიც წინა თავებში გადმოვეცით.
იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევს ისტორიულ თქმულებებს, გვარწმუნებს იმაში, რომ ორთითიანი წყობა ქრისტეანული ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდშიც არსებობდა. თითების წყობის საკითხის მეცნიერ-
"არსებობს მოწმობა, -
ამ მიზნით საღვთისმეტყველო დიალოგის საწარმოებლად იმპერატორმა სომხებს მიუგზავნა ერთ-
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინოპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინოპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-
ფრესკა დუომოს ტაძრის აფსიდში. კეფალუ, იტალია. XII ს.
დიდი ხანია, ცნობილია მოწმობა ორი თითის შესახებ, რომელიც ეკუთვნის წმ. პეტრე დამასკელს, ვინც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, VIII საუკუნეში, ხოლო სხვა უფრო სავარაუდო ცნობებით, XII ს-
IV საუკუნის მიმოხილვისას, სადაც, სხვათა შორის, ვახსენეთ ბერძნული დიდი სჯულისკანონის, "პიდალიონის" განსაწავლული გამომცემლები, მთაწმინდელები ნიკოდიმე და აღაპიტე, რომლებიც წმ. ბასილი დიდის 91-
-
31. პოლემიკურ ლიტერატურაში არსებობს დიდი აზრთა სხვაობა წმ. პეტრე დამასკელის პიროვნებასთან დაკავშირებით. ერთნი მას უბრალო ბერად მიიჩნევენ, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არა აქვს საეკლესიო მოძღვრობის სფეროში; სხვები კი, პირიქით, მის თხზულებებს დიდი მნიშვნელობის მქონედ, ხოლო თვითონ მას წმიდა მოღვაწედ მიიჩნევენ. პირველ აზრს იზიარებდნენ: ასტრახანის მიტროპოლიტი ნიკიფორე თეოტოკი, მიტროპოლიტი გრიგოლი (წიგნის "ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებელი ეკლესია" ავტორი) და სხვები. პირველი მათგანი ასე ეხმაურება წმ. პეტრეს საკითხს: "... უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პეტრე დამასკელი იყო უბრალო ბერი, ბოლო საუკუნეების ადამიანი, რომელიც არ ირიცხება წმიდანთა შორის. ხოლო მისი თხზულებები არ წარმოაჩენენ მასში არც გონიერ და არც განსწავლულ პიროვნებას, ამიტომაც დარჩა ის ჩრდილში თვით ჩვენს დროებამდეც კი (ანუ 1781 წლამდე" (Филиппов Т. И. Современные церковные вопросы. С. 450). წმ. პეტრეს შესახებ ასეთივე აზრს გვაწვდის მიტროპოლიტი გრიგოლიც. ეს აზრი, რაც უნდა ბეჯითად უჭერდნენ მას მხარს ცნობილი ბანაკის პოლემისტები, კრიტიკას ვერ უძლებს. წმ. პეტრე დამასკელის თხზულებები ყოველთვის იყო ქრისტეანობის ყურადღების საგანი და მას ქრისტეანული დამწერლობის საუკეთესო ნიმუშთა შორის მიუჩენდნენ ადგილს. წმ. პეტრეს თხზულებათა ვენეციური გამოცემის წინასიტყვაობაში მის შესახებ ასეთი საქებარი გამოხმაურებაა: "კიდევ უფრო მეტი და აღმატებული ნაყოფი მოაქვს მას (წმ. პეტრეს) სიკვდილის შემდეგ, რადგან დაგვიტოვა მამობრივი და წაურთმეველი მემკვიდრეობა, აღვსილი ხორციელი ღვაწლის ყოველგვარი სათნოებით, სულიერი გამოცდილებით, საღმრთო ნეტარებათა სიმაღლეებით, საღმრთო სიბრძნით და, -
ღვთისმშობელი ორანტა. იაროსლავლი. XII ს.
XI ს-
ფრესკა ბნელი ეკლესიის აფსიდში. ჰერემე. კაპადოკია. XII ს.
"დეისუსი" -
უმეტეს შემთხვევაში მაცხოვარი "დეისუსებზე" გამოისახება "დიდების საყდარზე" მჯდომარედ, თუმცა არის "დეისუსები", რომლებზეც ის მდგომარეა გამოსახული. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ორი, X და XI საუკუნეების "დეისუსი", ახლა ქრონოლოგიის დაცვით შევეხოთ კიდევ ერთ "დეისუსს", ამოტვიფრულს სპილოს ძვალზე. ეს არის XII ს-
ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები უფრო მეტშიც გვარწმუნებს. კერძოდ -
მაცხოვრის ხატი. XII ს. ოხრიდის (მაკედონია) წმ. კლიმენტის სახელობის ეკლესიაში
ჩვენ წინაშეა XII ს-
ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ჩვენ მიერ აღებული ნიმუშების შუქზე (აღებული, ვიმეორებთ, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით) (ჩემს კრებულში აღებული მაქვს ყოველი საუკუნის 4-
ვფიქრობთ, საკმარისი მასალა წარმოვაჩინეთ ძველი ქრისტეანული ხელოვნებისა და ხატმწერლობის ნიმუშებიდან, საიდანაც მტკიცდება, რომ ორთითიანი წყობა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ორატორული ჟესტი, ამავდროულად, რასაც წმიდა მამათა სწავლება და საეკლესიო დადგენილებანი ადასტურებს, გამოიყენება როგორც კურთხევის გასაცემი და პირჯვრის საწერი წესი. ასეთად რჩება ის დღევანდლამდე.
და ბოლოს, ე. ჭელიძის ცრუპენტელობის პირის დასაყოფად, ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, დავიმოწმოთ ორთითიანი წყობის ძველქართული ნიმუშებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ს. ი. ბისტროვის წიგნში არ შესულა, მაგრამ ისინი უდავოდ ადასტურებს ამ წყობის არეალის სიფართოვეს და გავრცელებას. ამ მხრივ ქრისტეანული ხელოვნების ქართული ნიმუშებიც არანაკლებ საყურადღებო მასალას წარმოადგენს.
ძველი ქართული მინანქრული ხატი
ათანასე და გრიგოლი. 1040 წ.
ბედიის ბარძიმი (XI ს.)
ბედიის ბარძიმი (დიდი) (XI ს.)
ამრიგად, თვალნათლივ წარმოჩინდა, რომ ხატმწერლობასა და ძველი საუკუნეების გრაფიკულ ნიმუშებზე თითების წყობის სხვადასხვა ვერსია გამოიყენებოდა როგორც ორატორული ჟესტი, ხოლო მათგან ორთითიანი წყობა ამავდროულად წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის აღმსარებლობით სიმბოლოს, რომლითაც აკურთხებდნენ და პირჯვარს იწერდნენ.
დასასრულს მკითხველს შევთავაზებთ ე. ჭელიძის არაობიექტურობისა და ცრუპენტელობის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც კვლავ და კვლავ ხატმწერლობის ნიმუშს ეხება და კარგად წარმოაჩენს ამ "მეცნიერის" აზროვნებისა და მუშაობის მიმართულებას. მხედველობაში გვაქვს ყველა მორწმუნე ქართველისათვის (და არა მარტო) უძვირფასესი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "პორტაიტისა" ("კარიბჭისა") ე. ჭელიძისეული აღწერილობა, რომელიც ისეთივე ცრუა, როგორც მისი ორივე ანტიძველმართლმადიდებლური წიგნი, რომელთა განხილვასაც წინამდებარე ნაშრომი მივუძღვენით.
ე. ჭელიძე ირწმუნება, თითქოსდა "თითთა წყობის პირველ (იხ. ქვემოთ. ნახატი I) სახეს გვიჩვენებს ივერიის ღვთისმშობლის უწმიდესი ხატი", რაც სიმართლეს აsრ შეესაბამება.
"დიდი მადლია, -
შევახსენებთ ჩვენს ოპონენტს, რომ საქართველოში ამ ხატის დედნის ზედმიწევნითი პირი არავის ჩამოუტანია, ხოლო, რაც ჩამოიტანეს, გახლავთ ხატის თავისუფალი ინტერპრეტაცია.
აქ არ დავიწყებთ ამ ძალზე ცნობილი და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პოპულარული ხატის ისტორიის გადმოცემას. მეტ-
რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დასტამბულ "მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში", რომელიც გამოიცა რმე-
"პორტაიტისა, კარიბჭისა (ბერძნ
თანამედროვე მკვლევრები ივირონის ხატს ათარიღებენ XI ს-
ივერონის ხატის იკონოგრაფია წარმოადგენს "ოდიგიტრიის" განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელმაც ბიზანტიურ ხელოვნებაში მიიღო "მოწყალის" ("
ღვთისმშობელი გამოსახულია წელამდე, თავი ოდნავ გადახრილია ყრმა ქრისტესკენ, მარჯვენა ხელი მკერდამდეა აწეული, როგორც სალოცავი ჟესტი. ღვთაებრივი ყრმა დედის მარცხენა ხელზე ზის მაღლა და პირდაპირ და მისკენ შებრუნებულია, თავი ოდნავ გადაწეული აქვს. ყრმის მარჯვენა ხელი გაწეულია ღვთისმშობლის ხელისკენ
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (დედანი)
XI ს. პირველი ნახევარი ან XII ს. დასაწყისი. პერანგი XVI ს. დასაწყ. (ათონის ივერონის მონასტერი)
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (დედანი) (ფრაგმენტი. Kარგად ჩანს ორთითიანი წყობა)
XVI ს-
საგულისხმოა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ("პორტაიტისას") ერთ-
ამრიგად, თუკი, როგორც ე. ჭელიძე ამბობს, "უკანასკნელ ხანს საქართველოში მოვანებული" ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლზე მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ისე, როგორც ამას აჩვენებს ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ნახატის პირველი ნიმუში, მაშინ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში მოვანებული ეს ხატი "ხატის ზედმიწევნით პირს" არ წარმოადგენს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ე. ჭელიძე სიცრუის მორიგი დოზით ჰკვებავს თავის ადეპტებს.
ანალოგიურად ყალბია და ცრუ ე. ჭელიძის მორიგი "არგუმენტიც", რომელიც მას მოჰყავს კურთხევის არარსებული წესის დასაცავად (32).
-
32
-
"ზემოთთქმული (ანუ ის, რაც ე. ჭელიძემ განაცხადა ივერიის ყოვლადწმიდა ხატის ახალქართულ ასლთან, გელათის მონასტრის ხატთან, ასევე წმ. სერაპიონ ზარზმელის და XII ს-
გელათის ხატი
სანამ ამ "ლიტერატურულ დადასტურებას" შევეხებოდეთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ე. ჭელიძე უგულებელყოფს მეცნიერთა მიერ დამტკიცებულ ფაქტს (დეტალურად ამაზე უკვე ითქვა ზემოთ), რომლის მიხედვითაც მის მიერ ხსენებული თითების განლაგება განიხილება, როგორც ორატორული ჟესტი და არა საკურთხებელი წყობა.
ეს ორატორული ჟესტია, რაზეც უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ. ახლა კი ე. ჭელიძის სიცრუის "ლიტერატურულ დადასტურებას" დავუბრუნდეთ. ე. ჭელიძე წერს: "წმ. ბასილი დიდის ძმას, წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ "ქრისტეს ეკლესიათა სამკაულს", დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქიელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მათაწმიდლის თარგმანი): "სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A-
მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა "თითთა თვისთა ჯუარისწერითა". რამდენი თითი იგულისხმება მოტანილ კონტექსტში? აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-
ბერძნული სიტყვა τοὺς δακτύλους ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა τοὺς δακτύλους ("ტუს დაკტიულუს"), არამედ -
ძველბერძნული ტექსტი კიდეც რომ არ ყოფილიყო შემორჩენილი, ზემომოტანილი ძველქართული თარგმანის საფუძველზე სრულიად უყოყმანოდ შეიძლებოდა იგივეს თქმა, რადგანაც თუკი სიტყვა "თითი" (το δάκτυλον) ორიგინალში ორობით ბრუნვაში იქნებოდა დასხმული, მაშინ წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანში უთუოდ გვექნებოდა არა "თითთა", არამედ "ორთა თითთა", როგორც ეს გვაქვს, საზოგადოდ, სხვა შემთხვევებში.
ამგვარად, წმიდა გრიგოლ ნოსელის მოწმობით წმ. მელეტი ანტიოქიელი ორზე მეტი თითით აღასრულებდა კურთხევას, რაც უთუოდ სამ და არა ორ აღმართულ თითს გულისხმობს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 218 -
რა შეიძლება ითქვას ე. ჭელიძის ამ მორიგ პროვოკაციაზე? ზემოთ უკვე დეტალურად ვაჩვენეთ, რომ ადრინდელ საუკუნეებში (როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, X ს-
მეცნიერები, რომლებმაც საკმაოდ დეტალურად განიხილეს სალოცავ და საკურთხებელ თითთა წყობის ისტორია და იგი დაუკავშირეს აღმსარებლობით მომენტებს, რომლებიც თურმე მწვალებლობებთან ბრძოლის პროცესში "ყალიბდებოდა", არსად არ აღნიშნავენ, რომ თითების ის წყობა, რომელიც ე. ჭელიძეს საკურთხებელი ჰგონია, ოდესმე არსებულიყო. რომელი წყობა არ ჩამოთვალეს მათ: ერთი თითი, ორი თითი, სამი თითი, მაგრამ არსად ერთი სიტყვითაც კი ე. ჭელიძის მიერ ხსენებული წყობა არ ახსენეს. მიუხედავად იმისა, რომ თითების ასეთი განლაგება უძველესი ხატებიდანვეა ცნობილი.
საქმე ის არის, რომ თითების ეს წყობაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, საქადაგებელ ჟესტიკულაციას განეკუთვნება და ქრისტეანობის მიერ შეთვისებულია ანტიკური ორატორული ტრადიციიდან. იგივე წყობას ე. ჭელიძე "სპეციფიკურად ქრისტეანულსაც" უწოდებდა, რაც, როგორც თვალნათლივ დავინახეთ, ელემენტარული სიცრუე აღმოჩნდა, რადგან მსგავი კონფიგურაცია თითებისა არათუ ანტიკურ სამყაროში, არამედ ბუდისტურ ტრადიციაშიც კი ფიქსირდება.
ე. ჭელიძე ჯერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ წყობად" სახელდებს ამგვარი პრიორიტეტის არმქონე განლაგებას, შემდეგ კი მთლად კურთხევის სახედაც კი სახავს მას, რასაც, არც რომელიმე მეცნიერი და არც რომელიმე წმიდა მამა არ ადასტურებს.
მაშ, რას ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი? -
სამთითიან განლაგებაში, როგორც თანამედროვე კატეხიზმოები განმარტავენ, მოკეცილი ორი თითი (ნეკა და არათითი) ქრისტეს ორბუნებოვნებაზე მიანიშნებს, ხოლო შეერთებული სამი (ცერი, საჩვენებელი და შუათითი) წმიდა სამების ერთობას წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ პირჯვრისწერაში მონაწილეობს ხუთივე თითი, წყობას მაინც "სამთითიანს" უწოდებენ.
ზუსტად ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ორთითიანი პირჯვრისწერის წესში შეერთებულია სამი: ნეკა, არათითი და ცერი, ხოლო აღმართულია ორი -
ცნობილი მეცნიერი, ფილოლოგი პროფ. ბ. უსპენსკი ამის შესახებ ბრძანებს: "ნიკონამდე რუსეთის ეკლესიაში მიღებული იყო ორთითიანი წყობა, სადაც, ერთი მხრივ, აერთებდნენ საჩვენებელ და შუათითს (თანაც საჩვენებელი თითი იყო გამართული, ხოლო შუა ოდნავ მოხრილი), ხოლო მეორეს მხრივ -
ნიკონმა თავისი განჩინებით ეს წყობა შეცვალა, კერძოდ, ბრძანა, შეეერთებინათ პირველი სამი თითი (დიდი, საჩვენებელი და შუა), ხოლო დანარჩენი ორი (უსახელო და ნეკა) ხელისგულზე მოეკეცათ. რადგან ადამიანი, რომელიც პირჯვრისწერისას თავის სხეულს ეხება ამ სამი თითით (დიდით, საჩვენებელითა და შუათითით), ჯვრის გამოსახვის ამ ფორმას სამთითიანი ეწოდა. ასე იწერს პირჯვარს ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანი ძველმორწმუნეთა გარდა"
ნუთუ ე. ჭელიძეს არ ესმის, რომ ძველმართლმადიდებლური "ორი თითით" პირჯვრისწერა გულისხმობს ხუთივე თითს და არა მარტო ორს? ან ახალმოწესეობრივი "სამი თითით" პირჯვრისწერა მოკეცილ ორ თითსაც რომ ვარაუდობს? რა თქმა უნდა, იცის და ამაში თვით ე. ჭელიძის სიტყვები დაგვარწმუნებს. განა თვითონვე არ გვსაყვედურობდა ძველმორწმუნეთ, რომ "ორი თითით პირჯვრისწერის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი? რა წყობისაც არ უნდა იყოს ხელის თითები, პირჯვრის წერის ჟამს ყველა მათგანი ბუნებრივი აუცილებლობით გამოსახავს ჯვრის ფორმას" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 203).
მაშ, ცოდნია თუ არა ე. ჭელიძეს, რომ ორი თითით პირჯვრის გადამწერნი და ამავე თითებით მაკურთხებელნი ჯვრის ფორმას ხუთივე თითით გამოსახავენ? და თუკი ცოდნია, რაღა საჭირო იყო წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებაში "ორი თითის" ძებნა და მის მიერ ნახსენებ "თითებში" არასდროს არსებული "კურთხევის" წესის მოაზრება? ამგვარი რამ მხოლოდ სიცრუის ადეპტებს ახასიათებთ.
აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგები ხდება თითთა სიმრავლეზე წმ. გრიგოლ ნოსელისა და მისი ქართველი მთარგმნელის ტექსტი; ასევე ისიც, რომ არც ერთი და არც მეორე ე. ჭელიძის მიერ ნაჩვენებ თითების კომბინაციას კურთხევის გასაცემ წყობად არ გულისხმობდნენ. მრავლობითი რიცხვი მათ სწორედ იმიტომ გამოიყენეს, რომ ორზე მეტია არა მარტო სამი, არამედ ხუთი თითიც (იმედია, ეს მაინც ეცოდინება ე. ჭელიძეს) და ის ყველა ენაზე (მათ შორის ბერძნულშიც) მრავლობითი რიცხვით გამოიხატება. ამიტომ არის წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვაში გამოთქმა "თითებით".
ასე რომ, ე. ჭელიძის ფილოლოგიური წიაღსვლები, ქართულ-
14. კურთხევის გაცემის შესახებ
რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კურთხევა არის მოძღვრის თანხმობა ან ნებართვა რაიმე კონკრეტულად განსაზღვრულ, ღვთივსათნო და სულის ცხოვნებისაკენ მიმართულ საქმეზე, ხოლო, თუ რომელი საქმეებია ღვთივსათნო და მაცხოვნებელი ჩვენი სულებისთვის, უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან -
პირველი (საერთო) კურთხევა სამყაროს და პირველ ადამიანთა შექმნისთანავე თვით უფლისაგან მიიღო კაცთა მოდგმამ: "და აკურთხა იგინი ღმერთმან, მეტყველმან, აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და ჰმსთავრობდით თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:28).
ხოლო ამის შემდგომ, რჩეული ერის ეგვიპტის ტყვეობისაგან გამოხსნისა და ძველაღთქმისეული ეკლესიის დაფუძნებისთანავე, უფალმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ასწავლა თუ როგორ უნდა ყოფილიყო კურთხეული თითოეული კაცი, ერთგული შვილი ეკლესიისა: "და ეტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი, არქუ აარონს და ძეთა მისთა, ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელმან. ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელნი მათდა მიმართ: გაკურთხენინ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ; გამოაჩინენ უფალმან პირი თვისი შენ ზედა და შეგიწყალენ შენ; და აღიპყარნ უფალმან პირი მისი და მოგეცინ შენ მშვიდობაი; ღაღადებდენ სახელსა ჩემსა ძეთა ისრაელისათა, და მე ვაკურთხნე იგინი" (რიცხვ. 6:22-
ახალაღთქმისეული ეკლესიის დამფუძნებელმა, ძემ ღმრთისა და მაცხოვარმა, სიტყვითაც და საქმითაც გვასწავლა, როგორ უნდა ვაკურთხოთ ძენი ახალი ისრაელისა; თავისი ზეცად ამაღლების წინ იესუ ქრისტემ "განიყვანნა იგინი (მოწაფენი -
წმ. იოანე ოქროპირი სამღვდლო კურთხევას უწოდებს "სულიერ იარაღს, რომელიც ყოველის მხრიდან იცავს ქრისტეანს". ლიტურგიაზე წმ. ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსისა და მღვდლის ხელი სულიწმიდის მოწოდებით ქრისტეს უპატიოსნეს ხორცად და სისხლად შეცვლის პურსა და ღვინოს; ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, ემბაზში სამგზისი შთაფლვით მარადიული ცხოვრებისთვის ბადებს ადამიანს; ნებისმერ ადგილასა და ნებისმერ დროს გადმოჰყავს ღვთის კურთხევა იმ ადამიანებზე, რომლებიც ღირსნი არიან კურთხევისა და ღვთისმოშიშებით ესწრაფვიან მას.
მღვდელმსახურისგან მიღებულ წმ. კურთხევას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, რომ წმ. ანტონი დიდი ჭიქა წყლის დალევასაც კი არ გვირჩევს მის გარეშე. ასევე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ეპისკოპოსთა და მღვდელთა კურთხევის გარეშე არაფრის ქმნას არ გვირჩევს: "რაითა რაოდენსაცა რას იქმოდეთ, თვინიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არ რას ჰყოფდეთ, არამედ, რაითა მღვდელთაცა დაემორჩილენით ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა… და აწ უკუე, რომელი ამათ, არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უსჯულო, რამეთუ ქრისტეს შეურაცხყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს" (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდ. 1988 წ. გვ. 536, 540).
მღვდლისა და, მით უფრო, ეპისკოპოსის მიერ გაცემული კურთხევით უფალი უხილავად ანიჭებს ყოველგვარ სიკეთეს მათ, ვინც გულწრფელად და რწმენით ითხოვს "სიკეთისთვის" (შეად. იაკობ. 4:5), რამეთუ ის, ვინც ითხოვს კურთხევას, ღმერთს უფრო მიმართავს, ვიდრე ადამიანს და მადლობს და ადიდებს ქრისტე მაცხოვარს, რომელიც ამ დროს "მადლის იარაღით", თავის მღვდელმსახურთა ხელით, -
ასე რომ, "ნაყოფი" კურთხევისა მთხოვნელის რწმენაზე და ღირსებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მაკურთხებელ მღვდლებზე. აქვე ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმასაც, რომ წვერგაპარსულ მამაკაცებს, სიგარეტისა თუ სულისწარმწყმედელ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიმღებთ, ასევე ბილწადმოუბრებს (ეფეს. 4:29) და ქრისტეანის სახელის შეურაცხმყოფელ ჩვეულებათა მიმდევრებს არც თვითონ მართებთ კურთხევის მიღება და არც მღვდელი უნდა აძლევდეს მათ კურთხევას, რამეთუ, როგორც წმ. პავლე მოციქული ბრძანებს, ხელმწიფება იგი (ანუ ძალმოსილება, უფლებამოსილება) "რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებლად" ეკლესიისა (2 კორინთ. 10:8), არ შეიძლება მისდა "დასარღუეველად" იქნეს მიმართული.
ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი ღმრთისმსახურის ხელით -
ახლა დავსვათ კითხვა: რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული (იხ. სურ. ქვემოთ)?
ახალმოწესე მართლმადიდებელთა საკურთხებელი თითების წყობა
სახელობითი ან სახელწყობითი (Именословное) კურთხევა. ილუსტრაცია ნიკოლოზ მალაქსას თხზულებაზე წიგნიდან "Скрижаль" 1565 წ.) (დღევანდელი ასოები და ისრები თვალსაჩინოებისთვის დამატებულია თანამედროვე პერიოდში, თვით წიგნში ამგვარი დამატებები არ გვაქვს).
სახელობითი (ან სახელწყობითი) კურთხევა -
მაგრამ, როგორც არაერთხელ შეუნიშნავთ, ძველ ხატებზე ამგვარი "სახელობითად" თუ "სახელწყობითად" შეკრული თითების წყობა არ გვხვდება. ძველ ხატებზე არსებობს მხოლოდ ორთითიანი წყობა ან ორი თითი მესამე აწეული ნეკა თითით (არათითი და ცერი ერთმანეთთან არის მიერთებული) (იხ. მაცხოვრის ხატი ქვემოთ).
როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ უკანასკნელი ჟესტიდან აღმოცენდა მოგვიანებით სახელობითი კურთხევის თითთაწყობა, როდესაც მიერთებული (არათითი და ცერი) გადააჯვარედინეს ერთმანეთზე. პირველად ამგვარი "კურთხევის" აღწერა ჩნდება ბერძენი გამომცემლის, ნავპაკლიელი დეკანოზის ნიკოლოზ მალაქსას (XVI ს. მეორე ნახევარი) თხზულებაში, ამიტომაც ამ ჟესტს ზოგჯერ "მალაქსასაც" უწოდებენ.
XVII ს. განხეთქილებამდე სახელობითი წყობით კურთხევა პრაქტიკაში არ არსებობდა; მღვდელმთავრები და მღვდლები მხოლოდ ორთითიანი წყობით აკურთხებდნენ. ხატებზეც მხოლოდ ორთითიანი წყობა ჭარბობდა. ასმუხლიანმა კრებამ პირდაპირ აკრძალა სხვაგვარი თითებით კურთხევა და პირჯვრისწერა და დააკანონა მხოლოდ ორთითიანი წყობა ("Аще кто двема персты не благословляет, якоже Христос, или не воображает двема персты крестного знамения, да будет проклят" (Старообрядчество. Опыт энциклопедического словаря. Москва, 1996, стр. 153).
ზემოთ ჩვენ უკვე ვახსენეთ მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებლის, მღვდელ დიმიტრი იურევიჩის სტატია "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში", სადაც აღნიშნულია, რომ "ქრისტეს წელზედა ხატზე, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ეს წყობა, ჩვეულებისამებრ, გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. სურ. ქვემოთ), რომელიც თითქოსდა გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC ХС" (იხ. სურათი ქვემოთ).
მაგრამ, როგორც დ. იურიევიჩი აღნიშნავს, "თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით", არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. ხატი ქვემოთ).
ზემოთ ასევე აღვნიშნავდით, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ ორატორულ სიმბოლოს და მიანიშნებს იმაზე, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
ჩვენ უკვე გადმოვეცით კვინტილიანეს მიერ აღწერილი და ბერძნულ-
პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმების შემდეგ ახალმოწესეთა წიაღში სახელობითი წესით კურთხევა ერთადერთი წყობა გახდა სამღვდლო კურთხევის გასაცემად, ორთითიანი წყობა კი მოსკოვის 1656 და 1666-
1656 წელს გადათარგმნეს ნიკოლოზ მალაქსას წიგნიც სახელობითი კურთხევის შესახებ, რომელიც შემდეგ შევიდა წიგნში "Скрижаль" სახელწოდებით: "О знаменовании соединяемых перстов руки священника, внегда благословите ему христоименитые люди" ("იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაერთოს მღვდელმა ხელის თითები ერის საკურთხებლად") (Скрижаль Москва: Печатный двор, X. 1655; дополнительные статьи 2. VI. 1656 вставка после страницы 917. стр. 462) https://dlib.rsl.ru/viewer/01003343928#?page=462) (
ამ საკითხში გასარკვევად აუცილებელია, განვიხილოთ თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" ეს სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ. უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალმოწესეთა ეკლესიის კრებითი განმარტებების მიხედვით, ღმერთმა, როდესაც ის ადამიანს ქმნიდა თურმე, სპეციალურად მისცა მას იმდენი და ისეთი თითები, რომლითაც ბერძნული და სლავური ასოების წაბაძვით შეძლებდა მაცხოვრის სახელის ანაგრამის გამოხატვას: IC XC. "საღმრთო განგებით, -
ეს განმარტება ეჭვზე უფრო მეტად გაკვირვებას იწვევს. ჯერ ერთი, სულ ცოტა ხნის წინათ შექმნილ ადამსა და ევას საიდან უნდა სცოდნოდათ ან ბერძნული, ან სლავური, რომლებიც, თავის მხრივ, იმ დროს არც არსებობდა?! მეორეც, ადამიანს თითები მიეცა არა იმისთვის, რომ მათით ასოების დემონსტრირება მოეხდინა, არამედ ფიზიკური საქმიანობისთვის. მესამეც, ადამიანის მსგავსი თითები აქვთ მაიმუნებს, ლემურებსა და მღრღნელთა ზოგიერთ სახეობასაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ამ ცხოველს თითები "სახელობითი კურთხევის გამოსახატავად" მისცემოდა.
არანაკლებ საკვირველია ამ სწავლების მეორე პუნქტი. ახალმოწესეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წყობის ავტორი თვით მაცხოვარია: "თითების ამგვარი მოწყობა საკურთხებლად თვით ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტესგან გვისწავლია" -
სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ არა მარტო წმინდა წერილისა და ისტორიის საწინააღმდეგოა. ნაციონალიზებული, ბერძნულ-
დიდ ეჭვს იწვევს სახელობითი კურთხევის თვით ფორმაც. გარეშე დამკვირვებელმა შეუძლებელია ამოიკითხოს მასში ასოები: IC XC. როდესაც ვათვალიერებთ ძველ ხატებს, ცერა და არათითის შეერთება წააგავს ასო O -
ცხადია, ახალმოწესეებსაც კარგად ესმით ამგვარ მტკიცებულებათა აბსურდულობა, ამიტომაც თავიანთ კრებით დადგენილებებსა და აპოლოგეტურ ლიტერატურაში იძლევიან საკურთხებელი თითების წყობის "სწორი" დაშიფვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ძალიან წააგავს ქირომანტიას. აი რას წერენ ისინი: "როდესაც მღვდელი აკურთხებს, მას გამართული აქვს საჩვენებელი თითი, შუა თითი კი ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს იესუს -
მაგრამ ზუსტად დაშიფრული და სწორად შესრულებული სახელობითი კურთხევის შემდეგაც გარეშე დამკვირვებელს უჩნდება შეკითხვა: რომელი მიმართულებით უნდა წავიკითხოთ ასოები, რათა ამოვიკითხოთ Iჩ Xჩ? ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ თუ ხელის ზურგის მხრიდან? საიდან, რომელი მიმართულებით და როგორ უნდა ამოიკითხოს საკურთხებელმა პირმა ამ თითებში Iჩ Xჩ?
უსუსურობა და ამგვარ აგებულებათა აბსურდულობა ცხადზე უცხადესია.
მეტიც, წმინდა მამებისეულ ლიტერატურასა და ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სახელობითი კურთხევის ძველ წარმომავლობას. როგორც უკვე ვთქვით, მის პირველ განმმარტებლად ახალმოწესეები მიიჩნევენ ნიკოლოზ მალაქსას (Νικόλαος Μαλαξός). ეს მღვდელი ცხოვრობდა ბერძნულ ქალაქ ნავპლიაში მე-
აი ასეთი იყო სახელობითი წყობის ერთადერთი გამომგონებელი. მის თხზულებებს უარყოფს თვით აღმოსავლეთის ეკლესია და მას სიახლეების შემომტანად აღიარებს (ციტ. იქვე).
რაც შეეხება ძველ ხატებს, რომლებზეც ორი თითი, -
-
33. სახელობითი წყობის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ფ. მელნიკოვისა და ბ. ბისტრიცკის საჯარო პოლემიკას, სადაც უფრო მიმოწვლილვით არის განხილული სახელობითი წყობის წარმომავლობის უაზრობა (იხ. რუსულად: ჰტტპ://კროტოვ.ინფო/ჰისტორყ/20/1900/19080316.ჰტმლ).
-