Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________
2. სამ-
თავის ახალ, ანტიძველმართლმადიდებლურ თხზულებაში "სული -
როგორც ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა შეცდომებზე პასუხისმგებელნი არა ვართ, რადგან კერძოდ გამოთქმული შეხედულებები არ შეიძლება განზოგადდეს მთელ ეკლესიაზე და დაუშვებელია, ადრინდელ პოლემისტთა წარუმატებლად ან არასწორად დაყენებულ საკითხებზე ჩვენ ვაგოთ პასუხი.
"ძველმართლმადიდებელთა აზრით, -
მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძე თავის ნაშრომში ედავება ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტებს, მოცემულ აბზაცში სიტყვები "ძველმართლმადიდებელთა აზრით" მაინც განზოგადებად გვეჩვენება.
რაც უნდა ბევრნი იყვნენ ძველმართლმადიდებლები, რომლებიც რომელიმე შეხედულებას იზიარებენ, თუ მას საეკლესიო-
საქმე ის არის, რომ დანამდვილებით არავინ იცის, როგორ იწერდნენ პირჯვარს ან როგორ აკურთხებდნენ პირველ საუკუნეებში. სამწუხაროდ, ამგვარი ცნობის შემცველი წერილობითი წყაროები შემონახული არ არის. არსებობს ცალკეული მაგალითები წმიდა მამათა გამონათქვამების სახით, რომლებსაც მეცნიერები ერთი თითით პირჯვრისწერას განაკუთვნებენ და მიიჩნევენ, რომ პირველი საუკუნეთა ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. მაგრამ, ასევე არსებობს I-
მეტიც, სიკერპეს და ისიც სამთითობითს იჩენდნენ სწორედ ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე რეფორმატორები, რომლებიც სამი თითით პირჯვრისწერის წესს მიაწერდნენ მოციქულთა წარმომავლობას და საეკლესიო ანათემებით, საშინელი წყევლითა და კრულვით ებრძოდნენ ყველას, ვინც არ იზიარებდა ამ შეხედულებას
11. მოსკოვის 1666 წლის კრების დადგენილებაში ნათქვამია: "Аще ли же кто и не покорится Святой Восточной Церкви и сему Освященному Собору, или начнет прекословити, и противлятися нам и мы таковаго противника, данною нам властию от Всесвятаго и Животворящаго Духа, аще ли будет от освященнаго чина, извергаем, и обнажаем его всякаго священнодействия, и проклятию предаем. Аще же от мирскаго чина будет, отлучаем, и чужда сотворяем, от Отца и Сына и Святаго Духа: и проклятию и анафеме предаем, яко еретика и непокорника; и от православнаго всесочленения, и стада, и от церкве Божия отсекаем, яко гнил и непотребен уд, дондеже уразумится и возвратится в правду покаянием. А кто не уразумится, и не возвратится в правду покаянием, и пребудет во упрямстве своем: да будет и по смерти отлучену и часть его и душа со Иудою предателем, и с распеншими Христа жидовия: и со Арием, и с прочими проклятыми еретиками. Железо, камение и древеса, да разрушатся, и да растлятся: а той, да будет не разрешен, и не растлен, И яко тимпан, во веки веков, аминь".
ციტ. http://ruvera.ru/articles/deyaniya_rdc_23_26_aprelya
იხ. ასევე: https://ru.wikipedia.org/wiki/Большой_Московский_собор
_____________
1971 წლის რუსეთის ადგილობრივი საეკლესიო კრების დოკუმენტებს შორის (ამ კრებამ გააუქმა 1667 წელს ძველმორწმუნეთა და ძველ მართლმადიდებლურ გადმოცემათა წინააღმდეგ გამოთქმული ანათემატიზმები) ირიცხება ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტის, ნიკოდიმოსის მოხსენება "ძველ წესებზე კრულვის მოხსნის თაობაზე" (Доклад митрополита Лениградского и Новгородского Никодима об отмене клятв на старые обряды. Документы Поместного Собора Русской Православной Церкви 1971 года. http://www.edinoverie.com/img/18E.pdf).
სხვა საკითხებს შორის, მიტრ. ნიკოდიმოსის მოხსენებაში ორი თითის პირჯვრისწერის შესახებ ვკითხულობთ: "საწესჩვეულებო ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით და ასევე თავისი რეფორმების მხარდასაჭერად პატრიარქი ნიკონი მიმართავდა მოსკოვში ჩამოსულ ანქიოტიის პატრიარქ მაკარის, სერბ მიტროპოლიტ გაბრიელს და სხვა იერარქებს, რომლებიც ღვთისმსახურებაზე რუსებს უცხადებდნენ, რომ მართლმადიდებელ ქრისტეანს მართებს პირჯვრისსაწერად პირველი სამი თითის შეკვრა, ხოლო, ვინც ორი თითით ისახავს პირჯვარს, ბაძავს მწვალებლებს და შეჩვენდება.
შემდეგში მოვლენები შეჩვენებებითურთ ასე განვითარდა: 1656 წლის აპრილის დასაწყისში მოსკოვში ჩამოვიდა მოლდაველ მხედართმთავარ სტეფანეს მიერ წარმოგზავნილი მოლდაველი მიტროპოლიტი გედეონი თხოვნით, მოლდავეთის მიწები შესულიყო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, და მოსკოვში, სამის ნაცვლად, უკვე ოთხი აღმოსავლელი მწყემსმთავარი იმყოფებოდა. ნიკონმა გადაწყვიტა, ყველა მათგანისთვის ერთდროულად წერილობით მიემართა როგორც საკუთარი, ასევე სხვა რუს მღვდელმთავართა სახელით და, მიუთითებდა რა, რომ მოსკოვში "ვიეთნიმე დავობენ" პირჯვრისსაწერი თითების წყობის შესახებ და ერთნი პირჯვარს იწერენ მარჯვენა ხელის სამი თითით, ხოლო სხვები ორით, სთხოვდა ამ მღვდელმთავრებს ეუწყებინათ, ჭეშმარიტება და ესწავლებინათ, როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს.
პატრიარქ ნიკონის ამ წერილზე ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ მისცა შემდეგი შინაარსის წერილობითი პასუხი: "თვით მოციქულთაგან (?), წმიდა მამათაგან და შვიდი მსოფლიო კრებისგან (?) მიღებული გვაქვს გადმოცემა, პატიოსანი ჯვარი გამოვისახოთ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, და მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან ვინც ჯვარს ასე არ კრავს, ანუ აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, რომელიც მას სარწმუნოების დასაბამიდან დღემდე უპყრია, მწვალებელია... ამიტომაც წყეულ არს და განიკვეთება იგი მამისა და ძისა და სული წმიდისგან: ჭეშმარიტებას ვადასტურებ საკუთარი ხელმოწერით" (Доклад митрополита Лениградского и Новгородского Никодима об отмене клятв на старые обряды. Документы Поместного Собора Русской Православной Церкви 1971 года. http://www.edinoverie.com/img/18E.pdf).
ანტიოქიის პატრიარქის შემდეგ იგივე წყევლა გაიმეორა და საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა სერბმა პატრიარქმა გაბრიელმა, მას კი ცალ-
აქ ახლა არ შევუდებით იმ სისულელის გარჩევას, რაც 1656 წლის 23 აპრილის მოსკოვის და 1667 წლის დიდმა კრებამ "დაადგინეს" ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით და, რომ თითქოსდა ეს წყობა შეიცავს ნესტორიანულ მწვალებლობას; ამისი შესაძლებლობა ჩვენ ქვემოთ კიდევ მოგვეცემა. ასევე არაფერს ვიტყვით არათანაბარი სიგრძის თითებით წმ. სამების ღვთაებრივ პირთა თანასწორობის გამოხატვაზე (12), აქ აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მოსკოვის 1656 წლის კრების ეს ყოვლადმკრეხელური განწესება 1667 წლის საეკლესიო კრებამაც დაამტკიცა.
______________
12. 1666-
ცნობილია, რომ 1666-
1667 წლის მოსკოვის დიდმა კრებამ ძველმოწესეების მიმართ სულ სხვა პოზიცია დაიკავა, ვიდრე მოსკოვის 1666 წლის იერარქთა კრებამ. 1667 წლის კრების სხდომებს, რომელსაც პატრიარქ პაისი ალექსანდრიელთან ერთად პატრიარქი მაკარი ანტიოქიელიც ხელმძღვანელობდა, ძველმოწესეობასთან დაკავშირებით, ანტიოქიელ პატრიარქ მაკარისა და 1656 წლის მოსკოვის კრების სულისკვეთებით, თავისი საბოლოო განაჩენი გამოიტანა. კრებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო კიდევ იმიტომ, რომ ძველმოწესეებს უყურებდნენ, როგორც მწვალებლებს. ამის დასტურს ვპოულობთ 1667 წლის კრების "საქმეებში", სადაც ორი თითით პირჯვრისწერის მიმართ ბუკვალურად ნათქვამია შემდეგი: "ყველამ იცის, რომ ვინც წმიდა სამებაში აღიარებს არათანასწორობას, როგორც არიანელნი და ნესტორიანელნი, ასევე სულიწმიდის მგმობელნი და აპოლინარიელნი და სხვა მწვალებელნი, წყეულნი არიან" ("Всем убо явлено есть, яко исповедаше во Святей Троице неравенство, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполлинариане и прочии проклятии еретицы") (ციტ. იქვე).
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ძველმართლმადიდებლებს კი არ გამოუჩენიათ "ორ-
მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ორი თითით პირჯვრისწერის არათუ სამოციქულო, არამედ უფლისმიერ წარმომავლობას ამტკიცებს თვით უძველესი, მართლმადიდებლური ეკლესია და არა რომელიმე "სტაროვერი", როგორც ეს ე. ჭელიძეს ჰგონია. ამ მხრივ, მოსკოვის 1667 წლის კრების ზემოთ ხსენებული დადგენილება თითქოსდა სამი თითით პირჯვრისწერა მომდინარეობდეს მოციქულთაგან და კრება წყევლა-
ხოლო იმ დადგენილებებში, რომელიც მას მიუღია, არაფერია ნათქვამი არც სამთითიან წყობაზე და არც სახელობითზე (რომლითაც გამოისახება ლიტერები: Iჩ Xჩ). მეტიც, მის დადგენილებებში გამოხატულია სწორედ იმისი რწმენა, რომ ორი თითით პირჯვრისწერა მომდინარეობს თვით მაცხოვრისგან. აი, რას ეწინააღმდეგება მოსკოვის 1667 წლის სწავლებანი.
მკითხველი აუცილებლად დაინტერესდება, თუ რის საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ, უძველესი ეკლესიის გადმოცემით, ორი თითით პირჯვრისწერა უფლისგან და მოციქულებისგან გადმოგვეცა. ეს რწმენა გამოხატულია ფორმულაში, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცეულმა მონოფიზიტმა უნდა წარმოთქვას. ფორმულა ასეთია:
მკითხველი ალბათ დაინტერესდება, თუ სად შეიძლებოდა, როგორც ასმუხლიანი კრება ბრძანებს, წმიდა მამებს გამოეთქვათ ამგვარი ანათემა და რა მიზნით? და ასევე, რა შინაარსს ატარებს მოცემული ანათემატიზმა და რატომ არის ის შეტანილი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში"?
ამის პასუხს გვაძლევს ქ-
ეს ვითარება შესანიშნავად აისახა არსენი იყალთოელის "დოგმატიკონში". კრებულში სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული 8 სტატია გვხვდება. ერთ-
"შეჩვენების" ტექსტის საღვთისმსახურებო დანიშნულება განისაზღვრება მწვალებელთა მიღების წესით. ანუ არსენის "შეჩვენება" "წარმოადგენს მწვალებელთ მიღების წესს, ოღონდ ეს წესი ითვალისწინებს მხოლოდ სომეხ-
"და მართლაც, არსენის "შეჩვენებას" თავისი დედანი ბერძნულ ევხოლოგიონში ანუ კურთხევანში დაეძებნა. ეს არის სინას ბიბლიოთეკის № 980 ხელნაწერი... ქართული ტექსტი ზუსტად მისდევს ბერძნულს ზოგიერთი სხვაობის გარდა... სხვაობა ბერძნულ ორიგინალსა და ქართულ თარგმანს შორის უთუოდ რედაქციული ხასიათისაა. როგორც ჩანს, ქართულ თარგმანს სხვა ბერძნული რედაქცია უდევს საფუძვლად. საკონტროლოდ ამ შემთხვევაში სხვა რომელიმე თარგმანი გამოდგებოდა და მართლაც, აღმოჩნდა "შეჩვენების" სლავური თარგმანიც. ორ სლავურ ხელნაწერში დადასტურდა "შეჩვენების" ტექსტი. ერთია მოსკოვის სინოდალური ბიბლიოთეკის № 310 ხელნაწერი (16-
"კერძო ღვთისმსახურების წესთაგან საგანგებო ყურადღებას იმსახურებს მეცნიერებაში აქამდე უცნობი წესები: Per> }Armen<on kai }Iakobitwn სტატია: "Per> }Armen<on" წარმოადგენს ორიგინალს ჩვენი ძეგლებით ცნობილი წესისათვის "Аще кто в ереси быв, крещен сый к Богу обратися либо хвалисин, ли жид, ли еретик кто", საიდანაც მრავალთავში შევიდა დადგენილება პირჯვრისწერის თაობაზე" (იქვე. გვ. 21. იხ. აგრეთვე ქ-
______________
13. კურთხევანი -
მაია რაფავას დასკვნით, "როგორც სლავურ, ისე ქართულ თარგმანებს სხვადასხვა ბერძნული ორიგინალი უდევთ საფუძვლად, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ბერძნული ტექსტია ევხოლოგიონიდან" (იქვე. გვ. 22). აქვე ვკითხულობთ, რომ ქართული თარგმანს დასახელებული კურთხევანის ბერძნული დედნისგან განასხვავებს ის, რომ: "1) "შეჩვენებას" არა აქვს ისეთი დაკანონებული შესავალი, რაც ყველა წესსა და კანონს აქვს და აქვს ბერძნულ კურთხევანში არსებულ წესსაც. 2) ნაწარმოების სათაურია: "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ასეთი დასათაურება, განსხვავებით კურთხევანის სხვა ცნობილი დასათაურებებისგან, როგორიც გააჩნია მწვალებლობისგან მოქცეულის მიღების წესს, განპირობებულია იმით, რომ "ჩვენს ნაწარმოებს (ანუ არსენ იყალთოელის "შეჩუენებას..." -
"ასეა თუ ისე, -
"შეჩვენების" რომელი ვარიანტი თარგმნა არსენ იყალთოელმა?" (იქვე).
მეცნიერი ასახელებს ორ ვარიანტს, რომლის სიტყვასიტყვით გადმოცემას აქ არ შევუდგებით, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ის იზიარებს იმ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც: "არსენი იყალთოელს თავიდანვე ხელთ ჰქონდა "შეჩვენების" ვრცელი რედაქციის ბერძნული ნუსხა. მაგრამ მისი, როგორც მთარგმნელის და "დოგმატიკონის" შემდგენლის, მიზანი იყო, მოეცა სომეხ მონოფიზიტთა წინააღმდეგ მიმართული დამოუკიდებელი ნაწარმოები, ამდენად, წესისა და განგებისთვის მიეცა მხოლოდ თეორიულ-
"ასეა თუ ისე, -
მაია რაფავას აზრით "შეჩვენების" დაწერის ქრონოლოგიურ საზღვრებად მიჩნეულია IX-
ამრიგად, ქ-
1. "ტექსტი თარგმნილია ბერძნულიდან და მთარგმნელად ივარაუდება არსენი იყალთოელი" (იქვე. გვ. 18).
2. ""შეჩვენების" ტექსტის საღვთისმსახურებო დანიშნულება განისაზღვრება მწვალებელთა მიღების წესით. ანუ არსენის "შეჩვენება" "წარმოადგენს მწვალებელთ მიღების წესს, ოღონდ ეს წესი ითვალისწინებს მხოლოდ სომეხ-
3. "შეჩვენების" წყარო კურთხევანია.
4. ტექსტს გააჩნია პოლემიკურ-
5. "შეჩვენების" დაწერის ქრონოლოგიურ საზღვრებად მიჩნეულია IX-
ამრიგად, შეჩვენების ფორმულა "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება", რომელიც შევიდა როგორც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", ასევე სლავურ "კურთხევანებში", ბერძნული წარმომავლობისა ყოფილა. მისი თავწყარო ბერძნული "ევქოლოგიონია".
ახლა ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა ენიჭება თვით არსენ იყალთოელის "დოგმატიკონს" და მასში შეტანილ ანტიმონოფიზიტთა წინააღმდეგ მიმართულ პოლემიკურ თხზულებებს?
"დოგმატიკონი" არის არსენ იყალთოელის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაშრომი, "ფილოსოფიური და პოლემიკურ-
"დოგმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითა,
სჯულთა საღმრთოთა გონების მქონეთა მრთუმელი,
ქრისტეანთა მზეებრ მანათობელი
იუდეანთა და სარკინოზთა მარღვ და
უთაოთა სომეხთა პირის დამხშველი"
სწორედ ამ ნაშრომში შეუტანია არსენს მონოფიზიტთა ეკლესიაში მიღების წესიც სათაურით: "შეჩვენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა", რომელიც, ქართველ მეცნიერთა აზრით, უეჭველად IX-
არსენ იყალთოელის "დოგმატიკონზე" განმარტებას იძლევა თვით ე. ჭელიძე, რომელმაც საპატრიარქოს ტელევიზიით გამოსვლისას, გადაცემაში "ერთსულოვნების სალონი" (2015.01.06.) არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მნიშვნელობაზე განაცხადა (გთავაზობთ სტენოგრამას): "თავად ამ ძეგლის მნიშვნელობა სახელწოდებაშივეა გამოკვეთილი. ძეგლი, რომელსაც "დოგმატიკონი" ეწოდება, ერისთვის (თუ ეროვნული გაგებით ვიტყვით) და საეკლესიო ისტორიისთვის აბსოლუტურად იმავე მნიშვნელობის მატარებელია, რისაც საზოგადოდ ჭეშმარიტ მოძღვრებაში და ეკლესიის ისტორიაში დოგმატიკა. დოგმატიკაა ის გვირგვინი საეკლესიო მოღვაწეობისა, ის მწვერვალი, რომლითაც აბსოლუტურად ყველაფერს მნიშვნელობა ეძლევა. საკმარისია რაიმე სახეობას, გნებავთ ქრისტიანულ მოღვაწეობას ან საკუთრივ მღვდელმსახურებით მოღვაწეობას მოაკლდეს დოგმატური უცთომელობა, რომ ის აბსოლუტურად კარგავს მნიშვნელობას, თავად დოგმატური და საეკლესიო გაგებით. ეს იქნება მარტვილური ხვედრი, ეს იქნება ასკეტური მოღვაწეობა, ეს იქნება მწიგნობრული მოღვაწეობა თუ სხვა, აბსოლუტურად ყველაფერი არა მხოლოდ მნიშვნელობას კარგავს, პირიქით, წარწყმედის გზაზე დგება, თუ მას დოგმატური უცთომელობა მოაკლდება. ამიტომ ითვლება დოგმატიკა საზოგადოდ გვირგვინად საეკლესიო მოღვაწეობისა... დაუცხრომელი დამაშვრალობა ეკლესიის მამებისა ... და საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს მონაპოვარი მართლმადიდებელი ეკლესიისა ... VIII საუკუნის შუაწლებში პირველად წმიდა იოანე დამასკელმა თავის სწორუპვარ დოგმატურ სახელმძღვანელოში შეაჯამა.
ანალოგიური ღვაწლი გასწია თარგმანების სახით XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის დამდეგს წმინდა არსენ იყალთოელმა, რომელმაც მთელი ეს დოგმატური საუნჯე, როგორც გვირგვინი და ერთადერთი ცხოველმყოფელობითი სულიერი რამ ძალა, ასეთ საუნჯედ ჩვენ მოგვიმუშაკა, ... რითაც ამ დოგმატიკის, ამ კრებულის შედგენით და ამ კრებულის ჩვენდამი დატოვებით არსენ იყალთოელმა, პარალელს თუ გავავლებთ, ზედმიწევნით იგივე სულიერი ღვაწლი გასწია ღვთის წინაშე, რაც, მაგალითად, ბერძნულმა და სხვა ენებზე საყოველთაოდ ცნობილმა ძეგლმა, VII მსოფლიო კრების დოგმატურმა დანართმა, რომელსაც მართლმადიდებლობის სინოდიკონი ეწოდება და რომლის მნიშვნელობა ... კიდევ უფრო ცხადი გახდება... რამეთუ ეს ძეგლი თავის დროზე ყოველთვის ლიტურგიკული ძეგლი იყო, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებლობის ზეიმზე იკითხება და ტრიოდიონში, მარხვანში შედიოდა. ამ გაგებითვე ითარგმნა ის თავის დროზე ექვთიმე მთაწმინდელისგან, მაგრამ ეს ძეგლი არის თანამდევი, მართლმადიდებლობის სინოდიკონზე მოგახსენებთ, თავის თავში გამაერთიანებელი ყველა დოგმატური და ანტიერეტიკული საეკლესიო განჩინებისა, დაწყებული მსოფლიო კრებებით და დაგვირგვინებული წმიდა გრიგოლ პალამას მოღვაწეობით, მთელი ეპოქალური გაერთიანება ჭეშმარიტი სწავლებისა.
არსენ იყალთოელმა მხოლოდ ის ძეგლები შემოკრიბა ამ ძეგლში (იგულისხმება "დოგმატიკონი" -
ნებისმიერი ის მწვალებლობა, რაც ამომწურავად, ძირფესვიანად არის მხილებული და დაგმობილი ამ ძეგლში, იქნება ეს ნესტორიანიზმი და მისი ქვესახეობანი, მონოფიზიტობა და მისი ქვესახეობანი, ორიგენიზმის ცალკეული გამოვლინებანი, ანტიკათოლიკური პირველი ძეგლი მასშია და სხვა და სხვა, აი ეს ყველაფერი, დღესაც კვლავ აქტუალურია და დღეს კიდევ მეტად აქტუალურია იმიტომ, რომ ეს შტრიხები, აი, ეს მწვალებლური გაუკუღმართებანი, სამწუხაროდ გარეგნულად მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან მკვეთრად იჩენს თავს, იმიტომ რომ ადამიანს თავისი სარწმუნოება არ გაუზომავს, მას არა აქვს, როგორც ჩვენ ერთ-
კითხვაზე, რა დანიშნულება ჰქონდა დოგმატიკონს -
ამრიგად, ე. ჭელიძე სრულიად მკაფიოდ განგვისაზღვრავს წმ. არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი და "დოგმატიკონად" წოდებული კრებულის შინაარსსა და მნიშვნელობას:
1. ეს არის დოგმატური შინაარსის შემცველი ტექსტების კრებული, რომელსაც მიზნად აქვს მწვალებელთა მხილება. ე. ჭელიძის თქმით, "მთელი "დოგმატიკონი" ამგვარი გახლავთ. ეს არის "დოგმატიკონის" სულიერი რაობა, გამოკვეთილი მნიშვნელობა იმ გაუკუღმართებულ და ცხონების გზიდან გადამდრეკ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, რაც ყოველთვის იყო არა მხოლოდ XII საუკუნეში", არამედ, "კვლავ შენარჩუნებულია, დღესაც გახლავთ", რის გამოც "დღესაც "დოგმატიკონის" მნიშვნელობა არანაკლებ აქტუალურია, როგორც თავის დროზე იყო" (იქვე).
2. მეტიც, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მნიშვნელობა, ჩვენი ოპონენტის განცხადებით, "დღეს კიდევ მეტად აქტუალურია იმიტომ, რომ ეს მწვალებლური გაუკუღმართებანი, სამწუხაროდ, გარეგნულად მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან მკვეთრად იჩენს თავს, იმიტომ, რომ ეს არის საზომი სარწმუნოებისა".
ე. ჭელიძის თქმით, ეს არის კრებული, რომელიც განიხილავს უკლებლივ ყველა, თუნდაც მცირეოდენი მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებულ სწავლებას.
როგორც ზემოთ ქ-
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს ერთი დასკვნა: შთაფლვას ნათლისღებაში და თითების წყობას პირჯვრისწერაში აქვს დოგმატური მნიშვნელობა, რადგან ისინი ასახავენ მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებას.
ნათლისღებაში შთაფლვით გამოიხატება ქრისტეს ჯვარცმით, სიკვდილის შემდგომი დამარხვითა და მესამე დღეს ბრწყინვალე აღდგომით ადამიანის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვისა და მისი ნათელ-
შთაფლვაც და ორი თითიც ხსენებულ დოგმატურ სწავლებათა გარეგანი გამოხატულებებია, რომელთა დარღვევა ბუნებრივად შლის ამ დოგმატებთან სწორ მიმართებას და გარდაქმნის მათ, "უკეთეს" შემთხვევაში, არაფრის მაქნის ქმედებად, ხოლო უარეს შემთხვევაში (და ასეც არის) -
მაშ, თუკი იაკობიტელთა მწვალებლობა მონოფიზიტობის ნაშიერია, რაც კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის სახელს უკავშირდება, უეჭველია, რომ მონოფიზიტთა და იაკობიტთა მიღების წესიც, იმავე დროს და იქვე, კონსტანტინოპოლში უნდა ყოფილიყო დადგენილი, რასაც ადასტურებენ ცნობილი რუსი მეცნიერები და მკვლევრები. ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ის, რომ ქართული ეკლესიაც, ბერძნულის დარად, ზემოხსენეულ მწვალებელთა მიღებისას ამ წესით სარგებლობდა. როგორც უკვე ვნახეთ, ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა".
ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია: "რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-
"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაფლვითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩვენებულ იყავნ!"
"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მონოფიზიტთა მიღების წესში არსებული ყველა ბრალდება, -
აქედან კი გამომდინარეობს, რომ არსენ იყალთოელის დროს ორი თითით ჯვრის გამოსახვა როგორც პირჯვრისწერისთვის, ასევე კურთხევის გასაცემად დოგმატური შინაარსის მატარებელი და ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესი გახლდათ. სწორედ ამ წესს უარყოფდნენ მონოფიზიტები (აქედან გამომდინარეობს ბრალდებაც) და, როგორც პროფ. კაპტერევის მოწმობიდანაც ჩანს, თავიანთი დოგმატური შეხედულებისამებრ, კერძოდ ქრისტეს ერთბუნებოვნების აღსანიშნავად, ერთი თითით გამოხატავდნენ ჯვარცმული ქრისტეს აღსარებას.
შეჩვენების მოცემული ფორმულა გამორიცხავს თითების წყობის ყოველ სხვაგვარ კომბინაციას პირჯვრის საწერად ან კურთხევის გასაცემად. მონოფიზიტების მიღების წესში ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი თითით ჯვრის გარდასახვაში, რომელშიც გამოხატულია მონოფიზიტური სწავლება ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ -
მოკლედ, ცხადია, რომ "სწორედ მონოფიზიტურმა მწვალებლობამ მოიფიქრა ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა" (Н. Каптерев. Время патриаршества Иосифа, вып. 1, стр. 83. Арсений Уральский. Оправдание старообрядческой святой Христовой Церкви в ответах на притязательные и недоумительные вопросы нашего времени. Яссы, 1887 г., стр. 84). და თუკი ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა მონოფიზიტთა გამონაგონი ყოფილა, როგორ არის შესაძლებელი ვამტკიცოთ, რომ პირველქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ან აკურთხებდნენ ერთი თითით?!
პირჯვრისწერის წესი რომ უბრალოდ წესი იყოს და არ ახლდეს მას დოგმატური შინაარსი, ანუ არ გამოხატავდეს მასში მოაზრებულ აღმსარებლობით ნიშანს, ვერ მოხვდებოდა მწვალებელთა მიღების წეს-
ე. ჭელიძის მორიგი სიცრუის მიხედვით, თურმე "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა. ამიტომ ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნიადაგოა, რადგანაც საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. "ეკლესია -
ამ სიცრუის დასამხობად ისიც კი საკმარისია, რაც ზემოთ გადმოვეცით და აღვნიშნეთ, რომ თვით მართლმადიდებლური ეკლესია, სომეხ-
პირჯვრისწერის წესი რომ მოციქულთაგან გადმოგვეცა, ამას არავინ ეჭვობს. როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს: "ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თვით სახარებას ვავნებთ უმთავრეს საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს, მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ, ვინ გვასწავლა წერილობით?" (წმ. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ, თუ პირჯვრისწერა სამოციქულო გადმოცემაა, მაშინ, ცხადია, პირჯვრის საწერი თითების წყობაც ასევე მოციქულთა გადმოცემას უნდა წარმოადგენდეს, როგორც მოწმობს ღირსი მაქსიმე ბერძენი, რომელიც თავისი წიგნის მე-
ასე რომ, თვით ახალმოწესე ბერძენი იერარქები და რუსი პატრიარქი ნიკონი, მაკარი ანტიოქელის მეთაურობით მიიჩნევდნენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა თურმე წმ. მოციქულთაგან მოდის.
ამგვარად, ისინი აღიარებენ, რომ პირჯვრისწერის დროს საჭიროა თითების გარკვეულ წყობად შეკვრა და ეს წყობა მოციქულთაგან გადმოგვეცა. ოღონდ გაბატონებულ "მართლმადიდებელთა" რწმენით, ეს გადმოცემა მდგომარეობს სამი თითით პირჯვრისწერის წესში, ძველმართლმადიდებელთა რწმენით კი ორი თითით პირჯვრისწერის ჩვეულებაში. მაგრამ არიან ისეთებიც (და მათ შორის ე. ჭელიძეც), რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიდან ქრისტეანები პირჯვარს თურმე იწერდნენ ერთი თითით, რითაც არა მარტო მათ მიერვე ავტორიტეტულად აღიარებული მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების მოწინააღმდეგეებად გამოდიან, რომელმაც დაადასტურა 1654-
15. 1653 წელს, რუსეთის ეკლესიაში, ორი თითით პირჯვრისწერა პატრიარქმა ნიკონმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს გადაწყვტილება ეპისკოპოსთა კრებამ (გარდა პავლე კოლომნელისა) დაამტკიცა 1654 წელს. ორთითიანი წყობა ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეკლესიამ 1656 წლის 24 თებერვლის კრებაზე, ხოლო 1656 წელს, დიდმარხვის პირველივე კვირას, რომელსაც "მართლმადიდებლობის ზეიმი" ეწოდება, ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ, სერბმა პატრიარქმა გაბრიელმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიძინების ტაძარში საზეიმოდ დაწყევლეს ისინი, ვინც პირჯვარს ორი თითით დაიწერდა. 1656 წლის კრების დადგენილება შემდეგ დაამტკიცეს მოსკოვის 1666-
მაგრამ ამ ბოლო დროს დაიწყეს მტკიცება, რომ სერაფიმესგან ორთითიანი წყობის განკიცხვა მის თხზულებებში გვიანდელი ჩანართია, "რომელსაც რედაქტირება ვინმე ელაგინმა გაუწია და რომელსაც თვითნებური ჩართვები ძალიან უყვარდა".
_______________
სურათზე: წიგნი "Скрижаль". Печатный двор, X. 1655; дополнительные статьи 2. VI. 1656 (стр. 429)
ასე რომ, წყევლა-
ფოტოებზე: Бенешевич В. Н. Древнеславянская кормчая. XIV титулов без толкования. Т. 2, стр 173
ფოტოზე: А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.
კარგად დაუკვირდნენ ე. ჭელიძე და მისი თაყვანისმცემლები თუ ვინ და რომელ ენაზე გამოთქვამს ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა საწინააღმდეგო ანათემას, და ასევე, თუ ვის განაკუთვნებს ძველი ეკლესია ორთითიანი წყობის გადმოცემას:
ფოტოზე: А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.
ბერძნულად: "Εἴ τις οὐ σφραγίζει τοἳς δυσὶδακτύλοις καθὼς καὶ ὁ Χριςτός, ἀνάθεμα" (А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.)
ქართულად: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
სლავურად: "Иже кто не знаменуется двема персты, якоже и Христос, да есть проклят" (ასმუხლიანი კრება. Святой Стоглавый Собор. Глава 31. 1551 г.).
ამრიგად, თვალსაჩინოდ ნაჩვენებია, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვის უარმყოფელთ წყევლა-
3. I-
მაგრამ, მოდი, ნუ დავჯერდებით მარტო ზემოთქმულს და ე. ჭელიძის არაობიექტურობის სამხილებლად კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ ის საფუძვლები, რომელთა დაყრდნობითაც ცდილობს იგი თავისი ყალბი შეხედულებების გამართლებას.
მკითხველისთვის, ალბათ, უინტერესო არ იქნება გაიგოს, თუ რას ეფუძნება ეს ავტორი, როცა აცხადებს, თითქოსდა: "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა" და, რომ "საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 203).
ასევე საჭიროა გავარკვიოთ, საიდან მომდინარეობს აზრი, რომლის მიხედვითაც ქრისტეანები თავდაპირველად ერთი თითით იწერდნენ პირჯვარს და როგორ მოხდა, რომ შემდგომ ერთი თითით პირჯვრისწერა სამი თითით შეიცვალა. უფრო სწორად გავეცნოთ I-
უშუალოდ საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის შესახებ მსჯელობას ე. ჭელიძე იწყებს იმის განცხადებით, რომ "ჯვრის გამოსახვის პრაქტიკა საყოველთაოდ გავრცელებულია ქრისტიანთა შორის უკვე II ს-
ე. ჭელიძე შემდგომ აღნიშნავს: "უძველესი წყაროები ცხადყოფენ, რომ თავდაპირველად მორწმუნენი უმთავრესად მხოლოდ შუბლზე ან პირისახეზე იწერდნენ პირჯვარს" (იქვე) და ამ აზრის დასამტკიცებლად იმოწმებს პირველი საუკუნეების ცნობილ ქრისტეან მწერლებსა და წმიდა მამებს: ტერტულიანეს ( II ს.), წმ. კვიპრიანე კართაგენელს (III ს.), წმ. კირილე იერუსალიმელს (IV ს.), წმ. იოანე ოქროპირს (IV ს.), ნეტ. იერონიმეს (IV ს.) და ასევე ნეტ. თეოდორიტესა და ევსები კესარიელის ისტორიულ თხზულებებს (იხ. ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 187-
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "ადრექრისტიანულ ეპოქაში, გარდა შუბლისა ან პირისახისა, ზოგჯერ ჯვარს გამოისახავდნენ სხვა ნაწილებზეც, კერძოდ გულზე, საკუთრივ პირზე, თვალებზე და სხვა" (იქვე. გვ. 192). ამის დასტურად კი იმოწმებს: წმ. გრიგოლ ნოსელს (IV ს.), წმ. ეპიფანე კვიპრელს (IV ს.), წმ. ნილოს სინელს (V ს.), წმ. სვიმეონ სალოსის ცხოვრებას (VI ს.) და ასკვნის: "ყოველივე ზემოთქმული ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში (I-
ის, რომ ადრინდელ საუკუნეებში ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, სადავო არ არის.
მეტიც, ამდაგვარი ჩვეულება (სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვა) შენარჩნუებულია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში იმით, რომ საეკლესიო საიდუმლოებებში ხშირად გამოისახება ე. წ. "მცირე ჯვარი" სხეულის სხვადასხვა ნაწილზე (მაგ.: ნათლისღების საიდუმლოში, ზეთის ცხებისას და ასევე მირონცხების საიდუმლოში: შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, ბაგეზე, ლოყებზე, ყურებზე, მკერდზე, ზურგზე, მხრებზე, ხელებზე...), ამიტომაც, ამ ჭეშმარიტებას სადავოდ არავინ ხდის და ჩვენც არავის ვედავებით. მაგრამ სადავო და საეჭვო მსჯელობები ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომში სწორედ ამის შემდეგ იწყება.
ე. ჭელიძე წერს: "ცხადია, საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმიდა მამის მიერ" (იქვე. გვ. 194).
რატომ ამახვილებს ე. ჭელიძე ასეთ ყურადღებას ჯვრის ნიშის გამოსახვაზე სხეულის სხვადასხვა ნაწილსა და ზოგიერთ საგანზე? ამით ის ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ძველმართლმადიდებელთა განმარტება პირჯვრისწერის მოძრაობისა და მიმართულების თაობაზე (შუბლი -
ზემოთ ჩვენ უკვე დავიმოწმეთ ადგილი პროფ. ბ. უსპენსკის წიგნიდან, სადაც ვნახეთ, რომ IX საუკუნიდან ბერძნები თვით ჯვრის გამოსახვის მოძრაობასაც კი ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას და ლათინთა მიერ ჯვრის გამოსახვას მარცხნიდან მარჯვნივ უკუღმართულ პირჯვრისწერად მიიჩნევდნენ. ამ თემაზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ: Успенский Б. А. Крестное знамение и сакральное пространство: Почему православные крестятся справа налево, а католики -
ახლა ვნახოთ, რა მაგალითები მოჰყავს ჩვენს ოპონენტს ერთი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებლად და დავრწმუნდეთ, რომ ეს მაგალითები არანაირად არ ადასტურებენ თითით პირჯვრისწერის ჩვეულებას ძველ საუკუნეებში.
"წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV ს.) სახელგანთქმულ შრომაში "წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია თუ როგორ გადასწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს: "თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს" და მოუწოდა იესუს სახელს" (იხ. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი I, ტომი II, XXX, იხ. პგ. 41, სვ. 428; ე. ჭ. "ეკლესია -
"სოზომენეს (Vს.) "საეკლესიო ისტორიაში" მოთხრობილია სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის, წმ. დონატეს ამბავი, რომელმაც პირჯვრის გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა, ისტორიკოსი გვაუწყებს: "იმ დროს მრავალი ვინმე გაბრწყინდა ეპისკოპოსთა შორის მთელ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად ევროიის ეპისკოპოსი დონატე, რომლის შესახებ იმ ადგილის მკვიდრნი მრავალ სასწაულს სწამებენ, ყველაზე უფრო კი -
"შეგვეძლო მოგვეტანა წმიდა მამათა სხვა მოწმობანიც ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ, -
"როგორც გვირგვინი, ისე ვატაროთ ჯვარი ქრისტესი, რადგანაც მის მიერ სრულ-
როგორც ნათლისღების შემთხვევაში, სადაც კი ე. ჭელიძე ნახავს ტერმინებს "სხურება" ან "პკურება" და იმწამსვე (მისი ქვეტექსტის ან წინასახეობრივი მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად) ნათლისღების დასხმით-
ე. ჭელიძე აცხადებს: "ცხადია, საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმიდა მამის მიერ" (იქვე. გვ. 194).
ამგვარი მტკიცება არის ნონსენსი. როგორ არის შესაძლებელი, მაგალითად, გულზე, მხრებზე, ზუგრზე, მუხლებზე, ფეხებზე (იხ. ნათლისღების საიდუმლოს წეს-
ეტიმოლოგიურად სიტყვა "პირჯვარი" საკუთარ პირისახეზე ჯვრის გადაწერას გულისხმობს ("პირი" + "ჯვარი"). გასაგებია, რომ დღეს სიტყვა "პირჯვრისწერა" გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოხატვის ნიშნად, მაგრამ ამგვარი გამოყენება არაზუსტია. ამ ტერმინის რელიგიური შესატყვისობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს "ჯვარის-
ამგვარად, ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული "პირჯვრისწერა" თავისი ეტიმოლოგიური და რელიგიური შინაარსით არ შეესატყვისება ჯვრის სხვადასხვა საგანსა თუ საკუთარი სხეულის ნაწილებზე გამოსახვის ტრადიციას. ტერმინი "პირჯვარის წერა" მომდინარეობს თავისი პირვანდელი შინაარსიდან, ანუ საკუთარ პირისახეზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულებიდან, რომელიც, როგორც ამას თვით ე. ჭელიძე გვიჩვენებს, პირველივე საუკუნიდან არსებობდა. მოგვიანებით ტერმინმა "პირჯვარის-
რადგან ენას ახასიათებს განვითარება და დროთა მსვლელობაში ხშირად სიტყვები იცვლება, სრულიად ბუნებრივია, რომ ზოგი ნელა სცილდება ძველ მნიშვნელობებს, ზოგი მთლიანად კარგავს კავშირს პირველად მნიშვნელობასთან, ზოგის მნიშვნელობა ვიწროვდება, ზოგისა კიდევ ფართოვდება. სიტყვის მნიშვნელობის ამგვარი ცვლილება სიტყვის ცხოვრებაში არსებული ბუნებრივი მოვლენაა (ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს, შ. ძიძიგურის ნაშრომს "ენის ცხოვრება". თბ. მერანი. 1988).
ზუსტად ასეთი მდგომარეობა გვაქვს "პირჯვარის წერასთანაც". უეჭველია, რომ ეტიმოლოგიურად ის სწორედ საკუთარ პირისახეზე ჯვრის გამოსახვიდან იღებს სახელწოდებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა განზოგადდა და დღეს "პირჯვარის წერას" უკვე სხვადასხვა საგნებზე ჯვრის გამოსახვასაც უწოდებენ; თუ ადრე "პირჯვარის გამოსახვა" საკუთარ სახეზე ჯვრის ნიშის აღბეჭდვას ნიშნავდა და წარმოადგენდა მოქმედების გამომხატველ ტერმინს, მოგვიანებით მან ამავე მოქმედების აღმნიშვნელი კერძო სახელის მნიშვნელობა შეიძინა. ანუ ამ მოქმედებას ხალხურ მეტყველებაში "პირჯვრისწერა" ეწოდა.
მაგრამ, თუ ხალხური მეტყველებისთვის ეს ბუნებრივი და მისაღებია, იქ, სადაც ლაპარაკია პრინციპულ საეკლესიო-
მაშ, რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს ე. ჭელიძესთან, რაში შეცდა ის ან რაში გვატყუებს, თუკი გულზე, ფეხზე ან სხვა საგანზე ჯვრის გადაწერას ხალხურ მეტყველებაში მისაღებ ფორმას "პირჯვრისწერას" უწოდებს და ამ მოქმედებას მისი კერძო სახელწოდებით მოიხსენიებს?
საქმე ის არის, რომ ე. ჭელიძეს აუცილებლად სჭირდება დამტკიცება იმისა, რომ საკუთარ თავზე, გინდ საკუთარი სხეულის ცალკეულ ნაწილებზე (პირისახეზე, შუბლზე, თვალებზე, გულზე და ა. შ.) პირჯვარს პირველივე საუკუნეებიდან იწერდნენ ერთი თითით. ამ აზრის დასამტკიცებლად კი მოჰყავს იმგვარი მაგალითები, რომლებიც სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით ვერანაირად ვერ იქნება "პირჯვრისწერის" გამომხატველი მოქმედება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც უფრო უპრიანია ვთქვათ "ჯვრის გადასახვა", "ჯვრის გამოსახვა" და არა "პირჯვრისწერა". უფრო გასაგები რომ გახდეს ჩვენი მსჯელობა, განვიხილოთ მაგალითები.
ე. ჭელიძე წერს: "წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) სახელგანთქმულ შრომაში "წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია, თუ როგორ გადაწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს, რომ: "თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს" და მოუწოდა იესუს სახელს" (იხ. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი I, ტომი II, XXX, იხ. პგ. 41, სვ. 428).
ბუნებრივია, რომ აქ ტერმინი "პირჯვარი" სრულიად უადგილოა... როგორ არის შესაძლებელი, ჭურჭელს "პირჯვარი" გადაწერო? რა პირი აქვს უსულო საგანს? ე. ჭელიძეს უნდა ეთქვა: "ჯვარი გადაწერა" უსულო საგანს, მაგრამ, რადგან მას სურს პირველი საკუნეებიდანვე ერთი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების ტრადიციის დამტკიცება, აქცენტირებასაც სწორედ ტერმინ "პირჯვრისწერაზე" აკეთებს.
ქართულად ასე იქნება: "აღელვებული და ღმრთისადმი მოშურნეობით ანთებული კაცი, გადის ქალაქგარეთ და უბრძანებს, მოუტანონ წყლით სავსე ჭურჭელი, ვგულისხმობ კაპსაკს, რომელსაც იქაურები კაკუბიონს უწოდებდნენ, იღებს ამ წყლით სავსე ჭურჭელს და ყველას თანდასწრებით (სანახაობაზე მრავალი იუდეველი შეკრებილიყო, რადგან სურდათ ენახათ რა მოხდებოდა და რის გაკეთებას აპირებდა იოსები), -
განსხვავება ე. ჭელიძისა და პროფ. ნ. კაპტერევის თარგმანებს შორის არის ის, რომ პროფ. ნ. კაპტერევის მიერ დამოწმებულ რუსულ თარგმანში ხსენებული ადგილი ასე ჟღერს: "напечатлел на нем крестное знамение" ("აღბეჭდა იგი ჯვრის ნიშნით"), ხოლო ე. ჭელიძეს ეს ადგილი "პირჯვრისწერად" უთარგმნია. "პირჯვრისწერად" თარგმნის საფუძველს არ იძლევა თვით ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ძველბერძნული ტექსტიც:
მას უფრო ზუსტად ასახავს ნ. კაპტერევის მიერ დამოწმებული თარგმანი.
ამრიგად, არავითარ "პირჯვრისწერაზე" აქ ლაპარაკი არ არის. თითით ჭურჭელზე ჯვრის ნიშის დადება, დახაზვა, დახატვა ან ჰაერში ასეთივე ნიშის გამოსახვა მხოლოდ ჯვრის გრაფიკულად გამოსახვის მაჩვენებელია და არა საკუთარ თავზე ერთი თითით პირჯვრისწერის გადასახვისა. ამის დასტურია ე. ჭელიძის მიერ "პირჯვრისწერის" ნიმუშად მოტანილი მეორე მაგალითიც.
ჩვენი ოპონენტი წერს: "სოზომენეს (Vს.) "საეკლესიო ისტორიაში" მოთხრობილია სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსის, წმ. დონატეს ამბავი, რომელმაც პირჯვრის (?) გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა, ისტორიკოსი გვაუწყებს: "იმ დროს მრავალი ვინმე გაბრწყინდა ეპისკოპოსთა შორის მთელ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად ევროიის ეპისკოპოსი დონატე, … როდესაც გამოუხტა მას მხეცი, მაგრამ როდესაც მან იგრძნო ეს, თავდამსხმელის მსგავსად თავი უკუიგდო და მხეცის პირისპირ ჰაერში თითით გამოსახა ჯვრის ნიშანი და ჰნერწყვა მას, ხოლო როდესაც ნერწყვი მოხვდა მხეცს, მყისვე დაეცა იგი" (სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი 26, პგ. 67, სვ. 1497).
აი, ასე ცრუობს ე. ჭელიძე და არც კი რცხვენია! სად არის აქ ნათქვამი, რომ წმ. დონატემ "პირჯვრის გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა"? დონატემ ვეშაპი (იგივე გველი) განირიდა არა პირჯვრის გადაწერით, არამედ ჰაერში თითით ჯვრის გამოსახვით. დონატემ თითქოსდა ჰაერში ჯვარი დახატა (გამოსახა) და მხეცს წინაღობად აღუმართა. ამგვარ ქმედებას არავითარი კავშირი არა აქვს პირჯვრისწერის წესთან და კურთხევის გაცემასთან.
წმ. გრიგოლ დიალოგოსი (540-
ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრების აღწერისას გვიყვება თუ როგორ გამოსახა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოჰკლა. "…როცა ეს ცხოველი თავს დამესხა და პირი გააღო ჩემს ჩასაყლაპად, გამოვსახე თითით ჯვრის ნიშანი (უფრო ზუსტად: "გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157).
ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ქრისტეანებს შორის სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს რაიმე საგანს, რასაც ე. ჭელიძე "პირჯვრისწერას" უწოდებს, თუმცა სინამდვილეში ამგვარი მოქმედება კონკრეტულ საგანზე ჯვრის გამოსახულების დახატვას ან აღბეჭდვას ისახავს მიზნად და სულაც არ წარმოადგენს პირჯვრისწერის წესის დამადასტურებელ მოწმობას.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ რიგითი ქრისტეანის ან ბერის მიერ საგანზე ჯვრის გამოსახვა ყოველთვის როდი ნიშნავს ამ საგნის კურთხევას, რომელიც, საზოგადოდ, მღვდელმსახურის პრეროგატივაა. ამიტომაც, თუ მართლმადიდებელმა იოსებმა წყლის ჭურჭელზე, წმ. მარტირიუსმა პურის ცომზე ან კიდევ წმ. ივლიანემ ჰაერში თითით ჯვარი გამოსახეს, ამით პირჯვრისსაწწერი ან კურთხევის გასაცემი წესი კი არ აჩვენეს, არამედ ის, რომ მათ სწამდათ ჯვრის მადლმოსილი ძალისა და მოისურვეს ამ ძალის წარმოჩენა. ამ მიზნის მისაღწევად კი სულაც არ იყო აუცილებელი ორი ან სამი თითის შეკვრა. მათ, თუ შეიძლება ითქვას, "დახატეს", "გამოსახეს" ჯვარი და ამით მისი ძალა წარმოაჩინეს. ახალმოწესეობის აპოლოგეტები კი ამ სრულიად გასაგებ და მარტივ ქმედებას რატომღაც პირჯვრისწერის წესად აღიქვამენ. ტერმინოლოგიური აღრევის და მისგან გამომდინარე შინაარსობრივი ბუნდოვანების ამგვარ მეთოდს მიმართავს ე. ჭელიძეც, როდესაც გადმოგვცემს, მაგალითად, წმ. ბარბარეს († 306) ცხოვრებაში გადმოცემულ შემთხვევას, მაგრამ ამის შესახებ დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ.
ამრიგად, თითქმის ყველა ზემოთ ხსენებულ და ასევე მეცნიერთა მიერ აღწერილ სხვა შემთხვევებში ლაპარაკია თითით ჯვრის დახატვაზე, რაღაცისკენ მის გამოსახვაზე და არა საკუთარ თავზე ჯვრის გადაწერაზე, ანუ პირჯვრისწერაზე. რატომღაც ამ ვითარებას თითით პირჯვრისწერის აპოლოგეტები ყურადღებას არ აქცევენ და ირწმუნებიან, რომ სწორედ ხსენებული შემთხვევები ადასტურებს, რომ თურმე პირველქრისტეანები პირჯვარს (?) ერთი თითით იწერდნენ. მაგრამ მოტანილი მაგალითებიდან ეს არანაირად არ ჩანს.
გვედავებიან, რომ ორ თითით პირჯვრისწერის ან ჯვრის გამოსახვის შესახებ არც ერთ წერილობით ძეგლში არ არის ლაპარაკი, ვიდრე გვიანდელ საუკუნეებამდე (მაგალითად, XII ს.-
თანამედროვე რუსულზე: "А первые наши пастыри как сами ПЯТЬЮ ПЕРСТАМИ крестились, так ПЯТЬЮ ПЕРСТАМИ и благословляли по завету святых отцов наших, Мелетия Антиохийского и Феодорита Блаженного, Петра Дамаскина и Максима Грека. Еще же и московский поместный собор, бывший при царе Иване, так же слагать персты и креститься и благословлять повелевает, как и прежние святые отцы, Мелетий и прочие, научили" (Издательство "Пушкинский Дом", Санкт-
სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ "ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა მისგანვე დაწერილი" თარგმნილია ქართულადაც (თარგმნა და შენიშვნები დაურთო ია მელიქიძემ), სადაც ხსენებული ადგილი ასე იკითხება: "...მგელმა ნიკონმა, ეშმაკის შემწეობით, სამი თითით პირჯვრისწერა შემოიღო; ხოლო თავდაპირველნი მწყემსნი ჩვენნი
ამგვარად, აქ სრულიად მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ის წყობა, რომელსაც ორთითიანი ეწოდა ჩვენ მიერ უკვე ნახსენები მიზეზების გამო, სინამდვილეში არის ხუთთიანი წყობა, რადგან ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობას იღებს ხუთივე თითი -
მაგრამ, როდესაც ეკლესია დაუპირისპირდა ერთი თითით პირჯვრისწერის მონოფიზიტურ სწავლებას, პირჯვრისწერის მართლმადიდებლურ ტრადიციაში აქცენტირება გაკეთდა სწორედ ორ თითზე, რადგან პირჯვრისწერისას სწორედ ის არის ჯვართან მიმართებაში, მათ ვიდებთ შუბლზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლის ნიშნად. ამიტომაც ეწოდა ამ წყობას ორთითიანი. დღესაც კი, როდესაც წყობაში ორი თითის გარდა, მონაწილეობს სამების ერთობის აღმნიშვნელი სამი თითი (ცერა, არათითი და ნეკა), მას მაინც ორთითიან წყობას უწოდებენ. და მეორეც, უსამართლოა მტკიცება, თითქოსდა ძველ საუკუნეებში არ არსებობდეს მითითება ორ თითზე. ამის დამადასტურებელ მაგალითებს ქვემოთ ვიხილავთ.
ახლა კი განვიხილოთ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ზოგიერთი მაგალითი, რომელიც თითქოსდა პირველ საუკუნეებში ერთი თითით პირჯვრისწერის არსებობას ადასტურებს.