Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________
7. არის თუ არა სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა?
როგორც უკვე ვნახეთ, თვით ახალმოწესე მეცნიერთა აღიარებით, ორი თითით პიჯვრისწერის წესი უფრო ძველი ჩვეულებაა, ვიდრე სამი თითით; მოვიტანეთ უძველესი მაგალითები იმისა, რომ, როგორც ძველ ქრისტეანებს, ასევე IX-
ზემოთ ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით და ქვემოთ კიდევ მრავალგზის დავრწმუნდებით იმაში, რომ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ნამდვილად არსებობდა ძველ ქრისტეანთა შორის, ხოლო მის უარმყოფელთა შეჩვენება მოცემულია მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-
ორი თითით ჯვრის გამოსახვას (როგორც პირჯვრის საწერად, ასევე კურთხევის გასაცემად) ასწავლიდნენ არა მარტო რუსი წმიდა მამები (საკმარისია დავასახელოთ თუნდაც მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" საეკლესიო კრება, რომელსაც საკვირველმოქმედი წმიდა მამები ესწრებოდნენ), არამედ ძველი მამებიც (წმ. პეტრე დამასკელი, წმ. იოანე მოსხი და სხვა). ახალმოწესეთა ეკლესიის წმინდანი და თვით ე. ჭელიძისთვის საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ნიკოდიმე მთაწმინდელი მის მიერ განმარტებულ "პიდალიონში", წმ. ბასილი დიდის 91-
ამ გადმოცემას აღიარებდა ყველა წმიდა მამა, მას საკრებო დადგენილებებით იცავდნენ კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიები და რაოდენ სამწუხაროა, რომ შემდგომში, გაურკვეველი მიზეზებით (ალბათ, უფრო უმძიმესი პოლიტიკურ-
თუმცა, კრებითი დადგენილებებით გამყარებული ორთითიანი წყობის გამაუქმებელი მორიგი კრება, რომელიც დაასაბუთებდა ამ წყობის უარესობას სამთითიან წყობასთან შედარებით და მისი შეცვლის საჭიროებას, აბოსოლუტურად უცნობია. არადა, ვიცით, რომ საკრებო დადგენილებების თვითნებური და დაუსაბუთებელი გაუქმება (თუნდაც საეკლესიო კრებითაც), ყოვლად დაუშვებელია ჯვრის გამოსახვის წესში ჩადებული დოგმატური სწავლებების გამო.
მაგრამ ზემოთ ხსენებული სიცრუით როდი შემოიფარგლება ე. ჭელიძის "გამომგონებლობა". თავის პირველ ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნში "ეკლესია -
ამ თვალსაზრისის მომხრეებს შევახსენებთ, რომ როდესაც მორწმუნე ადამიანი პირჯვარს იწერს, ჯვრის ფორმას გამოსახავს მთელი ხელის მტევანი. ორი თითით პირჯვრის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი? შეიძლება მოგვიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თითებს, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს. ამგვარი შეპასუხება არ იქნება მართებული, რადგანაც მაგალითად, კურთხევის გაცემის ჟამს მოძღვარი მხოლოდ ჰაერში გამოსახავს ჯვარს და ეს ჯვარი ბუნებრივი აუცილებლობით, ცხადია, გამოისახება ყველა თითის მიერ მოკეცილია ის, თუ აღმართულია, რადგანაც ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობს მთელი ხელის მტევანი... სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი … ჯვარი წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღესრულება. თუკი პირჯვრისწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებასაც არ უნდა აღვასრულებდეთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია" (გვ. 203-
როგორც სხვა შემთხვევებში, ისევე აქაც, ე. ჭელიძე მორიგ ბინძურ ხრიკებს მიმართავს. ის არ განმარტავს, თუ საიდან გაჩნდა მტკიცებულება იმისა, -
ჯვარი, კლიმენტი ალექსანდრიელისა და თეოდორიტეს განმარტებით, არის საუფლო ნიშნისა და ძლევის სახე (იქვე. გვ. 187, 191). მასში ჯვარცმული ქრისტე იქადაგება, როგორც ამას ეპიფანე კვიპროსელი ბრძანებს: "აღიბეჭდვის ნიშითა მის ცხოვრებისათა… რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა, რომელი (ე. ი. ქრისტე -
როგორც უკვე ვთქვით და წმ. მამებიც დავიმოწმეთ, ჯვარი თითებით ქრისტეს სახელის მიმართ (ანუ ქრისტეს აღსარების ნიშნად) უნდა იქნეს გამოსახული. ასე გვასწავლის წმ. კირილე იერუსალიმელი: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი" (იქვე. გვ. 188).
მაგრამ, ჯვარცმულია სწორედ ქრისტე (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი) ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამო გვებოძა.
ე. ჭელიძემ ან არ იცის, ან მალავს, რომ როდესაც რუსეთში დაამკვიდრეს სამთითიანი პირჯვრისწერა, მოკეცილი ორი თითი საერთოდ არაფერს მიანიშნებდა. მას მხოლოდ მოგვიანებით, ძველმორწმუნეებთან დავის პროცესში მიენიჭა ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოს მნიშვნელობა.
ამრიგად, თუ თითების წყობით, -
მართლაც, თუკი, როგორც ნიკონიანელი რეფორმატორები (მათ შორის ბერძენი იერარქები და სხვა მაღალი ხარისხების მპყრობელი სტუმრები) კეცავდნენ ორ თითს (არათითს და ნეკას), ხოლო ჰკრავდნენ პირველ სამ თითს (ცერით, საჩვენებელითა და შუათითით) ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, სრულიად ბუნებრივად ისინი ჯვარცმულად (თუნდაც ამ სიმბოლური ნიშნის მიერ) სწორედ ღვთაებრივ ბუნებას მიიჩნევდნენ. ეს რომ ასეა, მრავალი ფაქტით დასტურდება.
ასე მაგალითად, ცნობილი ანტი"სტაროვერული" ნაშრომის "ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" ("Истинно древняя и истинно православная Христова Церковь") ავტორი, ყაზანელი არქიეპისკოპოსი გრიგოლი (პოსტნიკოვი) (1784-
ჯვარცმულის აღსარებად და სადიდებლად სამი თითის შეკვრა და მით პირჯვრის საწერი თითების წყობაში წმ. სამების ჯვარცმულად გამოცხადება რომ ამ რეფორმირებული და გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებაა, კარგად ჩანს თუნდაც 1963 წელს გამოცემულ "ლოცვანში", სადაც მოცემულია განმარტება პირჯვრისწერის შესახებ. ამ ლოცვანში ვკითხულობთ: "კეთილმსახურსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანსა მართებს, რომ პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელი სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი. ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობას..." (ორ თითზე აქ საერთოდ არ არის მოცემული განმარტება -
ცხადია, გაბატონებულ ეკლესიას სწორად ესმის, რომ, წმ. მამათა მოთხოვნის თანახმად, თითები ჯვარცმულის აღსარების ნიშნად უნდა შეკრას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირჯვრის საწერი თითების წყობით გამოხატოს ჯვარცმულის აღსარება და ადიდოს იგი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მაცხოვრის ორბუნებოვნების სიმბოლოდ ორი თითით "ჰქმნან ბეჭედი ჯვარი", ჯვარცმულის აღსარებას სამი თითით გამოხატავენ; თუ ჯვარს ეცვა იესუ ქრისტე, როგორ არის შესაძლებელი ჯვარცმულის აღსარების ნიშნად სამი თითით "ვქმნათ ბეჭედი ჯვარი", ის ხომ წმ. სამების ღვთაებრივ პირთა ერთასობის სიმბოლოა?
ამრიგად, სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმაა, იმიტომ, რომ ოფიციალური, ახალმოწესეობრივ-
ამრიგად, თქმა იმისა, რომ "ვინც პირჯვარს იწერს სამი თითით, ის ჯვარს აცმევს სამებას", დაკავშირებულია თავდაპირველ რეფორმატორულ განკარგულებასთან, პირჯვარი გადაესახათ სამი თითით, ხოლო ორი თითი, როგორც არაფრის აღმნიშვნელი, მოეკეცათ.
ამასთან დაკავშირებით პროფ. ბ. უსპენსკის წიგნში "ჯვრის გამოსახვა და საკრალური სივრცე" ("Крестное знамение и сакральное пространство") ვკითხულობთ: "თითების წყობის თავდაპირველი მნიშვნელობა მართლმადიდებლურ ტრადიციაში გამოხატავდა ღმერთკაცობის იდეას და არა სამებისას, მოგვიანებით მისით ორივე იდეის გამოხატვა დაიწყეს. ამასთან, როდესაც პატრიარქ ნიკონის რეფორმის შემდეგ ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიცია შეცვალეს სამთითიანი წესით, თითების წყობის ახალი ჩვეულება მოწოდებული იყო, გამოეხატა სამების იდეა და არა ქრისტეს ღმერთკაცობისა; მოსკოვის 1666-
"ამგვარად, ამ ფორმულირების მიხედვით ნეკა და არათითი "უქმედ" დარჩნენ, ანუ ისინი არაფერს გამოხატავენ" (იქვე).
ზუსტად ასე ედავებოდა ძველმოწესეებს ეგნატე რიმსკი-
ავტორი სტატიისა "ხელის რომელი თითებით გამოვსახოთ ჯვარი", რომელიც ნიკონის "ფილაქნებში" ("Скрижали") გამოქვეყნდა 1656 წელს, თავის მსჯელობას უძღვნის იმას, რომ თითების წყობით შეიძლება და უნდა აღვნიშნოთ კიდევაც სამება, მაგრამ მათით შეუძლებელია გამოიხატოს ღმერთკაცობის იდეა: ისინი, ვინც ცდილობენ ამ იდეის გამოხატვას ორი თითით, -
ასეთი გაგება, უეჭველად, მიღებული იყო ამ დროის ბერძნებშიც: ასე მსჯელობდა, მაგალითად, მელეტი პიგასი, ალექსანდრიის მომავალი პატრიარქი გამოცემაში "მართლმადიდბელი ქრისტიანი" 1587 (ГИМ, Син. 328; см.: Никанор, 1890, с. 362), კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი მოსკოვის პატრიარქ ნიკონისადმი მიწერილ პასუხში თითების წყობის შესახებ (1654 წ.. პასუხი 24) (Скрижаль, 1656, с. 740-
ქრისტეფორ ანგელოსი. 1608 წ. წავიდა ინგლისში და 1619 წელს გამოსცა წიგნი თავის თანამემამულეებზე. ბ. ა. უსპენსკი. დასახ. შრ. გვ. 36), რომელიც თითების წყობის განმარტებისას, ლაპარაკობს სამებაზე, მაგრამ არ ახსენებს ღმერთკაცობას (ანუ მოკეცილი ორი თითი ქრისტეფორე ანგელოსის დროსაც "უქმი" და მნიშვნელობის არმქონე იყო). ზუსტად ასევე ბერძნულ სტატიაში ჯვრის გამოსახვის შესახებ, რომელიც ამართლებს სამთითიან წყობას და დამატების სახით ჩართულია არსენ სუხანოვის დავაში ბერძნებთან, რომელიც გაიმართა 1950 წელს, ნათქვამია, რომ პირველი სამი თითი გამოხატავენ სამებას და რომ მისი გამოხატვა არ შეუძლია ბოლო ორ თითს, და რომ ეს ორი თითი არ გამოსახავს ქრისტეს ორ ბუნებას".
შეად. ასევე დავა არსენი სუხანოვისა იერუსალიმის პატრიარქ პაისისთან პირჯვრისსაწერი თითების წყობის თაობაზე, რომელიც გაიმართა 1650 წლის 24 აპრილს. პატრიარქი პაისი ლაპარაკობს მხოლოდ სამების გამოსახვაზე, ხოლო არსენ სუხანოვი -
მეტიც, ძველმორწმუნეებთან დავით გართულმა რეფორმატორმა ღვთისმეტყველებმა ძველმართლმადიდებელთა მიერ თითთაწყობაში მოცემულ სამ თითს (ცერს, არათითსა და ნეკას) დაუკავშირეს ფანტასტიკური სწავლება და ბრალდება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ძველმოწესეები არათანაბარი თითების შეერთებით წმ. სამების პირთა არათანასწორობას ქადაგებდნენ და მათ მიერ შეერთებული პირველი სამი თითი ამ დოგმატს ზედმიწევნითი სიზუსტით წარმოაჩენდა.
"ეს ფუჭად მეტყველნი (იგულისხმებიან ძველმოწესენი -
ეგნატე რიმსკი-
მსგავსი არგუმენტაციაა გამოთქმული სიმეონ პოლოცკის "სამწყსო კვერთხში" ("Жезл правления") (იხ. Симеон Полоцкий, 1667, л. 59 (обличение и возобличение 21-
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული "ბრძნული" სწავლება მეტად დამახასიათებელია ნიკონიანელი "განსწავლული" თეოლოგებისთვის. საინტერესოა ვკითხოთ მათ, იმ სამი თითით (ცერით, საჩვენებლით და შუათითით), როგორ გამოიხატება სამების თანასწორობა? იქნებ, მიატყუპონ მაინც ეს თითები ერთმანეთს, შეადარონ მათი სიგრძეები და გვითხრან, როგორ გამოხატავენ ისინი სამების თანასწორობას? და თვითონ უფრო ხომ არ ემსგავსებიან მათ მიერვე ჩამოთვლილ მწვალებლებს, რადგან ძველმართლმადიდებელთ თითების ზომები სამების თანასწორობის ნიშნად არასდროს მიუჩნევიათ, არამედ ჰკრავდნენ მათ სამი იპოსტასის ერთობის ნიშნად. ეს იყო და არის აღმსარებლობითი სიმბოლო და არავითარ შემთხვევაში წმ. სამების არსობრივი გამოხატულება. როგორც ნათქვამია: "ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება (სიბრძნე ზირაქისა 27:26-
ასე გაებნენ მათ მიერვე დაგებულ მახეში და შთავარდნენ მათ მიერვე გათხრილ ორმოში ახალმოწესე-
ხოლო, თუ ვინმე გვეტყვის, ასე "სტაროვერები" ასწავლიდნენ და არა ნიკონიანელი რეფორმატორებიო, ვუპასუხებთ, მსგავსი სწავლება არსად გადმოუციათ ძველმორწმუნეთ; და მეორეც, თუ სამი თითის შეკვრა (რომელიც გინდა იყოს) სამების დოგმატის დარღვევაა, ღვთაებრივ პირთა არათანასწორად წარმოჩენაა, მაშინ პირველი სამი თითით პირჯვრისწერაც მსგავსი მწვალებლობაა. ნამდვილი ფუჭმეტყველება სწორედ ამგვარი ახალმოწესეობრივი სწავლება გახლავთ.
რაც შეეხება ძველმორწმუნეთ, კიდევ გავიმეორებთ, ისინი სამ თითს ჰკრავდნენ და ჰკრავენ არა წმ. სამების ღვთაებრივ პირთა თანასწორობის გარეგნულ გამოხატულებად, არამედ წმ. სამების ერთობის ნიშნად, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ მას სამ იპოსტასად შევიმეცნებთ. და კიდევ: ასეთი იყო არა ძველმორწმუნეთა გამოხატულება, არამედ უძველესი ეკლესიისა, რასაც თვით პროფ. ბ. ა. უსპენსკი და კიდევ სხვა დასახელებული მეცნიერებიც ადასტურებენ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ, როგორც პროფ. ბ. ა. უსპენსკი აღნიშნავს, "1667 წლის კურთხევანში ეს ტექსტი უკვე აღარ მოიპოვება", თუმცა არც მისი სულელური შინაარსის უარყოფა გვაქვს სადმე.
ამრიგად, როგორც საეკლესიო და ისტორიული დოკუმენტებიდან ვხედავთ, ახალმოწესე რეფორმატორები თავიან სამთითიან პირჯვრისსაწერ წყობაში არაფრად მიიჩნევდნენ მოკეცილ ორ თითს და სამი თითით გამოხატავდნენ ჯვარცმულის აღსარებას. აი, რას უკავშირდება ძველმართლმადიდებელთა სამართლიანი ბრალდება, გამოთქმული ახალმოწესე რეფორმატორთა მიმართ, რომ პირველი სამი თითით ჯვრის გამოსახვით ისინი ჯვარს აცვამენ წმიდა სამებას.
აწ, რამდენად "ღიმილისმომგვრელია" ეს ვითარება, მკითხველმა განსაჯოს
________________
25. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ცნობილი დიაკვანი და ღვთისმეტყველი ანდრია კურაევი სამთითიან წყობასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს ორთითიან წყობას. ა. კურაევის თქმით, ორთითიანი წყობა "დოგმატურად უფრო ზუსტია, რადგან ჯვარს ეცვა ქრისტე და არა სამება" ... როდესაც დარბაზიდან გაისმა ხმა "ეს ხომ წვრილმანია", დიაკვანმა ა. კურაევმა უპასუხა: "და რა, განა ეს ცოტაა? -
________________
ამრიგად, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა მიერ ახალმოწესე მართლმადიდებელთა მხილება იმაში, რომ ისინი სამთითიანი პირჯვრისწერით ჯვარზე აკრავენ წმიდა სამებას, მომდინარეობს თვით ახალმოწესე რეფორმატორთა ადრინიდელი სწავლებებიდან, სადაც უარყოფილი იყო ორი თითის მნიშვნელობა და ჯვარცმულის აღსარებას ქმნიდნენ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, ხოლო სამი თითი სწორედაც რომ წმ. სამების სიმბოლოდ იკვრება და არა ჯვარცმულისა.
***
ე. ჭელიძის მომდევნო "არგუმენტის" მიხედვით "სამი თითით პირჯვრისწერა ნიშნავს სამების მფარველობაში შესვლას, სამების აღიარებას, რაც პირდაპირაა თქმული წმ. ეფრემ ასურის (IV ს.) მიერ: "თავს ვიცავთ რა პირჯვრისწერით, თავს ვიცავთ სამების მიერ". მაგრამ, წმ. ეფრემ ასურელი არ განმარტავს, თუ რომელი თითებით უნდა ვიწერდეთ პირჯვარს და სამების ეს მფარველობა როგორ უნდა იქნეს გამოსახული თითებით; ანუ ეს ნიშნავს სამი თითით პირჯვრის გადაწერას თუ იგივე ქმედებას, აღსრულებულს ორი თითით?!
რადგან ორთითიან წყობაში ჯვარს გამოსახავს ხუთივე თითი, სადაც ორი აღმართული (საჩვენებელი და შუათითი) ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოს წარმოაჩენს, ხოლო დანარჩენი სამი (ცერი, არათითი და ნეკა) სამების სიმბოლოს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ორთითიანი წყობით გამოიხატება სამების მფარველობის სიმბოლოც და ჯვარცმულის აღსარებაც. მეტიც, ორთითიანი წყობა, როდესაც ის ედება შუბლს, ჭიპს (ან მკერდს), შემდეგ კი მარჯვენა მხარსა და ბოლოს მარცხენას, თავისი მოძრაობით და სხეულის ნაწილების მიხედვით (შუბლი, ჭიპი ან მკერდი და მხრები) გამოხატავს ქრისტეს ზეციდან გარდამოსვლის, განკაცების, ჯვარცმით სიკვდილისა და აღდგომის შემდგომი ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლის სიმბოლოს.
გამომდინარე აქედან, სრულიად უქმდება სამთითიანი პირჯვრისწერის ე. ჭელიძის გამამართლებელი არგუმენტაცია, რომელიც აცხადებს იმ ჭეშმარიტებებს, რომ "ჯვარი როგორც ძლევის სიმბოლო, სწორედ სამებამ მიანიჭა კაცობრიობას ძე ღმერთის გზით" ("ეკლესია -
ჩვენ ამ ჭეშმარიტებას როდი ვეწინააღმდეგებით, ოღონდ აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძე, რომელმაც სრულიად დაამახინჯა ძველმართლმადიდებელთა მიერ ადრე გამოთქმული ბრალდებები სამთითიანი წყობით სამების ჯვარცმის თაობაზე, ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტ სწავლებებს მის მიერ შეთითხნილი ბრალდების საპასუხოდ აგებს. როგორც იტყვიან, "თვითონ ჭრის და თვითონ კერავს".
სამთითიან და ერთთითიან პირჯვრისწერასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ე. ჭელიძის შემდეგი საღვთისმეტყველო განმარტება: "შეიძლება დაისვას კითხვა: თუ პირჯვრისწერისას სამი თითი სამებას მოასწავებს, მაშინ რატომ იწერდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში პირჯვარს ერთი თითით?
"საქმე ისაა, -
დიახ, ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით იმაში, რომ "ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა", მაგრამ, როდესაც, წმიდა მამების (კირილეს, ეპიფანეს, ბასილი დიდის, პეტრე დამასკელის) სწავლებით პირჯვრისწერისას თითებით ჯვარცმულის აღსარებაზეა ლაპარაკი, თითით ან სამი თითით ამ აღსარების გამოხატვა სწორედაც რომ მონოფიზიტური მწვალებლობა გახლავთ. რას იცავს ე. ჭელიძე -
გარდა ამისა, ე. ჭელიძის ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ, თუკი ეკლესიამ უარყო ერთი თითით პირჯვრისწერა, როგორც მონოფიზიტური მწვალებლობის გამოხატულება, რომელიც ჯვარს აცვამს ღვთაებრივ ბუნებას; და თუკი, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს "ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა", მაშინ სამი თითით პირჯვრისწერაც ისევე უნდა იქნას უარყოფილ, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის მონოფიზიტური ჩვეულება, რადგან როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში აშკარაა ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა.
თუკი მწვალებლობაა და ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმის გამომხატველია "სამწმიდაო"-
ახლა ვნახოთ, რამდენად დასაბუთებულია ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის აპოლოგეტის, ე. ჭელიძის მორიგი არგუმენტი, რომელიც უკვე უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს ეხება. ე. ჭელიძე წერს: "სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი. ცხადია, ეს ასე არაა. ამასთან, როგორც აღნიშნულია სპეციალურ ლიტერატურაში, ჯვარი, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღსრულდება. თუკი პირჯვრიწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებაც არ უნდა აღვასრულოთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია" ("არა მხოლოდ ნათლისღება ითქმის ჯვრად, არამედ ჯვარიც ნათლისღებად” (იოანეს თავის განმარტება, XXXV, პგ. 59, სვ. 151).
მივყვეთ ე. ჭელიძის მსჯელობას დეტალურად:
1) "სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 204).
აქ აშკარაა აქცენტების გადატანის მცდელობა. კერძოდ, სხვადასხვაა პირჯვრისსაწერი თითების წყობა და წარმოსათქმელი ლოცვა. ჩვენ პირჯვარს ვიწერთ არა მარტო სამების, არამედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა და წმინდანთა მიმართაც, და ნუთუ ის უნდა ვიფიქროთ, რომ ჯვარს რომელიმე მათგანი ეცვა (ღმერთო, დაგვიფარე ამგვარი მკრეხელობისგან). ცხადია, შემოვიზღუდავთ რა თავს ჯვრით, ღმრთის წინაშე შეწევნისთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოზებსა და სხვადასხვა წმინდანსაც მივმართავთ. ამიტომაც, აქ ე. ჭელიძე სრულიად შეგნებულად აბნევს და ატყუებს თავის მკითხველს. კიდევ ერთხელ ვიტყვით: სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა იმიტომ კი არ არის, რომ პირჯვარს ვიწერთ სამებისადმი (ანუ ვლოცულობთ სამებისადმი), არამედ იმიტომ, რომ ასეთია თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" საღვთისმეტყველო განმარტება; და კიდევ, წმიდა მამების სწავლების შესაბამისად, რომლებიც ჯვრის გამოსახვას ითხოვენ ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, ამ აღსარებას გამოხატავენ სამი თითით. აქვე გავიმეორებთ იმასაც, რომ მოკეცილმა ორმა თითმა თავისი ქრისტოლოგიური მნიშნელობა მხოლოდ მოგვიანებით, ძველმართლმადიდებლებთან დავის პროცესში შეიძინა, რადგან, როგორც ჩანს, ახალმოწესეები მიხვდნენ თავიანთი ქმედების აბსურდულობას, თუმცა ამ გარემოებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა.
2) "ჯვარი, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღსრულდება. თუკი პირჯვრიწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებაც არ უნდა აღვასრულოთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია".
აქაც აქცენტების გადატანას აქვს ადგილი. არავინ უარყოფს იმას, რომ "ნათლისღება იგივე ჯვარია". მაგრამ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორ გავიგოთ ეს გამოთქმა და მართლდება თუ არა ამით სამი თითით პირჯვრისწერა?
ამ საკითხში გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ თუ რა ხდება ნათლისღების საიდუმლოში. ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ განყოფილებაში, საკმაოდ დეტალურად ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ბერძნული სიტყვა "ბაპტისმა" შთაფლვას ნიშნავს. ვნახეთ ისიც, რომ ნათლისღების უმთავრესი ქმედება მოსანათლავი ქრისტეანის წყალში სამგზის შთაფლვაა, რაც წარმოადგენს საფლავში ქრისტეს სამდღიანი დების სახეს, რომლის შემდეგაც მოხდა მისი მკვდრეთით აღდგომა.
ყოველი მოსანათლავი გადის ქრისტეს ამ გზას. ზუსტად ისე, როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის, ნათლისღების საიდუმლოში ჩვენც ვკვდებით (ანუ აღარ ვარსებობთ) ცოდვილი ცხოვრებისა და სატანის ნების აღსრულებისთვის, რათა შემდგომ აღვსდგეთ ღმერთში სიცოცხლისთვის. ამ დროს მთელი ჩვენი ბუნება განახლდება. მოგვეტევება ყველა ჩვენი ცოდვა, რომელიც ნათლისღებამდე ჩაგვიდენია და რომლებიც გულწრფელად შევინანეთ.
თვით მაცხოვრის სიტყვების თანახმად, ნათლობის მისაღებად აუცილებელია რწმენა წმიდა სამებისადმი და არა წყალში შთაფლვის ოკულტური ძალისადმი, რომელიც თითქოსდა შეიძლება იყოს ყველა პრობლემის მომგვარებელი (ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ ამგვარად შთაფლულთ ნათლობის საიდუმლოს არ უთვლიდნენ და თავიდან ნათლავდნენ). ნათლისღება არ წყვეტს ცხოვრებისეულ და ფინანსურ პრობლემებს და არ წარმოადგენს "ინსტრუმენტს" ან "გათვალვის" თუ "წახდენის" მოსახსნელ იარაღს.
ამრიგად, ნათლისღება ჯვარია იმიტომ, რომ ის აღსრულდება ქრისტეს ჯვარცმის, საფლავში დამარხვის და მესამე დღეს აღდგომის მიმსგავსებით, და არა იმიტომ, რომ ის აღსრულდება წმიდა სამების სახელის მოწოდებით. ე. ჭელიძეს რადგან აქცენტი კვლავ სამებაზე გადმოაქვს (და არა ქრისტეს სამდღიან დამარხვაზე), გამოდის, რომ მისთვის ნათლისღების საიდუმლოც სამების ჯვარცმა ყოფილა.
ჯვარცმულია სწორედ ქრისტე (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი), ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამო გვებოძა. სწორედ ამიტომ იწოდება ჯვარი ნათლისღებად და ყოველივე ეს წმ. სამების მფარველობითი ბეჭდით აღიბეჭდება, ამიტომ ინათლება მოსანათლავი სამგზის დაფლვისას სამების სახელზე და იწერს პირჯვარს ორი თითით (საჩვენებელი და შუათითი), სამი თითი კი (ცერი, ნეკა და არათითი) შეკრული აქვს სამების მფარველობითი აღბეჭდვის ნიშნად.
მაშასადამე, თითების წყობაც და ნათლისღებაც ჯვარცმულის აღსარებისა და მისი სამი დღის განმავლობაში საფლავში დების ნიშად გვაქვს ბოძებული. ამიტომაც არსებობს პირჯვრისწერასა და ნათლისღებას შორის ასეთი აღმსარებლობითი კავშირი.
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოს შინაარსის დამახინჯებით ე. ჭელიძე წარმოგვიდგება, როგორც უკიდურესად გონებაშერყვნილი მწვალებელი.
ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის წესისა და ნათლისღების საიდუმლოს განმარტებაში ის ჯვარს და ჯვარცმულს უკავშირებს წმიდა სამებას და ამით თვითონვე აცხადებს ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას.
3) ე. ჭელიძის მორიგი "არგუმენტი" ასეთია: "მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება. ვინც ორი თითით პირჯვრიწერასა და კურთხევის გაცემას აღიარებს, თვლის, რომ ეს ორი თითი მაცხოვრის ორბუნებოვნებას აღნიშნავს; თუ სამი თითით პირჯვრის გადაწერა სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ ორი თითით პირჯვრისწერა მაცხოვრის ორივე ბუნების ჯვარცმას უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ განა შესაძლებელია ეს? განა მაცხოვრის ორივე ბუნებაა ჯვარცმული? განა მაცხოვრის საღვთო ბუნებისათვის ჯვარცმის მიწერა იმავე სამების ჯვარცმას არ ნიშნავს?" (იქვე. გვ. 204).
აქ ე. ჭელიძე მორიგ ხრიკს მიმართავს და მის მზაკვრობაში უკეთ რომ გავერკვეთ, ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამი თითი სამების პირთა ღვთაებრივი ერთარსობის სიმბოლოა. თვით ე. ჭელიძე წერს, რომ "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს".
ამრიგად, ე. ჭელიძის თქმით, ერთი ან სამი თითი, არსებითად, გამოხატავს ერთსა და იმავეს -
მაგრამ, ეს სულაც არ არის ასე, როდესაც პირჯვარს ორი თითით ვიწერთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი თითიდან ერთი ქრისტეს ღვთაებრობის სიმბოლოა, მეორე კი -
და კვლავ, იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "ამრიგად, თვით ღვთის სიტყვამ დაითმინა ხორცით ყოველივე და მხოლოდ მისი საღვთო და უვნებელი ბუნება დარჩა უვნებლად, რადგან როდესაც ერთმა ქრისტემ, ღმრთეებისა და ადამიანობისაგან შედგენილმა და ღმრთეებაში და ადამიანობაში მყოფმა, ივნო, ევნო ის, რაც ვნებადია და რასაც ვნებულობა სჩვევია, მაგრამ არ თანავნებულა ის, რაც უვნებელია. მართლაც, სული, რომელიც ვნებადია, თუმცა არ განიკვეთება სხეულის გაკვეთის ჟამს, სხეულთან თანამოტკივარობს და თანაევნება, მაგრამ ღმრთეება, უვნებლად მყოფი, არ თანაივნებს სხეულთან ერთად.
საცოდნელია კი, რომ ვამბობთ ღმერთს ხორცით ვნებულად, მაგრამ ღმრთეებას ხორცით ვნებულად ანდა ღმერთს ხორცის მიერ ვნებულად -
"მსგავსადვე ითქმის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შესახებაც. -
მაგრამ რომელია ამ უვნებელი ბუნების მაჩვენებელი ერთ ან სამ თითში? -
ერთ ან სამ თითში გამოიხატება ღვთის ერთარსების ან ერთი ღვთაების სამპიროვნების აღსარება და როდესაც მას წმიდა მამის მოთხოვნისამებრ "ჯვარცმულის აღსარების ნიშნად" ამოძრავებენ ზემოდან ქვემოთ (ქრისტეს სიმბოლოსთან, ორ თითთან მიმართებაში ეს ნიშნავს განკაცებას), და შემდეგ ქვემოდან მარჯვენა მხარზე და შემდეგ მარცხენაზე (იმავე სიმბოლოში ეს მიანიშნებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, ამაღლებას, მამის მარჯვენით ჯდომას და საუკუნო სამსჯავროს), ამით ირღვევა ჯვარცმულის აღსარების დოგმატი. სწორედ ამის გამო დაგმო ეკლესიამ ერთი თითი პირჯვრისწერის მონოფიზიტური დოგმატი და კრებითად მიიღო ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება. შეაჩვენა ყველა, ვინც კი ასე არ გადაწერდა ჯვარს, რითაც საბოლოოდ უარყო ჯვრის თითით გამოსახვის ჩვეულება (თუკი ის ოდესმე არსებობდა), და ავტომატურად, რადგან, როგორც ბ-
ორი თითით ჯვრის-
მაშინ, როდესაც არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესში ამგვარი გამოხატვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს (უკვე აღვნიშნეთ, რომ მოკეცილი ორი თითი მხოლოდ მოგვიანებით გახდა ამგვარი სწავლების გამომხატველი, თუმცა ისიც მეორე პლანზეა გადაწეული და ჯვრის გამოსახატავად აქ მაინც სამი თითი გამოიყენება, რადგან თავიდან, როგორც უკვე ვნახეთ, მოკეცილი ორი თითი არაფერს ნიშნავდა. ის სწორედ იმიტომაც მოკეცეს, რომ არანაირი დანიშნულება მას არ გააჩნდა).
რატომ იწოდება პირჯვრისწერის ჩვენ მიერ დაცული წესი "ორი თითით" პირჯვრისწერად, აქ ხომ სამი შეკრული თითიც არის, რომელიც წმ. სამების ერთობას გამოხატავს? იმიტომ, რომ ჯვართან მიმართებაში არის ორი და არა სამი თითი. მაგრამ, რას ნიშნავს "ჯვართან მიმართებაში"? ამაში გაგვარკვევს XVI ს.-
პატრიარქი აშკარად მიუთითებს თუ რომელი თითები უნდა დავიდოთ შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე. ამიტომაც ვამბობთ, რომ პატრიარქი აქ ორი თითით პირჯვრისწერის წესს განმარტავს. რაც სიტყვებს "ჯვართან მიმართება", ან "ჯვარცმა", ეს არის ჩვენი განმარტება. პატრ. იობს ამის თქმა არ დასჭირვებია. ეს ჩვენ გვჭირდება დავუღეჭოთ ე. ჭელიძისნაირ "მეცნიერებს" ელემენტარული და აბსოლუტურად გასაგები განმარტებები, რათა დაწერილი მოწმობების შინაარსი დავანახოთ. "ჯვართან მიმართება" ნიშნავს, რომ პირჯვარს სწორედ ამ ორი თითით ვიწერთ და არა იმ სამით, რომელიც ამასთანავე შეკრული გვაქვს სამების ერთობის აღსანიშნავად. ტერმინს "ჯვარცმა" ვიყენებთ იმისთვის, რათა ავხსნათ, რომ ჯვარცმულის აღსარებად ვკრავთ ორ თითს, რადგან ჯვარცმული იყო ქრისტე და არა სამება. წმ. კირილე იერუსალიმელიც ასე ითხოვს პირჯვრის გადაწერას: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და თითებით ვქმნათ ბეჭედი ჯვარი".
ვეკითხებით ე. ჭელიძეს და მის ყველა თანამოაზრეს:
1. აღიარებთ თუ არა წმ. კირილეს მოთხოვნას, რომ არ უნდა შეგვრცხვეს "ჯვარცმულის აღიარება და თითებით ვქმნათ ბეჭედი ჯვარი"?
2. ვინც ეცვა ჯვარს -
თუ გვიპასუხებენ, რომ ჯვარს ეცვა ქრისტე თავის კაცობრივი ბუნებით, მაშინ კვლავ ვკითხავთ:
3. წმ. კირილეს მოთხოვნის თანახმად, რომელი თითებით ქმნით "ჯვარცმულის" აღსარებას? -
4. რომელია შეკრული თითებიდან ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლო, -
5. რომელი თითებით ვქმნით ჯვარს, განა იმით არა, რომელიც ჯვარცმულს გამოხატავს?
6. და თვით თითების მოძრაობის სიმბოლო (ზემოდან ქვემოთ -
7. რატომ უნდა დავიდოთ სამი თითი შუბლზე, მერე მკერდზე (ან ჭიპზე), ავამაღლოთ და დავიდოთ მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენაზე?
8. რატომ არის სამების სიმბოლო (სამი თითი) განკაცებისა და ჯვარცმის, მკვდრეთით ამაღლებისა და მამის მარჯვენით ჯდომის სიმბოლურ მომენტებთან (შუბლთან, ჭიპთან (ან მკერდთან) და მარჯვენა-
თქვენ სამი თითით ქმნით ჯვარცმულის აღსარებას. -
მონოფიზიტები ამას აკეთებდნენ ერთი თითით და მართლმადიდებლებმა ისინი შეაჩვენეს, თქვენ რატომ უნდა შეგაქოთ, იმისთვის ხომ არა, რომ დაუტევეთ მართლმადიდებლური წესი და ისევ მონოფიზიტებივით ღვთაებრიობის გამომხატველი სიმბოლოთი იწერთ პირჯვარს?
რითი განსხვავდებით მონოფიზიტებისგან? -
განსხვავება მხოლოდ ერთშია, მონოფიზიტებისგან განსხვავებით, თქვენი ოფიციალური ეკლესია დოგმატურ ღვთისმეტყველებაში არ ასწავლის სამების, ანუ ღვთაების ჯვარცმას, მაგრამ წინააღმდეგობაშია ამ სწავლებასთან სამთითიანი პირჯვრისწერის ჩვეულებით.
ამიტომაც, განა უფრო ჯეროვანი არ იქნებოდა, ის წესი გამოიყენოთ პირჯვრისწერისას, როგორი აღმსარებლობაც გაგაჩნიათ? ძალიან დიდი შეუსაბამობაა, ბატონებო, თქვენს დოგმატურად სწორ აღმსარებლობასა და მასთან შეუსაბამო სამთითიან პირჯვრისწერას შორის.