Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XVI
___________________________________________________________________________________________________________________________________
ლიტანიობის შესახებ
ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ლიტანიობისას მოძრაობენ მზის მოძრაობის თანმდევად (რუს.: Посолонь), ხოლო ახალმოწესეები, პირიქით, -
ოფიციალური, ქართული ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო აკადემიის პატროლოგიის ლექტორი, პროფ. ე. ჭელიძე ნაშრომში "ეკლესია -
"როგორც ცნობილია, -
პირუკუ სვლა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არის აღმოსავლეთით აღმობრწყინებული მზისდმი ზურგის შექცევა, მაცოცხლებელი ჭეშმარიტებისაგან განდგომა (?) და ბნელეთისაკენ სწრაფვა (?) (ხაზგასმა ჩვენია -
ამიტომ არის, რომ საეკლესიო მსახურების ჟამს ყოველთვის (?) აღმოსავლეთისკენ, ე. ი. მარჯვენა მხარეს წარმოებდა და წარმოებს სვლა აღმოსავლეთისკენ (და არა დასავლეთისკენ) აღევლინებოდა და აღევლნება ლოცვა-
სხვა ოპონენტის, "არქიმანდრიტ" რაფაელის თქმით, რადგანაც ქრისტე "სიმართლის მზედ" და "სულიერ აღმოსავლეთად" იწოდება, ლიტანიობა, "სიმბოლურად, ქრისტეს მეორედ მოსვლას ნიშნავს" და ამიტომაც "ქრისტეანები მის შესახვედრად აღმოსავლეთისკენ მიემართებიან" (არქიმანდრიტი რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე". თბილისი 1994 წ. გვ. 106).
რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ?
თავდაპირველად მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ოპონენტები ამ რიტუალში ხედავენ დოგმატურ შინაარსს. ბ-
ახლა კი განვიხილოთ, რამდენად სწორია და სამართლიანია ჩვენი ოპონენტების შეხედულებები და მ. შ. ისიც, რომ "პირუკუ" (ანუ "აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ") მოძრავი ძველმორწმუნენი თითქოსდა "განუდგებიან მაცოცხლებელ ჭეშმარიტებას და ბნელეთისკენ მიისწრაფვიან".
საკუთარი ვერსიის გასამართლებლად, ბ-
ამგვარი ტერმინოლოგიური ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, რადგანაც როგორც მზის მიმართულებით, ასევე მის საპირისპირო მოძრაობებს (ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მოძრაობის ორივე სახე აღესრულება), რიტუალისდა მიხედვით, ღრმა, სულიერი და საიდუმლო აზრი ახლავს და ყოვლად დაუშვებელია მათი იმგვარი გააზრება, როგორც ეს ბ-
ტერმინი "მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ" (როდესაც საუბარია ლიტანიობაზე, ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებებში დაწესებულ მოძრაობებზე) -
გარდა ამისა, თუ ახალმოწესეობრივ ჩვეულებას ვიგულისხმებთ, ლიტანიობისას ადამიანები მოძრაობენ არა მხოლოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, არამედ დასავლეთიდან სამხრეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ჩრდილოეთიდან ისევ დასავლეთისკენ. მოძრაობა რომ აღმოსავლეთის მხარეს მთავრდებოდეს, მაშინ კიდევ შეგვეძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს მსვლელობა არის კიდევაც მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მაგრამ ეს ასე არ არის.
მრავალ საეკლესიო ჩვეულებათა შორის, წმ. ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ლიტანიობისას (ჯვრის შემოტარება), ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებების შესრულების ჟამს, საეკლესიო განაწესით დადგენილ მომენტში შენარჩუნებული აქვს მზის მიმართულებით და არა მის საპირისპიროდ მოძრაობის წესი, როგორც ეს ძველი საეკლესიო ჩვეულების საწინააღმდეგოდ დაამკვიდრა ნიკონმა და რომელსაც დღეს აგრერიგად თავგამოდებით იცავენ ჩვენი ოპონენტები.
ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, მზის მიმართულების თანამდევ მოძრაობაში უღრმესი სულიერი და საიდუმლო აზრია ჩადებული. განა უარვყოფთ იმ ჭეშმარიტებას, რომ წმ. წერილსა და წმ. საეკლესიო საგალობლებში ქრისტე მაცხოვარი "სიმართლის მზედ" და "აღმოსავლეთად" იწოდება; და რომ მზესა და სიმართლეს, ჯოჯოხეთი როგორც ბნელეთის სამეუფო უპირისპირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საეკლესიო საღვთისმსახურებო წიგნების თანახმად, დასავლეთი ედრება საღამოს, ჩრდილოეთი -
აქედან გამომდინარე, ლიტანიობისას მზის მიმართულებით სვლამ უნდა მოგვაგონოს მორწმუნეთ ამქვეყნიური ცხოვრება და მოღვაწეობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
დასავლეთ კარებისკენ მსვლელობა ქრისტეს შესახებ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა სიმბოლოს წარმოადგენს, დასავლეთიდან ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს მსვლელობა, რაც ნაშუაღამევს გამოხატავს -
მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, რომ ამქვეყნიური, მებრძოლი ეკლესია ზეციური იერუსალემისკენ, ამ აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალი ერია, რომელსაც თავად ქრისტე მიუძღვის, თანახმად სახარებისა: "რომელსაც ჰნებავს შემოდგომად ჩემდა უარ-
რადგან ქრისტე წმიდა წერილში სიმართლის მზედ იწოდება, მზე, ამ შემთხვევაში, ქრისტეს, მისი ნათლის სიმბოლოდ მოიაზრება და ამიტომაც, ადამიანს მისი მიყოლა მართებს და არა დაპირისპირება (რომელიც უკვე მზის მიმართულების საწინააღმდეგო მოძრაობაში მოიაზრება). წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით, ამაზე მიანიშნებს უფლის "ზურგის" ხილვა მოსეს მიერ (გამოსვლ. 33:20-
ამიტომაც, ღმერთი ეუბნება მოსეს: "ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას" (გამ. 33:20), რაც წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით ნიშნავს: "ნუ დაუდგები წინამძღოლს პირისპირ, რამეთუ ასეთ შემთხვევაში შენი მოძრაობა უცილობლივ საწინააღმდეგო მხარეს წარიმართება; კეთილი სახეში კი არ უყურებს კეთილს, არამედ მისდევს მას" (ციტ. იქვე).
ამიტომაც ბრძანებს ჩვენი მაცხოვარი, "სულიერი აღმოსავლეთი" და "მზე სიმართლისა": "... რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10:38), სადაც ქრისტესადმი შედგომა", ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, მის მიყოლას, მიმდევრობას, მისი მცნებების დაცვას გულისხმობს, ხოლო, ვინც უფალს მცებათა დაცვით მიჰყვება, ის უეჭველად თავისი წინამძღოლის (ანუ ქრისტეს) ზურგს ხედავს (გამოსვ. 33:20-
გარდა ამისა, მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობა მხოლოდ ქრისტეს მცნებისა დ რჯულის დაცვას არ გულისხმობს, არამედ საღმრთო განგებულებისა და შემოქმედის მიერ ბუნების წესსა და რიგში ჩადებული კანონებისადმი დამორჩილებასაც. ადამიანი, როგორც გვირგვინი ამ შემოქმედებისა, სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს უზენაესის შემოქმედებასთან, ადამიანის ცნობიერებისთვის მიუწვდომელ მის კანონზომიერებებთან. ამგვარი მორჩილებისა და ბუნების კანონებისადმი დაქვემდებარების ნათელი გამოხატულებაა მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობა.
წმ. იოანე დამასკელის თქმით: "ზეციური მნათობნი განუწყვეტლივ მოძრაობენ იმ მიმართულებით, რაც მათ შემოქმედმა განუსაზღვრა და, რაც იმ წესრიგს შეესაბამება, რომელიც დასაბამად განუჩინა ღმერთმა ქმნილებას" და ასევე, ჩვენც, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, ურთიერთთანაზიარობა, ურთიერთგანწილადება ყოველივე იმისა, რაც გვაქვს და ურთიერთმორჩილებაც, უწინარეს ყოვლისა, მორჩილება ჩვენი დამბადებლისადმი, შემოქმედი ღმრთისა და მეუფისადმი, მერე კი მორჩილება (ამქვეყნიური) მთავრებისადმი, რომელნიც მან მთავრობისთვის დაადგინა" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. II, 7). როგორც ეს ენიშნა მოსეს უფლის "ზურგის" ჩვენებით და პირდაპირ განაცხადა მაცხოვარმა: "რომელმან არ აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10:32).
ასევე, წმიდა ბასილი დიდი, შესაქმის განმარტებაში ბრძანებს: "მზე ... აღასრულებს მისთვის დაწესებულ მოძრაობას, და არ არღვევს მთლიანობასთან თავის მიმართებას" (რუს. თარგმანში: "Солнце ... совершает чинные обращения и не выступает из своих отношении к целому" (Творения. Часть. I. Беседы на шестоднев. Беседа 6. 1845 репринт. 1991 г., стр. 95).
ამ მთლიანობიდან ამოვარდნა არც ადამიანს მართებს. ვფიქრობთ, სადავო არ უნდა იყოს, რომ, თუ მზის მიმართულების თანმდევი მოძრაობა ეს არის სიმბოლო მორჩილებისა უზენაესის შემოქმედებისადმი, და ქრისტესადმი შედგომა სჯულის დაცვით, მზის საწინააღმდეგო მოძრაობა -
ჯვრისა და საეკლესიო ბაირაღთა საფარველქვეშ ლიტანიობით, უნდა წარმოვიდგენდეთ ქრისტეს ცხოვრებას დედამიწაზე და მისი მოძღვრების მიმდევრობას -
აი, რატომ უნდა ვმოძრაობდეთ ლიტანიობისას მზის მიმართულების თანხვდენილად, რადგანაც სიმბოლურად ეს გამოხტავს, ქრისტესა და მის ერთგულ მოწაფეთა მიმდევარნი რომ უნდა ვიყოთ და არა მისი მტრების -
ლიტანიობის გარდა, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მზის მიმართულებით მოძრაობა მიღებულია ნათლისღებისა და ჯვრისწერის (ქორწინების) საიდუმლოშიც. ამ შემთხვევებში, მართალია, მათ სხვა რელიგიური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ეს ლიტანიობისას ხდება, მაგრამ, თავისი შინაარსით მიუთითებენ იმაზედ, რომ სწორედ მზის მიმართულებით უნდა აღვასრულოთ მოძრაობა და არა პირიქით (რა თქმა უნდა, ეს მოძრაობები ეკლესიის მიერ განწესებულ მომენტებში სრულდება).
ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი უფლის წინაშე დებს პირობას, რომ შეუდგება ქრისტეს, ხოლო ქორწინების საიდუმლოში ნეფე და დედოფალი აღუთქვამენ უფალს, რომ უფლის მცნებათა შესაბამისად იცხოვრებენ და ამ აღთქმათა გარეგნული, რიტუალური, სიმბოლური სახე მათ მიერ დადებულ აღთქმათა შესაბამისად გამოიხატვის.
ამიტომაც, უმართებულოა ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა ქორწინების ჟამს ახალჯვარდაწერილთა მსვლელობა ხდებოდეს "ქმრის მხარეს" (ე. ი. მარჯვნივ). ის წერს: "კარგად არის ცნობილი, რომ ქორწინების ჟამს ახალჯვარწერილთა მსვლელობა ხდება ქმრის მხარეს. თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ე. ი. მარცხნივ მიმართული მოძრაობაა ჭეშმარიტი, მაშინ ქმარიც მარცხენა მხარეს უნდა იდგეს, მაგრამ ძველბერძნული მართლმადიდებლობა სწორედ პირუკუ მდგომარეობას აკანონებს" (ე. ჭ. "ეკლესია -
ზემოთ დამოწმებული სიტყვებიდან ე. ჭელიძე აკეთებს უცნაურ დასკვნას: "როგორც წმიდა მამის სიტყვებიდან სრულიად ცხადად ჩანს (ხაზგასმა ჩვენია -
ამრიგად, ეკლესიის შუაში ჯვარდასაწერნი პირდაპირი მსვლელობით შედიან და არა "მარჯვნივ მოძრაობით", რაც ყოვლად უადგილოა. რაც შეეხება წმ. სვიმეონის მოწმობას იმის შესახებ, რომ ქმარს ცოლის მარჯვენა მხარეს აყენებენ, ხოლო ცოლს ქმრის მარცხენა მხარეს, ეს, წმ. სვიმეონისავე განმარტებით, ცოლთან შედარებით ქმრის უპირატესობაზე, მის მეთაურობაზე მიანიშნებს და არა მოძრაობის მიმართულებაზე, როგორც ეს ჩვენს ცრუპენტელა "მეცნიერს" ჰგონია.
წმიდა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას გამოსვლანი და მსვლელობანი მზის მიმართულების საწინააღმდეგოდაც სრულდება, როდესაც ამ ქმედებებს, თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე, სხვა დატვირთვა გააჩნია, ვიდრე ლიტანიობისას, ნათლისღებისა და ჯვრისწერის საიდუმლოებებში მზის მიმართულებით მოძრაობას. მაგალითად, გამოსვლა საცეცხლურით, წმ. სახარებითა და საღვთო ძღვენით (დიდ გამოსვლაზე ქერუბიმთა საგალობლის დროს), ასევე ტრაპეზის კმევისას წმ. საკურთხეველში ან რომელიმე წმ. საგნის კმევისას, ან კიდევ წმ. ტრაპეზის შემოვლისას მღვდელმსახურთა (ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის) ხელდასხმის დროს და სხვა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რიტუალს თავისი, განსაკუთრებული აზრი აქვს. საცეცხლურით კმევა უფლის წინაშე აღესრულება (მალაქ. 1:11). გამოსვლა წმ. სახარებით ქრისტეს მოძღვრებაზე მიანიშნებს და სახეა მაცხოვრისა, რომელიც ქვეყანას ევლინება. დიდი გამოსვლა იერუსალიმში ქრისტეს საზეიმო შესვლის სახესაც წარმოადგენს, როდესაც სახედარზე მჯდარ მაცხოვარს ოსანათი ხვდებოდნენ ძენი ისრაელისანი. ხოლო ხელდასხმის საიდუმლოში, რაკიღა ღირსეულ კაცს ("აქსიოსს") უფალს წარუდგენენ, ამიტომაც იგი პირით აღმოსავლეთისკენ ანუ სიმართლის მზისკენ -
ამიტომაც, ამ საეკლესიო რიტუალების შესრულებისას მოძრაობა მათში ჩადებული რელიგიური შინაარსიდან გამომდინარე მზის მოძრაობის საპირისპიროდ აღესრულება (Закон Божий, для старообрядческих школ; составитель старообр. Свящ. Григорий Максимович Карабинович. Изд. Втор. Москва. 1910 Репринт. Изд. Москва. Издательство "Голос" 1990 г., стр. 213-
ამდენად, ე. ჭელიძისეული განმარტება, თითქოსდა მზის მოძრაობის თანხვდენილი მსვლელობა "... მაცოცხლებელ ჭეშმარიტებათაგან განდგომა და ბნელეთისკენ სწრაფვა" იყოს (გვ. 246), იმ ახალმოწესე რეფორმატორთა ახირებაა, რომლებიც ჭეშმარიტებაში წვდომას კი არ ესწრაფვიან, არამედ ნებისმიერი ხერხებით ცდილობენ, დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტებას.
იგივე უნდა ითქვას "არქიმანდრიტ" რაფაელის "მტკიცებულებებზეც": ქრისტე "სიმართლის მზედ" და "სულიერ აღმოსავლეთად" რომ იწოდება, ეს უცნობი როდია ჩვენთვის, მაგრამ ლიტანიობა თითქოსდა "სიმბოლურად ქრისტეს მეორედ მოსვლას ნიშნავდეს" და ამიტომაც, "ქრისტეანები მის შესახვედრად აღმოსავლეთისკენ მიემართებიან", უცხოა ჩვენთვის და თუ გვაუწყებს ბ-
ასევე უცხოა ჩვენთვის სწავლება, თითქოსდა ქრისტეანული კაცობრიობა, ქრისტეს ეკლესია მეორედ მოსვლის შესახვედრად მიემართებოდეს. მეორედ მოსვლას -
ამრიგად, ლიტანიობაზე და ისეთ საეკლესიო საიდუმლოებებში, როგორიც არის: ნათლობა და ქორწინება, მზის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობა, ჯერ ერთი, არის ღვთისგან დადგენილი ბუნების საწინააღმდეგო ქმედების ნიშანი და მეორეც, ღვთისადმი უშუალო წინააღმდეგობისა და დაპირისპირების სიმბოლოდ წარმოჩინდება და არ წარმოადგენს მართლმადიდებლურ ტრადიციას, როგორც ამას "არქიმანდრიტი" რაფაელი ირწმუნება.
ასე რომ, გმართებთ დაფიქრება, -