Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
დასკვნა
ამრიგად, როგორც მკითხველი თავადვე მიხვდებოდა, ნაშრომის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა 17-
ანტონ I-
საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების დღიდან რუსეთის ოფიციალური ეკლესია ეწევა ჩვენი ეროვნული საგანძურის ძარცვას, ებრძვის ქართულ ენას და ქართველ ხალხს, ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანტონ I-
ანტონ I-
ერთი მხრივ, რუსულ რეფორმირებულ ეკლესიასთან მიერთებამ და, მეორე მხრივ, ავტოკეფალიის დაკარგვამ საქართველოში გამოიწვია ის შედეგები, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა რუსეთში და სრულიად ლოგიკურად ქართულ ნიადაგზეც გადმოინერგა. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ახალრუსული საღვთისმეტყველო შეხედულებები საეკლესიო წეს-
შეიცვალა ნათლისღების საიდუმლოს ფორმა. თანდათანობით საქართველოში მკვიდრდება წყალპკურებითი ნათლობის ლათინური პრაქტიკა, რაც, თვით აღმოსავლელ მღვდელმთავართა კერძო და კრებითი განსაზღვრებებით, აუქმებს ყველა საიდუმლოს, მათ შორის მღვდლობასაც, რის გამო საქართველოს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია და მორწმუნე ერი დარჩენილია უმღვდლოდ და მოუნათლავად; და ასეთ დღეშია ყველა ის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც წყალპკურებითი "ნათლობა" მასობრივად არის გაბატონებული.
მეტიც, ამავე საეკლესიო განსაზღვრებების მიხედვით, რომელიც წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში დეტალურად მიმოვიხილეთ, წყალპკურებულ ცრუსამღვდელოებას არ გააჩნია ხელდასხმა, რის გამოც მთელი ეკლესია იქცა ბუტაფორიად, არაფრის მომცემ დაწესებულებად. ამ ვითარების შეფასება შეიძლება კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის სიტყვით, რომელიც "წყლის ოდნავი შეხებით ნათელღებულთათვის" ბრძანებდა, რომ "ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში".
სწორედ ამ სიბნელიდან თავდასაღწევად დაფუძნდა ძველმართლმადიდებლური ეკლესია, რომელმაც დაქსაქსულ მართლმადიდებლურ სამყაროში მოიძია ის ჭეშმარიტი შტო, რომელსაც შეურყვნელად ექნებოდა დაცული მართლმადიდებლური სწავლა-
მაგრამ იმის საჩვენებლად, თუ რატომ არის ყველაზე მართალი და კანონიკური ძველმართლმადიდებლური ეკლესია, დაგვჭირდა იმ ისტორიული მოვლენების გადმოცემა, რომელიც აღწერს 17-
გასული საუკუნის გამოჩენილმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ისტორიკოსებმა და ლიტურგისტებმა იეზუიტების ამ ანტიმართლმადიდებლურ მზაკვრულ გეგმას "გრანდიოზული დივერსია" უწოდეს. ამ პროვოკაციის შედეგად მათ მოსპეს მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობა, მაგრამ არა ეკლესია. ეკლესია უძლეველი დარჩა, რამეთუ ასე აღგვითქვა მისმა დამფუძნებელმა, ჩვენმა მაცხოვარმა და უფალმა იესუ ქრისტემ: "… ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18).
სწორედ ეკლესიის უძლეველობას ეძღვნება ჩვენი ნაშრომის მესამე ნაწილიც.