Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XIX
___________________________________________________________________________________________________________________________________
ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი (კათალიკოსი ანტონ I)
ჩვენი წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისში აღვნიშნეთ, თუ რა მიზეზის გამო ვაპირებდით XVII ს-
იმის საჩვენებლად, თუ რა აუცილებლობამ გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება, ჯერ საჭირო იყო განგვეხილა იმ ეკლესიის მდგომარეობა და წარმომავლობა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XVIII ს-
ქართველი მართლმორწმუნეებისთვის XVII ს.-
XVII ს-
ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კათალიკოს ანტონ I-
XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმასთან დაკავშირებულ გარეგანი და ოფიციალურად გავრცელებული აზრი საკმაოდ მარტივია. ეს არის: რუსული საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება და ძველი საეკლესიო წეს-
თავიანთი უმეცრების გამო, ამ უმნიშვნელო და არაარსებითი ცვლილებების წინააღმდეგ ამხედრებულმა ბრმა ფანატიკოსებმა მოაწყვეს განხეთქილება, უარი თქვეს უმაღლეს საეკლესიო და საერო ძალაუფლებისადმი მორჩილებაზე, რის გამოც დაექვემდებარნენ ანათემას და დევნულებას. რუსეთის ეკლესიის განხეთქილებასთან და ძველმოწესეებთან დაკავშირებული მოცემული შეხედულება, რომელსაც მრავალი ქართველი სასულიერო და საერო პირიც იზიარებს, რუსული იმპერიული თვითმპყრობელობის პერიოდში უმთავრესი იდეოლოგიური აზრი გახლდათ და ჩვენს დრომდეც უცვლელი დარჩა.
თითქოსდა ყველაფერი მარტივად არის, მაგრამ გრჩება შინაგანი გრძნობა, ინტუიცია, რომ ყველაფერი ასე როდია; რომ არსებობს უფრო ღრმა მიზეზები, ფარული აზრი, ერთგვარი მისტიკური საიდუმლო, რომელიც ამ განხეთქილებას უკავშირდება. როგორც სამართლიანად შენიშნავენ ამ განხეთქილების ობიექტური მკვლევრები, ძველმოწესეთა მრავალსაუკუნეობრივი განკითხვისა და გაკიცხვის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც ისინი დაადანაშაულეს ფანტასტიკურ ცოდვებში, ამ პრობლემას მაინც უყრუებენ და თავს არიდებენ მის გაცხადებას.
თუმცა ამ პრობლემას ყველამ როდი წაუყრუა. მრავალი მეცნიერი აუმხედრდა ისტორიის ფალსიფიცირებას, სამარცხვინო ტყუილებს, რომელთაც ოფიციალური საეკლესიო და საერო ხელისუფლება თხზავდა ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ. მათ ღიად და მიუკერძოებლად გამოიკვლიეს XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული რუსული ეკლესიის განხეთქილება და მიუხედავად უმეტესობის სურვილისა არ ილაპარაკონ და დაიდუმონ ამ რთულ პრობლემაზე, გამოააშკარავეს მრავალი საიდუმლო, რომელმაც ფარდა ახადა მეფე ალექსი მიხეილის ძისა და პატრიარქ ნიკონის, ასევე რეფორმაში მონაწილე მთელ რიგ აღმოსავლელ იერარქთა უკანონო მოქმედებას.
ამ გამოკვლევებს მიუკერძოებელ ღირებულებას და მეცნიერულ ობიექტურობას სძენს კიდევ ის ფაქტორი, რომ მკვლევრები სწორედაც რომ ოფიციალურ, რეფორმირებულ ეკლესიას განეკუთვნებიან. იმ ეკლესიას, რომელიც ძველი, წინამორბედი ეკლესიისა და ქრისტეანული ტრადიციის უარყოფის ნიადაგზე აღმოცენდა. სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენებული ეკლესიაზე იქნა დამყნობილი ავტოკეფალიაგაუქმებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც.
რუსმა მეცნიერებმა უზადო ლოგიკით და საქმის ცოდნით გაფანტეს ის ძირითადი მითი, რომელსაც ეფუძნებოდნენ თავდაპირველი საეკლესიო რეფორმატორები. ეს მითი მდგომარეობდა იმაში, რომ საღვთისმეტყველო წიგნთა ახალი თარგმანები ჯობდა ძველ წიგნებს. მეტიც, ახალი ცვლილებები გამართლებულ იქნა პრაქტიკული აუცილებლობით, რომელიც მიმართული იყო საეკლესიო ღვთისმსახურებისა და ლიტერატურული წრის გაუმჯობესებისკენ. მაგალითად, მკვლევარი ბ. კუტუზოვი ფსალმუნის, ნათლისღების საიდუმლოს, ქერუბიმთა საგალობლის, სარწმუნოების სიმბოლოს, ევქარისტული კანონის და კიდევ მრავალი სხვა ძველი და ახალი ტექსტის შედარებითა და ანალიზით გვაძლევს ამომწურავ კლასიფიკაციას იმ შეცდომებისა და ცთომილებებისა, რომლებიც დაუშვიათ ახალ, "შესწორებულ" ტექსტებში.
მაგალითად, ბ. კუტუზოვი ამტკიცებს, რომ ახალ რედაქციებში, ძველისგან განსხვავებით, გაბუნდოვანებულია სიტყვებისა და გამოთქმების აზრი, არცთუ იშვიათია მთარგმნელთა უხეში შეცდომები, ახალ შემსწორებლებსა და რეფორმატორებს ემჩნევათ წმიდა ტექსტებისადმი უდიერი დამოკიდებულება და უპატივცემულობა. ამ მდიდარ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით მკვლევარი აჩვენებს ჩატარებული რეფორმის სრულ საღვთისმეტყველო და პოლიტიკურ უსუსურობას. ავტორი პირდაპირ წერს, რომ რეფორმის დროს საღვთისმსახურებო ტექსტები და ჩვეულებები კი არ შესწორდა, არამედ გაფუჭდა. თვით ნიკონიანურ რეფორმას მან ცალსახად უწოდა "დანაშაულებრივი".
რუსი მეცნიერები (განსაკუთრებით ბ. პ. კუტუზოვი, უამრავ წყაროზე დაყრდნობით) უკვე აშკარად მიუთითებენ იმ პოლიტიკურ მიზეზებზეც, რამაც გამოიწვია განხეთქილება რუსეთის ეკლესიაში. როგორც აღმოჩნდა, XVII ს.-
რა თქმა უნდა, საეკლესიო რეფორმის პოლიტიკური მიზეზი სწორედ ბერძნულ-
მეცნიერთაგან ბ. კუტუზოვი განსაკუთრებული დეტალიზაციით მიმოიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ვატიკანისა და იეზუიტების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ინტრიგებს. კუტუზოვი რეფორმას განიხილავს, როგორც იდეოლოგიურ დივერსიას. სწორედ ამ თვალსაზრისით უწყობს ხელს პატრ. ნიკონი რუსეთთან უკრაინის შემოერთებას 1654 წელს. იდეის მიხედვით, შეერთების შემდეგ კათოლიციზმის სულით დასნებოვნებულ უკრაინას უეჭველად უნდა გადაედო ეს სენი მოსკოვის რუსეთისთვისაც. ბ. პ. კუტუზოვი მიიჩნევს, რომ იეზუიტები დიდი ხნის წინათ გეგმავდნენ რუსეთის ეკლესიის "რეფორმას", სწორედ ამით აიხსნება პატრიარქ ნიკონის სურვილი, დაეფუძნებინა რუსეთში კერძო ნაციონალური პაპიზმი.
რუსულ ისტორიულ მეცნიერებაში, ობიექტურ ისტორიკოსთა მიერ, საინტერესოდ არის დახასიათებული ამ ტრაგიკული რეფორმის გამტარებელთა პორტრეტებიც, რომლებიც ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგეებს ლამის ნამდვილ გმირებად და მართლმადიდებლობის თავდადებულ დამცველებად წარმოუსახავთ, მაშინ როდესაც ისინი იყვნენ ნამდვილი და წმიდა სარწმუნოების დამარღვეველნი და წარმწყმედელნი. ამ მეცნიერთა ნაშორმებში მკითხველი ხედავს "რეფორმატორთა" საშინელ სახეებს, რომელთა ქმედებებში დადებითი არაფერია. ჩვენ წინაშე არიან ცინიკოსები და ინტრიგანები და არა ნამდვილი საეკლესიო რეფორმატორები.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ თითქმის ასეთივე გეგმით წარმოებდა იეზუიტთა ფარული გეგმების განხორციელება საქართველოში. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოვეცით სპეციალური ბროშურა სათაურით "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი -
ამ ნაშრომით შევეცადეთ, მოგვეთხრო იმ სავალალო ცვილებებზე, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანტონ პირველის კათალიკოსობის ჟამს განხორციელდა. შევეცადეთ ჭეშმარიტ ქრისტეანთათვის დაგვენახვებინა ეს ცთდომილებები, ხოლო დღევანდელ "მღვდელმსახურთათვის" შეგვეხსენებინა ჯერ კიდევ 1910 წელს ეპისკოპოს დავითის გაფრთხილება: "საჭიროა აგრეთვე შებღალული წიგნების შესწორება. სამღვდელოება რომ ამდენ ხანს ყურადღებას არ აქცევდა შეცდომათა, ეს მათ არ მიეტევებათ. ეს მოწმობს მის გულგრილობას სარწმუნოებისადმი. ოღონდ კი რაღაც წარმოთქვან ეკლესიაში, ხოლო რა და როგორ, ამისი დარდი არა აქვთ...".
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურებასა და აქ ერეტიკული საეკლესიო პრაქტიკის დამკვიდრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის იეზუიტთა აგენტს კათალიკოს ანტონ I-
"ის, რომ ანტონ პირველისა და მისი მოწაფეების მიერ რუსულ-
პროფესორ აკაკი შანიძის (1887-
კორნელი კეკელიძე (1879-
ის, რომ რუსულ რეფორმატორულ საქმიანობას ზეგავლენა მოუხდენია 18-
ეს უაღრესად საინტერესო ცნობაა. იგი, ერთი მხრივ, მიგვითითებს იმაზე, რომ დასაბეჭდი პროდუქციისადმი კრიტიკული დამოკიდებულება საგრძნობლად გაზრდილა, ხოლო მეორეს მხრივ, შესადარებელ მასალას ახალი საბუთი -
როგორ "შეამოწმეს" კათალიკოსმა ანტონ პირველმა და მისმა თანამოაზრეებმა რუსული საღმრთისმსახურებო წიგნების მიხედვით ქართული ლიტურგიკული ტექსტები და რა გამოვიდა ამ შემსწორებლური მოღვაწეობიდან, ამის დასანახად კ. კეკელიძისა და ა. შანიძის შეფასებებიც კმარა. თუმცა, ქართულ საეკელესიო წიგნთა ასეთი არა სახარბიელო მგომარეობა ახალმოწესეთა, იგივე გაბატონებული ეკლესიის მოძღვართაც აღუნიშნავთ: "მე-
1793 წელს ქართული კონდაკი, სლავურის (იგულისხმება ახალმოწესეობრივ-
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიაც სხვას არაფერს ითხოვდა და ითხოვს, გარდა იმისა, რომ ნიკონიანური მინარევებისაგან გაიწმინდოს საქართველოს ეკლესიური ცხოვრება, აღდგეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ტრადიცია, საეკლესიო პრაქტიკა; დაიგმოს რუსულ-
ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება მკითხველს მიკერძოებად და ჩვენს ახირებულ სურვილად რომ არ მოეჩვენოს, ყველასათვის ხელმისაწვდომ წყაროზე დაყრდნობით (საღვთისმეტყველო კრებული # 1, 1991 წ. საქ. საპატრ. გამოც.) გთავაზობთ ქართველ პუბლიცისტთა, გამოჩენილ ისტორიკოსთა და მკვლევართა ნაშრომებისგან შედგენილ ნარკვევს ანტონ I კათალიკოსის პიროვნებასა და მის ანტიმართლმადიდებლურ მოღვაწეობაზე, რათა თავად განსაჯოთ, ვინ იყო ანტონ პირველი: მართლმადიდებელი მოღვაწე თუ იეზუიტების აგენტი?!
* * *
ანტონის აღსაყდრება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა: მთელი აღმოსავლეთი საქართველო გაერთიანდა თეიმურაზ II და ერეკლე II მმართველობის ქვეშ… ორივე მეფემ, განსაკუთრებით კი ერეკლემ, დაიწყო ქვეყნის რეფორმაცია; ისინი ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად დაენერგათ ევროპული წესი და მმართველობა... კიდევ უფრო სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს იმხნად სავალალო მგომარეობაში მყოფი ეკლესია.
XV საუკუნის შემდგომ განვლილი დრო იყო ხანა განუწყვეტელი ომებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა. ეს იყო ის დრო, როცა ქართული ეკლესი მძიმე განსაცდელში ჩავარდა. მოისპო ყველაფერი ის, რაც შობს ქრისტეს ეკლესიის ბრწყინვალებას: დაეცა ქრისტიანული განათლება, დაიხურა სკოლები, დაანგრიეს, გააუქმეს ან დააუძლურეს მონასტრები -
საბერძნეთი -
ქართული ეკლესია IX-
სწორედ ამ დროს (1774 წ.) საკათალიკოზო კათედრაზე აბრძანდა ანტონ I. ეს ის პერიოდია, როდესაც "…კათოლიკე მისიონერები მთელს მსოფლიოს მოედვნენ, საქართველოშიც ჩამოდიან სხვადასხვა ორდენის წარმომადგენელი რომაელი ბერები. 1625 წელს საქართველოში დამკვიდრდნენ თეოტინის ორდენის მისიონერები. ეს ორდენები, წინამორბედთან შედარებით ფრთიხლად მოქმედებდნენ და ამით უფრო საშიში იყვნენ ქართული ეკლესიისთვის. ისინი მკურნალებად მოევლინენ ხალხს და ამით მალე მოიპოვეს ნდობა და სიყვარული... მოხერხებულმა დიპლომატმა (ავიტაბილემ) მკურნალობითა და ძველი იბერიის სიყვარულის პროპაგანდით მოახერხა ქართველი მეფის გულის მონადირება. ახლო ურთიეერთობა დაამყარა კათოლიკოს ზაქარიასთა... ამ უკანასკნელის მეშვეობით ავიტაბილემ უფლება მიიღო ქალაქში მცირე კაპელა გაეხსნა. მან დაარწმუნა ზაქარია, მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა პაპთან: 1629 წელს ქართველმა მეფემ და კათალიკოსმა ეპისტოლეები გაუგზავნეს ურბან მერვეს.
1631 წ. ავიტაბილე გახარებული წერდა რომის პაპს თავისი წარმატების შესახებ" (თედო ჟორდანია. ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირისა და იეროპოლის არქიეპისკოპოსი. იქვე. გვ. 71-
როგორც კი ხელსაყრელი პირობები გაუჩნდათ, მისიონრებმა თავიანთი პროპაგანდის სფერო მთელს საქართველოზე გაავრცელეს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ დამკვიდრდნენ ისინი გორსა და თბილისში… კათოლიციზმის მთავარ ბუდედ იქცა მესხეთი (ახალციხე), საიდანაც მისიონერები ყველა მხარეში გადადიოდნენ და დევნილობის შემთხვევაში ადვილად პოულობდნენ თავშესაფარს… კათოლიციზმის პროპაგანდისტები ახალციხედან იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში აგზავნიდნენ მქადაგებლებს… კაპუცინელებმა საქართველოდან გააღწიეს კავკასიის მთიანეთში, ყიზლარში, ოსეთსა და ქისტეთში, მაგრამ აქედან ისინი რუსეთის მთავორბამ გამოაძევა. მისიონერებმა საქართველოს ყველა კუთხეში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს" (იქვე. გვ. 73-
მისიონერები წარმატებით მოღვაწებდნენ 1755 წლამდე, ვიდრე ისინი თვით ანტონ კათალიკოსისა და რამდენიმე მღვდელმთავრის გადაბირებისათვის საეკლესიო კრების დადგენილებით არ გააძევეს საქართველოდან; ეს კია, ანტონ I-
და, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ამგვარ ვითარებაში, 1744 წ. საკათალიკოზო კათედრაზე აბრძანდა ანტონ I.
ანტონი, ერობაში თეიმურაზი, იყო ძე იესე მეფისა. დაიბადა 1729 წ. 17 ოქტომბერს. პატარაობიდანვე ანტონმა თავი შესწირა სწავლა-
ამათ გარდა, მასწავლებლად და აღმზრდელად მიუჩინეს თავადი ნოდარ ხერხეულიძე და თავადი იოსებ ფალავანდიშვილი, აგრეთვე გაქრსიტიანებული სპარსი მირზა-
"გაენათის მიტროპოლიტმა ექვთიმემ მას ანტონი უწოდა" (თ. ჯორდანია. ანტონ I საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირის და იეროპოლ. არქიეპისკოპოს. დასახ. კრებ. გვ. 46). "თბილისის საეკლესიო მუზეუმის ერთი ხელნაწერის მინაწერი გვამცნობს ასეთ წვრილმანებს: ,,ანტონი ბერად შემდგარა 18 წლისა, აღკვეცილა 2 თებერვალს, ხოლო 3 თებერვალს, შაბათს, დიაკვნად უკურთხებიათ" (2) (იქვე.გვ.47). ახალგაზრდა ბერმა… სწარფად იწყო ზეაღსვლა იერარქიულ კიბეზე. სავარაუდოა, რომ იმავე 1739 წელს მან მიიღო იღუმენის ან წინამძღვრის საპატიო ადგილი გელათის მონასტერში. ამით ანტონი გახდა მღვდელმთავრის ადგილის პირველი პრეტენდენტი. მალევე, კერძოდ 1740 წლის 27 სექტემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ… აფხაზეთის კათალიკოსმა გრიგოლმა იგი ქუთაისის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა (იქვე გვ.47) (3).
მისი წინამორბედი, მიტროპოლიტი ტიმოთე, რომელიც იმერეთის მეფემ ალექსანდრემ 1738 წელს ელჩად გააგზავნა რუსეთში ლეკებმა დაატყვევეს (იქვე გვ.47) (4).
მაგრამ, ,,… ანტონის იდუმალ ჩანაფიქრთათვის ვიწრო აღმოჩნდა სამონასტრო სენაკი, წარმავალი სამყაროს-
სხვაგვარად, რომ ვთქვათ, "ბერის შავმა ვარშამანგმა რომელიც მალე თეთრმა, სერაფიმებიანმა ბარტყულამ შესცვალა, მხოლოდ დროებით დაფარა თანდაყოლილი და მეფურ გარემოში განვითარებული სიმტკიცე და ძალაუფლებისმოყვარეობა, უმალ რომ გაიღვიძა ახალი ძალითა და დაჟინებით" (ალ. ხახანაშვილი. ანტონ I ცხოვრება და მოღვაწეობა. დასახ. კრებ. გვ. 106) (6).
ამრიგად ,,სამეფო აღვირი” რომ გაუშვა, ანტონმა, როგორც კათალიკოსმა, სრული თავდაჯერებით აიღო ხელში სხვადასხვაგვარი უფლებები და განამტკიცა ისინი საეკლესიო მეთაურის ავტოროტეტით, რომელიც ხალხისთვის საერო მეთაურის ავტორიტეტს უტოლდებოდა (ალ.ხახანაშვილი. ანტონ I ცხოვრება და მოღვაწეობა. დასახ. კრებ. გვ. 106).
მართლმადიდებლობისადმი მისი ერთგულება დიდხნას არ გაგრძელდა და,"გატაცებული მოტრფიალე განათლებისა ანტონი მიეცა ცთომას და 1754-
,ხმა გავრცელდა ანტონი განდგომილებას ჰქადაგებსო... ე.ი. ანტონმა უღალატა ივერიის ეკლესიას (და საერთოდ მართლმადიდებლობას) რაც მეფე თეიმურაზისა და ნინოწმინდელი მიტროპოლიტის საბას მეოხებით გამომჟღავნდა (თ. ჯორდანია. ანტონ I, დასახ. კრებ. გვ. 82-
"მან (ანტონმა -
საერთოდ თავიდან კათალიკოზი მტკიცედ იდგა, არ სურდა მოენანიებინა, ამიტომ კრებამ განკვეთა იგი და დაადგინა, რომ არასოდეს დაუბრუნდებოდა პატრიარქის ტახტს (თ. ჟორდანია ანტონ I… დასახ. კრებ. გვ. 84). ,775 წლის კრება იმით დამთავრდა, რომ დაქვრივებული კათედრა გადასცეს რუსთავის მთავარი ეპარქიის მთავარეპისკოპოს იოსებს, ჯანდიერთა გვარის წარმომადგენელს, ღირსეულ და განათლებულ მოღვაწეს. დამხობილმა და დამცირებულმა პატრიარქმა, რომელმაც პირველ კრებაზე არ მოინანია შეცდომა, პატიმრობაში იგრძნო მდგომარეობის მთელი სიმძიმე და მისი მტკიცე ნებისყოფაც შეირყა. შეიძლება ანტონმა საპატრიარქო კათედრაზე დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ კრებამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, ფიცით იყო განკვეთილი. როგორც ჩანს, მეორე კრების დადგენილებამ არ დააკმაყოფილა ანტონი.იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი საქმე საქართველოში წაგებულია, რომ წარმოუდგენელია პატრიარქის ტახტის დაბრუნება... ნაღველისაგან გატეხილი პატრიარქი დაფიქრდა და გადაწყვიტა რუსეთში ეძებნა თავშესაფარი,თუმცა კარგად იცოდა როგორი მიღება ელოდა რუსეთის სამეფო კარზე ან სინოდში. შესაძლებელი იყო, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც არ შეეშვათ. ამიტომ აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც მართლმადიდებლობის მოღალატის ბრალდებას მოუხსნიდა და სასჯელისაგან გაანთავისუფლებდა.
1756 წლის, 4 აპრილს თბილისში ჩატარდა საეკლესიო კრება, ცხადია თეიმურაზის ინიციატივით და, ამასთან მღვდელმთავრებმა შეიწყნარეს ანტონის გულწრფელი მონანიება(რამდენად გულწრფელი იყო ეს მონანიება ანტონის შემდგომი ქმედებანი წარმოაჩენს -
ამრიგად, ანტონის თხოვნა -
ანტონი, მეფის ნებართვით რუსეთში გადადის 1756 წ. იქ შეუერთდება სხვა, საპოლიტიკო წრეებს, იმათი შემწეობით თავს გაიმართლებს იმპერატრიცა ელისაბედის წინაშე და მიიღებს ვლადიმირის სამთავარეპისკოპოსო კათედრას (ეგრი (თ.ჟორდანია), ანტონ I კათალიკოსი საქართველოსია, დასახ. კრებ. გვ. 32).
ყვეალზე მეტად, კათალიკოსის საქართველოდან გაძევება ხელს აძლევდა ვახტანგის მემკვიდრეებს და ამიტომ შეხვდნენ იქ ანტონს ესოდენ თბილად.
ვახტანგი რუსეთში გარდაიცვალა 1737 წელს. მან ვერ მოასწრო ქართლის ტახტის დაბრუნება, ვინაიდან არახელსაყრელ პირობებში უხდებოდა ბრძოლა. უფლისწილი ბაქარიც წარუმატებლად ცდილობდა საქართველოში შეჭრილიყო და ერისთავთა და ამილახვართა, დახმარებით აეღო ქართლის ტახტი, რომელზედაც კახეთის მეფე თეიმურაზი აღზევდა.ბაქარის ვაჟი მოუსვენარი და ფხიანი ბატინიშვილი ალექსანდრე, დღე და ღამე დაკარგულ ტახტზე ფიქრობდა და აწყობდა გეგმებს სანუკვარი ოცნების განსახორციელებლად. ამ მიზნით ის დაუახლოვდა და დაუმეგობრდა იმპერატორ პეტრე მესამეს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი იმპერატრიცა ელისაბედთან დაახლოვება სცადა და აქაც წარმატებას მიაღწია.როგორც კი სამეფო კარზე ფეხი მოიკიდა, საქართველოდან გამოქცეულთ თავის გავლენაში აქცევდა და თეიმურაზისა და ერეკლეს წინააღმდეგ გაბმულ ინტრიგებში ხვევდა. იგი ყოველნაირად ცდილობდა რუსეთის მთავრობის წინაშე სახელი გაეტეხა ქართლ-
ბატონიშვილის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე განპირობებული იყო იმით, რომ მას მხარს უჭერდა რუსეთის სამეფო კარის დიდ პარტია, რომლებსაც არ სურდათ ქართველ მეფეთა გაძლიერება და ამასთან ერთად ამოძრავდებდა სულ სხვა მიზნები, რომელიც არ ესადაგებოდა ფიცხი ბატონიშვილის მისწრაფებებს. ეს პარტია ალექსანდრეს უყურებდა როგორც იარაღს თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. როგორც ვიცით, შემდგომში სწორედ ამ პარტიის დახმარებით შეიჭრა ალექსანდრე საქართველოში.
მხოლოდ 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ შეიპყრო რუსეთის მთავრობამ მოუსვენარი მეამბოხე და გადასახლება მიუსაჯა იმ მოტივით, რომ მისი, როგორც ქვეშევრდომის მოქმედება არ შეესაბამებოდა არც ტრაქტატის პირობებს და არც იმპერატრიცას სურვილებს (თ.ჟორდანია ანტონ I, დასახ. კრებ. გვ. 92).
სწორედ ამ საპოლიტიკო ინტრიგებში ჩარგო თავი გალათინებულმა ანტონმა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რღვევის საქმეს ახალი ენთუზიაზმით შეუტია.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ გაუხარდებოდა ბატონიშვილს საქართველოდან გაძევებული პატრიარქის, ქართლ-
იმ დროს რომის კათოლიკური სარწმუნოება განსაკუთრებით სძულდათ რუსეთში, რომაული კანონის მიმდევრებს მკაცრად დევნიდნენ, მართლმადიდებლობის მოღალატის გულთბილი მიღება და მითუმეტეს მისთვის რომელიმე რუსული ეპარქიის ჩაბარება ეკლესიის პრესტიჟის შელახვას ნიშნავდა. ბუნებრივია ანტონს ვერც თავისი დოკუმენტი უშველიდა (იქვე).
ამიტომაც ანტონს, "გამართლების მიზნით პოლიტიკური ელფერი უნდა მიეცა თავისი სასჯელისათვის და მტკიცედ დაეჭირა ალექსანდრეს მხარე. ეს გზა კათალიკოსმა უეჭველად მოსკოვში ჩასვლამდე აირჩია. მეორე საეკლესიო კრების შემდეგ მას უქმედ არ დაუკარგასვ მთელი სამი თვე. ამასობაში იგი მოსკოვიდან ელოდა ალექსანდრეს მითითებებს. ამავე მიზნით შეჩერდა ჩერქეზეთში ნათესავებთან, რომლებთანაც 18 წლის წინანდელი გულცივი მიღება კარგად ახსოვდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ბატონიშვილის დახმარების იმედით მიადგა რუსეთის საზღვარს.
როგორც კი ყველა საქმე მოაგვარეს, ალექსანდრე თავად გაუძღვა კათალიკოსს პეტერბურგში... 11 მარტს, სინოდმა პატივით მიიღო კათალიკოსი.
როგორც ჩანს, სინოდის წევრები მაინც და მაინც კეთილი თვალით არ უყურებდნენ რომაული სარწმუნოებით შეცდენილ კათალიკოსს და საკითხის გადაწყვეტა იმპერატორს მიანდეს. ბატონიშვილმა ალექსანდრემ, რომელმაც კარგად იცოდა თუ რა ხდებოდა სინოდში, ანტონს ურჩია პატიება ეთხოვა იმპერატრიცასთვის. ანტონმა ისეთი პატიების ტექსტი დაწერა,როგორიც ალექსანდრეს აძლევდა ხელს, თითქოს კათალიკოსი არა ერთხელ ამხელდა მეფე-
ამ თხოვნამ, მიუხედავათ იმისა, რომ იგი ალექსანდრეს კარნახით, ყალბი, შეთხზული ცნობებით იყო შელამაზებული… არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა იმპერატრიცაზე" (იქვე.გვ.92-
იმავე წლის მაისში ანტონმა მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ, როგორც არამართლმადიდებელ მოაზროვნეზე. მან წმ. სინოდში წარადგინა ხელწერილი ქართულ და რუსულ ენებზე, იმის დასამტკიცებლად, რომ ის აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა დოგმატს. სარწმუნოების სიმბოლოს ბოლოში მიაწერა, რომ აღიარებს მხოლოდ აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიის ანუ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და სრულიად რუსეთის ეკლესიებს და დანარჩენებს კი ანათემას უთვლის...
ამ აღსარების საფუძველზე წმ. სინოდმა ანტონი გაამართლა (თ.ჟორდანია. ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირისა და იეროპოლის არქიეპისკოპოსი. დასახ. კრებ. გვ. 96).
"ანტონი, რომ მართლმადიდებლობას არ დაბრუნებია და ფარულად მაინც ლათინად დარჩა, ჩანს თუნდაც მისი მიმოწერიდან მასავით რუსეთში გადახვეწილ მის თაყვანისმცემელთან და თანამოაზრე პროტოპრესვიტერ ალექსი მესხიშვილთან, რომელთანაც ანტონს მიმოწერა ჰქონდა ვლადიმერიდან და რომელზედაც ერთ-
"შვიდი წელიწადი დაჰყო ანტონმა რუსეთში და ამ ხნის განმავლობაში გადმოთარგმა მრავალი წიგნი რუსულით, უმეტესად ის სასკოლო წიგნები, რომელთაც ასწავლიდნენ რუსულ სემინარიებში და განიზრახა საქართველოშო სემინარიის დაარსება რუსეთის სემინარიების მსგავსად. საქართველოში დაბრუნების იმედიც ჰქონდა რადგან ერეკლე მისი დიდი მფარველი იყო. 1760 წ . 1 აპრილს თეიმურაზ მეფე (რომელიც შეურიგებელ მტრად გადაექცა ანტონს განდგომილების შემდეგ) რუსეთში გადავიდა,იმპერატრიცას ეახლა და პეტერბურგში გარდაიცვალა 1762 წ. ახლა დრო დაუდგა ანტონს თავისი გულის თქმათა აღსრულებისა. მეფემ (ერეკლე II) სამღვდელმთავროების დაუკითხავად მოიწვია ანტონი კათალიკოსად" (თ. ჟორდანია ანტონ I კათალიკოსი საქართველოსი,დასახ. კრებ. 1991 წ. # 1 გვ. 32-
სხვათა შორის, მეფე ერეკლეზეც არსებობდა მოსაზრება, რომ ისიც ანტონის მსგავსად ფარული კათოლიკე იყო. "საბა ნინოწმინდელი სიამოვნებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ კათოლიკოსს (იოსებ ჯანდიერის ძეს, რომელიც ანტონის გაძევების შემდეგ აღსაყდრდა საკათალიკოზო ტახტზე -
როგორც ჩანს საქართველოში მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობდა აზრი, რომ მეფე ერეკლე მიდრეკილი იყო კათოლიკობისკენ. ამასვე ადასტურებს მ. თამარაშვილი, რომელიც წერს: "ერეკლე სხვა მეფეებივით მიდრეკილი ყოფილა კათოლიკიბად და მისი მფარველი ახალციხელი პავლე ეპისკოპოსი 1773 წ. თავის წარდგენილ მოხსენებაში ამბობს: "ბატონი ერეკლე თუმცა აღიარებს ბერძნების სარწმუნოებას, გარნა ჰსცნობს, რომის კათოლიკე სარწმუნოების სიჭეშმარიტეს, ძლიერ მიდრეკილია კათოლიკობისაკენ, ყოველთვის პატივს სცემს და იცავს მათ გასაჭირში. თუ შემგომში ერეკლე ყოველთვის ასე არ იქცეოდა, უნდა მივაწეროთ სხვადასხვა განსაკუთრებულ გარემოებას".
საბა ნინოწმინდელი ბოდბელს სწერს, რომ კათალოკის (იოსებ ჯანდიერს) დღედაღამე არ სძინავს,სულ წიგნებსა ჩხრეკს და კითხულობს და მეც იქ ვახლავარ.თადარიგებში ვართ და ვემზადებით.
რას უნდა ნიშნავდეს ნინო წმინდელის ფრაზა: ,"თადარიგებში ვართ და ვემზადებით" თუ არა ანტონისა და ერეკლეს წინააღმდეგ მორიგ სასტიკ შეტევას, რომელიც რეაქციული ფრთის (ასე აფასებენ მოცემული ტექსტის ავტორები მართლმადიდებელთა დამცველებს -
ამრიგად მეფემ (ერეკლე II) სამღვდელოების დაუკითხავად მოიწვია ანტონი კათალიკოსად. სამღვდელოება უგულოდ დახვდა ანტონს. 1764 წ. ანტონი ხელახლა დაჯდა საკათალიკოზო საყდარზე (ეგრი(თ.ჟორდანია) ანტონ I კათალიკოზი საქართველოისა. დასახ. კრებ. გვ. 33) (7). ანტონის დაბრუნებას ბუნებრივია, იმ გალათინებული სამღვდელოების რეაბილიტაციაც მოჰყვა, რომელნიც ანტონთან ერთად განდევნეს საქართველოდან. როგორც კი ანტონმა ოპონენტები ჩაომიშორა საქართველოში კვლავ გამოჩნდნენ კათოლიკე მისიონერები...
"იმავე წელს ანტონმა გადააკეთა ტფილისის სასულიერო სკოლა, რომელიც წინათაც არსებობდა, სემინარიად რუსულ სემინარიების მიხედვით და დანიშნა მასწავლებლები. ყველა სასკოლო წიგნები ხომ მზად ჰქონდა.
... ანტონმა აღადგინა სტამბის საქმე, გაასწორა საეკლესიო წიგნები (რა თქმა უნდა, რუსულ-
იგივე ავტორი სხვაგან წერს: "ანტონ I ყველაფერში აქსოვდა სიახლის იმ სულს, რომელიც თავად მასში არსებობდა... თავისი მოწაფეების დახმარებით შექმნა ახალი ქართული საეკლესიო ლიტერატურა,ორიგინალური ნათარგმნი,შეფერადებული სქოლასტიკით,თუმცა განსხავვებული ძველი ბიზანტიური სკოლისაგან" (თ. ჟორდანია, ანტონ I. დასახ. შრ. გვ. 55-
"დაბოლოს კათოლიკოსმა თავისი ღვაწლითა და გავლენით მოხსნა ყველა ის მთავარი წინააღმდეგობა, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან საქართველოს შეერთებას, არა მარტო საეკლესიო არამედ პოლიტიკურ სფეროშიც" (იქვე.). რა მთავარი წინააღმდეგობა შეიძლება ყოფილიყო რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის, რომელიც ხელს შეუშლიდა საქართველოს შეერთებას რუსეთთან? უკვე ახალბერძნულ ყაიდაზე გადაკეთებულ რუსულ-
სწორედ ამ თვალსაზრისით, ანტონმა, "მოამზადა ნიადაგი ქართული და რუსული ეკლესიების შეერთებისათვის და 1783 წლის ტრაქტატით განახორციელა თავისი მიზანი-
კორნელი კეკელიძე ანტონ I სალიტურგიკო მოღვაწეობის საკითხთან დაკავშირებით შენიშნავს, ,"როგორც ათონელბმა მოაცილეს ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკას ,"აღმოსავლური" (სირია-
ამ მიზნით მან, საქართველოში თუ რუსეთში ყოფნის დროს, გადაათვალიერა თითქმის ყველა საღვთისმსახურო წიგნი, შეადარა რუსულს და იმათ ყალიბზე ჩამოასხა" (კ. კეკელიძე ანტონ კათალიკოზის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან, დასახ. კრებ. გვ. 127). კეკელიძე აქ არ აღნიშნავს, რომ ასეთი ცვლილებები მოხდა თვით რუსეთშიც, სადაც IX-
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რა იყო მიზეზი ამ სხვაობისა და როგორი "ფიზიონომია" მიანიჭეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, საჭიროთ ვთვლით, გავერკვეთ იმდროინდელი რუსული ნიკონიანური ეკლესიის "ფიზიონომიის" წარმომავლობაში, რაიც მე-
ამჟამად ჩვენ არ შევუდგებით რუსეთის ეკლესიაში მომხდარი რეფორმის პოლიტიკურ და რელიგიურ წინამძღვართა სრულ განხილვას (საეკლესიო რეფორმა სრულიადაც არ ისახავდა მიზნად საღმრთისმსახურებო წიგნების შესწორებას და სულ სხვა ინტერესებით იყო განპირობებული). ეს საუბრის ცალკე და განსაკუთრებული თემაა და მას სხვა დროს შევეხებით,ამჯერად კი თვით ნიკონიანელ ისტორიკოსთა და ღვთისმეტყველთა დასკვნების მოკლე ციტირებით შემოვიფარგლებით.
კათოლიკეებთან ორი უნიის გაფორმებით (ლიონის 1274 წ და ფერარო-
ბერძენთა რელიგიური ავტორიტეტი დაეცა, რასაც თვით აღმოსავლეთის იერარქიებიც არ უარყოფდნენ. თანდათანდობით იჩინა თავი საეკლესიო საღვთისმსახურებო უთანხმოებამ. პირველი განხეთქილება ათონის მთაზე მოხდა (1650 წ.) ბერძენ და სლავ ბერებს შორის. საქმე იმაშია, რომ ათონელი სლავი ბერები (სერბები, რუსები,ბულგარელები) ღვთისმსახურებას მოსკოვში ნაბეჭდი წიგნების მიხედვით ატარებდნენ (ცნობილია, რომ მოსკოვი იმხნად მთელ სლავურ სამყაროს ამარაგებდა საეკლესიო წიგნებით),ხოლო ბერძნები, საკუთარი სტამბის უქონლობის გამო, ლათინურ დასავლეთში (რომსა და ვენეციაში) ნაბეჭდი წიგნებით სარგებლობდნენ-
სწორედ ამ დროს მთელი სიმძაფრით დაისვა საკითხი: ვისი საეკლესიო პრაქტიკაა შერყვნილი: რუსებისა თუ, ბერძნებისა? ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბევრად იყო დამოკიდებული შეინარჩუნებდნენ თუ არა ბერძნები ძველ ავტორიტეტს მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში; იქვე ამ გარემოებით მოხერხებულად ისარგებლეს იეზუიტებმა. დაიწყო ფარული,იეზუიტურ-
დაიწყო პოლიტიკური და რელიგიური ნიადაგის შექმნა ამ ზრახვის აღსასრულებლად. გაჩნდა რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ბერძნულ ერეტიკულ საეკლესიო პრაქტიკასთან იგივეობას.
არსებობს მეტად საყურადღებო დოკუმენტი, რომელიც გამიქვეყნებულ აქვს მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვს)თავის ნაშრომში: История Русской Церкви (раздел: ,"о смутной времени").აი, ეს დოკუმენტიც სათაურით: Из инструкций иезуитов самозванцу (იგულისხმება რუსეთის მეფე "ცრუდიმიტრი") как ввести унию в России:
д)…Самому государю заговаривать об унии редко и осторожно …пусть сами русские первые предложат о некоторых неважных предметах веры требующих преобразования и тем проложат путь к унии
е)Издать закон,чтобы в церкви русской всё подведено было под правила соборов отцов греческих и поручить исполнение закона людям благонадежным,привержецам унии….
з) Намекнуть чёрному духовенству о льготах,белому о наградахбнароду о свободе….
и) Учредит семинарии,для чего призвать из-
აი, თურმე ვინ "ზრუნავდა" რუსეთის ეკლესიის ძველი, მართლმადიდებლური საეკლესიო ღვთისმსახურების ახალ ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკასთან გაიგივებისათვის -
იეზუიტების ეს მზაკვრული გეგმა ნახევარი საუკუნის შემდეგ, XVII საუკუნის რეფორმით ზუსტად განხორციელდა. რეფორმის თანმიმდევრულობა გასაოცარი სიზუსტით ემთხვევა მოცემული ინსტრუქციის პუნქტებს.
მაგალითად: (პუნქტი д) სარწმუნოების ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხზე (О некоторых неважных предметах веры): ალაპარაკდა იერუსალიმის პატრიარქი პაისი 1649 წელს მოსკოვში ყოფნისას, რომელსაც მხარი დაუჭირა ბერძნულმა სამღვდელოებამ. ხოლო შემსწორებელი ეპიფანე სლავინეცკი, იეზუიტთა კოლეჯის აღზრდილი, როგრც მეცნიერ-
პუნქტი е: იმისათვის რათა "ყოველივე ბერძენ მამათა საკრებო განწესებისათვის მიესადაგებინათ" (Чтобы все подведено было под правила соборов отцов греческих), -
ბერძენთა რეაბილიტაციის გარდა, რეფორმის მოქმედთათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სხვა მხარესაც, კერძოდ -
პუნქტი е: "კანონის შესრულება უნიის მიმდევარ, სანდო პირებს უნდა დაევალოს" (Поручить исполнения закона людям ьлагонадежным, приверженцам унии.) და "სანდო" პირებიც მსწრაფლ გამოძებნეს, კერძოდ: არსენ ბერძენი, -
პაისი ლიგარიდი -
დღევანდელი მონაცემებით ლიგარადი იყო კათოლიკე მისიონერი, რომელიც, აღმოსავლეთით წარგზავნილი, 1641 წ. მოსკოვში ღაზის მიტროპოლიტის როლს თამაშობს. უდიდეს ზეგავლენას მოიპოვებს მეფე ალექსიზე და, ასევე, მნიშვნელოვანწილად ზეგავლენას ახდენს 1667 წლის საეკლესიო კრებაზე. ის არის მეფე ალექსის მთავარი ქვეშევრდომი ,,ბერძნული პროექტის” განხორციელების საქმეში (там же. С. 181-
სიმეონ პოლოცკი -
რეფორმის შემდგომ ნიკონიანელებმა, ზემოთ ხსენებული იეზუიტური ინსტრუქციის თანახმად, სასულიერო სემინარებიც სქოლასტიკურ სკოლათა მიხედვით დააფუძვნეს და უცხოეთიდან მოიწვიეს განსწავლული პირები (Учредить семинарии для чего призвать из-
ნიკონიანურ რეფორმაზე ლათინური ზეგავლენის მაჩვენებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ნიკონი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის უცხო ლათინურ ჯვარს ამკვიდრებს საეკლესიო პრაქტიკაში; კარდინალთა ყაიდაზე იკერავს თავსაბურავს -
ამრიგად, როგორც თვით ნიკონიანელ ისტორიკოსთა მოწმობიდან ჩანს, მეფე ალექსიზე და პატრიარქ ნიკონამდე დიდი ხნით ადრე რეფორმის უმთავრესი პუნქტები მოიფიქრეს და დაამუშავეს იეზუიტებმა. იეზუიტთა ეს მზაკვრული გეგმა ზედმიწევნით განხორციელდა XVII ს. მეორე ნახევარში, საეკლესიო რეფორმის პროცესში.
ესწრაფვოდნენ რა უკვე ერეტიკულ ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკასთან ძველი, მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის მისადაგებას, რეფორმატორები ცდილობდნენ ერეტიკული საეკლესიო წესების უნიფიცირებას და ყველა (უკვე ერეტიკულ ) მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთიანი (ერეტიკული) წესების შემოღებას.
ამრიგად, გონიერ და ობიექტურ მკითხველს არ გაუჭირდება იმის გარკვევა, თვისი მოღვაწეობით რომელი ,"ფიზიონომია" მიანიჭა ქართულ ეკლესიას ანტონმა -
ანტონ I მოღვაწეობა სხვა მხირავც აღმოჩნდა საზიანო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის კერძოდ: მან მოახდინა ,"შესაფერისი გავლენა იმ მერვე მუხლის ჩართობაზედ, რომელსაც ვკითხულობთ ირაკლისა და იმპერატრიცა ეკატერინეს ვექილების ხელშეკრულებაში 1783 წ. და რომლის ძალითაც კათალიკოზი ანტონი პირველად დაინიშნა რუსეთის ე.წ. უწმინდესი სინოდის წევრად (8).
"ესევე მუხლი გახდა იმის სათავედ, რომ საქართველოს ეკლესიას შემდეგში ცოტ-
ამრიგად, ანტონ I საქართველოში ხორცი შეასხა იმას რასაც ნიკონა, რუსეთში, ამ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მის თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მიხედვით გადაკეთებით. სწორედ ამ გადაკეთებული რუსულ-
აღსანიშნავია მასონ-
დაბოლოს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია შემდეგი სიტყვები თვით ანტონ კათალიკოსისა, რომელიც მისი "მთარმგნელობითი მოღვაწეობის" ობიექტური შეფასების ყველაზე საუკეთესო კრიტერიუმს წარმოადგენს: "მართალ არს და ცხად, ვითარმედ ქართულისა კიდე ენაი არა ვიცი და ვერცაღა მივსწუეთ ენასა სლავენურსა უმკუეთრეს, და ნუ უკუე თქუას ვინმე, თუ ვითარ გადმოვიღე ესენი, მაგრამ უწყოდეს მან, ვითარმედ სლავენურისა თარგმანი მივანდევ გაბრიილ ხუცესსა, თარგმანსა ჩემსა, რომელმან დაღათუ არა უწყოდა ღრამატიკა, არცა სლავენური და არცაღა ქართული (ხაზგასმა ჩვენია -
,"ჩვენ ვიცით, -
"ამბობენ, რომ 18-
__________________________________
შენიშვნები:
1. თ. ჯორდანიას ეს ცნობა ეჭქვეშ აყენებს ანტონ I ნათლობის საკითხს, რამეთუ რიგით ბერს ნათლობის საიდუმლო აღსრულების უფლება არა აქვს.
2. აქვე ავღნიშნოთ, რომ 18 წელი არ შეესაბამება ამ ხარისხის მისაღებად საჭირო ასაკს. საეკლესიო რჯულმდებლობის თანახმად, დიაკვანი არ შეიძლება 25 წლისაზე პატარა იყოს. ანტონის წლოვანება კი არათუ დიაკვნისა არამედ, იპოდიაკვნის წლოვანებასაც კი არ ედრება (20 წ.) (იხ. VI მსოფლ. კრების 14-
3. ე. ი. მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა 19-
4. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანტონს, ყოველივე ზემოთ თქმულის გარდა, სრულიად უკანონოდ დაუპყრია მიტროპოლიტ ტომითეს კათედრა, რამეთუ მიტროპოლიტის (ეპისკოპოსის) დატყვევება არ ნიშნავს კათედრის დაქვრივებას. როდესაც ცოცხალია კათედრის კანონიერი მესაკუთრე, მის ადგილზე სხვისი დანიშვნა კათედრის მიტაცებას ნიშნავს. იქნებ სწორედ ამიტომ წერდა სამიტროპოლიტო კათედრაზე აღზევებულ შვილს მშობელი დედამისი (ელისაბედი): ,,ნუთუ ღირსეულად დაიკავე ქუთაისის მიტროპოლია, ტიმოთეს კათედრა”? (იქვე. გვ. 48).
5. ბერული მოღვაწეობის სხვა ფორმები ანტონს არ აუღია, ამიტომაც ეს სიტყვები საეპისკოპოსო ხარისხიდან ისევ ბევრად ჩამოქვეითებულის გაუწონასწორებელ და მბორგავ სულიერ მდგომარეობას წარმოადგენს.
6. 24 წლის ეპისკოპოსის ხარისხიდან უბრალო ბერად ქცეული ანტონის კვლავ უკვე საკათალიკოსო ტახტზე აღყვანა ერთდროულად ორ დარღვევას შეიცავს. კერძოდ, პირველი: დიაკვნის ხარისხისთვისაც კი შეუფერებელი ასაკის მქონეს კათალიკოსობა, ერის მამობა, ეკლესიის მწყემსმთავრობა ებოძა და მეორე: ბერად მიქცეული კვლავ სამღვდელმთავრო მსახურების უფლებით შეიმოსა. აი, რას ბრძანებენ ამგვარ ქმედებაზე სოფიაწმინდის ტაძარში შეკრებილი წმ. მამები: ,,აქამდე ზოგიერთი მღვდელმთავარი, მონაზვნობაზე ჩამოსული, შემდეგ ისევ ცდილობდა ძალით მღვდელმთავრობის სიმაღლეზე დარჩენას და სჩადიოდა რა ამას, ყურადღებას არავინ აქცევდა და არავინ ამხელდა მას. ამ წმინდა და მსოფლიო კრებამ ეს უგულებელყოფა გამოასწორა, უწესო საქმე საეკლესიო წესებს მიუსადაგა და განსაზღვრა, რომ, თუ ეპისკოპოსმა ან სხვა სამღვდელმთავრო პატივის მქონემ მოისურვოს სამონაზვნო ცხოვრების შედგომა და მონანულის ადგილზე დაწესება, ნუღარ ექნება მას მღვდელმთავრობის პატივი, რადგან სამონაზვნო ჩვეულებათა წესია მორჩილება და მოწაფეობა და არა დამოძღვრა და საყდრისმპყრობელობა. ამისთვის, როგორც ზემოთ ვთქვით, დავადგენთ, რომ არავინ სამღველმთავრო დასში ჩათვლილმა და მწყემსად დადგენილმა არ უნდა ჩამოიყვანოს თავი დამწყსილთა და მონანულთა ადგილზე, ხოლო, თუ ვინე გაბედავს ამის გაკეთებას მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დღეს დადგენილი ეს წესი, ამით თვითონ დაამხობს თავის თავს მღვდელმთავრობის ხარისხისა და საყდრისგან და ვერ დაუბრუნდება თავის ადრინდელ პატივს, რომელიც საქმეებით უარყო მან" (კანონი. მე-
7. ამით მეფე ერეკლე აშკარად დაუპირისპირდა ეკლესიას. მისი უბოდიშო ჩარევა საეკლესიო საქმეებში,თანაცა ამ ვითარებაში,როდესაც საკათალიკოზო ტახტზე აღადგენს სრულიად სამართლიანად დამხობილ ანტონს-
8. ე. ი მოხდა უპრეცედენტო ამბავი: ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოსი ექვემდებარება სხვა ქვეყნის არამართლმადიდებლურ მმართველობით ორგანოს, ე.წ. სინოდს.