Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XX
___________________________________________________________________________________________________________________________________
ერთმორწმუნე მძარცველნი
(ტექსტი აღებულია პერიოდული პერიოდული რელიგიური ჟურნალიდან "ლაზარეს აღდგინება". ტექსტს ვაქვეყნებთ მცირედი სტილისტური შესწორებით)
"XVII საუკუნეში, როცა ქართველმა მეფემ თეიმურაზ პირველმა ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოება სცადა, საქართველოს მიმართ რუსულ ეკლესიასაც გაეღვიძა მადა. პატრიარქმა ნიკონმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენლები.
თეიმურაზ პირველი სახტად დარჩა, როცა სამხედრო დახმარების ნაცვლად, რუსეთიდან ბერები ჩამოუვიდნენ იმის შესამოწმებლად, სწორად სრულდებოდა თუ არა წირვა-
ეს ამბავი, რა თქმა უნდა, რუსეთის პატრიარქის დიპლომატიიდან მომდინარეობდა იმ მიზნით, რომ თავიდანვე ხელში ჩაეგდო ქართული ეკლესია.
იმავე ნიკონმა ათონის მთაზე თავისი კაცი, ბერი არსენ სუხანოვი გააგზავნა, რომ ქართველი ბერებისგან რაც შეიძლება ბევრი ხელნაწერი წიგნი ეყიდა რუსეთში წასაღებად. სამაგიეროდ, ნიკონი ქართველ ბერებს მოსკოვში ერთ-
როცა ოფიციალურად მოხდა საქართველოს რუსეთთან შეერთება, რუსულმა ეკლესიამ მაშინვე მოინდომა ქართული ეკლესიის გაუქმება. საქართველოს რუსეთთან შეერთება არ ნიშნავდა იმას, რომ ქართული ეკლესია ავტომატურად შეერთებოდა რუსეთს. ასეთი შეერთებისთვის საჭირო იყო როგორც ქართული ეკლესიის, ისე მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანხმობა. რუსეთს არც ერთის თანხმობის ძიება არ დაუწყია. პირველ ყოვლისა, მარიონეტები გამოძებნეს, რომლებიც თავისი გეგმების შესასრულებლად სჭირდებოდათ. ასეთი გახლდათ ახტალის ეპისკოპოსი ვარლამ ერისთავი (ქსნის ერისთავების საგვარეულოდან). იგი 1801 წელს წაიყვანეს პეტერბურგში და რუსეთის "უწმინდესი სინოდის" წევრობა უწყალობეს.
ვარლამ ერისთავს ეგონა, რუსეთის სამღვდელოება ამაგს დაუფასებდა და მას ქართული ეკლესიის ფაქტობრივ მამამთავრად დატოვებდა სიკვდილამდე. ამიტომ ერისთავი ყველანაირად ხელს უწყობდა, რომ ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა დაეკარგა.
მარიონეტის მომზადებასთან ერთად რუსეთი ადმინისტრაციული მეთოდებით ემზადებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის გასაუქმებლად (აქვე უნდა ითქვას, რომ 1783 წლის ტრაქტატის დადებისას ერეკლე მეორემ და ანტონ კათალიკოსმა მრავალთა შორის ერთი საბედისწერო შეცდომაც დაუშვეს, კერძოდ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გახდა წევრი რუსეთის სინოდისა, ე. ი. მისი ყურმოჭრილი მონა. ამით ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობას).
ბოლოს, 1811 წელს იმპერატორმა ალექსანდრემ მანიფესტით დააკანონა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. საქართველოში კათალიკოსის თანამდებობა გააუქმეს, მის ნაცვლად ეგზარხოსობა მოიგონეს, ვარლამ ერისთავს გაუმართლა, -
ქართული ეკლესიის კარიბჭე უკვე შენგრეული იყო. რუსულ სამღვდელოებას აღარ სჭირდებოდა სიფრთხილე და დიპლომატია: იგი იერიშზე გადავიდა.
ვარლამ ერისთავის შემდეგ, ასი წლის განმავლობაში, 1817 წლიდან 1917 წლამდე, საქართველოში თვრამეტი ეგზარხოსი გამოიცვალა და სუყველა რუსი იყო: ქართველი მღვდელმთავარი ერთიც აღარ დაუნიშნავთ.
რუსი ეგზარხოსები, ორიოდე გამონაკლისის გარდა, შეუპოვარი ცდილობდნენ, ძირიანად ამოეძირკვათ ქართული ეკლესიის ფესვები: სდევნიდნენ ქართველ სამღვდელოებას, იტაცებდნენ საეკლესიო განძებს, სპობდნენ ქართულ ფრესკებს, ანადგურებდნენ ქართულ საეკლესიო წიგნებს.
არ გამართლდა ქართველი მეფეების ვარაუდი, რომ "ერთმორწმუნე რუსეთთან" შეერთებით ქართული ეკლესია განმტკიცდებოდა. პირიქით მოხდა, რუსეთის სამღვდელოებამ მაჰმადიანებზე ნაკლები ზიანი როდი მიაყენა ქართულ ეკლესიას.
რუსი ეგზარხოსების ბოროტმოქმედება ისე გახმაურდა, რომ რუსეთის მოწინავე ინტელიგენცია იძულებული იყო, აქა-
1986 წელს გამოცემულ ნაშრომში: "Церковные вопросы в Росии" ასეთი რამ არის ნათქვამი: "რუსი ეგზარხოსები საქართველოში მიდიან არა იმიტომ, რომ მწყემსონ მათზე მინდობილი ეკლესია, არამედ ძარცვონ და გაანიავონ ძველი ივერიის განძი, აბუჩად აიგდონ მისი მცხოვრებლების ენა, თვითონ კი ნაძარცვი ქონებითა და ფულით უკან დაბრუნდნენ".
პირველივე რუსი ეგზარხოსი, თეოფილაქტე რუსანოვი ამის აშკარა მაგალითი იყო. იგი ყველას შიშის ზარს სცემდა ეკლესიების მოურიდებელი ძარცვით. თეოფილაქტე რუსანოვი იმდენად ხარბი იყო, რომ მტაცებლობის ჟინით გაშმაგებული ბოდბეში საკუთარი ხელით თხრიდა წმ. ნინოს საფლავს, რათა გაეძარცვა იგი. მაგრამ ამ გაუგონარმა მკრეხელობამ, როგორც ჩანს, თვითონვე შეაძრწუნა, გული გაუსკდა და იქვე გარდაიცვალა.
საეკლესიო განძის დაუნდობელი მძარცველი იყო ეგზარხოსი ევგენი ბაჟენოვი, რომელიც ათი წლის განმავლობაში (1834-
მისი მომდევნო ეგზარხოსი ისიდორ ნიკოლსკი (1844-
რუსი ეგზარხოსები თავიდანვე ოსტატურად ახორციელებდნენ ავაზაკურ გეგმებს: ზედიზედ აუქმებდნენ მონასტრებსა და ეკლესიებს, ბერებსაც კი აღარ ტოვებდნენ შიგ, რათა უპატრონოდ დარჩენილი განძი განუკითხავად წაეღოთ.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე საქართველოში 26 ეპარქია იყო, რომელთაც ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ. რუსმა ეგზარხოსებმა მხოლოდ 5 ეპარქია დატოვეს და 800 ეკლესია გააუქმეს. პატიოსანი თვლებით შემკულ ხატებს, ოქროსა და ვერცხლის ყდიან საეკლესიო წიგნებს, ძვირფასეულ საეკლესიო ინვენტარს ეკზარხოსების მიერ გამოგზავნილი კაცები ეზიდებოდნენ. უპატრონო ეკლესიებში, ვისაც რა სურდა, იმას აკეთებდა.
ქართული ეკლესიების დახურვას წინ აღუდგნენ ქუთათელი და გელათელი მიტროპოლიტები, მაგრამ ეგზარხოსის მითითებით ისინი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს. გადასახლებაში მყოფი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი დაახრჩვეს და ერთ-
1858 წელს ეგზარხოსად მოვლენილმა ევსევი ილინსკიმ უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანა ეკლესიების ძარცვის საქმე. იგი დიდი მონასტრების ძარცვას შეუდგა და ისეთ საეკლესიო განძს იპარავდა, რომელიც მთელ საქართველოში იყო ცნობილი. ევსევი ილინსკი უკიდურესად გარყვნილი კაცი, საქართველოში ჩამოსვლამდე თურმე ფულის ნაკლებობას განიცდიდა. ჩამოსვლისთანავე იგი მისდგომია საქართველოს ყოფილ საპატრიარქოში შენახულ მღვდელმთავრების მანტიებს, მიტრებს და უვრებს. სათითაოდ აძრობდა თურმე მათზე მიმაგრებულ პატიოსან თვლებს და თავისი აგენტების მეშვეობით ჰყიდდა. როცა ხელი მოითბო, ევსევი ილინსკიმ უკვე დიდი ოპერაციების განხორციელება დაიწყო. იგი ქუთაისში შეუთანხმდა იქაურ გუბერნატორს ლევაშოვს, ერთად გაეტაცათ ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროიდან გელათში იყო დასვენებული. ამ ხატს დემეტრეს მეფობის დროს გაუკეთეს უზარმაზარი ოქროს კარედი, სიგრძით 2 მეტრზე მეტი. იგი შემკული იყო პატიოსანი თვლებით, მინანქრებით და ორნამენტებით. ამ ხატის ძირითადი ნაწილი -
საკვირველია, რომ დღევანდელ ლიტერატურაში ამ ქურდობას მხოლოდ ლევაშოვს აბრალებენ.
გელათის მონასტერში ინახებოდა XI საუკუნეში გადაწერილი სახარება, მინანქრიანი ყდით შემკული. ევსევი ილინსკის მითითებით ლევაშოვმა ოქროს ყდა შემოაძრო ამ სახარებას და ვინმე საზიკოვის მიერ უგემოვნოდ გაკეთებულ ვერცხლის ყდაში ჩაასმევინა. გელათის სახარების ოქროს ყდა სპეკულანტური ოპერაციების შემდეგ აღმოჩნდა პეტერბურგში სტროგანოვის კოლექციაში. ინგლისელებს სურდათ მისი შესყიდვა 100 ათას სტერლინგად, მაგრამ დიდი მოგების მიზნით გელათის სახარების ყდა შუაზე გაუჭრიათ და ას ნაწილად გაუყიდიათ საზღვარგარეთ. ერთი ნაწილი ახლა ბერლინის სასახლის მუზეუმს ეკუთვნის, მეორე კი ვიღაც ბელგიელ კოლექციონერის საკუთრებაა.
იმერეთის კათალიკოსის მანტია, ოქრომკედით ნაქსოვი, მსხვილი მარგალიტებითა და ლალებით შემკული, ევსევი ილინსკის მითითებით ცეცხლში ჩააგდეს და მანტიიდან რვა გირვანქა ოქრო გამოადნეს. ლალები და მარგალიტები კი ყელსაბამებად გაყიდულა. კათალიკოსის მანტიას მიტრაც გააყოლეს, რომელსაც თურმე ვახტანგ გორგასლის ნაქონი ბრილიანტის ჯვარი ამშვენებდა.
იმერეთის კათალიკოსის საწინამძღვრო ჯვრიდან ევსევი ილინსკის ლალის თვლები ამოუძვრია და სანაცვლოდ უფრო იაფი, სერდოლიკის თვლები ჩაუსვამს.
ევსევი ილინსკის მითითებით გაიძარცვა მრავალი სასწაულმოქმედი ხატი: სიონის ღვთისმშობლისა, მცხეთის, ალავერდის, ბოდბეს, ნინოწმიდის, იოანე ნათლისმცემლის, ჯუმათის და სხვა მონასტრების ცნობილი ხატები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეწირული პატიოსანი თვლებით იყო შემკული.
ევსევი ილინსკის ისეთი მტაცებლის სახელი გაუვარდა, რომ ერთ ქართველ არქიმანდრიტს ილინსკის ჩამოსვლის მოლოდინში ეკლესიიდან ძველი ხელნაწერი წიგნები გაუტანია და მიწაში ჩაუმარხავს. ეს ხელნაწერები სინესტეს დაუღუპავს.
გაზეთ "Русская статья"-
დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს საეკლესიო განძს ეგზარხოსმა პავლემ, რომელმაც საქართველო დასწყევლა, როცა თბილისში სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი მოჰკლეს. საქართველოში ჩამოსვლამდე პავლე ლებედევი ბესარაბიაში სპობდა ქრისტეანულ ეკლესიებს: დახურა 340 მონასტერი, ცეცხლში ყრიდა მოლდავურ ენაზე დაწერილ წიგნებს, სასტიკად დევნიდა მოლდაველ მღვდელმსახურებს, თავად კი მსუნაგობაში და გარყვნილებაში ატარებდა დროს. ბესარაბიაშივე მან ხასად დაისვა ჩუდეცკის ცოლი. საქართველოში წამოსვლის შემდეგ კი მისი "კეთილისმყოფელი" ცოლ-
პავლე ლებედევის მიერ გატაცებული ნივთებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეტეხის ღვთისმშობლის ხატის ოქროს კარედი. ეს ხატი ძვირფასი სამი საკეტით ყოფილა დაკეტილი. რამდენიმე წლის შემდეგ კი იპოვეს მეტეხის ტაძრის სხვენზე. ტაძრიდან მოიპარეს ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ისიც ოქროსკარედიანი. ამ გაუმაძღარმა და ცინიკოსმა ეკზარხოსმა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი ცეცხლში ჩაყარა. ერთადერთი კაცი ვინც გაუბედა შებრძოლება პავლე ლებედევს, დიმიტრი ყიფიანი იყო. როგორც ცნობილია, იგი ამ ამბავს შეეწირა -
პავლე ლებედევის შემდეგ მოვლენილმა ახალმა ეკზარხოსმა პალადი რაევმა (1887-
პალადი რაევის ნებართვით საქართველოს ეკლესიებში დაძრწოდა აგრეთვე სტატს-
მინანქრებისა და პატიოსანი თვლების გარდა არც მინიატურებს ივიწყებდნენ ერთმორწმუნე მძარცველნი. ეპისკოპოსი კირიონი 1906 წ. გამოცემულ "ცერკოვნიე ვედომოსტში" (№ 47) იუწყებოდა, რომ თბილისის სიონში მრავლად იყო მინიატურებით შემკული ძველი ხელნაწერები, რომლებიც ეგზარხოსის მსახურების უპატივცემულობას იმსახურებდა, ლანძღავდნენ ქართულ ენას, იწუნებდნენ ქართულ ღვთისმეტყველებას, ქართულ მღვდელმსახურებას. გამუდმებული კრიტიკით ქართული საზოგადოების შეგნების დამცირება, ქართველების არასრულფასოვნების იდეის გავრცელება რუსული ეკლესიის მთავარი მეთოდი იყო.
ქუთაისის სასულიერო სემინარიის რექტორი სტეფან მოგილევსკი ამტკიცებდა, რომ "მხოლოდ რუსს შეუძლია, მიუკერძოებლად გაერკვეს ამდენი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ინტერესების დაპირისპირებაში და მიუკერძოებლად გაჰყოს მათი გავლენის სფეროები. აგრეთვე, სწორად განსაზღვროს საჭიროება იმ უზარმაზარი თანხისა, რომელსაც რუსული ეკლესია ყოველწლიურად ხარჯავს მართლმადიდებელი ეკლესიების გასაძლიერებლად ამიერკავკასიაში". რუსული ეკლესია კი არა თუ ხარჯავდა რაიმეს, პირიქით, სარგებლობას ნახულობდა საქართველოს საეკლესიო შემოსავლიდან.
ო. ბუტკევიჩი ამტკიცებდა, რომ საეკლესიო საქმე საქართველოში მაშინვე დაიღუპება, თუ ქართველებმა ოდესმე ავტოკეფალია დაიბრუნესო. რუსი მიტროპოლიტი ანტონი პერიოდულად იყო "შეშფოთებული" იმის გამო, რომ ქართველებს თითოსდა სურთ, თვით მღდლებს ორცოლიანობა დაუწესონ და სამოქალაქო ტანსაცმელი ჩააცვანო.
როცა ეგზარხოს ოპოცკის დროს სინოდის სალაროდან 300 ათასი მანეთი მოიპარეს, ცნობილმა დემაგოგმა ვოსტორგოვმა, ქართულ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, პრესაში იმის მტკიცება დაიწყო, რომ თბილისის სიონის შესაკეთებლად დახარჯული 21 ათსი მანეთი "რუსეთის ფული იყოო". სინამდვილეში ეს ფული თბილისის ეპარქიაში შეწირვებით შეგროვდა.
ასეთი ოსტატური მეთოდებით ახამებდა რუსული ეკლესია ურთიერთთან მძარცველობას და სარწმუნოებას. ამ ვერაგობის შედეგი იყო ისიც, რომ საქართველოდან გატაცებული განძით რუსეთში დიდი კოლექციები შეიქმნა (ბოტკინის, ზვენიგოროდსკის და სხვათა კოლექციები).
დიდი პასიურობა გამოიჩინა ქართველმა ხალხმა ერთმორწმუნე მძარცველთა მიმართ. პარადოქსია, რომ საქართველო, რომლის ისტორიაც აღსავსეა რწმენისა და ეკლესიისთვის თავგანწირული ბრძოლით, უეცრად პასიური გახდა დემაგოგიას ამოფარებული ეკზარხოსების წინაშე.
ქართული ეროვნული სულის ინდიფერენტიზმი საკუთარი საუნჯისადმი ხელსაყრელი ნიადაგი იყო რუსეთიდან მოვლენილი მძარცველებისათვის.
ცნობილი ამბავია, რომ რუსეთის მღვდელმთავარმა სომხური ეკლესიაც გაძარცვა, მაგრამ 1905 წელს იძულებული გახდნენ ყველაფერი უკან დაებრუნებინათ. ამ ფაქტს ზოგიერთი იმით ხსნის, რომ სომხური ეკლესია გრიგორიანული იყო და რუსეთის მართლმადიდებლობამ იქ ფეხი ვერ მოიკიდაო; ზოგსაც კი ჰგონია, გატაცებული განძი სომხეთს იმიტომ დაუბრუნეს, რომ ნებართვით წაუღია გფარ ბობრიანსკის და მინიატურები ამოუჭრია.
მრავალი ხელნაწერი გაიტანა საქართველოდან საზღვარგარეთ ბარონ დე-
ალექსი ოპოცკის ეკზარხოსობის დროს (1901-
განა მარტო საეკლესიო ინვენტარი, ეკლესიის შენობის ფრაგმენტებიც კი მიჰქონდათ რუსეთში. წაიღეს საფარის ეკლესიის კანკელი ბარელიეფებით და ჩუქურთმებით შემკული, წებელდის ტაძრის კანკელის ნაწილი, ბედიის ტაძრის ქანდაკებები და სხვა.
რუსული ეკლესიის პოლიტიკა საქართველოში მთავრობის პოლიტიკაზე სასტიკი იყო. ყველაფერი რაც ქართულ ეკლესიას დაატყდა თავს, ხდებოდა არა ეკზარხოსების პიროვნული თვითნებობით, ეს გახლდათ წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელება. როცა რომელიმე ეკზარხოსის მიერ ჩადენილი ბოროტება განსაკუთრებით გახმაურდებოდა ხოლმე, მის ნაცვლად უკვე წესიერ კეთილმორწმუნე მღვდელმთავრებს აგზავნიდნენ დროებით, რათა დაძაბულობა განმუხტულიყო და საზოგადოების მეხსიერებიდან ამოშლილიყო საშინელი ფაქტები. შემდეგ კვლავ გრძელდებოდა გაუგონარი ძარცვა-
როცა ეგზარხოსი თეოფილაქტე რუსანოვი სამარცხვინოდ მოკვდა და ყველამ გაიგო მისი ავაზაკობის ამბავი, შემდგომი ორი ეკზარხოსი -
ეს ხანგამოშვებითი ცვლა წესიერი მღვდელმთავრებისა რუსული ეკლესიის ფანდი იყო, იგი ითვალისწინებდა ქართული ხასიათის სისუსტეს, მის მერყევ ფსიქოლოგიას, რომელიც ადვილად ახერხებდა ისტორიული გაკვეთილების დავიწყებას. ამავე დროს რუსი სამღვდელოება გამუდმებით ებრძოდა ქართული საზოგადოების აზრს რუსი "ღვთისმეტყველებისა" და "სწავლულების" მეოხებით. ისინი არაფერს ერიდებოდნენ, რათა დაემტკიცებინათ რუსული ეკლესიის "სიმართლე" და "კეთილგონიერება".
ერთი რამ უსათუოდ გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში; სომხური ეროვნული სული გაცილებით უფრო ერთსულოვან წინააღმდეგობას უწევდა თავისი ისტორიული თუ კულტურული განძის დამტაცებლებს, ვიდრე ქართველები.
ერთი ფაქტის გახსენებაა საინტერესო, როცა საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი XIII სომხურ ეკლესიას სთხოვა რელიკვიად ქცეული ლახვარი, რომლითც 693 წელს მოუკლავთ სომხური ეკლესიის წმიდანი დავით დვინელი, ლახვარი თერთმეტმა სომეხმა მღვდელმთავარმა ჩამოასვენა თბილისში. გიორგი XIII-
რა თქმა უნდა, ასეთ შეუპოვრობას რომ გადაწყდომოდნენ საქართველოში ჩამოსული ერთმორწმუნე მძარცველები, მასინ რუსეთში გატანილი კოლექციები არც ისე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენი ბედი ის იყო, რომ ეგზარხოსების მიერ გატაცებული განძის დიდი ნაწილი მაინც რუსეთში დარჩა და რევოლუციის შემდეგ მოვახერხეთ მისი უკან დაბრუნება. თორემ დღეს ამ ნივთების სანახავად ევროპის მუზეუმებში მოგვიწევდა გამგზავრება. ეს ბედნიერი შემთხვევა -
სპარსეთის შაჰმა აღა-
სვეტიცხოველთან მისულ ჯარისკაცებს კი წინამძღოლმა ქალბილი ხანმა უთხრა: "არა ჯერ არს თაყვანის საცემელი ღმერთისა შეურაცხყოფად და არცა სამარხი მეფეთაო". "მორწმუნე" რუს ეგზარხოსებს კი ვერც ღვთის თაყვანისცემა აჩერებდათ და ვერც მეფეთა სამარხი.
ასეთია ჩვენი ისტორიის ერთი მწარე გაკვეთილი..." (დავით მენაბდე. პერიოდული რელიგიური ჟურნალი "ლაზარეს აღდგინება". № 3, 1989 წ. გვ. 96-