Главное меню:
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები
მემგონი კონკრეტულად ასე უნდა იყოს:
ძველმართლმადიდებელი -
პასუხი "დამიანეს"
(გაგრძელება)
(ციტატა) (დამიანე80): "13) მე უბრალოდ ხატებთან დაკავშირებით ამ ხალხის ლოგიკას ვერ ვხდები. მათი აზრით: თუ ხატზე გამოსახულია 2 თითიანი წყობა, ეს ნიშნავს კურთხევის წესს, ხოლო თუ გამოსახულია სხვაგვარი წყობა (სადაც 2 თითი გაშლილია, არათითი ცერს უერთდება, ხოლო ნეკი ასევე გაშლილი და ოდნავ მოხრილი. მაგ ანჩისხატი), მაშინ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ემოციებს გამოხატავს, ანუ პატივცემულებს როცა აწყობთ ხატზე გამოსახულია მარჯვენა კურთხევის წესს გამოხატავს, როცა არ აწყობთ -
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (დამიანე80): "14) კაცოუ, შენ მე გამაგიჯებ. იღუმენი კირილე, რომლის სტატიაც აქ მოგყავს, რომელ ეკლესიის მღვდელმსახუირიოა ხომ ვერ მეტყვი??? მითხარი ერთი იღუმენი კირილე 3 თითიან წყობას სადმე მიიჩნევს მწვალებლურად??? აბა როგორა აქვს შენნაირი დამოკიდებულება? აი ეს კაცი რას იმოწმებს:1971 წლის კრებამ ძველი და ახალი წესები თანაბარმნიშვნელოვნად აღიარა და ნეტავ თქვენ მართლაც იღუმენივით დამოკიდებულება გქონდეთ ამ საკითხისადმი".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (დამიანე80): "15) ძველი წესების დაბრუნებას რაც შეეხება, სიამოვნებით, თუ ეს იქნება მთლიანად ეკლესიის გადაწყვეტილება (ისევე როგორც 3 თითის პირჯვრის წერის დამკვიდრება) და არ გამოიწვევს განხეთქილებას".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (დამიანე80): "17) და კიდევ, სერაფიმე საროველის მაგალითი რომ მოგყავთ აქ, თქვენ არ იყავით წმინდანად არ ვცნობთო, თუ მეშლება რამე??? თუ სერაფიმე საროველი თანაუგრძნობდა ძველმოწესეებს და იმავდროულად ახალი ეკლესიის უდუდესი მამა იყო, ეს სწორედ იმის დასტურია, რომ პირჯვრის წერის წესი არ არის დოგმატური ცდომილება და ამ საფუძვლით ეკლესიის გახლეჩა, არასწორია".
ძველმართლმადიდებელი -
ბადრი -
აი რომ არ მგონია მაგას გეუბნები მეც. ანუ ეპისკოპოსს თუ ცოლი ყავდა არ უნდა გაშორებოდა. ესე იგი ცოლიანი შეიძლებოდა კურთხეულიყო. ახლა შეიძლება? შეიცვალა რამე? შთაბეჭდილება მრჩება რომ განზრახ ხუჭავ თვალს.
ძველმართლმადიდებელი -
ბადრი -
ძველმართლმადიდებელი -
Νικόλαος -
ესეიგი შენ ამბობ სამების ერთიანობა გამოხატული იქნება თუ არა არააქვს მნიშვნელობა? მხოლოდ ორი თითი იყოს შეერტებული და დანარჩენი სმი თუ გინდა ჰაერში გქონდეს ისე რომ ერთმანეთშ არ ეხებოდეს? რათქმაუნდა აქვს, თანაც მახსოვს როდესაც შენ ორი თითით პირჯვრისწერაზე ლაპარაკობდი ამბობდი რომ შუა თითითი მოხრილი უნდა იყოს და შეერთებული საჩვენებელთან, ხოლო დანარჩენი სამი ერთად, სამების ერთობის გამომხატველად. მაგრამ შენს მიერ მოცემულ ხატზე არ ემთხვევა, კი არ ვამბობ რომ არაკანონიკურია, ვამბობ ეს ხატწერისთვისაა დამახასიათებელი. ზუსტად შეიძლება ხატზე არ ემთხვეოდეს არც შენ მიერ მოცემული ხატი, რმელსაც თითები არ აქვს შეერთებული და ჩემ მიერ მოცემულ ხატზეც შეიძლება არ იკითხებოდეს კარგად ასო ხ, რადგან ეს ხატია და არა რეალისტი მხატვრის ნამუშევარი. მაშინ მითხარი იოანე მაქსიმოვიჩის ორი აწეული ხელი, მხოლოდ ემოციებს გამოხატავს როგორც შენ ამბობ და არა როგორც ეპისკოპოსი, აკურთხევს ორი ხელით? თუმცაასო ხ არც აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ ხატმწერი გულისხმობს რომ აქ არის ხ და არა ო.
მე არ ვამბობ რომ ეს ხატები არაკანონიკურია რადგან თითები კარგად არაა შეერთებული, მე ვამბობდი ბევრჯერ და კიდევ გავიმეორებ, რომ ხატწერისთვისაა დამახასიათებელი როგორც აქ:
აი როგორ უნდა იყოს ორი თითი სინამდვილეში, ხოლო ხატზე შეიძლება სხვანაირად იყოს, რადგან... ხატია:
ძველმართლმადიდებელი
პასუხები
ნაწილი მეორე
(ციტატა) (კანონისტი): "1) თანახმად მოციქულთა კანონისა, ეპისკოპოსს შეიძლებოდა ჰყოლოდა ცოლი (ტყუილად იხმარეთ "დავალდებულება". რა შუაშია ვალდებულება? გასაგებია, რომ უფლებაზეა საუბარი და დიახაც, უფლება იმისია, რომ მისით ისარგებლო)".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (კანონისტი): "2) ანუ ერთი და იგივე ქმედება (მეუღლესთან თანაცხოვრება ჯვრისწერის შემდეგ) დაშვებულია მოციქულთა მიერ, ხოლო აკრძალული სჯულისკანონის მიერ".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (კანონისტი): "2) მოციქულთა პერიოდში საღმრთო ლიტურგია, ანუ წირვა ტარდებოდა იაკობ მოციქულის განწესით, რომელიც მე-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (mata): "1) რავიცი, რავიცი... ვკითხულობ ამ თემას და ვერ გავიგე რა უპირატესობა აქვს ორი თითით პირჯვრის წერას, ან სამი თითით.... ნუ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ დღეს სამი თითით იწერს პირჯვარს უმეტესობა, მაშინ dzvelmartlmadidebel-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (mata): "2) ააა იმენნა საჩვენებელი და შუა უნდა შევატყუპო?! სხვა არა? ორი თითიო და არა სამიო... მე ვიფიქრე ორ თითზე ოყო საქმე მაინცდამაინც და არა სამზე. მოიცა ვსინჯო აბა... ეეეეე რანაირად?? რაღაც მოუხერხებელია. ძველმართლმადიდებელო დამეკრუნჩხა თითები. რა არის ეს რეებს გვასწავლი?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (mata): "3) ხალხო თუ ზუსტად მაგ ორ თითზეა საუბარი მემგონი ცუდათაა ჩვენი საქმე. ადრე ფილმი რო გადიოდა "სახლი ძველ უბანში" ხო გახსოვთ? აი იქ რომ იყვნენ მურმან ჯინორია და საღარაძე ხო იცით ვინც იყვნენ ეგენი -
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (mata): "4) აუ მე კიდე ეგრე გადავიწერე ეხლა პირჯვარი. ამ უწმინდურს ეგ მინდოდა კიდე?!"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (Νικόλαος): "1) ამაზე ერთი პატერიკი არსებობს წარმართი ბავშვი თამაშის დროს მოინათლა. ნათელს იღებს მონა ღვთისა... მთავარია ეს ფორმულა იყოს დაცული. მაგრამ ისე ნუ გაიგებთ რო მარტო ეს უნდა იყოს და დანარჩენი სხვა არაა მნიშვნელოვანი. მე ეს არ მიგულისხმია."
ძველმართლმადიდებელი -
ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-
მაგალითად, მოციქულთა 50-
სხვადასხვა ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიები ყოველთვის მისდევდნენ მოციქულთა ამ მოთხოვნას. ამის დასტურად ქვემოთ დამოწმებული უმცირესი მასალაც გამოდგება: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, რომლებმაც 1848 წელს მიიღეს ერთობლივი ოროსები ლათინთა წინააღმდეგ, განაცხადეს, რომ "წყალგადავლებით "ნათლობას" არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს. მას (ანუ წყალპკურებით "ნათლობას" -
წყალგადავლებითი, ანუ წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ მეტად ლაკონურია მე-
(ციტატა) (sopo...): "1) ნუ ეს ამაზე რა ვთქვა აქ ბევრი კამათი იყო ამაზე და უსპენსკი ათეისტების და კათოლიკეების საყვარელი თემაა, არც სიმართლესთანაა ახლოს არც ლოგიკასთან. ამას გარდა უამრავი თვითმხილველი რომ არის ნათება ციდან, კიდევ იყვნენ ისეთებიც ვის ხელშიც აინთო სანთელი, არ წვავს, ზოგი განიკურნა, და ასევე იმ ადგილას ჩატარდა სარემონტო სამუშაოები არანაირი საიდუმლო ადგილი იქ არ აღმოჩნდა და კიდევ უამრავი არგუმენტი..."
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "2) აქცენტი ისეთ გამოცხადებებზეა როცა ადამიანს მიზეზი მაღალ საზომს მიღწევა ეგონება, მაგრამ მისი გამოცხადება თუ არ ვცდები სხვა ხასიათისაა, ანუ თუ ზუსტად ვიცი შეურაცხყოფა მიაყენა წმ გიორგის სალოცავს და ავად გახდა, წმ გიორგიმ კი მისკენ სახე არ მიიბრუნა, ანუ ზურგი შეაქცია. ასეთი გამოცხადება როცა წმინდანი ადამიანისგან პირს იბრუნებს -
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "3) ავტორიტეტი ეკლსიის კრებაა და წმინდანები რომლებიც ასე იწერენ... გვთავაზობთ თქვენეულ სიმართლეს რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საწმუნოა ამიტომაც ვსვამთ კითხვებს... და ჩვენი არგუმენტი რომელი იქნება ავტორიტეტული როცა ჩვენი საეკლესიო კრება არ არის ავტორიტეტი თქვენთვის, და წმინდანებს არ აღიარებთ, მეტი არც არსებობს..."
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "4) ღვთის კანონებს რას ეძახი შეგიძლია დააკონკრეტო?"
ძველმართლმადიდებელი -
ეს არის დიდ რჯულისკანონში შეტანილი განწესებები. ხოლო ღვთის კანონებად ისინი იმიტომ იწოდება, რომ თვით საეკლესიო კრებათა განმარტებით, სულიწმიდის საყვირად წოდებულ მამათა მიერ არისო დასხმული... ანუ, დიდი რჯულისკანონი, თავისი ავტორიტეტით წმიდა წერილსაც უტოლდება, როგორც საეკლესიო გადმოცემის განმამტკიცებელი:
სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას:
მეექვსე მსოფლიო კრება, საქმე 8:
"სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გადმოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას".
მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმე:
"ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემის, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ).
იგივე გაიმეორა სიტყვა-
მეშვიდე მსოფლიო კრება.
ამ კრებაზე ანათემა გამოეცხადა არა მხოლოდ ხატმებრძოლებს, არამედ ყველას, ვინც უძველეს საეკლესიო გადმოცემებს უარყოფს.
ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრება, 340 წ.
21-
განმარტება ამ კანონისა ეპისკოპოს ნიკოდიმოსის მიერ.
ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდ ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან.
წმ. ბასილი დიდი
"ყოველივე, რაც წმიდა მამათა მიერ არის გადმოცემული ძველთაგან, თაყვანისცემის ღირსია. ხოლო ყოველივე, რაიც ახალია, შეუსაბამოა..." (წმიდათა ცხოვრებანი, ტ. III).
წმ. კირილე ალექსანდრიელი (444 წ.).
"ვინც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას მისდევს, ცხონდება, ხოლო ვინც გადაუხვევს, ანდა რამეში შესცოდავს და კადნიერად უარყოფს მას, საუკუნოდ წარწყმდება".
წმ. იოანე ოქროპირი.
"ვინც არ ემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას... იგი ქვიშაზე აფუძნებს თავის შენობას, ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლთა შორის ღვარძლს სთესავს. ასეთი ადამიანი განიკვეთება ეკლესიისგან, ვითარცა დამპალი ნაწილი სხეულისა, ვითარცა წარმართი და მეზვერე" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ; II. 1).
წმ. ეპიფანე კვიპრელი, 403 წ.
"უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი -
მარკოზი, მიტროპოლიტი ეფესოსი (1483).
"ყოველი, რომელიც გადმოცემის საწინააღმდეგოს იტყვის რასმე, გინდაც მარხულობდეს, გინდაც უბიწო იყოს, გინდაც სასწაულებს ახდენდეს, გინდაც წინასწარმეტყველებდეს, ვითარცა მგელი იყოს შენთვის ცხვრის ქურქში გახვეული რომელიც ზიანს აყენებს ცხვრებს".
VI საეკლესიო კრების 32-
"ამიერიდან თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, განიკვეთოს როგორც საიდუმლოს არასრულად აღმასრულებელი, წმ. გადმოცემაში სიახლის შემტანი და მისი წამბილწველი".
ღირსი თეოდორე სტოდიელი, 826 წ.
"სანახევროდ მართლმადიდებელია ის, ვინც მიიჩნევს, რომ მართალი რწმენა აქვს, მაგრამ ღვთიური კანონებით არ ხელმძღვანელობს" (თხზ. ტ. II. გვ. 249).
"ყოველი, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, აღმსარებელია" (ეპისტოლე 20).
"ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრივ კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება" (ეპისტოლე 24).
მანვე, ღირსმა თეოდორემ, თავი ანება პატრიარქთან ერთად ლოცვას, რადგან მან ადრე დაგმობილი პრესვიტერი უკან მიიღო (განაახლა ურთიერთობა).
წმ. კირილე იერუსალიმელი, 389 წ.
"უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი. 13:31).
თეოდორე ბალსამონი, პატრიარქი ანტიოქიისა, 1203 წ.
"დაიცავი კანონიკური განწესებანი, სადაც და როგორადაც უნდა იყვნენ ისინი წარმოთქმულნი. ნუ იტყვი, რომ მათ შორის არის რაიმე წინააღმდეგობა, რამეთუ ყოველ მათგანში სულიწმიდა მეტყველებდა" (თეოდორე ბალსამონი, თხზულებანი).
მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი.
"ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".
დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა.
"ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს -
მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი.
"რომელმა უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".
წმ. ბასილი დიდი, † 379.
"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".
"ჯერ-
"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).
მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 846 წ.
წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).
(ციტატა) (sopo...): "5) სახარებაში მოცემულია პირჯვრის გამოსახვის ფორმა? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება? და ვინ დაადგინა ეს ფორმა? ეკლესიამ და მანვე შეცვალა".
ძველმართლმადიდებელი -
ეკლესია არ ცვლის მის მიერ დადგენილ იმ ფორმებს, რომლებსაც დოგმატური შინაარსი გააჩნია! მაგალითად, მოციქულთა დროიდანვე მომდინარეობს ნათლობის შთაფლვითი ფორმა, რომელსაც ზოგიერთი ერეტიკოსიც ასრულებდა, მაგრამ ამის გამო შეცვალა მან ნათლობის ფორმა? რატომ არის გაუგებარი, რომ მართლმადიდებლური წესები და ფორმები, მართლმადიდებლური სიმბოლიკა არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე მწვალებლებშიც არის ისინი თუ არა. და, მწვალებლები ვინღა არიან? -
მწვალებლები ოთხ სახარებასაც აღიარებენ, სამოციქულოსაც, აპოკალიპსისსაც, ძველი აღთქმის წიგნებშიც ჩვენი თანხმიერნი არიან და რა? უარვყოთ წმიდა წერილი იმიტომ, რომ მწვალებლები მას აღიარებენ? თუ ვინმე მწვალებელი აღიარებდა ან აღიარებს ორ თითს, ეს უნდა იყოს მისი უარყოფის ან შეცვლის მიზეზი? მაშინ ეშმაკი დაავალებდა ერეტიკოსებს ყველაფერის განმეორებას და მართლმადიდებლობას აღარაფერი შერჩებოდა. შენ კარგად უპასუხე ვიღაცეებს სატანური ფილმის გამო, "ჟორას" და "თამილას" დონეზე რომ უარყოფენ ორი თითითი პირჯვრისწერას. სატანისტები ჯვარსაც იყენებენ, არა თუ თითების წყობას, და ეხლა ჯვრის სიწმიდეშიც ხომ არ უნდა დავეჭვდეთ? რატომ არ ფიქრობს ზოგიერთი, რომ უდიდეს საცთურში იგდებს თავს და ეშმაკს ახარებს ასეთი ლაპარაკით?
(ციტატა) (sopo...): "6) ღვთის კანონია ეკლესია? და ლოგიკა რა არის რიგ საუკუნეებში ღვთის ხმაა და რიგ საუკუნეებში მოძღვრები?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "7) აი ღვთის ხმა კი ქრისტეა, სამოციქულო, რომელიც გვასწავლის ეკლესიის წინამძღართა მორჩილებას, როცა ისინი ქრისტიანობის საწინააღმდეგოს არაფერს გვასწავლიან, ამ ღვთის კანონზე რას ფიქრობთ?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "5) ნიკონი შეიძლება მაგრამ მარტო მას არ მიუღია ეს კანონი -
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "6) ცუდი შემთხვევა.. ნათლობის პროცესი ნახევარი-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "7) იღუმენ კირილეს დამოკიდებულება ძალიან საინტერესოა, ვეთანხმები და ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება, მას მოჰყავს უამრავი წყარო ფიქრობს რომ ორი თითით ეს უძველესი პირჯვრისწერის ფორმაა და არა მწვალებლობა და მართებულად თვლის მის დაბრუნებას, ის ამის გამო არ აცხადებს არც სამ თითს მწვალებლობად , თანაბარმნიშვნელოვნად აღიარებს ორივეს და არც ტოვებს მართლმადიდებურ ეკლესიას... და ზუსტად ეს არის რასაც ვამბობ განყოფა პირჯვრისწერის ფორმის გამო არის უკიდურესობა... არცერთი ფორმა არაა ქრისტეს შეურაცხმყოფელი..."
ძველმართლმადიდებელი -
თანაბარმნიშვნელოვნად ჩვენ არ ვაღიარებთ ამ წესებს, რადგან ისინი წმიდა მამათაგან არ გადმოგვცემია... ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია ძველმოწესეებს არასოდეს დაუტოვებიათ... ეკლესიის დატოვება ის კი არ არის, როცა გაბატონებული ეკლესიის მღვდელი ენას გაჭრის, თითებს გამტვრევს -
ამდენად, განხეთქილების მოქმედნი ძველმოწესეები კი არ არიან, არამედ პატრ. ნიკონი და მთელი მისი სულიერი მემკვიდრეობა. ხოლო ის, რომ ნიკონის რეფორმის მომხრეები დარჩნენ გაბატონებულ მდგომარეობაში, არ ნიშნავს, რომ ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ეკლესიის ჭეშმარიტება გაბატონებული მდგომარეობით როდი განისაზღვრება. ანტიქრისტეს დროს, როგორც თქვენი ეკლესიის წმინდანებიც ამბობენ, ოფიციალური ეკლესიები ყველასთვის ღია იქნება, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტეანებისთვის შეუძლებელი იქნება იქ შესვლა, რადგან ტაძრებში დაისადგურებს "საიდუმლო უსჯულოებისა". ეკლესია გავა "უდაბნოში", ის დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც პირველ საუკუნეებში იყო... ვგონებ, მიწურების, გამოქვაბულების და სხვა თავშესაფრების ძებნა მოგვიწევს თუ იმ დღეებს მოვესწრებით... ასე, რომ ძველმოწესეები, როგორც იყვნენ ეკლესიაში, ისევე დარჩნენ მასში და არსად წასულან.
sopo... -
საკითხით დაინტერების შემთხვევაში მეცნიერული ნაშრომებს ნაკლებად მივმართავ, აქვეა -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ""თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-
იქით თემაშიც დავწერე აქ მოცემულია რომ სამგზის უნდა მოხდესო და არა ერთხელ, ხომ არ წერია რომ შთაფლვით უნდა მოხდეს და არა წყალპკურებით, მითუმეტეს გამონაკლისის სახით. ღრმა ათეისტური პერიოდიდან ეს ახალი თაობაა რომ გამოვიდა, გამონაკლისად რატომ არ უნდა მივიჩნიოთ, როცა თვითონ მოციქულებმაც საშეღავათო დაშვება დააწესეს ეპისკოპოსის ცოლის მოყვანის საკითხზე გარკვეული პერიოდი.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "განმარტება ამ კანონისა ეპისკოპოს ნიკოდიმოსის მიერ: "ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდ ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან". წმ. კირილე ალექსანდრიელი (444 წ.): "ვინც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას მისდევს, ცხონდება, ხოლო ვინც გადაუხვევს, ანდა რამეში შესცოდავს და კადნიერად უარყოფს მას, საუკუნოდ წარწყმდება". წმ. იოანე ოქროპირი: "ვინც არ ემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას... იგი ქვიშაზე აფუძნებს თავის შენობას, ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლთა შორის ღვარძლს სთესავს. ასეთი ადამიანი განიკვეთება ეკლესიისგან, ვითარცა დამპალი ნაწილი სხეულისა, ვითარცა წარმართი და მეზვერე" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ; II. 1). ყოველი, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, აღმსარებელია" (ეპისტოლე 20). "ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრივ კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება" (ეპისტოლე 24)."
აქ ლაპარაკია რომ ეკლესიის მორჩილება აუცილებელია, რომ საეკლესიო კრებაზე მიღებული დადგენილების არდაცვა წარმწყმედელია, ეს ჩვენ რამდენად გვეხება?, ჩვენ ვემორჩილებით მართლმადიდებლურ ეკლესიას, სწორედ ამ მიზეზთა გამო, რომ დაუმორჩილებლობით სასჯელი არ მოვიწიოთ... ეს თქვენ ხომ არ მიგესადაგებათ ვფიქრობ... სიახლეს რაც შეეხება რატომ შეიცვალა ერთი თითი მაშინ ორით, როცა უძველესი ქრისტიანები, წმინდანები ერთი თითით იწერდნენ პირჯვარს, ან ცოლის მოყვანის საკითხი დროის გარემოებათა გამო...
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "პასუხი: აქ "ტატუსის" მინდა გამოვესარჩლო. მგონი ამის დაკონკრეტებას არ უნდა ითხოვდეთ, იმდენად გასაგებია ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის თუ რა არის ღვთის კანონები. ეს არის დიდ რჯულისკანონში შეტანილი განწესებები. ხოლო ღვთის კანონებად ისინი იმიტომ იწოდება, რომ თვით საეკლესიო კრებათა განმარტებით, სულიწმიდის საყვირად წოდებულ მამათა მიერ არისო დასხმული... ანუ, დიდი რჯულისკანონი, თავისი ავტორიტეტით წმიდა წერილსაც უტოლდება, როგორც საეკლესიო გადმოცემის განმამტკიცებელი".
ვერ გავიგე, ფაქტია რომ თათუსიმ მიპასუხა რასაც გულისხმობს ღვთის კანონში, და "იმდენად გასაგებია"-
თქვენი აზრის გაზიარება თუ გინდათ დააფიქსირეთ როგორც საკუთარი აზრი და არა 'ზოგადად გასაგებ' კონტექსტში თუ ადეკვატურობაზე გვაქვს პრეტენზია...
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "როგორ მაგონებს ეს სექტანტების მსჯელობას, რომლებიც საეკლესიო გადმოცემებით შენარჩუნებულ ჩვეულებებს ეძებენ სახარებაში და გვეუბნებიან: "სახარებაში ეს სად წერია? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება?" თუ ვინმე მწვალებელი აღიარებდა ან აღიარებს ორ თითს, ეს უნდა იყოს მისი უარყოფის ან შეცვლის მიზეზი?"
რატომ შეიცვალა ერთი თითი ამავე მიზეზით -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "იღუმენი კირილე აქ სიფრთხილეს იჩენს, ის ასე აშკარად ვერც დაგმობს სამი თითით პირჯვრისწერას, რადგან ბოლოს და ბოლოს, იმ ეკლესიის წევრია, სადაც მის გარდა, დიდი უმრავლესობა პირჯვარს იწერს სამი თითით. მისი სიფრთხილე იმ რეაქციის შიშით არის გამოწვეული, რაც შეიძლება მოჰყვეს უფრო მკვეთრ განცხადებას. ასე, რომ აქ ყველაფერი გასაგებია".
სიფრთხილე რა საჭიროა თუ კატეგორიულად უყურებს საკითხს, ან იმ ეკლსიის წევრობა, კომუნისტური პერიოდია თუ ფაშისტური? არაადეკვატური შეფასებაა. გასაგებია რას ამბობს და რას გულისხმობს.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "სოფო, ვერ გავიგე, ვის აკრიტიკებ: ჩვენ თუ ამ პასკვილის დამწერს, რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერა "ბოდვა" ჰგონია?"
ბოდვა ორ თითზე რომ თქვა ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, კითხვა იყო რომელია უკეთესი და ლოგიკურია ვიფიქროთ პასუხიც ამას ეხებოდა რომ ბოდვა-
afxazi -
სამწუხაროა რომ ამ ცხადია რგუმენტის იგნორი ხდება ასეთი შეუსაბამო სიტყვებით. თუ არ ვცდები აქ საუბარი მიდიოდა თითების იმ განლაგების სისწორეზე, რასაც ორი თითით პირჯვრის გამსოახვა ეწოდება. ნებისმიერი სხვა ფორმით პირჯვრის გადაწერა კი სასტიკად დაგმობილი იყო და არის. თუნდაც წმინდა ბარბარეს მაგალითი ცხადად წარმოაჩენს, რომ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში ერთი თითით (ეს ცერა თითი იყო) გამოისახავდნენ, გამოსახვისა დგილი კი შუბლი იყო. ამას იოანე დამასკელიც ამბობს და თეოდორიტე კვირელის ისტორიაში გადმოცემული ფაქტიც, იულიანე განდგომილთან დაკავშირებით, ცხადად წარმოაჩენს. მაგრამ რადგან წმინდა აბრბარეს შემთხვევაში სხვა ნივთზე ჯვარის გამოსახვასთან გვაქვს ადგილი, აჰა ინებე სხვა და უფრო მეტყველი მაგალითი. ქვემოთ წარმოდგენილი ციტატა არის იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტებიდან, რომლის ძველი ქართული თარგმანი ექვთიმე ათონელს ეკუთვნის.
"ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-
თუ მაინცდამაინც ძველ ქართულს ვერ გაიგებ, გეტყვი, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ თითით (მხოლობითში) პირჯვრის გამსოახვაა საკმარისი, არამედ პირველ რიგში გონებით და სარწმუნოებით. ხედავთ დიდი მამაც კი თუნდაც გარეგნულ ფორმას პირველად მნიშვნელობას არ ანიჭებს და ამ ქმედების შინაარსობრივ გააზრებაზე მსჯელობს. ნუ რავიცი ეხლა. იოანე ოქროპირი თუ მწვალებლობას ასწავლიდაა...
ძველმართლმადიდებელი -
საგულისხმოა, რომ იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემებში მოცემულია ეს "არა თითითა მხოლოდ…" მაშინ, როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა გრიგოლ დიაჩენკომ იოანე ოქროპირის ამ სიტყვების თარგმანში, რომელიც იცავდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მხოლოდ თითებით უნდა გამოვისახოთ ბეჭედი ჯვარი", -
ან რაღა ვთქვათ წმ. კირილე იერუსალიმელის შესახებ, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი… და შემდგ". (იქვე). ამ შემთხვევაში, წმ. კირილე ჯვრის გადასახვას თითებით ითხოვს და არა თითით. თუ VII საუკუნემდე პირჯვარს მხოლოდ ერთი თითით იწერდნენ, საინტერსოა, რას უნდა ნიშნავდეს წმ. კირილეს მოთხოვნა -
წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", რომელიც სინოდის განჩინებით 1824 წელს ითარგმნა იაროსლავის სასულიერო სემინარიაში, ზემოთ დამოწმებულ წინადადებაში წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოიღეს სიტყვა "თითებით" და ჩასვეს სიტყვა "ხელით" ("შუბლზე აშკარად ვქმნათ ხელით, ბეჭედი ჯვარი"). ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში სიტყვების ამგვარი შეცვლა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი", რამეთუ მათთვის თვალი აეხვია ორი თითით პირჯვრისწერისადმი გამეფებული სიძულვილს.
2. "წმ. ეპიფანე ამბობს, -
სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველ ქრისტეანებს შორის. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს საგანს, რაც, ბ-
ამგვარ მეთოდს ბ-
3. "წმ. ბარბარას შესახებ დაწერილი უწყება გვაქვს უწმიდესი მამის სვიმეონ მეტაფრასტის აღწერილობაში; -
"მხევალი ღვთისა ბარბარა ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო. როდესაც იხილა მან, რომ სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: "რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?" მათ მიუგეს: "მამაშენისგან გვებრძანა ასე". ბარბარამ დააძალა მათ, გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი და თქვა: "სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ, ხოლო თუ ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს". დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება. როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგან მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა ქალწული და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით გამოწერა ჯვრის საღვთო სახე შთამომავლობისთვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა თითქოსდა რკინით ამოიჭრა და გამოინიშნა მარმარილოზე, რაც დღემდე ჩანს…".
მოგვიანებით, როდესაც წმ. ბარბარას მამამ იხილა სამი სარკმელი შვილს ჰკითხა: "მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?" მან მიუგო: "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან (იგულისხმება ორი სარკმელი -
რისი მინიშნება სურს ბ-
4. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი (რომელსაც ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ეყრდნობა პროფ. კაპტერევი) თავის "გასაუბრებაში იტალიელ მამათა და სულის უკვდავების შესახებ" გვიყვება: ვალერიის პროვინციაში მცხოვრები ვინმე ღვთივსათნო კაცის ნექტარიუსის ამბავს, რომელსაც ასეთი სასწაული მოუმოქმედნია. იმ მხარეში, სადაც ნექტარიუსი ცხოვრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონიათ პურის ცხობის წინ მოზელილ ცომზე გამოესახათ ჯვარი ისე, რომ პური თითქმის ოთხ ნაწილად იყოფოდა. ერთხელ მასთან ერთად მცხოვრებ ძმებს, რომლებიც პურს აცხობდნენ, დაავიწყდათ მოზელილ ცომზე ჯვრის გამოსახვა. წმინდანმა ეს შეამჩნია და, როდესაც ძმებმა მოზელილი ცომი ღუმელში შედეს და ნაკვერჩხალი და ფერფლი დააყარეს, პურზე ჯვრის გამოუსახველობის მიზეზი იკითხა. იმწამსვე იმ მიმართულებით, სადაც ნაკვერჩხალქვეშ პური იდო, თითით ჯვარი გამოსახა. ამისგან პურმა გამოსცა ისეთი ხმა, როგორიცა აქვს ცეცხლის სიმხურვალისგან გამტყდარ თიხის ჭურჭელს. როდესაც ღუმელიდან გამომცხვარი პური გამოიღეს იხილეს მასზე ჯვარი, რომელიც გამოსახულ იქნა არა შეხებით, არამედ რწმენით (იხ. Святого отца нашего Григория Двоеслова Собеседования о жизни италийских отцов и о безсмертии души. Москва, 1996 г., кн. первая, гл. 11, стр. 60, 61).
5. ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში: "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრებაში გვიყვება თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, -
საგულისხმოა, რომ ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, დამოწმებული ადგილის კომენტარში გაზიარებულია პროფ. კაპტერევის იდეა პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების შესახებ. პროფ. ა. სიდოროვიც იმეორებს იმ აზრს, რომ "ორი თითით პირჯვრისწერა გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი… კიდევ უფრო გვიანდელია სამი თითით პირჯვრისწერის წესი" (იქვე).
მოტანილი მაგალითები საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყოველი მათგანი აჩვენებს არა ერთი თითით პირჯვრისწერის წესს, არამედ ქრისტეანთა ჩვეულებას, თითით გამოსახონ ჯვარი სხვადასხვა საგნებს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ გაბატონებული ეკლესიის პროფესორები და მკვლევარები (მ. შ. კაპტერევი, სიდოროვი, ჭელიძე და სხვები) ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გასამართლებლად გამოყენებულ ადგილთა თარგმანებს არ გვაწვდიან იმ სიზუსტით, როგორც არის ის გადმოცემული დედანში (ვთქვათ, ძველბერძნულში). ამის საჩვენებლად დავიმოწმებთ თვით ბ-
წიგნში "ეკლესია -
"სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A -
ბერძნული სიტყვა "ტუს დაკტიულუს" ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა "ტუს დაკტიულუს", არამედ "ტო დაქტიულო" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 217-
ცნობილია, რომ ბ-
საბედნიეროდ, პატროლოგ ა. სიდოროვს თავის კომენტარებში ეს ადგილი ძველბერძნული დედნიდანაც აქვს დამოწმებული. მასში ვკითხულობთ: (ძირითად ტექსტშია): "Я же, начертав перстом знамение креста и призвав имя Божие, отогнал от себя всякий страх и увидел, что зверь тотчас же пал на землю бездыханным" (Блаж. Феодорит Кирский. История боголюбцев, изд. "паломник", 1996 г., стр. 157). კომენტარი: "Букв.: "явив перстом памятник победы (трофей) Креста" (იქვე. კომენტარი 41-
საზოგადოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საეკლესიო წყაროების თარგმნისას, იქ, სადაც ლაპარაკია ახალმოწესეთა და ძველმართლმადიდებელთა განმასხვავებელ ნიუანსებზე, ახალმოწესეთა თარგმანებში ასეთი დამახინჯებანი არცთუ იშვიათია. როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოღებულია სიტყვა "თითებით" და ჩასმულია სიტყვა "ხელით". ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში ამგვარი შეცვლა სიტყვებისა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი".
გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიას რომ სძულს ორი თითით პირჯვრისწერა, იმითაც მტკიცდება, რომ "Добротолюбие" -
ლატერანის დიდი სარკოფაგის ნაწილი IV ს. ლატერანის სარკოფაგის ნაწილი V ს.
ავორიუს ტრივულცი IV ს. მილანის დიპტიქის ნაწილი V ს.
რავენას აპოლინარი ახლის ეკლესიის მოზაიკაVIს. მაცხოვრის გამოსახულებაVI ს.
"მონცის ამპულა" VII ს.
მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან. ამპულა VI-