კითხვა-პასუხი - პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ 12 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე


ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის

პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ

ორი თითით პირჯვრისწერა

"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19

ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები

A.v.B - ესეიგი 3 თითით რომ ვიწერ პირჯვარს რა მერე რო?

netvorc - ამაში რომ გაერკვე წინა პოსტებიდან უნდა დაიწყო კითხვა, დახლოებით მე 6 გვერდიდან იწყება, ამის შემდეგ შენც თუ კიდევ იმის გეჯერება რომ 3 თითით პირჯვრისწერა კანონიერია , დამიდე კანონი სადაც შავით თეთრზე ეწერება ეს ყველაფერი, ეს კანონი მე 15 - 16 საუკუნეში უნდა მიეღოთ, იმასაც გეტყვი ამ კანონს ვერ იპოვი ასეთი კრება არც ყოფილა და არც ასეთი კანონი მიღებულა შესაბამისად. და თუ მე ვცდები და რამე გამომეპარა დადე აქ და წამაკითხე მადლობელი ვიქნები.

afxazi - (ციტატა) (ნეტვორკი): "დადეთ საბუთი რომელ კრებაზე მიიღეს ეს კანონი".

ამას რომ მოითხოვ იქნებ იმაში გაგვარკვიო რომელმა კრებამ გამოიმუშავა რჯულდებითი დადგენილება ორი თითით პირჯვრის წერასთან დაკავშირებით.

agmsarebeli - ნეტვორკ, დადე კანონი, სადაც სისხლად და ხორცად გარდაქცევის აღმასრულებელი სიტყვებია დაკანონებული. შენგან განსხვავებით ჩვენ ვაღიარებთ იმ ხატებს, რომელსაც შენ დებ, მაგრამ სამწუხაროდ სენ იგნორს უკეთებს ჩვენს მიერ დადებულს, მაგალითისთვის კაცხის მაცხოვარს.

აკაკი - აი რა გააკეთა, წმ მელეტიმ, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსმა, კონსტანტინეპოლის კრებაზე 381 წელს: Namely, he raised his clenched hand in the air, opening at first his three fingers and showed them to the people.

Νικόλαος - (ციტატა) (netvorc): "მეორე იმას ვიტყვი რომ ჩემს დადებულ ხატებს უკეთებთ იგნორს რამდენი ძველი ხატი ავტვირთე, სადაც მარიამ ეგვიპტელი ღვთისმშობელი 2 თითით იწერენ პირჯვარს".

აუ შენში უკვე ეჭვი შემეპარა. ან კარგად ვერ კითხულობ ან ჩემი ნაწერი იკითხება სხვანაირად. კარგად წაიკითხე რა მეგობარო: "ძველმართლმადიდებელი ამბობდა რომ ორი თითით პირჯვრისწერა ჩვენთან აიკრძალა, რაც ტყუილია, რადგან მოსკოვის საპატრიარქოში დაბრუნებული ძველმორწმუნეები იყენებენ ძველ წესებს და არავინ არაფერს ეუბნება. მაგრამ როგორც ჩანს ეს ნეთვორქისთვის გაუგებარი იყო და ისეთ ხატებს დებდა, სადაც ორი თითით იყვნენ წმინდანები გამოსახული, მაგრამ ვერ გავიგე ამით რა უნდოდა ეთქვა, მე თავიდანვე ვამბობდი რომ ორი თითით პირჯვრისწერა არაა არასწორი და თან სახლშიც მაქვს ხატები სადაც ორი თითით არიან გამოსახული, ასე რომ ნეთვორქ, ნუ შეწუხდები აქ არ მინდა დადება და ჩვენება, სახლშიც შემიძლია ვნახო".

ჯეგე - (ციტატა) (netvorc): "შეურაწყოფას".

შეცდომაა - შეურაყოფა

სწორია - შეურაცხყოფა

ვიკამათოთ გამართული ქართულით
/

blue night -
(ციტატა) (netvorc): "ამდენი ხანია ვდავობთ და ერთ თქვენგანსაც არ დაუდია საბუთი, სადაც ეწერება რომ 3 თითით პირჯვრისწერა კანონიერია".

წმინდა სერაფიმე საროველი, წმინდა სერაფიმე ვირიცელი, წმინდა სილუან ათონელი და სხვა მრავალი უდიდესი წმინდანი 3 თითით იწერდა პირჯვარს. ეს უკვე კანონია.

agmsarebeli - მათ რომ ჰკითხო ისინი მონათულულებიც კი არა არიან.

Νικόλαος - იცით ძველმართლმადიდებლებო თქვენი უდიდესი შეცდომა რა არის ამ საკითხში? სიმბოლოებს ანიჭებთ დოგმატურ მნიშვნელობას. ჩვენ რომ სამი თითით ვიწერთ პირჯვარს ამით იმას კი არ ვაღიარებთ რაც ძველმართლმადიდებელმა თქვა. ეგრე შეიძლება ბევრი აზრი ჩადო, მაგრამ ჩვენ რაც მთავარია ვიწერთ პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ, არ ვდებთ მწვალებლურ შინაარსს, და ვაღიარებთ წმინდა სამებას და ქრისტეს ორ ბუნებიანობას, და რაც მთავარია მორჩილები ვართ, ვემორჩილებით ეკლესიას. თან ძველმართლმადიდებელმა ხომ თქვა აქ მთელი ხელი მონაწილეობსო? მაშინ ჩვენ მაჯაზე, თითებით რას გამოვხატავთ იმას აქვს მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ ორი თითი კი არ მონაწილეობს პირჯვრის წერაში, არამედ დანარჩენი სამიც, შეერთებული, და არ აქვს მნიშვნელობა შუბლზე ორ თითს მიიდებ თუ სამს, რადგან პირჯვრის წერაში მონაწილეობს ხუთივე თითი, სამი ერთად - სამების ერთარსეის ასაღიარებლად და ორი ერთად ორბუნების ასაღიარებლად. ანუ ძველმართლმადიდებლის სიტყვებს რომ მივყვეთ სადაც ამბობს, თქვენ რახან სამით იწერთ პირჯვარს გამოდის ქრისტე კი არ ეცვა ჯვარს არამედ... მაგრამ მის შემთხვევაშიც ხომ ორ თითთან ერთად სამითაც იწერს პირჯვარს, რადგან ის სამი თითით მთლიანი ხელის ნაწილია? უბრალოდ შუბლზე იდებს ორ თითს, თორემ გამოისახება ხუთივეთი, ცალკე ორით არ გამოისახება. (ოღონდ ისე არ გაიგოთ თიტქოს რომაულ კათოლიკურ ხუთი თითით პირჯვრისწერას ვგულისხმობდე).

netvorc - (ციტატა) (blue night): "წმინდა სერაფიმე საროველი, წმინდა სერაფიმე ვირიცელი, წმინდა სილუან ათონელი და სხვა მრავალი უდიდესი წმინდანი 3 თითით იწერდა პირჯვარს. ეს უკვე კანონია".
კაი კაცო!...

მე ვიძახი კანონზე და არა ცალკეულ ადამიანებზე ვინ როგორ იწერდა.

sopo... - რა კანონზე იძახი ? ძველმართლმადიდებლის პოსტებს არ კითხულობ თუ არ ენდობი, თვითონ წერდა რომ კრებაზე დაამტკიცეს მეჩვიდმეტე საუკუნეში სამთითით პირჯვრისწერა, მეცამეტეში კი საბერძძნეთში

- символ Православного трёхперстия - "Это и есть знак, который ввёл (по истории раскола в результате церковной борьбы за первенство) патриарх Никон в 1653г. при поддержке царя Алексея Михайловича. А уже в 1666г. на церковном соборе утвердили трёхперстие.


Большой Московский Собор, открытый при участии александрийского патриарха Паисия и Антиохийского патриарха Макария 29 ноября 1666 года и продолжавший свою работу в 1667 году, объявил двуперстие «исповеданием во Святей Троице неравенства, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполинаряне и прочии проклятии еритицы». В восточных православных церквях к XVII веку повсеместно было принято трехперстное сложение при крестном знамении, почти такое же древнее, как и двуперстное. Соединение трех первых пальцев означает единство Бога в трех лицах — Святую Троицу, а прижатые к ладони остальные два пальца — две природы Христа.

В Русской церкви было принято древнее двуперстное крестное знамение: крестились двумя пальцами правой руки, что должно было напоминать верующему о двойственной природе Христа — божественной и человеческой. Крестное знамение для православного верующего — это больше, чем просто напоминание о крестном подвиге Христа. Это еще и знак сопричастности спасению, знак победы над злом, выражение Божьего присутствия в человеческой жизни, желания человека подчинить свою волю воле Создателя и, таким образом, божественному плану спасения мира. Поэтому даже простое изменение формы крестного знамения уже глубоко затрагивало чувства верующих. Тем более что речь шла о людях, для которых привычный обряд давно стал естественным выражением серьезных религиозных переживаний. При Никоне начали вводить «трехперстие»: в восточных православных церквях к XVII веку повсеместно было принято трехперстное сложение при крестном знамении, почти такое же древнее, как и двуперстное. Соединение трех первых пальцев означает единство Бога в трех лицах — Святую Троицу, а прижатые к ладони остальные два пальца — две природы Христа. Для чего была произведена замена и какое сочетание пальцев считается канонически правильным?

«Я не богослов, но отвечу то, что мне как-то сказал один богослов. Сказал он примерно следующее: «Cуть не в том, сколькими перстами креститься. Самое главное, чтобы не было противоречий с Символом Веры и с догматами Церкви. Вот, например, Сергий Радонежский крестился двумя перстами, а Серафим Саровский — тремя. Ну и кто из них „святее“? Понятно, что некорректна сама постановка вопроса. От того, будете Вы креститься двумя перстами или тремя перстами, Православное учение не изменится. Так что делайте выбор самостоятельно.

http://rusvera.mrezha.ru/375/7.htm

აქ დაწვრილებით არის განხილული ზოგს დავაკოპირებ.

Св.Епифаний говорит о некоем знакомом ему православном муже Иосифе, что он, «взяв сосуд с водою собственным своим перстом напечатлел на нем крестное знамение». Заметим, в обоих случаях говорится об одном персте, коим следовало креститься. Об употреблении одного перста в крестном знамении говорят затем блаженный Иероним, блаженный Феодорит, церковный историк Созомен и другие. Древнехристианское единоперстие с течением времени, начиная с IX века, стало заменяться в Православной Греческой Церкви двуперстием, которое, вытеснив собою единоперстие, сделалось у греков господствующим. Описывая эти собеседования, Феориан сообщает об упреке константинопольским грекам, представителем которых был Феориан: «Для чего вы изображаете крестное знамение двумя перстами? Не разделены ли персты, как особые один от другого? Cледовательно, по-вашему и два естества Христовы разделены между собой?» И тут Феориан подтвердил, что константинопольские греки действительно крестятся двумя перстами по таким-то основаниям. Значит, в 1170 году в Константинопольской Церкви в крестном знамении, несомненно, употреблялось двуперстие, которое служило и признавалось тогда внешним наглядным признаком, отличающим православных от монофизитов.

Борьбою и постоянным соседским жительством с монофизитами объясняется то, почему двуперстие так долго держалось в Константинопольской Церкви и потом между сирийскими православными христианами, и почему троеперстие – эта, по-видимому, самая естественная для христианина форма перстосложения – могло сделаться в Греческой Церкви господствующим обычаем только в позднейшее время, когда уже окончательно прекратилась борьба с монофизитством. А потом и от двуперстия греки отказались не потому, что оно сделалось само по себе неправославным. Дело в том, что на смену монофизитства пришло другое еретическое учение – несторианство. Несториане всегда строго держались двуперстия, так как они соединили с ним свое еретическое учение о соединении во Христе двух природ. В двуперстии они видели символическое выражение и подтверждение своего еретического учения. Это и стало толчком к тому, что Константинопольская Церковь заменила у себя двуперстие на троеперстие, выражающее главный, основной догмат христианства – учение о Святой Троице. Эта перемена в крестном знамении у греков – из двуперстия в троеперстие – произошла в конце XII века и продолжалась до конца XIII, когда оно у них сделалось, наконец, господствующим.
საბავშვო ბაღია რა...

netvorc - სოფო სკოლა დაამთავრე?

რაც შეეხება კანონს შენ ალბათ კანონების მიღება ნინიას ბაღი გგონია, არავის აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს ასეთი კანონები (სახელმწიფოს ვგულისხმობ) , რიგრიბობით მიღება კანონების ჯერ საბერძნეთში შემდეგ რუსეთში უკვე იმას ადასტურებს რომ, ამ სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად დაარღვიეს წმინდანთა კანონები და სჯულის კანონი, მე გელაპარაკები ოფიციალურ კანონზე სადაც რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობს როცა ასეთი მნიშვნელობის (პირჯვრისწერის შეცვლა) რამე იცვლება. ზეგ დავდებ ხატწერაში თითების კომბინაციების მნიშვნელობას, სხვადასხვანაირი თითების წყობა ხატწერაში რას აღნიშნავს. თუ მე ვარ საბავშვო ბაღის დონე იქნებ ამიხსნა "აკადემიკოსო" რას ნიშნავს თითების სხვადასხვა წყობა ხატწერაში?

afxazi - (ციტატა) ("აფხაზი"): "ამას რომ მოითხოვ იქნებ იმაში გაგვარკვიო რომელმა კრებამ გამოიმუშავა რჯულდებითი დადგენილება ორი თითით პირჯვრის წერასთან დაკავშირებით".

ამას ველოდები.

netvorc - წმინდანების სწავლებიდან ჩემო კარგო, ასევე იმ კრებებიდან რომლებიდანაც დაიგმო 1 თითით პირჯვრისწერა, ასევე საქართველოს მიმართ შენიშვნას 1551 წლის კრების, აღარ დავიწყებ გამეორებას ყველაფერი ამის შესახებ ძველმართლმადიდებელმა დაწერა წინა პოსტებში და თუ ვინმე ზეპირი გადმოცემის შეცვლას აპირებს (ან სხვა რამე კანონის) უნდა მოხდეს ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის კრება, ანუ მართლმადიდებლური სახელმწიფოების კრება და მაგ შემთხვევაში უნდა იყოს რაიმე შეცვლილი, ცალკეულ სახელმწიფოებს არა აქვთ მასეთი კანონიკის შეცვლის უფლება, ადრე ასე კანონდებოდა და მკაცრდებოდა მართლმადიდებლური კანონები მსოფლიო კრებებზე, ეგ შენი ნებაა ენდობი თუ არა ცალკეულ სახელმწიფოებში შეცვლილ პირჯვრისწერის კანონს, ასეთი ქვეყანა ორია საბერძნეთი 13ს,და რუსეთი 17ს., საქართველოს არც შეეკითხნენ.

Tatusi - (ციტატა) (afxazi): "ამათთვის ხომ მთავარი ვინმესთვის გამყალბებლის იარლიყის მიკერებაა".

"აფხაზი არ გრცხვენია? მახსოვს შენიშვნებს აძლევდი ფორუმელებს შეურაცხყოფას ნურავის აყენებთო, და შენ თვითონ ეხლა რას აკეთებ.. ვინ "ამათთვის"? თუ ძველმართლმადიდებელს გულისხმობ, იმას ამბობდა რაც იცის, და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე დამაფიქრა და მე პირადად მადლობელი ვარ, და შენ უკვე თვითონ მიაყენე შეურაცხყოფა და მიაკერე იარლიყი.. ეს არის ქრისტეანული სიყვარული?"
Tatusi - ზოგიერთ ფორუმელს:

ამ დავას თავიდანვე არ ქონდა აზრი, იმიტომ რომ თქვენთვის (თქვენივე აღიარებით) მნიშვნელოვანი არ ყოფილა წესები, სასაცილოდ მიგაჩნიათ კანონებზე საუბარი...

არადა, წესებს რომ არავინ არ იცავს იმიტომ არის საქართველოს საქმე კარგად.. არც ექიმები იცავენ წამლის დანიშვნის წესებს, არც მშენებლები ბეტონის შენაერთის წესებს, არც საეკლესიო პირები - მაგალითად - ნათლობის წესებს.. და თქვენ ეს არ გადარდებთ.. წესები ხომ სასაცილოა, რა საჭიროა კანონები, გვიყვარდეს ერთმანეთი წესების იგნორირების შედეგად რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი მოუნათლავი რჩება, ეს არის ადამიანის სიყვარული? მე მჯერა რომ აქამდე ღმერთმა გადაარჩინა საქართველო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი სიტყვები და კანონები უგულებელვყოთ... თორე მასე ისრაელის ბედი არ გავიზიაროთ...

რომელიღაცამ ფარისევლობა ახსენეთ, და გირჩევთ ეგ სიტყვა სწორედ იმ საეკლესიო პირებს მოარგოთ, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და სიმართლისთვის ხმის ამომღებ მრევლს აშინებენ "ხმა არ ამოიღოთო, ჩვენ რასაც გეუბნებით ის არისო მართალი"... ქრისტეს დროსაც მასე იყო ზუსტად, როდესაც უფალმა აუყირავა სავაჭრო დახლები ეკლესიაში - როგორ ბედავო ეკლესიის წინააღმდეგ რამეს ამბობ და აკეთებო.. იესომ მოგვცა გამბედაობის მაგალითი, რომ ყოველთვის უნდა აღიარო გინდაც არაპოპულარული ჭეშმარიტება და ამხილო ურჯულოებაში, თუნდაც საეკლესიო პირები...

თქვენ კი ზოგიერთს ძალიან გეტყობათ იმის შიში რომ ვაითუ თქვენი ბაბუებისგან და გარშემო მყოფი საზოგადოებისგან განსხვავებული რამე აღმოაჩინოთ, თქვათ ან გააკეთოთ...

მე თქვენის ნებართვით გავაგრძელებ ჭეშმარიტების ძიებას.

sopo... - (ციტატა) (ნეტვორკი): "სოფო სკოლა დაამთავრე?"

остовим в покое моё тёмное прошлое .

(ციტატა) (ნეტვორკი): "რაც შეეხება კანონს შენ ალბათ კანონების მიღება ნინიას ბაღი გგონია, არავის აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს ასეთი კანონები (სახელმწიფოს ვგულისხმობ) , რიგრიბობით მიღება კანონების ჯერ საბერძნეთში შემდეგ რუსეთში უკვე იმას ადასტურებს რომ, ამ სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად დაარღვიეს წმინდანთა კანონები და სჯულის კანონი, მე გელაპარაკები ოფიციალურ კანონზე სადაც რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობს როცა ასეთი მნიშვნელობის (პირჯვრისწერის შეცვლა) რამე იცვლება".

კაი ერთი რას მელაპარიკები? სახელმწიფოს ადგილობრივ კრება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს დომატურ და კანონიკურ საკითხებზე. ზოგიერთ ადგილობრივ კრებას კი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ და შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში , ანკვირიის , ნეოკესარიის , ანტიოქიის და სხვა.

(ციტატა) (ნეტვორკი): "ზეგ დავდებ ხატწერაში თითების კომბინაციების მნიშვნელობას, სხვადასხვანაირი თითების წყობა ხატწერაში რას აღნიშნავს. თუ მე ვარ საბავშვო ბაღის დონე იქნებ ამიხსნა "აკადემიკოსო" რას ნიშნავს თითების სხვადასხვა წყობა ხატწერაში?"

არა გმადლობთ. с меня хватит!

blue night - (ციტატა) (ნეტვორკი): "კაი კაცო, მე ვიძახი კანონზე და არა ცალკეულ ადამიანებზე ვინ როგორ იწერდა".

კაი კაცო???? ეს ცალკეული ადამიანები უდიდესი წმინდანები არიან. საერთოდაც არ გეჩვენებათ, რომ უხეში ტონი არც ერთ კანონში არ მიუღიათ? არ გეწყინოთ.

საშიშიცაა წმინდანების არად ჩაგდება, ოდესმე გამოფხიზლდებით.

დიდი იმედი მაქვს, ძმებო.

netvorc - (ციტატა) ((sopo...): "კაი ერთი რას მელაპარიკები? остовим в покое моё тёмное прошлое. სახელმწიფოს ადგილობრივ კრება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს დომატურ და კანონიკურ საკითხებზე. ზოგიერთ ადგილობრივ კრებას კი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ და შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში , ანკვირიის , ნეოკესარიის , ანტიოქიის და სხვა... с меня хватит.

რადგან მართლმადიდებლურ ხატებზე გამოსახულია სხვადასხვა წყობა თითების, რათქმაუნდა ყველა არ აღიქმება პირჯვრის საწერ წყობად, ამიტომ, გთავაზობთ თქვენი ეკლესიის მღვდლის, დმიტრი იურიევიჩის სტატიას ამ საკითხზე.

აქვე მისი სტატიის ლინკი :

http://nesusvet.narod.ru/ico/ref/psicholog.htm

http://www.sinai.spb.ru/dy/symbicon.html

მღვდელი დმიტრი იურიევიჩი

(მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი)

ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში

დაწვრილებითი ცნობები მღვდელ დმიტრი იურიევიჩის შესახებ იხ. საიტზე:

http://www.bible-mda.ru/info/yurevich.html



ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები.

ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკეული სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოცემულ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში - მათი მართალი და წმიდა ცხოვრების ძალით გამოვლინდა.

ხატის მიზანია გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-ისტორიულ მოვლენათა დინამიკის ჩვენებაში როდი მდგომარეობს, - რადგან ხატის, როგორც უწიგნურთა ბიბლიის შემეცნება, ხატმწერთათვისაც იყო მისაღები. ხატმა მის წინაშე მდგომ და მლოცველ ადამიანს უნდა წარმოუჩინოს სულის ის მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მასზე გამოსახული მოღვაწისთვის. როდესაც წმინდანთა ხატებს შევცქერით, თავის მხრივ, მივისწრაფვით მივემსგავსოთ არა მარტო მასზე გამოსახულ წმინდანს, სიკეთის გარეგნული ქმნის თვალსაზრისით, არამედ ღვთიური მადლით შინაგანი კაცის ბუნების ფერიცვალებითაც. ხატის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სულიერი მდგომარეობის ნიმუში ლოცვის დროს და სწორი ლოცვითი მოღვაწეობის სახელმძღვანელო (Успенский Л. А. Богословие иконы Православной Церкви. Б/м, Изд-во Зап.-Европ. Экзархата Моск. Патриархата, 1989, [репр.: М., 1998,] 476 с, илл.).

თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ძველრუსული ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას მატერიალისტური საშუალებებით გამოსახულ იქნეს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ.

ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). ავიღოთ, მაგალითად, ქრისტეს აღდგომის დასავლეთიდან ჩვენთან შემოსული იკონოგრაფიული ტიპაჟი: ქრისტე ამოდის საფლავიდან ან თეთრ სავანეში გახვეული დგას მის გვერდით ჯვრით ხელში. ქრისტეს ირგვლივ შეგვიძლია ვიხილოთ შეშინებული და პირქვედამხობილი დარაჯები და მოწიწებით მუხლმოყრილი ანგელოზები (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, 144-145 с.). ჟესტიკულაცია ასეთ ხატებზე გადმოსცემს სწორედ გარეგან დინამიკას, მოძრაობას, და თუმც საკმაოდ დახვეწილად აკეთებს ამას, დავტოვებთ მას განხილვის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ სურათებზე გამოსახული ან თეატრალური ჟესტიკულაციის სიმბოლიკის მსგავსია და ახალს არაფერს გვაძლევს.

მაგრამ, აღდგომის კანონიკურ ხატზე ჩვენ ვერ ვხედავთ ქრისტეს აღდგომის მომენტს და არცთუ შემთხვევით - რადგან, სახარების მიხედვით აღდგომის მომენტი არავის უნახავს: მოწაფეებს ეცხადებოდა უკვე მკვდრეთით აღმდგარი უფალი. ამიტომაც, "ის, ვინც ცდილობს წარმოიდგინოს ქრისტეს აღდგომის გარეგნული მხარე, ... იძულებული ხდება მისდიოს საკუთარ გამონაგონს" (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). აღდგომის კანონიკურ ხატს ჩვენამდე მოაქვს იესუს ჯოჯოხეთში შთასვლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულიდან კაცობრიობის მოდგმის პირველწინაპართა, ადამისა და ევას, ასევე ყველა ძველაღთქმისეული მართლის გათავისუფლების ახალ აღთქმაში აღწერილი ამბავი. ამგვარად, ტრადიციული ხატი მიისწრაფვის უპირველეს ყოვლისა ჩვენამდე მოიტანოს იესუ ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვის წყევისგან ჯვარზე სიკვდილით გამოსყიდვისა და მისი დიდებით აღდგომის შინაგანი არსი.

სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყივნვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემმანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა, და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ.

ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. ქვემოთ სურ. № 72).



ამიტომაც, XIX-XX საუკუნეების ხატებზე მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითები უკვე შეკრულია ე. წ. სამღვდლო კურთხევის "სახელობითი" წყობით, როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC XC (იხ. სურ. № 73). მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით, არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. სურ. № 74).



თუ მივმართავთ ისტორიულ წყაროებს, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492 с). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვაზე გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსახული პირები უნდა აღქმულიყვნენ ვითარც მოლაპარაკენი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492-1). მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებული წესით ჟესტიკულირებდნენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с 493).

კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგალითად, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია (ასეა გამოსახული მაცხოვარი უამრავ ხატზე), არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ - გაკიცხვას ან ბრალდებას (იხ. სურ. № 74). ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. სურ. № 74). ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა (იხ. სურ. № 75) წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებში ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 493-1).



დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. № 76); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 494-495).



ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან.
"დოდონასა და ენეას ნადიმი".
(ასეთი ხელის მდგომარეობა შეგვიძლია ვნახოთ მოწამეთა ხატებზეც "პირჯვრისწერას ნიშნავს")
სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი

როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი, იუსტინიანეს მიერ კონსტანტინეპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში. აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ ერთ კრეტსაბმელზე: "ის გამოსახულია მარჯვენა ხელის წინგაშვერილი თითებით, - ნიშნად იმისა, რომ ქადაგებს მარადიულ სიტყვას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც შეიცავს ღმრთის სიტყვას (ანუ ხელში უპყრია სახარება)" (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 496).

მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რომელიც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიცუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით - ეს იქნებოდა უბრალოდ შეუსაბამობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკრეხელობაც კი. (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).

მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად, საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით - სრულიად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-1) (იხ. სურ. № 77).



მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას,
ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება,
თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ცოდვით დაცემაში ამხელს

ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-2). სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).

სახელგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხე ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с.500). მხოლოდ ამ დროიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) რუსულ ეკლესიაში გაშვერილი ხელი ტრადიციული ორთითიანი წყობით (ცერი, ნეკა და არათითი შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუათითი გამართული და ოდნავ მოხრილი) ხატებზე გამოსახავს ორი თითით კურთხევის სიმბოლოს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). XVIII საუკუნის დასაწყისის ძველმოწესე აპოლოგეტები, ვიგოველი ძმები დენისოვები (დენისოვები იყვნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" - ადმ.) თავიანთ სახელგანთქმულ წიგნში «Поморские ответы» ("პომორული სიტყვისგებანი"), ორი თითის ავტორიტეტულობისა და სიძველის ნიშნად იმოწმებენ საკმაოდ დიდ ჩამონათვალს ძველრუსული ხატებისა, სადაც ორი თითი უკვე საკურთხებელი მნიშვნელობით არის გამოსახული ([Братья Денисовы.] Поморские ответы. Мануиловский Никольский монастырь, 1884).

ზემოთაღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? - ძველი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი ჟესტი იყო ხელთაღპყრობა. ეს ჟესტი წარმოადგენდა სიმბოლოს, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი მხურვალე და გულწრფელი ლოცვის გარეგან გამოხატულებას. წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ახალდაფუძნებული თემების ეკლესიური ცხოვრების მოწყობაზე, ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში წერს: "ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2:8).

ამ მხრიც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. სურ. № 78). საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500-501). ასე არიან გამოსახულნი, მაგალითად, მლოცველები იმპერატორ ბასილის თვენში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 502-2).



ზემოთმოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ ერთ განუყოფელ და გამომხატველ თვისებას. ეფუძნება რა ძველი სამყაროს ჟესტების სიმბოლიკას, ის გამოიყენება ხატწერაში მისი უმთავრესი ამოცანის აღსასრულებლად: გრაფიკული საშუალებებით გადმოსცეს არა მარტო დაწერილი მოვლენის გარეგანი მხარე ან წმინდანის პიროვნება, არამედ პირველის (მოვლენის) შინაგანი არსი, ხოლო მეორის (წმინდანის) სულიერი მდგომარეობა.

ამ სტატიის ნახვა შეგიძლიათ ამ საიტზეც:


http://www.oldorthodox.ge/pirjvriscera_jhestebis_phsiqologiuri_simbolizmi_martlmadideblur_iconografiashi.html

Netvork - და ბოლოს...


წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება


მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. ანუ საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე).

ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებით", "წყლის თავზე დასხმით" თუ სხვა, არ არის ნათლობა, მართლმადიდებელ ხალხებში ის შემოიჭრა ლათინობიდან (პაპიზმიდან) და ძველი მართლმადიდებლობის მიერ უარყოფილია. აქედან, წყალპკურებითად, წყალგადასხმით და საერთოდ, არა სამგზის შთაფლვით "ნათელღებულები" არიან მოუნათლავები და ვერ ცხონდებიან. ამის დასტურად მოგვყავს რამოდენიმე ციტატა საეკლესიო განწესებებიდან, ადგილობრივი კრებებიდან და მამათა თხზულებებიდან. ხოლო ეს განყოფილება მთლიანად ეძღვნება საკითხს თუ როგორ უნდა შესრულდეს და როგორ არა, ნათლისღების საიდუმლო; ვინ შეიძლება ჩაითვალოს ნათელღებულად და ვინ არა.

მაგალითად, მოციქულთა 50-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19) (წმ. მოციქულთა 50-ე კანონი). სხვადასხვა ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიები ყოველთვის მისდევდნენ მოციქულთა ამ მოთხოვნას. ამის დასტურად ქვემოთ დამოწმებული უმცირესი მასალაც გამოდგება:

"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, რომლებმაც 1848 წელს მიიღეს ერთობლივი ოროსები ლათინთა წინააღმდეგ, განაცხადეს, რომ "წყალგადავლებით "ნათლობას" არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს. მას (ანუ წყალპკურებით "ნათლობას" - ადმ.) ზიზღისა და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს, მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, ვიღებთ როგორც მოუნათლავთ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავიდან ვნათლავთ" (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных в православную церковь. Вятск. 1869 г.).

წყალგადავლებითი, ანუ წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ მეტად ლაკონურია მე-18 ს. ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, რომელიც ბრძანებს, რომ "წყლის ოდნავი შეხებით "ნათელღებულთ" (ლათინნი) "ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში".

წყალპკურებითი "ნათლობა" მასობრივად არის დამკვიდრებული საქართველოშიც, ამიტომ წინამდებარე განყოფილებაში განთავსებული მასალებით ვამხელთ ამგვარი არამართლმადიდებლური, ლათინური "ნათლობის" ყველა აპოლოგეტს და ვეუბნებით მათ - წყალპკურება (ან წყალგადავლება) არ არის ნათლობა და ამდაგვარად "მონათლულნი" ნათელღებულებად და ღვთის მადლის მქონედ ვერ ჩაითვლებიან!

ყველა მსურველს, ვინც დაინტერესებულია ნათლისღების საკითხებით, უფრო დეტალური განმარტებისთვის შეუძლია მოგვმართოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

1.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.) (ამონაწერი).

ამის ლინკი:

http://www.oldorthodox.ge/natloba_konstantinopolis_sapatriarqos_epistole.html

2.

მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.) (ამონაწერი).

ამის ლინკი:

http://www.oldorthodox.ge/natloba_konstantinopolis_sapatriarqos_epistole_1848.html

3.

კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება (ამონაწერი).

ამის ლინკი:

http://www.oldorthodox.ge/natloba_konstantinopolis_sapatriarqos_1756_wlis_gansazgvreba.html


4.

ბერძნული "პიდალიონი" წყალდასხმითი "ნათლობის" შესახებ (ამონაწერები).

ამის ლინკი:

http://www.oldorthodox.ge/natloba_berdznuli_pidalioni_natlisgebis_shesaxeb.html


კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)

ნათლისღებისთვის - თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ.

ყოველივე აქედან ვასკვნით, რომ გარდა იმისა არ იცით როგორ გადაიწეროთ პირჯვარი და როგორ აკურთხოთ, მოუნათლავებიც ხართ თქვენთვისვე ავტორიტეტულ პატრიარქთა დადგენილებების მიხედვით.

ეს კანონები თქვენმა პატრიარქებმა მიიღეს, - მათაც არ ენდობით?!

ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში, გულწრფელმა ადამიანებმა განსაჯონ ვინ არის მართალი და ვინ არა, საკმარისია ადამიანმა გადაავლოს თვალი პოლემიკას რომ, ჩვენი მხრიდან კანონების და ფაკტების მეტი სხვა არაფერი წარმოგვიდგენია, ფაკტია რომ ჩვენს ნააზრევებს არ ვწერდით, ამ ბოლო პოსტში კიდევ წარმოგიდგინეთ კანონები რომლებიც თქვენმა ეკლესიამ მიიღო და არა ჩემმა, ალბათ ამ დოკუმენტსაც მოუძებნით რამე გამართლებას როგორც აქამდე...

agmsarebeli - ოქროპირს ვერსად გაექცევით...გელოდებით ხელნაწერებში წასასვლელლად.







მემგონი ამ წიგნში კარგად ჩანს, გარკვევით წერია თითები , და არა თითი , ეხლა რაღას იტყვი აღმსარებელი? არ ენდობი არჩილ მინდიაშვილის წიგნს? და კიდევ ეს ბერძნული რჯულისკანონი ("პიდალიონი"): განმარტება ეკუთვნის ნიკოდიმოს მთაწმინდელს.

"თქვენი ეკლესიის წმინდანია" მან დაწერა "უხილავი ბრძოლა" , ნიკოდიმუს მთაწმინდელი ამ განმარტებაში გარკვევით წერს 2 თითით პირჯვრისწერის ჭეშმარიტებაზე. იხილეთ ეს წიგნი ბერძნულ ენაზე:





წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტების ნაწყვეტი,
სადაც ნიკოდიმოს მთაწმიდელი აღიარებს, ძველად, წმ. ბასილი დიდის დროს, პირჯვარს იწერდნენ ორი თითით.


ვფიქრობ საკმარისი ფაქტები დავდეთ, იმისთვის რომ გულწრფელმა ადამიანმა განსაჯოს ვინაა ჩვენში მართალი, მართლმადიდებლობა სპორტი არაა იმისი ჟინი გკლავდეს რომ, როგორმე მოიგო პაექრობაში, ჩვენი მხრიდან უკვე ბევრი დოკუმენტი დაიდო იმისთვის რომ ლოგიკური აზრი გამოიტანოს კაცმა მართალი ვინაა, ჩვენ თუ თქვენ.

afxazi - netvorc, არ გინდა ეხლა წყალწაღებული ხავს ეკიდებოდას პრინციპი. ზემოთ წარმოდგენილ ფრაგმენტში იმდენად გაუმართავია აზრი, რომ რა წერია ვერავინ ვერ გაიგებს. ამ შემთხვევაში მთავარი ძველი ქართული თარგმანია და არც არის სალაპარაკო აქ ბევრი. თუ რა თქმა უნდა ექვთიმე ათონელს ტექსტის გაყაბებაში არ ვდებთ ბრალს. თუმცა როგორც მახსოვს ზემოთ იმას ამტკიცებდით, რომ აქ ოქროპირი ზოგადად საუბრობს და არ გულისხმობს მხოლოდ ერთ თითს, ეხლა კი სხვას ამბობთ.

(ციტატა) (ნეტვორკი): "მემგონი საკმარისი ფაქტები დავდეთ, იმისთვის რომ გულწრფელმა ადამიანმა განსაჯოს ვინაა ჩვენში მართალი, მართლმადიდებლობა სპორტი არაა იმისი ჟინი გკლავდეს რომ, როგორმე მოიგო პაექრობაში, ჩვენი მხრიდან უკვე ბევრი დოკუმენტი დაიდო იმისთვის რომ ლოგიკური აზრი გამოიტანოს კაცმა მართალი ვინაა, ჩვენ თუ თქვენ".

სამწუხაროა რომ ადამიანს ვერ ყოფნის გონებრივი შესაძლებლობა გაარჩიოს რა არის კარგი და რა ცუდი. მაშინ როცა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი შეიძლება მოხდეს ორ სხვადასხვა ეკლესიას შორის, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამის გამო განხეთქილების მოწყობა და ეკლესიას დაცილება. ამ დროს კი პირჯვირს გადაწერის გამო განხეთქილებას ამართლებთ. მე მგონი ვინც საღად აზროვნებს იმას უფრო მიხვდება, რომ ეკლესიური რთობა ყველაფერზე მაღლა დგას (არ ვგულისხმობ დოგმატურ დარღვევებს).

netvorc - ვინ არის წყალწაღებული და ვის არ ჰყოფნის გონებრივი შესაძლებლობები, ვფიქრობ კარგად ჩანს: ფაქტებს ფრაგმენტებს ეძახი, ერთი პრინციპით მოქმედებ - რაც არ გინდა ვერ იგებ; იოანე ოქროპირის ქადაგებას ვინც ვერ იგებს და წმინდანის განმარტებას გაუმართავ აზრს ეძახის, ასეთი ადამიანი გონებრივად არის შეზღუდული, რადგან ოქროპირი სწორედ იმიტომ განმარტავს წმინდა წერილს, რომ ადვილად გასაგები ყოფილიყო იგი ქრისტიანთათვის. მიუხედავად ამისა მაინც მესმის ადამიანურუ უძლურებისა (საერთოდ), რადგან შეიძლება მართლა ვერ გაიგოს წმინდანის ქადაგება. შეცდომა ის კი არ არის ადამიანი რომ ვერ იგებს წმინდანის განმარტებას, არამედ ის რომ ეძახის მის განმარტებას "გაუმართავ აზრს", იმ აზრს რომელ აზრებსაც იოანე ოქროპირს სულიწმინდა აწერინებდა. აქედან გამოდის რომ თვით სულიწმინდასაც კი უწუნებ აზრების მართლმადიდებლურ გადმოცემას; ვინმეს თუ ეეჭვება ოქროპირის სწავლებაში შეუძლია თვითონ წავიდეს ხელნაწერთა ინშტიტუტში და გაარკვიოს იქ წერია "თითი" თუ "თითები".

afxazi - ალბათ ცოტა დაკვირვებული მაინც არ დამაბრალებდა იმხელა კადნიერებას, რომ ოქროპირის ქადაგება გავაკრიტიკო. ეს ხომ აბსურდია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ერთია რას ქადაგებს ოქროპირი და მეორეა როგორ თარგმნიან მის ქადაგებას. თავის დროზე როდესაც ძმებმა აროშვილებმა იოანე დამასკელის გარდამოცემა თარგმნეს იმხელა დოგმატური ცდომილებები დაუშვეს, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ მათი ბრალი იყო და არა იოანე დამასკელის. მეც სწორედ ეს ვიგულისხმე. მთავარი აქ ექვთიმე ათონელის თარგმანია, რომელიც მშვენივრად გადმოსცემს აზრს.

აქვე ერთ რამეს დავამატებ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ოქროპირი აქ ერთ თითს გულისხმობს თუ მრავალს, რადგან ამის შესახებ ზემოთ არაერთმა ადამიანმა თქვა. მართლმადიდებლობა იმითაა ძლიერი და აღმატებული, რომ ასე არ აზროვნებს. ზემოთ ოქროპირის გამონათქვამი დავწერე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომ მთავარი ეკლესიის ერთიანობაა.

netvorc - მე არ მითარგმნია ეგ წიგნი, შენივე ეკლესიის დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა თარგმნა, არა მგონია ისეთი უცოდინარი იყოს რომ არ იცოდა რას წერდა, და "თითი" და "თითები" ვერ განასხვავა, მერე წადი ჩემო კარგო და გაიგე იმ ხელნაწერთა ინსტიტუტში ექვთიმე ათონელის თარგმანში როგორ წერია, რომელი შორსაა. მე ეს დოკუმენტი დაგიპირისპირე, შენ ადექი წადი და გადაუღე ექვთიმე ათონელის თარგმანის ამ ფრაგმენტს და დამარწმუნე რომ ჩვენ ვცდებით.

afxazi - ჯერ ეს ერთი ეს ფრაზა მათეს სახარების განამრტებაშია და ეს განმარტება დიდი ხანია გამოქვეყნებულია. ინტერნეტშიც არის. თუმცა მე არაფერში მჭირდება ამის აქ დამოწმება, რადგან ჩემთვის, როგორც ვთქვი სისულელეა ამ ყველაფერზე შფოთის ატეხვა. მე მგონი თემა დასახურია.

Νικόλαος - აუ რამდენი ხანი უნდა არკვიოთ სიმართლე? ვიღაცამ თქვა საიდან მოვიდა სამი თითით პირჯვრისწერაო. ორი თითით საიდან მოვიდა? ის შემოიღო ეკლესიამ და მასვე ჰქონდა უფლება შეცვლის. ადრე არც ერთი თითით პირჯვრისწერა იყო შეცდომა, მაგრამ როცა მწვალებლურ შინაარსი ჩადეს აკრძალეს. სამი თითით პირჯვრისწერაში არაფერია მწვალებლური. სიმბოლოებს რომ დოგმატურ და უტყუარ მნიშვნელობას ანიჭებთ და სქიზმაში ხართ მაგაზე არ ფიქრობთ? უარყავით ჩვენი ეკლესიის უამრავი ხილული სასწაული და ცრუსასწული უწოდეთ. მარტო პირჯვრისწერა შეიცვალა? სხვა კანონები რომ შეიცვალა იმას რატომ არ აპროტესტებთ? რახან სქიზმამდე იყო? და იოანე ოქროპირი რამდენი თითით იწერდა პირჯვარს, ამ კონკრეტულ საკითხში მნიშვნელობა არ აქვს.

agmsarebeli - ნეტვორკ, ხომ შემოგთავაზე ხელნაწერში ნახვა? არ გირჩევნია იქ ნახო როგორ წერია? მემგონი მთაწმინდელთა თარგმანს ვერ აჯობებს ვერც ერთი ქართული თარგმანი. არ მეთანხმები? ამიტომ ამ წიგნში მოტანილი ფრაზა ვერაფრის მომცემია. დედანში გარკვევით წერია თითით და არა თითებით. ასე, რომ ეს ვერ გამოდგება არგუმენტად. ხო. რაც შეეხება პაექრობას და ჟინს არც მასეა საქმე, როგორც ამბობ. უბრალოდ ვცდილობთ ჩვენი სწავლება დავიცვათ ბოლომდე. ჩვენი რა, ეკლესიის, და კიდევ, ერთი ჩვენგან ყველა მართლმადიდბელი ვერ იქნება, ამიტომ სიტყვა -მართლმადიდებელი- როგორც საერთოობის გამოხატულება მოაცილე.

(ციტატა) (ნეტვორკი): "თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოქროპირის სწავლებაში შეუძლია თვითონ წავიდეს ხელნაწერთა ინშტიტუტში და გაარკვიოს იქ წერია "თითი" თუ "თითები"".

agmsarebeli - აგაშენა ღმერთმა, მეც მაგას არ გიკიჯინებთ. ნეტვორკ ისე იძახი თითქოს იცოდე ის ხელნაწერი. ვჩვენ კი, ვინც ვიცით, დაგვიჯერეთ, ან ერთად გადავამოწმოთ ისედაც ცხადი სიმართლე. გინდა წავიდეთ?

(ციტატა) (ნეტვორკი): "მე ეს დოკუმენტი დაგიპირისპირე, შენ ადექი წადი და გადაუღე ექვთიმე ათონელის თარგმანის ამ ფრაგმენტს და დამარწმუნე რომ ჩვენ ვცდებით".

agmsarebeli - ხელნაწერთა ინსტიტუტი ნინიას ბაღი კი არაა!! გადაღება აკრძალულია. იქ უნდა ერთად მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ. როგორც თქვი შორს არაა და მიღწევა შეიძლება. თუ არ დათანხმდები ამას, ჩავთლი რომ სიმართლეს გაურბიხარ.

P. S.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (agmsarebeli): "ძველმართლამდიდებელო, შენ ვერ გახდები ამ თემის შემჯამებელი, თითქოს ყველაფერი გაარკვიეთ და ჩვენც გაგვარკვიეთ".

(ციტატა) (afxazi): "ეს ცხადია, რა თქმა უნდა. როგორი ზომის პოსტებიც არ უნდა დადონ (სიდიდე ნაწერისა, ჩემის აზრით, იმის მაჩვენებელია, რომ აზრს ვერ გადმოსცემს წერილის ავტორი და სიდიდით ცდილობს თვაის ახვევას. შეგიძლიათ ამაზე არ შემედაოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია)".

გამარჯობათ ბატონებო! ჩემი შეჯამება (იგივე დასკვნა) ეს არის ჩემსა და თქვენს შორის არსებული პოლემიკის ჩემეული შეფასება, ჩემეული დასკვნა. ვფიქრობ ამისი უფლება ყველა ადამიანს გააჩნია. თქვენც შეგეძლოთ დაგედოთ ანალოგიური დასკვნები თქვენი მხრიდან. მაგრამ, ამჯერად ეს არ არის მთავარი.

ამ თემიდან ჩემი გასვლის შემდეგ, თუ დამიჯერებთ, აქ არც კი შემოვსულვარ და არ დავინტერესებულვარ, ვინ რა მიპასუხა ან გაგრძელდა თუ არა საერთოდ დავა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ აღმსარებელმა "ამიკრძალა" საკუთარი შეჯამებების გამოქვეყნება. მაშინ პასუხი საჭიროდ არ ჩავთვალე.

მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საკმარისზე მეტი საბუთი დავდე ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სიძველის საჩვენებლად და ბევრი დავწერე ფორუმის კვალობაზე იმაზეც, რომ სამი თითით პირჯვრისწერისა და "სახელობითი წყობით" კურთხევის გაცემის წესების წარმომავლობა უცნობია და ძველი წესის მათით შეცვლა უსაფუძვლოა. ამაზე საკმაოდ ვილაპარაკე და ამიტომაც ამჯერად არ მსურს ჩემს შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს პასუხები გავცე, თანაც, ტატუსიმ და ნეტვორკმა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და კარგი პოსტები დადეს ზოგიერთი შეხედულების სამხილებლად (თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი პასუხი თავის პოსტებზე, ვთხოვ მიმითითოს პოსტის ნომერი ამ თემაში და შევეცდები გავცე პასუხი).

მხოლოდ ერთს ვეტყვი აფხაზს: ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემი პოსტების სიდიდე დამოკიდებული იყო მათში ეკლესიური წყაროებისა და წმიდა მამების მოწმობათა სიმრავლეზე. შენი დასკვნა, რომელიც ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაგიკეთებია ჩემი პოსტების სიდიდის გამო, უფრო საკუთარი თავის დამშვიდების პოლიტიკას მაგონებს. გთხოვ საწყენად ნუ მიმიღებ, მაგრამ ნამდვილად გმართებს პოლემიკის დროს ობიექტურობა. ასეთი "არგუმენტი" შენს სიმართლეს ვერანაირად ვერ წაადგება.

ვნებათა ღელვა მცირედით მაინც თუ ჩაცხრა, მინდა ყველა ჩვენს ოპონენტს ვუთხრა, რომ სამწუხაროდ, საკითხებს განიხილავთ არასწორად; ანუ, არასწორია თქვენი მიდგომა მთელი რიგი მომენტებისადმი. არასწორია ძველმართლმადიდებელთა გამოცხადება "სქიზმატებად". არასწორია ჩააფრინდე ერთ მოწმობას და უგულებელჰყო ათასი... არასწორია წყაროდ დაიმოწმო "ეკლესიის გადმოცემა", რომელიც იწყება XVII საუკუნიდან და უგულებელჰყო "ეკლესიის გადმოცემა", რომელსაც დასაბამი თვით მოციქულთა დროიდან ეძლევა; არასწორია ჩვენთვის დაბრალება იმისა, რომ თითქოსდა წესებს ვაფეტიშებთ... არასწორად არის გაგებული ძველმართლმადიდებელთა ბრძოლის არსი ამ წესებისა და კანონებისთვის...

ფაქტია, რომ ამ საკითხმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა უსიყვარულობაც კი დაგვაბრალა (არადა სიმძაფრე არც თქვენს პასუხებს აკლია...). ერთის მხრივ ეს გასაგებიცაა, რადგან ალბათ, არსად, არასდროს, ამ თემაზე ამდენი არავის ულაპარაკია... მე ჩემს დასკვნაში გამომრჩა იმის თქმა, რომ საზოგადოდ, ეს პოლემიკა სასარგებლოა ყველასთვის, რადგან ის კი არ არის მთავარი, ეხლა დაიჯერებს თუ არა ვინმე ჩვენს ნათქვამს, არამედ ის, რომ დავიწყეთ მსჯელობა ამ თემაზე... როდესაც მეც თქვენსავით ოფიციალური ეკლესიის წევრი ვიყავი და პირველად გავიგე წყალპკურებითი ნათლობისა და პირჯვრისწერის (ცხადია, კიდევ სხვა მრავალი საკითხების) შესახებ, ანალოგიური რეაქცია მქონდა. მაგრამ, გავიდა დრო, თვითონ დავიწყე ამ საკითხების შესწავლა და მივედი იმ დასკვნამდე, რა დასკვნაც უკვე გაკეთებული მაქვს... იმედია თქვენც, ჩვენგან დამოუკიდებლად ხელს მოჰკიდებთ ამ საკითხების შესწავლას, გამოიკვლევთ მას არა ოფიციალური ეკლესიის ოფიციალური საეკლესიო პოლიტიკის პოზიციიდან, არამედ მეცნიერულად, ობიექტურად და გააკეთებთ ჯეროვან დასკვნებს... იმედი მაქვს, რომ მომავალში თქვენ გაიხსენებთ "ძველმართლმადიდებელს", "ნეტვორკს", "ტატუსის"... გაიხსენებთ რას გეუბნებოდნენ ისინი ამ საკითხებზე და მადლობას ეტყვით... როგორც მე ვუთხარი მადლობა აწ გარდაცვლილ ზურაბ ნარმანიას, ეპისკოპოს იონას და სხვებს, რომლებისაც არ მჯეროდა და განრისხებულიც კი ვიყავი მათზე, ვითარც "დედა ეკლესიის" წინააღმდეგ ამხედრებულ ადამიანებზე... მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა...

და ბოლოს უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არავისგან არაფერი მწყინს, საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ვერ გაგვიგეთ...

გულწრფელი პატივისცემით ყველას მიმართ.

ჩვენი მინაწერი: ამის შემდეგ დავა ამ ფორუმში პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ აღარ გაგრძელებულა..

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика