Главное меню:
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები
ძველმართლმადიდებელი -
ამდენად, მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ. აქ არაფერია სერაფიმეს შეურაცხმყოფელი. მომიტევეთ, მაგრამ თქვენ ცოტა არ იყოს ფანატიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მე ვმსჯელობ, ვიმოწმებ წყაროებს, თქვენ კი ისტერიულად მსაყვედურობთ. რა ვთქვი გაუგებარი? სერაფიმე წმინდანად არ მიაჩნდა იმდროინდელ სინოდს. გჯერათ იმდროინდელი სინოდის?
და იცით რატომ არ მიაჩნდა, იმიტომ, რომ არსებობდა ხმები, თითქოსდა სერაფიმე ძველმოწესეთა ოჯახიდან იყო. სადღეისოდ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამას ადასტურებენ. ასევე არსებობს ცნობები, რომ სერაფიმეს ცხოვრებაში მას უამრავი ისეთი სასწაული მიაწერეს, რაც ამ ადამიანს არ უქმნია.
ყოველივე ამასთან ერთად დავამატებთ, რომ სერაფიმე საროველი ქადაგებდა აშკარად მწვალებლურ შეხედულებებსაც. ასე, მაგალითად, მისი აზრით:
"რუსეთი ერთ ოკეანედ შეუერთდება სლავურ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს, შექმნიან ერთ უზარმაზარ სახალხო ოკეანეს, რომლის შესახებაც უფალმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა ყველა წმინდანის პირით:
მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, -
სერაფიმე ყალბი მესიანიზმის იდეით შეკაზმული ასეთი ნაცისტურ-
ამრიგად, მიუხედავად მათი დიდი დანაშაულისა ღმრთის წინაშე, ებრაელები იყვენენ და იქნებიან ღმრთის რჩეული ერი (?) (მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით შეუძლებელია ებრაელები აღემატნენ ჭეშმარიტ ისრაელს, უფლის ჭეშმარიტ სხეულს -
ანტიქრისტეს დროს ისინი (ანუ რუსები -
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა არ სურდა რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მმართველ ორგანოს, ე. წ. "წმინდა სინოდს". რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? ოფიციალური, გაბატონებული ეკლესიის ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი თავის სტატიებში ხაზს უსვამს სერაფიმე საროველის ძველმოწესეობრივ გარეგნობას -
უფრო დაწვრილებით სერაფიმეზე იხ. აქ.
http://www.oldorthodox.ge/wrl_serafime_saroveli.html
kinoteli -
agmsarebeli -
ხო, კურთხევის გაცემას რაც შეეხება, ანუ მაკურთხეველ მარჯვენას. ათონის უდიდესი სიწმინდე-
სურ. 8
ეს ხატიც აწყურისაა თუ არ ვცდები ისიც უძველესი.
მწვალებლის დაწერილია სტაროვერ???
agmsarebeli -
სურ. 9-
სურ. 11-
ათონის მთის, დოქიარის მონასტრის მთავარი სიწმინდე და მცველი, ღვთისმშობლის ხატი ,,მსწრაფლშემსმენელი"...მთელი ათონი მწვალებლურია ხო?
ძველმართლმადიდებელი -
sopo... -
ვერ გავიგე რისი თქმა გინდათ მარტო ასმუხლიანი კრებაა ავტორიტეტი და დანარჩენი არა? ანუ რუსეთის ეკლესიის მიერ დადგენილი სამთითით პირჯვირსწერა არა? და კრება სწორედ ეკლესიის ხმაა სხვა არაფერი. ეს წყარო იქნებ მოგვიყვანოთ რომ სამი თითის აღმოსაფხვრელად დააწესა?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე წარმოვადგინე ნიკოდიმოს მთაწმინდელის განმარტება "პიდალიონიდან" (ბერძნ. სჯულისკანონი, "მესაჭის წიგნი"), რომელიც ამბობს, რომ წმ. ბასილი დიდი თავის ხსენებულ ფრაზაში 91-
ეს განმარტება თუ არ დაგეზარათ გაგვიზიარეთ? სამი თითით პირჯვრისწერაა დაგმობილი?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): სანამ ამ ინგლისურენოვან მოწმობას არ გადამითარგმნიან (უკვე ვთხოვე ერთ ჩემს ახლობელს) და არ წავიკითხავ რა არის ნათქვამი, ვერაფერს გეტყვით.
კეთილი მანამდე თუ სხვა წყარო ვიპოვე რუსული დავდებ.
თქვენ თქვით რომ პირჯვრისწერისას ვერ გავიგებთ ვინ რა აზრს ჩადებს შიგნით ხომ ასეა? მე გიპასუხეთ რომ თუ ადამიანს ექნება განსხვავებული გულისთქმა მზაკვრულად კიარ დაიწყებს ჭკუათმყოფელი ამ ქვეაზრის ჩადებას არამედ მიიღებს რელიგიას რომელზეც ფიქრობს რომ სწორია.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ანნა კაშინსკაია (1368). მეუღლე -
http://www.krotov.info/yakov/6_bios/42/1368_anna_kash.htm
სხვა წყაროებში კი მოცემული რომ ხელი იყო მაკურთხებელი თუმცა გამოძიებამ ეს უარყო და გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და სიტუაციის გამწვავება.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BD%D0%BD%D0%B0_%D0%9A%D0%B0%D1%88%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F
http://www.pravenc.ru/text/115602.html
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ამრიგად, მოდი ჩვენს მოძღვრებს როცა აგინებენ თქვენი მოძღვრები არჩილ მინდიაშვილთან ერთად, იქნებ ურჩიოთ თავი შეიკავონ ამისგან. ვინ ვინ არის ამას ღმერთი გაარკვევს.
არვიცი არვყოფილვარ მოწმე ასეთი გინების.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): სასულიერო პირებს (იმდროინდელ სჯულის მოძღვრებსა და სინოდის წევრებს) თვითონ ქრისტე ამხილებდა დაუნდობლად. ზურგსუკან არავის ვამხელ, არამედ ყოველთვის პირდაპირ. გარდა ამისა, როდესაც წმიდა მამას გიმოწმებთ სასულიერო პირთა მხილების განმარტებით, უნდა მიიღოთ. წმიდა მამათა განმარტებების უარყოფა მართლმადიდებელთ არ ახასიათებს.
პირდაპირ როგორ? ისაუბრეთ მასთან? ან უფალი სად გვასწავლის მსგავს საქციელს ეს ვიკითხე.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რატომ უნდა მოვერიდო არჩილ მინდიაშვილის შესახებ აზრის გამოთქმას არ მესმის. იმისთვის რათა განიმარტოს თუ რატომ არის ხიბლში არჩილ მინდიაშვილი, მისი ქადაგებები უნდა გავარჩიოთ და იზამს ამას მოდერატორი? ამიტომ, მოდი ჩვენ პირჯვრისწერას მივხედოთ...
მე არ მესმის რა არის აქ გაუგბარი ასე ზედმიწევნით იცით სჯული და დაცვაც საჭიროა ალბათ ხომ, და როგორ განიხილავთ სხვისი სულიერი მანკიერების თუ ასეთად ხედავთ შეფასებას და მასზე დასკვნებს? ნუ ეს თუ არ გესმით რა ვქნა მე უძლური ვარ.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ამდენად, მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ. აქ არაფერია სერაფიმეს შეურაცხმყოფელი .ყოველივე ამასთან ერთად დავამატებთ, რომ სერაფიმე საროველი ქადაგებდა აშკარად მწვალებლურ შეხედულებებსაც. ასე, მაგალითად, მისი აზრით: "რუსეთი ერთ ოკეანედ შეუერთდება სლავურ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს, შექმნიან ერთ უზარმაზარ სახალხო ოკეანეს, რომლის შესახებაც უფალმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა ყველა წმინდანის პირით: მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, -
ეს ციტატები რომ მას ეკუთვნის იქნებ კონკრეტული წყარო დადოთ ობიექტურად შეფასებისთვის ან ის რომ ასეთი აზრები მწვალებლობაა.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მომიტევეთ, მაგრამ თქვენ ცოტა არ იყოს ფანატიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მე ვმსჯელობ, ვიმოწმებ წყაროებს, თქვენ კი ისტერიულად მსაყვედურობთ.
რა საოცარია... ჩემზეც ამ შთაბეჭდილებას ტოვებთ. ისტერიკა იქნებ რომელიმე ჩემი პოსტით დაგედასტურებინათ, მეტი პრობ არ მაქვს ცხოვრებაში? თითების რაოდენობაზე დავიმართო ისტერიკა, ვაფიქსირებ პოზიციებს და თუ სადმე გელანდებათ ასეთი დამოკიდებულება საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. და სიმართლე გითხრათ ჩემი აზრით ისტერიკა ორი თითის და მსგავს მიზეზთა გამო რადიკალური ზომების და ვაიუშველებელის ატეხვა და ეკლესიის დაუმორჩილებლობაა, ამბიონიდან ყველა მოწინააღმდეგის იქნებ ეს სასულიერო პირი თუ სხვა სულიერი მდგომარეობების შეფასებაა, -
afxazi -
მეგობარო გულწრფელად გამკვირვებია. ამას არავინ არ უარყოფს და აღინიშნა კიდეც, მაგრამ სამი თითით პირჯვრის გადაწერა რატომ არის მწვალებლური ეს ვერ გავიგე. არ გამოვა ასე, ყველაფერს მწვალებლობას ეძახი.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ყოველივე ამასთან ერთად დავამატებთ, რომ სერაფიმე საროველი ქადაგებდა აშკარად მწვალებლურ შეხედულებებსაც. ასე, მაგალითად, მისი აზრით: "რუსეთი ერთ ოკეანედ შეუერთდება სლავურ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს, შექმნიან ერთ უზარმაზარ სახალხო ოკეანეს, რომლის შესახებაც უფალმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა ყველა წმინდანის პირით: მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, -
ან აქ რა არის მწვალებლობა ესეც ვერ გავიგე. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული იმპერიალისტური გავლენის შედეგია და მეტი არაფერი. საფიქრებელია, რომ არ გესმის რა არის მწვალებლობა. ამდენი ხანია თვალს ვადევნებ შენს პოსტებს და ვერ მივხვდი რატომ არ უნდა გადავიწერო პირვარი სამი შეერთებული და ორი მოხრილი თითით.
ძველმართლმადიდებელი -
თუ შეიძლება მითხარით, ჯვარცმულის აღსარებას პირჯვრისწერის დროს რომელი თითებით გამოხატავთ სამით თუ ორით? თუ სამით, რატომ? ვინ იყოს ჯვარცმული სამება თუ განკაცებული მაცხოვარი კაცობრივი ბუნებით?
თქვენს პირჯვრისწერაში ორი მოკეცილი თითი არაფერს ნიშნავს. დამისახელე კრებითი დადგენილება, სადაც ეს ორი მოკეცილი თითია განმარტებული. მე გითხარით, რომ ამ მოკეცილ თითებზე მოგვიანებით მოიფიქრეს განმარტება, რადგან მიხვდნენ უსაფუძვლობას და ერეტიკულობას სამი თითით პირჯვრის გადაწერისა, რამეთუ ჯვარცმული იყო ქრისტე და არა სამება. თანაც რატომ არის ორთი თითი უკანა პლანზე გადაწეული? და რატომ არ არის წინა პლანზე? განა ასე უფრო ლოგიკური არ იქნებოდა?
ან რა აუცილებლობით შეცვალეს ორი თითით პირჯვრისწერა სამით? რა გაუჭირდათ ასეთი? რა მიზანი ჰქონდა ასეთ ცვლილებას? გიფიქრიათ ამაზე? იცით რამე ამის შესახებ? გაქვთ რაიმე ისტორიული ცნობები, რომელიც გაამართლებდა ამგვარ ცვლილებას?
ხვალ ლიტურგია რომ შეგვიცვალონ და ათასგვარი "გამამართლებელი" არგუმენტები დადონ დაეთანხმები ამგვარ ცვლილებას? და თვითონ თავგამოდებით არ იცავ სამ თითს?
დღემდე ვერავინ ვერანაირი მოწმობა წარმომიდგინა იმისა, თუ რომელი წმინდანი განმარტავს სამი თითით პირჯვრისწერას; ან რომელი იწერდა პირჯვარს სამი თითით.
მე ვაქვეყნებ ისტორულ წყაროებს, რათა გიჩვენოთ, როგორ გავრცელებაში იყო ორი თითით პირჯვრისწერა. რომ ის იყო მართლმადიდებლური... რომ ეს მართლმადიდებლური წესი გამოაცხადეს მწვალებლობად... და იცით რას ნიშნავს მართლმადიდებლური გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადება?
ეს არის საანათემო საქმე. ეს თავად არის მწვალებლობა. მართლმადიდებლობის სახელით მართლმადიდებლობისვე დევნა. აი, რა დევს ნიკონის რეფორმებსა და მის მხარდამჭერთა აქციებში.
იცით, მე რა მსურს და რას ვნატრობ, იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ძველ წესებს და გადმოცემებს და აღადგინოს ის, რაც მას ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში... ეს კი რატომღაც ზოგს არ მოსწონს... მე არ მსურს (თუნდაც არ იყოს მწვალებლური და იყოს არაფრის მთქმელი) პირჯვარი გადავიწერო წმიდა მამებისთვის უცნობი და გაუგებარი წესით? განკითხვის დღეზე არ ფიქრობთ?
წმიდა მამებმა განმარტეს ორი თითით პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის წყობა. ანათემას გადასცეს ყველა ვინც ასე არ გადაიწერს პირჯვარს და მოათავსეს ის იმ მწვალებლობიდან გადმოსულთა წესში, რომელმაც პირველმა დაიწყო პირჯვრის საწერი თითების ცვლილებები...
მე შიში მიპყრობს როცა ეს ფორმულა მესმის: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება". ალტერნატიული თითების კომბინაციები პირჯვრისსაწერად მამებს არ მოუციათ და რატომ უნდა ვიფილოსოფოსოთ ეხლა?
ედიშერ ჭელიძე მიშველის მე განკითხვის დღეს, თუ იმ დღიდან შეჩვენებული ვიქნები, რა დღიდანაც პირჯვარს დავიწერ არა ორი თითით?
მე უბრალოდ ვმსჯელობ თქვენთან, როგორც გინდათ ისე გადაიწერეთ პირჯვარი, ნება თქვენია. მაგრამ, სინდისი არ მაძლევს უფლებას არ წარმოგიდგინოთ ის მასალები, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.
მითხარით გულახდილად... ამ წყაროებიდან რამდენს იცნობდით? რომლის შესახებ გსმენიათ? ვგონებ არცერთის!... იმიტომ, რომ მიჩქმალულია... მე კეთილი განზრახვით მსურს, რომ თქვენ ყველანი დაინტერესდეთ ამ საკითხით... თორემ, ეხლა ძველმართლმადიდებელთა ეკლესიაში მასობრივი გადმოსვლები და ნათლობის რიგები რომ არ დადგება მეც კარგად ვიცი... ვაკვირდები ჩემი ერის ფსიქოლოგიას... რა აინტერესებს, რისკენ მიისწრაფვის...
ზოგი ისე მედავება თითქოს რაღაც საშინელება მეთქვას...
ბედიის ბარძიმზეც არის ქრისტეს გამოსახულებები, სადაც ნაჩვენებია ორი თითი.
http://saunje.ge/index.php?option=com_content&view=article&id=254:2010-
ეს ჩვენი წესია, ქართული, მართლმადიდებლური და ის მოციქულთაგან და ბერძენი მამებისგან მივიღეთ.
სამი თითი უცხოა ქართული მართლმადიდებლისთვის!
ამ დღეებში მინდა დავდო არქიმანდრიტ რაფაელის წიგნიდან ერთი თავი (სათაური არ მახსოვს და წიგნიც მოსაძებნი მაქვს). ამ თავში ლაპარაკია სიმბოლოთა მნიშვნლეობაზე მართლმადიდებლობაში. ჩემს მრავალ ოპონენტს მინდა გავაცნო მათი ავტორიტეტული მოძღვრის მტკიცებულებები, რათა გაარკვიონ რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკას. რომ სიმბოლიკის დარღვევით შეიძლება ქადაგებულ იქნას მწვალებლობა... რომ გაუფრთხილდნენ სიმბოლიკას.... ეს არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი... ვინც ამას ამტკიცებს ის ან გაუნათლებელია, ან არამართლმადიდებელი და მცირედმორწმუნე...
ერთმა ფანატკოსი ხარო, მეორემ უზრდელიო... არც ერთი ვარ და არც მეორე....
თქვენს ჩემდამი და ძველმართლმადიდებელთადმი დამოკიდებულებას დააკვირდით... ნახეთ რა იგრძნობა მათ წერილებში, გამონათქვამებში...
სრულიად უდანაშაულო ხალხი გამოცხადებული გყავთ "რასკოლნიკებად"... რატომ? მათ განახორციელეს "რასკოლი" თუ ნიკონმა?
თუ ნიკონმა, მაშინ "რასკოლნიკი" არის ნიკონი და ყველა მისი მიმდევარი და ამღიარებელი...
თქვენი ეკლესიაც ხომ ნიკონიანური ეკლესიის თანამოძმეა... რასკოლნიკური ეკლესიის თანამოძმე....
ძველმორწმუნეთა თანამოძმეობა გერცხვინებათ... "სტაროვერებს" გვეძახით, რუსული სახელწოდებით მოგვმართავთ... რატომ? ქართველი ვარ, მართლმადიდებელი, რა შუაშია აქ რუსი?
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხეთქილება რომ მოხდა XI საუკუნეში, ჩვენ აღმოსავლეთის მხარდამჭერები აღმოვჩნდით, და რა "ბერძნები" ვართ?
ეკლესიის ისტორიაში, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგჯერ უმნიშვნელოვანესი საეკლესიო პერიპეტიები ამა თუ იმ კონკრებული ერის ზურგზე გადადიოდა. ესენი იყვნენ რომაელები, ბერძნები, მე-
დადგება დრო და ყველა მიხვდება, რომ ძველმორწმუნეებმა მთელი მსოფლიოსთვის შეინარჩუნეს ძველი, მადლმოსილი ლიტურგიკული პრაქტიკა და ამისთვის მათ ქება ეკუთვნით და არა გინება.
ორიოდ სიტყვით მინდა კიდევ "აღმსარებელის" მიერ დამოწმებულ ხატებს გამოვეხმაურო... რა არის ეს? გაუგებრობა, მდარე ინტელექტი თუ რა? როგორ ვთქვა რომ შეურაცხყოფაში არ ჩამეთვალოს...
ვლაპარაკობ სახელობით წყობაზე, და მოჰყავთ ხატები სხვაგვარი წყობით და თან მეუბნებიან თითქოსდა ეს მე მწვალებლობად გამოვაცხადე. ნუთუ არ შეგიძლიათ დადოთ ერთი მეორის გვერდით სახელობითი წყობის ხატები და ანჩისხატი და დააკვირდეთ განსხვავებას თითებში? ასე პირველი კლასის მოსწავლეებს ათამაშებენ გონების გასავარჯიშებლად....
დაიდოს "აღმსარებელმა" ასეთი ხატები და ივარჯიშოს... სხვა რა ვქნა...
მოკლედ, თუ შევაჯამებთ განვლილ პოლემიკას. გამოიკვეთება ერთი რამ:
უმთავრესი: არავინ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის ძველთუძველესი წესი, მართლმადიდებლური და სრულიად მაცხოვნებელი. აზრთა სხვაობაა სამი თითით და ერთი თითით პირჯვრისწერის მართებულობაში. ჩვენ არ ვცნობ ერთი თითით პირჯვრისწერას, რადგან ვიცით, რომ ორი თითით პირვჯრისწერის ფორმულა პირდაპირ ერთთითიანი პირჯვრისწერის საწინააღმდეგოდ არის მიღებული.... ამ ფორმულის შემდეგ არ არსებობდა სხვა კრება, რომელსაც გაეუქმებინოს იგი, გარდა 1667 წლის ნიკონიანური კრებისა, რომელმაც ორი თითი დასწყევლა... ანუ დასწყევლა მართლმადიდებლობა და მხოლოდ 1971 წელს აღიარა რომ შეცდა... დანარჩენი თითების წყობიდან სახელობითი კურთხევის წყობა ასევე არის უცნობი, ხოლო სხვა წყობები, (მაგ. ანჩისხატისა) არ გამოხატავს საკურთხებელ ან პირჯვრისსაწერ კომბინაციას. ისინი, მეცნიერთა აზრით, არის მოქმედების, დინამიურობის, მქადაგებლური ჟესტის გამოხატულება...
ასეთია ჩემი მოკლე დასკვნა.
დანარჩენს თქვენგან ველოდები.
პ. ს. რაც შეეხება სერაფიმე საროველს. მე მივანიშნე რა არის იქ მწვალებლური... ცოტა არაკორექტულად გამოგივიდა, როცა წარმომიდგინე მისი იმპერიული შეხედულებები და მითხარი, რომ ამაში არაფერია მწვალებლური... სწორია, არაფერია, მაგრამ წმინდანი იმპერიული ოცნებებით? ეს ცოტა გაუგებარია!
დღეს მინდა გამოვაქვეყნო კიდევ ორი ძალიან საინტერესო ისორული მოწმობა ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ. ვფიქრობ ეს მასალები თქვენც გამოგადგებათ საჭირო შემთხვევაში.
პატივისცემით. ძველმართლმადიდებელი.
ნაწყვეტი ნაშრომიდან "პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ"
http://www.oldorthodox.ge/apl_pirjvriscera_sarchevi.html
"რადგანაც იაკობიტელთა მწვალებლობა მონოფიზიტური ერესის ნაშიერია, რაც კონსტანტინეპოლელი არქიმანდრიტის ევტიქის სახელს უკავშირდება, უეჭველია, რომ მონოფიზიტთა და იაკობიტთა მიღების წესიც, იმავე დროს და იქვე, კონსტანტინეპოლში იქნებოდა დადგენილი, რასაც ადასტურებს ავტორიტეტული მკვლევარი და ისტორიკოსი, პროფ. ნ. კაპტერევი თავის ნაშრომში, "Патриарх Никон и царь Алексей Михайлович". ცნობილი იაკობიტელი ისტორიკოსის, ასემანის ცნობაზე დაყრდნობით, ის წერს:
"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის.
"ხანგრძლივი დავის შემდეგ, -
ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერსოა ის, რომ ქართული ეკლესიაც, ბერძნულის დარად, ზემორეხსენეულ მწვალებელთა მიღებისას ამ წესით სარგებლობდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა".
ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია:
"რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-
"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაფლვითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩვენებულ იყავნ!"
"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
ქ-
შეჩვენების მოცემული ფორმულა გამორიცხავს თითების წყობის ყოველ სხვაგვარ კომბინაციას პირჯვრის საწერად ან კურთხევის გასაცემად. მონოფიზიტების მიღების წესში ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი თითით ჯვრის გარდასახვაში, რომელშიც გამოხატულია მონოფიზიტური სწავლება ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ -
მოკლედ, ცხადია, რომ "სწორედ მონოფიზიტურმა მწვალებლობამ მოიფიქრა ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა" (Н. Каптерев. "Время патриаршества Иосифа", вып. 1, стр. 83. Арсений Уральский. "Оправдание старообрядческой святой Христовой Церкви в ответах на притязательные и недоумительные вопросы нашего времени. Яссы, 1887 г., стр. 84).
დაბოლოს, როგორ შეიძლება გავიზიაროთ ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მტკიცება თითქოსდა თითთაწყობის რაიმე წესი "უცნობია ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ედ. ჭელიძე), ან ძველი ქრისტეანობისთვის მაშინ, როდესაც ქრისტეანულ ხელოვნებაში არსებობს ამ მტკიცებულების სიცრუის მამხილებელი უამრავი დოკუმენტი. სრულიად სამართლიანია ქვემოთ მოყვანილ ციტატაში გამოთქმული აზრი, რომ:
"პირჯვრისსაწერი თითების წყობის შესწავლის საკითხში, ჩვენი აზრით, აუცილებელია, ვიხელმძღვანელოთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებითაც, რომლებიც, როგორც ერთგვარი ისტორია, დაგვეხმარება უფრო მეტი სისრულით გავცეთ პასუხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრისსაწერი ამა თუ იმ წესის არსებობის საკითხს" ("Двоеперстие в памятниках искусства и письменности", Барнаул, 2001 г., стр. 16).
* * *
ყველაზე ადრეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ ბერძნებში გამოიყენებოდა ორი თითით პირჯვრისწერის წესი ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში.
იმის სურვილით, რომ შეერიგებინა მონოფიზიტები მართლმადიდებლებთან, ანუ მელქიტებთან, -
"ილია გევერის გარდა, -
ასე მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო პირჯვარს, მონოთელიტთა მსგავსად, იწერენ ერთი თითით, მაშინ, როდესაც "თითები ჯვრის ნიშის გამოხატვისას ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამი იპოსტასი". ე. ი., მართებულ პირჯვრისწერის წესად მიაჩნდა ორი თითით პირჯვრისწერა.
ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრის წერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).
"ზოგიერთი ცდილობს, -
ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-
თეორიანემ აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინეპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია.
თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ, მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს, და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა -
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში და მთელს საბერძნეთში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-
ძველმართლმადიდებელი.
kinoteli -
sopo... – (ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): ან რა აუცილებლობით შეცვალეს ორი თითით პირჯვრისწერა სამით? რა გაუჭირდათ ასეთი? რა მიზანი ჰქონდა ასეთ ცვლილებას? გიფიქრიათ ამაზე? იცით რამე ამის შესახებ? გაქვთ რაიმე ისტორიული ცნობები, რომელიც გაამართლებდა ამგვარ ცვლილებას?
სამებაა ჩვენი რწმენის ფუნდამენტი და სამი თითით აღმსარებლობა ნათქვამი.
(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): და იცით რას ნიშნავს მართლმადიდებლური გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადება? ეს არის საანათემო საქმე. ეს თავად არის მწვალებლობა. მართლმადიდებლობის სახელით მართლმადიდებლობისვე დევნა. აი, რა დევს ნიკონის რეფორმებსა და მის მხარდამჭერთა აქციებში.
ამ კრებაზე გასაგებია რომ იყო ბერძნული გავლენა, თუმცა აქ ნათქვამია რომ განიხილებოდა საკითხი რომ შეესაბამებოდა თუ არა ეს რეფორმები მართლმადიდებლობას, და რადგან გადაწყვიტეს დადებითად, ანათემის მიზეზად გამოაცხადეს არა პირჯვრისწერა ორი თითით არამედ ეკლესიის კრების და იერარქთა დაუმორჩილებლობა, თუმცა იმ ფორმას დევნას არანარი გამართლება არ აქვს.
http://www.pravenc.ru/text/%D0%91%D0%9E%D0%9B%D0%AC%D0%A8%D0%9E%D0%99%20%D0%9C%D0%9E%D0%A1%D0%9A%D0%9E%D0%92%D0%A1%D0%9A%D0%98%D0%99%20%D0%A1%D0%9E%D0%91%D0%9E%D0%A0%201666-
ანუ მარტივად იყო ერთი თითით შეიცვალა ეკლესიის მიერ ორით და მერე ისევ ეკლესიის მიერ სამით, არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას , და ვემორჩილებით, ვერ ვხედავ მიზეზს სხვაგვარად მოქცევის ასე ერთიდან ორზე არაფრის დიდებით არ უნდა გადავსულიყავით, ხელში გვიჭირავს ეკლესიის დადგენილება ორთითზე (1551 წლის კრება და დოგმატიკონი) და ეკლესია ცვლის თავის დაგენილებას და მისი პრეროგატივაცაა...
(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): ძველმართლმადიდებელთა ეკლესიაში მასობრივი გადმოსვლები და ნათლობის რიგები რომ არ დადგება მეც კარგად ვიცი.
რა ვქნა არ მოიწყინო... თავად აღარ გიფიქრია ეკლესიაში დაბრუნებაზე?
(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): დღემდე ვერავინ ვერანაირი მოწმობა წარმომიდგინა იმისა, თუ რომელი წმინდანი განმარტავს სამი თითით პირჯვრისწერას; ან რომელი იწერდა პირჯვარს სამი თითით. ორიოდ სიტყვით მინდა კიდევ "აღმსარებელის" მიერ დამოწმებულ ხატებს გამოვეხმაურო... რა არის ეს? გაუგებრობა, მდარე ინტელექტი თუ რა? როგორ ვთქვა რომ შეურაცხყოფაში არ ჩამეთვალოს...
და კიდევ გიკვირს შენიშვნები ამბიონზე მართლის პოზიციიდან გველაპარაკები შეცდომილებაში მყოფთ, იარლიყებს აწებებ მოძღვრებს თან ამბობ არ გესმის თავი რატომ უნდა შეიკავო, განკითხვის დღის თითების გამო გეშინია და განკითხვზე არ ფიქრობ აბა სხვა რა ქვია ამ საქციელს ? მარტო განკითხვა საკმარისია ჯოჯოხეთისთვის, ან ეს შეურაცხყოფა აღმსარებლის შენც არ მოგიყვანია ხატის სახით თუნდაც პირჯვრისწერა ყველა მაკურთხებელი ხელია, აღმსარებელმა კი მაკურთხებელი ხელის სხვა წყობა წარმოადგინა, ხატში კი ყოველთვის შინაარსია ჩადებული... ბოლო საუკუნის წმინდანები წმ ეგნტე ბრიანჩანინოვი, წმ ტიხონ ზადონელი, მამა გაბრიელი ყველა სამთითიანი წყობით იწერდა ხომ, და განკითხვის დღეს არ მგონია ეს ყოფილიყო დაბრკოლება... ბოლო აბზაცში სმაილები კი ვერ მოვძებნე იმედია თხრობით ტონში წაიკითხავ და სწორედ გაიგებ.
agmsarebeli -
ძველმართლმადიდებელი -
damiane80 -
დასკვნა 1-
მეორე საკითხი, რომელსაც შენ პირველთან ერთად აყენებ არის ის, რომ არასწორია და შეჩვენებას იმსახურებს სამი თითით პირჯვრის გადაწერის წესი.
მსჯელობის ლოგიკა ასეთია, რადგან სწორია ძველი 2 თითით პირჯვრის გადაწერა, არასწორია ყველა სხვა...
სანამ წყაროების ანალიზზე გადავიდოდე, პირველ რიგში მინდა ვქვა 2 სიტყვით პირჯვრის წერისას თითების წყობისა და მისი შინაარსის შესახებ 2 თითი პირჯვრის წერისას და 3 თითით პირჯვრის წერაზე.
აქ შენ მოყვანილი გყავს, რუსეთის პატრიარქის იობის წერილი ქართველი მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი, სადაც ნათქვამია: "ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი -
აღნიშნული ტექსტზე შენი კომენტარი იყო ასეთი: "აქ ჯვართან მიმართებაში არის ორი თითი რადგან ქრისტეა ჯვარცმული და არა სამება".
მე მგონი, ეს არის კლასიკური შემთხვევა ტექსტი წაიკითხოს ისე როგორც გაწყობს. თავად შენს მიერვე მოყვანილ პატრიარქ იობის სიტყვებში ვკითხულობთ, რომ 2 თითი, გამოსახავს ქრისტეს 2 ბუნებას (და არა ჯვარცმას ამ შემთხვევაში), ხოლო სამი წმინდა სამებას. პატრიარქი არსად ამბობს, რომ 2 თითია არის ჯვარცმასთან მიმართებაში და საერთოდაც მის ამ სიტყვებში სიტყვა "ჯვარცმა"საერთოდ არ არის ნახსენები.
სხვაგან სამი თითით პირჯვრის წერაზე შენ ამბობ... "მიუღებელია, რადგან თუ სამი თითი გამოხატავს სამების ერთარსობისადმი რწმენას, გამოდის რომ ჯვარცმულა წმ. სამება (ღმერთო მომიტევე!) და არა მაცხოვარი". გაუგებარია საიდან ეს განმარტება, შენ თუ დამისახლებ მსგავს განმარტების თუნდაც ერთ ავტორიტეტულ წყაროს (შენს გარდა ), კი ბატონო მაშინ... გარდა ამისა, თუ მასე შევხედავთ პირჯვრის გადაწერაში მონაწილეობს ხუთივე თითი (მთლიანად მარჯვენა ხელი) და არა მხოლოდ 2 თითი. ამის დასტურად ვიმოწმებ ისევ შენს მიერ მოყვანილ წყაროს:
"ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრის წერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).
უფრო შორს მიდის შენს მიერვე მოყვანილი ეს წყარო: "ასე მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო პირჯვარს, მონოთელიტთა მსგავსად, იწერენ ერთი თითით, "მაშინ, როდესაც თითები ჯვრის ნიშის გამოხატვისას ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამი იპოსტასი".
აქაც ხაზგასმულია, რომ თითებით ჯვრის ნიშის გამოხატვისას უნდა აღინიშნებოდეს როგორც ქრისტეს 2 ბუნება, ისე სამებაც... თუმცა რა თქმა უნდა, ამას არავინ განმარტავს ისე, როგორც შენ (და არ გავიმეორებ ახლა ამას). ნუ თუ შენ საკუთარ წყაროების არ გჯერა, მაშინ ვეღარაფერს ვიზამ...
აქედან დასკვნა, სავალდებულო და დოგმატური წესია, რომ პირჯვრის წერა გამოხატავდეს მაცხოვრის 2 ბუნებას და სამების ერთარსებას. ამის ზევით რაც არის, ეს წმინდა წყლის შენი ფანტაზიის ნაყოფია და ნუ გეწყინება.
ეს რაც შეეხებოდა შინაარს, ახლა წყაროები განვიხილოთ:
1. შენი უპირველესი არგუმენტია წმინდა არსენ იყალთოელის "დოგმატიკონიდან" სიტყვები: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
ამ სიტყვებს საკმაოდ ხშირად გვახსენებ და წინა პოსტებში კიდევ ერთხელ შეგვახენე განკითხვის დღის მოლოდინში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ სერიოზულ საკითხზე არგუმენტი შენ თავად გაქვს მოყვანილი. კერძოდ:
"ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია: "რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-
"ქ-
ანუ სრულიად ნათელია, რომ ეს წესი მიღებულია სწორედ დოგმატური შინაარსის ცვლილების საწინააღმდეგოდ (ქრისტეს ერთი ბუნების საწინააღმდეგოდ). ეს წესი საერთოდ არ მსჯელობს 3 თითით პირჯვრის გადაწერის საკითხზე, რადგან როგორც ჩანს ეს საკითხი, მაშინ უცნობი იყო. ამას შენც ადასტურებ:
"არსენ იყალთოელის დროს კი სამი თითით პირჯვრისწერა არ არსებობდა და როგორ უნდა გამოეხატა ეკლესიას თავისი პოზიცია იმის მიმართ რაც არ იყო?იყო ერთი თითით პირჯვრის წერის წესი და გამოხატა კიდეც თავისი დამოკიდებულება მის მიმართ, -
ამგვარად, ერთი თითით პირჯვრის გადაწერის შეჩვენება განაპირობა სწორედ იმან, რომ 1 თითით პირჯვრის წერა ნიშნავდა ქრისტეს ერთი ბუნების აღიარებას, ხოლო 2-
აქედან გამომდინარე, შენთვის მომინდვია დასკვნა იმაზე, შეაჩვენებდა თუ არა არსენ იყალთოელის დოგმატიკონი პირჯვრის წერის წესს, რომელიც ქრისტეს 2 ბუნებას და სამების ერთარსებას აღიარებს...
2. მეორე წყაროდ შენ უთითებ ასმუხლიან კრებას (1551) წელს და ამბობ, რომ "ასმუხლიანი" კრების (1551 წ.) მიერ ეს კრულვა, ასევე ქრისტოლოგიური და ტრიადოლოგიური დოგმატის დარღვევის საპირისპიროდ, უკვე სამი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული".
ამის დასადასტურებლად მოგყავს უდიდესი რუსი მკვლევარის ზენკოვსკის სიტყვები:
"собор решительно настоял, чтобы русская церковь пользовалась древним двухперстным знамением и запретил пользоваться "новым" трехперстным знамением, введенным в греческой церкви в тринадцатом-
ან მე არ ვიცი რუსული, ან ზენკოვსკი წერს სხვა რამეს, გთხოვ მითხრა "собор решительно настоял"-
ამ წყაროზე სხვას ვერაფერს ვიტყვი, რადგან რაც მოიყვანე ტექსტი რუსულად, არ ადასტურებს იმას, რასაც წერ ქართულად... თუ გასწორდება ეს საკითხი, შემდეგ ვიმსჯელოთ ამაზე.
გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ეს წესი (სამი თითით პირჯვრის წერისა, სულაც არ ყოფილა რუსული, როგორც თავიდან გეგონა, არამედ ჯერ კიდევ 13-
3. ხატებზე მითიტებას რაც შეეხება, შენ ამბობ:
"დანარჩენი თითების წყობიდან სახელობითი კურთხევის წყობა ასევე არის უცნობი, ხოლო სხვა წყობები, (მაგ. ანჩისხატისა) არ გამოხატავს საკურთხებელ ან პირჯვრისსაწერ კომბინაციას. ისინი, მეცნიერთა აზრით, არის მოქმედების, დინამიურობის, მქადაგებლური ჟესტის გამოხატულება..."
ასე კიდე პირველი კლასელები ცდილობენ თავის დაძვრენას...
"დაიდოს "აღმსარებელმა" ასეთი ხატები და ივარჯიშოს..."
ხატების საკითხი შენი წამოწეულია ამ თემაში, ამიტომ შენც რომ გაივარჯიშო მაგალითად ქვემოთ მოყვანილ საკითხზე არ გაწყენს. კერძოდ:
ქრისტეს მონოგრამის შესახებ, ერთგან შენ წერდი შემდეგს:
"რაც შეეხება იესუს სახელის გამოსახვას თითებით, ეს არის აბსურდი, რომელიც ნიკონ პატრიარქის რეფორმების დროს დაამკვიდრეს ბერძნებმა რუსეთში, შემდეგ კი რუსმა ეგზარქოსებმა საქართველოში. მე ვლაპარაკობ სახელობით წყობაზე, IС XC, რომელიც ქრისტეანობის ადრინდელ ძეგლებში, არსად, არ მოიხსენიება. პროფ. გოლუბინსკის ვარაუდით ეს სიმბოლო შემოვიდა დაახლ. 16-
ხოდა რა ხდება ახლა, ეს "მე-
მეტი დამაჯერებლობისათვის კიდევ ერთხელ ვაკოპირებ შენსავე მოყვანილ წყაროებს:
http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg
ა ბატონო იგევეა აქაც:
http://www.oldorthodox.ge/images/10%20(44).jpg
ეს კიდევ უფრო ძველი ჩანს და საინტერესოა რომელი ტაძრისაა?
აქ კიდევ ერთი:
http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg
4. და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც შენი აზრი მაინტერესებს, არის ისტორიული ფაქტი, რომელიც წინა პოსტებში ითქვა, რომ
"რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა) ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-
აქედან 2 კითხვაა, თუ სამი თითით პირჯვრის წერა მწვალებლობაა, მაშინ რით აიხსნება ასეთი ევქარისტიული ერთობა (თუნდაც ფორმალურ დონეზე)???
რაც შეეხება შენს დამრიგებლურ მოწოდებებს, მართლა დარწმუნებული ვარ რომ მხოლოდ გულწრფელი განზრახვები გამოძრავებს შენი მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა წარმოიდგინე შენ იგივე მქადაგებლური ტონით და გულწრფელი განზრახვებით აპოლეგიტიკის განყოფილებაში გვიქადაგებდა მოყვასი (რასელისტი), Otherguy (არიანელი) და სხვანი და სხვანი. ჩვენ გვჯერა თქვენი გულწრფელობის, მაგრამ უფრო მეტად გვწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოძღვრების და ამ მოძღვრების არსის, რომელშიც ფორმა მოცემულია მხოლოდ შინაარსის გადმოსაცემად და მთავარი შინაარსია... (მით უფრო, როდესაც ფორმა მწვალებლობად შერაცხის საფუზველი ხდება)... შაბათი შეიქმნა კაცთათვის და არა კაცი შაბათისათვის. პირჯვრის წერის წესში ჩვენ მოვიაზრებთ სამებას ერთარსებას და ქრისტეს 2 ბუნებას (ისევე როგორც თქვენ), მაშინ რატომ გვიწოდებთ მწვალებლებს, შე დალოცვლილო.
საკუთარ თავს მაინც კითხე, თუ ასეთი მწვალებლობა იყო, როგრ მიიღო ეს წესი საბერძნეთმა (რომ რაიმე კრებები არ არის ცნობილი) ან სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმა. ამაზე პასუხი არ არის...
ჩვენი მართლმადიდებლუირი წესი არ 2 თითი პირჯვრის წერას და მით უფრო შთაფვლით მონათვლას მიიჩნევს სწორად (მით უმეტეს რომ შთაფვლით ნათლობა დღესაც ზალიან ხშირია ჩვენს ეკლესიაში), ეს შენ გვიწოდებ მწვალებლებს და მოუნათლავებს და აქედან გამომდინარე თავადვე განსაზღვრე, ვინ უნდა მოთოკოს თავისი პატივმოყვარება და გადადგას ნაბიჯი მოყვასისაკენ.
ერთობის იმედით.
დამიანე.
Adam -
(ციტატა) (kinoteli): სტაროვერ პასუხი არ მომეცი ხატებთან დაკავშირებით... 1000 ხატიდან 100_ია ორი თითის წყობით. რას იტყვი ამაზე... მთელი 2000 წელი ცდებოდნენ და თქვენ ხართ მართლები... რაღაც სიჯიუტეს გავს, გაბრაზებული კაცის სიჯიუტეს...
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (კანუდოსელი): მათ ამხელა პერიოდის გამო არ ჰქონდათ სასულიერო აკადემიები და ამიტომ იქ დონე ისეთია, რომ ბევრი შავბნელი "მართლმადიდებელი" მათთან შედარებით ინტელექტუალურ ზენიტს მოგაგონებს. ნუ, რას იზავ...ასეა რეალობა და უფრო მთავარი რეალობა ისაა, რომ დანაშაულის ლომის წილი მოსკოვზეა და სქიზმის ინსპირირებაც მან დაიწყო. ამიტომ სრულიად გასაგებია ჩემთვის მათი პოზიცია, როგორც გაბრაზებულების პოზიცია...თუმცა ეს გულუბრყვილო თითების და სხვა სიმბოლოების ჩაციკლული თეორიები ცხადია ღიმილის მომგვრელია.
ძველმართლმადიდებელი -
ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი? ორივე ერთად!
(ციტატა) (sopo...): "ვერ გავიგე რისი თქმა გინდათ მარტო ასმუხლიანი კრებაა ავტორიტეტი და დანარჩენი არა?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "რუსეთის ეკლესიის მიერ დადგენილი სამთითით პირჯვირსწერა არა? და კრება სწორედ ეკლესიის ხმაა სხვა არაფერი".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "ეს წყარო იქნებ მოგვიყვანოთ რომ სამი თითის აღმოსაფხვრელად დააწესა?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "ეს განმარტება თუ არ დაგეზარათ გაგვიზიარეთ? სამი თითით პირჯვრისწერაა დაგმობილი?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "თქვენ თქვით რომ პირჯვრისწერისას ვერ გავიგებთ ვინ რა აზრს ჩადებს შიგნით ხომ ასეა? მე გიპასუხეთ რომ თუ ადამიანს ექნება განსხვავებული გულისთქმა მზაკვრულად კიარ დაიწყებს ჭკუათმყოფელი ამ ქვეაზრის ჩადებას არამედ მიიღებს რელიგიას რომელზეც ფიქრობს რომ სწორია".
ძველმართლმადიდებელი -
ძველმართლმადიდებელი -
არჩილ მინდიაშვილი ჩვენს ეკლესიას უწოდებს "სექტას", რომელიც თურმე, სხვა სექტებთან ერთად "უმეცრებისა და ამპარტავნების გამო გახშირდა ჩვენს სინამდვილეში" (ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი". თბილისი 1994 წ. გვ. 32). ასევე "ათეიზმის ხელშემწყობ ქრისტიანთა ქართველ შთამომავლებს", "ქართველ რუსოფილებს", ძველმართლმადიდებელთა წარმომადგენელ მღვდელმოწამე დეკანოზ ამბაკუმს, ნიკიტა დობრინინს და სხვა წამებულ ქრისტეანთ "განუსწავლელ და დაუმორჩილებელ სასულიერო პირებს". ამბაკუმს პირდაპირ უწოდებს "ცრუმოძღვარს", "ცრუწინასწარმეტყველს", უწოდებს მათ ასევე "თავხედებს და უმეცრებს", "რუსოფილური გონების" მატარებლებს (ციტ. იქვე. გვ. 67-
აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომში არჩილ მინდიაშვილი თვითონ ავლენს უმეცრებას მთელ რიგ საკითხებში და წერს ტყუილებს (თუ გსურთ შემიძლია განვიხილო). ასე, რომ ცრუმოძღვარი ამბაკუმი კი არ არის, რომლის სიმართლე დღეს მზესავით გამობრწყინდა, არამედ თავად არჩილ მინდიაშვილი (არჩილ მინდიაშვილისადმი ძველმართლმადიდებელთა პასუხი იხილეთ აქ:
http://www.oldorthodox.ge/apl_narmania_pasuxi_mindiashvils.html
არჩილ მინდიაშვილის პირდაპირ მხილებასთან დაკავშირებით თქვენ მეკითხებით:
(ციტატა) (sopo...): "პირდაპირ როგორ? ისაუბრეთ მასთან? ან უფალი სად გვასწავლის მსგავს საქციელს ეს ვიკითხე".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "როგორ განიხილავთ სხვისი სულიერი მანკიერების თუ ასეთად ხედავთ შეფასებას და მასზე დასკვნებს? ნუ ეს თუ არ გესმით რა ვქნა მე უძლური ვარ".
ძველმართლმადიდებელი -
"Евреи и славяне суть два народа судеб Божиих, сосуды и свидетели Его, ковчеги нерушимые; прочие же все народы как бы слюна, которую извергает Господь из уст Своих" (იხ. აგრეთვე: http://ryibak.pravoverie.ru/node/85).
(ციტატა) (sopo...): "ამ კრებაზე გასაგებია რომ იყო ბერძნული გავლენა, თუმცა აქ ნათქვამია რომ განიხილებოდა საკითხი რომ შეესაბამებოდა თუ არა ეს რეფორმები მართლმადიდებლობას, და რადგან გადაწყვიტეს დადებითად, ანათემის მიზეზად გამოაცხადეს არა პირჯვრისწერა ორი თითით არამედ ეკლესიის კრების და იერარქთა დაუმორჩილებლობა, თუმცა იმ ფორმას დევნას არანარი გამართლება არ აქვს".
ძველმართლმადიდებელი -
ასე რომ, საეკლესიო მშვიდობა მე-
თქვენ წერთ: "ანათემის მიზეზად გამოაცხადეს არა პირჯვრისწერა ორი თითით არამედ ეკლესიის კრების და იერარქთა დაუმორჩილებლობა".
ჯერ ერთი, რომ ეს ცნობა არაზუსტია;
მეორეც, ძველმორწმუნე მართლმადიდებელნი ყოველთვის ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელ საეკლესიო ხელისუფალთ, მაგრამ, როდესაც მათ, ნიკონ პატრიარქის მეთაურობით, დაიწყეს ძველი საეკლესიო წესების რღვევა, მწვალებლობად გამოცხადება და შეჩვენება, დიდი რჯულისკანონისა და წმ. მამათა მოთხოვნების თანახმად გაწყვიტეს ერთობა ძველ გადმოცემათა შეურაცხმყოფელ და საეკლესიო მშვიდობის დამარღვეველ იერარქებთან. რამეთუ, ქრისტეს ის კი არ უბრძანებია, მწვალებლებს და საეკლესიო გადმოცემათა უარმყოფელებს დაემორჩილეთო, არამედ, პირიქით, თავისი წმიდა მოციქულთა პირით გვამცნო, რომ მათ განვშორებოდით. ამასვე ბრძანებს კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-
მეტიც, თუ დაუმორჩილებლობაზეა ლაპარაკი, ასეთად სწორედ გაბატონებული ნიკონიანურ-
ნიკონიანელი რეფორმატორები დანაშაულად უთვლიან ძველმორწმუნე ქრისტეანებს ამგვარ ერთგულებას და ამკვიდრებენ საკუთარ "გადმოცემებს", რაც არც წმ. მამათაგან გვისწავლია და არც მოციქულთაგან. თუკი წმ. მოციქული პავლე გვაქებს იმისთვის, რომ "მისი ყველაფერი გვახსოვს და როგორც გადმოგვეცა ისე ვიმარხავთ გადმოცემას" (1 კორინთ. 11:2), ესენი გვაგინებენ, გვკიცხავენ და გვრაცხენ სქიზმატებად. იმ დროს, როდესაც წმ. მამები განდგომილებად და ცთომილების მემკვიდრეებად მიიჩნევენ ეკლესიაში "ძველი წესების უარმყოფელთ და მათ სანაცვლოდ ახლის დამამკვიდრებელთ", ნიკონიანელები პირიქით, ძველ საეკლესიო გადმოცემათა მიმდევართ მიიჩნევენ განდგომილებად და ცთომის მემკვიდრეებად.
მაშ, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ძველმორწმუნე ქრისტეანენი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა გადმოცემების უარმყოფელთ, დამარღვეველთ საეკლესიო ერთობისა და მშვიდობისა? რა თქმა უნდა არა! რამეთუ ქრისტეს უწმიდესი მოციქული უფლის ჩვენის, იესუ ქრისტეს, სახელით გვამცნობს: "ძმანო, განეშორეთ ყველა ძმას, რომელიც უწესოდ იარება და არა იმ გადმოცემისამებრ, რაც შეითვისა ჩვენგან" (2 თესალონიკ. 3:6). და კიდევ: "ძმანო, მტკიცედ იდექით და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონი. 2:15). "ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ იგი და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნას" (2 თესალონიკ. 3:14).
(ციტატა) (sopo...): "ერთი თითით შეიცვალა ეკლესიის მიერ ორით და მერე ისევ ეკლესიის მიერ სამით, არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, და ვემორჩილებით, ვერ ვხედავ მიზეზს სხვაგვარად მოქცევის ასე ერთიდან ორზე არაფრის დიდებით არ უნდა გადავსულიყავით, ხელში გვიჭირავს ეკლესიის დადგენილება ორთითზე (1551 წლის კრება და დოგმატიკონი) და ეკლესია ცვლის თავის დაგენილებას და მისი პრეროგატივაცაა..."
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "რა ვქნა არ მოიწყინო.. თავად აღარ გიფიქრია ეკლესიაში დაბრუნებაზე?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (sopo...): "სიმართლე გითხრათ ჩემი აზრით ისტერიკა ორი თითის და მსგავს მიზეზთა გამო რადიკალური ზომების და ვაიუშველებელის ატეხვა და ეკლესიის დაუმორჩილებლობაა, ამბიონიდან ყველა მოწინააღმდეგის იქნებ ეს სასულიერო პირი თუ სხვა სულიერი მდგომარეობების შეფასებაა, -
ამ ციტატას უფრო დეტალური განხილვა სჭირდება:
(ციტატა) (sopo...): "სიმართლე გითხრათ ჩემი აზრით ისტერიკა ორი თითის და მსგავს მიზეზთა გამო რადიკალური ზომების და ვაიუშველებელის ატეხვა და ეკლესიის დაუმორჩილებლობაა".
ისტერია აღნიშნავს ფსიქოსომატურ მოშლილობას, რომელიც განეკუთვნება ნევროზთა კლასს. ისტერიას ახასიათებს დემონსტრატიული ემოციური რეაქციები (ცრემელბი, სიცილი, კივილი), კრუნჩხვები, პარალიჩი, შეგრძნებადობის დაკარგვა, სიყრუე, სიბრმავე, გონების დაბნელება და სხვა... თქვენი ისტერიულობა კარგად ჩანს თქვენს აბდაუბდა ნაწერში.
ცხადად ჩანს, რომ წერის დროს გეუფლებათ მრისხანება და თავს ვერ იკავებთ. გარდა ამისა, თქვენი საპასუხო ბრალდება, თითქოსდა ისტერია ეს არის "ორი თითის და მსგავს მიზეზეთა გამო რადკალური ზომების და ვაიუშველებელის ატეხვა და ეკლესიის დაუმორჩილებლობა" ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ანახეთ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს თქვენი პასუხები და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს გეუბნებით.
რაც შეეხება ეკლესიურ პოზიციას ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით, ორი თითის გამო "ვაიუშველებელი" ატეხეს წმიდა მამებმა. მაგალითები მე წინა პოსტებში უხვად დავიმოწმე. თანაც ისეთი "ვაიუშველებელი", რომ ანათემას გადასცეს ყველა ვინც ასე არ დაიწერდა პირჯვარს. თუ თქვენ პირჯვარს იწერთ სამი თითით, ექცევით მათი ანათემის ქვეშ და ხართ შეჩვენებული. რაც შეეხება სამართლიანი პროტესტის მონათვლა "ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობად", რომელშიც თქვენ ძველმოწესეთა პროტესტს გულისხმობთ ნიკონის რეფორმების წინააღმდეგ, ალბათ არჩილ მინდიაშვლის მსგავსმა "მღვდლებმა "გასწავლეს. ამგვარი პროტესტებით სავსეა ეკლესიის ისტორია. თქვენ მე მაგონებთ იმ ტიპაჟს, რაც ჭაბუა ამირეჯიბის რომან "დათა თუთაშხიაში" არის აღწერილი, კერძოდ არქიფო სეთურის მონებს. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი "მამა და მარჩენალის" ნებისმიერ სისულელეს იჯერებენ, გონიერი კაცების შეგონებას კი არ ისმენენ და მზად არიან ჩაჰქოლონ ისინი სიმართლისთვის.
ძალიან სამწუხაროა!
ეს არის ელემენტარული ისტერია და ფანატიზმი!
ჩემი ლანძღვა და საპასუხო ისტერიული კივილი ვერ გიშველით...
(ციტატა) (sopo...): "და კიდევ გიკვირს შენიშვნები ამბიონზე მართლის პოზიციიდან გველაპარაკები შეცდომილებაში მყოფთ, იარლიყებს აწებებ მოძღვრებს თან ამბობ არ გესმის თავი რატომ უნდა შეიკავო, განკითხვის დღის თითების გამო გეშინია და განკითხვზე არ ფიქრობ აბა სხვა რა ქვია ამ საქციელს ? მარტო განკითხვა საკმარისია ჯოჯოხეთისთვის, ან ეს შეურაცხყოფა აღმსარებლის შენც არ მოგიყვანია ხატის სახით თუნდაც პირჯვრისწერა ყველა მაკურთხებელი ხელია, აღმსარებელმა კი მაკურთხებელი ხელის სხვა წყობა წარმოადგინა, ხატში კი ყოველთვის შინაარსია ჩადებული.."
ვინმემ თუ გაიგო რამე აქ ნათქვამიდან, ძალიან ვთხოვ გადმომითარგმნოს ეს ნორმალურ ქართულ ენაზე... იქნებ შევძლო პასუხის გაცემა. მარტო ერთი გავიგე, -
რაც შეეხება განკითხვის დღეს რა იქნება ეს ერთმა ღმერთმა იცის. ფორმულა დევს მართლმადიდებლური: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება! " იწერეთ რამდენიც გინდათ პირჯვარი სამი თითით. ვინ გიშლით? აი "დამიანეს" კი დაველაპარაკები სერიოზულად. ასეთი პოსტი ჯერ არავის დაუდვია. თვით დამიანესაც კი. დამიანეს კრიტიკული პოსტი მომეწონა... შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმო, მაგრამ ეს არის ნამდვილი დიალოგი... ასეთი მიდგომიდან და არა ხატების დათვლიდან, იწყება ურთიერთგაგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები... ეს არის სერიოზული ლაპარაკი და ამისთვის უნდა მოვემზადო. ისე, ვალის მოსასტუმრებლად ვერ გავცემ პასუხს თუ, ცხადია, ბ-
(ციტატა) (Adam): მე ორი თითით ვიწერ ხოლმე.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (კანუდოსელი): მათ ამხელა პერიოდის გამო არ ჰქონდათ სასულიერო აკადემიები და ამიტომ იქ დონე ისეთია, რომ ბევრი შავბნელი "მართლმადიდებელი" მათთან შედარებით ინტელექტუალურ ზენიტს მოგაგონებს. ნუ, რას იზავ... ასეა რეალობა და უფრო მთავარი რეალობა ისაა, რომ დანაშაულის ლომის წილი მოსკოვზეა და სქიზმის ინსპირირებაც მან დაიწყო. ამიტომ სრულიად გასაგებია ჩემთვის მათი პოზიცია, როგორც გაბრაზებულების პოზიცია...თუმცა ეს გულუბრყვილო თითების და სხვა სიმბოლოების ჩაციკლული თეორიები ცხადია ღიმილის მომგვრელია.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (კანუდოსელი): ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი?
ძველმართლმადიდებელი -
გაგრძელება მომდევნო გვერდზე