კითხვა-პასუხი - პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ 4 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე


ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის

პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ

ორი თითით პირჯვრისწერა

"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19

ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები

damiane80 - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ძალიან ბევრ საკითხში მედავებით დემაგოგიურად. მაგალითად, მიმოწმებთ ხატებს, სადაც აღმართულია ორი თითი, გაშვერილია ნეკა, ხოლო ცერი და არათითი ერთმანეთს არის მიერთებული (როგორც გამოსახულია, მაგალითად, ამ ხატზე: http://russianreport.files.wordpress.com/2...n-st-andrew.jpg ასეთი ხატები ბევრია. ძველიც და ახალიც. მაგრამ ეს წყობა თითებისა არ არის არც კურთხევის და არც პირჯვრისწერის ფორმა. არის სხვა ფორმებიც, მაგრამ არც ისინი წარმოადგენენ საკურთხებელ და პირჯვრისსაწერ ფორმებს.

არ გამოვა ასეთი კეთილო ადამიანო

შენ როცა გინდა მაცხოვრის მარჯვენა მაკურთხებელია, როცა არ გაწყობს არა???. მოგიწოდებ მეტი ობიექტურობისაკენ... და რაც შეეხება არგუმენტს, ისევ ანჩისხატის ხატი ავიღოთ:

http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm

თუ ყურადღებას მიაქცევ ამ ხატზე მაცხოვრის მეორე ხელი ფაქტობრივად არ ჩანს, ხოლო მარჯვენა ხელის მტევანი, სრულიად მიზანმიმართულად და შეგნებულად არის გამოკვეთილი და იგი წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას თითების წყობით პირველი 2 გაშლილი, არათითი და ცერი შეერთებული და ნეკი გაშლილი (რაც ძალიან ახლოს დგას ქრისტეს მონოგრამასთან ICXC, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა). მთავარი ის არის, რომ ანჩისხატის ხატზე გამოსახული მაცხოვრის მარჯვენა არა შემთხვევით აეის დატანილი, არა ხაზგასმით წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას და ამის არ დანახვა, რბილად რომ ვთვათ არაობიექტურობაა... გარდა ამისა, შენ მიერვე მოტანილ და თქვენსავე საიტზე განთავსებული ხატებიდან, სადაც მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენა არის 2 თითი, იმავდროულად მაცხოვრის ფრესკაზე გვხდება მონოგრამა ICXC. მეტი დამაჯერებლობისათვის ვაკოპირებ შენსავე მოყვანილ წყაროებს:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg]http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg

ა ბატონო იგევეა აქაც:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(44).jpg

ეს კიდევ უფრო ძველი ჩანს და საინტერესოა რომელი ტაძრისაა?

აქ კიდევ ერთი:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg]http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg

ამაზე შენ კომენტარი არ გაგიკეთებია...

ახლა სხვა საკითხები:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): დღევანდლამდე, სამწუხაროდ ვერავინ წარმოადგინა სამი თითით პირჯვრისწერის და სახელობითი კურთხევის დამადასტურებელი ავტორიტეტული წყაროები.

ამას შენ წინა პოსტებშიც ითხოვდი:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): შენც, ისევე როგორც სხვებს, მოგთხოვ მაჩვენო რომელი წმიდა მამა იწერდა პირჯვარს სამი თითით, რომელ მამას აქვს ამ ჩვეულების განმარტება მოცემული, რომელ ძველ ხატზეა გამოსახული ვინმე წმინდანთაგან სამი თითით.

და ამაზე უკვე გიპასუხე:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): და შენ მაჩვენე რომელიმე, რომელიც იწერდა პირჯვარს 2 თითით. როგორც შენ თქვი ხატებზე წმინდა მამები პირჯვარს როგორც წესი თვითონ არ იწერენ, სხვა აკურთხებენ, ასე რომ ასეთი რამის ჩვენება როგორც მახსოვს ვერცშენ შეძელი...

რაც შეეხება სხვებს კურთხევას, როგორც იცი სამი თითით პირჯვარს გამოისახავენ მხოლოდ ერის კაცები, ხოლო მოძღვრები აკურთხევენ სხვაგვარი სიმბოლოთი და ამის მაგალითად წმინდა მამა კი არა თავად მაცხოვრის ანჩისხატი მოგიყვანე[/quote]

ახლა ეს:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ჩემი ოპონენტები ცდილობენ მიიღონ ჩემგან პასუხები მათ შეკითხვებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თავს არიდებენ ჩემს შეკითხვებს. ზოგს (კორექტულობისთვის არ დავასახელებ), სამწუხაროდ ეშლება ძირითადი თემა და გადადის საკითხზე, რომელიც მხოლოდ საკითხის დასამტკიცებლად იყო გამოყენებული. ანუ ძირითადი თემიდან ცდილობენ გადახვევას და სხვა საკითხზე ყურადღების გამახვილებას.

ამაზე პასუხი იყო აქ:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): და ბოლოს, მე მესმის, რომ ძალიან რთულია ამდენ ადამიანთან მარტო კამათი, ამიტომ შევეცდები რამოდენიმე საკითხი განვაზოგადო, რომ კამათი უფრო საგნობრივი გახდეს.


შენ ამ ფორუმზე შემოიტანე საკითხი, რომ მხოლოდ 2 თითი პირჯვრის გადაწერის წესი არის მარტებული და ყველა სხვა არასწორია. რადგან საკითხი შენს მიერ ასე დგას. ამიტომ პირველ რიგში, შენ გევალება დაგვიმოწმო 2 გარემოება:

1) 2 თითი პირჯვრის გადაწერა სწორია;

2) არასწორია, ყველა სხვა ფორმა პირჯვრის წერისა (მათ შორის 3 თითით).

ზემოთ მოყვანილი 2 საკითხიდან ამ ეტაპზე რაც წავიკითხე პირადად მე ვაღიარებ და გიდასტურებ, რომ 2 თითით პირჯვრის გადაწერა არ ეწინააღმდეგება მართლმადიოდებლურ სწავლებას (გნებავს ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ძველია) და მისარებია ამდენად, მაგრამ, რაც შეეხება მეორე საკითხს შენ არ გაქვს არცერთი არტგუმენტი, რომ არასწორია (შესაჩვენებელია და დაგმობილია) სამი თითით პირჯვრის წერა.

მე ის ისტორია მართლაც არ ვიცი ისე კარგად, როგორც შენ, მაგრამ შენსავე ნათქვამს ვენდობი და იქედან გამომდინარე მაქვს არგუმენტები, რომ 2 თითი პირჯვრის დაწერასთან ერთად შეწყნარებულია და არ არის დაგმობილი სამი თითით პირჯვრის გადაწერა.

გთხოვ მიმითითო თუნდა ერთი წყარო, სადაც სამი თითი (და იგივე შინაარსით, რაც 2 თითის შემთხვევაში) გადაწერილი პირჯვრის წესი დაიგმო და კი ბატონო... ვიმსჯელოთ შემდეგ.

სამაგიეროდ, შეგახსენებ, შენსავე დამოწმებულ ფაქტს, რომ რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნე ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა) ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-ით მაგრამ მათ შორის ევქარისტიული კავშირი არ შეწყვეტილა... და ვინ იცის ის კრება რომ არ ჩატარებულიყო და 2 თითი პირჯვრის გადამწერები არ შეეჩვენებიათ, დარჩებოდა ისე როგორც იყო - ანუ ნაწილი 2 თითი დაიწერდა პირჯვარს ნაწილი სამით, მაგრამ ყველანი იქნებოდნენ ერთი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილები.
ამ უკანასკნელის იმედით

აქ ყველა ამბობს, რომ 2 თითი პირჯვრის გადაწერა სწორია წესია და შეიძლე უფრო ძველიც, მაგრამ იგივე შინაარსით და სამი თითი პირჯვრის გადაწერა რატომ არის შენი აზრით მწვალებლობა დაგვიმოწმე წყაროთი. გარდა ამისა, გთხოვ უპასუხო არგუმენტს (ისტორიულ ფაქტს) , რომ თუ სამი თითი პირჯვრის წერა მწვალებლობა იყო, რატომ ჰქონდა ძველმოწესეებს ევქარისტიული კავშირი მტელი 10 წელი იმ ნაწილტან ქრისტიანებისა, ვინც 3 თითით იწერდა პირჯვარს (და ეს პროცესი შეიძლება ასევე გაგრძელებულიყო, რომ არა კრებაზე ძველმოწესეების შეჩვენება).


(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ამ დღეებში, რაც ვაწარმოებ პოლემიკას ფორუმის მონაწილეებთან, ყურადღებით ვაკვირდებოდი ლოგიკური მსჯელობის იმ ფორმებს და წესებს, რომელსაც ისინი იყენებენ და ვერ ვიტყვი, რომ ყველა თავს ართმევს ამ ამოცანას. ზოგიერთი შეურაცხყოფასაც მაყენებს. არ თაკილობენ ირონიასაც, რაც, რატომღაც, ჩემთან მიმართებაში, პოლემიკის კორექტულ ფორმად მიიჩნევა... საპირისპირო შემთხვევაში კი არაკორექტულობად...
არ დაგიკლია არც შენ ხელი და ხშირად უსამართლოდ

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): კეთილი... რადგან სიმართლის სათქმელად და თქვენი კეთილდღეობისთვის შემოვედი ამ ფორუმზე (მედიდურობაში ნუ ჩამომართმევთ, ჩემი რწმენიდან გამომდინარე ეს ასეა).


ფრთხილად, ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ბოროტისათვის ყველაზე სასურველი ვნებებია:


(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): 1) ძველმართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ყოველგვარი უცხო მინარევის გარეშე.

2) ძველმართლმადიდებლური წესები და გადმოცემები სრულიად მაცხოვნებელია და ისინი უსამართლოდ დაგმეს რეფორმატორმა ნიკონიანელებმა.

3) გავაცნო ყველას ის მიზეზები თუ რატომ დაფუძნდა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესია.

4) განვიხილო ის ჩვეულებები და სწავლებები, რომლებიც ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის პრაქტიკაშია და ჩემი აზრით ცდომილია (მაგ. სამი თითით პირჯვრისწერა და სახელობითი წყობით კურთხევის გაცემა, ასევე სხვა საკითხები).[/quote]

შეგახსენებ, რომ ამ ტემაში იხილება კონკრეტული საკითხი და აქ დაუშვებელია რაიმე სხვა რელიგიიის, მიმნდინარეობისა და მისი წესების პროპაგანდა. სხვა რელიგიური მიმდინარეობის ან სექტისათვის ფორუმზე არის ცალკე განყოფილება - აპოლოგეტიკა და იქ შეიძლება შესაბამისი თემის გახსნა, პასუხსაც იქბვე მიიღებთ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): იმედია ეს დიალოგი გაგრძელდება და ის სასურველ შედეგს გამოიღებს ყველასთვის, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ გვსურს ერთობა და არა დაყოფა, სიკეთე და არა ბოროტება.

ამის იმედი გვაქვს ჩვენც, რომ სარწმუნოებას არ დაიყვანთ ფორმალიზმამდე, არამედ გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ შინაარს.ხომ გაგიგონია "შაბათი შეიქმნა კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის"...

დამიანე

kinoteli -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): დაწყნარდი მეგობარო, თორემ გონება აგემღვრევა და ძლიერ შეცდები. კარგად წაიკითხე რა დავწერე. ღვთისმშობელზე კი არ ვთქვი ცალხელაა მეთქი, საერთოდ ვთქვი, ვინმეს რომ მარჯვნა არ ჰქონდეს თქო. შენ ქართული იცი? რომელი კლასის მოსწავლე ხარ, ბიჭი?

უზრდელი ხარ ვიღაცა ხარ!!!

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): kinoteli ძვირფასო, შეგისრულე რაც დაგპირდი. დავდე ხატები, სადაც ნაჩვენებია პირჯვრისსაწერი ორთითიანი წყობა. http://www.oldorthodox.ge/pirjvriscera_xat...sxvadasxva.html ხატები შეგიძლია გაადიდო. მაუსით დააწკაპუნე თითოეულ ხატზე და გადიდდება.

და ამ ხატებზე პირჯვარს იწერენ?........მართლა მეცოდები.....იქნებ კანონისტის მაგივრად შენ გეცადა დასვენება....ამ ხატებზე კურთხევას გასცემენ და არა პირჯვარს იწერენ... თანაც ბევრ ხატზე შენეული თითების წყობა არცაა..შენ გაადიდე კარგად და დაინახავ .....ყველა ხატი შენს წინააღმდეგ მეტყველებს,მადლობა უფალს,მაგ ხატების ისტორიები გადაგეკითხა "ბიჭი" იქნებ.....ეხლა შენ დამიდე არა რუსული.არამედ სხვა ხატწერის ნიმუშებიც.ბიზანტიური თან დაამტკიცე რომ პირჯვარს იწერენ,ოღონდ არა შენი მოძღვრის სწავლებიდან...მაგრამ იქაც ალბათ იეღოველივით ჯიუტად უნდა ამტკიცო პირჯვარს იწერენო.

(ციტატა) (agmsarebeli): "წმინდა ეპიფანე კვიპრელის(IVს.) სახელგანთქმულ შრომაში ,,წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია, თუ როგორ გადაწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს: თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს და მოუწოდა იესოს სახელს. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი ი, ტომი II, XXX, იხ. პგ.41,სვ.428." (ედიშერ ჭელიძე: ,,ეკლესია-სძალი უფლისა").

ძველმართლმადიდებელი - წინა პოსტებში ჩვენ განვიხილეთ წმ. მელეტის მაგალითი. წარმოდგენილ იქნა ორი ვერსია ერთი ედიშერ ჭელიძის წიგნიდან, ხოლო მეორე ასმუხლიანი კრების საქმეებიდან (მისი მსგავსია საპატრიარქოს ჟურნალ "ჯვარი ვაზისა"-ში დაბეჭდილი მოწმობაც). ედ. ჭელიძის წიგნში მოტანილი მაგალითი აჩვენებს თუ როგორ ასწავლა სამი ღვთაებრივი პირის ერთობა წმ. მელეტიმ და არ არის ნათქვამი, რომ მისით ან აკურთხა ვინმე ან პირჯვარი გადაიწერა. მიუხედავად ამისა ედ. ჭელიძემ მის მიერ გადმოცემული შემთხვევა პიჯრისწერას და კურთხევას მიუყენა, რაც ჩემი აზრით, არაკორექტულია და არასწორია.

რაც შეეხება ჩემს მიერ დამოწმებულ მეორე მოწმობას, იქ აშკარად არის ნათქვამი რომ მელეტიმ შეკრებილ ერს გადაწერა ჯვარი, ანუ აკურთხა ისინი ორთითიანი წყობით. ასმუხლიანი კრება ჩემთვის საკმაოდ ავტორიტეტული კრებაა. ვფიქრობ საწყენი არ უნდა იყოს ის, რომ როდესაც წყაროებს ვიმოწმებთ, უპირატესობა მივანიჭოთ არა რიგითი ერისკაცების შეხედულებას, თუნდაც ის საპატრიარქოს ლექტორი იყოს, არამედ წმიდა მამების აზრს. მეცნიერის აზრს გავითვალისწმინებთ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება და მომავალში მეცნიერთა აზრსაც დავდებ იმის საჩვენებლად რომ ორი თითით პირჯვრისწერა ნამდვილად მართლმადიდებლურია და ძველია.

ამდენად, "აღმსარებელო", მოდი ჯერ პირველი მაგალითის შესახებ გამოთქმული წყაროებიდან დასკვნა გავაკეთოთ და მერე გადავიდეთ წმ. ეპიფანეს მიერ მოტანილ შემთხვევაზე.

ჩემი დასკვნა ასეთია: მელეტიმ აჩვენა ორი თითი და მისით აკურთხა. ასმუხლიანი კრების საკვირველმოქმედ მამებს მე ვერ შევედავები და ვერ უარვყოფ. მათი მოწმობა თქვენს მიერ მოტანილ ნებისმიერ მოწმობაზე უფრო ავტორიტეტულია. (კარგი იქნება თუ ავტორიტეტთა პრიორიტეტებს დავადგენთ და გავითვალისწინებთ. პრიორიტეტი კი ყოველთვის წმიდა მამათა მტკიცებულებას ეკუთვნის). თუ რატომ არის ასეთი განსხვავება ამ ორ დამოწმებულ წყაროს შორის (ედ. ჭელიძისა და საპატრიარქოს ჟურნალისა, ან ასმუხლიანი კრებისა) მელეტის მიერ ნაჩვენები თითების შესახებ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და ალბათ მეცნიერებმა უნდა გამოიკვლიონ. მე კი, როგორც უკვე ვთქვი, მივსდევ "ასმუხლიანი" კრების წმიდა მამებს. ველოდები თქვენს დასკვნას: ან უნდა აღიაროთ, ასმუხლიანი კრების უპირატესობა და მიიღოთ ის განმარტება, რასაც ისინი გვთავაზობენ, ან გამოაცხადოთ, რომ უპირატესობას ანიჭებთ ჭელიძისეულ ინტერპრეტაციას და მას იზიარებთ. გარკვეული პოზიციების დაფიქსიერება საჭიროა დასკვნების გასაკეთებლად. მე მაინტერესებს, რელიგიური, სარწმუნოებრივი საკითხების განხილვისას ჩემი ოპონენტები, და მათ შორის თქვენც, ვის და რატომ ანიჭებთ უპირატესობას.

(ციტატა) (agmsarebeli): "არ არის ერთი თითი პირჯვრის წერა მონოფიზიტობი აღიარება, ის უმალ სამების ერთარსობის გამოხატულებაა".

ძველმართლმადიდებელი - ერთი თითი რომ მონოფიზიტობის აღიარებაა ეს მე არ მითქვამს, ამაზე უტყუარი ისტორული წყაროები არსებობს. მოგვიანებით დავდებ.

(ციტატა) sopo... "საეკლესიო დადგენლება თუ წმ მამების სწავლება არც ორთითზე არსებობს და არც სამზე, ეს არის ეკლესიის მიერ დადგენილი და აღიარებული და არ შეიცავს მწვალებლურ შინაარსს არცერთი".

ძველმართლმადიდებელი - ორ თითზე არსებობს საეკლესიო დადგენილებები, სამ თითზე კი არა.

1) უპირველესად მივუთითებთ ძველ კურთხევანებში შეტანილ მიღების წეს-განგებას მონოფიზიტების მართლმადიდებლობაში მიღებისა. ალბათ ვიცით, რომ ასეთი წეს-განგებები ყოველთვის მიიღებოდა კრებითად და ის არ გამოხატავდა კერძო შეხედულებას. სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევისთვის ეკლესიას გააჩნია კრებითად მიღებული ფორმები მწვალებელთა მიღებისა. ასევე ე. წ. უარყოფის ტექსტები, სადაც ჩამოწერილია კონკრეტული მწვალებლობის ცდომილებები, რომელსაც სათითაოდ უარყოფს ერეტიკოსი და აღიარებს მართლმადიდებლურად. მაგალითად იუდეველობიდან მოქცეულებს აგმობინებენ ამ სარწმუნოებისთვის დამახასიათებელ ცდომილებებს, ასევე მუსლიმებს, ლათინებს და ა. შ.

2 ) გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე მოსკოვის ასმუხლიანი კრების (1551 წ.) განჩინება ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ, რომელიც მიიღეს იმ დროს რუსეთში შემოსული სამთითიანი პირჯვრისწერის აღმოსაფხვრელად.

3) არსებობს აგრეთვე კონსტანტინოპოლის 1170 წლის 29 ივლისის ადგილობრივი კრების მოთხოვნა მონოფიზიტ მწვალებელთა მიმართ, რომელთაც კრებამ მოსთხოვა ორი რამ: 1) საზიარებელ ღვინოში არ შეერიათ ზეთი (ანუ იმდროინდელი მონოფიზიტები ევქარისტიის საიდუმლოს შესრულებისას საზიარებელ ღვინოში ზეთსაც ურევდნენ) და პირჯვარი გადაეწერათ ორი თითით.

4) ცნობილი ათონელი მოღვაწე, თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ავტორიტეტი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი ცნობილი "უხილავი ბრძოლის" და ასევე არანაკლებად ცნობილი ბერძნული დიდი რჯულისკანონის "პიდალიონის" კომენტატორი, წმ. ბასილი დიდის 91 კანონის განმარტებაში წერს, რომ ბასილის სიტყვები: "მორწმუნეების მიერ ჯვრის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა ჩვენ წერით" გულისხმობს ორი თითით პირჯვრისწერას. ნიკოდიმოსის თქმით ეს ფორმა პირჯვრისწერისა არის ძველთაძველი.
ძველი, საეკლესიო-კრებითი დადგენილებები პირჯვრის სამი თითით გადაწერის შესახებ კი ნამდვილად არ არსებობს. ყოველ შემთვევაში მე არაფერი ვიცი ამის შესახებ და თუ ვინმემ იცის დამიმოწმოს.

შენიშვნა 1: ტერტულიანესთან დაკავშირებით მინდა შეგნიშნოთ, მე გთხოვეთ ზუსტად დაგემოწმებინათ ტერტულიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოგეტანათ ტერტულიანეს ნათქვამი ფრაზა. დაგესახელებინათ ის წყარო, სადაც თქვა მან ამგვარი რამ. თქვენ დამიმოწმეთ ლინკი, სადაც მოცემულია ტერტულიანეს ნაშრომი, მაგრამ უცხო ენის არცოდნის გამო გაგვიჭირდა ფრაზის მოძებნა. თუ უფრო კონკრეტული იქნებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა.

შენიშვნა 2: თითების წყობის ის ფორმები, რომლებიც თქვენ ლინკების სახით დაიმოწმეთ არ გახლავთ პირჯვრისწერის ფორმა. ის არც კურთხევის ფორმაა. ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. ამ დღეებში დავდებ პროფ. ე. გოლუბინსკის ამ გამონათქვამს და ერთად ვიმსჯელოთ. უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში. ის თქვენს ეკლესიაშიც კი არ გამოიყენება და ამ საკითზე დავას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ლინკს, რომელიც სერაფიმე საროველის მიერ სამი თითით გადაწერას აჩვენებს, ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ ის ჩვენთვის წყარო და რაიმე ავტორიტეტი ვერ იქნება. სერაფიმე საროველი არის "წმინდანი", რომელიც შერაცხა თქვენმა ეკლესიამ განხეთქილების შემდეგ. მისი "წმინდანობა" საეჭვო იყო იმდროინდელი მმართველი სინოდისთვისაც (უფრო დაწვრილებით იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/wrl_serafime_saroveli.html). მოგვიანებით სერაფიმე წმინდანად შერაცხეს მეფე ნიკოლოზ II-ის კატეგორიული მოთხოვნით. იმ დღიდან არის "წმინდანი" სერაფიმე. ამდენად მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ.

(ციტატა) (damiane80) - "მე არ უარვყოფ, რომ პირჯვრის გადასახვა 2 თითითაც შეიძლება სწორის იყოს (თუ დოგმატურ შინაარს სწორად დებ), მაგრამ აი შენ კი ერთადერთ სწორ ფორმად 2 თითით პირჯვრის გადაწერა მიგაჩნია. მე კიდე ანჩისხატის მაგალითზე გაჩვენე, რომ ეს ასე არ არის და გადამწყვეტი მნიშვნელობ არა თითების თანმიმდევრობას აქვს, არამედ შინაარს, რასაც ვდებთ შიგნით. შინაარსით კი შენ იგივე აზრით იწერ პირჯვარს როგორც მე".

ძველმართლმადიდებელი - ხატებზე გამოსახულ სხვადასხვა წყობებზე მოკლე განმარტება ზემოთ უკვე დავწერე, ამიტომ არ გავმეორდები. აქ მოკლედ ვიტყვი: ანჩისხატზე გამოსახული წყობა არ არის არც პირჯვრისსასწერი და არც კურთხევის გასაცემი. არსად, არცერთ კრებას თუ მამას ამგვარი წესები არ უსწავლებია. სხვათა შორის არსებობს ასევე ძველი ხატები, სადაც თითების წყობა სხვაგვარად არის. და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ყველა ის წყობა, რომელთაც კი ძველ ხატებზე შევხვდებით კურთხევის გასაცემ ან პირჯვრისსაწერ წყობად მივიჩნიოთ? სად და ვინ თქვა ამგვარი რამ? თანაც, მაშინ გამოდის, რომ თითების წყობას წარამარა ცვლიდნენ, ხან როგორ იყო და ხან როგორ. ამას კი არ ადასტურებს არც ეკლესიის ისტორია, არცერთი სამეცნიერო ნაშრომი და არც ეკლესიის მამათა სწავლანი. ნუ გამოვიგონებთ იმას, რაც არასდროს ყოფილა.

ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი!

და ბოლოს, ერთხელ, წინა პოსტებში, უკვე ვთქვი, რომ ეკლესიას მიღებული აქვს გარეგნული ფორმა, რითაც სიმბოლურად გამოხატავს სამების ერთობას და ქრისტეს ორბუნებოვნებას. მსჯელობა იმის შესახებ თითქოსდა უმთავრესია თუ ვინ რა აზრს დებს ამ ფორმებში მთლად მისაღები არ არის. იმიტომ, რომ ვერავის გულისთქმას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ვინმე ორი თითითაც რომ იწერდეს პირჯვარს და მასში ნესტორიანულ შეხედულებებს დებდეს, მე როგორ უნდა გავიგო. შინაგანი აღმსარებლობა მართლმადიდებლურ ფორმათა (რომლებიც არიან კონკრეტული დოგმების გამომხატველნი) აღიარებით უნდა გამომჟღავნდეს. აქედან აუცილებელია პირჯვარს ვიწერდეთ ისე, როგორც გვწამს.

ამ თვალსაზრისით, წმ. ბასილი დიდი სიტყვები უზუსტესად გამოხატავს ჩემს სათქმელს. წმ. ბასილი ნათლისღების ფორმის შესახებ ამბობდა: "თუ ნათლისღებისმიერი მოცემისგან და კეთილმსახურების წესების მიხედვით ვინათლებით, ასევე გვმართებს გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლისღების მსგავს აღსარებას ვაღიარებთ" (წმ. ბასილი დიდის ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 431).

(ციტატა) (damiane80): "შენ შეგიძლია უპირობოდ პირჯვარი გადაისახო 2 თითით და შეერთებულით, მაგრამ ვინც იგივე შინაარსით 3 თითით იწერს პირჯვარს იმათ თუ მწვალებლებად არ მიიჩნევ, მაშინ სადაო აღარაფერი ყოფილა".

ძველმართლმადიდებელი - ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ ვინ რა შინაარსით იწერს პირჯვარს? არსებობს ფორმა, რომელსაც მართლმადიდებლობა ანიჭებს შინაარსს და თუ ასე არ აკეთებ მწვალებელი ხარ. მაგალითად, ნათლობის საიდუმლო წმ. მოციქულთა 50-ე კანონის მიხედვით უნდა შესრულდეს წყალში სამგზის შთაფლვით და წმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოულ შთაფლვაზე, მაგრამ იყვნენ მწვალებლები, რომლებიც სამების სახელს კი მოუწოდებდნენ, მაგრამ შთაფლავდნენ ერთგზის. ამრიგად ირღვეოდა ფორმა და ცხადია მასში ჩადებული შინაარსი. მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში უამრავი ფორმებია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და ხომ არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მივცეთ უფლება როგორიც უნდა ისეთი ფორმა დაამკვიდროს ეკლესიაში, ოღონდ მასში "მართლმადიდებლური" აზრი ჩადოს.

ზუსტად ასევე უნდა ვიმსჯელოთ პირჯვრისწერის ფორმებთან დაკავშირებითაც. არცერთ ეკლესიაში არ ასწავლიან პირჯვრისწერას "როგორც გინდა, ოღონდ მართლმადიდებლური აზრი ჩადე", არამედ ასწავლიან კონკრეტულ ფორმას. თქვენთან განა ასე არ არის? როგორც მოეპრიანებათ ისე იწერენ მორწმუნეები პირჯვარს? იწერს ვინმე ერთი თითით? და მისცემს კი მღვდელი ამის უფლებას? ჩემთვის ცნობილია, მაგალითად, რომ თქვენი ეკლესიის მღვდლები უკრძალავენ ორი თითით პირჯვრისწერას. მსგავსი შემთხვევები არის სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ძველმართლმადიდებელი მოსწავლეებისგან სჯულის მოძღვრები (მასწავლებლები) ითხოვენ სამი თითით პირჯვრის გადაწერას.

სამი თითით პირჯვრისწერისადმი პრინციპულობა ჩანს თქვენს პოსტებშიც. და საერთოდ, აბა სცადეთ და თქვენს ეკლესიაში პირჯვარი გადაიწერეთ ორი თითით და გააკეთეთ ეს ტაძარში შეკრებილი მრევლის და სასულიერო პირების დასანახად, თვალნათლივ დაინახავთ უარყოფით რეაქციას.

(ციტატა) (damiane80): "ვინც იგივე შინაარსით 3 თითით იწერს პირჯვარს იმათ თუ მწვალებლებად არ მიიჩნევ, მაშინ სადაო აღარაფერი ყოფილა".

ძველმართლმადიდებელი - პირადად მე, სამი თითით პირჯვრისწერა მიმაჩნია მწვალებლობად. სამების ჯვარცმად და ქრისტეს ვნებათა დაკნინებად. ამას არ ვამბობ ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით. შეკითხვა დამისვით და გპასუხობთ. უკიდურეს შემთვევაში, სამი თითით პირჯვრისწერა შეიცავს ცდომილებას, მას არ ასწავლის არცერთი წმიდა მამა და აშკარად ჩამოუვარდება ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიციას. საინტერესოა, რატომ არ სურს თქვენს ეკლესიას და თქვენს სამღვდელოებას პირჯვარი გადაიწერონ ორი თითით თუ სჯერათ და აღიარებენ, რომ ეს ძველთაძველი ჩვეულებაა?

(ციტატა) (damiane80): "შენ მაჩვენე რომელიმე (წმიდა მამა), რომელიც იწერდა პირჯვარს 2 თითით. როგორც შენ თქვი ხატებზე წმინდა მამები პირჯვარს როგორც წესი თვითონ არ იწერენ, სხვა აკურთხებენ, ასე რომ ასეთი რამის ჩვენება როგორც მახსოვს ვერც შენ შეძელი..."

ძველმართლმადიდებელი - ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს". ამ რამოდენიმე წლის წინათ, მოსკოვის საპატრიარქომ წმ. ანნა ისევ "ჩარიცხა" წმინდანთა დასში. ანუ აღიარა მისი წმინდანობა.

ძველ მამათაგან ყველა, ვინც ორი თითით პირჯვრისწერის განმარტებას ითხოვს განა ასე არ უნდა იწერდეს პირჯვარს და ასე არ უნდა აკურთხებდეს?

ორი თითით კურთხევის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ მაგალითს შეიძლება გავეცნოთ იოანე მოსხის "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე". რუს. Луг духовный): აქ მოთხრობილია შემთხვევა თუ როგორ ცდილობდნენ ბერები მოეწამლათ წმიდა ეპისკოპოსი, რომელსაც კათხით წყალი მიაწოდეს დასალევად. წმიდა მამა მიხვდა საძმოს განზრახვას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია "აღიღო კათხაი იგი სავსეი წამლითა და დასწერა მას სამგზის ჯვარი ორითა თითითა თვისითა და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ კათხასა ამას, - და შესვა იგი წინაშე მათ ყოველთა და არარაი ევნო მას" (იხ. ქართული მწერლობა. ტ. I. იოანე მოსხი. "სამოთხე". გვ. 398).

აღსანიშნავია, რომ ლიმონარი თანამედროვე ქართულ ენაზე გამოსცა არჩილ მინდიაშვილმაც, სიმართლე უნდა ითქვას, ეს ადგილი უცვლელად არის დატოვებული ამ გამოცემაშიც, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ იგივე "ლიმონარში", უკვე წმ. ნინოს მონასტრის გამოცემაში, რომელიც როგორც ჩანს შესრულებულია რუსული გამოცემიდან, ხსენებული შემთხვევა დამახინჯებულია და ორი თითით კათხის გადაწერის ამბავი ამოღებულია.

რუსულ წყაროებში ხშირად შეხვდებით ამგვარ დამახინჯებას. ამახინჯებენ თარგმანებსაც. მაგალითად: ნეტ. თეოდორიტეს თხზულებაში "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" გადმოცემულია წმ. ივლიანეს ცხოვრება, სადაც აღწერილია თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, - ჰყვება წმინდანი, - და პირი გააღო, რათა ჩავეყლაპე. მაშინ, გამოვსახე რა თითით ჯვრის ნიში (უფრო ზუსტად: გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157).

ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, ბოლოში მოცემულია ამ შემთხვევის ამსახველი ძველბერძნული ტექსტი, საიდანაც ჩანს, რომ ძველბერძნულში გამოყენებულია ორობითი რიცხვი, თუმცა რუს მთარგმნელებს, ორობითი რიცხვის რუსულში არარსებობის გამო, გადაუთარგმნიათ მხოლობითით. აქედან მივიღეთ ფრაზა "გამოვსახე თითით ძლევის ნიშანი".

ამიტომაც, რუსული წყაროებიდან ნასესხები მაგალითები ძალზედ საეჭვოა, რადგან რუსი სასულიერო პირები და ზოგიერთი მეცნიერი, ძველმოწესეებთან პოლემიკის გამო, სპეციალურად ამახიჯებდა იმ ძველბერძნულ ტექსტებს, სადაც გადმოცემულია ორი თითით კურთხევა და პირჯვრისწერა. ამიტომ, კარგი იქნება ერთი თითით ჯვრის გამოსახვის მაგალითები გადამოწმდეს ძველბერძნულ წყაროებში, რომ ვნახოთ როგორ არის აღწერილი იქ ესა თუ ის შემთხვევა.

(ციტატა) (Νικόλαος): "ძველმართლმადიდებელს მართლმაც ბევრ კითხვაზე არ გაუცია პასუხი მაგალითად ძველ ხატებზე სადაც თითებით გამოსახულია ICXC და ვერ დაამტკიცა რომ სამი თითით პირჯვრის წერაში მონოფიზიტური დატვირთვაა, არადა კოპტურ და მართლმადიდებლურ ხატებზე ჩანს სად არის მონოფიზიტური დატვირთვა და სად არა, მართალია რაღაც დაწერა მაგრამ დამამტკიცებელ საბუთს ვერ ვპოულობ".

ძველმართლმადიდებელი - თუ შეიძლება მიჩვენეთ ძველი ხატი სადაც თითები გამოსახულია ამგვარი წყობით: ICXC. აქამდე რაც მიჩვენეს (მაგ. ანჩისხატი და სხვა მსგავსი ხატები), არ გამოსახავენ ამ წყობას. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ როგორ გამოისახება სახელობითი წყობა და როგორ ის, რასაც მიმოწმებენ. სამწუხაროა, რომ არ ვიცი როგორ დავდო ხატები ფორუმზე. ეს მომცემდა შესაძლებლობას სამაგალითო ნიმუშები პირდაპირ გვენახა.

(ციტატა) (Νικόλαος): "ის უდგება სხვა კუთხით ყველაფერს და ამიტომ ვერ გაიგო რომ ძნელია ამით რაღაცის დამტკიცება".

ძველმართლმადიდებელი - პირჯვრისწერის საკითხს მე ვუდგები ერთი და სრულიად გასაგები კუთხით: არსებობს ძველი, მართლმადიდებლური წესი პირჯვრისწერისა, რომელიც განმტკიცებულია მამათა სწავლებით, განმარტებებით, საეკლესიო დადგენილებებით. და არსებობს სხვა, უცხო წესები პირჯვრიწერისა, რომლებიც ასეთი ავტორიტეტული საფუძვლებით არ არის შემაგრებული. მეტიც, ზოგიერთ წესში მოიაზრება მწვალებლობა. მე მაინტერესებს რატომ უარყოფენ იმას, რაზეც უამრავი მამა მსჯელობს, იყო ძველი პრაქტიკა და საკრებო დადგენილებებითაც გამყარებულია, და პირჯვარს იწერენ იმ წყობით, რომელიც წმიდა მამათათვის და ეკლესიისთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ჩვენი პრაქტიკის სისწორე და მიუღებლობა თქვენი პრაქტიკისა.

(ციტატა) (Νικόλαος): "და კიდევ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ''ხიბლზე'' რომ ლაპარაკობდა, რაც მან დაწერა არ იყო ამპარტავნება?"

ძველმართლმადიდებელი - მპარტავნება სულ სხვა რამეა. მოძღვრის კრიტიკა კი ამპარტავნება არ არის. წაიკითხეთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება სახარების სიტყვებზე: "უკეთუ მარჯვენა თვალი ან ხელი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან". წმ. ათანასე დიდის განმარტებით "თვალში" და "ხელში" იგულისხმებიან ეპისკოპოსები და მღვდლები. და თუ ისინი თავიანთი ცხოვრებით და ქადაგებებით გაცთუნებენ, განეშორეთო მათ. ასევე არ არის აკრძალული სასულიერო პირთა მხილება თუ ისინი მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელ მოძღვრებებს გვთავაზობენ. არჩილ მინდიაშვილზე მოდერატორს შევპირდი არ ვილაპარაკებ მეთქი და არ მინდა დავარღვიო ჩემი სიტყვა. აქ კი მოკლედ გეტყვი: როცა ვთქვი მინდიაშვილი უმძიმეს "ხიბლშია"-თქო, მქონდა ამის საფუძველი. ის ხშირად ქადაგებს სიზმრებს, ზოგჯერ საკუთარსაც, ამბობს რომ ნალაპარაკებია წმიდა გიორგისთან და მისთანანი... შემიძლია უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ ადამიანზე, მაგრამ ჯერ მოდი შევუთანხმოთ მოდერატორს, რომ კიდევ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამან.

(ციტატა) (Νικόλαος): "მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ განვიკითხავ, მეც იგივე სენი მაწუხებს, იმიტომ რომ მოძღვარს ცილს წამებს და ხიბლიანს უწოდებს და თვითონ იძახის ''ჭკუის სასწავლებლად'' მოვედიო...."

ძველმართლმადიდებელი - თუ მალაპარაკებთ რატომ არის ხიბლიანი შევძლებ გაჩვენოთ, რომ ცილს არ ვსწამებ მინდიაშვილს (სხვათა შორის ტერმინი "ცილის წამება" აქ შეუსაბამოა). რაც შეეხება "ჭკუის სწავლებას", თითქოსდა სადღაც მეთქვას, რომ ამის გამო შემოვედი, აი ეს არის ცილისწამება... მომიტევეთ თუ ყველა პოსტს ვერ გავეცი პასუხი. ამას მოგვიანებით გავაკეთებ.

კანონისტი - მდააა...

kinoteli - ვისურვებდი რომ ვეღარ გააკეთო.... მოდერებს ვთხოვ მის პოსტებზე რეაგირებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მოძღვრის შეურაწყოფისთვის (ხაზგასმა ყველგან ავტორებისაა - ადმ.).
afxazi - დამშვიდდი, თვალს ვადევნებ აქაურობას. მან მიიღო უკვე ბოლო გაფრთხილება და თუ ასე გააგრძელებს ბანსაც მიიღებს.

Νικόλαος - კარგი მაშინ იქნებ ამ 13-14 საუკუნის ხატზეც (რომელიც დღეს სამწუხაროდ მუზეუმშია) თქვა თითებით ICXC-ს არ გამოსახავსო? მართალია პატარაა, მაგრამ ეტყობა, ან შეგიძლია გადმოწერო და იქ უფრო კარგად გამოჩნდება.



სურ. 7.




სურ. 8.

კანონისტი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ეს ვიღაც მეცნიერი მგონი დავასახელე და ის საკმაოდ სერიოზული მეცნიერია. ის შენი ეკლესიის წევრი და ავტორიტეტული ბიზანტიოლოგი იყო. მიკვირს, შენისთანა უგანათლებულეს კანონისტს და მოაზროვნეს მისი სახელი რომ არ სმენია.

მეცნიერთა პრიმატი ეს ახალი რამე შემოიღეთ? თუ არ მაქვს უფლება მეცნიერს დავეთანხმო, ვინც არ უნდა იყოს ის?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "როდის და სად ვთქვი მე, გინდა თუ არა ყველა ძველ ხატზე ორი თითია გამოსახულიო... "

კარგია, რომ აღიარე. მაშინ რას ნიშნავს თითების ის წყობა, რაც ანჩისხატზეა?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "იქნებ ჯერ ბიბლია წაგეკითხა, ჰა?!"

ბიბლია რა არის?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მოხდა ეგეთი რამ? ასწავლა სახელობითი კურთხევა მაცხოვარმა მოციქულებს? და თუ გაქვს ამისი ცნობა, მაგას გვიმალავ შე კაცო? ააა?გაგვაბედნიერე ერთი!"

იქნებ შენ გვითხრა, სად წერია, რომ ასწავლა? ერთადერთი ხატების არგუმენტი გქონდა და ისიც, გაირკვა თურმე, რომ ყველა ხატზე არაა.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ხომ არ იცი, "კანონისტ", ქრისტეს ჯვარზე დაფა რომ დააკრეს ზედ რა ეწერა?"

ვიცი რა ეწერა: იეშუა ჰა-ნოცრი, მელეხ იეჰუდიმ. თარგმნით როგორც გინდა ისე თარგმნე. საერთოდ, ქრისტიანობაში, კერძოდ კი სჯულისკანონში, სადაც "იუდეველზეა" საუბარი, იგულისხმება იუდაისტური რელიგია და არა ებრაელი ერი. "ვინც იუდეველთა ტაძარში შევიდეს... სანთელი აანთოს... ილოცოს..." – აქ იგულისხმება იუდაისტური რელიგიური საკულტო ნაგებობა და არა ებრაელი ერის წარმომადგენლის კუთვნილი თუ აშენებული შენობა.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "და მაინტერესებს, ბერძნულში ასო "ს", სლავური კირილიცით: "С", როგორ იწერება?"

თანამედროვე ბერძნულში – Σ, ძველბერძნულში – С

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "უკაცრავად, რას ნიშნავს "თანახმად წმიდა წერილისა"? სად წერია ეგ წმ. წერილში და საიდან გავიგოთ სახელობითი წყობა იგულისხმება მანდ თუ არა?"


მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. (საქმ. 3; 6). ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. (საქმ. 16; 18). ეს ადასტურებს, რომ მოციქულები აკურთხებდნენ ქრისტეს სახელით, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შეიძლებოდა ქრისტეს სახელის ინიციალები გამოეხატათ ჯვრის გადასახვის დროსაც. ცხადია, მე სტაროვერი არ ვარ, რომ ესეთი რამე უტყუარ მტკიცებულებად გამოვაცხადო (მსგავსად ხატებზე გამოსახული თითებისა), მაგრამ სერიოზული არგუმენტი კი არის მისთვის, ვისაც "ყურნი ასხენ სმენად".

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "იესუ ნაზორეველი".

ნაზორეველი და ნაზარეველი სხვადასხვა რამეა. სხვა რა კითხვებიც გექნება, მკითხე. არ მეზარება პასუხი.

(ციტატა) (kinoteli): ვისურვებდი რომ ვეღარ გააკეთო.... მოდერებს ვთხოვ მის პოსტებზე რეაგირებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მოძღვრის შეურაწყოფისთვის.

არაა საჭირო. ყველამ თავისი თავი უნდა გამოავლინოს ბოლომდე.

agmsarebeli - ძველმართლამდიდებელო, წმინდა ეპიფანე კვიპრელის არგუმენტი გთხოვბთ განიხილოთ. მელეტიზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მიიღეთ შენიშვნა კორექურულობაზე? მელეტიმ ისინი აკურთხა, მე უბრალოდ ციტატა მოვიყვანე. ამიტომ ბატონი ედიშერი უბრალოდ არაფერს ახსენებს.

კანუდოსელი - ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რა უმტკიცებთ ძველმართლმადიდებელს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა უფრო ძველი არაა, ვიდრე სამით? სამეცნიერო წრებისთვის ეს არაა სადაო საგანი, ორი თითით უფრო ძველი წესია, ვიდრე სამით...საქმე სხვაა, რომ თავად ორი თითია გვიანდელი მოვლენა და მასზე ადრე იყო ერტი თითი და ისიც მხოლოდ შუბლზე ჯვრის გამოსახვით, რაც სხვათა შორის იუდეოქრისტიანული პირველი ეკლესიიდან იღებს დასაბამს. აჯობებს უმტკიცოთ არა აბსურდი და დაემსგავსოთ მას, არამედ სიმართლე თქვათ - რომ კი, ორი თითი უფრო ძველია, ვიდრე სამი თითი, მაგრამ მთელი ვიტამინები ამაში არაა...

damiane80 - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი! უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში.

ესე იგი ხატზე გამოსახულია ის რაც არაფრისთვის არ გამოიყენება, ისეა გამოსახული.

ანჩისხატის მაგალითზე მოგწერე უკვე, რომ თუ ყურადღებას მიაქცევ ამ ხატზე მაცხოვრის მეორე ხელი ფაქტობრივად არ ჩანს, ხოლო მარჯვენა ხელის მტევანი, სრულიად მიზანმიმართულად და შეგნებულად არის გამოკვეთილი და იგი წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას თითების წყობით პირველი 2 გაშლილი, არათითი და ცერი შეერთებული და ნეკი გაშლილი (რაც ძალიან ახლოს დგას ქრისტეს მონოგრამასთან ICXC, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა). მთავარი ის არის, რომ ანჩისხატის ხატზე გამოსახული მაცხოვრის მარჯვენა არა შემთხვევით აეის დატანილი, არა ხაზგასმით წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას და ამის არ დანახვა, რბილად რომ ვთვათ არაობიექტურობაა...

შენი" არგუმენტი", რომ ეს არ არის მაკურთხებელი მარჯვენა არ ემყარება "არაფერს", მე კი ხატების მაგალითზე გაჩვენებ, რომ მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენა ამ ხატზე ხაზგასმულია... და ეს ვერ იქნებოდა ისე შემთხვევით... http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm

გარდა ამისა, შენ როცა გინდა მაცხოვრის მარჯვენა მაკურთხებელია, როცა არ გაწყობს არა??? არ გამოვა ასე.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. სხვათა შორის არსებობს ასევე ძველი ხატები, სადაც თითების წყობა სხვაგვარად არის. და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ყველა ის წყობა, რომელთაც კი ძველ ხატებზე შევხვდებით კურთხევის გასაცემ ან პირჯვრისსაწერ წყობად მივიჩნიოთ? სად და ვინ თქვა ამგვარი რამ? თანაც, მაშინ გამოდის, რომ თითების წყობას წარამარა ცვლიდნენ, ხან როგორ იყო და ხან როგორ. ამას კი არ ადასტურებს არც ეკლესიის ისტორია, არცერთი სამეცნიერო ნაშრომი და არც ეკლესიის მამათა სწავლანი. ნუ გამოვიგონებთ იმას, რაც არასდროს ყოფილა.

არ გინდა ახლა ეს ზღაპრები, შენს მიერვე მოტანილ ხატების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოირჩევა მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენის 2 ფორმა: ერთი 2 თითით და შეერთებული დანარჩენი სამით და მეორე, ისეთი როგორცვ ანჩისხატზეა. ახლა შენ თუ იუველური სიზუსტით გინდა ყველა ერთსა და იგივე ჰგავდეს, ასე ვერ მივაღწევთ შედეგს.

და ბოლოს ხატების თემა რომ ამოვწუროთ, შენ პასუხი არ გაეცი ამას:

შენ მიერვე მოტანილ და თქვენსავე საიტზე განთავსებული ხატებიდან, სადაც მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენა არის 2 თითი, იმავდროულად მაცხოვრის ფრესკაზე გვხდება მონოგრამა ICXC. მეტი დამაჯერებლობისათვის ვაკოპირებ შენსავე მოყვანილ წყაროებს:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg

ა ბატონო იგევეა აქაც:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(44).jpg

აქ კიდევ ერთი:

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg

http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg

არ გაინტერესებს საიდან ასეთი ტანდემი მონოგრამა და 2 თითიანი პირჯვრის წერა (მახსოვს შენ თავად აკრიტიკებდი მონოგრამას და მას სლავურ წარმოშობას დარუსეთის რეფორმას უკავშირებდი)?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): არცერთ ეკლესიაში არ ასწავლიან პირჯვრისწერას "როგორც გინდა, ოღონდ მართლმადიდებლური აზრი ჩადე", არამედ ასწავლიან კონკრეტულ ფორმას. თქვენთან განა ასე არ არის? როგორც მოეპრიანებათ ისე იწერენ მორწმუნეები პირჯვარს? იწერს ვინმე ერთი თითით? და მისცემს კი მღვდელი ამის უფლებას?

შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს ფორმა. თუ ერთი თითი გადაიწერ პირჯვარს ამით შენ ვერ გამოხატავ სამების ერთობას და ქრისტეს 2 ბუნებას, ხოლო იმ სახით, რომლითაც ჩვენ პირჯვარს ვისახავთ ამ შინაარსაც ვდებთ და მას ფორმაც შეესაბამება. ჩვენსა და თქვენ პირჯვრის წერის წესს შორის სხვაობა თითების თანმიმდევრობაში, შინაარსი იგივეა.

რაც შეეხება საიდან უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიცოდე წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან, რომესაც დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობს საქართველოს პატრიარქი, ილია II...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): პირადად მე, სამი თითით პირჯვრისწერა მიმაჩნია მწვალებლობად. სამების ჯვარცმად და ქრისტეს ვნებათა დაკნინებად.

საიდან მოიტანე ასეთი განმარტება, თუ შენი კერძო აზრია...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს".

და რის საწინააღმდეგოდ მოგყავს ეს ფაქტი არ მესმის, ითქვა უკვე, რომ 2 თითი პირჯვრის წერა (სამ მოკეცილთან ერთად) არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას ჩვენს ეკლესიაშიც (მით უფრო ეს დადასტურებული ყოფილა რუსეტშიც 1971 წლის შემდეგ)...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თუ შეიძლება მიჩვენეთ ძველი ხატი სადაც თითები გამოსახულია ამგვარი წყობით: ICXC. აქამდე რაც მიჩვენეს (მაგ. ანჩისხატი და სხვა მსგავსი ხატები), არ გამოსახავენ ამ წყობას. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ როგორ გამოისახება სახელობითი წყობა და როგორ ის, რასაც მიმოწმებენ.

ჯერ ერთი, ეს მონოგრამა მაცხოვრისა გამოსახულია შენსავე მიერ დამოწმებული ხატების ფრესკებზე (იხ. ზემოთ); და მეორეც, მე მგონია, რომ მაკურთხებელი მარჯვენა ანჩისხატისა და სხვა მისი მსგავსი გამოხატავს სწორედ მაცხოვრის სახელს ძველ ბერძნულ ენაზე და არა სლავურად, როგორც ამას შენ უთითებ შეცდომით და ასევე შეცდომითაა ნათქვამი თქვენს საიტზე.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მომიტევეთ თუ ყველა პოსტს ვერ გავეცი პასუხი. ამას მოგვიანებით გავაკეთებ.

საპასუხო მართლაც ბევრია, საჭიროა კითხვა პასუხების სისტემატიზაცია და კონკრეტულ თემებზე კონცენტრირება, ამიტომ მართალია წინა პოსტებში სხვა საკითხებიც იდა მაგრამ აქ აღარ გავიმეორებ. ნელ-ნელა მოგაწვდი. ისე ამას თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება:

შენ ამ ფორუმზე შემოიტანე საკითხი, რომ მხოლოდ 2 თითი პირჯვრის გადაწერის წესი არის მარტებული და ყველა სხვა არასწორია. რადგან საკითხი შენს მიერ ასე დგას. ამიტომ პირველ რიგში, შენ გევალება დაგვიმოწმო 2 გარემოება:

1) 2 თითი პირჯვრის გადაწერა სწორია;

2) არასწორია, ყველა სხვა ფორმა პირჯვრის წერისა (მათ შორის 3 თითით).

ზემოთ მოყვანილი 2 საკითხიდან ამ ეტაპზე რაც წავიკითხე პირადად მე ვაღიარებ და გიდასტურებ, რომ 2 თითით პირჯვრის გადაწერა არ ეწინააღმდეგება მართლმადიოდებლურ სწავლებას (გნებავს ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ძველია) და მისარებია ამდენად, მაგრამ, რაც შეეხება მეორე საკითხს შენ არ გაქვს არცერთი არტგუმენტი, რომ არასწორია (შესაჩვენებელია და დაგმობილია) სამი თითით პირჯვრის წერა.

მე ის ისტორია მართლაც არ ვიცი ისე კარგად, როგორც შენ, მაგრამ შენსავე ნათქვამს ვენდობი და იქედან გამომდინარე მაქვს არგუმენტები, რომ 2 თითი პირჯვრის დაწერასთან ერთად შეწყნარებულია და არ არის დაგმობილი სამი თითით პირჯვრის გადაწერა.

გთხოვ მიმითითო თუნდა ერთი წყარო, სადაც სამი თითი (და იგივე შინაარსით, რაც 2 თითის შემთხვევაში) გადაწერილი პირჯვრის წესი დაიგმო და კი ბატონო... ვიმსჯელოთ შემდეგ.

სამაგიეროდ, შეგახსენებ, შენსავე დამოწმებულ ფაქტს, რომ რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა), ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-ით მაგრამ მათ შორის ევქარისტიული კავშირი არ შეწყვეტილა... და ვინ იცის ის კრება რომ არ ჩატარებულიყო და 2 თითი პირჯვრის გადამწერები არ შეეჩვენებიათ, დარჩებოდა ისე როგორც იყო - ანუ ნაწილი 2 თითი დაიწერდა პირჯვარს ნაწილი სამით, მაგრამ ყველანი იქნებოდნენ ერთი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილები.

ამ უკანასკნელის იმედით.

terra - მე ვიცი, რომ არა მხოლოდ 2 თითით, არამედ 5 თითითაც იწერდნენ პირჯვარს, ოღონდ ეს ძალიან ადრე. რა გაკამათებთ, მართლა ვერ მესმის.

damiane80 - (ციტატა) (კანუდოსელი): აჯობებს უმტკიცოთ არა აბსურდი და დაემსგავსოთ მას, არამეტ სიმართლე თქვათ - რომ კი, ორი თითი უფრო ძველია,ვიდრე სამი თითი, მაგრამ მთელ ვიტამინები ამაში არაა...

ერთადერთი რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სამი თითით პირჯვრის წერა არ არის მკრეხელობა, როგორც ეს მას ჰქონია. აქ უამრავჯელ ითქვა, რომ 2 თითი პირჯვრის წერა ძველი საეკლესიო წესია და მაში არამართლმადიდებლური არაფერია.

sopo... -
(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): 1) უპირველესად მივუთითებთ ძველ კურთხევანებში შეტანილ მიღების წეს-განგებას მონოფიზიტების მართლმადიდებლობაში მიღებისა. ალბათ ვიცით, რომ ასეთი წეს-განგებები ყოველთვის მიიღებოდა კრებითად და ის არ გამოხატავდა კერძო შეხედულებას. სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევისთვის ეკლესიას გააჩნია კრებითად მიღებული ფორმები მწვალებელთა მიღებისა. ასევე ე. წ. უარყოფის ტექსტები, სადაც ჩამოწერილია კონკრეტული მწვალებლობის ცდომილებები, რომელსაც სათითაოდ უარყოფს ერეტიკოსი და აღიარებს მართლმადიდებლურად. მაგალითად იუდეველობიდან მოქცეულებს აგმობინებენ ამ სარწმუნოებისთვის დამახასიათებელ ცდომილებებს, ასევე მუსლიმებს, ლათინებს და ა. შ. 3) არსებობს აგრეთვე კონსტანტინოპოლის 1170 წლის 29 ივლისის ადგილობრივი კრების მოთხოვნა მონოფიზიტ მწვალებელთა მიმართ, რომელთაც კრებამ მოსთხოვა ორი რამ: 1) საზიარებელ ღვინოში არ შეერიათ ზეთი (ანუ იმდროინდელი მონოფიზიტები ევქარისტიის საიდუმლოს შესრულებისას საზიარებელ ღვინოში ზეთსაც ურევდნენ) და პირჯვარი გადაეწერათ ორი თითით.

ამაზე ხომ ითქვა რომ მონოფიზიტობის მის მწვალებლურ სწავლების უარყოფა ქრისტეს ერთბუნებრიობაზე მოითხოვდა ამას.

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): 2) გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე მოსკოვის ასმუხლიანი კრების (1551 წ.) განჩინება ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ, რომელიც მიიღეს იმ დროს რუსეთში შემოსული სამთითიანი პირჯვრისწერის აღმოსაფხვრელად.

მოსკოვის ადგილობრივი კრება თუ ავტორიტეტია მისივე აღიარებულია დღევანდელი სამი თითით პირჯვრისწერა, ასე რომ ესეც ჭეშმარიტებაა?

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): 4) ცნობილი ათონელი მოღვაწე, თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ავტორიტეტი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი ცნობილი "უხილავი ბრძოლის" და ასევე არანაკლებად ცნობილი ბერძნული დიდი რჯულისკანონის "პიდალიონის" კომენტატორი, წმ. ბასილი დიდის 91 კანონის განმარტებაში წერს, რომ ბასილის სიტყვები: "მორწმუნეების მიერ ჯვრის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა ჩვენ წერით" გულისხმობს ორი თითით პირჯვრისწერას. ნიკოდიმოსის თქმით ეს ფორმა პირჯვრისწერისა არის ძველთაძველი. ძველი, საეკლესიო-კრებითი დადგენილებები პირჯვრის სამი თითით გადაწერის შესახებ კი ნამდვილად არ არსებობს. ყოველ შემთვევაში მე არაფერი ვიცი ამის შესახებ და თუ ვინმემ იცის დამიმოწმოს.

ბასილი დიდის ციტატაა ჯვრის გამოსახვაზე თითების წყობაზე არაფერია ნათქვამი.

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): შენიშვნა 1: ტერტულიანესთან დაკავშირებით მინდა შეგნიშნოთ, მე გთხოვეთ ზუსტად დაგემოწმებინათ ტერტულიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოგეტანათ ტერტულიანეს ნათქვამი ფრაზა. დაგესახელებინათ ის წყარო, სადაც თქვა მან ამგვარი რამ. თქვენ დამიმოწმეთ ლინკი, სადაც მოცემულია ტერტულიანეს ნაშრომი, მაგრამ უცხო ენის არცოდნის გამო გაგვიჭირდა ფრაზის მოძებნა. თუ უფრო კონკრეტული იქნებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა.

აქ ფართოდ არის განხილული და ყველა მწერალთან ჯვრის გამოსახვის ისტორია გვხვდება ცერა და ხუთი თითით,



http://books.google.ge/books?id=ZfoXuDjd0pQC&pg=PA129&lpg=PA129&dq=tertullian+It+was+made+originally+with+the+thumb+of+the+right+hand,+usually+on+the+forehead&source=bl&ots=ptU82oLRqw&sig=XXvq_6DjaNBHmpYAbzo9-HuHFvE&hl=ka&ei=NfYRTK7tH8WjOO3yxYII&sa=X&oi=bo ok_resu lt&ct=result&resnum=10&ved=0CCoQ6AEwCQ#v=onepage&q&f=false

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი!

რისი მაჩვენებელია?

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): და ბოლოს, ერთხელ, წინა პოსტებში, უკვე ვთქვი, რომ ეკლესიას მიღებული აქვს გარეგნული ფორმა, რითაც სიმბოლურად გამოხატავს სამების ერთობას და ქრისტეს ორბუნებოვნებას. მსჯელობა იმის შესახებ თითქოსდა უმთავრესია თუ ვინ რა აზრს დებს ამ ფორმებში მთლად მისაღები არ არის. იმიტომ, რომ ვერავის გულისთქმას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ვინმე ორი თითითაც რომ იწერდეს პირჯვარს და მასში ნესტორიანულ შეხედულებებს დებდეს, მე როგორ უნდა გავიგო.

ეს ვერ მივხვდი მე ვდებ აზრს რომ ვაქებ წმ სამებას, ვაღიარებ ქრისტეს ორბუნებრიობას გულისთქმა მომივა რომ ერთი ბუნებრიობა ვაღიარო მივიღებ შესაბამის რელიგიას, 21-ე საუკუნეა, ვინ მადგას თოფით, და ყველა ასე მოიქცევა პირჯვრისწერით სხვადასხვა რელიგიების სწავლების ჩადებას რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს?

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს".

წმ ანა კაშინსკაიას ცხოვრებაში ნათქვამია რომ პროტოპრესვიტერი ბასილის მიხედვით ხელი იყო მაკურთხებელი ხოლო გამოძიებით დადასტურდა ის რომ არ იყო მაკურთხებელი, ეს ორთითიანი ჯვრის გამოსახვა ინტერპრეტაციაა

http://www.pravenc.ru/text/%D0%90%D0%BD%D0%BD%D1%8B%20%D0%9A%D0%B0%D1%88%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9.html

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): არჩილ მინდიაშვილზე მოდერატორს შევპირდი არ ვილაპარაკებ მეთქი და არ მინდა დავარღვიო ჩემი სიტყვა. აქ კი მოკლედ გეტყვი: როცა ვთქვი მინდიაშვილი უმძიმეს "ხიბლშია"-თქო, მქონდა ამის საფუძველი. ის ხშირად ქადაგებს სიზმრებს, ზოგჯერ საკუთარსაც, ამბობს რომ ნალაპარაკებია წმიდა გიორგისთან და მისთანანი... შემიძლია უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ ადამიანზე, მაგრამ ჯერ მოდი შევუთანხმოთ მოდერატორს, რომ კიდევ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამან.

ქადაგებს სიზმრებს თუ ყვება, მეორეც წმ გიორგის მასთან რომ არ უსაბრია წმ გიორგისგან უშუალოდ გეუწყათ, თუ ღვთის მიერ მონიჭებული ნიჭი გვაქვს ადამიანთა მდგომარობის ხედვის , ასეთი კატეგორიული შეფასებების დასმა, თავის ღვთის ადგილზე დაყენება - ასეთი კადნიერება ხომ არაა სწორედ ხიბლი? ჩემი თანამშრომელი სასიკვდილო დიაგნოზით საოპერაციოდან გამოიყვანეს, ხელი არ მოკიდეს . დაავადება გამქრალი იყო, წინა დღეს მამა არჩილს სთხოვა ლოცვაში მომიხსენეო მეტი არაფერი, დღეს ცოცხალია საღსალამათი... მე მესმის სუბიექტური უნდობლობა, არდათანხმება ან მსგავსი , მაგრამ ასეთი საჯაროდ მოძღვრების სულის დიაგნოზების დასმა.

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): ამპარტავნება სულ სხვა რამეა. მოძღვრის კრიტიკა კი ამპარტავნება არ არის. წაიკითხეთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება სახარების სიტყვებზე: "უკეთუ მარჯვენა თვალი ან ხელი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან". წმ. ათანასე დიდის განმარტებით "თვალში" და "ხელში" იგულისხმებიან ეპისკოპოსები და მღვდლები. და თუ ისინი თავიანთი ცხოვრებით და ქადაგებებით გაცთუნებენ, განეშორეთო მათ. ასევე არ არის აკრძალული სასულიერო პირთა მხილება თუ ისინი მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელ მოძღვრებებს გვთავაზობენ.

თუ ასე ზედმიწევნით ხელმძღვანელობთ ქრისტეს სწავლებით მაშინ რომელი სახარებით ხელმძღვანელობთ, ციტირება იქნებ მოახდინოთ სად მოგვიწოდებს ქრისტე სასულიერო პირთა მხილებისკენ ზურგსუკან თან საჯაროდ? მე ერთი ვიცი სიყვარულით და ზრუნვით ისიც მას უნდა უთხრათ უშუალოდ, მიბრძანდით და გაუზიარეთ გულისტკივილი მართლმადიდებლურ სწავლებასთან არშეთანხმებულს თუ გვთავაზობს.

(ციტატა) (dzvelmartlmadidebeli): შენიშვნა 2: თითების წყობის ის ფორმები, რომლებიც თქვენ ლინკების სახით დაიმოწმეთ არ გახლავთ პირჯვრისწერის ფორმა. ის არც კურთხევის ფორმაა. ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. ამ დღეებში დავდებ პროფ. ე. გოლუბინსკის ამ გამონათქვამს და ერთად ვიმსჯელოთ. უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში. ის თქვენს ეკლესიაშიც კი არ გამოიყენება და ამ საკითზე დავას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ლინკს, რომელიც სერაფიმე საროველის მიერ სამი თითით გადაწერას აჩვენებს, ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ ის ჩვენთვის წყარო და რაიმე ავტორიტეტი ვერ იქნება. სერაფიმე საროველი არის "წმინდანი", რომელიც შერაცხა თქვენმა ეკლესიამ განხეთქილების შემდეგ. მისი "წმინდანობა" საეჭვო იყო იმდროინდელი მმართველი სინოდისთვისაც (უფრო დაწვრილებით იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/wrl_serafime_saroveli.html). მოგვიანებით სერაფიმე წმინდანად შერაცხეს მეფე ნიკოლოზ II-ის კატეგორიული მოთხოვნით. იმ დღიდან არის "წმინდანი" სერაფიმე. ამდენად მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ.

მე არ მგონია კამათის გაგრძელება თუ ღირს ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანთან რომელიც ბრჭყლებით მოიხსენიებს ამ უდიდეს წმინდანს საოცარი ღვაწლის , უამრავ სასწაულზე სიცოცხლეში თუ სიკვდილის მერე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასეთისგან ჭეშმარიტებაც რომ მოვისმინო ვეღარ ვირწმუნებ.

ძველმართლმადიდებელი


პირჯვრისსაწერი თითების "განვითარების" თეორიის შესახებ


ნაწყვეტი არქიეპისკოპოს პავლეს შრომიდან

"პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ"

ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ახალმოწესეთა მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს თეორია პირჯვრისსაწერი თითების წყობის "განვითარების" შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტთა მიერაც. აი, რას წერს პროფ. კაპტერევი ამის შესახებ:

"თავდაპირველი და ყველაზე უძველესი ფორმა პირჯვრისსაწერი თითების წყობისა, რომელსაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში იყენებდნენ და ეკლესიის რწმენით (იგულისხმე ახალმოწესეთა ეკლესია - ეპ. პ.), თავის დასაბამს იღებს მოციქულთა დროიდან, იყო ერთი თითით პირჯვრისწერა, - ანუ, მაშინ პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით".

კაპტერევის აზრით, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი უეჭველი მოწმობები არსებობს. "ასე მაგალითადო, -წერს ის, - წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც პირჯვარს იწერ, წარმოიდგინე მთელი მნიშვნელობა ჯვრისა… არა უბრალოდ თითით უნდა გამოვსახოთ ჯვარი, არამედ გონებითა და სარწმუნოებით" - "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 199)).

"წმ. ეპიფანე ლაპარაკობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეანზე იოსებზე, მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". პირჯვრისწერაში ერთი თითის გამოყენებაზე წერენ: ნეტარი იერონიმე, ნეტარი თეოდორიტე, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე, წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, იოანე მოსხი და VIII საუკუნის პირველ მეოთხედში ანდრია კრიტელი. მხოლოდ კირილე იერუსალიმელთან ვხვდებით ასეთ მოწმობას: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი".

თვით ჯვარი პირჯვრისწერის წესში ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გამოისახებოდა სხვაგვარად, ვიდრე შემდგომ პერიოდში. კერძოდ: ერთი თითით იწერდნენ მაშინ ჯვარს შუბლზე, ზოგჯერ პირზე, თვალებზე, გულზე და საერთოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებზე. ისეთი პირჯვრისწერა, რომელიც ამჟამად გამოიყენება და იწყება შუბლიდან, გადმოდის ჭიპზე, ადის მარჯვენა მხარზე და შემდგომ გადადის მარცხენაზე, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში საერთოდ არ გამოიყენებოდა არამედ, - გასული საუკუნეების მკვლევართა აზრით, - ჩვეულებად გვიან, დაახლოებით IX საუკუნიდან დამკვიდრდა.

"გასაგებია, - აგრძელებს პროფ. კაპტერევი, - თუ რატომ შეცვალეს ბერძნებმა (არაუგვიანეს IX საუკუნისა) ერთი თითით პირჯვრისწერის ძველი წესი ორ თითზე. როდესაც გამოჩნდა მონოფიზიტთა მწვალებლობა, მან ერთი თითით პირჯვრისწერის მანამდე არსებული ფორმა თავისი სწავლების პროპაგანდირებისთვის გამოიყენა, რადგან ერთ თითში ხედავდა ქრისტეს ერთი ბუნების შესახებ თავისი სწავლების სიმბოლურ მინიშნებას. მაშინ, მართლმადიდებლებმა, მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ, ჯვრის ნიშში დაიწყეს ორი თითის გამოყენება, როგორც ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიმბოლური გამოხატულება. ისე მოხდა, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა იქცა მონოფიზიტობის თვალსაჩინო ნიშნად, ორი თითი კი მართლმადიდებლობისა.

მონოფიზიტობასთან ხანგრძლივმა და შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელსაც ბერძნული ეკლესია ეწეოდა, ბუნებრივად აიძულა მართლმადიდებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ორი თითით პირჯვრისწერისთვის, როგორც თვალსაჩინო და გასაგებ მინიშნებად იმისა, რომ ამგვარად პირჯვრისმაწერალი იყო მართლმადიდებელი ქრისტეანი. მითუმეტეს, რომ სირიაში, ეგვიპტესა და სხვა ბერძნულ ქალაქებში მართლმადიდებლური მოსახლეობა აღრეული იყო მონოფიზიტებთან.

ბერძნებმა ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო შეცვალეს ძველქრისტეანული ერთი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელსაც ოთხას წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდნენ, რომელიც შემდეგ შეცვალეს სამი თითით პირჯვრისწერით. მიზეზი სავარაუდოდ შემდეგშია: თუ ბერძნებმა ერთი თითით პირჯვრისწერის ძველ წესზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავიდანვე მკაცრად მართლმადიდებლური და ეკლესიის დიდ მამათა მიერ აღიარებული ეს ფორმა თანდათანობით თავისთავად არამართლმადიდებლური გახდა, არამედ იმიტომ, რომ მისით ისარგებლეს მონოფიზიტებმა, რომლებმაც ამ წესს, მართლმადიდებელთა საცთუნებლად, დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება, ასე რომ ერთი თითით პირჯვრისწერა გახდა მონოფიზიტობის სიმბოლო, ორი თითით კი - მართლმადიდებლობისა; ორი თითით პირჯვრისწერაზე ბერძნებმა უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავისთავად ის არამართლმადიდებლურ წესად გარდაიქმნა, არამედ სრულიად სხვა მიზეზთა გამო.

თუკი ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი მონოფიზიტობა შეწყდა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო.

ორიდან სამ სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც ეს წესი უკვე საბოლოოდ გაბატონდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსებმა, მათზე უადრეს კი სხვა მართლმადიდებელმა სლავებმა, ქრისტეანობა მიიღეს ბერძნებისგან მაშინ, როდესაც, როგორც ვნახეთ, კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის წესი აღიარებული იყო ერთადერთ და სწორ ფორმად და ყველა იყენებდა მას, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების აღმნიშვნელ სიმბოლოს. რუსებმა მას შემდეგ, რაც ბერძნებისგან ქრისტეანობა მიიღეს, კონსტანტინეპოლელი საეკლესიო იერარქებიც მოიწვიეს, რომლებმაც სარწმუნოებაშიც დამოძღვრეს ისინი და ბერძნული ეკლესიის ყოველი წესი და რიგი იქაც დაამკვიდრეს.

აქედან გასაგებია, რომ ქრისტეანობით რუსეთის განმანათლებელმა კონსტანტინეპოლელმა ბერძნებმა, უპირველეს ყოვლისა, რუსებს ასწავლეს პირჯვრისწერა, როგორც მართლმადიდებლობისადმი კუთვნილების ყველასთვის თვალსაჩინო ნიშანი. ცხადია, რომ ბერძნებმა ახალგანათლებულ რუსებს პირჯვრისწერა მათი ჩვეულებისამებრ ასწავლეს, ანუ ისე, როგორც ეს იმ დროს დამკვიდრებული იყო ბერძნებს შორის და რაკიღა მაშინ მართებულ და მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის პირჯვრისწერის აუცილებელ ფორმად ორთითიანი წყობა ითვლებოდა, ბუნებრივია, ბერძნებმა ასეთი პირჯვრისწერა დაამკვიდრეს მათ მიერ მოქცეულ ყველა სლავ ხალხს შორის. აი, საიდან გაჩნდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V) ს в (Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).

როგორც უკვე აღინიშნა, ახალმოწესეობაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომლის თანახმად პირველ საუკუნეში პირჯვარს ერთი თითით იწერდნენ. პირჯვრისწერის ეს ჩვეულება ეკლესიაში IX საუკუნემდე იყო, მაგრამ ამ პერიოდში, მონოფიზიტ-იაკობიტთაგან განსასხვავებლად, რომლებიც ერთი თითით პირჯვრისწერას უკავშირებდნენ თავიანთ მწვალებლურ სწავლებას ქრისტეზე, მართლმადიდებლური ეკლესია გადადის ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელიც მაცხოვრის ორი ბუნების აღსარებისა და მონოფიზიტთაგან განმასხვავებელ ნიშად დაიდო. სწორედ ამ მიზეზით, როგორც ირწმუნება პროფ. კაპტერევი, "ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცვალა ორი თითით, რომელმაც გამოდევნა ერთი თითით პირჯვრისწერის წესი და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბერძენთა შორის".

მოგვიანებით ეკლესიაში ეს ორი თითი იცვლება სამით. პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა თუკი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინეპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, - სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო.

ორი თითიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V). ს დ в (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).

ახალმოწესეთა ეს სწავლება პირჯვრისსაწერ თითთა "განვითარების" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას ბადებს. თავად განსაჯეთ: ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეანები პირჯვარს თავიდანვე, ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, ეს წესი იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V), მონოფიზიტთა გამო, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ მართლმადიდებელთა მსგავსეად ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ, რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"? მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა არა IX საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში - ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება ხომ მონოფიზიტური მწვალებლობის დასამხობად მოიწვიეს! საგულისხმოა, რომ ეს მწვალებლობა, რომელიც უკავშირდება ვინმე ევტიქის სახელს, აღმოცენდა ნესტორიანელობასთან დაპირისპირებაში. ევტიქი ნესტორიანელობას სწორედ მონოფიზიტური სწავლების პოზიციიდან უპირისპირდებოდა. ის ასწავლიდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეს ჰქონდა სხვა, მესამე ბუნება. აქედან იბადება კითხვა: რატომ შეცვალა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი "არა უგვიანეს IX საუკუნისა" მონოფიზიტთა გამო, თუკი მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა V საუკუნეში და IX საუკუნემდე ოთხი საუკუნით ადრე, ქალკედონის IV (451წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი? - ეს გაუგებარია!

კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, რომ ვითომცდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით, შეცვალეს ნესტორიანელთა გამოც, რომელიც აღმოცენდა მონოფიზიტობამდე და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე ორი საუკუნით უადრეს.

გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით?

არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ - ნესტორიანელობა; IV-მ მონოფიზიტობა. ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური, კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის. მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობათა აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის შემდეგ?

რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს?

ეს კიდევ არაფერი! - თუ ეკლესია ასე წარამარა ცვლის თითების წყობას პირჯვრისწერის წესში, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ნიშნითაც განსხვავდებოდეს მწვალებელთაგან, და, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ამ თვალსაზრისით დაწესდა, მაშინ როგორ ასხვავებდნენ (ან განასხვავებენ) სამი თითით პირჯვრისმაწერალი "მართლმადიდებლები" საკუთარ თავსა და თითებში გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას ე. წ. "მართლმადიდებელ" უნიატთაგან, რომლებიც ასევე პირჯვარს იწერდნენ და იწერენ სამი თითით? ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ კათოლიციზმთან უნიონალური შეთანხმების თანახმად, წმ. სამების საიდუმლოში, რომლის აღსანიშნავადაც კრავენ პირველ სამ თითს, უნიატი "მართლმადიდებლები" აღიარებდნენ "ფილიოკვეს" კათოლიკურ დოგმატს, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა გამოდის როგორც მამისგან, ისე ძისგანაც. რატომ არ იცავენ ახალმოწესე მართლმადიდებლები ძველი ეკლესიის პრინციპს (თუ ასეთი არსებობდა) და არ აუქმებენ სამი თითით პირჯვრისწერის წესს და არ მოიფიქრებენ თითების ახალ კომბინაციას პირჯვრის გადასაწერად? თავიანთივე სწავლების თანახმად, მათ ასე უნდა გააკეთონ და პირჯვარი გადაიწერონ მუშტით, რამეთუ მწვალებელთა გამო ყველა წყობა უნდა უარყონ. თითებზე ნორმალური კომბინაცია აღარ რჩება აღმსარებლობითი ნიშის გამოსახატავად… დარჩა მხოლოდ მუშტი და ბრანწი

მართლმადიდებლური ეკლესია თავის მართლმადიდებლურ წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრისსაწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი მსგავსებით.


ცხადია, რომ ახალმოწესეთა ეს სწავლება ისეთივე უსუსურია, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის "გამამართლებელი" ყველა სხვა "არგუმენტი".

P.S. ყოველგვარი პოლემიკისთვის დამახასიათებელია სიმძაფრე, რაც ზოგჯერ არ გამორიცხავს მკაცრ შენიშვნებსა და მითითებებს. შესაძლოა ზოგიერთ ეკლიან შენიშვნაზე არაჯეროვანი რეაგირება მოვახდინე. თუ ვინმეს ვაწყენინე ჩემი კომენტარებით ერთხელ უკვე ქრისტეანულად ვითხოვე მოტევება, კიდევ ერთხელ ვითხოვ. ქრისტეანებთან მე ეს ამდენი სათხოვარი არ უნდა მქონდეს. ამის შემდეგ ყველა ღმერთმა განსაჯოს თავისი სინდისის მიხედვით.

2 P.S. ჩემი მისამართით გაისმის ყოვლად მიუღებელი ბრალდება, თითქოსდა მე შეურაცხყოფა მივაყენე თქვენი ეკლესიის მღვდლებს. თუ აქ იგულისხმება ჩემს მიერ არჩილ მინდიაშვილზე გამოთქმული შენიშვნები, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არავითარი შეურაცხყოფა არ არის. მე არ შევხებივარ მინდიაშვილის პიროვნებას, მის ადამიანურ ღირსებებს. მე არ ვიზიარებ და ვაკრიტიკებ მის შეხედულებებს გარკვეულ საკითხებზე. ეს კი ადამიანის შეურაცხყოფა არ არის. ხოლო თუ გულისხმობთ იმას, რაც ვთქვი ზოგიერთ მოძღვარზე, რომ ფულს აკეთებს ეკლესიაში და სხვა, ცილი არავისთვის დამიწამებია. ასეთი ფაქტები არსებობს და ეს არავისთვის არ არის უცხო. ამის შესახებ მე არ ვსაუბრობ, რადგან, ვხედავ ეს თემა ძალიან მტკივნეულია თქვენთვის. თუმცა ძმურად და კაცურად გირჩევთ იბრძოლოთ თქვენს ეკლესიაში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის. ჩვენც ვიბრძვით და არავის ვპატიობთ არამართლმადიდებლურ და ქრისტეანისთვის შეუფერებელ საქციელს.

კიდევ ერთხელ მომიტევოს ყველამ ვისაც გული ვატკინე.

გარდა ამისა, მოდერატორს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს ჩემი მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს... ამ მხრივ განსაკუთერებით აქტიურობს "კინოტელი"... გასაგებია, ის ძალიან ნაწყენი დამრჩა, მაგრამ მასაც ვთავაზობ მეგობრობას და წყენის დავიწყებას.

დანარჩენ პოსტებს ხვალ გავცემ პასუხს, რადგან ეს პოსტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა.

არ მინდა ვინმე დაიღალოს ჩემი პოსტების კითხვით. მინდა რომ ყველაფერი ზედმიწევნით იყოს გააზრებული.

ყველას პატივისცემით, ძველმართლმადიდებელი.

kinoteli - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თუმცა ძმურად და კაცურად გირჩევთ იბრძოლოთ თქვენს ეკლესიაში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის.

ამხანაგო სტაროვერ დაარიგე შენი და-ძმა. გაგაფრთხილეს მგონი.

კანუდოსელი - ობიექტურბა მოითხოვს ვთქვა, რომ კანონისტის ზოგიერთი არგუმენტი ისევე ვერლავეს გამოიყურება, როგორც თავად სტაროვერის დემაგოგიას მაგონებს ხოლმე ხანდახან....

სტაროვერ-ჯან მერამდენედ მოგმართო რომ დამისაბუთო და მაიგნორებ.

კიდევ ერთხელ:
ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი?

ველი პასუხს...იმედია არ გაღიზიანდები, რომ ანალიზს გთხოვ და არა ტექსტების ქოპი პეისთს საერთოდ მართლმადიდებლობა კოპირება რომ იყოს, მთავარი სვეტი მართლმადიდებლობისა კომპი იქნებოდა.

პ.ს. დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის (გურჯისტან-რაშენსტანში უამრავი მესვეური ისეთივე ფანატია, როგორც სტაროვერები.

kinoteli - გამოუსწორებელი ხარ კანუდოსელ.

კანუდოსელი - ობიექტური ვარ და არა კონფესიონალისტი.

kinoteli - რას გულისხმობ?

კანუდოსელი - ყველა არგუმენტი რაც "ჩემიანებიდანაა" - სწორია. ყველა არგუმენტი რაც "არა ჩემიანებიდანაა" - მცდარია.

პ.ს. მოდი ამ თემას ნუ გადავაქცევთ პირადი პოზიციების გარჩევის ადგილად.

afxazi - ზოგიერთ რამეში გეთანხმები. თუმცა ზოგიერთში ნაკლებად. ერთი რამ კი ცხადია, რომ საუბარი მშვიდი უნდა იყოს. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მცდარად მეჩვენება ის, რომ სამი თითით პირჯვრის გადაწერა ანათემირებულად გამოაცხადო. ამას ეკლესიის ისტორია ცხადად მიმითითებს. მე მგონი ამას განსაკუთრებული კამათი არც სჭირდება. ეს ზუსტად ქართულ გალობასთან დაკავშირებულ ამბავს მაგონებს. ერთი სიტყვით მე ვითხოვ მშვიდ და არგუმენტირებულ მსჯელობას. ცხადია ვერ შეთანხმდებით, მაგრამ ბევრ საინტერესო რამეს დაწერთ.

კანუდოსელი - და შენ გგონია, რომ მე მასე არ ვთვლი? უბრალოდ, სტაროვერების ისტორია დელიკატურია, არ უნდა დაგვავიწყდს ის, რომ ნიკონის "გენიალური" საეკლესიო "პოლიტიკის" შედეგად უამრავი ადამიანი გამოაცხადეს ერეტიკოსად. ეს იმას, ჰგავს, ახალი კალენდარული სტილი რომ მივიღოთ და ყველა ვინც ძველ სტილზე დარჩა- ერეტიკოსად შევრაცხყოთ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი ტრადიცია ურჩევნიათ, ან საერთოდ არ აქვთ საჭირო განათლება რომ გაიგონ კალენდარულ სისტემათა სხვადასხვაობა...

სტაროვერები ჩამოყალიბდნენ სექტად, უამრავ ნაწილად დაიშალნენ, მაგრამ ამაში მოსკოვის საპატრიარქოს მიუძღვის 100% წილი და დამნაშავეა ამაში. ამიტომ ჩემი ამოსავალი მასთან ურთიერთობაში არის, როგორც ურთიერთობა მსხვერპლთან და არა ტიპიურ სექტანტთან---არაა ეგ სექტა ამ სიტყვის ზუსტი განმარტებით...ამ კონფლიქტში სექტა უფრო მოსკოვია, ცხადია ავაკუმს არ ეყო დონე რომ არ გაეფანატებინა თითების აბავი, მაგრამ ზუსტად ისევე არ ეყო ნიკონს და უფრო მეტიც - ძალა სწორედ მას ჰქონდა.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (კანუდოსელი): - ობიექტურბა მოითხოვს ვთქვა, რომ კანონისტის ზოგიერთი არგუმენტი ისევე ვერლავეს გამოიყურება, როგორც თავად სტაროვერის დემაგოგიას მაგონებს ხოლმე ხანდახან... სტაროვერ-ჯან მერამდენედ მოგმართო რომ დამისაბუთო და მაიგნორებ. კიდევ ერთხელ: ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი? ველი პასუხს... იმედია არ გაღიზიანდები, რომ ანალიზს გთხოვ და არა ტექსტების ქოპი პეისთს. საერთოდ მართლმადიდებლობა კოპირება რომ იყოს, მთავარი სვეტი მართლმადიდებლობისა კომპი იქნებოდა.
პ.ს.

დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის (გურჯისტან-რაშენსტანში უამრავი მესვეური ისეთივე ფანატია, როგორც სტაროვერები.

დღეს გამოვაქვეყნე პოსტი ჩვენი არქიეპისკოპოსის ნაშრომიდან: "პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ". მე სრულიად ვიზიარებ იქ გამოთქმულ შეხედულებებს, ასე, რომ შეგიძლია იქ დაწერლი აზრებისთვის მე მომმართო. იქ წერია ერთი თითით პირჯვრისწერაზეც. კიდევ რამდენიმე ისტორიული ფაქტის გამოქვეყნებას ვაპირებ და ამის შემდეგ დავსხდეთ მე და შენ აგერ ფორუმში და ვიმასლაათოთ. რომელი ჯობია ერთი, ორი თუ სამი თითი. ამ დღევანდელ პოსტზე შენი აზრი მაინტერესებს. არ გაიგნორებ. უბრალოდ ბევრი ადამიანისთვის მიწევს პასუხის გაცემა და ვერ ვასწრებ. სხვა საქმეებიც ხომ მაქვს...

(ციტატა) (afxazi): კანუდოსელ, ზოგიერთ რამეში გეთანხმები. თუმცა ზოგიერთში ნაკლებად. ერთი რამ კი ცხადია, რომ საუბარი მშვიდი უნდა იყოს. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მცდარად მეჩვენება ის, რომ სამი თითით პირჯვრის გადაწერა ანათემირებულად გამოაცხადო. ამას ეკლესიის ისტორია ცხადად მიმითითებს. მე მგონი ამას განსაკუთრებული კამათი არც სჭირდება. ეს ზუსტად ქართულ გალობასთან დაკავშირებულ ამბავს მაგონებს. ერთი სიტყვით მე ვითხოვ მშვიდ და არგუმენტირებულ მსჯელობას. ცხადია ვერ შეთანხმდებით, მაგრამ ბევრ საინტერესო რამეს დაწერთ.

ძველმართლმადიდებელი - ბატონო მოდერატორო, მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას, ბოდიშიც კი მოვიხადე, მაგრამ ამ "კინოტელს" არაფერი შველის. რა ვიღონო? პასუხი გავცე წითელს ამინთებ, არ ვცემ პასუხს და გამარჯვებულის იერით დამჩხავის... იქნებ დააწყნაროთ როგორმე... გთხოვთ... მე მას პასუხს არ ვაძლევ... თქვენი პატივისცემით... და ფორუმის მონაწილეთა პატივისცემით, რადგან ბევრ მათგანს ნამდვილად უნდა საკითხების გარკვევა... ისე ერთი მაინტერესებს ბანის მიღების შემთხვევაში ვვარდები ფორუმიდან? და არ მექნება ისევ შემოსვლის შესაძლებლობა? 20% უკვე მომანიჭეთ და 80 კიდევ ხომ დამრჩა?

(ციტატა) (afxazi): დამშვიდდი, ნუ იფიქრებ რაღაც მიზანმიმართულად გაძლევდე გაფრთხილებას. უბრადლოდ მინდა კორექტულობა დავიცვათ ყველამ. მადლობა, რომ ჩემს თხოვნას ასრულებ, იმედია სხვებიც ამგვარად მოიქცევიან.

afxazi - (ციტატა) (კანუდოსელი): ამიტომ ჩემი ამოსავალი მასთან ურთიერთობაში არის, როგორც ურთიერთობა მსხვერპლთან და არა ტიპიურ სექტანტთან---არაა ეგ სექტა ამ სიტყვის ზუსტი განმარტებით...ამ კონფლიქტში სექტა უფრო მოსკოვია, ცხადია ავაკუმს არ ეყო დონე რომ არ გაეფანატებინა თითების აბავი, მაგრამ ზუსტად ისევე არ ეყო ნიკონს და უფრო მეტიც - ძალა სწორედ მას ჰქონდა.

ეს რა თქმა უნდა.

ძველმართლმადიდებელი


იოანე მოსხი


"ლიმონარი"

თბილისი 1998 წ.

რედ. დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

"§ 67. ისევ მამა გიორგი არქიმანდრიტი გვიამბობდა მამა ლულიანეს შესახებ, რომელიც ბურსას ეპისკოპოსი იყო. როცა იგი მონასტრიდნ წავიდა და ეპისკოპოსი გახდა, ქალაქ ბურსაში ქრისტეს მოძულე ადამიანებმა, გრძნეულებითა და საწამლავით მისი მოკვლა განიზრახეს. მათ ერთ მისანს დიდძალი ქრთამი მისცეს და საწამლავი დაამზადებინეს. ეს საწამლავი გაატანეს ჭაბუკს, რომელიც სასმელს ასმევდა ხოლმე ეპისკოპოსს, რომ მასთან ერთად დაელევინებინა. ჭაბუკმა სასმელის კათხაში გააზავა საწამლავი და ჩვეულებრივად მიართვა კათოლიკოს ლულიანეს. მან ღვთიური მადლით გულისხმაყო მათი ბოროტი განზრახვა, გამოართვა ჭაბუკს მომაკვდინებელი წამლით სავსე სასმისი, წინ დაიდგა და არაფერი უთხრა. შემდეგ მოუხმო ქალაქის მცხოვრებთ, მათ შორის იმათაც, ვინც მის მოსაკლავად წამალი მოამზადებინა. წმიდა ლულიანემ ცხადად არ ამხილა ისინი, არამედ მდაბლად მიმართა ხალხს: თუ გსურთ, რომ მოკლათ გლახაკი ლულიანე, აი, ყოველი თქვენგანის წინაშე შევსვამ ამ სასმელს, რომელიც გაგიმზადებიათ მისთვის. აიღო საწამლავით სავსე კათხა, სამგზის გადასახა ჯვარი ორი თითით და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ ამ სასმისსო. დალია იგი ყველას წინაშე და არაფერი ვნებია. როცა ეს დაინახეს მათ, ვინც საწამლავი მოუმზადა, შეინანეს და სინანულით მუხლებში ჩაუვარდნენ. მან წამოაყენა ისინი, შეუნდო, ღვთის შიში ასწავლა და გაუშვა" (გვ. 47).

"ლიმონარი" - ეს არის უკვდავი წიგნი, რომელიც აღწერს VI-VII საუკუნეების უდიდეს ასკეტთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ამბა დოროთესა და იოანე კიბისაღმწერელის თანამედროვენი, ისინი ყველანი წარმოადგენენ ქრისტეანული მოსაგრეობის უბადლო მაგალითს... წიგნი "ლიმონარი" დაწერილია მკაცრი ასკეტის, ნეტარი იოან მოსხის მიერ, რომელიც იყო საკმაოდ განათლებული პალესტინელი ბერი (არსებობს ცნობები, რომ იოანე მოსხი ეროვნებით იყო ქართველი), იერუსალემის მომავალი პატრიარქის, სოფრონის (გარდ. დაახლ. 638-644 წწ. ხს. 11/24 მარტი) მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთად მოიარა ნეტარმა იოანემ მთელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთი და ჩვენს დასამოძღვრად, მომავალ თაობათათვის, აღწერა ეკლესიის მამათა საკვირველი საქმენი. 578 – 582 წლებში ნეტარი იოანე იმყოფებოდა ეგვიპტეში, შემდეგ მან, სოფრონისთან ერთად, მოიარა პალესტინის სავანეები და ამის შემდგომ, 603 წელს გაემართა ანტიოქიაში, მის უდიდეს მესვეტეებთან, იყო კილიკიაში, ლიბანში, თარსში, ღაზაში, ასკალონსა და სინას მთაზე. დაახლ. 607 წელს მან მოიარა ნიტრიის მთები, სკიტეს უდაბნო და თებაიდა, სადაც ეგვიპტელ ბერებთან ერთად მოსაგრეობდა ათი წელი. მხოლოდ დაახლოებით 619 წელს დაბრუნდნენ მწერალი ბერები კონსტანტინოპოლში, ორი წლის შემდეგ კი გაემართნენ რომს, სადაც 622 წელს, ნეტარი აღმწერელი "ლიმონარისა" აღესრულა უფალში. წმიდა სოფრონიმ მისი ცხედარი ჩამოასვენა პალესტინაში, სადაც მშობლიურ სავანეში დაკრძალა. შემდგომში ის გახდა სასულიერო მწერალი და პატრიარქი.

ძველმართლმადიდებელი.

შენიშვნა: საგულისხმოა, რომ იგივე "ლიმონარში", რომელიც გამოუცია წმ. ნინოს მონასტერს, ეს ადგილი დამახინჯებულია, ანუ მისგან ამოღებულია "ორი თითი". როგორც ჩანს წმ. ნინოს მონასტრის გამოცემა გადმოთარგმნილია "Луг духовный"-ს თანამედროვე, რუსული-ნიკონიანური გამოცემიდან.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსი გამომცემლები, რომლებიც ძველმორწმუნეებს ედავებოდნენ პირჯვრისსაწერი თითების წყობის გამო და ამტკიცებდნენ, თითქოსდა სამი თითით პირჯვრისწერა არის მოციქულთა დროინდელი, ერთადერთი, უძველესი და ამიტომაც ყოველმხრივ ცდილობდნენ მიეჩქმალათ ამის საწინააღმდეგო ფაქტები. აქედან, ათასგვარი დამახინჯებები ან არასწორი თარგმანები. წინამდებარე ფაქტი ამის უტყუარი დასტურია. "ლიმონარის" ეს ტექსტი, რომელიც არჩილ მინდიაშვილს გამოუცია, სიტყვა სიტყვით იმეორებს "ლიმონარის" ძველ ქართულ ტექსტს, რომელიც მოთავსებულია "ძველი ქართული მწერლობის" მრავალტომეულის პირველ ტომში. ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ არჩილ მინდიაშვილის ობიექტურობა. რასაც ვერ ვიტყვით წმიდა ნინოს მონასტრის გამოცემაზე.

ამრიგად, წმ. იოანე მოსხის მოწმობით, VI-VII საუკუნეების წმიდა მამები პირჯვარს იწერდნენ და კურთხევას გასცემდნენ ორი თითით, და ის არ ყოფილა არავითარი ერესი, როგორც აცხადებდნენ ამას პატრ. ნიკონი და მისი მომხრეები; როგორც ჰგონია ეს ზოგიერთსაც ჩვენს დროში.

ამასთანავე დასტურდება ის ფაქტი, რომ ორი თითით პირჯვრისწერა ჭეშმარიტად უძველესია სამ თითიან წყობაზე და არის უდავოდ მართლმადიდებლური.

(ციტატა) (sopo...): "მოსკოვის ადგილობრივი კრება თუ ავტორიტეტია მისივე აღიარებულია დღევანდელი სამი თითით პირჯვრისწერა, ასე რომ ესეც ჭეშმარიტებაა?"

ძველმართლმადიდებელი - მე ვლაპარაკობდი და ვიმოწმებდი მოსკოვის 1551 წლის ე. წ. "ასმუხლიან" კრებას და არა სხვა რომელიმეს. აქედან, თქვენი ეს შენიშვნა აბსოლუტურად გაუგებარია. ამ კრების დადგენილებებში სამი თითით პირჯვრისწერა არსად არის ნახსენები. ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ორი თითით პირჯვრისწერა მან სწორედ სამის საწინააღმდეგოდ და მის აღმოსაფხვრელად დააწესა.

(ციტატა) (sopo...): "ბასილი დიდის ციტატაა ჯვრის გამოსახვაზე თითების წყობაზე არაფერია ნათქვამი".

ძველმართლმადიდებელი - მე წარმოვადგინე ნიკოდიმოს მთაწმინდელის განმარტება "პიდალიონიდან" (ბერძნ. სჯულისკანონი, "მესაჭის წიგნი"), რომელიც ამბობს, რომ წმ. ბასილი დიდი თავის ხსენებულ ფრაზაში 91-ე კანონიდან ("მორწმუნეების მიერ ჯვრის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა ჩვენ წერით"), გულისხმობსო ორი თითით პირჯვრისწერას. ამ შემთხვევაში თქვენ მე კი არა, ნიკოდიმოს მთაწმინდელს ედავებით.

(ციტატა) (sopo...): "აქ ფართოდ არის განხილული და ყველა მწერალთან ჯვრის გამოსახვის ისტორია გვხვდება ცერა და ხუთი თითით.

http://books.google.ge/books?id=ZfoXuDjd0pQC&pg=PA129&lpg=PA129& dq=tertullian+It+was+made+originally+with+the+thumb+of+the+right+hand,+usually+o
n+the+forehead&source=bl&ots=ptU82oLRqw&sig=XXvq_6DjaNBHmpYAbzo9HuHFvE&hl=ka&ei=NfYRTK7tH8WjOO3yxYII&sa=X&oi=bo ok_result&ct=result&resnum=10&ved=0CCoQ6AEwCQ#v=onepage&q&f=false"


ძველმართლმადიდებელი - სანამ ამ ინგლისურენოვან მოწმობას არ გადამითარგმნიან (უკვე ვთხოვე ერთ ჩემს ახლობელს) და არ წავიკითხავ რა არის ნათქვამი, ვერაფერს გეტყვით.

(ციტატა) (sopo...): მე ვდებ აზრს რომ ვაქებ წმ სამებას, ვაღიარებ ქრისტეს ორბუნებრიობას გულისთქმა მომივა რომ ერთი ბუნებრიობა ვაღიარო მივიღებ შესაბამის რელიგიას, 21-ე საუკუნეა, ვინ მადგას თოფით, და ყველა ასე მოიქცევა პირჯვრისწერით სხვადასხვა რელიგიების სწავლების ჩადებას რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს?

ძველმართლმადიდებელი - ? ? ? ? ? ?

(ციტატა) (sopo...): წმ ანა კაშინსკაიას ცხოვრებაში ნათქვამია რომ პროტოპრესვიტერი ბასილის მიხედვით ხელი იყო მაკურთხებელი ხოლო გამოძიებით დადასტურდა ის რომ არ იყო მაკურთხებელი, ეს ორთითიანი ჯვრის გამოსახვა ინტერპრეტაციაა.

http://www.pravenc.ru/text/%D0%90%D0%BD%D0%BD%D1%8B%20%D0%9A%D0%B0%D1%88%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9.html

ძველმართლმადიდებელი - ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ: "... წმიდა ანნა კაშინსკაია მოულოდნელად ხდება "რასკოლნიკების" სიმბოლო და პატრიარქმა იოაკიმემ 1677 წელს მოსპო წმინდანის ხსენება, აკრძალა მისი უხრწნელი ნაწილების თაყვანისცემა. ეს არის ერთადერთი უჩვეულო შემთხვევა რუსეთის ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში".

(http://days.pravoslavie.ru/Life/life6429.htm).

"1853 წელს კაშინის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს სინოდს აღედგინა ქალაქის ზეციური მფარველის ხსენება. სინოდმა თხოვნა უარყო. 1860 წელს, კაშინელები ისევ მიმართავენ თხოვნით იმპერატორს და კვლავ უარს ღებულობენ. 1902 წელს კაშინელების თხოვნა მესამეჯერ უარყვეს. XIX საუკუნის 70-იან წლებში კაშინელებმა შვიდჯერ გააგზავნეს თხოვნა ღირსი ანნას ხსენების აღდგენის თაობაზე. მათში აღწერილია ორმოცზე მეტი სასწაული, რომელიც მის საფლავზე აღსრულდა. ანნას კანონიზაციის აღდგენა შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც მიიღეს კანონი ძველმოწესეების შესახებ (1905 წლის 17 აპრილს), რომლითაც რწმენის თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები მიენიჭა ძვემორწმუნეებს.

(
http://ksana-k.narod.ru/Book/zheny/07.html).

"ანნა კაშინსკაია (1368). მეუღლე - ტვერელი თავადი წმ. მიქაელი - აწამეს ორდში 1318 წ. ხოლო თავად ანნა ევნო რუსებისგან გარდაცვალებიდან სამი საუკუნის შემდეგ. განა შეიძლება წმინდანი არ იტანჯებოდეს სიცრუისგან? როდესაც XVII საუკუნეში ანნას პატივს მიაგებდნენ და თაყვანსსცემდნენ, მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, მისი ბიოგრაფია კაშინელმა მღვდელმა დაწერა... 1649 წელს მისი უხრწნელი გვამი ტვერიდან გადაასვენეს კაშინოში. მეფე ფეხით გაეშურა კაშინოში 1650 წლის 12 ივნისს, როდესაც მისი წმიდა ნაწილები გადაიყვანეს ხის ტაძრიდან ქვის ტაძარში. მაშინ მოხდა ანნას კანონიზირება. გავიდა მეოთხედი საუკუნე, გარდაიცვალა მეფე ალექსი მიხეილის ძე, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონიზაციას. ახალმა პატრიარქმა, იოაკიმემ, გასცა განკარგულება ამოერიცხათ ანნა წმინდანთა დასიდან. პატრიარქი განსაკუთრებით აღაშფოთა იმან, რომ წმინდანის უხრწნელ ცხედარს თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობით ("საკურთხებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ანნას თითები, რადგან ერისკაცი დედაკაცები არავის "აკურთხებენ" - ძვმ.). ხოლო პატრიარქის მიერ, როგორც ჩანს, გაცემული იყო ბრძანება, რომ ცოცხალთაც და მკვდართაც პირჯვარი გადაეწერათ სამი თითით! მხოლოდ 1909 წელს აღიარეს ანნა წმინდანად და არა მარტო ძველმოწესეებისთვის, არამედ "ნიკონიანელებისთვისაც". მისი ხსენება დაწესებულია 3/16 ოქტომბერს, წმინდა ნაწილთა გადასვენებისა 1650 წ. 12/25 ივნისს. http://www.krotov.info/yakov/6_bios/42/1368_anna_kash.htm

წყაროების გაგრძელებას აზრი არა აქვს. ამრიგად, წმ. ანნა კაშინოელი, წმინდანთა დასიდან ამორიცხეს იმიტომ, რომ მის უხრწნელ ცხედარს ხელები შეკრული ჰქონდა ორი თითით. ამიტომაც იყო ის "ძველმოწესეთა სიმბოლო".

მეტი რაღა გითხრათ?!

(ციტატა) (sopo...): "ქადაგებს" სიზმრებს თუ "ყვება".

ძველმართლმადიდებელი - ქართულს მასწავლით? გმადლობთ. მაგრამ სიზმრის მოყოლა ერთია და სიზმარში ნანახის ქადაგება მეორე. რა არის აქ გასაკვირი?

(ციტატა) (sopo...): მეორეც წმ გიორგის მასთან რომ არ უსაბრია წმ გიორგისგან უშუალოდ გეუწყათ, თუ ღვთის მიერ მონიჭებული ნიჭი გვაქვს ადამიანთა მდგომარობის ხედვის , ასეთი კატეგორიული შეფასებების დასმა, თავის ღვთის ადგილზე დაყენება - ასეთი კადნიერება ხომ არაა სწორედ ხიბლი?

ძველმართლმადიდებელი - არჩილ მინდიაშვილი თვითონ ამბობს თავის ქადაგებაში "წმინდა გიორგისთან ნალაპარაკები ვარო" და მე რა შუაში ვარ?

(ციტატა) (sopo...): ჩემი თანამშრომელი სასიკვდილო დიაგნოზით საოპერაციოდან გამოიყვანეს, ხელი არ მოკიდეს . დაავადება გამქრალი იყო, წინა დღეს მამა არჩილს სთხოვა ლოცვაში მომიხსენეო მეტი არაფერი, დღეს ცოცხალია საღსალამათი".

ძველმართლმადიდებელი - ამით რისი თქმა გინდათ? ამგვარი შემთხვევები ჩვენთანაც მრავლადაა, მაგრამ თქვენი ეკლესიის მოძღვრები "სექტანტებად" და "რასკოლნიკებად" იხსენიებენ. მათ შორის არჩილ მინდიაშვილიც. იცის თუ არა მან ან თქვენ, ჩვენი მოძღვრების ცხოვრება, მათი ყოველდღიურობა, როგორც ლოცულობენ, როგორ მარხულობენ? როგორ სიდუხჭირეში უწევთ არსებობა და როგორ მძიმე ვითარებაში წირვა-ლოცვის ჩატარება? თანაც, შემწე და დამხმარე, უახლოესი სულიერი შვილების გარდა, არავინა ჰყავთ... მათ მიერ განკურნებულებსაც გაგაცნობთ... ერთ ერთი ბერის დედა (ეს ბერი თქვენს ეკლესიაში გადავიდა და ახლა სამების ტაძარშია ხატმწერად) დაავადებული იყო კიბოთი (როგორც მახსოვს მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა). ბერმა, მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცმა, დედა თბილისში ჩამოიყვანა ძველმართლმადიდებლური წესით მოსანათლად. მის მეზობლებს არც კი ეგონათ უკან, სოფელში, ცოცხალი თუ დაბრუნდებოდა. მოხდა სასწაული. ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ნათლობის შემდეგ ეს ადამიანი თითქოსდა ხელახლა იშვა. გამოჯანმრთელდა და დღემდე საღსალამათია.

შეგვიძლია ასეთი შემთხვევაც დაგიმოწმოთ: ერთი ფოთელი გოგონა ხუთი წლის განმავლობაში იყო მიჯაჭვული საწოლს უმძიმესი ონკოლოგიური დაავადების გამო. ხუთი წლის განმავლობაში პრედნიზოლონით და სხვა მსგავსი პრეპარატებით მკურნალობდნენ. იმდენად უძლური იყო, რომ როცა მოინათლა არა თუ ფეხზე ვერ დგებოდა, სკამზეც კი ვერ ჯდებოდა და ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ისმენდა ნათლობის ლოცვებს. მოინათლა სამჯერ შთაფვლით წყალში. ხელში აყვანილი შეიყვანეს მდინარეში და მისცეს შთაფლვა. შემდეგ თბილისში ჩამოიყვანეს და რესპუბლიკურში დააწვინეს გამოკვლევაზე. იქ მას მიაკითხეს იმ დროს ეპისკოპოსმა პავლემ (ამჟამად არქიეპისკოპოსი) და მღვდელმა გრიგოლ მახარაძემ. წაუკითხეს დავდრომილის ლოცვა და გამობრუნდნენ. მეორე დღეს ეს ადამიანი გაწერეს ინფექციურში, რადგან ონკოლოგიური ვერაფერი შეუმჩნიეს, ხოლო როდესაც ინფექციურში მის სანახავად მივიდნენ, იხილეს სასწაული. ადამიანი, რომელიც სკამზე ვერ ჯდებოდა დამხმარის გარეშე (ფეხზე დგომას ხომ არ ვიტყვი), საკუთარი ფეხით ჩამოვიდა მეორე სართულიდან. ლაპარაკობდა როგორც აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. ფოთში რომ ჩავიდა, მეზობლები გაკვირვებულები იყვნენ ამგვარი ცვლილებით. შემიძლია მოგიყვეთ ეშმაკეულთა განკურნების შემთხვევებიც. მაგრამ მგონი ესეც კმარა. ამრიგად, მოდი ჩვენს მოძღვრებს როცა აგინებენ თქვენი მოძღვრები არჩილ მინდიაშვილთან ერთად, იქნებ ურჩიოთ თავი შეიკავონ ამისგან. ვინ ვინ არის ამას ღმერთი გაარკვევს.

(ციტატა) (sopo...): მე მესმის სუბიექტური უნდობლობა, არდათანხმება ან მსგავსი, მაგრამ ასეთი საჯაროდ მოძღვრების სულის დიაგნოზების დასმა.

ძველმართლმადიდებელი - რატომ უნდა მოვერიდო არჩილ მინდიაშვილის შესახებ აზრის გამოთქმას არ მესმის. იმისთვის რათა განიმარტოს თუ რატომ არის ხიბლში არჩილ მინდიაშვილი, მისი ქადაგებები უნდა გავარჩიოთ და იზამს ამას მოდერატორი? ამიტომ, მოდი ჩვენ პირჯვრისწერას მივხედოთ...

(ციტატა) (sopo...): თუ ასე ზედმიწევნით ხელმძღვანელობთ ქრისტეს სწავლებით მაშინ რომელი სახარებით ხელმძღვანელობთ, ციტირება იქნებ მოახდინოთ სად მოგვიწოდებს ქრისტე სასულიერო პირთა მხილებისკენ ზურგსუკან თან საჯაროდ?

ძველმართლმადიდებელი - ჩვენ ვხელმძღვანელობთ ოთხივე სახარებით და საერთოდ, ძველი და ახალი აღთქმის მთელი წმიდა წერილით. სასულიერო პირებს (იმდროინდელ სჯულის მოძღვრებსა და სინოდის წევრებს) თვითონ ქრისტე ამხილებდა დაუნდობლად. ზურგსუკან არავის ვამხელ, არამედ ყოველთვის პირდაპირ. გარდა ამისა, როდესაც წმიდა მამას გიმოწმებთ სასულიერო პირთა მხილების განმარტებით, უნდა მიიღოთ. წმიდა მამათა განმარტებების უარყოფა მართლმადიდებელთ არ ახასიათებს.

(ციტატა) (sopo...): მე ერთი ვიცი სიყვარულით და ზრუნვით ისიც მას უნდა უთხრათ უშუალოდ, მიბრძანდით და გაუზიარეთ გულისტკივილი მართლმადიდებლურ სწავლებასთან არშეთანხმებულს თუ გვთავაზობს.

ძველმართლმადიდებელი - არჩილ მინდიაშვილი ჩვენ გვმტრობს. ლაპარაკი რომ ჩამოვარდება ჩვენზე შემთხვევას არ გაუშვებს რომ არ გაგვლანძღოს და პასუხიც არ გავცეთ? ვისი უნდა შეგვეშინდეს? ერთხელ მას ძველმართლმადიდებელი ქრისტეანებიც ესტუმნენ (პეტრე-პავლეს ტაძარში). გამართეს სჯა-ბაასი. იმ შეხვედრაზე არჩილს უთქვამს, რომ მღვდლად დედის მუცლიდან ვარ ნაკურთხიო. ამგვარი რამ მეც წამიკითხავს მის ინტერვიუში. სამწუხაროდ გაზეთის ის ნომერი დავკარგე. დედის მუცლიდან მღვდლად ნაკურთხი ვიცით რამდენიმე წმინდანი: იოანე ნათლისმცემელი, წმ. ნიკოლოზი... იმ ინტერვიუდან მახსენდება ბ-ნ არჩილ მინდიაშვილის მონაყოლი როგორ შეურაცხყო ბავშვობაში წმ. გიორგის ტაძარი, შემდეგ მას და მის ძმას წმ. გიორგი ცხადში გამოცხადებიათ. წმ. გიორგის მათრახი დაუკრავს არჩილისთვის, რის გამოც ისე მძიმედ დაავადებულა, რომ ვერაფერს უშველია (ვერც ლოცვას, სხვათა შორის). შემდეგ რაღაც ამპულები გაუკეთებიათ და გამოჯანმრთელებულა. როგორც ჩანს, მაშინ ილაპარაკა წმ. გიორგისთან. თუ არ გჯერათ, თვით არჩილს ჰკითხეთ. თუ რამე ისე ვერ გადმოვეცი მომიტევეთ, რადგან მეხსიერებაში აღვიდგინე რამოდენიმე წლის წინ წანაკითხი. მასთან მისული ძველმორწმუნეთა მონაყოლიდან შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ბ-ნი არჩილი ნამდვილად ხიბლის ქვეშ იმყოფება. და ამას არ ვამბობთ მისი შეურაცხყოფის მიზნით... მსგავსი პრობლემა ჩვენც გვქონდა ამ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ჩვენი ერთი ეპისკოპოსი (აწ გარდაცვლილი) იმყოფებოდა ხიბლში... ჩვენ ვიცით, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ამ სულიერი მდგომარეობის მთელი საშინელება... არჩილ მინდიაშვილის წინასწარმეტყველებები და ესქატოლოგიური შეხედულებები ძალიან გვაგონებს იმ გარდაცვლილი ადამიანის ქადაგებებს...

(ციტატა) (sopo...): მე არ მგონია კამათის გაგრძელება თუ ღირს ისეთი მსოფლმხედველობის ადამიანთან რომელიც ბრჭყლებით მოიხსენიებს ამ უდიდეს წმინდანს (სერაფიმე საროველს - ძვმ.) საოცარი ღვაწლის, უამრავ სასწაულზე სიცოცხლეში თუ სიკვდილის მერე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასეთისგან ჭეშმარიტებაც რომ მოვისმინო ვეღარ ვირწმუნებ.


გაგრძელება მომდევნო გვერდზე

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика