Главное меню:
ზურაბ ნარმანია
გაფიცებთ უფალს, ნუ სდევნით სიმართლეს!
ბაგენი მღვდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა არს.
ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და მრავალი უძლურ?ყვენით შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაი..."
(მალაქია, 2, 7)
ქრისტეს რჯული და მართლმადიდებლური ეკლესია ღვთაებრივი მნიშვნელობის ძირითადი ეროვნული მემკვიდრეობაა, საქართველოს მთავარი მახასიათებელი, ქართველი ხალხის უმაღლესი ღირებულების განძია. აგერ, XVIII საუკუნემდე იცოდა ქართველმა კაცმა, რომ ძველბერძენ მართლმადიდებელთა "წესნი და რიგნი" ღვთითკურთხეულია. ვახუშტი ბაგრატიონი ქართველთა შესახებ წერდა: "ხოლო კაცნი ამის ქუეყნისანი არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი, რომელთა მიიღეს ჰრომით ჟამსა დიდის კონსტანტინესასა და სილიბისტროსა წესნი და რიგნი ძუელნი ბერძენთა ბასილის კაბადუკიელისათა და შვიდის კრებისა უპყრიავთ მტკიცედ, არამედ მძლავრებით უკეთ ვინმე მიიქცის, ოდეს იცის ჟამი, კუალად ეგების ქრისტიანედ შემნანე".
რჯული არის კონკრეტული შინაარსისა და ფორმის მქონე კანონი, რომლის დარღვევაც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ ლაზარე მკვდარია და რომლის აღსრულებაც ერთადერთი საშუალებაა სიკვდილზე გასამარჯვებლად.
"სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა და ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ გადაასხვაფერებენ და შეცვლიან მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი... ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისაკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით... ხოლო ვინც პირველქმნილ კეთილმსახურების სჯულს არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შემობრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმინდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის მოკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას" (დიდი რჯულისკანონი, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 19). ქართველი ერის მიერ მთელი ისტორიის განმავლობაში უმაღლეს ღირებულებად შერაცხული და უმჯობესი საქართველოს წმინდა სისხლით დაცული რჯულისკანონი უფლის ნება-
სწორედ ამაშია რუის-
როგორც იტყვიან, "თევზი თავიდან ლპება", ეკლესია კი სწორედ ის თავია, რომელსაც ერის სული და გონება აბარია და რომელიც ღვთის წინაშე პასუხისმგებელია თავისი ხალხის მომავალზე. ამიტომ არის, რომ საქართველოს ყოველი გამოღვიძება და აღზევება საეკლესიო განწმენდით იწყებოდა. ასეთი განწმენდა კი საღვთო რჯულისკანონით ხდებოდა, რომელშიც ერი ღმერთის მრისხანების მიზეზებსა და მისი შემორიგების საშუალებას პოულობდა.
ამჯერადაც ასე უნდა მოხდეს, რადგან "თუ ვინმე იღვწის, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არარჯულიერად იღვწის" (2 ტიმ. 2, 5).
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი ფიზიკური თუ მეტაფიზიკური მიზეზების გამო ქართველთა ნებისმიერი ეროვნული ღონისძიება წარუმატებლობისათვის არის განწირული, თუ მისი მთავარი მიზანი არ იქნება უმაღლესი ფასეულობა -
ეროვნულ კონსოლიდაციაზე ზოგადი და აბსტრაქტული საუბრები არაფერს მოგვიტანს. ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ გონებრივი და მორალური კრიტერიუმების დაკანონებით და დამკვიდრებით მიიღწევა, რა თქმა უნდა, იმ აუცილებელი პირობით, რომ ეს კანონი იქნება ჭეშმარიტი და უცთომელი.
ასეთი უფლებითა და ნდობით საქართველოში მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ქრისტეან-
ერთსულოვნება საღვთო რჯულის რწმენასა და აღსრულებაში ერისადმი რჯულისკანონის უალტერნატივო მოთხოვნაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის მადლმოსილი და კურთხეული კანონია, რომლის ერთგულებამაც უმჯობესი ქართული ეპოქები შექმნა და რომლებმაც ბოლო დროს უნდა გაანათოს ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა.
ვინც გულისყურით ისმენს, უნდა გაიგოს ერთი ე.წ. მასონური აზრის პერიფრაზი: "ბიბლიური გველი დედამიწის ირგვლივ კრავს რკალს და პირით იჭერს საკუთარ კუდს. მის მოჯადოებულ წრეში ექცევა მთელი კაცობრიობა და ვერაფერი იხსნის მას... თუარა ერთი გენიალური სვლა, რომელიც ძალას აკარგვინებს გველის "უკანონობის საიდუმლოს".
საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საიდუმლო ორგანიზაციის რელიგიურ-
"ერთადერთი გენიალური სვლა", რომელიც გველის უკანონო სიბრძნეს უვნებელყოფს, არის ქრისტეს აღთქმის რწმენა და მისი რჯულისკანონის აღსრულება...
დადგა დრო, როცა საქართველომ მესიანური მამხილებლის გვირგვინი უნდა დაიდგას და კიდეც გაისმა პირველი ხმა, რომელიც საეკლესიო და საერო უკანონობას შეეხო...
გაისმა ასეთი ხმა და, როგორც მოსალოდნელი იყო, აღელდა უკანონობის სული... საეკლესიო ფალსიფიკაციის აღმოფხვრისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ღირებულებების პრაქტიკულად აღდგენის სრულიად გარდაუვალმა და სამართლიანმა მოთხოვნამ ზოგიერთებში და მათ წრეებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
უარყოფითად გამოგვეხმაურნენ წერილებზე "სულის მახვილი" (ჟურნალი "ცისკარი", 1989 წ. ?2) და "ასე აღდგება ლაზარე" (გაზეთი "წიგნის სამყარო", 1990 წ. ?3. 4. 5) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი გამრეკელი და თბილისის წმ. პეტრე-
მოგვიტეოს არჩილ მინდიაშვილმა, მაგრამ ნურას უკაცრავად; საქართველოს ბედი, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ეკლესიაზეა დამოკიდებული. ეკლესიის მდგომარეობა განსაზღვრავს ყოველი ჩვენგანის, ჩვენი მშობლებისა თუ შვილების, სრულიად საქართველოს აწმყოსა და მომავალს. ამიტომ ერის წინაშე უდიდესი დანაშაულია, შენიღბო და შეალამაზო, შეამსუბუქო და სიცრუით შეავსო სიღრმე იმ ტრაგედიისა, რომელმაც ღვთის მადლის გარეშე დაგვტოვა და რომლის შესახებაც არაფერი იცის ერმა...
რა არის სიცრუე და რა არის სიმართლე, რა არის შეჩვენებული და რა არის კურთხეული, რა არის ცოდვა და რა არის სათნო უფლის თვალში, ამის გასაგებად ერთადერთი საშუალებაა ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება, რომელიც მოცემულია დიდ რჯულისკანონში.
მართლმადიდებელთა წმინდა ეკლესიამ 787 წელს დაასრულა დოგმების მიღება; მან სრულქმნილად მიიჩნია რჯულის საწესჩვეულებო სისტემა და, საერთოდ, ყველაფერი, რაც ეკლესიასთან და საღვთო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. წერილისამებრ, შვიდჯერ განიწმინდა სიტყვა (შდრ. ფს. 11, 7) და ბოლო, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო წმინდა კრებამ ერთხელ და სამუდამოდ დააკანონა: "განვმტკიცდეთ საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა და მსოფლიო კრებებისა, განჩინების დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის საყვირთა მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს -
ახლა ვნახოთ, ეწინააღმდეგება თუ არა ქრისტეან-
არჩილ მინდიაშვილი ცდილობს, გაამართლოს მომაკვდინებელი ცთომილებები და ყველაზე მთავარ საეკლესიო ღირებულებებს -
წერილში "ასე აღდგება ლაზარე" ჩვენ, თვით რჯულის უალტერნატივო სწავლებაზე დაყრდნობით, დოგმა და კანონი წარმოვადგინეთ, როგორც ერთმანეთის ტოლფასი ქრისტეანული ღირებულებები, რომლებსაც კანონი შემდეგ ფორმულირებას აძლევს: "ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ -
საიდუმლოს აღმასრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ-
საიდუმლოს აღსრულების დროს დაცულ უნდა იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
თითოეული საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-
ე.ი., შვიდი საიდუმლო, რაზეც დაფუძნებულია ქრისტეს ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, არის ხილული მოქმედება, რომელიც უხილავად ზემოქმედებს მორწმუნის სულსა და სხეულზე. "ყველაფერი ღმერთისაგანაა, რომელმაც შეგვირიგა ჩვენ ქრისტეს მიერ, და მოგვცა მსახურება შერიგება" (2 კორ. 5, 18), ეს მსახურება კი სწორედ კანონებისა და წესებისგან შედგება, რომელთაც აქვთ ღვთის კურთხევა და ღვთის მადლი.
სწორედ ცთომილებებში (წესების გამრუდებაში) ხედავდა საქართველოს უბედურებათა მიზეზებს რუის-
შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შიგნით დაკანონებული წესების შეცვლით უგულებელვყოფთ და ვამახინჯებთ თვით საღვთო მოძღვრების შინაარსს, რომლის ხატებასაც წარმოადგენენ ეს ხილული მოქმედებები. არჩილ მინდიაშვილს კი არა, თვით ანგელოზს არა აქვს უფლება, შეცვალოს რჯულისკანონის დადგენილებები, რადგან, გადავაკეთებთ თუ არა ღვთის კანონს, წესს, უმალ ყალბ ფორმულებად ვაქცევთ მათ -
ყოველი საკულტო წესი, ქრისტეანული კანონი თუ დოგმა ჩართულია ქრისტეს მადლის გარდამოსვლის მთლიანი ღვთისმსახურების სისტემაში...
აი, დოგმისა და კანონის ურთიერთმიმართების არსი: "იესუ არის ქრისტე, ძე ღმერთისა" -
რატომ ჭირდება თანამედროვე სამღვდელოებას, დაუშვას კანონებისა და წესების შეცვლის შესაძლელობა, ახლავე ვნახავთ; არჩილ მინდიაშვილი 1990 წლის 22 თებერვლის "ახალგაზრდა კომუნისტში" წერდა: "20 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სამოციქულო განწესებანი გაჩნდა, ადამიანი შეიცვალა, მაგრამ განა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რაიმე ამ დადგენილებებში? (თითქოს არ იყოს შეცვლილი -
ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა პირჯვრისწერის წესისა თუ რვაკიდურიანი ჯვრის ოთხ და ექვსკიდურიანი ჯვრით შეცვლის, შვიდი სეფისკვერის ნაცვლად ხუთი სეფისკვერის შემოღებისა და ალილუიას ორჯერ წარმოთქმის ნაცვლად სამჯერ წარმოთქმის უკანონობის შესახებ, მაგრამ ყოველივე ამას ამჯერად არ შევეხებით, თუმცა აღნიშნულ და სხვა მრავალ უკანონო ცვლილებათა მხილებისთვის საკმარისია, შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ ისინი მეშვიდე მსოფლიო კრების შემდეგ მოხდა, რამაც რეფორმატორები მოწყვიტა ქრისტეს ეკლესიასა და მის პირველგანჩინებულ საზღვრებს.
ქრისტეანობის ყველაზე დიდი ტრაგედია ნათლის-
არჩილ მინდიაშვილი ნათლის-
ცრუ ობიექტურობის შესაქმნელად არჩილ მინდიაშვილი ცალმხრივად აღიარებს: "რა იყო მართლმადიდებლური ეკლესიის შეცდომა, ქართული იქნება ის, რუსული თუ ბერძნული? ის, რომ რაც მოციქულთა მიერ ნათლობაში დაშვებული იყო, როგორც გამონაკლისი (წყლის სამჯერ გადავლება თავზე სამების სახელით), დროთა განმავლობაში ამ ეკლესიებში მცონარებითა და სხვა რამ მიზეზით, იქცა ნორმად".
სიცრუეა, არავითარი კანონიკური ტექსტი ასეთი გამონაკლისის შესახებ არ არსებობს. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ოპონენტი ცდილობს, თავზე წყლის დასხმით მონათვლის სატანურ პრაქტიკას თუნდაც რაიმე გამართლება მისცეს -
ესეც არ იყოს, "დიდაქეში" არაფერია ნათქვამი ნათლის-
ნათლის-
არჩილ მინდიაშვილს სამოციქულო კანონის დარღვევა დიდ ცოდვად არ მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ რწმენას განსაზღვრავს მხოლოდ დოგმატური მხარე და კანონებისა და წესების შეცვლით არ იცვლება აღმსარებლობა. შეიცვალა საწეს-
ქრისტეს საიდუმლოთა მოქმედების პრინციპების შესახებ ბასილი დიდი ამბობს: "საიდან არის კაცთა სამჯერადი შთაფლვა წყალში ნათლის-
"არასათანადოდ ნათელ-
საბედნიეროდ, რჯულისკანონი ამ საკითხს არაერთგზის ეხება. კანონი ამბობს, რომ ერეტიკოსები, რომლებიც თვით სწავლებაში (დოგმატურ მხარეში -
დიდი და მცირე რჯულისკანონის სრულიად ზედაპირული თვალის გადავლებაა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობაა შექმნილი; ქრისტეანად ყოფნა-
უსაფუძვლო და ალოგიკურია მტკიცება, თითქოს საქართველოს ძველ მართლმადიდებელთა საღვთო კავშირის მოქმედებას განხეთქილება შეაქვს ქართულ ეკლესიაში. ერის გადასარჩენად საღვთო სიწმინდეების აღდგენისა და მადლის გარდამოსვლის კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე ლაპარაკი არც ერთი ასპექტით არ გულისხმობს განხეთქილებას. პირიქით, რჯულის მადლმოსილების რწმენა და მისი მოთხოვნების აღსრულება სულიერი, მორალური და ფიზიკური ერთიანობის ერთადერთი საწინდარია.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახლა არ არის საეკლესიო სიწმინდეთა მოძიების დრო, ახლა საქართველოს უჭირს!.. საქართველოს კარგა ხანია უჭირს და უჭირს სწორედ იმიტომ, რომ ღმერთისთვის არ გვცალია და სრულიად დავივიწყეთ მისი კანონები და, თუ ჯერაც გვიდგას სული, ამას მხოლოდ კაცთმოყვარე ღმერთის მოთმინებას უნდა ვუმადლოდეთ. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ჯერ არ დამდგარა სიმართლის თქმის დრო, ალბათ, არ იცნობენ საღვთო სწავლებას სასუფევლისა და ჯოჯოხეთის შესახებ, თორემ შეგნებულად მხოლოდ ეშმაკს თუ შეუძლია, ახალ იერუსალემში შესასვლელი გზის განთავისუფლება მომავლისთვის გადადოს.
ნათლის-
საქართველოში ყოველდღე ათობით ადამიანი იღუპება გეენაში ვარდება, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ უკანონოდ ნათელღებული და უკანონოდ ხელდასხმული სამღვდელოების მიერ ასევე უკანონოდ ინათლება და ვერ თავისუფლდება ღვთის წინაშე ადამისა და თავისი ცოდვების პასუხისმგებლობისგან. ვინ იცის, "მცონარებითა და სხვა რამ მიზეზით" პირადად არჩილ მინდიაშვილს რამდენი ადამიანი მოუნათლავს თავზე წყლის დასხმის სატანური წესით და მათ შორის გარდაცვლილნი რამდენი განუმწესებია... სად? -
ანალოგიურ მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო, მაგრამ ვიცით, რომ, თვით უფლის პირობისამებრ, ქრისტეს მეორედ მოსვლამდის სადღაც აუცილებლად უნდ აენთოს ჭეშმარიტი საკურთხეველი, სადღაც აუცილებლად უნდა ცოცხლობდეს სამოციქულო ხელდასხმის მქონე სამღვდელოება: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ერეოდიან მას" (მათ, 16, 18).
სწორედ ასეთი, რჯულის მკაცრად მპყრობელი, სამოციქულო ხელდასხმის მქონე სამღვდელოების ძიებამ მიგვაყენა ძველმართლმადიდებელთა დაუზიანებელ ეკლესიას.
სანამ ამ ეკლესიაზე მოკლედ გიამბობდეთ, მინდა, გავარკვიო მკითხველი, რომ მინდიაშვილი ცოდავს ან ცდება, როცა ჩვენ, რჯულის სიწმინდის მაძიებლებს, "რუსოფილებს" გვიწოდებს. ეს ეროვნულ გრძნობებზე თამაში და ამ გრძნობებით სპეკულაცია გახლავთ. არავითარი რუსული აღმსარებლობა არ არსებობს და, თუ არსებობს იგი, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნიკონიანურ ეკლესიაში. ხოლო რუსოფილები არიან ისინი, ვინც სახელმწიფოს მიერ მოსყიდული რუსული "პოლიტიკური ეკლესიის" ერეტიკულ აკადემიებში ღებულობენ "სასულიერო განათლებას" და შემდეგ საქართველოში ამკვიდრებენ მართლმადიდებლობის ნაცვლად ნიკონიანურ სწავლებას.
რაც შეეხება ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ეკლესიას, იგი სრულიად თავისუფალია როგორც რუსული, ასევე ლათინური თუ აღმოსავლური მინარევებისგან და უკომპრომისო დამცველია ძველბერძნული აღმსარებლობისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველმორწმუნე მართლმადიდებლები ფრიად შეზღუდულ ურთიერთობაში არიან რუსეთის ბუტაფორიულ ეკლესიასთან და მის რჯულისგან განმდგარ მრევლთან. ასე რომ, შოვინიზმი მათთვის უცხოა და აქ ყველაფერზე მაღლა ქრისტე და მის რჯული დგას.
ეს არის ეკლესია, რომელმაც ძველბერძნული აღმსარებლობის დასაცავად სამასი წელი ღვარა სისხლი და დღემდე მოიტანა ქრისტეს მადლი. ეს ის აღმსარებლობაა, რომელიც უშუალოდ მოციქულებმა უქადაგეს საქართველოს პირველივე საუკუნეში; ეს ის აღმსარებლობაა, რომლის ერთგულებამაც საღვთო შარავანდედით შემოსა გრიგოლ ხანძთელი და რომლის რჯულისკანონიც არსენ იყალთოელს ძველბერძნულიდან ათარგმნინა დავით აღმაშენებელმა, როგორც "უცთომელი კანონი".
სწორედ ძველბერძნული სწავლების ერთგულებისთვის ეწოდათ ძველმორწმუნე მართლმადიდებლები მათ, რომლებმაც შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ მიღებული უკანონო ნოვაციები არ მიიღეს, რადგან რჯული გვასწავლის: "რაც არ არის სჯულიერი ის უეჭველად არის უსჯულო (უკანონო)" (დიდი რჯულისკანონი. გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა ლიტოსადმი, კანონი 3).
მკითხველთა დასაბნევად და იმ მიზნით, რომ ძველმართლმადიდებლებს "რუსოფილური" იარლიყი მიაკერონ, როგორც გიორგი გამრეკელი, ისე არჩილ მინდიაშვილი წერენ, რომ ნიკონმა "სლავური ხატები და საეკლესიო-
რუსმა და ბალკანელმა სლავებმა ბერძენთაგან მიიღეს ქრისტეანული სარწმუნოება და მათგან ისწავლეს ქრისტეანული "წესნი და რიგნი", საიდანაც გავიდა შვიდი საუკუნე და ნიკონმა კათოლიკურ რომში, ვენეციაში, პარიზში დაბეჭდილი ბერძნული წიგნების მიხედვით დაიწყო სლავურ წიგნებში შენახული ძველბერძნული სწავლების "გასწორება".
შორს წაგვიყვანდა ბერძენთა მიმართ ჯვაროსანთა თუ ოსმალთა ძალადობისა და სხვა ისტორიული გარემოებების აღწერა, რომლის ძალითაც საბერძნეთმა დაკარგა ეკლესიის ღვთივკურთხეული და მადლმოსილი სიწმინდე. ერთი რამ კი ფაქტია: ქრისტიანობის მიღებიდან შვიდი საუკუნის შემდეგ რუსეთში ნიკონიანური ერესის სამხილებლად მღვდლებმა ლაზარემ და ნიკიტამ უდიდესი შრომის ფასად ძველ წიგნებს დეტალურად შეადარეს ახალი წიგნები, -
მრავალმა ისტორიულმა, გეოგრაფიულმა თუ პოლიტიკურმა წინამძღვარმა განაპირობეს ის, რომ რუსეთმა XVII საუკუნემდე ხელუხლებლად მოიტანა ძველბერძნული აღმსარებლობა თავისი ღვთისმსახურებითა და წეს-
ცდომილებანი, რომელიც საღვთო რჯულის მოთხოვნათა წინააღმდეგ დაუშვა გვიანდელმა საბერძნეთმა და მასთან მთელმა მსოფლიომ, ართულებს რუსეთის ურთიერთობას რჯულისგან განმდგარ მსოფლიოსთან. ეს იყო ერთ-
რადგან არჩილ მინდიაშვილი, ფაქტობრივად ქადაგებს, რომ შვიდი მსოფლიო კრების შიგნით დაშვებული ცვლილებები შემდგომი ცვლილებების უფლებასაც იძლევა, მკითხველის გასარკვევად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები კანონების გამკაცრებაში გამოიხატა... ამის შესახებ წმინდა მამები განმარტავენ, რომ ქრისტეანები თავიდან, როგორც ჩვილნი, ქრისტეანული ცხოვრებისა და შემეცნების რძეს ღებულობდნენ, ხოლო, როცა მომძლავრდნენ სულიერად, უფრო მაგარი საკვები მიიღეს, რაც საღვთო რჯულისკანონით განხორციელდა... აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კრებების შიგნით მომხდარი ცვლილებები არასოდეს შეხებია წეს-
აი, რას იცავდა რუს მართლმადიდბელთა ერთი ნაწილი, როცა ნიკონის რეფორმას არ დაემორჩილა. გიორგი გამრეკელს კი სამოციქულო სწავლების ერთგულება ტრაგედიად მიაჩნია: "ძველი წეს-
კიდევ უფრო შორს მიდის ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ტენდენციურ შეფასებაში არჩილ მინდიაშვილი. მართლმადიდებელი მღვდლის ანაფორით შემოსილი, იგი თავს უფლებას აძლევს უძველესი მართლმადიდებლობა და სისხლით დაცული მისი ეკლესია შეურაცხყოს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სლავურად ადიდებს უფალს. არჩილ მინდიაშვილს ჰგონია, რომ "განუსწავლელია" ამბაკუმი, რომელმაც სამოციქულო სწვალებას შესწირა თავი და რომელსაც, სხვათა შორის, ლ. ტოლსტოი და ფ. დოსტოევსკი გენიოსს უწოდებენ. რაც შეეხება მის სულიერ და ზნეობრივ ღირსებას, სრულიად შეუფერებელია, უწოდო "დაუმორჩილებელი სასულიერო პირი" და "ცრუ მოძღვარი" დეკანოზს, რომელმაც გაწამებული სიცოცხლისა და სისხლის ფასად ქრისტეს რჯულიდან არც ერთი სიტყვა არ დაუთმო სატანას... ქრისტეანისგან სხვას არაფერს ითხოვს რჯული: "დავადგინეთ წმინდა მამების მიერ დღემდე თითოეულ კრებაზე დამტკიცებული კანონების მტკიცედ დაცვა" (ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 1). და ეს ეხებოდა, როგორც საღმრთო წერილს, ისე საღმრთო გადმოცემას: "თუ დაუწერელი წესების დარღევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით. ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (დიდი რჯულისკანონი. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმინდის შესახებ). -
ახლა კვლავ ქრისტეს რჯულის ერთგულ ეკლესიას მივუბრუნდეთ; მატერიალურ ღირებულებებს დახარბებულმა რუსეთმა XVII საუკუნეში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღირებულებებში გაცვალა რჯულში მოცემული ღვთის სიტყვა. დაიწყო ქრისტეანთა დევნა, იმ ქრისტეანთა, რომლებმაც არც ერთი წერილი არ დათმეს რჯულიდან. მრევლი დაიბნა, წარმოიქმნა სხვადასხვა ცდომილებანი, მაგრამ ერთმა ეკლესიამ, რომელმაც უფლის წინაშე შეინარჩუნა კანონიერება, გაუძლო სამასწლიან დევნას. იგი დღესაც, როგორც საუკუნეების უწინ საქართველო, საღვთო რჯულისკანონის საქმით მპყრობელია, რაც იოლი შესამოწმებელია...
ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი ეკლესია მეოცე საუკუნემდე რუსეთის ნიკონიანური ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების საშუალებით ინარჩუნებდა ღმერთთან კავშირს. ამიტომ ეწოდათ მათ "ბეგლოპოპოვცები". საქმე იმაშია, რომ რუსეთმა, აგერ, XX საუკუნემდის შეინარჩუნა ნათლის-
და აი, 1923 წ. 22 ოქტომბერს (4 ნოემბერს) ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოვიდნენ ჯერ ეპისკოპოსი ნიკოლა (ერში პოზდნევი), ხოლო მოგვიანებით ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი). მათ დაგმეს ნიკონიანური ერესი, განიწმინდნენ ზემოთ აღნიშნული კანონით და აღადგინეს ძველმართლმადიდებელთა სამდასოვანი საეკლესიო იერარქია. ამიერიდან კანონიერი ხელდასხმისა და ორი ეპისკოპოსის მფლობელ ეკლესიას შეეძლო დამოუკიდებლად ეარსება, დამოუკიდებლად ეშვა თავისი ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები.
რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ნიკონიანური უკანდახევის შემდეგ, მსოფლიო ერეტიკული ეკლესიისა და მრევლის მიბაძვით, ორი ეპიკოპოსის წასვლიდან მალევე დაარღვია ნათლის-
ახლა გავსინჯოთ ის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც სამი საუკუნეა თავისი მრევლის მოსატყუებლად იყენებს რუსეთის ნიკონიანური ეკლესია და რომელიც ჩვენს ოპონენტებსაც ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა სამხილი ჰგონიათ: ისინი ფიქრობენ, რომ ძველმართლმადიდებელთა ასეთი ცდომილება არის განხეთქილება, მაგრამ არ უწევენ ანგარიშს, რომ განხეთქილებაც არის და განხეთქილებაც... აღნიშნული განხეთქილება კი რჯულისკანონის გარკვეული მუხლის საფუძველზე მოხდა. თვით უფალი ბრძანებს: "იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება" (ლუკა, 12; 15). ამ სიტყვებს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: მშვიდობა ისადგურებს მაშინ, როცა დაავადებული მოიკვეთება, როცა ბოროტი გამოცალკევდება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ცისა და დედამიწის გაერთიანება. ექიმიც ხომ მთელი სხეულის გადასარჩენად მოკვეთს ხოლმე ავადმყოფ ნაწილს. კარგია ერთსულოვნება, მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიმართლეშია ერთსულოვნება კარგი.
ახლა ვნახოთ, რჯულის რომელი კანონის საფუძველზე გამოეყვნენ ძველი მართლმადიდებლები ნიკონის ერეტიკულ ეკლესიას: "ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როცა იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან" (კონსტანტინოპოლის ორგზისი წმინდა კრების კანონი 15).
ა. მინდიაშვილისა და გ. გამრეკელის ლოგიკით, მართლმადიდებლები იმთავითვე განხეთქილების მოქმედნი ყოფილან, რადგან მათ რჯულისგან განდგომის გამო XI საუკუნეში შეაჩვენეს კათოლიკები და გამოეყვნენ. სინამდვილეში კი მართლმადიდებლებმა ამ გამოყოფით ქრისტეს ეკლესია იხსნეს ურჯულოებისგან ისევე, როგორც XVII საუკუნის რუსეთში მომხდარი გამოყოფით ძველმა მართლმადიდებლებმა სისხლისა და სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სამოციქულო გადმოცემის მკაცრად მპყრობელი ეკლესია, რომელიც სათნოა უფლის თვალში.
ცნობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად დიდი ქრისტეანული ღვაწლისა, ამბაკუმი ძველმართლმადიდებლებს წმინდანად არ შეურაცხავთ და მის ხატზე არ ლოცულობენ, რადგან ისინი უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ექცევიან ქრისტეანულ სიწმინდეებს. ასე რომ, ძველმორწმუნეობა არის არა "ამბაკუმისტობა", როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, არამედ ღვთის კურთხევის მქონე ძველბერძნული აღმსარებლობა და ეკლესია, რომელმაც დღემდე მოიტანა სამოციქულო ხელდასხმა, ანუ მღვდლობა.
მღვდლობა კი ქრისტეანული არსებობის სულია...
რაც შეეხება ნიკონს, ქართველმა ნიკონიანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ რეფორმისა და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგების გამო იგი განიკვეთა. ნიკონისა და სხვა საეკლესიო საქმეების განსახილველად მეფე ალექსიმ 1666-
მოგვიტევონ ნიკონის ქართველმა მიმდევრებმა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ისინი კიდევ ერთხელ ჩაიხედავენ სახარებაში და დარწმუნდებიან, რომ ქრისტეანები კი არ კლავენ და აწამებენ ადამიანებს, არამედ უღმერთო ადამიანები დევნიან და აწამებენ ქრისტეანებს.
დაბოლოს, როგორ გგონიათ, ნიკონიანურმა რუსეთმა რატომ გადაღება ქართულ ეკლესიებში ძველბერძნული კანონიკური ხატწერის ნიმუშები? რას მალავდა იგი საღებავის სქელი ფენის ქვეშ და რას ამკვიდრებდა მათ ნაცვლად? -
ჩვენი ოპონენეტებისა თუ "ჯვარი ვაზისას" რედაქციის განცხადება იმის შესახებ, რომ ძველი მართლმადიდებლები სექტანტები და ერეტიკოსები არიან, უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი ცილისწამებაა. ელემეტარული ეთიკა მოითხოვს, რომ, როცა ეკლესიას სექტანტურს და ერეტიკულს ვუწოდებთ, დავასახელოთ, კერძოდ რაში მდგომარეობს ერესი, რაში მდგომარეობს ცდომილება. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საღვთო სიწმინდეთა დამცველ უძველეს ეკლესიას და ცეცხლის წმინდა ნათლობით განბანილი ქრისტეანების სახელს, რომლებსაც მხეცური სისასტიკით გაუსწორდნენ ნიკონიანელი ჯალათები და რომლებიც სამასი წლის განმავლობაში დევნა სულის შემრყვნელმა რუსეთმა.
მართლაც, რუსეთის ეკლესიის შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ამ გამოყოფით ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა ჩაქრობისგან იხსნეს საკურთხეველი და შეინარჩუნეს მადლი, რადგან XX საუკუნეში რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ დაარღვია ნათლის-
მრავალი მიზეზის გამო ჯერჯერობით ბევრი რამ რჩება უთქმელი, მაგრამ მთავარია, რომ დადგა დრო და საქართველო დაეძებს თავისი ბედუკუღმართობის მიზეზებს და მათგან თავის დაღწევის საშუალებებს...
გამოისახა პირველი კონტურები მსოფლიო ხალხების წინაშე იბერიის მესიანური ფუნქციისა, მაგრამ ეროვნული მოძრაობა ჯერ არ შესულა იმ სიმწიფესა და სიბრძნეში, როცა იგი საღვთო რჯულისკანონს დაეყრდნობა და ასე შექმნის ერთიანობის საფუძველს და წარმატების უტყუარ გარანტიას... და მაშინ მრისხანე იქნება იგი მათ მიმართ, რომლებიც ერს ღმერთთან ურთიერთობის უპირველეს საშუალებას უმალავენ, თავზე წყლის დასხმის არარსებული კანონით ნათლავენ და ამით უფლის საშინელ სამსჯავროს უქვემდებარებენ.
დარღვეულია ნათლის-
რაც შეეხება ამ ცდომილების გასწორებას, რომელსაც არჩილ მინდიაშვილი ქართული ეკლესიის სახელით პირდება საქართველოს, უნდა ითქვას, რომ ეს არის ერის წინაშე მორიგი, ყოვლად დაუშვებელი სიცრუე. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ემბაზების საეკლესიო ნაგებობებში შეტანით შეუძლებელია აღდგეს სამოციქულო ხელდასხმა და მღვდლობის მადლი. თვით სამღვდელოება უკანონოდ არის მონათლული და, სანამ კანონიერი მღვდლის მიერ არ მოინათლება და კანონიერი ეპისკოპოსისგან არ მიიღებს ხელდასხმას, არჩილ მინდიაშვილი და, მისივე ტერმინი რომ ვიხმაროთ, "ძმანი მისნი" ანაფორით შემოსილი ერისკაცები არიან და მათ არც ნათლობისა და არც ხელდასხმის უფლება არა აქვთ.
დაბოლოს: აღარ ვაპირებთ კამათს მათთან, ვინც არ არის გულახდილი და ერის წინაშე შეგნებულად ცრუობს. ისინი თავიანთ მსჯელობაში არღვევენ ეთიკის ელემენტარულ ნორმებს, რათა როგორმე შენიღბონ და შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც თავის გასამართლებელი საბუთების უქონლობა ქმნის. "მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე; იცოდე, რომ ასეთი კაცი გარყვნილია და სცოდავს თავისივე თავის მიერ მსჯავრდადებული" (ტიტეს მიმართ, 3, 10-
მათ გასაგონად, რომლებიც ქრისტეს რჯულის აღდგენას ეწინააღმდეგებიან, ხმამაღლა ვაცხადებთ: საქართველოს ძველმართლმადიდებელთა საღვთო კავშირი არ შეწყვეტს ბრძოლას საქართველოში მართალი ეკლესიის აღდგენისთვის, თუ რჯულისკანონით არ დაგვისაბუთებენ, რომ ჩვენს მოთხოვნებში ან ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ეკლესიაში არის რაიმე რჯულის საწინააღმდეგო ცდომილება.
ჩვენ მზად ვართ, საზოგადოების წარმომადგენელთა თანდასწრებით საქართველოს სამღდელოებასთან და სხვა მსურველებთან გავმართოთ დიალოგი, რათა ერმა გაიგოს სიმართლე, რომლის გარეშეც განწირულნი ვართ... მაგრამ ჯერჯერობით სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ასეთი საუბრის გამართვა არ ხერხდება, რაც კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ოპონენეტების გულახდილობას...
ძველმორწმუნე მართლმადიდებლებისთვის ქრისტეს რჯულის დასაცავად საკუთარი სიცოცხლის გაღება ისტორიული ხვედრია და ყველაზე დიდი ბედნიერებაა. საქართველოს ძველმართლმადიდებელთა ეკლესია და საღვთო კავშირი მზად არის ასეთი მსხვერპლის გასაღებად, ოღონდ კი საქართველო რაც შეიძლება მალე ეზიაროს ქრისტეს ძალასა და მადლს.
სანამ საქართველო ქრისტეს რჯულში ჩაიხედავს და გაიგებს სიმართლეს, ქრისტეს რჯულისთვის ბრძოლაში ძალას გვმატებს დავით აღმაშენებლის მოწოდება: "მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ". ამინ