Главное меню:
ბერძნული სჯულისკანონი პირჯვრისწერის შესახებ
ამონარიდი ბერძნული "პიდალიონიდან" (დიდი სჯულისკანონი). განმარტება ეკუთვნის ცნობილ ათონელ მოღვაწეს ნიკოდიმოს მთაწმინდელს. წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს ამონარიდს ამ განმარტებიდან.
ბერძნული "პიდალიონი" (გვ. 645)
§ 2. (გვ. 645). "პირჯვრის გამოსახვას ძველი ქრისტიანები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამას ცხადყოფდნენ უძველესი წყაროებიც, ადრექრისტიანულ ეპოქაში ამტკიცებდნენ, რომ პირჯვრის გამოსახვა მხოლოდ ორი თითითაა მადლმოსილი.
პირჯვრის გადასახვის ერთადერთი მართებული წესია: შეკრული ცერი, არათითი და ნეკი,ხოლო აღმართული საჩვენებელი და შუა თითი, რაც ნიშნავს ქრისტეს ერთარსებას, ხოლო მოხრილი თითი კი მის კაცობრივ ბუნებას. შეერთებული სამი თითი კი წმინდა სამებას, ამასვე ამბობს პეტრე დამასკინელი თავის ნაშრომში (გვ 642).
პირჯვრის გამოსახვისას ორი თითი მიიდება შუბლზე, შემდეგ ჭიპზე, ისევე როგორიც არის აღმართული ჯვარი. ჯერ მარჯვენა მხარეს დავიბეჭდავთ, შემდეგ კი მარცხენა მხარეს.
ლათინები საყვედურობდნენ ბერძნებს, რომ ისინი ჯერ არ იბეჭდავდნენ მარცხენა მხარეს და შემდეგ კი მარჯვენას, როგორც ეს იყო ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში მიღებული (ეს მხოლოდ ლათინთა შეხედულებაა -
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მიუღებელია ლოცვა სწორი პირჯვრის გარეშე. ზოგიერთები ხელს იდებენ მკერდზე, პირზე. კირილე იერუსალიმელი მოუწოდებდა ყველა მართლმადიდებელს ელოცათ ყოველი საქმის დაწყების წინ, სადაც უნდა იყვნენ დღისით, ღამით, ადგომისას, დაწოლისას, შესვლისას, გამოსვლისას და ა.შ."