Главное меню:
ფ. მელნიკოვი
ორი თითი თუ სამი თითი?
პირჯვრის საწერი თითების რომელი წყობაა უფრო ძველი, სწორი და მისაღები -
ახალმოწესეთა ეკლესია, თავის საეკლესიო გამოცემებში, მ. შ. ღვთის სჯულის სახელმძღვანელოებში, დღემდე ამტკიცებს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის სომხური, მწვალებლური ჩვეულება, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა -
თუ ჩვენს "განათლებულ" საუკუნეში, თითქმის ურწმუნო და ამ საუკუნის "კულტურულ", "განათლებულ" და ყოველგვარი ლიბერალიზმით გაჟღენთილი ადამიანებისთვისაც კი პირჯვრისწერის საკითხს გააჩნია ასეთი უდიდესი აღმსარებლობითი მნიშვნელობა, უნდა წარმოვიდგინოთ როგორი მნიშვნელობა ექნებოდა მას XVII საუკუნის ღვთისმოსავ მორწმუნე ერში, რომლისთვისაც ყოველ საეკლესიო წესს გააჩნდა უდიდესი მნიშვნელობა.
ორი და სამი თითის საკითხი მაშინ იყო საშინელი, საბედისწერო და საშიში; ეს იყო სიკვდილ-
და მაინც, რატომ უარყვეს იმ დროინდელმა რუსმა ღვთისმოსავმა მღვდლებმა და მათმა სულიერმა შვილებმა ამსოფლიური სიკეთე და წავიდნენ საშინელ წამებასა და სიკვდილზე, ორი თითით პირჯვრისწერა კი არ უარყვეს? რადგან ამის მტკიცე და ნამდვილად შეურყეველი საფუძვლები გააჩნდათ.
1. ქრისტეანობა არის ჯვრისმტვირთველობისა და ღმერთკაცობის რელიგია. "ქრისტეანული მისტერიის ცენტრში დგას გოლგოთის ჯვარი და ღმრთის ძის, ქვეყნიერების მაცხოვრის, ჯვარზე ვნება და სიკვდილი. ღმრთის ძეში, ღვთაებრივ ადამიანში, ღმერთკაცში მოიაზრება მთელი კაცობრიობა, ადამიანთა მთელი სიმრავლე. კაცობრიობა არის ღმერთკაცობის ნაწილი; ქრისტეანობა არსებითად ანთროპოლოგიურია და ანთროპოცენტრული, მას ადამიანი გამოჰყავს წარმოუდგენელ, ზეციურ სიმაღლეზე.
წმიდა სამების მეორე პირი, ძე ღმრთისა, მოვიდა კაცის სახით. ამით ადამიანი დგას ყოფიერების ცენტრში, მასშია სამყაროს შექმნის მთელი აზრი და მიზანი. ეს ქრისტეანული მსოფლმხედველობა და აღმსარებლობა გამოიხატება სწორედ ორი თითით. ჯერ კიდევ წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) ამბობდა: "ნუ შეგვრცხვება აღსარება ჯვარცმულისა, და გაბედულად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი". ანუ თითებით ვქმნათო აღსარება ჯვარცმულისა. სწორედ ჯვარცმულისა და არა სხვა ვინმესი.
ქრისტეანული აღმსარებლობის სათავეში დგას ძე კაცისა, რომელმაც ჯვარს მიამსჭვალა ჩვენი ცოდვები. როგორც წმ. პეტრე დამასკელი (VIII ს. სხვა მონაცემებით XII ს.) ბრძანებს: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს" ("სათნოთმოყვარება"). ორ თითიან წყობაში საჩვენებელი თითი წარმოადგენს ქრისტეს კაცობრივი ბუნების, ხოლო მის გვერდით მყოფი საშუალო, ღმრთის ძის ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოს, თანაც, კატეხიზმური მოთხოვნით, ეს თითი უნდა იყოს ოდნავ მოხრილი, რაც აღნიშნავს, რომ: "უფალმა მოსდრიკა ზეცა და გარდამოხდა დედამიწაზე".
დანარჩენი თითები, ცერი და ბოლო ორი თითი, ერთმანეთთან შეერთებულია წმიდა სამების აღსარების ნიშნად.
როგორც ვხედავთ, ორი თითით პირჯვრისწერის წყობა მოიცავს ხუთივე თითს -
სამთითიან წყობაში კი არ არის ეს ცენტრალური, ქრისტეანული აღმსარებლობა და არც ეს სამოციქულო ქადაგება. 1667 წლის მოსკოვის კრებამ დოგმად მიიღო: "პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშანი ვქმნათ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: დიდი თითი, საჩვენებელი და შუათითი შევკრათ ნიშნად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ხოლო ბოლო ორი -
როგორ შეეძლოთ იმდროინდელ ღვთისმოსავ ადამიანებს უარეყოთ ორი თითით პირჯვრისწერა -
აი ასე ეცმევა ჯვარს წმიდა სამება უქრისტეოდ, მისი კაცობრივი ბუნების გარეშე, ადამიანობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, ამ ველურ ნიშანში, უარყოფილია ქრისტეანობის არსი, მისი გული, მისი ცენტრალური აზრი და მიზანი. სამი თითის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მკვიდრდება, როდესაც არ გესმის ქრისტეანობის აზრი და მნიშვნელობა, ან კიდევ, როდესაც ამკვიდრებენ მას ძალდატანებით.
2. არც აღმოსავლელი პატრიარქებს, არც რომელიმე ავანტიურისტს, რომელიც მოსკოვში ჩამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან იმ დროს და ერეოდა საეკლესიო საქმეებში, არ შეეძლო თუნდაც ერთი რომელიმე ავტორიტეტული წყაროთი დაესაბუთებინა ქრისტეს ეკლესიისთვის ასეთი უცხო წესი. კრებას შეეძლო დაემოწმებინა მხოლოდ სოფლის მცხოვრებლები. ვერაფერს იტყვი -
სამი თითით პირჯვრისმაწერალთა ამ დაუსაბუთებელი ჩვეულების საპირისპიროდ და ორი თითით პირჯვრისწერის დასაცავად, ღვთისმოსავმა მღვდლებმა წარმოადგინეს საკმაოდ საფუძვლიანი და ავტორიტეტული წყაროები. წმ. კირილე იერუსალიმელისა და წმ. პეტრე დამასკელის ზემოთ დამოწმებული წყაროების გარდა ისინი იმოწმებდნენ წმ. მელეტი ანტიოქიელის (IVს), ნეტ. თეოდორიტე კვირელის (IV ს.), ღირ. მაქსიმე ბერძენისა (XVI ს.) და აღმოსავლეთის ეკლესიის მამათა გამონათქვამებს. შემდეგ იმოწმებდნენ რუსეთის ეკლესიის წმიდა მამებს, რომლებიც ყველანი, გამონაკლისის გარეშე, პირჯვარს იწერდნენ ორი თითით და 1551 წლის მთელს კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ ისეთი უდიდესი მამები, როგორებიც იყვნენ კრების თავმჯდომარე მაკარი (მოსკოვის მიტროპოლიტი), რომელსაც ისტორიკოსმა გოლუბინსკიმ "სახელგანთქმულთა შორის უდიდესი" უწოდა; ასევე, მოციქულთასწორნი გური და ბარსონუფი, ყაზანელი საკვირველთმოქმედნი; ფილიპე, შემდგომში მოსკოვის მიტროპოლიტი, იმ დროისთვის კი ჯერ კიდევ სოლოვეცის მონასტრის იღუმენი და მრავალი სხვა.
ასმუხლიანმა კრებამ არა მარტო დაადასტურა წმ. მელეტი ანტიოქიელისა და ნეტ. თეოდორიტეს მოწმობები, არამედ მიიღო კანონი, რომ ვინც არ დაიწერდა ჯვარს ორი თითით, ვითარ ქრისტე (იხ. კრების 31-
ორი თითით პირჯვრის მაწერალნი ეყრდნობოდნენ რუსეთის ყველა ღვთისმოსავ პატრიაქრს, რომელთა მიერ გამოცემულ წიგნებში დაკანონებულია და განმარტებულია პირჯვრისწერის ორთითიანი წყობა. შემდეგ მოდიოდა წმიდა ხატების უსასრულო მოწმობები, დაწყებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან, ღვთაებრივი ყრმით ხელში, რომელიც აკურთხებს ორი თითით და დაწერილია თვით ლუკა მახარობლის მიერ, მრავალი, სასწაულთმოქმედი ხატებით დამთავრებული, რომლებიც დაიწერა თვით რუსეთში.
როგორ შეეძლო რუსეთის ეკლესიას ყოველივე ამის შემდეგ დაეჯერებინა მოსკოვში სამათხოვროდ ჩამოსულ უცხოელებისა, რომელთა მტკიცებითაც ორი თითით პირჯვრისწერა თურმე იყო საშინელი სომხური ერესი? ამისი აღიარება იქნებოდა მთელი რუსეთის ეკლესიის ისტორიისა და მის წიაღში გაბრწყინვებულ წმინდანთა გმობის ტოლფასი. და არა მარტო რუსი წმინდანებისა, არამედ მოციქულებისა და თვით ქრისტესი, რომელიც ყველა ამ ხატებზე აკურთხებს ორი თითით.
არა, რუსეთის ღვთისმოსავ ეკლესიას არ შეეძლო ამაზე წასვლა, არ შეეძლო დაეგმო და ეკიცხა თავისი წმინდანები და ისტორია და მიჰყოლოდა მართლაცდა ერეტიკოსებისა და მგმობელების ტყუილს.
3. პირჯვრისსაწერი სამთითიანი წყობის გარეგნული სახეც კი ეზიზღებოდა ღვთისმოსავ რუს ხალხს. სამი თითი პეშვად არის შეკრული. ანუ ითხოვდნენ რათა საჩვენებელი და შუათითი მიდრეკილ ყოფილიყო ცერა თითთან. იმდროინდელ ნიკონიანურ წიგნებში პირჯვრისაწერი წყობა ასეც არის დასურათხატებული. ერთ ერთი რუსი მწერლის თქმით: "სამთითიან წყობაში ყველაფერი მოხრილია; ეს არის მონური ნიში" ("все в триперстии пригнуто, все согбенно; это какое-
და მართლაც, მან ნამდვილად მონობა მოუტანა ნიკონიანელთ: მათ თავიანთ ახალ ეკლესიაში დაკარგეს ყველა ის უფლება, რომელიც ეკუთვნის მართლმადიდებელ ხალხს და უსიტყვო მონებად გარდაიქცნენ. იტყვიან, რომ თითები მაინც სამების ნიშნად არისო შეკრული. მოსკოვის კრებათა და ამ კრებების ხელმძღვანელ ავანტიურისტ რეფორმატორთა წყევლა-
მოხდა შემაძრწუნებელი რამ: ღმერთის სახელით ჩადენილ იქნა ყველაზე საშინელი და საძაგელი დანაშაული! წმ. იოანე ოქორპირი შენიშნავს, რომ წმიდა სამების სახელს იყენებენ ჯადოქრებიც და მოგვებიც, რის გამოც, მათი ქმედება ხდება უმეტესად დანაშაულებრივი და წყეული.
სამთითიან წყობას ხალხში სრულიად სამართლიანად პეშვს (რუს. щепоть) უწოდებენ. ის არანაირად არ ჰგავს ძლევის ბაირაღს; ეს არის ყოველდღიური, სამზარეულო დანიშნულებისთვის დამახასიათებელი ნიშანი და მისი აღმართვა, როგორც ქრისტეანობის ძლევამოსილი ნიშანი, როგორც ქრისტეანული აღმსარებლობის ბეჭედი, როგორც ქრისტეს ეშმაკსა და სიკვდილზე ძლევის სიმბოლო -
მაშინ როდესაც, ორთითიანი წყობა, თავისი გარეგნული სახით გამოხატავს ჯვრის ნიშნს, ერში მას პირდაპირ ჯვარს უწოდებენ. ორი აღმართული თითი ზეცად, ღმრთისკენ აღგვიტაცებს. ეს ჭეშმარიტად არის გამარჯვებისა და ძლევის სიმბოლო. ღმერთკაცობა აქ ჭეშმარიტად და მკაფიოდ გამოისახება ორი თითით, რომელიც არის კაცობრიობის ღმერთთან შერიგების სიმბოლო. ლამაზად და მკაფიოდ არის გამოსახული აქ წმ. სამებაც: სამი თითი აჩვენებს მსოფლიო ჰორიზონტს, როგორც თვით მაცხოვარმა უთხრა თავის მოწაფეებს " წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19) და დაამატა: "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20). ორი თითით პირჯვრიწერის ორთითიან წყობაში არის ყველაფერი: წმიდა სამებაც და ქრისტეს ორბუნებოვნების აღსარებაც.
4. სამი თითით პირჯვრისწერა რუს ხალხს თავს მოახვიეს ძალდატანებით: ის გახდა მართლმადიდებელ ქრისტეანთა უსასტიკესი დევნულების სიმბოლო. მის გამო აწამებდნენ უამრავ ღვთისმოსავ და მართლმადიდებელ ადამიანს, კლავდნენ, ცოცხლად წვავდენ... მთელი ქვეყანა შეიღება წმიდა მოწამეთა სისხლით... რუსეთის მილიონობით საუკეთესო შვილი იდევნებოდა ამ სამთითიანი წყობის არმიღების გამო. ამიტომაც გახდა ის ასეთი სიძულვილის საგანი. მრავალი მას ანტიქრისტეს ბეჭედსაც უწოდებდა, რადგან მხოლოდ მისი მიღების შემდეგ შეეძლოთ რუსეთში მორწმუნე ადამიანებს ეცხოვრათ მეტ-
5. ოფიციალურმა ეკლსიამ გარდა სამი თითისა მიიღო კიდევ ე. წ. სახელობითი წყობა, სადაც თითები ისეა დალაგებული რომ თურმე გამოხატავს მაცხოვრის სახელის პირველ და ბოლო ასოებს IС XC. 1666 წელს კრებმის მიერ გამოცემულ წიგნში " Жезл" ("კვერთხი") ამტკიცებენ, რომ თურმე ასეთი კურთხევის წესი თვით ქრისტეს დაფუძნებია კურთხევისთვის; ამაღლების წინ მან თურმე ამ სახელობითი წყობით აკურთხა თავისი მოწაფეები; ანუ აღუმართავს საჩვენებელი თითი, რითაც მიუნიშნებია ასოზე I., შემდეგ მოუხრია საშუალო თითი, რათა ის დამსგავსებოდა C-
იბადება კითხვა, რატომ დასჭირდა იესუ ქრისტეს, რომელმაც თავის მოწაფეები წარაგზავნა "ყველა ხალხის" გასაქრისტეანებლად, უპირველეს ყოვლისა კი ებრაელთა მოსაქცევად, ეკურთხებინა ისინი ბერძნული ან სლავური ანბანის მიხედვით, რომელიც, სხვათა შორის, იმ დროს გამოგონილიც კი არ იყო, -