აპოლოგეტიკა - მსჯელობა მრწამსის გარშემო - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო

სარწმუნოების სიმბოლო

შინაარსი:

შესავალი

თავი I: მაცხოვრის სახელი

თავი II: "შობილი და არა ქმნილი"

თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევა

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

________________________________________________________

შესავალი


უკვე 340 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც მართლმადიდებლური ეკლესიას მოსწყდა მღვდელმსახურთა და მრევლის უზარმაზარი ნაწილი, რომელიც ე. წ. ახალომოწესეობისკენ მიიდრიკა. მის წიაღში მოხდა უდიდესი ცვლილებები, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის მართლმადიდებლურ დოგმატიკასაც, რაც გამოიხატა სარწმუნოების სიმბოლოს სლავურ ტექსტში ცვლილებების შეტანით.


ახალმოწესეებმა ძველ სიმბოლოში შეიტანეს ოთხი უდიდესი ცვლილება:

1. შეცვალეს მაცხოვრის სახელის დაწერილობა (Исус-ის ნაცვლად წერენ Иисус-ს - რედ.);

2. ამოღებულია მაცხოვრის შობისა და ქმნილების დაპირისპირება (ნაცვლად "рожденна, а не сотворена" წერენ "Рожденна, не сотворена", სადაც ამოღებულია შინაარსისთვის მეტად მნიშვნელოვანი "a" ნაწილაკი);
3. ქრისტეს სუფევაზე დაიწყეს სწავლება, რომ ის მომავალში დადგება (თუ ძველ ტექსტშია "И царствию Его несть конца" ("და სუფევისა მისისა არა არს დასასრულ"), ახალშია - "И царствию Его не будет конца" ("სუფევასა მისისას არ ექნება დასასრულ").;

4. ამოღებულია სულიწმიდის, როგორც ჭეშმარიტი უფლის აღიარება (ძველ ტექსტშია: "И в Духа Святаго, Господа Истиннаго и Животворящаго" ("და სულიწმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი"), ახალშია: . "И в Духа Святаго, Господа Животворящаго" ("და სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი").

ეს ცვლილებები არასოდეს არავის დაუსაბუთებია და მათი დამცველები მხოლოდ ბერძნებზე ბუნდოვანი დამოწმებებით და 988 წლიდან მოყოლებული ძველრუსული მართლმადიდებლობის ანათემირებით იფარგლებოდნენ, რაც მეტად მკაფიოდ არის გამოხატული 1666-1667 წლების მოსკოვის კრებების დადგენილებებში, სადაც, სხვათა შორის, წერია:

"Аще ли кто не послушает повелеваемых от нас и не покорится: или начнет прекословити и противитися нам, и мы таковаго противника данною нам властию от животворящаго и всесвятаго духа, аще ли будет от священническаго чина, извергаем и обнажаем его всякаго священнодействия и проклятию предаем. Аще же от мирскаго чина, отлучаем и чужда сотворяем от Отца и Сына и Святаго Духа и проклятию и анафеме предаем, яко еретика и непокорника: И аще пребудет в упрямстве своем до скончания своего, то да будет и по смерти отлучен, и часть его и душа его со Иудою предателем и с распеншими Христа жидовы и со Арием и с прочими проклятыми еретиками" ("ვინც არ შეისმენს ჩვენგან ნაბრძანებს და არ დაგვემორჩილება; ან დაიწყებს დავას და წინააღმდეგობას, ამგვარ მოწინააღმდეგეს სულიწმიდის მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალაუფლებით, თუ სამღვდლო დასთაგანი იყოს, დავამხობთ პატივისგან, განვმოსავთ ყოველგვარი მღვდელმსახურებისგან და გადავცემთ ანათემას. ხოლო თუ ერისკაცთაგანი იყოს, განვკვეთთ და სრულიად უცხო ვყოფთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა; ვწყევლით და შევაჩვენებთ მას, როგორც მწვალებელს და მორჩილების არმქონეს. ხოლო თუ თავის აღსასრულამდე იმყოფებს ამ სიჯიუტეში, სიკვდილის შემდეგაც მოკვეთილ იქნას და დაემკვიდროს მისი სული იუდა გამცემთან და ქრისტეს ჯვარმცმელ იუდეველებთან, ასევე არიოზთან და სხვა შეჩვენებულ მწვალებლებთან ერთად").

შედეგად, მათ დაწყევლეს და სიკვდილის შემდეგ მწვალებლებად გამოაცხადეს ყველა რუსი წმინდანი და მოწამე, რომელიც რუსეთში გაბრწყინდა რუსეთის ნათლისღებიდან 1666-1667 წლების ამ სატანურ კრებამდე და სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთგული იყვნენ იმ გადმოცემებისა და წიგნებისა ძველი რომ ეწოდათ!

ამგვარი დადგენილებების შემდეგ არ რჩება არანაირი საფუძველი ამ კრების მონაწილეები მიიჩნიო მართლმადიდებლებად. მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი წყევლა-კრულვები კრების მონაწილე ახალმოწესეებს არ ეყოთ და მათ ძველი ღვთისმოსაობის დამცველთათვის საერო მთავრობისგან მოითხოვეს სასჯელები, რათა სამაგალითოდ დაესაჯათ ისინი "საერო მსჯავრით და მისცემოდნენ ისინი სხვადასხვა შევიწროებასა და ტანჯვას" ("...и градским законом, и казнить их разным томлением и различными муками"). მეტიც, მოჰყავთ ამ სასჯელთა მაგალითებიც, როდესაც ითხოვენ ზოგს ენა ამოაჭრან, ზოგს ხელი, ზოგს ყური და ცხვირი და ჩამოატარონ ისინი ბაზრობებზე ხალხის დასაცინად, შემდეგ კი საპყრობილეებში ჩაამწყვდიონ სიცოცხლის ბოლომდე" ("овым языки отрезоша, овым руци отсекоша, овым уши и носы, и позориша их по торгу, и потом сослани быша в заточение до кончины их". Цит. по: 44. С. 181, 183).

ყველა ეს სასჯელი სრული სისასტიკით განიცადეს ძველი ღვთისმოსაობის დამცველებმა. დროთა განმავლობაში ძველმორწმუნეთა მიმართ სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა მხოლოდ ერთი სასჯელი - სიკვდილი საშინელ ტანჯვა-წამებათა შემდეგ.

1684 წ. გამოდის განსაკუთრებული ანტიძველმორწმუნეობრივი განკარგულება (ე. წ. "დედოფალ სოფიას კანონები (მუხლები)" ("Статьи царевны Софьи"), რომლებიც გამოცემულია პატრ. იოაკიმეს პირდაპირი მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც გამოაშკარავებული ძველმორწმუნე ჯერ საშინლად უნდა ეწამებინათ და შემდეგ, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ ახალმოწესეობრივ ეკლესიას, - ჩაეგდოთ ჭაში და ცოცხლად ამოეწვათ, თუ ძველმოწესე ვერ აიტანდა წამებას და სიტყვას დადებდა რომ დაემორჩილებოდა ახალმოწესეთა ოფიციალურ ეკლესიას, თვითონ კი მაინც ძველი სარწმუნოების ერთგული დარჩებოდა, ამგვარი ყოველგვარი გამოძიების გარეშე სიკვდილით უნდა დაესაჯათ ("казнить смертию без испытания").

უმძიმეს სასჯელს ექვემდებარებოდნენ ისინიც, ვინც ძველმართლმადიდებელთ შეიფარებდა, დამალავდა ან უბრალოდ არ აუწყებდა ნიკონიანური ეკლესიის ხელმძღვანელობას მათ შესახებ (См.: 39. C. 221). და ეს ყოველივე კეთდებოდა მოსკოვის 1666-1667 წლების საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად, რომლის შესახებაც 1678 წ. სრულიად სამართლიანად წერდა ამბაკუმის მეგობარი დიაკონი თევდორე ივანეს ძე, რომ "მათ მზაკვრულ კრებას არ ესწრებოდა ქრისტე და არც სულიწმიდა ასწავლიდა მათ თავიანთ უსამართლობებს, არამედ მზაკვარი ეშმაკი, კაცთა მკვლელი და ღმრთის მოწინააღმდეგე" (34. С. 124–125).

მოსკოვის სწორედ ამ "განცოფებულმა" (დიაკ. თევდორე 34. С. 133) კრებამ დაამტკიცა ცვლილებები საეკლესიო წეს-ჩვეულებებსა და საეკლესიო წიგნებში და კატეგორიულად მოითხოვა მსახურება მხოლოდ ახალი წიგნების მიხედვით, რითაც სარწმუნოების სიმბოლოს ცვლილებებიც დაამტკიცა. თვალსაჩიონებისთვის ამ ცვლილებებს წარმოგიდგენთ შემდეგი ცხრილის მიხედვით.



წინამდებარე ნაშრომის მიზანი გახლავთ ამ ცვლილებების გამოკვლევა, რომლებიც ძველ ტექსტში შეიტანეს და განხილულ იქნას ის შედარებით-ისტორიულ და დოგმატური კუთხით, ასევე განვსაზღვროთ ამ ცვლილებების უფლებამოსილება და მიზანშეწონილობა.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика