აპოლოგეტიკა - მსჯელობა მრწამსის გარშემო 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო

სარწმუნოების სიმბოლო

შინაარსი:

შესავალი

თავი I: მაცხოვრის სახელი

თავი II: "შობილი და არა ქმნილი"

თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევა

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

________________________________________________________

თავი I: მაცხოვრის სახელი


პირველი ცვლილება ახალმოწესეთა მრწამსში შეეხო მაცხოვრის სახელის დაწერილობას - ძველი ტიტლოსის ნაცვლად (Iсъ (Iсоусъ, исоусъ, iсусъ, исус და ა. შ.) შემოიტანეს Iисъ (Iисоусъ, Иисусъ).


უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ, მაცხოვრის სახელის როგორი დაწერილობა მიიღეს სლავებმა IX საუკუნეში, რადგან სწორედ ამ სახელით გაეხსნა სლავებს ქრისტე, და მხოლოდ ამ სახელით შეიცნეს სლავმა ერებმა მაცხოვარი. და თუ ეს ასეა, მაშინ, მისი სახელის ნებისმიერი დამახინჯება განხილულ უნდა იქნეს როგორც ჭეშმარიტი ღმრთისადმი მიმართვის გაყალბება და ჭეშმარიტი ღმრთის ნაცვლად მიმართვა იმ ძალთადმი, რომელთაც ქრისტესთან საერთო არაფერი გააჩნიათ, და რომლებიც მიისწრაფვიან მიიღონ ნათლის ანგელოზის სახე კაცთა სულების საცთუნებლად და წარსაწყმედად.

სლავური ქრისტეანული ეპოქის დასაბამში მაცხოვრის სახელის გამოსახვასთან დაკავშირებული ზუსტი ცნობების მისაღებად, სლავურ წერილობით წყაროებს უნდა მივმართოთ, კერძოდ - წმიდა ტექსტთა თარგმანებს, რომლებიც შესრულებულია წმმ. კირილესა და მეთოდეს მიერ. კირილე (იმ დროს, ჯერ კიდევ ბერად მყოფი, როდესაც კონსტანტინე ერქვა) 860 წლიდან შეუდგა სლავური ანბანის შედგენას. 862-863 წლებში მან მოამზადა წმიდა ტექსტების სლავური თარგმანები, ხოლო 864 წლიდან ძმები უკვე სლავების განათლებას შეუდგნენ პანნონიასა და მორავიაში, სადაც ჩაყარეს კირილე-მეთოდესეული მტკიცე ტრადიციები.

მაცხოვრის სახელის დაწერილობის წმმ. კირილე და მეთოდესგან მომდინარე ტრადიციის გასარკვევად, მივმართოთ სლავური დამწერლობის უძველეს ძეგლებს. ცხადია, რომ ტექსტუალური მასალის სიდიდის გამო წინამდებარე ნაშრომში ყველა მაგალითის დამოწმებას ვერ შევძლებთ. ამიტომ, იძულებულნი ვართ მცირედით შემოვიფარგლოთ.

როგორც ცნობილია, სლავებს ორი ანბანი აქვთ - გლაგოლიცა და კირილიცა. ძველი ანბანის მკვლევართა უმეტესობა უძველესად გლაგოლიცას მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ "გლაგოლიცურ ძეგლებში ასახულია სლავური ენის უფრო ძველი აგებულბა, ვიდრე იმ ძეგლებში, რომლებიც კირილიცათია დაწერლი; ეს ეხება როგორც ხმოვან სისტემას, ასევე მის გრამატიკულ აგებულებასაც" (61. С. 30).

1. ზოგრაფის სახარებაში (X-XI სს. მიჯნა), რომელიც ათონის ზოგრაფის მონასტერშია ნაპოვნი, მაცხოვრის სახელის ტიტლოსი მოცემულია მხოლოდ ასეთი სახით: I(су)съ – I(су)сомъ; И(су)съ – И(су)сви.

2. XI მარიანულ სახარებაში (Codex Marianus), რომელიც ათონის წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში აღმოაჩინეს, ჩვენ ვხედავთ ზოგრაფის სახარების იდენტურ დაწერილობებს: И(су)съ и I(су)съ.

3. XI ს. ასსემანის სახარებაში, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინა სლავისტმა ასსემანიმ, მაცხოვრის სახელის დაწერილობა მოცემულია მხოლოდ И(сус)съ-ის ტიტლოსური ფორმით.

4. XI ს. ოხრიდის გლაგოლისტურ ფურცლებში, რომელიც დასავლეთ-მაკედონიურ ქალაქ ოხრიდში იპოვეს და რომელიც წარმოადგენს იოანეს სახარების მონაკვეთებს, გვხვდება მხოლოდ ფორმები: И(су)съ и I(су)съ.

ამგვარად, სრულიად ცხადი ხდება, რომ გამონაკლისის გარეშე, X-XI სს. ყველა გლაგოლური ძეგლი, კერძოდ ზოგრაფის სახარება (304 ფურცელი), მარიანული (173 ფურცელი), ასემანისა (158) და ოხრიდის გლაგოლური ფურცლები გვაძლევენ მაცხოვრის სახელის მხოლოდ შემდეგ დაწერილობებს: Исоусъ (ტიტლოსით) ან Iсоусъ. თანაც, აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ძველსლავური სახარებები, როგორც ამას დეტალური გამოკვლევები ცხადყოფენ, განეკუთვნებიან პირველ, ძირეულ სლავურ რედაქციას - კირილე-მეთოდესეულ თარგმანს, რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული (См.: 46. С. 75).

ახლა კი მივმართოთ კირილიცასეულ წერილობით ძეგლებს:

1. კირილიცათი შესრულებულ უძველეს წერილობითი ძეგლს წარმოადგენს X-XI სს. აპრაკოსული სახარება, რომელსაც "საბას წიგნი" ("Саввина книга") ეწოდება.

ამ ხელნაწერის დათვალიერება ადვილად გვარწმუნებს, რომ "საბას წიგნმა" იცის მხოლოდ I(су)съ და I(су)с. სხვათ შორის, უნდა შევნიშნოთ, რომ ძველსლავური ენის ერთ ერთი უდიდესი სპეციალისტი, გ. ა. ხაბურგაევი, როდესაც X-XI სს. დასაწყისის სლავურ ხელნაწერებში გადმოცემულ კერძო სახელტა დაწერილობაზე ლაპარაკობს, მაცხოვრის სახელი მოჰყავს მხოლოდ ამგვარი დაწერილობით: "Исоусъ" ან "Исъ" (ტიტლოსით) (См.: 61. С. 148).

2. გალიჩის სახარებაში (1114 წ.), რომელიც სპეციალისტთა აღიარებით პირდაპირ IX ს. მეორე ნახევრის თარგმანებთან არის დაკავშირებული (46. С. 75), წარმოდგენილია მხოლოდ ფორმა И(су)съ ან I(су)съ ტიტლოსით ან კიდევ Исусъ ტიტლოსის გარეშე.

3. იმ სახარებებს თუ გამოვიკვლევთ, რომლებიც განეკუთვნებიან სლავური ენის საფუძველზე გადამუშავებულ რუსულ რედაქციებს, კერძოდ, მსტისლავის სახარებას (XI ს. დასასრული - XII დასაწყისი) და დობრილოვოს სახარებას (1164 წ.), ადვილად შევნიშნავთ, რომ მსტისლავის სახარება (2) და დობრილოვოს სახარებაც (36) მხოლოდ ტიტლოსიან Iсоусъ ცნობენ.

მაგალითების დამოწმება უხვად შეგვიძლია, თუმცა, დამოწმებული მასალაც საკმარისია იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ დაწერილობა iсъ (iсоусъ) ან исъ (исоусъ) სათავეს სლავური დამწერლობის უძველესი ძეგლებიდან იღებს, რომლებიც, თავის მხრივ, განეკუთვნებიან კირილესა და მეთოდეს თარგმანებს, ამგვარი უცვლელი სახით მტკიცედ დამკვიდრდა რუსულ ნიადაგზე და ენის წერილობითი და ფონეტიკური ნორმა გახდა.

ამ თვალსაზრისით საინტერსოა XVI ს. დედა-ენებისა და ლექსიკონების კრებული - მათში ლიტერატურულ ნორმად გამყარებულია მაცხოვრის სახელის სწორედ ეს უძველესი დაწერილობა - iсоусъ (ძველ სლავურში - оу არის დიფთონგი და იკითხება როგორც "უ" (у) - რედ.). ასე, მაგალითად, მხცოვან ბასიანე კოშკას მიერ შედგენილი კრებულის ლექსიკონში (XVI ს. შუა წლები) 35-ე ფურცლის მეორე მხარეს, ასევე XVI ს. ანბანში (ქაღალდზე - 1589–1594 წწ.) მოცემულია მხოლოდ ზემოთდამოწმებული სახის დაწერილობა (См.: 45. С.264. №61; С.284. №250, 251).

პირველ სლავურ ბეჭდვით გამოცემებში, რომლებიც პირველ სლავ გამომცემელს ფ. სკორინას ეკუთვნის (1525 წ.) ყველგან მოცემულია მხოლოდ Iсъ, ოღონდ რატომღაც მახვილით პირველ მარცვალზე.

მოკლედ, ზემოთთქმულს თუ შევაჯამებთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მაცხოვრის სახელის დაწერილობის თავწყაროს წარმოადგენენ წმმ. კირილესა და მეთოდეს თარგმანები და ნიკონის რეფორმამდე აღიარებული იყო როგორც ლიტერატურული და ორთოგრაფიული ნორმა არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა სლავ ერებს შორისაც.

ახალმოწესეობრივი დაწერილობის (Iисус ან Иисус) აპოლოგეტები ხშირად ეყრდნობიან იმას, რომ ის თითქოსდა მოიპოვება სლავური დამწერლობის ზოგიერთ ძველ ნიმუშში და დასტურად ოსტრომირის სახარებას (1056-1057 წწ.), სვიატოსლავის კრებულს (1076 წ.) და ზოგიერთ სხვა ძეგლსაც ასახელებენ. მაგრამ, მოდი, ბოლოს და ბოლოს, გავარკვიოთ ჭეშმარიტება ამ საკითხშიც.

საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა კი ისეთია, რომ ნიკონის დროს შემოტანილი და დღემდე ახალმოწესეობრივ ეკლესიაში დაცული მაცხოვრის სახელის დაწერილობა არ გვხვდება სლავური დამწერლობის არც ერთ ძეგლში. იქ ზოგჯერ გვხვდება Иiсусъ და არა Iисус რაც სულაც არ არის ერთი და იგივე. მათ შორის ტოლობის ნიშნის დადება შეუძლია მხოლოდ ფილოლოგიაში სრულიად უმეცარ ადამიანს. გარდა ამისა, ტექსტებში, სადაც გვხვდება Иiсъ, არსად, არცერთ ძეგლში არ უპყრია მონოპოლიური ადგილი, არამედ ყოველთვის გხვდება ძველსლავურ ფორმასთან Iсъ (Исъ) ერთად. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი.

ყველაზე ხშირად იმოწმებენ ოსტრომიროვის სახარებას, რომელიც 1056-1057 წლებში ნოვგოროდელ თავად ოსტრომირისთვის გადაწერეს. ის შედგება 294 ფურცლისგან და მასში შეინიშნება შემდეგი: ტექსტის ზოგიერთ ნაწილში ჭარბობს გამოსახულება ტიტლოსით Iс (ვარიანტი: Исъ), სხვა ნაწილებში კი - Иiсъ. მაგალითად, მეექვსე ფურცელზე და მის მეორე მხარეს Iс-ისა და Иiсъ-ის შესატყვისობა პროცენტებში რომ გავმოხატოთ, შეესაბამება, როგორც 80% - 20%-ს.

"И ОУЗЬРЕ IСА ИДУЩА: И ПО IСЕ ИДОСТА: ОБРАЩЬ ЖЕ СЯ IС: И ПРИВЕДЕ И КЪ ИIСВИ: IС РЕЧЕ" (იოანე. 35–43); ხოლო ფურცლებზე 29-32 მეორე მხარე (იოანე 4:5-42) გვხვდება მხოლოდ Иiсъ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მსტისლავის სახარებაში, ამავე მონაკვეთზე ყველგან მოცემულია მხოლოდ Iсъ.



როგორ ავხსნათ მაცხოვრის სახელის ამგვარი ორმაგი დაწერილობა ოსტრომირის სახარებაში, როდესაც ტექსტის ერთ სივრცეში მოცემულია მაცხოვრის სახელის ორგვარი დაწერილობანი: Iсъ და Иiсъ?

პასუხი მდგომარეობს შემდეგში. ძველრუსული ტექსტების მკვლევარი ბ. ი. ოსიპოვი წერს: "როგორც ცნობილია, ნ. მ. კარინსკიმ დაამტკიცა, რომ ამ სახარებაში მოცემულია ყველაზე უმცირესი სამი (თუ არა ოთხი) ხელწერა, რომელთაგან, სხვათა შორის, ტექსტის მნიშვნელოვანი მონაკვეთები დაწერილია მხოლოდ ორი ხელწერით: პირველი ეს არის ფურცლები 2–24 და ოქროს სათაურები, გარდა სათაურებისა, რომლებიც მოცემულია 21–40 გვერდებზე და 131–154 გვერდებზე. მეორე ხელწერა კი ეკუთვნის დიაკვან გრიგორის: 25-ე ფურცლიდან ბოლომდე, ოქროს სათაურებისა და მახარობელთა გამოსახულებებზე გაკეთებული წარწერების გამოკლებით (52. С. 58).

ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ მაცხოვრის სახელების დაწერილობაში პირველ გადამწერთან ჭარბობს Iсъ ან Исъ, რომლის ორთოგრაფიას ბ. ი. ოსიპოვი ახასიათებს როგორც ტრადიციულს და უძველესს, მაგალითისთვის კი მოჰყავს მაცხოვრის სახელის დაწერილობა და წერს: "Наличие i наряду с и – i(соу)съ и и(соу)съ – в других словах только и подчиняет традиции выбор букв в этих парах, причем традиционный принцип в передаче фонемы [i] у этого писца преобладает" (52. С. 59).

ხოლო დიაკვან გრიგორის შესახებ მკვლევარი აღნიშნავს: "По отношению к данному писцу приходится говорить о сосуществовании фонетического принципа передачи фонемной структуры словесных форм на равных с принципом нефонетическим (вопрос о выборе графического средства для передачи обозначаемой фонемы вставал перед писцом постоянно" (52. C. 60).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში დიაკვანი გრიგორი მიჰყვებოდა ტრადიციულ დაწერილობას, სხვა შემთხვევაში კი წერდა პრინციპით: "როგორც გვესმის - ისე იწერება". ამიტომ, დაწერილობა Иiсъ-ის გვერდით ჩვენ გვხვდება ასო и (иже) სხვა უჩვეულო ადგილებშიც, მაგალითად, 30-ე ფურცელზე: "БЕ ЖЕ ТОУ СТУДЕНЬЦЬ ИIАКОВЛЬ", ან კიდევ 294-ე გვერდზე მოცემულ თარგმანში: "ИIСААКА, ИIIАКОВА", ასევე იოანეს სახელის თარგმანშიც: Иiоанна (იოანეს ნათესაობითი ბრუნვა). მაცხოვრის სახელის ИIСЪ მსგავსად, ყველა ეს ფაქტი ერთსა და იმავე მოვლენას განეკუთვნება, რომელიც ასახავს დიაკვან გრიგორის პირადი წარმოთქმის თავისებურებებს, ანუ იმას, რომ დაწერილობა ИIСЪ არის თვით მწერლის (დიაკვან გრიგორის) მეტყველების ფონეტიკური თავისებურებების ანარეკლი თარგმანში და არა ბერძნული 'Ihsouj გვარწმუნებს სახელ იოანეს (Иiоаннъ) დიაკვან გრიგორისეული დაწერილობა, რომელიც სიტყვის დასაწყისში იწყება ასოთი И და რომელიც შეუძლებელია ბერძნული 'Iw_nnhz-დან იქნეს გამოყვანილი.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ Iсъ-სა და Иiсъ-ის ერთმანეთში არევის იგივე თვისება წარმოდგენილია მცირე რაოდენობის სხვა ძეგლებშიც, სადაც გადამწერები მიჰყვებოდნენ მართლწერის ფონეტიკურ პრინციპს, მაგალითად, მილიატინის სახარებაში (Милятином Евангелии), რომელიც დაწერილია XII ს. პირველ ნახევარში ორი გადამწერის მიერ. პირველი გადამწერი მიჰყვება ძველი ორთოგრაფიის ყველა ნორმას, რასაც ბ. ი. ოსიპოვი "ორთოგრაფიის არქაულობად, ტრადიციულობად" ახასიათებს. და ამ თვალსაზრისით, როგორც ერთ ერთი მკაფიო მაგალითი "არქაულობისა და ტრადიციულობისა" იმაზე უთითებს, რომ "სახელში Iс(ус)ъ ასო Й იწერება კენდემის გარეშე", ხოლო მეორე გადამწერი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად გამოცდილია და ძველი მართლწერის ნორმებს არღვევს, იყენებს იმ ფონეტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც Iс(ус)ъ-თან ერთად გვხვდება Иiс(ус)ъ-იც (См..: 52. С. 65).

ამ მაგალითებით თვალსაჩინოდ ვრწმუნდებით, რომ დაწერილობა Iсъ არის უძველესი, ხოლო ფორმა Иiсъ - გვიანდელი აღმონაცენია მართლწერაში ფონეტიკური პრინციპის შემოღწევის გამო, რომელიც არასიცოცხლისუნარიანი და ჩიხში მომწყვდეული აღმოჩნდა. ამიტომაც, რუსულმა მართლწერამ ის უარყო XII საუკუნის მიწურულს.

Иiсъ-ის ფილოლოგიური დაწერილობის გამოჩენა შემდეგნაირად აიხსნება. მაცხოვრის სახელის დაწერილობაში ასო i-ს წინ ასო и-ს გამოჩენა ასახავს დროებითი პროთეტიკური, ანუ წარმოთქმის პროცესში განვითარებული ბგერის [j] გამოჩენას, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო ხმოვნის წინ სიტყვის დასაწყისში, მათ შორის ნებისმიერი წარმომავლობის И-ს წინ. ანუ ძველსლავური სიტყვა "ити" (идти), შეიძლებოდა წარმოეთქვათ ასე: jити; სიტყვა "илъ" (თიხა) წარმოეთქვათ, როგორც "jилъ" და ა. შ.

მაგრამ წარმოშობის მხრივ ახლო მდგომი j და и ძალიან მალე შეერთდნენ ერთ ხმოვნად (и) (См.: 61. С. 54–55). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაწერილობა Иiсъ ასახავს მოკლევადიან ფონეტიკურ მოვლენას - პროთეტიკური j-ს განვითარებას სიტყვის დასაწყიში ასო и-ს წინ, რომელიც აღნიშნულია ასოთი i. მსგავსი მოვლენა შეიმჩნევა XI ს. დასაწყისიდან, როდესასც უძველეს исоусъ -ს ("ისუს") გადამწერები წარმოთქვამენ, როგორც jисоусъ და შესაბამისად გადმოსცემენ თავიან თარგმანებში წყობით "Иiсъ".

ამ დაწერილობამ ვერ განდევნა ძველი Iсъ (Исъ), არამედ თანაარსებობდა მასთან ერთად, რის შედეგადაც ერთსა და იმავე ტექსტის არეალში გვხვდება ძველი Iсъ (Исъ) და Иiсъ-ი პროთეტიკური თანხმოვნით j. როგორც ვთქვით, სწორედ ამ მოვლენას ვხვდებით ჩვენ ოსტრომირის და მილიატინის სახარებებშიც. რაც შეეხება სხვა ძეგლებს, შეგვიძლია მივუთითოთ "თეოდოსი პეჩორელის ცხოვრება" ("Житие Феодосия Печерского") (16), რომელიც დაწერილია XI ს. 80-იან წლებში, სადაც გვხვდება: "Гдь нашь Иiсъ Хсъ", ხოლო ზუსტად სამი სტროფის შემდეგ: "Ги Iсъ Хе мои".

ერთ ერთი უძველესი ძეგლის ტექსტს თუ გამოვიკვლევთ, კერძოდ - 1073 წლის სვიატოსლავის კრებულს (17), აღმოვაჩენთ, რომ ამ კრებულის ტექსტი დაწერილია ორი მწერლის მიერ: პირველი იყო - დიაკვანი იოანე, რომელსაც ეკუთვნის 1-85 ფურცლამდე და 86-ე ფრუცლის თოთხმეტნახევარი სტროფი; 263-ე გვერდზე მოთავსებული ბოლოსიტყვაობა და ასევე ტექსტი 264-266 ფურცლებზე. მთელი დანარჩენი ტექტსი დაწერილია მეორე მწერლის მიერ, რომლის სახელი უცნობია (18. С. 60).

დიაკვან იოანესთან დაწერილობაში "ййсоусъ" ასო и საერთოდ არ გვხვდება. ასო й-ს გაორება მაცხოვრის სახელში უეჭველად გადმოსცემს и-ს წინ პროთეტიკური j-ს აღმოცენების პროცესს, რაშიც სრულიად მკაფიოდ გვარწმუნებს შემდეგი ფონეტიკურად განპირობებული დაწერილობანი, რომლებიც თავისი ბუნებით იდენტიურნი არიან დაწერილობისა ййсоусъ. მაგალითად:

гласом ййсаййномъ (Л.6 г);

къ ййзрайилитомъ (Л.7а);

ййзраиль (Л.28 г); а также:

ййстиьнЕ (Л.6г);

ййстиньный (Л.6г);

ййсоусъ хсе (Л.6в);

въставивый йiса (Л.7г);

ййсоусъ хрiстоса (Л.37б);

ცხადია, რომ ყველა დამოწმებული მაგალითი ასახავს პროთეტიკური ბგერის j-ს ტიპიურ, დროებით განვითარებას სიტყვის დასაწყიში ასო и-ს წინ, რაზეც ნათლად მეტყველებს იმავე მწერალთან მოცემული დაწერილობანი. მაგალითად:

йсаиiево (Л. 28 а);

къ сномъ изревомъ (Л.196 г);

въскрЕсивъшааго iсъ хса (Л.7г);

гь же нашь iс хс (Л.7г);

о хрьсте исусе ги нашемь (Л.263в), где протетический [j], как видим, отсутствует.

მეორე მწერალთან, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია, პროთეტიკური j-ს განვითარება и-ს წინაშე სიტყვის დასაწყისში სრულიად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად:

ГЬ НАШ IУ ХС (Л. 250а);

IСУСЪ (Л. 253а);

IСУС (Л. 253г);

ИСУСЪ (Л. 254б)

1073 წლის მთელი კრებულის დეტალური გამოკვლევის შედეგად დავითვალეთ, რომ მაცხოვრის სახელის დაწერილობა საწყისი и (i)-ს გაორებით გვხვდება მხოლოდ 30%-ში, მაშინ როდესაც დაწერილობას გაორების გარეშე (iс, iсъ, iу, iсусъ, iсус, исусъ) უკავია 70%. "თეოდოსი პეჩორელის ცხოვრებაში" (კრებულის მიხედვით XII ს.) პროცენტული შეფარდება თითქმის იგივეა. პროთეტიკური ბგერით დაწერილი სახელი Иiсъ გვაძლევს 34% (17-დან 6), მის გარეშე კი Iсъ (Исъ) – 66% (17-დან 11). და როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ერთმანეთთან ახლოს მდგომ ბგერებს jи შეუძლებელია დიდხანს ეარსებათ ერთად და მათი შეხამება იყო არასიცოცხლისუნარიანი, ამიტომაც შეერთდნენ ისინი ერთ ხმოვნად (и) და უკვე XII ს. მიწურულს გამოთქმა jисоусъ გაქრა, როგორც ენის ისტორიის ძალზედ მოკლე ეპიზოდი, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ გააჩნდა.

როგორც ზემოთმოტანილი მაგალითები მოწმობს, დაწერილობა Иiсъ XI-XII სს. ძეგლებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივუსადაგოთ XVII ს.-ში ჩატარებული რეფორმის დროს დამკვიდრებულ დაწერილობას (Иисус, Iисус), რადგან პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მწერალთა მცდელობას, ორთოგრაფიის ფონეტიკურ პრინციპზე დაყრდნობით, დაწერილ ტექტსტში აესახათ XI ს.-ში აღმოცენებული პროთეტიკური ბგერა j, რომელიც XII საუკუნეში გაქრა. მაშინ როდესაც, მეორე შემთხვევასი ახალი დაწერილობა უცხოა რუსული ფონეტიკისა და ორთოგრაფიისთვის და იყო იძულებითი აქტი, რომელიც მხოლოდ პატრიარქის და სახელმწიფო ძალადობაზე იყო დაფუძნებული.

უკვე XVI საუკუნეში იყვნენ კარგად მომზადებული ფილოლოგები, რომლებსაც ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ სლავურში დამკვიდრებული მაცხოვრის სახელის დაწერილობის შეცვლა დაუშვებელი იყო. ამის ნათელ მაგალითად გამოდგება ღირ. მაქსიმე ბერძენი.

არსებობს მაქსიმე ბერძენის თხზულების "Толкование именамъ по алфавиту" სამი რედაქცია. პირველ რედაქციას შეიცავს ხელნაწერი ГБЛ МДА 173(35), რომელიც თარიღდება ХVI ს. მიწურულით და მხცოვან მაქსიმეს მიერ სლავური ენის ფლობის პირველ ეტაპს ასახავს. მოცემულ ხელნაწერში, 121-ე გვერდზე დგას Iсоу. ხელნაწერში ГПБ Сол. 498(479), რომელიც ასევე XVI საუკუნეს განეკუთვნება Iсоу-ს ნაცვლად დგას Iисоу, მაგრამ ღირ. მაქსიმე ბერძენის ფილოლოგიური მემკვიდრეობის მკვლევარი ლ. ს. კოვტუნი სწორედ ამ დაწერილობას განიხილავს როგორც "ბერძნული ენის გარკვეულ რეფლექსს, როგორიც არის, მაგალითად, Iисоус - წოდებითი ფორმა სიტყვისგან 'Ihsouj (45. С. 188).

გარდა ამისა, დადგენილია, რომ "განმარტებების" სიები, რომლებიც მის პირველ რედაქციას წარმოადგენენ, არ იყო საავტორო ტექსტი. ის ჩამოყალიბდა მხოლოდ მეორე რედაქციაში. მასში, წინა ვარიანტთან შედარებით, უფრო მდიდარი მასალაა, უფრო მეტი სიზუსტეა დაწერილობებსა და აქცენტუაციებში, რაც, უეჭველად მოწმობს ტექსტის სრულყოფასა და დაზუსტებაზე. ამ რედაქციის ტექსტები ორჯერ აღემატებიან პირველი რედაქციის ასლებს (5 და 11). სწორედ ეს რედაქცია შევიდა, და არა პირველი, ღირ. მაქსიმე ბერძენის თხზულებათა კრებულში, მათ შორის ძალზედ ადრინდელშიც. XVI ს. მწიგნობრები მას ძირითადად თვლიდნენ" (45. С. 125).

მეორე რედაქციაში უკვე არ გვხვდება Iисоус. იგივე ვითარებაა მესამე რედაქციაშიც, რომელიც თითქმის მეორე რედაქციასთან ერთად შეადგინეს (45. С. 340. №. 127. Сноска а; С. 141. №. 199). ამგვარად, შესანიშნავ ფილოლოგს მაქსიმე ბერძენს ბრწყინვალედ ესმოდა ბერძნული 'Ihsouj-ის გრაფიკული კალკირების არამიზანშეწონილობა რუსულ ენაზე კირილიცას დახმარებით - Iисусъ და უარჰყო იგი, როგორც ფილოლოგიურად უსუსური და მიუღებელი, უფრო სწორად და მისაღებად კი, სლავური ენის საფუძველზე, მიიღო მაცხოვრის სახელის ისეთი დაწერილობა, როგორიცაა Iсусъ, Iсъ.

ახლა საკითხი უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ. მაცხოვრის სახელი ძველებრაულად, გაუხმოვანებელ ვარიანტში იწერება როგორც Ihsw', ხოლო გახმოვანებულ ვარიანტში ეს სახელი ჟღერს როგორც yэhoshua' (29. C. 161). ივრითში დიაკრიტული ნიშნები საწყისი ასო i-ს ("იოდ") წინ გადმოსცემენ ბგერა yэ-ს და არა ye-ს, რომელსაც ბერძნულ 'Ihsouj ("იესუს")-ში ვხვდებით (12. С. 37–38).

მოსეს ხუთწიგნეულში გვხვდება მხოლოდ ეს ფორმა yэoshua' - და მისით მოსეს მემკვიდრე იესუ ნავეს ძე აღინიშნება (გამ. 17:9), რომელიც ადრე hoshea'-დ (ოსია) იწოდებოდა (რიცხვ. 13:8). მაგრამ ნეემიას გვიანდელ წიგნში, რომლის დაწერის თარიღია 432–424 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, გვხვდება ფორმა yeshua' (იეშუა) (ნეემია 8:17), რომელიც შეგვიძლია დავუკავშიროთ ბერძნულ დაწერილობას, რომელიც მოცემულია სეპტუაგინტაში (Ihsouj), ასევე ბერძნულის ლათინურ კალკს (Jesus).

ეზრას წიგნში გვაქვს ფორმა yeshua' განეკუთვნება სრულიად კონკრეტულ პიროვნებას, იოცედეკის ძეს, მღვდელმთავარს (ეზრა 2:2); იგივე სახელს ატარებდა ერთ ერთი ადგილი იუდეაში (ნეემია 11:26) (См.: 41. С. 178,198). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) ერთ ერთ მამამ, პალესტინის ქ. კესარიის ეპისკოპოსმა ევსები პამფილუსმა თავის ცნობილ თხზულებაში "ეკლესიის ისტორია" (14) დააფიქსირა ებრაული სახელის yshw' ჟღერადობა და ის "იოზუეს" (Iosoue) ფორმით გადმოსცა (იესუ ნავეს ძის წიგნის სახელწოდებაში - "იოზუე ბენ ნუნ" (Hist. eccl. VI, 25, 2).

თავის მხრივ, ეს ამტკიცებს, რომ IV ს. დასაწყისში პალესტინაში ბგერა "ე" (э) სახელ "იეჰოშუაში" (yэhoshua') არ წარმოითქმებოდა, ასევე, როგორც ჩანს, ტოვებდნენ "ჰ"-საც (h). ყველა ამ კრიტერიუმს სრულიად შეესატყვისება სლავური Iсусъ – (Исус), და ამავე დროს, ის თითქმის ზუსტად აკოპირებს ებრაულ არახმოვან ფორმას yshw ("ისუ").

ამიტომაც, წმ. კირილესა და მეთოდეს გააჩნდათ ყოველგვარი საფუძველი სხვა დაწერილობებისგან განსხვავებით ამ დაწერილობისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა. ამასთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ ბერძნულ 'Ihsouj-ს, რომელსაც ებრაული "იეჰოშუადან" გვიანდელი შემოკლებული ვარიანტი "იეშუა" გადმოაქვს, ღმრთის ძის სახელის წარმოსათქმელად ("იესუს") სწორედ ებრაულში პოულობს თავის საფუძველს.

თუმცა, ბერძნული დაწერილობის ამგვარი მერყევი გამართლებაც კი ვერ გამოდგება ახალმოწესეთა სიახლის გასამართლებლად, რადგან ბერძნულ დამწერლობაში პირველი ასო i გადმოსცემს ბგერა i-ს, რომელიც არ აყალიბებს მარცვალს. მეორე ასო h-სთან ("ეტა") დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების დროებასთან ახლოს (325 წ.), ის აღნიშნავდა მხოლოდ გრძელ ხმოვან ბგერას, იმის ანალოგიურს, რომელსაც გადმოსცემდა ლათინური ასო "e". ჩვენს წელთაღრიცხავმდე I საუკუნემდე მოღწეულ პაპირუსში ჰერაკლეოპოლიდან ლათინური venebat ტრანსკრიბირებულია ბერძნული ასოებით ouhnhbat ერთ ერთ პაპირუსში, რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებით; ლათინური junion regina ბერძნული ასოებით გადმოცემულია, როგორც iounion rhgina (См.: 63. С. 112, 114).

თვით VII საუკუნის დასაწყისშიც ასო h ჯერ კიდევ არ აღნიშნავდა i-ს, რაზეც მოწმობს დაწერილობა poterion სწორი pothr-ის ნაცვლად ამ დროის პაპირუსებში (63. С. 121). მხოლოდ ახალბერძნულ ენაში, როდესაც შემოკლდა დიფთონგი ou, რომელიც ადრე წარმოითქმებოდა როგორც ou, ახლა კი წარმოითქმება როგორც u, ხოლო არამარცვლოვანი i გახდა სლავური ბგერის j-ს შესატყვისი (См.: 32. С.15), სახელი 'Ihsouj, რომელიც პირველი კრებების პერიოდში წარმოითქმებოდა როგორც "იეზუს" (iesous) შესაძლებელი გახდა წარმოთქმულიყო როგორც jizus. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, სლავურ ენობრივ გარემოსთან ახლოს მდგომი ასოები j და i უცილობლივ უნდა შერწყმულიყვნენ ერთ ხმოვან ბგერაში (i). ის, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო, გვარწმუნებს ფორმები имъ, ихъ და ა. შ. რომლებიც წარმოიშვნენ ფორმებისგან jiмъ, jiхъ სადაც j იყო ძირითადი ნაცვალსახელი (შეად.j-его, j-ему) (61. С. 55).

კონკრეტული მაგალითს იმისა, რომ ბერძნულ ასოთწყობა ih-ს სლავები (მათ შორის აღმოსავლელი სლავებიც) აღიქვამდნენ ერთ ბგერად (и), წარმოადგენს ბერძნული Dani>l-ის გადმოცემა, როგორც Данилъ, რაც დამოწმებულია თევდორე სტოდიელის ყველიერის კვირის კანონში (II,5,6), ასევე XII ს. ტრიოდიონის სინოდალურ კრებულში და მოსე კიანინის ტრიოდიონში (XII-XIII სს.): Данилъ петъ боуди (Тр. Син. собр.); Данилъ китьскыи (триодь Моис. Киян.), Данилъ моностырьскыи (Тр. Син. собр.). თანაც, როგორც მ. ფ. მურიანოვი წერს, ეს გრაფიკული სახე აფიქსირებს სახელის აღქმის უძველეს სტადიას სლავურ ეთნიკურ გარემოში (51. С. 198, 208).

როგორც ვხედავთ, ახალმოწესეობრივი სიახლე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აცხადებდეს პრეტენზიას ძველებრაული ორიგინალის განმეორებაზე და ვერც სლავური ტრადიციის ერთგულებაზე, ვერც სიძველეზე და ვერც პირველი მსოფლიო კრებების ენის ზუსტ კოპირებაზე, მაშინ როდესაც, სლავური დაწერილობა Iсусъ ასახავს ძველებრაულ ორიგინალსაც და ბერძნული დამწერლობის ათასწლოვან ტრადიციასაც და მეტად წარმატებით უხამებს ორივეს ერთად. ის თავის დასაბამს იღებს უძველეს სლავურ თარგმანებში, რომლებიც ეკუთვნით წმმ. კირილესა და მეთოდეს და სრულიად შეესაბამება როგორც ძველ, ასევე ახალ სლავურ ენათა წყობას.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გვარწმუნებს ნიკონიანური დაწერილობის (Иисусъ) უარყოფაში და მასში ერთად არის შერწყმული მართლმადიდებლური დოგმატიკა და საშინელი ყოველდღიურობა. ჭეშმარიტი ქრისტეანები არასოდეს დაივიწყებენ ძველმართლმადიდებლურ სისხლს დაღვრილს ნიკონიანელთა მიერ, რომელიც მიმდინარეობდა ბაირაღის ქვეშ, რომელსაც Иисус-ი ეწერა. გავისხენოთ რამოდენიმე მათი "საგმირო საქმენი": გადაასახლეს და შემდეგ მოკლეს ეპისკოპოსი პავლე კოლომნელი, 1667 წლის 27 აგვისტოს ენები ამოაჭრეს მღვდელ ლაზარეს და სოლოვეცკელ ბერ ეპიფანეს, 1670 წლის მარტში მეზენში ჩამოახრჩვეს თევდორე სალოსი, 1670 წლის 14 აპრილს დიაკვან თევდორეს, ლაზარეს და ეპიფანეს ხელმეორედ ამოაჭრეს ენები, გარდა ამისა, მღვდელ ლაზარეს ხელი მოაჭრეს მაჯამდე, დიაკვან თევდორეს შუა ხელისგულამდე, ბერ ეპიფანეს - ოთხი თითი, ბოლოს კი მოსკოვში სიკვდილით დასაჯეს ბერი აბრაამი, 1675 წ. პუსტოზერსკში თავი მოაჭრეს კვიპრიანე სალოსს (შიშველს), ამავე წელს, ბოროვსკში, შიმშილით მოკლეს თავადის ქალი ე. პ. ურუსოვა - ფ. პ. მოროზოვას და (გარდ. 11 სექტემბერს), ღამით 2 ნოემბერს გარდაიცვალა თვით თავადის ქალი ფ. პ. მოროზოვა, ხოლო 1 დეკემბერს ღმერთს მიაბარა სული მისმა თანამესაკნემ - სტრელეცების პოლკოვნიკის მეუღლემ - მ. გ. დანილოვამ, 1682 წელს პუსტოზერსკში, ცოცხლად დაწვეს დეკანოზი ამბაკუმი, მღვდელი ლაზარე, დიაკვანი თევდორე და ბერი ეპიფანე (См.: 50. С. 306–320).

და რამდენი ძველმართლმადიდებელი მოწამის შესახებ არაფერი ვიცით, რომელთა შესახებაც ბრძანებს ამბაკუმი: "ბოროვსკში მღვდელ პოლიევქტთან ერთად დაწვეს 14 კაცი. ნიჟნიში კაცი დაწვეს. ყაზანში ცეცხლს მისცეს 30 ადამიანი. კიევში დაწვეს სტრელეცი ილარიონი. ხოლო ვოლგის გაყოლებაზე, ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში ათი ათასობით ადამიანი მოიწყლა მახვილით, რომელთაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ მიიღეს (ასე უწოდებდნენ ნიკონიანურ სიახლეებს ძველმორწმუნეები - რედ.)" (15. С. 59).

და თუ მოსკოვის 1666-1667 წლების ყაჩაღთა კრებაზე ახალმოწესე ეპისკოპოსებმა უეცრად მოისურვეს ქრისტეანთა სისხლი - ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათი ეკლესია, მიიღო რა სახელი, შეჯდა იმ მხეცზე, რომლის შესახებაც "აპოკალიფსისის" თავის განმარტებაში ბრძანებდა ანდრია კესარიელი (თ. 53): "ის თითქოსდა განისვენებს ეშმაკზე, რომელიც ხარობს ქრისტეანთა მოკვლითა და სისხლით. მხეცის წითელი ფერი მის სისასტიკესა და მკვლელობისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს" (1). სწორედ ამასთან კავშირში გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). და თუკი ახალმოწესე ეპისკოპოსები გამძვინვარებულნი ანადგურებდნენ მაცხოვრის უძველესი სახელის დაწერილობას, რომელიც სლავებმა თავიანთი გაქრისტიანების ალიონზე მიიღეს, მსგავს მოქმედებებში ჭეშმარიტი ქრისტეანი ვერაფერს დაინახავს ღიად გამოცხადებული ღმრთივმბრძოლობისა და ანტიქრისტეს ძალისხმევის გარდა იწოდებოდეს ქრისტეს სახელით. მხოლოდ წმიდა ტექსტებსა და ლოცვებში გამოსახული სახელი უფლისა უთითებს თუ ვისკენ არის მიმართული ჩვენი ლოცვები, და ეს არის ჭეშმარიტი ძე ღმრთისა უფალი იესუ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика