აპოლოგეტიკა - მსჯელობა მრწამსის გარშემო 3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო

სარწმუნოების სიმბოლო

შინაარსი:

შესავალი

თავი I: მაცხოვრის სახელი


თავი II: "შობილი და არა ქმნილი"

თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევა

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

________________________________________________________

თავი II: "შობილი, და არა ქმნილი"


მრწამსის ახალმოწესეობრივ ტექსტში წერია: "рожденна, несотворенна" (ძველშია: "рожденна, а не сотворенна"). განვიხილოთ ეს საკითხის ამგვარი ცვლილების მიზანშეწონილობის მხრივ.

ძველი ტექსტი ქმნილებას შობას უპირისპირებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ქრისტე კი არ "იქმნა", არამედ "იშვა" (ქართულ ტექსტში ეს ნიუანსი გადმოცემულია "და" კავშირით: "შობილი და არა ქმნილი". ქართულად, ახალრუსული ტექსტის მიხედვით, ასე იქნება: "შობილი, არაქმნილი" ), რადგან კავშირი "а"-ს, უარყოფით ნაწილაკ "не"-სთან ერთად, მკაფიოდ გამოხატული დაპირისპირებული მნიშვნელობა გააჩნია (59. C. 159).

იმისთვის, რათა სწორად გადავთარგმნოთ ბერძნული ორიგინალის სიტყვა gennhqenta, ou poihqenta (გენნეფენტა, უ პიოიეფენტა), აუცილებელია შევისწავლოთ, როგორ გაიგებოდა IV ს.-ში "შობა" და "ქმნა" ღმრთის ძესთან მიმართებაში.

ფრაზა gennhqenta, ou poihqenta, როგორც ცნობილია, გაჩნდა ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში, როგორც მკვეთრად ანტიარიანული დოგმატური პოზიცია. ბერძნულენოვანი შეგნებისთვის ამ ფრაზაში მკვეთრად ისმის შობის დაპირისპირება შექმნისადმი, რასაც არიანელებთან პოლემიკის ლოგიკაც კარნახობდა.

ეპისკოპოსი ალექსანდრე ალექსანდრიელი თავის "მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში", რომელიც კიზიკელი ეპისკოპოსის, გელასის თხზულებაშია მოთავსებული (Gelas.Vol.act.conc.nic.I.2.111), IV ს. დასაწყისში ქრისტეს შესახებ არიანელთა შეხედულებაზე წერს: "ამრიგად, მათი აზრით იყო დრო, როდესაც ის (ქრისტე) არ იყო. ძე არის ქმნილება, რომელიც მამის მსგავსია არსებით (ousian) და ბუნებით (fusei), და არა ჭეშმარიტი სიტყვა (logoj) ან სიბრძნე (sofia) მამისა" ((შეიძლება ასეც ვთარგმნოთ: "ძე არის ქმნილება, რომელიც მამის მსგავსია არსებით და ბუნებით. ის არც ჭეშმარიტი სიტყვაა მამისა და არც ჭეშმარიტი სიბრძნე, არამედ ერთ ერთი ქმნილება და წარმონაშობია").

ამრიგად, როგორც ვხედავთ, არიანელებმა თავიანთი დოგმატი სწორედ ქმნილებისა და შობის დაპირისპირებაზე ("არამედ ერთ ერთი ქმნილება"), ძის ჭეშმარიტების უარყოფაზე ააგეს და ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის ჭეშმარიტი ძე, "არამედ ერთ ერთი ქმნილება და წარმონაშობია". სრულიად ცხადია, რომ მართლმადიდებლური სწავლება შეიძლებოდა ფორმულირებულ ყოფილიყო მხოლოდ არიანელობისადმი მკვეთრი დაპირისპირებულობის პოზიციიდან. აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს, თვით ნიკეის 325 წლის კრებამდეც კი სწორედ ამგვარი პოზიციიდან ჰქონდათ ჩამოყალიბებული ქრისტეს შობის დოგმატი. ეს ჩანს ალექსანდრე ალექსანდრიელის მიერ ალექსანდრე კონსტანტინოპოლელისადმი მიწერილი ეპისტოლედან, რომელიც თეოდორიტე კვირელის "ეკლესიის ისტორიაშია" დამოწმებული და სადაც ალექსანდრიის ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო ღმრთის ძის შობასთან დაკავშირებით ასეა ფორმულირებული: "... ჩვენ გვწამს ისე, როგორც ამას სამოციქულო ეკლესია მართებულად მიიჩნევს... და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე, შობილი არათუ არარსებულიდან, არამედ მამის არსებისგან, არა სხეულთა მსგავსების მიხედვით, განკვეთებით, ან განყოფილთაგან გადმოღვრებით, როგორც ფიქრობენ საბელიოზი და ვალენტინე, არამედ უთქმელად და ენითაუწერლად..." (Theodorit. I, 4) (იხ. აგრეთვე: თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". გამომცემლობა "ახალი ივირონი". ძვ. ბერძნ. თარგმნა ზურაბ ჯაშმა. გამოცემულია მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის მიერ. თბილისი 2008 წ. გვ. 22-23).

სწორედ ასე, არიანელობისადმი მართლმადიდებლური სწავლების დაპირისპირებით გამოხატა თავისი პოზიცია ნიკეის 325 წლის კრებამ. ამ კრების არიანელებთან პოლემიკისას ამ მწვალებელთა წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი გამონათქვამი დამოწმებულია გელასი კიზიკელთან. ასე, მაგალითად, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსმა, ევსები პამფილუსმა კრების სახელით თქვა: "ის, ვინაც სოლომონის თანახმად შექმნა გონებისთვის დამახასიათებელი სიბრძნე და ყოველი ქმნილება, არის ღმრთის ძე და არა იარაღი შესაქმისა".

კრების აზრი ეპისკოპოს ლეონტი კესარია-კაპადოკიელისა და ევსუქი ტიანელის მიერ ასე გამოითქვა: "ძე ღმრთისა - მამისგან იშვა და არა იქმნა. ის არის ღმერთი არსით და არა ქმნილება და იარაღი ქმნილებისა, არამედ ყოვლითურთ თანასწორია მამისა... ის უფლად იწოდება და არა მსახურად" (Деяния Вселенских Соборов. С. Петербург. Соборы I, II, III, 1996 г. стр. 48-50). შობისა და ქმნილების ამგვარი ფორმით დაპირისპირებამ დოგმატის სახე მიიღო ნიკეის პირველ კრებაზე და მართლმადიდებლობაში საყოველთაოდ განმტკიცდა.

მართლმადიდებლური დოგმატისა და არიანული მწვალებლობის დაპირისპირების შესანიშნავ მაგალითებს შეიცავს წმ. კირილე იერუსალიმელის თხზულებები, კერძოდ კი მისი "შეგონებითი სიტყვა კათაკმეველთათვის", რომელიც 347-348 წლებით თარიღდება. მეათე ჰომილიაში წმ. კირილე ამბობს: "იწოდება ძედ (ქრისტე) არა მიშვილების, არამედ ბუნებითი შობის გამო" (Х, 4), მეთერთმეტე ჰომილიაში ისევ ქრისტეს შესახებ: "მონობიდან როდი მოვიდა მიშვილების მდგომარეობაში, არამედ ძეა, რომელიც მამისგან იშვა გამოუთქმელი და მიუწვდომელი შობით" (XI, 4).

არიანელთა წინააღმდეგ მიმართულ ქადაგებებში, წმ. კირილე ასე განმარტავს ნიკეის სიმბოლოს: "გწამდეს ასევე ძე ღმრთისა, რომელმაც დროში კი არ მიიღო ყოფიერება, არამედ მამისგან იშვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" (IV,7). უპირისპირებს რა ჭეშმარიტებას ყოველგვარ მცდარ გადახრებსა და მწვალებლობებს, წმ. კირილე ამბობს: "ერთია ძე მამისგან შობილი, მაგრამ შობილი არა დროის ფარგლებში, არამედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, არა თანდათანობით მზარდი, არამედ შობილი ისე, როგორიც არის" (XI,13) და იმეორებს: "ღმერთმა, როგორც ეს უკვე არაერთხელ ითქვა, არარსებობიდან ყოფიერებად კი არ მოიყვანა ძე, ან იშვილა პირი, რომელიც ადრე ძე არ იყო, არამედ როგორც მარადიულმა მამამ, მარადიულად და გამოუთქმელი შობით შვა მხოლოდშობილი ძე, რომელსაც ძმა არ ჰყავს".

ადვილი შესამჩნევია, რომ წმ. კირილე სპეციალურად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ძე არის შობილი და ამ დოგმატს თანამიმდევრულად აკონკრეტებს და მკვეთრად უპირისპირებს მას იმ აზრს, რომლებიც ანათემირებულ იქნა ნიკეის პირველი კრების მამათა მიერ.

ToЪj d_ l_gontaj. 'hn pote 'oЪte 'ouk 'hn, ka: pr:n gennhqhwai 'ouk hn, ka: 'Тti 'ex 'ouk 'Тntwn 'eg_neto, '" 'ex 'et_raj 'upost_sewj, '" 'ous:aj f_skontaj 'einai, ' "ktistТn, '" '_lloiwtТn tТi '/Uion tou qeou, (to 'utouj) 'anaqemat:zei 'h kaqolik" ka: 'apostolik" 'ekklhs:a. (შენიშვნა: მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ სამწუხაროდ, ავტორის სტატიაში ბერძნული ტექსტი მოცემულია ლათინური ასოებით, რაც ბერძნულ ანბანზე გადაყვანისას არაკორექტულად აისახება. ბოდიშს ვუხდით მკითხველს ამგვარი უზუსტობისთვის - რედ.).

თარგმანი: "ვინც ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, რომ ის არ იყო შობამდე, და რომ ის იშვა არა არსისგან; ან ვინც ამტკიცებს, რომ ღმრთის ძე არსებობს სხვა იპოსტასში, ან შექმნილია, ან ცვალებადია, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ანათემას გადასცემს" (53. C. 344).

ამ ალტერნატიულ კონსტრუქციას იყენებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც თავის 34-ე ჰომილიაში: "სიტყვა-ღმერთს ღმერთად ვაღიარებთ, და არა თანამონად, რომელიც თითქოსდა მხოლოდ პატივდებულ იქნა ძის სახელწოდებით" (10).

წმ. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" (1, 8) მკაფიოდ უპირისპირებს ქმნილებასთან დაკავშირებულ ბერძნულ სიტყვებს - არაქმნილებას: "სხვაა არაქმნილი არსი და სხვა - ქმნილი" (20).

წმ. იოანე დამასკელი ეყრდნობა ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, სადაც poihq_nta (ქმნილია) ერთ რიგშია დაყენებული სიტყვებთან 'ex 'ouk 'Тntwn 'eg_neto (ექს უკ ონტონ ეგენეტო) (არაარსებულისგან წარმოიშვა ან გამოსახულ იქნა) და ორივე ეს სიტყვა დაპირისპირებულია შობას (gennhq_nta).

ის, რომ 325 წლის ნიკეის კრებაზე ფრაზა gennhq_nta, 'ou poihq_nta მიღებული იყო როგორც gennhq_nta и poihq_nta-ს მკვეთრი დაპირისპირება, გვარწმუნებს ამ კრების ერთ ერთი ორგანიზატორი - ევსები კესარიელი. რამდენადაც ცნობილია, ევსები სპეციალურად ორჯერ შეჩერდა ამ საგანზე. განვიხილოთ ორივე შემთხვევა ის, როგორც არის ის წარმოდგენელი სოკრატე სქოლასტიკოსის "ეკლესიის ისტორიაში" (440 წ.).

1. ევსები თავის მრევლს უხსნის, რატომ მიიღეს დოგმატი შობის შესახებ ღმრთის ძის, როგორც ქმნილების იდეის საწინააღმდეგოდ: "ამიტომაც, მივიღეთ გამოთქმა gennhqenta, ou poihqenta, რომ სიტყვა "შექმნილი" ყველა იმ ქმნილების თვისებაა, რომლებმაც ყოფიერება მიიღეს ძისგან და რომელთანაც მას მსგავსი არაფერი აქვს. ძე არის არა ქმნილება, მსგავსი იმათი, ვინც თვითონ შექმნა, არამედ ყოველგვარ ქმნილებაზე აღმატებული არსია, და არც ერთ არსებას არ ძალუძს წვდომა ან გამოთქმა ძის შობის სახისა, რომლის შესახებაც გვამცნობს წმიდა წერილი" (Socrat. I, 8).

ფრაზა "ძე არის არა ქმნილება, არამედ არსი, რომელიც ყოველგვარ ქმნილებას აღემატება" - არიოზის მტკიცების პირდაპირი უარყოფაა, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესადმი მიწერილ მის წერილშია მოცემული და, რომელსაც უკვე, თვით იმპერატორი იმოწმებს თავის წერილში არიოზისადმი, სადაც არიოზზე ბრძანებს: " (არიოზი) გვთავაზობს თავის გამონაგონს, უცნაურს სარწმუნოებისთვის, თითქოსდა "როდესაც ღმერთმა შექმნა ახალი არსება - ქრისტე, თავის თავს შემწე განუმზადა" (13. C. 81–82); ანუ, არიოზი ქრისტეზე მსჯელობდა, როგორც "ახალ ქმნილ არსებაზე". ხოლო ევსების ფრაზა "ძე არის არა ქმნილება, მსგავსი იმათი, ვინც თვითონ შექმნა, არამედ ყოველგვარ ქმნილებაზე აღმატებული არსია", უეჭველად პირდაპირი ანტითეზაა არიოზის ზემოთმოტანილი სიტყვებისა. ევსები თავისი სიტყვების გასამყარებლად ამბობს, რომ ასე დაადგინა კრებამ (Socrat. I, 8).

როგორც ვხედავთ, კრების მამათა აზრი, რომელსაც ევსები გადმოსცემს საკმაოდ მკაფიო და ნათელია: ძე არის არა ქმნილება, არამედ შობილი არსება, რომელიც ყოველგვარ ქმნილებას აღემატება და მისი "შობა" დაპირისპირებულია "შექმნას".

2. მეორედ, სოკრატ სქოლასტიკოსთან მის თხზულებაში "ეკლესიის ისტორია" დამოწმებულია შემდგომი ტექსტი (ეს ისევ ევსების ციტატაა): "მაშასადამე, ვინც აღიარებს ღმრთის ძეს, როგორც არარსებულიდან აღმოცენებულს, ქმნილებად, რომელმაც არარსებობიდან მიიღო ყოფიერება, მას არ ესმის, რომ მას (ქრისტეს) მიაწერს მხოლოდ სახელს, ჭეშმარიტ ძეობას კი უარყოფს, რადგან არარსებულიდან წარმოშობილი, როგორც ყველა ქმნილება, შეუძლებელია იყოს ძე ღმრთისა. ჭეშმარიტად, ღმრთის ძე ის არის, ვინც მისგან იშვა, როგორც მამისგან, ამიტომაც, თვითონაც (ქრისტე) ღმერთია. რამეთუ ვინ შეიძლება იყოს შობილი თუ არა ის, ვინც ატარებს ხატს მშობლისა? მეფე აშენებს ქალაქს, მაგრამ არ შობს მას. ითქვა: მან (მამამ) შვა ძე, და არა ქმნა" (Socrat.2,21).

ამ ბოლო სიტყვებმა იდენტურ გამოთქმებში არაერთხელ გაიჟღერა ნიკეის პირველ კრებაზე. ასე მაგალითად, თავის გამოსვლაში ლეონტიმ და ევსუქიმ ბრძანეს: "ღმრთის ძე შობილია და არა ქმნილი" (13. C. 112).

ყველა ზემოთდამოწმებული მაგალითი იმაში გვარწმუნებს, რომ ფრაზაში gennhq_nta, 'ou poihq_nta, ბერძნულენოვანი ცნობიერებისთვის მკაფიოდ არის გამოხატული მტკიცე დაპირისპირება გამოთქმებს შორის: gennhq_nta (შობილი) და poihq_nta (ქმნილი). შედეგად, მსგავსი გრამატიკული კონსტრუქცია აუცილებელია ითარგმნოს მხოლოდ "а не"-დ, ან "но не"-დ (ქართ. "და არა"), რადგან სლავურ ნიადაგზე კავშირებს "а" და "но"-ს საერთო სემანტიკური დომინანტი - ურთიერთ დაპირისპირებულობის გამომხატველი ფუნქცია გააჩნიათ (59. C. 158). და თუ ამ სიტყვების თარგმანს გამოვტოვებთ, მაშინ სრულიად იკარგება ის აზრი, რომელიც ბერძნულ ორიგინალშია.

ამიტომაც, ბერძნული ტექსტების მთარგმნელები, მხედველობაში ღებულობდნენ რა იმას, რომ ბერძნულ ენაში 'ou პირდაპირ, ობიექტურად, ფაქტიურად უარყოფს (5. Стлб. 908) და სლავურად გადაითარგმნება როგორც "не", "нет" ("არა") უპირობო, გადაჭრითი და აბსოლუტური უარყოფის აზრით, წინადადებებში, სადაც მოცემული იყო ერთი ნაწილის აზრობრივი დაპირისპირებულობა მეორე ნაწილთან - ყოველთვის გვაძლევენ თარგმანს სადაც გამოყენებულია "а не" ან "но не" (როგორც, მაგალითად, არის ეს ქართულ თარგმანში: "და არა").

ანტიკური დროიდან წმიდა მამათა პერიოდამდე, ამის დამადასტურებელი ურიცხვი ფილოლოგიური მაგალითი მოიპოვება. მაგ:, ევრიპიდესთან (V ს. ძვ. წ.) ([42. C. 44), ჰერაკლიტესთან (VI ს მიწურული - V ს. დასაწყისი ძვ. წ.) (28. С.55, 58), წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან (35-ე ჰომილიაში. 11. С.538), წმ. იოანე დამასკელთან მის "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" (1, 8) (20. С.14) და მრავალი სხვა.

ძველი სლავი მთარგმნელები ბრწყინვალედ ფლობდნენ ბერძნული ალტერნატიული კონსტრუქციების თარგმნის პრინციპებს. მაგალითად, ო. ა. ჩერეპანოვა, რომელიც იკვლევს წმ. იოანე ოქროპირის ერთი ჰომილიის ძველ თარგმანს, წერს: "ადამი შეიქმნა, და არა იშვა, დედაკაცი შეიქმნა, და არა აღებულ იქნა მიწისგან, არც წიაღთაგან იშვა, ხოლო კაენისა და აბელისგან ადამიანები არც შექმნილან, არც აღებულ ყოფილან, არამედ იშვნენ, ადამიანის გონება ხვდება რომ სხვა არის შექმნა, და სხვა შობა" (წმ. იოანე ოქროპირი) ("Адам создан бысть, а не родися, жена сътворена бысть, а не wт земля съзьдана, ни от чрЕва рождена бысть, каинъ же и авель и иже wт нею члвци ни създани быша, ни сътворени, нъ родишася, разоумъ бо члвчь много имаеть разлучение именъ, ино бо рече създати, ино же родитися"). "მოტანილი ტექსტი, - წერს ა. ო. ჩერეპანოვა, - განმარტავს რა შესაქმის ქრისტეანულ აქტს, წარმოშობს იდეოლოგიურ ანტინომიებს: შექმნა - აღება - შობა" (62. С.188). ხოლო ალტერნაციების ურთიერთდამოკიდებულებისთვის გამოიყენებს "а не" და "нъ" ("და არა", "არც"). ამას მხოლოდ იმას დავუმატებთ, რომ ძველი სლავი მთარგმნელები ბრწყინვალედ ფლობდნენ ბერძნულიდან მონო და პოლინეგატიურ კონსტრუქციათა თარგმნის მეთოდებს, ანუ იმ კონსტრუქციებისა, რომლებშიც ერთი ან მრავალი უარყოფა არსებობდა (58. C. 156).

ამიტომაც, ბერძნული ფრაზის gennhq_nta, 'ou poihq_nta ყველაზე ადეკვატური თარგმანი, მისი მკაფიოდ გამოხატული დაპირისპირებული კონტექსტით, იქნება ნიკონამდელი ტექსტი - "рожденна, а не сотворенна", რაც ზემოთდამოწმებული მასალიდან გამომდინარე, სრულიად ცხადია.

უნდა აღინიშნოს, რომ თვით ახალმოწესეებიც გრძნობენ მთელ აზრობრივ გაურკვევლობას მათი მრწამსის სიტყვებში: ""рожденна, несотворенна", რომლიდანაც სრულიად ამოვარდა ნიკეის მამათა ფორმულირების ანტიარიანული მიმართულება, და წარმოიშვა ერთგვარი თვისობრივი ხასიათის აზრი, რომელიც ჩრდილავს დოგმატურ შინაარს. ამიტომაც, 1990-იანი წლების "ახალი კატეხიზაციის" პირველდაწყებით ფაზაში, როდესაც "საბჭოთა ადამიანები" მიძინებული ცნობიერებისთვის საჭირო იყო დოგმატიკის საფუძვლების განმარტება, "მოკლე განმარტებითი ლოცვანის" გამოცემისას (ტროიცკო-სერგიევა ლავრას გამოც.), რომელიც მასობრივი აუდიტორიისთვის იყო გამიზნული, "მართლმადიდებლური მრწამსის" განყოფილებაში სიმბოლოს მეორე წევრი, ტრადიციული ნიკონიანური "рожденна, несотворенна"-თი, სრულიად მოულოდნელად, რუსულად განმარტეს შემდეგნაირად: "და ერთი: ძე ღმრთისა, რომელი მხოლო იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, და არა ქმნილი, რომელიც არის მამის თანაარსი და რომლის მიერაც ყოველი შეიქმნა" ("И в одного:Сына Божия, Единственного рожденного от Отца прежде всех веков: как Свет от Света, Бога истинного от Бога истинного, [рожденного], а не сотворенного, имеющего с Отцом одно существо, и которым все сотворено") (47. С.168).

ანალოგიურად მოიქცა ახალმოწესეობრივი უკრაინული საეგზარქოსო, როდესაც თავის გამოცემაში "Закон Божий для семьи и школы" პირველი მსოფლიო კრების სარწმუნოების სიმბოლო ასე განმარტა: "კრებამ დაგმო და უარყო არიოზის მწვალებლობა და ურყეევ დოგმატად დაამტკიცა: ძე ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იშვა მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ისევე მარადიულია, როგორც მამა ღმერთი; ის არის შობილი, და არა ქმნილი, და ერთარსია მამა ღმრთისა" ("Собор осудил и отверг ересь Ария и утвердил непреложную истину-догмат: Сын Божий есть истинный Бог, рожденный от Бога Отца прежде всех веков и также вечен, как Бог Отец; Он рожден, а не сотворен, и единосущен с Богом Отцом") (43.С.77).

მკითხველისადმი შეთავაზებული მთელი ეს მასალა ამტკიცებს,რომ ძველი ტექსტის ("рожденна, а не сотворенна") შეცვლა ახლით ("рожденна, несотворенна") იყო სარწმუნოების სიმბოლოს ნამდვილი შერყვნა, რომელმაც მასში დაკარგა დოგმატური შინაარსი და ქრისტეს შობის საკითხში დაუთმო არიანულ შეხედულებას.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика