აპოლოგეტიკა - მსჯელობა მრწამსის გარშემო 5 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო

სარწმუნოების სიმბოლო

შინაარსი:

შესავალი

თავი I: მაცხოვრის სახელი


თავი II: "შობილი და არა ქმნილი"


თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევა

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

________________________________________________________

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."


სარწმუნოების სიმბოლოს მერვე წევრში ძველმორწმუნეებსა და ახალმორწმუნეებს შორის არსებობს მკაფიო განსხვავება: ძველ ტექსტში წერია: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველს-მყოფელი"; ახალში - "და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი" (ანუ სიტყვა "ჭეშმარიტის" გარეშე).

ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანი, როდესაც წაიკითხავს ახალმოწესეთა მიერ გადაკეთებულ სიმბოლოს, გაოგნებული დარჩება: მართლაც, თუ სარწმუნოების სიმბოლოში ლაპარაკია ჭეშმარიტ მამაზე და ჭეშმარიტ ძეზე" ("ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა"), მაგრამ არაფერია ნათქვამი სულიწმიდის ჭეშმარიტებაზე, ამიტომაც, უნებლიედ აღმოცენდება კითხვა: რა "სულია" ეს, რომელსაც ნიკონიანელები აღიარებენ? რადგან წმ. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა" (1 იოანე 4:1).
განვიხილოთ ძველსლავური ტექსტიდან სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოღების მიზანშეწონილობა.

პირველ რიგში გამოვიკვლიოთ საქმის ისტორიული მხარე. როგორც ცნობილია, ნიკეის სიმბოლო მთავრდება სიტყვებით: ka… ’eij tТ ‘agion pneuma ("კაი ეის ტო აგიონ პნეუმა"), ანუ "და სული წმიდა..." - შემდეგ კი მოსდევს ანათემატიზმები. მაგრამ პირველი კრების მამებმა ყურადღების გარეშე როდი დატოვეს სულიწმიდის ჭეშმარიტება.

ევსები კესარიელი ჰყვება თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, რომ კრებაზე, კრებითი სიმბოლოს საფუძვლის გამოსამუშავებლად მან წაიკითხა კესარიის ეკლესიის სიმბოლო, რომელშიც იყო ასეთი სიტყვები: "გვწამს ერთი სულიწმიდა... გვწამს, რომ მამა ჭეშმარიტად არის მამა, ძე ჭეშმარიტად არის ძე, სულიწმიდა ჭეშმარიტად არის სულიწმიდა" (Socrat. I, 8; Theodotit. I, 12).

და ევსები ამასთან დაკავშირებით ამატებს: "როდესაც ჩვენგან ეს მრწამსი გადმოიცა, სადავო არაფერი ყოფილა, არამედ პირველმა თავად იმპერატორმა დაამოწმა, რომ იგი სიმართლეს შეიცავდა. აღიარა, რომ თვითონაც ასე ფიქრობდა, და არწმუნებდა ყველას, რომ ეს მიღოთ და ხელი მოეწერათ დოგმატებისთვის" (Socrat. I, 8; Theodorit. I, 12) (იხ. თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2008 წ. გვ. 48).

მაშასადამე, წმიდა სამება კრების პირველივე ნაბიჯებიდან განისაზღვრებოდა ჭეშმარიტის ცნებით, რომელიც წმიდა სამების თითოეულ პირს ახლდა. მეტიც, წმიდა კრებამ მოგვცა განმარტება, როგორ უნდა ვაღიარებდეთ სამ პირს ერთ ღვთაებაში: მამას, ძეს და სულიწმიდა. ეს განმარტება დაცულია გელასი კიზიკელთან (Gelas. Vol. act. conc. nic. I. 11. XII), სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია: "წმიდა მამათა წმიდა, დიდმა და მსოფლიო კრებამ, რომელიც ნიკეაში შეიკრიბა, ესპანეთის ქ. კორდუბის ეპისკოპოსის, ოსიას პირით, განაცხადა: (...) არ ვუშვებთ რა აღრევას ან განჰყოფას წმიდა სამების გამოუთქმელი და ნეტარი პირებისას, გვწამს, რომ მამა ყოველთვის არის ჭეშმარიტი მამა ჭეშმარიტი ძისა, ყოველთვის არსებული და მყოფი, და ძე - ჭეშმარიტი ძე ჭეშმარიტი მამისა, ყოველთვის არსებული და მყოფი, და სულიწმიდა - ჭეშმარიტი სულიწმიდა, ყოველთვის არსებული და მყოფი" (13. С. 159).

ამ მოწმობიდან ჩანს, რომ კრება კატეგორიულად ითხოვდა, როგორც მამისა და ძის, ასევე სულიწმიდის ჭეშმარიტების აღიარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 341 წლის ადგილობრივმა კრებამ ანტიოქიაში, რომელსაც მიზნად ჰყონდა ნიკეის სიმბოლოს განმარტება, წმიდა სამების შესახებ სწავლება თითოეული იპოსტასის ჭეშმარიტებით განმარტა.

სარწმუნოების კრებით გადმოცემაში ანტიოქიის კრების მამები სულიწმიდის შესახებ ამბობენ: "გვწამს... სულიწმიდა, მორწმუნეთა ნუგეშინისმცემელი, განმწმენდელი და სრულმყოფელი, როგორც უფალმა ჩვენამ იესუ ქრისტემ ამცნო თავის მოწაფეებს და უთხრა: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19), ანუ სახელითა მამისათა, როგორც ჭეშმარიტი მამისა, ძისათა, როგორც ჭეშმარიტი ძისა, და წმიდისა სულისათა, როგორც ჭეშმარიტი სულიმიწიდისა" (Socrat. 2. 10).

სიტყვა "ჭეშმარიტი", სულიწმიდასთან მიმართებაში, დასაბამიერი და უცვალებელი მართლმადიდებლური სწავლებაა სულიწმიდის შესახებ, მაშინ როდესაც, არიანელები და მათი მიმდევრები, რომლებსაც არ სურდათ ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება, სულიწმიდის შესახებაც იგივეს ამბობდნენ, რასაც არიოზი ამბობდა ქრიტეს შესახებ. ვ. ვ. ბოლოტოვი არიოზზე წერდა: "დაასრულა მან იმის აღიარებით, რომ ძე იწოდება katacristikwj, per abusum, სიტყვად და სიბრძნედ, მაგრამ არა ჭეშმარიტ ღმერთად, რადგან ის განღმრთობილია მხოლოდ მადლის მიერ. ის ღმერთია მხოლოდ სახელწოდებით, lљgetai ’onТmati mТnon qeТj" (38. С. 15).

ანალოგიურად უარყოფდნენ მწვალებლები სულიწმიდასაც და არ სურდათ მისი აღიარება ჭეშმარიტ ღმერთად. მართლმადიდებლური დოგმატიკა მტკიცედ იდგა და დგას პოზიციაზე: სამების იპოსტასები - ურთიერთთანასწორნი არიან. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი არაერთხელ იმეორებდა, რომ სულიწმიდას უცილობლივ უნდა აღვიარებდეთ ჭეშმარიტად, რადგან წმიდა სამების ყოველ პირს უნდა განეკუთვნებოდეს ერთი და იგივე ეპითეტი. თავის 31-ე ჰომილიაში: "სულიწმიდის შესახებ" ის ბრძანებს: "ჩვენ კი გაბედულად გვწამს ღვთაებრივი სულის, რომელსაც თაყვანს ვცემთ, და წმიდა სამებას ერთსა და იმავე გამოთქმებს განვაკუთვნებთ... ღვთისმეტყველებას ასე დავიწყებთ. არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, - ანუ მამა. არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, ანუ ძე; და არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, ანუ სხვა ნუგეშინისმცემელი" (9. С. 445).

მაშასადამე, გრიგოლ ღვთისმეტყველი სულიწმიდას უწოდებს ჭეშმარიტ, სხვა ნუგეშინისმცემელს, რითაც ხაზს უსვამს, რომ სული არის სული ჭეშმარიტი და, რომ ის ჭეშმარიტად ღმერთია. მეტიც, სწორედ ჭეშმარიტებით საზღვრავს წმ. გრიგოლი მთელს სამებას, რადგან მიიჩნევს, რომ მხოლოდ მის ყოველ იპოსტასთადმი ეპითეტ "ჭეშმარიტის" მინიჭებით გვმართებს წმ. სამების შესახებ ღვთისმეტყველება.

22-ე ჰომილიაში წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ერთი და იგივეა ღმრთის ბუნება, რომელიც დაუსაბამობაში, შობასა და გამომავლობაში შეიცნობა... ვიცით, რომ ის არის სიცოცხლეები და სიცოცხლე, ნათელნი და ნათელი, სიკეთენი და სიკეთე, დიდებანი და დიდება, ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება, სული ჭეშმარიტი (თარგმნის სხვა ვარიანტი: "ჭეშმარიტებისა") (6. С. 333-334).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრიგოლ ღვთისმეტყველი ტერმინ "ჭეშმარიტების" მეშვეობით განმარტავს წმიდა სამების თანასწორობას. და ეს შემთხვევით როდი ხდება, რადგან მწვალებლები სწორედაც რომ არ ცნობდნენ ან ქრისტეს ჭეშმარიტებას, ან კიდევ სულიწმიდისას. ამიტომაც ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა სარწმუნოების სიმბოლოებში ყოველთვის არის მოცემული სამივე პირის ჭეშმარიტება. ეს ტრადიცია განმყარდა ჯერ კიდევ ნიკეის I მსოფლიო კრებაზე, როდესაც ევსები კესარიელმა თქვა: "მამა ჭეშმარიტად არის მამა, ძე ჭეშმარიტად არის ძე და სულიწმიდა ჭეშმარიტად არის სულიწმიდა" (Socrat. I, 8).

341 წლის ანტიოქიის ადგილობრივმა კრებამ ასევე გასაზღვრა: "მამა ჭეშმარიტად მამაა, ძე ჭეშმარიტად ძეა, ხოლო სულიწმიდა ჭეშმარიტად არის სულიწმიდა. ეს უბრალო სახელები კი არ არის, არამედ თითოეული იპოსტასის აღმნიშვნელია ისევე, როგორც დიდება და პატივის ყოველი მათგანისა, რომ ისინი არიან სამი იპოსტასი და ერთი თანხმობა" (Socrat. 2, 10).

362 წლის ალექსანდრიის ადგილობრივ კრებაზე, რომელსაც წმ. ათანასე დიდი თავმჯდომარეობდა, წმიდა სამების თანასწორობა ასევე თითოეული პირის თანასწორი ჭეშმარიტების დოგმატით ხასიათდება.

ვ. ვ. ბოლოტოვი ასე გვიყვება ამის შესახებ: "ხოლო როდესაც 362 წლის ალექსანდრიის კრებაზე, ნიკეის სიმბოლოს საზეიმო დადასტურების შემდეგ, რადგან არიანელთა გაერთიანების გამო ერთის მხრივ ეჭვი აღიძრა მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობდა "სამი იპოსტასი", ხოლო მეორეს მხრივ მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობდა: "ერთი იპოსტასი". ათანასემ... ორივე მხარის შეხედულებები განიხილა. (...) დაეჭვებულებს მან უპასუხა, რომ სამებაში სამი იპოსტასია, რადგან ის არა მარტო სახელწოდებით, არამედ ჭეშმარიტად არის სამება, რომ მამა ჭეშმარიტად არის მამა, ძე ჭეშმარიტად არის ძე, და სულიწმიდა ჭეშმარიტად არის სულიწმიდა" (38. С. 87, 88). სწორედ ეს სწავლება აღიარებს მართლმადიდებლურად წმ. ათანასემ და ალექსანდრიის კრებამ.

უფრო ვრცლად წმიდა სამების თანასწორობა მათი ჭეშმარიტების აღიარებით, მოცემულია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან. წმ. გრიგოლის 25-ე ჰომილიაში ვკითხულობთ: "ისწავლე მამას უწოდო ჭეშმარიტი მამა და უმეტესი ჭეშმარიტი, ვიდრე ჩვენი მიწიერი მამები იწოდებიან, რადგან ის მამაა - ერთადერთი გაგებით, ანუ თავისებურად და არა ხორციელი მამების მსგავსად... ისწავლე ძეს უწოდო ჭეშმარიტი ძე, რადგან ის ერთადერთი ძეა ერთადერთი მამისა, ძე ერთადერთი და გამონაკლისი აზრით, და არა ერთდროულად მამა... ისწავლე სულიწმიდას უწოდო ჭეშმარიტად სულიწმიდა, რადგან არავინ ისე არ არის წმიდა, როგორც ის, რადგან სულიწმიდას სიწმიდე კი არ შეუძენია, არამედ თვით არის თავწყარო სიწმიდისა" (7. С. 370).

მოტანილი ფაქტები მოწმობენ იმაზე, რომ სულიწმიდის დახასიათება ისეთი ცნებით, როგორიცაა ჭეშმარიტება და სულიწმიდის "ჭეშმარიტად" ხმობა - უძველესი მოვლენაა, რომელსაც შეგვიძლია თვალი მივადევნოთ I მსოფლიო კრების, ასევე 340-360 წლების ადგილობრივი კრებების საქმეებიდან, წმიდა მამათა თხზულებებიდან, ვიდრე თვით მეორე მსოფლიო კრებამდე (381 წ.).

რატომ არის აუცილებელი სულიწმიდას ვუწოდოთ ჭეშმარიტი და აღვიაროთ ჭეშმარიტად, და არა უბრალოდ "სულად"? წმ. კირილე იერუსალიმელი განგვიმარტავს, რომ ქრისტეანმა უნდა იცოდეს სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიშნები: "მაშ, გულისხმაჰყავ, - ბრძანებს წმ. კირილე თავის XVI კატეხეტურ ჰომილიაში, - სახელწოდების მსგავსების გამო, მის ნაცვლად სხვა სული არ მიიღო, არამედ ეცადე იპოვო ზუსტი ნიშანი სულიწმიდისა" (XVI, 18). ცხადია, რომ სულიწმიდა რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს სხვა სულთაგან. წმ. კირილე უთითებს, რომ განსხვავება სწორედ იმაშია, რომ ის არის - სული ჭეშმარიტი, და ამას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს:

"როგორც უკვე ვთქვით, წმიდა წერილში სულად ცოდვაც იწოდება, მაგრამ სხვა და საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც, მაგალითად, ნათქვამია: "სიძვის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს" (ოსია 4:12). სულად ეშმაკიც იწოდება, ოღონდ "უწმინდურის" დამატებით. ყოველ სულს თავისი თვისება აქვს და ყოველი მათგანი თავისი ამ თვისების მიხედვით იწოდება. (...) წმიდა წერილი ცოდვის სულს რომ ახსენებს, მას "სიძვის სულს" უწოდებს. ეშმაკს რომ ახსენებს, "უწმინდურ სულად" ხმობს, რათა ვუწყოდეთ, რომელ სულზეა ლაპარაკი. არ იფიქრო, აქ სულიწმიდაზე იყოს ლაპარაკი, - არა, რადგან სახელწოდება "სული" ერთგვარი საზოგადო სახელია, და ყოველი, რასაც უხეში მატერიალურობა არ ახასიათებს, ჩვეულებისამებრ სულად იწოდება. (...) მაგრამ, განა ამგვარია სულიწმიდა. ის ჭეშმარიტი მზრუნველია... პატარა კაცსაც კი აჩვენებს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, დრო-ჟამის შუალედს და მეფეთა ცვალებადობას. ასწავლის მას (ადამიანს - რედ.) იმას, რაც ადრე ვერ გულისხმაუყვია, რადგან მასთან არის ჭეშმარიტი და განმანათლებელი სულიწმიდა" (XVI, 15-16).

როგორც ვრწმუნდებით, წმ. კირილე სულს ჭეშმარიტ მზრუნველსა და განმანათლებელს უწოდებს, შედეგად, ის ვითარება, რომ სულიწმიდა არის ჭეშმარიტი, განასხვავებს მას სხვა სიძვისა თუ ბოროტების მოქმედ სულთაგან.

წმიდა მამები თავიანთ ღვთისმეტყველებას წმიდა წერილის ენაზე აგებდნენ. სწორედ აქ ვუახლოვდებით ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ - წმიდა წერილის ტექსტს ახალმოწესეები თარგმნიდნენ ყოველთვის ისე, რომ გათვალისწინებული ჰქონდათ პოლემიკა ძველმორწმუნეებთან, ამიტომაც, წმიდა წერილის მათი თარგმანი (საკვანძო, დოგმატურ მომენტებში) სწორედ ახალმოწესეობრივია და პირდაპირ უპირისპირდება ძველ თარგმანს. ახალმოწესე მკვლევარები ცდილობენ დააკნინონ ძველი თარგმანები და საკუთარი ვერსიების მეტი ავტორიტეტულობის წარმოსაჩენად, ვითომცდა მის უზუსტობას ამტკიცებენ.

ეს ყველაფერი ეხება სულიწმიდის შემთხვევასაც. ცნობილია, რომ ეკლესიის მამები, როდესაც სულიწმიდაზე ღვთისმეტყველებდნენ, ეფუძნებოდნენ იოანეს სახარების ტექსტს, სადაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს აღუთქვამს სხვა ნუგეშინისმცემლის მოვლინებას (ინ. 14:16), ანუ სულიწმიდისა, რომელიც ბერძნულ ტექსტში იწოდება tТ pneuma tthjalhqe…aj (ტო პნეუმა ტეს ალეთეიას) (ინ. 15:26). სინოდალურ თარგმანში ეს ადგილი ასე ჟღერს: "სული ჭეშმარიტებისა". მაგრამ სხვა ძველ ტექსტებში სხვა სიტყვები გვხვდება. მაგალითად, ოსტრომირის სახარებაში, რომელსაც მკვლევარები პირველი სლავური, კირილე-მეთოდესეული რედაქციის ტრადიციას განაკუთვნებენ (46. С. 75), მოცემულია სხვა ფრაზა, კერძოდ: "доухъ истиньныи" ("სული ჭეშმარიტი") (Л. 22 об., л. 170 об.).

სახარების სხვა, კიდევ უფრო ძველი ხელნაწერი, - საბას წიგნი (X-XI სს.) (ეს არის უძველესი კირილესებური ძველბულგარული ძეგლი) სულიწმიდას უწოდებს - "истовыи" (ჭეშმარიტი - რედ.). ეს არის უძველესი წყაროები, და ისინი მთელი სისრულით მოწმობენ, რომ ბერძნული tthjalhqe…aj, ძველთაგანვე ითარგმნებოდა როგორც "ჭეშმარიტი" (და არა "ჭეშმარიტებისა" - რედ.). ხოლო სიტყვები tТ pneuma thj alhqe…aj ძველსლავურ ტექსტებში ითარგმნებოდა მხოლოდ როგორც "Доухъ истиньныи" და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად, ცნობილი გახდება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ძველსლავური ენის ელემენტარულ სახელმძღვანელოში ჩაიხედავს.

სლავური ზედსართავი სახელი "ჭეშმარიტი" განსაზღვრული ზედსართავია. ზედსართავ სახელთა ამგვარ ფორმები ძველსლავურ ენაში უთითებენ ისეთ ნიშანზე, რომელიც მოცემული საგნისთვის სპეციფიკურია. ზემოთ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ჭეშმარიტება (წმ. მამათა მოწმობით) სულიწმიდის ინდივიდუალური ნიშანია. თვით განსაზღვრული ზედსართავი სახელი "истиньныи" სხვა არაფერია, თუ არა ჩვენებითი ნაცვალსახელ "и"-ით (სლავ. – "ის") გართულებული ზედსართავის სახელობითი ფორმა. ამასთან დაკავშირებით ერთ ერთი უდიდესი ფილოლოგ-სლავისტი გ. ა. ხაბურგაევი წერს: "პირველდასწყებითი განსაზღვრული ფორმები წარმოადგენდნენ ჩვენებითი ნაცვალსახელისა (и (ia, ie) – "тот (то, та)") მარტივ შეერთებას შესაბამისი ზედსართავის სახელობით ფორმასთან. სწორედ ჩვენებით ნაცვალსახელს, რომელიც გამოიყენება განსაზღვრული არტიკლის მნიშვნელობით, შეაქვს საგნის აღნიშვნაში განსაზღვრულობის მნიშვნელობა. (...) დროთა განმავლობაში ნაცვალსახელების ფორმები შეერწყნენ ზედსართავი სახელების დაბოლოებებს, რითაც მივიღეთ ერთი შედგენილი (რთული) დაბოლოება" (61. С. 170).

სიტყვა "истиньнъ", რომელიც, თავის მხრივ, ნაწარმოებია ფუძე "истин"-ისგან სუფიქს ьн-ის მიერთებით, ღებულობს შემდეგ მნიშვნელობას: მასთან დაკავშირებული, რაც წოდებულია საფუძვლად, ანუ - "истин"-სთან (См.: 61. С. 123). სლავი მთარგმნელების მიერ გამოყენებული ზედსართავი სახელის "истиьныи" განსაზღვრული ფორმა სიტყვათწყობაში "Дух Святый" აღნიშნავს: "იმ სულიწმიდას, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ ის კი არ ეკუთვნის ჭეშმარიტებას, არამედ ჭეშმარიტება ეკუთვნის მას, ანუ ის თვითონ არის ჭეშმარიტება".

ჩვენ თუ ვისურვებთ ფრაზის tТ pneuma thjalhqe…aj სიტყვა-სიტყვით გადათარგმნას, მივიღებთ შემდეგს:

TТ pneuma (ტო პნეუმა) – საშუალო სქესის არსებითი სახელი, სლავურად - "дуновение", "дыхание";

thj (ტეს) - ნათესაობითი ბრუნვა ‘h (ჰე) - რომელიც ძველბერძნულ ენაში გამოდის როგორც pronomen demonstratum, ანუ მდედრობითი სქესის ჩვენებითი ნაცვალსახელი: "эта, та, сия" და ა. შ. (31. С. 93; 5. Стлб. 853). შედეგად, ნათესაობით ბრუნვაში - "этой, той, сей".

Alhqe…aj (алэфеиа), ‘h – - მდედრობითი სქესის არსებითი სახელი (სიტყვა-სიტყვით -a – lhqe…aj - არა დაფარულობა) - ნათესაობით ბრუნვაში "დაუფარავობისა", ჩვეულებრივ გადაითარგმნება, როგორც - "ჭეშმარიტებისა". ანუ სიტყვა-სიტყვით: "იმ დაუფარავობის (ჭეშმარიტების) სული". გამოდის სულაც არა სლავურად. სლავი მთარგმნელისთვის ამ ფილოლოგიური ჩიხიდან არსებობს ორი გამოსავალი გადათარგმნოს tТ pneuma მამრობითი სქესის - "სულით" ("Духъ"): 1) საერთოდ არ გადათარგმნოს და უგულებელჰყოს tТ thj - მაშინ გამოვა სინოდალური თარგმანი ("სული ჭეშმარიტებისა") და 2) გადათარგმნოს thjalhqe…aj განსაზღვრული ზედსართავი სახელის დახმარებით, რომელიც სრულიად უნდა იყოს შეთანხმებული არსებით სახელთან "Доухъ". ეს გზა აირჩიეს ძველმა სლავმა მთარგმნელებმა.

რამდენდადაც პირველი ვარიანტი აშიშვლებს ფილოლოგიურ უსუსურობას და მშობლიური ენის ცუდ ცოდნას, მისი უმდიდრესი შესაძლებლობების გამოყენების არცოდნას, იმდენად მეორე ვარიანტი ("სული ჭეშმარიტი") აჩვენებს ძველი მთარგმნელის დიდ ოსტატობას, რომელიც ფლობს ბერძნული და სლავური ენების სიფაქიზეს და უზუსტესად (რამდენადაც ეს შესაძლებელია) გადმოსცემს სლავურ ენაზე ბერძნული ენის სულსა და ასოს.

საერთოდ, ძველს სლავურ ძეგლებში thj მსგავს შემთხვევებში გადაითარგმნება, როგორც ჩვენებითი ნაცვალსახელი განსაზღვრული ზედსართავი სახელის შემადგენლობაში, მაგალითად, ოსტრომირის სახარებაში ’artoj thj zwhj (არტოს ტეს ძოეს) გადათარგმნილია როგორც "хлебъ животьныи", ხოლო ანტიოქოსის პანდექტებში (XI ს.) "древа жизньнааго"-ს თარგმანი გადმოსცემს იგივე კონსტრუქციას thj zwhj (ტეს ძოეს) (45. С. 167). ამრიგად, ცხადი ხდება, რომ როდესაც წმ. მამები ჩამოთვლიან სულიწმიდის სახელებს (გრიგოლ ღვთისმეტყველი 31-ე ჰომილიაში, კირილე იერუსალიმელი "კატეხეტურ სწავლებაში" XVII, 11 და სხვა.) და მოჰყავთ იოანეს სახარების ის ადგილი, სადაც სული იწოდება thjalhqe…aj, სლავურად ყველაზე უკეთ ეს ადგილი ითარგმნება, როგორც "истинный" ("ჭეშმარიტი").

ახლა უშუალოდ გადავიდეთ კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების (381 წ.) სარწმუნოების სიმბოლოზე, სადაც სულიწმიდის შესახებ ნათქვამია: ka… eij tТ pneuma tТ Јgion tТ kЪrion ka… tТ zwopo…on ("კაი ეის ტო პნეუმა ტო აგიონ ტო კიურიონ კაო ტო ძოოპოიონ"). ყველაზე ძნელი გადასათარგმნია გამოთქმა tТ kЪrion ("ტო კიურიონ"), რადგან ყველა სხვა სიტყვა სრულიად გასაგებია: "და სული წმიდა tТ kЪrion და ცხოველის-მყოფელი". სხვადასხვა სლავურ ხელნაწერებში tТ kЪrion გადათარგმნილია სამ ვარიანტში: 1) უბრალოდ: " Истиннаго" ("ჭეშმარიტი"), 2) უბრალოდ "Господа" ("უფალი") და 3) "Господа истиннаго" ("უფალი ჭეშმარიტი").

თვით ახალმოწესეებიც კი აღიარებენ, რომ ბერძნული ტექსტი შესაძლოა გადაითარგმნოს როგორც: "И въ Духа Святаго истиннаго, животворящаго", და ეს თარგმანი სწორი იქნება, რადგან, როგორც სარწმუნოების სიმბოლოს ახალმოწესე მკლევარი ა. გეზენი წერს, "ბერძნული ზედსართავი სახელი kЪrioj (კიურიოს) (სხვათა შორის), ნიშნავს ჭეშმარიტს (40. С. 59).

(ჩვენი რედაქციის შენიშვნა: აქ, სხვათა შორის, გვსურს დავიმოწმოთ ბ-ნ ედ. ჭელიძის ერთი კომენტარი. თავის ნაშრომში "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია" (სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთა"-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე) ერთ ერთი წინადადების თარგმანში (kakeinoj crhsimwj kai outoj kuriwj) ბ-ნი ედ. ჭელიძე აღნიშნავს, რომ "მთარგმნელი ძირეული მნიშვნელობით აღიქვამს kuriwj (kurioj - უფალი) მაშინ, როცა იგი ამ შემთხვევაში ნიშნავს: "ნამდვილად, ჭეშმარიტად, ზუსტად, სათანადოდ) (ლათ. proprie) ("ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია" (სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთა"-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე). თბილისი "მეცნიერება", 1996 წ. გვ. 48)).

ეს სრულიად ცხადია, რადგან გამოთქმა tТ kЪrion ამ აზრით უკვე გამოყენებულია ბერძენ ავტორებთან, V ს.-დან დაწყებული ვიდრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე (იხ.42. С. 111). მიუხედავად ამისა, ა. გეზენი ცდილობს tТ kЪrion-ის "ჭეშმარიტად" თარგმნის დისკრედიტირებას და უთითებს იოანეს სახარების მუხლს (15:26) სადაც წერია: tТ pneuma thjaleqe…aj, და წერს: "ამასთან, რა თქმა უნდა, დაივიწყეს ან არ იცოდნენ, რომ ბერძნულ სახარებაში სულიწმიდა tТ kЪrion-ად კი არ იწოდება, არამედ thjaleqe…aj-ად და არ უნდა აგვერიოს ცნებები "სული ჭეშმარიტებისა" და "სული ჭეშმარიტი" (40. С. 59).

იოანეს სახარების 15:20 მუხლთან დაკავშირებით უკვე ვაჩვენეთ, რომ სლავმა მთარგმნელმა საუკეთესოდ გადმოსცა ფორმა tТ pneuma thj aleqe…aj, თარგმანით: "სული ჭეშმარიტი". თითიდან გამოწოვილია ა. გეზენის საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოსდა სლავ მთარგმნელებს არ ესმოდათ განსხვავება tТ pneuma-სა და thj aleqe…aj-ს შორის. არადა სულაც პირიქითაა., მაგალითად, ერთ ერთ უძველეს საეკლესიო-სლავურ წერილობით ძეგლში, რომეცლი XIX ს. პირველ ნახევარში ცნობილი იყო, როგორც "Написание о правеи вере, изоущеное Константиномъ блаженымь философомъ учителемь о бозе словенскому языку" (ამჟამად ინახება რუსეთში, სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის 1348 წლის შუაბულგარული კრებულის შემადგენლობაში ГПБ. F. 1. 376. Л. 93 об-101 об). როგორც ამ ძეგლის მკვლევარი ა. ი. იურჩენკო იუწყება, "შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვევლინა ძეგლის ტექსტის თითქმის ბუკვალური იდენტურობა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ნიკიფორე I აღმსარებლის (დაახლ. 758-828 წწ.) დიდი აპოლოგიის (Apologeticus Major) სარწმუნოების აღმსარებლობის ხასიათის მქონე ტექსტის ფრაგმენტთან" (64. С. 258). პატრიარქი ნიკიფორე იყო ხატმებრძოლეობის დაუღალავი მამხილებელი. მან დაწერა დიდი აპოლოგია დაპატიმრებიდან უახლოეს წლებში (818-820 წწ.). თვით პატრიარქი, როგორც აღმსარებელი, წმინდანად შერაცხეს 846 წ. მითითებულ დიდ აპოლოგიაში არის ერთი ასეთი ადგილი (ტექსტი მოგვყავს მინის გამოცემის მიხედვით: Migne. T. 100. Col. 585):

"DiЈ touto ka… ‘h tekousa, kur…wj ka…alhqwj QeotТkoj prТj hmwn ‘omologeitai". "მართალი სარწმუნოების აპოლოგიის..." ძველმა მთარგმნელებმა ბრწყინვალედ გადათარგმნეს ეს ადგილი სლავურ ენაზე: "Сего ради и рождьшиа его, в истину и ресноту Бца нами нарицаема есть" (64. С. 261. Строки 194-196), ანუ სიტყვები kur…wj გადათარგმნეს როგორც "(в) истину" ("ჭეშმარიტად"), ხოლო ’alhqwj"(в) ресноту" ("ღირსება", "ჭეშმარიტება").

სარწმუნოების სიმბოლოს საძირკველზე მყარად თუ დავდგებითს, აღმოჩნდება, რომ ახალმოწესეებს, თავიანთი ტექსტიდან გამომდინარე, სარწმუნოების სიმბოლოს 8-ე წევრი დამაჯერებლად ვერ გადაუთარგმნიათ. საქმე იმაშია, რომ tТ kЪrion-ის გადათარგმნა უბრალოდ სიტყვა "უფალით" შეუძლებელია თვით ბერძნული ენის საფუძვლებიდან გამომდინარე, რადგან ამ შემთხვევაში გრამატიკულად უსაფუძვლოდ გამოიყურება წევრი სიტყვა kЪrion-ის წინ. რადგან ახალ აღთქმაში სიტყვებს "უფალი", "ბატონი", "თავი", "მეფე", გააჩნიათ ბერძნული შესატყვისი ‘o kЪrioj (5. Стлб. 740). შედეგად, tТ kЪrion გამოხატავს რაღაც ისეთს, რაც რაც tТ pneuma-ს ახასიათებს. ბერძნულ ენაში kЪrioj-ს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობანი: "ძალის მქონე, ძალაუფლება, უფლება; ძლევამოსილი, მფლობელი, ნამდვილი) (5. Стлб. 740). ასევე: "სჯულიერი, კანონიერი, რომელსაც აქვს ნამდვილი, კანონიერი ძალა" (5. Столб. 740).

როგორც ვხედავთ tТ kЪrion-ს ზოგიერთ ტექსტში გააჩნია ორმაგი აზრობრივი პლასტი: ის გამოხატავს ძლიერებას, ბატონობას და ამავდროულად სინამდვილეს, კანონიერებას, ამ უფლობის ან ძლევამოსილობის ჭეშმარიტებას. ეს სრულიად უდავო და ცხადი ჭეშმარიტებაა, ამიტომაც თვით ა. გეზენი იძულებულია აღიაროს, რომ tТ kЪrion შეიძლება ერთსა და იმავე დროს აღნიშნავდეს "უფლობასაც" და "ჭეშმარიტებასაც", თუმცა ამაზე საკმაოდ ბუნდოვან შენიშვნებს აკეთებს (40. С. 59).

მეტიც, თვით ბერძნებმა დოგმატურ განმარტებებში განსაზღვრეს, რომ tТ kЪrion ერთდროულად გამოხატავს სულიწმიდის უფლობასაც და ჭეშმარიტებასაც. ახალმოწესე არქიეპისკოპოსი ფილარეტი (გუმილევსკი) ამის შესახებ ბრძანებს: "მრწამსის სიტყვები "და სულიწმიდა უფალი ჭეშმარიტი..." აღებულია სიტყვების tТ pneuma tТagion tТ kЪrion მნიშვნელობიდან. სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ განმარტებაში (XIV ს. ) წერდნენ, რომ წევრი სიტყვა kЪrion-ის წინ თხზულების არასწორობით უთითებს იმ აზრის თავისებურებაზე, რომ სულიწმიდა არ არის ღმრთის გარდამავალი ძალი, არამედ ჭეშმარიტად არსებული ყოფიერება, სული ჭეშმარიტი" ("Чтение "и въ Духа Святаго истиннаго» одолжено первоначальным своим происхождением толкованию слов подлинника tТ pneuma tТagion tТ kЪrion. В греческом толковании Символа (века XIV) писали, что член перед kЪrion самою неправильностию сочинения указывает на особенность мысли, на то, что Дух Святый не есть преходящее явление силы Божией, а истинное, сущее бытие, Дух истинный") (40. С. 57-58).

ახალმოწესე არქიეპისკოპოსის სიტყვებში უნდა შევიტანოთ ერთი შესწორება - ეკლესია, მწვალებლებთან ბრძოლის პროცესში, სულიწმიდას ჭეშმარიტს უწოდებდა ჯერ კიდევ XIV საუკუნემდე 1000 წლით ადრე, ხოლო თვით განმარტება ეფუძნება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს (ჰომ. 25-ე): "ისწავლე სულიწმიდას უწოდო ჭეშმარიტი, რადგან... სულიწმიდის ჭეშმარიტება ვინმესგან ბოძებული კი არ არის, არამედ თავწყაროა ყოველი სიწმიდის..." (7. С. 370).

აქედან გამომდინარე, ბერძნების აღსარებაში, სარწმუნოების სიმბოლოში kЪrion აღნიშნავდა უფალს, ხოლო სიტყვა kЪrion-ის წინ - ამ უფლობის ჭეშმარიტებაზე უთითებდა, რაც არსებითად ახასიათებს სულიწმიდას. ამიტომაც, სიმბოლოს თავიანთ განმარტებაში მათ საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს მიეთითებინათ იმაზედ, რომ სარწმუნოების სიმბოლოში ასახულია და ჩაწერილია სულიწმიდის ჭეშმარიტ უფლად აღიარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე მსოფლიო კრების მამებისა და მომდევნო საუკუნეების ბერძნებისთვის, tТ kЪrion აღნიშნავდა "ჭეშმარიტად უფალს" იმას, ვინც არის "უფალი ჭეშმარიტი".

და თუკი გამოთქმა tТ kЪrion ერთდროულად ორ აზრობრივ პლასტს შეიცავს, მართლმადიდებლური დოგმატიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე, შეუძლებელი ხდება მისი მხოლოდ ერთი სიტყვით გადათარგმნა, რადგან თარგმანში ორივე ეს პლასტი უნდა იქნეს ასახული. ბერძნულ ენაში ასეთი სირთულეები არ წარმოიქმნებოდა, რადგან ის შესაძლებლობას იძლეოდა ერთ გამოთქმაში ეგულისხმათ ორივე სიტყვა: იკითხე ის, რაც დაწერილია, მაგრამ გონებაში მიამატე სიტყვაც "ჭეშმარიტი" ან "უფალი" იქიდან გამომდინარე როგორ გაიგე შენ სიტყვა tТ kЪrion. რა თქმა უნდა, ბერძნული ტექსტის ფორმალურად და დაუფიქრებლად სხვა ენაზე გადათარგმნა, რომელსაც ბერძნულის მსგავსი შესაძლებლობები არ გააჩნია, ჩნდება ერთგვარი ჩიხი, რადგან მან ან მარტო "უფალი" უნდა გადათარგმნოს, ან კიდევ მარტო "ჭეშმარიტი" და მაშინ თარგმანიდან ვარდება სულიწმიდის მართლმადიდებლური დახასიათება - მისი ან ჭეშმარიტება ან კიდევ უფლობა. ამგვარი თარგმანი არ იქნება სიმბოლოს ბერძნული ტექსტის შინაარსის ზუსტი შესატყვისი, რამაც, გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა გამოიწვიოს მწვალებლობაც. მართალია, სულიწმიდის "უფლად" არწოდება უფრო ნაკლები ცოდვა იქნებოდა, მის არაჭეშმარიტად აღიარებასთან შედარებით, რადგან მამა ღმერთიც არ იწოდება სარწმუნოების სიმბოლოში უფლად, რადგან მამებმა ეს ისედაც ცხად ჭეშმარიტებად მიიჩნიეს. მაგრამ სულიწმიდა სულ სხვა შემთხვევაა.

IV ს. შუაწლებსა და მიწურულს მწვალებლები ხშირად ესხმოდნენ თავს სულიწმიდის ჭეშმარიტებას, ხოლო მართლმადიდებლები, პირიქით, ცდილობდნენ ხაზი გაესვათ სულიწმიდის ჭეშმარიტად და უფლად წოდების კანონიკურობისთვის. ბერძნებმა შესანიშნავი გამოსავალი იპოვეს ამ მდგომარეობიდან. მეორე მსოფლიო კრების სარწმუნოების სიმბოლო მათ დაწერეს გამოთქმა tТ kЪrion-ის გრამატიკული თავისებურების გამოყენებით და სულიწმიდასთან მიმართებაში ორივე აზრი, მისი უფლობა და ჭეშმარიტება ერთდროულად გადმოსცეს. ეს ფორმულა არ შეიცავდა არანაირ დამახინჯებას ან დამატებას, პირიქით, ის სრულიად ეთანხმებოდა tТ kЪrion-ის დოგმატურ შინაარსს, რომელიც მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში ცნობილი იყო ყველაზე უადრესი პერიოდიდან.

ამგვარად, ნიკონ პატრიარქამდე არსებული სარწმუნოების სიმბოლო, ეს არის სარწმუნოების უმცირეს დეტალებამდე და დოგმატურ ნიუანსებამდე დაშიფრული აღსარება, რომელიც ბერძნებთან ხელუხლებლად არსებობდა, უკიდურეს შემთხვევაში, XV ს. დასაწყისამდე მაინც. სხვათა შორის, საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძველი ანგლო-საქსებიც ზუსტად იმ გზით წავიდნენ, რა გზითაც სლავი მთარგმნელები. ასე, მაგალითად, სარწმუნოების სიმბოლოს ეპისკოპოს ელფრიკისა და მეფე ალფრედის (IX-X სს.) დროინდელ თარგმანში ვკითხულობთ: "და სული წმიდა, ღმერთი ჭეშმარიტი უფალი და ცხოველის მყოფელი". და თუ თვით XVII საუკუნის ბერძნებს, რომლებმაც სიახლეების მოფილოსოფოსო მოყვარულებთან ერთად მოაწყვეს რუსეთის ეკლესიის დარბევა, უკვე დაჰკარგვოდათ და დავიწყნოდათ სარწმუნოების სიმბოლოს ჭეშმარიტად ძველი აზრი, ძველმორწმუნეებმა ის ხელუხლებლად შეინარჩუნეს.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ XVII ს. რუსი მორწმუნეები არ ერკვეოდნენ ბერძნული გამოთქმის tТ kЪrion-ის დეტალებს, პირიქით, სხვადასხვა ვარიანტით თარგმნის შესაძლებლობა მათთვისაც ცნობილი იყო. მაგრამ, რუსული მართლმადიდებლობა მამათა ტრადიციაზე მყარად იდგა. ამაზე მოწმობს მღვდელმოწამე ამბაკუმის თხზულებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით თავის "ცხოვრებაში" წერდა: "ჩვე კი ვამბობთ: დაკარგეს სიახლის მოყვარეებმა ღმრთის არსება, რადგან წაართვეს ჭეშმარიტება წმიდა და ცხოველის-მყოფელ სულიწმიდას. დიონისეს მიხედვით: რაკიღა ჭეშმარიტებისგან განვარდნენ, არსსაც შეაქციეს ზურგი. (...) უმჯობესი იყო სარწმუნოების სიმბოლოში უფალი არ ეთქვათ, ვიდრე ამოეგდოთ სულიწმიდის ჭეშმარიტება, რომელშიც ღმრთის არსება მოიაზრება. ხოლო ჩვენ, მართლმორწმუნე ქრისტეანები, სულიწმიდაში ორივეს აღვიარებთ: უფალ ჭეშმარიტსაც და ცხოველისმყოფელსაც" (15. С. 6, 7).

ამგვარად, მთელი დამოწმებული მასალა ადასტურებს, რომ სარწმუნოების სიმბოლოში აუცილებლად, სულიწმიდა აღიარებულ უნდა იქნეს ჭეშმარიტ უფლად. ამაში გვარწმუნებს წმიდა ფილოლოგია და ტექსტის ისტორია, ასევე მართლმადიდებლური დოგმატიკა. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ გელასი კიზიკელთან არის დაფიქსირებული მტკიცე მოთხოვნა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიაროს, რომ "სულიწმიდა - ჭეშმარიტი სული წმიდაა", როგორიც იყო პირველი მსოფლიო კრების განსაზღვრება (13. С. 159). და თუ ვინმე დაიწყებს ღვთისმეტყველებას სულიწმიდაზე და არ უწოდებს მის უფლობას ჭეშმარიტს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებლად. თუ ვინმეს ეს ეეჭვება, შევახსენებთ, რომ რომის პაპი დამასმა 382 წ. კონსტანტინოპოლში, სადაც 381 წ. მსოფლიო კრება ჩატარდა, გამოაგზავნა ფურცელი ანათემატიზმებით, რომლებიც სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ანათემატიზმებში ანათემას არიაინ გადაცემულნი ისინი, ვინც უარს ამბობენ ჭეშმარიტი უწოდოენ ან მამას, ან ძეს და ან კიდევ სულწმიდას (ყურად იღეთ ეს ბ-ნო ახალმოწესეებო, - თქვენს სიმბოლოში სულიწმიდა ჭეშმარიტად არ იწოდეება).

ამ წერილში სულ 25 ანათემატიზმაა, სადაც 17-ე ასე ჟღერს: "თუ ვინმე არ იტყვის, რომ სულიწმიდა ჭეშმარიტად და სრულებით არის მამისგან... - შეჩვენებულ იყოს" (Theodorit. V, 11). ანათემატიზმა მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც სულიწმიდის ღვთაებრივ არსს ჭეშმარიტს არ უწოდებს. 22-ე ანათემატიზმა კიდევ უფრო კონკრეტულია: "თუ ვინმე არ აღიარებს მამის, ძის და წმიდა სულის ერთ ღმრთეებას... და ჭეშმარიტებას, შეჩვენებულ იყოს" (იქვე). ეს ანათემატიზმა მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც წმ. სამების ნებისმიერი პირის მიმართ გამოტოვებს სიტყვა "ჭეშმარიტს". ჩვენს შემთხვევაში მათ, ვინც სარწმუნოების სიმბოლოს ძველი ტექსტიდან ამოშალა სიტყვა "ჭეშმარიტი" და მათაც, ვინც იცავს ამ დარღვევას, რითაც ამჟღავნებს არა მარტო თავის მთვლემარე უმეცრებას, არამედ ანათემას ექვემდებარება, როგორც ნამდვილი ერეტიკოსი, რადგან თანამედროვე ახალმოწესეობრივ სიმბოლოში ღმრთაების პირთა თანასწორობა დარღვეულია: მამა იწოდება ჭეშმარიტად, ძე იწოდება ჭეშმარიტად, ხოლო სულიწმიდის უფლობა ჭეშმარიტად არ იწოდება.

ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს უჩნდება შეკითხვა: რომელ სულზეა აქ (ნიკონიანელ ახალმოწესეთა მრწამსში - რედ.) ლაპარაკი? რომელი სულისა სწამთ ახალმოწესეებს? იმისა ხომ არა, განხეთქილების დაწყებიდან 1900-იანი წლების დასაწყისამდე რომ ლოცულობდნენ ნათლისღების საიდუმლოში: "Ниже да снидет с крещающимся, молимся тебе, дух лукавый" ("ნუ შთაჰყვების მოსანათლავსა ამას, გევედრებით შენ, სულო მზაკვარო")?! ან როგორც ნათლისღების იმავე წეს-განგებაში აქვთ ახალმოწესეებს: "запрещает тебе, Господь, диаволе, пришедый в мир и вселивыйся во человецех" ("გფუცავს შენ, უფალო, ეშმაკი, რომელი მოვიდა ქვეყნად და დამკვიდრდა კაცთა შორის"). და თუკი ეს შემზარავი ლოცვები სატანის მიმართ, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა ამოიღეს კურთხევანებიდან, რომელიც მოსკოვის საპატრიარქომ გამოსცა 1979 წელს და საბოლოოდ დაუბრუნდნენ ნიკონამდელ ვარიანტს (49. С. 50), მაშასადამე, უბედური ახალმოწესეები უნდა გამოფხიზლდნენ მწვალებლური ბანგისგან და დაუბრუნდნენ სარწმუნოების სიმბოლოს ძველ, შეურყვნელ და უბიწო, ნამდვილად და ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ტექსტს. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისინი ნამდვილად დაადასტურებენ, რომ არიან მოუნანიებელი და საკუთარ ცდომილებაში გახევებული მწვალებლები.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика