აპოლოგეტიკა - მსჯელობა მრწამსის გარშემო 4 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო

სარწმუნოების სიმბოლო

შინაარსი:

შესავალი

თავი I: მაცხოვრის სახელი


თავი II: "შობილი და არა ქმნილი"


თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევა

თავი IV: "და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

________________________________________________________

თავი III: ქრისტეს დაუსრულებელი სუფევის შესახებ


ახალმოწესეთა მრწამსში ძველი ტექსტის მაგიერ, სადაც წერია: "Его же царствию несть конца" ("რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ"), ვკითხულობთ: "Его же царствию не будет конца" ("რომლისა სუფევასა არ ექნება დასასრულ") (უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" ეკლესიის მრწამსის ამ პუნქტშიც არ არის დარღვევა. მაგრამ დარღვევაა მათი თანამოძმე რუსული ეკლესიის მრწამსში. ამდენად ამ ორი ადგილობრივი ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო ერთმანეთისგან განსხვავდება. აქედან კი გამოდის, რომ ქრისტეს სუფევის საკითხშიც მათ სხვადასხვაგვარად სწამთ - რედ.). იმისთვის, რათა სწორად შევაფასოთ ძველი "არა არს"-ის ახალი "არ ექნება"-თი შეცვლის მთელი კატასტროფიზმი, საჭიროა ჯერ საქმის ისტორიულ მხარეზე შევჩერდეთ.


კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების სიმბოლოში წერია: "οὗ τῆς βασιλείας οὐκ ἔσται τέλος" (hou tes basileias ouk estai telos), რაც გაიგებოდა როგორც ნათელი უარყოფა ქრისტეს სუფევის დასასრულისა. ეს დოგმატი მიმართული იყო მარკელ ანკვირელის წინააღმდეგ, რომელიც დაახლ. 340-იანი წლების მიწურულიდან ასწავლიდა, რომ ქრისტეს სუფევას ექნება დასასრული და რომ ის საშინელი სამსჯავროს შემდეგ შეწყდება და მამა ღმერთის სუფევას შეერწყმება.

ვ. ვ. ბოლოტოვი ასე წარმოგვიდგენს მარკელ ანკვირელის მწვალებლურ აზრს: "ქრისტეს სუფევა განკაცებული სიტყვის სუფევაა, ამიტომაც არაიდენტურია LТgoj-ის მარადიული სუფევისა, რომელიც თანასუფევს მამასთან ერთად. მაგრამ განკაცების მიზანი მოცემული არა თვით სიტყვის ყოფიერებაში, არამედ მის აღმშენებლობაში. Lтgoj-ი განკაცთა სამყაროსთვის. შედეგად, ეს არის საბოლოო მიზანი და როგორც ასეთი, ის არასოდეს მიიღწევა, და მაშინ... ქრისტეს სუფევას აღარა აქვს საფუძველი არსებობისთვის. ამრიგად, ქრისტეს სუფევა ოდესღაც დასრულდება" (38. С. 128).

როგორც ვხედავთ, ეს არის სრულიად მწვალებლური შეხედულება.

ამ მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, მართლმადიდებლობა იცავდა დოგმატს ქრისტეს სუფევის უსასრულობის, დაუსრულებლობის შესახებ. ამის ნათელი მაგალითია წმ. კრილიე იერუსალიმელის 15-ე ჰომილიაში ("შეგონებითნი სიტყვანი კათაკმეველთათვის"), რომელიც წმ. კირილე ლაპარაკობს თავისი სამწყსოს შესახებ: "ხოლო როდესასც გაიგებ ვინმესგან, რომ ქრისტეს სუფევას ექნება დასასრული, შეიძულე ეს მწვალებლობა, რადგან ის არის გველის მეორე თავი, რომელიც ახლახან აღმოცენდა გალატიაში. გაბედა ვიღაცამ ეთქვა, რომ თითქოსდა სამყაროს აღსასრულის შემდეგ ქრისტეს სუფევა აღარ იქნება; გაბედა ეთქვა, რომ "მამისგან გამომავალი სიტყვა, ისევ დაბრუნდება მამაში და უკვე აღარ იარსებებს. (...) დღეს მწვალებლები ასწავლიან ქრისტეს წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელმა მაცხოვრის მარადიულ მყოფობაზე გვასწავლა. (...) დღეს მწვალებლები ასწავლიან ქრისტეს წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი მაცხოვრის მარადიულ არსებობაზე ასწავლის. (...) ისმინე დღეს წაკითხული დანიელის მოწმობა: "ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დან. 7:13-14). ამას მიჰყევ, მხოლოდ ეს იწამე, მწვალებლობა კი განიშორე, რადგან სრულიად ცხადად გესმა ქრისტეს სუფევის უსასრულობა" (ჰომ. 15-ე. § 27).

რაში მდგომარეობს მწვალებლობა, როგორი ამ მწვალებლობის ლოგიკა? წმ. კირილე ამაზე შემდეგ პასუხს გვაძლევს: "მათ გაბედეს ეთქვათ, რომ სიტყვები: "მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს" ("подобáетъ бо емý цáрствовати, дóндеже положи́тъ вся́ враги́ подъ ногáма свои́ма") (1 კორ. 15:24-25) თითქოსდა ნიშნავს მისი სუფევის დასრულებას, გაბედეს ზღვარი დაედოთ ქრისტეს უსაზღვრო და უსასრულო სუფევისთვის" (ჰომ. 15, 31).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვით აზრი საზღვრების შესახებ, ანუ იმის შესახებ, რომ ქრისტეს სუფევას ან დასაწყისი აქვს და ან კიდევ დასასრული - ანუ, ქრისტეს სუფევა მოქცეულ იქნეს დასაწყისისისა და დასასრულის საზღვრებში - არის კიდევაც მწვალებლობა. წმ. კირილე სრულიად ცხადად ამბობს ამის შესახებ (ჰომ. 15, 32): "რადგან, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ დასაწყისი გააჩნია ქრისტეს სუფევას, ყურსაც ნუ მიუგდებ მტკიცებას, რომ მის სუფევას დასასრული ექნება, რადგან დაწერილია: მისი სუფევა მარადიულია". ამგვარად, სრულიად ცხადია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ებრძოდა სწორედ ამ ცრუ დოგმატს, რომელმაც საზღვრები დაადო ქრისტეს სუფევას.

ახალმოწესეთა სარწმუნოების სიმბოლოს თუ ავიღებთ გასაოცარ და საკვირველ ვითარებას აღმოვაჩენთ, რომლებიც გამომდინარეობენ სიტყვებიდან "не будет конца" ("არ ექნება დასასრულ").

თავიდან ის უნდა ვთქვათ, რომ სიტყვაში "будетъ" ("ექნება") ძირი "буд" ძველსლავურსა და საეკლესიო სლავურ ენებში მხოლოდ მომავალი დროის აღსანიშნად გამოიყენება, რადგან აწმყო დროში ზმნა бъiти-ს გააჩნია სახე iесмь, iеси და ა. შ. (61. C. 190). გარდა ამისა ნაწილაკი "же" ფრაზაში "Его же Царствию" სლავურ ენაში გამოიყენება წინადადების რომელიმე წევრის გამოსაყოფად, მოცემულ შემთხვევაში, კონტექსტიდან გამომდინარე, - ქრისტესი. მაშინ ახალმოწესეთა სიმბოლოს ტექსტიდან მივიღებთ: "...и во единаго Господа Иисуса Христа… паки грядущаго со славою судити… Его же (ანუ მოსული ქრისტესი - ავტ.) царствию не будет конца" ("...და ერთი უფალი იესუ ქრისტე ... კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად... რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ"). ამგვარად (ახალმოწესეობრივი, რუსული ტექსტის მიხედვით - რედ.) აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ გახდება ქრისტე მეფე როდესაც მეორედ მოვა და მხოლოდ იმ დროიდან არ ექნება მის სუფევას დასასრული.

ახალმოწესეობრივ მრწამსში, ცხადია, მოცემულია ახალი მწვალებლობა: თუ მარკელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქრისტე მეფობს და მისი სუფევა ჯერაც არის, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მოვა დრო და ეს სუფევა შეწყდება, ახალმოწესეები პირიქით, იმას ამტკიცებენ, რომ ქრისტეს სუფევა ჯერაც არ დაწყებულა. მღვდელმოწამე ამბაკუმი ამ მწვალებლური ცვლილების გამო მეფე ალექსი მიხეილისადმი მიწერილ თავის პირველ არზაში (1664 წ. გაზაფხული) წერდა: "И мне, государь, мнится, яко и тварь рыдает, своего Владыку видя безчестна, неистинна глаголют Духа Святаго быти и Христа, Сына Божия, на небеси не Царя быти во исповедании своея веры. (…) Христа он, Никон, не исповедует в плоть пришедша; Христа не исповедует ныне Царя быти и воскресение Его, яко июдеи, скрывает" (15. С. 103, 105).

ის, რომ ახალმოწესეები ქრისტეს სუფევას არ აღიარებენ, და მას ოდესღაც, მომავალში ელიან, სრულიადაც არ არის ძველმორწმუნეთა გამონაგონი ან ნიკონის ტექსტის წინასწარგანზრახულად დამახინჯებული და აკვიატებული განმარტება. სარწმუნოების მათი სიმბოლო ამ აზრს გამოხატავს თვით ახალმოწესეთა შეხედულებით. ამ სიტყვების დასამტკიცებლად მივუთითებ პუბლიკაციას "Краткий толковый молитвослов". ამ პუბლიკაციის მიზანი გამოხატულია შემდეგი სიტყვებით: "საეკლესიო გამომცემლობათა დაძაბული მუშაობის მიუხედავად, მართლმადიდებლური ლიტერატურის ნაკლებობა ჯერაც შესამჩნევია, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სრული ლოცვანის დაბეჭდვის შესაძლებლობა, რედაქციამ გადაწყვიტა საეკლესიო სლავური ენის კურსის ფარგლებში გამოექვეყნებინა რჩეული ლოცვანი მოკლე განმარტებებითურთ. ტექსტი იბეჭდება გამოცემის "Краткий толковый молитвослов. Троицкий благовестник. Издание Троицко-Сергиевой лавры" მიხედვით (47. C. 163).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვით "მრწამსის" ტექსტი და მისი განმარტება შეესაბამება ახალმოწესეთა ეკლესიის დოგმატიკას და სიმბოლოს ოფიციალურ, დოგმატურ განმარტებას წარმოადგენს. აი, სწორედ ამ "მოკლე განმარტებით ლოცვანში" ("Краткий толковый молитвослов") ოფიციალურად განმარტებულია, რომ ქრისტე ჯერ კიდევ არ სუფევს, მისი სუფევა ჯერ არ დამდგარა. აი, ციტატაც (სიტყვა-სიტყვით): "Его же царствiю не будетъ конца – после суда наступит Царство Христово, которое будет продолжаться бесконечно" ("მის სუფევას არ ექნება დასარული - სამსჯავროს შემდეგ დადგება ქრისტეს სუფევა, რომელიც მარადიულად გაგრძელდება") (47. C. 169).

სრულიად ცხადად წერია: "სამსჯავროს შემდეგ დადგება ქრისტეს სუფევა", ხოლო ახლა, როგორც ჩანს, ქრისტე არ სუფევს, რადგან მისი სუფევა მხოლოდ საუკუნო სამსჯავროს შემდეგ დგება. ამ განმარტებებიდან ასევე გამოდის, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ, როგორც ეს ახალმოწესეებს სწამთ, დადგება ქრისტეს განსაკუთრებული სასუფეველი, რომელსაც დასასრული არ ექნება. საკვირველია, მაგრამ, გამოდის (მოგვიტევეთ განმეორება), რომ ახალმოწესეებმა გადმოაყირავეს მარკელ ანკვირელის მწვალებლობა და თუ ის ამბობდა, რომ ქრისტეს სასუფეველი ამჯამად არსებობს, მაგრამ მოვა დრო და დასრულდებაო, ნიკონიანურ "მრწამსში" აღმოჩნდა, რომ ქრისტეს სასუფეველი ჯერაც არ დამდგარა, ის ჯერ არც არსებობს და მხოლოდ მეორედ მოსვლისა და საუკუნო სამსჯავროს შემდეგ მოვა.

(შენიშვნა: საინტერესოა აღინიშნოს, რომ ოფიციალური, ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიაც, მიუხედავად იმისა, რომ მრწამსის ეს მუხლი სწორად აქვს შენარჩუნებული, მაინც რუსული ეკლესიის მრწამსის მიხედვით განმარტავს მას და სჯერა, რომ ქრისტეს სუფევა ჯერ არ დამდგარა და მხოლოდ მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება. ასე, ასწავლის ის თავის საიტებზე და თვით ბეჭდვით წყაროებშიც. მაგალითად, გამოცემაში "სახელმძღვანელო, მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად" (თბილისი 1990 წ.), მრწამსის ზემოთხსენებული სიტყვების ("და სუფევისა მისისა არა არს დასასრულ") განმარტებაში ვკითხულობთ, რომ "საშინელი განსჯის შემდეგ, დადგება საუკუნო დიდებული სუფევა ქრისტესი და მის რჩეულთა" (დასახ. წყარო გვ.. 49). იგივეს ქადაგებენ წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის საიტიდან: "მეშვიდე მუხლში საუბარია ქვეყნად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და საუკუნო სუფევის შესახებ... საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული" (იხ. http://kvirike.ge/v2/?p=1269#mrcamsi).

ახალმოწესეთა ამ ცრუმადიდებლობაზე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან მტკიცედ არის დაწესებული, რომ ქრისტეს არავითარი განსაკუთრებული სუფევა არ ყოფილა, არ არის და არ იქნება, რადგან სასუფეველი ერთია მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. გელასი კიზიკელის ნიკეის კრების საქმეთა კრებული (Gelas. Vol. act. conc. nic. I. 2. XIV) შეიცავს მოწმობას, რომ მართლმადიდებლობის სვეტი ოსია კორდუბელი პირველი მსოფლიო კრების ყველა მართლმადიდებელი ეპისპოსის სახელით ღმრთის ძის შესახებ ბრძანებს: "ჭეშმარიტი ღმერთი, მარადის არსებული, ჭეშმარიტი ღმრთისა და მარადის არსებული მამისგან, რომელიც მეუფებს მამასთან ერთად, თანამარადიულია მამისა და სუფევს მამასთან ერთად" (13. C. 107).

წმ. კირილე იერუსალიმელიც თავის მეოთე ჰომილიაში კათაკმეველთა დასამოძღვრად სრულიად მკაფიოდ ლაპარაკობს ღმრთის ძის სუფევის ხასიათზე (21) და ბრძანებს, რომ ქრისტე მამის მარჯვენით იმის შემდეგ კი არ ზის, რაც ჯვარს ეცვა, არამედ მას თავისი ყოფიერებითა აქვს მამის მარჯვენით ჯდომის უფლება. ის არის შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთვის ჰქონდა სამეფო ღირსება, ყოველთვის იჯდა მამასთან ერთად, ყოველთვის იყო ღმერთი, სიბრძნე და ძალი. მამასთან ერთად სუფევს და ყოველივეს მამის ნებით იქმს, თუმცა ამით მისი საღმრთო ღირსება როდი კნინდება" (IV, 7) (რუს.: "...который сидит одесную Отца прежде всех веков, ибо Он не после страдания, быв увенчан, получил от Бога, как некоторые думают, но с самим бытием Своим престол одесную Его; Он рожден, и всегда имеет царственное достоинство, сидит вместе с Отцем, есть Бог и Премудрость и Сила, как сказано: вместе с Отцем царствует и все творит по воле Отца, не умаляясь, впрочем, в достоинстве Божественном").

მაშასადამე, ქრისტეს ყოველთვის ჰქონდა სამეუფო ღირსება და ყოველთვის სუფევდა მამასთან ერთად და არ ყოფილა (და არც იქნება) დრო, როდესაც მას ეს ღირსება არ ჰქონოდა. გარდა ამისა, კირილე იერუსალიმელმა, მამისა და ძის სუფევის განსხვავების ყოველგვარი ცრუ განმარტების თავიდან ასაცილებლად, სრულიად არაორაზროვნად ამბობს, რომ არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, რომ ძეს სხვა სუფევა ჰქონოდა, ვიდრე მამას და ამ აზრს შემდეგნაირად გამოხატავს (23): "არსებითად ისინი ერთნი არიან საღმრთო ღირსებით, რადგან ღმერთმა შვა ღმერთი; ერთია მათი სუფევის არსიც, რადგან ერთზე მამა კი არ სუფევს და სხვებზე ძე... არამედ, ვისზეც სუფევს მამა, იმათზე მეუფებს ძეც" ("Они суть едино по достоинству Божества, поскольку Бог родил Бога; суть едино по власти царственной, ибо не над одними царствует Отец, а над другими Сын… но над которыми царствует Отец, над теми же царствует Сын")(ХI, 16).

გელასი კიზიკელთან განთავსებულია სპეციალური განმარტება (Gelas. Vol. act. conc. nic. I. 2. XII), რომელსაც ის პირველი მსოფლიო კრების საქმეებს განაკუთვნებს. ამ განმარტებაში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა გულისხმავყოთ სამი იპოსტასის, მამის, ძის და სულიწმიდის ერთღმერთობა: "ამრიგად, ჩვენ უნდა აღვიაროთ ნებელობის ერთიანობა, ერთი სუფევა, ერთი ძალი, ერთი მეუფება ყოველ ხილულ და უხილავ ქმნილებაზე" ("Итак, мы должны исповедывать единое произволение, единое царство, единую силу, единое господство над всеми сотворенными существами видимыми и умопостигаемыми") (13. C. 159).

მოტანილი წყაროებიდან სრულიად მკაფიოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალმოწესეობრივი მტკიცებულება, თითქოსდა ქრისტე განსაკუთრებული სუფევა დადგება მეორედ მოსვლის შემდეგ, რაზეც მეტყველებს სიმბოლოს ის ტექსტი, რომლის მიხედვითაც "სუფევას მისას არ ექნება დასასრულ" ("Его же царствию не будет конца"), - აბსოლუტურად არამართლმადიდებლური და მწვალებლურია.

ახლა კი უშუალოდ 381 წლის II მსოფლიო კრების ბერძნული ტექსტის განხილვაზე გადავიდეთ. ჩვენთვის საინტერესო ადგილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გააჩნია ასეთი სახე: ‘ou thj basile…ajoukљstai τέλος (მკითხველს კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს არაკორექტულად ასახული ბერძნული ტექსტის გამო - რედ.). ახალმოწესე მთარგმნელებმა, ამ ტექსტიდან ამოგლიჯეს რა ორი სიტყვა ’oukљstai - გადათარგმნეს ისინი, როგორც "არ ექნება დასასრული", ფორმალურად კი დაეყრდნენ იმას, რომ ზმნას ’eim… (ყოფნა, არსებობა) მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში გააჩნია ასეთი სახე - ’љstai ან ’љsetai და ყურადღება არ მიაქციეს მთელი ფრაზის აზრს, რაც თარგმანის საკმაოდ დაბალ დონეზე მიუთითებს. რამეთუ მკვლევარები აღნიშნავენ კონტექსტის უზარმაზარ მნიშვნელობას დროის ფორმის გამოყენებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ასე, მაგალითად, ფილოლოგი ტ. ი. ტიხომიროვი წერს, რომ "ზმნისთვის კონტექსტი "წინასწარმეტყველებს" (ითხოვს, აყალიბებს) დროის გარკვეული ფორმის გამოყენებას, ხოლო ის, თავის მხრივ, "ირჩევს" შესაბამის ზმნურ ლექსემას, რომელიც მოცემული ფორმის გრამატიკულ მნიშვნელობას პასუხობს" (56. C. 130).

სპეციალისტების მიერ ეს მყარად დადგენილი ფაქტი მნიშვნელოვანია განსახილველი შემთხვევისთვის სწორედ იმიტომ, რომ სარწმუნოების სიმბოლო შეიცავს საღვთისმეტყველო და დოგმატურ შინაარს, და კონტექსტი, მოცემულ შემთხვევაში, სხვა არაფერია, თუ არა დოგმატური აზრი, რომელიც ამ კონტექსტშია მოცემული. შედეგად, ტექსტის განმარტებისთვის საჭიროა მივმართოთ მხოლოდ ეკლესიის წმიდა მამებს, ხოლო მათი ახსნა-განმარტება იქნება ის კონტექსტი ზმნისა "быти", რომელიც დროის განსაზღვრული ფორმის გამოყენებას გვაუწყებს და ითხოვს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მწვალებელი მარკელ ანკვირელი ქრისტეს ამჯამინდელი სუფევის დასრულებას ასწავლიდა; ხოლო ეკლესიის მამები (მაგ.: კირილე იერუსალიმელი. ჰომ. კათაკმეველთათვის. XV. 27, 31-32), სრულიად მკაფიოდ ამბობენ, რომ ქრისტეს სუფევა არის უსასრულო, და რომ ქრისტე არის მეფე და იქნება ყოველთვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან ბრწყინვალედ არის განმარტებული (ჰომ. 30-ე), თუ როგორ უნდა გავიგოთ სარწმუნოების სიმბოლოს სიტყვები: ‘ou thj basile…ajoukљstai tљloj.

"ვინ და რა მიზეზით დაადებს ზღვარს მის (ქრისტეს) მეუფებას? - კითხულობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, - თუმცა, შენც კარგად იცი, რომ ‘ou thj basile…ajoukљstai tљloj. (...) ერთი აზრით, ძე მეუფედ იწოდება, როგორც ყოვლისმპყრობელი და მეფე მსურველთა და არამსურველთა; ხოლო სხვა აზრით, როგორც ჩვენი მომყვანებელი მორჩილებად, საკუთარ სუფევას უქვემდებარებს მათ, ვინც მას ნებაყოფლობით აღიარებს. ამიტომაც, მის სუფევას, თუ პირველი მნიშვნელობით ვიგულისხმებთ, ’љstai tљloj; ხოლო თუ მეორე აზრით, იქნება კი საერთოდ ასეთი დასასრული?" (8. C. 430, 431).

როგორც პირველი ნაწყვეტიდან ჩანს, გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტება მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ ქრისტეს ამჯამინდელი სუფევა არასდროს დასრულდება.

მეორე მსოფლიო კრების მამები რომის ეკლესიისადმი მიწერილ ეპისტოლეში (დამოწმებულია თეოდორიტე კვირელის "ეკლესიის ისტორიაში" (35) უთითებენ, რომ ეკლესია აღიარებს: "მამის, ძისა და სულიწმიდის ღმრთეების, ძალისა და არსის თანასწორ პატივს, ღირსებასა და სუფევის მარადიულობას..." (Theodorit. I, 9. იხ. აგრეთვე. თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი IX. კონსტანტინოპოლში გამართული კრების მიერ მიწერილი სინოდიკონი. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2008. წ. გვ. 252).

კრების მამები განსაკუთრებულად მიუხვედრელი თუ შეუსმენელი რომაელებისთვის მიწერილ იმავე ეპისტოლეში, რომლებიც, როგორც ჩანს ბოლომდე ვერ მიხვდნენ თუ რას ნიშნავს სიტყვები: "‘ou thj basile…ajoukљstai tљloj" წერენ: "შეძლებთ უფრო მეტად დააკმაყოფილოთ სულები, თუ ღირსყოფთ ანტიოქიაში შეკრებილი სინოდის მიერ მიღებული ტომოსის წაკითხვას" (Theodorit. I, 9. იხ. აგრეთვე თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი IX. კონსტანტინოპოლში გამართული კრების მიერ მიწერილი სინოდიკონი. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2008. წ. გვ. 252).

ჩვენც მივყვეთ მეორე მსოფლიო კრების მამათა რჩევას და ვნახოთ რა არის ნათქვამი სასუფევლის შესახებ ანტიოქიის ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიის ტომოსში (tТmoj), რომელიც გახდა ერთ ერთი წყარო, რომელსაც დააფუძნეს მეორე მსოფლიო კრების მამებმა დოგმატი სასუფევლის შესახებ.

ანტიოქიის ადგილობრივმა კრებამ (341 წ.) სასუფევლის საკითხი განმარტა ორ ვარიანტში. პირველში (კრების ენციკლიკა) ნათქვამია: "ქრისტეს მეფედ და ღმერთად მყოფობა არის სამარადისო" (Socrat. 2, 10).სხვაში (სიმბოლოს ე. წ. ანტიოქიის 4-ე ფორმულაში): "რომლის უსასრულო სუფევა მყოფობს უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მჯდომარე არს მამის გვერდით არა მხოლოდ ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც" (რუს. "Которого Царство, как безконечное, пребывает в беспредельные веки, ибо Он сидит одесную Отца не только в веке сем, но и в грядущем" (იხ.38. С. 62)).

შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მეორე განსაზღვრებაში სუფევის საკითხი დეტალურად არის შემუშავებული: ხაზგასმულია, რომ ქრისტე ახლაც მეფეა და მომავალში, ანუ უსასრულო ცხოვრებაშიც მეფე იქნება, სიტყვა "სუფევა" კი განისაზღვრება სიტყვით "დაუსრულებელი", "უსასრულო" (’akatapaustoj) - ანუ სუფევა, რომელსაც არა აქვს დასასრულ.

სარდიკიის მართლმადიდებლური ადგილობრივი კრების (343 წ.) მამებმა, რომელთა დოგმატური განსაზღვრება ასევე საფუძვლად დაედო მეორე მსოფლიო კრების სიმბოლოს, დაწერეს: "გვწამს... რომ ძე ყოველთვის, დაუსაბამოდ და დაუსრულებლად მეფობს მამასთან ერთად და მის სამეფოს არა აქვს გასაზღვრული ჟამი, არც დასასრული, რადგან ყოველთვის არის, არც არასოდეს დაუწყია არსებობა და არც მისი დასრულება არის შესაძლებელი" (Theodorit. 2, 8. იხ. აგრეთვე. თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი IX. კონსტანტინოპოლში გამართული კრების მიერ მიწერილი სინოდიკონი. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2008. წ. გვ. 101).

მხედველობაში ვღებულობთ რა ამ განმარტებებს, ჩვენ უშუალოდ მივდივართ ფრაზის ‘ou thj basile…ajouk ’љstai tљloj-ის თარგმნამდე.

ou - მამრობითი სქესის, მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი ნათესაობით ბრუნვაში - "რომლის, მის";

thj - წევრი ანუ მდედრობითი სქესის ჩვენებითი ნაცვალსახელი, მხოლობით რიცხვში და ნათესაობით ბრუნვაში (31. C.938).

basile…aj - მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, მხოლობით რიცხვში, ნათესაობით ბრუნვაში, პირდაპირ არ გადმოითარგმანება და ადეკვატურად მისი კალკირება ვერ ხერხდება, ამიტომაც ითარგმნება საშუალო სქესის არსებით სახელად მხოლობით რიცხვში, ნათესაობით ბრუნვაში - "სუფევას, სასუფეველს".

ouk - აბსოლუტური, უსიტყვო უარყოფა, როდესაც უარიყოფა თვით ფაქტი - "არ, არა" (31. C. 128);

љstai - ზმნა eim…-დან წარმოებული მომავალი დროის მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ფორმა - "არის", "არსებობა", "ყოფიერება", "სინამდვილეში", "ნამდვილად ყოფნა" (5. Стлб. 373; 30 C. 316) – "იქნება".

tљloj - საშუალო სქესის არსებითი სახელი, მხოლობით რიცხვში, სახელობით ბრუნვაში - "აღსრულება, შესრულება, მიღწევა", შეიძლება ასეც გადაითარგმნოს: საბოლოოდ, მიზანი, საზღვარი, ზღვარი, დაწესებული ჟამი, ვადა (31.C. 341).

ამას უნდა დავუმატოთ განმარტება, თუ როგორ გაიგებოდა სიტყვა tљloj ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბერძნულ გარემოში. ბერძენი ავტორი არტემიდორე დალდიანელი (Artemidor Dald. Orneocrit. 3, 58) წერს: "სიტყვა tљloj ნიშნავს წარმატებით დასრულებას" (3. C. 224). ამგვარად, სიტყვა-სიტყვით, მთელი ფრაზა ‘ou thj basile…ajouk љstai tљloj შეიძლება ასე გადავთარგმნოთ: "მის სუფევას დასასრული არ ექნება. ტრადიციულ ტექსტთან ახლოს - მისი სუფევისა არა იყოს დასარულ. როგორც გამოჩენილი ფილოლოგი ს. ი. სობოლევსკი წერს, "ბერძნულად, ისევე როგორც ლათინურად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კერძო კონსტრუქცია ქვემდებარით სახელობით ბრუნვაში" (48. C. 352). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვლევ ფრაზაში ქვედებარეა არსებითი სახელი tљloj, ანუ "დასასრული" და სწორედ ის არ იარსებებს, არ იქნება.

სირთულე იმაშია, რომ შემასმენელი, რომელიც გამოხატულია ზმნა "ყოფნა"-ს უარყოფით კონტექსტში, "ქვემდებარე ხშირად არის დაყენებული ნათესაობით ბრუნვაში ისე, რომ ვღებულობთ უპირო კონსტრუქციას" (48. C. 352). სლავურ ენებში მსგავსი უპირო კონსტრუქცია შესაძლებლობას გვაძლევს დროებითი, ანუ დროსთან დაკავშირებული აზრი განვაკუთვნოთ არსებით სახელს, რომელიც დგას მიცემით ბრუნვაში, ანუ ჩვენს შემთხვევაში სიტყვას "სუფევა". და ეს, სარწმუნოების სიმბოლოს დოგმატურ კონტექსტში იქნება ერესი, რადგან ღმრთის სუფევა შეუძლებელია დაკავშირებული იყოს დროსთან. სარდიკიის კრების (343 წ.) ფორმულირებით: "ძე ყოველთვის, დაუსაბამოდ და დაუსრულებლად მეფობს მამასთან ერთად და მის სამეფოს არა აქვს გასაზღვრული ჟამი, არც დასასრული, რადგან ყოველთვის არის, არც არასოდეს დაუწყია არსებობა და არც მისი დასრულება არის შესაძლებელი" (Theodorit. 2, 8. იხ. აგრეთვე. თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი IX. კონსტანტინოპოლში გამართული კრების მიერ მიწერილი სინოდიკონი. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2008. წ. გვ. 101).

თარგმანი "არ ექნება დასასრულ" (ან "არ იყოს დასასრულ") გამოუსადეგარია კიდევ იმიტომ, რომ ის თვით სიტყვა "ექნებას" ფორმით, რომელსასც მხოლოდ მომავალი დროის აზრი და მნიშვნელობა გააჩნია, შეიცავს ერთგვარ მკითხაობას, რაღაცის მოლოდინს მომავალში, და სრულიად არ ღებულობს მხედველობაში მარადიულ სუფევას, რომელიც იყო წარსულშიც, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, არის ახლაც და იქნება მომავალში, საუკუნეთა აღსასრულის შემდეგ, რადგან ქრისტე - დროზე მაღლაა როგორც უფალი და დროის შემოქმედი.

ამიტომაც, მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვისარგებლოთ აწმყო დროის უპირო კონსტრუქციით, რომელსაც მარადიულობის აზრობრივი დატვირთვა გააჩნია - "არა", "არა აქვს", "არ არის". ამასთან კავშირში უნდა გავიხსენოთ, რომ წმიდა მამები ყოველთვის განმარტავდნენ, რომ ფრაზა ou thj basile…ajouk љstai tљloj უთითებს სასუფევლის არადროებით, მარადიულ მდგომარეობაზე.

ისტორიკოსი ვ. ვ. ბოლოტოვი წერს, რომ ღმრთის ყოფიერება ადამიანის ენაზე ყველაზე ზუსტად გამოიხატება ფორმულით "მე ვარ" (ბერძნულად: ’egиeim…) (38. C. 348). ანუ ზმნა "ყოფნა"-დან ნაწარმოები აწმყო დროის პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ფორმით. სლავურ ენებში, როგორც მკვლევარები უთითებენ, მარადიულობის მდგომარეობა გამოიხატება "ზმნებით აწმყო დროის ფორმაში... ასეთ ფორმები აჩვენებენ, რომ მოქმედებას არ გააჩნია დროებითი საზღვრები და სრულდება ყოველთვის" (57. C. 99), და კიდევ, XVI ს.-ში დროის ეს ფორმები იწოდებოდნენ "აწმყოდ და მარადიულ" ("настоящими и всегдашними") ფორმებად (45. С. 53).
ბერძნულენოვანი ცნობიერებისთვის ფრაზა ‘ou thj basile…ajoukљstai tљloj ნიშნავს არა უბრალოდ "არ იქნება" ოდესღაც მომავალში, არამედ ატარებს შემდეგ აზრს: მის (ქრისტეს) სუფევას არასოდეს ექნება დასასრული, რადგან ქრისტეს სუფევისთვის საერთოდ უცხოა დროებითი საზღვრები; იგივე აზრი სლავურ ნიადაგზე შეიძლება გამოხატულ იქნას სიტყვით "несть", რადგან სლავური ენის ძველი პერიოდისთვის (XI-XIII სს.) დამახასიათებელია აწმყო-მომავალი დროის დაუნაწევრებელი ფორმა (55. С. 48). "Несть" - ეს არის არათემატიკური ზმნა "быти", მესამე პირის მხოლობითი რიცხვი აწმყო დროში, და აღნიშნავს: "есть, иметься" და, როგორც ვხედავთ, მხოლოდ ის ატარებს "აწმყოსა და მარადისობის" დროის ამ ბეჭედს.

რაც შეეხება სიტყვას "несть", რომელიც გაჩნდა не+iестьанесть შეუღლების შედეგად, გაგებულ უნდა იქნას, როგორც "не есть, не имеется" ("არ არის"), რომელიც ზუსტად გამოხატავს ბერძნულ ტექსტში ჩადებულ აზრს. აქ ჯეროვანი იქნება მივუთითოთ, რომ წმ. კირილე იერუსალიმელმა, როდესაც სუფევის უსასრულობის აზრს განმარტავდა თავის შეგონებით ჰომილიებში კათაკმეველთათვის (24), გამოიყენა მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ზმნის ფორმა აწმყო დროში, როდესაც განმარტავდა ესაია წინასწარმეტყველების ერთ ადგილს (ეს. 9:6), სადაც წერია: "მოგვეცა ძე": "ამით კი აჩვენებს, რომ ჯერ იყო ძე ღმრთისა, შემდეგ კი მოგვეცა, და ცოტა ქვემოთ კი ამბობს: "მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ" (ეს. 9:7). რომის სახელმწიფოს აქვს საზღვარი, ღმრთის ძის სუფევას კი საზღვარი არა აქვს. სპარსელებსა და მიდიელებს აქვთ საზღვრები, ღმრთის ძეს კი საზღვარი არა აქვს" (ХII, 24).

ნათქვამს თუ შევაჯამებთ, უნდა დავასკვნათ, რომ სარწმუნოების სიმბოლოს ძველსლავური ტექსტი: "Его же Царствию несть конца" ("რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ") - უზუსტესად გამოხატავს ბერძნული ტექსტის აზრს უმცირეს ნიუანსებშიც და სრულიად ეთანხმება წმიდა მამათა ტრადიციულ გაგებას ამ საკითხზე. მაშინ როდესაც, ახალმოწესეობრივი ტექსტი, რომელმაც სიტყვა "несть", შეცვალა სიტყვით "не будет", სრულიად მწვალებლური ამ სტყვის სრული გაგებით, რადგან აბსოლუტურად რყვნის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტის აზრს და ამტკიცებს, რომ ქრისტეს სასუფეველი დადგება საუკუნო სამსჯავროს შემდეგ და ექნება თავისი, განსაკუთრებული სუფევა (ხომ არ არის ეს მილენარისტების მწვალებლობის გამოძახილი?).

ჩვენ, ცხადია, მიგვაჩნია რომ ყველა ახალმოწესეს როდი ფიქრობს ასე, მაგრამ მაშინ რატომ არის დაფიქსირებული ტექსტში ასეთი აზრი? საღი აზრი გვკარნახობს, მართლმადიდებლური დოგმატიკა კი ითხოვს ნიკონის მიერ დამკვიდრებული მწვალებლური ფორმულირების გასწორებას და ძველ, ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ფორმულირებასთან დაბრუნებას, რომელიც ძველმართლმადიდებლობაშია შენარჩუნებული.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика