აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის აპოლოგია - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

მართლმადიდებლობის აპოლოგია

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)

ძველმოწესეები

თვალახვეულთა შეხედულებებზე აღმოცენებული უსამართლობა

თავი 1.

ნიკონიანური რეფორმის, საეკლესიო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ და კიდევ იმის შესახებ, თუ რა მიზეზებმა განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება


1. საეკლესიო წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთმიმართებისათვის.


როგორ ხსნიან ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან" ძველმოწესეობას ზოგადად და რას ამბობენ ქართველი ძველმართლმადიდებლების შესახებ?

არის თუ არა "სტაროობრიადელობა" სიძველეთმიმდევრობა გარეგნულად?

რა მიმართება აქვთ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივ დოგმატებთან და რა შეიძლება ითქვას ბრალდებაზე, რომ ძველმორწმუნენი საღვთისმსახურებო წიგნებს ანიჭებენ ბუკვალურად უცვლელ მნიშვნელობას?

მართალია თუ არა ოპონენტთა მტკიცება, თითქოს რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა მოახდინა საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და საღვთისმსახურო წიგნების რევიზია და ისინი ზუსტად შეუსაბამა ძველბერძნულს?


2. უდიდესი კატასტროფა ანუ რეფორმა, რომელიც არ სჭირდებოდა ეკლესიას


ვინ დაარღვია საეკლესიო მშვიდობა XVII ს. რუსეთის ეკლესიაში?

რამდენად მართალია, რომ ძველმორწმუნენი არ ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელ საეკლესიო ხელისუფალთ და, საერთოდ, ვის უნდა ემორჩილებოდეს მართლმადიდებელი ქრისტეანი და ვის არა?

იყო თუ არა ნიკონიანელ რეფორმატორთა სწავლება ზოგადსაეკლესიო, როგორც ამას ოპონენტები ირწმუნებიან?


3. ძველმართლმადიდებლობის დაფუძნებისათვის საქართველოში


რა მიზეზებმა განაპირობა ძველმოწესეობის დაფუძნება საქართველოში?


4. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წარმომავლობა


ვისგან მიიღო განუწყვეტელი სამოციქულო ქიროტონია საქართველოს ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ და თავის მხრივ, იმ ეკლესიას, ვისგანაც ის მიიღო, ?ქონდა თუ არა ქიროტონია განუწყვეტლად?

შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ ნიკონიანური ეკლესიიდან ძველმორწმუნე მართლმადიდებელთაკენ "გამოქცეულ" მღვდლებს შორის ყოფილიყვნენ ხელდაუსხმელი ავანტიურისტები ან წყალპკურებით მონათლულები, რითაც ამ იერარქიის ჭეშმარიტებაც ეჭვქვეშ დადგებოდა?


5. როგორ "ასწორებდნენ" წიგნებს რუსი და ბერძენი რეფორმატორები


რამდენად მართალია "ივერიის გაბრწყინების" რედკოლეგიის მტკიცება, რომ "1653-1656 წლებში აგრეთვე მიმდინარეობდა შესწორება წიგნებისა, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში გადამწერთა არაკომპეტენტურობისა თუ დაუდევრობის გამო მრავალი შეცდომა და უზუსტობა შერევნოდა..."?


6. პატივაყრილი "ავტორიტეტი" და უმეცარი რეფორმატორები


ოპონენტები ავტორიტეტად მიიჩნევენ ანტიოქიის პატრიარქ მაკარის და წერენ, რომ რეფორმის პროცესში "ინფორმაციას რუსები ანტიოქიის პატრიარქ მაკარისგან იღებდნენ. საწესჩვეულებო ცვლილებები დამტკიცებულ იქნა 1655 და 1656 წლების რუსეთის საეკლესიო კრებებზე, რომელთაც პატრიარქი მაკარიც ესწრებოდა".  ვინ იყო ეს მაკარი და რამდენად დიდი ავტორიტეტია იგი?

შეესაბამება თუ არა სიმართლეს ოპონენტთა მტკიცება იმის შესახებ, რომ "კორექტირებული წეს-ჩვეულებებისა და რედაქტირებული ლიტურგიკული წიგნების მიხედვით ღვთისმსახურების დაკანონება რუსეთის ეკლესიის საშუალო და ქვედა იერარქიული კიბის სასულიერო პირებსა და მრევლში ბევრმა (ძირითადად თეოლოგიურად გაუნათლებელმა მასამ) მწვალებლური სიახლის შემოღებად აღიქვა, რამაც საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია, რომლის მიმდევარნიც რეფორმამდელი წეს-ჩვეულებების განუხრელად დაცვის დროშის ქვეშ განუდგნენ დედა-ეკლესიას და თავი ჭეშმარიტ, ძველმოწესე მართლმადიდებლებად გამოაცხადეს - ასე წარმოიქმნა ე.წ. "რუსული რასკოლი" ("ივ. გაბრწყ." იქვე. სვ. 2). რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?


თავი 2

მწვალებლური ეკლესიოლოგია

1. ეკლესიის დაქვრივებისთვის.


ჩვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "რუსული "რასკოლის" ბეგლოპოპოვცების" განშტოება (და საზოგადოდ "პოპოვშჩინა") არის ეკლესიის იმიტაცია და მის წიაღში ცხოვნება შეუძლებელია, ვინაიდან უეპისკოპოსოდ ეკლესია არ არსებობს, ხოლო ძველმორწმუნე ქრისტეანებს თითქმის ორსაუკუნენახევრის განმავლობაში არ ?ყავდათ ეპისკოპოსი" (ივ. გაბრწყ." იქვე. გვ. 9. სვ. 2).

ოპონენტები თავიანთი შეხედულების განსამტკიცებლად იმოწმებენ წმ. დიონისე არეოპაგელს. ისინი წერენ: "უეპისკოპოსოდ ეკლესია არ არსებობს, - ეს რომ ასეა, ჩანს სამღვდელმთავრო ხარისხის უდიდესი მნიშვნელობიდან ეკლესიისთვის, რასაც წმ. დიონისე არეოპაგელი (I ს.) სიღრმისეულად განმარტავს ("ივ. გაბრწყ." # 4 (36) 2000წ. გვ. 9. სვ. 2) რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

"ივერიის გაბრწყინებას" მოჰყავს საკმაოდ ვრცელი ციტატა წმ. დიონისეს თხზულებიდან ("საეკლესიო მღვდელთ-მთავრობისათვის"), რომელიც ადასტურებს მათ შეხედულებას ეკლესიის დაქვრივების შესახებ. განა შესაძლოა ამ არგუმენტის გვერდის ავლა?

იქნებ გიორგი პახიმერის განმარტებაშია მოცემული ამგვარი რამ?

იქნებ უმღვდელმთავროდ ეკლესიის არსებობა ოპონენტებს იმიტომაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მას (ეპისკოპოსს) ეკლესიაში ესოდენ უდიდესი და შეუცვლელი ფუნქცია ეკისრება? ანუ, თუკი მირონისა და ტაძრის კურთხევა, ასევე ხელდასხმა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე 300 წელი როგორღა არსებობდა? ვინ აღასრულებდა ნათლისღება-მირონცხებას, ტაძრებს ვინ აკურთხებდა, საიდან ჰყავდა მღვდლები?

როგორ შეგვიძლია ამის დამტკიცება?

როგორ განასრულებდნენ ძველმართლმადიდებელი მღვდლები ნათლისღებას, თუკი, როგორც გიორგი პახიმერი განმარტავს: "საჭიროა მღვდელმთავარი რათა მირონი ეცხოს ნათელ-ღებულთ..."?


2. ანტიმინსის შესახებ


როგორ ეზიარებოდნენ ძველმორწმუნენი უეპისკოპოსოდ ყოფნის პერიოდში?

რა არის "ანტიმინსი"?

სად შეიძლება მოვიძიოთ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ანტიმინსით მღვდელს უფლება აქვს აკურთხოს ტაძარი?

საიდან მოჰყავდათ მღვდლები ძველმორწმუნე ქრისტეანთ, თუკი მათ 250 წელი არ ჰყავდათ ეპისკოპოსები, რომლებიც შესძლებდნენ მათ ხელდასხმას?


3. ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთმიმართებისათვის


საიდან მოჰყავდათ მღვდლები ძველმორწმუნე ქრისტეანთ, თუკი მათ 250 წელი არ ჰყავდათ ეპისკოპოსები, რომლებიც შესძლებდნენ მათ ხელდასხმას?

იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ თითქოსდა უეპისკოპოსო, ანუ დაქვრივებული ეკლესია არის ეკლესიის იმიტაცია, ოპონენტებს მოჰყავთ ზოგიერთი წმ. მამის გამონათქვამი. რა შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარ არგუმენტაციას?

რა იუგლისხმება წმ. კიპრიანე კართაგენელის (III ს.) სიტყვებში: "ეპისკოპოსი ეკლესიაშია და ეკლესია - ეპისკოპოსში, და თუკი ვინმე ეპისკოპოსთან არ არის, ის არც ეკლესიაშია? ("ივ. გაბრწყ."  #4 (36) 2000 წ. გვ. 10. სვ. 2. წყარო იხ. იქვე).

როგორ გავიგოთ წმ. იოანე ოქროპირის (IV ს.) გამოთქმა: "(უეპისკოპოსოდ) ყოველივე მოიშლებოდა და დაირღვეოდა" და კვალად: "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს"? (ციტ. "ივ. გაბრწყ" ?4 (36) 2000 წ. გვ. 10. სვ. 2).

ოპონენტებს თავიანთი აზრის განსამტკიცებლად კიდევ ერთი წმიდა მამის, სიმეონ თესალონიკელის სიტყვები მოაქვთ. ეს მამა ბრძანებს: "(ქრისტეს ეკლესიაში) ყოველი წესი, ყოველი საიდუმლო და ყოველი საეკლესიო მსახურება აღესრულება ეპისკოპოსის მიერ" და კიდევ: "(უეპისკოპოსოდ) არც საკურთხეველი იქნება, არც ქიროტონია, არც წმიდა მირონი, არც ნათლისღება, არც თვით ქრისტეანენი: მის მიერ არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ქრისტეს ყველა საიდუმლო..." (ციტ. "ივ. გაბრწყ." # 4. 2000 წ. გვ. 10 სვ. 2). რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

ოპონენტებს მოჰყავთ იერუსალემის 1672 წ. საეკლესიო კრების დადგენილება მღვდელმთავრობის შესახებ, სადაც სხვათა შორის ნათქვამია შემდეგი: "სხვა უკეთეს შეხედულებათა შორის მწვალებელნი იმასაც ამტკიცებენ, რომ უბრალო მღვდელი და მღვდელმთავარი თანაბარნი არიან ერთურთს შორის; რომ შესაძლებელია ყოფნა მღვდელმთავრის გარეშეც.... რომ მღვდლად ხელდასხმა ოდენ მღვდელმთავარს კი არა, მღვდელსაც ხელეწიფება, ხოლო რამდენიმე მღვდელს მღვდელმთავრის ხელდასხმა ძალუძს..." რამდენად შესაძლოა ასეთი ბრალდებები წარუდგინონ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ?


4. კოლექტიური პაპიზმი


რამდენად მართებულია ოპონენეტების მტკიცება, თითქოსდა: „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკიღა ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს“. მღვდელმთავრობის შეწყვეტას ისინი მიიჩნევენ მსოფლიოში მებრძოლი ეკლესიის განლევად, რასაც უცილობლივ უნდა მოჰყვეს სამყაროს აღსასრული (იხ, „ივ. გაბრწყ.“ ¹4 (36). 2000 წ. გვ. 11. სვ. 1).

გთხოვთ, თანამიმდევრულად აგვიხსნათ, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ოპონენტთა სწავლება მღვდელმთავრობის შესახებ შეიძლება იყოს ამგვარ აბსურდულ სწავლებათა მიზეზი?

მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ეპისკოპატის ამგვარი მნიშვნელობის მიზეზად მათ მიაჩნდეთ სხვა საფუძველი და არა ის, რომ ეპისკოპატია თავია ეკლესიის, რადგან ძნელია ვიფიქროთ, რომ მათ არ იციან ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე და არა ეპისკოპატი? ხომ შესაძლოა, მაგალითად, რომ ეპისკოპატი იყოს ეკლესიის საძირკველი, ის ქვაკუთხედი, რომლის გარეშე ეკლესია ვერ იარსებებს?

რაში გამოიხატება ამ მწვალებლობის პაპისტური არსი? რას ასწავლის რომაული პაპიზმი ეკლესიისა და რომის პაპის ურთიერთმიმართების შესახებ?

რა კავშირშია ლათინურ-რომაული კათოლიციზმის სწავლება პაპის შესახებ ახალმოწესე რეფორმატორ „მართლმადიდებელთა“ სწავლებასთან ეპისკოპატის შესახებ?

რა მოჰყვება იურიდიულ მონარქიზმს, ანუ კოლექტიურ (იგივე ეპისკოპალურ) პაპიზმს?


5. გალათინებული "მართლმადიდებლები" და ჩამოწერილი კატეხიზმოები


რით არის გამოწვეული ნიკონიანური ეკლესიის გალათინება და რას წერენ თვით ნიკონიანელი რეფორმატორები მათ ეკლესიაში ლათინიზმების შემოჭრისა და მართლმადიდებლურ სწავლებათა პაპისტური სწავლებებით შეცვლის შესახებ?

ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან“" ეკლესიის ზოგიერთი პრაქტიკული საკითხის გასამართლებლად იმოწმებენ ისეთ სიმბოლურ წიგნებს, როგორებიცაა, პირველი: "აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება", რომელიც, როგორც ოპონენტები ირწმუნებიან, თურმე დამტკიცებული ყოფილა ჯერ კიევში 1640 წელს, ხოლო შემდეგ იასიში 1643 წელს. და მეორე: "XVII-XIX სს. აღმოსავლეთის მართლმადიდებელ იერარქთა დოგმატური ეპისტოლე მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" ("ივ. გაბრწყ". # 1 (40) 2001 წ. გვ. 4. სქოლიო). რა შეიძლება ითქვას ამ წყაროებზე?


6. ცრუ "ნათლისღება"


კიდევ რაში ადანაშაულებენ ჩვენს, წმიდა, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას "ივერიის გაბრწყინების" რედკოლეგიის წევრები?

საიდან დასტურდება, რომ დასხმითი (ანუ პკურებითი) ნათლობა ნამდვილად მწვალებლურია, თანაც ლათინური და არამართლმადიდებლური?

რამდენად სწორია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკა, როდესაც ის თავიდან ნათლავს მისკენ მობრუნებულ წყალგადასხმით "მონათლულ" ქრისტეანებს?


7. როგორ უნდა იწერდეს პირჯვარს მართლმადიდებელი ქრისტეანი


აღიარებენ თუ არა ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სამი თითით პირჯვრისწერას?

რატომ მიიჩნევენ ძველი მართლმადიდებელი ქრისტეანები სამი თითით პირჯვრისწერას მწვალებლობად?

ოპონენტები ამბობენ, რომ "ორი თითით პირჯვრის წერისას "სტაროვერები" ჯვარს აცვამენ და ჯვარზე სტანჯავენ ქრისტეს კაცობრივ ბუნებასთან ერთად მის ღმრთეებასაც, რაც მწვალებლობაა...", არის თუ არა ეს ასე („ივ. გაბრწყ.“ # 1(40) 2001 წ. გვ. 4. სვ. 2)?

თუკი სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმაა, ქრისტეს ღვთაებრივ ჯვარცმად უნდა იქნესო მიჩნეული პირჯვრისწერა ორი თითით. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

როგორ განმარტავენ ნიკონიანელი რეფორმატორები სამი თითით პირჯვრისწერას?

ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან" წერენ, რომ "სტაროვერები პირჯვარს გამოისახავენ ისე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი მრევლს ჯვარს გადასახავს, ანუ – ორი თითით" ("ივ. გაბრწყინება" 2001 წ. № 1. (40) გვ. 4. სვ. 2). რამდენად შეესაბამება სიმართლეს ასეთი მტკიცება?

ოპონენტებს სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ, წერენ: "სამების გამომსახველი სიმბოლოთი ჯვრის გამოსახვა თუკი სამების ჯვარცმასა და ჯვარზე ვნებას აღნიშნავს, მაშინ "სტაროვერი ეპისკოპოსები" ყოველ ლიტურგიაზე სამებას ჯვარს აცვამენ და ჯვარზე სტანჯავენ, როდესაც წირვის დროს ტრიკილით (!), მრევლს ჯვარს გადასწერენ; ხოლო უკეთუ ეს ასე არ არის, შესაბამისად, არც სამების გამომსახველი სიმბოლოთი ჯვრის გადაწერა ყოფილა სამების ჯვარცმა და ჯვარზე მისი ტანჯვა" ("ივ. გაბრწყ". № 1 (40) 2000 წ. გვ. 4. სვ. 2). რა შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარ არგუმენტს?


8. როგორ უნდა იკითხებოდეს სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი


„ივერიის გაბრწყინებაში“ ვკითხულობთ: „სტაროვერები“ თვლიან, რომ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: „და (მრწამს) სულიწმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი...“ სექტანტთა (?) აზრით, ჩვენმა (ე.ი. ნიკონიანურმა – ეპ. პ) ეკლესიამ მრწამსიდან ამოიღო სიტყვა „ჭეშმარიტი“, რითაც თავი III მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ მოიქცია“ და ეჭვ ქვეშ აყენებენ ძველმორწმუნეთა ამგვარი მხილების კანონიკურობას“. რამდენად სამართლიანია ძველმოწესეთა ეს ბრალდება ნიკონიანელთა მიმართ და აქვთ თუ არა ჩვენს ნიკონიანელ ოპონენეტებს ამ ბრალდების სამართლიანობასა და კანონიკურობაში დაეჭვების რაიმე საფუძველი?

ოპონენტებს საბუთად მოაქვთ, თითქოსდა „სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსენებული სიტყვა არ არსებობს“; და ამის „ყველაზე სარწმუნო საბუთად“ მიაჩნიათ „კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმ. ფოტის (1431 წ.) საკოსი (პირველერარქის შესამოსელი), რომელიც მან 1408 წ. ბიზანტიიდან ჩამოიტანა და რაზეც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი აღნიშნული სიტყვის გარეშეა ამოქარგული; წმ. ფოტის ეს საკოსი ინახება მოსკოვში, საპატრიარქოს სამოსსაცავში # 2-ის ქვეშ“ („ივერიის გაბრწყინება“ 2000 2. # 1 (40). გვ. 4. სვ. 1).

ოპონენეტების თქმით: „ცნობილია ძველი სლავური წიგნები, რომლებშიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი სიტყვა „ჭეშმარიტის“ გარეშეა გადმოცემული...“, რა შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარ მტკიცებულებას?

ოპონენტებს აქვთ ასეთი არგუმენტიც: „მართლმადიდებლებთან მრავალსაუკუნოვან პოლემიკაში ლათინებს ამგვარი ბრალდებებით არასოდეს უსარგებლიათ. არადა, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ: მოგეხსენებათო, - წერენ ისინი, - აღმოსავლეთი დასავლეთს ამხილებს მრწამსში ცვლილებების შეტანაში filioque-ს სახით; ცხადია, პაპისტები, რომელნიც „სტაროვერებზე“ ბევრად უფრო განათლებული და უკეთ ინფორმირებულნი არიან, მართლმადიდებლებს სარწმუნოების სიმბოლოს შეცვლაში დაადანაშაულებდნენ, ამგვარ ფაქტს მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი სინამდვილეში. ვატიკანი გვეტყოდა, ჯერ მრწამსში შეტანილ საკუთარ ცვლილებებს მიხედეთ და მერე ჩვენზე ილაპარაკეთო – 1054 წლიდან დღემდე ლათინთა მხირდან ასეთ კონტრბრალდებას ადგილი არ ჰქონია...“ (იქვე. გვ. 4. სვ. 1, 2). რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

ოპონენტებს ეეჭვებათ, რომ მრწამსიდან სიტყვა „ჭეშმარიტის“ ამოღება იმსახურებდეს ანათემას. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს?


9. შესახებ იმისა, თუ საიდან ჰქონდათ ძველმოწესე მართლმადიდებელთ წმ. მირონი


„ივერიის გაბრწყინება“ წერს: „როგორც ზემოთაც ითქვა, „ბეგლოპოპოვცებს“ (ანუ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა იმ ნაწილს, რომელსაც განეკუთვნება ჩვენი, ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესია – ეპ.პ.) ეპისკოპოსი 250 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ, რის გამოც ისინი სულ უფრო და უფრო რთულ პრობლემებს აწყდებოდნენ: ვინაიდან განხეთქილებამდელი ნაკურთხი ტაძრები მათ არ გააჩნდათ (ყველანი ისინი, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის წყალობის ოფიციალური ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა), ამიტომ იძულებულები იყვნენ, ახალ, თავიანთ აშენებულ, ტაძრებში საკურთხევლები და წმ. ტრაპეზები „გადამრბენი“ მღვდლებისთვის ეკურთხებინათ, მაგრამ მღვდელს, თუნდაც ჭეშმარიტს, ამგვარი მღვდელმოქმედების აღსრულების ხელმწიფება არ გააჩნია. – ეს წმ. დიონისე არეოპაგელისა და გიორგი პახიმერის განმარტებით, მხოლოდ მღვდელმთავრის პრეროგატივაა; აქედან გამომდინარე, 250 წლის მანძილზე „ბეგლოპოპოვცები“ ცრუდ ეზიარებოდნენ, წმ. ევქარისტიის იმიტაციას ახდენდნენ, რამეთუ კანონიკურად უკურთხებელ ტრაპეზზე უსისხლო მსხვერპლი არ შეიწირება...“ (¹5(37) 28 ოქტ. 2000 წ. გვ. 6. სვ. 1).

„ივერიის გაბრწყინება“:  „... 1777 წლისათვის მათ (ძველმოწესე მართლმადიდებელთ – ეპ. პ.) განხეთქილებამდელი მირონი გაუთავდათ, რის გამოც კვლავ (?) უკანონო ნაბიჯის გადადგმა მოუხდათ: აღნიშნულ წელს „მღვდელმა“ ვასილიმ რაგოჟის სასაფლაოზე „მირონი“ მოხარშა, რაც აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის ძალაუფლებაში შემავალი მღვდელმოქმედებაა – ამ ცრუმირონით შემდგომში მთელი „ბეგლოპოპოვშჩინა“ მარაგდებოდა, მასვე სცხებდნენ „გარდამბენ“ მღვდლებსა თუ საერთო პროზელიტებს, ვითარცა „მეორე ჩინის ერეტიკოსებს“, თავიანთ წიაღში მიღებისას...“ (იქვე. გვ.6. სვ.1).

ცნობილია, რომ მირონის კურთხევა მხოლოდ ეპისკოპოსთა პრეროგატივაა, ამიტომაც ხშირად გვეკითხებიან, საიდან მოჰქონდათ მირონი ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, თუკი თითქმის მთელი სამი საუკუნის მანძილზე მათ ეპისკოპოსი არ ჰყოლიათ?

შეიძლება თუ არა მივუთითოთ უფრო კონკრეტული წყაროები, რომლებიც ზეთში მირონის განზავების უფლებას გვაძლევენ?


თავი 3

ჩვენი დროის ლუციფერიანელები, ანუ "ოპონენტთა სწავლება ეკლესიაში მწვალებელთა მიღების შესახებ და მისი შეჯერება მართლმადიდებლურ სწავლებასთან


1. მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების წესები


„ბეგლოპოპოვცებმა“ მირონცხებით, ვითარცა მეორე ჩინის ერეტიკოსი, თავიანთ ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხის შენარჩუნებით მიიღეს რუსეთის მართლმადიდებლური (ე.ი. ნიკონიანური – არქიეპ.პ) ეკლესიიდან, უფრო ზუსტად – მისი ე.წ. „ობნოვლენცური“ განხეთქილებიდან გადმობირებული მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ პოზდნევი და ამგვარად „აღიდგინეს“, როგორც თვითონ თვლიან, სამდასოვანი საეკლესიო იერარქია...“ („ივ. გაბრწყინება“ # 5 (37) 28 ოქტ. 2000 წ. გვ. 6. სვ. 1). არის თუ არა რაიმე არაკანონიკური ამგვარ ქმედებაში?


2. პრესვიტერთა უფლებამოსილებისათვის


„ივერიის გაბრწყინება“ ირწმუნება, რომ: „აღნიშნულ ქმედებას (ანუ არქ. ნიკოლოზ პოზდნევის მიღებას მეორე ჩინით და სასულიერო ხარისხის შენარჩუნებით – არქიეპ.პ.) განხეთქილების მოქმედნი დღემდე შემდეგ „თეოლოგიურ“ საფუძველს უდებენ: სჯულისკანონში არის კანონები, რომელნიც საშუალებას იძლევიან ეკლესიაში ერეტიკოსთა იმგვარი მიღებისა, როდესაც მათ თავიანთ მწავლებლურ საკრებულოებში მინიჭებული სამღვდელო ხარისხები უნარჩუნდებათ; ამგვარად ვიღებდით აქამდე ჩვენ „გადამრბენ“ მღვდლებს, ასევე შევიწყნარეთ გამოქცეული „ნიკონიანელი“ ეპისკოპოსიცო...“ რა შეიძლება ითქვას? საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც არ ძალუძთ მღვდლებს, რაგინდ ბევრი იყვნენ ისინი, ეპისკოპოსად ვინმეს ხელდასხმა, ასევე არ შეუძლიათ მათ მწვალებლურ საკრებულოში ნაკურთხი ეპისკოპოსის ეკლესიაში მიღება სამღვდელმთავრო ხარისხის შენარჩუნებით! და თუ ისინი ამას მაინც მოიმოქმედებენ ეს კვლავაც იმიტაცია და ბუტაფორიული აქტი იქნება" და ირწმუნებიან, რომ "ეს არის საეკლესიო მართლმადიდებლური (?) მოძღვრება" („ივ. გაბრწყ.“ ციტ. იქვე). რამდენად მართლმადიდებლურია ეს მტკიცებულება?

„ივერიის გაბრწყინების“ აზრით: „საეკლესიო კანონიკით, ეკლესიაში მწვალებელი მღვდლის ჩართვის უფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს, რამეთუ თვით საერო პირიც კი, რომელიც სასჯელის ქვეშ არის, მღვდელს შეუძლია ეკლესიასთან შეარიგოს ოდენ მღვდელმთავრის ნებართვით, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ეპისკოპოსი ფიზიკურად იქ არ იმყოფება და შესარიგებელს სიკვდილის საფრთხე ემუქრება (კართაგენის წმ. საეკლესიო კრების მე-7 და 43-ე კანონები)...“ („ივ, გაბრწყ“. ¹7 (39) 30 დეკ. 2000 წ. გვ. 9. სვ. 2). რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?


3. აღრეული საიდუმლონი


რა საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს ოპონენტების მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მღვდელს უფლება არა აქვს, ეკლესიაში მიიღოს მწвალებლობიდან გადმოსული იერარქიულად მასზე უმაღლესი ღვთისმსახური (ვთქვათ, ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ან პატრიარქი)?

„ივერიის გაბრწყინების“ მტკიცებით (ამონაწერი): „მწვალებლობიდან ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხის შენარჩუნებით ეპისკოპოსის მიღება შეუძლია მხოლოდ მღვდელმთავართა კრებას (მინიმუმ – 2-3 კაცის შემადგენლობით) და არამც და არამც მღვდლებს, გინდაც მათი რიცხვი მილიონს აღწევდეს, - ვინაიდან დაბალ იერარქიულ დასს მასზე მაღალი დასისთვის შესაბამისი ღირსების მინიჭება არ ძალუძს - ამას მკაფიოდ ასწავლის წმ. დიონისე არეოპაგელი“ (# 6 (38) 18 ნოემბ. 2000 წ. გვ. 9. სვ. 1). იქვე (ამონაწერი): „წმ. პავლე მოციქულის მიერ სულიწმიდა შეგვაგონებს, რომ „უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევინ“ (ებრ. 7:7), - საკითხავია, როგორ უნდა იკურთხოს ეპისკოპოსი მღვდლისაგან სამღვდელმთავრო მსახურებაზე?!“ იქვე (ამონაწერი......): „ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო მსახურების სულიწმიდისეული მადლი ღვთისაგან გადაეცემა ზემდგომი და არა ქვემდგომი ინსტანციების გამოვლით, - ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ეპისკოპოსთა კრების მეშვეობით...“. რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ?

მაგრამ თავიანთი სწავლების გადმოცემისას ოპონენტები ეყრდნობიან წმ. დიონისე არეოპაგელს და ირწმუნებიან, თითქოს მისი ღვთისმეტყველებიდან პირდაპირ გამომდინარეობს აზრი, რომ სამღვდელოებას არ ძალუძს მწვალებლობიდან გადმოსული მასზე უფრო მაღალი იერარქიული დასის წარმომადგენლის (ვთქვათ, ეპისკოპოსის) შემოერთება. რამდენად სწორია ასეთი შეხედულება?


4. ანგელოზთა იერარქიისათვის


"ივერიის გაბრწყინება" ირწმუნება, რომ "წმ. დიონისე არეოპაგელის კანონიკური სწავლებით საღმრთო მადლი, იგივე - ნიჭი სულიწმიდისა, გარდამოიცემა ქვედაღმავალი ვერტიკალით და ამ მხრივ რა მდგომარეობაც გვაქვს ზეციურ იერარქიაში, მსგავსივე ვითარებაა საეკლესიო მღვდელმთავრობაშიც..." ანუ, წმ. მამის მოძღვრებას ერთხელაც თუ გავიმეორებთ: "წმიდა ღვთისმეტყველთ მრავალი რამ უთქვამთ ამგვარი ზეციური იერარქიების ღვთითსახოვანი წესრიგის შესახებ: შეძლებისამებრ, სწორედ ამ წესრიგს ემსგავსება ჩვენეული მღვდელმთავრობის სიმწყობრეც, რომელიც ხატის გვარად აღიბეჭდავს ანგელოზურ მშვენიერებას და ამ გზით ყოველგვარი იერარქიის ზეარსი წეს-დასაბამობის მიმართ აიზიდება (...) ჩვენი მღვდელმთავარი მსახურთა, ანუ - მღვდელთა, გზით განწმენდს და ანათლებს ყველას; სწორედ იგი ითვლება წმიდამყოფელად და განმანათლებლად, რადგანაც მღვდელმთავრის მიერ ხელდასხმული ყოველი დასი მასვე განაკუთვნებს თავის წმიდა მოვალეობას..." ამიტომაცო, ასკვნიან ოპონენტები, "დაბალ იერარქიულ დასს მასზე მაღალი დასისთვის შესაბამისი ღირსების მინიჭება არ ძალუძს" ("ივერიის გაბრწყინება", # 6 (38) 18 ნოემბერი, 2000 წ., გვ. 9, სვ. 1). არის თუ არა ჭეშმარიტი ასეთიმ მტკიცება?


5. იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა ეკლესიის ზეციურ და მიწიერ იერარქებს შორის


რა განსხვავებაა ზეციურ და მიწიერ, საეკლესიო იერარქიებს შორის, ანუ რა აქვთ მათ საერთო, მსგავსი და რა - განსხვავებული?

რას გულისხმობენ ოპონენტები ტერმინ „განათლებაში“ - საიდუმლო, საეკლესიო განათლებას თუ კაცობრივი გონების განათლებას სახარებისეული სწავლებით?

მაგრამ ოპონენტებმა შესაძლოა თქვან, რომ მათი სწავლება ეხება საყოველთაო ეკლესიას და არა ადგილობრივ ეკლესიებს. ანუ ადგილობრივი ეკლესიის დაქვრივება შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია ეს მსოფლიო (საყოველთაო) ეკლესიას შეემთხვეს.

კიდევ რა განსხვავებაა ზეციურ და ადგილობრივ იერარქიებს შორის?

რა უნდა ვიგულისხმოთ ტერმინ „განათლებაში“, რას ნიშნავს ის ანგელოზთა იერარქიაში და რას - ადამიანებში?

რა მოხდება, თუკი ოპონენტები მიწიერ, საეკლესიო იერარქიას მოიაზრებენ, როგორც ხატს ზეციური იერარქიისა და იტყვიან, რომ საეკლესიო იერარქია დაფუძნებულია ხატად ზეციურისა და თუკი ზეციურ იერარქიას შეუძლებელია მოაკლდეს რომელიმე დასი, ცხადია, უეპისკოპოსოდ დარჩენილი იერარქია დაკარგავს ამ მსგავსებას და ის აღარ შეიძლება იწოდოს ჭეშმარიტ ეკლესიად?

მაშ, რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ოპონენტთა იმ სწავლებიდან, რომლის მიხედვითაც იერარქიულად დაბალი დასი (მღვდელი), ეკლესიასთან ვერ შემოარიგებს მასზე მაღლა მდგომ იერარქს (ვთქვათ ეპისკოპოსს)?


6. კიდევ ერთხელ მწვალებლობიდან მოქცეულთათვის


რას კითხულობს მღვდელი (ან ეპისკოპოსი) მწვალებლობიდან მოქცეულთა ეკლესიაში მიღებისას და როდის ან ვის მიერ ღებულობს მწვალებლობისგან მოქცეული იერარქი საღმრთო მსახურების მადლს?


7. ბეზპოპოვცური სულისკვეთება ანუ ახალი ლუციფერიანელები


სწორია თუ არა ოპონენტთა მტკიცება, რომ „ნიკონიანელი“ მღვდლები რაკი მირონცხებით, ანუ „მეორე ჩინით“, ეკლესიურდებოდნენ, მათ სასულიერო წოდება უნდა ჩამორთმეოდათ და საერო პირების სტატუსით გაწევრიანებულიყვნენ „პოპოვშჩინაში“ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ეკლესია რომ ყოფილიყო... და თუ არა, საიდან ჩანს ეს?


კითხვა: ვინ იყვნენ ლუციფერი და ილარიონი და რას ასწავლიდნენ ისინი?


კითხვა: რა კავშირი აქვს ამ ისტორიას მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით მწვალებელთა მიღებასთან?


კითხვა: სად არის მითითებული თუ რომელი ერეტიკოსი რომელი ჩინით უნდა იქნას მიღებული წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში?


კითხვა: „ივერიის გაბრწყინების“ რედკოლეგია, რომელიც უცილობლივ საკუთარი ეკლესიის სწავლებას გადმოგვცემს ამ საკითხზე, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას უარყოფს კიდევ იმ მიზეზით, თითქოს ის არ მისდევდა, მათი აზრით, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის პრაქტიკას, რომელიც თურმე მეორე ჩინის ერეტიკოს სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებს არ უტოვებდა და თავიდან დაასხამდა ხელს. მათი აზრით: მირონცხებით ეკლესიაში ჩართულ მწვალებლობიდან მოქცეულ მღვდელს, და თუკი მღვდლობის ღირსია ჭეშმარიტ ეკლესიაში ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს. მას უნდა ჩამოერთვათ სასულიერო წოდება;


8. რამოდენიმე ისტორიული მოწმობა მე-2 კატეგორიის (მირონცხებად) მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღების შესახებ

ა) არიანელები.

ბ) ნავატიანელები.

გ) დონატისტები.


9. წმ. მოციქულთა 68-ე კანონი


როგორ გავიგოთ მოციქულთა 68-ე კანონის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მწვალებლებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ ჩათვლა შეიძლება და არც სამღვდლო პირად მაშინ, როცა ეკლესია სამ კატეგორიად ჰყოფს ერეტიკოსებს და მეორე და მესამე კატეგორიის ერეტიკოსთაგან ნათლობასაც და ხელდასხმასაც შეიწყნარებს?


10. I მსოფლიო კრების მე-19 კანონი


ოპონენეტებს თავიანთი სწავლების გასამართლებლად აქვთ კიდევ ერთი არგუმენტი. მეორე ჩინის ერეტიკოსებს ხარისხი არ უნარჩუნდებათ I მსოფლიო კრების მე-19 კანონის მიხედვით. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?


შეჯამება


____________________________________________________________________________

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика