Главное меню:
სქიმმონაზონი ეპიფანე (ჩერნოვი)
ღირ. თევდორე სტოდიელის სწავლება
თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გაბატონებულია მწვალებლობა
ამონაწერები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან
ნაწილი II
ნაწილი I, ნაწილი III, ნაწილი IV
მწვალებლობასთან ურთიერთობის ფორმები
11. კურთხევა.
არ შეიძლება ითხოვო და მიიღო კურთხევა მწვალებლისგან ან უცნობი მღვდელმსახურისგან
"შეიძლება თუ არა ჩვენთან მოსულ ამბას, სანამ გავარკვევდეთ მის ვინაობას, წმიდაო მამაო ვუწოდოთ და ლოცვები გამოვითხოვოთ მისგან?"
პასუხი: რადგანაც დღეს ყველგან მწვალებლობა ბობოქრობს, გამოუკითხავად არ უნდა მივმართოთ მას: "გვაკურთხე წმიდაო" და არც ლოცვითი შეწევნა გამოვითხოვოთ მისგან. მაგრამ, წმ. ბასილის განწესებებისამებრ, აკრძალული არ არის საზოგადო მისალმება. (იქვე.часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-
12. მისალმება.
როგორი მისალმებაა დასაშვები და როგორი არა მწვალებლებთან მიმართებაში, და შეიძლება თუ არა მათ ვუთხრათ გამარჯობა, ველაპარაკოთ და მოვიკითხოთ?
"როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, არ შეიძლება, რადგან უფალმა აკრძალა საზოგადო მისალმება: შემთხვევით შესაძლოა, მაგრამ უნდა მოვერიდოთ მათთან სიყვარულითა და მეგობრობით მისალმებას, რათა აღსრულდეს ნათქვამი: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 10) (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406).
განმარტება: შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ აქ ნათქვამი ეწინააღმდეგება ზემოთ ნათქვამს, სადაც წმ. ბასილის მიხედვით "საზოგადო მისალმება აკრძალული არ არის" (ღირ. თევდორე სტოდიელი. წერილი 220), აქ კი ნათქვამია: "უფალმა აკრძალა საზოგადო მისალმება" (მისივე. წერილი 49). პირველ შემთხვევაში ლაპარაკია უცნობი პირისადმი მისალმებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში -
"რადგან აუცილებელ შემთხვევებში საჭიროა იმოქმედო გარემოებებისდა შესაბამისად, -
აქედან გამომდინარე, მწვალებლებთან არ უნდა გვქონდეს მეგობრობა და ქრისტეანთათვის ჩვეული მისალმება, რათა ჩვენს ერთმორწმუნეებს არ გავუტოლოთ მწვალებლები.
13. მწვალებელთაგან მოცემული შემოწირულობა.
არ შეიძლება მწვალებელთაგან საჩუქრებისა და შემოწირულობის მიღება. ასევე არ შეიძლება ჩვენც შევწიროთ მათ საჩუქრები ან სხვა რამ
"შენ მთხოვდი რჩევის მიცემას. მოყვასს ბევრი რჩევა შეიძლება მისცე, მაგრამ ყველასთვის საუკეთესოა მისი პირადი აზრი. ჩვენც ამ შეხედულებას მივყვებით და მათგან, ვინც მწვალებლობას ხელი მოაწერა, რაიმე რომც გამოგვიგზავნონ არაფერს შევიწირავთ. ჩვენ მხოლოდ ახლახან გავიგეთ, რომ მათ ხელი მოუწერიათ მწვალებლობისთვის..." (Там же, часть 3, письмо 65. К Навкратию сыну, стр. 677).
განმარტება: ამგვარად, მწვალებელთაგან, და მათგან, ვინც მათთან თანაზიარობაშია, არ გვმართებს შემოწირულობათა მიღება. და პირიქითაც, ჩვენც არ უნდა ვაძლევდეთ მათ რაიმე შეწირულობას.
"რაც შეეხება მამათა და დედათა მონასტრებისთვის განკუთვნილ შეწირულობას, -
"უნდა ვიგალობოთ თუ არა მათთნ ერთად, ვისაც არა აქვს ერთობა მწვალებლებთან, მაგრამ სხვა მხრივ განურჩევლად ეხებიან მათ, ან შეიძლება თუ არა მათგან შემოწირულობის, სანთლების და ზეთის მიღება?
პასუხი: ისინი თუ სამღვდლო პირები არიან, და თუ მწვალებლებთან არ სწირავენ, მაშინ შეიძლება, თუმცა გარკვეული ეპითიმიების აღებით, ხოლო თუ ერისკაცნი, ეპითიმიის გარეშეც შეიძლება, რამეთუ უნდა არსებობდეს განსხვავება მათ შორის, სამღვდლო წოდების ღირსების გამო".
"შეიძლება თუ არა აღვასრულოთ ლოცვა მათთან თუ გვთხოვენ, ან ვაკურთხოთ ზეთი, ან ავანთოთ სანთელი ან კიდევ მივცეთ და დავლიოთ წმიდა აიაზმა? -
14. ტრაპეზობა
მწვალებლობასთან თანაზიარობა აღესრულება საზოგადო ტრაპეზობითაც მწვალებლებტან და არა მარტო საზოგადო სუფრასთან, არამედ საერთოდ, მათ მიერ მოწოდებული საჭმლის ან სასმელის მეშვეობითაც.
"როდესაც მართლმადიდებელი ქრისტეანი მგზავრობს და ისე მოხდა, რომ რომელიმე სასულიერო პირმა ან ერისკაცმა საერთო ტრაპეზზე მიიწვია, იქ კი დაიწყებენ ლოცვას, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: როდესაც მწვალებლობა ჯერ კიდევ ბობოქრობს და ის არ უმხელია მართლმადიდებელთა კრებას, აუცილებელია გამოვიკვლიოთ, როგორც საღმრთო ზიარების, ასევე საზოგადო ტრაპეზობის დროს ვისთან გვაქვს ურთიერთობა; და ამ მიმართებით არც უნდა შეგვრცხვეს და არც დავაყოვნოთ გამოკითხვა. იმისთვის, რათა უბრალოდ პური (საკვები) ჭამო ვინმესთან, არ ითხოვს გამოკითხვას, ისევე როგორც ვინმესგან გამასპინძლება, ან ღამის გათევა, იმ შემთხვევაში, თუ ადრე შემჩნეული არ ყოფილა მწვალებლობაში ან ზნეობრივ გარყვნილებაში. მაგრამ სხვა დანარჩენთან დაკავშირებით გვმართებს გამოკითხვა.
ერისკაცის ან მღვდლის სახლში, როგორც ითქვა, აუცილებლობის გამო (ვთქვათ თუ შეუღამდა) თავისუფლად შეიძლება ღამის გათევა, ან ცალკე პურის გატეხვა და ყოველივე საჭიროების მიღება, თუკი, როგორც აღვნიშნე, გამასპინძლების მიმღებმა იცის, რომ მასპინძელი არ ეკუთვნოდა უკეთურებს და უსჯულოებს. საჭიროების გარეშე, როგორც გინდა და სადაც გინდა, არ არის კარგი წყალობის მიღება, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ და გავრჩერდეთ მართლმადიდებელთან, და თუ საჭიროა, მისგან მივიღოთ სამოგზაუროდ საჭირო ყოველი დახმარება; რამეთუ, ასე გვამცნებს უფალი თავის წმიდათა მეშვეობით" (იქვე. часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 287-
"თუკი პრესვიტერი ახსენებს მწვალებელს, ძალიანაც რომ გვთხოვდეს, მართლმადიდებლურადაც რომ აზროვნებდეს, თავი უნდა შევიკავოთ მასთან ზიარებისგან და საერთო ტრაპეზისგანაც...".
"ვინც მრუშებთან და მწვალებლებთან განურჩევლად ჭამს და სვამს, არ უნდა ვაზიაროთ ჩვენს საერთო ტრაპეზს, თუნდაც არ ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელთ. რადგან ისინი არ იცავენ მოციქულის მცნებას, რომელიც ბრძანებს: "ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან" (1 კორ. 5:11). შემდეგ, არ არის საჭირო გამოკვლევა, ხომ არ ტრაპეზობდა იგი იმ ადამიანთან, ვინც თავის მხრივ ტრაპეზობდა მწვალებელთან, ის კიდევ სხვა მწვალებლებთან და ამგვარად თავი განვარიდოთ ყველას. ეს -
"ხოლო ვისთანაც ტრაპეზს არ ვიყოფთ, მისგან შემოწირულობაც არ მიიღება, მითუმეტეს თუ მან ერთხელ ან ორჯერ შეგონებაც მიიღო ჩვენგან და არ შეისმინა" (იქვე. часть 1, письмо 49. К Навкратию сыну, стр. 307).
"სხვებთან, რომლებსაც უკეთურებთან თანაზიარობა გააჩნიათ იძულებით, შიშის გამო, ან შიმშილის გამო, ან კიდევ იძულებით და თავს მაინც მართლმადიდებლად მიიჩნევენ, შეიძლება თუ არა ტრაპეზის გაზიარება?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში. ამისი უფლება შეიძლება ჰქონდეთ უბრალო ხალხს, თანაც განურჩევლად კი არა, რაღაც აუცილებელი მიზეზის გამო, ისიც იშვიათად".
"შეიძლება თუ არა ზემოთხსენებულთა ნასუფრალის ჭამა იძულებით, ან იძულების გარეშე, რადგან მათზე გამოსახული იქნა ჯვრის ნიში (ანუ ტრაპეზის ჯვარსახოვნად იკურთხა -
პასუხი: თუ მღვდელმა (იგულისხმება მწვალებელი მღვდელი -
როგორ არ არის თანაზიარობა იჯდე მწვალებლებთან და მათგან იღებდე გამასპინძლებას? არ არის ასე, საყვარელო. არა თუ ვინმე არ მჯდარიყო მწვალებლებთან ერთად, არამედ მათი სუფრიდანაც რომ მიიღოს შემოწირულობა, ისიც კი თანაზიარს გაგხდითა მათთან... პურის მიმღები, შესაძლოა, იტყვის, რომ მან პური ჭამა მართლმადიდებლობისკენ მოქცეულთან, რომელმაც აღასრულა ეპითემია; მაგრამ ეს ასე არ არის. სანამ მას (მწვალებელს) ეპისკოპოსობა უპყრია, თუნდაც არ მსახურებდეს, სიწმიდეს არ უნდა ეზიარებოდეს. ჭეშმარიტი სინანული ითხოვს მისგან დატოვოს ეპისკოპოსობა და განეშოროს, როგორც ეს ზოგიერთმა გააკეთა; ამგვართაგან კი რაიმეს მიღება უსაფრთხოა და საჭმლის ჭამაც შეიძლება მათთნ" (იქვე. часть 2, письмо 119. К Иакову монаху, стр. 484-
განმარტება: მკაცრია კანონი, რომელსაც ღირ. თევდორე სტოდიელი გადმოგვცემს. მაგრამ ეს კანონი წმიდა აღმსარებელთა საერთო აზრით არის მიღებული, რომელთა შორისაც იყო კონსტანტინოპოლის იმდროინდელი პატრიარქი ნიკიფორე. ეს წმიდა აღმსარებელი, ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებულად მკაცრია, როგორც აღნიშნავს ამას ღირ. თევდორე სტოდიელი:
"როგორ არის შესაძლებელი ამ კანონის დარღვევა, და მისი პირობების მიღება (იგულისხმება მწვალებლობასთან თანაზიარობაში მყოფი ერთი პრესვიტერი -
მაგრამ, აღმსარებლობის კანონთა მთელი სიმკაცრის მიუხედავად, ღირ. თევდორე სტოდიელი გადამეტებული მოშურნეობისგანაც გვიცავს, რომელიც დაგმეს მოციქულთაც:
"რაც შეეხება სუფრის კურთხევისას ან რაიმე სხვა შემთხვევაში ჯვრის გამოსახვას, რომელსაც დაცემისგან სინანულით აღმდგარი იქმს, კრებითად, შეიძლება ითქვას, განხილულია და წმიდა მამათა მიერ განსაზღვრულია, რომ -
მოჰყავს რა მრავალი მტკიცებულება, თუ როგორ ღებულობდა თვით უფალი მონანულებს, ღირ. მამა ბრძანებს: "ვინ შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე უგუნური, რომლებიც მედიდურობით უარყოფენ მონანულთა და შეწყნარებულთა კურთხევას?" (იქვე).
ამრიგად, აღმსარებელთა კანონები კრძალავენ მწვალებლებთან ერთად ტრაპეზობას და მათგან ნებისმიერ გამასპინძლებას, მათ შორის საჭმელ-
კვლავ იმავე საგნის შესახებ: ანუ, იმის შესახებ, რომ მწვალებლებთან არ უნდა ვიყოფდეთ ტრაპეზს და არ უნდა ვჭამდეთ და ვსვამდეთ მათთან ერთად.
"კითხვა ბერ-
პასუხი: როდესაც მოციქული გვამცნებს განვეშოროთ "ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6), თავად როგორ ვერ განსაჯეთ ამის შესახებ? ამრიგად, თუ თავს შეიკავებენ ცოდვილი მიდრეკილებებისგან და აიღებენ შესაბამის ეპითიმიებს, მაშინ შეწყნარებულნი იქნებიან. თანაც, უნდა გავერკვეთ, ვინ არიან ისინი, ვისაც თქვენ "შემხვედრთ" უწოდებთ, მწვალებლები თუ უკეთურად მცხოვრებნი? ამგვარ ადამიანებზე მოციქული ამბობს: "ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან." (1 კორ. 5:11).
"კითხვა პრესვიტერებთან დაკავშირებით, რომლებსაც მწვალებლებთან ერთხელ ან ორჯერ უჭამიათ, მაგრამ მათი მწვალებლობისთვის ხელი არ მოუწერიათ, არც მათთან ერთად უმსახურიათ; შეიძლება თუ არა მათთან საერთო ტრაპეზობის გაზიარება და ლოცვა ტრაპეზის კურთხევით ან კურთხევის გარეშე?
პასუხი: ამგვარ ადამიანებთან დაკავშირებით ასე უნდა მოვიქცეთ: მღვდელი თუ მწვალებლებლებთან ერთად იტრაპეზებს, ან მართლმადიდებლებთან, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ მწვალებლებთან მართლმადიდებლებთან თანაზიარობაში მხოლოდ სინანულის შემდეგ თუ შემოვა. ასევე სინანულის შემდეგ მიეცემა მას მართლმადიდებელთა ტრაპეზის კურთხევის უფლება".
"კითხვა ერისკაცთა შესახებ, რომლებმაც მწვალებლობას ხელი მოაწერეს და თანაეზიარეს მას. შეიძლება თუ არა ამგვარ ერისკაცებთან მართლმადიდებელმა ერისკაცებმა ტრაპეზი გაიყონ?
პასუხი: განურჩევლობა -
მაგრამ, რადგან ზოგიერთი მწვალებლებთან ურთიერთობით გამოუვალი მდგომარეობის ან შემავიწროვებელ ვითარებათა გამო იბილწება, შეიძლება ჩვენს საერთო ტრაპეზზე მათი დაშვება, თუ აღიარებენ, რომ ეს შემთხვევით მოუვიდათ და ნანობენ; თუმცა ესეც განურჩევლად არ უნდა ვაკეთოთ, არამედ გარკვეული პირობებით, რომელიც სარგებლობას მოუტანს ერთსაც და მეორესაც, და არა სულიერ ზიანს" (იქვე. часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-
"კითხვა ერისკაცთა შესახებ, რომლებიც ეზიარებიან მართლმადიდებელ მღვდელმსახურთან, მაგრამ სხვა დანარჩენში კაცობრივი შიშის გამო ყოველივეში თანაერევიან მწვალებლებს; როგორ მოიქცეს მათთან დაკავშირებით იმან, ვინც საეკლესიო განწესებებს მკაცრად იცავს?
პასუხი: სამღვდლო პირს, კერძოდ, პრესვიტერსა და დიაკვანს, ბერსა და მონაზონს ამდაგვარ ადამიანებთან ტრაპეზობისგან თავის შეკავება მართებს; მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობაში და ვითარებასთან შესაბამის სიტუაციასი შეიძლება ამგვარი რამის დაშვება, თანაც იშვიათად. ერისკაცისთვის კი ამგვარ პირებთან ტრაპეზობა თავისუფლად შესაძლებელია, თუნდაც ისე მოხდეს, რომ ვისთანაც იტრაპეზა მას შიშის გამო ურთიერთობა ჰქონოდა მწვალებლებთან, ოღონდ თავად მართლმადიდებელია. თუმცა, ცოდვა დაუსჯელი რომ არ დარჩეს, შიშის გამო მწვალებლებთან განურჩევლად ურთიერთობაში მყოფს, მცირე ეპითემია მაინც უნდა დაედოს. ეს არის ყოველდღიურად თხუთმეტი დიდი მეტანია, ასევე ლოცვა: "უფალო, მომიტევე ჩემი შეცოდება; ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას; უფალო, შემიწყალე მე. და ასე ორმოცდაათჯერ, ან ორმოცდაათიან ასამდე".
"როდესაც შეგხვდება ერისკაცი, გინდ ქალი იყოს გინდ კაცი, რომელიც უმეცრების გამო მისცემია მწვალებლობას, ან კიდევ მწვალებელთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა; შეიძლება თუ არა მასთან ერთად საჭმლის ჭამა ან რაიმე საჩუქრის მიღება?
პასუხი: ბოროტგანზრახვით არის მწვალებელი თუ უმეცრებით, საჭმლის ჭამა მათთან დაუშვებელია, ან კიდევ რაიმე შემოწირულობის მიღება; ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ არის დასაშვები თუ უმეცარი შეინანებს თავის შეცოდებას და პირობას დადებს, რომ მართლმადიდებებლი გახდება" (იქვე. часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-
განმარტება: კიდევ ერთხელ გავიმეორებთ წმიდა მამის მკაცრ დასკვნას: არ შეიძლება მწვალებლებთან ერთად ტრაპეზობა და მათგან რაიმე კერძის ან სასმელის მიღება.
15. ხელწერილი. მწვალებლობასთან თანაზიარობა აღესრულება უკეთური ხელმოწერითაც, რომელსაც მართლმადიდებელთაგან იღებენ მწვალებლები. ამგვარი ხელწერილი -
"ხელის მომწერ პრესვიტერთადმი" მიწერილ ეპისტოლეში ღირ. თევდორე წერს: "რაოდენ იზარალა შენმა პატიოსნებამ, როდესაც დაეცი ხელწერილით? და რაოდენ იგლოვე ეს დაცემა? რამეთუ ჭეშმარიტად დაცემაა შენი გალაშქრება ქრისტეს ხატების წინააღმდეგ, თუნდაც ხელმოწერით აღსრულებული. ღმრთის კაცო, ამის შესახებ შენი წერილიდან შევიტყვე და ისე თანაგიგრძნე, თანავიგლოვე და ვიღაღადე, როგორც ეს მეგობრულად განწყობილ ადამიანს შეჰფერის... ო, უბედურებავ! თავს დაგვესხნენ და ჩვენც შევუშინდით იმას, რისიც არ უნდა გვეშინოდეს, თუ ჭეშმარიტად გვჯერა სიტყვების: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28). ხოლო თუ მეტყვი: როდესაც ხელს ვაწერდი, ვამბობდი, "თაყვანს ვცემ ხატებსო", მაშინ მომიტევე, ძმაო, პილატესაც უდანაშაულოდ მიაჩნდა საკუთარი თავი, როდესაც საცემად და ჯვარზე გასაკრავად გასცემდა ქრისტეს და თავისი ხელწერილით ადასტურებდა მის დასჯას" (იქვე. ნაწილი 2. წერილი 6-
განმარტება: აქ იგულისხმება ის ხელმოწერა, როდესაც პირობას დებენ არ შეიკრიბონ ერთად და არ ასწავლონ მართლმადიდებელ ქრისტეანებს ხატების თაყვანისცემა, რომლის შესახებაც წმიდა მამის სხვა წერილში ასეა ნათქვამი:
"სწორედ აქედან იწყება ღმრთის ეკლესიათა გაპარტახება, როდესაც ყველგან ანადგურებენ ღირსპატივსაცემ ხატებს; წვავენ წმიდა შენაწირს, რომელზეც ხატია გამოსახული, და წიგნებს, რომლებშიც ამის შესახებ რაიმე იყო ნათქვამი; აქედან იწყება ხელმოწერის უკეთური მოთხოვნა და უღვთოთა საზოგადოებებისკენ მართლმადიდებელთა მიდრეკა მრავალგზისი დაკითხვებითა და გამოძიებით ისე, რომ უკვე შეუპყრობელი არ დარჩა არც ერთი ადამიანი. სადღეისოდ დაგვრჩა ორი არჩევანი: ან თაყვანი ვცეთ "ოქროს კერპს", ან კიდევ დავექვემდებაროთ წამების ღვაწლს და, სხვათა შორის, თითებზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ურყევად მდგომნი!..." (იქვე, часть 2, письмо 17, стр. 355).
ვაი, რომ თუკი ასეთ შორეულ ეპოქაში მცირედნი იყვნენ მართლმადიდებლობის ერთგულნი, რაღა უნდა ითქვას ჩვენს უბედურ ეპოქაზე?! რაღა უნდა ითქვას მათზე, ვინც ხელი მოუწერა მართლმადიდებლობის მტრებს და დაემორჩილა მათ მოთხოვნებს?!
ასეთებს უნდა გავექცეთ, როგორც ცოფიან ძაღლებს!
"შვილო ჩემოი, -
"გამიხარდა შენი წერილის მიღება, მამათაგან უსაყვარლესო, და როდესაც სანდო ადამიანებისგან შევიტყვე, რომ შენი საქმეები ხან ასე მიდის, ხან ისე, და თანაც პირმოთნედ ხელიც მოგიწერია მწვალებლობისთვის, ფრიად დავმწუხრდი. მისმინე პატივცემულო, გულახდილად გეტყვი: ვერ მივმხვდარვარ მეფის კარისკაცისგან დატყვებებული ტანჯვა-
განა არ გინახავს, მოაზროვნევ, ლეონის (იგულისხმება ლეონ სომეხი, მძვინვარე ტირანი და მართლმადიდებელთა მდევნელი -
დე წარწყმდეს მთელი ნივთიერი სამყარო; დე წარწყმდეს სული, საკუთარი თავის ამგვარად გამამართლებელი. მე ამას შეგახსენებ სიყვარულით, რათა ღირს ვიქმნეთ ეპითემიის მიღებისა, და იმიტომაც, რომ მართლმადიდებლობის ზეობის დროს არაფერი დარჩება გამოუკვლეველი. ასე რომ, იჩქარე მორჩილებით განიკურნო უძლურება, ვიდრე თავის მართლებით მოიწიო უმეტესი დანაშაული" (იქვე. часть 2, письмо 106. К Евстратию игумену, стр. 468-
ამ წერილს, თავისი შინაარსით, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დროებისთვის. ის მკაფიოდ გამოხატავს წმიდა მამის შეფასებას ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, ოღონდ შეუდარებლად უდიდესი მასშტაბით.
დავიმოწმებთ კიდევ ერთ წერილს, სადაც ლაპარაკია "ხელმოწერის" დანაშაულზე, რომელსაც მართლმადიდებელნი აძლევენ მდევნელთ.
"დღეს, როდესაც წმიდა ხატების უარყოფით თვით ქრისტე იდევნება, უნდა იღვწოდეს და მოძღვრავდეს მართლმადიდებელთ არა მხოლოდ ის, ვისაც წოდებრივი და მცოდნეობითი უპირატესობა გააჩნია, არამედ გაბედულად უნდა ქადაგებდეს ჭეშმარიტებას მოწაფის ადგილზე მყოფიც. ეს ჩემისთანა ცოდვილი ადამიანის ნათქვამი კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ოქროპირისა და მასთან ერთად სხვა მამებისაც; და ის, რომ მწვალებელი და მდევნელი იმპერატორის მიერ დაკავებულმა იღუმენებმა არა თუ ეს არ ქნეს, -
ასე უნდა ელაპარაკათ მათაც, რათა ღმერთი განდიდებულიყო მათით, ასე უნდა განეძლიერებინათ მართლმადიდებელნი, გაემყარებინათ მონასტრები და განემტკიცებინათ დევნულებაში მყოფნი. ჩვენ კი მონასტრები ვამჯობინეთ ღმერთს და კეთილღეობა -
ამრიგად, ხელწერილი, რომელსაც შიშის გამო, გაბატონებული მწვალებლობის სასარგებლოდ იძლევიან ქრისტეანები, სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს გამცემლობა და ღალატი! ეს არის ჭეშმარიტების უარყოფა, სარწმუნოებისა და მორწმუნეების გაცემა, აქედან კი ქრისტეს გაცემაც და ღალატიც; და თუკი ესოდენ მკაცრად აფასებდნენ წმინდანები მათ დროს არსებულ მწვალებელთადმი მიცემულ თანხმობის ხელწერილს, რაღა უნდა ითქვას ჩვენს თანამედროვე მწვალებლობებზე, რომელსაც კვერს უკრავენ გალაჩრებული ქრისტეანები. თანამედროვე ხელწერილს ძველთან მხოლოდ სახელწოდებაღა აკავშირებს. შინაარსით კი თანამედროვე მწვალებლობებისადმი მიცემული ხელწერილები უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან შეუდარებელია ძველი ეკლესიის დროინდელი და დღევანდელი მწვალებლობები, იმდენად შეუდარებელი, რამდენადაც ანტიქრისტეს ღმრთივმბრძოლი რელიგია იქნება ყველა სხვა რელიგიებსა და სარწმუნოებებზე უფრო დამღუპველი და წარმწყმედელი.