Главное меню:
სქიმმონაზონი ეპიფანე (ჩერნოვი)
ღირ. თევდორე სტოდიელის სწავლება
თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გაბატონებულია მწვალებლობა
ამონაწერები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან
ნაწილი I
ნაწილი II, ნაწილი III, ნაწილი IV
წინათქმა
ღირ. თევდორე სტოდიელი, ქრისტეს უდიდესი აღმსარებელი, ღმრთის სადიდებლად ცხოვრობდა და მოსაგრეობდა ათას წელზე მეტი ხნის წინათ (759-
მაგრამ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური საწრმუნოების ეს ურყევი სვეტი ყველგან ავრცელებდა თავის წერილებს (და სხვა თხზულებებს), რომელშიც არა მარტო უარყოფდა ცრუსწავლების წარმწყმედელობას და განამტკიცებდა მართლმადიდებელთ, არამედ ჭეშმარიტი ეკლესიის დასაცავად დაუღალავად გადმოსცემდა და ნერგავდა იმ დროის აღმსარებელთა და მოწამეთა ფარულ კრებებზე მიღებულ ქცევის წესებს. ამ წესებსა და სწავლებებს განსაკუთრებული მნიშნელობა აქვთ დღეს, ბოლო ჟამის პირობებში მცხოვრებ მართლმადიდებელთათვის, როდესაც ფეხს იკიდებს და მტკიცდება ანტიქრისტეს რელიგია, ყველაზე უმზაკვრესი და უსასტიკესი. მხოლოდ ამ მამებისეულ-
მოკლე გადმოცემა ღირ. თევდორე სტოდიელის მიერ მოცემული ქცევის იმ წესებისა, რომლებიც საჭიროა დავიცვათ როდესაც ბატონობს ერესი.
1. გამოკვლევა.
არ შეიძლება ვინმესთან სულიერ ერთობაში შესვლა წინასწარი გამოკვლევის გარეშე თუ ვინ არის ის კაცი, ვისთანაც საქმეს ვიჭერთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სასულიერო პირებთან მიმართებაში.
ღირ. თევდორე სტოდიელი ამბობს:
"მართლმადიდებელი პრესვიტერის შესახებ (წმიდა მამა აქ გულისხმობს მღვდელს, რომელსაც გააჩნდა სჯულიერი ხელდასხმა, ამიტომაც ხმობს მას მართლმადიდებლად -
აქ ღირსი მამა მსჯელობს მართლმადიდებელ მღველმსახურზე, რომელიც თვითონ მწვალებლობაში არ ყოფილა, მაგრამ მხოლოდ იხსენიებდა ეპისკოპოსს, რომელსაც თანაზიარობა ჰქონდა მწვალებლებთან. უკვე ამისთვის მას უკვე უნდა ჩამორთმეოდა ღმრთისმსახურების უფლება. აი, ასეთი მკაცრი იყო, ღირ. თევდორე!...
შემდეგ, ზემოთდამოწმებული სიტყვების შემდეგ, ღირ. აღმსარებელი ბრძანებს:
"როდესაც მწვალებლობა ბობოქრობს, უეჭველად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენთან მოსული პიროვნების ვინაობა, მივიღოთ აღსარება და დავჯერდეთ მას (მის განცხადებას -
ღირს თევდორე სტოდიელს ჰკითხეს "ქრისტეს მოყვარე ადამიანი თუ მის სალოცავში ღამისთევითი ლოცვის აღსასრულებლად გვეპატიჟება, უნდა ვიმსახუროთ იქ თუ არა და, თუ უნდა ვიმსახუროთ, ვისთან ერთად?" -
"უნდა დავეთანხმოთ მოწვევას და წავიდეთ სალოცავად, თუ მოწვევის გამომგზავნი და მგალობლებლი მართლმადიდებლები არიან, და ერთიც და მეორენიც უფრთხიან მწვალებლებთან თანაზიარობას. საჭიროა სალოცავში მსახურებაც, თუ მფლობელი დაამტკიცებს, რომ მასში ჯერ არ ულოციათ ერეტიკოსთ. რადგან ადრე უკვე ვთქვით, რომ დღეს აბობოქრებული მწვალებლობის გამო, ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ" (იქვე. გვ. 287).
წმ. აღმსარებელი აგრძელებს სულიერი შვილის, ბერ ნავკრატიოსის კითხვებზე პასუხების გაცემას და ამბობს:
"მართლმადიდებელ ქრისტეანს თუ მიიწვევს რომელიმე მღვდელმსახური ან ერისკაცი საერთო ტრაპეზობაზე და იქ აღმოჩნდება გალობის დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ? მე ადრეც გითხარი და კიდევ გეტყვი: როდესაც მწვალებლობა ბატონობს და ჯერაც არ დამარცხებულა ის მართლმადიდებლური კრებით, როგორც წმიდა ევქარისტიის შემთხვევაში, საერთო ტრაპეზობის დროსაც აუცილებელია გამოვიკვლიოთ ვისთან ვტრაპეზობთ, და ამის გამო არ უნდა შეგვრცხვეს და არ შევაყოვნოთ. ვინმესთან უბრალო პურის ჭამისთვის ან ცალკე ტრაპეზობისთვის, ან ღამის გათენებისთვის არ არის საჭირო გამოძიება; ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება ადრე მწვალებელი ან გარყვნილებაში მხილებული არ იყო. მაგრამ სხვა დანარჩენთან დაკავშირებით კი საჭიროებისდა მიხედვით უნდა გამოვიკითხოთ" (იქვე. გვ. 287).
ამრიგად, ღირ. თევდორეს ზემოთდამოწმებული სიტყვების საერთო დასკვნა ასეთია: ყოვლად დაუშვებელია სულიერ ერთობაში შესვლა ვინმესთან გამოკითხვისა და გამოკვლევის გარეშე. და ამ შემთხვევაში არც უნდა ვყოყმანებდეთ და არც სირცხვილის გრძნობა უნდა გვეძალებოდეს. თუ გამოკითხული პიროვნება მოგვატყუებს, ცოდვა მის სინდისზე იქნება და არა ჩვენზე. ხოლო თუ მართლმადიდებელი ქრისტეანი წინასწარ არ გამოიკვლევს და თანაზიარობას მიეცემა მასთან, ვისთანაც არ მართებდა თანაზიარობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგს გაიზიარებს.
2. მწვალებლობასთან თანაზიარობა
მწვალებლობასთან და მწვალებლებთან ყოველგვარი თანაზიარობა ეკლესიის სჯულმდებლობით აკრძალულია. ამის თანხმიერად ასწავლიან ეკლესიის ყველა მამები, კერძოდ კი, ღირ. თევდორე სტოდიელი.
"სჯულისკანონი მკაცრად ითხოვს, რათა მართლმადიდებელს არანაირი თანაზიარობა არ ჰქონდეს ურწმუნოებთან და მათ არც ჭამა-
"როგორც ამბობ, ქრისტეს მადლითს ყოველმხრივ ცდილობდი თავი შეგეკავებინა მწვალებლებთან თანაზიარობისგან; მაშ მომავალშიც ასევე შეიკავე თავი; რადგან ამგვარად თუ მოიქცევი ღმრთისადმი შენს სიყვარულსა და ერთობას დაამტკიცებ, ხოლო საწინააღმდეგო საქციელი ქრისტეს განგაშორებს".
მწვალებლებთან თანაზიარობას ღირ. თევდორე სტოდიელი "ქრისტეს უარყოფას" და "სულიერ სიკვდილს" უწოდებს.
"თუ არ იცი, რომ მწვალებლებთან შენი თანაზიარობა და უკეთურებით გატაცება ქრისტეს უარყოფა იყო?" (იქვე. часть 2, письмо 89. К Феофилу игумену, стр. 450).
"ეს მწვალებლობა სხვა არაფერია თუ არა ქრისტეს უარყოფა... ქრისტე აქ სიტყვითაც უარიყოფა და საქმითაც, რაც ძველ მწვალებლობებშიაც კი არ იყო შესამჩნევი" (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 405).
"ქრისტესმბრძოლ მწვალებლობასთან შეხვედრა და შეერთება, და თვით მრავალჯერადი თანაზიარობა მასთან -
და ეს ყოველივე ღირსმა მამამ თქვა საერთოდ მწვალებლობებთან თანაზიარობის გამო. თუმცა თანაზიარობის ფორმები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ეს მაინც აკრძალულია.
3. მწვალებელთა ტაძრები
ტაძრებში შესვლა, რომლებიც მწვალებელთ უპყრიათ, აკრძალულია. ამის შესახებ წმიდა აღმსარებელი მამა მრავალგზის გვაფრთხილებს:
"არ უნდა შევდიოდეთ ეკლესიებში, რომლებიც მწვალებლებს უპყრიათ, და თუ ტაძარი იქ აღსრულებული ერეტიკული წირვის შემდეგ მართლმადიდებელთა მფლობელობაში გადავა, მართლმადიდებელმა მღვდელმა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე იქ არ უნდა იმსახუროს" (Там же, часть 2, письмо 152. К Феодору монаху, стр. 528).
"ეკლესიაში უკეთურებს (მწვალებლებმა -
"შეიძლება თუ არა შევიდეთ მათ (მწვალებელთა -
" თუ ისე მოხდება, რომ ეკლესიაში, სადაც მწვალებელთ იხსენიებენ, ხოლო მართლმადიდებელს გააჩნია ოდიკი ან გადასატანი საკურთხეველი, რომელიც შეიძლება დაიდოს იმავე ეკლესიაში და იქაური მღვდლის არყოფნის შემთხვევაში მასზე მართლმადიდებელმა მღვდელმა იმსახუროს?
"შეუძლია თუ არა მართლმადიდებელს, რომელსაც ოდიკი (ტილო, რომელშიც ჩაკერებულია წმინდანის უხრწნელი ნაწილი -
"შეკითხვა მწვალებლებთან თანაზიარობაში მყოფ მღვდელმსახურთა მიერ შებილწულ ეკლესიაზე: შეიძლება თუ არა იქ შესვლა და ფსალმუნება? -
"შეკითხვა ეკლესიათა შესახებ, რომლებიც მწვალებლებთან თანაზიარობაში მღვდლების მიერ არის შებილწული, მაგრამ მათ მფლობელობაში არ იმყოფება: შეიძლება თუ არა იქ შესვლა ლოცვისა და გალობისთვის? -
ამრიგად, საზოგადო დასკვნა ნათელია: ტაძრებში, რომლებიც მწვალებლებს უპყრიათ ან ადრე ეპყრათ, ლოცვისა და ღვთისმსახურებისთვის გამოუსადეგარია და იქ არ უნდა შევდიოდეთ. ამგვარი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ ტაძარს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ან მღვდელი თავიდან განწმენდს. სანამ ეს არ მოხდება, ყოფილი ტაძარი -
4. წმინდანთა ნაწილები
ტაძრებთან დაკავშირებულ საკითხებთან ახლოს დგას ღმრთის წმინდანთა უხრწნელი ნაწილების თაყვანისცემის საკითხი, როდესაც ისინი მწვალებელთა მფლობელობაში იმყოფებიან. პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.
როგორც ღირ. თევდორეს პასუხიდან ჩანს, ტაძარში წმინდანთა ნაწილების თაყვანსაცემად შესვლა აკრძალული არ არის, როგორც ამას ზოგიერთი განმარტავს, არამედ აკრძალულია საძვალეში ან აკლდამებში ლოცვა მწვალებლებთან ერთად. შედეგად, იმ დროს, როდესაც ტაძარში არ იმყოფებიან ერეტიკოსები წმინდანთა თაყვანისცემა და მათ წინაშე ლოცვა დასაშვებია.
ღირ. თევდორე წერს:
"წმინდანთა უხრწნელი ნაწილების შესახებ: შეიძლება თუ არა შევიდეთ მათ საძვალეებში, ან საფლავებში და თაყვანი ვცეთ მათ, თუ ისინი მწვალებელ მღვდლებს უპყრიათ? -
5. მწვალებლობაში გარდაცვლილთა მოხსენიება
ვინმე თუ მწვალებლობაში გარდაიცვლება, მისი მოხსენიება არ შეიძლება
ამის შესახებ ღირ. თევდორე სტოდიელი ბრძანებს: "იმავე საკითხზე, რომელიც ახსენე, ანუ ვინმეს მოხსენიებასთან დაკავშირებით უნდა იცოდე, რომ თუ მას ადამიანური შიშის გამო თანაზიარობა ჰქონდა მწვალებლობასთან, მაგრამ სიკვდილის წინ შეინანებს, მიიღო ეპითემია და ამგვარად, კვლავ მართლმადიდებლებთან თანაზიარობაში შევიდა და გარდაიცვალა, ბუნებრივია, მას მართლმადიდებელთა მოსახსენებლებში ჩავწერთ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი, თავისი კაცთმოყვარებით, შემცოდის სიკვდილისწინა სინანულსაც შეიწყნარებს და მას იმქვეყნად გაასამართლებს. ამიტომაც, თუ ასე იყო, ამგვარი ადამიანის ლიტურგიაზე მოხსენიება შესაძლებელია. მაგრამ თუ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა, და ადამიანი მწვალებლობას სიკვდილამდე თანაეზიარებოდა, თანაც ისე, რომ ვერც სინანული მოასწრო და ვერც უფლის პატიოსან ხორცსა და სისხლს ეზიარა, -
სხვა წერილში, რომელში ზოგიერთი საკითხია განხილული, ღირსი მამა გვარიგებს:
"კითხვა 1: შეიძლება თუ არა ეკლესიაში მივიტანოთ შესაწირავი ან აღვასრულოთ ღამისთევა, ან ლოცვა გარდაცვალებული პრესვიტერის, დიაკვნის და წიგნისმკითხველის სახელზე, რომლებიც, მართალია, მართლმადიდებლური ცნობიერებისანი იყვნენ, მაგრამ ადამიანური შიშის გამო თანაზიარობა ჰქონდათ ერეტიკოსებთან?
პასუხი: თუ ისინი სიკვდილამდე მწვალებელთა (ერეტიკოსთა) თანაზიარნი დარჩნენ, მაშინ, არა! მაგრამ, სიკვდილის წინ თუ შეინანეს და აღიარეს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შიშმა აიძულათ _ შეიძლება; და მესამეც, ყოველივე ზემოთთქმულის აღსრულება ნებადართულია, თუ ისინი მართლმადიდებლურ წმიდას საიდუმლოებებს ეზიარნენ.
კითხვა 2: როგორ მოვიქცეთ იმ ბერ-
პასუხი: ზემოთ ჩამოყალიბებული პასუხი დაცულ უნდა იქნას მათ მიმართაც, და ეს ერისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებსაც ეხება. და ეს ყოველივე გარდაცვალებულთათვის ითქვა. მაგრამ, თუკი ვინმე ზემოთ ხსენებულთაგან ჯერ კიდევ ცოცხალია, ნანობს თავის საქციელს, ამ ჟამიდან უკუაგდებს შიშს და სიმართლისთვის ტანჯვასაც არ შეუშინდება, თუ პრესვიტერი ან დიაკვანია, მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე აეკრძალოს ღმრთისმსახურება და საკადრისი ეპითემიის შემდეგ წმიდა, მართლმადიდებლურ საიდუმლოს (იგულისხმება ევქარისტიის წმიდა საიდუმლო _ მთარგმნ.) ეზიაროს. ხოლო ეპითემია გულისხმობს წმ. საიდუმლოთაგან განყენებას იმ ვადით, რა დროითაც დაუწესებენ ეპითემიას, რამეთუ კონკრეტულად ამის შესახებ ლაპარაკი ძნელია, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც პიროვნულად, ასევე ცნობიერებით, საქმიანობით და ასაკითაც. ამის ჩამდენი თუ ბერი იქნეს ან წიგნის მკითხველი, ან მონაზონი, ეპითემიის შესრულების შემდეგ მას მყის უნდა მიეცეს წმ. ღვთაებრივი ზიარება; ამას ვიტყვი ერისკაცთა: კაცების, ქალების და ბავშვების შესახებაც, თუმც, ცხადია, რომ აქაც უნდა დავუშვათ განსხვავება პიროვნების, ღირსების და ასაკის შესაბამისად. ასე რომ, წმ. საიდუმლოებებთან უზიარებლობის ეპითემიას, დასასჯელის შეძლებისამებრ, ემატება ლოცვები და მუხლმოყრები, ასევე თავშეკავებანი საკვებისგან (Там же, часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-
და კიდევ:
კითხვა 18: რამდენად დასაშვებია ლიტურგიაზე საკუთარი მამის მოხსენიება?
პასუხი: გინდ მამა იყოს შენი, გინდ დედა ანდა ძმა, ან სხვა ვინმე, სიკვდილამდე ერეტიკოსებთან თანაზიარობაში მხილებული, როგორც უკვე წინა თავში ვთქვი, ლიტურგიაზე არ მოიხსენიება. თუმც თითოეულს შეუძლია თავის გულში ილოცოს მათთვის და გასცეს მოწყალება მათ სახელზე, რამეთუ შეუძლებელია, ის, ვინც სიცოცხლეშივე მწვალებლების თანაზიარი იყო და ამავე მდგომარეობაში დაიკრძალა, მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების მოსახსენებლებში შევიტანოთ. ნუმც იყოფინ!" (იქვე).
ამრიგად, ზოგადი წესი ასეთია: არ შეიძლება საეკლესიო მოხსენიება მათი, ვინც მწვალებლობასთან თანაზიარობაში მყოფი გარდაიცვლება.
მწვალებელთა საიდუმლოებები არაჭეშმარიტია. ეს "საიდუმლოებანი" განწმენდას კი არ ანიჭებენ ადამიანს, არამედ ბილწავენ მის სულსაც და სხეულსაც.
6. მწვალებელთა სამღვდელოება.
ვინც მწვალებელთაგან მიიღებს მღვდლობას, მას საეკლესიო ხარისხი არ გააჩნია
ღირ. თევდორე სტოდიელი ამასთან დაკავშირებით ბერ ნავკრატიოსს წერს: "კარგად უპასუხე შენ პრესვიტერსა და იღუმენს, რომ მღვდელმსახურებისგან განყენებულნი არიანი ისინი, ვინც დღეს მწვალებელი ეპისკოპოსის მიერ არიან ხელდასხმულნი, თუნდაც ამბობდეს, რომ კრება უსამართლო იყო და დავიღუპეთ. რადგან, თუკი ამას აღიარებდა, რატომ არ გაექცა წარწყმედას, არ განუდგა მწვალებლობას, რათა დარჩენილიყო ღმრთის ეპისკოპოსად?... მაგრამ, რაკიღა კვლავ მწვალებლობაში იმყოფება და მწვალებლეს იხსენიებს, საღადაც რომ აზროვნებდეს, შეუძლებელია მისგან ხელდასხმულები ღმრთის ჭეშმარიტი მსახურები იყონ" (იქვე.часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 288) (აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ღირ. თევდორეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონოდა ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან მართლმადიდებელთა მხარის ვინაობა, მაგრამ არ გადადიან მართლმადიდებელთა მხარეს, რამეთუ ხელდასხმის მიღება მწვალებელთაგან უფრო ეადვილებათ. ასეთთა ხელდასხმებს სხვა მამებიც უარყოფდნენ. საზოგადოდ კი, იკონომიით, მწვალებელთა საზოგადოებებში ხელდასხმულთა მიღება დასაშვებია მირონცხებით, თუ მათ ნათლისღების საიდუმლო დარღვეული არა აქვთ -
და სხვაგანაც წერს:
"განა არ იცით, რას ამბობს იგივე მამა (ბასილი დიდი) თავის სხვა წერილში? – "არ ვცნობ ეპისკოპოსად იმას, და არ განვაკუთვნებ ქრისტეს მღვდლებს იმ ადამიანს, ვინც ბილწი ხელებით, სარწმუნოების დასაქცევად იქნა აღსაყდრებული მწყემსად" (Письмо Василия Великого 232). ამდაგვარნი არიან დღეს ისინი, ვინც არა უცოდინრობით, არამედ ძალაუფლების მოყვარებით იჭრებიან საეპისკოპოსო საყდრებზე, ნებაყოფლობით აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას და სამაგიეროდ უკეთურებისგან ღებულობენ ხელდასხმას" (იქვე. Там же, часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 343).
და ბოლოს, პასუხი ბერ მეთოდეს (კითხვა 13-
დანაშაულში ჩავარდნილი და (საეკლესიო) კრების მიერ თავისი პატივისგან დამხობილი ზოგჯერ ხელს დაასხამს პრესვიტერს და ეს პრესვიტერი მონასტერში მისვლის შემდეგ თავისი იღუმენისგან დროებით მიიღებს ეპითიმიას, რომლის შემდეგ ღმრთისმსახურებას შეუდგება, შეიძლება თუ არა შევიწყნაროთ ასეთი მღვდელი, მითუმეტეს თუ უდანაშაულოა?
პასუხი: ამგვარი უაზრობა არც უნდა გეკითხათ, რადგან ქრისტემ ბრძანა: "არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება" (მათე 7:18). ამიტომაც, იღუმენისგან კი არა, წმინდანისგანაც რომ მიიღოს ეპითიმია, მას მაინც არ მიეცემა ღმრთისმსახურების უფლება. ის არ არის მღვდელი და მისი გამხსნელი არ არის წმინდანი, რამეთუ ასეთ შემთხვევაში დაირღვევა და გაუქმდება ყველა კანონიკური განწესება (Там же, часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-
დასკვნა ნათელია: თუ მწვალებლობაში, რომლის შესახებაც მსჯელობს ღირ. თევდორე სტოდიელი, არ არის ჭეშმარიტი სამღვდელოება, მით უფრო არ შეიძლება ის იყოს დღეს მოქმედ ანტიქრისტესეულ სამღვდელოებაში, რომლებიც კარს უღებენ ყოველგვარ მწვალებლობას და ლოცულობენ მათთან ერთად.
7. გაბატონებული მწვალებლობა
წმიდა აღმსარებელი ბრძანებს:
"საზოგადოდ მწვალებლობანი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სახელწოდებებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ხარისხით, ძალითა და საქმიანობით, ეშმაკის მიერ მოქსოვილი ერთგვარი ჯაჭვივითაა: ისინი ერთმანეთს მიჰყვებიან და დამოკიდებულნი არიან ერთ თავზე, რომელიც არის უკეთურება და უღმრთოება (Там же, часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стср. 286).
"დღევანდელი მწვალებლობა -
"ეს არის -
"ეს უბრალო მწვალებლობა კი არ არის, არამედ ქრისტეს უარყოფაა" (Там же, часть 3, письмо 213, стр. 777).
ამიტომაც: "ისინი არ არიან ღმრთის ეკლესია... ეს არ არის ღმრთის ეკლესია" (Там же, часть 1, письмо 43. К брату Иосифу и архиепископу, стр. 293).
ამრიგად, თუკი ქრისტეს აღმსარებელი და ღირსი იღუმენი ასე მსჯელობს მის დროს არსებულ ორ მწვალებლობაზე -
8. ზიარება.
ა) მწვალებლებში ის კი არ განწმენდს, არამედ ბილწავს. ის არ წარმოადგენს სულიერ საკვებს, არამედ სულის შხამია. ასე ბრძანებს ღირ. თევდორე სტოდიელი.
"მწვალებლებთან თანაზიარობა (მათ ევქარისტიაში) -
"როგორც ღვთაებრივი პური, რომელსაც მართლმადიდებლები ეზიარებიან, ყველა მის მოზიარეს ერთ სხეულად შეიქს, ასევე მწვალებელთა პურიც (ზიარება -
"უნდა გავექცეთ მწვალებელთა ზიარებას, რათა არ დავაბნიოთ სიკეთე და სამაგიეროდ ბოროტი არ მოვიმკათ, არ გავცეთ ნათელი და მივიღოთ ბნელი. მწვალებლები და მათთან მოზიარენი ქვეყნიერების ყველა სიკეთესაც რომ გპირდებოდნენ, გაექეცი, რადგან მტრები არიან ღმრთის და არა მეგობარნი" (Там же, часть 2, письмо 32. К Фалелею сыну, стр. 375).
"ჭეშმარიტად მთელი სამყარო ერთი ადამიანის სულსაც კი ვერ შეედრება, იმ ადამიანის სულს, ვინც გაურბის მწვალებლებთან თანაზიარობას და ყოველგვარ ბოროტებას. ხოლო ერთთანაც და მეორესთანაც თანამოზიარე წააგავს თივას და შეშას, რომელსაც საუკუნო განკითხვის ცეცხლი დანთქავს, ხოლო თავად ამ ბოროტების მოთავეებს დაუფერფლავად შეინარჩუნებს ისე, რომ მარადის ალმოდებულნი და დატანჯულნი საუკუნოდ არც დაიწვან და არც განიწმინდონ ამ ცეცხლისგან" (იქვე).
"ასეთ ვითარებებში, შხამიან (მწვალებელთა -
"და მართლაც, ძმაო, -
გარდა ამისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ დამოწმებულ ადგილებში ღირ. თევდორე სტოდიელი "თანაზიარებაში" გულისხმობს სწორედ ევქარისტიის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს ხორცთან და სისხლთან თანაზიარობას.
შედეგად, მწვალებელთა ზიარება -
"მწვალებელთ პური ქრისტეს სხეული როდია" (Там же, часть 2, письмо 198. К Дорофею сыну, стр. 596).
ბ) მართლმადიდებელთა ზიარება მწვალებელთა ბატონობისა და დევნულების დროს.
"ზოგიერთი ერისკაცი და ბერიც კი, რომლებსაც ძლიერ სძულთ ან იგლოვენ უსჯულოებას, უღმრთოთა წინაშე შიშის გამო მიეახლებიან მათ ზიარებას და იციან რომ წარწყმდებიან, ჩვენ გვთხოვენ მათი სულებისთვის ლოცვა-
პასუხი: მათთვის ვედრება შეიძლება, მაგრამ არა ზიარება, რასაც გინდა ამბობდნენ და რასაც გინდა გპირდებოდნენ" (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406).
ხოლო თუ ადამიანური შიშის გამო მწვალებლებთან ზიარებული პირმოთნედ იტყვის, რომ როდესაც ეზიარებოდა, მისი გონება ამ ქმედებას არ ეთანხმებოდა, ეს კიდევ უფრო უარესია და საზიანო; რადგან მიუხედავად იმისა, შეგნებული ჰქონდა თავისი საქციელის უკეთურება, შეგნებულად სცოდავდა, ეშინოდა ადამიანისა და არ ეშინოდა ღმრთისა, რომელსაც ძალუძს მისი სულის შთაგდება ცეცხლის გეჰენას" (Там же, часть 2, письмо 154. К Никите игумену, стр. 532).
შემდეგ, სხვა შეკითხვა:
"აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელ მღვდელმსახურს წმიდა საიდუმლოებებს აზიაროს პრესვიტერი, დიაკვანი, ერისკაცი ან ქალი, ვინც გალობს მწვალებლებთან ერთად, თუმცა მათ საიდუმლოებებს არ ეზიარება?
პასუხი: რაც შეეხება ზიარებას, დე აზიაროს. ოღონდ სამღვდლო პირებს ეპითემიების დადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ყველაფერში ისინი განშორებულნი იყვნენ მწვალებლობას, ერისკაცებს კი ეპითემიის გარეშე. რაც შეეხება წიგნისმკითხველს, რომელიც ორი წლის განმავლობაში თავს იკავებდა მწვალებლებთან თანაზიარობისგან, სამართლიანად შეუძლია ეზიაროს წმიდა საიდუმლოს, თუნდაც სხვა მხრივ შესაძლოა მწვალებლებთან ურთიერთობით შეეცოდა. თუმც, -
განსაკუთრებული კითხვა:
"დასაშვებია თუ არა ბერ-
პასუხი: ვისაც არა ჰყავს მღვდლობა საღმრთო შესაწირავს არც უნდა შეეხონ: გარნა მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ახლო-
როგორ? -
9. ნათლობა
ერთი უეჭველად ნათელია, რომ როგორი გაჭირვებაც უნდა იყოს, არ შეიძლება ნათლობა მწვალებლებთან. ღირსი მამა გვთავაზობს რამოდენიმე გადაწყვეტას:
როგორ მოვიქცეთ ნათლისღებასთან დაკავშირებით, თუკი ახლომახლო არ არის მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენ კი გვთხოვენ ნათლობას. სად უნდა აღვბეჭდოთ მოსანათლავი, სად მივცეთ მას კათაკმევლობა და სად ნათლისღება? როგორები უნდა იყვნენ მშობლები და მიმრქმელნი?
პასუხი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწვალებელთა ეკლესიებში არ უნდა შევიდეთ. ასე რომ, მტკიცედ გვმართებს წესის შესრულება! ოღონდ თუ ახლომახლო არ არის ტაძარი, მოსანათლი უნდა შეიყვანონ სახლის უწმიდეს (ანუ ყველაზე სუფთა) ადგილას და იქ, სადაც დადგამენ წმიდა საყდარს ან მაგიდას, რომელზეც ინებებენ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას, დე, შეასრულონ იგი. ხოლო მიმრქმელებად უნდა შევიწყნაროთ ისეთი ადამიანები, რომელთაც თანაზიარობა არა აქვთ ერეტიკოსებთან, ასევე, მშობლებიც არ უნდა იყვნენ მწვალებელთა თანაზიარნი (Там же, часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-
"როდესაც არ არის ნათლობის მართლმადიდებელი აღმასრულებელი, მოსანათლავი უმჯობესია მონათლოს მონაზონმა, ხოლო თუ არც მონაზონია, მაშინ ერისკაცმა, რომელთაც მხოლოდ უნდა წარმოთქვან ეს სიტყვები: "ინათლება (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ვიდრე უნათლავი მოკვდე. და ეს ნათლობა ჭეშმარიტი იქნება, რადგან ის ჭირვებისას ხშირად ხდება დაწესებული კანონისგან გადახრაც, როგორც ეს ძველთაგან ითქვა" (Там же, часть 3, письмо 217. Чаду Игнатию, стр. 780).
ეპისკოპოს ანტონისადმი მიწერილ წერილში, რომელიც ერთ მონაზონს ადანაშაულებდა, რომ მან მღვდლების გვერდის ავლით ერთი ყრმა მონათლა, ღირ. იღუმენი თევდორე სტოდიელი განმარტავს, რომ ბერმა თვითნებურად და ძალაუფლებისადმი სიყვარულით როდი მიიტაცა ყრმის ნათლობის უფლებამოსილება, არამედ გამოუვალი მდგომარეობის გამო და სხვათა დაჟინებული მოთხოვნით. "მას რომ მღვდლებისთვის გვერდი აევლო, როგორც შენ ამბობ და მღვდლების იქ არსებობის შემთხვევაში უგულებელეყო მათი მყოფობა, სხვა ეპითემიების გარდა, მღვდლობის პატივსაც ვერასოდეს ეღირსებოდა; და ამას ითხოვს სამართლიანობა. ხოლო თუ ისე იყო საქმე, როგორც მოწმეები და თვით საიდუმლოს იძულებით აღმასრულებელნი ჰყვებიან, და თუ არსებობდა ორი უკიდურესობა: ან მომკვდარიყო ყრმა მოუნათლავად, რაც ორი სხვა ყრმის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ის (ანუ ბერი -
ამ კანონს უნდა მივსდევდეთ ნათლობასთან დაკავშირებით ჩვენს დროს არსებულ მძიმე ვითარებაშიც (ანუ შესაძლებელია ასეთ დროს ადამიანი მონათლოს ერისკაცმა, ოღონდ აღასრულოს მხოლოდ წყალში შთაფლვა წმ. სამების თითოეული იპოსტასის მოწოდებით და სხვა არაფერი -
10. მონაზვნობა.
ღირ. თევდორე სტოდიელი განიხილავს ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს მწვალებლობათა ბობოქრობის ჟამს. კერძოდ, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ვინმე ბერად აღიკვეცება არაჭეშმარიტ მღვდელთან, რომელიც მწვალებლობისკენ მიიდრიკა (მხედველობაშია მართლმადიდებელთაგან ხელდასხმული, მაგრამ შემდეგ მწვალებლობაში გადასული მღვდელმსახური -
კითხვა: როგორ მივიღოთ მონაზვნები, რომლებიც ბერად აღკვეცეს მწვალებლობით შებილწულმა მღვდელმსახურებმა?
პასუხი: უნდა მივიღოთ ისინი, თუ აღიარებენ, რომ შესცოდეს და გარკვეული ვადით აიღებენ ეპითიმიას. მხოლო ამის შემდეგ აღიბეჭდებიან უბიწო მღვდელმსახურის მიერ.
კითხვა მონაზონთან დაკავშირებით, რომელმაც უცოდინრობით ბერობა მიიღო დამხობილი ეპისკოპოსისგან.
პასუხი: "სხვა ადგილას ნათქვამია, რომ "უმეცრებით ჩადენილი ცოდვა განიწმინდება" (ლევ. თ. 4). ამიტომაც, ამიტომაც, ამდგვართაგან არც ტრაპეზის გაყოფა იკრძალება და არც სხვა რაიმე, რაც თანხმობასა და ძმობას შეეწევა (Там же, часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-
რაც შეეხება წუთისოფლისგან განშორებას და ბერად აღკვეცას, უარის თქმა საშიშია: რამეთუ უფალი ამბობს: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ" (იოანე 6:37) და ასევე უბრალოდ და განურჩევლად, გამოცდის გარეშე, ყველას აღკვეცაც როდია მისაღები; რამეთუ, თუკი "არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-
"ხოლო მოუმზადებლად და დარიგების გარეშე აღკვეცა, როგორც უკვე ვთქვით, საშიშია და წარმწყმედელი, როგორც აღკვეცილის, ასევე აღმკვეცელისათვის" (Там же, часть 2, письмо 164. К архимандриту Готфскому, стр. 554).
ბრძენი დიონისეს თქმით, "მონაზვნობა ქალწულების აღთქმაა და მონაზვნური სრულყოფილების საიდუმლოა" (Там же, часть 2, письмо 165. К Григорию сыну, стр. 555).
"ჭეშმარიტი ბერისთვის წუთისოფლისგან განშორება -
"ვინც ბერობის აღთქმას დებს, აღიკვეცება და შემდეგ წუთისოფელს დაუბრუნდება, ან დაქორწინდება, დაისჯება" (Там же, часть 2, письмо 172. К Исихию пронатарию, стр. 565).
"ბერობის დატოვება იგივეა რაც ნათლობის დატოვება. მაგრამ, ამასაც კი ბედავენ; საშინელია და შემაძრწუნებელი ამის გაგონება" (Там же, часть 2, письмо 164. К архимандриту Готфскому, стр. 554).