Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XXIV
____________________________________________________________________________________________________________________________
გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის
ძველმართლმადიდებლებთან დავაში ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები ე. ჭელიძის მიერ დამოძღვრილნი ხშირად იმოწმებენ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (მაგ. ნათლობა) დადგენილი საეკლესიო წესისგან გადახრით, სხვაგვარად აღსრულებულა; ანუ დარღვეულა ნათლობისთვის დაწესებული ის აუცილებელი მომენტები, რომლის გარეშე ნათლობა შეუძლებელია ნათლობად ჩაითვალოს.
ასეთი შემთხვევები აბნევს მრავალ ქრისტეანს და აფიქრებინებს, თითქოსდა სავალდებულო არ იყოს ნათლობის შესრულება მხოლოდ ერთი ფორმით -
გამონაკლისი შემთხვევები და დადგენილი წესისგან გარკვეული გადახრების ფაქტები კარგად იყო ცნობილი ყველა იმ ღვთისმეტყველისა და იმ პერიოდის მოღვაწისთვის, ვინც დასხმით-
ე. ჭელიძის წიგნებში "ეკლესია -
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-
წმ. ისააკ ასურელიც ბრძანებს, რომ: "საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს, საერთო განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ" (წმ. ისააკ ასურელი. ჰომილია 1).
წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება, ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-
ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права. М. "Зерцало", 1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).
პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-
ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა დაუშვებელია!
ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ მემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, ვინც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-
აუცილებელია აღინიშნოს, რომ გამონაკლის შემთხვევათა სხვადასხვაგვარი კატეგორია არსებობს. მაგრამ, სანამ გამონაკლისებზე მსჯელობას დავიწყებდეთ, არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ე. ჭელიძის მორიგ მკრეხელურ და აბსოლუტურად არაბიექტურ გამოხდომას ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ.
უკვე ვნახეთ, როგორი არამეცნიერული მეთოდებით ებრძვის იგი ძველმორწმუნეთ; მეცნიერისა და ქრისტეანისთვის შეუფერებელი როგორი უტიფრობით ლანძღავს თავის ოპონენტებს; ვნახეთ, როგორ სოფისტურ ხრიკებს იყენებს თავისი ცრუ იდეების გასამართლებლად; ეს ყოველივე მის უსუსურობასა და მისი პოზიციის უმწეობას ათვალსაჩინოებს. ახლა კი უნდა ვნახოთ მისი მორიგი საცოდაობა, სადაც ჩვენი ოპონენტი პოლემიკური კრიტიკის "გადამისამართებას" ახდენს და სხვა სუბიექტებისადმი გამოთქმულ კრიტიკას "სტაროვერებს" უკავშირებს.
თავისი წიგნის 422-
ამ პუბლიკაციაზე, როგორც ვითომცდა "შემზარავ სტაროვერულ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათა" მამხილებელ წყაროზე მითითებით, უკვე მერამდენედ აშკარავდება თავად ე. ჭელიძის ყალბისმქმნელობა, რომელიც კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოვებს ამ ადამიანის სულიერ სიმახინჯეს. შაქმე ის გახლავთ, რომ ე. ჭელიძის მიერ მითითებული ავტორი რომან ვერშილო მსჯელობს არა "სტაროვერებზე", არამედ საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე (რუს. აბრევიატურა: РПЦЗ. ეს ეკლესია დღეისთვის უკვე შეუერთდა რუსეთის ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიას. რ. ვერშილოს ხსენებული სტატია დაწერილია და ინტერნეტში გამოქვეყნებულია 1998 წლის 13/26 სექტემბერს. იხ. http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm#1).
გამომდინარე აქედან, რ. ვერშილოს ეს სტატია ვერანაირად ვერ იქნება "შემზარავი სტაროვერული "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათა" მამხილებელი წყარო; თუ "შემზარავ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობებზეა" ლაპარაკი, ეს შეფასება რ. ვერშილომ განუკუთვნა საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ РПЦЗ-
«ყოველი ქრისტეანის ცხოვრებაში უმთავრესია მართალი რწმენა ღმერთ-
როგორც 7-
შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (РПЦЗ) ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებათა ცვლილებების გზაზე შედგა, რამაც გამოხატულება პოვა ოფიციალურ დადგენილებაში იმის შესახებ, რომ უნდა გადაინათლოს ყველა მწვალებელი, ან ე. წ. "სხვაგვარადმადიდებელი". არაოფიციალურად წინ წამოწეულია მოთხოვნა დასხმითად ნათელღებულთა გადანათვლის შესახებაც.
ამ გზაზე განსაკუთრებით შორს გაიჭრა რსმე-
ჩვენ წინაშეა ორი საჯარო განცხადება: რსმე-
რეზოლუციაში ნათქვამია: "რსმე (РПЦЗ) ძალადაკარგულად მიიჩნევს სხვაგვარადმადიდებელ "ეკლესიებში" აღსრულებულ ნათლობებს. ამიტომაც, ყველა სხვაგვარადმადიდებელს, რომელიც რსმე-
სიტყვით "რეზოლუცია" და რსმე-
მოციქულთა სწავლების მიმდევარი მსოფლიო კრებები მრავალჯერ მიუთითებდნენ, თუ რომელი მწვალებელი უნდა გადაენათლათ და რომლები არა; და, როგორც ეკლესიისგან არა სრულიად გაუცხოებულნი, მიეღოთ მირონცხებით ან სინანულითა და ზიარებით. ამის თანახმად, რუსეთის ეკლესიაც არ გადანათლავდა დასავლურ აღმსარებლობათა ქრისტეანებს (მსჯელობა დასავლელთა არგადანათვლის შესახებ არის რ. ვერშილოს მიერ მოგონილი სრული სიცრუე -
წიგნი "Новый Маргарит" ("ახალი მარგალიტი"), რომლის შესახებ ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს რუსეთშიც ვრცელდება. ამ კრებულის გამომცემლები ჭეშმარიტებით მანიპულირებენ და წმიდა მამათა ნაწერებს ურევენ თანამედროვეთა თხზულებებს, რომლებიც ნათლისღების შესახებ არამართლმადიდებლურ სწავლებას შეიცავს.
ჩვენ მხედველობაში გვაქვს 6-
ამის შემდეგ რ. ვერშილო გვთავაზობს იმ სწავლებას, რომელსაც ქადაგებს ე. ჭელიძე თავის 476-
1. რ. ვერშილო ირწმუნება, რომ მსოფლიო ეკლესია ყველა საუკუნეში შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას და ავტორები (იგულისხმება "ახალი მარგალიტის" შემდგენლები РПЦЗ-
რ. ვერშილოს თქმით "ახალი მარგალიტის" ავტორები არღვევენ 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრების დადგენილებას, ლათინები (რომლებიც ინათლებიან სამგზისი დასხმით) მიეღოთ არა გადანათვლით, არამედ მირონცხებით. რ. ვერშილოს მტკიცებით, 1484 წლის კრებას ახალი არაფერი დაუმკვიდრებია, არამედ მხოლოდ დაუდასტურებია წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის (პატრიარქობდა 858-
როგორც რუსი მეცნიერებისა და თვით დასავლეთის ადგილობრივ კრებათა დადგენილებებიდან ვნახეთ, ლათინებში (ანუ ე. წ. "კათოლიკეებში") დასხმითი ნათლობა საბოლოოდ დამკვიდრდა 17-
რ. ვერშილოს თავისი თეორიის დასტურად მოჰყავს ასევე წმ. მარკოზ ეფესელი, რომელიც განაწესებდა ლათინთა მიღებას მირონცხებით. ამ თემაზეც ზემოთ უკვე გვქონდა მსჯელობა და აქ აღარ შევჩერდებით. ერთს კი ვიტყვით, რომ ლათინებში საყოველთაოდ არც ამ საუკუნეში დამკვიდრებულა დასხმითი ნათლობა, რომ შესაძლებელი იყოს ლაპარაკი მათი თავიდან ნათლობით შეწყნარებაზე. წმ. მარკოზის სიტყვებიდან კი უნდა გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ იმ დროს ლათინებში უმეტესწილად მაინც შთაფლვითად ნათლავდნენ, რადგან წმ. მარკოზი მართლმადიდებელი უნიატების მამხილებელ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში აღნიშნავს იმ შეუსაბამობებს, რომლებშიც იმყოფებიან ეს უკანასკნელნი, ვინაიდან ისინი უამრავ საკითხში განსხვავდებიან ლათინთაგან, მათ შორის ნათლისღების საკითხშიც. წმ. მარკოზი მხილებითად და ირონიით აღნიშნავს, რომ უნიატებს ნათლობის საკითხშიც კი არა აქვთ ერთობა ლათინებთან, რადგან ისინი (ლათინები) ნათლავენო დასხმით, ესენი კი (მართლმადიდებელი უნიატები) შთაფლვით.
ეს არის მართლმადიდებელთა და ლათინთა შორის არსებულ განსხვავებათა ჩამონათვალის ერთ-
2. რ. ვერშილო, ე. ჭელიძესავით (თუ ე. ჭელიძე რ. ვერშილოსავით) აკრიტიკებს იმ მტკიცებულებას, რომ სიტყვა "ბაპტიზმა" ნიშნავს შთაფლვას (ასეა ნათქვამი "ახალ მარგალიტშიც"). რ. ვერშილო ირწმუნება, რომ თურმე ლექსიკონების მითითებით, ბაპტისმოს შეიძლება ნიშნავდეს "განბნვასაც" (არადა, თვით "განბანვა" მართლმადიდებლურ ლიტურგიკულ და საღვთისმეტყველო ტექსტებში სწორედ შთაფლვის მნიშვნელობით გაიგება, და ამას თვით ე. ჭელიძეც კი არ უარყოფს თავის ნაშრომებში).
რ. ვერშილო წერს: "საერთოდ, სიტყვა ბაპტისმოს-
მაგრამ, განა "შთაფლვა" და "განბანვა" არ არის ქრისტეანული მნიშვნელობის ტერმინები? განა თვით რ. ვერშილო ბაპტისმოს-
რ. ვერშილოს ლოგიკით, ტერმინ ბაპტისმოს მის მიერვე ჩამოთვლილი სამი მნიშვნელობიდან ქრისტეანული ყოფილა მხოლოდ მესამე. პირველი ორის მნიშვნელობა კი არაქრისტეანული... ამაზე მეტყველებს მისი ფრაზა: "ამიტომაც, ქრისტეანებს მართებდათ, სიტყვა ბაპტისმოს შეემეცნებინათ ქრისტეანული თვალსაზრისით".
ცხადია, ჩვენ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ РПЦЗ-
«უთუოდ მნიშვნელოვანია ისიც, -
ათანასეს გამონათქვამი სულ სხვა აზრით ესმით РПЦЗ-
მეორე ციტატა: "ის, ვინც პკურებულია ან გადასხმული, ნაცვლად იმისა განახლდეს ქრისტეში, იბილწება". ეს კი გახლავთ წმ. ათანასეს არიანელთა წინააღმდეგ გამოთქმული მეორე ჰომილიიდან აღებული და დამახინჯებული სიტყვები. თანაც დამახინჯებულია არა მარტო სიტყვები, არამედ აზრიც. წმ. ათანასესთან ლაპარაკია არიანელებზე, ისინი კი ნათლავდნენ სამგზის შთაფლვით.
წმ. მამა ამბობს: "არიანელები ნათლავენ არა მამისა და ძის, არამედ შემოქმედისა და ქმნილების სახელით. როგორც სხვა არის ქმნილება და სხვა არის ძე, ასევე მათ მიერ ცრუდ წოდებული ნათლობაც სხვა არის და არა ჭეშმარიტი, თუმცა, გარეგნულად ისინი დაწერილის მიხედვით წარმოთქვამენ მამისა და ძის სახელს. ის როდი იძლევა ნათლობას, ვინც ოდენ ამბობს: "უფალო!", არამედ ის, ვინც ამ სახელს უკავშირებს მართალ რწმენას. ამიტომაც მაცხოვარმა უბრალოდ ნათლობა კი არ დაავალა მოციქულებს, არამედ უთხრა, ჯერ "ასწავლეთო", და შემდეგ უკვე მონათლეთო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), რათა სწავლებისგან აღმოცენდეს მართალი რწმენა, ხოლო რწმენა შეერწყას ნათლისღების საიდუმლოს".
"და სხვა მწვალებლობებიც, რომლებიც მხოლოდ სახელსღა წარმოსთქვამენ, მაგრამ არასწორად ბრძნობენ, რადგან მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, უსარგებლოს ხდიან მათ მიერ მოწოდებულ წყალს, რომელიც მოკლებულია მადლს, რის გამოც მათგან სხურებული (რანტიდზომენონ) უფრო უკეთურებით იბილწება, ვიდრე განიბანება. ასევე წარმართებიც, თუმც პირით წარმოთქვამენ ღვთის სახელს, მაგრამ იმხილებიან უღვთოებაში, რადგან არ ცნობენ ნამდვილად არსებულ და ჭეშმარიტ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მამას".
ასეთ განმარტებას იძლევა რ. ვერშილო, რომელიც თვითონ არის დასხმით-
ამრიგად, რ. ვერშილოს "მხილება", ჯერ-
ყოველივე ამას დავამატებთ კიდევ იმ გარემოებას, რომ არიანელთა წინააღმდეგ წარმოთქმული მეორე ჰომილიიდან ამოწერილი ფრაზა "სხურებაზე" ეხება არა არიანელებს, არამედ "სხვა მწვალებლებს" (წმიდა მამა არ აკონკრეტებს რომელთ). ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ე. ჭელიძისეულ მორიგ ხრიკთან. კერძოდ, თხზულებაში საიდანაც ე. ჭელიძეს მოჰყავს თავისი "მტკიცებულება" და ასევე რ. ვერშილოსაც (თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, რ. ვერშილოს განმარტება გამორიცხავს ე. ჭელიძისას), წმ. ათანასე კონკრეტულ ადგილას მსჯელობს არა არიანელთა, არამედ "სხვა მრავალ მწვალებლობათა" შესახებ (იხ. Св. Афанасий Великий. Творения. В четырех томах. Т. II. Москва 1994. § 43, стр. 317). წმიდა მამა ჯერ ბრძანებს: "და სხვა მრავალი მწვალებლობაც, წარმოთქვამს მხოლოდ სახელს (ღმრთისას -
აი ასეთი "წყაროებით" და მეთოდებით "ამხელს" ე. ჭელიძე "უტყუარად გამოაშკარავებულ შემზარავ სტაროვერულ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათ", გამოდის კი ისე, რომ თვითონ ხდება მხილებული "შემზარავ ყალბისმქმნელობებში" და არა მარტო რ. ვერშილოს ხსენებული სტატიის ძველმართლმადიდებელთადმი "გადამისამართებით", არამედ მთელი თავისი ნაშრომით, რომელიც სავსეა ცრუმეცნიერული განსჯითა და გაყალბებებით.
ამრიგად, ის, რაშიც რ. ვერშილო ედავება "ახალი მარგალიტის" ავტორებს, შეუძლებელია იყოს ჩვენი განხილვის საგანი; თუ აქ რაიმე შეცდომებზე და უზუსტობებზეა ლაპარაკი, მასზე პასუხი აგონ "ახალი მარგალიტის" შემდგენლებმა და არა ძველმართლმადიდებლებმა და ეს, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დაიმახსოვროს ე. ჭელიძემ, რომელსაც ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია РПЦЗ და "სტაროვერები".
ახლა კი კვლავ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევათა განხილვას დავუბრუნდეთ.
2. გამონაკლის შემთხვევათა კატეგორიები
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გამონაკლის შემთხვევათა სხვადასხვაგვარი კატეგორია არსებობს. მათგან ძირითადად გამოვყოფთ ორს: 1) ღმრთის მიერ დაშვებულს; და 2) ეკლესიის მიერ ნებადართულს.
პირველი კატეგორიის გამონაკლისები ღვთის შთაგონებით ან მისი მიუწვდომელი განგებულებით აღესრულება.
ასეთი გამონაკლისებია, მაგალითად, უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლა, ნათლობა სცენაზე მასხრობით, როგორც მოინათლნენ წმ. გენეზიოსი, გელასიოსი, პორფირი და კიდევ სხვები (მათ შესახებ იხ. ქვემოთ); წმ. ამფილოქე იკონიელის ან წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის ხელდასხმები... არის სხვა მრავალი და ურთიერთგანსხვავებული შემთხვევებიც, რომელთაც ე. ჭელიძე დასხმითი ნათლობის გასამართლებლად, უფრო სწორად, მისი კანონიკურობისა და საეკლესიო საიდუმლოს რანგში წარმოჩენისთვის იყენებს.
თუ ავიღებთ, მაგალითად, უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლას, დავინახავთ თუ რაში მდგომარეობდა აქ გამონაკლისობა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქრისტეანებმა, რომელთაც წყალი არ ჰქონდათ, აღარ იცოდნენ, როგორ დაეკმაყოფილებინათ მომაკვდავი ებრაელის თხოვნა, მოენათლათ იგი სიკვდილის წინ. მაშინ, ერთ-
მოცემული შემთხვევა, რომელიც დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ და, სხვათა შორის, ზეშთაგონებით აღსრულდა, ნათელი დადასტურებაა სწორედ შთაფვლითი ნათლობისა და არა "პკურებითისა". თუ არა შთაფლვის იმიტაციისთვის, მაშ, რისთვის იყო საჭირო მომაკვდავი ადამიანის რის ვაი-
სანამ ამგვარ გამონაკლის შემთხვევათა არსობრივ მხარეს შევეხებოდეთ, სხვა მაგალითებსაც გავეცნოთ: "მაქსიმიანეს მეფობის 20-
-
"როგორ შეგეწიოთ? ხომ არ მოგაჭრათ რამე, რომ შემსუბუქდე?"
-
-
ამის შემდეგ მოუხმო მან მღვდლებს და შემფუცველს (კომედიანტებს, რომლებიც განასახიერებდნენ მათ).
როდესაც ისინი მიუახლოვდნენ გენეზის, მღვდელმა (კომედიანტმა) ჰკითხა:
-
მაშინ გენეზიმ, ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა, დიდის სიმტკიცით მიუგო:
-
და მათაც შეასრულეს მასზე ნათლისღების რიტუალი და როდესაც შემოსეს თეთრი სამოსით, ჯარისკაცებმა (კომედიანტებმა) შეიპყრეს იგი და, როგორც ქრისტეს აღმსარებელი, დასაკითხად იმპერატორს წარუდგინეს. გენეზი არ დაელოდა იმპერატორის შეკითხვას და შესძახა:
-
გაბრაზებულმა იმპერატორმა მისი ჯოხით ცემა ბრძანა, ხოლო პრეფექტს დაავალა, იძულებული გაეხადა გენეზი, უარეყო ქრისტე. უსაშინლეს წამებათა შემდეგ, 25 აგვისტოს, გენეზის თავი მოჰკვეთეს" (Летопись церковных событий; вып. Первый, от рождества Христова до 555 года. Изд. Спб. 1869 г. Лето от рожд. Христова 304. Стр. 89. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни, часть 1, первая половина; изд. Торое. Москва 1913 г., стр. 199).
ამგვარად მოინათლა და აღესრულა გენეზი. მის მსგავსად მოინათლა წმ. პორფირეც, ისიც ამასხარავებდა ნათლობის საიდუმლოს. "ივლიანე განდგომილის დაბადების დღეს პორფირიუსს ქრისტეანთა ძაგება და გამასხარავება დაევალა, მაგრამ, როდესაც შევიდა წყალში და შთაფლვისთვის მოემზადა, შესძახა: "ინათლება პორფირი სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!" რის გამო ეწამა კიდეც. მას თავი მოჰკვეთეს (Четья минея Макарьевская. Месяца сентября 15 день. В. Т. Зеленков. выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, первая половина. Москва 1913, стр. 200).
გამონაკლისი შემთხვევები, როგორც ეს ქვიშით მონათლული ებრაელის მაგალითზე ვნახეთ, უფლის განსაკუთრებული ზეშთაგონებით ამა თუ იმ ფორმით აღესრულება. ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ წმ. გრიგოლ საკვირველქმომედის ხელდასხმაც: მჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებულმა და ღვთით ზეშთაგონებულმა ეპისკოპოსმა ფედიმმა ვერ მოახერხა წმ. გრიგოლის ეპისკოპოსად ხელდასხმა (რადგანაც წმ. გრიგოლი გაურბოდა ეპისკოპოსის ამ სურვილს). "დასასრულ განზრახვისა აღსასრულებლად შთაგონებით რომლისადმი საღმრთოისა ტრფიალებისათა, ფედიმ არა მიმხედმან სიშორესა ზედა ადგილისამან, რომელი განყოფდა მას გრიგოლისგან (იგი იყო მას ზედა შორის სამი დღისა ოდენ გზისა სავალისა), აღიხილა ღუთისა მიმართ და ჰსთქუა, რომელ მას ჟამსა ერთად ხედვიდა მათ ორთავ, და ნაცულადა ხელისა დაასხა გრიგორის სიტყუა, ესრეთითა სახითა მიართუა იგი ღმერთსა, და თუმცაღა იგი განშორებულ იყო გუამით, დანიშნა ქალაქი მისდა სამართუელად... მაშინ იძულებული იყო წმიდა გრიგორი თვის ზედა უღლისა მიღებად". თუმცა, "ოდეს შემდგომად ამისა შესრულებულ იქმენ მის ზედა ყოველნი ჰსჯულიერნი წესნი..." (მართლმადიდებლობითი აღსარება, კათოლიკე და სამოციქულო აღმოსავლეთის ეკლესიისა. 1847 წ. გვ. 352-
გამონაკლისის პირველ და მეორე კატეგორიებში არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ამა თუ იმ მოღვაწის სიწმიდის წარმოსაჩენად გვებოძა (მაგ. წმ. ათანასე დიდის მიერ ბავშვობაში ზღვის ქვიშით (ე. ჭელიძის მიხედვით -
სხვა კატეგორიაა ეკლესიის მიერ ნებადართული, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვები გამონაკლისები, რაც არა საიდუმლოს რიტუალურ ან შედგენილობით მხარეს, არამედ უფლებრივ მომენტს ეხება. ასეთ შემთხვევებში თვით საიდუმლოს აღსრულების ფორმა, მისი გარეგნული სახე არ ირღვევა. ასე მაგალითად, მოციქულთა პირველი კანონის შესაბამისად, "ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ (იხ. "დიდი რჯულისკანონი". თბ. 1975 წ. გვ. 216). მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც ეკლესიას არ ჰყავს ორი ეპისკოპოსი, ნებადართულია ერთმა ეპისკოპოსმაც შეასრულოს არჩეულის ხელდასხმა. ანუ, აქ ლაპარაკია არა თვით საიდუმლოს შესრულების ფორმაზე, არამედ მის შემსრულებელთა რაოდენობაზე.
სჯულის მიხედვით, მღვდლის ან ეპისკოპოსის გარდა არავის აქვს უფლება -
ასევე, გამოუვალ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მღვდლის არყოფნის დროს, ნებადართულია თვითზიარება. ამგვარ შემთხვევებს მრავალი მაგალითი გვიდასტურებს. ღირ. ნიკონ შავმთელი (
წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ "სულაც არ არის საშიში, თუ ვინმე დევნულების ჟამს ახლომახლო მღვდლის არყოფნის პირობებსა და აუცილებელ შემთხვევაში საკუთარი ხელით მიიღებს ზიარებას... ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ მონათლულ ქრისტეანს სახლში აქვს წმიდა ძღვენი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ ეზიარება" (ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. გვ. 47).
ეკლესიის მიერ ნებადართულია აგრეთვე გამოუვალ მდგომარეობაში ერისკაცის მიერ მოსანათლავის წყალში სამგზის დაფლვა (მონათვლა) და სხვა მრავალი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ყველა ამ შემთხვევას ეკლესია უშვებს, როგორც უფლებრივი ხასიათის გამონაკლისს.
ამ უფლების ბოროტად გამოყენება, საჭიროების გარეშე, სჯულიერი პირობების უგულებელყოფით, არათუ მკრეხელურია, არამედ აუქმებს კიდევაც საიდუმლოს, წარმწყმედელია მის მოქმედთათვის და წარმოჩინდება როგორც უსჯულოება. გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის გამოა, რომ ე. წ. "ბეზპოპოვცებს" (20) არც მღვდლები სჭირდებათ სულის საცხოვნებლად და არც რომელიმე საიდუმლოს შესრულება მღვდლის მიერ, ყველაფერს, სხვადასხვა გამონაკლისებზე დაყრდნობით, თვითონ ასრულებენ. ამიტომაც ბრძანებს ღირსი ნიკონ შავმთელი, რომ იმგვარი გამონაკლისები, როდესაც ხატის წინ უთქვამთ აღსარება ან დავითის მსგავსად აღუვლენიათ სინანული ღვთის წინაშე, -
-
20. რუსეთში, 17-
21. "... О покаянии и исповедании, яко не подобает яже по нужды бывающая, или по смотрению некоему временну исповедания и прощения грехов всегда та во свидетельство приностити". Никона черн. горы сл. 52. "Показания" (того, что не принято в закон), л. 417, об. В. Т. Зеленков. выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, первая половина. Москва 1913, стр. 163.
-
ასე, რომ იძულებით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის ან საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლისს საზოგადო, ანუ საყოველთაოდ მისაღებ კანონად არ უნდა ვიწყნარებდეთ (ვ. ტ. ზელენკოვის დასახ. ნაშრ. წიგნი I, ნაწილი პირველი, გვ. 163), რამეთუ ამგვარ დაშვებას შეუძლია გააუქმოს საიდუმლო.
აი, თუნდაც "... არის შემთხვევები, როდესაც, წმ. ევქარისტიის მიღების სურვილიც კი ევქარისტიის მიღებად ეთვლება მორწმუნეს, თუ მომაკვდავია და გულმხურვალედ სურს მიიღოს ეს ღვთაებრივი საზრდელი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰყავს მაზიარებელი მღვდელმსახური. მაშინ ქრისტე, დამფუძნებელი საიდუმლოთა და კეთილმოსურვებათა გვირგვინმყოფელი, თავისი გამოუთქმელი მრავალმოწყალებით აღავსებს ვითარებით შექმნილ ნაკლულევანებას და წმ. ევქარისტიისგან მონიჭებულ სიკეთეს მიამადლის ამგვართ.
ასეთი შემთხვევებისთვის თქვა ერთმა მოძღვარმა: "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ ზიარებისთვის, არამედ გწამდეს და ეზიარები"-
მაგრამ, ეს ყოველივე ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, გაჭირვების ჟამს და ყოველდღიურობისთვის კანონის ძალა არა აქვს. შემთხვევით ან გაჭირვების დროს მომხდარი ამბავი არათუ კანონი არ არის, არამედ, პირიქით, მან შეიძლება გააუქმოს კიდევაც კანონი.
ამასთანავე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ოცნებით მოზიარე სინამდვილეში ქრისტეს ხორცსა და სისხლს კი არ ეზიარება, არამედ მას მიემადლება წმ. ევქარისტიისგან მომდინარე სულიერი ნაყოფი და არ შეიძლება შეედაროს მას, ვინც ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს უდიდესი ღვთისმოშიშებითა და ხანგრძლივი მომზადებით იღებს. განა შესაძლებელია ხისა და ნაყოფის მეპატრონეს გაუტოლდეს მხოლოდ ნაყოფის მფლობელი? ან უმდიდრესი განძის მფლობელს გაუტოლდეს ამ საგანძურიდან უმცირესის მიმღები"? (Камень веры. М. 1730 г. Ч. 11, гл. 1, стр. 409. По синод. Изд. 1843, стр. 142. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. წიგნი I, ნაწილი I, გვ. 44) (აქ სიტყვა მიმართულია იმ მწვალებელთა წინააღმდეგ, ვინც წმიდა მამის სიტყვებიდან გამომდინარე "გწამდეს და ეზიარები", უპატიოსნესი ხორცის და სისხლის მისაღებად საკმარისად მიიჩნევდა მხოლოდ რწმენას -
შევხედოთ საკითხს სხვა კუთხითაც. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია მიცვალებულის ნათლობის ერთი საკმაოდ საინტერესო მაგალითი, რომელიც აღასრულა წმ. მღვდელმოწამე ბასილი ხერსონესელმა (III ს.) (ხს. 7/20 მარტი).
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიცვალებულის, ანუ სულგაცლილი გვამის ნათლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, აქ იხილვება ზნეობრივი მომენტიც. სამართლიანად ამბობს ერთი მღვდელმსახური, რომ მიცვალებულის ნათლობა -
ეკლესია სჯულმდებლობითად კრძალავს მიცვალებულთა ნათლობას. კართაგენის კრების 18-
სჯულის ავტორიტეტული კომენტატორები, ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი და იოანე ზონარა ამ კანონის განმარტებაში ბრძანებენ: "კანონთა დაცვაში უნდა ვიგულისხმოთ ან სარწმუნოების განსაზღვრება, რომლებიც წმიდა მოციქულებმა და მამებმა დაადგინეს, ან კიდევ კანონები, უმჯობესია ვიგულისხმოთ ერთიც და მეორეც. მკვდართა სხეულებს ევქარისტია არ უნდა მიეცეთ; რადგან ამას აკეთებდნენ, აიკრძალა კიდევაც ტრულის (VI კრების 83-
იგივეა მოცემული ცნობილ კანონისტ მათე ბლასტარისის "სინტაგმაში": "18-
სხვათა შორის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან გარემოებასაც. სჯულის ისეთი ავტორიტეტული კომენტატორები, როგორებიც იყვნენ ზონარა (XII ს.) და ბალსამონი (XII ს.), ასევე, მათე ბლასტარისი (XIV ს.), არაფერს ამბობენ დასხმით-
ამ განმარტებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ხსენებული სწავლება მათ აღებული აქვთ კორინთელთა მიმართ მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლეს წმ. იოანე ოქროპირისეული განმარტებიდან. ამდენად, მოცემულ ადგილას ჩვენ გვაქვს არა მარტო სჯულის სამი კომენტატორის, არამედ უდიდესი წმიდა მამის სწავლებაც ნათლისღების საიდუმლოსა და კონკრეტულად ემბაზის წყალში შთაფლვის თაობაზე.
იბადება კითხვა: თუ დასხმა-
წყალპკურება მხოლოდ მადლის სხურების სიმბოლო შეიძლება იყოს და არა დამარხვა-
მაშ, რის საფუძველზე მონათლა წმიდა მამამ მიცვალებული? როგორ გაბედა მან ამგვარი მკრეხელობა და ეკლესიის მიერ უარყოფილი საქმე? განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს წმიდა მამა განეკუთვნებოდა იმგვარ უგუნურთა და უსწავლელთა რიცხვს, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რატომ არ შეიძლება მოინათლოს სულგაცლილი გვამი? განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი, რომელიც განაბრძნობდა მოციქულებსა და წმიდა მამებს, მათი განწესებების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული წმინდანის მაგალითზე აჩვენებდა, რომ შეიწყნარებს მიცვალებულის ნათლობას? არადა, განა თვით უფალი არ მოქმედებს საიდუმლოში მღვდელმსახურთა და მით უმეტეს, წმინდანთა ხელით? ამას არ გვიჩიჩინებს ე. ჭელიძეც, თვით უფლის მიერ მოქმედებული საიდუმლო უფლის მიერ ნაკურთხიაო? და განა სხვა ვინმე მოქმედებს, როცა მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს? განა მღვდელი ოდენ გარეგნული ფორმის აღმასრულებელი არ არის, ხოლო ღმერთი, ამ საიდუმლოს სწორად აღსრულების შემთხვევაში, მადლის მომნიჭებელი? მაშ, რატომ ან როგორ ინათლება მიცვალებული და შეიძლება თუ არა მიცვალებულის ნათლობაც ისეთივე კურთხეული საქმე იყოს, როგორც პკურებითი ნათლობა? რა თქმა უნდა, არა!
ე. ჭელიძეს ყოველთვის მთელი აქცენტი გადააქვს დასხმაზე, იმას კი უგულებელყოფს, რომ ეს დასხმა (ნათლობაც რომ იყოს) განხორციელდა უსულო გვამზე. რომელია აქ უმეტესი გამონაკლისი? დასხმა თუ მიცვალებულის ნათლობა?
ამ მაგალითის მიხედვით ვინმე (მათ შორის ე. ჭელიძეც) დასხმის სჯულიერებას თუ გვიმტკიცებს, მაშინ ის მიცვალებულის ნათლობის სჯულიერებაშიც უნდა გვარწმუნებდეს, რაც ღმრთის მიერ ბოძებული სჯულისა და წმიდა წერილის საწინააღმდეგოა. ღმერთი კი თავის თავს არ ეწინააღმდეგება! ამიტომაც, დაუშვებელია ასეთი შემთხვევების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება და ყველაფერში ღმრთის კურთხევის დანახვა იმ გაგებით, თითქოსდა ამიერიდან ეს ფორმა (რაკიღა ის ღმერთმა აკურთხა ან უშუალოდ თვით ღმერთმა მოიმოქმედა) უკვე საეკლესიო საიდუმლოს წარმოადგენს. ამგვარი მტკიცება მწვალებლობის ტოლფასია და ანათემას იმსახურებს.
ან ვიკითხოთ, როგორ და რის საფუძველზე გაბედა ეპისკოპოსმა ფედიმმა ხელდასასხმელი კანდიდატის ფიზიკურად არყოფნის ვითარებაში ოდენ სიტყვით "დაესხა ხელი" მისთვის? რა სახის გამოცდილებას ეფუძნებოდნენ ან წმ. ბასილი ხერსონესელი ან ეპისკოპოსი ფედიმი (და კიდევ სხვა წმინდანები), როდესაც ასეთ ქმედებებს ჩადიოდნენ? ჰქონდა თუ არა ეკლესიას ამგვარი ნათლობებისა თუ ხელდასხმების კანონიკური საფუძველი? -
მაშ, რის საფუძველზე იქმოდნენ წმიდა მამები ამგვარ მღვდელმოქმედებას? რის საფუძველზე ბედავდნენ ამგვარ გადახრებს? და რაც მთავარია, რა ამოქმედებდა ასეთ შემთხვევაში საეკლესი საიდუმლოს? -
ზემოთ უკვე განვმარტეთ, თუ რა არის საიდუმლო; რომ მასში გამოიყოფა სამი უმნიშვნელოვანესი მომენტი: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. იმისათვის, რათა შესრულდეს მესამე, უმთავრესი პირობა, საჭიროა საიდუმლო შესრულდეს სწორად. როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ საიდუმლო სწორად არის შესრულებული, რომ ღმრთის მადლის გარდამოსვლაში არ დავეჭვდეთ? -
ე. ჭელიძის მიერ დამოძღვრილი ჩვენი ოპონენტები ფორმისადმი ფანატიკურ ერთგულებას გვწამებენ და "წესთმორწმუნეებად" (ე. წ. "ობრიადოვერებად") ჩვენს წარმოჩენას ცდილობენ. მაგრამ გვინდა ვკითხოთ ყველა ამგვარ "ფილოსოფოსს", თუ ფორმით არა, მაშ, როგორ ცნობენ ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ერისკაცნი საიდუმლოში მადლის გარდამოსვლას? თავიანთი ხორციელი თვალებით ღმრთის უხილავ ენერგიას ხედავენ თუ წუთისოფლის საზრუნავებით დატვირთული უმწიფარი გონებით ჭვრეტენ? იქნებ, ყველა მათგანი სასწაულთ მოქმედია და ჩვენ არ ვიცით?
მაგრამ კარგად ვუწყით წუთისოფლის სიამეებითა და ინტერესებით გატაცებულთა უბადრუკობაც და ისიც, რომ არ ძალგვიძს საღმრთო საიდუმლოთა სულიერი ჭვრეტა, ვართ ხორციელნი, ხრწნადნი და მოვკდავნი, რის გამოც ვსაჭიროებთ სწორედ სულიერ საიდუმლოთა ფორმობრივ გამოხატულებებს, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, გარდამოვიწვევთ სულიერ მადლს თუ არა; ვეღირსებით ღმრთის კურთხევას თუ არა. წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "რადგან ორმაგია ადამიანი, -
ჯერაც ხრწნად და ვნებებით აღსავსე ხორცში მყოფთ, თუ მისი ზეგავლენისგან არ გავთავისუფლდებით და სულიერ ხედვას არ შევიძენთ, ვნებები არ მოგცემს შესაძლებლობას, ვიხილოთ, გადმოდის თუ არა მადლი ჩვენ მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე. მაგრამ, სწორედ ამიტომაც, რაკიღა უწყოდა ღმერთმა ჩვენი უძლურება, მოგვცა ხილული ნიშანი მისი მადლის უხილავი მოქმედებისა -
ამისი გარანტიაა სწორედ გარეგნული ფორმა; ამიტომ იცავენ მას ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ასე გულმოდგინედ და არა იმიტომ, რომ "წესთმორწმუნეები" არიან, როგორ დაცინვით გვიწოდებენ ამ სახელს "არაწესთმორწმუნე" და "მართლმადიდებელი" ოპონენტები. მეტიც, ისინი იმდენად დარწმუნებულნი არიან მათ მიერ აღსრულებული ნებისმიერი უსახურების მადლმოსილებაში, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი სიახლეების დამკვიდრებაც კი, რისი ნათელი გამოხატულებაა აერობაპტიზმა (ჰაერში ნათლობა) და კიდევ სხვა, რომელთაც თავიანთ ეკლესიაში ამკვიდრებენ. მაგრამ, მოდი, კვლავ გამონაკლის შემთხვევებს დავუბრუნდეთ.
გამონაკლის შემთხვევაში, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროს, როდესაც ღმერთი თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვებს ამა თუ იმ საიდუმლოს აღსრულებას, რომელიც განსაკუთრებულ ვითარებაში ამა თუ იმ პირის ან წმინდანის მიერ განხორციელდება, ყოველთვის გულისხმობს, რომ ამგვარი გადახრა მადლმოსილი ხდება ან აღმასრულებლის რწმენისა და სიწმიდის, ან საიდუმლოს მიმღების რწმენისა და სიწმიდის გამო; გარდა ამისა, ეს ყოველივე თვითმხილველთა სარწმუნოებისკენ მოსაქცევადაც დაიშვება და არა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ კანონიკური ფორმაა საეკლესიო საიდუმლოსი (როგორც მიცვალებულის ნათლობა არ არის კანონიკური, და არც დაუსწრებლად ხელდასხმის მიცემა, ასევე დასხმა-
ამგვარი მოქმედების ნიმუშად შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემთხვევა წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის († 305) ცხოვრებიდან. ერთხელ მას უცნობებმა ბრმა მიუყვანეს, რომელსაც სხვა ექიმებმა ვერაფერი უშველეს. პანტელეიმონმა ბრმას ჰკითხა: "რას მომცემ, თუკი გიმკურნალებ და მხედველობას დაგიბრუნებ?" ბრმამ მიუგო: "ყველაფერს, რაც კი დამრჩა, შენს ფერხთით დავდებ", რაზეც პანტელეიმონმა უპასუხა: "მხედველობის ნიჭს, ჩემი უღირსობის მიერ ნათელთა მამა დაგიბრუნებს; ხოლო, რასაც შემპირდი, აქედან რომ ჯანმრთელი წახვალ, ღარიბებს დაურიგე".
მამა შეეცადა, გადაეფიქრებინა პანტელეიმონისთვის ამგვარი განზრახვა და უთხრა: "შვილო, საყვარელო! ნუ აიღებ ისეთ საქმეს, რომლის შესრულება არ ძალგიძს, რათა, წარუმატებლობის შემთხვევაში, შერცხვენილ არ იქნე. რადგან სხვა ექიმებზე უმეტესი რა შეგიძლია გააკეთო, რომლებიც ამ უბედურს მკურნალობდნენ და მისი განკურნება კი ვერ შეძლეს?" მაშინ პანტელეიმონმა მიუგო "ის, რაც ამ ადამიანისთვის მინდა გამოვიყენო, არც ერთმა მკურნალმა არ უწყის; მათსა და იმას შორის, ვინც ეს მასწავლა -
პანტელეიმონის მამას ეგონა, რომ მისი შვილი ლაპარაკობდა თავის მოძღვარზე და უთხრა: "მსმენია, რომ შენი მოძღვარიც მკურნალობდა ამ კაცს, მაგრამ ვერაფრით უშველა". რაზეც პანტელეიმონმა მიუგო: "ცოტაც მოიცადე, მამავ ჩემო, და თვით საქმე აჩვენებს, რამდენად სარწმუნოა ჩემი თავდაჯერებულობა წარმატებაში". და როგორც კი ეს თქვა, შეეხო იგი ბრმის თვალებს, მოუწოდა ქრისტეს სახელს, ილოცა სნეული ადამიანის განკურნებაზე და თქვა: "სახელითა უფლისათა იესუ ქრისტესითა, რომელიც ბნელში მყოფთ განანათლებს, აიხილე და ხედვიდე" და იმწამსვე აეხილა ბრმას მხედველობა; იქვე ირწმუნა პანტელეიმონის მამამ ევსტორგიმაც ღმერთი; მორწმუნე გახდა განკურნებული ბრმაც, რომელსაც არა მარტო ხორციელი თვალები აეხილა, არამედ სულიერიც" (იხ. Житие, страдания и чудеса св. великомученика и целителя Пантелеймона. Москва. 1903 г., стр. 16
აშკარაა, რა საფუძველი აქვს პანტელეიმონის თავდაჯერებულობას, რომ მის მიერ მითითებულ მომენტში ის ბრმას განკურნავს -
ქრისტეანთა დევნულების პირველ საუკუნეებში წარმართთა დილეგებსა და საპატიმროებში უამრავი საეკლესიო საიდუმლო აღსრულდებოდა, განსაკუთრებით ნათლობა და ზიარება (მირონცხებას, ალბათ, ვერც კი ასრულებდნენ). აი, საპყრობილეში ზიარების საინტერესო შემთხვევა, როდესაც წმიდა მღვდელმოწამე ლუკიანემ (IV ს.) საკურთხევლად საკუთარი სხეული გამოიყენა და მასზე აღასრულებინა წმიდა ჟამისწირვა. "როცა დიოკლეტიანემ (284-
მირონცხება, ალბათ, საერთოდ უნდა გამოვტოვოთ, რადგან, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ამ საიდუმლოს საპატიმროში მყოფნი ერისკაცნი ვერ აღასრულებდნენ (თუ ღმრთის დაშვებით კვლავ რაიმე სასწაული არ მოხდებოდა), არადა, ვიცით, რომ მირონცხების გარეშე ქრისტეანი ქრისტეანად ვერ იწოდება და მაშინაც კი, როდესაც წმინდანებს მადლი ნათლისღებამდეც ან მირონცხებამდეც მიუღიათ, შემდეგში ნათლობას და მირონცხებას აუცილებლად იღებდნენ, ანუ ამდაგვარნიც ინათლებოდნენ და მირონიცხებოდნენ (ან, როგორც ეს მოციქულთა პერიოდში იყო, მოციქულთაგან ხელი დაედებოდათ).
ამრიგად, საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (იქნება ეს ნათლობა, ზიარება, სინანული, ხელდასხმა თუ სხვა) ამ საიდუმლოსთვის დადგენილი წესისგან განსხვავებით აღსრულებულა, უფლის მიერ შეწყნარებული ყოფილა საიდუმლოს მიღების მოწადინის რწმენისა და მდგომარეობის შესაბამისად და არა იმიტომ, რომ მოცემული წესი საეკლესიო კანონად იყო მიჩნეული.
გამონაკლისის არსი სწორედ ის არის, რომ ღმერთი საიდუმლოსთან ზიარების მოწადინეს უვსებს იმ დანაკლისს, რაც ამ საიდუმლოს აღსრულებისთვის არის აუცილებელი და რასაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნისას განიცდის ადამიანი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ანიჭებს მას უფალი ნუგეშს და, როგორც ღირსეულს, რწმენის ნაყოფთა სისავსეს აზიარებს. ხოლო ზოგჯერ უამრავი ადამიანის მოსაქცევად და საიდუმლოს ჭეშმარიტების წარმოსაჩენად უფალი თავის საიდუმლოებებს სასწაულებრივად აღასრულებს.
ეს ჭეშმარიტება დასტურდება წმ. მამებთან. მაგალითად, ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წიგნში "განმანათლებელი" (Просветитель) გადმოგვცემს ასეთ შემთხვევას: ერთ ღრმადმორწმუნე, ღვთისმოსავ და მართალ ერისკაცს სურდა ბერად აღკვეცილიყო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, უკიდურესი სიდუხჭირის გამო ოცნება ვერ აისრულა. და აი, რაღაც შემთხვევის გამო საჭირო გახდა იმ საფლავის გახსნა, სადაც ის ესვენა და, ჰოი, საოცრებავ! წმიდა სამონაზვნო სამოსელით შემოსილი იხილეს იგი. სიკვდილის შემდეგ მიუღია ის, რასაც ამქვეყნად ასე შეჰნატროდა" (Преп. Иосиф Волоцкий. Прпосетитель. Москва. 1993 г., сл. 11, гл. 1, стр. 285-
და ეს სრულიად ბუნებრივია, რამეთუ იმავე წმიდა მამის მოწმობით, ასე ბრძანებს წმ. მაკარი დიდი: "ვინც ეძებს და აკაკუნებს, უფლის სიტყვისამებრ, და მთელის მონდომებით, სულით და გულით, ვნებათაგან და ამაოებათაგან განშორებული, სიკვდილამდე დაუღალავად ითხოვს ღვთის წყალობას, ამდაგვარი მიიღებს სათხოვარს. და თუ ყოველივე ნაბრძანებს დაიცავს, მაგრამ, დიდი მონდომებისდა მიუხედავად, ღვთის მიუწვდომელი განგებულებით ვერ ეღირსება მადლს ამქვეყნად -
ასე რომ, თუ ღმერთი ხედავს ადამიანის რწმენას და გულმხურვალე მისწაფებას სულის განწმენდისა და ცხოვნებისკენ, უხვად მოუვლენს თავის მოწყალებას და გამოუთქმელ სიკეთეებს აზიარებს, ხოლო, თუ ვინმე რწმენის გარეშე მიეახლება საიდუმლოს, ყველაფერი ზედმიწევნითი სიზუსტითაც რომ აღუსრულონ, ვერავითარ სიკეთეს ვერ ეღირსება, პირიქით, დაისჯება კიდეც. რამეთუ: "ითხოვდინ სარწმუნოებით და ნუ ორგულებით", -
საეკლესიო საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის; არავის მიენიჭება საღმრთო მადლი რწმენის გარეშე, ხოლო საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სადაც არის ღრმა რწმენა, მაგრამ შექმნილია ნაკლულევანება (მაგ. არ არის წყალი ნათლობისთვის, არ არის მღვდელი აღსარების მისაღებად, არ არის წმ. ძღვენი საზიარებლად და ა. შ.) საღმრთო შთაგონებითა და მადლით აღესრულება ყოველივე. თუმცა ამგვარი გამოუვალი მდგომარეობიდან თავდაღწევის შემდეგ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში უნდა სრულყოს მორწმუნემ ეს ნაკლულევანება, რადგან ცოცხლად დარჩენილს არ მიეტევება საიდუმლოს სრულყოფილი სახის უგულებელყოფა.
განსაკუთრებულ შემთხვევაში დაშვებული გამონაკლისებით ნუ შევეცდებით უსჯულოების გამართლებას და გახსოვდეთ, რომ გამონაკლისის აყვანა კანონის რანგში და მისი საყოველთაო წესად დამკვიდრება თვით ბადებს უსჯულოებას.
მტკიცედ გახსოვდეთ ნაბრძანები: "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (კონსტანტინოპოლის წმ. ორგზისი კრების მე-
3. ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობის შესახებ
შეიძლება გვითხრან, მართალია, ნათლობა უნდა შესრულდეს შთაფლვით, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ პირველ საუკუნეებში, განსაკუთრებით დევნულების პერიოდში, მრავალი ნათლობა აღსრულებულა დასხმით. თუ დასხმა საიდუმლო არ არის, მაშ, რას გადმოჰყავს ღმრთის მადლი ასეთ შემთხვევებში? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ამოქმედებს მადლს, როდესაც საიდუმლო სრულდება ღმრთის მიერ დადგენილი წესისგან გადახრით, ანუ გამონაკლისი სახით?
იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ღმრთის მადლი ვითარებით შეზღუდულ პირობებში, როდესაც ირღვევა ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებული დეტალები, კარგად არის აღწერილი წმ. პატრიარქ ფოტის პასუხში კალაბრიელ ეპისკოპოს ლეონისადმი, რომელიც ეხება ერისკაცის მიერ შესრულებული ნათლობის ჭეშმარიტებას.
ჯერ ვნახოთ, მიიღება თუ არა ერისკაცის ნათლობა და რა წინააღმდეგობები არსებობდა ან არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
"ერისკაცთა ნათლობის საკითხი, -
"უდავოა, რომ ნათლობის გარეშე ცხოვნება არ არსებობს, მაგრამ დასკვნა, რომ ერისკაცს შეუძლია ნათლობის აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, თუ ვაღიარებთ მის უნარს, აღასრულოს ღმრთისმსახურებანი. ამ მეორე წანამძღვრის გარეშე ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობა ვერანაირად შეეწევა ადამიანს სულის ცხოვნების საქმეში, რადგან მის მიერ აღსრულებულ საიდუმლოს არ ძალუძს მოგვანიჭოს ის, რასაც გვაძლევს საღმრთო საიდუმლო. თანამედროვე დოგმატური ღვთისმეტყევლება ამ მეორე წანამძღვარს არ აღიარებს, ანუ ერისკაცთ არ ბოძებიათ უნარი, აღასრულონ ღმრთისმსახურებანი. საიდუმლოთა სინამდვილე გამომდინარეობს თვით კანონიერად ხელდასხმული მღვდლის მიერ აღსრულებული საიდუმლოს ფაქტიდან... მაგრამ საიდუმლოთა არსის გაგების ასეთ შემთხვევაში, ადამიანის ცხოვნებისთვის, როგორ არის შესაძლებელი, ერისკაცს მიენიჭოს ნათლობის აღსრულების უნარი? თუ ერისკაცთ შეუძლიათ (ანუ აქვთ ამისი საღმრთო მადლი -
რადგან ჩვენი ძიების მიზანი არ გახლავთ მოცემული საღვთისმეტყველო პრობლემის გადაჭრა, ამ საკითხს ღიად დავტოვებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ პროფ. ნ. აფანასიევი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს ერისკაცთა სამღვდლო ღირსების შესახებ სწავლებაში, რომელიც დოგმატურმა ღვთისმეტყველებამ დაკარგა, მაგრამ შენარჩუნდა საეკლესიო ცხოვრებაში. პროფ. ნ. აფანასიევის აზრით, ერისკაცებს უნარი აქვთ აღასრულონ ღმრთისმსახურებანი, ამიტომაც, გარკვეული პირობებში, მათ მიერ აღსრულებული ნათლობა მადლმოსილ-
ახლა გადავხედოთ, რას ბრძანებენ ძველი ეკლესიის აპოლოგეტები და წმიდა მამები ერისკაცთა მიერ აღსრულებული საიდუმლოებების შესახებ. აი, რას ამბობს ამის შესახებ ტერტულიანე: "მისი (ანუ ნათლისღების) აღსრულების უფლება უპირველეს ყოვლისა მღვდელმთავრის, ანუ ეპისკოპოსის უფლებაა. მისი შესრულება შეუძლიათ ასევე მღვდლებსა და დიაკვნებს, მაგრამ არა ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რათა დაცულ იქნას მწყემსმთავრისადმი პატივისცემა და მისდამი მორჩილება, რათა მშვიდობა შენარჩუნდეს ეკლესიაში. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში ნათლისღების უფლება ერისკაცებსაც ეძლევათ. ამგვარად, როდესაც არ არის არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკვანი, არავინ უნდა თქვას უარი ღვთის ნიჭთან ზიარებაზე" (Тертуллиан. О крещении, XVII. (Русск. пер.: СПб, 1857, с. 23-
ამრიგად, ტერტულიანის თქმით ერისკაცს შეეძლო აღესრულებინა ნათლობა ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის არყოფნის შემთხვევაში, თანაც მაშინ, როდესაც ამისი გაკეთება აუცილებელი და გადაუდებელია. მაგრამ, როგორც პროფ. ნ. აფანასიევი ამბობს "ტერტულიანის სიტყვები უფრო თეორიული მსჯელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე საეკლესიო ცხოვრებიდან გამომდინარე ფაქტისას". როგორც ჩანს, ამგვარი ნათლობის სინამდვილე ეჭვქვეშ არ დგებოდა, თუმცა ის მაინც მიიჩნეოდა ნაკლულად, რადგან არ იყო აღსრულებული საეკლესიო კრებულის წინაშე. ერისკაცის მიერ მონათლული თუ ცოცხალი დარჩებოდა, მას ეპისკოპოსი "აღბეჭდავდა" საეკლესიო შეკრებაზე (ნ. აფანასიევი. იქვე).
სხვათა შორის, პირველი კანონიკური განწესება, რომელიც ერისკაცს უფლებას აძლევს, აღასრულოს ნათლობის საიდუმლო, გვხვდება ელვირის კრების (305) დადგენილებებში, რომლის 38-
ამ პერიოდში ერისკაცის მიერ ნათლობის აღსრულების საკითხს აღმოსავლეთის ეკლესია დიდი ეჭვის თვალით უყურებს. აღმოსავლეთის კრებები არსად განიხილავენ და არც ახსენებენ სადმე, რომ ერისკაცს ვინმეს ნათლობის უფლება ეძლეოდეს.
ყველაზე ცნობილ და დიდ საეკლესიო მოღვაწეთაგან, წმ. ბასილი დიდი უარყოფდა ერისკაცთა მიერ ნათლისღების აღსრულების შესაძლებლობას. ეს ჩანს იქიდან, რომ წმ. ბასილი დიდი მწვალებელთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ადარებდა ერისკაცთა ნათლობას, რომელიც უნდა დაექვემდებაროს საეკლესიო განწმენდას (Epist.188, can.I. PG 32, 688).
წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, როცა ნათლისღების უფლების მქონე პირებს ჩამოთვლის, არაფერს ამბობს ერისკაცებზე (Orat.XL, 26. PG 36, 396. ср. Carmen I.II. PG 35, 102).
მოციქულთა დადგენილებების შემდგენელი უფლებას არ აძლევს ერისკაცთ, აღასრულონ ნათლობა: "უფლებას არ ვაძლევთ ერისკაცთ, აღასრულონ რაიმე სამღვდლო საქმე, როგორიცაა: მსხვერპლშეწირვა ან ნათლობა, ან ხელდასხმა, ან კურთხევა დიდი თუ მცირე. რამეთუ ვერავის ძალუძს, თავისთავად მიიღოს ეს პატივი, თუ ღმრთის მიერ არ იქნა მოწოდებულ, რამეთუ პატივი იგი მოიცემა ეპისკოპოსის ხელდასხმით, და ვისაც ის არ მიუღია და თვითნებურად მიუტაცნია ამისი უფლება, ოზიას სასჯელს დაიმსახურებს" (III, 10. Русск. пер., с.112).
დასავლელ მამათაგან ნეტ. იერონიმე არ ეჭვობდა ერისკაცთა მიერ აღსრულებულ ნათლობას, ოღონდ საჭიროების შემთხვევაში (Adversus Luciferianos. IX. PL 23, 165).
XII საუკუნის ბიზანტიაში ეს საკითხი ჯერაც ეჭვქვეშ იყო. სარდიკიის კრების (344 წ.) 18-
ამრიგად, როგორც არ არიან კლერიკოსნი მაქსიმეს, ევტიქიანეს და მუსას მიერ ხელდასხმულნი, ასევე მოუნათლავად უნდა ჩაითვალოს ის, ვისზეც ამბობენ, რომ მონათლულია ხელდაუსხმელისგან (ანუ ერისკაცისგან -
ამრიგად, ბალსამონი კატეგორიული წინააღმდეგია, აღიაროს ერისკაცთა მიერ აღსრულებული ნათლისღება, მაგრამ ამავე დროს ადასტურებს, რომ მის დროს ეს აზრი არ იყო ერთადერთი.
როგორც პროფ. ნ. აფანასიევი წერს: "ბიზანტიაში განმტკიცებული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ბალსამონის არგუმენტაცია უდავოა. ერისკაცს, როგორც ხელდაუსხმელს (ეს მისი ძირითადი არგუმენტია), არ შეუძლია აღასრულოს ნათლისღება. თუ მას ეს შეუძლია, მაშინ აუცილებლობის შემთხვევაში ის დანარჩენი საიდუმლოებების აღსრულებასაც თავისუფლად შეძლებს, მათ შორის ხელდასხმის საიდუმლოსაც. ეს არის ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობის აღიარების უდავო შედეგი, რომელსაც მონდომებით და წარუმატებლად გვერდს უვლის სკოლარული ღვთისმეტყველება. ბალსამონის აზრით, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ძალუძს მხოლოდ იმას, ვინც მიიღო საიდუმლოთა აღსრულების მადლი, ანუ ხელდასხმულს. თუმცა, ბალსამონი მზად არის, აღიაროს ნათლობის ცალკეული შემთხვევები, რომელთაც მას წმიდანთა ცხოვრებიდან უმოწმებდნენ, რადგან წმიდანებს მადლი მიღებული ჰქონდათ უშუალოდ ღმრთისგან, ხელდასხმის გარეშეც" (პროფ. ნ. აფანასიევი. დასახ შრ.).
მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთში ბოლოს მაინც ის შეხედულება დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც უკიდურეს შემთხვევაში ნათლობა შეიძლება შეასრულოს ყოველმა მართლმადიდებელმა ერისკაცმაც, მამაკაცი იქნება ის თუ დედაკაცი. ამაზე მეტყველებს წმ. ნიკიფორე აღმსარებლის (IX ს.) კანონები, სადაც წმ. ნიკიფორე, უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს, ნათლობა აღსრულებულ იქნას ერისკაცის მიერაც. "საჭიროების შემთხვევაში უბრალო ბერსაც შეუძლია მონათვლა, ისევე როგორც საჭიროებისას ნათლავს დიაკონიც. თუკი რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მღვდლის პოვნა, მაშინ უნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ყველას, ვინც იქ აღმოჩნდება. ცოდვა არ იქნება, მონათლავს მამა ან ნებისმიერი სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს (იგულისხმება მართლმადიდებელი -
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის განმარტება ერისკაცთა მიერ აღსრულებული ნათლისღების თაობაზე. წმ. პატრიარქი ფოტი წერდა: "თუ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ქრისტეანები ტკბებიან მშვიდობით და ბევრია მღვდელმსახური, ვინმე ერისკაცი თუ უგულებელყოფს საეკლესიო მღვდელმოქმედებას და ამპარტავნობით აღძრული გაბედავს ამ საქმის, ანუ ნათლისღების აღსრულებას, მკაცრი ეპითემიის შემდეგ სრულიად უნდა აეკრძალოს მღვდლობის მიღება... რადგან ვინც მოიძულა მადლი მის მიღებამდე, ის დაუფიქრებლად გაქელავს მას მიღების შემდეგაც. ხოლო იმათ, ვინც ამ ერისკაცის მიერ იყვნენ მონათლულნი, არანაირად არ ვაღიარებთ სულიწმიდის მადლის მიმღებებად, ამიტომაც განვსაზღვრავთ, რომ ისინი უნდა მოინათლონ და ეცხოთ მირონი...
მაგრამ, თუ წმიდა ნათლისღებას შეასრულებენ (უბრალო) ქრისტეანნი, რომლებიც ბარბაროსთა უღელქვეშ ცხოვრობენ და არ ჰყავთ საჭირო რაოდენობის მღვდლები, საჭიროებით გამოწვეული ნათლისღება შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ითხოვს და ისინი, ვინც მადლის ძიებაშია არ უნდა მოაკლდნენ მას ბარბაროსთა ბატონობის გამო. ამიტომაც, ის ნათელღებულნი, ვინც ხელდაუსხმელთაგან (ანუ ერისკაცთაგან -
ხოლო ნათელღებულთათვის განვსაზღვრავთ, რათა მათ ეცხოთ მირონი, თუნდაც ხელდაუსხმელთაგან მიეღოთ მირონცხება. მხოლოდ საჭიროების გამო (ერისკაცის მიერ) აღსრულებული ნათლისღება ნუ გაუქმდება, რადგან თუნდ არასრულია იგი (ადრინდელი მირონცხების არასრულყოფილების გამო), პატივდებულია უწმიდესი სამების მოწოდებით, მომწოდებლის ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით... რამეთუ ღმრთის ეკლესია ძველთაგანვე შეიწყნარებდა სწორად აღსრულებულ ნათლობას, რომელიც დროის, ვითარებისა და ადგილის გათვალისწინებით ერისკაცის მიერ იყო შესრულებული" (Цит. по: Павлов А. С. Номоканон при Большом Требнике. М., 1897. С. 352-
აი ასე აფასებს ეკლესია ერისკაცის მიერ აღსრულებულ ნათლობას. თვით პატრიარქი ფოტიც არ აღიარებს მას, თუ ერისკაცი ნათლობას აღასრულებს არა იძულებითი და რთული ვითარების შემთხვევაში, როდესაც ახლო-
მაშ, რა ამოქმედებს ერისკაცის მიერ აღსრულებულ ნათლობას, თუკი ერისკაცს, როგორც ასეთს, არ გააჩნია საიდუმლოთა აღსრულების უფლებამოსილება იმ დონემდეც კი, რომ ზემოთ აღწერილი წესის დარღვევის შემთხვევაში, ერისკაცის მიერ მონათლული თავიდან უნდა იქნეს ნათელღებული, და ეს არანაირად არ ჩაითვლება ხელმეორე ნათლობად, ნათლობის განმეორებად, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმად?
წმ. პატრიარქი ფოტი ერისკაცს ამგვარ უფლებას იკონომიით განუწესებს და აცხადებს იმ პირობებს, რომლებიც ამოქმედებენ საიდუმლოს მოცემულ შემთხვევაში: "თუ წმიდა ნათლისღებას შეასრულებენ (უბრალო) ქრისტეანები, რომლებიც ბარბაროსთა უღელქვეშ ცხოვრობენ და არ ჰყავთ საჭირო რაოდენობის მღვდლები, საჭიროებით გამოწვეული ნათლისღება შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ითხოვს... მხოლოდ საჭიროების გამო (ერისკაცის მიერ) აღსრულებული ნათლისღება ნუ გაუქმდება, რადგან, თუნდ არასრულია იგი (ადრინდელი მირონცხების არასრულყოფილების გამო), პატივდებულია უწმიდესი სამების მოწოდებით, მომწოდებლის ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით..." (ციტ. იქვე).
ღვთისმოსავი განზრახვა და მიმღების რწმენა
-
22. შეად. წმ. კვიპრიანეს სიტყვებს: "არანაირად არ შეიძლება უკმარი იყოს და უძლური ღმრთის სიკეთე, და რომ შეუძლებელია მივიღოთ რაიმე ნაკლები იქ, სადაც როგორც მიმცემის (მღვდლის -
-
ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობაც შეიძლება შეწყნარებულ იქნეს, თუ ის ჩატარებულია "ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით". მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე ითქვას იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როცა არსებობს არა მარტო მღვდლის დანაკლისი, არამედ ნათლისღებისთვის საჭირო ნივთიერებისაც? განა ასე არ მონათლეს ერისკაცებმა უდაბნოში მომაკვდავი ებრაელი? განა პირველ საუკუნეებში ასე არ ინათლებოდნენ საპატიმროში მყოფი დევნილი და ტანჯული მოწამენი?
წმ. პატრიარქ ფოტის სიტყვებიდან გამომდინარე, ამგვარი შემთხვევებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ მართალია, სამგზისი შთაფლვა წყალში აუცილებელია საიდუმლოს აღსასრულებლად, მაგრამ, თუ გარემოებათა გამო ეს შეუძლებელია, ღმერთი არ განიკითხავს ვითარებით შევიწროებულ ქრისტეანს და შეიწყნარებს მის განზრახვას, გააკეთოს ის, რაც შეიძლებოდა სრულიად აღსრულებულიყო ნორმალურ პირობებში. სწორედ ასე შეიძლება მივუდგეთ ვითარებით გამოწვეულ დასხმით ნათლობებს და არა იმ კუთხით, რომ ნათლობის ეს სახე თანასწორია შთაფლვითი ნათლობისა და ტერმინი შთაფლვა ოდენ სიმბოლურად უნდა იქნეს გაგებული. კარგად წარმოაჩენს ამგვარ ვითარებას წმ. კვიპრიანე კართაგენელიც ეპისკოპოს მაგნუსისადმი მიწერილ და უკვე ზემოთ განხილულ პასუხში.
ამრიგად, თუ რთულ ვითარებაში ადამიანის მიერ დასხმითად მიღებული ნათლობის მადლს ვითარებით გამოწვეული გარემოება და თვით ადამიანის რწმენა ამოქმედებს და პირიქით, თუ ადამიანს, რომელსაც ნათლობა სურს, მაგრამ ამოძრავებს არა ღვთისმოსავი, არამედ უკეთური განზრახვა და ურწმუნოება, ნათლობა სრული კანონიკური სახითაც რომ აღსრულდეს თვით უმთავრესი მღვდელმთავრის მიერაც კი, ვერანაირ ნათელ შედეგს ვერ მოუტანს მონათლულს, მეტიც სასჯელის ღირსადაც კი შექმნის მას, როგორც ღმრთის საიდუმლოს გამაუფასურებელს და შეურაცხმყოფელს. ამისი ყველაზე ნათელი დასტურია სიმონ მოგვის ნათლობა, რომელიც გადმოცემის თანახმად წყალში შთაფლვითად მოინათლა წმ. მოციქულ პეტრეს მიერ, მაგრამ ვერ განათლდა. მეტად მოკლედ და ლაკონურად აღწერს სიმონ მოგვის ნათლობის შედეგს წმ. კირილე იერუსალიმელი: "მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა. სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით. სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან" (რომ. 6.4; კოლ. 2.12) (წმიდა კირილე იერუსალიმელი -
იხ. ასევე: (http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=480%3A2012-
-
23. ძველი ბერძნულიდან ტექსტის მთარგმნელი გიორგი ჯულაყიძე, სხვათა შორის, სქოლიოში აკეთებს ასეთი სახის შენიშვნას: შდრ. Gრ: ἐβαπτίσθη, ἀλλ' οὐκ ἐφωτίσθη. ორივე ბერძნული ტერმინი (τὸ βάπτισmα და ὁ φώτισmος) ნათლისღების საიდუმლოს აღსანიშნავად გამოიყენება. პირველი ხსენებული საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე მიუთითებს, რადგან ნათლისღება მოსანათლის წყალში სამგზის შთაფლვით აღესრულება, βάπτισmα-
-
მაშ, თუ გავერკვიეთ, რა ამოქმედებს ღმრთის მადლს გამონაკლის ან რთულ ვითარებაში, დადგენილი წესისგან აღსრულებულ საიდუმლოში, გაუგებარია, რა უნდა ამოქმედებდეს ასეთ ვითარებაში არმყოფი, სრულიად ჯანმრთელი და საღ-
როგორც უკვე ვთქვით (და ამ აზრზეა ძველ და თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა დიდი უმრავლესობა), ასეთი ნათლობები აღესრულებოდა რთული ვითარებით გამოწვეულ ან ღმრთის განგებულებით დაშვებულ შემთხვევებში. მაგრამ, თუ დადგენილი საეკლესიო წესისგან ამგვარ გადახრას საზოგადო წესად ვაქცევთ, საიდუმლოსთვის ბოძებულ აუცილებელ პირობებსაც დავარღვევთ და საიდუმლო დარჩება აღუსრულებელი. რადგან ეს შემთხვევები საზოგადო წესისა და კანონისგან განსხვავდება, ისინი საეკლესიო საიდუმლოს არსის მიღმა რჩება და ამით იქმნება სწორედ გამონაკლისის კატეგორია და არა იმიტომ, რომ ასეთი რამ იშვიათად მომხდარა.
ამგვარ ფაქტებს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღმრთის განსაკუთრებულ განგებულებით შემთხვევებს, რომელთაც ადამიანებს სარწმუნოებაში განსამტკიცებლად შთააგონებდა უფალი და კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ ღმერთი, ადამიანისგან განსხვავებით, ვითარებით შეზღდუდული როდია, ვერ შეძლოს თავისი შვილებისთვის წყალობის მიცემა და მათი სულების ცხოვნება. მაშ, როგორ უნდა ვუყუროთ ყველა ამ შემთხვევას? -
ამგვარი შემთხვევები განგვაძლიერებენ რწმენასა და სასოებაში, მაგრამ იგივე შემთხვევები არ უნდა დავაწესოთ საეკლესიო კანონად. რატომ? იმიტომ რომ, -
სწორედ ამიტომ, იშვიათ, გამონაკლის, საზოგადო წესისგან განსხვავებულ მაგალითებზე ეკლესიის ცხოვრების აგება მათი გარეგანი მიბაძვისა და განმეორების სახით სხვა არაფერია, თუ არა მტკიცება იმისა, რომ შენც ისევე შეგიძლია, როგორც ეს იშვიათ, სასწაულებრივ და ღმრთის განგებით დაშვებულ შემთხვევებში იყო შესაძლებელი. ეს კი თავდაჯერებულობისა და ამპარტავნობის ნიშანია.
როდესაც გვიმოწმებენ უამრავ მაგალითს საპატიმროში აღსრულებული ნათლობებისა ან მიცვალებულის გაცოცხლებისა წყალდასხმით, ან წვიმით ნათლობისა, ან კიდევ ქვიშით, იქნებ, ფიქრობენ, რომ ნათლობის ამგვარი სახით განმეორების შემთხვევაში მოხდება იგივე, რაც მაშინ მომხდარა? და საიდუმლო იმოქმედებს ღმრთის მიერ ისევე, როგორც იმ შემთხვევებში ამოქმედებულა? რა გვაძლევს ამგვარი მტკიცების საბაბს?
გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის მოწინააღმდეგე პატრიარქი ბალსამონი (ამავე დროს სჯულისკანონის ავტორიტეტული კომენტატორი) შესანიშნავად ბრძანებს: "რაც წესი არ არის, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის". ამრიგად, თუ პიროვნება (სასულიერო თუ საერო პირი), რომელმაც დასხმითი ნათლობა აღასრულა, "ისეთივე საღმრთო მადლის მფლობელი იქნება, როგორიებც იყვნენ ათანასე დიდი და წმ. პორფირე, მაშინ ჩვენც მივიღებთ და შევიწყნარებთ მათ მიერ აღსრულებულ ნათლობას; ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ მივყვეთ საღმრთო და წმიდა განწესებებს" (Вальсамон: "... что не по правилам, то в пример не приводится. Итак, если не посвященный совершивший крещение удостоен такой же божественной благодати, как и Афанасий Великий и святый Порфирий, то примем и мы совершенное им крещение; если же этого нет, и мы необходимо будем следовать божественным и священным правилам") (Правила святых поместных соборов с толкованиями. Правила святаго поместного собора Сардикийскаго. Москва. 1880. Стр. 352).
მაგრამ, მოდი, კვლავ გამონაკლისის შემთხვევებისადმი ე. ჭელიძის დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ და ვიხილოთ მისი ცთომილება კიდევ ერთი სასწაულებრივი შემთხვევის მაგალითზე.
ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართულ თავის მორიგ გამოხდომაში ე. ჭელიძე აღნიშნავს: "თუ დასხმითი ნათლობა გამონაკლისი სახეა, გამომდინარე კაცობრივი უძლურებიდან და გარეგანი ფაქტორის ყოფითი მძლავრებიდან, საუფლო ყოვლადძლიერება მას არანაირად არ უნდა მოქმედებდეს, რადგან ვერარა უძლურება და ვითარებისეული იძულება მას ვერ შეზღუდავს... თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერთ სჯულად სრული ხილული ჩაძირვით ნათლისღება, როგორც ამას მეორედმნათვლელი გადაშთაფლულები ბრძნობენ, აშკარაა, რომ, თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებაშიც გარდაუვალად (?) სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს" ("სული -
მაგრამ ჩვენი "მეცნიერის" ფანტაზია ამას როდი სჯერდება: "მართლაც, -
ძალიან უახლოვდება ე. ჭელიძის ეს ლოგიკა ე. წ. "ბეზპოპოვცებისას", რომელთა აზრით, გამონაკლისი შეიძლება ეკლესიის ცხოვრების ნორმა გახდეს. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი, ვინც კი გაეცნობა "პომორული სიტყვისგების" ბოლო ნაწილს, სადაც თავიანთ უმღვდელობასა და ამ უმღვდელობით გამოწვეულ სწავლებებს (მაგალითად, საეროთა მიერ საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულების, სულიერი ევქარისტიის და ა. შ. შესახებ) ისინი ეკლესიის ისტორიაში არსებული გამონაკლისი შემთხვევებით ამართლებენ.
დიახ, უფლის ყოვლადძლიერებას ძალუძს, რთულ ვითარებაში ამა თუ იმ საიდუმლოს შესასრულებელი ყველა ატრიბუტიკის გაჩენა, ისევე, როგორც ძალუძს მას, მყის მოუგვაროს რთულ ვითარებებში ჩავარდნილ ქრისტეანებს სხვა, ნათლობისგან განსხვავებული პრობლემები: უტაძრობა, უმღვდლობა, უეპისკოპოსობა, უზიარებლობა და ა. შ. მაგრამ, თუ ღმერთი ამას ასე არ იქმს და ყოველი ხსენებული შემთხვევისთვის თავისებური გამონაკლისი ან გადახრა იქმნება, საიდუმლოს ამ სახით შესრულება კანონიკურ უფლებას როდი წარმოადგენს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
გაგრძელება მომდევნო გვერდზე.