Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XXIV
____________________________________________________________________________________________________________________________
გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის
გაგრძელება. დასაწყისი წინა გვერდიდან.
4. წმ. პორფირი მიმოსის ნათლობა
ე. ჭელიძე ერთგან ქვიშით ნათლობასთან დაკავშირებით მკვეთრად აფიქსირებს თავის აზრს და დაბეჯითებით ირწმუნება: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (ე. ჭ. "სული -
თავისი წიგნის "სული -
მართლაც, რაგინდ უკიდურესი ყოფითი ვითარება იყოს (კაცობრივი გაგებით), უფლისმიერ ყოვლადძლიერებას მყისვე ძალუძს სრულად ჩასაძირი ემბაზის ან წყლის ვრცელი საცავის გაჩენა ნებისმიერ ადგილას და ამ წყალში სრულად ჩაფლვა აურაცხელი სიმრავლისა (ისევე, როგორც, საპირისპირო შემთხვევაში, სრულად დაუნთქამს მას მრავალნი ღვთივგანპობილი მიწის წიაღში).
ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ პორფირის გარშემო შეკრებილ ხალხზე უდიდესი საკვირველებანი აღსრულდა: "აჰა ესერა, გამოჩნდეს ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს ლამპარნი და წინა-
"უფალმა, როგორც აშკარაა, -
დიახ, -
მივყვეთ ე. ჭელიძის მსჯელობას პუნქტობრივად:
1. უპირველეს ყოვლისა ირკვევა ის, რომ, ე. ჭელიძის აზრით, "თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერთ სჯულად სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, ... თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებებშიც გარდაუვალად სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს".
ჩვენი პასუხი: ე. ჭელიძის ეს აზრი მისაღები არ არის და თუ რატომ, ცოტა ქვემოთ ვიხილავთ.
2. ახლა კი მთავარი ციტატა: "მართლაც, რაგინდ უკიდურესი ყოფითი ვითარება იყოს (კაცობრივი გაგებით), უფლისმიერ ყოვლადძლიერებას მყისვე ძალუძს სრულად ჩასაძირი ემბაზის ან წყლის ვრცელი საცავის გაჩენა ნებისმიერ ადგილას და ამ წყალში სრულად ჩაფლვა აურაცხელი სიმრავლისა..." (იქვე).
ჩვენი პასუხი: მაგრამ, როგორც წმ. პორფირის შემთხვევიდან ვხედავთ, პორფირის გარშემო შეკრებილ ხალხზე უდიდესი საკვირველებანი აღსრულდა... ნათლის ღრუბელმა დაფარა იქ შეკრებილნი და წვიმის ცვარით განბანა, ამის შემდეგ "უფალმა უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალით მყისიერად გამოაჩინა ანგელოზთა ზეციური კრებული და მყისიერ შემოსა ადამიანთა დიდი სიმრავლე სპეტაკი სამოსლებით" (იქვე).
ამრიგად, დამოწმებული მაგალითიდან ე. ჭელიძეს გამოაქვს ის აზრი, რომ, რაკიღა უფალმა თავისი სასწაულთმოქმედი ძალით მყისვე არ გააჩინა ემბაზები, რათა აღსრულებულიყო ურიცხვი რაოდენობის ადამიანთა სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, არამედ წვიმის ცვარით დანამა და მით განბანა ისინი ცოდვათაგან, შემდეგ კი სასწაულებრივად ნათელი სამოსლებითაც შემოსა, არსებული წესი -
"უდაბნოში მყოფ ქრისტიან ერისკაცებს, -
1) ნათლობა აღსრულდა ერისკაცთა მიერ;
2) მოხდა აშკარა სასწაული, -
3) როგორც ხსენებული ამბის ძველქართულ თარგმანშია აღნიშნული, ფილობანისმა მომაკვდავი ებრაელი ღმრთის შთაგონებით მონათლა ("მაშინ მრქუა ჩუენ ფილობანის ღმრთის მიერითა აღძრვითა: "აღადგინეთ და განძარცუვეთ იგი").
ახლა ჩვენც დავსვათ შეკითხვა: მაშ, რაკიღა, როგორც ე. ჭელიძე მსჯელობს, ღმერთმა პორფირესა და მის გარემომცველ უამრავ ადამიანთან დაკავშირებულ შემთხვევაში თავისი ყოვლადძლიერებით მყისიერ არ გააჩინა წყლით სავსე ემბაზები, რათა ადამიანები შთაფლულიყვნენ, და აქედან ე. ჭელიძეს გამოქვს დასკვნა, რომ ის სახე ნათლობისა, რაც მათ ღმერთმა უბოძა (ნათელი ღრუბლიდან დაიცვარნენ), ასევე სჯულიერი და კანონიერია; ხოლო უდანბოში მავალთ არათუ ემბაზები, არამედ თვით ღრუბელიც კი არ აღირსა და ფილობანეს შთააგონა, ავადმყოფი ებრაელი თვითონ მოენათლა თავზე ქვიშის დაყრით, შეიძლება თუ არა ქვიშით ნათლობაც სჯულიერ ნათლობად ჩავთვალოთ?
გავიხსენოთ, რას ამბობდა ე. ჭელიძე ქვიშით ნათლობაზე: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (ე. ჭ. "სული -
მაშ, რა მოხდა? კეთილი, ბატონო, დავუშვათ, შთაფლვა სავალდებულო არ არის და ღმერთს ის ნათლობის ერთადერთ სახედ არ დაუწესებია, არამედ შეიძლება წყლის დასხმაც, დაცვარვაც და ა. შ. მაგრამ უდაბნოში მავალთ რატომ ღრუბლის მოვლინებით არ შეეწია და არ დაცვარა უდაბნოში უწყლოდ დაშთენილი მოგზაურნი?
განა თვით უფალი არ ამბობს წმიდა სახარებაში: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?" (ლუკა 11:9-
მაშ, რა ხდება? ხომ არ მიატოვა უფალმა უდაბნოში მავალნი და წმიდა ნათლისღების მთხოველი ებრაელი, რომელიც გამწარებული სთხოვდა ზეციერ მამას ნათლისღებით განწმენდას, ნათელმიუახლებელი დატოვა? -
თუკი პორფირეს შემთხვევაში, რაკიღა უფალმა ემბაზები არ გააჩინა და ღრუბლიდან წვიმით მონათლა უამრავი ხალხი და ეს გარემოება დასხმითი ნათლობის კურთხეულობად აღიქვა ე. ჭელიძემ, მომაკვდავი ებრაელის შემთხვევაში, რომელსაც ასეთივე კურთხევა ქვიშის დაყრით მიეცა, უნდა დავასკვნათ, რომ ქვიშით დაყრაც ნათლისღების სრულიად სჯულიერი სახე ყოფილა. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ე. ჭელიძე გადაჭრით გვიმტკიცებს: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდებაო იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (იქვე. გვ. 451).
ჩვენ ვხედავთ, რომ თუ პორფირეს შემთხვევაში ღმერთი არ ასრულებს მის მიერ ეკლესიისთვის ბოძებულ წესს (შთაფლვას) და ღრუბლიდან ნათლავს (უფრო სწორად ნათლავს ღმერთი პორფირეს ლოცვით), უდაბნოში მიმავალი ებრაელის შემთხვევაში, ღრუბელსაც კი არ მოუვლენს და შთააგონებს ქრისტეანთ, დასჯერდნენ ქვიშას, იმ მასალას, რაც იმ შემთხვევაში მათ ხელთაა... და თუ ემბაზების არგაჩენით დასხმა უნდა გავამართლოთ, მაშინ წყლის უმცირესი ოდენობის ან თუნდაც ღრუბლით დაცვარვის არგაჩენით უნდა გავამართლოთ დაყრა, თან ქვიშის... და არა მარტო ქვიშის, სხვა ნებისმიერი მასალისაც, რომლის დაყრაც კი შესაძლებელი იქნება.
მაგრამ ჩვენ არ შევედავებით ე. ჭელიძეს იმაში, რომ "ქვიშით ნათლობა არ შეიძლება". ისევე, როგორც არ შეიძლება წყლის დასხმა ან პკურება ნათლისღების საიდუმლოში, რადგან როდესაც ღმერთი მოქმედებს, ის მისი ნებისაებრ მოქმედებს და არა ისე, როგორც ადამიანებს დაუწესა. ის, რაც დაუწესა ადამიანებს, სავალდებულოა კაცთათვის, ხოლო ღმერთთან დაკავშირებით დაუშვებელია ფიქრიც კი იმაზე, რომ შესაძლოა ის შეზღუდული იყოს თუნდაც მის მიერვე დაწესებული კანონებით და გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებდეს. მართალია, უფალი არ არღვევს თავის კანონებს, რაც სამყაროს სიმწყობრეში იხილვება, მაგრამ ვინ შეაკავებს ღმერთს, თუკი მის მიერვე დაწესებულ კანონს დაარღვევს, როდესაც ეს ადამიანის სულის ცხოვნებას სჭირდება?
კაცობრიობის ისტორიის უდიადესი მოვლენისადმი, კერძოდ, ქრისტეს განკაცებისადმი მიძღვნილ საგალობლებში ეკლესია გალობს: "წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს", ანუ როცა ღმერთს ნებავს, ის ცვლის მოვლენათა ბუნებრივ წესსა და თანმიმდევრობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფალი აუქმებს ან ცვლის იმას, რაც ქმნილ ბუნებას თავად დაუწესა კანონად, რაც დროსა და ფიზიკურ სივრცეში ვლინდება. შეუძლებელია ამ მოვლენების განმარტება რაციონალურად, ადამიანის ლოგიკის მიხედვით, სწორედ ამიტომაც უწოდა ხალხმა მას სასწაული. ადამიანის უძლური გონება გაკვირვებულია და კითხულობს: რა არის ეს? როგორ შეიძლება მოხდეს ამგვარი რამ? და იქ, სადაც ურწმუნოებას არ ძალუძს იპოვოს პასუხი, სარწმუნოება გვკარნახობს: ის, რაც "კაცთა მიერ შეუძლებელ არს, ... არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10:27).
"შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი" (ფსალმ. 76:15) -
განა ასე არ განუმარტა წმ. გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელსაც სულიწმიდისგან მუცლად-
გავიხსენოთ, როგორ მიეცათ შვილი აბრაამსა და სარას, რომლებიც უკვე ღრმად მოხუცნი იყვნენ. მათ უფალი ესტუმრა მამბრეს მუხნარში და აღუთქვა: "კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს" (დაბ. 18:10). ამ დროს "სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას" (დაბ. 18:10-
"რა არის უფლისთვის შეუძლებელი?" -
მაშ, თუ ღმერთი, სადაც ნებავს და როდესაც ნებავს, "სძლევს წესთა ბუნებისათა" და "ჰყოფს იმას, რაიცა ენებოს", რატომ არის ასე გასაკვირი მხოლოდ მისთვის ცნობილი სახით მონათლოს არა მარტო პორფირე, არამედ მის გარშემო შეკრებილი უამრავი ხალხიც?!
მაშ, რატომ და რის საფუძველზე გვიმტკიცებს ე. ჭელიძე, რომ თითქოსდა ღმერთი ყოველთვის სავალდებულოდ იცავს მის მიერვე დაკანონებული წესსა და კანონს და მას არასოდეს გადაუხვევს, ხოლო თუ ასე არ არის, და ეკლესია ამას ცხადად ასწავლის, რასაც ის თავისი ყოვლისშემძლეობით მოიმოქმედებს, საეკლესიო წესად და კანონად რატომ უნდა შევრაცხოთ? ამგვარი სწავლება ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია, ასეთი სწავლება ეკლესიას არა აქვს, ამგვარი სისულელე ყველაზე გადარეულ ერეტიკოსებსაც კი არ უმტკიცებიათ -
წმ. მართლმადიდებლური ეკლესია თავის საგალობლებში სწორედ საპირისპიროს გვიქადაგებს და გვიცხადებს, რომ ღმერთი არავისზე და არაფერზე არ არის დამოკიდებული; რომ წესი და რიგი ღმერთმა დაუწესა ქმნილებათ და არა საკუთარ თავს; რომ ის ყოველივეს აღემატება თავისი ბუნებით და ყოვლისშემძლეობით. მართალია, ღმერთი არ არღვევს მის მიერვე სულიერ და მატერიალურ ბუნებაში დაწესებულ კანონებს, მაგრამ, როცა ეს საჭიროა, როცა ამას განსაზღვრავს საღმრთო ნება, როცა ეს მოიმოქმედება ღმრთისავე განგებულებით, ღმერთი მის მიერ დაწესებულ კანონებს "ძლევს" და იქმს იმას, რაც ნებავს.
სწორედ ამისი გამოხატულებაა თავად ღმრთის მიერ, ან ღმრთისავე დავალებით ანგელოზთაგან, ან კიდევ ღმრთის შთაგონებით წმიდა კაცთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი. სწორედ ასე უნდა შევხედოთ წმ. პორფირეზე, უდაბნოში ქვიშით მონათლულზე და კიდევ სხვა მრავალ წმინდანზე აღსრულებულ სასწაულებს, როდესაც ერთნი ღმერთმა წყალდასხმით მონათლა, მეორენი ღრუბლის ცვრით დანამა, მესამენი წვიმაში მონათლა და კიდევ ვინ ჩამოთვლის, რამდენი საეკლესიო საიდუმლო რაოდენ სხვადასხვაგვარად აღუსრულა თავის მორწმუნეებს, რომლებიც საიდუმლოს სჯულიერი ფორმის აღსრულების დანაკლისს განიცდიდნენ.
რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო გაეჩინა ემბაზებიც, -
ის, რომ უფალმა ურყევ სჯულად დაადგინა სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, არ ავალდებულებს თვით ღმერთს, ყველა შემთხვევაში ადამიანთა ცხოვნება ამ ფორმით აღასრულოს. უფალმა სხვა საიდუმლოებების აღსრულების სჯულიც დაადგინა და არა მარტო აღსასრულებელი ფორმის თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრივაც, მაგრამ იშვიათ ან განსაკუთრებულ შემთხვევებში კვლავ და კვლავ ამ საზოგადო წესისგან გადახრით მოქმედებს და თავის უსაზღვრო კაცთმოყვარებასა და ყოვლისშემძლეობას ნებისმიერ შემთხვევაში ავლენს.
ე. ჭელიძე უმწეოდ ცდილობს საღმრთო განგებულების მოქცევას ადამიანური ლოგიკის ჩარჩოებში და ღმრთის განგებით იშვიათად აღსრულებული ნათლობებისთვის კანონიკური, სჯულიერი სახის მინიჭებას. მარტივად რომ ვთქვათ, ე. ჭელიძე, როგორც კონკრეტული ზემოთმოტანილი მსჯელობით და საერთოდ, მთელი თავისი წიგნით "სული -
დავაკვირდეთ თუნდაც იმავე პორფირესა და მისი გარემომცველი უამრავი ადამიანის ნათლობას, რომლებიც ნათელ ღრუბელში დაიცვარნენ. როგორც ყველა სასწაულებრივ და გამონაკლისად აღსრულებულ შემთხვევაში, აქაც გამონაკლისს მარტო ნათლისღების მომენტი როდი წარმოადგენს. მაგალითად, აქ არ ჩანს დაცვარვის ჯერადობა (ხომ გვახსოვს, რომ ნათლისღების სჯულიერად აღსრულების შემთხვევაში, წმ. სამების აღსარების ნიშნად, ადამიანი წყალში სამჯერ უნდა შთაფლან, წყალპკურების შემთხვევაშიაც კი წყალი მას სამჯერ უნდა მიაპკურონ, მომაკვდავ ებრაელსაც ქვიშა ხომ სამჯერ გადაატარეს თავზე), არც წვიმით ნათლობის სხვა შემთხვევებში ჩანს ამგვარი რამე, ადამიანებზე უბრალოდ გადმოდის წყლის პერმანენტული ნიაღვარი ან მცირედი, მაგრამ პერმანენტული ნამი და ნათელსაც ამგვარი სახით იღებენ; არ ჩანს წმ. სამების იპოსტასთა სახელების მოწოდებაც, რაც აუცილებელი პირობაა ნათლისღების სჯულიერი ფორმის აღსრულებისას, თუნდაც პკურებითად ინათლებოდეს ვინმე.
მაშ, რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ე. ჭელიძის ამ უდღეური "ლოგიკიდან" გამომდინარე? -
ამრიგად, ე. ჭელიძის ლოგიკით, ნათლობა იღებს სრულიად გაურკვეველ, ბუნდოვან და სხვადასხვა მწვალებლურ პრაქტიკაში ათქვეფილ სახეს.
ეკლესია ეწინააღმდეგება ერთგზის შთაფლვას (სხურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია); მას კი ვინც სამების სახელზე არ არის ნათელღებული, მოუნათლავად მიიჩნევს და ამდაგვარად მონათლულთა გადანათვლასაც კი განაწესებს. აქ კი (ე. ჭელიძის მიერ ცვრითა თუ წვიმით მონათლულთა შემთხვევაში) ერთიც გვხვდება და მეორეც, რადგან, ჯერ-
ერთი მხრივ, პკურებითი ნათლობის "გაპრავებით" დასნებოვნებული ცნობიერება, მეორე მხრივ კი, მძვინვარე სიძულვილი ძველმართლმადიდებლობის მიმართ იმდენად უბინდავს გონებას ამ საცოდავ ადამიანს, რომ ვერ ამჩნევს, როგორ აცამტვერებს მის მიერვე რის ვაი-
ამრიგად, ე. ჭელიძე გამოდის არა მარტო ლათინური დასხმის გამამართლებელი, არამედ ერთგზის დასხმა-
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული და ვითომცდა "სტაროვერების" მამხილებლად დასახელებული რ. ვერშილო თვით ე. ჭელიძისნაირ "თეოლოგებს" მოდერნისტებს უწოდებს და სრულიად სამართლიანადაც.
რა არის მოდერნიზმი და ვინ არიან მოდერნისტები? -
დაბოლოს, მოდერნიზმს აქვს მისთვის ნიშანდობლივი მიმართულებებიც, რომელთაგან რ. ვერშილო გამოყოფს ეკუმენიზმს და "ზნეობრივ მონიზმს"; თუ ადამიანი ამართლებს ეკუმენისტურ საქმიანობას, ეს, რ. ვერშილოს სამართლიანი მტკიცებით, მოდერნისტული მსჯელობაა. ე. ჭელიძე ეკუმენიზმს არსად გმობს და ესეც ნიშანდობლივია იმის საჩვენებლად, რომ საქმე გვაქვს სწორედ მოდერნისტული ცნობიერების მწვალებელთან და არა მართლმადიდებელ ქრისტეანთან. მეტიც, დასხმითი ნათლობის გამართლება მხოლოდ ეკუმენტისტებს თუ შეიძლება აძლევდეს ხელს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყოვლად წარმოუდგენელია იმ მწვალებლურ დენომინაციებთან შეერთება, რომლისკენაც ეკუმენისტები ესწრაფვიან, და რომელთა შორის არიან დასხმითი ნათლობის "მამები" -
რა მოდერნისტულ სისტემას გვთავაზობს ე. ჭელიძე? -
"მეცნიერი" და "თეოლოგი" ე. ჭელიძე თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ საქართველოს მოდერნიზმის მამად, რომელსაც, რ. ვერშილოსვე შეფასებით, უბრალოდ, მოდერნისტული მსჯელობების ან შეხედულებების შემთხვევითი განმეორება კი არ ახასიათებს, არამედ გააჩნია შეხედულებათა მოდერნისტული სისტემა და მეტიც, თვითვეა საკმაოდ ორიგინალური მოდერნისტული სისტემის შემქმნელი, რაც ნათლისღების საკითხთან და მასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ მომენტებთან მიმართებაში დაუფარავად გადმოსცა თავის წიგნში "სული -
ამის დასტურად და იმის საჩვენებლად, თუ როგორ ინტერპრეტაციებს უკეთებს სასწაულებრივ შემთხვევებს ე. ჭელიძე, რამდენიმე ისტორიული წყაროც განვიხილოთ:
5. წვიმით ნათლობის შემთხვევები
დასხმითი ნათლობის გამამართლებელ კანონიკურ საფუძვლად ე. ჭელიძეს მოაქვს ზოგიერთი წმინდანის წვიმით ნათლობის სასწაულებრივი შემთხვევები. მაგალითად, წმ. ფილიმონის (გვ. 266-
"წვიმის ზედდასხმით ინათლება შვიდიათასოცდარვა წარმართი, -
წმ. ლუპოსის შესახებაც "ძველთაგანვე ცნობილია, რომ იგი საღვთო განგებამ მონათლა ზემოდან გადმოსხმული წვიმის წყლით" (იქვე. გვ. 276). "რადგან ჯერ კიდევ არ იყო მონათლული, თუმცა კი იყო ქრისტიანი, ლუპოსი ევედრა ღმერთს, რომ რამეგვარად განეგო მისი ნათლობა სიკვდილის წინ. იმ ჟამს ანაზდეულად წამოვიდა წვიმა ღრუბლებიდან ამ წმინდა მოწამეზე და ამგვარად მიიღო მან ნათლობა მაღლიდან" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 277).
დასხმითი ნათლობის კანონიკურობის წარმოსაჩენად, ე. ჭელიძე ახსნა-
გამოვტოვებთ ფილიმონის ისტორიასთან დაკავშირებულ თხრობას მხოლოდ მისი ნათლობის მომენტს შევეხებით. "მთელი მცდელობის მიუხედავად წარმართი მსაჯული ვერ დაიყოლიებს ფილიმონს, რომ უარყოს მან ქრისტეს სჯული. მაშინ, მთავარი მიმართავს მეტად იშვიათ (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის სხვა ძეგლებიდან სრულიად უცნობ) ხერხს, ნიშნის მოგებით ეტყვის რა ფილიმონს, რომელიც უკვე განმზადებულია მარტვილობისთვის (ე. ი. ხორციელი აღსასრულისთვის), რომ მისი ღვაწლი მაინც ამაო და ფუჭი იქნება ანუ ვერანაირად ვერ ეწევა იგი საწადელს და ვერ შეირაცხება ქრისტიანთა შორის, რადგან არ აქვს მიღებული ნათლისღება... არიანესადმი პასუხად წმ. ფილიმონი ილოცებს ღვთის მიმართ და ხდება სასწაული: ზეცით მოივლინება ღრუბელი, გადმოისხმება მაღლიდან წვიმა და ანგელოზთა მიერ მოინათლება ახოვანი მოღვაწე ანუ "ზეგარდამო (= ზეციდან) ნათლისცემას" მიიღებს იგი" (იქვე. გვ. 268). აი, შესაბამისი ციტატა: "ესე რაი თქუა მთავარმან მან, ილოცა წმიდამან ფილიმონ და წვიმაი გარდამოხდა ზეცით და ღრუბელმან დაფარა იგი და ანგელოზთა მიერ ნათელ-
"წმ. სვიმეონ მეტაფრასტი (X-
"იგივეა აღნიშნული ლათინურ წყაროში: "ღრუბელი ჩამოვიდა ზევიდან და შემდეგ ავიდა, მოინათლა რა იგი (ფილიმონი -
როდესაც ინათლება შვიდი ათას ოცდარვა წარმართი, "წმინდანთა ლოცვის დასრულებისთანავე, ანაზდეულად, ელვათა კრთომასა და მეხთატეხაში, ეგზომი წვიმა ქვე-
წმ. ფილიმონის შემთხვევაში: "ღრუბელი ჩამოვიდა ზემოდან და შემდეგ ავიდა, მოინათლა რა იგი (ფილიმონი -
იმავე წმ. ფილიმონზე ნათქვამია, რომ როდესაც "ღრუბელი ჩამოვიდა ზემოდან" (გვ. 269), "ღრუბელმან დაფარა იგი და ანგელოზთა მიერ ნათელ-
ზემოთ მოტანილ მაგალითებში წმინდანებს "ღრუბელი ფარავს", მათზე "გადმოისხმება მძაფრი წვიმა", "თავსხმა წყალვარდნა", "ციური ნაკადი", ანუ წყალი აშკარად უხვად იღვრება და ამას ე. ჭელიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყოველივე წმინდანებს ზეციდან ესხმით, დასხმით-
მაგრამ ე. ჭელიძე მარტოოდენ ამგვარ შედარებებს როდი სჯერდება. ის ცდილობს საღვთისმეტყველო გამართლებაც მისცეს თავისი ეკლესიის პრაქტიკას და ირწმუნება, რომ გამონაკლისს ქმნის მხოლოდ ყოფითი ვითარება, ხოლო ხსენებული წმინდანების წვიმით ნათლობის შემთხვევაში "არანაირ ყოფით გამონაკლისთან საქმე არ გვაქვს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 271).
ე. ჭელიძის თქმით: "ყოფითი გამონაკლისი მაშინ ვლინდება, როდესაც მოუნათლავი პიროვნება ჩვეულებრივი (და არა მარტვილის) სიკვდილით კვდება და ვინაიდან უნათლავად აღსრულება უთუოდ მის მარადიულ წარწყმედას ნიშნავს, შესაბამისად, იმგვარი გამონაკლისი სახით იღებს იგი ნათლობას ყოვლადწმინდა სამებისადმი, როგორიც იმ მომენტში კაცთა ძალისხმევით არის შესაძლებელი (ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით" (ანუ აერობაპტიზმა? -
რადგან ე. ჭელიძე დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ყოფით გამონაკლისს, ის აღიარებს მის მხოლოდ ორ ქვეკატეგორიას: 1) მოულოდნელი სიკვდილის საფრთხეს და 2) ხანდაზმულობას, ანუ ბუნებრივი სიკვდილის განმაპირობებელ მდგომარეობას (იქვე. გვ. 279), რასაც შეუძლებელია ღმერთი ექვემდებარებოდეს, რაც სწორია, მაგრამ არასწორია ის, თითქოსდა არსებობენ მხოლოდ ყოფითი და არა სხვაგვარი, ანუ საღმრთო გამონაკლისები. თუ ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ყოფითი გამონაკლისების არსებობას და ვიტყვით, რომ სხვა დანარჩენი "საეკლესიო ნათლისღების, ანუ წყლითა და სულით კანონიკურად აღსრულებული ახალშობის უდიადესი მადლის" მონიჭების გამოხატულებაა, მაშინ ღმრთის მიერ აღსრულებულ ნათლობებში (და ასევე სხვა საიდუმლოებებში) ყოველი მომენტი იძენს კანონიკურ სახეს... კერძოდ, შეიძლება ადამიანი ეკლესიიდან გაიყვანო გარეთ თავსხმა წვიმაში ან მაშინ, როცა ოდნავ ჟინჟღლავს, ან კიდევ ნისლში, წარმოთქვა წმ. სამების სახელი და გამოაცხადო, რომ ნათლობის საიდუმლო სრულყოფილად შესრულებულია. მაგრამ არავინ ჭკუათმყოფელი ამას არათუ არ გააკეთებს, არამედ გონებაშიც კი არ გაივლებს, რადგან ამგვარი რამ აღესრულებოდა სწორედ გამონაკლის, იშვიათ შემთხვევებში, ისიც ღმრთითშთაგონებულ წმინდანთა მიერ და თანაც ღმრთის განგებულებით დაშვებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ წვიმით ნათლობასთან დაკავშირებულ ე. ჭელიძისეულ მსჯელობას დავაკვირდებით, გამოვა, რომ სავალდებულო აღარ ხდება სამგზისი დასხმაც კი, რადგან პერმანენტულ წვიმაში ეს შეუძლებელია, და მისაღები ხდება მრავალი სხვა ისეთი ნიუანსიც, რომლის აღსრულება ჩვეულებრივი, საეკლესიო ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელიც არის და დაუშვებელიც.
"ამასთან, -
"უფალს რომ ფილიმონისთვის ამ საღვთო სურვილზე გამონაკლისი წესის ანუ ყოფითი ვითარებისგან განპირობებული არასრული მღვდელმოქმედების აღსრულებით ეპასუხა, -
რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ? ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ არსებობს სხვადასხვა (და არა მხოლოდ ყოფითი) სახის გამონაკლისი, რომელთაც ე. ჭელიძე გვერდს უქცევს. მისი აზრით გამონკალისს ქმნის მხოლოდ ყოფითი დაბრკოლება და ეს "ყოფითი გამონაკლისი მაშინ ვლინდება, როდესაც მოუნათლავი პიროვნება ჩვეულებრივი (და არა მარტვილის) სიკვდილით კვდება და ვინაიდან უნათლავად აღსრულება უთუოდ მის მარადიულ წარწყმედას ნიშნავს, შესაბამისად, იმგვარი გამონაკლისი სახით იღებს იგი ნათლობას ყოვლადწმინდა სამებისადმი, როგორიც იმ მომენტში კაცთა ძალისხმევით არის შესაძლებელი (ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით)".
დიახ, ამგვარი გამონაკლისების კატეგორია ნამდვილად არსებობს და აღვნიშნეთ კიდეც, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები ღვთის მადლს იღებენ რწმენის მიხედვით და არა იმიტომ, რომ მათზე აღსრულებული ფორმა საიდუმლოსი საეკლესიო კანონია ან საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკა. ასეა ეს თუნდაც მის მიერ ჩამოთვლილ გამონაკლისთა შემთხვევაშიც: ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით. ხომ არ შემოგვედავება ვინმე იმაში, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში, როგორც ეს უკვე განგვიმარტა წმ. პატრიარქმა ფოტიმ და როგორც ეს საეკლესიო სჯულმდებლობაშიც არის ნაჩვენები, ერისკაცთა ნათლობა მიუღებელია, ასევე, საყოველთაოდ არავინ ნათლავს მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით. ესენი გამონაკლისებია და არა საზოგადო წესი, როდესაც ადამიანს თავისი რწმენის შესაბამისად შეევსება ვითარებით გამოწვეული დანაკლისი.
მაგრამ არსებობს საღმრთო გამონაკლისებიც, როდესაც ღმერთი თავისი მიუწვდომელი განგებულებით ან იმიტომ, რომ სურს წარმართთა მოქცევა, ან კიდევ იმიტომ, რომ სურს წარმოაჩინოს იმ ადამიანის სიწმიდე, ვისზეც ამგვარი გამონაკლისი სრულდება, დაუშვებს ქრისტეანთა ამა თუ იმ სახით ნათლობას და მიანიჭებს მათ თავის ნათელს.
მაგრამ, მოდი, კვლავ ნათლისღების განსაკუთრებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ ე. ჭელიძის მსჯელობას დავუბრუნდეთ.
ე. ჭელიძეს უნდა განემარტოს ისიც, რომ საიდუმლოს მადლი შეიძლება დაკანონებულ წეს-
დასტურს იმისა, რომ საიდუმლოებებში მოცემული მადლი ღმერთმა შეიძლება გარეგანი მოქმედებების გარეშე, სხვანაირადაც მოგვცეს, ვპოულობთ წმიდა მამებთან. ასე, მაგალითად, ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი შენიშნავს: "ყოფილა, რომ ზოგიერთს ღმრთის მადლი სწვევია მღვდლის ხელის დადებით, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევები იყო და არა ყველასათვის საზოგადო წესი" ("Бывало, что некоторых посещала благодать Божия и без возложения рук священника, но то были исключительные случаи; не всем общие") (Симеон Новый Богослов, преподобный. Творения: В 3-
კიდევ უფრო გამოკვეთილად ლაპარაკობს ამის შესახებ ნიკოლოზ კავასილა (1322-
ეს არის საუკეთესო დასტური და განმარტება იმისა, თუ რატომ ინათლებოდნენ წმინდანები ზოგჯერ უცნაურად და სხვაგვარად, ზოგი სიტყვით, ზოგიც ხელის დადებით, ზოგიც მცირედი წყლის შეხებით, ზოგჯერ წყლის გარეშეც, ცეცხლით (მოწამეობით), ღრუბლით და ა. შ. მაგრამ არც ერთ წმიდა მამას არასოდეს განუმარტავს, თითქოსდა ასეთი შემთხვევები დასტური და საფუძველი იყოს საეკლესიო ნორმად მათი მიჩნევისა და ჩვეულებრივ მღვდელმსახურებს ეკლესიაში მათი ყოველდღიურად აღსრულების უფლება ჰქონდეთ. ასეთ იშვიათ და უცნაურ საიდუმლოთ (და არა მარტო ნათლობას) აღასრულებდა ან თვით ღმერთი, ან ანგელოზი ღმრთის დავალებით, ან კიდევ წმინდანი ღმრთის შთაგონებით, როგორც ამას ზემოთ დამოწმებული მაგალითებიც წარმოაჩენენ.
6. თადეოზ მოციქულის მიერ აღსრულებული საჯარო ნათლობა
ახლა ვნახოთ, როგორ განიხილავს ე. ჭელიძე ქალწულმოწამე საგდუხტის წმიდა ნაწილთა განსვენების ადგილას თადეოზ მოციქულის მიერ აღსრულებულ საჯარო ნათლობას. ამ ერთ-
"როგორც სავსებით მკაფიოდაა ნათქვამი, -
მაშ, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეული სამიათასი ადამიანი შეკრებილია მკერდგანგმირული მოწამის წმინდა ნაწილებთან და მოელის ნათლისღებას მოციქულისგან. ზედმეტია იმის თქმა, რომ ესაა ადგილი, სადაც, რა თქმა უნდა, არ არის აბსოლუტურად არანაირი მდინარე, წყარო ანდა რაიმე ნასახი ბუნებრივი წყლისა (საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის
ხსენებული მაგალითი, გამონაკლისი კატეგორიის პირობაზე, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას. ამგვარი ნიმუშები ზემოთ უკვე განვმარტეთ და აქ აღარ გავიმეორებთ. მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ რამდენიმე გარემობას:
1) არაფერია საკვირველი იმაში, რომ უდაბურ, უწყლო და ხრიოკ ადგილას ნათლობა სრულდება მოციქულის მიერ სასწაულებრივად. მოციქულებს სასწაულთმოქმედების უდიდესი მადლი ებოძათ, რასაც ისინი ღმრთის ეკლესიის აღსაშენებლად დაუბრკოლებლივ იყენებდნენ.
2) ე. ჭელიძეს უკვე მერამდენედ სპეციალურად შემოაქვს ვითარებები, რომლებიც მას პკურებითი ნათლობის გასამართლებლად სჭირდება. ის წერს, რომ თურმე "საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელი ადგილებში ხდებოდა", რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ არა "საზოგადოდ". პირიქით, სწორედ იმის იმედით, რომ საყოველთაოდ და სახალხოდ დააკნინებდნენ ქრისტეანთა სარწმუნოებასა და შემართებას, მათ სწორედაც რომ სახალხოდ, ანუ ხალხმრავალ ადგილებში (ქალაქებში, დაბებში, დასახლებულ ადგილებში) საჯაროდ აწამებდნენ. მაგრამ ხდებოდა სასწაულები და ჯალათები საპირისპირო შედეგს იღებდნენ -
3) ე. ჭელიძეს შემოაქვს კიდევ ერთი პირობა, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს ის ამ მაგალითის გამოყენებას დასხმა-
მაშასადამე: "ერთ ღამეში ერთი ადამიანისგან (თადეოზ მოციქულისგან) უწყლო და ხრიოკ ადგილას უემბაზოდ სამიათასი ადამიანის მონათვლა მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად თუ შეიძლებოდა აღსრულებულიყო და არანაირად -
აქედან დასკვნა: "ზემორე უწმიდესი წყარო უმკაფიოესი მოწმობაა იმისა, რომ I საუკუნიდანვე ყოვლადწმიდა სამებისადმი ადამიანთა დიდი სიმრავლის დასხმითად მონათვლა ჩვეულებრივი, გავრცელებული წესი იყო და ამგვარად მონათლულთაგან შემდეგში არავინ, არარა აზრით, არანაირად ხელმეორედ აღარ გადაინათლებოდა" (იქვე).
ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ წყაროში არსად არ არის ნახსენები, რომ საგდუხტი აწამეს ისეთ "უდაბურ და ხრიოკ ადგილას", სადაც ახლო-
მოდი ვიკითხოთ, რატომ არის სავალდებულო, საგდუხტის მარტვილობაში აუცილებლად მინიშნებული იყოს ახლო-
ე. ჭელიძე არ მიუთითებს თუ რომელ საგდუხტზეა ლაპარაკი. შავარაუდოდ, ეს არის წმ. ქალწულმოწამე სანდუხტი, სომხეთის მეფის სანატრუკის ქალიშვილი. სომხური წყაროს მიხედვით: "… გარკვეული დროის შემდეგ მეფე სანატრუკი კვლავ მიუბრუნდა კერპთაყვანისმცემლობას და სასტიკი დევნულება აღმართა ქრისტეანთა წინააღმდეგ, რის შედეგადაც მრავალი ქრისტეანი ეწამა სარწმუნოებისთვის და თვით მეფის ქალწული სანდუხტ არშაკუნიც (სომხ. ეკლ. მას მოიხსენიებს 23 დეკემბერს (5 იანვარს) თავისი უკეთური მამის მსხვერპლი გახდა. სანდუხტთან ერთად მოწამებრივად აღესრულნენ: წმიდა თავადნი სამუილ არშაკუნი და იზრაელი, ასევე სამეფო წარმომავლობის მოწამე წმ. ზარმანდუხტი. წმ. მეფის ქალწულის სანდუხტის მოწამებრივი აღსასრულიდან მესამე დღეს მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა წმ. მოციქულმა თადეოზმაც, რომელსაც იგივე ხვედრი ერგო სანატრუკისგან 66-
ოვანეს დრასხანაკერტცის (898-
აქ არ შევუდგებით სომხური წყაროების სანდოობისა და სომეხი ისტორიკოსების ცნობილი მეზღაპრეობის განხილვას, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ აქაც მოცემული გვაქვს ედესის მეფის, ავგაროზის არმენიზაციის მცდელობა. ნ. ადონცის აზრით (Армения Юстиниана, с. 348, 349), -
უნდა ვიცოდეთ, რომ წმ. მოციქულ თადეოსის სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ არსებობს საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები. ქართულ ენაზე გამოცემულ "წმინდანთა ცხოვრებაში" წმ. მოციქულ თადეოზის შესახებ ვკითხულობთ: "ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმინდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი -
დიმიტრი როსტოველი (1651-
როგორც თვით სომხური წყაროებიც მოწმობს: "სლავური თვენის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ბიზანტიურ და ლათინურ წყაროებს, წმ. თადეოსი "მოვიდა ფინიკიის ქალაქ ბეირუთში (ლიბანი); აქ იქადაგა ქრისტეს სახელი და მრავალიც მონათლა. წმიდა მოციქული თადეოსი აქ მშვიდობით მიიცვალა ქრისტეს შობიდან 44-
სამაგიეროდ, წმ. მოციქულ თადეოზის ცხოვრების სომხურ ვერსიას უპრობლემოდ იზიარებს ე. ჭელიძე, რომელიც ამ სომხურ წყაროსაც კი ამახინჯებს და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა წმ. ქალწული სანდუხტი ეწამა უდაბნოში, სადღაც უწყლო და ხრიოკ ადგილას, რადგან თურმე, როგორც ე. ჭელიძე გვამცნობს, "საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში ხდებოდა" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 224). მაშინ, როდესაც სომხური წყაროების მიხედვით, წმ. სანდუხტი ეწამა თავისსავე ქალაქში საკუთარი მამის განკარგულებით.
რატომ იზიარებს ე. ჭელიძე წმ. თადეოზ მოციქულის ცხოვრების სომხურ ვერსიას? რატომ არ იზიარებს, ბიზანტიურ, ლათინურ და სლავურ ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც, წმ. თადეოზი მშვიდობით გარდაცვლილა ქრისტეს შობიდან 44-
თუმცა, თვით ე. ჭელიძის მიერ მოტანილი წყაროც კი არ მოწმობს იმაზე, თითქოს ნათლობა მაინცადამაინც პკურებით იყოს აღსრულებული. ასე ჩანს მხოლოდ ე. ჭელიძის მიერ სპეციალურად შემოტანილი დაშვებების საფუძველზე.
მოციქულ თადეოსის ცხოვრების სომხური ვერსიის მიხედვით, მოციქული აწამეს წმ. სანდუხტის წამებიდან მესამე დღეს, იმის შემდეგ, რაც "წულმან ვინმე ჰსცა მკერდსა მახვილითა წმიდისა ქალწულისასა... დაადგრა სუეტი იგი ნათლისაი სამ დღე და სამ ღამე ზედა წმიდათა ხორცთა მისთა"; ანუ, იმის შემდეგ, რაც წმიდა ქალწული მოკლეს, მომხდარა სასწაული, სამი დღე და ღამე მის წმიდა სხეულს ღვთიური ნათელი დასდგომია. სწორედ ამ დღეებში ("... მას დღესა შინა") სამი ათას ადამიანს მიუღია ქრისტეანული სარწმუნოება ("სულსა სამ ათასსა ჰრწმენა მამათა და დედათა"), მეტიც, მათ არა მარტო ირწმუნეს წმიდა სანდუხტის ღმერთი, ანუ ქრისტე, არამედ არ განშორებიან იმ ადგილს, სადაც განისვენებდა წმინდანის უხრწნელი სხეული, რომელსაც ედგა ზეგარდმო მოფენილი ნათელი ("და არა განეშორნეს ადგილსა მას, სადა ისხნეს ნაწილნი წმიდისა მოწამისა სანდუხტისნი").
ამ სამიდან ერთ-
ე. ჭელიძე, თავი რომ დაიზღვიოს მოსალოდნელი შეპასუხებისგან, სვამს კითხვას: "მაგრამ როგორღა დაასრულა მოციქულმა ნათლისღება იმავე ღამით და შემდეგ "ფარულად" როგორღა შეუქმნა მან განსასვენებელი წმინდანის ნაწილებს, თუ მომდევნო ორი დღის მანძილზე კვლავ ნათლობა გრძელდებოდა, ანკი სადღა იყო დაფარვა წარმართთაგან?" (ე. ჭ. იქვე. გვ. 225)
მაგრამ, სად არის ნათქვამი, რომ "მოციქულმა ნათლობა დაასრულა იმავე ღამით"? -
შემდეგ, "ფარულად" როგორღა შეუქმნა მან განსასვენებელი წმინდანის ნაწილებს, თუ "მომდევნო ორი დღის მანძილზე ნათლობა კვლავ გრძელდებოდა..?" აშკარად, ე. ჭელიძეს მთელი თავისი მსჯელობა აგებული აქვს მის მიერ შემოგდებულ იდეაზე, რომ მოციქული მოვიდა ამ სამიდან ერთ-
"ანკი სადღა იყო დაფარვა წარმართთაგან?"... ანუ ჩვენს "მეცნიერს" იმისი თქმა უნდა, რომ მოციქული წმ. სანდუხტის ნაწილებთან მივიდა ფარულად. მაგრამ არც ამის შესახებ არის რაიმე ნათქვამი მის მიერ დამოწმებულ წყაროში. არამედ ნათქვამია "და მოვიდა მოციქული ღამით და ნათელსცა მათ...". მაგრამ, "ღამით მოსვლა" რატომ უნდა გულისხმობდეს მაინცადამაინც ფარულად მოსვლას? მით უმეტეს, რომ წმინდანის გვამს ნათელი ადგას მთელი ქალაქის თვალწინ (ამის გამო მოინათლა სწორედ ათასობით ადამიანი). ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ წყაროში ფარული მოქმედება დაკავშირებულია არა სამი ათასი კაცის ნათლობასთან, არამედ წმიდა სანდუხტის წმიდა ნაწილთა დამარხვის ადგილთან. "და აღიხუნეს ნაწილნი წმიდისა სანდუხტისნი და დასხნეს მასვე ადგილსა. და უქმნა (მოციქულმა -
და ბოლოს: როგორ დაიფარებოდა წმ. სანდუხტის ნაწილები წარმართთაგან, თუკი მას სამი დღის განმავლობაში ღმრთის ნათელი ადგა და სწორედ ამ ნათლის გამო გაქრისტიანდა სამი ათასი წარმართი? უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ ეხურათ? წარმართთაგან რომელ, როგორ ან რის "დაფარვაზეა" აქ ლაპარაკი?
ხსენებული ცხოვრების აღმწერელი მოვლენებს გადმოგვცემს შემჭიდროებული სახით, რაც ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას ოსტატურად იყენებს ე. ჭელიძე. მას ტექსტიდან გამოაქვს ისეთი დასკვნები, რომლის საფუძველს თვით ტექსტი არ იძლევა ან იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველსაც. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმ. თადეოზ მოციქულის ცხოვრების სომხური ვერსია არ არის გაზიარებული მეცნიერების მიერ, ხოლო ბიზანტიურ-
აი ასეთი "მეცნიერია" ე. ჭელიძე...
მოკლედ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული წყარო, რომელიც აღწერს წმ. თადეოზ მოციქულის მიერ სამი ათასი კაცის ნათლობას, მეტად საეჭვოა (ვგულისხმობთ, როგორც სინამდვილეს ამგვარი მოვლენისას, ასევე თვით ე. ჭელიძის მიერ გაკეთებულ აბსურდულ დასკვნებსაც).
მეტიც, თუ არ გავითვალისწინებთ ბიზანტიურ, ლათინურ და სლავურ წყაროთა ცნობებს მოციქულ თადეოზზე და მაინცადამაინც სომხურ ვერსიას დავეყრდნობით, ამ შემთხვევაშიც კი, მოციქულის მიერ თუნდაც პკურებით აღსრულებულიყოს ნათლობა, ის მაინც ვერ გახდება დასხმით-
7. წმ. ევსტოქიოსის ნათლობა
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი ე. ჭელიძის "არგუმენტაციიდან", კერძოდ, ვნახოთ წმ. ევსტოქიოსის ნათლობა (ე. ჭ. "სული -
ე. ჭელიძე წერს: «ის ურყევი ფაქტი, რომ "შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ სრულ ხილულ ჩაძირვას (ხაზგასმა ავტორისაა -
წმინდა მღვდელმოწამე ევსტოქიოსის (IV ს-
ამ ისტორიის გაცნობის შემდეგ მკითხველს წესით უნდა გაუჩნდეს ასეთი აზრი: წმ. ევსტოქიოსი, რომელიც მღვდელმთავრისგან ინათლება, შედის დიდ ემბაზში, სადაც შესაძლებელია დაფლვა ("ემბაზსა შინა დაფლულობასღა იხილნა..."), ინათლება (როგორც ჩანს, შთაფლვით), და მყისიერ ხედავს სპეტაკმოსილ სამ კაცს, რომელთაც ხელთ უპყრიათ ლამპარნი და გამხიარულებული, იქვე, ქვევით, ემბაზშივე ("ხმა-
აი, ეს ამბავი ე. ჭელიძეს, არც მეტი, არც ნაკლები, მოჰყავს ნიმუშად და "ურყევ ფაქტად" იმისა, რომ ""შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებლად სრულ ხილულ ჩაძირვას". მეტიც, ზემოთ დამოწმებული შემთხვევა ე. ჭელიძის მიერ შერჩეულია მრავალ მსგავს ნიმუშთაგან, როგორც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: "მრავალი წყაროს საფუძველზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ, -
ახლა ვნახოთ, რის საფუძველზე მიიჩნევს ე. ჭელიძე ამ მაგალითს დასხმითი ნათლობის გამამართლებელ ნიმუშად და იმის დამამტკიცებელ მაგალითად, რომ ""შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ ხილულ ჩაძირვას" და კიდევ, თუ ვინ ცვლის ხელოვნურად დამოწმებული მაგალითების შინაარსს და ვინ "გადაგვლარძნის" მათ.
მკითხველის ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს ე. ჭელიძის მიერ დამუქებული სიტყვები. ეს დამუქებები ყველგან, ყოველთვის მნიშვნელოვანი აზრისკენ მკითხველის ყურადღების მიპყრობისკენ არის გამიზნული. ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ ძველქართულ ციტატაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ, დამუქებული სიტყვებიდან თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ფრაზებს: "ემბაზსა შინა დაფლულობასღა"... შემდეგ,
ახლა ვნახოთ, რაოდენ "ლოგიკური", უფრო სწორად სოფისტური ხრიკებით ცდილობს ე. ჭელიძე ხსენებული მცირე მონაკვეთის შინაარსის დამახინჯებას და მისგან იმ აზრის გამოყვანას, რომ ტერმინი "შთაფლვა" "პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ სრულ ხილულ ჩაძირვას".
"ერთი შეხედვით, -
ვინაიდან, -
ამრიგად, -
თავი რომ დავანებოთ იმ აბსურდულ მტკიცებას და აშკარა ტყუილს, რომლის მიხედვითაც, თურმე, ყოველივე იმას, რასაც ე. ჭელიძე გადმოსცემს ტერმინ "შთაფლვის" სიმბოლურობასთან დაკავშირებით, "შეუძრავად" გვიწესებს "დიდი სჯულისკანონი"; და ასევე იმ რეალობას, რომ მსგავს რამეს არ გვასწავლის არც ერთი წმიდა მამა და მისი გამომგონებელი თავიდან ბოლომდე არის ე. ჭელიძე, მთელი მისი "ლოგიკა" ქმნის საკმაოდ კომიკურ ვითარებას წმ. ევსტოქიოსის ნათლობის წარმოდგენილი გააზრებიდან გამომდინარე და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ვაიმეცნიერს სურს წმ. მღვდელმოწამე ევსტოქიოსის ნათლობიდან როგორმე "გამოწუროს" წყალდასხმითი ნათლობის დამადასტურებელი "ფაქტი".
კერძოდ, თუ შევეცდებით წმ. ევსტოქიოსის ნათლობის წარმოდგენას არა ემბაზში შთაფლვით, არამედ დასხმით (როგორც ე. ჭელიძე ცდილობს თავისი საზოგადოების დარწმუნებას), ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით...
წარმოვიდგინოთ ემბაზი, რომელშიც ევსტოქიოსია ჩაყენებული... სავარაუდოდ, ეს არის დიდი მოცულობის ჭურჭელი (ან სივრცე), რადგან, ჯერ ერთი, ტექსტის მიხედვით შესაძლებელია მასში ზრდასრული ადამიანის ჩაყენება და შთაფლვა, და მეორეც, ის არის საკმაოდ ღრმა, რაც ჩანს იქიდან, რომ ემბაზის სიღრმიდან ("ხმა-
ახლა ვიკითხოთ, როგორ ვითარებაში, უფრო სწორად სხეულის როგორ მდგომარეობაში ინათლება წმ. ევსტიქიოსი: 1) ფეხზე მდგომი, 2) ჩაცუცქულ-
1) ფეხზე დგომით მონათვლა იმთავითვე უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ტექსტში ნათქვამია: ("ხმა-
2) იქნებ -
3) გვრჩება ერთი -
ემბაზის წყალში თუ ევსტოქიოსი იდგა მკერდამდე, რომ შთაფლვისთვის მხოლოდ თავის მოხრაღა ყოფილიყო საჭირო, კვლავ და კვლავ, "ემბაზის ქვემოდან" ხმის აღმოთქმა გაუგებარს გახდიდა ამგვარ წარმოდგენასაც. წყალი შესაძლოა შთაფლვისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ ამისთვის საჭირო გახდეს მოსანათლავის ჩაწევა წყლის სიღრმეში, ანუ მისი ჩაკუზვა, ან ჩაცუცქება.
წმ. ევსტოქიოსი თუ ემბაზში ჩაცუცქული არ არის, მაშინ ის ან ჩაწოლილი უნდა იყოს, ან თავდახრით მდგომი, მაგრამ ე. ჭელიძის ლოგიკის გათვალისწინებით არც ეს მდგომარეობები იქნება მისაღები, რადგან, ჯერ ერთი, ემბაზში ჩაწოლა წმინდანს სწორედ შთაფლვისთვის უნდა დასჭირვებოდა და არა წყლის დაპკურებისთვის; ხოლო თავდახრით დგომისთვის ემბაზში შესვლის არანაირი საჭიროება არ არის, თან იმ სიღრმეზე, რომ მისი ფსკერიდან აღმოთქმული უფლის ხმამაღალ ქებაზე მისი ცხოვრების აღმწერელს ეთქვა: "ხმა-
გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეული მზაკვარებით ამახინჯებს ტექსტის შინაარსს დაგვიმტკიცებს აზრს, რაც მასში სულაც არ არის ნაგულისხმევი. გავიხსენოთ მისი ამგვარი ხრიკები იორდანეში მაცხოვრის ვითომცდა წყალდასხმით ნათლობაზე, როგორ შემოიტანა მან ლიტურგიკულ ტექსტებში არარსებული აზრი, თითქოსდა შეშინებულმა იორდანემ ვერ შეჰბედა, დაეფარა მაცხოვარი... და ა. შ. შემდეგ მოიტანა ამ აზრთან სრულიად შეუსაბამო ადგილები, სადაც ლაპარაკია არა დაფარვაზე ან წყლის დაკლებაზე, არამედ იორდანეს დინების მიმართულების შეცვლაზე ("... იორდანე უკუ-
უნდა დავაკვირდეთ, რომ სწორედ "ემბაზსა შინა დაფლულობასღა", ანუ ემბაზში შთაფლვისას იხილა ევსტიქიოსმა სამი სპეტაკმოსილი კაცი. მაგრამ დაუშვებელია, თვით ნათლობის მომენტი (შთაფლვა) და მისი შედეგი (ევსტიქიოსის ნათელ-
წყალქვეშ ყოფნას არ უნდა დავუკავშიროთ მისი მეტყველებაც და უფლის დიდებაც. ეს უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივ, როგორც უკვე აღვწერეთ. მაგრამ ასე როდი აკეთებს ე. ჭელიძე, ის პირიქით, რადგან უარსაყოფი აქვს ევსტიქიოსის შთაფლვით ნათლობა და აქედან გამომდინარე, გამოსაყვანი აქვს "შთაფლვის" სიმბოლური მნიშვნელობის სწავლება, ემბაზში დაფლულობას და ქვემოდან დიდი ხმით ლაპარაკს ერთდროულ აქტად წარმოგვიდგენს. რადგან შეუძლებელია წყალში შთაფლული კაცი ლაპარაკობდეს, გამოდის დასკვნა, "ემბაზში შთაფლულობა" სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა თავის დახრა და წყალდასხმა, ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, არაფერშია შთაფლული, თავისუფლად ილაპარაკებს, თუნდაც თავზე წყალიც ესხმებოდეს. აი, საითკენ მიდის ე. ჭელიძის ავადმყოფური წარმოსახვა.
"ის, რასაც ევსტოქიოსი ხსენებული "დაფლულობის" დროს მოქმედებს, -
მაგრამ, ვინ ამბობს ან სად არის ტექსტში ნაჩვენები, რომ ევსტიქიოსი ღმრთის სადიდებელ ფრაზებს დაფლულობის დროს ამბობდეს? ფრაზა "... ემბაზსა შინა დაფლულობასაღა იხილნა სამნი კაცნი სპეტაკმოსილნი..." და მისი მომდევნო ამბავი, რომ "... ფრიად გამხიარულებულმან ესევითარსა ხილვასა ზედა ხმა-
ამ სიტყვებიდან თავისუფლად შეიძლება იმ აზრის გამოტანა, რომ ევსტოქიოსმა "სამი სპეტაკმოსილი კაცი" იხილა ემბაზში დაფლულობის ჟამს, წყალში შთაფლვის შემდეგ, რადგან ღმრთის ნათელი მოსანათლავზე გადმოდის სწორედ ნათლისღების აქტის აღსრულებისთანავე. როგორც იყო ეს თუნდაც მიმოსთა: გენეზიოსის, პორფირეს და სხვა ზემოთ აღწერილ სასწაულებრივ შემთხვევებში.
რა თქმა უნდა, შესაძლოა წმიდა მოწამე ევსტოქიოსს წმიდა ნათელმოსილნი კაცნი ეხილა შთაფლვამდეც, მაგრამ შემთხვევის აღწერილობა უფრო ნათლისღების შემდგომ ხილვას გვაფიქრებინებს, ვიდრე მანამდელს. ასევე არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თუნდაც ნათლობამდე ამგვარი ხილვით გამხიარულებულ და განმტკიცებულ ევსტიქიოსს ედიდებინა უფალი და მონათლულიყო შთაფლვით, ხოლო ემბაზიდან ამოსვლის შემდეგ ("ხოლო აღმოვიდა რაი"), ეპისკოპოსის კითხვაზე:, "რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?" ეპასუხა ის, რაც იხილა. იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო შთაფლვის შემდეგ. მაგრამ (თუ სასწაულთან არ გვაქვს საქმე), არამც და არამც წყალში შთალფვის მომენტში, ანუ წყალქვეშ. ე. ჭელიძე კი აღწერილ ამბავს და ევსტიქიოსის ქმედებებს სწორედ "შთაფლვისას" მოქმედებულ ქცევად წარმოგვიდგენს და, რაკიღა წყალში შთაფლვისას ამგვარი რამის ქმნა შეუძლებელია, მისთვის სასურველ დასკვნას აკეთებს.
მაგრამ, მოდი, სურათის სისრულისთვის დავუშვათ, რომ ევსტიქიოსი არ მონათლულა შთაფლვით, ასევე არ მივაქციოთ ყურადღება სიტყვებს "ემბაზსა შინა დაფლულობასღა" (ანუ ემბაზში შთაფლვისას) და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც ასეთ შემთხვევაშია დასაშვები.
ევსტოქიოსი შედის წყლით სავსე ემბაზში (რადგან შეუძლებელია ცარიელ ემბაზში შედიოდეს კაცი მოსანათლავად. ემბაზები ყოველთვის გამოიყენებოდა წყლის იმ ჭურჭლად, სადაც ინათლებოდნენ მოსანათლავნი).
ემბაზი დიდია, რადგან ნათქვამია, რომ "ქვემოდან" გაისმა ევსტიქიოსის ხმამაღალი ლაპარაკი...
ევსტოქიოსი არის ემბაზის ქვემოთ, რადგან იქიდან ისმის მისი სიტყვები და არა ზემოდან, თუნდაც ეპისკოპოსის პირისპირ ან არის უკიდურესად ისე მოხრილი (მოკუზული), რომ მისი თავი ძლიერ არის დახრილი ემბაზის ფსკერისკენ (ეს იმისთვის, რომ გამართლდეს სიტყვები "ფრიად გამხიარულებულმან ესევითარსა ხილვასა ზედა ხმა-
ევსტოქიოსი ნათელმოსილ კაცებს ხედავს ან წყლის დასხმამდე, ან წყლის დასხმის შემდეგ, მაშინავე, როგორც კი თავს ამოწევს (მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ თავი რომ ამოეწია, მაშინ როგორღა "ხმა-
საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ე. ჭელიძისთვის, ერთი მხრივ, თუ წარმოუდგენელია (თუნდაც სასწაულის დონეზე) წყალქვეშ ესოდენი წინადადების წარმოთქმა, თან ისე ხმამაღლა, რომ ის ეპისკოპოსმაც გაიგოს, მეორე მხრივ, მისთვის სულაც არ არის წარმოუდგენელი, წელში მოხრილ და თავდახრილ ადამიანს, რომელსაც ასეთ პოზაში ემბაზის ფსკერის გარდა სხვა რამის დანახვა არ ძალუძს, ეხილა ცაში მდგომი პირნათელი და გაბრწყინვებული ანგელოზები. მაგრამ, თუ ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნაზეა ლაპარაკი და არა სასწაულზე, მაშინ როგორც შეუძლებელია მეტყველებდეს წყალში შთაფლული ადამიანი და თანაც ხმამაღლა და გარკვევით, ასევე შეუძლებელია ხედავდეს ცას და ღრუბლებს მიწას მიშტერებული კაცი.
გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ევსტოქიოსის ხმა ისმის ემბაზის ქვემოდან (ცხადია, აქ ლაპარაკი არ არის ქვევრის სიდიდის ემბაზზე, რომელიც უთუოდ შთაფლვისთვის იქნებოდა გამოსადეგი), თუმცა იმ ზომისა კი არის, რომ ევსტიქიოსი იმყოფება ემბაზის ქვედა ნაწილში, ანუ ის "ჩამალულია" მასში. მაშასადამე, გვრჩება მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი ევსტოქიოსი ემბაზში იყო ჩაკუზული, ჩაცუცქული, რათა შთაფლვა მიეღო, რამეთუ წყალდასხმისთვის, მით უფრო პკურებისთვის, არც ჩაწოლაა საჭირო სადმე და არც ჩაკუზვა... ფეხზე დგომაც სრულიად საკმარისია ამ საქმისთვის, და არც ტექსტში იქნებოდა ნათქვამი: "ხმა-
ამრიგად, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც წმ. ევსტოქიოსის ნათლობის ე. ჭელიძისეული "განმარტება", ასევე ამ განმარტებიდან გამოწურული სწავლება "შთაფლვის" სულიერი გაგების, მისი სიმბოლური დანიშნულების შესახებ, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც დიდი სჯულისკანონი და არც რომელიმე წმიდა მამა არსად გვასწავლის.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ვაიმეცნიერის მორიგი ტყუილი.
8. ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა
ზემოთ განხილული მაგალითების შემდეგ, ალბათ, ზედმეტია ლაპარაკი ე. ჭელიძის მეცნიერულ ობიექტურობაზე; ასევე შეუძლებელია სათითაოდ ყველა მაგალითის განხილვა, რადგან ისინი ჩვენ გარკვეულ კატეგორიებში მოვაქციეთ და სათანადო განმარტებები მივეცით. მაგრამ არის კიდევ ორი მაგალითი, რომელთაც ე. ჭელიძის მიმდევრები განსაკუთრებული თავდაჯერებულობით გვიმოწმებენ, როგორც დასხმითი ნათლობის კანონიკურ გამართლებას. ესენია: ჯვარცმული ავაზაკისა და წმ. ერმოგენეს ნათლობა.
რა თქმა უნდა, ვრცლად ამ შემთხვევებზე ვერ ვიმსჯელებთ, ამისი აუცილებლობაც არ არსებობს, რადგან ერთიც და მეორეც იმ კატეგორიებში ექცევა, რომლებიც ზემოთ უკვე განვიხილეთ და რომელთა შესახებაც წმიდა მამები და სჯულის კომენტატორებიც დავიმოწმეთ. მაგრამ, რადგან ამ მაგალითების მიმართ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ, მათ შესახებ მოკლედ მაინც გვემსჯელა.
ჯვარცმული, კეთილგონიერი ავაზაკის ნათლობასთან დაკავშირებით ე. ჭელიძე იმოწმებს წმიდა მამათა სწავლებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ავაზაკი მოინათლა ჯვარცმული უფლის გვერდიდან გადმოღვრილი წყლისა და სისხლის მიპკურებით. ასე მაგალითად: სევერიანე გაბალოვნელი (IV ს. წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვე): "ვინაიდან ირწმუნა მაცხოვრისა მან (ავაზაკმა -
ნეტ. ავგუსტინე: "მეუფე ღვთის გამოუთქმელი ძალითა და სამართლიანობით ნათლისღება განეკუთვნა მორწმუნე ავაზაკს"... "უფლის ახლოს ჯვარცმულ ავაზაკს, რომელმაც მაში ირწმუნა, ის წყალი, რომელიც მისი (უფლის -
მისივე: "ის ავაზაკი, მაშ, თუმცა კი შეიძლებოდა, საღვთო განსჯით, იმათ შორის შერაცხილიყო, რომლებიც განიწმინდნენ მარტვილობის აღმსარებლობით, მაინც, ამასთან, ნათელღებული არ იყოო, ამის შესახებ უმეცარი ხარ... გადმოდინდა რა წყალი სისხლთან ერთად უფლის გვერდიდან, შეიძლებოდა დასხმოდა მას, იქვე ჯვარცმულს, და ამგვარი უწმინდესი ნათლისღებით განებანა იგი" (იქვე. გვ. 450).
ამ გამონათქვამებიდან გამომდინარე, ე. ჭელიძე დაასკვნის: "როგორც ვხედავთ ავაზაკის ოდენ დასხმა-
"ამრიგად, -
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძე ძალიან არაკორექტულად და არაობიექტურად იყენებს ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტების მიერ დასხმით-
დასხმითი წესი რომ საეკლესიო ნორმა არ არის და ქრისტეს იგი საეკლესიო საიდუმლოს ფორმად არ დაუწესებია, ამას სწორედ ჯვარცმული ავაზაკის წინამდებარე მაგალითი და მამათა განმარტებანი გვიჩვენებს. ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა მთლიანად განეკუთვნება უკვე ზემოთ აღწერილ გამონაკლისთა, უფრო ზუსტად, ღმრთისგან დაშვებულ სასწაულთა კატეგორიას. მეტიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ის ყველა გამონაკლისზე უფრო საოცარი და უიშვიათესი გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ ნათლისღების საიდუმლო უეჭველად დაწესებულია თვით ჩვენი მაცხოვრისა და უფლის, იესუ ქრისტეს მიერ. მაგრამ როდის დააწესა უფალმა ეს საიდუმლო? "ამ საკითხის გადაწყვეტისას, -
"სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, ბრძანებს წმ. იოანე დამასკელი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი..." (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეორე. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/82.htm).
"იმავე ჯგუფის სხვა მამები და ღვთისმეტყველები (ანუ ისინი, ვინც ნათლისღების დაწესებას ვარაუდობენ ქრისტეს ჯვარცმამდე -
როგორც პროფ. ა. ალმაზოვი წერს, აქ მოყვანილი მოსაზრებები "სიმართლის მარცვალს შეიცავს, მაგრამ ცალკეული მაგალითის აღება მთლიანობისან განცალკევებით ჯერ კიდევ შეუძლებელია აღიარებულ იქნას მართებულ შეხედულებად. ამიტომაც, ნათლისღების საიდუმლოს დაფუძნების მომენტის გასარკვევად გვმართებს მივმართოთ მოკლე, მაგრამ იესუ ქრისტეს დიდებით აღსავსე პერიოდს, ანუ იმ დღეებს, რომლებიც გავიდა ქრისტეს აღდგომიდან მის ამაღლებამდე, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა და ასწავლიდა. ამ პერიოდში, ქრისტეს საუბრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მაცხოვრის საზეიმო, დიდებითა და ძლიერებით მოსილი სიტყვები, რომელიც მან თავის მოციქულებს თავიან მოძღვართან განშორების უწინარეს უთხრა: "მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:18-
სწორედ ამ ფაქტზე უნდა მივუთითოთ ჩვენც, როგორც მომენტზე, როდესაც დაფუძნდა საიდუმლო ნათლისღებისა, რადგან ამ სიტყვებში ნათლობა წარმოჩინდება როგორც საიდუმლო, რომელიც განკუთვნილია ყველა ხალხისთვის და არა ოდენ იუდეველთათვის, როგორც სამუდამო დაწესება აღსასრულამდე სოფლისა" (ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 11-
პროფ. ალმაზოვის თქმით, "ეკლესიის ძველი მამები ადასტურებენ სწორედ ამ და არა სხვა აზრს".
"ნათლავდნენ მისი მოწაფენიც, -
ქრისტეს ვნებამდე და აღდგომამდე ცხოვნების მოიმედენი ოდენ რწმენის ამარაღა იყვნენ. Mაგრამ, როდესაც ამ რწმენამ იმატა მისი შობის, ვნებისა და აღდგომისადმი რწმენით, მაშინ მიეცა სისავსე საიდუმლოსაც, ბეჭედს ნათლისღებისა, როგორც სამოსს რწმენისა, რომელიც ადრე შიშველი იყო და თავისი სჯულის გარეშე ძალა არ ჰქონდა. ახლა კი მოგვეცა სჯული ნათლობისა (შთაფლვისა) და ფორმაც განგვეწესა: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ამ სჯულისადმი მიცემულმა განსაზღვრებამ:
თუკი ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა ნიმუშია ნათლობის კანონიკური სახისა, მაშინ ეს სიტყვები -
ე. ჭელიძე თავს უფლებას აძლევს, ღმრთის მიერ მოქმედებულ საიდუმლოში რაღაც ცნოს და რაღაც არა... რაღაც მიიღოს და რაღაც უარყოს... ან კიდევ, უნდა აღიაროს, რომ ჯვარცმის დროს მაცხოვარს ნათლისღება ნაკლულევანი, არასრული სახით აღუსრულებია, რადგან არ უთქვამს, "დღესვე ჩემთან იქნები მამის, ძის და სულიწმიდის სახელით", არამედ უბრალოდ უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკა 23:43).
და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მამები მართლაც ასწავლიან ჯვარცმული ავაზაკის ქრისტეს სისხლით ნათლობას, ისინი არსად ამბობენ, რომ ეს არის ნათლობის ჭეშმარიტი სახე, რომელიც უფალმა ეკლესიას დაუწესა, არც იმას, თითქოსდა მაცხოვარს ნათლისღების საიდუმლო ჯვარზე დაეფუძნებინოს.
ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევა სრული გამონაკლისობა და უფლის განსაკუთრებული განგებულებითი ნათლობა რომ არის, ეს თვალსაჩინოვდება კიდევ იმით, რომ მასში ჯერ კიდევ არ მოიაზრება დაფლვა და აღდგომა, რადგან ქრისტე, მართალია, ჯვარცმულია, მაგრამ ჯერაც ცოცხალია და მისი დაფლვა და მკვდრეთით აღდგომა არ აღსრულებულა. ხოლო ნათლისღება, როგორც ეს ზემოთ არაერთხელ ვაჩვენეთ, და როგორც თვით მოციქულები განგვიმარტავენ, სწორედ ქრისტეს დაფლვისა და მკვდრეთით აღდგომის სახედ გვებოძა.
თვით ე. ჭელიძეც კი დასხმით-
უფალმა თავისი სისხლის მიპკურებით სრულიად განასპეტაკა ავაზაკი. მეტიც, მან არათუ ავაზაკი, არამედ მთელი სამყარო განწმინდა. ჯვარზე სიკვდილი მთელი სამყაროსა და მთელი ქმნილების სისხლით გასპეტაკებაა. როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ეს არის "არა სამყაროს მცირე ნაწილის განწმენდა მცირე დროით, არამედ მთელი სამყაროს სამარადისო განწმენდა" (Святитель Григорий Богослов. Orat. 45, 13 (PG 35, 589)).
სწორედ ამიტომაც თანაუგრძნობს მთელი ქმნილება უფლის ჯვარცმას.
"მრავალი სასწაული აღესრულა იმ დროს, -
მაშ, თუ უფლის სისხლს განუწმენდია ცა და მიწა, წყალი და ჰაერი, და საერთოდ, მთელი სამყარო, ნუთუ ეს წყალობა არ შეეხებოდა მის გვერდით ჯვარცმულს, უფლისა და მისი ჯვარზე ვნების აღმსარებელ კეთილგონიერ ავაზაკს? რაოდენ დამაკნინებელი იქნებოდა ღმრთის ყოვლისშემძლეობისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობისთვის ის, რომ სამყაროს განმწმენდს მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის განწმენდა არ შეძლებოდა. ეს იქნებოდა, არა მარტო უფლის ყოვლისშემძლეობის დაკნინება, არამედ მისი მაცხოვნებელი მსხვერპლის ძალისაც. ამიტომაც, ჯვარცმულ ავაზაკზე მიპკურებული სისხლით მისი განწმენდა (ნათლობა) და სამოთხეში აყვანა უფლის განსაკუთრებული განგებულების გამოვლინებაა და არა ნათლისღების საიდუმლოს დაფუძნება ან მისი ფორმის წარმოჩენა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავაზაკის სიკვდილის დროს მაცხოვარს ახალაღთქმისეული ნათლისღება ჯერაც არ დაუწესებია, მხოლოდ თავისი ამაღლების წინ დაავალებს ის თავის მოწაფეებს "დაიმოწაფონ ყველა ხალხი და ნათელს სცენ მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე 28:19) და მოციქულებიც დაიწყებენ ნათლობას სულიწმიდის მოფენის შემდეგ.
როგორც ტერტულიანე (III ს.) ბრძანებს: "ახლა კი მოგვეცა სჯული ნათლობისა (შთაფლვისა) და ფორმაც განგვეწესა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
ასე, რომ სულ ამაოდ იმოწმებს ე. ჭელიძე დასხმით-