შინაარსი
თავი XXIII
____________________________________________________________________________________________________________________________
პროდასავლური იდეებით ჰიპეტროფირებულნი
ზემოთ უკვე ვწერდით, რომ დასხმითი ნათლობის აპოლოგეტები არასწორად განმარტავენ ზოგიერთ ისტორიულ გარემოებას. კერძოდ, XI-XVII საუკუნეების შუალედში მოქცეული მართლმადიდებლური საეკლესიო კრებების ან ამ საუკუნეთა შუალედში მოღვაწე წმიდა მამების დამოკიდებულებას მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღების საკითხში. კერძოდ, იგულისხმება ამ პერიოდში ლათინთა შეწყნარება მირონცხებით. ასახელებენ ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი (ამავე დროს საეკლესიო კანონთა ცნობილი კომენტატორი), წმ. მარკოზ ეფესელი (1392-1444)) და სხვები. მაგრამ არ აღნიშნავენ, რომ არც ამ პიროვნებებს და არც ამ პერიოდში ჩატარებულ მართლმადიდებლურ კრებებს (არ ვგულისხმობთ უნიატურ შეკრებებს), არსად არ მოუციათ დასხმით-პკურებითი ნათლობის გამამართლებელი განმარტებანი, რაც საკმაოდ სერიოზული მიზეზია დავეჭვდეთ ამგვარი ფორმის კანონიკურობასა და მისი ქმედითობის უეჭველობაში.
ამგვარი მაგალითების შესახებ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცულ ლათინთა მიღების საკითხში გამოიყოფა ორი მომენტი, რასაც მკვლევრები (ცხადია, მათი ეკლესიების პოლიტიკიდან და გარკვეული იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე) გვერდს უვლიან, ერთმანეთში ურევენ და საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა რაკიღა ლათინები მირონცხებით მიიღებოდნენ (რაც მხოლოდ მწვალებლებში სწორი ნათლობის არსებობის შემთხვევაში ხდება) დასხმითი ნათლობა არისო სრულიად მისაღები და კანონიკური. მაგრამ აქ შეგნებულად (უმეცრების ვერსიას, უბრალოდ, ვერ დავუშვებთ, რადგან ამ საკითხს განიხილავენ მეტად ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები) ტოვებენ იმ ფაქტზე, რომ ლათინებთან დასხმითი ნათლობა ეკლესიისგან მათი განდრეკისთანავე როდი გაჩნდა. ის თავს იჩენს XIII საუკუნეში და საბოლოოდ მკვიდრდება XVII საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ყოველთვის როდია შესაძლებელი, ლათინთ დასხმითი ნათლობის აბსოლუტური შეწყნარება დაბრალდეს. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამისი საკმაო საფუძვლები არსებობს.
1. ეპისკოპოს სერგის წიგნი და მისი არგუმენტები
მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ ლათინთა მირონცხებით მიღების ისტორიული ფაქტები დღეს არ ქცეულა ლათინური (ანუ დასხმით-პკურებითი) ნათლობის "ლოგიკურად" გამამართლებელ არგუმენტად. ამ თემას, დიდი ხანია, ამუშავებენ რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ლიტურგისტები და კანონისტები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღება ყოველთვის ერთგვაროვანი როდი იყო და ის იცვლებოდა საუკუნეთა განმავლობაში. რადგან ეს თემა ხშირად ხდება ათასგვარი სპეკულაციის საგანი, სავალდებულოდ მივიჩნევთ, მცირედით შევჩერდეთ ამ საკითხზე და გავერკვეთ მის არსში.
სანიმუშოდ დავეყრდნობით რუსეთის ოფიციალური ახალმოწესეობრივ-მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის, სერგი სერაფიმოვის ნაშრომს О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. Астрахань. 1904 г. ხსენებული ავტორი ამ ნაშრომში აღნიშნავს:
"1. ... ძველი საყოველთაო ეკლესიის ყველა განწესება ნათლად აჩვენებს, რომ უძველესი დროიდან ეკლესიაში გამოიყენებოდა არამართლმადიდებელთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების სამი წესი - ნათლისღებით, მირონცხებით და სინანულით, ზოგჯერ შემოერთებული ადამიანის თავზე ეპისკოპოსის ხელის დადებით, განსაკუთრებით დასავლეთის ეკლესიებში, რომელსაც თან ახლდა არამართლმადიდებლურ ცთომილებათა უარყოფა.
2. სხვადასხვა კატეგორიის არამართლმადიდებელთა მიღების ეს წეს-განგებები საკმაოდ მრავალგვაროვანი იყო, განსაკუთრებით II მსოფლიო კრებამდე: არამართლმადიდებელთაგან ისინი, ვინც ერთი მხარის ეკლესიებში მიიღებოდნენ ნათლისღებით (მაგ.: ნოვაციანელები, ენკრატიტები, აპოტაქტიტები), სხვა ეკლესიებში მიიღებოდნენ მირონცხებით, ან კიდევ მხოლოდ სინანულით. II მსოფლიო კრებიდან მოყოლებული ამ მრავალგვაროვნებას ცვლის უმეტესი ერთგვაროვნება ისე, რომ VII საუკუნეში გაჩნდა მსოფლიო კრების კანონი (VI მსოფლ. კრებ. 95-ე), რომელმაც გააერთიანა ყველა ადრე არსებული ერთგვაროვანი წეს-განგება და ყველა მომდევნო დროისთვის გადამწყვეტ სახელმძღვანელოდ იქცა მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელთა მიღების საკითხში.
3. ეს ერთფეროვნება იხილვება იმაში, რომ ნათლისღებით მიიღებოდნენ უკვე ისეთი არამართლმადიდებლები, როგორებიც იყვნენ მონტანისტები, მარკიონიტები, ვალენტინიანელები, პავლიანელები, ევნომეველნი და საბელიანოზნი, ანუ ის მწვალებლები, რომლებიც არსებითად ამახინჯებდნენ სარწმუნოების ძირითად დოგმატებს და არ ჰქონდათ ნათლისღების საიდუმლო ან ასრულებდნენ მას არა უფლის დაწესებისამებრ ("... не по Господню учреждению"); ხოლო ნათლისღების გარეშე, მხოლოდ მირონცხებით ან სინანულით - ისეთ არამართლმადიდებლებს, როგორებიც იყვნენ არიანელები, მაკედონიანელები, ნოვაციანელები, მელეტიანელები და მათნი მსგავსნი, ანუ ის მწვალებლები, რომლებიც ცდებოდნენ სარწმუნოების ერთ რომელიმე დოგმატში, მაგრამ ნათლისღებას აღასრულებდნენ სწორად, ღმრთისგან ბოძებული სიტყვების წარმოთქმით (ანუ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით - არქიეპ. პ.), ან კიდევ - სქიზმატიკოსებს, რომლებიც ცდებოდნენ რელიგიის საწესჩვეულებო მხარესთან დაკავშირებით, მაგრამ ნათლისღება და სხვა საიდუმლოებები სწორად ჰქონდათ დაცული.
4. დაბოლოს, - წერს ხსენებული ავტორი, - აუცილებელია შევნიშნოთ ისიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძველი განწესება თავისი წარმომავლობით იყოფა სამ კატეგორიად: დამოწმებულთაგან ერთნი ეკუთვნიან კერძო პირებს ან კერძო ეკლესიებს, სხვები - კერძო და ადგილობრივ კრებებს, მესამენი კი მსოფლიო კრებებს.
პირველი ვითარება მნიშვნელოვანია იმით, რომ პირდაპირ უარყოფს სწავლებას (ვინც გინდა აღიარებდეს მას) მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველა არამართლმადიდებელთა ნათლისღების გარეშე მიღების შესახებ და ნაწილობრივ წარმოაჩენს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სიმართლეს, რომელსაც დღემდე შენარჩუნებული აქვს არამართლმადიდებელთა შემოერთების სამივე ძველი წესი.
მეორე და ბოლო ვითარება მნიშვნელოვანია იმით, რომ უფლებას გვაძლევს, ძველ კანონებს შევხედოთ არაერთგვაროვნად: ცხადია, რომ განწესებები, რომლებიც მსოფლიო კრებებამდე არსებობდა და კერძო პირებსა და ეკლესიებს ეკუთვნით, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მსოფლიო და იმ ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებები, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ (როგორიც არის, მაგალითად, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებები), რომ, პირიქით, მართლმადიდებელ ეკლესიაში არამართლმადიდებელთა მიღების ფორმის საკითხში ჩვენთვის მნიშვნელოვანნი უნდა იყონ ეს უკანასკნელი კრებები. მაგალითად, არ არის სამართლიანი, დაემოწმო აფრიკის ეკლესიათა და წმ. კვიპრიანეს მიერ მიღებულ კანონებს, როდესაც ისინი შეცვალეს პირველმა, მეორე და მეექვსე მსოფლიო კრებებმა.
არ შეიძლება უპირობოდ დავეყრდნოთ ბასილი დიდის კანონებსაც, რადგან ის თვითონაც არ მიიჩნევდა საკუთარ განწესებებს ამა თუ იმ არამართლმადიდებელთა მიღების ფორმის საკითხის საბოლოო გადაწყვეტად და სავალდებულოდ ყველასთვის, ადგილს უთმობდა სხვა ეკლესიათა ჩვეულებას, განსაკუთრებით კი მიუთითებდა კრებებზე და ყველას ურჩევდა მათგან მიეღოთ სადავო საკითხთა გადაწყვეტა.
მსოფლიო კრებებთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებია ნიკონ შავმთელის ან ტიმოთე პრესვიტერის, ან კიდევ იოანე ნიკეელის, როგორც კერძო პირთა შეხედულებები, რომლებიც გამოხატავენ კერძო ეკლესიათა ჩვეულებებს. ცხადია, რომ ასეთ შეხედულებებს და კანონებს ეკლესიისთვის მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც არიან ისინი ახლოს თავიანთი შინაარსით მსოფლიო კრებათა კანონებთან" (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Историко-каноническое изследование епископа Сергия Вятскаго и Слободскаго. Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 87-88).
ამის შემდეგ ავტორი, რომლის ხსენებული ნაშრომი მიმართულია ძირითადად ე. წ. "ბეზპოპოვცების" წინააღმდეგ, აკრიტიკებს მათ დამოკიდებულებას მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვადასხვა მწვალებელთა მიღების საკითხის გამო და წერს, რომ "მათ (ანუ "ბეზპოპოვცებს" - არქიეპ. პ.) დაბრმავებულთა და უგუნურთ, არ ესმით და არც სურთ გაიგონ არსი მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა, რომლებიც ერთმანეთის თანხმიერნი არიან და მხოლოდ ზოგიერთი კერძო განწესების, შეხედულებისა და მაგალითის საფუძველზე, ან კიდევ ძველად მხოლოდ ზოგიერთი მწვალებლის ნათლისღებით მიღების მაგალითზე ითხოვენ ლიახებისა (პოლონელები - არქიეპ. პ.) და ხოხლების (უკრაინელები და ბელორუსები - არქიეპ. პ.), სომხების, კალვინების, ლუთერანებისა და პაპისტების და საერთოდ, ყველა დასავლელი ქრისტეანის გადანათვლას" (См. Раскольн. рукопись Моск. Дух. Акад. Цветник или о поливтпельном крещении. იქვე. გვ. 89). ამის შემდეგ კი ამტკიცებს, თითქოსდა "მსოფლიო და ადგილობრივ ეკლესიათა კრებები და ძველი კერძო ეკლესიების ვრცელი პრაქტიკა კატეგორიულად არ გვაძლევენ ამგვარი სწავლების საფუძველს რომაელ-კათოლიკეთა და პროტესტანტთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ამგვარი საფუძველი არც აღმოსავლური ბერძნული ეკლესიის პრაქტიკაში მისგან დასავლეთის ეკლესიის გამოყოფის დროიდან და, თვით რუსულ ეკლესიაშიც კი, როგორც ამას შემდგომში ვნახავთ" - წერს ავტორი (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Историко-каноническое изследование епископа Сергия Вятскаго и Слободскаго. Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 89).
თავისი წიგნის მომდევნო თავში (Д. Практика церкви грековосточной в принятии римских, католиков до половины XVIII-го века) ეპისკოპოსი სერგი მიმოიხილავს ბერძნულ და რუსულ ეკლესიებში ლათინ მწვალებელთა მიღების ისტორიას, საიდანაც იკვეთება, რომ ლათინებს ბერძნები ნათლისღების გარეშე არ შეიწყნარებდნენ თვით XI საუკუნიდან. ასე მაგალითად, "კარდინალი ჰუმბერტი, პაპ ლეონ IX-ის ერთ-ერთი ელჩი კონსტანტინოპოლში, რომელიც წარგზავნილ იქნა ეკლესიათა შესარიგებლად, რომის ეკლესიის დასაცავ თავის თხზულებაში, სხვათა შორის, კიცხავს ბერძნებს იმისთვის, რომ ისინი წმიდა სამების სახელზე ერთხელ უკვე მონათლულ ლათინებს ხელმეორედ ნათლავენ" (Baron, annal. 1054) (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Историко-каноническое изследование епископа Сергия Вятскаго и Слободскаго. Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 89).
მსგავს მოწმობას ვხვდებით ლატერანის (დასავლეთის ეკლესია - არქიეპ. პ.) 1215 წლის კრების საქმეებშიც, სადაც დადგენილ იქნა, რომ ბერძნებმა "არ უნდა გაბედონ მათთან მისულ ლათინთა გადანათვლა, როგორც ისინი ამას აკეთებენ, ამავე წესს უნდა მიჰყვებოდნენ ლათინი მღვდლებიც აღმოსავლეთში" (Labbei consilior. Т. XI p, 1. Consil. Lateran IV. Capit. IV. p. 152—153. edi. Paris) (იქვე: О правилах и чинопоследованиях... გვ. 90).
ავტორი აქ არ აღნიშნავს, თუ რითი იყო გამოწვეული ბერძენთა ასეთი დამოკიდებულება ლათინთა მიმართ, ანუ რა აიძულებდა ბერძნებს ლათინთა გადანათვლას. აქ შეიძლება იყოს ორი პასუხი: 1) ლათინები XI საუკუნიდანვე ამკვიდრებენ წყალდასხმით ნათლობას და ბერძნები ამას ეწინააღმდეგებიან, ან ისინი გადაინათლებოდნენ ძველი პრაქტიკის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მწვალებლები უნდა გადანათლულიყვნენ (თუმცა ეს II და VI მსოფლიო კრებების საწინააღმდეგოა და ნიშნავს წმ. კვიპრიანე კართაგენელისა და მისი დროის აფრიკის ეკლესიის პრაქტიკასთან დაბრუნებას).
2. კიდევ ერთხელ დასავლეთში ერთჯერადი შთაფლვის პრაქტიკის შესახებ
ვფიქრობთ, პირველი აზრი (რომ ლათინები დასხმითად ნათლავდნენ მეთერთმეტე საუკუნიდან) არასწორია, რასაც ქვემოთ თვალსაჩინოდ დავინახავთ, შესაძლოა მისაღები იყოს მეორე ვარიანტი, მაგრამ ისიც გარკვეული ძალდატანებით. მაშ, რა შეიძლება ხდებოდეს? საქმე ის არის, რომ ლათინთა შორის (განსაკუთრებით ესპანეთში) ამ დროისთვის ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას გავრცელებული იყო ერთგზისი შთაფლვა. სანამ ეპისკოპოს სერგის ისტორიულ მოწმობებს შევეხებოდეთ, გავიხსენოთ ეს საინტერესო ისტორია, მითუმეტეს, რომ ის დაკავშირებულია წმ. გრიგოლ დიალოგოსთან (VII ს.), დასავლეთის ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტთან. ეს ისტორია ჩვენ უკვე გადმოვეცით წმ. კვიპრიანე კართაგენელის წერილზე მსჯელობისას (იხ. ზემოთ შესაბამისი თავი: "კვიპრიანე კართაგენელის წერილი მაგნუსს"). საკითხის მნიშვნელობის გამო, აქ მას ისევ დავუბრუნდებით: "უეჭველია, რომ VI საუკუნის ესპანეთში ნათლისღებას ზოგჯერ ერთგზის შთაფლვითაც ასრულებდნენ. ესპანეთის ეკლესიის ასეთი პრაქტიკა და ამგვარი ჩვეულების აქ დამკვიდრება მოტივირებული იყო შემდეგი ვითარებით: VI-VII საუკუნეებში ესპანეთის ოლქში ორი კატეგორიის მრავალი არიანელი ცხოვრობდა: ერთნი მკაცრად მისდევდნენ ევნომეს სწავლებას, სხვები კი მისგან გადაიხრებოდნენ; ერთნიც და მეორენიც სრულიად უარყოფდნენ წმიდა სამების პირთა თანასწორობას. მაგრამ პირველნი ამ ორთაგან, ნათლისღების აღსრულების დროს, ქრისტეს სიკვდილის მიმართ ნათელსცემდნენ, რითაც ნათლისღებას ანიჭებდნენ არა სულიერი აღორძინების საიდუმლო მნიშვნელობას, არამედ ქრისტესთან თანადამარხვის ოდენ ზნეობრივ აზრს საკუთარ თავში ცოდვის დასამარცხებლად. მეორენი კი, პირიქით, ნათლავდნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და ნათლისღებას სულიერი აღორძინების მნიშვნელობას ანიჭებდნენ (Прав. Собес. 1866 г. кн.. II, стр. 76). ამის შედეგად, პირველნი ნათლისღების საიდუმლოში ერთგზის შთაფლავდნენ (Пелагий II "Epist. ad Gaudentium". Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. CLXXXVU; col. 1826-1827),, ხოლო მეორენი სამგზის (Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LXX; col. 497. Sub lit. f.)" (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 299).
"ამ დროს ამ ოლქის მართლმადიდებლებიც სამგზისი შთაფლვით ნათლავდნენ, მაგრამ სამგზისი შთაფლვით ისინი გამოხატავდნენ ერთარსება ღმერთის სამპიროვნებას; ხოლო არიანელები, პირიქით, იმავე აქტით ქადაგებდნენ, რომ სამ იპოსტასში სამი ბუნებაა" ("... а ариане, напротив, тем же актом обозначали, что в трех лицах три естества") (Curs. Compl. Patrol, ibid) (ციტ. იქვე).
ასეთ ვითარებაში ურწმუნოები, გარეგანი მსგავსების გამო, ვერ ხედავდნენ არსებით სხვაობას ერთ და მეორე ნათლისღებას შორის და ფიქრობდნენ, რომ არიანული და მართლმადიდებლური სარწმუნოება ერთი და იგივე ქრისტეანული სარწმუნოებაა და, ამიტომაც, ნათლისღების მოსურვების შემთხვევაში არცთუ იშვიათად არიანელთაც მიმართავდნენ.
მაშინ მართლმადიდებელთა გარკვეულმა ნაწილმა ესპანეთის ოლქიდან, მორწმუნეთა არიანელებისკენ გადასვლა რომ შეეფერხებინათ, მიატოვა სამგზისი შთაფლვით ნათლობა და ერთგზის შთაფლვას მიჰყო ხელი, ოღონდ ფორმულით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". როდესაც ამ ვითარების გამო ერთმა ესპანელმა, სევილიელმა ეპისკოპოსმა, ლეანდრემ, საკითხის გასარკვევად რომის პაპს გრიგოლ დიალოგოსს მიმართა და ჰკითხა, - უნდა ვაღიაროთ თუ არა ასეთი ნათლობა? - პაპმა დადებითი პასუხი მისცა.
წმ. გრიგოლ დიალოგოსი (604 წ.) (იმავე წერილში ეპისკოპოს ლეანდრეს მიმართ - არქიეპ. პ.) ბრძანებს: "ვინმე თუ ფიქრობს, რომ ნათლისღებაში შთაფლვა უზენაესი სამების სახელზე აღესრულება, მაშინ მოსანათლავის ერთგზის შთაფლვას ვეღარაფერი დააბრკოლებს. სამ იპოსტასს ერთი ბუნება აქვს, ამიტომაც, შეუძლებელია, სასაყვედურო იყოს მოსანათლავი ყრმის ან სამგზის, ან ერთგზის შთაფლვა, როდესაც სამი შთაფლვითაც შეიძლება იპოსტასთა სამებობის აღნიშვნა და ერთი შთაფლვითაც შეიძლება გამოისახოს ღმრთის ერთობა. მაგრამ რაკიღა მწვალებლები ყრმებს დღემდე სამგზის შთფლავენ, ჩემი განსჯით, ასე არ უნდა იყოს თქვენთან, რათა მათ, შთაფლვათა რაოდენობის დათვლით არ გაჰყონ ღმრთეება და განაგრძონ კეთება იმისა, რასაც აკეთებდნენ და თავი არ იქონ იმით, რომ ჩვენი ჩვეულება გადაიღეს" (Cв. Григорий Двоеслов. "Epist. ad episc. Leandr." Cursus Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. LXXXIV. col 834. Quod si qui. forte etiam pro summa Trinitatis veneratione aostimet fiere, neque ad hoc aliquid obsistit, baptizandum somel in aquis mergere, quia dum иn tribus subsistentiis una substantia est reprehensibile esse nullate nus potest infantem in baptismate velter ver semel mergere, quando et in tribus mersionibus personarum trintias, et in uno potest divinitatis singularitas designari. Sed si nunc hucusquae infans in baptismate tertio mergebatur, fiendum apud vos esse non censeo, ne dum mersiones numerant, divinitatem dividant, dumque quod faciebant faciunt morem vestrum se vicisse glorientur").
იგივე ტექსტი ა. ალმაზოვის თარგმანში: "Если кто думает,что в погружении крещение бывает в честь верховной Троицы, то ничто не препятствует погружать крещаемаго в водах однажды. У трех Лиц одно естество, поэтому никак не может быт делом укоризненным - погружать крещаемаго младенца или трижды или однажды, когда и тремя погружениямп может быть изображена троичность лиц и одим погружением может быть изображено единство божества. Но так как еретики доселе погружали младенца в крещении трижды, то, по моему разсуждению, этому не должно быть у вас, дабы те, счисляя погружения, не разделяли Божества, и дабы продолжая делать то, что делали, не хвастались, будто переняли наш обычай") (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 297).
"ამის შემდეგ, - ამბობს პროფ. ალმაზოვი, - ტოლედოს კრებამ (633 წ.), რომელმაც მისი (წმ. გრიგოლ დეოლოღოსის - არქიეპ. პ.) სიტყვები დაიმოწმა, აღნიშნა: "ამიტომაც, როდესაც ესოდენ დიდმა კაცმა (წმ. გრიგოლ დეოლოღოსმა - არქიეპ. პ.) მოგვახსენა ორივე საიდუმლოს შესახებ (აქ ერთგზისი და სამგზისი შთაფლვის ფორმები იგულისხმება - არქიეპ. პ.), რომელიც ნათლისღებაში აღესრულება, მაშინ ერთიც და მეორეც სამართლიანია და ორივეს პატივი უნდა მიეგოს ღმრთის წმიდა ეკლესიაში, როგორც უზადოს, მაგრამ, სქიზმატურ საცთურს რომ თავი ავარიდოთ ან კიდევ მწვალებლური დოგმატის გამოყენებას, დავიცავთ ერთგზის შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში, რათა არავის ეგონოს, თითქოსდა ჩვენთან სამგზისი შთაფლვა მწვალებელთა სწავლებას ეთანხმება, თუმცა ისინი მისდევენ ჩვეულებას. ხოლო ვინმეს ეჭვი რომ არ გაუჩნდეს ამ ერთგზისი საიდუმლოს (შთაფლვის - არქიეპ. პ.) მიმართ, მასში ყველას შეუძლია ნახოს ქრისტეს სიკვდილის სახეც და მისი აღდგომაც, რადგან წყალში შთაფლვა ერთგვარად უფსკრულში შთახდომას მოასწავებს, ხოლო წყლიდან ამოსვლა სახეა აღდგომისა. გარდა ამისა, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ საიდუმლოში (იგულისხმება ერთგზის შთაფლვით ნათლობა - არქიეპ. პ.) ნაჩვენებია ღმრთის ერთობა და სამგვამოვნება - ერთობა იმაში, რომ ერთგზის შთავფლავთ, ხოლო სამგვამოვნება იმაში, რომ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ვნათლავთ" (Concil. Tolеtan. IV can. VI; Harduin. Acta concilior. Tom. III. Paris. 1714, pag. 581. А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. Стр. 297).
ამრიგად, პროფ. ალმაზოვის მიერ დამოწმებულ ამ ისტორიულ ფაქტში ჩვენ გვაქვს ნათლისღების კანონიკური სახის, ანუ სამგზისი შთაფლვის უკუგდების და მის ნაცვლად მოციქულთა 50-ე კანონში აკრძალული ერთგზისი შთაფლვის გამართლების გასაოცარი ნიმუში. ამ შემთხვევაში, არა მარტო VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში მცხოვრები უდიდესი წმიდა მამა, გრიგოლ დიდი (დეოლოღოსი) (გარდ. 604 წელს), არამედ მისი გარდაცვალებიდან მალევე, 610 წელს (სხვა ავტორები ტოლედოს კრების ჩატარების თარიღად მიიჩნევენ 633 წელს) მოწვეული ადგილობრივი საეკლესიო კრებაც, ხსენებული წმიდა მამის სწავლების საფუძველზე, აკანონებს წმ. მოციქულთა 50-ე კანონის საწინააღმდეგო ჩვეულებას, რომელსაც ძველ დროში მისდევდნენ არიანელებიც.
ამ მაგალითით ვხედავთ, რომ წმიდა მამა გრიგოლ დიდი არ გმობს მის დროს ესპანეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელებულ ერთგზის შთაფლვას და მიიჩნევს, რომ "წმიდა სამების მართებული აღსარების შემთხვევაში "შეუძლებელია სასაყვედურო იყოს მოსანათლავი ყრმის ან სამგზის ან ერთგზის შთაფლვა, როდესაც სამი შთაფლვითაც შეიძლება იპოსტასთა სამებობის აღნიშვნა და ერთი შთაფლვითაც შეიძლება გამოისახოს ღმრთის ერთობა" (Григорий Двоеслов. Epistola ad Leandrum (письмо к Леандру)).
"ამ წერილიდან ჩანს, - წერს ერთი მღვდელმსახური, - რომ დასავლეთის ეკლესიაში სამგზისი შთაფლვა საყოველთაოდ გავრცელებული იყო VI საუკუნემდე, ხოლო შემდეგ ნათლობა, მაგალითად ესპანეთში, სრულდებოდა ერთგზისი შთაფლვით... ასეთი დადგენილება გამოიტანა ტოლედოს 610 წლის კრებამ" (Протоиерей Владимир Башкиров, магистр Богословия. О видах Крещения. http://minds.by/news/27#sl10).
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ეკლესიის მიერ ნათლისღების ერთგზისი შთაფლვით აღსრულების შესახებ გვიანდელ პერიოდში ლაპარაკობდა ... პატრიარქი მიქაელ კერულარიოსიც († 1059) (იხ. ქვემოთ) (Малиновский Николай, протоиерей. Крещение. Православное Догматическое богословие. Т. 4. Сергиев Посад, 1909. С. 70) (ციტ. იქვე). ასევე, 11-ე საუკუნის რუსი წმინდანი თეოდოსი პეჩორელიც (1074), ლათინთა მამხილებელ თავის სიტყვაში აღნიშნავს, რომ "ლათინები ნათლისღებაში ერთგზის შთაფლავენ, ჩვენ კი სამგზის" ("... а крещаются во едино погружение, а мы в три". Преп. Феодосий Печерский († 1074 г.). Слово о вер крестьяньской и о латыньской. Памятники Древле-Русской духовной письменности: Послание преп. Феодосия о вере варяжской // Журнал "Православный собеседник", Казань. 1865 г. Книга II. с. 325-328).
"ტოლედოს კრება, რომელიც დიდად აფასებდა გრიგოლის ავტორიტეტს, იძულებული გახდა, დაედასტურებინა მისი აზრი, რადგან ესპანეთის ოლქში ყველა როდი აღიარებდა გრიგოლის შეხედულებას, რის გამოც ერთნი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით, ხოლო სხვები მკაცრად მისდევდნენ სამგზისი შთაფლვის ტრადიციას.
რამდენი ხნით შენარჩუნდა ნათლობის ეს ფორმა (ერთგზისი შთაფლვა - არქიეპ. პ.) ესპანეთში ჩვენ არ ვიცით. Peliccia ამბობს, რომ ერთგზისი შთაფლვით ნათლობა პრაქტიკაში იყო მხოლოდ VI საუკუნეში" (Peliccia. "De Christ. Eccles. Politia". Tom. I., Colon. 1829. pag. 18) (ციტ. ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 300). "მაგრამ, სავარაუდოდ ამ ფაქტს შეიძლება ჰქონოდა უფრო ხანგრძლივი ისტორია. ყოველ შემთხვევაში (როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნეთ - არქიეპ. პ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი თავის დროს (1054) ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს წერდა: "ზოგიერთებმა გვამცნეს, რომ (ლათინები) საღმრთო ნათლისღებას ერთგზისი შთაფლვით აღასრულებენ" (Попов, Историко-литературн. обзор. древ. русск. полемич. соч. против латинян (XI-X V вв.) М. 1875) (ა. ალმაზოვის დასახ. ნაშრ. გვ. 300).
ზუსტად ასე აქვს აღწერილი ეს ისტორია ცნობილ ისტორიკოსს, ლიტერატურათმცოდნესა და ენათმეცნიერს, სლავისტსა და ბიზანტისტს, პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტს პოლიქრონიონ სირკუს ნაშრომში: "Время и жизнь патриарха Евфимия Терновского" (СПб., 1898): "ამ საკითხთან დაკავშირებით, - წერს ავტორი, - ესპანეთში 633 წელს შედგა კრება, რომელსაც ადგილის მიხედვით ტოლედოს კრება უწოდეს, რიგით კი მეოთხეა აქ ჩატარებულ კრებებს შორის და რომელსაც ესწრებოდა 62 ეპისკოპოსი. ამ კრების მამებმა, გაიმეორეს რა პაპ გრიგოლის შეხედულება, საბოლოოდ გადაწყვიტეს სადავო საკითხი. მათ დადგენილებაში, სხვათა შორის, წერია: "ამიტომაც, როდესაც ასეთი დიდი მამა პასუხს იძლევა ორივე საიდუმლოზე (იგულისხმება ნათლობის ფორმები, ერთგზისი და სამგზისი შთაფლვები - არქიეპ. პ.), რომელიც ნათლისღებისას ხდება, რომ ერთიც და მეორეც სამართლიანია, ორივე პატივდებულად და უზადოდ უნდა იქნას აღიარებულ ღმრთის ეკლესიაში; მაგრამ სქიზმატური საცთურის ან მწვალებლური დოგმატის თავიდან ასაცილებლად დავიცავთ ერთგზის შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში, რათა არავის ეგონოს, სამგზისი შთაფლვით ჩვენ ვამართლებდეთ მწვალებელთა სწავლებას... ხოლო, ვინმეს რაიმე ეჭვი რომ არ გაუჩნდეს ამ ერთგზისი შთაფლვის მიმართ, მასში ყველამ უნდა დაინახოს ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის სახე; რამეთუ წყალში შთაფლვა - ეს არის ერთგვარად შთახდომა ქვესკნელში, ხოლო იქიდან აღმოსვლა - აღდგომა. ამასთან ყოველი ამ საიდუმლოში უნდა ხედავდეს ღმრთის ერთარსობასა და სამი ჰიპოსტასის ერთობას; ერთობას იმაში, რომ შთავიფლებით ერთგზის, ხოლო სამპიროვნებას იმაში, რომ ვნათლავთ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით".
შემდეგ მითითებულია ნათლისღების საიდუმლოში ერთგზისი შთაფლვის წმიდა წერილისეული საფუძვლები (1 კორ. 10:1-2). კრების მამათა ეს დადგენილება მიღებულ იქნა არა საკუთარი, არამედ წმიდა მამის დაწესების საფუძველზე, კერძოდ, "ნეტარხსენებული გრიგოლის, დასავლეთის ეკლესიის წინამძღვრის განსაზღვრებით, რომელმაც დამოძღვრა არა მარტო იტალიის ოლქები, არამედ მისგან დაშორებული ეკლესიებიც, - განსაზღვრებით, რომელიც მან წერილობითად ჩამოუყალიბა ეპისკოპოსს ლეანდრეს" (П. Сырку. Время и жизнь патр. Евфимия Терновского. СПб, 1898. С. 334).
"მიუხედავად ამ წესის (ერთგზისი შთაფლვის - არქიეპ. პ.) კრებითი მოწონებისა და კურთხევისა, - განაგრძობს ავტორი, - მის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტული ხმით გამოდიოდნენ VIII და IX საუკუნეების ძლიერი პიროვნებები. ასე, მაგალითად, VIII ს. ცნობილი მეცნიერი ალქუინი ანუ ალბინი, ორ წერილში ძლიერ გმობს ამ წესის გამოყენებას და ამბობს, რომ საეჭვოდ მიაჩნია, ეკუთვნის თუ არა პაპ გრიგოლს ლეანდრესადმი მიწერილი ეპისტოლე, რადგან რომში, ამ პაპის სხვა წერილებს შორის, კერძოდ, მის Eპისტოლარი Lიბრო-ში ის არ არის ნაპოვნი, და ფიქრობს, რომ ხსენებული ეპისტოლე პაპის სახელით რომელიმე მწვალებლის მიერ შეიძლება იყოს შეთხზული. მაგრამ IX ს. სხვა დასავლელი მეცნიერი, ფულდიელი ბერი ვალაფრიდ სტრაბი, მართალია, ერთგზისი შთაფლვის პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით არ იყენებს ისეთ მკაცრ გამონათქვამებს, როგორც ალქუინი, მაგრამ მაინც, ამ ჩვეულების დამტკიცებას უარყოფითად ეკიდება. ტოლედოს კრების მიერ ერთგზისი შთაფლვით ნათლობის დამტკიცებაზე რომ ლაპარაკობს მოჰყავს პაპ გრიგოლის სიტყვები, მიწერილი ლეანდრესადმი, რომელიც ხსენებული კრების მამებისთვის ამგვარი კურთხევის გაცემის საფუძველი გახდა. ვალაფრიდი ამბობს, კრებითი დადგენილების მიუხედავად, ძველ ჩვეულებას (ანუ სამგზის შთაფლვას - არქიეპ. პ.) მაინც უმეტესი ძალა უნდა გააჩნდესო; რამეთუ, სხვაგვარად მართლმადიდებლებს მოუწევთო ყველა მათი ჩვეულებების უარყოფა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი მწვალებლებშიც არის დამკვიდრებული.
ბოლო რომ მოეღო ერთგზისი შთაფლვის გარშემო ატეხილი დავისთვის, ვორმის (ვორმსის) 868 წლის კრებამ, თავის 5-ე კანონში, სამგზის შთაფლვასთან ერთად, მთელი კათოლიკური ეკლესიისთვის აკურთხა ერთგზისი შთაფლვაც და უმთავრესად, ასევე დაეყრდნო პაპ გრიგოლ დიდის ავტორიტეტს" (იქვე).
"სრული განსაზღვრულობით ძნელია თქმა თუ რამდენი ხნის განმავლობაში იცავდნენ ერთგზის შთაფლვას დასავლეთის ეკლესიაში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელია დავეთანხმოთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ის შეწყდა VI საუკუნეში; მითუმეტეს, ერთგზისი შთაფლვა, თუმც სპორადულად, მაგრამ ჩვენს დროშიც კი არსებობს ესპანეთის ეკლესიაში. მეტიც, შეიძლება მივუთითოთ საფუძვლებზეც, რომ ის არსებობდა IX საუკუნის შემდეგაც; უკიდურეს შემთხვევაში, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი თავის დროს (XI ს.) ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს წერდა: "ზოგიერთებმა გადმოგვცეს, რომ ლათინები საღმრთო ნათლისღებას ასრულებენ ერთგზისი შთაფლვით" (იქვე).
"ტოლედოს კრებაზე, როდესაც არიანელებს ნათლისღების გარეშე იღებდნენ, განსაზღვრეს: "არანაირად არ შეიძლება გასაკიცხი იყოს მოსანათლავი ყრმის შთაფლვა სამგზის ან ერთგზის", თუკი "ესოდენ დიადმა მამამ (პაპმა გრიგოლმა) პასუხი გასცა ნათლისღების ორივე ფორმას, რომ ერთიც და მეორეც (სამგზის ან ერთგზის შთაფლვა) სამართლიანია". ტოლედოს კრებამ განსაზღვრა, "იმისთვის, რათა არავის ეეჭვებოდეს ეს ერთგზისი შთაფლვა, არამედ ყოველმა დაინახოს მასში ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის სახე; ვინაიდან წყალში შთაფლვა არის ერთგვარი შთახდომა ქვესკნელში, ხოლო წყლისგან ამოსვლა არის აღდგომა. ამასთან ყველამ ამ საიდუმლოში უნდა დაინახოს ღმრთის ერთობისა და სამპიროვნობის დოგმატი; ერთობისა იმაში, რომ შთავიფლებით ერთგზის, ხოლო სამპიროვნობისა იმაში, რომ ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (იგივე კრება) (ციტ. იქვე) (П. Сырку. Время и жизнь патр. Евфимия Терновского) (СПб, 1898. С. 334).
"ამრიგად, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვით X საუკუნეშიც ერგთზის შთაფლვით ნათლობა დასავლეთის ეკლესიაში ჯერ კიდევ გრძელდებოდა" (ა. ალმაზოვი. ხს. შრ. გვ. 300). სხვათა შორის ღირსი თეოდოსი თავად იზიასლავისადმი მიწერილ ეპისტოლეში "ვარიაგების რწმენის შესახებ" (О вере варяжской), საყვედურობს რა ლათინებს აღნიშნავს, რომ ისინი "ერთგზის შთაფლვით" ნათლავენ, და იქვე ამატებს "ჩვენ კი სამგზის" (Макарий. Истор. русск. церкв. прилож. ко II тому, стр. 337).
გამომდინარე აქედან, რატომ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ბერძნები ლათინებს თავიდან ნათლავდნენ?! გასაკვირია ის, რატომ არ განაგრძეს მათ ლათინთა ამ ტრადიციით მიღება და რამ შეუწყო ხელი სხვაგვარი პრაქტიკის, კერძოდ, ლათინთა მირონცხებით მიღებას?! თუმცა, თუ პროფ. ალმაზოვს დავუჯერებთ, ლათინები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა X საუკუნემდეც კი ერთგზისი შთაფლვით ნათლავდნენ, თანაც არა ყველგან (როგორც უკვე ვთქვით, ეს ჩვეულება გავრცელებული იყო ესპანეთში), სამგზისი შთაფლვითაც ნათლავდნენ და ამას თვით დიდი განხეთქილების შემდგომი ლათინთა საეკლესიო კრებებიც ადასტურებენ.
3. ეპისკოპოს სერგის მორიგი "არგუმენტები": პატრ. ბალსამონის, მიტრ. ნიფონტის, წმ. მარკოზ ეფესელის პასუხები და სხვა ფაქტები
დავუბრუნდეთ კვლავ ეპისკოპოს სერგის ნაშრომს და ვნახოთ, რას ეფუძნება იგი, როდესაც ცდილობს ლათინთა დასხმითი ნათლობის შეწყნარებას, რა მოწმობები მოჰყავს მას ამ პრაქტიკის გასამართლებლად. ვინც გინდა დაიმოწმონ დასხმით-პკურებითი "ნათლობის" აპოლოგეტებმა (დაიმოწმებენ ისინი პატრ. ბალსამონს, წმ. მარკოზ ეფესელს, წმ. სიმეონ თესალონიკელს ან 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრებას თუ სხვა) ყველა შემთხვევაში უმთავრესი მოწმობა არის ლოგიკური დასკვნა: რაკიღა ლათინებს აღმოსავლეთში მირონცხებით შეიწყნარებდნენ და არა თავიდან ნათლობით, გამოდის, რომ ლათინური დასხმითი ნათლობა მართლმადიდებელ ეკლესიას არაფრის მაქნისად როდი ჩაუთვლია. პირიქით, ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ დასხმითი ნათლობაც ისეთივე მაცხოვნებელია, როგორიც შთაფლვა. სწორედ ამგვარ მტკიცებულებებს ეყრდნობიან ჩვენი დღევანდელი ოპონენტებიც ე. ჭელიძის მეთაურობით. მაგრამ ისინი რატომღაც თავს არ იწუხებენ იმის გამოკვლევით, მათ მიერ მითითებულ (კერძოდ XI-XV) საუკუნეებში ლათინები ნამდვილად და საყოველთაოდ დასხმითად ინათლებოდნენ თუ არა. ამისი უეჭველი მტკიცებულებები არ გვაქვს, პირიქით, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ლათინთა შორის შთაფლვითი ნათლობა ამ საუკუნეებშიც შენარჩუნებული იყო და დასხმითი ნათლობა დასავლეთში საყოველთაოდ XVII საუკუნიდან დამკვიდრდა. გარდა ამისა ავტორი (ეპისკოპოსი სერგი) სხვადასხვა ეშმაკობებსაც მიმართავს, ამიტომაც, მოდი უფრო დეტალურად გავეცნოთ მის არგუმენტაციას.
1. პატრიარქ ბალსამონის პასუხი: "XII საუკუნეში კანონთა ცნობილ კომენტატორს პატრიარქ ბალსამონს დაუსვეს კითხვა ალექსანდრიის პატრიარქის მარკოზის მიერ ლათინ ტყვეთა მიღების ფორმასთან დაკავშირებით, რაზეც ბალსამონმა უპასუხა, რომ ისინი (ლათინები - არქიეპ. პ.) კატეხიზაციის შემდეგ შეწყნარებულ უნდა იქნან. ბალსამონის გამოთქმა: "კატეხიზაციის შემდეგ" (დედანში: "შემოსაერთებელი" უნდა განისწავლოს (Kathchqἠ)) არ ნიშნავს იმ კატეხიზაციას, რაც ნათლისღებას უძღვის წინ და არ მიუთითებს განსწავლულის ნათლისღებაზე, რადგან: ა) თვით ბალსამონი ნათლისღების შესახებ არაფერს ამბობს და ბ) წმ. მარკოზ ეფესელი ფლორენციის კრების შემდეგ დაწერილ თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ბალსამონის პასუხს განმარტავს არა ნათლისღების, არამედ მირონცხების აზრით" (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Историко-каноническое изследование епископа Сергия Вятскаго и Слободскаго. Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 90).
2. ნოვგოროდელი მიტროპოლიტის ნიფონტის (XII ს.) პასუხი ბერი კვირიკესადმი, სადაც ვკითხულობთ: "ვინმე ლათინურ სარწმუნოებაში მონათლულთაგან თუ მოინდომებს ჩვენკენ გადმოსვლას, ჯერ ეკლესიაში იაროს შვიდი დღე; შენ მას პირველად სახელი უბოძე, შემდეგ კი მასზე დღეში ოთხი ლოცვა აღასრულე თითოეული ათ-ათჯერ და როგორც კათაკმეველს ხორცი და რძე არ აჭამო; 8-ე დღეს დაიბანოს და შენთან მოვიდეს; ჩაუტარე მას ლოცვები ჩვეულებისამებრ, ჩააცვი სუფთა ტანისამოსი ან თვითონ ჩაიცვას და ქრისტეანული სამოსითა და გვირგვინით შემოსე. ამის შემდეგ კი სცხე მას მირონი და მიეცი სანთელი..." შემდეგ კი ამატებს: "კონსტანტინოპოლში (შემოსაერთებელი) დგას მხოლოდ ლენტიონში, როდესაც მას მირონს სცხებენ" (Памятн. Россйск. Словесн. стр. 175-176. Истор. Рус. цер. Макария, Т. III. стр. 186. О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 90-91).
3. XIII საუკუნის სერბეთის ეკლესიის პრაქტიკა: "მართლმადიდებელ ეკლესიაში რომაელ-კათოლიკეთა მიღების ეს უკანასკნელი ფორმა (მირონცხება - არქიეპ. პ.) დასტურდება ასევე სერბეთის ეკლესიის პრაქტიკით. XIII საუკუნეში ასე შეიწყნარა მართლმადიდებლობაში სერბმა არქიეპისკოპოსმა საბამ ლათინები, რომლებიც მოწყლულნი იყვნენ პავლიკიანური მწვალებლობით, მაგრამ ლათინური ეკლესიის წეს- ჩვეულებისამებრ იყვნენ მონათლულნი, ხოლო XV საუკუნის სერბულ კურთხევანში ლათინების მირონცხებით მიღების წეს-განგებაც არის მოთავსებული" (См. Рукопись Моск. Синод. библ. № 324 (по прежн. Катал. Л. 26 обор.) (იქვე).
4. მარკოზ ეფესელი. "განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ნათელ მოწმობას იმისა, რომ რომაელ-კათოლიკეებს XV საუკუნის აღმოსავლურ ეკლესიაში იღებდნენ მირონცხებით, ვპოულობთ წმ. მარკოზ ეფესელთან, ფლორენციის კრებაზე (1439 წ.) მართლმადიდებლური სარწმუნოების მგზნებარე დამცველთან, სიმეონ თესალონიკელთან და კონსტანტინოპოლის 1484 წლის კრებათა საქმეებიდან" (იქვე, გვ. 91).
"წმიდა მარკოზი მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, რომელიც მან ფლორენციის კრების შემდეგ მალევე დაწერა, სხვათა შორის, ამბობდა: "ჩვენ დავტოვეთ ისინი (ლათინები), როგორც მწვალებლები, და გამოვეყავით მათ, და რატომ? საღმრთო დადგენილებები ბრძანებენ: მწვალებლებად იწოდებიან და მწვალებელთათვის დაწესებულ კანონებს ექვემდებარებიან ისინიც, რომლებიც მცირედში გადაუხვევენ მართლმადიდებლობას. ლათინებს რომ არაფერი დაერღვიათ, მათგან გამოყოფის საფუძველიც არ გვექნებოდა; მაგრამ, თუ მათ სრულიად გადაუხვიეს სწავლებას სულიწმიდის შესახებ, თანაც ყველაზე საშიში და ღმრთისმგმობი სიახლით - მწვალებლებად ქცეულან და ჩვენც მათ გამოვეყავით, როგორც მწვალებლებს. და რატომ ვცხებთ მირონს ჩვენსკენ მათგან გადმოსულებს? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან" (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 91-92).
«შემდეგ, მას მოჰყავს II მსოფლიო კრების 7-ე კანონი და განაგრძობს: "აი, რა წესს ვუქვემდებარებთ ამჯერად ლათინური ეკლესიიდან ჩვენსკენ გადმოსულებს. ისინი მსგავსნი არიან სხვა მწვალებლებისა (ცხადია, იმათი, ვისაც ეკლესია მირონცხებით იღებდა), და რას წერს ამის შესახებ ანტიოქიის უბრძენესი პატრიარქი ბალსამონი უწმიდეს პატრიარქ მარკოზ ალექსანდრიელისადმი მიწერილ თავის პასუხში? კითხვა: "ლათინი ტყვეები და სხვები ჩვენს კათოლიკე ეკლესიაში მოდიან და ჩვენს საღმრთო სიწმიდეებთან ზიარების სურვილს გამოთქვამენ. გვსურს ვიცოდეთ: შეიძლება თუ არა ამის დაშვება!? პასუხი: "ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აპნევს"... ამის შემდეგ მოჰყავს პატრიარქ ბალსამონის პასუხი, რომლის მიხედვით მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიწმიდეთა ზიარების მოსურნე განსწავლულ უნდა იქნას და ამატებს: "გესმით, ლათინები განსწავლულ უნდა იქნენო წმიდა კანონების მიხედვით და მართლმადიდებლები გახდნენ. მაშ, თუ ისინი განსწავლულ უნდა იქნენ, მაშინ მირონიც უნდა იცხონ"» (იქვე).
ეპისკოპოსი სერგის თქმით, "წმ. მარკოზის აქ მოყვანილ სიტყვებში აღსანიშნავია: ა) ის, რომ ლათინები იწოდებიან მწვალებლებად (უმთავრესად სულიწმიდის შესახებ სწავლების გამო) და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებისას განეკუთვნებიან მწვალებელთა იმ თანრიგს, რომლებიც II მსოფლიო კრების 7-ე კანონის თანახმად მირონცხებით შეიწყნარებიან; ბ) მირონცხებით მათი მიღების შესახებ ლაპარაკია, როგორც ბერძნული ეკლესიის ჩვეულებრივ და ცნობილ ჩვეულებაზე, და სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, რომ ისინი ოდესმე (ანუ XV საუკუნემდე - არქიეპ. პ.) სხვაგვარად მიეღოთ, და გ) ბალსამონის პასუხს მარკოზ ალექსანდრიელისადმი განმარტავს არა ნათლისღების, არამედ მირონცხების აზრით" (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 92) .
5. 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრება. მომდევნო "ლოგიკური" არგუმენტი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ლათინური დასხმითი ნათლობის "შეწყნარების" თაობაზე უკავშირდება 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრებას. ამის შესახებ ეპისკოპოსი სერგი წერს: "XV საუკუნის მიწურულს პატრიარქ სიმეონ ტრაპეზუნდელის დროს (მისი მეორე მმართველობის პერიოდში, ანუ 1477-1479 წ.) (16) შედგენილ იქნა რომაელ კათოლიკეთა მიღების განსაკუთრებული წეს-განგება, კერძოდ - მირონცხებით, ყველა ლათინურ ცთომილებათა უარყოფის შემდეგ. ეს წეს-განგება განხილულ და მოწონებულ იქნა 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე. ასეთი წეს-განგების შედგენა და მიღება ნათლად აჩვენებს, რომ რომაელ კათოლიკეთა მირონცხებით მიღება ბერძნულ ეკლესიაში სრულიად ჩვეულებრივ და კანონიკურ წესად მიიჩნეოდა" (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 93).
______________
16. ეპისკოპოსი სერგი აქ შეცდომას უშვებს. თუ სიმეონი ეპ. სერგის მინიშნებით პატრიარქი იყო 1477-1479 წლებში, მაშინ ის, როგორც პატრიარქი 1484 წლის თავმჯდომარე ვერ იქნებოდა. მეცნიერებაში არ არსებობს ერთი აზრი სიმეონის პატრიარქობის თარიღებზე. მკვლევართა აზრით სიმეონ I ტრაპეზუნდელი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო სამჯერ (1462-1466, 1471-1472 და 1482-1486 წწ.). იხ. Симеон I Трапезундский. religiocivilis.ru/hristianstvo/christ-s/3898-simeon-i-trapezundskij.html
______________
ეპისკოპოსი სერგი აღნიშნავს, იმდროინდელი (ანუ XV საუკუნის - არქიეპ. პ.) ბერძნების სულიერი და მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, რაც არა მარტო თურქების ბატონობით, არამედ ლათინ მისიონერთა მოღვაწეობითაც იყო გამოწვეული, ბერძნები ლათინებს მაინც მირონცხებით იღებდნენო. "ცნობილია, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი ჟამი მართლმადიდებლური აღმოსავლეთისთვის, - წერს ავტორი, - რომლის მიზეზი, თურქებთან ერთად, რომაელი კათოლიკეებიც იყვნენ. მუდმივად იმაზე მეოცნებენი, როგორმე დაემორჩილებინათ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი და ესარგებლათ თურქების უღელქვეშ მგმინავი კონსტანტინოპოლის სავალალო მდგომარეობით, რომაელმა კათოლიკეებმა ამ დროს ყველაზე ქმედითი ღონისძიებები გაატარეს აქ საკუთარი ძალაუფლების გასავრცელებლად. რომის პროპაგანდა, ანუ სარწმუნოების გამავრცელებელი ორგანიზაცია (sacra congregatio fidei propagandae), მოჩვენებითი სქიზმატიკოსები, ანუ მწვალებლები - როგორც უწოდებდნენ ბერძნები ლათინთ - მუდმივად აგზავნიდნენ აღმოსავლეთში თავიანთ მისიონერებს, რომლებიც აქ აფუძნებდნენ საეპისკოპოსოებს, კათოლიკურ მონასტრებს, აფუძნებდნენ სასწავლებლებს და არცთუ იშვიათად ძალდატანებითა და სისასტიკითაც მოქმედებდნენ, ანგრევდნენ მართლმადიდებლურ მონასტრებს, ავიწროვებდნენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს და ა. შ." (О состоянии Констант. церкви под игом турок в первые полтора вка со времени взятия Константинополя Магометом II-м. См. в Христ. Чтен. 1861 г. Июль, Авг. и Сент.) (ციტ. იქვე).
"XVI-XVII საუკუნეებში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა აღმოსავლეთში კიდევ უფრო ნაკლებად განაწყობდა ბერძნებს რომაელი კათოლიკეებისადმი. მითითებული პროპაგანდის გარდა, ამ დროს აქ მისიონერთა ახალი ლათინური საზოგადოებაც ვრცელდებოდა, კერძოდ, იეზუიტთა ორდენი (დაარსდა XVI ს. მეორე ნახევარში), რომელიც აქ აფუძნებდა თავის მონასტრებს, საავადმყოფოებსა და სასწავლებლებს, ყველგან ავრცელებდა თავისი თხზულებების ბეჭდვით გამოცემებს და ლათინურ კატეხიზმოებს, იწერდნენ მართლმადიდებლურ წიგნებს, ამახინჯებდნენ მათ და ამგვარი დამახინჯებული სახით გამოსცემდნენ რომში მართლმადიდებელთა შორის გასავრცელებლად ("повсюду разсеявали печатные экземпляры своих сочинений и латинских катихизисов, списывали православные книги, искажали их и в искаженном виде перепечатывали в Риме для распространеия между православными"). ბეჭდვითად ეკლესიათა ვითომცდა შეერთების ცნობებსაც ავრცელებდნენ; სარგებლობდნენ მთავრობის კეთილგანწყობით, რომელიც სულ უფრო უმატებდა ხარკსა და გადასახადს, რაც ბერძნებს უნდა ეხადათ; უწესივრობები შეჰქონდათ თვით კონსტანტინოპოლის ეკლესიის იერარქიაში, და თურქეთის მთავრობის დახმარებით ცდილობდნენ, მნიშვნელოვანი მიტროპოლიების კათედრები მიეცათ უღირსი ადამიანებისთვის ან თავიანთი თანამოაზრეებისთვის.
მრავალი ზიანი განიცადა იმ დროს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არამართლმადიდებელთაგანაც, რომლებიც გაჩნდნენ XVII საუკუნეში, კერძოდ, ლუთერანებისგან, რომლებიც იმით იყვნენ საშიშნი მართლმადიდებელთათვის, რომ, როგორც კათოლიკეთა მტრები, მართლმადიდებელთ თავიანთ მოწინააღმდეგეთა სიძულვილს უნერგავდნენ, რათა ამ გზით უფრო ადვილად მიედრიკათ საკუთარი სარწმუნოებისკენ" (იხ. იქვე).
"მიუხედავად ამისა, - წერს ეპისკოპოსი სერგი, - მართლმადიდებლურ ეკლესიაში კათოლიკეთა და თვით ლუთერანთა მიღება, ისევე, როგორც XVIII ს. დასაწყიში, ხდებოდა მხოლოდ მირონცხებით. ეს ჩანს: 1) სიმეონ თესალონიკელის პასუხიდან ერთი ეპისკოპოსის შეკითხვაზე: "რატომ იცხებენ მირონს განდგომილები და არ ინათლებიან" ("от чего обращающийся от отступничества только помазуется миром, а не перекрещивается?"), რაზეც სიმეონი პასუხობს: "იმის გამო, რომ ნათლისღება ადამიანს ანიჭებს ქრისტეში ყოფიერებას, მირონი კი ქრისტეს ნების შესაბამის სიცოცხლეს, სუნთქვას, სიწმიდეს და ბეჭედს... ნათლისღებაში ადამიანები იღებენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და უხრწნელების მადლს და შეიმოსებიან ქრისტეთი, ხოლო მირონცხებაში მის კურთხევასა და სულის ბეჭედს... საღმრთო ბეჭედსა და განწმენდას, რომლითაც (მოქცეულმა განდგომილმა) ბოროტად ისარგებლა, ჩვენ კვლავ განვაახლებთ მირონცხებით, რომელშიც თვითონაც განვახლდებით" (См. Литургич. Писания От. Цер. в рус. пер. ч. стр. 154-155, изд. 1857 г.) (ციტ. О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 95).
შემდეგ: ლათინთა მირონცხებით მიღების პრაქტიკიდან გამომდინარე, დასხმითი ნათლობის გამამართლებელ არგუმენტად ესპისკოპოს სერგის მოჰყავს კიდევ რამდენიმე წყარო. კერძოდ, ანტიოქიელი პატრიარქის, მაკარის სიგელი მიწერილი პატრიარქ ნიკონისადმი 1657 წელს, რომელშიც ლათინებს მხოლოდ სქიზმატიკოსებად (განხეთხილების მოქმედად) აღიარებს და თავისი პოზიციის გასამართლებლად წმ. მარკოზ ეფესელს იმოწმებს; ასევე, მოსკოვის 1667 წლის საეკლესიო კრებას, რომელმაც გააუქმა მოსკოვის 1620 წლის კრების დადგენილება, სადაც ლათინთა მიღება ნათლისღებით იყო განწესებული და დაადგინა მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა შეწყნარება მირონცხებით; და ბოლოს, აღმოსავლელ იერარქთა ეპისტოლე მიწერილი რუსეთის სინოდისადმი 1723 წელს, სადაც გადმოცემულია აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოებრივი აღსარება, რომელიც იყო ასლი იმ აღსარებისა, ადრე რომ გაუგზავნეს ბრიტანელ ეპისკოპოსებს და მიმოწვლილვით განუხილავს "ძველი, კერძოდ 1672 წლის იერუსალიმის კრებას" და შემდგომში ბერძნულ და ლათინურ ენებზე დაუბეჭდავთ 1675 წელს. ამ "გადმოცემის" 16-ე წევრში ნათქვამია: "ნათლისღება იძლევა აღუხოცელ ბეჭედს. რადგან შეუძლებელია ერთხელ სწორად მონათლულის გადანათვლა, თუნდაც მან ჩაიდინოს ათასი ცოდვა, ან სარწმუნოებიდანაც კი იყოს განდრეკილი. უფლისკენ მოქცევის მოსურნე სინანულის მეშვეობით დაკარგულ ღმრთისშვილობას კვლავ მიიღებს".
"სწორად მონათლულს, - წერს ეპისკოპოსი სერგი, - პატრიარქები უწოდებენ მას, ვინც მოინათლა წმიდა სამების სახელით (აქ უკვე უგუებელყოფილია წმიდა მამათა სწავლება ნათლისღების მეორე მხარეზე, ქრისტესთან ერთად დამარხვასა და აღდგომაზე, რაც წყალში შთაფლვით გამოიხატება - არქიეპ. პ.). ის, რომ ისინი სწორად მონათლულთაგან არ გამორიცხავდნენ რომაელ კათოლიკეებსაც და პროტესტანტებსაც კი, ჩანს უკვე იქიდან, რომ მათი "სარწმუნოების აღსარება" თავდაპირველად გამიზნული იყო ბრიტანელთათვის, რომლებიც ნათლისღებას რომის ეკლესიის მიხედვით ატარებდნენ, და განსაკუთრებით ცხადად ეს ჩანს კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემიას (ბრიტანელებთან და რუსეთის სინოდთან ურთიერთობების მთავარი მონაწილე) სიგელიდან, რომელიც მან ჯერ კიდევ 1718 წელს მისწერა იმპერატორ პეტრე I-ს პასუხად კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიეღოთ ლუთერანები მართლმადიდებლურ ეკლესიაში" (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 96), სადაც პატრიარქი იერემია წერს, რომ ლუთერანები მართლმადიდებლობაში უნდა მიიღონ მირონცხებით. თვით პატრიარქი თავისი მტკიცებულების გასამყარებლად იმოწმებს 1708 წლის კრებას, რომელიც შემდგარა პატრიარქ კვიპრიანეს დროს და რომელსაც ლუთერანთა მიღება მირონცხებით დაუწესებია.
როგორც ხსენებული ავტორი ბრძანებს, "პროტესტანტების მართლმადებლურ ეკლესიაში მირონცხებით მიღებას პატრიარქი იერემია წმიდა კრების განსაზღვრებას უწოდებს, რომელიც წმიდა კანონთა მიმოწვლილვითი განხილვის შემდეგ იქნა მიღებული, ანუ ძველი ეკლესიის იმ კანონების მიხედვით, რომელთა თანახმადაც, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე ერთხელ უკვე მონათლული არ უნდა გადაინათლოს" (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 97).
ამის შემდეგ ეპისკოპოსი სერგი (და მის კვალობაზე - დღევანდელი "მეცნიერები") აკეთებს ასეთ დასკვნას: "მაგრამ, რადგან ლუთერანების ნათლობა ისევე აღესრულებოდა, როგორც ბრიტანელებისა და რომაელი კათოლიკეების, ანუ სამგზისი დასხმით, ცხადი ხდება, რომ XVIII საუკუნის ბერძენი იერარქები, ისევე როგორც ყველა მათი წინამორბედი (XII საუკუნიდან XVIII-მდე) მისდევენ წესს - რომაელი კათოლიკეები მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღონ ნათლისღების გარეშე, მხოლოდ მირონცხებით და დასავლელ ქრისტეანთა დასხმითი და პკურებითი ნათლობა მიიჩნიონ ნამდვილ საიდუმლოდ, რომელიც მოსანათლავს ისეთივე "აუხოცელ ბეჭედს" ადებს, როგორსაც წყალში სამგზისი დაფლვის ფორმა" (ეპ. სერგის დასახ შრ.).
პატრ. იერემიას სიგელიდან და მის მიერ ხსენებულ ადრინდელ კრებათა საქმეებიდან ცხადი ხდება, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ბერძნებში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს აზრი, რომლის მიხედვითაც, ნათლისღების საიდუმლოში წინა პლანზე გადმოდის წმ. სამების (მამის ძის და სულიწმიდის) აღსარება, ხოლო უფლის სამდღიანი დამარხვის სახეს ეძლევა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ან საერთოდ, სიმბოლური სახე, რასაც დღეს ე. ჭელიძე ასე დაჟინებით გვიჩიჩინებს.
რა შეიძლება ვუპასუხოთ ეპისკოპოს სერგის ამგვარ არგუმენტაციას? უნდა ითქვას, რომ მისი ლოგიკა აგებულია ისტორიული ფაქტების დამახინჯებასა და მიჩქმალვაზე. რა გვაძლევს ამისი თქმის საფუძველს?
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლათინთა მირონცხებით მიღების ფაქტით ეპისკოპოსი სერგი აშკარად დასხმითი ნათლობის შეწყნარებაზე მიგვანიშნებს და გვეუბნება, დასხმითი ნათლობა მიუღებელი რომ ყოფილიყო, მაშინ ლათინებს თავიდანვე მირონცხებით კი არა, სრული ნათლისღებით მიიღებდნენო. მაგრამ ამგვარი ლოგიკა, როგორც ვთქვით, ისტორიული ფაქტების დამახინჯების წყალობით თუ შეიძლება აღმოცენდეს. შაქმე ის გახლავთ, რომ ლათინებში პატრიარქ ბალსამონის დროს დასხმითი ნათლობა თუ არსებობდა, არა იმ ზომით, რომ ყველა პაპისტის ნათლისღებით მიღება ყოფილიყო სავალდებულო. მეტიც, არ ვართ დარწმუნებული ამ ეპოქაში (ანუ პატრ. ბალსამონის დროს (XII ს.) ლათინები დასხმითად ნათლავდნენ თუ არა. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, ისინი ამ პრაქტიკას უფრო XIII საუკუნიდან მისდევენ და საბოლოოდ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მთელი ლათინური ეკლესიის მასშტაბით XVII საუკუნეში ამკვიდრებენ.
ლათინთა მირონცხებით მიღება თუ გაკვირვებას იწვევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე ისინი ერთგზისი შთაფლვითაც ნათლავდნენ, რასაც ქრისტეანული ეკლესია მოციქულთა დროიდანვე უარყოფდა (იხ. წმ. მოციქულთა 50-ე კანონი). აქედან გამომდინარე, პატრიარქ ბალსამონის დროინდელ ეკლესიას ლათინები მარტო ამის გამო უნდა მიეღო სრული ნათლობით.
ზემოთ ჩვენ შევეხეთ ერთგზისი შთაფლვის დამკვიდრების ისტორიას, რომელსაც წმ. გრიგოლ დიალოგოსის კურთხევით მიეცა დასაბამი ესპანეთის ლათინურ ეკლესიებში და რომლის შესახებაც XI საუკუნეში პატრიარქი მიქაელ კერულარიოსიც მსჯელობდა. შავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ნათლავდნენ მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ლათინთ XI საუკუნეში, რაზეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროტესტს აცხადებდა რომის პაპ ლეონ IX-ის ელჩი კარდინალი ჰუმბერტი, რომელიც წარგზავნილი იყო ეკლესიათა შესარიგებლად. რომის ეკლესიის დასაცავ თავის თხზულებაში ის კიცხავდა ბერძნებს იმისთვის, რომ ისინი წმიდა სამების სახელზე ერთხელ უკვე მონათლულ ლათინებს თავიდან ნათლავენ (Baron, annal. 1054) (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Историко-каноническое изследование епископа Сергия Вятскаго и Слободскаго. Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 89).
მსგავს მოწმობას ვპოულობთ ლატერანის 1215 წლის კრების საქმეებშიც, რომლის მონაწილე მღვდელმთავრები აღშფოთებულები ითხოვდნენ, რომ ბერძნებმა "არ უნდა გაბედონ მათთან მისულ ლათინთა გადანათვლა, როგორც ისინი ამას აკეთებენ..." (О правилах и чинопоследованиях... Изд. Четвертое. Астрахань. 1904 г. Стр. 90).
მარტო ამ ფაქტებიდან ცხადი ხდება ეპისკოპოს სერგის ცრუპენტელობა, რომელიც ამტკიცებს, თითქოსდა ბერძნები ლათინებს არასოდეს სხვაგვარად არ იღებდნენ და თავის ამ ცრუ შეხედულებას წმ. მარკოზ ეფესელის ზემოთ ხსენებულ თხზულებას აფუძნებს. მაგრამ ისტორიული ფაქტები და თვით ლათინური წყაროები, მათი კრებებითურთ, საპირისპიროზე მეტყველებენ. ლათინებს თავიდან ნათლავდნენ ჯერ XI-XIII საუკუნეების პერიოდში, რისი დასტურიც არის თუნდაც XIII ს.-ის ლატერანის კრების საქმეებიც, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნებს ლათინთა გადანათვლას საყვედურობენ.
რატომ შეწყდა ლათინთა გადანათვლა, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ შესაძლოა ესპანური ეკლესიის პრაქტიკა არ ყოფილიყო საყოველთაო (ისევე, როგორც არ იყო საყოველთაო დასხმითი ნათლობა), მით უმეტეს, როგორც ეს პროფ. ალმაზოვის ნაშრომიდანაც ვნახეთ, თვით ესპანეთში ყველა როდი ემხრობოდა წმ. გრიგოლ დეოლოღოსის შეხედულებას ერთგზისი შთაფლვით ნათლობის თაობაზე. ამიტომ, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით შეცვალა ლათინთა ეკლესიაში მიღების წესი აღმოსავლეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და, რაკიღა ლათინები სამგზისი შთაფლვით უფრო ნათლავდნენ, ვიდრე ერთგზისით, მათი შეწყნარება მირონცხებით უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე თავიდან ნათლისღებით.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გაკვირვებას იწვევს ეპისკოპოს სერგის მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, წმ. მარკოზ ეფესელის ცნობილ და ზემოთ უკვე გადმოცემულ განმარტებაში, თუ როგორ უნდა იქნენ შეწყნარებულნი ეკლესიაში ლათინები "... სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, რომ ისინი ოდესმე სხვაგვარად მიეღოთ..." (О правилах и чинопоследованиях... Астрахань. 1904 г. Стр. 92). ეს არის აშკარა სიცრუე, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ და ეს ეჭვმიუტანელი ისტორიული ცნობებითაც დასტურდება, ლათინებს ბერძნული ეკლესია თავიდანვე ნათლისღებით ღებულობდა.
"კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453 წ.), - წერს ღვთისმეტყველი და დიაკვანი სერგეი გოვორუნი თავის ნაშრომში "Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения", - აღმოსავლეთის ეკლესიაში არ იყო სპეციალური დადგენილებები მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღების შესახებ. გამოიყენებოდა სამივე პრაქტიკა (ანუ მწვალებელთა მიღება: ნათლობით ან მირონცხებით, ან კიდევ სინანულით, ნათლობისა და მირონცხების გარეშე - არქიეპ. პ.), მათ შორის ნათლისღებითაც.
ასე, მაგალითად, კარდინალი ჰუმბერტი 1054 წელს პროტესტს აცხადებდა, რომ ბერძნები სამების სახელზე მონათლულ ლათინებს თავიდან ნათლავენ ("rebaptizant in nomine sancte Trinitatis baptizatos, et maxime Latinos") (Incipit brevis et succinta commemoratio eorum quae gesserunt apocrisarii sanctae Romanae et apostolicae sedis in regia urbe, et qualiter anathematizati sunt sunt Michael cum sequacibus suis, PL CXLIII, 1003B. См.: еп. Каллист (Ware), Eustratios Argenti, A Study of the Greek Church under Turkish Rule, Claredon Press, Oxford, 1964, p. 66).
ასეთივე ბრალდებით გამოდიოდა აღმოსავლეთის ეკლესიის წინააღმდეგ ლატერანის 1215 წლის კრება (Canon IV (Mansi, vol. XXII, col. 990) (ციტ. Сергей Говорун, кандидат богословия. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения. წყარო: http://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm#ref3).
ამიტომაც, რადგან წმ. მარკოზი არაფერს ამბობს ლათინთა მიღების ადრინდელ ფორმებზე, ეპისკოპოს სერგის დასკვნა, თითქოსდა მათ ყოველთვის ნათლისღების გარეშე იღებდნენ (რამეთუ სხვა რას უნდა ნიშნავდეს მისი სიტყვები: "სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, რომ ისინი ოდესმე სხვაგვარად მიეღოთ..."?), გახლავთ ელემენტარული სიცრუე.
პროფ. ალექსანდრე ალმაზოვი ჩვენ მიერ უკვე დამოწმებულ ნაშრომში, სხვათა შორის, წერს: "ყოველივე ზემოთთქმულს, რაც ეხება დასხმით ნათლისღებას IX საუკუნემდე, თუ განვაზოგადებთ, უნდა მივიდეთ ისეთ დასკვნამდე, რომ ნათლისღების ეს ფორმა თუ დაიშვებოდა ძველ ეკლესიაში, ისიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შთაფლვის აღსრულება შეუძლებელი იყო. ასეთ უკიდურეს ვითარებას განეკუთვნებოდა, მაგალითად, ნათლობის მოსურნის მძიმე სნეულება, როდესაც შეუძლებელი იყო მისი შთაფლვით ნათლობა და მორიგი საფრთხისადი დაქვემდებარება. გარდა ამისა, წყლის დასხმა დაიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი იყო შთაფლვისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მოპოვება და ასეთი ფაქტები ხშირია ეკლესიის დევნულების სევდიან პერიოდში. ჩვენი ასეთი დასკვნა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძველ ეკლესიაში დასაშვებად მიიჩნეოდა დასხმითი ნათლობა, უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ კიდევ ერთი დასკვნა. როგორც ცნობილია, დასავლეთის ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკა ნათლისღების აქტის დროს განბანვის სწორ ფორმად მხოლოდ დასხმას ან პკურებას მიიჩნევს; მაგრამ გაგვაჩნია რა ზუსტად დასაბუთებული დასკვნა ამგვარ ფორმასთან ან კიდევ იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძველ ეკლესიაში დასხმითი ნათლობა დასაშვებად მიიჩნეოდა, სრულიად ცხადი ხდება დასავლეთის ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკის უსაფუძვლობა. ამასთან დაკავშირებით აქ განსაკუთრებულ პოლემიკაში შესვლა, თანაც იმის შემდეგ რაც უკვე ვთქვით როგორც დასხმითი, ასევე შთაფლვითი ფორმების შესახებ, - საჭიროდ არ მიგვაჩნია" (რუს.: "Такой вывод относительно условий, при которых в практике древней церкви допускалось крещение чрез обливаиие, в свою очередь, дает полное право сделать еще следующее заключение. Как известно, современная практика западной церкви правильною формою омовения водою в крещальном акте считает исключительно форму обливания, или окропления. Но имея в виду наш точно обоснованный вывод, относительно такой формы, или собственно относительно тех условий, при которых практикою древней церкви дозволялась такая форма, нам вполяе очевидна несостоятельность современной практики западной церкви в данном случае. Входить здесь в особую, полемику по этому поводу после всего того, что мы уже сказали относительно как обливательыой, так и погружательной формы крещепия, - нет нужды").
"ჩვენი სიტყვა ნათლობის შთაფლვით აღსრულების შესახებ, - ამბობს ავტორი, - სადაც სწორედ ამ ფორმის სასარგებლოდ ესოდენ მყარად დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოვადგინეთ წმიდა წერილიდან და, რომელთაც თვით დასავლელი მწერლებიც კი უნებურად ეთანხმებიან; ასევე წარმოვადგინეთ მთელი რიგი მოწმობები, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთის ეკლესიასა და თვით დასავლეთის ეკლესიაზეც, რომლებიც სწორედ ამ ფორმის სასარგებლოდ მეტყველებენ - ეჭვის აჩრდილსაც კი არ ტოვებს დასავლეთის ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკის (ანუ წყალპკურებითი ნათლობის - არქიეპ. პ.) უსაფუძვლობაში და გვაშორებს ყოველგვარ პოლემიკურ დავას. ამ უსაფუძვლობის ყველაზე უკანასკნელ და სრულიად თვალსაჩინო მტკიცებულებად მივუთითებთ მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ნათლისღების შთაფლვით აღსრულება ძალას კარგავს მოყოლებული XIII საუკუნიდან; თუმცა, ამ დროშიც და მის შემდეგაც იყო ფაქტები, როდესაც ნათლისღება განწესებული იყო არა დასხმით, არამედ შთაფლვით. ასე, რომ თვით უახლესი დასავლელი მეცნიერების მიხედვით, ძალაში ის მხოლოდ XVII საუკუნეში შევიდა" ("Наша речь касательно крещения чрез погружения, где в пользу этой именно формы мы представили столько прочно обоснованных соображений из священнаго писания, соображений, с которыми невольно соглашаются и сами западные писатели, где мы представили весьма длинный ряд свидетельств, не говорим уже, о восточной церкви, но даже и западной, свидетельств за эту именно форму, - эта речь не оставляет и тени сомнения в несостоятельности современной практики западной церкви в разсматриваемом нами отношений и устраняет всякия полемическия прения. Как на самое последнее и вполне наглядное доказательство этой несостоятельности, мы укажем теперь только на тот факт, что обычай крестить чрез погружение вполпе начал терять свою силу на западе, начиная только с ХШ века (Приб. к твор. св. отц. Ч. XIV , сгр, 451-454). При чем, однако, факты одобрительнаго отношения к обливательному крещению встречаются в западной практике еще в VIII веке") (Pellicia. Do Christ. Eccles. Politia." Tom 1. Colon. 1829, pag. 18). Да и в это время и после этого времени бывали факты, когда предписывалось совершать крещение не чрез обливание, а чрез погружепие, так что, по сознанию новейших западных ученых, окончательно он вошёл там в силу только с XVII в." (Corblet. Hisloire dogmaique, liturgique, et archeologique Bapteme. Tom. 1. 1881, pag. 249).
თავისი სიტყვების დასტურად - რომ მაშინაც კი, როცა შთაფლვითმა ნათლისღებამ ნელ-ნელა ძალა დაკარგა და ლათინურ დასავლეთში ფეხი მოიკიდა ნათლობის დასხმითმა წესმა, იყო ფაქტები, როდესაც ნათლისღება განწესებული იყო არა დასხმით, არამედ შთაფლვით, - პროფ. ალმაზოვი იმოწმებს XV საუკუნის დასავლეთის მისალს (17) და Pellicia-ს მიერ 1614 წელს გამოცემულ რიტუალს. ამასვე მოწმობენ უტრეხტის 1293 წლისა და პრაღის 1355 წლის საეკლესიო კრებები.
კურსკისა და ბელგოროდის ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) ნაშრომში "О крещении чрез погружение и обливание" ("შთაფლვითი და დასხმითი ნათლობების შესახებ") ბრძანებს: "პირველი რვა საუკუნის წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა მოწმობებიდან ჩანს, რომ შთაფლვა ძველი ეკლესიის ჩვეულებრივი და საყოველთაო წესი იყო. ისინი (წმიდა მამები - არქიეპ. პ.) არსად უთანაბრებენ ამ ფორმას სხვა ფორმებს, რაზეც მეტყველებს საყოველთაოდ მხოლოდ შთაფლვითი ფორმის გავრცელება: რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წმ. მამები და ეკლესიის მოძღვრები განურჩევლად ილაპარაკებდნენ როგორც შთაფლვაზე, ასევე დასხმაზეც, მაგრამ მათი თხზულებები ამას არ ადასტურებს ("Из сих свидетельств св. Отцов и Учителей Церкви первых восьми веков видно, что погружение было обыкновенным и всеобщим способом крещения в древней Церкви. Они нигде не сопоставляют сего способа с другими, и сие-то самое показывает всеобщее употребление именно погружения: ибо в противном случае св. Отцы и Учители Церкви говорили бы безразлично как о погружении, так и об обливании, но писания их не подтверждают сего") (Епископ Михаил (Лузин). О крещении чрез погружение и обливание. http://azbyka.ru/otechnik/Mihail_Luzin/o-kreshenii-chrez-pogruzhenie-i-oblivanie).
ნათლისღების შთაფლვითად შესრულება მომდევნო საუკუნეებშიც (ანუ VIII საუკუნის შემდეგაც) ყველგან გაბატონებულია და არა მარტო აღმოსავლეთის ეკლესიაში, სადაც ის დღემდე განუხრელად სრულდება, არამედ დასავლეთშიც, სადაც მას სრული ძალა XIII საუკუნემდე ჰქონდა (ამას ადასტურებენ დასავლეთის ეკლესიის მწერლებიც, კერძოდ: libermann, – Institut. Theolog. lom. IV. pag. 219. ed. 1840. Brenner, – Geschichtl. Daist. d. veir. d. Taufe. s. 306).
____________
17. მისალი - ლათ. Missale. რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში საღვთისმსახურებო წიგნი, რომელიც შეიცავს მესის თანამიმდევრობას თანმდევი ტექსტებით: წესგანგებულებითი რუბრიკებით, მონაცვლეობითი ნაწილებით, კალენდრით და სხვა)
____________
შთაფლვის ნაცვლად დასხმის გამოყენება, უკიდურესი საჭიროების გარეშე, დასავლეთშიაც კი იკრძალებოდა. ასე, მაგალითად, ინგლისში ცელიჰითის კრება (816 წ.) განაწესებს: "დე უწყოდნენ მღვდლებმა, რომ, წმიდა ნათლისღების აღსრულებისას მათ არ უნდა დაასხან წყალი მოსანათლ ყრმებს, არამედ ყოველთვის შთაფლან ისინი ემბაზში, რადგან ღმრთის ძემ მაგალითი ყველას თვითონ მისცა" (Hoffling. D. Sacram. d. Таиfе В. 1. 5. 51).
გალენის კურთხევანში, რომელსაც IX საუკუნეს განაკუთვნებენ, განწესებულია: "შემდეგ (სარწმუნოების შესახებ კითხვების მერე) მღვდელმა სამგზისი შთაფლვით უნდა მონათლოს (bartizet sub trina mersioneа), და მხოლოდ ერთხელ მოუწოდეს წმიდა სამებას" (Маrtеnе – de аntiqu. Ессles. ritibus. Tom. 1. pag. 69, 70. Аntоerpen, 1763).
იგივეა განწესებული სხვა კურთხევანებშიც, რომლებიც IX-XII საუკუნეებს განეკუთვნება (Маrtеnе. Тоm. 1. р. 72–75).
XIII საუკუნის დასავლეთის ადგილობრივ ეკლესიებში განწესებულია ნათლობის მხოლოდ შთაფლვითად აღსრულება. ასე, მაგალითად:
ინგლისში ვორჩესტერის კრებამ (1240 წ.) დაადგინა: "ნათლისღებაში ყოველთვის უნდა იყოს სამგზისი შთაფლვა".
საფრანგეთში ნიმის კრება (1284 წ.) ადგენს: "შთაფლავს რა ყრმას წყალში სამგზის, მომნათვლელი უნდა ამბობდეს ასე..."
ნიდერლანდებში უტრეხტის კრებამ (1293 წ.) დააწესა, რათა, "ყრმის თავი სამჯერ შთაჰფლან წყალში, თუ ის უძლური არ იქნება".
გერმანიაში კიოლნის კრებამ (1280 წ.) განსაზღვრა: "ვადგენთ, რათა მომნათვლელი, როდესაც შთაფლავს მოსანათალვს წყალში, ამბობდეს ამ სიტყვებს" და ა. შ." (ვორჩესტერის, ნიმის, უტრეხტის და კიოლნის ხსენებული კრებების განსაზღვრებანი იხილეთ გამოცემაში Вrenner`s Gesch. Darstell. d. Taufe. s. 38, 39).
შთაფლვას ითხოვს და არა დასხმას პრაღის 1355 წლის კრება, რომელიც განაჩინებს: "Immersio fiat trina sic, cuod primam faciat statim, cum incipit formam verborum proferre, ultimam autem finiendo formam". Vid. Binterim. Denkwurdigkeiten. Band 4, Theil. 1, S, 113 -114).
XIII საუკუნის ცნობილი დასავლელი ღვთისმეტყველი თომა აქვინელიც ამბობს, რომ "მართალია, ნათლობა არა მარტო შთაფლვით შეიძლება აღსრულდეს, არამედ დასხმითაც და პკურებითაც, მაგრამ უფრო უსაფრთხოა მისი შესრულება შთაფლვით, რადგან ის საყოველთაოდ გამოიყენება" (Тutius еst, bарtizаre реr modum immersionis, modum immersionis, quaia hoc habet communis usus. Summ. Theolog. Pars. III. qu. 66. Art. 7) (Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание 1855 год. http://azbyka.ru/library/dvorkin_ocherki_po_istorii_tserkvi_70-all.shtml)).
ჩვენი აზრით, შთაფვლის "უსაფრთხოობა" აქ შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ ერთი, ანუ მისი საყოველთაოდ გამოყენების აზრით. თომა აქვინელი აღიარებს, რომ შთაფლვა, რადგან ის უძველესია და საყოველთაოდ გამოიყენება, არის ყველაზე სანდო, საიმედო ნათლობა, აქედან ყველაზე უსაფრთხოც, რადგან ვერავინ დაეჭვდება ამგვარი ნათლობის ჭეშმარიტებაში. იმავეს თქმა შეუძლებელია დასხმით ნათლობაზე.
"მაგრამ, - განაგრძობს მიხაილ ლუზინი, - XIII საუკუნის მიწურულიდან საქმე პირიქით შებრუნდა: შთაფლვის ჩვეულება დასავლეთში თანდათანობით კარგავს ძალას და საზოგადო გამოყენებაში ადგილს უთმობს დასხმით ნათლობას (თუმცა, ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით - არქიეპ. პ.). ლიტიხის ეპისკოპოსი იოანე 1287 წლის კრებაზე ადგენს: "ის, ვინც ნათლავს, როდესაც მოსანათლავს წყალში შთაფლავს, უნდა ამბობდეს: "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ხოლო მოსანათლავი საფრთხეს რომ აარიდოს (იგულისხმება წყალით გაგუდვის საფრთხე - არქიეპ. პ.) ბავშვის თავი კი არ შთაფლას, არამედ სამჯერ დაასხას მას წყალი რაიმე სუფთა ჭურჭლიდან".
კამბრეის კრებამ (1300 წ.) დაადგინა: "სიტყვები (მე გნათლავ შენ) უნდა წარმოსთქვას მან, ვინც შთაფლავს მოსანათლავს, და როდესაც ნათლობას დააპირებს, რაიმე საფრთხისგან მოსანათლავის დასაცავად, ნუ ჩააყოფინებს ყრმას თავს წყალში, არამედ სამჯერ დაასხას მას თასიდან ან სხვა რაიმე სუფთა ჭურჭლიდან" (Вienner's Gesch. Darstell. d. Taufe. s. 43) (იქვე).
როგორც ხსენებული ავტორი ბრძანებს, "XIV-XVI საუკუნის დასავლეთის კრებები ცალკეულ ეკლესიებსა და პირებს შესაძლებლობას აძლევენ საკუთარი ნების მიხედვით შეასრულონ ნათლობა - შთაფვლით ან დასხმით, გამომდინარე იქიდან, სად რა ჩვეულება იყო გავრცელებული.
ასე მაგალითად: რავენას კრება (1311 წ.) განაწესებს: "ნათლობის ფორმულად ვადგენთ... "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, - და ვასრულებთ მას სამი დასხმით ან შთაფლვით".
პადუის კრებამ (1470 წ.) განაჩინა: "შთაფლვასთან და დასხმასთან დაკავშირებით, უნდა დაცულ იქნას ის ჩვეულება, სადაც რომელი არის დამკვიდრებული".
კეაზონის კრება (1571 წ. ): "ნათლობაში, შთაფლვასთან ან პკურებასთან დაკავშირებით, დაცულ უნდა იქნას ადგილობრივი ეკლესიის ჩვეულება, ანუ სადაც არის ჩვევა ყრმა მონათლონ წყალში შთაფლვით, ის შთაფლულ უნდა იქნას, თუ არ იქნება რაიმე აშკარა საშიშროება სიცოცხლისთვის; ხოლო სადაც არის პკურების ან თავზე წყლის დასხმის ჩვეულება შთაფლვის გარეშე, ასეც იქნას დაცული" (Вrenner. Gезch. Dаrзt.. d. Таufe. 5. 44).
ტრიდენტის კრების მიერ მიღებულ და გამოცემულ კატეხიზმოში ნათქვამია: "ისინი, ვინც უნდა მიიღოს ეს საიდუმლო (ნათლობა), ან წყალში შთაიფლვებიან, ან თავზე დაესხმით მათ წყალი, ან განიბანებიან წყალპკურებით. რომელი წესიც გინდა იყოს დაცული, უნდა გვწამდეს, რომ საიდუმლო ჭეშმარიტად აღსრულდება" (Саthehysmus Romanus ex decreto concilii Tridentini et Pii V. Pontif. Maxim ed. 1566. раr. II. с. 2. qu. 13). (Епископ Михаил (Лузин). О крещении чрез погружение и обливание. // Прибавление к Творениям св. Отцов 1855. Ч.14. Кн.4. С.432-471 (1-я пагин.)).
მაშ, თუ XI-XV საუკუნეებში შეიძლებოდა ლათინთა მიღება მირონცხებით, მიუხედავად იმისა, რომ აქ მთელი სამი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული იყო ნათლობის აშკარად არამართლმადიდებლური წესი, დაფუძნებული ერთი წმიდა მამის (გრიგოლ დიდის) კერძო შეხედულებაზე, რადგან მის პარალელურად დასავლეთის ეკლესიაში ჯერაც შთაფლვითა ნათლავდნენ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, იგივე ლათინები ეკლესიას შეეწყნარებინა მირონცხებით, მიუხედავად იმისა, რომ დასხმითი ნათლობის გვერდით აქ კვლავ საყოველთაო პრაქტიკაში იყო და საკრებო დადგენილებებითაც კი გამყარდებოდა სამგზისი შთაფლვის წესი.
«ამრიგად, ლათინურ დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ XIII საუკუნიდან უკვე მკვიდრდება დასხმითი ნათლობა, შთაფლვას აქ მაინც საყოველთაოდ მისდევენ და ბევრგან ის დამკვიდრებულ ჩვეულებადაც კი არის აღიარებული.
XVI საუკუნიდან უკვე იწყება ლაპარაკი მხოლოდ დასხმაზე, თანაც ისე, რომ აშკარად პრაქტიკიდან გაჰყავთ შთაფლვითი წესი. ასე, მაგალითად, რეგენსბურგელმა ეპისკოპოსმა იოანემ 1512 წლის კრებაზე დაამტკიცა: "ნათლობა უნდა აღსრულდეს ასე: მოსანათლავს თავზე დაესხას სუფთა წყალი შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: N, მე გნათლავ შენ, და შემდგ..."
ვიურცბურგის მეორე აგენდა (1564 წ.) (18) ბრძანებს: "მღვდელმა მარჯვენა ხელით ამოხაპოს წყალი წყაროდან და სამგზის დაასხას ის მოსანათლავ ყრმას".
ბამბერგის მეორე აგენდა (1587 წ.) ამბობს: "უსაფრთხო და გონივრულია, სუფთა წყალი გადაავლონ მოსანათლავს, ვიდრე წყალში შთაფლან იგი" (Вrеnner Gеsch. Darstеll. d. Таufе, s. 45) (როგორ წააგავს ლათინური ეკლესიის ეპისკოპოსთა და კრებათა შეხედულებებს ე. ჭელიძის მტკიცება დასხმის "უსაფრთხოებაზე" შთაფლვასთან შედარებით, რომელიც მის მიერ "სულიერი საფრთხის" შემცველადაც კი არის გამოცხადებული. ამან შედეგად გამოიწვია ის, რომ შთაფლვითი ნათლობა დროთა განმავლობაში სულ უფრო უთმობდა ადგილს დასხმით წესს, რომელიც საბოლოოდ (XVII საუკუნისთვის) დასავლეთში საყოველთაოდ დამკვიდრდა - არქიეპ. პ.).
ამ თვალსაზრისით, დასავლეთში ღირსშესანიშნავი გამონაკლისია მედიოლანის ეკლესია. XVI საუკუნის მიწურულს, როდესაც დასავლეთში უკვე გავრცელებულია დასხმითი ნათლობა, მედიოლანის ეკლესიის წინამძღვარმა, კარდინალმა კარლ ბარომეომ სამუდამოდ დააწესა, რათა ნათლისღების საიდუმლო მედიოლანის ეკლესიაში არ აღსრულებულიყო სხვაგვარად გარდა შთაფლვისა და დასხმა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების ჟამს, მაგალითად, მძიმე სნეულების დროს ყოფილიყო დასაშვები.
"ნათლისღება, ნათქვამია კარდინალის განსაზღვრებაში, აღესრულება სამნაირად: წყალში შთაფლვით, წყლის გადასხმით და პკურებით. მაგრამ რადგან შთაფლვითი ფორმა ღმრთის წმიდა ეკლესიის უძველესი დადგენილება და ჩვეულებაა და ის მუდმივად იყო დაცული ამბროსის ეკლესიაში, შთაფლვითი ნათლობის ფორმისგან გადახვევა არ ეგების, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასიკვდილო საფრთხე არ იქნება; ასეთ შემთხვევაში ნათლობა წყლის გადავლებითაც ან პკურებითაც აღსრულდება".
თვით შთაფლვის შესახებ კარდინალი იძლევა ასეთ განკარგულებას: "შთაფლვის დროს მღვდელი უნდა იდგეს ემბაზის იმ მხარეს, საიდანაც შესაძლებელია ყურება აღმოსავლეთისკენ და დააკვირდეს, რათა ყრმა ეპყრას ორივე ხელით და შთაჰფლას წყალში სამგზის სიტყვებით: პირველ შთაფლვაზე: სახელითა მამისათა; მეორეზე: და ძისათა; და მესამეზე: და წმიდისა სულისათა (Вrenner’s Gеschicht. Darstel. d. Таufe s. 46. 47). ამ დადგენილებას დღემდე მისდევს მედიოლანის ეკლესია, და მიუხედავად იმისა, რომ დასხმა უკვე მთელს დასავლეთშია მოდებული, ის მაინც ძველ ჩვეულებას იცავს და მხოლოდ შთაფვლითად ნათლავს"»
-----------------
18. აგენდა - ლათ. Agenda, agere, მოქმედება. მართლმადიდებლური "კონდაკნის" ან "კურთხევანის" მსგავსი საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და კანონების კრებულები პაპიზმში, ლუთერანიზმსა და კალვინიზმში.
-----------------
(Вrenner’s Gesch. Darstell der Taufe. S. 306. Реrrоnе. Praelat. Theolog. vol. VI. pag. 13. ed. 1841) ((Епископ Михаил (Лузин). О крещении чрез погружение и обливание. // Прибавление к Творениям св. Отцов 1855. Ч.14. Кн.4. С.432-471 (1-я пагин.)).
ყოველივე აქედან ნათლად ჩანს, როგორ იტყუება ეპისკოპოსი სერგი, როცა იმოწმებს XII- XVI საუკუნეების წმიდა მამებს და ამ პერიოდში არსებულ საეკლესიო კრებებს, რომლებიც ლათინებს მირონცხებით იღებდნენ და ირწმუნება, რაკიღა ლათინებში ნათლობა მხოლოდ დასხმითად აღესრულებოდა, ხოლო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათ ღებულობდნენ მირონცხებით, ეს ვითარება ავტომატურად ლათინთა დასხმითი ნათლობის შეწყნარებასაც გულისხმობსო. ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითები კი მოწმობენ, თუ როგორ თანდათანობით შემოდიოდა დასავლეთში დასხმითი წესი ნათლობისა და რომ მან ნათლისღების შთაფლვითი წესი სრულიად მხოლოდ XVII საუკუნისთვის განდევნა. აღარაფერს ვიტყვით პატრიარქ ბალსამონის დროზე, როდესაც ლათინებში დასხმითი ნათლობა შესაძლოა არც არსებობდა, ხოლო, თუ არსებობდა ძალზე შეზღუდულად, ისე, რომ შეუძლებელია ლათინთა თავიდან ნათლობით მიღებაზე ლაპარაკი.
ასევე არასწორ ინფორმაციას გვაწვდის ეპისკოპოსი სერგი (ისტორიული ფაქტების უზუსტო გადმოცემით) პროტესტანტთა შესახებაც. რადგან ითქვა, რომ პროტესტანტებსაც მირონცხებით იღებდნენ, საჭიროა ორიოდ სიტყვით შთაფლვითი ნათლისღებისადმი მათ დამოკიდებულებაზეც ითქვას.
კურსკისა და ბელგოროდის ეპისკოპოს მიხეილ ლუზინის ზემოთ ხსენებულ თხზულებაში ვკითხულობთ: «პროტესტანტებმა, რომლებიც რომის ეკლესიის ერთობას განეშორნენ, რამდენიმე მისი სიახლე დაიმკვიდრეს. მათ შემდგომში დასხმითი ნათლობას შეიწნყარეს. მაგრამ რეფორმაციის პირველწამომწყებნი აშკარად აღიარებდნენ, რომ ნათლობის ეს წესი ეწინააღმდეგება ნათლისღების სიტყვით და მისტიკურად გამოხატულ მნიშვნელობას და რომ ამიტომაც ნათლობა უნდა აღესრულებოდეს მხოლოდ შთაფლვით. ასე მაგალითად, ლუთერი ნათლისღების საიდუმლოს შესახებ ამბობს: "ნათლობას ბერძნულად ეწოდება βαπτισμὸς, ლათინურად - mеrsiо, ანუ, თუ რომელიმე საგანს წყალში ისე შთაფლავენ, რომ ის მოცული იქნება წყლით ყველა მხრიდან. და მიუხედავად იმისა, მრავალ ადგილას უკვე აღარ არის ჩვეულება, ყრმა მონათლონ შთაფლვითი წესით, არამედ მხოლოდ დაესხმით მათ წყალი ემბაზიდან; საქმე ისე უნდა ხდებოდეს, რომ ყრმა და ყოველი, ვინც ინათლება, მთლიანად უნდა შთაიფლას წყალში და კვლავ აღმოიმართოს წყლიდან. ამას ითხოვს ნათლობის თვით მნიშვნელობაც, რადგან ის ნიშნავს, რომ ძველი ჩვენი კაცი მთლიანად იქნას დანთქმული ღმრთის მადლში" (Luther’s Weik. herausg. v. Walch. Theil. X. s. 2593) (მ. ლუზინი. დასახ. შრ.).
"სხვა რეფორმატორი, კალვინი ერთ ადგილას ნათლისღების შესახებ ამბობს: ""თვით სიტყვა - ნათლისღება (vеrbum bарtizаndi) ნიშნავს შთაფლვას (mergere), და შთაფლვის ჩვეულება დაცული იყო ძველ ეკლესიაში" (Instit. Ralig. Christ. I. IV. сар. 15, §19) (იქვე).
"ასე, რომ მართლმადიდებლობისგან განდგომილნიც კი აღიარებდნენ შთაფლვის მნიშვნელობას ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შემთხვევაში. ამიტომაც, - ბრძანებს მიხაილ ლუზინი, - ყოველივეს, რაც კი ჩვენ მიერ ითქვა აქამომდე, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ნათლისღების საიდუმლო უნდა შესრულდეს შთაფლვით, რადგან შთაფლვით მოინათლა თვით იესუ იოანესგან, შთაფლვით ნათლავდნენ წმ. მოციქულები, შთაფლვით აღესრულებოდა ეს საიდუმლო ძველ, საყოველთაო ეკლესიაში, და ბოლოს, შთაფლვით ზუსტად გამოიხატება ნათლისღების საიდუმლოს შინაგანი ძალი და ქმედება - ჩვენი სულიერი აღორძინება, თანადამარხვა ქრისტესთან და მასთან ერთად თანააღდგომა, როგორც ეს ჩვენ მიერ ზემოთ იქნა განმარტებული" ("Так и отступившие от Православия признавали важность погружения, при совершении таинства крещения. Все, сказанное нами доселе, приводит к тому заключению, что таинство крещения должно быть совершаемо чрез погружение, так как чрез погружение крестился Сам Христос от Иоанна, чрез погружение крестили св. Апостолы, чрез погружение совершалось сие таинство в древней Церкви вселенской, наконец, погружением в воду точно выражается внутренняя сила и действие крещения – наше духовное возрождение, спогребение со Христом и совоскресение с Ним, как изъяснено нами выше") (Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание // Прибавление к Творениям св. Отцов 1855. Ч.14. Кн.4. С.432-471 (1-я пагин.).
ამრიგად, ვფიქრობთ, გარკვეულია საკითხი იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსი სერგი არაკორექტულად და არაობიექტურად განიხილავს თავის ნაშრომში რომაული კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში გადმომავალ ქრისტეანთა მირონცხებით მიღების საკითხს და მას დასხმითი ნათლობის გასამართლებლად იყენებს. არადა ცნობილი ხდება, რომ ამ პერიოდში ლათინები შერეულად ნათლავდნენ, თავდაპირველად დომინირებდა შთაფლვითი წესი ნათლობისა, რომელმაც დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა ადგილი დაუთმო დასხმით ნათლობას. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია და ნორმალური, რომ ხსენებულ საუკუნეებში (კერძოდ, XII-XVI) აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ლათინები, როგორც შთაფლვითი ნათლობის ჯერ კიდევ აღმასრულებელნი, მირონცხებით შეეწყნარებინა. მსგავს მიდგომას ვხვდებით ჩვენ თვით ძველმართლმადიდებელთა პრაქტიკაშიც, რომლებიც ოფიციალური, რეფორმატორული "მართლმადიდებლური" ეკლესიიდან გადმოსულებს მირონცხებით შეიწყნარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოფიციალური დადგენილებები დასხმითი ნათლობის შეწყნარების შესახებ; და რუსეთის გარკვეულ ოლქებში (უფრო სამხრეთ-დასავლეთით) პრაქტიკაშიც კი ამკვიდრებდნენ (თუმცა, დასხმითად მონათლულებს, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსვლის შემთხვევაში, როგორც ეს დამკვიდრდა საბერძნეთისა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, თავიდან ნათლავდნენ).
რაც შეეხება თვით რუსეთის ეკლესიის პრაქტიკას ლათინთა მიღების საკითხში, ეპისკოპოსი სერგი არც აქ იჩენს მეცნიერულ ობიექტურობას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა დასხმითი ნათლობა აქ შეწყნარებული ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრებები და წმინდანები კატეგორიულად ითხოვდნენ დასხმითი ნათლობის ამოძირკვას (თუ ასეთი რამ ხდებოდა პრაქტიკაში) და მხოლოდ შთაფლვითი წესის დამკვიდრებას (ამას ითხოვდა, მაგალითად, XIII ს. ვლადიმირის კრება, ასევე მოსკოვის 1551 წლის ე. წ. "ასმუხლიანი" კრება, მოსკოვის 1620 წლის კრება, ასევე წმ. მიტროპოლიტი კვიპრიანე (XIV ს.), წმ. მიტროპოლიტი ფოტი (XV ს.) (იქვე. გვ. 240) (Настольная книга священно-церковно служителя (Изд. Отдел московского патриархата. 1993. Репринтное воспроизведение издания 1913 г., т. II, стр. 984).
ამიტომაც, შეუძლებელია ითქვას, თითქოსდა რუსეთის ეკლესიაში შეწყნარებული ყოფილიყო დასხმითი ნათლობის პრაქტიკა. ზოგიერთ ავტორს სურს, ცალკეული იერარქებისა და კრებების დადგენილებები, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან როგორც საყოველთაო, ასევე ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიების კრებათა და მამათა უმრავლესობის დამოკიდებულებასთან და პრაქტიკასთან დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით, ავტორიტეტულ განჩინებებად წარმოაჩინონ, რაც არასწორია, რადგან ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში (მათ შორის, როგორც ბერძნებში, ასევე რუსებში და ქართველებშიც) ყოველთვის იცავდნენ ნათლისღების საიდუმლოს შთაფლვით წესს და უარყოფდნენ დასხმითს. ამიტომაც, თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა ცალკეულ შემთხვევებში და მტკიცდებოდა რომელიმე იერარქის თვითნებობით ან უცოდინრობით, ასწორებდნენ და საკრებო დადგენილებებით ამყარებდნენ შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობას.
დასხმითი ნათლობა უეჭველი და სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემა რომ იყოს, მაშინ ყველა ის კრება, რომელიც კი ჩატარებულა ადგილობრივ ეკლესიებში (მათ შორის საბერძნეთშიც), ასევე ყველა წმიდა მამა, რომელსაც კი გაულაშქრია დასხმითი ნათლობის წინააღმდეგ, ე. ჭელიძემ უნდა გამოაცხადოს "ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელებად", "გადამშთაფლველებად" და განაკუთვნოს მათ ყველა ის მკრეხელური სახელწოდებები, რომლებსაც ასე უშურველად აფრქვევს ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ.
ჩვენ კი ვიტყვით, ზოგიერთი იერარქისა და ცალკეული საეკლესიო კრების მიერ დასხმითი ნათლობის შეწყნარების მიუხედავად, ნათლისღების ამგვარი წესი მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაჩნია დაუშვებლად და ცთომილად, რასაც ყოველთვის ასწორებდნენ და ამტკიცებდნენ მკაცრი საეკლესიო დადგენილებებით. მეტიც, სწორედ მათ დაამკვიდრეს დასხმით- პკურებითად "მონათლულთა" თავიდან ნათლობის საეკლესიო პრაქტიკა, რომელსაც დღემდე ერთგულად მისდევენ ბერძნები და ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები.
__________
ეპისკოპოს სერგის ამ შეხედულებაზე შევჩერდით იმიტომ, რომ დასხმით-პკურებითი "ნათლობის" აპოლოგეტები ლათინური ნათლობის დასაცავად ხშირად გვიმოწმებენ სწორედ იმ მაგალითებს, რომელიც ეპისკოპოს სერგის ზემოთ დამოწმებულ წიგნშია ნახსენები. აშკარად ჩანს, რომ ყველა მათგანი, რომლებიც განეკუთვნება XI-XV საუკუნეთა შუალედს და თვით XVI საუკუნესაც კი, და რომლებიც ეპისკოპოს სერგის ლათინთა მირონცხების გამო მათი დასხმითი ნათლობის გასამართლებლად მოჰყავს, რბილად რომ ვთქვათ მეტად საეჭვოა და მიუღებელი. მეტიც, წმ. მარკოზ ეფესელი, ლათინ-ბერძენთა (უნიატთა) და ფლორენციის კრების დადგენილებების წინააღმდეგ დაწერილ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, დასცინის რა უნიატთა უგუნურობას, კიცხავს მათ იმისთვისაც, რომ მართლმადიდებელ უნიატებს ლათინებთან, არც დოგმატური და არც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულების მხრივ, არ გააჩნიათ საერთო საფუძველი. "ყოველივე, - წერს წმ. მარკოზი, - რაც სხვა რამეს უერთდება, რა თქმა უნდა, მათ შორის არსებული რაიმე საერთოს საფუძველზე უნდა იყოს შეერთებული. ამრიგად, განიზრახეს რა ერთობა სულიწმიდის შესახებ მსჯელობის საფუძველზე, და მათთან ერთად გამოთქვამენ აზრს, თითქოსდა მას (სულიწმიდას - არქიეპ. პ.) ყოფიერება ძისგანაც ჰქონდეს მიღებული, ყველაფერ დანარჩენში ერთმანეთისგან განსხვავდებიან და არაფერია საერთო მათ შორის, არამედ ადრინდელივით წარმოთქვამენ ორ განსხვავებულ სიმბოლოს, როგორც ეს იყო მანამდეც; აღასრულებენ განსხვავებულ და ერთმანეთთან შეუთანხმებელ ლიტურგიებს: ერთნი აფუვებული პურით, მეორენი კი - აუფუვებელი მაცით; განსხვავებულია - ნათლობაც: ერთნი მას ასრულებენ სამგზისი შთაფლვით, სხვანი კი თავზე წყლის დასხმით, და ერთნი საჭიროებენ მირონს, სხვები კი ამის საჭიროებას ვერ ხედავენ; და ყველა წეს-ჩვეულება ყოველივეში განსხვავებულია და ურთიერთშეუთანხმებელი; იგივე ითქმის მარხვებზეც, საეკლესიო მსახურებაზეც და კიდევ ბევრ სხვა რამეზეც. მაშ, რა ერთობაა ეს, როდესაც არ არსებობს მისი მკაფიო და ნათელი ნიშანი?! და მათთან გაერთიანების შემდეგ როგორღა ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთიც და ამავე დროს არ მისდიონ მამათა გადმოცემებს?" (რუს. თარგმანში: "Но надлежит рассмотреть, каким образом они объединились с ними: ибо все то, что объединяется с чем-то иным, конечно, объединяется посредством чего-то среднего между ними. Итак, они задумали объединиться с ними посредством суждения относительно Святого Духа, вместе с ними выражая мнение, что Он и от Сына имеет бытие; но все остальное у них - различно, и ничего у них нет ни среднего ни общего, и по прежнему произносятся два различных друг от друга Символа, как это и было до того; совершаются также различные и несогласующиеся друг с другом Литургии: одна чрез квасный хлеб, другая - чрез безквасный хлеб; различны - и крещения: одно совершается чрез троекратное погружение, другое - чрез поливание сверху на голову, и одно - нуждается в мире, другое - совершенно не имеет в нем нужды; и все обряды во всем - различны и не согласуются друг с другом, то же - и посты и церковные последования и иное что подобное. Какое же это единство, когда нет очевидного и ясного знака его?! И каким образом они объединившсь с ними - желая и свое сохранить (ибо в этом-то они были единодушны) и в то же время не последуя преданиям Отцев?)" (Святитель Марк, митрополит Ефесский. Окружное послание против греколатинян и постановлений Флорентийского собора. § 2. https://lib.pravmir.ru/library/readbook/615).
4. "კოლივადი" ბერების ცილისწამება
ზოგიერთი ავტორი (მათ შორის ზემოთ ხსენებული ეპისკოპოსი სერგიც) ბერძენთა მიერ ლათინთა თავიდან ნათლობით მიღების პრაქტიკას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს (ეს განსაკუთრებით ეხება XVIII საუკუნის აღმოსავლელი იერარქების კრებით დადგენილებებს ლათინთა ნათლობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლათინებს მათში დამკვიდრებული დასხმით-პკურებითი ნათლობის გამო მოუნათლავებს უწოდებენ, ხოლო მართლმადიდებლობისკენ გადმოსვლის შემთხვევაში თავიდან ნათლავენ. ასეთი დადგენილებები ზემოთ უკვე დავიმოწმეთ).
მაგრამ არალოგიკური იქნებოდა, XVIII საუკუნის ბერძნებს პოლიტიკური მიზეზების გამო მიეწეროს ლათინთა თავიდან ნათლობის პრაქტიკის დამკვიდრება, რადგან, თუ მათ ეს არ გააკეთეს უმძიმესი გაჭირვების პირობებში, ანუ XIV-XVII საუკუნეებში, რატომ უნდა ექნათ ეს მოგვიანებით? XVIII საუკუნის ბერძნები უფრო პატრიოტები იყვნენ და ნაკლებად აინტერესებდათ საკითხის საღვთისმეტყველო მხარე თუ პირიქით, XIV-XVII საუკუნის იერარქებთან შედარებით გაუნათლებლები იყვნენ და თავიანთ გადაწყვეტილებას, ლათინები მიეღოთ თავიდან ნათლობით, პოლიტიკურ სარჩულს უდებდნენ?
XVIII საუკუნეში მოღვაწეობდნენ ისეთი განათლებული ადამიანები, რომლებიც თვით საბერძნეთის ახალმოწესეთა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა (მაგ. ათანასე პაროსელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და სხვები) და აღიარა მათი, როგორც ღვთისმეტყველთა ავტორიტეტი. ნიკოდიმოს მთაწმინდელის ავტორიტეტს აღიარებს ე. ჭელიძეც. თავის წიგნში ის არაერთხელ მიუთითებს, რომ ნიკოდიმოსი იყო უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება. და მოიხსენიებს მას, როგორც წმინდანს ("სული - ცხოველი", გვ. 99, 101 და სხვა). მაშ, როგორ არის შესაძლებელი, დასხმითი ნათლობის უარმყოფელ და დასხმითად "მონათლულთა" თავიდან ნათლობის ამღიარებელ ძველმორწმუნეთ მიმართონ ათასგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტით და თავიანთი ამ პრაქტიკის გამო გამოაცხადონ "ქრისტეს ხელახლა ჯვარმცმელებად", რომლებიც სხურებით "ნათელღებულთა" თავიდან ნათლობით თურმე ჩადიან "თავზარდამცემ დანაშაულს" (იქვე. გვ. 127), თუკი იგივე "დანაშაულს" ჩადიოდნენ არა მარტო თვით ე. ჭელიძისთვის ავტორიტეტული და პატივსაცემი წმინდანი ნიკოდიმე მთაწმინდელი (ასევე ახალმოწესე მართლმადიდებელთა ეკლესიის სხვა უამრავი წმინდანი და ავტორიტეტული ღვთისმეტყველი), არამედ რეფორმამდელი ეკლესიის საერთო კრებებიც და წმინდანებიც? და თუ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ლათინთა და ყველა წყალპკურებულთა თავიდან ნათლობის გამო იმსახურებენ ასეთ ეპითეტებს, მაშინ იმავეს იმსახურებს ყველა ის იერარქი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ დასხმით-პკურებითი ნათლობისა. როგორც ჩანს, ე. ჭელიძე, რომელშიც იკვეთება უნიატურ-ეკუმენისტური ან პროლათინური პოზიციები, პირდაპირ და აშკარად ვერ ბედავს ოფიციალური ბერძნულ-რუსულ-ქართული ან სხვა ადგილობრივი ეკლესიების მამათა გმობას და მთელ თავის რისხვას თავს ატეხს ძველმორწმუნეთ, რომლებიც წარმოუდგენია იმ "დაბალ ღობედ", რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრო ისე, რომ საზოგადოებას ეჭვიც არ დაუტოვო საკუთარ "მართლმადიდებლურობაში". მაგრამ საკმარისია, კარგად დავაკვირდეთ ამ ადამიანის ქმედებებს, დავინახავთ - ის არის აშკარად ანტიმართლმადიდებელი და არა მარტო "სტაროვერთა", არამედ სხვა, ოფიციალურ მართლმადიდებლურ ეკლესიათა წმინდანებისა და საეკლესიო კრებების განმაქიქებელიც.
ამრიგად, დასავლეთის ეკლესიაში, სადაც ნათლობის შთაფლვითი წესი XII საუკუნემდე მყარად იდგა, XIII საუკუნიდან, ნელ-ნელა ადგილს უთმობს ნათლობის დასხმით წესს და საბოლოოდ XVII საუკუნისთვის მკვიდრდება ისე, რომ ლათინთა მირონცხებით მიღება სრული ნათლისღების გარეშე შეუძლებელი ხდება.
ასეთივე პროცესს ვხედავთ აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც, სადაც ლათინთა და უნიატ-"მართლმადიდებელთა" დიდი და ქმედითი მონაწილეობით იცვლება სწავლება ნათლისღების საიდუმლოს შესახებ და ის მხოლოდ სამების სახელით აღსრულებად საიდუმლომდე დაიყვანება.
იკარგება შთაფლვის, როგორც ქრისტესთან ერთად დამარხვის სახე და მნიშვნელობა (მართალია, ზოგიერთ კატეხიზმოში ეს მომენტი დღემდე ხაზგასმულია, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ფორმალურად). საიდუმლოს არსი მთლიანად დაყვანილია ნათლობის დროს სამების სახელის წარმოთქმაზე, ხოლო ქრისტესთან თანადამარხვისა და თანააღდგომის ფორმობრივი გამოხატულება (წყალში შთაფლვა) ან საერთოდ გამოტოვებულია, ან კიდევ, როგორც ამის დამტკიცებას ე. ჭელიძე ცდილობს, განმარტებულია "სულიერი", სიმბოლური მნიშვნელობით.
სწორედ ამ დროს, ანუ XVII საუკუნის მიწურულს და XVIII საუკუნის დასაწყისში რელიგიურ ასპარეზზე გამოდიან ე. წ. "კოლივადელი" მამები (ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები. ათანასე პაროსელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და სხვები), რომლებმაც არა პოლიტიკური სარჩულის საფუძველზე ან შეურაცხყოფილი ეროვნული გრძნობების გამო, არამედ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განმარტეს და დაასაბუთეს, რომ დასხმითი ნათლობა შეუძლებელია იყოს ნათლობის კანონიკური წესი და ამგვარად მონათლულებს თავიდან ნათლისღება სჭირდებათ, რამეთუ მათ არა აქვთ ღმრთის მადლი და არც ერთი საეკლესიო საიდუმლო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური თუ ეროვნული მიზეზი შეუძლებელია გახდეს ძველი, მართლმადიდებლური, მოციქულთაგან გადმოცემული წესის განმაქიქებელი საფუძველი. "კოლივადებისადმი" მიწერილი ეს ცილისწამება იმხილება თვით "კოლივადი" მამების ღვთისმეტყველებით, რომლებიც არსად აღნიშნავენ თავიანთი პოზიციის ან პოლიტიკურ, ან ეროვნულ ხასიათს და ლათინებთან საკითხებს არკვევენ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ასე რომ არა, ანუ დასხმით-პკურებითი ნათლობა, როგორც ე. ჭელიძე ირწმუნება, ეკლესიის უძველესი და კანონიკური წესი რომ იყოს, მისი უარყოფა დაუშვებელი იქნებოდა არათუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ ეროვნული გრძნობების საფუძველზე, არამედ საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც კი, რადგან ასეთ შემთხვევაში წმინდანებად შერაცხილ ადამიანებს მოუწევდათ დაპირისპირება მართლმადიდებლობასთან, მოუწევდათ სიცრუის ქადაგება, რადგან, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა: "იმისათვის, რათა დაუპირისპირდე ჭეშმარიტებას, უნდა გამოიგონო სიცრუე", ხოლო წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელი ამბობდა, "როგორც სარწმუნოების საკითხებში უმცირესი გადახრაც კი ცოდვაა და სიკვდილისკენ მივყავართ, გარდამოცემის ყველაზე მცირე უგულებელყოფაც კი სარწმუნოების დოგმატების სრულ დავიწყებამდე მიგვიყვანს". იმავეს გვასწავლიდა წმ. ბასილი დიდი, რომლის თქმითაც, "თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით უცილობლივ ვავნებთ სახარებას უმთავრეს საკითხებში... ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება". ხოლო, თუ რა დოგმატურ-ზნეობრივი შინაარსი აქვს ნათლისღების საიდუმლოში წყალში შთაფლვას, რომელიც არის ქრისტეს სიკდვილისა და დამარხვის, ხოლო აღმოსვლა - მკვდრეთით აღდგომის სახე, გასაგები გახდება, რაოდენ მკრეხელური და მიუღებელია საეკლესიო საკითხები გადაწყვიტო არა საღვთისმეტყველო, არამედ პოლიტიკური და ეროვნული "საფუძვლებით". ასეთი ცილისწამება "კოლივადებისა" და იმდროინდელი ბერძენი მართლმადიდებელი იერარქების მისამართით იმიტომაც გაისმის, რომ ოფიციალურ "მართლმადიდებელთ", რომლებიც ნათლისღების საკითხში უკვე სრულიად დაემგვანენ ლათინებს და პკურებით ნათლავენ, სხვა გზა არ დარჩენიათ თავის გასამართლებლად, ვიდრე დაგმონ და ათასგვარი სისულელე მიაწერონ საკუთარ წმინდანებსაც კი. ასეთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს გასაკვირი, განსაკუთრებული ბოღმითა და ღვარძლიანობით ლანძღონ "მტრებად" და "მაცთურებად" გამოცხადებული ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები.
აი, რას წერენ თვით ახალმოწესენი "კოლივადი" მამების შესახებ თავიანთ საიტზე: "წმიდა მთა ათონი": "მეცნიერებს სურთ ათონელ ისიქასტთა მოღვაწეობა დაიყვანონ ლიტურგიკულ დავებზე ძველ გადმოცემებთან დაკავშირებით, რომლებმაც გამოიწვია დაპირისპირება ორ მიდგომას შორის, კერძოდ - იკონომიასა და აკრიბიას შორის. მიუხედავად ამისა, ძნელია წარმოიდგინო ათონელი განდეგილი, რომელიც მხოლოდ კანონებზე დავით იყოს დასაქმებული. ... რა თქმა უნდა, ათონელი ისიქასტები თავს იცავდნენ თავდასხმებისა და ცილისწამებებისგან, მაგრამ ეს სულაც არ წარმოადგენდა მათი მოძრაობის არსს... ათონელ ისიქასტთა მოღვაწეობა მდგომარეობდა არა ლიტურგიკულ დისკუსიებში, არამედ ცოცხალი გადმოცემის ძიებაში. ზოგჯერ მას ათონურ გადმოცემას ან ისიქაზმსაც უწოდებენ.
დავა გადმოცემის შესახებ არც ყოფილა მათი ცხოვრების უმთავრესი ელემენტი. უბრალოდ დავა - ეს არის მეცნიერთა ცხოვრების სფერო - ამიტომაც, კოლივადების საქმიანობა მეცნიერებს პოლემიკებამდე დაჰყავთ და თავიანთი შერყვნილი შეხედულებებით ამახინჯებენ სინამდვილეს.
ის ფაქტი, რომ კონკრეტულად XVIII საუკუნის ათონის წმიდა მთაზე და საზოგადოდ მთელს საბერძნეთში გამოჩნდნენ კოლივადები, მართლმადიდებლური ტრადიციის ფესვებისკენ, "ფილოკალიის" გამოცდილებისკენ, სათნოთმოყვარებისკენ მიბრუნებაზე მიანიშნებს, რომელიც დევს მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერების საძირკველში. მათი ე. წ. "მოძრაობა" დაკავშირებული იყო სულიერი ცხოვრების განახლებასთან...
უპირველეს ყოვლისა კოლივადებმა აჩვენეს ისიქაზმის უწყვეტი მემკვიდრეობითობა ათონის წმიდა მთაზე და მისი ერთგულნი დარჩნენ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ წმ. გრიგოლ პალამას ისიქასტური ღვთისმეტყველების პრაქტიკული მხარისადმი, მოსაგრეობითი გამოცდილების მთელი სპექტრისადმი.
თავიანთი შრომებისა და ღვაწლის წყალობით, რომელიც გადმოცემის დასაცავად იყო მიმართული, მათ შესძლეს ევროპული "განმანათლებლობისადმი" დაპირისპირება, და არსებითად გახდნენ საკუთარი ერისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს განმანათლებლები.
აი, რატომ მიაგებდნენ მათ პატივს ტრადიციის მიმდევრები, და რატომ სძულდათ ისინი, ვინც ევროპული სქოლასტიკის სულისკვეთებითა და ანგლო-ფრანგული "განმანათლებლობის" სულით იყვნენ გამსჭვალულნი და ფილოკალისტურ ფესვებს მოწყვეტილნი.
ამგვარად, პროდასავლელთა ჰიპერტროფირებული რაციონალიზმი, როგორც წმიდა მამათა კურსისგან გადახრის მუდმივი საშიშროება, უცხო აღმოჩნდა სულიწმიდით გაბრძნობილი თეოლოგიისთვის, რომელსაც განასახიერებდნენ და ქადაგებდნენ კოლივადი- მამები. და ჩვენს დროში თუ მიმდინარეობს შეერთება ჭეშმარიტ საღვთისმეტყველო ტრადიციასთან, ამას ჩვენ კოლივადი მამების მოსამზადებელ სამუშაოებს უნდა ვუმადლოდეთ" (Колливады. http://www.isihazm.ru/?id=384&iid=711).
აი, ათონელი კოლივადი მოსაგრეების ჭეშმარიტი მიზანი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ედავებოდნენ ისინი "პროდასავლელთა ჰიპერტროფირებულ რაციონალიზმს", "ევროპული სქოლასტიკის სულისკვეთებითა და დასავლური "განმანათლებლობის" სულით გამსჭვალულთ" და არა პოლიტიკური ან პატრიოტული მიზეზებით.
და პირიქით, სწორედ ძველი მართლმადიდებლობისადმი, ძველი გადმოცემებისადმი დაბრუნებისა და ჭეშმარიტი ისიქაზმის აღორძინების მიზანდასახულობის გამო ებრძოდნენ კოლივადებს "პროდასავლური იდეებით ჰიპერტროფირებული" ადამიანები. დავის საგანი კი იყო არა მარტო ბერ-მონაზვნური ცხოვრება, არამედ საეკლესიო საიდუმლონი, მათ შორის ნათლისღებაც, რომლის შთაფლვითად აღსრულებაზე პრინციპულად იდგნენ ისიქასტები და კატეგორიულად უარყოფდნენ დასხმით-პკურებითი "ნათლისღების" ლათინურ წესს, რომელსაც არაფრის მაქნისად მიიჩნევდნენ.
საბერძნეთში და ათონზე თუ ასეთი ბრძოლა მიმდინარეობდა კოლივადების წინააღმდეგ, ალბათ ცხადი უნდა იყოს, თუ რით არის გამოწვეული გვიანდელი რუსული ეკლესიის "მეცნიერთა" მონდომება კოლივადი ბერების სწავლებანი და აღმოსავლეთის იერარქთა გვიანდელი (XVIII ს.) საეკლესიო დადგენილებები ახსნან ლათინთა მხრიდან უკიდურესად შევიწროებული ბერძნების "პატრიოტიზმითა" და "პოლიტიკით". ასე იბრძოდნენ და იბრძვიან დღესაც პროდასავლური იდეებით ჰიპეტროფირებული ადამიანები, რომელთა შორისაც უდავოდ იმყოფება საქართველოს ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო აკადემიის პროფესორი ე. ჭელიძე. და უეჭველია, მისი პოზიცია ნათლისღების საკითხში არის აშკარად პროუნიატურ-პროლათინური ხასიათისა.