Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XXII
____________________________________________________________________________________________________________________________
წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლისღების შესახებ
ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავს ე. ჭელიძე წმ. გრიგოლ ნოსელის კატექეტურ სწავლებას ნათლისღების შესახებ. წმ. გრიგოლის ცნობილი თხზულების "დიდი კატექეტური სიტყვის" 35-
ე. ჭელიძის ავადმყოფური ცნობიერება, რომელიც, სადაც კი სიტყვა "დასხმას" დაინახავს, ყველგან პკურებით-
"წმ. გრიგოლ ნოსელი თავის ცნობილ ძეგლში "დიდი კატექიზმური ქადაგება" ასაჩინოებს ნათლობის არსს და მიუთითებს, რომ ეს უდიდესი მღვდელმოქმედება აღასრულებს ადამიანის მეორედ შობას ანუ ზეგარდმო აღმოშობას სულიწმიდითა და წყლით. შემდეგ, ნისის ეპისკოპოსი ეხება საკუთრივ წყალთან დაკავშირებულ პროცედურას და ხაზგასმით, თანაც ორჯერ (ხაზგასმა ე. ჭელიძისაა -
ე. ჭელიძეს იქვე მოჰყავს შესაბამისი ადგილები წმ. გრიგოლ ნოსელისგან, რომლებიც, ჩვენი ოპონენტის თქმით, ამის ნათელი დასტურია. კერძოდ, წმ. გრიგოლ ნოსელი ერთ ადგილას ამბობს: "ისევე როგორც მან (მაცხოვარმა -
ახლა კი კარგად დავაკვირდეთ წმ. გრიგოლის ქადაგების შინაარსს და იმასაც, თუ რა თვალსაზრისით არის გამოყენებული აქ ტერმინი "დასხმა" ("მიწის დაყრის ნაცვლად წყლის დასხმით და ამ სტიქიაში ჩაფლვის სამჯერადი გამეორებით" -
წმ. გრიგოლ ნოსელის (ისევე, როგორც სხვა წმიდა მამების) ნათლისღებითი ღვთისმეტყველებიდან აშკარა ხდება, რომ ნათლისღების საიდუმლოში წყალში შთაფლვა აღესრულება მიწის სტიქიასთან მისი ნათესაობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ მას განბანვის უნარი გააჩნია. წყალში სამგზისი "დამარხვით" (ანუ შთაფლვით) ადამიანი საკუთარ თავზე გამოხატავს სამი დღე ქრისტეს საფლავში დების სახეს (ბერძნ. "პიდალიონი"). ამიტომაც, წმიდა მამის მთელი მსჯელობის ქვეტექსტი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: რადგან ნათლისღება უფლის დამარხვის სახეა, ის რომ აღსრულდეს, ადამიანმა ეს დამარხვა საკუთარ თავზე უნდა გამოსახოს, ანუ შთაიფლას წყალში ისე, როგორც ქრისტე იყო დამარხული მიწის ქვეშ. ამიტომაც, ცარიელ ემბაზს, ისევე როგორც ამოთხრილ მიწას, რომელმაც უნდა მიიღოს "დასამარხი" (მოსანათლი), ჯერ წყალი დაესხმება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს თავის წიაღში მოსანათლავს. თვით წმიდა მამის სიტყვაში ეს სრულიად მკაფიოდ ჩანს, "... вместо земли наливая воду и погружаясь в эту стихию...", ანუ "მიწის ნაცვლად დაისხმება წყალი და შთაიფლება ამ სტიქიაში", აქ შთაფლვას წინ უძღვის დასხმა, რადგან წყალი, როგორც ეს ე. ჭელიძეს ეჩვენება, კაცს (მოსანათლს, "დასამარხს") კი არ ესხმის, არამედ "საფლავს", ნათლობის შემთხვევაში -
შეიძლება, აქ ე. ჭელიძემ მოგვიგოს, სიტყვა "ემბაზი" წმ. გრიგოლს თავისი ქადაგების 33-
ახლა ვნახოთ მეორე ადგილი, რომელიც, ე.ჭელიძის თქმით, ასევე დასხმით ნათლობაზე უნდა მოწმობდეს: "როგორც ითქვა, იმდენად ვბაძავთ ზეაღმატებულ ძალას, რამდენადაც დაიტევს ამას ჩვენი ბუნების სიგლახაკე. ამიტომ, წყლის სამგზის ზედდასხმულნი და კვლავ წყლიდან ზეამაღლებულნი სამდღიან მაცხოვნებელ დაფლვასა და აღდგომას ვემსგავსებით" (შდრ. რუს. თარგმ. "Но как, по сказанному, в такой мере подражаем высочайшей силе, в какой вмещает это нищета нашего естества, то, трижды возливая на себя воду и снова восходя от воды, подражаем спасительному погребению и воскресению, совершившемуся в трехдневный срок") (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 429).
მაგრამ ე. ჭელიძე აქაც აბუნდოვანებს საკითხს და მას მისთვის სასურველ ჭრილში წარმოაჩენს. ჯერ ერთი, მოტანილი წინადადება უნდა ვნახოთ სრულად, რადგან ე. ჭელიძეს წმ. გრიგოლის ქადაგების ამ მონაკვეთის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილები გამოუტოვებია და ქადაგება ისე წარმოუჩენია, რომ შემდეგ მისთვის სასურველი დასკვნის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. ამიტომაც წმ. გრიგოლ ნოსელის ქადაგების ეს ნაწილი მთლიანად უნდა დავიმოწმოთ და შემდეგ ვნახოთ, რას გვასწავლის მოცემულ მონაკვეთში წმიდა მამა.
წმ. გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ამრიგად, იმდენად ვბაძავთ ზეაღმატებულ ძალას, რამდენად დაიტევს ამას ჩვენი ბუნების სიგლახაკე, ამიტომ გადავისხამთ რა წყალს (возливая на себя воду) და კვლავ აღმოვალთ წყლიდან, სამდღიან მაცხოვნებელ დაფლვას და აღდგომას ვემსგავსებით, წარმოვიდგენთ რა გონებაში იმას, რომ როგორც ჩვენს ხელთაა წყალი, და წყალში ყოფნა, და მისგან აღმოსვლა, ასევე სამყაროს მეუფის ძალმოსილებაში იყო სიკვდილში დაფლვით, როგორც ჩვენ წყალში, კვლავ შესულიყო საკუთარ ნეტარებაში" ("Но как, по сказанному, в такой мере подражаем высочайшей силе, в какой вмещает это нищета нашего естества, то, трижды возливая на себя воду и снова восходя от воды, подражаем спасительному погребению и воскресению, совершившемуся в трехдневный срок, представив в мысли то, что, как в нашей власти вода, и пребывание в воде, и выхождение из нее, так во власти Того, Кто владычествует над Вселенной, было, погрузившись в смерть, как мы в воду, снова войти в собственное Свое блаженство". Григорий Нисский. Большое огласительное слово. Глава 35. https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Nisskij/bolshoe-
მხოლოდ ე. ჭელიძისნაირ სულიერად ავადმყოფს ძალუძს ამ სიტყვებიდან იმ აზრის გამოტანა, თითქოსდა აქ წმ. გრიგოლ ნოსელი შთაფლვას, დამარხვას, წყალში ყოფნას, მისგან აღმოსვლას სიმბოლური მნიშნელობით გულისხმობდეს. ნუთუ წმიდა მამას არ შეეძლო თუნდაც ერთი სიტყვით მაინც მიენიშნებინა ამ მღვდელმოქმედების (ვგულისხმობთ ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის მომენტს) სიმბოლურობა და ეთქვა, რომ ტერმინი შთაფლვა სიმბოლურად უნდა გაგვეგო? მაგრამ, არა! წმიდა მამას მსგავსი არაფერი უხსენებია, ეს ასე მხოლოდ ე. ჭელიძის ავადმყოფურ წარმოსახვაში ჩანს.
გასაგებია რატომ ცდილობს ე. ჭელიძე ასეთი გაჯიქებით, როგორმე გაამართლოს დასხმითი ნათლობა, რადგან, როგორც თავიდანვე, თავისი წიგნის ჩვენდამი მოძღვნილ ნაწილში, აღნიშნავს: "ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა მოინათლა ჩვილობაში და მოინათლა დღეს არსებული წესის მიხედვით ანუ დასხმითად" (ხაზგასმა ე. ჭელიძის -
მაგრამ ეს ხომ გაუგონარი მკრეხელობაა, საკუთარი არასწორი ნათლობა გაასაღო ჭეშმარიტ ნათლობად, ამისთვის დაამახინჯო წმიდა მამათა სრულიად მკაფიო სწავლებები, საეკლესიო კრებათა დადგენილებები და მოატყუო მილიონობით ადამიანი, თანაც არ გაითვალისწინო ის სასჯელი, რომელიც ამგვარი საქციელისთვის გელოდება. მაგრამ, მოდი, კვლავ წმ. გრიგოლ ნოსელის ხსენებულ ტექსტს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, კიდევ რა წინააღმდეგობებს შეიცავს ე. ჭელიძის მტკიცება.
თავის დროზე წმ. გრიგოლ ნოსელის ზემოთ დამოწმებული ქადაგების ე. ჭელიძისეულ განმარტებას, რომელიც მის პირველ "ანტისტაროვერულ" ნაშრომშიც ("ეკლესია -
ამ საბუთით თავზე წყალპკურებით ან თავზე წყალდასხმით ნათლობის კანონიკურობას წარმოგვიჩენთ; განვიხილოთ, რამდენად ეთანხმება თვით ზემორე მოყვანილი საბუთი თქვენეულ ინტერპრეტაციას. აღნიშნული წერილი სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ; აი, პირველი ნაწილი ამ წერილიდან:
ა) "трижды возливая на себя воду" ("სამჯერ დაისხამს წყალს თავზე" -
მიაქციეთ ყურადღება, რანაირად შეიძლება მოსანათლავმა წყალი თავად გადაივლოს, მას ხომ არც წყლით სავსე ჭურჭელი უჭირავს და არც ონკანის ქვეშ დგას. თუკი ლაპარაკია თავზე წყალპკურებით ნათლობაზე, მოსანათლავი თავს დაბლა ხრის ჭურჭლისკენ და "მღვდელი" პეშვით დაასხამს წყალს თავზე. მაშ, რატომ ითქვა, გადაივლებს წყალსო? წყლის გადავლება ამ შემთხვევაში თავად მოსანათლავს ხელეწიფება მხოლოდ და მხოლოდ წყალში ჩაძირვის დროს, როცა წყალი გადაევლება თავზე და გრიგოლ ნოსელიც ამ მომენტს აღნიშნავს, როცა ამბობს, "მოსანათლავი გადაივლებს წყალსაო"; ასე რომ არა, მაშინ მას უნდა ეთქვა, მღვდელი სამჯერ გადაავლებს -
ბ) "вода, и пребывание в воде, и выхождение из нее" ("წყალი, წყალში ყოფნა და მისგან აღმოსვლა" -
ბ-
გ) "погрузившись в смерть, как мы в воду" ("სიკვდილში დაფლვით, როგორც ჩვენ წყალში" -
"Омывание" იგივე "განბანვა", თქვენ რომ გგონიათ, ის ნათლობა არ არის და ამიტომაც არ ეწინააღმდეგება ბასილი დიდის განმარტება; "გადავლება"
ზემოთ ნათქვამს ვერაფერს შევმატებთ და ვიტყვით, რომ ე. ჭელიძის სიცრუე აქ სრულიად მხილებულია. მაგრამ, უფრო ნათლად რომ გამოჩნეს მისი ცრუპენტელობა, წმ. გრიგოლ ნოსელის "კატეხიზმურ ქადაგებას" კიდევ უფრო დეტალურად დავაკვირდეთ, ანუ ვნახოთ, რას ბრძანებს წმიდა მამა მაცხოვრის სიკვდილისა და დაფლვის შესახებ და როგორ არის ის ასახული ნათლისღების საიდუმლოში; და, რომ ამას ეკლესია ქრისტეანთა ნათლისღებით გამოსახავს არა სიმბოლურად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ წყალში სამგზის შთაფლვით.
ნათლისღების საიდუმლოზე საუბარს კი წმ. გრიგოლ ნოსელი ასეთი სიტყვებით იწყებს: "წყალში შთასვლა და მასში ადამიანის სამგზის ყოფნა სხვა საიდუმლოზე მიანიშნებს" ("Схождение же в воду и троекратное пребывание в ней человека заключает в себе другое таинство". Григорий Нисский. Большое огласительное слово. Глава 35. Смысл троекратного погружения при Крещении.
ძვ. ქართულით: "ხოლო სამგზის შთაყოფასა მას წყალსა შინა, სხუაი აქუს საიდუმლოი და სხუაი ძალი..." (სიტყუაი სწავლისა და მოძღურებისაი, თქუმული წმიდისა გრიგოლ ნოსელისაი. 35,1. Qრისტიანულ-
"რა ვიხილეთ ჩვენი ცხოვრების წინამძღვარში (ე. ი. ქრისტეში -
მაგრამ, დიდია მსგავსება მიწასა და წყალს შორის, რომლებიც ერთადერთნი არიან სტიქიათაგან, თავიანთი სიმძიმით რომ ქვეისწრაფვიან, ერთიმეორეში მყოფობენ და ერთიმეორე უპყრიათ. ამიტომაც, როგორც ჩვენი მაცხოვრის სიკვდილს თან ახლდა მიწის ქვეშ დამარხვა, რაც ბუნების საზოგადო კანონის შესაბამისად მოხდა, ჩვენც ამ სიკვდილს, მიწასთან ყველაზე მიახლოებულ სტიქიაში (ანუ წყალში -
მაგრამ, როგორც ნათქვამისაებრ, იმდენად ვბაძავთ ზეაღმატებულ ძალას, რამდენად დაიტევს ამას ჩვენი ბუნების სიგლახაკე, ამიტომ, გადავისხამთ რა წყალს (возливая на себя воду) და კვლავ აღმოვალთ წყლიდან, სამდღიან მაცხოვნებელ დაფლვას და აღდგომას ვემსგავსებით, წარმოვიდგენთ რა გონებაში იმას, რომ, როგორც ჩვენს ხელთაა წყალი და წყალში ყოფნა, და მისგან აღმოსვლა, ასევე სამყაროს მეუფის ძალმოსილებაში იყო, სიკვდილში დაფლვით, როგორც ჩვენ წყალში, კვლავ შესულიყო საკუთარ ნეტარებაში ("Но как, по сказанному, в такой мере подражаем высочайшей силе, в какой вмещает это нищета нашего естества, то, трижды возливая на себя воду и снова восходя от воды, подражаем спасительному погребению и воскресению, совершившемуся в трехдневный срок, представив в мысли то, что, как в нашей власти вода, и пребывание в воде, и нахождение из нее, так во власти Того, Кто владычествует над Вселенной, было, погрузившись в смерть, как мы в воду, снова войти в собственное Свое блаженство") (იქვე).
არ იქნება ზედმეტი, თუ გავეცნობით წმ. გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის" ძველქართულ თარგმანსაც, რომელიც გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა და გამოაქვეყნა "ქრისტეანულ-
წმ. გრიგოლ ნოსელის ზემოთ ხსენებული ტექსტი წმ. ეფთვიმეს შეუმოკლებია, რადგან ასეთი იყო ეფთვიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი პრინციპი, რაც განპირობებული იყო ეფთვიმეს ამოცანით -
1. დედნის რთული ადგილების გამარტივებულად გადმოცემა (შინაარსის დაუმახინჯებლად).
2. შეკვეცა ცალკეული სიტყვებისა, ფრაზებისა, ზოგჯერ მთელი მონაკვეთებისაც, თუ ისინი თხზულებას ამძიმებენ და მათი ამოღებით ბევრი არაფერი დააკლდება მასში გადმოცემულ მოძღვრებას.
3. შეკვეცასთან ერთად, განმარტებითი ხასიათის ვრცელი ჩანართებით გავრცობა მსჯელობისა, იმავე ავტორის სხვა ნაშრომის ან სხვა ავტორთა თხზულებებზე დაყრდნობით.
4. ფრაზის სტილისტური დახვეწა, სისადავე და მისაწვდომობა.
5. ბერძნულ ტერმინთა შესატყვისად, დინამიკური ქართული ეკვივალენტების გამოყენება. ცალკეულ ტერმინთა მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენის მიზნით მათი გადმოთარგმნა ორი ან სამი შესატყვისით.
6. დოგმატურად მიუღებელი მოძღვრების, ზნეობრივად საჩოთირო ადგილების, ისტორიულ-
7. ეფთვიმეს ახასიათებს, ასევე, სათარგმნელ თხზულებაში კომპოზიციური ცვლილების შეტანა, ცალკეული ნაწილების გადასმა, ინტერპოლაცია და სხვა.
ეფთვიმე მთაწმინდელს იმდენად გამოკვეთილი მთარგმნელობითი სტილი აქვს, რომ დედანთან მიმართებით ამა თუ იმ თარგმანის ტექსტოლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა, შეუცდომლად დავადგინოთ, ეფთვიმეს ეკუთვნის იგი თუ სხვა მთარგმნელს"
იქვე, კერძოდ, 66-
სანამ ე. კოჭლამაზაშვილის მიერ ნათარგმნ ტექსტს შევეხებოდეთ, ვნახოთ, რა თარგმნა ეფთვიმე მთაწმინდელმა წმ. გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის" 35-
ჩვენ გვაინტერესებს 35,3 ქვეთავი, რადგან სწორედ აქ არის მსჯელობა წყალში შთაფლვით ნათლობაზე. "35,3-
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფთვიმე მთაწმინდელს "შთაფლვაში" არანაირად არ უგულისხმია ის, რასაც მასში გულისხმობს ე. ჭელიძე -