Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XXI
____________________________________________________________________________________________________________________________
საპკურებელი წყლის შესახებ
თავის "საღვთისმეტყველო" წიაღსვლებში ე. ჭელიძე ეხება ისეთ თემას, როგორიც არის საპკურებელი წყალი, ანუ აიაზმა და ცდილობს გამოაცალკევოს ის ნათლისღების საიდუმლოსგან. პარალელურად კი იწყებს უკვე არა დასხმითი ნათლობის (რომელიც, მისივე თქმით მხოლოდ თხემზე წყლის დასხმით აღესრულება) არამედ პკურებითი ნათლობის გამართლებას, რაც მის მიერვე აღწერილი თავზე დასხმითი ნათლობის საწინააღმდეგოც არის და დამარხვის სიმბოლიკასთანაც საერთო უფრო ნაკლები აქვს ვიდრე თხემზე წყლის დასხმას.
წყალპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ე. ჭელიძე იმოწმებს "მოციქულთა მოძღვრებად" ცნობილ ძეგლს, "დიდაქეს" და, ვითარცა ხავსს წყალწაღებული, ისე ეჭიდება ამ "დოკუმენტს". არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ წყალპკურებითი ნათლობის ნებადამრთველი არავითარი კანონიკური დოკუმენტი არ არსებობს, გარდა თვით მწვალებლების მიერ შეთითხნილი ყალბი და მათ მიერვე შერყვნილი ძველი წყაროებისა.
წყალპკურებითი ნათლობა არც წმიდა მოციქულებს დაუწესებიათ და არც ძველ მამებს. მეტიც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ თავში "შავი სია", თვით მწვალებლურ-
რაც შეეხება საკუთრივ ძეგლ "დიდაქეს", სადაც დაშვებულია წყალპკურებითი "ნათლობა" ("დიდაქე" VII, 1-
ეკლესიის სიწმიდე, როგორც ეკლესიის შესახებ დოგმატის განუყოფელი ნაწილი, სხვა მრავალთან ერთად იმასაც ითვალისწინებს, რომ ეკლესია თავის მოძღვრებასა და განწესებებში საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგება. ხოლო წყალპკურებითი "ნათლობის" დაშვება "დიდაქეში" და, აგრეთვე, წმიდა მამათა სახელით წარწერილ სხვა ძეგლებსა თუ ხელნაწერებში, ეწინააღმდეგება წმ. მამათა მიერ მოცემულ საეკლესიო-
ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ უაპელაციოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს, მსოფლიო ეკლესიის სწავლების სწორი საღვთისმეტყველო გააზრებისა და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან შეჯერების გარეშე, არც ერთი წერილობითი წყარო -
წმ. თევდორე სტოდიელი (759-
1. საპკურებელი წყალი -
რადგან წყალპკურებითი "ნათლობის" სჯულდება არ არსებობს, მწვალებლები ცდილობენ, წმ. წერილსა და საღმრთო საგალობლებში მოცემული ზოგიერთი ადგილი, ასევე საღმრთო განგებულებით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევები წყალპკურებითი "ნათლობის" ნორმატიულ აქტად გამოცხადების საფუძვლად შერაცხონ. ასე, მაგალითად: "სხურებითი ნათლობის მომასწავებელი სიმბოლოა გედეონის მიერ ხილული საწმისი" -
ე. ჭელიძე ამტკიცებს იმასაც, თითქოს ილია წინასწარმეტყველის მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა და ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა (3 მეფ. 18:21-
მიიჩნევს რა ამ ადგილს სხურებითი ნათლობის გასამართლებელ დოკუმენტად, ისევ მიქაელ მოდრეკილის "იადგარებს" იმოწმებს და ასკვნის, რომ "ღუმელი", ანუ "სახმილი", სადაც სამი ებრაელი ყრმა ჩაყარეს, "გამოსახავდა ეკლესიას", ანგელოზისმიერი ცვარი კი "ნათლისღებას" (იქვე გვ. 134).
მაგრამ ძველ აღთქმაში ამგვარი მაგალითები ან წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებს წარმოადგენს ან მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვისა და შობის სიმბოლოს.
"საერთოდ, -
ასევე, გედეონმა იხილა გადაცვარული საწმისი, რასაც ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელ სიმბოლოდ განმარტავს: "შენგან გარდამოეცუა ცუარი დამშრეტელი უღმრთოებისა ცეცხლისა, ამისთვისცა გიღაღადებთ ყოვლად-
სლავურად ეს ასე ჟღერს: "От тебе роса укану, пламень многобожия угасивши, тем вопием ти, радуся Руно одушевленное, еже Гедеон прежде виде" (Акафист. Песнь 6. Тропарь 2); ან კიდევ: "Яко Руно всенепорочная дождь Небесный во чреве заченьши, и нам родила еси, нетление дающаго благочестно того поющим и Тя Всенепорочную Богородицу величаем" (Служебная минея. Месяц декамврии. 24-
"დაცვარული საწმისი, რომელიც გედეონმა იხილა (მსაჯულნი 6) წყალთან შეერთებული მადლის სიმბოლო რომ არის და არა წყალპკურებითი ნათლობისა, ამას მოწმობენ წმ. მამები: ნეტ. ავგუსტინე, თეოდორიტე და იერონიმე. წმიდა მამათა განმარტებით, ჯერ საწმისის, ხოლო შემდეგ მთელი დედამიწის დაცვარვა იყო წინასახე ღმრთის მადლისა, რომელიც ცხოველყოფდა ჯერ იუდეველთა ეკლესიას, ხოლო შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, სიტყვა ღმრთისა, ჩამოვიდა ჩვენთან, გააცოცხლა მთელი გაწარმართებული სამყარო.
ამრიგად, საწმისი მიანიშნებდა სინაგოგაზე -
ამრიგად, გედეონის მიერ დაცვარული (დანამული) საწმისის ხილვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უპირველესად, ქრისტეს განკაცების სიმბოლოა და არა ე. წ. წყალპკურებითი "ნათლობისა".
არც ნაბუქოდონოსორის მიერ ცეცხლის სახმილში სამი ყრმის ჩაგდებაა წინასახე წყალპკურებითი "ნათლობისა", იგი აქაც უბიწოდ ჩასახვისა და უხრწნელად შობის სიმბოლოს წარმოადგენს. იხილეთ ამის დამადასტურებელი ლიტურგიკული ტექსტები:
წმ. მამათა კვირას "უფალო ღაღადვყავ"-
ქართულად ამ სიტყვების აზრი ასეთია: "სახმილის ცეცხლში შეცვრეულმა წმ. ყრმებმა ქალწულისგან შენი შობა გამოსახეს საიდუმლოდ".
იმავე კვირას, ცისკარზე, სამთა ყრმათა და წმიდა მამამთავართა საგალობელში ნათქვამია: "Трие же отроцы, видевше пламень орошающь, Твое Божественное рождество…".
ქართულად: "... ხოლო სამთა მათ ყრმათა შენი ღვთაებრივი შობის სახედ იხილეს ალი შეცვრეული" (გალობა მე-
იქვე, პირველი საგალობლის მე-
ხოლო მეორე საგალობლის მე-
იხილეთ სხვა მაგალითებიც: "Отроцы трие, посреде пещи чюдно орошаеми, да рожество Владыко, от Девствующаго телесе покажеши нам, спасеши в пещи девствующая телеса" -
"Утробу неопалиму прообразуют Девчю, иже в ветсе огнем палимыя юноши" -
"Чюдо превелию росодавицу вообрази пещь образ, яже бо прият не опали юноши, такожде и огнь Божества Деву, юже чисту проиде…" (იქვე. გალობა 8-
"შენ, რომელი შორის ყრმათა სახუმილსა მას შინა იხილვე და უცხოისა ქალწულისა საიდუმლოსა აუწყებდ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო" (უძველესი იადგარი. ხარებაი. მეცნიერება. 1980 წ. გვ. 9).
"რომელმან სამთა ყრმათ სახუმილსა მას შინა ცუარი ასხურე და ქალწულად დაიცევ მშობელი შენი შემდგომად შობისა, კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო" (შობისაი. იქვე. გვ. 17).
მსგავსი მაგალითების მოტანა უხვად შეიძლება.
ასე რომ, წყლის სხურების ყველა ძველაღთქმისეული შემთხვევა, იქნება ეს ილიას მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა, გედეონის მიერ დაცვარული საწმისის ხილვა თუ ცეცხლის სახმილში ჩაყრილი სამი ყრმის ნამით გაგრილება, წყალთან შეერთებული მადლის, ცოდვათაგან განხმობილი და მადლგანძარცვული სამყაროს კვლავ გაცოცხლების, აღორძინების სიმბოლოა. ამიტომ, რადგანაც ცოდვათაგან განმწმენდელი მადლი სრულად მოეცა ქვეყნიერებას და არა ნაწილობრივ, "წყლით რღუნა" დაამკვიდრა ღმერთმა ცოდვათა აღსახოცად და ნათლისღების საიდუმლოში წყალში სრული, გარეგნული შთაფლვით ცოდვათა სრული აღხოცვის შეგრძნებითი ნიში გვიბოძა. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებისამებრ "გამოთქმა "ნათლისღება" ნიშნავს სიუხვეს, სულიწმიდასთან ზიარების სიმდიდრეს და როდესაც მორწმუნე ნათელიღებს წყალში სხეულის დაფლვით ამას შეგრძებითაც განიცდის, მაშინ, როდესაც წყლის უბრალოდ მიიმღები (ე. ი. წყალპკურებული -
ამიტომაც ბრძანებდა ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) რომ "... გვევალება მეორედ შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა... მცირედი წყლის შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად დამარხვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას... შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დარჩეს განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი", თ. 20).
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული ლიტურგიკული ტექსტებიდანაც ჩანს, ნამი, ცვარი, სიმბოლოა მადლისა, რომელიც უფლის განკაცებითა და ჯვარცმით გამოსყიდულ ცოდვილ კაცობრიობას მოენიჭა, ანუ "ესხურა მაღლით მადლი უხრწნელებისა, განხრწნილსა ბუნებასა კაცთასა" (უძვ. იადგარი. თბილისი 1980 წ. გვ. 160. ციტ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მადლი, როგორც საღმრთო ძლიერებისა და სიყვარულის არანივთიერი გამოვლინება, შეუძლებელია ვინმეზე "გადმოიღვაროს" ან "ესხუროს", ეს მხოლოდ სიმბოლური, იდიომური გამოთქმებია. სულიწმიდა ცდილობს, ადამიანის ცნობიერებისთვის გასაგები სიმბოლოებით ამა თუ იმ საიდუმლოს ან მოვლენის არსში ჩაახედოს თავისი ქმნილება, ამიტომაც, როგორც წმ. წერილი, ასევე წმ. საღმრთისმსახურებო ტექსტები იდიომებით, მეტაფორებით, იგავებითა და სიმბოლოებით არის სავსე და მათი პირდაპირი მნიშვნელობით გააზრება, რბილად რომ ვთქვათ, დიდ გაუგებრობებს იწვევს.
მადლის "სხურების" სიმბოლური გააზრებისთვის შეიძლება კიდევ ის ვთქვათ, რომ, როგორც მცენარის სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი მორწყვა, დანამვა, დაცვარვა, ასევე სასიცოცხლო აუცილებლობაა ადამიანის სულის "მორწყვა" და "დაცვარვა" ღვთის მადლით, მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად. ასე რომ, სულიერი ნამით, მადლით, რომელიც წმ. ტექსტებში იდიომური ან სიმბოლური გამოთქმებით გადმოიცემა ("წყალი ცხოველმყოფელი", "ცუარი განმაცხოველებელი", "ცუარი მაგრილობელი"), საღრმთო მადლის განმაცხოველებელი და ცოდვათა აღმხოცველი ძლიერებაა გადმოცემული და არა "წყალპკურებითი ფორმა" ნათლისღებისა.
მაშასადამე, ძველაღთქმისეული მაგალითების მიხედვით, სხურება არის მადლის მონიჭებისა და განწმენდის სიმბოლო და მადლის წყალთან შეერთების წინასახეს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის უფლის მიერ წყლის კურთხევა, მადლით შემოსვა. წყალმა ხომ ეს ძალა მაცხოვრის იორდანეში ნათლისღებით მიიღო. ხოლო თვით ნათლისღება უფლისა გვებოძა სახედ ჩვენი ნათლობისა, რომლითაც ყოველგვარი ბიწიერებისგან განვიწმინდებით (მაგალითად, წმ. ბასილი დიდის ლოცვაში "შერისხვა ეშმაკთა მიერ ვნებულსა ზედა და სულთაგან არაწმიდათა კვეთებულსა"
წყალთან შეერთებული მადლი მოქმედებს სახლის კურთხევის, დაბინძურებული ჭის, ჭურჭლის განსაწმენდელ და სხვა ამდაგვარ რიტუალებში, როდესაც მღვდელი ლოცვით: "მადლი სულისა წმიდისა" ან "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", მცირე აიაზმის პკურებით განწმენდს საკურთხებელ საგანს.
სწორედ აიაზმაა ის საპკურებელი წყალი, რომლის კურთხევის დროსაც მღვდელი ამბობს: "Водами наводни Христе источник исцелением, в пречестнем храме Девыя днесь и Твое благоутробия кроплением отгнав болезни болящих…" (Служеб. минея. Август 1 гл дня. Чин освящения воды. Стихера священию, глас 6).
სწორედ ის არის წყალი საზიარებელი და საპკურებელი, როგორც ეს იმავე დღესასწაულზე (1 აგვისტოს, ძვ. სტ.), სხვა ლოცვაში ნათქვამია "…ради воды сея причастия и кропления, благословение нам низпосли, скверну омывая" (Молитва священию. იქვე).
ნაკურთხი წყალი (აიაზმა) არის ღმრთის მადლის სიმბოლო: ის განწმენდს მორწმუნეთ სულიერი ბიწიერებისგან, აკურთხებს და განამტკიცებს ქრისტეანული მოსაგრეობისთვის.
პირველად ჩვენ ჩავიყურყუმელავებთ (окунаемся) მასში ნათლისღების საიდუმლოში, როდესაც ამ აიაზმით სავსე ემბაზში სამჯერ შთავიფლებით. წმიდა აიაზმა ნათლისღების საიდუმლოში განბანს ადამიანის ცოდვით სიბინძურეს, განაახლებს და ააღორძინებს მას ქრისტეში ახალი ცხოვრებისთვის.
ოფიციალური, გაბატონებული მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო მოღვაწე დიმიტრი ხერსონელი ამბობდა "აიაზმას გააჩნია ყველა იმ ადამიანთა სულებისა და ხორცის კურთხევის ძალა, რომლებიც მას იყენებენ". ის მიიღება რწმენითა და ლოცვით, ის კურნავს ჩვენს სნეულებებს. სერაფიმე საროველი აღსარების შემდეგ ყოველთვის ასმევდა მომლოცველებს წმიდა დიდი აიაზმიდან. მღვდელმონაზონი სერაფიმ ვირიცკი ყოველთვის ურჩევდა მორწმუნეთ, ეპკურებინათ პროდუქტები და თვით საჭმელიც იორდანეს წყლით (ანუ აიაზმით), რომელიც, მისი თქმით, "ყოველივეს განწმენდს".
"აიაზმის კურთხევის წეს-
ასე რომ, წმ. ტექსტებში მოხსენიებული საპკურებელი წყალი ნათლისღების საიდუმლოს "პკურებითი" ფორმის მაჩვენებელი კი არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, არამედ განმწმენდელი მადლისა, რაც, როგორც უკვე ვთქვით, იორდანეში ნათლისღებით მოგვანიჭა მაცხოვარმა. ამიტომაც არის, რომ, როგორც ემბაზის სანათლავი წყლისთვის, ისე განწმენდის საპკურებელი წყლისთვის ქრისტეს მიერ ბოძებული ძლიერების (მადლის) მისანიჭებლად მღვდელი უფალს ევედრება: "... გარდამოავლინოს ამას ზედა (წყალზე -
მაგრამ, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლისღებით იკურთხა წყალი იორდანესი და მიანიჭა წყლის ბუნებას მადლი განწმენდისა, ჯეროვანია, მას სანათლავ ემბაზთან, ნათლისღების საბანელთან ერთად საპკურებელი წყალიც ეწოდოს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "მრავალ არს სახმარობაი იგი წყლისაი..." და მასში უფლის სიკვდილის სახედ, სამგზის დაფლვითი ნათლისღების გარდა (რითაც "თანადავეფლებით მას ნათლისღებითა სიკვდილისა მისისათა..." (რომ. 6:3, 4), რომლის სახეც თავადვე გვიჩვენა იორდანეში ნათლისღებით, ყოველგვარ მწიკულევანებათან და დემონთა ზეგავლენისგან განწმენდაც აღესრულება, ამიტომაც არის ის "წყალი ზიარებისა და პკურებისა".
გამოდის, რომ აიაზმას აქვს არა მარტო ადამიანის ცოდვათა მწიკვლისგან განწმენდის ძალა, რომელიც აღსრულდება მასში მოსანათლავის სრული შთაფლვით, რითაც მიწაში ქრისტეს სამდღიანი დამარხვა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა გამოიხატება, არამედ განმწმენდელი და მაკურთხებელი ძალიც, ის არის მადლის სხურების სახე, რომელიც ყოველ ქრისტეანზეც აღსრულდება ზოგიერთ კერძო ღვთისმსახურებაში.
ამიტომაც არის, როგორც სანათლავ, ასევე საპკურებელ წყალზე (აიაზმაზე), როგორც მცირე, ასევე დიდი აიაზმის კურთხევისას, მაცხოვრის ნათლისღების სახედ მღვდელი საკურთხებელი წყლით სავსე ემბაზში სამგზის შთაფლავს ჯვარს, და მით გადმოჰყავს მასზე "კურთხევა იგი იორდანისა".
ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან და მსჯელობიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ სანათლავ და საპკურებელ წყალს, წმიდა აიაზმას, კურთხევის ერთი საერთო წყარო და ძველ აღთქმაში უწყებული სიმბოლოები გააჩნიათ. დაცვარული საწმისი, წყალგადავლებული სამსხვერპლო, ცეცხლის სახმილში ჩაყრილი ყრმები და მრავალი სხვა მოასწავებდა -
გარდა ამისა, ძველ აღთქმაში საპკურებელ (განმწმენდელ) წყალს აზავებდნენ წითელი დეკეულის სისხლთან, რომელიც ბანაკის გარეთ უნდა დაკლულიყო (რიცხვ. 19:1-
ამრიგად, ბანაკის გარეთ დაკლული უბიწო, წითელი დეკეულის სისხლი, რომელსაც უსუპთან ერთად აზავებდნენ საპკურებელ, განმწმენდელ წყალში, წარმოადგენდა ქრისტეს სისხლის სიმბოლოს, უსუპი, ნეტ. თეოდორიტეს განმარტების არის სიმბოლო იმისა, რომ "სიმხურვალე სიცოცხლისა ანადგურებს სიკვდილის სიცივეს" (Толк. на кн. Чис., вопр. 35).
ამრიგად, საპკურებელ წყალში გაზავებული დამწვარი დეკეულის ფერფლი, "წყალი ცხოველი" (რიცხვ. 19:17), რომელიც იყო სჯულისეული უწმინდურების განმწმენდელი, ქმნიდა წყალთან შეერთებული მადლის სიმბოლოს, რასაც წარმოადგენენ სწორედ ახალაღთქმისეული ნათლობის წყლები, როგორც ბრძანებს წმ. იოანე მახარობელი: "და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოანე 7:38). რიცხვთა წიგნის მე-
გამომდინარე აქედან, ძველაღთქმისეული საპკურებელი წყალი იყო მადლის სიმბოლო და არა წყალპკურებითი ნათლობისა. ცოდვები კი, მოგეხსენებათ, მადლით ჩამოგვერეცხება და არა უბრალოდ თავისა და ტანის დაბანით. საპკურებელი (განმწმენდელი, საკურთხებელი) წყალი ქრისტეს ეკლესიაშიც არსებობს და მით მღვდლები და მღვდელმთავრები აკურთხებენ სახლებს, სხვადასხვა ნივთებს, ადამიანებს და სხვა... საგულისხმოა, რომ ამ წყლის პკურების დროს მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: "მადლი სულისა წმიდისა".
გაბატონებული ქართულ-
უფლის განცხადების დღეს (ნათლისღებაზე) ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს სახლში მიაქვს დიდი აიაზმით სავსე ჭურჭელი და აპკურებს მას ყველგან. ეკლესია სათუთად ინახავს მას მთელი წლის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში აზიარებს მისით იმ ქრისტეანებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო უფლის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვერ მიეახლებიან. ხოლო მცირე აიაზმით ქრისტეანები თვითონაც ეზიარებიან სახლში საჭიროებისამებრ და მისით განწმენდენ ყოველივეს, როდესაც კი ამას საჭიროდ ჩათვლიან ან მოესურვებათ. ამიტომაც, მცირე აიაზმაც უდიდესი მოფრთხილებითა და პატივით არის დაცული ქრისტეანთა ოჯახებში. მეტიც, მას როდესაც რწმენითა და ლოცვით იღებენ, ხორციელი სნეულებების კურნების ძალაც კი გააჩნია.
დასხმით-
ახლა ვნახოთ, რას აცხადებს ყოველივე ამაზე ე. ჭელიძე.
ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ არ ვაგებთ პასუხს ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა ზოგიერთ გამონათქვამზე, მით უმეტეს, არ ვაგებთ პასუხს პროტესტანტთა ნაშრომებზე (თუმცა, როგორც ზემოთ, პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებზე მსჯელობისას ვნახეთ, ე. ჭელიძე პროტესტანტებთან დავაშიც კი სწორედ ჩვენ გვთხოვს პასუხს. საერთოდ კი, ე. ჭელიძის მსჯელობაში, ადგილ-
ამჯერად უკვე არა დასხმითი, არამედ პკურებითი "ნათლობის" გამამართლებელ წყაროდ ე. ჭელიძე იყენებს "მოქცევაი ქართლისაი"-
იგივე ტექსტი სინურ რედაქციაში ასეც იკითხება: "მას ჟამსა მე და ასული ჩემი ღირს-
"მოტანილი ადგილები, -
ამის შემდეგ კი დასძენს: "... აღნიშნული ციტატები ნაწილობრივ ადრეც გამოვაქვეყნეთ, რომელთა პასუხადაც სულშეძრწუნებულმა (?) "ძველმართლმადიდებლებმა" მათი ყოვლითურთ ტყუილის მიჩქმალვის მიზნით (?) კვლავაც უკიდურესად შესაბრალისი "არგუმენტი" (?) იხმიეს, -
აქ არაფერს ვიტყვით იმ გაურკვევლობაზე, თუ რომელ ძველმართლმადიდებლებს გულისხმობს ე. ჭელიძე, -
აქ მცირედით უნდა შევჩერდეთ და დავაკვირდეთ ე. ჭელიძის მორიგ მზაკვრობას. საპკურებელი წყლის შესახებ ჩვენი მსჯელობის გამო ის ამბობს: "დიახ, მადლი ისხურება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი აღთქმის მადლი განცხადდა, იგი სულაც არ არის მხოლოდ (ხაზგასმა ჩვენია -
გვებადება კითხვა: ვინ და სად თქვა მადლის სხურება მხოლოდ სიმბოლური გამონათქვამიაო? ჩვენ ეს არსად გვითქვამს! ჩვენი მსჯელობა გამომდინარეობდა ე. ჭელიძის იმ სიცრუეთა მხილებიდან, რომელიც ძველი აღთქმის მაგალითებს (ილია წინასწარმეტყველის მიერ საკურთხეველზე წყლის დასხმა, სამი ყრმის ცეცხლის სახმილში ჩაგდება, გედეონის მიერ საწმისის დაცვარვა და სხვა) პკურებითი ნათლობის წინასახეებად წარმოაჩენდა, ჩვენ კი წმიდა მამათა და წმიდა საეკლესიო ტექსტების საფუძველზე ვაჩვენეთ, რომ ხსენებული მაგალითები წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებს წარმოადგენდა. ეს მადლი წყლის სტიქიას იორდანეში უფლის ნათლისღების შემდეგ მიენიჭა. დღესაც, სანამ ადამიანი მოინათლება, ემბაზი, რომელშიც ის უნდა მოინათლოს, იკურთხება, ანუ ემბაზის წყალი ხდება აიაზმა და მოსანათლავიც სწორედ ამ აიაზმაში ინათლება.
ჩვენ თავიდანვე მივუთითეთ, რომ ზემოთ ნახსენები ძველაღთქმისეული მაგალითები ან წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებს წარმოაჩენდნენ ან კიდევ მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვისა და შობის სიმბოლოს. მაგრამ, არსად გვითქვამს ის, რასაც ე. ჭელიძე ჯერ გვაბრალებს, შემდეგ კი გამარჯვებულის იერით, თან ჩვენი ადამიანური ღირსების შეურაცხყოფითა და დამცირებით, შეჰყიჟინებს: "არა, ჩემო კეთილნო, ჩემო "ძველნო", არ არის ასე, სამწუხაროდ (თქვენთვის სამარადჟამოდ სამწუხაროდ) არანაირად არ არის ასე..." (იქვე. გვ. 433).
რა "არ არის ასე"? რაზე მიანიშნებს ე. ჭელიძე? მოვუსმინოთ მის მომდევნო ბრალდებას, რომელიც უშუალოდ თციტირებულ სიტყვებს მოსდევს: "ვინაიდან სულიერ ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე, -
გვაოგნებს ე. ჭელიძის გამომგონებლობა და უტიფრობა. მისი ამ მსჯელობიდან მკითხველი სხვა დასკვნას ვერ გააკეთებს ჩვენზე, თუ არა იმას, რომ სადღაც მადლის რეალური სხურების ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დაგვიყენებია, ამ დებულებიდან კი ჭელიძეს გამოჰყავს ბრალდება: "თუ სულიერი (ხორციელი თვალით დაუნახავი) რეალობა ოდენ სიმბოლიკაა, მაშ, თავად მადლიც, თავად ყოვლადწმინდა სამებაც მხოლოდ სიმბოლიკა ყოფილა და არა გონებამიუწვდომელი სულიერი რეალობა (ალბათ, ასეცაა ჩვენი "ძველებისთვის")".
ამრიგად, ე. ჭელიძის მთელი ამ შეთითხნილი ცილისწამებიდან ის აზრი გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ თურმე ეჭვი შეგვაქვს სულიერ ჭეშმარიტებებში, სულიერ რეალობებში.
ბ-
ე. ჭელიძე თავს ისულელებს, ვითომცდა არ ესმოდეს, რომ სხვაა სულიერი რეალობის გამოხატვა სიმბოლიზმის ენით და სულ სხვა, როდესაც სულიერ რეალობაზე ამბობ სიმბოლიზმიაო.
სულიერი რეალობა არ არის სიმბოლიზმი, მაგრამ ის გამოიხატება სიმბოლური ნიშნებით. მაგალითად, ხატმწერლობა თავიდან ბოლომდე სულიერი რეალობების გამომხატველი საეკლესიო ხელოვნებაა. თვით საეკლესიო ღვთისმსახურებაც თავიდან ბოლომდე სიმბოლიზმით არის დატვირთული და მიანიშნებს ბიბლიურ, რეალურ ჭეშმარიტებებზე, სამყაროს შექმნაზე, ადამიანის დაცემაზე, მაცხოვრის განკაცებაზე, მის ჯვარცმასა და დაფლვაზე, მკვდრეთით აღდგომაზე, ამაღლებასა და დიდებით მეორედ მოსვლაზე. ამ სიმბოლიზმს ვაკვირდებით და თანავეზიარებით ჩვენ ყოველდღე ლიტურგიკულ ღვთისმსახურებაზე. მაგრამ არსად, არასდროს გვითქვამს, სულიერი რეალობა არ არსებობს და ის ოდენ სიმბოლიზმიაო. ეს გახლავთ ჩვენი დროის ცრუპენტელა "მეცნიერის", ე. ჭელიძის უდღეური გამონაგონი.
ნამდვილად უნიკალური მოვლენაა ე. ჭელიძე ქართულ მეცნიერებაში, ეს არის მეცნიერ-
ქართული ფრესკა
2. აბიათარისა და სიდონიას ნათლობა
ზემოთ ვწერდით, რომ ე. ჭელიძის წიგნში, ადგილ-
ასევე აღსანიშნავია ის, რომ პირადად მე არსად შევხებივარ აბიათარისა და სიდონიას ნათლობის საკითხს, შესაძლოა მას შეხებოდნენ (თუმცა, არც ამგვარი რამ მახსენდება) ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტები. მთავარი მაინც აქ ე. ჭელიძის მიერ დახლართული მზაკვარებაა: ის იღებს აბიათარისა და სიდონიას ნათლობის მაგალითს, განიხილავს მასში გამოყენებულ ტერმინ "საპკურებელ წყალს", შემდეგ არჩევს ჩემ მიერ სულ სხვა თემაზე დაწერილ პუბლიკაციას "საპკურებელი წყლის შესახებ", სადაც ძველაღთქმისეულ წინასახეებზე იყო ლაპარაკი და არა აბიათარსა და სიდონიაზე, და ძერწავს ასეთ უშნო ბრალდებას: "აღნიშნული ციტატები (აბიათარისა და სიდონიას ნათლობის შესახებ "ქართლის ცხოვრებიდან" -
ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტებს ე. ჭელიძემ ეს ბრალდება არ წაუყენა, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ არ მოუციათ საპკურებელი წყლის განმარტება და ბუნებრივია ასეთ შეკოწიწებულ ბრალდებას მათ ვერ წარუდგენდა; მაგრამ ე. ჭელიძე ვერც მე წამომიყენებდა ამ ბრალდებას, რადგან, მართალია, საპკურებელ წყალზე დაწერილი პუბლიკაცია მე მეკუთვნის, აბიათარისა და სიდონიას ნათლობაზე არაფერი მითქვამს. იმისათვის, რათა ე. ჭელიძემ დღევანდელ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ ბრალდების შეკოწიწება მოახერხოს, ის აერთიანებს ორივე პოლემიკურ ფენას (ადრინდელ პოლემისტებსაც და დღევანდელ "ახალ-
ყოველივე ამის შემდეგ ამგვარი ხრიკების მომწყობი პროფესორი ჩვენ შესახებ წერს, რომ ვართ "მატყუარები" (იქვე. გვ. 433) და "აღვუდგებით ჭეშმარიტებას" (იქვე. გვ. 435). მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი მაინც ის არის, რასაც შემდეგ ამბობს ჩვენი კვაჭიკო-
მაშასადამე ე. ჭელიძეს ნათლისღების წყალი აიაზმად არ მიაჩნია. დავიმახსოვროთ ეს ადგილი და ვნახოთ შემდეგ რა დასკვნებს აკეთებს ბ-
ე. ჭელიძის ამ ნაბოდვარის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ედგარ პოს მოთხრობა "დოქტორ კუპროსა და პროფესორ ბდღვერის სისტემა". გახსოვთ, ალბათ, პოს ეს მოთხრობა, სადაც საგიჟეთიდან გამოვარდნილი გიჟები შეიპყრობენ ექიმებს, ჩაკეტავენ საკნებში და თვითონ დაიწყებენ ამ საღ-
ზემოთ აღვნიშნე, რომ ზოგჯერ ძნელია გაარკვიო, ვის ან რას ებრძვის ე. ჭელიძე: თუ ბ-
ჩვენ, ანუ დღევანდელ ძველმართლმადიდებელთ, ბევრი გვიდავია სხვადასხვა ფორუმსა თუ სოციალურ ქსელებში, ასევე გამოგვიქვეყნებია სტატიები ჟურნალ-
ამრიგად, ზემოთ შეთითხნილ ბრალდებას ე. ჭელიძე ჩვენ ვერ წამოგვიყენებს. მას ჰაერივით სჭირდება, საპკურებელ წყალზე (აიაზმაზე) ჩვენი მსჯელობა მიაბას აბიათარისა და სიდონიას შემთხვევას, რათა შემდეგ ის "დასკვნები" გააკეთოს, რაც ზემოთ დავიმოწმეთ.
3. სანათლავი წყალი, როგორც აიაზმა
მაგრამ, მოდი, ამითაც არ დავკმაყოფილდეთ, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ თემას და ვიკითხოთ: არის თუ არა სანათლავი წყალი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემბაზის წყალი, რომელშიც ადამიანი ინათლება, აიაზმა?
ე. ჭელიძე ამას უარყოფს და ჩვენს საპირისპირო მტკიცებას, ანუ იმას, რომ ნათლისღების წყალი აიაზმაა, "სულიერ აშლილობას" უწოდებს.
ე. ჭელიძე რომ ნათლისღების წყალს აიაზმად არ მიიჩნევს, ჩვენ ზემოთაც ვაჩვენეთ, ჩანს ეს მისი ამ განმარტებიდანაც: "ნაკურთხი წყალი, მიუხედავად დიდი სიწმინდისა და ცხოველმყოფელი ძალისა, ვერანაირად ვერ აღასრულებს პირველცოდვის ბორკილის ახსნას და ადამიანის ახალშობას. უკეთ, ნაკურთხ წყალს საკუთრივ ახალშობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, რის გამოც ის შეიძლება წარმართსაც დაესხას, თუმცა ვერანაირად ვერ მიანიჭებს მას ახალშობას, ისევე როგორც დაესხმის იგი მონათლულსაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ხელახალი ნათლობის მიზანდასახულობით" ("სული ცხოველი". გვ. 437); და კიდევ: "ზემორე კონტექსტთან თანხვედრი ტექსტი წმ. არსენ იყალთოელი შრომისა "ცხოვრებაი ნინოსი" სწორედ და მხოლოდ აბიათარის ნათლისღებას გვაუწყებს და არანაირად ნაკურთხი წყლის ანუ აიაზმის მასზე დასხურებას".
ე. ჭელიძე ხაზს უსვამს იმას, რომ არსენ იყალთოელის შრომიდან ("ცხორებაი ნინოისი") აბიათარისა და სიდონიას ნათლობის მომენტი შინაარსობრივის გარდა კონტექსტურად უკავშირდება "ქართლის ცხოვრების" ტექსტს (ამას ე. ჭელიძე იმიტომ აღნიშნავს, რომ საკუთრივ წმ. არსენ იყალთოელის ტექსტში არაფერია ნათქვამი "პკურებაზე", ტერმინი "საპკურებელი წყალი" ნახსენებია მხოლოდ "ქართლის ცხოვრების" ტექსტში), ამის შემდეგ კი მოჰყავს უშუალოდ "ქართლის ცხოვრების" ტექსტი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აბიათარი და მისი ასული ღირს იქმნენ "საპკურებელსა მას განსაწმედელსა ცოდვათაგან, ემბაზისა წყალსა".
ამრიგად, თუ, ე. ჭელიძის აზრით, ნათლისღების წყლის სახით ჩვენ საქმე არ გვაქვს აიაზმასთან, რამეთუ "საპკურებელი წყალი" სწორედ მას ეწოდება წყლის სტიქიასთან მადლშერთულობის გამო და იმიტომაც, რომ ეს წყალი ნათლისღების გარდა სხვა სახის განმწმენდელი აზრითაც გამოიყენება და სწორედაც რომ სხურებით და არა სხვა რამ სახით (არსებობს ასევე წმინდანთა უხრწნელი ნაწილების განბანვის რიტუალიც, რომელიც აიაზმაში შთაფლვით აღესრულება); და ასევე იმიტომ, რომ "ქართლის ცხოვრებასთან" კონტექსტურად თანმხვედრი "ნინოს ცხოვრება" სწორედ და "მხოლოდ აბიათარის ნათლისღებას გვაუწყებს და არანაირად ნაკურთხი წყლის ანუ აიაზმის მასზე დასხურებას", გამოგვაქვს დასკვნა, რომ ე. ჭელიძე უარყოფს იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმადაც ნათლისღების წყალი არის სწორედ აიაზმა და არა იმიტომ, რომ მასში ან მისით (როგორ ე. ჭ. ფიქრობს) აღსრულდება ნათლისღების საიდუმლო, არამედ იმიტომ, რომ, სანამ ნათლისღება შესრულდებოდეს წყალში (ან წყლით), მას სწორედაც რომ აიაზმად აკურთხებენ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნათლობა დასხმითად ან პკურებითადაც რომ სრულდებოდეს, მოსანათლავს სწორედ აიაზმა უნდა დაესხუროს და არა ჩვეულებრივი, უკურთხებელი წყალი.
ამრიგად, ე. ჭელიძემ, ოფიციალური საპატრიარქოს პატრისტიკისა და ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, პროფესორმა და პატროლოგმა არ იცის (ან მალავს), რომ ნათლისღების წყალი არის აიაზმა!
რატომ უნდა აბუნდოვანებდეს ბ-
კიდევ უფრო რომ დავწვრილმანდეთ, შეიძლება ასეც წარმოვიდგინოთ: როდესაც ლაპარაკია საპკურებელ წყალში ნათლობაზე, მხედველობაშია მიღებული ის, რომ ჯერ წყლის კურთხევა აღესრულება და შემდეგ მასში ნათლობა (ნათლისღების შემთხვევაში მას პირდაპირ ემბაზშივე აკურთხებენ, ხოლო თუ ნათლობის საიდუმლო ტარდება ბუნებრივ წყალსაცავში, მაშინ მისით აკურთხებენ იმ წყალს, სადაც ნათლობა უნდა ჩატარდეს).
მოზრდილი ადამიანის ნათლობის შემთხვევაში, რომლის ტევადობის ემბაზი შესაძლოა ეკლესიაში არ იყოს და მისი ნათლობა დიდ წყალსაცავში (ბუნებრივში ან ხელოვნურში) უნდა აღსრულდეს, მაშინ ეპისკოპოსი ან მღვდელი იღებს გარკვეული რაოდენობის წყალს აიაზმიდან (რომელიც უკვე ნაკურთხია ნათლისღების საიდუმლოსთვის), ჩაასხამს ჭურჭელში და ბუნებრივ წყალსაცავს ეკლესიიდან წამოღებული ამ აიაზმით აკურთხებს (აპკურებს) სამჯერ -
ასე რომ, სანათლავი ემბაზი განუყოფელია აიაზმისგან, საპკურებელი წყლისგან, რომელშიც აღსრულდება მოსანათლავის ნათლობა სამგზის შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე.
ვფიქრობ ზედმეტია ვილაპარაკოთ წყლის მნიშვნელობაზე ნათლისღების საიდუმლოში, მით უმეტეს, ამ საკითხს ჩვენ ზემოთ უკვე შევეხეთ. აქ ის მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაირკვეს, რომელიც ნათელს მოჰფენს ტერმინს -
"ნებისმიერ რელიგიურ კულტში, -
ნათლისღებისთვის საჭირო ეს კურთხევა, რომლითაც იწყება დღეს საკუთრივ ნათლისღების წეს-
«უფრო კონკრეტულად ამ აქტის შესახებ მოგვითხრობს წმ. ირინეოს ლიონელი, მარკიონიტთა ნათლობის აღწერაში. სხვათა შორის, აქ წმ. ირინეოსი წერს: "... სხვები ამბობენ ზედმეტიაო წყალზე გასვლა, არამედ შეურევენ ერთმანეთს წყალსა და ზეთს, ზემოთ ნახსენები სიტყვების მსგავსი წარმოთქმით (იგულისხმება მწვალებლური ფორმულირება -
წესი (წყლისა და ზეთის შერევა), რომელზეც აქ ირინეოსი მიანიშნებს, როგორც ჩანს, გამოხატავს წყლის კურთხევის რიტუალს. მაშ, თუ წყლის კურთხევის წესი ჰქონდათ მწვალებლებს, კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ ის ექნებოდა მართლმადიდებლებსაც. ამგვარ ვარაუდს მხარს უჭერს ის, რომ მწვალებლებს ყოველთვის მრავალი რამ გადმოჰქონდათ მართლმადიდებლური პრაქტიკიდან. გარდა ამისა, ეს კიდევ უფრო რეალურია იმიტომაც, რომ იმავე ირინეოსთან ვპოულობთ პირდაპირ და საკმაოდ მკაფიო მითითებას წყლის კურთხევაზე მართლმადიდებლურ პრაქტიკაშიც. "ჩვენ, -
ამ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ II საუკუნის მეორე ნახევრისთვის წყლის კურთხევის წესი ეკლესიაში უკვე არსებობდა და შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ სწორედ ამ წესს წმ. ბასილი დიდი მოციქულთა გადმოცემაზე დაფუძნებულ წესად მიიჩნევდა (De sancto Spiritum, cар. XXVII. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. XXXII, col. 188; Твор. Васил. Вел. в русск. пер., ч. III. М. 1846, стр. 332. ციტ. იქვე).
III საუკუნის მოწმობებიდან მნიშვნელოვანია წმ. კვიპრიანე კართაგენელის მოწმობა, რომელიც იანუარიუსისადმი მიწერილ წერილში წერს: "წყალი ჯერ უნდა იკურთხოს მღვდლის მიერ, რათა ნათლისღებაში მან შესძლოს მოსანათლავი ადამიანის ცოდვების ჩამობანვა (Epist. LVII ad. Ianuar. Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. III. col. 1039. Твор. Кипр. в русск. пер Том I . Киев. 1800, стр. 273. ციტ. იქვე. გვ. 249).
წყლის კურთხევაზე ლაპარაკობს მოციქულთა დადგენილებებიც (Constitut. Apostol. Lib. VII; Curs. Compl. Patrolog. Ser. Graec. Tom. І, col. 1044-
IV-
ამ დროისთვის თვით აქტის აღსრულება ფართოდ განვითარდა. წყლის კურთხევა აღესრულებოდა განსაკუთრებული "სამღვდლო მოწოდებებით", რომელიც შეერთებული იყო მასში წმიდა მირონის სამჯერად ჯვარსახოვან შთასხმასთან და წმიდა და ღმრთითშთაგონებულ წინასწარმეტყველთა გალობის წარმოთქმასთან, როგორც არის ეს ნათქვამი დიონისე არეოპაგელის თხზულებაში "საეკლესიო იერარქიისათვის", სადაც ნათქვამია, რომ "როდესაც მღვდელი მივა ემბაზთან ("ხოლო თვით მოვალს დედასა მას ზედა შვილებისასა" (რუს.: "идет к матери сыноположения") და წმიდასა ჰყოფს მას შინა მყოფსა მას წყალსა წმიდეებითა წოდებითა და სამითა ყოვლად წმიდისა მიჰრონისა ჯუარის სახედ შთასხმითა სრულ ჰყოფს მას და ყოვლად წმიდასა შთასხმასა მას მიჰრონისასა, ერთ რიცხუსა მას წმიდასა ღმრთივ განბრძნობილთა წინაისწარმეტყვეულთა მობერვისა გალობასა მეტყველებნ მის თანა და ბრძანებნ მოყვანებად კაცისა მის..." (საეკლესიოისა მღდელთ-
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ამ უკანასკნელში (წინასწარმეტყველთა გალობაში -
რაც შეეხება VI-
ჩვენ აქ გამოვტოვებთ სანათლავი წყლის (აიაზმის) კურთხევის დეტალებს (მღვდლის მიერ წარმოსათქმელი კვერექსები, კვერექსების შინაარსი, სანთლების ანთება და ჩაძირვა ემბაზში, სულის სამჯერადი შებერვა, ასევე წყლის ჯვარსახოვანი აღბეჭდვა თითების ჩაძირვით წყალში და სხვა), ჩვენ ეს ამჯერად არ გვჭირდება. დასკვნის სახით აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს -
ასე რომ, ე. ჭელიძის შეხედულება, რომლის თანახმადაც ნათლისღების წყლის სახით თითქოსდა ჩვენ საქმე არ გვაქვს აიაზმასთან (რამეთუ "საპკურებელი წყალი" სწორედ მას ეწოდება წყლის სტიქიასთან მადლშერთულობისა და განმწმენდელი ძალის გამო), რადგან, მისი აზრით, "ქართლის ცხოვრებასთან" კონტექსტურად თანხვედრი "ნინოს ცხოვრება" სწორედ და "მხოლოდ აბიათარის ნათლისღებას გვაუწყებს და არანაირად ნაკურთხი წყლის ანუ აიაზმის მასზე დასხურებას", მცდარია, ვინაიდან ნათლისღების წყალი არის სწორედ აიაზმა, რადგან ნათლისღების საიდუმლო სწორედ წყლის კურთხევის (აიაზმის) აქტით იწყება, რომელშიც შემდეგ ინათლება ქრისტეს ნათლის მიღების მოწადინე.
4. ნათლისღების ეპითეტები
უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ჯეროვანი იქნება, აქ მცირედით შევჩერდეთ ნათლისღების სახელწოდებებზეც და აღვნიშნოთ, თუ რა ეპითეტებით იხსენიებდნენ მას წმიდა მამები და რომ არაფერია უცნაური იმაში, ნათლისღების, ანუ "ემბაზის წყალს", სხვა სახელწოდებებთან ერთად საპკურებელი აიაზმაც ვუწოდოთ -
«"ნათლისღების საიდუმლოში, -
"ამგვარად, ნათლისღება არის ისეთი მღვდელმოქმედება, რომლის მიერაც ღმრთის მადლი საიდუმლოდ პირველად გადმოიღვრება ადამიანის არსებაზე; სრულიად განწმენდს მას, აკურთხებს და ააღორძინებს" (Макарий. Догматич. Богосл. Спб. 1852 г. Том IV стр. 99. იქვე). ნათლისღების ასეთ გარეგან და შინაგან შინაარსზე მიუთითებდა იესუ ქრისტე ნიკოდიმოსს, როდესაც ცათა სასუფეველთან მიმყვანებელ გზაზე ესაუბრებოდა, მაშინ იესუ ქრისტემ ნიკოდიმოსს უთხრა, რომ მხოლოდ ის შევაო ცათა სასუფეველში, ვინც კვლავ იშვება წყლისაგან და სულისა (იოანე 3:5). ნათლისღების ასეთი შინაარსის ბუნებრივობა ბრწყინვალედ ახსნა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომელმაც თქვა: "რადგან ორი ბუნებისგან შევდგებით, ანუ სულისა და ხორცისგან, ხილული და უხილავი ბუნებისგან, განწმენდაც ორგვარია -
"როგორც მღვდელმოქმედება, რომელიც შედგება ორი ელემენტისგან, ხილულისა და უხილავისგან და საკმაოდ ვრცელია თავისი შედეგებით მის მიმღებთათვის, ნათლისღებასაც მამები იხსენიებენ არა მარტო ამ სახელწოდებით, არამედ მრავალი სხვა სახელწოდებითაც. მათგან ერთნი მიუთითებენ ნათლისღების უხილავ მოქმედებაზე, როგორიცაა: "აღორძინება", "მეორე შობა" (ტერტულიანე, იუსტინე მოწამე, გრიგოლ ნოსელი), "სულის მეორედშობა", (კირილე იერუსალიმელი) "სულიერი შობა", "განათლება" (იოანე ოქროპირი), "ცხოვნება" (გრიგოლ ნაზიანზელი), "სარწმუნოების ნიშანი" (ტერტულიანე), "ბეჭედი" (გრიგოლ ნაზიანზელი), "სულის ბეჭედი" (ოქროპირი), "მადლისმიერი ნიჭი" (კლიმენტ ალექსანდრიელი), "განწმენდა" (გრიგოლ ნოსელი) და სხვა"» (ციტ. იქვე).
"სხვა სახელწოდებები საიდუმლოს უფრო ხილულ მხარეზე მიანიშნებენ. ასეთია, მაგალითად, "საბანელი" ან "ემბაზი", "წმიდა წყარო" ან უბრალოდ "წყალი" და მრავალი სხვა.
ხოლო ზოგიერთი სახელწოდება ხილულზეც მიანიშებს და უხილავზეც. ასე მაგალითად, ეკლესიის მამათა და მოძღვართა თხზულებებში ვხვდებით ასეთ სახელწოდებებს: "მაცხოვნებელი ემბაზი", "ემბაზი" ან "მეორედ შობის საბანელი" (ტიმ. 3:5), "საიდუმლო ემბაზი", "ემბაზი სინანულისა და შემეცნებისა", "წყარო საუკუნო სიცოცხლისა", "წყლის საიდუმლო" და სხვა.
გვხვდება მრავალი სხვა სახელწოდებაც. წმ. იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს: "ამ განწმენდას (ნათლისღებას) არა ერთი, არამედ
"წმ. ბასილი დიდი უკვე ჩამოთვლილი სახელწოდებების გარდა ნათლისღებას კიდევ უწოდებს: ტყვეთა გამოსყიდვას, ვალების მიტევებას, ცოდვის სიკვდილს, სულის მეორედშობას, ნათელ სამოსს, ხელუხლებელ ბეჭედს, ზეცად ამყვანებელ კიბეს, სასუფევლის განმზადებას, მიშვილების მინიჭებას" (Твор. св. Отцов. Т. IV. М. 1855 г. стр. 283) (იქვე. გვ. 6).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ ჩამოთვლილ ამ სახელწოდებათაგან ყურადღებას იპყრობს ეპითეტი "საცხებელი წყალი", ანუ "ცხება". ბუნებრივია, რომ "ცხებაში" ან "საცხებელ" წყალში შთაფლვა პირდაპირი აზრით წარმოუდგენელია, რადგან თვით ცნება ცხებისა არ გულისხმობს შთაფლვას, ის ადამიანის წასმით, მისხურებით, თავზე გადმოღვრით ებოძება. ასე ეძლეოდათ კურთხევა ძველაღთქმისეულ მეფეთ და მღვდელმთავართ, როდესაც მათ თავზე ნაკურთხი ზეთი ეღვრებოდათ.
ბიბლიაში სცხებდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ იმ საგნებსაც, რომლებიც დაკავშირებული იყო ღმრთის თაყვანისცემასთან, ღვთისმსახურებასთან. მაგალითად, მამათმთავარმა იაკობმა სცხო ქვას ბეთილში (დაბ.28:18; 35:14). ზეთით იცხებოდა კარავი, მისი ჭურჭელი, გამოცხადების კიდობანი და საკურთხეველი (გამ. 29:36; 30:26; 40:9; ლევ. 8:10) (Православная энциклопедия под редакцией патриарха московского и всея руси Кирилла. http://www.pravenc.ru/text/189733.html).
"და მოიღო მოსე ზეთისა მისგან საცხებელისა და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდგზის და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი, და ენბაზი იგი და ხარისხნი მისნი, და განწმიდა იგი და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა და განწმიდა იგი" (ლევ. 8:10-
"ზეთით კურთხევა, -
ამგვარად, სრულიად ნათელია, რომ თუ ნათლისღების საიდუმლოს ეწოდება "ცხება" ან "საცხებელი", ან კიდევ "საპკურებელი წყალი", ის წყალდასხმით ნათლობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ იმ სულიერ, დაფარულ მოქმედებაზე, რაც ნათლისღების საიდუმლოში სულიწმიდის მადლის გარდამოსვლით აღსრულდება. უფრო სწორად ის სულიწმიდის მადლის მონიჭებას, მის "გარდამოსხმას", "გარდამოღვრას" აღნიშნავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წმიდა მამების (იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვები) სწავლებით ნათლისღება, მათ მიერ დასახელებული სახელწოდებების გარდა, სხვა უამრავი ეპითეტითაც იწოდება, რომელთა შორისაც უდავოდ არის "საპკურებელი წყალიც" და მას ისეთივე აზრი და შინაარსი ახლავს, რაც "ცხებას" ან საცხებელ" წყალს, რომელზეც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვამცნობს და მიანიშნებს მადლის გარდამოსვლას მონათლულ ადამიანზე და არა ნათლისღების წყალდასხმით ან წყალპკურებით ფორმას.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძის სწავლება ტერმინ "შთაფლვის" სულიერი გაგების შესახებ ძალზედ უახლოვდება ძველი გნოსტიკოსების "სულიერ" სწავლებებს, რომელთა მიხედვითაც საიდუმლო არ უნდა შესრულებულიყო ხილული სახით, ამიტომაც, ნათლისღებას ხილული ფორმით, ანუ წყლით არ ასრულებდნენ. ასეთები იყვნენ ასკოდრუტები (თეოდორიტე, Haeret. fabul., lib. сар. X), მარკიონიტები (ირინეოსი. Contra Haeres. Lib. I , cap. XXI, n. 1
შეიძლება აქ გვითხრან, რომ ე. ჭელიძე სულაც არ უარყოფს წყლის მასალას ნათლისღების საიდუმლოში და არც გარეგნულ ფორმას (დასხმა-
შთაფლვითი ნათლობიდან ნათლისღების საიდუმლოს ფორმობრივი დაკნინება წყალპკურებამდე, როდესაც ამგვარი ცვლილების იდეად დევს სწავლება "შთაფლვის" სიმბოლურობის შესახებ, შესაძლებლობას იძლევა, გაჩნდეს ისეთი სწავლებაც, რომელსაც ჰაერში ნათლობას, ანუ "აერობაპტიზმას" უწოდებენ და რომელიც უკვე წყლის მიპკურებითაც კი არ სრულდება, არამედ ჰაერში სამჯერ აწევით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე (რაც ზემოთ უკვე არაერთხელ ვახსენეთ). ასე რომ, ტერმინ "შთაფლვის" ("ბაპტისმა") სიმბოლური გაგების ე. ჭელიძისეულ თეორიას მივყავართ ნათლისღების საიდუმლოს სრულ გაუქმებამდე, როდესაც ადამიანები წყალში შთაფლვის საჭიროებას ვერ ხედავენ და ნათლობის საიდუმლოს აღსასრულებლად ერთი-
აი ასე, მართლმადიდებლური სწავლების საფარველქვეშ ბრუნდება უძველესი გნოსტიკური სწავლებები, რომელთა მსგავსს დღეს ოფიციალური საპატრიარქოს ღვთისმეტყველების კათედრის დეკანი და პატროლოგი, პროფ. ე. ჭელიძეც ქადაგებს.
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წყლის დასხმის პრაქტიკას (არა იშვიათ ან საგანგებო შემთხვევაში, არამედ როგორც საეკლესიო-
ამრიგად, საპკურებელ წყალთან დაკავშირებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის ნათლისღების ერთ-
გაგრძელება იქნება,