Главное меню:
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
დისპუტი საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები
(ციტატა) (ეგზორცისტი): "არანაირად არ გადამაქ საუბარი სხვა თემაზე... პირიქითაა... შენ დაობდი დროზე... ხოდა ცოტახნით შევჩერდეთ მხოლოდ ნათლობის ხანგრძლივობაზე... ქართულ მართლმადიდებლურ კურთხევანში რაც წერია საათნახევარი ვერანაირად ვერ გაგრძელდება თუ პირველკლასელი ბავშვი არ კითხულობს თანაც ენაბლუ...".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ეგზორცისტი): "ხოდა გეკითხები საიდან გაქვთ ნათლობის ეს დიდი ტექსტი, კერძოდ რომელი წმიდა მამებით ან რომელი წყაროებით ხელმძღვანელობთ?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ეგზორცისტი): "და კიდევ რა იცით რომ ის ყველა ლოცვა რაც თქვენ გაქვთ აუცილებელია წაკითხულ იქნეს (და არა სასურველი)? და დარწმუნებულნი ხართ რომ მაგ ლოცვებით ხელმძღვანელობდნენ პირველი ქრისტეანები?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ეგზორცისტი): "ძალიან არ მომწონს, როდესაც უკვე ცდები შენი აზრის გაზიარებას და გადადიხარ სხვა ხალხთა (ღვთისმსახურთა) შეურაცხყოფაზე... არცერთი მართლმადიდებელი მღვდელი არ აღასრულებს ნათლობას შეცდომით... ისინი ხელმძღვანელობენ იმ კურთხევანით რომელიც მათ აქვთ და რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება..."
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ეგზორცისტი): "თუკი თქვენ გაქვთ რაიმე უკეთესი, შეთავაზეთ ის მართლმადიდებლებს, ოღონდ არგუმენტირებულად დაიმოწმეთ შეთავაზებული ტექსტის სისწორე და ავტორიტეტულობა ეკლესიის წიაღში, რა იცი იქნებ მოეწონოთ კიდეც".
ძველმართლმადიდებელი -
ეგზორცისტი -
tamuna m -
ძველმართლმადიდებელი -
zviadi_ziko -
ძველმართლმადიდებელი -
ლევანი ა -
ძველმართლმადიდებელი -
"დაგვეხსენ"-
სანამ ძველმართლმადიდებლობაზე ილაპარაკებდეთ და რამეს დაწერდეთ, კარგად დაფიქრდით... "ღმრთის მოწინააღმდგეებად არ შეირაცხოთ".
ლევანი ა -
ზუსტადაც რომ დაფიქრება გმართებს,რომ:"ღმრთის მოწინააღმდგეებად არ შეირაცხო"....რადგანაც შენთვის ჭეშმარიტი ეკლესია არ არის დედა...
იძახი რომ,17 საუკუნის მოყოლებიდან ,რუსეთის საპატრიარქო ევქარისტიულ კავშირს მოსწყდა და ჩვენს ეკლესიასასც სქიზმაში სდებ ბრალს...გესმის... გამოდიხარ ბრალმდებელი და ვისი მერე?ეკლესიისა? ...სადაც მილიონობით მლოცველია გაერთიანებული[რუსეთ/საქართელო]... მე17 საუკუნის მერე რამდენი მართმადიდებელი მოღვაწე წმიდანად შეირაცხა,რამდენი საიდუმლო ლიტურგია აღსრულებულა... აი ამ ყველაფერს უარჰყოფ შენი სიტყვებით.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "რუსეთის ეკლესიის რეფორმებს XVII საუკუნეში ესწრებოდა ქართველი მიტროპოლიტიც. საქართველოს ეკლესიამ დასტური მისცა ამ უკანონობას, რის გამოც ისიც რეფორმატორთა და ეკლესიის სქიზმატიკოსთა გვერდით დადგა. სქიზმის მოქმედი და "რასკოლნიკთა" თემი არის სწორედ ყველა ის გაბატონებული ეკლესია (ცხადია, მათი გვიანდელი წარმონაქმნებიც), რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლათინთა დივერსიას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები გამოაცხადეს მწვალებლობად და ფაქტიურად მიზეზნი და წამქეზებელნი გახდნენ მრავალი მილიონი მართლმადიდებლის ფიზიკური დევნისა და განადგურების. როგორ ფიქრობ, თქვენი ეკლესიის სქიზმად გამოცხადებისთვის ეს ცოტაა? მაინცა და მაინც გაბატონებული მდგომარეობა უნდა გეჭიროს, რომ ეკლესიად აღგიქვან? ყოველთვის გააჩნდა ქრისტეს ეკლესიას გაბატონებული მდგომარეობა?"
ეკლესიაში პრობლემები რომ არის ეს იმიტომ რომ,ეკლესია ღვთიურ-
ძველმართლმადიდებელი -
დედა თავის შვილებზე ზრუნავს, მეზობელს და ვიღაცა ვიგინდარებს არ მიუგდებს თავის შვილებს, თქვენი დედა კი თქვენს თავს ხან ნკვდ-
შენ წერ: "ეკლესიაში პრობლემები რომ არის ეს იმიტომ რომ,ეკლესია ღვთიურ-
კომუნისტური პერიოდი? და ძველმართლმადიდებლები არ ცხოვრობდნენ ამ კომუნისტურ პერიოდში? მათ არ დევნიდნენ? მათ ეპისკოპოსებს არ ხვრეტდნენ? მათ არ აიძულებდნენ კომუნისტებთან თანამშრომლობას? მაშ, რატომ შეძლეს მათ და არა მარტო მათ თავიანთი ღირსების და პატიოსნების შენარჩუნება და თქვენ ვერა? სანამდე უნდა მოიმიზეზოთ კომუნისტები? ან, თუ კომუნისტებმა დაგჯაბნათ და დაგიმორჩილათ, ანტიქრისტეს დროს როგორ გიშველით ეს თქვენი "დედა" ეკლესია, რომელთან შედარებით კომუნისტები სათამაშო თოჯინებია?
აი, სულ ახლახან ვათვალიერებდი მასალებს ოფიციალური ეკლესიის "მღვდლების" საქმიანობაზე. ერთმა მღვდლმა "აკურთხა" სტრიპტიზ ბარი (რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესია), მეორე მღვდელი როკ-
მე გავალ ამ ფორუმიდან, პრობლემა არ არის... ოღონდ, თქვენ დაფიქრდით... ბრძოლა უნდა დაიწყოთ სიწმინდისა და ეკლესიური ცხოვრებისთვის. იცით თუ არა თქვენ, როგორ იბრძვიან ძველმოწესე ერისკაცები სიწმინდისა და მართლმადიდებლობისთვის? მშურს, კეთილი შურით მშურს, რომ რუსი ძველმართლმადიდებლების ამ სარწმუნოებრივი ცეცხლის ნახევარიც კი არა აქვს ჩემს საყვარელ ხალხს... ჩვენი "გაბრწყინება", სამწუხაროდ, ალბათ მხოლოდ მოწამეობრივი სისხლითაა შესაძლებელი... კანონი, სჯული და ღვაწლი შორსაა ჩვენგან... ჩვენ იმ ფსიქოლოგიის მატარებელი ერი ვართ, რომელიც დედა თუ არ შეაგინე, რეკორდს ვერ ამყარებს... ამიტომაც, არ მჯერა, რომ საქართველოში მასიურად დაიწყოს ეკლესიის გაწმენდა უღირსი მღვდელმსახურებისგან... საქართველოს მხოლოდ მოწამეობრივი სისხლი უშველის... ალბათ...
ლევანი ა -
ძველმართლმადიდებელი -
მე არავის არაფერს ვუკიჟინებ. მე ვიცავ მართლმადიდებლურ რწმენას და მსოფლმხედველობას (ცხადია, მარტო თქვენთან როდი გვაქვს პოლემიკა).
სიმბოლო კათოლიკეებთანაც თითქმის ერთია (სამების დოგმატს თუ არ ჩავთვლით), ისინიც შვიდი მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოს აღიარებენ, მაგრამ ერთნი ვართ ჩვენ და "კათოლიკეები"? ჩვენსა და თქვენს შორის განსხვავება ზოგიერთ საწესჩვეულებო ნიუანსში როდია, როგორც ჩანს, განსხვავება საერთოდ იმის გაგებაშია თუ რა არის მართლმადიდებლობა და ეკლესია. საქმე საქმეზე რომ მიდგება თქვენი ეკლესიის ღვთისმეტყველთაგან ისეთი იდეები გვესმის და ისეთ ცხოვრებას ვხედავთ, რომ ნამდვილად, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის მართლმადიდებლობა. მაგალითად, ევქარისტული ერთობის ცნება ავიღოთ. თქვენ ევქარისტულ კავშირში იმყოფებით ისეთ აშკარა ეკუმენისტთან, როგორიც არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი, ასევე რუსეთის პატრიარქი კირილე (არც ადრინდელი იყო მართლმადიდებლობაზე თავგადაკლული). სხვებს აღარ ჩამოვთვლი... როგორ ფიქრობ, შეიძლება ერთი ეკლესია ამტკიცებდეს თავის უბიწოებას და "დედა" ეკლესიურობას მაშინ, როდესაც მისი თანამოძმე ეკლესიები შთავარდნილნი არიან უმძიმეს მწვალებლურ ცოდვებში. ან რაღა ვთქვათ საერო ხელოვნებისადმი თქვენი პატრიარქის და სხვა სასულიერო პირების დამოკიდებულებაზე? პატრიარქი ილია მეორე ხელოვნებას უქებს, ოპერის მომღერლებს და მოცეკვავეებს, ესწრება კამერული მუსიკის კონცერტებს, დაბადების დღეს უხდიან ოპერის თეატრში... (მის წარსულზე აღარაფერს ვამბობ, ამ მხრივ თქვენივე ეკლესიის აწ გარდაცვლილ წევრს, გ. გაბაშვილს მოუსმინეთ. იხ მისი სტატია: "პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა დიდი რჯულისკანონის ფონზე" ). მოკლედ, როგორც კი ამ საკითხებზე დაიწყება ლაპარაკი, იმწამსვე გამოჩნდება თუ რამხელა უფსკრულია თქვენსა და ჩვენს შორის. ხოლო თუ სხვა ფორუმებზე გამართულ ჩვენს პოლემიკას გაეცნობით (მაგ. "ჩარჩ.გე"-
თქვენთან პოლემიკას აზრი არა აქვს. მე ნებისმიერ ფორუმში ძველმართლმადიდებლობის დასაცავად და ჩვენი სარწმუნოების რაობის განსამარტავად შემოვდივარ, რადგან ამ ფორუმებზე ჩვენმა არყოფნამ ზოგიერთს აფიქრებინა, რომ ადვილად გაიჯეჯილებდა ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ არ გსიამოვნებთ ჩვენი თქვენს ფორუმებზე ყოფნა. ყველაზე მეტად ჩვენი ყოფნა არ გსიამოვნებთ. "ჩარჩ"-
ლევანი ა -
irakliandghuladze -
შევთანხმდით?
საიქიოში გავაგრძელოთ თუ შევხვდებით.
nanana -
ოულდ, მინდა გითხრათ, რომ მაგარ ხიბლებშიც ყოფილხართ ეს "ძველები"-
ერთი კიდევ რა მაინტერესებს და თქვენი საიტისთვის ჩვენი საიტის მაგვარი სახელი რომ არ დაგერქვათ, სხვა ვერ მოიგონეთ? თუ Y შია მხოლოდ განსხვავება (ჩვენ შორის). მართლაც, რომ უაი.
მიდიხარ და მიბრძანდი.
"სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს"ო და მეც მასე მოვიქცევი, ამ შემთხვევაში და არ თქვათ ახლა, რომ პასუხები ვერ მიიღეთ-
irakliandghuladze -
zviadi_ziko -
პ.ს. გაითვალისწინე, რომ პუბლიკაც იქნება და საქვეყნოდ აღარ დაგჭირდება შენი პოსტების აფიშირება. გელოდები, დროს და ადგილს შევარჩევთ.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ლევანი ა): "კი მარა გინება-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ლევანი ა): "რო იძახი აზრი არ აქვს თქვენთან პოლემიკასო..რავა კაბის კალთები დაგახიეთ თუ..?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ლევანი ა): "მართალია მსუქან პოსტებს აცხობ და ნერვებს გეშლება,რომ გეპასუხები..მაგრამ ეკელსიის და პატრიარქის მაგინებელთა წინაშე ყოველთვის ხმას ავიმაღლებ....ასე რომ, კარგად ბრძანდებოდე".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (irakliandghuladze): "ოლდ რა გინდა ძმაო? ჩვენი გადარჩენა? თუ ეკლესიის გადარჩენა თუ ჭეშმარიტების დაცვა?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (irakliandghuladze): "არ ვიცი მაგრამ აქედან თუ რომელიმე მიზანი გამოძრავებს მოდი ასე გეტყვი: შენი ამგვარი ქმედებებით ჩვენ გადარჩენას ვერ შეძლებ თუკი ვიღუპებით (ალბათ დამეთანხმები), ეკლესიას შენ ვერ გადაარჩენ რაც არ უნდა იომო და ჭეშმარიტებას კიდე დაცვა არ სჭირდება. ჭეშმარიტებას სჭირდება აღმსარებლობა".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (irakliandghuladze): "ახლა ძალიან გთხოვ დამშვიდდი, ისედაც ხელი ჩაიქნიე ჩვენზე რადგანაც არაფრის მოსმენა არ გვინდა და ერთხელ კიდე ჩაიქნიე. დაგვემშვიდობე და დაგვტოვე".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ლევანი ა): "შევთანხმდით?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (ლევანი ა): "საიქიოში გავაგრძელოთ თუ შევხვდებით".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "ოულდ, მინდა გითხრათ, რომ მაგარ ხიბლებშიც ყოფილხართ ეს "ძველები"-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "თან , ისეთი სურათი დახატეთ, თითქოს დაგესიენ და იგერიებ. ეს ციტატ-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "ვის მაგალითზე ლაპარაკობ-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "სხვა ენაგასხლული არ გყავთ?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "ერთი კიდევ რა მაინტერესებს და თქვენი საიტისთვის ჩვენი საიტის მაგვარი სახელი რომ არ დაგერქვათ, სხვა ვერ მოიგონეთ? თუ Y შია მხოლოდ განსხვავება (ჩვენ შორის). მართლაც, რომ უაი".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "მიდიხარ და მიბრძანდი".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს"ო და მეც მასე მოვიქცევი, ამ შემთხვევაში".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "და არ თქვათ ახლა, რომ პასუხები ვერ მიიღეთ-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "რაზე იხარჯებით, გიფიქრიათ?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (nanana): "იესო მაცხოვარმა ინებოს თქვენი და ჩვენი თავ დამდაბლება და ამაღლება ჭეშმარიტებამდე".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (zviadi_ziko): "ოლდ, ანუ ძველო, გთავაზობ პირისპირ შეხვედრას და ასეთი საკითხების გარჩევას. უპირველესი იქნება პირჯვრის წერის საკითხი. რადგან ქებამ გაწყინა და ვერაფერს მიხვდი მაინც, იმ შეხვედრიდან(თუ რათქამუნდა მოხვედი) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშ წავალთ და ჩავხედავთ ვისი თარგმანი ჯობია, ათონელი მამების თუ შენს მიერ დამოწმებული.
პ.ს. გაითვალისწინე, რომ პუბლიკაც იქნება და საქვეყნოდ აღარ დაგჭირდება შენი პოსტების აფიშირება.
გელოდები, დროს და ადგილს შევარჩევთ".
ძველმართლმადიდებელი -
ან ვისმა "ქებამ" მაწყინა? როდის და ვინ "შემაქო", ვინ არის ის პატიოსანი კაცი და ეგზომ გაბედული თქვენს ფორუმებში ჩემი ქება რომ გაბედა? შენ? "განათლებული და პატიოსანია, მაგრამ ჯიუტიაო" რომ ბრძანე? ამას გულისხმობ? დიდი მადლობა თუ ეს ქებაა, მაგრამ, "წყენა" რაში შემამჩნიე? რომ "შემაქე" უნდა დავმდნარიყავი და შენი "პრიხოტები" უნდა მესრულებინა?
რა ვერ გაიგე, ადამიანო, ათასჯერ დაგიწერეთ, რომ:
1) ერთი წმიდა მამის შეხედულებას არ შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა უმრავლესობის აზრზე.
2) იოანე ოქროპირს ხსენებულ ციტატაში "თითით" თუ "თითებით" პირჯვრისწერაში არ უგულისხმია ფორმობრივი მხარე (ამას დანახვა უნდა, ხოლო რომ დაინახო, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო)...
3) ქართულში არ არის ორობითი რიცხვი და ქართველ მთარგმნელებს შესაძლოა არც ჩაუთვლიათ საჭიროდ ამ ადგილის ზუსტი შესატყვისობით თარგმნა. ასეთი შემთხვევები ბევრია ძველქართულ თარგმანებში (ამის შესახებ ბევრ მაგალითს იპოვი ედ. ჭელიძის ნაშრომებში).
4) თუნდაც "ერთი თითი" ეგულისხმა ოქროპირს, მის დროს სხვა მამები სხვაგვარად განმარტავდნენ ამ საკითხს და პირჯვრისსაწერ წყობაზე ლაპარაკობდნენ მრავლობით რიცხვში (მაგ. წმ. კირილე იერუსალიმელი).
5) დაგიმოწმეთ არჩილ მინდიაშვილის თარგმანიც კი, სადაც ოქროპირის სიტყვებში მოტანილია არა მხოლობითი "თითი", არამედ მრავლობითი "თითები", და ამ წიგნის შესაბამისი გვერდის სურათიც გამოგიგზავნეთ, მაგრამ თქვენს სიჯიუტეს არა აქვს საზღვარი...
6) თუნდაც ისე ეთქვას ოქროპირს, როგორც ეს შენ გესმის, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის არა ოქროპირის გამონათქვამი, არამედ ეკლესიის კრებითი განკარგულება, რომლის მიხედვითაც "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, -
ასე, რომ რა გინდა გვანახო მეგობარო? მარტო ოქროპირის განმარტებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული დავის აღსასრული, მაშინ ნამდვილად საჭირო იქნებოდა მისი თხზულების ხელნაწერი თარგმანის ნახვა, მაგრამ რადგან ეს არაარსებითია, საჭიროც არ არის ხელნაწერთა ინსტიტუტში წასვლა და მისი ნახვა. თანაც, თქვენ თვითონ არ იწერთ პირჯვარს ერთი თითით (ეს წესი, როგორც მონოფიზიტური აღმსარებლბის გამოხატულება, ეკლესიამ ანათემას გადასცა), არამედ სამით და რა უნდა დამტკიცდეს ოქროპირის გამონათქვამით.
მოკლედ, თუ გაითვალისწინებ ყოველივე ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს და გაიგებ შენი მოთხოვნის აბსურდულობას დიდად შეეწევი შენს თავსაც და შენს ფორუმსაც... თორემ ეს დავა არ დასრულდება...