კითხვა-პასუხი - დისპუტი საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე


ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის

დისპუტი საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე

საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები

"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19

ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები

HeeeH (ფორუმი iveria.tv) - დამლოცე მამაო... (მიმართავს ამ ფორუმის მონაწილე ერთ ერთი წევრი, ვინმე "მამა" გრიგოლ დუნდუას, ამავე ფორუმის განყოფილებაში "შეკითხვები მოძღვართან" - ადმ.) მამაო, მაინტერესებს ე.წ. "ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის" შესახებ... როგორია ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება მის მიმართ?

ეგზორცისტი - ბოდიში მოძღვარს, მაგრამ სანამ იგი ვრცელ პასუხს გასცემდეს, მანამდე რო ვინმე არ დაბრკოლდეს მაგ საიტით დავწერ რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არ აქვს ევხარისტიული კავშირი საქართველოს მეძველსტილე მართალმადიდებლურ ეკლესიასთან... ანუ ეს ,,ეკლესია" არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში...

P.S. "ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის" ისტორია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.youtube.com/watch?v=S66f87b05oM&feature=player_embedded

mamagrigoldundua - მე როგორც ვიცი ''ძველმართმადიდებლობა '' არის ტიპიური რუსული მოვლენა, მას ''სტაროვერებს'' ეძახიან. მათი წარმოშობის ისტორია როგორც მე მახსოვს ასეთია; რუსულ ეკლესიაში დროთა განმავლობაში შემოვიდა გარკვეული წეს-ჩვეულებანი, თუ არ ვცდები, პატრიარქ ნიკონის დროს განიზრახეს, რომ ეს წესები საბერძნეთის ეკლესიასთან მიმართებაში გაესწორებინათ, რაც ზოგისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, ასეთთა რიგებში იყო დეკანოზი ამბაკუმი, მან მოახერხა ხალხი აეყოლიებინა და მათ მოძრაობას დაერქვა ეგრეთწოდებული ''სტარავერობა'' ამ მოძრაობასთან არის დაკავშირებული ასეთი ფანათიური გამოვლინება ; მათმა სახარების სიტყვები ''ნათლისღება წყლითა და ცეცხლით'', პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვეს და მონათვლის შემდეგ ცეცხლში ხდებოდნენ. ასე დაიღუპა ათასომით ადამიანი, შემდეგში კი ცეცხლი ''ამოიღეს''. მათ აგრეთვე აქვთ გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები აქ ყველაფერს ვერ დავატევთ თემის სიდიდის გამო, საბოლოო ჯამში კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მართლმადიდებლობასთან მას არაფერი კავშირი არ გააჩნია.

oldbeliever (შემდგომში "ძველმართლმადიდებელი" - ადმ.) - მშვიდობა ბ-ნო "mamagrigoldundua". ამასწინათ სრულიად შემთხვევით წავაწყდი თქვენს ფორუმში დასმულ შეკითხვას და მასზე გაცემულ თქვენს პასუხს, სადაც ვინმე "HeeeH"-ს აინტერესებდა თუ ვინ იყვნენ ძველმართლმადიდებლები და რას წარმოადგენს ძველმართლმადიდებლური ეკლესია. მინდა გითხრათ, რომ ამ შეკითხვაზე გაცემული თქვენი პასუხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუ თქვენ ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახური ბრძანდებით, მაშინ ალბათ გმართებთ მეტი კომპეტენტურობა გამოიჩინოთ მსგავსი შეკითხვების დასმისას და არ უპასუხოთ მას სტერეოტიპული პასუხებით, რომელსაც არც ისტორიულ სინამდვილესთან აქვს რაიმე საერთო და არც მეცნიერულ კვლევა-ძიებასთან. ამიტომაც, მომიტევეთ, მაგრამ, თქვენი პასუხი არ არის მართებული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ "HeeeH"-ის მიერ მოწოდებული ლინკს, სადაც ის ირწმუნება, რომ "ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის" ისტორია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.youtube.com/watch?v=S66f87b05oM&feature=player_embedded, არაფერი აქვს საერთო ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ამ ტელეგადაცემაში, რომელიც, როგორც ჩანს რომელიღაც ბერძნულ ტელეარხზე გაიმართა, ლაპარაკია იერუსალიმის ცეცხლზე. მოწვეულ სტუმართა ჯგუფს, როგორც ჩანს ეჭვი შეაქვს ამ ცეცხლის სასწაულთმოქმედებაში და ცდისეულად ამტკიცებენ თუ როგორ ანთებენ სანთლებს უფლის საფლავზე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით. გადაცემის ერთ ერთი მონაწილე, ჩააწობს სანთლებს რაღაც სითხეში და რამდენიმე წუთში საითლები თვითონ აინთება.
გარდა ამისა, ამ პატიოსან ადამიანმა ("HeeeH"-ს ვგულისხმობ) თუ იცოდა ძველმართლმადიდებელთა ისტორია და ლინკიც გამზადებული ჰქონია, შეკითხვა რაში სჭირდებოდა? თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლინკზე მოთავსებული მასალა ამხელს იერუსალიმის ცეცხლის "სასწაულმოქმედებას" და არაფერს იუწყება ძველმართლმადიდებელთა ისტორიაზე.
ძველმართლმადიდებელთა ისტორიის შესახებ მე გავხსენი სპეციალური თემა ფორუმზე www.church.ge ("საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია"), სადაც ვათავსებ მასალებს ამ საკითხზე, გარდა ამისა, დაინტერსებულ პირებს, მათ შორის "HeeeH"-საც, შეუძლია ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები იხილოს ძველმართლმადიდებელთა საიტზე: www.oldorthodox.ge. აქ კი მინდა გავაკეთო ერთი მცირედი შენიშვნა, თქვენ წერთ: "მათმა სახარების სიტყვები ''ნათლისღება წყლითა და ცეცხლით'', პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვეს და მონათვლის შემდეგ ცეცხლში ხდებოდნენ. ასე დაიღუპა ათასომით ადამიანი, შემდეგში კი ცეცხლი "ამოიღეს".

ამგვარი განმარტება არასწორია! ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვდაპირველად თავს იწვავდნენ ის ძველმოწესენი, რომლებიც იმის გამო, რომ არ ეღალატნათ მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის (რადგან მათ საშინლად აწამებდნენ და აიძულებდნენ მიეღოთ ნიკონის რეფორმები და მწვალებლობად ეღიარებინათ ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემები), ხოლო მოგვიანებით, ამ საქმეს ხელი მიჰყვეს უკვე თვით ძველმართლმადიდებლობისგან გამოყოფილმა ე. წ. "ბეწპოპოვცურმა" სექტებმა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო არც "საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან" და არც საერთოდ სამღვდელოების მიმღებ ძველმოწესეებთან.

ასევე არაფერი აქვს საერთო საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან "საქართველოს მეძველსტილე მართლმადიდებლურ" ეკლესიას! (არც ბასილ მკალავიშვილის კონფესიას და არც ძმებ აროშვილებისას), რომელსაც "ეგზორცისტი" ახსენებს. თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, შეუძლია მომმართოს მე და დიდი სიამოვნებით ავუხსნი ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა.

რაც შეეხება საკუთრივ თავის დაწვას (ზოგადად, თავის მოკვლას) სარწმუნოების გულისთვის, არც ისე ხელწამოსაკრავი საკითხია, რადგან ცნობილნი არიან ძველი წმინდანებიც, რომლებიც ასევე თავს იკლავდნენ ოღონდ არ ჩავარდნოდნენ წარმართებს, რომლებიც ქრისტეს სახელის უარყოფის მოთხოვნით აწამებდნენ მათ.

გარდა ამისა, შეკითხვებიც მეც მაქვს თქვენთან: მაგალითად, რას ნიშნავს:

1) "შემდეგში კი ცეცხლი ''ამოიღეს''. ვინ ამოიღო, საიდან ამოიღეს და როგორ?

2) თქვენ წერთ, რომ: "მათ (ანუ ჩვენ, ძველმართლმადიდებლებს) აგრეთვე აქვთ გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები აქ ყველაფერს ვერ დავატევთ თემის სიდიდის გამო, საბოლოო ჯამში კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მართლმადიდებლობასთან მას არაფერი კავშირი არ გააჩნია". რომელ "განსხვავებულ" მოსაზრებებზეა აქ ლაპარაკი (საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ანუ მის სწავლებებთან მიმართებაში) და ვის გულისხმობთ, როდესაც ამტკიცებთ, რომ "მართლმადიდებლობასთან მას არაფერი კავშირი არ გააჩნია"?

იმედია მიპასუხებთ.

ეგზორცისტი - აუ შენ რა მოცლილი ხარ რა... გუგლიში ეძებე ფორუმები და წერე, დაგრჩა კიდე რამოდენიმე?... ისე თქვენი მაგრად მომწონს არგუმენტები ლამაზად რო გაქვთ დალაგებული... მართლა კარგია და "შესაშური"... აი რაზეა დაყრდნობილი ის არგუმენტები, ეგ კი მძიმე საკითხიაა...

ხო მეძველსტილეზე ბოდიში, ძველმართლმადიდებლები უნდა დამეწერა... და ისე ნეტა რატო ძველმართლმადიდებელი? ახალმართლმადიდებლებმა შეგარქვეს ეგ?

ძველმართლმადიდებელი - არა, მე გუგლში არ ვეძებ ფორუმებს. ამ ფორუმს შემთხვევით წავაწყდი. სხვა საკითხს ვეძებდი და ვნახე განმარტება ძველმართლმადიდებელთა შესახებ. როგორც ყოველთვის არაკომპეტენტური. რომელ "არგუმენტებზე" ლაპარაკობ ვერ გავიგე. თან რას ნიშნავს "მოცლილი ხარ"? რა გინდა ამით თქვა?

(ციტატა) (ეგზორცისტი): "ხო მეძველსტილეზე ბოდიში, ძველმართლმადიდებლები უნდა დამეწერა... და ისე ნეტა რატო ძველმართლმადიდებელი? ახალმართლმადიდებლებმა შეგარქვეს ეგ?

ძველმართლმადიდებელი - არა, "ახალმართლმადიდებლებმა" არა, თვითონ შეირქვეს ნიკონის რეფორმებისა და საშინელი დევნულებების შემდეგ, რადგან სახელი "მართლმადიდებელი" გაბატონებულმა რეფორმატორებმა დაიტოვეს. როგორც ერთ დროს რომაელმა ლათინებმა დაიტოვეს "კათოლიკე" და აღმოსავლელმა ქრისტეანებმა შეირქვეს "მართლმადიდებელი", ასე ძველმართლმადიდებლებმაც, მართლმადიდებლობის სიახლეებით შემრყვნელებისგან განსასხვავებლად შეირქვეს ეს სახელი.

P. S. შენი პოსტიდან ჩანს, რომ იცი, სხვა ფორუმებშიც რომ ვმონაწილეობ. ნიკს სპეციალურად არ ვიცვლი, ყველგან ერთი და იგივე სახელით გამოვდივარ. church.ge-ზე მქვია მარტო dzvelmartlmadidebeli. თუმცა ეს ერთი და იგივეა.

2 P. S. სიმართლე გითხრა, კიდევ ერთ ფორუმში არანაირად არ ვაპირებდი შემოსვლას (დანარჩენი ფორუმებისგან ვნახე რო ხეირი?). უბრალოდ, სადაც კი თავიანთი უცოდინრობით ლანძღავენ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს და აკნინებენ, ვცდილობ ნორმალურ ენაზე მივცე განმარტება და ავუხსნა ყველას, რა არის ძველმართლმადიდებლობა. არგუმენტებიც საფუძვლიანი გვაქვს. თუ გეეჭვება შემიძლია დაგიმტკიცო.

სამწუხაროდ, ყველა ფორუმზე ასეა. ვიწყებ ნორმალურად და იმწამსვე იწყება დამამცირებელი შემოტევები. აღმოვაჩინე, რომ როდესაც ფორუმზე რაიმე საკითხი არ აწყობთ, მომისევენ "სპეცნაზს" და იწყებენ კადნიერად და დამამცირებლად ლაპარაკს, არც შეურაცხყოფას არ ერიდებიან, რომ რამე დამაცდენინონ, შემდეგ კი ან გაფრთხილებებს მაძლევენ ან კიდევ თემას ხურავენ. მართალი გითხრა, მოსაწყენია ასეთ ფორუმებზე გამოსვლა. არავის არც დიალოგი აინტერესებს, არც ურთიერთობა... რაღაც შინაურულ მასლაათს მაგონებს, ვიწრო წრეში რომ ფუსფუსებენ და ჭორიკნობენ ერთმანეთის ახლობლები...

მოკლედ, არც შენთან და არც ვინმესთან კინკლაობას არ ვაპირებ (არადა ვატყობ, რომ ირონული ტექსტით დაიწყე ჩემთან ურთიერთობა)... არც ჯარიმების შიში მაქვს, არც თემის დახურვის (ეს უძლურებს ახასიათებს)... მე უბრალოდ ვიცავ მართლმადიდებლობას, ძველ, ჭეშმარიტ, მართლმადიდებლობას...

და ბოლოს. მე შეკითხვები მგონი მამაოს დავუსვი... უკაცრავად, შენც სასულიერო პირი ხომ არ ხარ "ეგზორცისტი" რომ გქვია?

ეგზორცისტი - ძალიან არ მომწონს ეს ამბები რაა... მე მართლმადიდებელი ვარ და ის არა? ან მე არა და ის კი? რახან მე იკონომიით ვნათლავ და ის არა? (ისე ეს დიდაქე მაგარი გამოსაკვლევია და ჩვენ როგორც წესი გვეზარება) წმინდა პოლიტიკური ამბებია ესეც... ისევე როგორც კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა იყო ერთ დროს... ღმერთმა ქნას ისეთ დიდ განსხვავებებში არ გადაიზარდოს ეს ორი ,,მიმდინარეობაც"... ღმერთი შეგვეწიოს მის საყვარელ შვილებს...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ვაპირებთ აშენებას. ადრე გვქონდა ტაძარი თბილისის ზღვის ფერდობზე, მაგრამ ახლა დაკეტილია".

რა მიზეზით დაიკეტა? გავიწროვებდნენ? ისე ტაძრის აგებულებაში განსხვავება არაა როგორც ვიცი ხო? და ლიტურგიკაში რა ხდება? (ნუ ნათლობის ამბები ვიცი) ისე ავტოკეფალია მიიღო საქართველომ ახლახანს როგორც ვიცი, არა?

nanana - გარწმუნებთ, რომ ამ ფორუმზე "სპეცნაზმი" არ შეგხვდებათ...

ძველმართლმადიდებელი - დამაიმედეთ, მაგას რა ჯობს.

(ციტატა) (ეგზორცისტი): "ძალიან არ მომწონს ეს ამბები რაა... მე მართლმადიდებელი ვარ და ის არა? ან მე არა და ის კი? რახან მე იკონომიით ვნათლავ და ის არა? (ისე ეს დიდაქე მაგარი გამოსაკვლევია და ჩვენ როგორც წესი გვეზარება) წმინდა პოლიტიკური ამბებია ესეც... ისევე როგორც კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა იყო ერთ დროს... ღმერთმა ქნას ისეთ დიდ განსხვავებებში არ გადაიზარდოს ეს ორი ,,მიმდინარეობაც"... ღმერთი შეგვეწიოს მის საყვარელ შვილებს...

...რა მიზეზით დაიკეტა? გავიწროვებდნენ? ისე ტაძრის აგებულებაში განსხვავება არაა როგორც ვიცი ხო? და ლიტურგიკაში რა ხდება? (ნუ ნათლობის ამბები ვიცი).

ისე ავტოკეფალია მიიღო საქართველომ ახლახანს როგორც ვიცი, არა?"

ძველმართლმადიდებელი - ტერმინი "ძველმართლმადიდებელი" გამოიყენება იმისთვის, რათა განსხვავებულ იქნას ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან ის ეკლესია, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო, მასთან ევქარისტული კავშირი არ გააჩნია. ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ თქვენ არ ხართ მართლმადიდებლები, ან არ გიყვართ მართლმადიდებლობა. მაგრამ, ერთმანეთს შორის დაშორებულ ეკლესიათა შორის განმასხვავებელი ტერმინები საჭიროა. სიტყვა "ძველი" ნიკონის განმაახლებლური რეფორმისადმი შეურიგებელმა მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა დაირქვეს ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოფიციალური ეკლესიისგან განსხვავებული სახელწოდება ჰქონოდათ, და მეორეც, აღსანიშნავად იმისა, რომ ისინი მიჰყვებოდნენ იმ ძველ, მართლმადიდებლურ გადმოცემას, რომელიც მათ თავიანთი მართლმადიდებელი წინაპრებისგან მიეღოთ. ამდენად, ეს ტერმინი არა მგონია ვინმესთვის შეურაცხმყოფელი ან რამენაირად დამამცირებელი იყოს.

რაც შეეხება "დიდაქეს", მართალს ბრძანებთ, "დიდაქეს" ნამდვილად სჭირდება სერიოზული გამოკვლევა. არ შეიძლება საეკლესიო პოლიტკის და სტრატეგიის გულისთვის საეჭვო წარმომავლობის ძეგლების აღიარება და მათ კანონიკური თუ დოგმატური დადგენილებებისთვის გამოყენება. ეს არ სჩვევია მართლმადიდებლობას.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენც იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩვენს შორის განსხვავება, უფრო დიდ განსხვავებაში არ გადაიზარდოს და უფსკრული, რომელიც, სამწუხაროდ, მე-17 საუკუნიდან არსებობს, კიდევ უფრო არ გაფართოვდეს. ჩვენი მიზანი და სურვილია, მთელ რიგ საკითხებზე დავაფიქროთ ქართველი მორწმუნე საზოგადოება და მისი რელიგიური აზროვნება იმ საჭირბოროტო საკითხებს მივაპყროთ, რომელიც დღესაც აქტუალურია და მომავალშიც იქნება.

თბილისის ზღვის ფერდობზე არსებული ტაძრის სევდიანი ისტორია, უკავშირდება იმ სამწუხარო განხეთქილებას, რომელიც საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა 2001 წლის სექტემბერს. ვფიქრობ, ამ ისტორიის დეტალური გადმოცემა აქ არ ღირს, რადგან თქვენ მას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე: http://www.oldorthodox.ge/ist_mokle.html ამ განხეთქილების შედეგა, ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ეპისკოპოსი იონა (ჩახავა), მღვდელი მიქაელი (გოჩიტაშვილი) და მღვდელი გიორგი გიგაშვილი, მეორე მხარეს კი ეპისკოპოსი პავლე (ხორავა), მღვდელი გრიგოლ მახარაძე და ფოთის ეპისკოპოსი ბასილი (მაშინინი). 2003 წელს ეპისკოპოსი იონა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა შერიგება ეპისკოპოს იონას ოჯახთან, რომელიც ისევ შემოუერთდა ეპისკოპოს პავლეს. მასვე შემოუერთდა უკვე ეპისკოპოსად ხელდასხმული მიქაელ გოჩიტაშვილიც (ამჯერად ხანდაზმულობისა და მძიმე ავადმყოფობის გამო არ მსახურობს). მღვდელი გიორგი გიგაშვილმა საერთოდ დატოვა მღვდლობა და საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჯერად ძველმართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული განხეთქილება აღმოფხვრილია, თუმცა, სამწუხაროდ, ტაძრის დაბრუნება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ამას ხელს უშლის ერთი საკმაოდ მაღალჩინოსანი პიროვნება, რომლის დასახელებისგან თავს შევიკავებ (ტაძრის ტერიტორია იურიდიულად ეკუთვნის ეპისკოპოს იოანას ოჯახს).

ტაძარი ამჟამად დაკეტილია და ცარიელია, რადგან იქ არავინ მსახურობს. რამდენადაც ვიცი, საეპისკოპოსო სახლში, რომელიც ტაძრის გვედით აშენდა, ცხოვრობენ უსახლკარო ადამიანები და უვლიან ტერიტორიას.

რაც შეეხება დევნას, თუ მაღალჩინოსანის მიერ ჩვენს მიმართ გამოჩენილ პრინციპულობას არ ჩავთვლით, არ განვიცდით. ყოველ შემთხვევისათვის, ჯერ ჯერობით. შევიწროვება და დევნა (მსუბუქი ფორმებით) ადრე ყოფილა, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს. არჩილ მინდიაშვილიც, თავისი დეპუტატობის დროს, დამუქრებია ძველმორწმუნეებს საქართველოდან გაგასახლებთო. პრეზიდენტმა გამსახურდიამაც გამოთქვა ასეთი აზრი ერთხელ. მაგრამ, ღმერთმა ეს არ ინება...

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია. ამ საკითხზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. თავიდან, როდესაც მან გაწყვიტა ევქარისტული ერთობა რუსეთის ძველმართლმადიებლურ ეკლესიასთან, ცხადია, ის დამოუკიდებლად განაგებდა თავის რელიგიურ ცხოვრებას, მაგრამ, 2009 წელს, როდესაც დასასრულს მიუახლოვდა ხუთწლიანი დიალოგი ჩვენსა და რუსეთის ძველმართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ქართული მხრის აუცილებელი მოთხოვნა ეკლესიური მშვიდობის აღდგენაზე იყო რუსეთის მხრიდან მისი ავტოკეფალურობის აღიარება. რაც მოხდა კიდეც. შერიგების დოკუმენტი შეგიძლიათ ქართულ ენაზე იხილოთ ჩვენს საიტზე http://www.oldorthodox.ge/ist_sherigebis_sigeli.html ; ხოლო რუსულ ენაზე აქ: http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm

რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობს პატრიარქი ალექსანდრე (კალინინი).

2009 წლის ოქტომბერში (14 ოქტომბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე), ფოთში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში, ლიტურგიაზე, პატრიარქმა ალექსანდრემ (რომელიც ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა ეპისკოპოს პავლეს მოწვევით) აღასრულა ეპისკოპოს პავლეს არქიეპისკოპოსის ხარისხში ხელდასხმა. ამჯერად, საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობს არქიეპისკოპოსი.

Thea - დილა მშვიდობის, ხალხო! მაპატიეთ, რომ ვეჩრები, მაგრამ ის, რომ სხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები, იქნებიან ეს კათოლიკები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები თუ ძველმართლმადიდებლები, მუდმივად ამტკიცებენ, ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, სხვა კი არავინ, ოღონდ აი, ამაში და ამაში ვერ დაგეთანხმებითო, თავისთავად ცხადყოფს (სინამდვილეში, ეს ხალხი საკუთარი პირით აღიარებს), რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა. მართლმადიდებელი ქრისტიანი არასდროს არავის ეტმასნება და მეც თქვენიანი ვარ, ოღონდ სხვანაირად ვემსახურები ღმერთსო, არასდროს იძახის. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ორიენტირი არიან. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სასულიერო პირები, ბერები, მონაზვნები და ჩვენ გვყავს პატრიარქი. ჩვენ ყველაფერში მათ უნდა ვემსგავსოთ. მე არ მაინტერესებს იმის გარკვევა, რომელია ჭეშმარიტი რელიგია თუ მიმდინარეობა. ჩვენ ამის აუცილებლობისგან მაშინ გავთავისუფლდით, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანებად დავიბადეთ, ქართველებად დავიბადეთ. მოდი, ჯერ გამოვიკვლიოთ ის, რაც მოგვეცა და თუ არ მოგვეწონება, თუ მადლს ვერ ვპოვებთ, უფალს ვერ შევიგრძნობთ, მაშინ ვეძებოთ სხვა რელიგიაში ის, რასაც სული გვთხოვს და ვერ მივიღეთ.

მე ვიცი, შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს. მე ეს დავწერე იმიტომ, რომ ყველა დაფიქრდეს, რა იმალება იმ სურვილის უკან, რომ იყო არა ტრადიციების მიმდევარი, არამედ რაღაცით გამორჩეული, "მიაგნო" რაღაცას, რაც შენ ხალხის მასიდან გამოგარჩევს, განსაკუთრებულს გაგხდის. მე ამას არ ვწერ პოლემიკის გაჩაღების მიზნით, რა შემთხვევაშიც მეყოფოდა მორიდება და სხვა თემაში დავწერდი ამ ჩემს აზრებს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ კამათის დაწყებას გადაწყვეტთ, სხვა თემაში მიპასუხოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ეგზორცისტი - ეს ფორუმი პიცასავითაა... რა ყრია შიგნით ვერ გაიგებ, ამიტომ აქვე დავწერ...

(ციტატა) (Thea): "მუდმივად ამტკიცებენ, ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ".

ამას ნამდვილად არ ამტკიცებენ... და თუკი ამტკიცებენ, მართლმადიდებლობაში მოიაზრებენ არა იმ დოგმებს-ღვთისმეტყველებას, რასაც თქვენ აღიარებთ, არამედ მართლის მადიდებლობას... მათ სხვა რამ გონიათ მართალი...

(ციტატა) (Thea): "მართლმადიდებელი ქრისტიანი არასდროს არავის ეტმასნება და მეც თქვენიანი ვარ, ოღონდ სხვანაირად ვემსახურები ღმერთსო".

საშინელი სიტყვებია... და საშინელი სიცრუე... სხვა სარწმუნოების კი არა, რამისაა მართლმადიდებლებიც აღარ ეტმასნებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას...

(ციტატა) (Thea): "სასულიერო პირები, ბერები, მონაზვნები და ჩვენ გვყავს პატრიარქი. ჩვენ ყველაფერში მათ უნდა ვემსგავსოთ".

კიდევ ერთი დიდი შეცდომა... ქრისტეანს ორიენტირად ვინმე ცოდვილი ადამიანი კი არა, ქრისტე უნდა ყავდეს!

(ციტატა) (Thea): "ჩვენ ამის აუცილებლობისგან მაშინ გავთავისუფლდით, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანებად დავიბადეთ, ქართველებად დავიბადეთ".

ეს კი ვაიპატრიოტიზმი.... ჯერ ერთი - ქრისტეანად არავინ იბადება... ამისთვის აუცილებელია ნათლობა, შემდეგ კი ქრისტესკენ სწრაფვა... ამ ლოგიკით ვერაფერს მოთხოვ თურქ მუსულმანს... მე რომ თურქეთში დავბადებულიყავი და ყურანი წამეკითხა, დარწმუნებული ვარ სხვა სარწმუნოებისკენ არც კი გავიხედებოდი... და ძალიანაც შევცდებოდი...

(ციტატა) (Thea): "მოდი, ჯერ გამოვიკვლიოთ ის, რაც მოგვეცა და თუ არ მოგვეწონება, თუ მადლს ვერ ვპოვებთ, უფალს ვერ შევიგრძნობთ, მაშინ ვეძებოთ სხვა რელიგიაში ის, რასაც სული გვთხოვს და ვერ მივიღეთ".
სულ ცოტახნის წინ გადავიკითხე ყურანი მეორედ... და კითხვის დროს ბევრჯერ მქონდა შეგრძნება ალაჰის სიახლოვისა... თუ დაუკვირდები ეს ახლოს მყოფი ალაჰი უბრალოდ ნაწარმოების (უდიდესი მხატვრული და ფილოსოფიური ნაწარმოების) მთავარი პერსონაჟია და არა ღმერთი, მაგრამ თუ არა...

(ციტატა) (Thea): "იყო არა ტრადიციების მიმდევარი, არამედ რაღაცით გამორჩეული, "მიაგნო" რაღაცას".

საშინელებაა იყო ქრისტეანი ტრადიციის გამო და არა იმიტომ რომ "მიაგენი" ღმერთს...

ლევანი ა - ოლდბელივერ გამარჯობა გენაცვალე...აი ეს კითხვა[და ბოლოს. მე შეკითხვები მგონი მამაოს დავუსვი]ო რომ ამბობ,ხომ შეგეძლო პირადში მიგეწერა,შენს ამ ხმაურში სიამაყე ხომ არ გამოსჭვივის ჰა?...ძველმართმადიდედბლურია ეს?ვინ ვინ და შენ ამდენი ხომ გესმის?

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (Thea): "დილა მშვიდობის, ხალხო! მაპატიეთ, რომ ვეჩრები, მაგრამ ის, რომ სხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები, იქნებიან ეს კათოლიკები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები თუ ძველმართლმადიდებლები, მუდმივად ამტკიცებენ, ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, სხვა კი არავინ, ოღონდ აი, ამაში და ამაში ვერ დაგეთანხმებითო, თავისთავად ცხადყოფს (სინამდვილეში, ეს ხალხი საკუთარი პირით აღიარებს), რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა. მართლმადიდებელი ქრისტიანი არასდროს არავის ეტმასნება და მეც თქვენიანი ვარ, ოღონდ სხვანაირად ვემსახურები ღმერთსო, არასდროს იძახის. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ორიენტირი არიან. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სასულიერო პირები, ბერები, მონაზვნები და ჩვენ გვყავს პატრიარქი. ჩვენ ყველაფერში მათ უნდა ვემსგავსოთ. მე არ მაინტერესებს იმის გარკვევა, რომელია ჭეშმარიტი რელიგია თუ მიმდინარეობა. ჩვენ ამის აუცილებლობისგან მაშინ გავთავისუფლდით, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანებად დავიბადეთ, ქართველებად დავიბადეთ. მოდი, ჯერ გამოვიკვლიოთ ის, რაც მოგვეცა და თუ არ მოგვეწონება, თუ მადლს ვერ ვპოვებთ, უფალს ვერ შევიგრძნობთ, მაშინ ვეძებოთ სხვა რელიგიაში ის, რასაც სული გვთხოვს და ვერ მივიღეთ.

მე ვიცი, შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს. მე ეს დავწერე იმიტომ, რომ ყველა დაფიქრდეს, რა იმალება იმ სურვილის უკან, რომ იყო არა ტრადიციების მიმდევარი, არამედ რაღაცით გამორჩეული, "მიაგნო" რაღაცას, რაც შენ ხალხის მასიდან გამოგარჩევს, განსაკუთრებულს გაგხდის. მე ამას არ ვწერ პოლემიკის გაჩაღების მიზნით, რა შემთხვევაშიც მეყოფოდა მორიდება და სხვა თემაში დავწერდი ამ ჩემს აზრებს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ კამათის დაწყებას გადაწყვეტთ, სხვა თემაში მიპასუხოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!"

გამარჯობა Thea! შეკითხვის დასმის უფლება ყველა ადამიანს აქვს, გინდ კათოლიკე იყოს და გინდ მართლმადიდებელი. ამიტომაც, ვფიქრობ არაფერი დამიშავებია თუკი თქვენს მამაოს კითხვა დავუსვი. თქვენს პოსტზე ნაწილობრივ "ეგზორცისტმა" გასცა პასუხები და ვფიქრობ ზედმეტი ხმაურის ატეხვა თქვენს პოსტში ჩვენი მისამართით გაკეთებული მინიშნებების გამო არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიღირს. თუ თქვენ გაინტერესებთ, კი ბატონო, შემიძლია გავხსნა თემა თქვენს ფორუმშიც და ვისაუბროთ. ერთს კი გეტყვით, ნამდვილად ვერ გავიგე თქვენი პოსტის მიზანმიმართულება: ეს არის ჩემზე გაბრაზებული ადამიანის ნიშნისმოგებითი ლაპარაკი თუ ერთგვარი თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება? პოსტში რამოდენიმე გაუგებარი მესიჯია და ამიტომ გეკითხებით.

ძალიან გთხოვთ, პირდაპირ მითხარით თუ რამე გინდათ, ან გამაკრიტიკეთ (ოღონდ დასაბუთებულად), ან სურვილი გამოთქვით... ან დასვით კითხვა... ვიმედოვნებ, რომ მომავალში, - ჩემს გამო პოსტის წერის სურვილი თუ კიდევ გაგიჩნდებათ, - უფრო კონკრეტული და გასაგები იქნებით ჩემი მისამართით.

(ციტატა) (ლევანი ა): "ოლდბელივერ გამარჯობა გენაცვალე...აი ეს კითხვა[და ბოლოს. მე შეკითხვები მგონი მამაოს დავუსვიო რომ ამბობ,ხომ შეგეძლო პირადში მიგეწერა,შენს ამ ხმაურში სიამაყე ხომ არ გამოსჭვივის ჰა?...ძველმართმადიდედბლურია ეს?ვინ ვინ და შენ ამდენი ხომ გესმის?"

ძველმართლმადიდებელი - გაგიმარჯოს, ბ-ნო "ლევანი ა". ეს შეკითხვაა თუ ბრალდება? პირადშიც შემეძლო, ცხადია, მაგრამ, რადგან მამაომ ჩვენი ეკლესიის შესახებ საზოგადოდ, ყველას გასაგონად, ისაუბრა, მეც გადავწყვიტე საზოგადოდ დამესვა შეკითხვა. სიმართლე გითხრათ, ხმაურს ამაში ვერ ვხედავ (ჩემი ხმაური თქვენ ჯერ არ გინახიათ...). მინდა დაგისვათ საპასუხო შეკითხვა: შეეძლოთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც მამაოს კითხვებს აძლევენ ფორუმში, პირადში მიეწერათ და მიგაჩნიათ თუ არა მათი ასეთი მოქმედება სიამაყედ? თუ არა, მე რაღა დავაშავე? ჩემი შეკითხვა რატომაა "სიამაყე"? რაც შეეხება ჩემი მოქმედების ძველმართლმადიდებლურობას, მგონი ეს სრულიად მართლმადიდებლურია... უტაქტობა არ გამომიჩენია თქვენი მამაოს მიმართ... არ ვიცი რატომ ცხარობთ...

tamuna m - მამა გრიგოლთან ბოდიშს ვიხდი, რომ ამ თემაში ვპოსტავ! oldbeliever უბრალოდ ვერ ვიგებ ამ ბოლო პერიოდში რატომ გააქტიურდით. ჩარჩზეც ვადევნებდი თვალს თქვენ დაჟინებულ(!) პოსტებს. თავიდან დიალოგით იწყებთ, შემდეგ პრინციპულად იწყებთ მტკიცებას თქვენი პოზიციის და ჩვენსკენ თითის შვერას, რომ არეული გზით მივდივართ, გონს მოვეგოთ. მადლობა, მაგრამ არავის უთხოვია თქვენთვის ჩვენი დამოძღვრა. რაღაც მეტასტაზივით ცდილობთ მოედოთ (თანამედროვე/ახალ) მართმადიდებლური პროფილის მქონე ფორუმებს. თქვენ უფრო გავხართ შეფარულ "სპეცრაზმს".

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "შეეძლოთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც მამაოს კითხვებს აძლევენ ფორუმში, პირადში მიეწერათ და მიგაჩნიათ თუ არა მათი ასეთი მოქმედება სიამაყედ? თუ არა, მე რაღა დავაშავე? ჩემი შეკითხვა რატომაა "სიამაყე"?"

მგონი მის და თქვენი კითხვის მიზანში განსხვავებაა და ლევანმაც ეს აღნიშნა.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (tamuna m): "მამა გრიგოლთან ბოდიშს ვიხდი, რომ ამ თემაში ვპოსტავ! oldbeliever უბრალოდ ვერ ვიგებ ამ ბოლო პერიოდში რატომ გააქტიურდით. ჩარჩზეც ვადევნებდი თვალს თქვენ დაჟინებულ(!) პოსტებს. თავიდან დიალოგით იწყებთ, შემდეგ პრინციპულად იწყებთ მტკიცებას თქვენი პოზიციის და ჩვენსკენ თითის შვერას, რომ არეული გზით მივდივართ, გონს მოვეგოთ. მადლობა, მაგრამ არავის უთხოვია თქვენთვის ჩვენი დამოძღვრა. რაღაც მეტასტაზივით ცდილობთ მოედოთ (თანამედროვე/ახალ) მართმადიდებლური პროფილის მქონე ფორუმებს. თქვენ უფრო გავხართ შეფარულ "სპეცრაზმს".

ჩემი გამოჩენა თქვენს ფორუმებში განპირობებულია ძველმართლმადიდებლობაზე არასწორი შეხედულებების გავრცელებით. რადგან თქვენს ფორუმებს ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, ხოლო ძველმართლმადიდებლობაზე არავინ გაწვდით სწორ ინფორმაციას, გადავწყვიტე, ჩემი მოძღვრის კურთხევით, შევსულიყავი თქვენს ფორუმებზე და პასუხი გამეცა ზოგიერთ საკითხზე. სამწუხაროდ, მშვიდად და დაწყნარებით ამ საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა. და ამაში მარტო ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ...

რაც შეეხება დამოძღვრას. ხალხის დამოძღვრა არ ხდება პლებისციტით ან შეკვეთით... ქადაგება თავისუფალი აქტია და მას უკეთილშობილესი დანიშნულება გააჩნია... მოსახლეობას ყოველთვის როდი სიამოვნებს სიმართლის მოსმენა და ამაში ჩვენ წმიდა წერილიც და ეკლესიის ისტორიაც გვარწმუნებს... ჩვენ მოვალენი ვართ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მორწმუნე საზოგადოებას ჩვენს შესახებ და როგორც გნებავთ ისე აღიქვით ეს.

(ციტატა) (tamuna m): "რაღაც მეტასტაზივით ცდილობთ მოედოთ (თანამედროვე/ახალ) მართმადიდებლური პროფილის მქონე ფორუმებს".

ძველმართლმადიდებელი - საკმაოდ უტაქტოდ არის ეს ნათქვამი... ძველმართლმადიდებლობა კიბო არ არის, რომ მეტასტაზებივით მოედოს ვინმეს...

(ციტატა) (tamuna m): "თქვენ უფრო გავხართ შეფარულ "სპეცრაზმს".

ძველმართლმადიდებელი - ეს თქვენეული აღქმაა... ისე, უნდა იცოდეთ, რომ თუ თავს მისცემთ უფლებას აკრიტიკოთ და აბუჩად აიგდოთ რომელიმე კონფესიის ადამიანები, მაშინ მათი პასუხიც უნდა მოისმინოთ... ყურში თითებდაცული არავინ დავობს... თუ თქვენ ასე გსურთ, ეს უფრო თქვენი უსუსურობის მაჩვენებელი იქნება, ვიდრე ჩვენი...

tamuna m - ნამდვილად გეტყობათ, რომ "დავალებით" მოქმედებთ. მოკლედ ეს თემა ეხება მოძღვრისადმი კითხვებს. ყველა მომდევნო პოსტი წაიშლება. თუ სურვილი გაქვთ გახსენით ცალკე თემა და იქ გაგრძელდეს მსჯელობა/კამათი. დანარჩენ პოსტებსაც იქ გადაიტანს მოდერატორი.

დავითი - პოსტები გადატანილია: http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=1648.msg208964#new

თემის შეუსაბამო მომდევნო პოსტი აღარ გადაიტანება, მხოლოდ წაიშლება (უფრო ადვილია). პრეტენზიაბზე თამუნას მიმართეთ!

ამით მოდერატორმა თემაში "შეკითხვები მოძღვარს" აკრძალა "ძველმართლმადიდებლის" წერილები, რითაც სირცხვილისგან "იხსნა" ვინმე "მამა" გრიგოლ დუნდუა. თუმცა ამ გრიგოლ დუნდუას ისედაც არ აღმოაჩნდა სინდისი, რადგან ამ აკრძალვის შემდეგ, დაიწყო ცალ კარში თამაში და ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

mamagrigoldundua - მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრეთ! ბოდიშს ვითხოვ, რომ ჩემს გამოხმაურებას ამდენ ხანს გალოდინეთ. ჩემის მხრივ მინდა ვთქვა აქ გამართული საუბრების ირგვლივ ორიოდე სიტყვა. პირველ რიგში თუ ვინმემ ჩემი განმარტება სწორად ვერ გაიგო, შემიძლია სხვაგვარად გადმოვცე ჩემი აზრი. ქვეყანაზე რომ ჭეშმარიტება ერთია მგონი ამაზედ არ ვდავობთ, ჰოდა მე მჯერა, რომ ეს მადლი სწორედ მორთლმადიდებელ ეკლესიაშია და პირიქით მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იგი სხვაგანაც (მე-2 სარწმუნოებაში) იყოს. ვისაც არ უნდა ეწყინოს ეს ამბავი, ეს ჭეშმარიტებას არ შეცვლის. თუ ვინმე დაიწყებს საწინააღმდეგოს დამტკიცებას მისი აყოლა გაუთავებელი კამათი გამოვა. ჩემთვის ეს ძვირფასი დროის ფლანგვა იქნება და შეიძლება ვინმესათვის სასიამოვნო, თვითკმაყოფილი თავისმოტყუება. ამ გზით სიარული არავის მოუტანს სარგებელს. თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ მართალი ხართ, მე გეტყვით ღმერთმა გონება გაგიხსნათ. იქნებ მითხრათ რატომ მლანძღავთო? არა; მე თქვენ უბრალოდ გლოცავთ და მგონი ამის უფლება მაქვს.

ძველმართლმადიდებელი - რადგან იქ არ მოგვეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, ბ-ნ გრიგოლ, აქ გიპასუხებთ და გეტყვით, რომ თქვენ პასუხი არ გაეცით ელემენტარულ კითხვებს, ჯერ დუმილით თავი აარიდეთ პასუხისმგებლობას, შემდეგ, როცა მარტოდ დაიგულვეთ თავი (რადგან, აქ უკვე ჩვენი წერილები არ შემოდიოდა) გადიდგულებულმა "ჭკუაც დაგვარიგეთ". სინდისს უნდა მოუხმოთ ბატონო და კამათში არ უნდა თქვათ ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც არ შეგიძლიათ. თქვენი შეხედულებები და პასუხები ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არის ელემენტარული ცილისწამება. თქვენ უსინდისოდ ატყუებთ თქვენს სულიერ შვილებს. გრცხვენოდეთ!...



**********************************************************************************************************************


დისპუტი iveria.tv-ს ფორუმელებთან გაგრძელდა სხვა თემაში:

ძველმართლმადიდებელი - ამასწინათ შეკითხვა დავუსვი მამაო გრიგოლ დუნდუას. კითხვა საკმაოდ მარტივი იყო. მამაო ამტკიცებდა, რომ ძველმართლმადიდებელთ თურმე საკმაოდ მრავალი და განსხვავებული მოსაზრებები ჰქონიათ. ის ამბობდა, რომ "აქ ყველაფერს ვერ დავატევთ თემის სიდიდის გამო"-ო, საბოლოო ჯამში კი "მხოლოდ იმის თქმა მინდაო, რომ მართლმადიდებლობასთან მას არაფერი კავშირი არ გააჩნია"-ო. მე ძალიან დამაინტერესა მართლმადიდებლობისგან რა "განსხვავებული მოსაზრებები" გააჩნიათ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს. და ვის გულისხმობდა ის, როდესაც ამბობდა, რომ "მართლმადიდებლობასთან მას (ანუ ძველმოწესეობას - oldb.) არაფერი კავშირი არ გააჩნია"?

სამწუხაროდ, მამაოსგან პასუხი ვერ მივიღე. როგორც ჩანს ჩვენს გამოჩენას არ ელოდა. სამაგიეროდ, როგორც ვვარაუდობდი და ვამბობდი, ამოქმედდა "სპეცნაზი". განსაკუთრებით აქტიურობენ "თამუნა მ" და "ლევანი ა", რომლებმაც უკვე დაიწყეს ჩემი "მოთმინებიდან გამოყვანის" სპეცოპერაცია. მეც "სანგარში" ჩავწექი, ავიფარე რწმენის ფარი და ჩემი იარაღი, სიტყვა მოვიმარჯვე. "ბოეპრიპასები" (ანუ წიგნები) საკმაოდ მაქვს. ვფიქრობ კარგა ხანს გავძლებ. შევეცდები ბრძოლის პერიპეტიები აღვწერო და მომავალ თაობებს დავუტოვო. ნახონ, ვინ როგორი ვაჟკაცობით იბრძოდა ინტელექტუალური ბრძოლის ველზე.

ეგზორცისტი - საინტერესო იქნება მამა გრიგოლის პასუხი...

ძველმართლმადიდებელი - შენ "გაეროს დამკვირვებელი" იყავი, გაწყობს?

tamuna m - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ამოქმედდა "სპეცნაზი". განსაკუთრებით აქტიურობენ "თამუნა მ" და "ლევანი ა", რომლებმაც უკვე დაიწყეს ჩემი "მოთმინებიდან გამოყვანის" სპეცოპერაცია".

თრენინგი მაქვს გავლილი "ნერვების მოშლის" სფეროში. ამ ფორუმზე რამე ახალი შემოგვთავაზე, პირჯვრის გადაწერის თაობაზე იქითაც ბევრი გვაკითხეთ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "შევეცდები ბრძოლის პერიპეტიები აღვწერო და მომავალ თაობებს დავუტოვო. ნახონ, ვინ როგორი ვაჟკაცობით იბრძოდა ინტელექტუალური ბრძოლის ველზე".

ბრძოლაში მხოლოდ ვაჟკაცობა არ არის საკმარისია, გააჩნია რის და ვის მხარეს ხარ.

პ. ს. თქვენს მემუარებში მომიხსენიეთ!

ძველმართლმადიდებელი - აუცილებლად! ისე, მე მართლმადიდებლობის მხარეს ვიბრძვი და შემთხვევით ერთმანეთი არ დავაზიანოთ...

ლევანი ა - მამა გრიგოლმა პასუხი რომც გასცეს ამით არაფერი შეიცვლება,და საკამათოთ მომართულ ობიექტებს უფრო წაახალისებს...რატომღაც შტაბეჭდილება მაქვს რომ ოლდბელივერჩიკა ერთი წვერებიანი ბიძაა... სურათი არ აქვს რომ ვნახო? და კიდევ ერთი კითხვა ოლდბელივერჩიკას>...თავს მართმადიდებლად თვლი თუ ძველმართმადიდებლად?

ძველმართლმადიდებელი - საიდან იცი რომ საკამათოდ ვარ მოსული? მე კამათი კი არ დამიწყია, შეკითხვა დავუსვი თქვენს მამაოს, რომელსაც ჩემს შეკითხვაზე პასუხი არ გააჩნია (არც შეიძლება რომ გააჩნდეს). დიახ, მე წვერებს ვატარებ, როგორც ყველა ნამდვილი მართლმადიდებელი. შენ კი ერთი უწვერო ღლაპი იქნები. სურათი მომინდომე ახლა, პასპორტის ნომერი ან ფეხის ზომა ხომ არ გინდა? თემაზე ილაპარაკე ბიძიკო თუ შეგიძლია... შეკითხვაზე მართლმადიდებელი ვარ თუ ძველმართლმადიდებელი შემხვედრი შეკითხვით გიპასუხებ: კათოლიკე ხარ (კათოლიკე ბერძნულად ნიშნავს საყოველთაოს, რომაელ "კათოლიკეებს" არ ვგულისხმობ) თუ მართლმადიდებელი? ან კიდევ, ქრისტეანი ხარ თუ მართლმადიდებელი. ამ კითხვის პასუხი არის ჩემი პასუხიც.

(ციტატა) (tamuna m): "ამ ფორუმზე რამე ახალი შემოგვთავაზე, პირჯვრის გადაწერის თაობაზე იქითაც ბევრი გვაკითხეთ".

ძველმართლმადიდებელი - გენაცვალოთ ჩემი თავი...

ლევანი ა - ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია...ოლდბელივერჩიკ...

ძველმართლმადიდებელი - ძალიან კარგი.

ლევანი ა - ოლდბელივერჩიკ...არც მართმადიდებელი ვარ და არც მრევლი ვინმესი...სამწუხაროდ.

ძველმართლმადიდებელი - სამწუხაროა.

(ციტატა) (tamuna m): "ამ ფორუმზე რამე ახალი შემოგვთავაზე, პირჯვრის გადაწერის თაობაზე იქითაც ბევრი გვაკითხეთ".

ძველმართლმადიდებელი - რადგან ჩემს მიერ გახსნილ თემას ეწოდება "საუბრები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე", მინდა შემოგთავაზოთ ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რომელთაგან ზოგი სადავოა ჩვენს შორის, ზოგი კი არა, თუმცა მაინტერესებს თქვენი მხარის აზრი ამ საკითხებზე. მინდა დავიწყო ნათლობის საიდუმლოთი. ნათლობის შესრულების გარეგნულ ფორმაზე აქ არ ვილაპარაკებ, რადგან, პირჯვრისწერის მსგავსად, ამაზეც საკმაოდ ბევრი დავწერე და ვიკამათე თქვენს სხვადასხვა ფორუმებში. ერთგან დამიხურეს კიდეც ეს თემა. აქ მინდა ყურადღება მივაქციო ნათლობასთან დაკავშირებულ ერთ საკითხს, მინდა გკითხოთ, რატომ (თუ როგორ) ატარებენ თქვენი ეკლესიის მღვდლები ნათლობას ასე მოკლე დროში (ნათლობა თქვენთან სრულდება თითქმის 15-20 წუთში)? ჩვენთან ერთი ადამიანის ნათლობას უნდება საათნახევარი, ხოლო რამოდენიმე ადამიანის ერთდროულად ნათლობას კიდევ უფრო მეტი დრო მიაქვს. იქნებ მიპასუხოთ: რატომ ამოკლებენ ნათლობას? და შეიძლება თუ არა მისი შემოკლება? იქნება კი ასეთი ადამიანი მონათლული?

irakliandghuladze - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "რადგან ჩემს მიერ გახსნილ თემას ეწოდება "საუბრები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე", მინდა შემოგთავაზოთ ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რომელთაგან ზოგი სადავოა ჩვენს შორის, ზოგი კი არა, თუმცა მაინტერესებს თქვენი მხარის აზრი ამ საკითხებზე. მინდა დავიწყო ნათლობის საიდუმლოთი. ნათლობის შესრულების გარეგნულ ფორმაზე აქ არ ვილაპარაკებ, რადგან, პირჯვრისწერის მსგავსად, ამაზეც საკმაოდ ბევრი დავწერე და ვიკამათე თქვენს სხვადასხვა ფორუმებში. ერთგან დამიხურეს კიდეც ეს თემა. აქ მინდა ყურადღება მივაქციო ნათლობასთან დაკავშირებულ ერთ საკითხს, მინდა გკითხოთ, რატომ (თუ როგორ) ატარებენ თქვენი ეკლესიის მღვდლები ნათლობას ასე მოკლე დროში (ნათლობა თქვენთან სრულდება თითქმის 15-20 წუთში)? ჩვენთან ერთი ადამიანის ნათლობას უნდება საათნახევარი, ხოლო რამოდენიმე ადამიანის ერთდროულად ნათლობას კიდევ უფრო მეტი დრო მიაქვს. იქნებ მიპასუხოთ: რატომ ამოკლებენ ნათლობას? და შეიძლება თუ არა მისი შემოკლება? იქნება კი ასეთი ადამიანი მონათლული?"

იმედია ამას სერიოზულად არ კითხულობ.

ლევანი ა - მგონი სავსებით სერიოუზულად კითხულობს... მე კიდე ერთ კითხვას დავამატებდი.. რამდენად მართებულია პატარა ბავშვების მონათვლა რამდენადაც მათ არ შეუძლიათ გათვითცნობიერება ნათლობისა და უფრო მეტიც ქრისტიანობისა (მაგ.კათოლიკები მხოლოდ მოზრდილ ასაკში ნათლავენ,ბავშვებს კი მხოლოდ ე.წ. помозоные–ს უკეთებენ და მერე როცა ასაკი ემატება უკვე ინათლება ადამიანი)...ნათლობისას საიდუმლო თუ აღესრულება[პატარა ბავშვის შემთხვევაში]ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ აქ სინერგიის მექანიზმი იკარგება. თუ საიდუმლო მაინც არესრულება მღვდელს და სულიწმიდა შორის,მაშინ ბავშვის თავისუფალი ნება სადღაა?.აქ ხომ არ კნინდება[წარმოჩინებითი სახით] ადამიანის უსაზღვრო თავისუფლება არჩეევანში.რამდენადაც ვიცი ძველათ ყოფილა შემთხვევები როცა ოჯახებით მონათლულან,მაგრამ თითქმის ყველა წმიდა მამა 3,4,5 საუკუნეებში მოზრდილ ასაკში ინათლებოდნენ...ახლა მაშტაბურად მიდის დიდი პატარა,მნიშვნელი არა აქვს...დაა...ისე თუ საიდუმლო ნათლობისა აღესრულება რა მნიშვნელობა აქვს რამდენი საათი გაგრძელდება...? (ესეც ცალკე თემაა).

ახლა ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება,როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საიდუმლოებაზე,როგორიცაა ნათლობა აქ ლოგიკური საუბარი ძალას კარგავს როგორც მაგ. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე წმიდა ზიარებასთან გვაქვს [პურის და ღვინის შემთხვევაში]ვიცით,რომ მატერიის ფიზიკურად არ იცვლება მაგრამ ჭეშმარიტად ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცევა...როგორ? ალოგიკურია ეს... როგორც თვით ყოვლადწმიდა სამების ერთობა... ერთარსი სამი პიროვნებისგან შედგება, მაგრამ არ არის ერთი პიროვნება არამედ სამი,.. (აქვე ისმის კითხვა)მაშ როგორღაა ერთი თუ სამია?... ალოგიკურია ეს ყველაფერი... ალბათ ნათლობაც ასევეა დროს რა მნიშვნელობა აქვს? თუ ნათლობა მაინც აღესრულება.

ძველმართლმადიდებელი - აქ რამდენიმე საკითხი საჭიროებს განმარტებას. თანაც ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხები. სამების ერთობაში ლოგიკის ძებნა, ანუ მიუწვდომელი ღმერთის ერთარსობაში ადამიანური სიბრძნით წვდომა ალოგიკური კი არა უგუნურიცაა, მაგრამ ის, თუ როგორ შეიძლება სამი ერთი იყოს, წმიდა მამათა განმარტებებშიც გვხვდება, ოღონდ ეს არის არა სამების ერთარსობის გონებით წვდომის მცდელობა, არამედ ლოგიკური შეპასუხება იმ უარყოფისა, რომლის თანახმადაც თითქოსდა არ შეიძლება სამი ერთი იყოს. მამებს მოჰყავთ მრავალი მაგალითი ამის დასამტკიცებლად. ერთ ერთი (ჩემის აზრის ყველაზე თვალსაჩინო და ეფექტური) არის მზის მაგალითი: როგორც მზეში ერთადაა ცეცხლი, სითბო და სინათლე, მაგრამ მათი მოქმედება განსხვავებულია და ეს სამივე ერთ ობიექტშია, ასევე სამების ერთარსობაც რაიმე აბსურდი როდია, როგორც ეს ეგონათ ანტიტრინიტარებს და დღემდე ჰგონიათ იეჰოვას მოწმეებს.

პურისა და ღვინის შეცვალება უფლის სისხლად და ხორცად სასწაულია, მიუწვდომელი სასწაული და მისი ლოგიკით ახსნა ნამდვილად შეუძლებელია.

რაც შეეხება ნათლობას, ვერ გავიზიარებთ იმ აზრს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ნათლისღების ხანგრძლივობას. როდესაც მე შეკითხვა დავსვი, ვგულისხმობდი იმას, რომ ნათლობის დროს, ოფიციალურ ეკლესიაში მთელ რიგ ლოცვებს არ კითხულობენ. მე ნამდვილად არ ვიცი რას ტოვებენ ისინი ნათლობიდან და რას არა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ლოცვა რომ წაიკითხონ, ამას საათნახევარი დასჭირდება. მიუმატეთ მღვდელმოქმედებანი (ზეთის წასმა, თვით ნათლობა, მირონის წასმა, ზიარება, თმის შეჭრა, ემბაზის ირგვლივ სამჯერ შემოტარება და კიდევ სხვა მრავალი...) და დაინახავთ, რომ ფაქტობრივად ნათლობის საიდუმლოში, ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურები ასრულებენ მხოლოდ წყალპკურებას (რომელიც ჩვენი აზრით ასევე გაუმართლებელია) და რამოდენიმე ლოცვას (ოღონდ არ ვიცი რა ლოცვებს კითხულობენ).

ყრმათა ნათლობას რაც შეეხება, ეს საკითხი ცალკე განხილვის ღირსია.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (irakliandghuladze): "იმედია ამას სერიოზულად არ კითხულობ".

და რატომ? ასეთი შეკითხვა არასერიოზულია? ან არასწორია? ვცდები რამეში?

nanana - ოულდ, ეს კითხვა უპრიანი იქნებოდა რომელიმე მოძღვრისთვის დაგესვა. იმიტომ, რომ არც ჩვენ ვიცით რა ლოცვებს კითხულობენ და რას ტოვებენ და რა შეიძლება და რა არა. ლევან, ბავშვების ნათლობას რაც შეეხება, ხომ ვიცით, რომ "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოან. 3, 5). შესაბამისად, ბავშვს ნათლავს ამ მრწამსის ადამიანი და ვინაიდან არ ვიცით, გაიზრდება თუ არა ის ბავშვი და რა ასაკს მიაღწევს, ამიტომ სასურველია მოინათლოს ადრეულ ასაკში და თუ მას შემდგომში სურვილი გაუჩნდება, მის ნებას ვერც ვერავინ დააკავებს, ისედაც.

ლევანი ა - ვინც არ იბადება წყლისგან და სულისგან?ცეცხლისგან ნათლობაზე დაგავიწყდა?...თუმცა საუბარი ამაზე არაა... მეტად საფრთხილო თემაა, ამიტომ...დავრჩები მინდობილი იმ გამოცდილებას რომელიც ეკლესიას დაუგროვდა არსებობის 2000 წლის მანძილზე და ვფიქრობ რომ, მართმადიდებელი ადამიანი უნდა ისე უნდა იქცეოდეს როგორც მიღებულია მსოფლიო საკლესიო კრებებზე მიღებული გადაწყველილებებით და ხელმძღვანელობდეს ეკლესიური დოგმატიკის კრიტერიუმებით..,და თუ ეს ასე,მაშინ აქედან გამომდინარე აქტუალურად მიმაჩნია ის შეკითხვები რომელნიციც ნათლობას შეეხება და ისიც რომელზეც გააკეთა აქცენტი ძველმართმადიდებელმა. საინტერესო იქნება რას იტყვიან დანარჩენი ფორუმელები.

nanana - ეს არის ჩვენ მიერ შეკრებილი მასალა. მე როგორც მახსოვს და შევსწრებივარ, ასე აღესრულება და ანუ, ეს საკმარისი არ არის?

ნათლისღების საიდუმლოს შესრულების წესი:

ეკლესიის ისტორიის უძველეს დროში ნათლისღების საიდუმლო საეკლესიო წლის განსაზღვრულ დღეებში აღესრულებოდა, კერძოდ - დიდ დღესასწაულებზე. უფრო ხშირად მას (ნათლისღების საიდუმლოს) აღასრულებდნენ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის - წმინდა აღდგომის დროს, ამასთან ეს ხდებოდა საზეიმოდ, მორწმუნეთა შეკრებისას ტაძრებში. როგორც წესი, ნათლობას წინ უსწრებდა მოსანათლთა მომზადების - კათაკმევლობის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მრავალი თვე (ზოგჯერ კი - წლებიც) გრძელდებოდა, როცა მოსანათლნი საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდნენ, ტაძარში მოდიოდნენ და ეპისკოპოსის ან მღვდლის საუბრებს ისმენდნენ, რომლებშიც მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლები და ქრისტიანული ცხოვრების არსი განეცხადებოდათ.118 (118 ეკლესიაში ძველი დროიდანვე არსებობდა ნათლობისათვის მომზადების განსაკუთრებული წესი, რომელსაც ეწოდება კატეხიზაცია. იგი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ზეპირ დარიგებას“, „დამოძღვრას“. ეს წესი ითვალისწინებდა ადამიანის სარწმუნოებრივ განათლებას, ეკლესიის სწავლა-მოძღვრების გათვითცნობიერებას, ზნეობრივი და სულიერი ცხოვრების საფუძვლებს, სახარების კითხვას, ლოცვების შესწავლას, მარხვების დაცვასა და საერთოდ, ეკლესიური ცხოვრების რიტმში ჩართვას.

ახალმოქცეულთა კატეხიზაციისათვის არსებობდა საგანგებო სახელმძღვანელო. ასეთ წიგნად I საუკუნიდანვე ცნობილია "დიდაქე" - "მოძღვრება თორმეტი მოციქულისა", ანუ კატეხიზმო (დიდაქეს შესახებ დაწვრილებით იხ. ე. ჭელიძე, "დიდაქე", "ეკლესია - სძალი უფლისა", თხ. 1990 წ.) დღესდღეობით კატეხიზმო წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრების სახელმძღვანელოს, მოცემულს კითხვა-პასუხის სახით).
კათაკმეველნი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ნათლობისათვის ემზადებოდნენ, განსაკუთრებულ კლასს შეადგენდნენ ძველი დროის ეკლესიაში - მათთვის ნებადართული იყო ღვთისმსახურებაზე დასწრება, მაგრამ ლიტურგიის დროს, სახარების წაკითხვისა და ქადაგების წარმოთქმის შემდეგ ისინი უნდა გასულიყვნენ ტაძრიდან (იმ დროიდანაა შემორჩენილი ღვთისმსახურებაში ლიტურგიკული ღაღადი: „კათაკმეველნო, განვედით! რომელნი კათაკმეველნი ხართ, განვედით!“), რადგან ევქარისტიის საიდუმლოში მონაწილეობა მხოლოდ მართალ მორწმუნეებს შეეძლოთ, რომლებიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. კათაკმეველთა დასამოძღვრავი საუბრები ვნების შვიდეულში მთავრდებოდა. დიდ პარასკევს, როგორც წესი, აღესრულებოდა „სატანისაგან განდგომა-განშორება“ და სარწმუნოების აღიარება („ხელშეკრულება ქრისტესთან“ - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს), ხოლო დიდ შაბათს, მწუხრის ლიტურგიის შემდეგ, თვით ნათლისღების საიდუმლოც აღესრულებოდა. დღემდე, მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურებაში დარჩენილია კვალი თავდაპირველი დამოკიდებულებისა ნათლისღების საიდუმლოს წეს-განგებაზე: ესაა შუაღამისეული ლიტანიობა ტაძრის გარშემო, რომელიც ოდესღაც თეთრი სამოსით მოსილი და ხელში ანთებული სანთლებით მავალი ახლადმონათლულების მსვლელობა იყო ეკლესიისკენ, სადაც მათ სადღესასწაულო ღაღადით - „ქრისტე აღდგა!“ - ეგებებოდა სამღვდელოება და მორწმუნე ერი.

დღესდღეობით ნათლისღების საიდუმლო ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს [ხსნილშიც და მარხვაშიც, დღისითაც და ღამითაც]. ბუნებრივია, რომ ნათლისღების საიდუმლო ვერ აღსრულდება მოსანათლის დაუსწრებლად, ანდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას პირველი სამღვდელო მოქმედება არის მღვდლის მიერ მოსანათლზე ხელის დასხმა - დადება ნიშნად დაცვისა და კურთხევისა. ამ შემთხვევაში მოსანათლის თავზე დასხმული მღვდელმსახურის ხელი არის თვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელი, რომელიც ამიერიდან თავისი დაცვისა და მფარველობის ქვეშ იყვანს მასთან მოსულ ადამიანს. შემდეგ იკითხება ეგრეთწოდებული „შეფუცვის ლოცვები“, რომლებშიც ეკლესია მღვდლის სახით ღმერთის სახელით აღუკრძალავს ეშმაკსა და მის არაწმინდა სულებს მზაკვრობებისა და მანქანების მოწევნას მოსანათლზე და გარე-განაგდებს მათ.

შეფუცვის - შერისხვის ლოცვათა წაკითხვის შემდეგ, როცა ყრმა ხელში უკავიათ საკურთხევლისაკენ პირისახით მდგომთ (ხოლო თუკი მოსანათლნი მოზარდები არიან, მიმრქმელები მათ უკან დგანან), ისინი საპირისპირო მხარეს მიბრუნდებიან - დასავლეთისაკენ, რითაც სიმბოლურად გამოხატავენ ღმერთის მოწინააღმდეგე ძალებისაკენ პირისახით მიქცევას, და მღვდელმსახური ეკითხება მოსანათლსა და მიმრქმელებს: „განეშორები სატანასა და ყოველთა საქმეთა მისთა და ყოველთა ანგელოზთა (ეშმაკთა) მისთა და ყოველსა მსახურებასა მისსა და ყოველსა ამპარტავნებასა მისსა?“

რაზეც მოსანათლიცა და მიმრქმელებიც (ანდა, თუ ყრმა ჩვილია - მხოლოდ მიმრქმელები) პასუხობენ: „განვეშორები“. ასე მეორდება სამგზის.


შემდეგ მღვდელი კვლავ ეკითხება: „განეშორე სატანასა?“ - რაზეც მოსანათლი და მიმრქმელები პასუხობენ: „განვეშორე“, რაც ასევე სამგზის მეორდება.

„და შეჰბერე და ჰნერწყვე მას!“ - ამბობს ამის შემდეგ მღვდელი, და მიმრქმელები და მოსანათლი შეჰბერვენ და ჰნერწყვავენ თავიანთ წინ, თითქოსდა თავად ჩვენი ცხონების მტერს აფურთხებენ და განაგდებენო.

ამის შემდეგ მიმრქმელები და მოსანათლი კვლავ იბრუნებენ პირს აღმოსავლეთისაკენ - საკურთხევლისაკენ, რაც სიმბოლურად გამოხატავს მოქცევას ღმერთისაკენ: „შეუდგებია ქრისტესა?“ - ეკითხება მღვდელი, რაზეც მოსანათლი და მიმრქმელები (ან მხოლოდ მიმრქმელები) პასუხობენ: „შევუდგები“, რაც ასევე სამგზის მეორდება.

შემდეგ მღვდელი ეკითხება მოსანათლსა და მიმრქმელებს: „და გრწამსა იგი?“, რაზეც პასუხობენ: „მრწამს იგი, ვითარცა მეუფე და ღმერთი“.

ამის შემდეგ თავად მოსანათლი, ანდა მის მაგივრად - მიმრქმელები წარმოთქვამენ სარწმუნოების სიმბოლოს - მრწამსს - ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებას, რაც იმას მოწმობს, რომ მოსანათლი შეგნებულად ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ძალზე სასურველია, რომ ნათლიებმა სარწმუნოების სიმბოლო ზეპირად იცოდნენ (და საერთოდაც, ეს - ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა) და შეეძლოთ მისი წარმოთქმა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას. სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმის შემდეგ მღვდელი სამგზის ეკითხება მოსანათლსა და მიმრქმელებს: „შედგომილხარ ქრისტესა?“, რაზეც ისინიც სამგზის პასუხობენ - „შევდგომილვარ!“

ამის შემდეგ მღვდლის სიტყვისამებრ - „და თაყვანის-ეცი მას!“ - მოსანათლი ან მიმრქმელი პირჯვარს გადაისახავს, ქედს იხრის საკურთხევლის მხარეს - თაყვანს სცემს უფალს და, ამასთან, ამბობს: „თაყვანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსანათლსა და მიმრქმელებს ხელში ანთებული სანთლები უკავიათ. მღვდლის ღაღადის შემდეგ: „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, და მის მიერ საგანგებო კვერექსის წარმოთქმის შემდეგ, რომელიც, გარდა ტრადიციული ვედრებებისა, შეიცავს საგანგებო თხოვასაც იმ წყალთან დაკავშირებით, რომელშიც ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება, და თავად მოსანათლთან დაკავშირებითაც, ხდება წყლისა და ემბაზის კურთხევა.

ჩვილ ყრმათა ნათლობა, პრაქტიკაში, მათი სამგზისი შთაფლვით აღესრულება ემბაზში119 (119 ემბაზი სიმბოლურად მოასწავებს გამოქვაბულს, რომელშიც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული, წყალი მიწას, წყალში სამგზის ჩაძირვა-შთაფლვა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას იესო ქრისტესთან ერთად. სამჯერ ჩაძირვა ხდება წმინდა სამების პატივსაცემად და ქრისტეს სამი დღის განმავლობაში საფლავად დების ღირსახსოვრად („ბათუმის მართლმადიდებლური კატეხიზმო“, 2002 წ.).) - საგანგებო, მაღლა აწეულკიდეებიან დიდ, მრგვალ ჭურჭელში, რომელიც ნაკურთხი წყლით არის სავსე. ზრდასრულთა მონათვლა სასურველია სანათლავში - სპეციალურად მოწყობილ მომცრო აუზში მოხდეს, რომელშიც მთლიანად შეიძლება წყალში შთაეფლას ზრდასრული ადამიანი. ხოლო თუკი ტაძართან არ არის ამგვარი სანათლავი, მაშინ ნათლისღების საიდუმლო აღესრულება წყალის შთასხმით - ემბაზის გამოყენებით (თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, მოზრდილთა ნათლობაც სასურველია მოხდეს სანათლავ აუზში, მათი სრული შთაფლვით წყალში).

ნათლობისათვის წყლის კურთხევის შემდეგ ამ წყალს ნაკურთხ ზეთს სცხებენ, მერმე კი - თავად მოსანათლის ცხებაც ხდება. ნაკურთხი ზეთი არის განკურნვისა და სიჯანსაღის, სიმრთელის, ღმერთთან შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლო. და ბოლოს, დგება ნათლისღების საიდუმლოს ყველაზე მთავარი მომენტი: მოსანათლს სამგზის შთაფლავენ - ჩაძირავენ მთლიანად წყალში. ამის აღსრულებისას, მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: „ნათელს იღებს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა, ამინ. და ძისათა, ამინ. და სულისა წმიდისათა, ამინ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ამ დროსვე ნათლია-მიმრქმელი (სასურველია იმავე სქესისა, რაც მოსანათლია) ხელში იღებს ტილოს (ზეწარს) და ემზადება თავისი ნათლულის ასაყვანად - მისარქმელად (აქედანაა სიტყვა „მიმრქმელი“) ემბაზიდან. შემდეგ მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ - ქრისტეს ეკლესიისადმი კუთვნილების ნიშანს [ნათლობის ჯვარი უმჯობესია შევინახოთ და სხვა ნაკურთხი ჯვარი ვატაროთ]. ნათლისღებას მოსდევს მირონცხების საიდუმლო.

ერისკაცის მიერ შესრულებული ნათლისღების საიდუმლოს წესი მომაკვდავისათვის


უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა, მაგალითად, მოსანათლ ადამიანს რეალურად ემუქრება სიკვდილი და იმ დროს არანაირი შესაძლებლობა არ არის მღვდლის მოყვანისა, და ამასთან, მომაკვდავიც თანახმაა, რომ მოინათლოს), ნათლისღების საიდუმლო შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა, ანუ მონათლულმა ქრისტიანმა, ეკლესიის წევრმა აღასრულოს, რომელსაც არა აქვს სამღვდელო წოდება (მათ შორის ქალმაც). ასეთ შემთხვევებში ნათლობა სრულდება მოსანათლის სამგზისი შთაფლვით წყალში, ანდა სამგზისი შთასხმით მის თავზე წყალისა (თუკი ნაკურთხი წყალი არ მოიძევება, შეიძლება ჩვეულებრივიც იყოს) ნათლობის სიტყვების წარმოთქმით: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა (პირველი შთაფლვა წყალში), ამინ. და ძისათა (მეორე შთაფლვა წყალში), ამინ. და სულისა წმიდისათა (მესამე შთაფლვა წყალში), ამინ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. თუკი, ამგვარად მონათლული ადამიანი მოკვდება, იგი ეკლესიის სრულუფლებიან წევრად ითვლება და შესაძლებელია მისთვის მართლმადიდებლურად წესის აგება და შემდგომში ეკლესიის ლოცვებში მოხსენიება. იმ შემთხვევაში, თუკი ასე მონათლული ადამიანი არ მოკვდება და გაჩნდება მღვდლის მოწვევის, ანდა თავად მისი ეკლესიაში მისვლისა თუ მიყვანის შესაძლებლობა, მაშინ აუცილებელია ამის დაუყოვნებლივ, გადაუდებლად გაკეთება: მღვდელი, შეამოწმებს რა მონათლულზე წარმოთქმული ნათლობის სიტყვების სისწორეს (მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა ასეთი ნათლობა შესრულებულად, ქმედითად), შეავსებს დაკლებულს და ბოლომდე აღასრულებს ნათლისღების საიდუმლოს, ანუ მირონცხების საიდუმლოსაც შეასრულებს ერისკაცის მიერ მონათლულზე. ხოლო ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ერისკაცის მიერ ისეთ ვითარებაში, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის, უმძიმესი ცოდვაა.


ნათლისღების საიდუმლო ადამიანზე მხოლოდ ერთგზის აღესრულება, როგორადაც ერთგზისვე იშვება ადამიანი, თუმცა თუკი, ზრდასრულმა ადამიანმა დანამდვილებით არ იცის, მონათლულია თუ არა და თუკი, ამასთანავე, არც არსებობს ვინმე, ვისაც შეიძლება ჰკითხონ ამის შესახებ, მაშინ იგი ეკლესიაში უნდა მივიდეს, ყოველივე უთხრას მღვდელს, და იგიც მონათლავს მას სიტყვებით: „უკუეთუ არა ნათელ-უღებიეს, ინათლება მონა (მხევალი) ღმრთისა...“ და ა.შ.

მირონცხების საიდუმლო

მირონცხების საიდუმლო, ჩვეულებრივ, აღესრულება უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ, შეადგენს რა მასთან ერთად ერთ საღვთისმსახურო წესს.

მირონცხების საიდუმლოს შესრულების წესი:

მოსანათლის ემბაზში სამგზისი შთაფლვის შემდეგ მღვდელი კითხულობს ლოცვას, რომელშიც მადლობას მიუძღვნის უფალს ეკლესიის ახალი წევრის განწმენდისათვის, კურთხევისათვის და (მეორედ) შობისათვის წყლითა და სულიწმიდით, და შესთხოვს მას სულიწმიდის ნიჭის ბეჭდის მომადლებას მირონცხების საიდუმლოში. იგი ჯვარისებურად სცხებს მონათლულს მირონს შუბლზე - განანათლებს რა მის გონებას; თვალებზე, ნესტოებზე, ბაგეებზე, ყურებზე - განუნათლებს რა ამით გრძნობებს; მკერდზე - განუნათლებს რა გულს, და ბოლოს ხელებსა და ფეხებზე - განანათლებს რა ადამიანის ყველა საქმესა და საქციელს. ამ დროს მღვდელი წარმოთქვამს: „ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა. ამინ“. სიტყვას - „ამინ“ მღვდელთან ერთად წარმოთქვამენ მონათლულიცა და ნათლია-მიმრქმელებიც.


მირონცხების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ყველანი - მღვდელი - ჯვარით ხელში და მიმრქმელები - ახლადმონათლულთან ერთად სამგზის უვლიან გარს ემბაზს, მიდიან რა მზის მოძრაობის საპირისპიროდ - თითქოსდა მის შესახვედრად. წრე - მარადიულობის, დაუსრულებლობის სიმბოლოა, ამიტომ წრისებრი მოძრაობა ემბაზის გარშემო გამოხატავს ახლადმონათლულის შესვლას მარადიულ კავშირში, ერთობაში ქრისტესთან. ამ დროს ზრდასრულ მონათლულს თავადვე უკავია ხელში ანთებული სანთელი, ჩვილი ყრმის მაგივრად კი იგი მიმრქმელებს უკავიათ.

შემდეგ იკითხება შესაბამისი სამოციქულო და სახარება, მიძღვნილი აღსრულებული მოვლენისადმი. ძველ დროში ეკლესიაში მიღებული იყო ჩვეულება, რომ ახლადმონათლულს შვიდი დღის განმავლობაში მონათვლიდან ნათლობის თეთრი სამოსლით მოსილს უნდა ევლო, რომელზედაც მირონი იყო ცხებული. მხოლოდ მერვე დღეს ჩამოჰბანდნენ მისგან მირონს, აღასრულებდნენ თმების შეკვეცას და ამის შემდეგღა იწყებოდა ჩვეულებრივი ცხოვრება. ამჟამად წმინდა მირონის ჩამობანა და თმების შეკვეცა მაშინვე ხდება - ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოთა აღსრულების შემდეგ, თუმცა დღემდეა შემორჩენილი მათი საღვთისმსახურო სახელწოდება - „მერვე დღის წესები“.

სამოციქულოსა და სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი იღებს საგანგებო ღრუბელს, ასველებს მას ემბაზის ნაკურთხ წყალში და განუწმედს ახლადმონათლულს სხეულის იმ ნაწილებს, რომელზეც მცირე ხნის წინ წმინდა მირონი სცხო. ეს იმისთვის კეთდება, რომ წმინდა ნივთიერება - მირონი, არის რა ახლადმონათლულის სხეულზე, არ შეეხოს ჩვეულებრივ, განუწმედელ საგნებს. მირონის ჩამობანით ეკლესია ცდილობს აგვაცილოს სიწმინდის უნებლიე შეურაცხყოფა. ამდენად სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი, რომელიც ხილული სახით იყო მონიშნული წმინდა მირონის ცხებით, ახლა უკვე ქრისტიანის გულში რჩება.

განბანვის დროს მღვდელი ეუბნება მონათლულს: „ნათელღებულხარ, განათლებულხარ, განმართლებულხარ, მირონცხებულხარ, განწმენდილხარ, განბანილხარ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".

თმების შეკვეცისათვის წინდაწინ ამზადებენ ცვილის მომცრო ნაჭერს (ჩვეულებრივ მას სანთელს ჩამოაჭრიან ხოლმე და ხელით არბილებენ პატარა გუნდად). მღვდელი ჯვარისებურად შეკვეცს თმებს ახლად მონათლულს თავის ოთხივე მხარეს: კეფაზე, შუბლთან, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლებთან, და ამ დროს წარმოთქვამს სიტყვებს: „შეიკვეცება მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“. შეკვეცილ თმებს ცვილის გუნდაზე დებს და ნაკურთხი წყლით სავსე ემბაზში შთადებს. თმათა შეკვეცა სიმბოლურად ნიშნავს ღმერთისადმი ახლადმონათლულის მორჩილებასა და, იმავდროულად, გამოხატავს იმ მცირედ მსხვერპლს, რომელიც მონათლულს უფლისათვის მოაქვს ნიშნად მადლიერებისა ახალი, სულიერი ცხოვრების მონიჭებისათვის.

ნათლიებისათვის და ახლადმონათლულისათვის ლოცვით თხოვათა წარმოთქმისა და ჩამოლოცვის შემდეგ (რომლის დროსაც აუცილებლად მოიხსენიება ის წმინდანი, რომელიც ამიერიდან მონათლულის ზეციური მფარველია) საღვთო საიდუმლონი ნათლისღებისა და მირონცხებისა დასრულებულია.

tamuna m - ჩვილის და ყრმის მონათვლისას ერთგვარ პასუხისმგებლობას იღებს ნათლია. როგორც მშობლების რწმენას შვილები გადაურჩენია და მსგავსი. თუმცა მინახავს ბევრი მონათლული (თავისი ნებითაც), რომელსაც უარყვია ქრისტე. ანუ ნანამ თქვა ჩემი სათქმელი.

irakliandghuladze - ქრისტიანობის პირველ წლებში ნათლობა გაცილებით მოკლე იქნებოდა დროში და მარტივიც. მაშინ ის ლოცვანი სად იქნებოდა რაც ჩვენ გვაქვს. ეს დაგროვდა შემდგომ წმიდა მამების მიერ და შეიკრიბა. მსოფლიო საეკლესი კრებები აკონტროლებდა ამ ყველაფერს. ისიც ხომ ვიცით, რომ მომაკვდავთან თუ მღვდელი არაა და მომაკვდავი ნათლობას ითხოვს, უმარტივესად შეუძლია მონათლოს ეს ადამიანი ნებისმიერმა მართლმადიდებელმა, რომელსაც ესმის ნათლობის არსი და ერთგულებს ქრისტეს.

ის უფალთან მონათლული წარსდგება.

და ბავშვის ნათლობას რაც შეეხება მგონი ნანამ სწორად გასცა პასუხი. მშობლები იქცევიან თავიანთი რწმენის მიხედვით რადგანაც ბავში შეიძლება ბავშვობაშივე გარდაიცვალოს. თუ კი გაიზრდება გააკეთებს არჩევანს. მე ვინ მიშლის ხელს ახლა (თუ კი დავინახავ მართლმადიდებლობაში არაა ჭესმარიტება) რელიგიის გამოცვლაში:) მღვდელი გამომეკიდება და დარჩი გინდათუარაო მეტყვის თუ მშობლების დაჟინებულ თხოვნას დავმორჩილდები:)?. კარი ყოველთვის ღიაა მომსვლელებისთვისაც და წამსვლელებისთვისაც. თუ კი რაღაცის ან ვიღაცის გამო ხარ რელიგიაში მაინც არსად არ ივარგებ და რა აზრი აქვს სად და რომელ რელიგიაში იქნები. პრობლემა ადამიანშია.

ლევანი ა - რაც ნანამ ჩამოაყალიბა,იმას ყველა დაეთანხმება, მგონი ოლდმა იკითხა რამდენად სრულდება ესენიო? თუ ეს ყველაფერი აღესრულება პრობლემა რაღაშია?

irakliandghuladze - ეგეთი კითხვა მეც გამაჩნდა ადრე მაგრამ მერე მივხვდი რომ სისულელე იყო. კერძოდ ეჭვი შემქონდა მღვდლის პატიოსნებაში. ნებისმიერი ლოცვის დროს მას რომ არ აინტერესებდეს და არ ლოცულობდესთქო (მაგალითად წირვისას). მაგრამ მერე მივხვდი რომ თურმე ორი თვალი მაქვს, ახლოსვეა ორი ყურიც, მერე ცხვირიც მქონია, პირიც (ამ დროს რაში მჭირდება მაგრამ მაინც) მერე თურმე შეგრძნების უნარიც მაქვს და სულ ბოლოს მივხვდი რომ მაქვს გულიც და ყველაზე ბოლოს გონებაც აღმოვაჩინე. მერე მღვდელი აღმოვაჩინე, მერე მისი პატიოსნება და შემდეგ მე აღმოვჩნდი მაზიარებელი. მადლობა უფალს.

ლევანი ა - გენაცვალე გულში ასეთი პოზიტიური ჭეშმარიტებისთვის,მოკლედ და კონკრეტულად ...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (nanana): "ოულდ..,ეს კითხვა უპრიანი იქნებოდა რომელიმე მოძღვრისთვის დაგესვა. იმიტომ, რომ არც ჩვენ ვიცით რა ლოცვებს კითხულობენ და რას ტოვებენ და რა შეიძლება და რა არა. ლევან, ბავშვების ნათლობას რაც შეეხება, ხომ ვიცით, რომ „ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოან. 3, 5), შესაბამისად, ბავშვს ნათლავს ამ მრწამსის ადამიანი და ვინაიდან არ ვიცით, გაიზრდება თუ არა ის ბავშვი და რა ასაკს მიაღწევს, ამიტომ სასურველია მოინათლოს ადრეულ ასაკში და თუ მას შემდგომში სურვილი გაუჩნდება, მის ნებას ვერც ვერავინ დააკავებს, ისედაც".

მოძღვარს კი დავუსვი ერთი შეკითხვა, მაგრამ პასუხი არ მაღირსა. ამ შეკითხვაზე ვითომ რატომ მიპასუხებს?

nanana - მამა გრიგოლი კომპიუტერთან არ იმყოფებოდა-აქეთ იყო (ფოთში მოღვაწეობს). შემოვა და აუცილებლად გიპასუხებთ.

irakliandghuladze - ოლდ უკაცრავად მაგრამ შენ რა უფრო გაინტერესებს ვერ გავიგე. შენს შეკითხვებზე პასუხები თუ ის, მოძღვარი ამ შეკითხვებზე გიპასუხებს თუ ვერა ან არა?

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (irakliandghuladze): "რაც ნანამ ჩამოაყალიბა,იმას ყველა დაეთანხმება ,..მგონი ოლდმა იკითხა რამდენად სრულდება ესენიო?

თუ ეს ყველაფერი აღესრულება პრობლემა რაღაშია?

ეგეთი კითხვა მეც გამაჩნდა ადრე მაგრამ მერე მივხვდი რომ სისულელე იყო:) კერძოდ ეჭვი შემქონდა მღვდლის პატიოსნებაში. ნებისმიერი ლოცვის დროს მას რომ არ აინტერესებდეს და არ ლოცულობდესთქო (მაგალითად წირვისას). მაგრამ მერე მივხვდი რომ თურმე ორი თვალი მაქვს, ახლოსვეა ორი ყურიც, მერე ცხვირიც მქონია, პირიც (ამ დროს რაში მჭირდება მაგრამ მაინც) მერე თურმე შეგრძნების უნარიც მაქვს და სულ ბოლოს მივხვდი რომ მაქვს გულიც და ყველაზე ბოლოს გონებაც აღმოვაჩინე. მერე მღვდელი აღმოვაჩინე, მერე მისი პატიოსნება და შემდეგ მე აღმოვჩნდი მაზიარებელი. მადლობა უფალს".

ძველმართლმადიდებელი - ვფიქრობ თქვენი პასუხი ბ-ნო ირაკლი გვერდს უვლის ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. ვერ ვიტყვით რომ ნათლობის საიდუმლოში რომელიმე ლოცვა უმნიშვნელო იყოს. ყველაფერს მნიშვნელობა გააჩნია. თანაც ძალზედ ბევრია კონკრეტული მღვდელმოქმედებანი ნათლობისას: ზეთის ცხება, შთაფვლა, მირონცხება, ზიარება, თმის შეჭრა, მირონის მობანვა და კიდევ სხვა... მარტო ამ მოქმედებებს სჭირდება ერთი 30-40 წუთი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თუ მღვდელი 15-20 წუთში ამთავრებს ნათლობის საიდუმლოს, ის მას არასრულად ატარებს. აქედან, რამდენად სრულყოფილია ასეთი საიდუმლო? სხვათა შორის, ასე ამოკლებენ არა მარტო ნათლობას, მაგალითად, ჯვრისწერაც 15-20 წუთში მთავრდება, არადა ამ საიდუმლოსაც საათნახევარი სჭირდება. მოკლდება სხვა საიდუმლოებებიც. ძალიან საინტერესოა შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო. მე ვერ გავერკვიე თქვენს ეკლესიაში რას ეძახიან შვიდგზის ზეთისცხებას. მას პირდაპირ ლიტურგიიდან ასრულებენ თუ არ ვცდები. თან უტარებენ მრავალ ადამიანს. განცხადებები მინახავს გამოკრული. ამა და ამ ეკლესიაში, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს შვიდგზის ზეთისცხება ტარდება და მოდითო... ამ საიდუმლოს რამდენ ხანს ანდომებენ (ორიენტაციისთვის ლაპარაკია როცა საიდუმლო უტარდება ერთ ადამიანს) თქვენთან ნამდვილად არ ვიცი (ვიცი, რომ საკმაოდ მოკლე ხანში მთავრდება), მაგრამ ჩვენთან ერთ კაცს რომ ჩაუტარონ, ორსაათნახევარი სჭირდება. თან იკითხება შვიდი სამოციქულო და შვიდი სახარება (დედაკაცებისთვის ცალკე იკითხება და მამაკაცებისთვის ცალკე)... ამიტომაც, თუ რამდენიმე ავადმყფოს უკითხავენ ამ ლოცვას ის შეიძლება საკმაოდ გახანგრძლივდეს. მაგ. 4-5 საათამდე. თქვენთან როგორ არის? რატომ ამოკლებენ საეკლესიო საიდუმლოებებს?

(ციტატა) (irakliandghuladze): "ოლდ უკაცრავად მაგრამ შენ რა უფრო გაინტერესებს ვერ გავიგე. შენს შეკითხვებზე პასუხები თუ ის, მოძღვარი ამ შეკითხვებზე გიპასუხებს თუ ვერა ან არა?"

ძველმართლმადიდებელი - მე მითხრეს ეგ შეკითხვა მოძღვარს დაუსვიო და მეც, მგონი სწორად ვუპასუხე, რომ ჯერ ადრე დასმულ შეკითხვაზე არ მიმიღია პასუხი და ამ შეკითხვაზე რატომ გამცემენ პასუხს-თქო.რაც შეეხება მამაოსთან საუბარს, მე მაინტერესებს რატომ თქვა მამაომ (სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებო), ძველმართლმადიდებლობას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთანო. მე დაინტერესებული ვარ იმაში, რომ ადამიანებს სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ ძველმართლმადიდებლობაზე, მათ შორის, თქვენი ეკლესიის მღვდლებსაც. მე ვფიქრობ, რომ მამაო გრიგოლი (არ ვეხები საერთო და კონკრეტულ, პროფესიულ სფეროებში მის განათლებას) ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით კარგად ვერ არის გარკვეული... მინდოდა გამერკვია ვის გულისხმობდა თავის სიტყვებში. რაც შეეხება იმას, ვერ მიპასუხებს თუ არ მიპასუხებს, არ ვიცი... ერთიც შესაძლოა და მეორეც... უფრო მგონია, რომ მეორე გამომდინარეობს პირველიდან...

თუმცა, არც ის მინდა, რომ მამაო ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში და ვაიძულო რაღაც მიპასუხოს. ერთი კი მინდა ვთხოვო, რომ მომავალში მაინც, სანამ ძველმართლმადიდებლობაზე დაწერდეს, კარგი იქნება ეს საკითხი შეისწავლოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებმისმიერ საკითხზე შეუსწავლელად მსჯელობა არის არაკომპეტენტურობის ნიშანი... იმედია, საწყენად არ მიმიღებთ.

(ციტატა) (irakliandghuladze): "ყველაფერი რომ გულის მხოლოდ ერთი მოძრაობით შეიძლება დამთავრდეს ამაზე მეტყველებს სახარების ძალიან ბევრი ეპიზოდი. და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება სახარება წაიკითხო. წაიკითხო ოღონდ გულით და არა თვალებით, გრძნობით და არა გონებით. იქ აბსოლუტურად ყველაფრის პასუხია. გაუგებარი ადგილები განიმარტება კომპეტენტური პირის მიერ. ამას მოთმინება და გულწრფელი სურვილი სჭირდება".

ძველმართლმადიდებელი - nanana შენ კატეხიზმურ დონეზე ჩამოაყალიბე ნათლობის საიდუმლოს შესრულების წესი (წყალპკურებაში არ გეთანხმები), მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხი, კერძოდ: რატომ ამთავრებენ თქვენი ეკლესიის მღვდლები ნათლობას 15-20 წუთში? 15 წუთი მარტო შეფუცვების ლოცვების წაკითხვას უნდება. როგორც, ვთქვი, ერთი კაცის ნათლობა გრძელდება საათნახევარი (დაახლოებით), ხოლო რამოდენიმე ადამიანის ერთდროულ ნათლობას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. აი, რაზეა ლაპარაკი.

მინდა მივმართო მოდერატორს:

არ შეიძლება, რომ ეს საიტი რომელიმე სხვა პროგრამაში გადაიტანოთ? დავიტანჯე... არც სმაილიკები მუშაობს, არც პოსტებს აგზავნის, რა უბედურებაა... სხვა ფორუმები იდეალურად მუშაობენ... გირჩევთ გადაიტანოთ სხვა რომელიმე მსგავს პროგრამაში, უფრო სტაბილურში...

tamuna m - უფრო ხმამაღლა იყვირეთ და იქნებ გაგიგონოთ. აქ მოდერი არ არსებობს. თვითმართველობაა... ხოდა ჩვენ უძლური ვართ. მოგიწევთ მოწამეობრივი გზით დაამტკიცოთ თქვენი "ჭეშმარიტება".

irakliandghuladze - იცი? ჩვენ გვაქვს ლოცვანი. დაწერილი და ათასჯერ გადასინჯული. ყველანი ვეთანხმებით, ყველას მოგვწონს. მე ისეთ სიტყვებს ჩემი ლოცვით მართლა ვერ ვიტყვი. ვერ შევეხები იმდენ თემას და ისე მრავალფეროვნად ვერ ვილოცებ როგორც იქ წერია.

მაგრამ საქმე იცი რაშია? თუ კი იმ დალაგებულ ლოცვებს არეული გონებით და სხვაგანმყოფი გულით წაიკითხავ მაშინ ნამდვილად ჯობია ერთხელ თქვა უფალო შემიწყალე და ამ ორ სიტყვაში ჩადო მთელი შენი არსება, გული, გონება, სხეული და რა ვიცი, ყველაფერი. ეს გარეგნული მხარეები ჩემთვის მეორეხარისხოვანია და მგონი საერთოდაც ეგრეა. მაგრამ თუ კი ნათლობა ადრე უფრო დიდხანს გრძელდებოდა (მგონი სხვა რიტუალებიც) და ახლა სემოკლებულია ამას ექნება თავისი ობიექტური მიზეზები მაგრამ მე არ მაინტერესებს რადგანაც ჩემთვის არ ცვლის ეს რამე ძირეულს. მადლის მეტნაკლებობა სიყვარულის და უბრალოების მეტნაკლებობაზეა დამოკიდებული და არა გარეგნული ქმედებების. სახარებაში ეს ნათლად ჩანს, და არა მარტო ეს.

ძველმართლმადიდებელი - ლოცვები რა შუაშია ვერ გავიგე. ლოცვის წაკითხვის პრინციპებიც უცხო როდია ჩემთვის, მაგრამ მართლმადიდებლობაში გარეგნულ ფორმას თავისი გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. სხვათა შორის იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ სულიერი ცხოვრების გარეგნულ მხარეს. შენი მსჯელობა მათ პრინციპზე ასხამს წყალს და თამამად შემიძლია გითხრა, რომ არის არამართლმადიდებლური; თანაც, ეწინააღმდეგება თქვენი ეკლესიის სწავლებას. მაგალითად იმას, რომ საეკლესიო საიდუმლო (მაგ. ნათლობა) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). ეს წიგნი მრავალჯერ არის გამოცემული თქვენი ეკლესიის მიერ. ის არის სახელმძღვანელო "მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად". და შენ, ჩემო მეგობარო, მისით უნდა ხელმძღვანელობდე, თუ ოფიციალური ეკლესიის წევრი ხარ (თუ არ ხარ, რაღა გითხრა...).

გარდა ამისა, საეკლესიო საიდუმლოთა და სხვა საეკლესიო რიტუალთა გარეგნულ ფორმებზე მრავალი წმიდა მამაც მსჯელობს და აღნიშნავს, რომ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობისთვის.წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში" (დიდი რჯულისკანონი. კანონები 87 და 91).

შენ წერ: "მადლის მეტნაკლებობა სიყვარულის და უბრალოების მეტნაკლებობაზეა დამოკიდებული და არა გარეგნული ქმედებების. სახარებაში ეს ნათლად ჩანს, და არა მარტო ეს".

საქმეც იმაშია, რომ გარეგნული ქმედებების (საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და საიდუმლოთა გარეგნული ფორმების) დარღვევაც სიყვარულის ნაკლებობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო გიყვარს, მით უფრო ემორჩილები ეკლესიის გადმოცემებს და განუხრელად მისდევ იმას, რაც ძველ მამათაგან გადმოგვეცა. შენი მსჯელობა ამ პრინციპის საწინააღმდეგოა...
ლევანი ა - ოლბელივერ...რამდენადაც მივხვდი საპატრიარქოს არ ემორჩილებით?

ძველმართლმადიდებელი - დიახ. მე არც დამიმალავს, რომ ვარ ძველმართლმადიდებელი (ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრი).

ეგზორცისტი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "რადგან ჩემს მიერ გახსნილ თემას ეწოდება "საუბრები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე", მინდა შემოგთავაზოთ ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რომელთაგან ზოგი სადავოა ჩვენს შორის, ზოგი კი არა, თუმცა მაინტერესებს თქვენი მხარის აზრი ამ საკითხებზე. მინდა დავიწყო ნათლობის საიდუმლოთი. ნათლობის შესრულების გარეგნულ ფორმაზე აქ არ ვილაპარაკებ, რადგან, პირჯვრისწერის მსგავსად, ამაზეც საკმაოდ ბევრი დავწერე და ვიკამათე თქვენს სხვადასხვა ფორუმებში. ერთგან დამიხურეს კიდეც ეს თემა. აქ მინდა ყურადღება მივაქციო ნათლობასთან დაკავშირებულ ერთ საკითხს, მინდა გკითხოთ, რატომ (თუ როგორ) ატარებენ თქვენი ეკლესიის მღვდლები ნათლობას ასე მოკლე დროში (ნათლობა თქვენთან სრულდება თითქმის 15-20 წუთში)? ჩვენთან ერთი ადამიანის ნათლობას უნდება საათნახევარი, ხოლო რამოდენიმე ადამიანის ერთდროულად ნათლობას კიდევ უფრო მეტი დრო მიაქვს. იქნებ მიპასუხოთ: რატომ ამოკლებენ ნათლობას? და შეიძლება თუ არა მისი შემოკლება? იქნება კი ასეთი ადამიანი მონათლული?"

აპაპაპპ... ეხლა ვჭეჭყავთ... საინტერესოა რას მოიაზრებ შენ ნათლობაში? ნათლობა+მირონცხება+კატეხიაზაცია? როგორ და რა წესით ატარებთ ნათლობას? საიდან გაქვთ ეს წესი და რა იცით რომ ისიც შემოკლებული/გადაკეთებული არაა ერთ დროს?...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (tamuna m): "უფრო ხმამაღლა იყვირეთ და იქნებ გაგიგონოთ. აქ მოდერი არ არსებობს. თვითმართველობაა... ხოდა ჩვენ უძლური ვართ. მოგიწევთ მოწამეობრივი გზით დაამტკიცოთ თქვენი "ჭეშმარიტება".

საინტერესო მასპინძლობაა... ჩვენს ჭეშმარიტებას კი წინწკლებში ჩასმა არ სჭირდება... ის ნამდვილად ჭეშმარიტებაა!

(ციტატა) (ეგზორცისტი): "აპაპაპპ... ეხლა ვჭეჭყავთ... საინტერესოა რას მოიაზრებ შენ ნათლობაში? ნათლობა+მირონცხება+კატეხიაზაცია? როგორ და რა წესით ატარებთ ნათლობას? საიდან გაქვთ ეს წესი და რა იცით რომ ისიც შემოკლებული/გადაკეთებული არაა ერთ დროს?..."

ძველმართლმადიდებელი - მე რას მოვიაზრებ ნათლობაში? რას უნდა მოვიაზრებდე? "ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის შთაფვლითა და მოწოდებით ღვთისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ., გვ. 63). აი, რას მოვიაზრებ.

რა წესით ვატარებთ ნათლობას? მოსანათლავის მხოლოდ და მხოლოდ წყალში სამგზის დაფლვით. "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

სავარაუდოდ გაგიჩნდებათ შემოკამათების სურვილი (გამოცდილებიდან ვიცი), ამიტომ ჯერ გაეცანით ჩვენს საიტზე განთავსებულ მასალას ნათლისღების შესახებ და შემდეგ ვიკამათოთ თუ გნებავთ: http://www.oldorthodox.ge/natloba.html

რაც შეეხება იმას, რომ საიდან გვაქვს ეს წესი, გიპასუხებ, რომ ეს წესი გვაქვს მოციქულთაგან (იხ. მოციქულთა 50-ე კანონი). ჩვენთან ის შემოკლებული არანაირად არ არის.

irakliandghuladze - მეგობარო როცა მე გარეგნულზე აღმატებულად შინაარსობრივ მხარეს ვასახელებ იმას არ ნიშნავს რომ გარეგნული მსახურების უარყოფას ვგულისხმობ ამაში. შენ რა ერესიც დაასახელე იგივენაირი არ იქნებოდა რომელიც მთელ ყურადღებას გადაიტანდა გარეგნულ მსახურებებზე? ასე რომ მე ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების მომხრეა და მართლმადიდებლობაც ამას მასწავლის. ადამიანი გულისა და გონების კარნახის შეჯერებით უნდა მოქმედებდეს და არა ერთ ერთი მათგანის.

nanana - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "შენ კატეხიზმურ დონეზე ჩამოაყალიბე ნათლობის საიდუმლოს შესრულების წესი (წყალპკურებაში არ გეთანხმები), მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხი, კერძოდ: რატომ ამთავრებენ თქვენი ეკლესიის მღვდლები ნათლობას 15-20 წუთში? 15 წუთი მარტო შეფუცვების ლოცვების წაკითხვას უნდება. როგორც, ვთქვი, ერთი კაცის ნათლობა გრძელდება საათნახევარი (დაახლოებით), ხოლო რამოდენიმე ადამიანის ერთდროულ ნათლობას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. აი, რაზეა ლაპარაკი".
ოულდ..., როგორც ჩანს, არც თქვენ ხართ გამონაკლისი და რაც გინდათ იმას პასუხობთ და რაც არა-უყრუებთ. მე კატეხიზმური სახით ტყუილად არ დამიდევს და თავშივე მივაწერე, რომ ამ ყველაფერს მართლმადიდებელი მღვდელი აღასრულებს და ვინ რამდენ წუთში ამის დროის დათვლა ცოტა არ იყოსდა სასაცილოდ მეჩვენება. ჩვენთან, მაგალითად, ტაძარში ხუთი მღვდელია და საეკლესიო მსახურებებს ყველა სხვადასხვა დროს ანდომებს. მამა ირაკლი 3-3.5, მამა აკაკი 2-2.5 და ა.შ. მაგრამ რომ დააკვირდე, არცერთი არ ტოვებს ან უმატებს რამეს.

ეს ერთი და საერთოდ, სანამ შენ მიერ ნათლობასთან დაკავშირებულ ბმულს გავეცნობი, ისტორიას გადავხედე თქვენივე საიტზე და აი, რა გითხრათ, რა..ძალიან პრიმიტიულად მეჩვენა. იქაც არა გაქვთ ერთსულოვნება, ჯერ ერთი. ანუ, ვის ებრძვით. პირველი ერთობაა და ეს თუ არ გაქვთ და ხლიჩავთ ეკლესიას , თან მართლმადედებლობის სახელით, სწორია?
თუ რაიმე არ მოგწონთ და არ ეთანხმებით, ამის გამო აუცილებლად ახალი მიმდინარეობა უნდა შეიქმნას?

ლევანი ა - 1. ...ეს კაცი არ ემორჩილება საპატრიარქოს და არც პატრიარქს აღიარებს როგორც ერის სულიერ მოძღვარს და მღვდელთმთავარს 2. ... ეს კაცი უარყოფს ევქარისტულ კავშირს საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისას,რაც ავტომატურად უარყოფს ყველა იმ საიდუმლოს,რომელსაც აღასრულებს ეკლესია...

ეგზორცისტი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "რაც შეეხება იმას, რომ საიდან გვაქვს ეს წესი, გიპასუხებ, რომ ეს წესი გვაქვს მოციქულთაგან. (იხ. მოციქულთა 50-ე კანონი). ჩვენთან ის შემოკლებული არანაირად არ არის".

საიდან მოიპოვეთ მოციქულთა დაწერილი, აი მაგალითად შეფუცვების ლოცვა?

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (irakliandghuladze): "მეგობარო როცა მე გარეგნულზე აღმატებულად შინაარსობრივ მხარეს ვასახელებ იმას არ ნიშნავს რომ გარეგნული მსახურების უარყოფას ვგულისხმობ ამაში. შენ რა ერესიც დაასახელე იგივენაირი არ იქნებოდა რომელიც მთელ ყურადღებას გადაიტანდა გარეგნულ მსახურებებზე? ასე რომ მე ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების მომხრეა და მართლმადიდებლობაც ამას მასწავლის. ადამიანი გულისა და გონების კარნახის შეჯერებით უნდა მოქმედებდეს და არა ერთერთი მათგანის".

ჩემო მეგობარო, არც მე გედავები ამაში. შენ სულ ტყუილ-უბრალოდ გადაიტანე დისპუტი ამ სიბრტყეში. მე არსად მითქვამს, რომ გარეგნულ ფორმას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შინაგანს მეთქი. მე ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადისთვის, აქ საჭიროა უკვე დავცილდეთ კონკრეტული საიდუმლოს თემას (ვთქვათ ნათლობისას) და ვიმსჯელოთ ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართებაზე მართლმადიდებლობაში და სწორი მიდგომის დადგენის შემდეგ შევადაროთ მას კონკრეტული შემთხვევები.

(ციტატა) (nanana): "ოულდ.., როგორც ჩანს, არც თქვენ ხართ გამონაკლისი და რაც გინდათ იმას პასუხობთ და რაც არა-უყრუებთ. მე კატეხიზმური სახით ტყუილად არ დამიდევს და თავშივე მივაწერე, რომ ამ ყველაფერს მართლმადიდებელი მღვდელი აღასრულებს და ვინ რამდენ წუთში ამის დროის დათვლა ცოტა არ იყოსდა სასაცილოდ მეჩვენება. ჩვენთან, მაგალითად, ტაძარში ხუთი მღვდელია და საეკლესიო მსახურებებს ყველა სხვადასხვა დროს ანდომებს. მამა ირაკლი 3-3.5, მამა აკაკი 2-2.5 და ა.შ. მაგრამ რომ დააკვირდე, არცერთი არ ტოვებს ან უმატებს რამეს".

ძველმართლმადიდებელი - არ მიმიცია თქვენთვის იმის საბაბი, რომ მითხრათ, "რაც გინდათ იმას პასუხობთ და რაც არა უყრუებთ". მამხილეთ იმაში რასაც წავუყრუებ! მე ნებისმიერ თქვენს კითხვას და საკითხს ვპასუხობ კეთილსინდისიერად (თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ).

რაც შეეხება ზუსტ დროს. მე არც ასე დამიყენებია საკითხი. ზოგი სასულიერო პირი სწრაფად კითხულობს ტექსტებს, ზოგი ნელა, ცხადია მოქმედებებიც სხვადასხვა ტემპში სრულდება. მე ასე არ ვაწვრილმანებ საკითხებს. მგონი ორსაათნახევარსა და 20 წუთს შორის განსხვავება არ არის ის განსხვავება, მღვდელმსახურთა კითხვის ტემპს რომ დავაბრალოთ. მე მგონი თქვენ ხვდებით რას ვლაპარაკობ. გარდა ამისა, არ არის სავალდებულო (არადა თქვენ ამას ავალდებულებთ თქვენს თავს) კონკრეტულ შემთხვევებში თავის მართლება. საკითხს მე იმიტომ ვსვამ, რომ თქვენში აღიძრას საიდუმლოთადმი ღვთისმოშიშებრივი და არა მღვდელმსახურთადმი მონური დამოკიდებულება. ვინც არ ასრულებს საიდუმლოს სრულად, მას უნდა მოსთხოვოთ. ჩემი მიზანია ჩემთვის გავარკვიო მიზეზები და გეკითხებით თქვენ, როგორც ოფიციალური ეკლესიის ღვთისმსახურებასთან ახლოს მდგომ ადამიანებს. მე არ ვაპირებ გაუთავებელ კამათს... ჩემი წერილები თქვენდამი ატარებს კეთილი მოსურვების ხასიათს და არა ნიშნისმოგებითს... მე ვიცი, რომ თქვენთან ბევრი კარგი ადამიანია, არ ვიცი საზოგადო-საეკლესიო ცხოვრებაზე მათი ზეგავლენის ხარისხი, მაგრამ, ვფიქრობ, იმის თქმა და გარკვევა რას აკეთებს მრავალი მღვდელმსახური, საჭიროა... ღმერთი შეეწიოს ყველა იმ მსახურს, რომელიც მის საიდუმლოებებს პასუხისმგებლობით ასრულებს...

შემდეგ შენ წერ: "ეს ერთი და საერთოდ, სანამ შენ მიერ ნათლობასთან დაკავშირებულ ბმულს გავეცნობი, ისტორიას გადავხედე თქვენივე საიტზე და აი, რა გითხრათ, რა..ძალიან პრიმიტიულად მეჩვენა. იქაც არა გაქვთ ერთსულოვნება, ჯერ ერთი. ანუ, ვის ებრძვით. პირველი ერთობაა და ეს თუ არ გაქვთ და ხლიჩავთ ეკლესიას , თან მართლმადედებლობის სახელით, სწორია? თუ რაიმე არ მოგწონთ და არ ეთანხმებით, ამის გამო აუცილებლად ახალი მიმდინარეობა უნდა შეიქმნას?"

სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე რომელ ერთსულოვნებაზეა ლაპარაკი. ანუ ვის ვებრძვით. ასე ძნელია პასუხის გაცემა. ბრძოლა ეკლესიაშიც იყო. მაგალითისთვის, საკმარისია დავასახელო წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება, რომელსაც ებრძოდნენ სრულიად მართლმადიდებელი ეპისკოპოსები და პატრიარქები. ერთი პერიოდი წმ. ეპიფანე (შემდეგ მან აზრი შეიცვალა), წმ. კირილე ალექსანდრიელი, რომელიც მას დიპტიქშიც კი არ იხსენიებდა და იუდას ადგილს განუკუთვნებდა ტარტაროზში... მის ბიძაზე, თეოფილეზე ხომ აღარაფერს ვამბობ, რომელსაც ორგანულად სძულდა იოანე ოქროპირი... წაიკითხეთ წმ. იოანეს წერილები ოლიმპიადასადმი და იხილავთ რა განსაცდელები შეიძლება ამ მხრივ დაუდგეს ეკლესიას. თქვენ თუ ჩვენს ეკლესიაში მომხდარ რომელიმე უთანხმოებას გულისხმობთ, კარგი იქნება თქვენს ეკლესიაში მომხდარი უთანხმოებები გაიხსენოთ, თუ არა და მე გაგახსენებთ... ახალ მიმდინარეობებს კი ჩვენთან არავინ ქმნის. მართლმადიდებლობის ისტორიაში, თქვენი მხრიდან უფრო მეტი მიმდინარებობები გაჩნდა, ვიდრე "სტაროვერების" მხრიდან. შემიძლია ჩამოგითვალოთ საბერძნეთში და რუსეთში გაჩენილი მიმდინარეობები. ასევე სერბეთში და ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში არსებული განხეთქილებები... ასე, რომ მოდი, სხვის თვალში ბეწვის მეძიებელი ნუ იქნებით, როდესაც საკუთარ თვალი "დვირეებით" გაქვთ სავსე... (ქარაგმას იმედია გამიგებთ, ეს სახარებიდანაა)...

(ციტატა) (ლევანი ა): "1. ...ეს კაცი არ ემორჩილება საპატრიარქოს და არც პატრიარქს აღიარებს როგორც ერის სულიერ მოძღვარს და მღვდელთმთავარს; 2. ...ეს კაცი უარყოფს ევქარისტულ კავშირს საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისას,რაც ავტომატურად უარყოფს ყველა იმ საიდუმლოს, რომელსაც აღასრულებს ეკლესია..."

ძველმართლმადიდებელი - მე ეკლესიის საიდუმლოებებს კი არ უარვყოფ, მე უარვყოფ იმ სქიზმატური განშტოების მიერ აღსრულებულ "საიდუმლოებებს", რომელთაგან, ზოგი დამახინჯებით სრულდება, ზოგი კი შემოკლებით (პრინციპში ესეც დამახინჯებაა). ამ სქიზმატურ განშტოებას, რომლის წიაღიდანაც მოხდა განხეთქილება, დღეს უკავია გაბატონებული მდგომარეობა და ეკლესიის სტატუსით იქებს თავს. ჩემთვის ის ეკლესია არ არის. აქედან, ამ "ეკლესიის" საიდუმლოებები ჩემთვის გარკვეული კატეგორიის ქვეშ ექცევა.

(ციტატა) (ეგზორცისტი): "საიდან მოიპოვეთ მოციქულთა დაწერილი, აი მაგალითად შეფუცვების ლოცვა?"

ძველმართლმადიდებელი - მოციქულთაგან გვაქვს მეთქი რომ ვამბობდი, ვგულისხმობდი კონკრეტული კითხვიდან გამომდინარე შინაარსს. კითხვა კი გულისხმობდა ნათლობის ფორმობრივი საკითხს. აქედან "შეფუცვების ლოცვები" არაფერ შუაში უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტულად შეფუცვების ლოცვებს, მინდა შეგიბრუნო კითხვა, თქვენ რა უკვე ამოიღეთ ეს ლოცვები?

(ციტატა) (ეგზორცისტი): "შენ გიწერია რომ მართლმადიდებლები უფრო ნაკლებ დროს ანდომებენ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას, ვიდრე ძველმართლმადიდებლები..."

ძველმართლმადიდებელი - დიახ, თქვენს ეკლესიაში უფრო ნაკლებ დროს ანდომებენ ნათლობის (და არა მარტო ნათლობის) საიდუმლოს აღსრულებას, ვიდრე ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში. თანაც ეს დრო თქვენთან განისაზღვრება 15-20 წუთით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია თუ საიდუმლო საკმაოზე მეტად არ შეამოკლე.

(ციტატა) (ეგზორცისტი): "დავანებოთ ცოტახნით თავი შთაფვლა-სხურებას, რომელიც დროსთან არაფერ შუაშია..."

ძველმართლმადიდებელი - რატომ? როგორ არ არის დაკავშირებული დროსთან შთაფლვა და სხურება, თუკი სხურებით შესაძლებელია ერთდროულად 50 კაცი "მონათლო" და ისიც 5 წუთში. აი, ორმოცდაათი კაცის სათითაოდ წყალში ჩაყვანა და ამოყვანა კი საკმაოდ დიდ დროს ითხოვს.

(ციტატა) (ეგზორცისტი): "კითხვა: საიდან გაქვთ იმ ნათლობის ტექსტი, რომლითაც ხელმძღვანელობთ? და რა იცით რომ ისიც შემოკლებული ან გადაკეთებული არაა სხვადასხვა დროს?"

ძველმართლმადიდებელი - ეს რა შუაშია? ნათლობის ტექსტი გადმოცემულია წმიდა მამების მიერ და შეტანილია კურთხევანებში. სხვათა შორის თქვენს კურთხევანებშიც იგივე ლოცვებია, უბრალოდ თქვენი მღვდლები მას არ კითხულობენ და საიდუმლოს ამოკლებენ. იგივე შემიძლია გითხრა, მაგალითად, ჯვრისწერის საიდუმლოზეც. მე ერთს ვამბობ და შენ კიდევ სულ სხვაგან მიგყავს ლაპარაკი.

მე "ლევანი ა"-ს შეკითხვაზე ვუპასუხე, რომ არ დამიმალავს ჩემი კუთვნილება საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიისადმი, შენ კი მწერ:

(ციტატა) (Thea): "საქართველოსი - არა. ეს იგივეა, თქვა, საქართველოს იეღოველი ვარო".

ძველმართლმადიდებელი - სრულიად გაუგებარია შენი აზრი. ჯერ ერთი რა შუაშია აქ "იეღოველი" და მეორეც, რას ნიშნავს "საქართველოსი არა"? შენ რისი თქმა გინდა, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია საქართველოსი არ არის?

"ოლდ, როგორ შეიძლება, მოგმართოთ? რა გქვია?"

(ციტატა) (Thea): "რა მნიშვნელობა აქვს თეა, აქ უმეტესობა ნიკით გამოდის. მე "oldbeliever" მქვია. რომ ვთქვა რაიმე სახელი დაიჯერებ?"

ძველმართლმადიდებელი - რა მნიშვნელობა აქვს თეა, აქ უმეტესობა ნიკით გამოდის. მე "oldbeliever" მქვია. რომ ვთქვა რაიმე სახელი დაიჯერებ?

(ციტატა) (nanana): "ოულდ., თავის დაცვა აქ რა შუაშია და ისე რომ დავიცვა, სწორედ რომ ჩემი მოვალეობაც არის. თუმცა, ბრმები არ ვართ და ვხედავთ იმ მანკიერებებსაც , რაც რეალურად არსებობს ეკლესიაში, მაგრამ ამის გამო აზრადაც არ მომივა განვუდგე დედა ეკლესიას, კიდევ ვიმეორებ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთობა. მითუმეტეს, რომ თქვენივე აზრითაც, ბევრი ღირსეული ღვთისმსახური გვყავს-ისინიც "მონობაში" არიან? გიკითხავთ მათთვის?"

ძველმართლმადიდებელი - საქმე რაშია იცი "ნანანა", ჩვენ კი არ განვუდექით ეკლესიას, ჩვენ შევუერთდით ეკლესიას, რომელსაც განუდგა თავის დროზე რეფორმატორული დაჯგუფება, რომელმაც, თავის მხრივ, მოიპოვა მეფის მხარდაჭერა, შემდეგშიც სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს სახელმწიფოს თანადგომით და მხარდაჭერით. მეტიც, ოფიციალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელია. გაბატონებული მდგომარეობა არ არის ეკლესიის ჭეშმარიტების ნიშანი. მე ამჯერად ვმსჯელობ თანამედროვე პრობლემებზე, ამის გამო კი განხეთქილება არავის მოუწყვია. რაც შეეხება მონობას და თქვენს ეკლესიაში მყოფ ღირსეულ მღვდელმსახურებს, საუბრის სხვა თემაა და არცთუ უმტკივნეულო თქვენთვის... ჯერ არ მინდა ამაზე ლაპარაკი... სხვათა შორის, ერთი ამბავი მინდა გითხრა. ხომ იცი ის დაჯგუფება თქვენს ეკლესიაში ბიზანტიურ გალობებს რომ მისდევს? ჰოდა, ერთხელ ჩვენი ეკლესიის წევრებმა, ჩვენმა ძმებმა, გადაწყვიტეს ერთი მათი ახლობლის დახმარებით, რომელიც იმ სასულიერო პირებთან დადის სალოცავად, ეთხოვათ ეს ბიზანტიური საგალობლები, მაგრამ, მტკიცე უარი მიიღეს... "ბიზანტიურად" მგალობელი თქვენი მღვდლები არავის ასწავლიან ამ გალობებებს (ასე გამოდის) და მარტო თვითონ გალობენ... იმავე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი შემთხვევა გითხრა, ამავე ბიჭებმა, ანუ ჩვენი ეკლესიის წევრებმა, გადაწყვიტეს ფიზიკურად ენახათ ეს მღვდლები (თუ არ ვცდები, ისინი, ამავე დროს, მშკ-სთანაც თანამშრომლობენ. "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს იქ იყვენენ, ტელევიზიაში). მოკლედ, თუ კომპაქტ დისკის მოცემა უჭირთ, იქნებ დაგვაკვალიანონ და რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ ძველბიზანტიური საგალობლების შესახებ-თქო, იფიქრეს ჩემმა სულიერმა ძმებმა და კვლავ თავიანთი ნაცნობის მეშვეობით შეუთვალეს, რომ სურდათ მათთან შეხვედრა... სამწუხაროდ, კვლავ მტკიცე უარი მიიღეს... მღვდლებს უფიქრიათ, ესენი საგალობლების შესასწავლად კი არა, "სტაროვერობაზე" სადავოდ მოდიანო, ჩვენ კიდევ ამის შესახებ არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი შეხედულებაო და კიდევ კამათს ამ თემაზე აზრი არა აქვსო... მოკლედ, უარი გვითხრეს... არადა, მართლაცდა ბიზანტიური საგალობლების გამო უნდოდათ ბიჭებს მათთან მისვლა... ძალიან დაგვწყდა გული... მეორეს მხრივ, როგორ ფიქრობ, ეს ქრისტეანული დამოკიდებულებაა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებსაც შენთან მოსვლა და რაღაცის შესწავლა უნდათ...

ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკლესიის წევრები არ თაკილობენ თქვენი ეკლესიის მოძღვრებთან კონტაქტებს. ჩემი მოძღვრისგან, ამჟამად არქიეპისკოპოს პავლესგან გამიგია, რომ მას ჰქონია ურთიერთობა არქიმანდრიტ ნიკოლოს ღლონტთან. საპატრიარქოშიც კი მისულა... მამა ნიკოლოზი და მეუფე პავლე ერთმანეთში არჩევდნენ ნათლობის საკითხს... როგორც ვიცი, მამა ნიკოლოზმა მას წარუდგინა წმ. კვიპრიანე კართაგენელის წერილი მაგნუსის მიმართ, სადაც ის თითქოსდა ამართლებს წყალპკურებას... სამწუხაროდ, არ ვიცი შემდეგ როგორ დამთავრდა ეს დიალოგი, და რა უპასუხა მამა ნიკოლოზს ჩვენმა მოძღვარმა... გარდა ამისა, იგივე არქიეპისკოპოსი პავლე, იყო ხელნაწერთა ინსტიტუტშიც, სადაც შეხვდა ბ-ნ ედიშერ ჭელიძეს. ოღონდ მე არ ვიცი რა საკითხზე იყო ის საუბარი... ერთი კი ვიცი, რომ ბ-ნ ედიშერს თავისი წიგნიც კი უჩუქნია ეპისკოპოს პავლესთვის (წიგნი, რამდენადაც ვიცი, ეხება სევერიანე გაბალოვნელის თხზულებათა ქართულ თარგმანებს). ასე, რომ ნუ იფიქრებთ თითქოსდა ჩვენ საკუთარ თავში ვართ ჩაკეტილები და არავის ვეკონტაქტებით. კიდევ ერთს გეტყვით: არქიეპისკოპოს პავლესგან გამიგია, რომ მისი უახლოესი სიყრმის და სკოლის მეგობარი მღვდლად მსახურობს თქვენს ეკლესიაში (თუ არ ვცდები სამების ახალ ტაძარში)... ასე, რომ აწ თავად განსაჯეთ...

(ციტატა) (nanana): "მე ვიკითხე, ეთანხმებით თუ არა ჩემ მიერ მოყვანილი მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ჩატარებულ ნათლობის აღსრულების წესს და თუ არის რაიმე ისეთი, რასაც იგი ამათგან არ აღასრულებს თქო. ამაზე წამიყრუეთ".

ძველმართლმადიდებელი - არა არ წაგიყრუეთ, რას ბრძანებთ. მე გითხარით, რომ კატეხიზმურად ჩამოგიყალიბებია-თქო ნათლობის წესი. ანუ ყველაფერი სწორია. ჩვენ ვიცით რა წერია ნათლობაზე თქვენს კურთხევანებში, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რაც წერია იმას თავიდან ბოლომდე არ კითხულობენ. წყალპკურებაზე რომ არაფერი ვთქვა.

(ციტატა) (nanana): "მასე თუ ვიმსჯელებთ, პირველსაუკუნეებში სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი და მერე და მერე დაიხვეწა. ჩავრჩეთ ისევ იქ? მაგალითად, ადრე საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ლიტურგია, თითქმის მთელი დღე თუ ღამე, მიღებული იყო საჯარო აღსარება და ყოველდღე ზიარება და ბევრი სხვა რამ".

ძველმართლმადიდებელი - ჩვენ ვიცით, რომ ლიტურგიკა საუკუნეების განმავლობაში, დრო და დრო ვითარდებოდა, იწერებოდა ახალი ლოცვები, და ა. შ. მაგრამ, ეს პროცესი (თუ ახალი წმინდანების შერაცხვით გამოწვეულ ლიტურგიკულ შემოქმედებას არ ვიგულისხმებთ) დაუსრულებელი და მარადის განვითარებადი როდია. მაგალითად, რუსეთში ლიტურგიკული ტექსტების ბოლო რედაქცია განხორციელდა 14-ე საუკუნეში. იმის შემდეგ მისთვის ხელი არავის უხლია. საბერძნეთში ეს პროცესი კიდევ უფრო ადრე დამთავრდა. სადღაც 11-ე საუკუნისთვის. როდესაც რუსეთი გაქრისტიანდა, მან საბერძნეთიდან უკვე დასრულებული ლიტურგიკული პრაქტიკა მიიღო. თანაც, როცა საიდუმლოებებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საიდუმლოში განირჩევა ხილული და უხილავი მხარეები, რომლებიც პირველი საუკუნეებიდანვე მოდის თვით მოციქულთაგან. მათი შეცვლა არ შეიძლება.

(ციტატა) (nanana): "თქვენი აზრის გატარება ნიშნავს, რომ არცერთი მართლმადიდებელი მონათლული არაა..უხერხულად არ გეჩვენებათ?"

ძველმართლმადიდებელი - აბა რა გითხრათ... უხერხული კი არა ტრაგედიაა ეს, ტრაგედია! თქვენ როგორ ფიქრობთ, ეუხერხულებოდა თუ არა ნოეს, მისი დროინდელი კაცობრიობის მხილება და თქმა, რომ ყველა დაიღუპებოდა (ცხადია, თუ არ შეინანებდნენ) ნოეს გარდა? ან რაღა ვთქვათ მართალ ლოტსა და მის ოჯახზე, რომელიც ერთადერთიღა იყო უბიწოდ და შეურყვნელად დარჩენილი მთელს სოდომსა, გომორასა და კიდევ მათ მიმდებარე ქალაქებში... სახარებაშიც ბევრგან წერია, რომ უფალი მოუწოდებს თავის "მცირე სამწყსოს" და ანუგეშებს მას... რატომაა ეს სამწყსო მცირე? რამ გამოიწვია ქრისტეანთა რიცხობრივი შემცირება? იმასაც კი ბრძანებს უფალი, რომ მეორედ მოსვლისას ვპოვებო კი მართალ ადამიანს დედამიწაზე? არ გენიშნებათ ეს სიტყვები?

(ციტატა) (nanana): "საბერძნეთში და რუსეთში ჩამოთვლილი მიმდინარეობები სულაც არ ასხამს თქვენ წისქვილზე წყალს-ბრძოლა ყოველთვის და ყველგან არის, უფრო სწორად ბოროტი. და თქვენ საიდან გექნებოდათ ამდენი მიმდინარეობები, რამდენი ხართ რომ განა?"

ძველმართლმადიდებელი - სწორედაც იმიტომ, რომ ყველგან არის ბრძოლა და გაყოფა, არც ძველმართლმადიდებლობაა გამონაკლისი, მაგრამ რატომღაც მაინცა და მაინც ჩვენ გვსაყვედურობენ ამ განხეთქილებათა გამო და საკუთარი ეკლესიების წიაღში მომხდარი განხეთქილებები ავიწყდებათ. ბევრი მიმდინარეობები ჩვენ რაში გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება ერთი და ჭეშმარიტი. "მწამს, ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია".

მიმდინარეობები კი, იცოცხლე, იმდენია ე. წ. "ბეზპოპოვცებში" (მათთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს), რომ თვით რუსებსაც კი ერევათ ზოგჯერ. ისე, კარგია ის, რომ ძველმართლმადიდებლობაში განხეთქილებები თითებზე ჩამოსათვლელია. ანუ ბევრი არ არის. რაოდენობას რაც შეეხება (ქართველები მცირედნი ვართ, ცხადია), მაგრამ რუსეთში ათეულობით მილიონი ძველმართლმადიდებელი ცხოვრობს. არიან ისინი ევროპის და ამერიკის, ასევე ავსტრალიის კონტინენტებზეც (ძირითადად რუსები).

(ციტატა) (ლევანი ა): "ნანასი არ იყოს პრობლემები რომაა ეგ ვიცით, უბრალოდ სულიერი საფეხურების უმაღლეს საფეხურზე ვიმყოფებით ახლა და რადგან უკვე წმიდანები ვართ. ე.ი. ჩვენი მისისაც შესაბამისად იზრდება და [ისეთ წვლილმანებზე,როგორიც ლოცვა და სინანულია ყურადღების გამახვილებაც არ გვინდა]... ეს მათ დავუტოვოთ ცოდვილებს... ჩვენ კი როგორც მაღალმოაზროვნე და ნეტარ ქრისტეს მხედრებს კონკრეტული მისია გვაქვს...დავიცვათ მართმადიდებლობა...როგორ?...გაგაცნობთ გეგმას 1. ...შევდივართ ყველა ნეტ ფორუმში და სადაც ვინმე მართმადიდებლობას ახსენებს ეგრევე თავში ვთხლიშავთ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს და რაც მეტს ვიყვირებთ სხვადასხვა საიტებზე. მით მეტეად აღვასრულებთ ჩვენს ვალს...რაც მეტ მართმადიდებელს მოვაკლებთ ოფიციალურ ეკლესიას მით მეტს გავამათრახებთ საპატრიარქოსაც და ასე გათითოკაცებულ და დანაწევრებულებს კი რასაც გვინდა იმას დავაჯერებთ....

აბა, ოლდ ...გაგვიძეხი".

ძველმართლმადიდებელი - არ გინდა ძმაო, ეგ ირონია... ის შენს წისქვილზე არ დაასხამს წყალს. ჩვენ არასოდეს, არავისთვის გვითქვამს, რომ წმინდანები ვართო... საეკლესიო ჭეშმარიტების დაცვა არ ნიშნავს "წმინდანობაზე" პრეტენზიის გაცხადებას. მე ყველაზე უცოდვილესი ადამიანი ვარ... და მე ეს შეგნებული მაქვს...

პატერიკიდან მახსოვს ერთი წმიდა მამა (ახლა წინასწარი მომზადების გარეშე ვწერ და ამიტომაც, ვერ ვიხსენებ წმიდა მამის სახელს, ვფიქრობ აღათონი ერქვა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, მომიტევეთ), რომელსაც ძმებმა გამოცდა მოუწყვეს. ჩამოუთვალეს თითქმის ყველა ცოდვა, და ყოველ მათგანში დაადანაშაულეს. წმიდა მამას კრინტი არ დაუძრავს თავის დასაცავად. მეტიც, ყველა ცოდვაში დაიდანაშაულა თავი... მაგრამ, როდესაც მას უთხრეს: "შენ ერეტიკოსი ხარ", მაშინ აღშფოთდა და იუარა. ძმებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ მოსაგრეს არც ის ცოდვები ჩაედინა, რომელიც დააბრალეს, თუმცა მათში თავი არ იმართლა, მაგრამ, როგორც კი მწვალებლობაში დასდეს ბრალი, იუარა, ეს გაუკვირდათ. როცა მიზეზი ჰკითხეს, თუ რატომ არაფერი თქვა ცოდვებზე და რატომ უარყო მწვალებლობის ბრალდება, მან მიუგო (ვწერ ზეპირად, რაც მახსოვს): "ყოველი ცოდვა, შესაძლოა ფიზიკურად არ ჩაგვიდენია, მაგრამ აზრობრივად მაინც მკვიდრობს ჩვენში და რის გამოც ჩვენ ვებრძვით ჩვენს ვნებისმიერ მიდრეკილებებს, ხოლო მწვალებლობა მტერობაა ღმრთისა, რაც ყოველ ჩვენთაგანს აშოროს ღმერთმა".

არ ვიცი რამდენად ზუსტად გადმოვეცი ეს ისტორია, მაგრამ დაახლოებით ასეა. ამრიგად, მეც იგივეს გეტყვით, წმინდანი მე არ ვარ, ცოდვილი ვარ, მაგრამ არ ვარ მწვალებელი და არც სქიზმატიკოსი ("რასკოლნიკი"), მითუმეტეს "სექტანტი", რასაც ხშირად გვიწოდებენ თქვენს ფორუმებზეც და პრესაშიც. სწორედ ამიტომ, შემოვედი მე თქვენს ფორუმებში, რომ ვნახე როგორ აგინებდით და აძაგებდით ძველმართლმადიდებლობას. მე მინდოდა დამემტკიცებინა თქვენთვის, რომ ჩვენ ყველაფერი ნორმალურად და თავის ადგილზე გვაქვს, აი, თქვენ კი...
(ციტატა) (ლევანი ა): "....შევდივართ ყველა ნეტ ფორუმში და სადაც ვინმე მართმადიდებლობას ახსენებს ეგრევე თავში ვთხლიშავთ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს და რაც მეტს ვიყვირებთ სხვადასხვა საიტებზე, მით მეტად აღვასრულებთ ჩვენს ვალს..."
ძველმართლმადიდებელი - ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და იმისთვის, რომ ხალხს ძველმართლმადიდებლობა გაეცნო, ჩვენ დავაფუძნეთ ორი საიტი: www.oldorthodox.ge და www.apocalypse.ge ამდენად, თქვენს ფორუმებში შესვლა არაფერში გვჭირდებოდა... თქვენთან ჩვენი შემოსვლის მიზეზზე კი უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება "თითიდან გამოწოვილ" ბრალდებებს არცერთი ბრალდება, რომელიც ჩვენგან იყო ან შესაძლოა იქნეს წარდგენილი არ გახლავთ თითიდან გამოწოვილი.

თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო თქვენს ფორუმში მამა გრიგოლ დუნდუას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ძველმართლმადიდებლობას თურმე უამრავი დარღვევა აქვს და მას არაფერი აკავშირებს მართლმადიდებლობასთან. აი, ეს არის "თითიდან გამოწოვილი" და სრულიად უსაფუძვლო ბრალდება. თუ არა, მაშინ მიპასუხოს მამაომ იმ შეკითხვაზე მე რომ დავუსვი... ან თქვენ მიპასუხეთ...

(ციტატა) (ლევანი ა): "რაც მეტ მართმადიდებელს მოვაკლებთ ოფიციალურ ეკლესიას მით მეტს გავამათრახებთ საპატრიარქოსაც და ასე გათითოკაცებულ და დანაწევრებულებს კი რასაც გვინდა იმას დავაჯერებთ... აბა,ოლდ... გაგვიძეხი".

ძველმართლმადიდებელი - ეს სულაც არ არის ჩვენი მიზანი... ჩვენი მიზანია საქართველოში ხელი შევუწყოთ მართლმადიდებლური ცნობიერებისა და რწმენის გაძლიერებას, აღვადგინოთ ძველი, მართლმადიდებლური პრაქტიკა და ბოლოს, ავაღორძინოთ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ის, რასაც ვერ აკეთებს თქვენი საპატრიარქო... მიუხედავად მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსებისა... ჩვენ ადამიანებს რასაც გვინდა იმას კი არ ვაჯერებთ, არამედ იმას, რაც მართლმადიდებლურია...

(ციტატა) (ლევანი ა): "აბა, ოლდ ...გაგვიძეხი".

ძველმართლმადიდებელი - გასაგებია შენი ირონია, მაგრამ უადგილოა და შეუფერებელი... მე არავის გაძღოლას არ ვაპირებ... ვისაც სიმართლე უყვარს ის წინამძღოლს თვითონ იპოვის...

zviadi_ziko - "ძველო, შენ ის ხარ, ჩარჩიზე რომ წერდი?"

ძველმართლმადიდებელი - კი, ძმაო, ის ვარ და ახლაც იქ ვარ, არსად წავსულვარ.

ლევანი ა - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ჩვენ კი არ განვუდექით ეკლესიას, ჩვენ შევუერთდით ეკლესიას, რომელსაც განუდგა თავის დროზე რეფორმატორული დაჯგუფება, რომელმაც, თავის მხრივ, მოიპოვა მეფის მხარდაჭერა, შემდეგშიც სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს სახელმწიფოს თანადგომით და მხარდაჭერით. მეტიც, ოფიციალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელია".

ეს სიტყვები მიუტანე ბ-ნ ედიშერს (ზემოთ შენს მიერ ნახსენებს) და წნევაც დაარტყავს... ვინ იყვნენ ის რეფორმატორების ჯგუფი? შეგიძლია ერთ-ერთის სახელი მაინც დაასახელო?...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (ლევანი ა): "ეს სიტყვები მიუტანე ბ-ნ ედიშერს [ზემოთ შენს მიერ ნახსენებს] და წნევაც დაარტყავს".

? ? ?

(ციტატა) (ლევანი ა): "ვინ იყვნენ ის რეფორმატორების ჯგუფი? შეგიძლია ერთ-ერთის სახელი მაინც დაასახელო?..."

ძველმართლმადიდებელი - მეფე ალექსი მიხეილის ძე, რუსეთის პატრიარქი ნიკონი, ღაზის პატივაყრილი და დამხობილი მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი (ამავე დროს იყო ლათინი), ვინმე ბერი არსენ ბერძენი, რომელმაც ოთხჯერ გამოიცვალა სარწმუნოება და სოლოვკაში იყო დაპატიმრებული, ეპიფანე სლავინეცკი (რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი), ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (პატივაყრილი). "ადვილი წარმოსადგენია, -წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - თუ როგორ უნდა შეშფოთებულიყო ჩვენი მთავრობა, როდესაც ნიკონისგან შეიტყო, რომ რუსეთის საქმეების მოსაწესრიგებლად და მათ (ე.ი. "სტაროვერების") გასასამართლებლად ჩამოსული პატრიარქები არა მოქმედი, არამედ გადაყენებული პატრიარქები ყოფილან. პატრიარქთა დამხობის ამბავი მართალი აღმოჩნდა, რასაც ისინი თავადაც ვერ უარყოფდნენ" (Проф. Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Москва 1996 г., т. 2, стр. 407-471). და სხვები.

რუსეთის ეკლესიის რეფორმებს XVII საუკუნეში ესწრებოდა ქართველი მიტროპოლიტიც. საქართველოს ეკლესიამ დასტური მისცა ამ უკანონობას, რის გამოც ისიც რეფორმატორთა და ეკლესიის სქიზმატიკოსთა გვერდით დადგა. სქიზმის მოქმედი და "რასკოლნიკთა" თემი არის სწორედ ყველა ის გაბატონებული ეკლესია (ცხადია, მათი გვიანდელი წარმონაქმნებიც), რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლათინთა დივერსიას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები გამოაცხადეს მწვალებლობად და ფაქტიურად მიზეზნი და წამქეზებელნი გახდნენ მრავალი მილიონი მართლმადიდებლის ფიზიკური დევნისა და განადგურების. როგორ ფიქრობ, თქვენი ეკლესიის სქიზმად გამოცხადებისთვის ეს ცოტაა? მაინცა და მაინც გაბატონებული მდგომარეობა უნდა გეჭიროს, რომ ეკლესიად აღგიქვან? ყოველთვის გააჩნდა ქრისტეს ეკლესიას გაბატონებული მდგომარეობა?

ეგზორცისტი - არანაირად არ გადამაქ საუბარი სხვა თემაზე... პირიქითაა... შენ დაობდი დროზე... ხოდა ცოტახნით შევჩერდეთ მხოლოდ ნათლობის ხანგრძლივობაზე... ქართულ მართლმადიდებლურ კურთხევანში რაც წერია საათნახევარი ვერანაირად ვერ გაგრძელდება თუ პირველკლასელი ბავშვი არ კითხულობს თანაც ენაბლუ... ხოდა გეკითხები საიდან გაქვთ ნათლობის ეს დიდი ტექსტი, კერძოდ რომელი წმიდა მამებით ან რომელი წყაროებით ხელმძღვანელობთ? და კიდევ რა იცით რომ ის ყველა ლოცვა რაც თქვენ გაქვთ აუცილებელია წაკითხულ იქნეს (და არა სასურველი)? და დარწმუნებულნი ხართ რომ მაგ ლოცვებით ხელმძღვანელობდნენ პირველი ქრისტეანები? ძალიან არ მომწონს, როდესაც უკვე ცდები შენი აზრის გაზიარებას და გადადიხარ სხვა ხალხთა (ღვთისმსახურთა) შეურაცხყოფაზე... არცერთი მართლმადიდებელი მღვდელი არ აღასრულებს ნათლობას შეცდომით... ისინი ხელმძღვანელობენ იმ კურთხევანით რომელიც მათ აქვთ და რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება... თუკი თქვენ გაქვთ რაიმე უკეთესი, შეთავაზეთ ის მართლმადიდებლებს, ოღონდ არგუმენტირებულად დაიმოწმეთ შეთავაზებული ტექსტის სისწორე და ავტორიტეტულობა ეკლესიის წიაღში, რა იცი იქნებ მოეწონოთ კიდეც.
Thea - ვაი, შვილო... უფალმა გაგინათლოს გონება.

ძველმართლმადიდებელი - დიდი მადლობა ბებო, გონების განათლებას რა ჯობია. შენც ასევე გაგინათლოს გონება ღმერთმა.

Thea - შენ ქართველობას ნაკლებად გატყობ და უფრო აქედან უნდა მოდიოდეს შენი გონებადაბნელებულობა.

ძველმართლმადიდებელი - რატომ, ბებო, რატომ? რაში შემატყვე რომ ქართველი არ ვარ? შენსავით რომ არ ვაზროვნებ იმიტომ? ეს არის შენთვის ქართველობის კრიტერიუმი? ან რატომ მიწოდებ გონებადაბნელებულს? გირჩევ ბებო, ისტერიაში არ გადავარდე... ცუდია ისტერია... ყურადღებით დააკვირდი მე რას ვწერ და სარგებლობა გამოიტანე იქიდან. მე ჩემით არაფერს ვამბობ, წმიდა მამათაგან მისწავლია ის, რასაც გეუბნები.

Thea - შენ გგონია, კარგად შეგისწავლია ძველმართლმადიდებლობა. არ არის ასე. არც ქრისტიანული მართლმადიდებლობა.

ძველმართლმადიდებელი - საიდან დაასკვენი ეს თეა ბებო? შენ ჩემზე მეტი თუ იცი ძველმართლმადიდებლობა, მაშინ მასწავლე. მადლიერიც დაგრჩები. მითხარი ის, რაც მე არ ვიცი. თან ამიხსენი, როგორ გავიგო განსხვავება "ძველმართლმადიდებლობასა" და "ქრისტეანულ მართლმადიდებლობას" შორის. შენ ფიქრობ, რომ ეს სხვადასხვა რამეა? შენის აზრით, ძველმართლმადიდებლობა ქრისტეანული მართლმადიდებლობა არ არის? აბა დამიმტკიცე!

Thea - ვერც იმას გრძნობ, მადლს რომ ხარ მოკლებული და კამათის და ჩხუბის ხასიათზე რომ ხარ. ამტკიცებ რაღაცას, რისიც შენ თვითონ არ გჯერა.

ძველმართლმადიდებელი - სად და როდის გეჩხუბე ბებო? ან საიდან იცი მადლს რომ ვარ მოკლებული, როდის და რითი გაზომე ჩემი მადლმოსილება? და საიდან იცი, რომ არ მჯერა იმის, რასაც ვამტკიცებ?

ნუ ჩავარდები თეა ბებო ისტერიაში, თორემ ცუდი ამბავი დაგემართება და ძალიან მეწყინება.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (zviadi_ziko): "ძველო, იმას მოგვცემდა, რომ წმინდა იოანე ოქროპირის მეშვეობით ირწმუნებდით სიმართლეს. ოღონდ არ დაიწყო რა სიმართლესო, მშვენივრად ხვდები... მე, პირადი საქმეების გამო არ შემიძლია ხშირად ვადევნო თვალი ფორუმს და აქტიურად ვწერო, თუმცა, როცა საშუალება მომეცემა ყოველთვის ვნახავ, ვინ რას და როგორ წერს... ასე რომ ნუ აგვაფორიაქებ იმ საკითხებით, რაც ჩარჩიზე უკვე გაიყინა(მიზეზი უკვე ცნობილია). სხვა მხრივ კი, მმოგისმენთ და დავაფასებთ შენს ნაწერებს, და თუ გახდები "ახალი" მართლმადიდებელი, მე პირადად გამახარებთ... მაგით შენს კეთილ მოშურნეობასარაფერი დააკლდება, პირიქით, უფრო მეტად მოგეცემა სხვების მოქცევის და დამოძღვრის ნიჭი. პატივისცემით, აღმსარებელი".

კი ვიცი, რაზეც ლაპარაკობ, მაგრამ ნამდვილად არაფერს მოგვცემდა ხელნაწერთა ინსტიტუტში მისვლა. ვთქვათ მივედით და ვნახეთ, დავუშვათ ისე წერია, როგორც ედიშერ ჭელიძე გადმოგვცემს. მაგრამ ხომ ვიცით, რომ ოქროპირის ამ სიტყვის მრავალი სხვადასხვა ვერსია არსებობს. თანაც ხელნაწერებით... როგორ გავიგოთ რომელია ჭეშმარიტად ოქროპირის? თანაც მისი თანამედროვე მამები თითებზე ლაპარაკობენ და არა თითზე (მაგ. წმ. კირილე იერუსალიმელი). თანაც გამოთქმა "თითით კი არ გვმართებს ოდენ პირჯვრის გადასახვა" მაინცდამაინც პირჯვრისწერის ფორმაზე არ მიუთითებს ჩემი აზრით. აქ ზოგადად ის არის ნათქვამი, რომ ჯვრის გამოსახვისას მთავარია არა ხორციელი ბუნება ("თითი"), არამედ გონება და რწმენა, რომლის გარეშე პირჯვრისწერას კი არა ყველაფერს აზრი ეკარგება. იქ, "ჩარჩზე" ბევრი ვწერე ამ საკითხზე და ნუ გამამეორებინებ, ძალიან გთხოვ. მე ჩემი გითხარი. შენ კი გწამდეს როგორც გინდა. თუ მეტყვი, რომ ჩემგან და ჩემი მეგობრისგან ბევრი რამ გაიგე, თავს ბედნიერად ჩავთვლი, რადგან ჩემი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა კი არ არის, არამედ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და სადავო საკითხების გარშემო საღვთისმეტყველო მსჯელობა. თანაც, პირჯვრისწერის საკითხი არ არის ყველაზე მთავარი ჩვენს ეკლესიებს შორის...

არ მინდა ძმაო არავის დაფასება. მლანძღეთ თუ გინდათ. ოღონდ იცოდეთ და ირწმუნეთ, რომ მე თქვენი კეთილისმყოფელი ვარ და არა ბოროტმოქმედი... როგორ ვარ თქვენი კეთილისმყოფელი ამას დრო აჩვენებს... დარწმუნებული ვარ.

1

2

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика