ისტორია - XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია? - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ბორის კუტუზოვი

XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?

XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა

1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972).

კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში:

"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:

დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.

დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს.

დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე).

შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529).

ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.).

XVII საუკუნის საეკლესიო განხეთქილება, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება იწოდოს ეროვნულ კატასტროფად, იყო რეფორმის შედეგი, რომელიც, როგორც ახლა გამოირკვა, არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყოფილა საფუძვლიანი, არც კანონიკურად და, უბრალოდ, "არაფერში სჭირდებოდა" ეკლესიას. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ვიღას დასჭირდა ეს რეფორმა, როგორი იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები და ვინ იყო მისი ნამდვილი შემოქმედი?

წინამდებარე სტატიის ავტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ძველი წესების პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომელიც სავსებით ემთხვევა მამა იოანეს ზემოთ მოტანილ განცხადებას: ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო, არც კანონიკური მიზეზები და საფუძვლები - ის ეკლესიას თავს მოახვიეს ხელოვნურად. რეფორმის მთავარი შემოქმედი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძე, ხოლო ნიკონ პატრიარქი - მისი ნების შემსრულებელი ინსტრუმენტი. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმისთვის გვეწოდებინა "ალექსეევური" და არა "ნიკონიანური" რეფორმა.

ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია დროთა განმავლობაში საეკლესიო-საღვთისმსახურო ტექსტებში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომების გასწორების სურვილმა. მაგრამ რეფორმამდელი (იოსებ პატრიარქის დროს დაბეჭდილი) საეკლესიო წიგნებისა და რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნების მიუკერძოებელი შედარება უეჭველად ადასტურებს ძველი წიგნების უპირატესობას - შეცდომები მათში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ საწინააღმდეგო დასკვნები.

რეფორმის შემდგომდროინდელი ტექსტები თავიანთი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველ ნაბეჭდ წიგნებს. ამ ე.წ. "შესწორებების" შედეგად თავი იჩინა სხვადასხვა სახის უამრავმა ცთომილებამ, იქნება ეს გრამატიკული, ლექსიკური, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის (ტექსტების შედარება იხილეთ ქვემოთ). ასე რომ, თუ რეფორმატორები მიზნად ისახავდნენ ძველნაბეჭდ წიგნებში არსებული შეცდომების გასწორებას, ეს მიზანი დარჩა შეუსრულებელი. თუმცა არსებობდა სხვა მიზანიც, კერძოდ, ბერძნული და რუსული საეკლესიო პრაქტიკის იდენტურობის მიღწევა. თანაც სანიმუშოდ შეირჩნენ ბერძნები, რაც აღნიშნულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მოხსენებაში, რომელიც მან მოსკოვის 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე წაიკითხა (см. "Поместный собор Русской Православной Церкви...). ეს მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.

საქმე ის არის, რომ მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რუს მეფეთა შორის პირველმა, სერიოზულად გადაწყვიტა, ასულიყო ძველ ბიზანტიურ ტახტზე და სათავეში ჩადგომოდა მთელს მართმადიდებლურ მსოფლიოს. "ალექსი მიხეილის ძე არა მარტო სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მიიჩნევდა თავს ძველ ბერძენ იმპერატორთა მემკვიდრედ, არამედ მათი სამეფოს კანონიკურ მემკვიდრედაც. მას სწამდა, რომ თვითონ, ან მისი შთამომავალნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდნენ კონსტანტინოპოლისა და ყველა იმ მართლმადიდებელი ხალხების მეუფენი, რომლებიც თურქების უღელქვეშ იტანჯებოდნენ… მეფისთვის უცხო არ ყოფილა აზრი, გამხდარიყო თურქების ბატონობისგან მართლმადიდებელ ხალხთა განმანთავისუფლებელი და დაუფლებოდა კონსტანტინოპოლს, როგორც საკუთარ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომაც განიხილავდა ის საეკლესიო ერთობას (იგულისხმება ბერძნულ-რუსული ეკლესიების სრული სწავლა-მოძღვრებითი და საწესჩვეულებო იდენტურობა - მთარგმნ.), მომავალი პოლიტიკური ერთობის მისაღწევ აუცილებელ საფეხურად"(Каптерев. Н. Ф. Кказ. соч., т. 1, стр. 44, 45).

ამ განზრახვათა პოლიტიკური გულუბრყვილობა სრულ შესატყვისობაში იყო თვით მეფის ჭკუამოკლეობასთან და არაშორსმჭვრეტელობასთან, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ არა მარტო რუსეთის უბედურება, არამედ საყოველთაო მართლმადიდებლობისაც. ბერძნული ნიმუშის მიხედვით საეკლესიო ერთსახოვნების მიღწევა მეფე ალექსი მიხეილის ძისთვის იყო პირველი საფეხური მისი გლობალური პოლიტიკური მიზნების განსახორცილებლად - შეექმნა დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერია.

უნდა ითქვას, რომ რუსეთის მეფის ეგიდის ქვეშ ყველა მართლმადიდებელი ხალხის გაერთიანების იდეა მეფე ალექსი მიხელის ძემდე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ რუსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ მისი სულიერი მემკვიდრე რუსეთი გახდა. 1516 წ. ბერმა ფილოთეოსმა დიდი თავადის, ბასილი III-სადმი მიწერილ ეპისტოლეში დაწერა შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები: "მთელი ქრისტეანული სამეფონი შენს ერთ სამეფოში გაერთიანდება, რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე (ანუ მოსკოვი - ბ. კ.) დგას, ხოლო მეოთხე აღარ იქნება… მხოლოდ შენ ერთიღა ხარ მთელს ცისქვეშეთში ქრისტეანი მეფე" (См. Белокуров С. А., Арсений Суханов. Речь перед зашитой диссертации 27 окт. 1891 г. Серг. Пос. 1892 г.). რუსი მეფის ამ გამორჩეულ მოწოდებაზე აღიზარდა მეფე ალექსი მიხეილის ძეც და, როდესაც ის, ჯერ კიდევ 16 წლისა, სამეფო ტახტზე ავიდა, მთელი თავისი ყმაწვილური აღტყინებითა და პირდაპირობით გადაწყვიტა საკუთარ პიროვნებაში გაეცოცხლებინა ბიზანტიელ იმპერატორთა ძველი ხატი.

რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა თითქმის ნახევარ მსოფლიოზე გადაჭიმული ოსმალეთის გიგანტური იმპერიის სულთანატთან ომის დაწყებას. წინათ აქეთ უბიძგებდნენ ბასილ III-სა და მეფე ივანე მრისხანესაც, მაგრამ ისინი საკმაოდ გონიერი და გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ და ამგვარ პროვოკაციას არ დაჰყვნენ. იმ დროს თურქებთან ომი იქნებოდა პოლიტიკური უგუნურება. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამ საკითხისადმი დიდ დაინტერესებას იჩენდნენ თურქების მიერ დამონებული ბერძნები. თუმცა ისიც ცნობილია, გარდა ბერძნებისა, კიდევ ვის სურდა თურქების წინააღმდეგ რუსების ამ ომში ჩათრევა: "1683 წელს ვენის კედლებთან თურქების დამარცხებამდე დასავლეთ ევროპას ძლიერ აშფოთებდა თურქული შემოსევა" (Петросян Ю. А. Древний город на берегах Босфора, Москва, 1986).

ზევით ნახსენებ მოსკოვის საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დაწვრილებით ილაპარაკა პროტოპრესვიტერმა ნ. ნოვოსადმა: "პაპიზმს ამ ეპოქაში (XVI-XVII სს.) ამოქმედებდა ძველთაძველი იდეა, რომელსაც პაპები შთააგონებდნენ მთელ ევროპას: მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ და განედევნათ ისინი ევროპიდან. ამ იდეის მომხრე იყო სტეფან ბატორიუსიც. თურქებთან ბრძოლის გეგმა თანაბარი მონდომებით მუშავდებოდა როგორც რომში, ასევე პოლონეთში. ამასთანავე, მიიჩნევდნენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ამ პროცესში მოსკოვის, როგორც იარაღის, ჩართვა. ამისთვის მოსკოვისთვის თავს უნდა მოეხვიათ კათოლიკე (პაპისტი - მთარგმნ.) მეფე (ასე ფიქრობდნენ სტეფანე ბატორიუსი და პოსევინო), რათა გაეკათოლიკებინათ მოსკოვი და ამ გზით უზრუნველეყოთ მისგან დახმარების მყარი გარანტია" (Православие в западной Руси в XVI-XVII вв. перед лицом униатства (Доклад прот. Н. Новосада на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.). გეგმის განსახორციელებლად მის ავტორებს ხელს აძლევდათ თვითმარქვია მეფე. თუ მოსკოვში კათოლიკე მეფის აღსაყდრებას მოახერხებდნენ, საქმის ნახევარი გაკეთებული იქნებოდა, ხოლო რუსების თურქებთან ომში ჩასაბმელად, ყველაზე მიმზიდველ სატყუარად კონსტანტინოპოლის ტახტი ესახებოდათ.

მოსკოვში ჩამოვიდა "მთელი ჩრდილოეთის ვიკარიუსი", პაპის ლეგატი ანტონიო პოსევინო, რომელმაც მეფე ივანე მრისხანეს გადასცა წიგნი ფლორენციის უნიის შესახებ, "მდიდრად მორთული ოქროს ასოებით. ამ საჩუქრით მან მიანიშნა, რომ რუსების ყველა უბედურება ადვილად მოსაგვარებელი იქნებოდა, თუ ისინი მიიღებდნენ უნიას, მთელ ფეხსაცმელს პაპის ფეხიდან" (Пикуль В. Десять сюжетов - наш современник, 1987, т. 4, стр. 24). ლეგატმა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აღუთქვა მეფე ივანეს კონსტანტინოპოლის ტახტი. "თუ სარწმუნოებრივად გაერთიანდები პაპთან და ყველა ხელმწიფესთან, მათი მეშვეობით არა მარტო კიევში, შენს წინაპართა სამშობლოში აღზევდები, არამედ შეიქმნები იმპერატორად კონსტანტინოპოლისა და მთელი აღმოსავლეთისა" (იქვე). და რა უპასუხა ამ მზაკვრულ საცთურს ივანე IV? პასუხი ასეთი იყო: "რაც შეეხება აღმოსავლეთის იმპერიას, მიწა უფლისაა - ვისაც უნდა, იმას მისცემს. ხოლო მე რაც შემეხება, ჩემი სახელმწიფოც მეყოფა, ქვეყნიერების სხვა, დიდ სახელმწიფოებს კი არასდროს ვისურვებ" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви. СПб. 1877 г, т. 8, стр. 390).

ამ შემთხვევაში ივანე მრისხანემ მეფის საკადრისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და სიმტკიცე გამოიჩინა! რამდენად შორს აღმოჩნდა ამგვარი გონიერებისგან ალექსი მიხეილის ძე. კონსტანტინოპოლის ტახტი რომ შესთავაზა, პოსევინომ ამით სრულიად გამოააშკარავა ამ საკითხზე იეზუიტთა, ანუ იმ ადამიანების პროგრამა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დაჟინებით ცდილობდნენ მოსკოვის ჩათრევას აღმოსავლურ ავანტიურაში. მსგავსი მცდელობები ადრეც მრავალგზის ყოფილა. ჯერ კიდევ 1518 წელს მოსკოვში ჩამოსული დომინიკანელი ბერი ნიკოლაოს შომბერგი, პაპის, ლეონ X-ის ლეგატი, ცდილობდა დიდი მეფის, ბასილ III-ის მიმხრობას იმ იდეისადმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს თურქების გასადევნად მხარი უნდა დაეჭირა ევროპისთვის. "ფოჩიანი კანფეტის" როლს მაშინაც კონსტანტინოპოლის ტახტი ასრულებდა: "ბასილ ივანეს ძეზე ზემოქმედების მოსახდენად მას უმტკიცებდნენ, რომ მას, როგორც შვილს ბერძნული ეკლესიისა, სრული უფლება ჰქონდა, წაერთმია თურქებისთვის კონსტანტინოპოლი, როგორც საკუთარი კანონიერი მემკვიდრეობა, ხოლო რომის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში პაპი მას მას სამეფო გვირგვინითა და ტიტულით დაასაჩუქრებდა, რუსეთის მიტროპოლიტს კი პატრიარქის წოდებას უბოძებდა" (იქვე. გვ. 383).

1525 წელს პაპმა კლიმენტ VII-მ მოსკოვში გამოაგზავნა სიგელი, რომელშიც რუსეთის მეფეს კვლავ სთავაზობდა გვერდში დადგომოდა სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს კონსტანტინოპოლიდან თურქების განდევნის საქმეში" (იქვე, გვ. 384). XVII საუკუნეში რუსეთის მთავრობას თურქეთთან ბრძოლისკენ აქეზებდნენ იეზუიტი მისიონერი ი. კრიჟანიჩი და იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი მილესკუ სპაფარიუსი.

როგორც ვხედავთ, კათოლიციზმი მეტად დაინტერესეუბული იყო იმით, რომ როგორმე ანტითურქულ კოალიციაში ჩაეთრია რუსეთი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასავლელი მისიონერები ჯიუტად აქეზებდნენ რუსებს თურქებთან საბრძოლველად. აღმოსავლელი იერარქებიც გამუდმებით არწმუნებდნენ მეფე ალექსი მიხეილის ძეს გაელაშქრა თურქების წინააღმდეგ და გაეთავისუფლებინა კონსტანტინოპოლი. ამ თხოვნას ისინი დაჟინებით იმეორებდნენ უკვე ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მაგრამ მსგავსმა რჩევებმა განსაკუთრებული ინტენსივობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა. ნაზარეთის მიტროპოლიტი გაბრიელი იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულ ენაზე გადათარგმნა "თქმულება კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ", რომელიც მის "საიუბილეო" 1653 წელს დაამთხვია (Белокуров С. А. Арсений Суханов (биография), Москва 1891 г., стр. 257).

იერუსალემის პატრიარქი პაისი მოსკოვში ყოფნისას მეფე ალექსის არწმუნებდა, შეკვროდა გეტმან ხმელნიცკის, მუტიანელ და ვოლოშელ ვოევოდებს თურქების წინააღმდეგ საერთო სამხედრო მოქმედებათა შესამუშავებლად. არსენი სუხანოვი იასსადან მოსკოვში რომ გაისტუმრა, პატრ. პაისიმ დაავალა მეფისთვის ეს საკითხი შეეხსენებინა, ხოლო ალქსი მიხეილის ძისადმი მიწერილ სიგელში აღნიშნავდა: "უწმიდესი სამება… ღირს გყოფთ თქვენ გიბოძოთ უზენაესი ტახტი დიდი მეფისა, კონსტანტინესი, თქვენი პაპისა, რათა გაათავისუფლოთ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ხალხები უწმინდურთა ხელიდან, ველურ მხეცთა ბატონობისგან" (კაპტერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 44).

შესაძლოა, რომ სწორედ, ამ პროვოკაციულმა კურთხევამ მიაღებინა მეფე ალექსი მიხეილის ძეს გადაწყვეტილება განეხორციელებინა "ბერძნული პროექტი" და ამ მიმართებით კონკრეტული ღონისძიებები გაეტარებინა, ამ გზაზე კი პირველი სტადია იყო საეკლესიო რეფორმა რუსული და ბერძნული საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკათა უნიფიცირების მიზნით. რა თქმა უნდა, ისეთ "წინასწარმეტყველებას", რომელსაც უფლის სახელით გამოთქვამდნენ თვით პატრიარქები, შეეძლო ეცთუნებინა არამარტო ისეთი მცირე გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორიც მეფე ალექსი იყო.
ამ მიზნის მისაღწევ პირველ ნაბიჯად, სწორედ ადგილობრივ საღვთისმსახურებო პრაქტიკათა შორის განსხვავების აღმოფხვრას სთავაზობს მეფე ალექსის იერუსალემის პატრიარქი პაისი. განა დიდი შრომა სჭირდებოდათ იმ დროს იეზუიტებს, რათა გაეძლიერებინათ რუს მეფეზე აღმოსავლეთის პატრიარქთა გავლენა?! მრავალი მათგანის გამყიდველობა და მექრთამეობა ისევე საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ვატიკანის განსაკუთრებული დაინტერესება იმით, რომ თურქებთან ომში ნებისმიერი ხერხებით ჩაეთრია მოსკოვი.

დახელოვნებულმა პროვოკატორებმა უბრალო და მიმნდობ მეფე ალექსის შთააგონეს, რომ კონსტანტინოპოლის ტახტისთვის ბრძოლა, წმიდა და საგმირო საქმეა და სწორედ ამისკენ მოუწოდებს მას მისი ქრისტეანული მოვალეობა და თვით ღმერთიც კი. ტყუილ-უბრალოდ კი არ იწყებს პატრიარქი თავის მიმართვას წმიდა სამების სახელით. მიზანი მიღწეული იქნა - "ბერძნულმა პროექტმა" სრულიად დაიპყრო როგორც მეფის, ასევე მისი უახლოეს გარემოცვის აზრი და გონება.

ცნობილია, მაგალითად, მეფის მიმართვა ბერძენ მოვაჭრეთადმი: "გინდათ და ელოდებით თუ არა თქვენ იმას, რომ გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და გამოგისყიდოთ?" - მათ უპასუხეს: "სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? როგორ არ უნდა ვიოცნებოთ ამაზე?" - მეფემ მიუბრუნდა დიდებულებს და მიუგო: "ღმერთი დამსჯის ამათ გამო თუ არ დავეხმარე. მე ავიღე ვალდებულება… მათ განთავისუფლებას შევწირავ ჩემს ჯარს, ხაზინას და სისხლსაც კი" (Достоевский Ф. М. "Дневник писателя (1877 г.). - Соч. СПб., 1891 г., т.11, стр. 90). (მეფე ალექსიმ ამ იდეას მსხვერპლად შეწირა მართლმადიდებელ ქრისტეანთა, თავის თანამემამულეთა უთვალავი სიცოცხლე, ვინც დაისაჯა რეფორმისადმი წინააღმდეგობის გამო, რასაც დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ბოროტმოქმედება, რომელმაც გახლიჩა მანამდე ერთიანი რუსული ეკლესია, ბერძნების თურქების ბატონობისგან გათავისუფლება კი მაინც ვერ შეძლო - ჩვენს დროშიც კონსტანტინოპოლს სტამბულს უწოდებენ).

ანტიოქიის პატრიარქ მაკარის წასვლის შემდეგ მეფემ თავის ბოიარებს უთხრა: "ვევედრები უფალს, ვიდრე მოვკვდებოდე, ვიხილო იგი ოთხ პატრიარქთა შორის, რომლებიც იმსახურებენ წმიდა სოფიის ტაძარში" (კაპტრერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 46). მაგრამ, ცხადია, რუსი მეფე კიდეც რომ გამხდარიყო კონსტანტინოპოლის ტახტის მემკვიდრე, ნიკონი მეხუთე პატრიარქი იქნებოდა და არა პირველი, რაც კარგად უწყოდა და რაც განაპირობებდა კიდეც "ბერძნული პროექტისადმი" მის განსაკუთრებულ ინტერესს.

თავის გაპატრიარქებამდე ნიკონი, როგორც ყველა იმდროინდელი რუსი, დიდი ეჭვის თვალით უყურებდა თავის თანამედროვე ბერძნებს და მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა შენარჩუნებული იყო მხოლოდ რუსეთში. ამ შეხედულებებს ნიკონი არც მალავდა და ხშირად გამოთქვამდა ღიად მოსკოვში მისი გადასახლებისა და არქმანდრიტად დანიშვნის შემდეგაც, მაგრამ, როგორც კი პატრიარქი შეიქნა, ნიკონი თავგამოდებულ გრეკოფილად იქცა - მის ცნობიერებაში ხდება მკვეთრი ცვლილება - ბერძნების მაძაგებელი ნიკონი მათი თაყვანისმცმელი და ფანატიკოსი ხდება. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ამბობდა: "ბერძნებმა და მალოროსებმა დაკარგეს სარწმუნოება, არც კეთილზნეობაა მათში, მხოლოდ საკუთარ ვნებებს ემსახურებიან პატივსა და განცხრომაში მყოფნი, არც სიმტკიცეა მათში და არც სათნოებანი" (Материалыдля истории раскола за первое время его существования. М., 1875, т. 1, стр. 150). როგორც კი მეფესთან ახლო ურთიერთობა დაამყარა, ნიკონი ეზიარა "ბერძნული პროექტის" საიდუმლოს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთა და მისთვის დამახასიათებელი უპრინციპობით მყისიერად გარდაიქცა, ბერძნების მაძაგებლიდან მათ თაყვანისმცემლად. სწორედ ამის შემდეგ, მეფის მხარდაჭერით, ხდება ის პატრიარქი. ასე აღმოაჩინეს და მოამზადეს მართლმადიდებლობისთვის საბედისწერო მომავალი საეკლესიო რეფორმის აღმასრულებელი.

ნიკონი უეჭველად ოცნებობდა მსოფლიო პატრიარქობაზე და, რამდენადაც ცნობილია მისი უსაზღვრო პატივმოყვარეობა, შეიძლება დავასკვნათ, რომ მის გრეკოფილად ჩამოყალიბებაში სწორედ ეს სულის აღმაფრთოვანებელი პერსპექტივა იქცა მთავარ და გადამწყვეტ ფაქტორად. ნიშანდობლივია, რომ თავისი უღირსი და უგუნური დემარშის შემდეგ, როდესაც დემონსტრატიულად დატოვა საპატრიარქო კათედრა ("აბა, მეფეო, ვნახოთ როგორ გაართმევ საქმეს თავს უჩემოდ"), როდესაც გადაუარა კონსტანტინოპოლის კათედრის აჩრდილმა, ცხადია, მოჩვენებითი გრეკოფილობის ნიღაბიც მოსცილდა და თავისი რეფორმისა და წიგნების გასწორებას აბსოლუტური გულგრილობით ეკიდებოდა. მეტიც, მონასტერში განმარტოვებულმა დაიწყო წიგნების ბეჭდვა ისევ ძველი ნიმუშების მიხედვით (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. შესავალი).

პატრიარქ იოსების სიკვდილმა ხელი გაუხსნა რეფორმის გრეკოფილ და ბობოქარ მომხრეებს და მათაც თავი აიშვეს. როგორც კი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, ნიკონი იმთავითვე დიდი მონდომებით შეუდგა ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის გადმოღებას. "ისე ჩანს, ნიკონი სრულიად მიეცა იმ იდეას მოსკოვი გარდაექმნა მეორე ბიზანტიად" (იქვე). და მართლაც, მას რუსეთში გადმოაქვს ბერძნული ამბიონები, ბერძნული სამღვდელმთავრო კვერთხი, ბერძნული ბარტყულა და მანტიები, ბერძნული საეკლესიო გალობანი, მოსკოვში იწვევს ბერძენ ხატმწერებს, აშენებს მონასტრებს ბერძნულის მიხედვით, იახლოებს ბერძნებს, ყველგან წინა პლანზე წამოსწევს ბერძნულ ავტორიტეტს და ა. შ. (იქვე. მითითება წყაროზე: Чтения общества духовного просвещения, 1889 г., стр. 363).

მამა პავლე ფლორენსკიმ, რომელმაც უარყოფითად შეაფასა ყოველივე ბერძნულისადმი ნიკონის ასეთი ბრმა მიმდევრობა და ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის კოპირება, თავის სტატიაში "Тройце-Сергиева Лавра и Россия" პატრიაქ ნიკონის საქმიანობას "რეაქციული და საერთოდ ანტინაციონალური" უწოდა (О. Павел Флоренский. Тойце-Сергиева Лавра и Россия - У водоразделов мысли (статьи по искусству), Париж, 1985 г., стр. 78). უფრო ზუსტად, ნიკონისა და მეფე ალექსის რეფორმატორული საქმიანობა აღიარებული უნდა იქნას ანტიმართლმადიდებლურად და ანტიეკლესიურად. ანტინაციონალური, ანტირუსული ის ხდება მხოლოდ იმდროინდელი მთელი რუსული ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის ორგანული ერთობის დარღვევის გამო.

რეფორმის განსაკუთრებით ანტინაციონალური ხასიათი გამოვლინდა 1667 წლის კრებაზე, როდესაც მეფის პროგრამით ოფიციალურად დაიწყო ძველი, მრავალსაუკუნოვანი რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებისა და წესების და, საერთოდ, მთელი რუსეთის წარსულის შეურაცხყოფისა და ლანძღვის კამპანია. კაპტერევი ამ კრების საქმიანობის შეფასებისას ამბობს, რომ ეს არის "რუსეთში ჩამოსული ბერძნების მიერ რუსული საეკლესიო სიძველეების ტენდენციური დამცირება, მათი საჯარო და საქვეყნო შეურაცხყოფა" (Каптерев Н. Ф. Указ. соч., т. 2, стр. 385, 386).

აი სად უნდა ვეძებოთ ჩვენი თანამედროვე დაავადების, ჩვენი ისტორიული წარსულის გინებისა და დავიწყების ფესვები! ტყუილუბრალოდ კი არ უთქვამს მამა პავლე ფლორენსკის თავის ერთ კერძო წერილში: რომ "მსოფლიო ატმოსფერო, მსოფლიო ვითარება გაფუჭებულია თითქმის მე-17 საუკუნიდან" (Литературный Иркутск, дек. 1988 г, - письмо о. П. Флоренского к Мамонтовой). მე-17 საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიმოწვლილვითი გამოკვლევა ადასტურებს ამ ვარაუდს, ვინაიდან რუსულ სულიერ კატასტროფას თავისი შედეგებით არა მხოლოდ ადგილობრივი, რუსული, არამედ გლობალური ხასიათი აქვს.

1667 წლის კრებაზე მეფემ საქმეთა წარმოების უფლებამოსილება სრულიად გადასცა ორ აღმოსავლელ პატრიარქს - პაისი ალექსანდრიელს და მაკარი ანტიოქიელს, თანაც წინასწარ დარწმუნდა, რომ ისინი აუცილებლად გაატარებდნენ მისთვის სასურველ კურსს. პატრიარქებსაც, რომლებმაც მომენტის ხელსაყრელობა იგრძნეს, კრებაზე რუსული საეკლესიო საქმეების ავტორიტეტულ, უზენაეს და უაპელაციო მოსამართლეებად ეჭირათ თავი. ძნელი წარმოსადგენია, მეფის განსაკუთრებული სანქციის გარეშე ამ ორ უცხოელს, მეფის მლიქვნელ და მოწყალების მათხოვარ იერარქებს, რუსეთის ცენტრში, თვით მეფის თანდასწრებით ასე გაბედულად დაეგმოთ და ეძაგებინათ მთელი რუსული სიძველე და მეტიც, ანათემისთვისაც კი გადაეცათ ძველი რუსული საეკლესიო წეს-განგებანი. "ყველაზე დიდი, რაც შეეძლო გაებედა მოსკოვში ჩამოსულ იერარქს, იყო მეფისა და რუსული ღვთისმოსაობის განდიდებით აღვსილი მლიქვნელური დითირამბები, აღიარება იმისა, რომ რუსეთი არის მთელი მართლმადიდებლობის სვეტი და ნათელი" (Каптерев Н. Ф. Указ. соч., т. 1, стр. 56).

ვერავინ გაბედავდა მეფესთან დავას იმ დროს, მითუმეტეს ვერ გაბედავდა ამას ჩამოსული სტუმარი, თუნდაც პატრიარქი. ეს პრატიკულად შეუძლებელი ჩანდა. შესაძლო იყო მხოლოდ "წამქეზებლობა". ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში თვით უმნიშვნელო სახელმწიფო განკარგულებები გაიცემა უმაღლესი ხელისუფლების სანქციით. მეფე ალექსი მიხეილის ძეს კი ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის სამეფო ძალაუფლებაზე, ის "თვით ღმერთის ნაცვალად მიიჩნევდა თავის თავს დედამიწაზე" (იქვე. ტ. 2, გვ. 104). და ასეთ ვითარებაში ვინ გაბედავდა, ემოქმედა დამოუკიდებლად, თვითმპყრობელის გვერდის ავლით, თანაც ისეთ მნიშვნელოვან საეკლესიო-სახელმწიფოებრივ საქმეში, როგორიც იყო რეფორმა? ბოლოს და ბოლოს თვით ამბაკუმიც გაიგებს, ვინ იყო რეფორმის ნამდვილი შემოქმედი და უკვე მეხუთე არზაში, რომელიც მან დაწერა და მეფეს გაუგზავნა 1669 წელს, მას ასეთი სიტყვებით ამხელს: "Ты, самодержце, суд подымеши о сих всех, иже таково им дерзновение подавый на ны... Кто бы смел рещи таковыя хульныя глаголы на святых, аще бы не твоя держава попустила тому быти?... Все в тебе, царю, дело затворися и о тебе едином стоит" (Житие протопопа Аввакума. Горький, 1988 г., стр. 110, 111).
მეფე ალექსის მლიქვნელმა აღმოსავლელმა იერარქებმა, რომლებიც1667 წლის კრებაზე მეფისთვის სასურველ კურსს ატარებდნენ, საკმაოდ ღრმად შეტოპეს თავიანთ საქმიანობაში. კრებამ მათი თავმჯდომარეობით მწვალებლურად აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებანი და აკრძალა ისინი, ხოლო ამ ჩვეულებათა მიმდევრები ეკლესიისგან მოიკვეთა და დაწყევლა. მაგრამ, როგორც პროფ. კაპტერევი წერს, "მწვალებლობად შერაცხილი ძველი წესები სინამდვილეში იყო საყოველთაო და მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესიის ქმნილება. საუკუნეებით ადრე, სანამ რუსეთი გაქრისტეანდებოდა, ეს წესები არსებობდა თვით ძველ, მართლმადიდებელ ბერძნებში, ამიტომაც რუსეთის დადანაშაულება და მწვალებლურად გამოცხადება მათ გამო, ფაქტობრივად, ნიშნავს ასეთად შერაცხო და გამოაცხადო თვით ძველი ბერძნული ეკლესია" (ნ. ფ. კაპტერევი. დასახ. ნაშრ. ტ. 2, გვ. 528).

აღმოსავლელმა იერარქებმა კრებაზე ფართოდ და დეტალურად გადასინჯეს საერთოდ მთელი რუსული საეკლესიო პრაქტიკა და მრავალსაუკუნეობრივი ჩვეულებანი, რათა დაეგმოთ და მოესპოთ ყოველივე, რაც კი იმდროინდელი ბერძნული პრაქტიკისგან განსხვავდებოდა. ყველაფერ ძველრუსულს და საეკლესიოს, თვით ტანისამოსსაც კი, ცვლიდნენ თანამედროვე ბერძნული ნიმუშების მიხედვით, "რათა ერთობა და თანხმობა ყოფილიყო ყოველივეში" (იქვე, გვ. 404). მეფემ აღმოსავლელ იერარქთა საკრებო მოღვაწეობა მოიწონა და ამისთვის უხვადაც დაასაჩუქრა.

მეტად ნიშანდობლივია, რომ 1666 წელს მეფემ სპეციალური მიმართვით ითხოვა, აღმოსავლეთიდან გამოეგზავნათ "ადრინდელ ბერძენ მეფეთა აღსაყდრების წეს-განგება", რომელიც, როგორც ჩანს, მას ბიზანტიის ტახტზე მოსალოდნელი კორონაციისთვის დასჭირდა. აქ უკვე, სავარაუდოდ, ლაპარაკი გვიწევს არა პოლიტიკურ გულუბრყვილობაზე, არამედ მეფე ალექსი მიხეილის ძის გონებაჩლუნგობაზე, რითაც აღბეჭდილია მთელი მისი მოღვაწეობა და რისი შედეგიც იყო რამდენიმე აჯანყება და, ბოლოს, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უგუნური პროექტი - ყოვლისმომცველი საეკლესიო რეფორმა გლობალური პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

მეფე ალექსის სიყრმიდანვე ისე ზრდიდნენ, რომ მასში ჩაენერგათ გულგრილობა ყოველივე ეროვნულისა და განსაკუთრებული მოწიწება ყოველივე უცხოურისადმი. "დასავლური კულტურის საოცრებები" მას პირდაპირ ფანტასტიკურად მიაჩნდა. დარწმუნებული იყო უცხოელი ოსტატების ყოვლისშემძლეობაში. ეს თვისებები, განსაკუთრებით სამამულო ისტორიის უგულებელყოფა, კიდევ უფრო მძაფრად განვითარდება და გამოვლინდება მის შვილში, პეტრე I-ში.

აქ უკვე ითქვა კათოლიციზმის ინტრიგებზე აღმოსავლურ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს მეტად საყურადღებო დოკუმენტი, რომელიც მიტრ. მაკარიმ (ბულგაკოვი) გამოაქვეყნა "რუსეთის ეკლესიის ისტორია"-ში. ქვეთავში "არეული დროება" გამოქვეყნებულია: "იეზუიტების ინსტრუქცია თვითმარქვიას, თუ როგორ უნდა შემოვიტანოთ უნია რუსეთში".

"თვით ხელმწიფეს შთავაგონოთ უნიის იდეა იშვიათად და ფრთხილად, რათა საქმე მისგან არ დაიწყოს. პირველად თვით რუსებმა უნდა შემოგვთავაზონ წინადადებები სარწმუნოების იმ ზოგიერთი უმნიშვნელო საკითხის შესახებ, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას, და ამით გზას გავკვალავთ უნიისკენ;

გამოიცეს კანონი, რათა რუსულ ეკლესიაში ყველაფერი აიგოს ბერძნული ეკლესიის თარგზე და ამ კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს: დაიწყება დავა, მივლენ მეფემდე, ის დანიშნავს კრებას, აი მანდ კი შესაძლებლობა მოგვეცემა, მივადგეთ უნიის საკითხს;

შავ სამღვდელოებას მივანიშნოთ შეღავათებზე, თეთრს - ჯილდოებზე, ხალხს - თავისუფლებაზე, ყველა დანარჩენს - საერთოდ, ბერძენთა მონობაზე;

დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან იქნენ მოწვეული განსწავლული, მაგრამ საერო პირები" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви, СПб, т. 10, 1883).

აი თურმე ვინ ცდილობდა რუსულ და ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკაში ერთფეროვნების მიღწევას! მეფე ალექსი მიხეილის ძემდე დიდი ხნით ადრე რეფორმის უმთავრესი პუნქტები და მისი არსი მოფიქრებული იყო იეზუიტების მიერ, რომლებმაც გარკვეული ფორმულირებების სახით გადასცეს თავიანთ აგენტებს სამუშაო ინსტრუქცია. იეზუიტთა ეს გეგმა თითქმის მთლიანად განხორციელდა ნახევარი საუკუნის შემდეგ - მე-17 საუკუნის რეფორმის პროცესში. რეფორმის მსვლელობა მეტისმეტი სიზუსტით ემთხვევა ამ ინსტრუქციის ყველა პუნქტს.

"სარწმუნოების ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხზე, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას", 1649 წელს მოსკოვში ყოფნისას, ბერძნული სამღვდელოების მხარდაჭერით ალაპარაკდა იერუსალიმის პატრიარქი პაისი; წიგნების შემსწორებელი ეპიფანე სლავინეცკი, როგორც სწავლული ღვთისმეტყველი, რეფორმის გატარების წინადადებას აყენებს. იეზუიტური კოლეგიის მოწაფე ეპიფანე კიევიდან გამოაგზავნეს იმ პირის სანაცვლოდ, რომელიც მოსკოვში მოითხოვეს.

რაც შეეხება საკითხს, რომ "ყველაფერი აიგოს ბერძნული ეკლესიის თარგზე", აუცილებელია აღინიშნოს, რომ კათოლიკეებთან უნიისა (ლიონის 1274 წ. და ფერარო-ფლორენციის 1439 წ.) და თურქების ორასწლოვანი ბატონობის უღელქვეშ ყოფნის შემდეგ ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკაში იმდენი ცვლილება მოხდა, რომ რუსები უკვე ეჭვქვეშ აყენებდნენ ბერძნების მართლმადიდებლურობასაც კი. 1480 წელს ჩვენში სამღვდელმთავრო ფიცში შევიდა აღთქმა, პირობა, რომ ბერძნებს არ მიიღებდნენ არც მიტროპოლიაში და არც საეპისკოპოსო კათედრაზე, როგორც არაქრისტეანი ხელისუფლების ქვეშ მყოფებს (Курс лекции Московской духовной семинарии по истории Русской церкви, 1970).

ამგვარად, რეფორმის წინ, რომლის მიზანს წარმოადგენდა ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკასთან სრული იდენტურობის მიღწევა, საჭირო იყო თვით ბერძნების ავტორიტეტის ამაღლება, რომელიც რუსების თვალში გვარიანად იყო შელახული. ამ საკითხზე რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობდა ალექსის გამეფების პირველივე დღეებიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში და თანაც სხვადასხვა მიმართულებით. მოსკოვში გამოიცა რამდენიმე სამხრეთ-რუსული წიგნი, რომლებშიც დაბეჯითებით იქადაგებოდა ბერძენთა სრული მართლმადიდებლურობა და ის, რომ საჭირო იყო ყველა საკითხში მათთან ურთიერთობა და მათთან თანამოაზრეობა.

რეფორმის შემოქმედთათვის, ბერძენთა რეაბილიტაციის გარდა, მნიშვნელოვანი იყო საკითხის სხვა მხარეც, კერძოდ - უნდა შექმნილიყო მყარი აზრი რუსული წიგნების გამოუსადეგარობაზე და მათი შესწორების უკიდურეს აუცილებლობაზე. ამ მიმართულებით (ანუ ვითომცდა ძველი რუსული წიგნები გამოუსადეგარი იყო) საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად განსაკუთრებული როლი ითამაშა მელეტი სმოტრიცკის გრამატიკის (1648 წ.) ვრცელმა შესავალმა. აქ მთელი მონდომებით არის გატარებული აზრი, რომ რუსული საეკლესიო წიგნები ძალიან შერყვნილია და ამიტომაც საჭიროებს დაუყოვნებლივ გასწორებას, თანაც, ცხადია, ისინი უნდა გასწორდეს ბერძნული ნიმუშების მიხედვით (См. Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. М., 1887 г., стр. 45, 46).

"კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს":…"სანდო" ადამიანებიც იპოვეს: არსენ ბერძენი, ეპიფანე სლავინეცკი, პაისი ლიგარიდი, სიმეონ პოლოცკი და სხვები.

რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი არსენ ბერძენი არაერთხელ გადასულა მართლმადიდებლობიდან ლათინობაზე და პირიქით; დროებით მიუღია მაჰმადიანობაც (Житие протопопа Аввакума, стр. 215). მწვალებლობისთვის იგი გადაასახლეს სოლოვკაში, მაგრამ ნიკონმა 1652 წელს გაათავისუფლა და წიგნების შესწორების საქმეს ჩაუყენა სათავეში, მეტიც, თავისი სენაკიც კი დაუთმო საცხოვრებლად. თავის მხრივ არსენიმ ნიკონის წინაშე რეკომენდაცია გაუწია პაისი ლიგარიდს, ასევე რომის იეზუიტური სკოლის აღზრდილს.

"პაისი ლიგარიდი - შტო არა კონსტანტინოპოლის ტახტისა, - ასე ახასიათებს მას კონსტანტინოპოლის პატრიარქი, - მე მას მართლმადიდებელს არ ვუწოდებ, რამეთუ მესმის მრავალთაგან, რომ პაპისტობს და არის მეტად მზაკვარი ადამიანი". თანამედროვე მონაცემებით, ლიგარიდი იყო კათოლიკე მისიონერი, რომელიც 1641 წელს წარგზავნეს აღმოსავლეთში. მოსკოვში ის თამაშობს ღაზის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის როლს, უდიდეს ზეგავლენას ახდენს მეფე ალექსიზე და, ფაქტობრივად ღებულობს 1667 წლის კრების საბოლოო ვერდიქტს. ის იყო მეფის მთავარი ხელქვეითი "ბერძნული პროექტის" განხორციელების საქმეში; მას, პროფ. კაპტერევის თქმით, თვით მეფე უსმენდა როგორც "ღმერთის წინასწარმეტყველს".

სიმეონ პოლოცკი - ვილნოში განსწავლული, პოლონეთის იეზუიტური კოლეგიის კურსდამთავრებული, მეფის შვილების აღმზრდელი (ცხადია, პოლონურ-ლათინური სულისკვეთებით), მოხერხებული მჭევრმეტყველი და მწერალი, წერდა კომედიებს მეფის თეატრისთვის, აქტიურად უჭერდა მხარს ნიკონის რეფორმას, მეფის შეკვეთით დაწერა პოლემიკური ტრაქტატი ძველმოწესეების წინააღმდეგ. უეჭველად, მან დიდი ზიანი მიაყენა რუსულ სიტყვიერებას იმდროინდელ ლიტერატურაში პოლონურ-უკრაინული ჟარგონისა და პოლონური სილაბური ლექსის დამკვიდრებით, რომელიც უცხოა რუსული კულტურისთვის. ბევრი მოსკოველი მას არამართლმადიდებლობაში ადანაშაულებდა. დეკანოზი ამბაკუმი პირდაპირ ამბობს: "Овчеобразные волки Симеон и Епифаний. Знаю я Епифана римлянина до мору, егда он приехал из Рима... А Семенка четнец оттоле же выехал, от римского папежа" (С. Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, т. 2, стр. 504-506).

"დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან მოწვეულ იქნენ განსწავლული, მაგრამ საერო პირები" - … სემინარიებიც დააარსეს დასავლური სქოლასტიკური სკოლების მიხედვით, განსწავლული მასწავლებლებიც უცხოეთიდან მოიწვიეს. ძმები ლიჰუდები, ვენეციისა და პადუის იეზუიტური სკოლების აღზრდილები, იყვნენ რა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელები, ნიკონის რეფორმას რუსეთში ამკვიდრებდნენ 15 წლის განმავლობაში (1701 წლამდე).

როგორც ვხედავთ, პროგრამა, რომელიც დაუსახეს თვითმარქვიას (სავარაუდოდ, იგულისხმება მეფე ცრუდიმიტრი - მთარგმნ.), ძირითადად განხორციელდა. თავად თვითმარქვიამ მარცხი განიცადა, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ უხეშად მიუდგა საქმეს. როდესაც გამეფდა, წარმატებით დაბრმავებულმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ შეუძლია ფონს გავიდეს ისეთი პალიატივების გარეშე, როგორიც იყო უნიის ეტაპობრივი დამკვიდრება რუსული და ბერძნული ღვთისმსახურების იდენტიფიკაცია. რომის კარს ის წერს: "ღვთის წყალობით ეკლესიათა გაერთიანება მივიღეთ და აწ ვიზრუნებთ იმაზე, რათა მოსკოვის მთელი სახელმწიფო მოვაქციოთ რომის სარწმუნოებაზე და ეკლესიებიც რომაულ ყაიდაზე მოვაწყოთ" (ვ. პიკული. დასხ. ნაშრ.). ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, ამიტომაც თვითმარქვიამ მარცხი განიცადა, იეზუიტებს კი თავიანთი აგენტის გაფუჭებული საქმის თანდათანობითი გასწორება დასჭირდათ.


აი როგორ აფასებს იეზუიტების მოღვაწეობას მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი): "საყოველთაო ეკლესიიდან თავიანთი გამოყოფიდანვე რომაელი მღვდელმთავრები გამუდმებით ცდილობდნენ, როგორმე დაემორჩილებინათ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი და, კერძოდ, მართლმადიდებლური რუსეთი. ამას მოწმობს მათი განუწყვეტელი მცდელობა, რომელსც გვაწვდის ისტორია, მაგრამ, არასოდეს ეს მცდელობანი არ ყოფილა ისე ძლიერი, ისე ახლოს წარმატებასთან და ისე საშიში მართლმადიდებლობისთვის, როგორც მე-16 საუკუნიდან. საბერძნეთში მათ ხელს უწყობდა იმპერიის დაცემა (1453 წ.) და განმანათლებლობის დაცემა ბერძნებში; რუსეთში - ამ განათლების არასაკმარისობა და რუსეთის დასავლეთ ნაწილის მიერთება პოლონეთთან (1569 წ.). და ყველგან მთავარი იარაღი იყო იეზუიტთა ახლად დაარსებული ორდენი (1540 წ.).

მათ მალე შეაღწიეს პოლონეთში და დასავლეთ რუსეთში, მართლმადიდებელი ახალგაზრდობის თავიანთი სულისკვეთებით აღსაზრდელად თავიანთი სკოლები დააარსეს პოლოცკში, ვილნოში და ვოლინში. ისინი ყველგან ავრცელებდნენ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო თხზულებებს, რათა თავიანთ ბადეში გაებათ ისინიც კი, ვინც აკვნიდან მართლმადიდებლად ითვლებოდა. უნია, რომელიც წარმოიშვა რუსეთის დასავლეთ მხარეში მე-16 საუკუნის დასასრულს, ამ ძალისხმევათა პირველი ნაყოფი იყო. ასევე სწრაფად და წარმატებით შეიჭრნენ საბერძნეთში ლოიოლას მოწაფეები და თავიანთი სასწავლებლებიც დააარსეს გალატში და თვით კონსტანტინოპოლშიც კი. ისინი აცხადებდნენ, რომ არიან მოზარდი თაობის უსასყიდლო მასწავლებლები, ცდილობდნენ თავი ერის მოძღვრებად წარმოეჩინათ და ავრცელებდნენ მართლმადიდებლობისთვის დამღუპველ თხზულებებს.

საბერძნეთის საზღვრებს გარეთ, დასავლეთის ცნობილ უნივერსიტეტებსა და აკადემიებში, საითკენაც საკუთარი სასწავლებლების უქონლობის გამო მიისწრაფოდნენ განათლებას მოწყურებული ბერძენი ახალგაზრდები, ისინი იჟღინთებოდნენ იმავე სულისკვეთებით, ებმებოდნენ იმავე მახეში, რასაც აღმოსავლეთში აგებდნენ პაპისტური ეკლესიის იეზუიტი აგენტები. პაპმა გრიგოლ XIII-მ თვით რომშიც კი დააარსა ბერძნული კოლეგია, სადაც უსასყიდლოდ ზრდიდნენ ყველა იქ მისულ რუსსა და ბერძენს. ვატიკანის მთელი ეს ძალისხმევა აიხსნება ლუთერის რეფორმით, რომელმაც კათოლიციზმს ჩამოაცილა მრავალი მისი ერთგული შვილი. პაპები ფიქრობდნენ, რომ ამ დანაკლისს იმით აინაზღაურებდნენ, რომ დაიქვემდებარებდნენ აღმოსავლურ ეკლესიებს და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ამ მიზნის მისაღწევად" (მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი). მართლმადიდებლურ-დოგმატური ღვთისმეტყველება, ტ. 1, გვ. 54-56).

ნიკონის რეფორმატორული საქმიანობის საერთო მიმართულება რომ ლათინურია, ეს მრავალ მკვლევარს აღუნიშნავს. ზოგიერთი ისტორიკოსი პირდაპირ უთითებდა, რომ ნიკონის რეფორმა იყო ლათინ - იეზუიტთა ინტრიგების შედეგი (იხ. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. XXI). ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობაში პაპი, როგორც სულიერი და პოლიტიკური ძალაუფლების მეთაური, პაპიზმის უმთავრესი ნერვია. ნიკონის ცეზაროპაპიზმი სრულად გამოვლინდა ძალაუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში. "სამეფო და საპატრიარქო ძალაუფლებათა ურთიერთმიმართების საკითხში ნიკონი გამოთქვამდა აზრს, რომელიც არ ემთხვეოდა აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემას, დამტკიცებულს რუსეთში ისტორიით" (ს. მ. სოლოვიოვი). რომაელ პაპისტთა მიბაძვით მან ეკლესიაში დაამკვიდრა ოთხდაბოლოებიანი ჯვარი, გადააკეთა ქუდი კარდინალების ყაიდაზე, მის მიტრას ჰქონდა ხან ტიარის, ხან კიდევ დასავლური გვირგვინის ფორმა (Шляпкин И. А. Св. Димитрий Ростовский и его время. СПб 1891 г., стр. 64). ნიკონი ხშირად მიმართავდა ცრუ ფიცს, რითაც იეზუიტური სწავლების ცოდნას ამჟღავნებდა (см. митр. Макарий (Булгаков). История Русской церкви, т. 12, стр. 420). მეტიც, ისტორიკოს ტატიშჩევის ცნობით, სიმეონ პოლოცკი ახალგაზრდა მეფე თევდორეს აჯერებდა, დაებრუნებინა ნიკონი გადასახლებიდან და მიეცა მისთვის პაპის გვირგვინი (Татищев В. Н.. История Россиская, т. 1).

ნიკონის მიმდევართა მტკიცებები ნიკონის განათლებასა და გონიერებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. აი რას წერს მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი) წიგნის შესახებ, რომელიც ნიკონმა თავის გასამართლებლად დაწერა: "დიდი მოთმინებაა საჭირო იმისთვის, ნიკონის წიგნი რომ წაიკითხო თუნდაც ნაწილ-ნაწილ… ამ წიგნის მიხედვით, ნიკონის განსწავლულობის მტკიცება უსაფუძვლოა. მას ხელთ ჰქონდა ბიბლია, ნაბეჭდი დიდი რჯულისკანონი, სახარების განმარტება და სამოციქულო, კიდევ 2-3 წიგნი, რომელთაც იმდენჯერ იმოწმებდა, რამდენიც უნდოდა, ამის გაკეთება კი დიდი რჯულისკანონიდან, მისი სარჩევიდან გამომდინარე, არცთუ ძნელია… რაც შეეხება ნიკონის მორალურ სახეს, მისი წიგნით თუ ვიმსჯელებთ, არც მთლად მიმზიდველია" (მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი), დასხ. ნაშრ. ტ. 12, გვ. 433).

ნიკონს განსაკუთრებული ნიჭი, თუ აღდგომის სახელობის იმ მონასტრის მშენებლობის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელსაც მან ახალი იერუსალემი უწოდა, არც არქიტექტურაში ჰქონია. ცნობილმა არსენ სუხანოვმა ნიკონის დაკვეთით აღმოსავლეთიდან ჩამოიტანა იერუსალემის ტაძრების მაკეტები; მშენებლებს ისღა დარჩენოდათ, აეშენებინათ ამ ტაძრების ზუსტი ასლები. ნიკონის უკიდურესად უარყოფით ზნეზე მოწმობენ ბერი იონა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, თავადი შაისუპოვი და სხვ (ს. მ. სოლოვიოვი). დროთა განმავლობაში გამოაშკარავდა მრავალი სიყალბე, რომელიც ნიკონის რეფორმის პროცესში დაუშვიათ მის შემოქმედთა და აღმასრულებელთ. ყველაზე სენსაციური და მამხილებელი მასალა მოჰყავს ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორს, აკადემიკოს ნ. დ. უსპენსკის სტატიაში "Коллизия двух богословии в исправлении русских богослужебных книг в XII в.

1654 წლის კრებაზე, რეფორმის დასაწყისში, მიიღეს გადაწყვეტილება, საღვთისმსახურო წიგნები ძველი ბერძნული და სლავური ნიმუშების მიხედვით გაესწორებინათ. პროფ. უსპენსკიმ ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ შემსწორებლები თავიანთი მიზნის მისაღწევად სარგებლობდნენ მათი თანამედროვე ბერძნული საღვთისმსახურო წიგნებით, რომლებიც უმეტესწილად გამოცემული იყო ვენეციისა და პარიზის სტამბებში. ამ ფაქტის დასამალად ნიკონიანელმა შემსწორებლებმა, ზოგიერთი წიგნის შესავალში დაწერეს, თითქოსდა შესწორება წარმოებდა "ძველი ბერძნული და სლავური" წიგნების მიხედვით (იხ. მაგ. "კონდაკნი ", გამოცემული 1655 წ.) (დ. უსპენსკი. დასახ ნაშრ. "Богословские ьруды", Москва 1975, 13).

ეს გასაგებიც არის - რეფორმის შემოქმედთ ხომ სინამდვილეში სწორედ მათ თანამედროვე ბერძნულ პრაქტიკასთან იგივეობა აინტერესებდათ, ამიტომაც ძველბერძნული და სლავური ქარტიები (ხელნაწერები) მათ უბრალოდ არც გამოუყენებიათ. ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტიც, რომელზეც პროფ. უსპენსკი ლაპარაკობს. კერძოდ: ხელნაწერთა საკმაოდ დიდი რაოდენობიდან (დაახ. 498 ხელნაწერი), რომელიც არსენი სუხანოვმა აღმოსავლეთში შეიძინა და მოსკოვში ჩამოიტანა, მხოლოდ 7 ხელნაწერი აღმოჩნდა ისეთი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნთა შესწორების საქმეში (ს. ა. ბელოკუროვი. არსენ სუხანოვი, გვ. 241).

არადა, სუხანოვის აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისთვის საჭირო წყაროების ჩამოტანა იყო. და აი, არსენის მოსკოვში ჩამოაქვს ხელნაწერთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელთა შორისაც იყო წარმართ ფილოსოფოსთა თხზულებები, ცნობები მიწისძვრათა შესახებ, წიგნები ზღვის ბინადრებზე, აი ხელნაწერი კი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნების გასასწორებლად, იყო მხოლოდ შვიდი… ხელნაწერთა ჩამოსატანად გამგზავრებულ ამ ექსპედიციაში, რომელიც ორ წელს გრძელდებოდა, სუხანოვი ნიკონმა გააგზავნა, ამიტომაც, სავარაუდოდ, თავის შიკრიკს ნიკონმავე მისცა საჭირო ინსტრუქციები. აქაც სიყალბეა, როგორც ვხედავთ. არადა, ძველმოწესეობასთან მოპაექრეები ყოველთვის იმას ამტკიცებდნენ (და დღემდე ამტკიცებენ - მთარგმნ.), თითქოს წიგნების შესწორება წარმოებდა ძველი ხელნაწერების მიხედვით, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოუტანია სუხანოვს აღმოსავლეთიდან.

ამგვარად, პარადოქსის ამოხსნა მდგომარეობს იმაში, რომ მეფე ალექსისა და ნიკონს მიზნად სულაც არ ჰქონიათ საეკლესიო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების გასწორება და სრულებით არ აღელვებდათ საკითხი, რუსებსა და ბერძნებს შორის ვის უფრო წმინდად ჰქონდა შენარჩუნებული მართლმადიდებლობა.

ამას ადასტურებს ასეთი ამბავიც: ნიკონმა, რომელიც მხარდაჭერას ესწრაფვოდა, 1654 წელს, კრების წინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პაისის გაუგზავნა წერილი შეკითხვებით საეკლესიო-საწესჩვეულებო საკითხებთან დაკავშირებით და თხოვდა კრებითად განეხილათ ისინი და გამოეგზავნათ პასუხები. ნიკონს ალბათ ეგონა, რომ პაისი გაამართლებდა რეფორმას და ამით შესაძლებლობა მიეცემოდა დაემოწმებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ავტორიტეტი. მაგრამ რეფორმის მომხრეთა იმედები არ გამართლდა. საპასუხო ეპისტოლეში პატრიარქმა პაისიმ ფხიზელი და ფრთხილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა საღვთისმსახურო წეს-განგებათა ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც მიანიშნა, რომ რეფორმის საჭიროება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მეფე ალექსიმ და ნიკონმა მაინც გააგრძელეს დაწყებული საქმე, რითაც კიდევ ერთხელ გამოაააშკარავეს, რომ მათ სრულიად არ აინტერესებდათ რეფორმის საღვთისმეტყველო მხარე, და ეს გასაგებია, თუკი მხედველობაში მივიღებთ რეფორმის შემოქმედთა პოლიტიკურ მიზნებს. რეფორმატორებმა იცრუეს პატრიარქ პაისისადმი დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებითაც: პაისის საპასუხო წერილი ნიკონმა მიიღო კრების შემდეგ, მაგრამ მან კრებაზე განაცხადა, თითოქსდა ხელთ ჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი და ის პასუხები, რომლებითაც პატრ. პაისი ამართლებდა ამ რეფორმას.

ნიკონიანელ რეფორმატორთა აი კიდევ ერთი ტაქტიკური ხრიკი: როგორც უკვე ვთქვით, რეფორმის მხარდასაჭერი საზოგადოებრივი აზრი რომ მოემზადებინათ, რეფორმატორები ითხოვენ სლავურ თარგმანებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომისა და ცთომილების გასწორებას, რომლებიც დროთა განმავლობაში დაგროვილა და რომლებიც დაუშვიათ ადრინდელ გადამწერებსა და შემსწორებლებს. ამგვარი ღონისძიების წინააღმდეგი არავინ იყო, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, 1654 წლის კრებაზე ნიკონმა უეცრად გააკეთა გამაოგნებელი განცხადება, რომ "საეჭვოა" თვით რუსული ღვთისმოსაობა, რადგან რუსეთში დამკვიდრებულა "არასწორი სიახლეები". ამიტომაც მან მოითხოვა არა მარტო წიგნების გასწორება, არამედ მთელი ეკლესიისა. "ნიკონი, - წერს პროფ. კაპტერევი, - კრებაზე ლაპარაკობს წიგნების არა ისეთ გასწორებაზე, რომლებშიც ნაგულისხმევი იქნებოდა უცოდინრობით დაშვებული უნებლიე შეცდომების აღმოფხვრა, რაკიღა ისინი შეიცავენ, მისი აზრით, ახალ წესებსა და ჩვეულებებს, არამედ ითხოვს თვით ეკლესიის გასწორებას და არა მხოლოდ წიგნებისას" (ნ. ფ. კაპტერევი. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 139, 140). ეს ტაქტიკაც გასაგებია - ნებისმიერი ხერხით მიიღონ თანხმობა რეფორმაზე, შემდეგ კი გააკეთონ თავიანთი საქმე, - რუსული ეკლესია გადააკეთონ ბერძნულის ასლად.

ნ. დ. უსპენსკი ხსენებულ სტატიაში აღწერს საკლესიო კონდაკნის "გასწორების" ტრაგიკომიკურ ისტორიას. ნიკონის პატრიარქობის 6 წლის განმავლობაში გამოვიდა კონდაკნის 6 ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემა. როგორც პროფ. უსპენსკი ასკვნის, მათი "გასწორებისას" ნიმუშად აუღიათ კიევური კონდაკნები, რომლებიც მანამდე, თავის მხრივ, "გაუსწორებიათ" ბერძნული კონდაკნების ვენეციური და პარიზული გამოცემების მიხედვით (იხ. დ. უსპენსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 155). ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემის შესახებ უკვე წერდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები. ასე, მაგალითად, ალექსი მიხეილის ძისადმი გაგზავნილ სავედრებელ არზაში მამა ნიკიტა დობრინინი წერს: "Шесть бо выходов его никоновых служебников в русийское государство насильством разослано: а все те служебники меж собою разгласуются и не един с другим не согласуются" (Субботин Н. И. Материалы для истории раскола. М., 1878 г., т. 4, стр. 109).

მთელი ასწლეულის გასვლის შემდეგ იმავე დასკვნამდე მიდის პროფ. კაპტერევიც: "რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტჯერ გამოიცემოდა ერთი და იგივე წიგნი, რომელიც თავის წინამორბედ გამოცემებთან დიდ უთანხმოებაში იყო. ამას ამჩნევდა ყველა, რითაც ყველა აღშფოთებული და დაბრკოლებული იყო, მითუმეტეს, რომ მათზე საკმაოდ ხშირად უთითებდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები, როგორც თვალსაჩინო მტკიცებულებას იმისა, რომ რუსულ საკლესიო წიგნებს სინამდვილეში კი არ ასწორებდნენ, არამედ აფუჭებდნენ" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 244, 245). ნ. დ. უსპენსკიც ასკვნის: "ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც თავისი ჩანაფიქრით გრანდიოზულ ღონისძიებას დასახული მიზნის საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ" (უსპენსკი დ. დასახ. ნაშრ. გვ. 148).

რა მდგომარეობაა სადღეისოდ? როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე საღვთისმსახურო ტექსტების შედარება რეფორმამდელ ტექსტებთან უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები თავისი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველს. და ეს არის არა მარტო წინამდებარე სტატიის ავტორის აზრი, რომელმაც დამოუკიდებლად შეადარა ძველი და ახალი ტექსტები, არამედ მრავალი სხვა მკვლევარის აზრიც. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ა. ი. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებულ ტექსტებში დაშვებულ შეცდომათა და უზუსტობათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ. "сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და სხვა), გრამატიკული ფორმების აღრევა, ბრუნვათა არასწორი ფორმები, შემასმენლის გარდაქცევა ქვემდებარედ და ა. შ.

მეცნიერს მოჰყავს კანონთა (საგალობელთა - მთარგმნ.) ტროპარები, რომელთა აზრი გაუგებარია; ჩამოთვლის "ცოდვებს არა მარტო გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და დოგმატიკის" დარგში. მიუთითებს უამრავ შეცდომაზე ტექსტებში, მათ შორის ისეთებზე, როგორიც არის კერძო და საზოგადო სახელთა არევა, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობა და მრავალი სხვა (Боголюбский М. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева. - Правосл. обозрение, 1874 г., т. VII? стр. 97-124, т. X, стр. 504-521). არასწორი თარგმანისა და ცთომილებების მრავალი მაგალითი მოჰყავს აგრეთვე პროფ. მ. დ. მურეტოვსაც. ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი "მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს ძველი თარგმანის უპირატესობას და სიზუსტეს ახალთან შედარებით, რომელიც "შეასწორეს" XVII საუკუნეში" (См. Сове Б. И. Проблема испраления богослужебных книг в России в ... вв. Богословские труды, 1970 г., т. 5, с указ. на соч. архиеп. Саввы Тверского, т. 8, стр. 94).

ასეთი აშკარად უარესი ახალი თარგმანის მიზეზი მარტივია. "არსენი ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულად თარგმნის ყველა ნიუანსს, ამიტომაც მისი თარგმანები ბევრად ჩამოუვარდება ძველს, რომელიც უფრო მკაფიო და ზუსტია. მისი თარგმანები ზოგჯერ ორაზროვანია და გარკვეულ საცთურებსაც კი იწვევს. ეპიფანე სლავინეცკი, რომელიც ბუკვალური თარგმანის მომხრე იყო, ამ ბუკვალიზმს მსხვერპლად სწირავს ნათქვამის სიცხადესა და სიზუსტეს, თარგმნის საკუთარი, გამონაგონი სიტყვებით, რომელთა ურთიერთმიმართება ხელოვნურია და არამეტყველი, რის გამოც მისი თარგმანი მოუქნელია, ბნელია და გაუგებარი. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ჩვენი საეკლესიო გალობების აზრი ძნელად მისაწვდომია" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 485).

რუსული ენისადმი ასეთი დამოკიდებულება დაიწყო სწორედ მე-17 საუკუნეში, წიგნების "შესწორების" პროცესში. მოვიტანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს "ფსალმუნიდან", ძველ ტექსტს აღვნიშნავთ ასოებით "ძვ.", ახალს კი - "ახ.":

ძვ: "закон положит ему на пути";
ახ: "законоположит ему на пути";

ძვ: "обновится яко орлу юность твоя" (102, 5);
ახ: "обновится яко орля юность твоя";

ძვ: "помощник во благо время в печалех (9, 10);
ახ: "помощник во благовременных в скобрбех";

ძვ: "неправду возненавидех и омерзе ми" (118, 163);
ახ: "неправду возненавидех и омерзих";

ძვ: "ибо благословение даст закон даяй" (83, 6);
ახ: "законополагаяй".

ძვ: "избави мя..., отрук сынов чужих" (143, 7);
ახ: "из руки сынов чуждых";

ძვ: "се пядию изложил еси дни моя" (38);
ახ: "се пяди положил еси дни моя" - ძველი თარგმანის აზრი სავსებით ნათელია (пядь (მტკაველი) - ეს არის მანძილი დიდი თითის (ცერის) წვერიდან ნეკის წვერამდე), ახალი თარმანის აზრი კი გაუგებარია.

ძვ: "повелением им же заповеда" (7, 7);
ახ: "заповедал еси" - ფონეტიკური გაუარესებაა.

ძვ: "яко услыша мя Боже" (16, 7);
ახ: "яко услышал мя еси" - ფონეტიკური აფეთქებაა.

ძვ: "вскую остаи мя" (21, 1);
ახ: "вскую оставил мя еси" - ეს არის ფრაზის კონსტრუქციის დამძიმება, რომელიც უცხოა სლავური ენისთვის.

ძვ: "и исцели мя" (29, 2);
ახ: "и исцелил мя еси" - იგივე.

რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ზმნის ფორმებზე - "აორისტაზე", "პლუსკვამპერფექტზე" და ა. შ. მაგრამ, როგორც ცნობილია, თეორია მშრალია.

რეფორმის პროცესში დაშვებულ იქნა უფრო სერიოზული შეცდომებიც. აი, როგორ ჟღერს ძველი ლოცვის ტექსტი ნათლისღების წესიდან:

"запрещает ти диаволе, Господь наш Исус Христос, пришедый в мир и вселивыйся в человецех"
ახალშია: "Çàïპåùàåò òåáå Ãîñïîäü, äèàâîëå, ïპèøåäûé â ìèპ è âñåëèâûéñÿ â ÷åëîâåöàõ". შეად.: "запрещает тебе Господь, диаволе, пришедый в мир и вселивыйся в человецах";

ტექსტის ასეთ მკრეხელურ შერყვნაზე არაერთხელ მიუთითებიათ ძველმოწესეებს, საკითხი მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ირჩეოდა და ნიკონამდელ ვარიანტს მხოლოდ 1979 წელს, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოცემულ კურთხევანში დაუბრუნდნენ.

ძველი ტექსტი იმავე ნათლისღების წესიდან:

"молимся тебе, Господи, ниже да снидет со крещающимся дух лкуав";
ახალშია: "ниже да снидет с крещающимся, молимся тебе, дух лукавый".

ამ მკრეხელობაშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ძველი წესების მომხრეებს ახალმოწესეები, თუმც ეს უკანასკნელნი მხოლოდ ასწლეულების შემდეგ დაუბრუნდნენ ძველ, ნიკონამდელ ვარიანტს. ასე რომ, ეს შეცდომა კიდევ უფრო აღრმავებდა განხეთქილებას - ეშმაკს ევედრებიანო, - ამბობდნენ ძველმოწესეები.

აი კიდევ მაგალითი დიდი აიაზმის საკურთხებელი კვერექსიდან:

ძვ: "о еже быти воде сей приводящей в жизнь вечную".
ახ: "о еже быти воде сей скачущей в жизнь вечную".

ძველ ვარიანტს მხოლოდ 1970 წელს გამოცემულ "სადღესასწაულო თვენში" დაუბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში გამოცემული საეკლესიო წიგნების ტირაჟები მეტად მცირეა, ამიტომაც მრავალ ტაძარში, განსაკუთრებით სოფლის ტაძრებში, მსახურება ჯერ კიდევ მიმდინარეობს რევოლუციამდელი კურთხევანებით, ანუ ყველა ზემოთ მითითებული მკრეხელობებით.

საეჭვოა, ესოდენ სერიოზული შეცდომები ქრისტეანობის ფუძემდებლურ საიდუმლოში შემსწორებელთა დაბალი პროფეზიონალიზმით იყოს გამოწვეული. ძველი და ახალი ტექსტების შედარება გვარწმუნებს, რომ ხდებოდა საღვთისმსახურო ტექსების საგულდაგულოდ შენიღბული და შეგნებული შერყვნა პრინციპით "რაც უარესი - მით უკეთესი". იმ პერიოდში მართლმადიდებლობის ყველა საიდუმლო მტერი ნიკონის რეფორმის ნებაყოფლობითი მომხრე გახდა, რადგანაც რეფორმა შესაძლებლობას იძლეოდა, მასხრად აეგდოთ ეკლესია. და ამასხარავებდნენ კიდეც, რაც კარგად გამოხატა სურიკოვმა თავის სახელგანთქმულ ტილოში "ბოიარინია მოროზოვა".

უეჭველად, მართლმადიდებლობის მტრები შემსწორებელთა შორისაც იყვნენ, ტყუილუბრალოდ კი არ გადაასახლეს ისევ სოლოვკაში არსენი ბერძენი თავისი მფარველის, ნიკონ პატრიარქის სცენიდან გასვლის შემდეგ. ან რა სიკეთე უნდა მოეტანა შესწორებას, თუკი მას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც იყო არსენი ბერძენი? ზედმიწევნით ზუსტად ასახავს საქმის ვითარებას დეკანოზი ამბაკუმი, როდესაც ამბობს: "ნიკონმა დაიქადნა და შეასრულა კიდეც: "ბეჭდე, არსენი, წიგნები როგორც გინდა, ოღონდ არა ძველებურად", - ასეც ქნა" (დეკანოზ ამბაკუმის ცხოვრება, გვ. 109).

თუ, მაგალითად, ერთ შემთხვევაში შემსწორებლებმა სიტყვა "порази" შეცვალეს "поразил еси" - თი, სიტყვა "заповеда" - ს მაგიერ ჩასვეს "заповедал еси" სხვა შემთხვევებში კი პირიქით მოიქცნენ:

ძვ: "яко спасл есть Господь" (19, 6);
ახ: "яко спасе Господь";

თუკი ერთ ადგილას ცვლიან ძველებურ სალაპარაკო ფორმას უფრო ახლით, სხვა ადგილას - პირიქით.

ძვ: "яко един от князь падаете" (81, 7);
ახ: "яко один от князей падаете";

აქ ტექსტი აშკარად გათანამედროვებულია. მაგრამ იმავე ფსალმუნში:

ძვ: "посреде же богов разсудит" (81, 1);
ახ: "посреде же боги расзудит" - დაუბრუნდნენ კიდევ უფრო ძველ ფორმას. "შესწორების" ასეთი მაგალითი პრინციპით "ოღონდ არა ძველებურად", მრავლად შეგვიძლია დავიმოწმოთ.

განსაკუთრებით ბევრი შეცდომა და უზუსტობაა დაშვებული ირმოსების (სძლისპირთა) ახალშესწორებულ ტექსტებში. შევადაროთ, მაგალითად, მე-4 ხმის სააღდგომო ირმოსის ტექსტები. გალობა 1:

ძვ: "Моря Чермнаго пучину, немокрыми стопами, древле шествовав Израиль, крестообразно моисеовыма руками, амаликову силу победил есть".
ახ: "Моря чермную пучину невлажными стопами древний пешешествовав Израиль, крестообразныма рукама амаликову силу в пустыни победил есть".

ეს ისეთი შეცდომაა, მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა "моря каспийскую пучину". ასე, რომ გამოთქმაში "Моря чермную пучину" აშკარა შეცდომაა, ვინაიდან სიტყვა "Чермное" (სლავ. - წითელი) არის კერძო სახელი.

შემსწორებელთა მიერ გამოგონილ სიტყვაში "пешешествовав" საქმე გვაქვს ტავტოლოგიასთან - ქვეითად ყოველთვის ფეხით დადიან.

"Крестообразныма моисеовыма руками" - უხეში შეცდომაა. ცნობილია, რომ მოსემ ერთხელ ლოცვის დროს ხელები გადააჯვარედინა, მაგრამ ხელები მას ნორმალური ჰქონდა და არა ჯვარისებური, როგორც გვარწმუნებენ შემსწორებლები.

შემსწორებლებმა საეკლესიო სლავურიდან ამოიღეს კოლორიტული სიტყვა "омразишася" (ამ სიტყვის ფუძეა "мерзость", "мразь").
ძვ: "растлеша и омразишася в беззакониях" (52, 2);
ახ: "омрачишася".

რეფორმამდელი და რეფორმის შემდგომი ფსალმუნის ტექსტების შედარება X საუკუნის ბერძნულ ტექსტთან, ასევე არ მეტყველებს ახალშესწორებული ტექსტების სასარგებლოდ (Архим. Мафилохий (Сергиевский). Древлеславянская Псалтырь Симоновская до 1280 года, сличенная с рукописными и печатными псалтырями X-XVI веков и с греческим текстом X века. М. 1880 т, 1, 2). მაგალითისთვის, სიტყვა "îìპàçèøàñÿ" - ს ფუძედ აქვს სწორედ ბერძნული სიტყვის ეკვივალენტური "мерзость" და არა "мрак".

ამრიგად, არამხოლოდ ერთი "ასოს" გამო ამხედრებულან ნიკონის რეფორმის წინააღმდეგ ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველები. იმ დროს ადამიანები საკმაოდ ხშირად დადიოდნენ ეკლესიაში და მრავალი საეკლესიო ტექსტი იცოდნენ ზეპირად, ადვილი წარმოსადგენია მათთვის ცნობილი ტექსტების ამგვარი "შესწორებით" გამოწვეული აღშფოთება: და რაღა გასაკვირია, რომ გაჩნდა განხეთქილება. ნიკონის პატრიარქობის დამთავრების შემდეგ, რუსული ეკლესია აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. როგორც კაპტერევი წერს, "იმდროინდელ ჩვენს ეკლესიაში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ყველაფერი აირია, არაფერში იყო სიმტკიცე და განსაზღვრული წესრიგი. ყველაფერი შეირყა - ყველგან უთანხმოება და შუღლი, განხეთქილება, დაპირისპირება… ამგვარი არეული ვითარებიდან ყველაზე საუკეთესო იყო, დაბრუნებოდნენ ნიკონამდელ საეკლესიო წეს-განგებებს და მდგომარეობას… ნიკონის რეფორმა ბეწვზე ეკიდა" (ნ. ფ. კაპტერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 518).

მაგრამ ნიკონის წასვლის შემდეგ რუსეთის ეკლესიის ფაქტობრივი მმართველი გახდა მეფე ალექსი მიხეილის ძე, რომელმაც მთელი თავისი ენერგია რეფორმის განმტკიცებისკენ მიმართა. მთელი თავისი მოღვაწეობა და ძალ-ღონე შეალია ამ საქმეს, ემსახურებოდა რა რეფორმას საღი აზროვნების საწინააღმდეგოდაც კი და მის სამსხვერპლოზე მიიტანა ჭეშმარიტება, პატიოსნება და, საერთოდ, ყველაფერი. ასე იმიტომ მოხდა, რომ რეფორმა მეფე ალექსის აკვიატებულ იდეად ექცა. სრულიად სამართლიანად და საფუძვლიანად ბრძანებს იგივე კაპტერევი, რომ "რეფორმა ნიკონის დროს თავის დასაწყისს და განხორციელებას, ხოლო მისი წასვლის შემდეგ დასრულებას უნდა უმადლოდეს მეფე ალექსის" (იქვე).

ბიზანტიური ტახტის აჩრდილი მეფე ალექსი მიხეილის ძის სიკვდილის შემდეგაც დასტრიალებდა თავს რუსეთს, თვით 1917 წლამდეც. მეფე ალექსი მიხეილის ძის მემკვიდრეებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი უკვე "ბერძნული პროექტის" იდეები და მას ესტაფეტად გადასცემენ შთამომავლებსაც. ბიზანტიის ტახტის მემკვიდრეობის თვით იდეამ თანდათანობით ფართო გავრცელება ჰპოვა რუსულ საზოგადოებაში და თუ ადრე ის ინსპირირებული იყო გარედან, მე-19 საუკუნეში უკვე მრავალი რუსი მოაზროვნე ხარკს უხდის "დიდი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერიის" შექმნის უტოპიურ პროექტს. ამაზე წერდნენ ტიუტჩევი, დოსტოევსკი, ი. აკსაკოვი და სხვა მრავალი რუსი საზოგადო მოღვაწე. დოსტოევსკი ამაში ხედავდა "ჩვენს საბოლოო პუნქტს ისტორიის სისავსეში", "ადრე თუ გვიან, კონსტანტინოპოლი მაინც ჩვენი უნდა გახდეს" - წერდა იგი (Достоевский Ф. М. Дневник писателя за 1877 г., соч., т. 11, стр. 70, 72, 81). კიდევ უფრო ადრე ტიუტჩევი ამბობდა: "ვერ წაგვართმევთ იმას, რაც განგებამ აღუთქვა რუსეთს აკვნიდანვე, რაც აღუთქვეს მას საუკუნეებმა და რაც იყო რწმენა ჩვენი მეფეების… გვირგვინი და სკიპტრა ბიზანტიის…" (Тютчев Ф. И. Стихотворения М. 1986 г. ("На графа Нессельрода").


* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ჩვენი შენიშვნა:

"ბერძნული" სენით დაავადებული იყო და არის არა მარტო ახალმოწესეთა საზოგადოება, არამედ მათი ეკლესიაც. მეტიც, საზგადოება სწორედ ნიკონის საეკლესიო რეფორმიდან არის მოწყლული ამ "ეროვნული პროექტით". ამიტომაც ანდაზა - "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო" ზედგამოჭრილია რუსული ნიკონიანური საზოგადოებისთვის. ამ იდეამ იმდენად შეიპყრო ეს ხალხი, რომ ახალმოწესე მეუდაბნოე ბერებს სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც ესიზმრებათ ბერძნებისა და მთელი აღმოსავლეთის თურქებისგან განმათავისუფლებელი და მართლმადიდებლობის მსოფლიო ლიდერი - რუსეთი. სანიმუშოდ გთქვაზობთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც მათ, როგორც გვარწმუნებენ, უხილავთ და აღიქვამენ, როგორც ღმრთის უეჭველ განგებას რუსეთის სახელმწიფოსადმი და რომლებიც გასაოცარ თანხმობაშია ნიკონის დროინდელ იეზუიტურ "ბერძნულ პროექტთან" და ნათლად მეტყველებს ხსენებული იდეით ამ ერის სერიოზულ დაავადებაზე:

სერაფიმე საროველი: "მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, - გოგისა და მაგოგისა, იქნება იმდენად ძლიერი, რომ მის წინაშეც შეძრწუნდებიან ყოველნი ერნი. და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი. ღმერთმა ძველთაგანვე იწინასწარმეტყველა მისი მრისხანე მბრძანებლობა მთელს დედამიწაზე (!). რუსეთისა და სხვა ხალხების შეერთებული ძალები დაიპყრობენ კონსტანტინოპოლს და იერუსალემს. თურქეთის გაყოფის შემდეგ, კონსტანტინოპოლი თითქმის მთლიანად დარჩება რუსეთს...".

"ებრაელები და სლავები არიან უფლის რჩეული ხალხები, მისი ჭურჭლები და მოწმეები, დაუმტვრეველი კიდობნები; სხვა ხალხები კი ფურთხი და ჭუჭყია (ამ "ფურთხში და ჭუჭყში", ცხადია, მოიაზრებიან ქართველებიც - მთარგმნ.), რომლებიც უფალმა გადმოანთხია თავისი პირიდან. იმის გამო, რომ ებრაელებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, განთესილ იქნენ მთელს მსოფლიოში. მაგრამ ანტიქრისტეს პერიოდში მრავალი ებრაელი მოექცევა ქრისტეანობისკენ, რადგან ირწმუნებენ, რომ მესია რომელსაც ისინი ელოდნენ, ყოფილა ის, ვისზეც ამბობდა უფალი: "მე მოვედი მამის ჩემის სახელით, და არ მიმიღეთ, მოვა სხვა თავისი სახელით და მას შეიწყნარებთ". ამრიგად, მიუხედავად მათი დიდი დანაშაულისა ღმრთის წინაშე, ებრაელები იყვნენ და იქნებიან ღმრთის რჩეული ერი (?), ხოლო სლავები ღმერთს უყვარს იმისთვის, რომ ბოლომდე შეინარჩუნეს ჭეშმარიტი რწმენა უფლისა იესუ ქრისტესი. ანტიქრისტეს დროს ისინი სრულიად უარყოფენ მას, როგორც მესიას, რისთვისაც დაჯილდოვდებიან უფლის დიდი წყალობით: ეს იქნება ყოვლად ძლევამოსილი ერი და რუსულ-სლავურ სახელმწიფოზე უფრო ძლევამოსილი ქვეყანა აღარ იქნება მთელს დედამიწაზე" (Литературная учеба. 1991 г., кн. 1, стр. 133. იხ. აგრეთვე: "Россия пред вторым пришествием". сост. Сергей и Тамара Фомины. Изд. третье, исправленное и расширенное. Москва 1998 г., т. ..., стр. 48).

მიტროპოლიტი კალინიკე (იანინელი) (1650): "და იქნება, რომ დაჯდება კონსტანტინოპოლში ჩრდილოელი მეფე, რუსი ხალხისა, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყანა მოსკოვის სახელმწიფოა, და აჰა ახლოვდება ის დღეები" (ციტ. იქვე, გვ. 32).

ბერი აბელ წინასწარმეტყველი (XVIII-XIX სს. მიჯნა): "აღსრულდება რუსი ხალხის ოცნება. სოფიის ტაძარზე, კონსტანტინოპოლში გაიბრწყინვებს მართლმადიდებლური ჯვარი, ლოცვითა და კმევით აღივსება წმინდა რუსეთი და გაბრწყინდება როგორც êðèí íåáåñíûé ზეციერი" (იქვე. გვ. 47).

თეოფანე დაყუდებული (27.5.1877): "ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ ბოსფორი შავი ზღვის მხრიდან, თორემ ყოველგვარი ნაგავი… შემოდის აქ თავისი გემებით და ხრავს ჩვენს გარეუბნებს…" (იქვე. გვ. 53). "გუშინ გვამცნეს, რომ, როგორც იქნა, პლევნა აუღიათ და 30 ათასი თურქი დაუხოცავთ… ეს ძალზედ სანუგეშოა… ერთი-ორი დღე და სოფიაც ჩვენი იქნება… იქ კი ხელისგაწვდენაზეა ფილიპოპოლი და ადრიანოპოლი… გვაკურთხე, უფალო" (იქვე). "ხედავთ, როგორ გამოიჩინეს ჩვენებმა თავი აზიაში? ღმერთო, შეეწიე! ჩვენმა ჯარმა ადრიანოპოლისა და თვით კონსტანტინოპოლის აღებამდე მარიცას ველზე უნდა გამოიზამთროს. ამინ! ამინ! ამინ! (იქვე). "ბოლო ჟამი ჯერ კიდევ არ დამდგარა… რადგან იქნება მართლმადიდებლობის კიდევ ერთი და საბოლოო გაბრწყინება რუსეთის მეთაურობით…" (იქვე გვ. 433). ეპისკოპოსი მიხეილი (გრიბანოვსკი) (1856): "რუსეთს მოუწევს, ისარგებლოს ღმრთის მიერ ისტორიაში მისთვის ბოძებული პატივით - იყოს მებრძოლი ეკლესია მთელს დედამიწაზე" (იქვე. გვ. 435).

ციტატების მოტანა უხვად შეგვიძლია, მაგრამ ეს ძალზე გაზრდიდა ჩვენი ბროშურის მოცულობას. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ წინასარმეტყველებებსა თუ ძველი და თანამედროვე რუსების პოლიტიკურ-ესქატოლოგიურ ოცნებებს გაეცნოს ხსენებულ წიგნში - არქიეპ. პ.).

გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში ნიკონის რეფორმა რუსული და ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის უნიფიკაციისთვის იძენდა განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას; ბერძნებთან საეკლესიო ერთფეროვნება მათ წარმოედგინათ მომავალი ერთიანი და დიადი იმპერიის ერთიან იდეოლოგიურ ფუნდამენტად. ამის შედეგი გახლდათ სწორედ რეფორმის შემდგომდროინდელი განმტკიცება და ამ იდეისთვის არასასურველი ძველმოწესეობის წინააღმდეგ ბრძოლის გამძაფრება. ვფიქრობთ, გასაგები უნდა იყოს, თუ მიუხედავად თავისი საღვთისმეტყველო უსუსურობისა, რატომ იდგა კრიტიკის მიღმა ნიკონის რეფორმა - ეს იყო პოლიტიკური "ტაბუ". ცხოვრებამ და სინამდვილემ კვამლივით განაქარვა ცრუ წინასწარმეტყველებანი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ კონსტანტინოპოლის ტახტის დაკავების იდეა იყო მოჩვენება და საცთური. გაქრა პოლიტიკური "ტაბუ" ნიკონო-ალექსევურ რეფორმაზეც.

1971 წლის კრებამ გააუქმა წყევლა-კრულვები, წარმოთქმული 1667 წელს ძველი წესებისა და მათ მიმდევართა მიმართ, მაგრამ ეს არ ყოფილა გულმხურვალე ჟესტი ან კეთილი ნების აქტი ძველმოწესეთა მიმართ - ეს არის ის, რაც სამართლიანად უნდა გაეკეთებინათ უფრო ადრეც. კრების აქტში გარკვევით წერია: "დე შეკრიბოს უფალმა განბნეულნი კვლავ ერთად…" ამ მოწოდების დასტურად ბუნებრივად მოსალოდნელია მომავალი საკრებო დადგენილებანი, რომლებიც მიმართული იქნება განხეთქილების აღმოფხვრისკენ, ხოლო პირველ ნაბიჯად გამოდგებოდა ნიკონამდელი, უფრო სწორი და გამართული ტექსტებისადმი დაბრუნება. გარდა ამისა, სულიერი აღმავლობა წარმოუდგენელია წარსული შეცდომების აღიარებისა და ჩადენილი უსამართლობის შენანების გარეშე. მრავალი რუსი მართლმადიდებელი მოკლეს ტრადიციული მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. მათ შორის დეკანოზი ამბაკუმი, რომელიც მეთაურობდა რეფორმის მოწინააღმდეგეთა პროტესტს, დღეს ჩვენ წარმოგვიდგება, როგორც დიდი რუსი ადამიანი, ეროვნული გმირი და მღვდელმოწამე

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика