Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XVI
____________________________________________________________________________________________________________________________
წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს
ვფიქრობ, ჩვენი ნაშრომის მკითხველი უკვე ხედავს როგორი "მეცნიერული" მეთოდებით იბრძვის ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ და როგორ არ აკლებს მცდელობას, მაქსიმალურად დააკნინოს მათი არა მარტო ადამიანური ღირსება, აზროვნება და თვისებები, არამედ ცდილობს, სასაცილოდ და აბუჩად აიგდოს თვით მათ მიერ დამოწმებული წყაროებიცა და არგუმენტებიც, რაც, როგორც უკვე თავიდანვე ვნახეთ (იხ. თავი "სიცრუის ტექნოლოგია"), მეცნიერული ნაშრომისთვის შეუფერებელი და არაკორექტული მეთოდი გახლავთ. ჩვენი სათქმელი თითქმის უკვე გაცხადებულია და დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ ე. ჭელიძე არის არაკეთილსინდისიერი მეცნიერი, იდეოლოგი და დემაგოგი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ე. ჭელიძისეული "მეცნიერული" კვლევისა და პოლემიკის კიდევ ერთი არაკორექტული მეთოდი, რაც მისთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვასა და წყაროთა დამახინჯებით წარდგენაში მდგომარეობს -
ბ-
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ე. ჭელიძე გვარიანად აბუქებს წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მნიშვნელობას და თანაც ამ ტექსტსაც გვარიანად ამახინჯებს. გარდა ამისა, მსჯელობის დროს გზადაგზა, სოფისტიკის გამოყენებით, ახვავებს ტყუილებს და ცდილობს მისთვის სასურველი დასკვნისკენ წარმართოს მკითხველის აზრი.
ტყუილები წერია წმ. კვიპრიანე კართაგენელის ხსენებულ პასუხზე მსჯელობის პირველსავე აბზაცში, სადაც ე. ჭელიძე გვეუბნება: "ე. წ. კლინიკოსთა დასხმითი ნათლობის მიზანშეწონილობის შესახებ შეკითხვის პასუხად და, აქედან გამომდინარე, ზოგადად დასხმითი სახის ნათლობასთან ანუ ნაკურთხი წყლის დასხმა-
იმთავითვე უნდა განვიხილოთ რამოდენიმე სიცრუე, რომლებშიც ე. ჭელიძე დაბეჯითებით არწმუნებს თავის მკითხველს.
1. სიცრუე პირველი (ე. ჭ.): "ნაკურთხი წყლის დასხმა-
2. სიცრუე მეორე (ე. ჭ.): "რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს".
ჩვენი განმარტება: წმ. კვიპრიანეს მიერ გამოთქმული აზრი კლინიკოსთა დასხმითად მონათვლის შესახებ არ არის დოგმატური განჩინება.
3. სიცრუე მესამე: (ე. ჭ.-
ჩვენი განმარტება: ეკლესიამ არათუ გადასინჯა, არამედ უარყო კიდევაც დასხმითი ნათლობა. მეტიც, ეკლესიას დასხმითი ნათლობა არასოდეს მიუჩნევია ნათლისღების საიდუმლოს ნორმად და ყოველთვის განიხილავდა მას, როგორც საგანგებო ვითარებაში აღსრულებულ აქტს.
4. სიცრუე მეოთხე (ე. ჭ.): "კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი".
ჩვენი განმარტება: სინამდვილეში პირიქით არის: კვიპრიანეს პასუხი სწორედ მისი კერძო აზრი გახლავთ და არა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება და ამაში თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი დაგვარწმუნებს.
ახლა ვნახოთ, როგორი ქვემძრომობით და სოფისტური ლაყბობით ცდილობს ე. ჭელიძე ამ სიცრუეთა დამტკიცებას. ნამდვილად, ეს არის კადნიერების, უსინდისობის, უპასუხისმგებლობისა და ეკლესიის წმიდა საიდუმლოს (ნათლისღების) წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო ნიმუში.
სანამ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხზე მსჯელობას დაიწყებდეს, ე. ჭელიძე მკითხველს შთააგონებს კიდევ ერთ ტყუილს: "აღვნიშნავთ, -
თავის ადრინდელ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომში "ეკლესია -
როგორც ე. ჭელიძის მთელი მსჯელობიდან ჩანს, წმ. კვიპრიანეს პასუხი გაუცია ორი კატეგორიის ადამიანებისთვის, პირველი: ""სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებული ყველა ცრუ მართლმადიდებლისთვის", რომელთა რიგებში უეჭველად უნდა მოვიაზროთ თვით მაგნუსიც, რადგან მასაც ეეჭვება ამგვარი ნათლობის კანონიკურობა და წმ. კვიპრიანე სწორედ მას და მისი მეშვეობით კი ყველა მართლმადიდებელს, განუმარტავს თავის პოზიციას ამ საკითზე, და მეორე: სქიზმატიკოსებისთვის, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის", ანუ რებაპტიზაციის შესახებ".
არაფერს ვიტყვით იმაზე, თუ რაოდენ მკრეხელურია, "ცრუ" უწოდო მართლმადიდებელს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაეჭვებულია დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაეჭვება სრულიად ბუნებრივია, რადგან გამოწვეულია ამგვარი ნათლობის არარსებობით ეკლესიაში და მისი არასამოციქულო წარმომავლობით. ამისი დამადასტურებელი მაგალითები ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც განვიხილავდით ნათლისღების წარმომავლობას და მისი შესრულების წესს I საუკუნიდან X საუკუნის ჩათვლით. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ წმ. კვიპრიანეს ეს პასუხი არ ეძლევა სქიზმატიკოს ნოვატიანელებს. არც რომელიმე სხვა სქიზმატურ მიმართულებას, რადგან ასეთი მიმართულება იმხანად არც არსებობდა ეკლესიაში. არამედ, მხოლოდ და მხოლოდ თვით მაგნუსს და იმ მართლმადიდებლებს, რომლებსაც ეეჭვებოდათ დასხმითად აღსრულებული ნათლობის (თუნდაც თავად ნოვატიანუსის ნათლობის) სინამდვილე.
ამიტომაც, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ეძღვნება მხოლოდ მართლმადიდებლებს (ე. ჭელიძის განსაზღვრებით, ეკლესიის წიაღში მყოფ მაგნუსის მსგავს "ცრუ მართლმადიდებლებს"), რომლებსაც აინტერესებდათ რა აზრისა იყო წმ. კვიპრიანე იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს და "უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი".
ე. ჭელიძე იმდენად გაწაფულია დასხმითი "ნათლობის" არმიმღები ძველმართლმადიდებლობის ლანძღვა-
რაც შეეხება სქიზმატიკოს-
მაგრამ რაში მდგომარეობს აქ ე. ჭელიძის სიცრუე? -
რაც შეეხება სქიზმატიკოს-
როგორც უკვე ვთქვით, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მისეული ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც წმ. კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად "... ზოგად რჯულდებას გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ..." ("სული -
წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ვერანაირად ვერ იქნება "ზოგადი რჯულდება", რადგან ჯერ-
ახლა გადავიდეთ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხისა და ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციების განხილვაზე.
წმ. კვიპრიანე კართაგენელი წერს: "ამასთან, მკითხე, უსაყვარლესო შვილო, თუ რა აზრი მაქვს იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს, უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?"
ე. ჭელიძე განმარტავს: "კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად, როგორც აღვნიშნეთ ზოგად რჯულდებას (?) გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ და სრულიად არაორაზროვნად განაჩინებს: "ჩვენ, რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება სახიჩრდებოდეს და ძალას ჰკარგავდეს ქველმოქმედება ღვთისა ანდა ნაკლებად ხდებოდეს რაიმე იქ, სადაც სავსე და სრული რწმენით შეიწყნარება როგორც მიმცემლის (ნათლისმცემლის -
მაგრამ, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს პასუხიდან ტოვებს ერთ მეტად მნიშვნელოვან ფრაზას. აი აღებული მონაკვეთის სრული ტექსტი იმავე კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან: "Ты спрашиваешь еще, возлюбленный сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водой? В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ. Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-
ასეა თარგმნილი ეს ადგილი მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამოცემაშიც, სადაც ვკითხულობთ: "В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. Паломник. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 646-
ჩვენ მიერ რუსულ ტექსტში გამოყოფილი ადგილი ქართულად ასე ითარგმნება: "ამ მიმართებით ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით და
სანამ ციტირებას გავაგრძელებდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე თვალნათლივ წარმოჩენილია ე. ჭელიძის არაკორექტულობაც, "მეცნიერული" მეთოდოლოგიაც და ცრუპენტელობაც. წმ. კვიპრიანე ამბობს, რომ მისი მოსაზრება (мнение), რომელიც გამოთქმულია "მოკრძალებითა და მორჩილებით" არავის გასაფრთხილებლად არ არის გამოთქმული ("ни кого не предупреждает своим мнением"), რადგან "ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს" ("предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает") (იქვე).
ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს, სადაც აღვნიშნავდით, რომ ე. ჭელიძე თავიდანვე ახვევს თავის მკითხველს სიცრუის ბადეში, რადგან არწმუნებს, თითქოსდა წმ. კვიპრიანე კართაგენელმა ეპისკოპოს მაგნუსს "ნაკურთხი წყლის დასხმა-
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძის ამ ყალთბანდობაში დაგვარწმუნებდა თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი, რომლის სიტყვების ქვეტექსტიდან ამოგლეჯით და საკუთარი მახინჯი ინტერპრეტაციებით ხსენებულ "მეცნიერს" შეცდომაში შეყჰავს მკითხველი.
წმ. კვიპრიანე კართაგენელის თუნდაც ზემოთ დამოწმებული ფრაზა ადასტურებს, რომ 1) შეუძლებელია ის იყოს საბოლოო და შეუძლებელია იყოს დოგმატური განჩინება, დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება, რომელიც ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს. რატომ? -
დიახ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ე. ჭელიძე თავისი მონაჩმახის (ვგულისხმობთ დასხმითი ნათლობის კანონიკურ რანგში აწევას) გასამართლებლად წმიდა მამას მიაწერს იმას, რაც მას იოტისოდენადაც არ უგულისხმია. მას არ მოუცია უზუსტესი დოგმატური რჯულდება არსებული ეკლესიაში ან კვიპრიანემდე, ან მის დროს, ან კიდევ თუნდაც მის მიერ ჩამოყალიბებული სახით. სხვაგვარად როგორ არის შესაძლებელი, წმიდა მამამ ამგვარ დოგმატზე თქვას: "ჩემი აზრი" არისო? ან თქვას "იფიქრეთ ისე, როგორც გსურთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ფიქრობთო"? განა დოგმატებთან დაკავშირებით ასე მსჯელობდნენ წმიდა მამები? ან თუნდაც წმ. კვიპრიანე კართაგენელი? ამგვარი რამის დაბრალება წმიდა მამისთვის, რომელსაც ე. ჭელიძე უწოდებს "დიდ მღვდელმოწამესა" (ე. ჭ. "სული -
მეტიც, სწორედ ამის გამო არ არის პარადოქსი ის, რომ, ერთი მხრივ, ე. ჭელიძე აქებ -
ამრიგად, ე. ჭელიძის შეფასებით "ცრუ მართლმადიდებელი" გამოდის არა მარტო მაგნუსი ან იმდროინდელი ეკლესიის დიდი ნაწილი, რომელიც არ შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას, არამედ თვით წმ. კვიპრიანეც, რომელიც კლინიკოსთა თავიდან მონათვლას თავისი მკაცრი და მამხილებელი ხმით როდი განსჯის (რომელიც ჩვეული იყო მისთვის თუნდაც ეკლესიაში მწვალებელთა შემოერთების საკითხში), რომელმაც არათუ მკაცრად არ მოითხოვა, არამედ ნებაც კი მისცა ყველას, მოქცეულიყვნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც, ე. ჭელიძის ლოგიკიდან გამომდინარე, ნიშნავს, "ცრუ მართლმადიდებლობას" (რადგან ე. ჭ.-
მაშ, თუ ვინმე იტყოდა წმ. კვიპრიანეს დროს (ან ახლა იტყვის): მე ვფიქრობ, დასხმითი ნათლობა ნათლობა არ არის და ასე მონათლული თავიდან უნდა მოინათლოსო და თავიდან მონათლავდა "კლინიკოსს" ან დასხმითად მონათლულს (ასეც იქცეოდნენ, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ), არანაირად არ აღმოჩნდება არც ეკლესიის და არც წმიდა მამის მოწინააღმდეგე; ის არც მწვალებელი იქნება, როგორც რაიმე დოგმატის დამრღვევი, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, წმიდა მამას გადმოცემული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მისი კერძო აზრი და არა საკუთარი "დოგმატური განჩინება" ან "ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება" (რაც სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველასთვის და არც კვიპრიანე აუვლიდა მას გვერდს თავის პასუხში). მაგრამ, წმ. კვიპრიანესგან განსხვავებით, ე. ჭელიძის აზრით ის აუცილებლად იქნება "ცრუ მართლმადიდებელი".
გავიხსენოთ ასევე, რას გვიკიჟინებდა ე. ჭელიძე თავისი ახალი წიგნიდან ("სული -
საკმარისი რისთვის? -
წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი არის ერთ-
ამრიგად, ე. ჭელიძის სიტყვების პერიფრაზირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჯერ კიდევ III ს-
მაგრამ ამაზე როდი ჩერდება ე. ჭელიძის მზაკვრული ჩანაფიქრი. მივყვეთ მის მსჯელობას. ე. ჭელიძე განაგრძობს: "მოძღვარი იქვე გვაწვდის წინამდებარე დებულების განმარტებასაც ცხადად წარმოაჩენს რა იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას, ისე თითქოს ამ საიდუმლოს აღსრულების ჟამს ფიზიკური ჭუჭყის ჩამობანანს ჰქონდეს ადგილი" ("სული -
აქ ე. ჭელიძე მიმართავს მორიგ მზაკვრობას. მას აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამა მაგნუსისადმი პასუხში "წარმოაჩენს იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას". მაგნუსის კითხვიდან, რომელსაც ვეცნობით წმიდა მამის მიერ გაკეთებულ ციტირებაში, არანაირად არ ჩანს ის დაინტრესებულიყოს ნივთიერების რაოდენობის მნიშვნელობით ნათლისღების საიდუმლოში. მაგნუსს აინტერესებს შეიძლება თუ არა დასხმითად მონათლული ჩაითვალოს ნათელღებულად ("უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?").
სხვათა შორის აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ტერმინს "განბანვა", რომელიც დაპირისპირებულია ტერმინს "დაესხათ", საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ "განბანვა" გათანაბრებულია შთაფლვით ნათლობასთან და არის მისი შესატყვისი ტერმინი, შთაფლვითი ნათლობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ თავის "ნაშრომში" ("სული -
მაგრამ, მოდი, კვლავ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ე. ჭელიძეს აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამის პასუხი სწორედ ამგვარ "მატერიალისტური" სარწმუნოების მქონე პირებს" აცამტვერებს. ესეც მორიგი სიცრუეა, რადგან, მართალია, წმ. კვიპრიანე ამბობს, უძლურებაში მყოფთაც მიეცემაო საღმრთო მადლი, მაგრამ აქ ხაზია გასმული სწორედ იმაზე, რომ ადამიანის რწმენას შეუძლია, ღმრთის მადლის გარდამოწვევა; და ეს არის გამონაკლის, იშვიათ ან რთულ ვითარებებში შესრულებადი საიდუმლოებების განმარტება და არა ეკლესიის ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი, რადგან წმ. კვიპრიანე ამბობს: "სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, -
ცხადია, როდესაც წმ. მამა განმარტავს, რომ "ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში -
ჩვენ მიერ ნახსენები ორივე რუსული სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებში გვაქვს ფრაზა: "В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все" ("უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" ღმრთის გულმოწყალებით ადამიანს ღმრთისგან შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე").
ე. ჭელიძე თავისი წიგნის "სული -
ლათინური სიტყვა
1) აუცილებლობა (necessitate -
2) გარდაუვალობა, ბედი; (აუცილებლობა, გარდაუვალი (ბუნებრივი) შედეგი; აუცილებლობის ძალით);
4) აუცილებლობა, საჭიროება;
5) გარემოების ძალა, გარემოებათა დამთხვევა, უკიდურესობა;
6) საჭიროება, მოთხოვნილება, პირადი ინტერესი (
7) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროება, მოთხოვნილება, აუცილებელი დანახარჯები;
8) სავალდებულო ძალა, მჭიდრო კავშირი (ნათესაური, მეგობრული).
იხ. ამონაწერი დიდი რუსულ-
ამრიგად, წმ. კვიპრიანეს ტექსტში გვაქვს მითითება, რომ "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის სახსნელად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". თანაც, ეს წმიდა მამის კერძო აზრია და არა საყოველთაოდ ჩამოყალიბებული დოგმატური განწესება, რომელიც ეკლესიის ნორმად უნდა იქცეს. წმ. კვიპრიანეს მსგავსი არაფერი უქადაგია და არც დაუწესებია. (11)
-
-
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ორიგინალში შეიძლება არ იყოს სიტყვა "უკიდურესი", ამ შინაარსს სიტყვა necessitas მაინც შეიცავს, რამეთუ აღნიშნავს გარემოებათა დამთხვევას, უკიდურესობას, უკიდურეს გარემოებას. ამიტომაც, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ ორი სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებს, რომლებიც ლათინურ სიტყვა necessitas-
მით უმეტეს, არ გვაქვს ე. ჭელიძისადმი ნდობის უფლება მას შემდეგ, რაც თუნდაც ტერმინ "ბაპტიზმას" ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციები და სიყალბეები ვნახეთ, როდესაც ამ ტერმინის "განმარტებაში" თვით ბერძნებსაც კი ეპაექრება და ლამის საკუთარი ენის არცოდნაში ადანაშაულებს (ცხადია, ქვეტექსტურად). მაშ, რატომ უნდა ვენდოთ მას ლათინური სიტყვის თარგმანში, რომელიც ასევე შეიცავს მრავალ მნიშვნელობას და შეიძლება ისეც ითარგმნოს, როგორც ამას რუსი მეცნიერები თარგმნიან?! ცხადია, ამგვარი თარგმანის უგულებელყოფა და ე. ჭელიძის, ამ საყოველთაოდ გამომზეურებული ცრუპენტელასადმი მინდობა იქნებოდა უკიდურესი უგუნურება. ხოლო იმაში, რომ ე. ჭელიძე ცრუპენტელა და მატყუარაა, ზემოთ ბევრჯერ დავრწმუნდით და ქვემოთ კიდევ არაერთხელ დავრწმუნდებით.
მაგრამ, რატომ იბრძვის ე. ჭელიძე საკითხის ამგვარი კუთხით წარმოჩენის წინააღმდეგ? -
მაგრამ ლათინური ტექსტის აკადემიური თარგმანებიდან ჩანს, რომ შეუძლებელია ეკლესიის დოგმატი და საყოველთაო წესი იყოს ჩვეულება, რომელზეც წმიდა მამა საკუთარ, კერძო "მოსაზრებას" გვთავაზობს ("... ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით..." რუს.: "скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением..."), და თითქოსდა მობოდიშებითაც გვეუბნება არავის არ ვაფრთხილებ ამ ჩემი აზრითო და არც ვინმეს თავს ვახვევო, ბოლოს იმასაც კი ამბობს, ვისაც როგორც გნებავთ ისე მოიქეცითო ("ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს". რუს. თარგმ.: "...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает").
ბოლოს და ბოლოს, რუსულ თარგმანში ჩართული სიტყვა крайний ("… в случае крайней необходимости…") ზედმეტიც რომ იყოს და არ შეესაბამებოდეს ლათინურის ტექსტს, თვით ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული თარგმანიც კი ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") იმასვე ადასტურებს, რაზეც მის მიერ დაწუნებული რუსული აკადემიური თარგმანები მეტყველებენ. რადგან, რას ნიშნავს გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" თუ არა იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევას, რის გამოც დგება მისი შემოკლების ან სხვაგვარად შესრულების "საჭიროება". თვით ტერმინი "საჭიროების მოთხოვნისამებრ" გვიჩვენებს, რომ აქ წმიდა მამას ნაგულისხმევი აქვს არა ეკლესიის საყოველთაო, დამკვიდრებული და დოგმატურად ჩამოყალიბებული წესი, რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია მასზე ითქვას, რომ ის სრულდება "საჭიროების მოთხოვნისამებრ", არამედ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც იშვიათია, საგანგებო ვითარებაში აღესრულება და მოთხოვნისამებრ საჭიროა მისი სხვაგვარად აღსრულება.
ამგვარ აზრს ე. ჭელიძე ასე ებრძვის: "პირველი ხაზგასმა ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს, თუმცა მათი ამგვარი მოიმედეობა სრულიად უნაყოფოა, რადგან მოცემულ ადგილას სახეზეა მრავლობითი რიცხვი ("მაცხოვნებელ საიდუმლოებებში". In sacramentis salutaribus; In the sacraments of salvation; В спасительных таинствах"), რაც ცხადყოფს, რომ მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად, სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დააკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი" ("სული -
სანამ წმ. კვიპრიანე კართაგენელის ციტირებას განვაგრძობდეთ და ე. ჭელიძის მორიგ თაღლითობებს განვიხილავდეთ, არ შეგვიძლია ორიოდ სიტყვით მაინც არ შევეხოთ ოპონენტის მიერ აქ "დაგდებულ" არგუმენტაციას.
გაუგებარია რატომ არის გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ", რომელიც "დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს", სრულიად უნაყოფო? რას გულისხმობს ე. ჭელიძე? რა გვეიმედება ჩვენ ამ გამონათქვამში და რატომ არის ის ე. ჭელიძის აზრით "უნაყოფო"?
ე. ჭელიძემ, როგორც ჩანს მოისაზრა, რომ წმ. კვიპრიანეს გამონათქვამი "საჭიროების მოთხოვნისამებრ", იშვიათ, საჭიროების შემთხვევაში აღსასრულებელ წესად წარმოაჩენს დასხმით ნათლობას, ამიტომაც, შეგვეძლო თავისუფლად გვეთქვა (და ასეც ვამბობთ), რომ ამგვარი რამ, რასაც წმ. მამა დასხმით ნათლობაზე ბრძანებს, ხდება მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში, ანუ "საჭიროების მოთხოვნისამებრ" და არა ყოველთვის, როგორც ნორმა, როგორც ჩვეულებრივი საეკლესიო საიდუმლო. ამიტომაც, ე. ჭელიძე ჩაგვაგონებგს, წმიდა მამამ გამოიყენაო მრავლობითი რიცხვი, რითაც მარტო ნათლობაზე კი არა, ყველა დანარჩენ საიდუმლოზე მიუთითაო... დანარჩენ საიდუმლოთაგან კი აირჩია უმთავრესი -
მაგრამ ე. ჭელიძის არც ამ ხრიკს უწერია დღეგრძელობა. დავიწყოთ იმით, რომ წმ. კვიპრიანე მართლაც ყველა საიდუმლოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საჭიროების დროს", "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის საცხოვნებლად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". მაგრამ წმ. კვიპრიანე არ ასახელებს სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში რა "საღვთო შემოკლებებთან" შეიძლება გვქონდეს საქმე. მაგალითად, რას შეიძლება გულისხმობდეს "საღვთო შემოკლება" ზიარების, მირონცხების, სინანულის, ხელთდასხმის, ჯვრისწერის და ზეთისცხების საიდუმლოებებში... არის ეს ამ საიდუმლოებებში წეს-
მოდი მცირედით შევჩერდეთ ამ საკითხზე.
გაგრძელება მომდევნო გვერდზე