აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. XIV - IV-X საუკუნის წმიდა მამები და საეკლესიო მოღვაწენი ნათლისღების შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

წმიდა მამები

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი XIV

____________________________________________________________________________________________________________________________


IV-X საუკუნის წმიდა მამები და საეკლესიო მოღვაწენი ნათლისღების შესახებ


ამჯერად გადავინაცვლოთ IV-V საუკუნეებში და ვნახოთ, რა ვითარებაა ამ პერიოდში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ფორმის თვალსაზრისით. პროფ. ა. ალმაზოვი წერს, რომ "საიდუმლოთა აღსრულებასთან დაკავშირებით IV-V საუკუნეები ყველაზე მდიდარია თავისი ისტორიული მოწმობებით. ამ პერიოდის ყველა წყარო განსაკუთრებული სიცხადითა და განსაზღვრულობით გამოირჩევა. ამიტომ, ჩვენც მხოლოდ მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო წყაროებს შევეხებით. "ნათლისღების დიდი საიდუმლო, ბრძანებს წმ. ბასილი დიდი (IV ს.), აღესრულება წყალში სამგზის შთაფლვით და ამდენივე მოწოდებით" (De Spirit sanct., сар. XV. Curs. Compl. Patr. Ser. Graec. Tom. XXXII, col. 132; "Твор. Васил. B. В русск. пep. Τ. III, стр. 284).


წმ. დიონისე არეოპაგელის (I ს.) სახელით ცნობილ თხზულებაში "საეკლესიო იერარქიის შესახებ"(IV ს.) მოკლედ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "იერარქი... სამჯერ შთაფლავს მას (მოსანათლავს - არქიეპ. პ.) და აღმოიყვანს საღმრთო ნეტარების სამგვამოვანი იპოსტასის მოწოდებით"(მოწოდებით" ("De Eccles. Hierarch.", cap. II , n. 7, Curs. Compl. Patrol. Ser. Graec, Tom. Ш, col. 396; Ср. "Пис. Отц. и учител. относящ. к истории богосл. Том 1, Сп6. 1855, стр. 36).

ძველ ქართულ თარგმანში: "და ნათელ-სცის მას მღვდელთ-მთავარმან და სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულ-ყოფასა ხმობნ სამ-გუამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისასა"(პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეგოპაგელი). შრომები. ს. ენუქაშვილის გამოცემა. საეკლესიოისა მღდელთ-მთავრობისათვის. II. საიდუმლოი ნათლის-ღებისა. გვ. 161) (ვნახოთ რუსულ თარგმანშიც: "А иерарх, стоя на возвышенном месте, когда иереи снова близ воды провозгласят вслух имя крещаемого, трижды погружает его, возглашая при трех погружениях и возведениях тройственную ипостась Божественного блаженства". Священномученик Дионисий Ареопагит. О церковной иерархии. Глава 2. О том, что совершается в просвещении (крещении)). https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii)

წმ. დიონისე არეოპაგელი თავისი თხზულების ("საეკლესიო იერარქიისთვის") III თავის 7-ე მუხლში კიდევ ერთხელ ეხება ნათლისღების საიდუმლოში დაფლვის საკითხს და განმარტავს, თუ რის სიმბოლოს წარმოდგენს იგი: "ამრიგად, სიმბოლური სწავლება საიდუმლოდ გვასწავლის, რომ წყალში სამგზისი შთაფლვა მოსანათლავისა ცხოვრების მომცემელი იესუს სამი დღის განმავლობაში დამარხვის სახეს წარმოადგენს..."(Священномученик Дионисий Ареопагит. О церковной иерархии. Глава 2. О том, что совершается в просвещении (крещении) https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii/ ).

წმ. ეფრემ მცირის (XI ს.) თარგმანში: "და გულის-ხმიერადღა გულისხმა-მიყვენ საიდუმლონი ესე სამღდელონი, რაოდენი თვისებაი აქუს სახეთა საქმეთა თანა. რამეთუ ვინაითგან ჩუენ შორისცა სიკუდილი არს არა თუ არსებისა უგამო ქმნითა გონებისაებრ სხუათაისა, არამედ შეერთებულთა განყოფითა ჩუენდა უჩინო ყოფად მოყუანებითა სულისაითა, ვითარცა მოკლებითა ხორცთაითა უჩინო ქმნულად, ხოლო ხორცთა, ვითარცა მიწასა შინა დაფლვითა, ანუ ვითარცა სხვითა რაითმე ხორცის სახითა შეცვალებითა კაცობრივისა ხატისგან უჩინო ქმნითა. ამისთვის
ყოვლითურთ წყალთა შინა დაფლვასა სიკუდილისა და საფლავისა მიერ უჩინო ქმნისა ხატი მოაქუს, ვინაიცა სიწმიდით ნათელ-ღებულთა სახის შემოღებითი მოძღურებაი ზიარ საიდუმლთა ჰყოფს სამ-გზისითა მით შთაყოფითა და კუალად აღმოყოფითა ღმერთ-მთავრობითსა მას სამ დღე-ღამისსა დაფლვასა მისსა, რაოდენ მისაწთომელ არს კაცთ მიერი ღმრთის მსგავსებაი, რომელსა შინა სიტყუათაებრისა მის საიდუმლოდ და დაფარულად მოცემისა ვერარას ჰპოებს მთავარი იგი ამის სოფლისაი"(პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეგოპაგელი)). შრომები. ს. ენუქაშვილის გამოცემა. "საეკლესიოისა მღდელთ-მთავრობისათვის". II. საიდუმლოი ნათლის-ღებისა. გვ. 161) (იქვე. გვ. 168).

"სანათლავ წყალში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), სიმბოლურად გამოისახება საფლავი და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე და ეს ყოველივე ერთად იქმნება. როდესაც თავს შთავყოფთ წყალში, როგორც საფლავში, ჩვენთან ერთად იმარხება ძველი კაცი და, შთაიფლება რა ქვემოთ, სრულიად დაიფარება. შემდეგ, როდესაც აღმოვიმართებით, - ამოდის ახალი კაცი. როგორც ადვილია ჩვენთვის შთაფლვა და აღმოსვლა, ასევე ადვილი იყო ღმრთისთვის დაემარხა ძველი კაცი და განეახლებინა იგი. მაგრამ ეს აღსრულდება სამგზის, რათა უწყოდე, ეს ყოველივე აღესრულება მამის, ძის და სულიწმიდის ძალით"(Златоуст. Homil. XXV іn. Іоаn. Ш, 5. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LIX. col. 152; в русск. пер. "Беседа На Ев. Иоанна. Ч. 1, Спб. 1834, стр 304-305. ციტ. პროფ ალმაზოვის ხს. შრ. გვ. 294).

რუსულ თარგმანში: "Та, что в воде символически изображается гроб и смерть, воскресение и жизнь, и все это происходит совместно. Когда мы погружаем свои головы в воду, как бы в гроб, вместе с тем погребается ветхий человек и, погрузившись долу, весь совершенно скрывается. Потом, когда мы восклоняемся,
выходит человек новый. Как легко для нас погрузиться и подняться, так для Бога легко погребсти ветхого человека и явить нового. Но это совершается трижды, чтобы ты знал, что все это совершается силою Отца и Сына и Святого Духа"(Свт. Иоанн Златоуст. Толкования на Ин. 3:5).

წმ. ექვთიმე მთაწმინდელის (955-1028) თარგმანით: "საღმრთოი სახე აღესრულების მას ზედა (იგულისხმება წყალი - არქიეპ. პ.): დაფლვაი, სიკუდილი და აღდგომაი და ცხორებაი, და ესე ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავჰყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულიად ყოველივე. და კუალად, რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაი თავისა წყალსა და აღმოღებაი, ეგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაი და დანთქმაი სრულიად ძუელისა მის კაცისაი და გამოჩინებად ახლისა. ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაი თავისაი წყალსა, რაითა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აღასრულებს მას ყოველსა და არა იჭუ არს საქმე ესე"(წმ. იოანე ოქრპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. ნაწილი I. 1993 წ. გვ. 167).

"წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.) მიუთითებს რა სამგზისი შთაფვლის მოტივს ამბობს: "როგორც მაცხოვარი დაჰფარა მიწამ, ასევე დავიფარებით ჩვენ წყალში და მესამე დღის აღგდომის მადლს მასში (ანუ წყალში - არქიეპ. პ.) სამგზისი შთაფლვით გამოვხატავთ"(რუს. თარგმ.: "Как Спаситель был сокрыт в земле, так и мы скрываемся в воде и троекратным погружением в оную изображаем совершившуюся над нами благодать тридневнаго воскресения". Григорий Нисский. Orat. in Baptism. Christ. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. XLVI, col. 585;  в русск. пер. Ч.
ѴШ, Μ. 1865, стр. 10. ციტ. А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 294).

"ჩვენ ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და ამ დროს სამგზის შთავიფლებით"-  ბრძანებს ნეტარი იერონიმე (IV ს.) (რუს. თარგმ. "Мы крестимся во имя Отца и Сына и Святаго духа и при сем трижды погружаемся".
Comment. in Ephes. Lib. II , сар. IV, n. 5-6; Curs. Compl. Palrol. Ser. Lat. Tom, XXVI, col. 496. ციტ.  А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 295).

"თქვენ აღიარეთ მაცხოვნებელი რწმენა, - ამბობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.), - სამგზის შთაიფლენით წყალში და კვლავ სამგზის აღმოხვედით და ასე მიანიშნეთ ქრისტეს სამდღიანი დამარხვა"(
Catech. mystagog. II, n. 4. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. XXXIII. col 1080; ცპ. თвოპ. Kирилла Іерусал. в русск. пер. стр 300-361. ციტ. А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 295).

"დასკვნა ყველა ამ მოწმობიდან იმდენად გასაგებია, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - რომ მოცემულ შემთხვევაში ამისი გაკეთება არც არის საჭირო. გარდა ამისა, იმის დასამტკიცებლად, რომ ამ პერიოდში ნათლობის საიდუმლო  აღესრულებოდა შთაფლვითი ფორმით, საჭიროდ მივიჩნევთ მივუთითოთ კიდევ იმ ფაქტს, რომ მოსანათლავები ნათლისღების დროს სრულიად შიშვლდებოდნენ, რაც შეუძლებელია მომხდარიყო სხვაგვარად ნათლობის შემთხვევაში"(ა. ალმაზოვი. იქვე).

"შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს... ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2,25) (ციტ. "წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ". § 2).

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-06-10-14-29-32&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka იხ. ასევე: Кирилл Іерусал. Catech. mystagog II, n. II. Curs. Compl. Patrolog. Ser. Graec. Tom. XXXLU, col. 1077 - 1080. Cp. Твор. Кирилла Іерусал. в pyc. пер. стр. 359 - 360.

წმ. იოანე ოქროპირიც, როცა მოსანათლავის გაშიშვლებას ადარებს პირველქმნული ადამის სიშიშვლეს სამოთხეში, სხვათა შორის ამბობს: "აქაც სიშიშვლეა და იქაც; მაგრამ იქ (ცოდვილი) გაშიშვლდა, რადგან შესცოდა; ხოლო აქ შიშვლდება იმისთვის, რათა თავისუფალ იქმნეს (ცოდვისგან)" (Златоуст.
Златоуст. "Homil. in Colos." ѴI, n. IV; Curs. Compl. palrol. Ser. Graec. Тоm. LXI1, соl. 342; в рус, пер. Спб. 1854 стр. 100).

ჩვენი მხრიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის კატეხეტურ სიტყვებში მრავალგზის ახსენებს ნათლისღების დროს წყალში შთაფლვის ფორმას, განმარტავს და გვიხსნის მის მნიშვნელობას. წმ. მამას არცერთხელ, არსად მინიშნებაც კი არა აქვს წყალპკურებაზე ან დასხმით წესზე, რაც ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ კირილესთვის ნათლისღების ამგვარი ფორმა უცნობია და რომ მის დროს ეკლესია დასხმით წესს არ იყენებდა ნათლისღების საიდუმლოში. სხვაგვარად, თუკი დასხმითი ფორმა ნათლისღებისა, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს, ისეთივე "საეკლესიო წესია", როგორც შთაფლვა და მას "უნდა ვიცავდეთ", როგორ უნდა ავხსნათ წმიდა მამის ასეთი დუმილი მის ისეთ ჰომილიებში, რომლებიც პირდაპირ მოსანათლავთა დასამოძღვრად არის წარმოთქმული და სადაც ნათლისღების საიდუმლოს თითქმის ყველა მხარე დეტალურად არის განმარტებული?!
კარგად დავაკვირდეთ, რას ასწავლის ნათლისღებისა და კონკრეტულად შთაფლვითი ფორმის შესახებ წმ. კირილე: "შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს, ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2,25).

... შემდეგ, გაშიშვლებულებმა, იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს - ქრისტეს...

... ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან
აქ მდებარე საფლავთან...

სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ზიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით - ღამე. რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით როგორც დღის სინათლეზე მყოფნი.
ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა"(ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა"(წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ. §§ 2-4. ციტ.:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-06-10-14-29-32&catid= 36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka).

წმიდა კირილეს ამ განმარტებიდან კარგად ჩანს, რომ შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში ორ მომენტზე მიანიშნებს. ესენია: სიკვდილი და შობა. ნათლისღება, წმიდა მამის განმარტებით, არის "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა"; აქედან გამომდინარე წყალს წმ. მამა უწოდებს "საფლავსა და დედას".

საფლავია ის ძველი კაცის დამარხვის თვალსაზრისით, ხოლო დედაა ახალი კაცის შობის გამო. ამიტომაც ეწოდება ნათლისღებას "მეორედ შობის საბანელი"(ტიტ. 3:5). "მასთან (ქრისტესთან - არქიეპ. პ.) ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, - ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, - რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით"(რომ. 6:4-5).

ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოში უნდა აისახოს, არა მარტო "დამარხვა"არამედ "თანააღდგომაც"ქრისტესთან ერთად, რათა "ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში". მაშ, თუ ნათლისღების საიდუმლოში წყალში შთაფლვა არის თანადამარხვა ქრისტესთან, ხოლო აღმოსვლა თანააღდგომა და შობა ახალი სიცოცხლისთვის, როგორ უნდა იქნეს გამოხატული ორივე ეს მომენტი დასხმით ან პკურებით "ნათლობებში", ამ დროს ხომ არც არსად "შთასვლა"და არც არსაიდან "აღმოსვლა"არ აღესრულება?

სხურებით-პკურებითი "ნათლობა"არც ქრისტესთან თანადამარხვას გამოხატავს და არც თანააღდგომას. მაშინაც კი, თუ დავუჯერებთ ე. ჭელიძეს და ვიტყვით, რომ ტერმინი "შთაფლვა"სულიერად უნდა გავიგოთ და ის სიმბოლურად გულისხმობს "დამარხვას"(თუმცა წმიდა მამათაგან ამას არავინ ასწავლის), ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი შესაძლებელია ნათლისღების საიდუმლოს მხოლოდ ერთ აქტზე - "დამარხვაზე", მაგრამ არამც და არამც "შობასა"და "აღდგომაზე", რაც წყლის წიაღიდან აღმოსვლით გამოიხატება. ამდენად, პკურებით-სხურებითი "ნათლობის"შემთხვევაში ნათლისღების საიდუმლოს მეორე აქტი - აღდგომა, აღმოშობა აღუსრულებელი რჩება და მას სიმბოლურადაც კი ვერავინ მიანიშნებს.

თუმცა ნათლისღების საიდუმლოში ე. ჭელიძის მიერ ტერმინ "შთაფლვისადმი"სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭება და ამით დასხმითი წესის გათანაბრების მცდელობა შთაფლვით ფორმასთან გაცამტვერდება, როდესაც წმიდა მამათა თხზულებებიდან შევიტყობთ, რომ მათ ტერმინი "შთაფვლა"ესმოდათ პირდაპირი და არა გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობით და ჩვენ არ ვიცით არც ერთი წმიდა მამა, რომელსაც ტერმინი "შთაფლვა"სიმბოლური მნიშვნელობით განემარტოს და არა პირდაპირით. ამ მხრივ ყურადღებით დავაკვირდეთ წმ. კირილეს სიტყვებს და გულისხმავყოთ, რამდენ სიმბოლოს ხედავს წმიდა მამა ნათლისღების წყლებში ადამიანის "დამარხვაში"(ცხადია პირდაპირი მნიშვნელობით): "სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა".

ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ზიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით - ღამე.

რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით როგორც დღის სინათლეზე მყოფნი.

ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის  საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა"(ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა".

ამ სიტყვების მომსმენი ადამიანი თუ საღ აზრზეა, არ უნდა ამტკიცებდეს, რომ წმიდა მამა ამ ყოველივეს "სიმბოლურად"ამბობს და არა პირდაპირი მნიშნველობით.

მაგალითად, როგორ გინდათ პკურებით "ნათლობაში"წარმოიდგინოთ ადამიანის ყოფნა ისეთ გარემოში, როდესაც ის "ვერაფერს ხედავს"? შთაფლვით ფორმაში ეს წყლის წიაღში ხდება. რადგანო, ამბობს წმიდა მამა, "დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზედამოსვლისას კი იყავით, როგორც დღის სინათლეზე მყოფნი".

აი, წმ. კირილეს კიდევ რამდენიმე განმარტება ნათლისღების საიდუმლოსთან და კონკრეტულად შთაფლვისა და აღმოსვლის აქტებთან დაკავშირებით: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ნათელვიღეთ ქრისტე იესოს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ. თანადავეფლენით მას ნათლისღებით" (რომ. 6,3-4)... ყოველივე, რაც ქრისტემ დაითმინა, ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჭეშმარიტებით და არა მოჩვენებით დაითმინა და ჩვენ მოზიარენი გავხდით მისი ვნებებისა, მთელი ზედმიწევნითობით ხმობს პავლე: "თუკი თანანერგნი გავხდით მისი სიკვდილის მსგავსებისა, ასევე აღდგომისაც ვიქნებით" (რომ. 6, 5)... მთელი ყურადღებით მიაპყარი გონება მოციქულის სიტყვებს. არ უთქვამს, რომ "თანანერგნი გავხდით სიკვდილისა", არამედ "სიკვდილის მსგავსებისა"(სწორედ ეს მსგავსებაა წყალში დაფლვა - არქიეპ. პ.). რადგან ნამდვილად მოიწია ქრისტეზე ჭეშმარიტი სიკვდილი, განიყო ხორცისგან სული, ჭეშმარიტი იყო დაფლვა, სპეტაკი სახვევლით (შდრ. მათ. 27,59) წარიგრაგნა მისი წმინდა სხეული და ყოველივე ჭეშმარიტად გადახდა მას, ჩვენზე კი მსგავსება მოიწია ვნებებისა და სიკვდილისა, მაგრამ, ამასთან, არა მსგავსება, არამედ ჭეშმარიტება გამოხსნისა"(წმიდა კირილე იერუსალიმელი - "მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ". §§ 6-7. წყარო იგივე).

"რადგან ორმაგია ადამიანი, სულისა და სხეულისგან შედგენილი, ორმაგია განწმენდაც, უსხეულოსთვის უსხეულო, სხეულებრივისთვის კი სხეულებრივი. წყალი განწმენდს სხეულს, ხოლო სულიწმინდა აღბეჭდავს სულს, რომ სულიწმინდით სხურებული გულითა და წმინდა წყლით განბანილი სხეულით მივეახლოთ ღმერთს. მაშ, როდესაც წყალში ჩახვალ, ნუ გეგონება, რომ უბრალო წყალია, არამედ სულიწმინდის მოქმედებით მიიღე გამოხსნა. რადგან ორივეს გარეშე შეუძლებელია შენი სრულყოფა. არა მე ვამბობ ამას, არამედ უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ხელმწიფება აქვს საქმისა, რადგან ამბობს: "თუკი ვინმე არ იშვება ზეციდან", და დაუმატა: "წყლისა და სულისგან არ შეეძლება შესვლა ღვთის სასუფეველში"(ინ. 3.3). არც მას აქვს სისრულე მადლისა, ვინც წყლით ნათელიღო, მაგრამ სულიწმინდის ღირსი არ გამხდარა და ვერც ვინმე ისეთი შევა ზეციურ სასუფეველში, ვინც ქველ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ არ მიუღია წყლისმიერი ბეჭედი.

მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა. სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით. სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან"(რომ. 6.4; კოლ. 2.12) (წმიდა კირილე იერუსალიმელი -  "პროკატექიზისი ანუ წინაგანსწავლა". § 2.    

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=480%3A2012-02-01-17-31-23&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka

"ცოდვებით დამძიმებული მიდიხარ წყალთან... ჩადიხარ ცოდვებით მომკვდარი და ამოდიხარ სიმართლით ცოცხალქმნილი, რადგან თუ თანანერგი გახდი მაცხოვრის სიკვდილის მსგავსებისა, აღდგომის ღირსიც გახდები (შდრ. რომ. 6.5). ისევე როგორც იესო, სოფლის ცოდვათა ამღებელი, მოკვდა, რომ სიკვდილი მოეკლა და შენ აღედგინე სიმართლეში, ასევე შენც ჩადიხარ რა წყალში და ერთგვარად დაიფლობი მასში, როგორც იგი კლდეში, კვლავ აღდგები, რომ "ცხოვრების სიახლეში ხვიდოდე"(რომ. 6.4) (წმიდა კირილე იერუსალიმელი - "მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი". § 12).

წმ. გრიგოლ ნოსელი: "სამგზის უკუე შთასლვითა წყალსა შინა და აღმოსლვითა ცხოველსმყოფელსა დაფლვასა და აღდგომასა უფლისასა გამოვსახავთ"(ე. კოჭლამაზაშვილი, წმიდა გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის"ძველი ქართული თარგმანი, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, I, თბ. 2008, გვ. 142) (ციტ.: "წმიდა კირილე იერუსალიმელი - "მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ". სქოლიო. შენიშვნა 6-ე. წყარო:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-06-10-14-29-32&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka

მღვდელი ალექსანდრე გრინი, ნათლისღების სიმბოლოთა შესახებ წმ. ამბროსი მედიოლანელის (IV ს.) სწავლებას რომ გადმოგვცემს, წერს, რომ წმ. ამბროსი მედიოლანელი თავის ჰომილიებში, რომლებიც მიმართულია მოსანათლავად გამზადებულთა განსწავლისკენ, აღნიშნავს, რომ "ჯვარი - ეს არის ქრისტეს სიკვდილის სიმბოლო (О таинствах II, 6). ამიტომაც, ნათლისღება სიკვდილიც არის და აღდგომაც. ემბაზი - კუბოა, საფლავია, რომელშიც ჩადის ადამიანი, რათა აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც ცოდვას გამოუტანეს. სიკვდილი ბოლოს უღებს ცოდვას (О таинствах II, 17, 19). წყალში შთაფლვა ქრისტესთან ერთად სიკვდილია. "ამიტომაც, ვინც მოკვდა ქრისტესთან ერთად - ქრისტესთანავე აღსდგება მკვდრეთით"(О таинствах II, 20, 23). ნათლობა, სანამ ის სიცოცხლე გახდებოდეს ქრისტეში, ჯერ ქრისტესთან ერთად ჯვარცმა და სიკვდილია. ეს არის - შაცრამენტუმ ჩრუცის (ჯვრის საიდუმლო)
(8) таинствах II, 23). მოკვდება რა ცოდვისა და წუთისოფლისთვის, ადამიანი აღსდგება ღმრთისა და მარადიული ცხოვრებისთვის (О тайнах 21). ის თავისუფლდება ეშმაკის მონობისგან (О таинствах II, 8, 19).

--------------
8.
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წმ. კირილეს თხზულების ძველბერძნული ტექსტის ამ თარგმანში სიტყვებს: "სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა"სქოლიოში თანდაყოლილი აქვს მთარგმნელის (ძველი ბერძნულიდან წმ. კირილეს ხსენებული თხზულება უთარგმნია გიორგი ჯულაყიძეს - არქიეპ. პ.) განმარტება: "შდრ. Gr: βαπτίσθη, λλ' οκ φωτίσθη. ორივე ბერძნული ტერმინი (τ βάπτισμα და φώτισμος) ნათლისღების საიდუმლოს აღსანიშნავად გამოიყენება. პირველი (ანუ τ βάπτισμα - "ტო ბაპტისმა"- არქიეპ. პ.) ხსენებული საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე მიუთითებს, რადგან ნათლისღება მოსანათლის წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულება, βάπτισμα- ამოსავალი მნიშვნელობა კი სწორედ ეს არის: წყალში ჩაფვლა, ჩაყურყუმალავება. ხოლო მეორე ( φώτισμος - არქიეპ. პ.) საიდუმლოს უხილავ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მონათლულის სულში საღვთო ნათლის შემოსვლას გულისხმობს ( φώτισμος -ნათება, ელვარება). სიმონ მოგვმა, როგორც აღნიშნულია, მხოლოდ გარეგნულად ნათელიღო, მისი შინაგანი კაცი კი არ განათლდა სულიწმინდის მადლით". ციტ. იქვე)).
--------------

დასავლური ტრადიციის მიხედვით, სარწმუნოების აღსარება ხდებოდა სამი შთაფლვის დროს. კანდიდატს ჯერ ჩაუშვებდნენ ემბაზში, რომლის გვერდით იმყოფებოდნენ ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკვნები (О таинствах II, 16). მას აძლევდნენ სამ შეკითხვას: "გწამს თუ არა ღმერთის, ყოვლისშემძლე მამის?"პასუხის შემდეგ: "მწამს"ის შთაიფლებოდა წყალში. "გწამს თუ არა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და მისი ჯვრისა?". მეორე პასუხს: "მწამს"მოსდევდა მეორე შთაფლვა. "გწამს თუ არა სული წმიდა?". "მწამს"-  და მოსანათლავს შთაფლავდნენ მესამედ (О таинствах II, 20; О тайнах 28). ჯვრის ხსენება განსაკუთრებული და დამახასიათებელი ნიშანია მილანური წეს- განგებისა.

სამგზისი შთაფლვა ანგრევს "წარსულში მომხდარ დაცემას"და გვანიჭებს საღმრთო მიტევებას წმიდა მოციქულ პეტრეს მსგავსად (О таинствах II, 20, 21). ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის ერთი სახელის მიმართ, წარმოადგენს წმიდა სამების პირთა "ერთარსების, ერთღვთაებისა და ერთბრწყინვალების"სიმბოლოს"(О таинствах II, 22) (Священник Александр Гринь. Таинства крещения и миропомазания в огласительных поучениях святителя Амвросия Медиоланского. http://aliom.orthodoxy.ru/arch/040/grin40.htm ასევე: Альманах "Альфа и Омега", № 40, 2004; ЖМП № 2 февраль 2013 / 27 февраля 2013 г) (9).

რაც შეეხება V-VIII საუკუნეებს, როგორც პროფ. ა. ალმაზოვი წერს, მოცემულ მიმართებაში ახალს არაფერს გვაძლევს. შთაფლვა, როგორც ნათლობის ფორმა, ამ ეპოქაში საყოველთაოდ იყო გავრცელებული როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც"(Прибав. к твор. св. отц. Часть XIV, стр. 448).

წმ. გრიგოლ დიალოგოსი (540-604) ერთ-ერთ ესპანელ ეპისკოპოსს (ლეანდრეს) ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა: "ნათლისღების საიდუმლოში სამგზის შთაფლვის შესახებ შეუძლებელია იმაზე უფრო სწორი პასუხი გასცე, როგორც ამას თქვენ ფიქრობთ. როდესაც ჩვენ სამგზის ვშთავფლავთ (მოსანათლს - არქიეპ. პ.), ამით სამდღიანი დამარხვის საიდუმლოს მივანიშნებთ, ხოლო წყლიდან ყრმის
სამგზისი აღმოყვანით მესამე დღის აღდგომას გამოვხატავთ"("Epist. ad Leandrum" Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. LXXXIV, col. 334).

--------------
9. მღვდელი ალექსანდრე გრინი პუბლიკაციაში  Таинства крещения и миропомазания в огласительных поучениях святителя Амвросия Медиоланского (ЖМП № 2 февраль 2013 / 27 февраля 2013 г. ან ალმანახი "Альфа и Омега", № 40, 2004. ასევე: http://e-vestnik.ru/science/amvrosiy_mediolanskiy_oglasitelnye_poucheniya/?m=print) წმ. ამბროსის სწავლებათა შესახებ, რომელიც მიმართულია მოსანათლავად გამზადებულთადმი, აღნიშნავს, რომ წმ. ამბროსის ეს სწავლება წარმოდგენილია სამი ნაწარმოებით - "სიმბოლოს განმარტება" (Explanatio Symboli), "საიდუმლოთა შესახებ" (De Sacramentis) და "საიდუმლოებებზე" (De Mysteriis). საუკუნეთა განმავლობაში ეს ნაწარმოებები შეადგენდნენ დიდი მედიოლანელი განმანათლებლის თხზულებათა დიდ კორპუსს. სიტუაცია შეიცვალა XVI საუკუნეში, როდესაც პროტესტანტმა მეცნიერებმა წმ. ამბროსის სწავლება "საიდუმლოებებზე"ულმობლად გააკრიტიკეს. მალე მათ მიუერთდა ზოგიერთი კათოლიკე ღვთისმეტყველიც. მცირე ზომის ნაწარმოებს "სიმბოლოს განმარტებას"იგივე ბედი ეწია. ოთხი საუკუნე ეს თხზულებები მიაჩნდათ გვიანდელი პერიოდის წარუმატებელ ნაყალბევად და პატროლოგიურ გამოცემებში იწოდებოდა ან როგორც სადავო, ან კიდევ ნაყალბევ თხზულებებად. XIX-XX საუკუნეების რუს ღვთისმეტყველებსაც მრავალი არგუმენტი მოჰყავდათ ამ თხზულებათა აუთენტურობის საწინააღმდეგოდ (Адамов И.И. Святитель Амвросий Медиоланский, Сергиев Посад 2006. С. 93-95. Филарет (Гумилевский), архиеп. Историческое учение об Отцах Церкви. Т. 2, СПб 1882. М.1996р С. 170).

წმ. ამბროსის ამ თხზულებათა "რეაბილიტაცია"პირველად სცადეს კათოლიკე მეცნიერებმა, რომლებიც კრიტიკული შენიშვნების ნაწილს კი აღიარებდნენ, მაგრამ პრობლემას სულ სხვა კუთხით უყურებდნენ. წამოყენებულ იქნა ვარაუდი, რომ გაკრიტიკებული ტექსტები მართლაც არ იყო წმ. ამბროსის მიერ დაწერილი, არამედ ეს იყო მისი გასაუბრებების არარედაქტირებული სტენოგრაფიული ჩანაწერები. ტექსტი "საიდუმლოებებზე", თავის მხრივ, ავტორის რედაქტორული მუშაობის შედეგია. დიდი და სკრუპულოზური მუშაობის შემდეგ ცნობილმა მეცნიერმა, ბენედიქტელმა ბერმა ბერნარდ ბოტემ დამაჯერებლად დაამტკიცა წამოყენებული ვარაუდის ჭეშმარიტება და როგორც შედეგი, ის, რომ "სიმბოლოს განმარტება", ასევე თხზულება "საიდუმლოებებზე"ეკუთვნის სწორედ წმ. ამბროსის.

სერიაში
Sources Chrètiennes (Ambroise de Milan. Des Sacraments. Des Mysterès. Explication du Symbole, trad. B. Botte //  Sources Chretiennes, №25 bis, Paris 1961) წმ. ამბროსის ხსენებული თხზულებების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც აღჭურვილი იყო კრიტიკული აპარატით და მეცნიერული კომენტარებით, მათი აუთენტურობის საკითხი შეიძლება გადაწყვეტილად ჩაითვალოს. რუსული საღვთისმეტყველო აზროვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ დეკ. ა. შმემანი, დეკ. ი. მეიენდორფი, ნ. დ. უსპენსკი და მრავალი სხვა თანამედროვე მეცნიერ-ლიტურგისტები და პატროლოგები წმ. ამბროსის ამ თხზულებებს უკვე მიმართავენ როგორც აპრობირებულ ტექსტს. ბ. ბოტეს პულიკაციების შემდეგ, ტექსტები გადაითარგმნა სხვა ევროპულ ენაზეც, მათ შორის ზოგიერთ სლავურ ენაზეც, კერძოდ, რუსულზე, უკრაინულსა და პოლონურზე. ლიტერატურული ნაკლოვანებების მიუხედავად, რომელიც უფრო სტენოგრაფისტის მუშაობის ხარვეზებით არის განპირობებული, "დაბრუნებული"თხზულებები მკითხველს აწვდის უნიკალურ შესაძლებლობას, შეიგრძნონ ძველი ეკლესიის ეპოქა და რაც მთავარია, მოისმინონ დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მამის ცოცხალი ქადაგება.
--------------

იმავეს მოწმობს მისი "საკრამენტარიუმი"
(10),  სადაც ნათქვამია: "მღვდელმა უნდა მონათლოს სამგზისი შთაფლვით (baptiset sub trina mersione), და მხოლოდ ერთხელ მოუწოდოს წმიდა სამების სახელს. მან ასე უნდა თქვას: "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა" და შთაჰფლას პირველად (semel mergit), "და ძისათა" - და შთაჰფლას მეორედ (mergat iterum) და "სულისა წმიდისათა" - და შთაჰფლას მესამედ (mergat tertio)" (Angusti. "Denkwurdigkeiten". Band. VII , Lips. 1825, s. 217218) (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 295- 296).

--------------
10.
Sacramentarium, სიტყვიდან Sacramentum - საიდუმლო. მოცემულ შემთხვევაში - ევქარისტიის. ადრეული შუასაუკუნეების ეკლესიაში ასე იწოდებოდა ტექსტები, რომლებიც წარმოითქმებოდა მესის დროს. ყველაზე ადრეული საკრამენტარიუმი დაკავშირებულია რომის ადრინდელი პაპის გელასის სახელთან (ზოგიერთის აზრით - შეცდომით). ცნობილია შემდეგი საკრამენტარიუმები: "გელასის ძველი საკრამენტარიუმი"(შესაძლოა, VI ს.), "ლეონის საკრამენტარიუმი"(VII ს. დასაწყისი), "გრიგოლის საკრამენტარიუმი"(VII ს. მიწურული), "გელასი ფრანკიელის საკრამენტარიუმი"(VIII ს.). "საკრამენტარიუმს"ბერძნულში შეესაბამება ჩვენთვის ცნობილი "ევქოლოგიონი".
--------------

წმ. იოანე დამასკელი თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა"ასევე ამბობს: "ნათლისღება არის ქრისტეს სიკვდილის სახე, რადგან წყალში სამგზისი შთაფლვა საფლავში უფლის სამდღიან ყოფნაზე მიანიშნებს"(Иоанн Дамаскин. (Иоанн Дамаскин. "Expositio fidei ortodoxae". Curs. Compl. Patiolog. Ser. Graec. Tom. XLIV, col. 1120; в pyc. пеp. "Точн. излож. прав. Веры" М. 1855, стр. 235. А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 296).

მაცხოვრის ნათლისღების ფრესკაზე, რომელიც გამოსახულია პონციანის კატაკომბში (ფრესკა განეკუთვნება VII საუკუნეს), ქრისტე დგას წელამდე წყალში, რაც ნათლისღების შთაფლვით ფორმაზე მიანიშნებს (Garrucci. Storia dell' arte Christiana; Фрик
ен, "Рпмск. катакомбы» часть, II, Μ, 1877, crp. 213. ციტ. პროფ. ა. ალმაზოვი. იქვე).

"V-VIII სს.-ის ყველა ამ ცნობისა და შეხედულების საფუძველზე, - ასკვნის ამ ეტაპზე პროფ. ა. ალმაზოვი, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შთაფლვა, და თანაც სამგზისი ნათლისღების საყოველთაო წესი იყო ძველ აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ამ უკანასკნელში, მაგალითად, ცელეჰათის (Целехатский) კრება (ინგლისი, 816 წ.) განაწესებს: "დე უწყოდნენ მღვდლებმა, რომ როდესაც ნათლისღების საიდუმლოს ასრულებენ, ყრმებს
თავზე წყალი არ უნდა დაასხან, არამედ ყოველთვის შთაჰფლან ემბაზში, როგორც ღმრთის ძემ საკუთარ თავში მისცა ყოველ მორწმუნეს მაგალითი"(რუს. თარგმანში: "Пусть знают священники, что совершая святое крещение, они НЕ ДОЛЖНЫ ВОЗЛИВАТЬ ВОДУ на главы младенцев, но всегда погружать их в купели, как Сын Божий подал всякому верующему пример ο Себе Самом" ("Acta concil.". Tom. IV, Par. 1714, col. 1224) (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 296).

რაც შეეხება ბერძნულ ეკლესიას, აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო მაგალითები, რომლებიც გადმოცემულია ამ ეკლესიის ძველ და გვიანდელ წეს-განგებებში; ხელთა გვაქვს VII- XI საუკუნეებისა და XIII-XIX საუკუნეების ნათლისღების ბერძნული წეს-განგებები. ლაპარაკიც კი არ უნდა იმას, რომ ყველა მათგანში ნათლისღების ჭეშმარიტ ფორმად ყოველთვის განიმარტება სამგზისი შთაფლვა"და იქვე სქოლიოში მოჰყავს რამდენიმე მათგანი. კერძოდ:
Ευχολ. ркп. Румянц. муз. Сев. собр .№ 917, л. 50-51; № 173. л. 17 об,-18; № 172, л 216 об.-2І7.; Ευχολ. Ркп. Синод. библ. № 200, л. 95 об.; № 313 л. 12-19; Τακτικον Иоанна Каитакузена. ркп. М. Синюд. библ, № 279,. л, 229-230 (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 299).

ცხადია, თქმაც კი არ უნდა იმ უეჭველ ფაქტს, რომ მითითებული საუკუნეების ამ ევქოლოგიონებში სიტყვითაც კი არ არის ნახსენები და განმარტებული ნათლობის სხურებით-პკურებითი წესი, რაც უცილობლივ იქნებოდა აღნიშნული არა მარტო ხსენებული მეცნიერის, არამედ ე. ჭელიძესავით სხურება- პკურებას გამოკიდებულ კრიტიკოსთა მიერაც. მაგრამ, ფაქტია, - ძველბერძნული მართლმადიდებლობა დუმს ნათლისღების პკურებითი თუ სხურებითი სახის კანონიკურობის შესახებ და მხოლოდ სამგზისი შთაფლვის პრაქტიკას ამკვიდრებს.

ბუნებრივია, რომ "ნათლისღების იგივე ფორმა, ანუ სამგზისი შთაფლვა რუსეთის ეკლესიაში, როგორც ბერძნებისგან ბოძებული პრაქტიკა, თავიდანვე, მისი დაარსების დღიდანვე იყო დამკვიდრებული. მართალია, ჩვენ არ გვაქვს რუსეთის ეკლესიის ძველი პერიოდის ნათლისღების წეს- განგებები, უკიდურეს შემთხვევაში XIV საუკუნემდე მაინც, საიდანაც შევძლებდით ამ ფაქტის პირდაპირი მოწმობების ამოწერას, მაგრამ ეს პირდაპირ დასტურდება XIV საუკუნემდე პერიოდის გარეშეთა მოწმობებით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მივუთითოთ კიეველების ნათლისღება. როგორც ცნობილია ის აღესრულა დნეპრში და თანაც სამგზისი შთაფლვით, სხვაგვარად, ის შეიძლებოდა აღსრულებულიყო სხვა
ადგილზეც და დასხმა-პკურებით (ათიათასობით ადამიანის დნეპრში ნათლობის ამბავს, აღწერილს რუსულ მატიანეში, ქვემოთ, წმ. ერმოგენეს ნათლობის განხილვისას დავიმოწმებთ).

ამრიგად, ეჭვმიუტანლად დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ნათლისღების ფორმა უძველეს ეკლესიაში იყო შთაფლვითი ფორმის და არა დასხმითი. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ეკლესია ნათლისღების შთაფლვით ფორმას იცავდა როგორც წმიდა მამათა სწავლებით, რომლებიც ნათლობას ითხოვდნენ შთაფლვით და არა დასხმით, ასევე წმიდა საეკლესიო კრებებითაც. მეტიც, შთაფლვით ნათლობას იცავდნენ და დასხმას ეწინააღმდეგბოდნენ თვით დასავლეთის ეკლესიებიც კი. მაგალითად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცელეჰათის კრება (IX ს.), რომელმაც განაწესა არავინ მონათლულიყო დასხმით, არამედ მხოლოდ შთაფლვით. არქიმანდრიტი იოსები, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ასახელებს ნიმისა და უტრეხტის კრებებსაც, რომლებმაც იგივე დააწესეს (ამ კრებათა დადგენილებები იხ. ქვემოთ).

ნათლისღების შთაფლვითი ფორმის სისწორისა და დასხმითი ფორმის უარყოფის ნიმუშად მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ მამები არსად არ განმარტავენ დასხმას ან პკურებას ისე, როგორც ამას აკეთებენ შთაფლვით ფორმასთან დაკავშირებით.

მეტიც, არსად დასხმითი ფორმა კანონიკური განწესებებით დაცული არ არის, პირიქით,  მოციქულთა 50-ე კანონი განაწესებს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდითო", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა"(მათ. 28,19)), არსენ იყალთოელისეული თარგმანის სქოლიოში არის შენიშვნა: "შეისწავე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად სამთა შთაყოფათა" და მსგავსი მითითება მოცემული არ არის დასხმაზე; ხოლო ძველ სლავურ გამოცემაში მეტიც, სქოლიოში მოცემულია დასხმითი "ნათლობის" ამკრძალავი მითითება: "Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати. იხ. Кормчая (Номоканон). Отпечатанная с подлинника Патриарха Иосифа) Санкт-Петербург. 1997 г. Изд. Воскресение // Свято-Успенское Подворье Оптиной Пустыни. стр. 160).

სხვათა შორის, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", სადაც მოცემული მონოფიზიტთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების წესი, ერთ-ერთ პუნქტში კონკრეტულად და მკაფიოდ არის გადმოცემული მოციქულთა 50-ე კანონის ეს არსი. კერძოდ, მონოფიზიტთა მიღების წესში ნათქვამია: "ვინცა ვინ არა ნათელსცემდეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ" (მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1/1975 წ. გვ. 30).

ბუნებრივია, რომ ძველ ეკლესიას დასხმით-პკურებითი ნათლობა ოდესმე კანონიკურ, ეკლესიურ ნათლობად რომ ეგულისხმა, მას ისევე უნდა დაეცვა იგი მწვალებელთა დამახინჯებისგან, როგორც იცავდა და იცავს შთაფლვით ნათლობას. მაგალითად, მიეთითებინა "ვინცა ვინ არა ნათელსცემდეს სამითა შთაფლვითა (ან სამითა დასხმითა; ან სამითა პკურებითა)..."და ა. შ. მაგრამ მსგავსი არაფერი არ გვხვდება არც ძველბერძნულ, არც ლათინურ და არც ქართულ კურთხევანებში.

არავინ იცავს დასხმას, როგორც ნათლობის წესს მწვალებელთა ხელყოფისგან. ამ ვითარებაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: დასხმითი ნათლობა არასოდეს ყოფილა ეკლესიის არათუ საყოველთაო წესი, არამედ სადმე შეწყნარებულიც კი, როგორც საეკლესიო ნორმა! მისი გავრცელება უკავშირდება ცალკეული შემთხვევების საზოგადო წესად შეწყნარებას და ნელ-ნელა მის დამკვიდრებას ეკლესიაში, რამაც მოგვიანებით საყოველთაო ხასიათი მიიღო და მთელ რიგ მართლმადიდებლურ ქვეყნებში (მაგალითად, საბერძნეთში, რუსეთში, საქართველოში და ა. შ.) ნათლობის შთაფლვითი ფორმა ეკლესიის ცხოვრებიდან თითქმის განდევნა.

აი, ასეთია I-VIII საუკუნეთა თვალსაჩინო წმიდა მამათა სწავლება ნათლისღების საიდუმლოსა და მასში შთაფლვითი ფორმის მნიშვნელობის შესახებ და არსად არც ერთი წმიდა მამა სიტყვასაც არ ძრავს "შთაფლვის"სიმბოლურობისა და "შთაფლვა-პკურების"იდენტურობის შესახებ. არსად წმიდა მამები არაფერს ასწავლიან დასხმით-პკურებით ნათლობაზე; არსად განმარტავენ, არსად იცავენ... მეტიც, ძველაღთქმისეული პკურება-სხურება მათთვისაც ახალაღთქმისეული მადლის წინასახე იყო, როგორც განმარტავს ამას წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ამრიგად, იცოდე თუ რა მიიღე. წმიდა დავით წინასწარმეტყველი ხედავდა ამ მადლს წინასახეებში და ძლიერ სურდა იგი. გინდა გაიგო, რაოდენ ძლიერი იყო მისი მოსურვება? მაშ ისმინე, რას ამბობ იგი: "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე"(ფსალმ. 50:9). რატომ? იმიტომ, რომ თოვლი, თუმც კი თეთრია, სწრაფად შავდება მტვრისგან და შემდეგ ქრება. ხოლო მადლი, რომელიც მიგიღია, სამუდამოდ დაგრჩება, თუკი შეინარჩუნებ იმას, რაც მიიღე" (De Sacramentis. IV, 6. https://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/o-tainstvah).

<<<

23

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика