Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი VI
____________________________________________________________________________________________________________________________
"მიკვა"
უფლის ნათლისღების გარეგნული მხარის (ანუ შთაფლვის) და საერთოდ, წმ. იოანე ნათლისმცემლისეული ნათლობის გარეგნული არსის გასაგებად აუცილებელია, მოკლედ მაინც გავეცნოთ ებრაელთა შორის სჯულდებულ განბანვის რიტუალს.
წმ. იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას და მის მიერ მაცხოვრის ნათლობას უვრცელესი ნაშრომი მიუძღვნა რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა სიმეონ ვიშნიაკოვმა. მისი თხზულებიდან ამონაწერები (რომელიც ასევე საკმაოდ ვრცელია) დამატებებითა და სურათებით 1893 წელს გამოსცა ათონის წმ. პანტელეიმონის სახელობის მონასტერმა, ხოლო 1995 წ. მისი რეპრინტული გამოცემა განახორციელა წმ. თორიცკო-
ამ ნაშრომში, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა შესაბამისი ადგილების დამოწმებით, დეტალურად არის გადმოცემული თუ როგორ მონათლა მაცხოვარი წმიდა იოანე ნათლისმცემელმა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ნაშრომიდან.
მღვდელმონაზონი სიმეონი წერს: "რადგან იოანე ნათლისმცემლისეული ნათლობის სარიტუალო მხარე დაკავშირებულია ებრაული განბანვის რიტუალთან, რომლითაც ისინი განიწმინდებოდნენ, "წმიდა იოანეს ქადაგება უცხო არ ყოფილა იუდეველთათვის -
"იუდეველები, სხვა წარმართული ხალხებისგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდნენ განბანვების რიტუალებით... მოსეს სჯულში დაწესებული იყო სრული განბანვა (ცხადია, აქ არ იგულისხმება ხელ-
როდესაც ნემანი თავისი ცხენებითა და ეტლით ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა,
ამრიგად, როგორც კეთროვანებს განწმენდნენ ებრაელები სრული განბანვით წყალში, ასევე წარმართებს, სულით "კეთროვნებს", იუდეველობაში გადმოსვლის შემთხვევაში განბანდნენ წყალში სრული შთაფლვით. მამრობითი სქესის პროზელიტები (იუდეველობისკენ მოქცეული წარმართები) ინათლებოდნენ (ცხადია, ნათლობის არა ახალაღთქმისეული გაგებით -
მიკვაში განბანვა განწესებული იყო იმ შემთხვევაში, როდესაც ბიბლია ითხოვდა "სხეულის წყლით განბანვას" (ლევ. 14:9; 15:5, 7; 16:4, 24; რიცხვ. 19:7-
რიტუალური უწმინდურობის თითოეული სახეობისთვის განწმენდა სხვადასხვაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მიკვაში შთაფლვის გარეშე განწმენდა არ სრულდებოდა. რიტუალური უწმინდურობისგან გასაწმენდად საჭირო იყო მიკვაში შთაფლვა. გაუწმიდურებულ ადამიანს ტაძარში შესვლა ეკრძალებოდა. მღვდლებიც ასევე უნდა განბანილიყვნენ მიკვაში, თუ გაუწმიდურდებოდნენ.
"მოსეს მიერ დაწესებული წყლით განბანვა, -
ამრიგად, ჩვენ მსჯელობა მიგვყავს იქითკენ, რათა ადვილად წარმოსადგენი გავხადოთ ნათლობის ის სახე, როგორაც იორდანეში ნათლავდა ხალხს წმ. იოანე ნათლისმცემელი. ძველებრაული განბანვებიდან და "მიკვადან" ჩვენი სიტყვის დაწყება იმით არის განპირობებული, რომ იოანეს დროისთვის, ებრაელებში უკვე მტკიცედ იყო დამკვიდრებული წყალში განბანვის, "მიკვას" ტრადიცია, და აქედან, არც იოანესეული ნათლობა იყო მისთვის უცხო და მიუღებელი. ამიტომაც, "გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს" (მათე 3:5).
"წმ. იოანეს ქადაგება ნათლისღების შესახებ, -
ეგვიპტიდან მეწამული ზღვის გავლით საკვირველ გამოსვლას, რომ წინ ღრუბელი მოუძღოდა, წმ. მოციქულ პავლეს თქმით, ეს ნათლისღების საიდუმლოს მომასწავებელი იყო იუდეველთათვის: "მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ ნათელ-
ნათლისღების ძველაღთქმისეული წინასახეების ჩამოთვლისას ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) თავის ცნობილ ანტილათინურ თხზულებაში "გრდემლი" (თ. 20-
ასევე დავითის მიერ თქმული: "გულისხმა ჰყავ ვითარმედ უფალმან წყლით რღუნა (წარხოცვა) დაამკვიდროს და დასჯდეს უფალი მეუფედ". რა უნდა იყოს "წყლით რღვნა", რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რომელიც წარხოცავს ყოველგვარ სიბილწეს ცოდვისას, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთის შვილობას; რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთ რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლებელი? წყლით რღვნა გულისხმობს, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება; როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის განბანვის გარეშე, ასევე სულიც -
ნათლისღების შესახებ განცხადებულად მოასწავებდა ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნემან ასურელის განშიშვლებულად განბანვა იორდანეში (4 მეფ. 5:1-
ნათლობის წინასახე იყო წარღვნაც, როგორც ბრძანებს ამას წმ. მოციქული პეტრე: "გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით (1 პეტრე. 3:20, 21)" (იქვე).
"სხვათა შორის, -
წმ. ბასილი დიდი: "ისრაელი რომ არ გასულიყო ზღვაში, ვერ განშორდებოდა ფარაონს; და შენც, თუ წყალში (ნათლობისა) არ გახვალ, ვერ გამოხვალ მძლავრობისგან ეშმაკისა" (свт. Василий Великий, Творения иже во святых отца нашего Василия Великаго, Архиепископа Кесарии Каппадокийской. 4-
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.): "ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:2) და ამას ჰქონდა წინასახეობრივი მნიშვნელობა..." (Творения иже во святых отца нашего Григория Богослова Архиепископа Константинопольского. Ч. 3, М. 1844, стр. 267-
მისივე: "ნათლობას ჩვენ ვუწოდებთ ნიჭს, მადლს, განბანვას, ცხებას, განათლებას, სამოსს უხრწნელობისა, მეორედ შობის საბანელს, ბეჭედს და ყოველივეს, რაც ჩვენთვის პატივდებულია... საბანელია იგი, განმბანელი ცოდვებისგან..." (Творения иже во святых отца нашего Григория Богослова Архиепископа Константинопольского. Ч. 3, М. 1844, стр. 274).
"ქრისტეს შობამდე მცხოვრებ რაბინებს, -
ყველა ხალხი, რომლებმაც კი დაგვიტოვა ცნობები თავის წესებსა და ჩვეულებებზე, ხშირად მიმართავდა წყლის განწმენდის პროცედურებს, ანუ განბანვას. არ არსებობდა არც ერთი ქალაქი და მეტ-
"ძველად საკმაოდ ხშირად დადიოდნენ საზოგადოებრივ აბანოებში, როგორც ჯანმრთელობის აღსადგენად, ასევე რელიგიური მოსაზრებებითაც, თუმცა დროთა განმავლობაში ამგვარი ადგილები უფრო განცხრომისა და ნეტარების ადგილებად იქცა... ძველ წარმართ ხალხებში დღესასწაულებსა და ზეიმებს წინ უძღოდა კერპთშეწირვები, განბანვები და სხვა რელიგიური მოქმედებები. მაგრამ, ღმერთებისადმი ასეთი მსახურება რომ აღევლინათ, საჭირო იყო, ყოველი ადამიანი განწმენდილიყო სიბინძურისგან; არადა, ვის შეეძლო წმიდად ჩაეთვალა თავი ყოველდღიური მრავალრიცხოვანი შეხვედრების ან შეჯახებების შემდეგ, როდესაც ყოველი ადამიანი ასე თუ ისე შეიძლებოდა შეხებოდა რაიმე უწმიდურსაც? სწორედ ამიტომაც იყო ძველად ასე ხშირი წყლის პროცედურებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის განბანვები, რაც შემდეგ ჩვეულებად და ცხოვრებისეულ წესად გადაიქცა.
იუდეველები უფრო ყურადღებით ეკიდებოდნენ წყლით განბანვას, ვიდრე წარმართები. ისინი ხშირად განიბანებოდნენ არა მარტო სხეულებრივი სისუფთავისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ სჯულის მოთხოვნების დასაცავადაც. მოსეს სჯულში განწესებული იყო განბანვა ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის წინ, ასე რომ, ვერავინ მიეახლებოდა საკურთხეველს მანამ, სანამ წყლით არ განიბანდა მთელ სხეულს და არ გარეცხავდა სამოსელს. ამ წესის დამრღვევი განიკვეთებოდა ერისგან. რელიგიური მოქმედებების გარდა, რომელიც ტაძარში სრულდებოდა, იუდეველები მოვალენი იყვნენ, განბანვები საშინაო ლოცვების წინაც აღესრულებინათ; სწორედ ამიტომაც ცდილობდნენ ისინი სახლები აეშენებინათ წყაროთა ახლოს, რათა ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ წყლის საჭირო რაოდენობა განბანვისთვის. ასეთ განბანვით რიტუალებს იუდეველები ასრულებდნენ მაშინაც კი, როდესაც წარმართთა ტყვეობაში ცხოვრობდნენ.
როგორც უკვე ვთქვით, იუდეველები წარმართობას უყურებდნენ, როგორც კეთრს, წარმართებს კი კეთროვნებად მიიჩნევდნენ. თვით უფალი ზოგჯერ კეთრით სჯიდა კერპთაყვანისცემის ცოდვაში შთავარდნილებს. ამ სნეულებისგან განწმენდა, ისევე, როგორც სხვა სიბინძურისგან, უნდა აღსრულებულიყო სჯულში მითითებული განბანვებით. სწორედ ამიტომაც ყველა წარმართი, ვინც იუდეველობაში გადმოდიოდა, უნდა მონათლულიყო წყალში შთაფლვით. მამრობითი სქესის პროზელიტების (იუდეველობისკენ მოქცეულ წარმართების) ნათლობა სრულდებოდა წინადაცვეთიდან რამდენიმე დღის, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ. ხოლო ქალები მხოლოდ შთაიფლებოდნენ წყალში, შემდეგ იცვამდნენ ახალ, გაწმენდილ ტანისამოსს.
მოსეს სჯულით განწესებული განბანვები არ იყო მხოლოდ წმიდად საწესჩვეულებო განწესება; მათში მოიაზრებოდა გარკვეული განმწმენდელი ძალა, რადგან მხოლოდ ამგვარი განბანვის შემდეგ ეძლეოდა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღების უფლება იმას, ვისაც ადრე, რაიმე გარეგნული უწმიდურების გამო, ეს არ შეეძლო. სიმბოლურად ისინი სულის განწმენდას, ანუ ცოდვათა მიტევებას და მთელი ცხოვრების განახლებას გულისხმობდნენ. ამ მიმართებით ძველაღთქმისეული განბანვები წარმოადგენდა აჩრდილს ან ხატს სხვა, უფრო ქმედითი განბანვისა და განწმენდისა, რომელიც მადლის სჯულის დაფუძნების პერიოდში გამოჩნდა. ამიტომაც, მართალია, მოსეს სჯულისეულ განბანვებს ერთ-
"იოანესეული ნათლისღება, -
როდესაც წმ. იოანე ერს მიმართავდა, აგრძნობინებდა მათ შინაგანი, გულიდათი განწმენდის აუცილებლობას საპირისპიროდ პირფერ-
"ნათლისღება საკუთრივი აზრით არის მხოლოდ ის, რომელიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ დააფუძნა; სხვა სახის ნათლობები ასე მხოლოდ იმ ზომით იწოდება, რომელიც მათ ამ ღმრთითდაფუძნებულ ნათლისღებასთან მიმართებაში აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ქრისტეს ნათლისღების წინასახეებია. ასე იწოდება, მაგალითად, მსოფლიო წარღვნა, როდესაც წყალში დაინთქა კაცობრიობის ძველი მოდგმა, მაგრამ ამავე დროს გამზადდა ახალი, რომელიც ნოეს კიდობანში გადარჩა: ამის მიხედვით თანადავეფლობით ჩვენ ქრისტეს ჩვენში ძველი კაცის მოსაკვდომად და ახლის დასაბადებლად. ამავე დროს, უფლის მიერ შევდივართ მის წმიდა ეკლესიაში და ვიწყებთ განახლებულ ცხოვრებას.
წმ. კვიპრიანე ამბობს: "როგორც კიდობანში მყოფთა გარდა არავის შეეძლო, გადარჩენოდა უსამართლობის აღმხოცველ ამ მსოფლიო ნათლისღებას (წარღვნას), მსგავსადვე ვერავინ გადარჩება, თუ ეკლესიაში არ მიიღებს ნათლისღებას". ტერტულიანის თქმით: "როგორც წარღვნის შემდეგ, რომლითაც აღიხოცა ძველი უსამართლობა, კიდობნიდან გაშვებული და უკან, ზეთისხილის რტოთი დაბრუნებული მტრედის მიერ ეუწყა დედამიწას ზეცის წყრომის შეწყვეტა, ასევე ჩვენს ხორცზე, როდესაც ძველ უსჯულოებათა განბანვის შემდეგ ამოდის ის ემბაზიდან, უხილავად გარდამოდის ღმრთის მშვიდობის მაუწყებელი სულიწმიდა".
მეწამული ზღვის გავლაც ნათლისღებად იწოდება, რადგან ის მოასწავებდა ქრისტეანულ ნათლისღებას, რომელიც ათავისუფლებს კაცს ეშმაკის მძლავრებისგან ისევე, როგორც გათავისუფლდა მეწამულ ზღვაში გამავალი ისრაელი ეგვიპტელთა მონობისგან. სწორედ ამიტომაც, წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ყველა ებრაელი მოინათლა ღრუბელსა და ზღვაში. ღრუბელი სულიწმიდის მადლის წინასახეა, ხოლო ზღვა -
მეორეც, ნათლისღების სახელი ეწოდა იმასაც, რაც კი რამენაირად განაწყობდა ადამიანს ქრისტეს ნათლისღების მისაღებად. იოანესეული ნათლისღება ქრისტეს ნათლისღების წინასახე გახლდათ. მას არ გადმოჰყავდა მოსანათლზე სულიწმიდა და წარმოადგენდა ახალი სჯულისა და მადლის საიდუმლოს ერთგვარ შესავალს. "იოანეს ნათლობა, -
და ბოლოს მესამე, ნათლისღებად იწოდება ისიც, რაც ადამიანში ისეთივე მაცხოვნებელ ქმედებებს აღძრავს, როგორსაც თვით ქრისტეანული ნათლისღება. ასე მაგალითად, ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრული, ცრემლით სინანული და ქრისტეანებზე სულიწმიდის მადლის გარდამოღვრაც ნათლისღებად იწოდება"
"იოანეს ნათლისღებაში შეგვიძლია ვნახოთ ყველა, სამივე მიმართება: 1) თავისი აღმასრულებლით, წყლით, შთაფლვით და გამოთქმით ის საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებდა ქრისტეს ნათლისღებაზე; 2) ამზადებდა ადამიანებს მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ნათლობის მისაღებად; 3) ქრისტეანული ნათლობის მსგავსად, იოანესეულ ნათლობასაც გააჩნდა ძალა დაეხსნა ადამიანი ჩადენილ ცოდვათაგან (მაგრამ არა პირველდაწყებითი ცოდვისგან და ცოდვის მონობისგან -
_________________
7. ავტორი იძლევა დამატებით განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით და წერს: "სწორედ ასე რომ ნათლავდა იოანე და არა სხვაგვარად, მითითებულია ლუკა მახარობლის მიერ წმ. ფილიპესგან საჭურისის მონათვლის შემთხვევაშიც: "ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას" (საქმე 8:36-
_________________
"წყალში შთაფლვით, -
"საინტერესოა აღინიშნოს, რომ იუდეველურ განბანვებს სპეციალური ფორმულა ან საიდუმლოსთვის საჭირო სიტყვები, რომლებიც ამგვარი განბანვის მიზნისა თუ ძალის მიმანიშნებელი და განმსაზღვრელი იქნებოდა, არ ჰქონია. იოანესეულ ნათლისღებაში წყალი იკურთხებოდა სიტყვებით, რომლებსაც შეეძლო, წყლისთვის ამაღორძინებელი და განმწმენდელი ძალა მიენიჭებინა... უფლის ნათლისმცემელი მდუმარე როდი აღასრულებდა თავის ნათლისღებას. ამაზე საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს წმ. მოციქული პავლე, რომელიც ბრძანებს: "იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე" (საქმე 19:4). აქედან გამომდინარე, წმიდა წერილის ძველი და ახალი კომენტატორები ასკვნიან, რომ წმ. იოანეს სანათლავ ფორმულას ჰქონდა ასეთი სახე: "მე გნათლავ შენ და გაზიარებ სარწმუნოებას ქრისტესი, რომელიც მოვა.
წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.) ამბობს, რომ იოანე ნათლავდა ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ არა საკუთარი სახელით, არამედ სახელით იესუ ქრისტესი. ნეტარი იერონიმეს (342-
იმას, რომ წმ. იოანე ნათლისმცემელი მასთან მისულებს ნათლავდა შთაფლვით, მოწმობენ წმიდა მამებიც. ასე მაგალითად, წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "იოანეს ნათლობის მსურველნი აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, მათ სიმძიმეს და იმის შემდეგ, რაც იოანესგან შთაიფლებოდნენ იორდანეს წყლებში, ღებულობდნენ მიტევებას" (იქვე. გვ. 115).
"ქრისტე უნდა დამორჩილებოდა წყლით განბანვის ებრაულ ჩვეულებას, რათა საღმრთო მცნებათა დამრღვევ კაცთა საცხოვნებლად მოსულს მთლიანად აღესრულებინა ძველი სჯული. და უფალიც, რომელიც მოვიდა არა სჯულის დასარღვევად, არამედ მის აღსასრულებლად, მკაცრად ექვემდებარებოდა მის განწესებებს, რაც ყოველგვარ საფუძველს აცლიდა მის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მარადის იმის მცდელობაში იყვნენ, როგორმე რაიმე ცთომილება ეპოვნათ ქრისტეს საქმეებსა და ქადაგებებში. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყვ თქუენ, რაისათვის არა გრწამს ჩემი?" (იოანე (8:46)).
ყოველივე ზემოთ ნათქვამს მივამატებთ წმ. მამათა და ეკლესიის მოძღვართა პასუხს კითხვაზე თუ რატომ მოინათლა იოანესგან ქრისტე, რომელიც ყველა პატიოსანზე უპატიოსნესი და ყველა წმიდაზე უწმიდესია?
წმ. ეპიფანე ბრძანებს (III-
"იორდანეს წყალი, -
"წყალში შთაფლვით, -
ნეტარი იერონიმეს თქმით: "მან (ქრისტემ) ინება იოანეს ნათლისღებასთან ნებაყოფლობითი მისვლა და მოუდრიკა თავი მის ხელს, რათა ეჩვენებინა, რომ ყოველთვის ნებაყოფლობით ასრულებდა მოსეს სჯულს (მაგ.: წინადაცვეთას), და არა რაიმე გარეგანი იძულების გამო (მაგ.: მშობლების ნება-
ყუმრანის მიკვა
ძველი მიკვა
თანამედროვე მიკვა
მიკვაში განბანვა
მაშ ასე, რამდენადაც შესაძლო იყო, ლაკონურად და სქემატურად წარმოვადგინეთ ის ჭეშმარიტება, რომ იოანე იორდანეში ნათლავდა შთაფლვით და არა სხვაგვარად, რაც იმას ცხადყოფს, რომ თვით მაცხოვარიც ისე უნდა მონათლულიყო, როგორც ყველა. ამას თვით ახალაღთქმისეული ლიტურგიკული პრაქტიკაც გვიდასტურებს, რაც კარგად და ზედმიწევნით სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე, დიდი აიაზმის კურთხევის საიდუმლოში გამოიხატება. ამ დროს, ლიტურგიულად, ნიშნად იმისა, რომ ქრისტე იორდანეში სწორედ შთაფლვითად მოინათლა და არა დასხმითად, იორდანეში ქრისტეს ნათლისღება გამოიხატება ჯვრის სამჯერადი შთაფლვით წყალში, რომლის შემდეგაც წყალს ღმრთის მადლი და ძალი ენიჭება. ამის დასტურად მოვუსმინოთ, რას ბრძანებს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე ერთ თავის ინტერვიუში, რომელიც ინტერნეტ-
კითხვაზე "რატომ აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე დიდი აიაზმა?" ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე პასუხობს: "ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია წყლის კურთხევას აღასრულებს, რასაც დიდი აიაზმა -
უფალი ნათლობას უწოდებს სულიერ შობას და ბრძანებს: "რომელი არა იშვას წყლითა და სულით, მას ვერ ხელე-
ასე შეარცხვენს პროფესორ ე. ჭელიძეს თავისივე ეკლესიის ერთი უბრალო მღვდელმსახური, რომელიც დიდი აიაზმის კურთხევის გულწრფელი და არაპოლემიკური მიმართულების მქონე განმარტებისას, სრულიად სწორად და მართებულად ხსნის დიდი აიაზმის კურთხევის წესსა და წარმომავლობას; და სრულიად მართებულადვე აღნიშნავს, რომ მაცხოვარი იორდანეში სწორედაც რომ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით, როგორ ამას ჩვენი "სახელგანთქმული" ოპონენტი იუწყება.
მეტიც, ახალმოწესეთა ეკლესიაში არსებობს ტრადიცია, როდესაც უფლის განცხადების დღეს, დიდი აიაზმის კურთხევისას, დიდი აიზმით აკურთხებენ დიდ წყალსაცავებს: ტბებს, ზღვებს ან მდინარეებს და მათში განიბანებიან ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად. განბანვის ეს ტრადიცია სწორედ იორდანეში ქრისტეს ნათლისღებას უკავშირდება. ამ მხრივ ნიშანდობლივ და საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ თვით ახალმოწესეები თავიანთ თხზულებებში. ასე, მაგალითად, ჟურნალ "კარიბჭეში" ვკითხულობთ: "შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.
ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს -
ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი, რომლებიც ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ უფლის განცხადების დღეს დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალსაცავებში ხორციელ განბანვას და სრული, შთაფლვითი განბანვით ცდილობენ მრავალგვარ სნეულებათაგან განკურნებას, სულიერ სნეულებას, რომელიც უფლის ჯვარცმით, სისხლის დათხევით, საფლავში დამარხვითა და მესამე დღეს აღდგომით მოგვენიჭა, -
როგორც იტყვიან -
დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალში, რომელსაც ეკლესია "საპკურებელ წყალს" უწოდებს (ამის შესახებ ცალკე ვილაპარაკებთ), ოფიციალური ეკლესიის "მართლმადიდებლები" ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად ყურჭუმობენ და ყურყუმალაობენ, ხოლო იმ წყალს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმით გვებოძა, ცოდვათა სრულად აღმხოცველია და რომელსაც წმიდა მამები "კუბოს" და "დედას", "მეორედ შობის საბანელსა" და "აღმომშობს" უწოდებენ -
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. ნათლისღებისთვის).
მაგრამ, მოდი, კვლავ იორდანეში მაცხოვრის ნათლისღების საკითხს დავუბრუნდეთ.
***
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "მასთან მოსულებს იოანე ნათლავდა იორდანეს სიღრმეში და, შეიყვანდა რა კისრამდე წყალში, ამ მდგომარეობაში ამყოფებდა მანამ, სანამ მოსანათლავი ცოდვათა აღიარებას არ დაასრულებდა, რის შემდეგ უკვე შთაჰფლავდა მთლიანად და მისთვის ჩვეული სანათლავი სიტყვებით (იხ. ზემოთ). მაგრამ რადგან იესუ უცოდველი იყო, ნათლისმცემელმა მხოლოდ ხელი დაადო თავზე, შთაჰფლა ის იორდანეში და იესუც მყისვე ამოვიდა წყლიდან" (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически-
ახლა ვნახოთ, რას ამბობენ თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები და ასევე ძველი წმიდა მამები მაცხოვრის იორდანეში ნათლისღების შესახებ. დავრწმუნდეთ, რომ ე. ჭელიძის მტკიცება -
"ერთი სიტყვით, -
"და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3:16-
"ამგვარად, იორდანეში ქრისტეს ნათლობა დაკავშირებულია კაცობრიობისთვის წმიდა სამების განცხადებასთან. არ არსებობს ამაზე უფრო დიდი გამოცხადება, რამეთუ მის მიერ იხილვება ჩვენს თვალწინ ღმრთის სამერთობა. მაცხოვარმა იორდანეზე ბეჭედი ახსნა ამ საიდუმლოს, უდიადესს ცაშიც და დედამიწაზეც. ჩვენ ვამბობთ "დედამიწაზეცო" რადგან ღმრთის სამერთობის საიდუმლო ამავე დროს თვით ადამიანის, მისი სამებობის უდიდესი საიდუმლოა, როგორც ეს წმიდა წერილის დასაწყისშივეა ნათქვამი: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26). ამიტომ იწოდება ქრისტეს ნათლისღება ღმრთის განცხადებად, რამეთუ ღმერთი იორდანეზე გამოჩნდა ისეთად, როგორიც ის არის, და რამდენადაც ეს დაეტევა მოკვდავ ადამიანს. ეს დღესასწაული კიდევ იწოდება განათლებად, რამეთუ ის განაბრწყინვებს ადამიანის სულს უღრმესი საღმრთო საიდუმლოს შემეცნებით. ის განათლებად იწოდება კიდევ იმიტომ, რომ ქრისტეს წყალში შთაფლვით ნათლობა განანათლებს ჩვენს გონებას, განწმენდს ჩვენს გულს და აკეთილშობილებს ჩვენს სულს ჩვენი ცხოვნების საქმის შემეცნებით, რომელიც მდგომარეობს ძველი კაცის დამარხვაში და ახლის შობაში, ან კიდევ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ცოდვილი და ხრწნადი ბუნების სიკვდილში და უკვდავისა და უცოდველის გაცოცხლებაში.
ყველაფერი ის, რაც ქრისტეს ნათლისღების დროს აღსრულდა, თითოეული ჩვენგანის ნათლობის დროსაც აღსრულდება ("უფალმა, რომელიც განაგებს ჩვენს ცხოვრებას, დააწესა ჩვენთვის აღთქმა ნათლობისა, რომელსაც აქვს სიკვდილისა და სიცოცხლის ხატი... წყალი სახეა სიკვდილისა, რომელიც დასამარხად იღებს სხეულს, ხოლო სული ჩაასხამს მაცოცხლებელ ძალას, რომელიც განაახლებს ჩვენი სულის ცხოვრებას და მას ცოდვის სიკვდილიდან პირველქმნილ სიცოცხლედ გარდაქმნის". წმ. ბასილი დიდი. ნათლისღებისათვის). წყალში შთაფლვით ჩვენ ვკვდებით ქრისტესთან ერთად, ხოლო წყლისგან აღმოშობილნი ვუერთდებით ცოცხალ ქრისტეს" (იქვე).
პროფ. მ. კაზანსკი თხზულებაში: "Крещение Господа нашего Иисуса Христапо известиям евангелистов" ("ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათლობა მახარობელთა მიხედვით") ბრძანებს: "ცნობებს უფლის ნათლისღების შესახებ ჩვენ ვპოულობთ მხოლოდ სინოპტიკოსებთან. რაც შეეხება იოანეს, ეს მახარობელი დუმს ნათლისღების ფაქტზე, რადგან, ალბათ, ვარაუდობს, რომ მისი სახარების მკითხველმა სინოპტიკური სახარებებიდან ეს კარგად უწყის. ის გვამცნებს მხოლოდ ნათლისმცემლის დასტურს მის დროს იესუზე მტრედის სახით გარდამომავალ სულზე, რის მიხედვითაც ნათლისმცემელი, მისთვის ადრე უწყებული გამოცხადების მიხედვით, იცნობს იესუში მესიას, რომელმაც უნდა მონათლოს სულით წმიდით" (М.Казанский. Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1885).
"მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-
საერთო ჯამში, მათეს თანხმიერად გადმოგვცემს ამაზე მარკოზ მახარობელიც (1:9). მაგრამ მასთან ვხვდებით ზოგიერთ თავისებურებებს. ასე, მაგალითად, ადგილს, საიდანაც ქრისტე მივიდა იოანესთან სანათლავად, მათე გალილეას უწოდებს, ხოლო მარკოზი უფრო აკონკრეტებს და გალილეის ნაზარეთად ხმობს. შემდეგ, ჩვეულებრივი გამოთქმის ნაცვლად: "და მოინათლა იესუ იორდანეში" (
"ამიტომაც ნათლისმცემელი მარტო ღმერთკაცის წმიდა პირისახის დანახვაზე გრძნობს თავის უღირსობას და აკავებს მას მისი ნათლობისგან და ეუბნება: "მე მმართებს შენთან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?" (მათე 3:14). იოანე გაკვირვებულია და არ ძალუძს იმის გაგება, რატომ სურს უცოდველ და წმიდა ადამიანს სინანულის ნათლობის მიღება ცოდვათა მისატევებლად, თანაც ცოდვილი ადამიანისგან, და ამიტომ აცხადებს, რომ ის თვითონ საჭიროებს ნათლობას იესუსგან. მაგრამ იესუ ქრსიტე, ა. ვ. გორსკის ბრწყინვალე შენიშვნით, "ღმრთის ძისთვის შესაფერისი სიდიადითა და კაცის ძისთვის შესაფერისი თავმდაბლობით", რომელმაც იცის, რას აკეთებს და რისთვის, რას შთაფლავს წყალში და რისი მიღება სურს წყლისგან, ვის სჭირდება ნათლობა და რისთვის, პასუხად იოანეს ეუბნება: "აცადე აწ (άφες άρτι), რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (М.Казанский. Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1885, ст. 15).
პროტოპრესვიტერი ს. ვიშნიაკოვი თხზულებაში "Мысли свв. отцов и учителей Церкви о крещении Иисуса Христа" ("წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა აზრი იესუ ქრისტეს ნათლისღების შესახებ") ბრძანებს: "ყოველივე ზემოთ ნათქვამს მივამატებთ წმ. მამათა და ეკლესიის მოძღვართა პასუხს კითხვაზე თუ რატომ მოინათლა იოანესგან ქრისტე, რომელიც ყველა პატიოსანზე უპატიოსნესი და ყველა წმიდაზე უწმიდესია? წმ. ეპიფანე ბრძანებს: "უფალი იოანესგან მოინათლა არა იმიტომ, რომ ამ განბანვას საჭიროებდა, არამედ იმიტომ, რათა ბოლომდე აღესრუელბინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, და ეჩვენებინა, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად ადამიანია. ამ მიზეზით შთახდა ის იორდანეს წყლებში მოსანათლად, მაგრამ ისე, რომ ამით უფრო მეტი მიანიჭა, ვიდრე შეეძლო მიეღო ის, რაც არანაირად სჭირდებოდა; რამეთუ წყლები მან თავისი ნათლით განანათლა და მიანიჭა ისეთი განსაკუთრებული ძალა, რომლის მიღებითაც მისი მორწმუნენი, ნათლისღების წყლებს რომ მიეახლებიან, წყლისთვის მინიჭებული მისი ძალით შეიმოსებიან და მისივე ნათლით განათლდებიან" (ს. ვიშნიაკოვი. დასახ შრ. გვ. 162).
"იორდანეს წყალი, -
"წყალში შთაფლვით, -
ნეტარი იერონიმეს თქმით: "მან (ქრისტემ) ინება იოანეს ნათლისღებასთან ნებაყოფლობითი მისვლა და მოუდრიკა თავი მის ხელს, რათა ეჩვენებინა, რომ ყოველთვის ნებაყოფლობითვე ასრულებდა მოსეს სჯულს (მაგ.: წინადაცვეთას), და არა რაიმე გარეგანი იძულების გამო (მაგ.: მშობლების ნება-
წმ. იოანე ოქროპირის თქმით კი, იოანესაგან ნათლისღების მიღებით მაცხოვარმა დააფუძნა ჭეშმარიტი ნათლისღება, რომელიც შემდეგ უნდა ექადაგა. "მხოლოდ იოანეს ნათლისღებისადმი დაქვემდებარებით უნდა მიეღო ძეს კაცისა სულიწმიდის უწყება, რომელიც მასზე გადმოვიდა, და ამავდროულად ციდან უნდა გაცხადებულიყო მისი ღმრთის ძეობა. მოინათლა რა იოანესგან, იესუ ქრისტე არწმუნებდა ყველას მიეღოთ მის მიერ დაწესებული ნათლისღება, რომლის ქმედითობის ჩვენება მან სულიწმიდის გარდამოსვლით ინება" (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически-
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "მასთან მოსულებს იოანე ნათლავდა იორდანეს სიღრმეში და, შეიყვანდა რა კისრამდე წყალში, ამ მდგომარეობაში ამყოფებდა მანამ, სანამ მოსანათლავი ცოდვათა აღიარებას არ დაასრულებდა, რის შემდეგ უკვე შთაჰფლავდა მთლიანად და მისთვის ჩვეული სანათლავი სიტყვებით (იხ. ზემოთ). მაგრამ რადგან იესუ უცოდველი იყო, ნათლისმცემელმა მხოლოდ ხელი დაადო თავზე, შთაჰფლა ის იორდანეში და იესუც მყის ამოვიდა წყლიდან" (ასეა ნათქვამი XIII ს.-
"თვრამეტ საუკუნეზე მეტი გავიდა იმ დროიდან. -
და ბოლოს, საღვთისმსახურებო ტექსტებში ნათლად არის ნათქვამი, რომ იორდანეში შთაფლვით უფალმა განწმინდა "წყლის ბუნება და მთელი დედამიწა" (Погружением Своим в воды Иордана Господь освятил "все естество вод" (2 января, вечерня, стиховная стихира на Слава и ныне) и всю землю (5 января, повечерие, трипеснец, 4-
"Со Мною аще кто снидет и спогребется Крещением, со Мною славы насладится и воскресения,
ქრისტესადმი ყოველი მორწმუნის წყალში სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე, გამოხატავს ქრისტეს სიკვდილსა და დაფლვას, ხოლო წყლიდან ამოსვლა -
ამრიგად, იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ ძველმართლმადიდებელთა სწავლება სრულიად თანხმიერი ყოფილა ძველი წმიდა მამებისა და თვით ახალმოწესე ღვთისმეტყველთა ქადაგებებისა, რომლის მიხედვითაც ქრისტე იორდანეში მოინათლა შთაფლვით და არა დასხმით; და, რომ ამ საკითხში ძველმართლმადიდებლები ინარჩუნებენ თავიანთ ძველმართლმადიდებლურობას, რომელსაც დასხმითი ნათლობის მეხოტბე ე. ჭელიძე ეჭვქვეშ აყენებს და სრულიად დაუმსახურებლად შეურაცხყოფს მათ.
უკვე ამ ფაქტიდან გამომდინარე, არანაირი საჭიროება არ არსებობს, დეტალურად განვიხილოთ ე. ჭელიძის მიერ იორდანეში უფლის დასხმითად ნათლობის ვითომცდა დამამტკიცებელი ისეთი არგუმენტი, როგორიც არის პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებები, რამეთუ ეკლესიის უეჭველი და დოგმატიზებული სწავლებით -
პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებები უფლის დასხმითად ნათლობას რომ აღნიშნავდნენ, მაშინ გვეცრუება ეკლესია (შორს ჩვენგან ამგვარი აზრი!), როდესაც მის საპირისპიროდ იორდანეში უფლის შთაფლვით ნათლობას ქადაგებს და არა დასხმითს; ან პირიქით, იტყუებიან (ან ცდებიან) პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების ავტორები, როდესაც ისინი იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებას კოჭებამდე წყალში გამოსახავენ (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოსახულებები გაიგება პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს ე. ჭელიძეს სურს, და არა სიმბოლურად).
აქედან კი იბადება კითხვა, პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებებითა და გვიანდელი საუკუნეების ხატმწერლობით რას გვასწავლის ეკლესია? ქრისტეს როგორ ნათლობას გვიქადაგებს იგი -
როგორ გავიგოთ ეს ყოველივე? ნუთუ ეკლესია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება?
მეცნიერს, უპირველეს ყოვლისა, ამ წინააღმდეგობის გარკვევა მართებდა და არა "სტაროვერების" უმისამართო ლანძღვა, მაგრამ ე. ჭელიძისგან ამგვარი ფლიდობა არ უნდა გაგვიკვირდეს, ის ხომ უფრო დემაგოგია, ვიდრე მეცნიერი, რომელსაც საკითხის ობიექტურობა სულაც არ აინტერესებს. მთავარია, დასხმით-
ჩვენ კი ვიტყვით, ისეთი სწავლა-
ზემოთ უკვე ვნახეთ ძველი წმიდა მამების სწავლება ქრისტეს ნათლობის შესახებ, სადაც ისინი მაცხოვრის იორდანეში შთაფლვაზე საუბრობენ და არა დასხმა-
ამისი დამტკიცება არც არის საჭირო იმის შემდეგ, რაც ვნახეთ ლიტურგიკული ტექსტები და წმიდა მამების განმარტებები, რომლებიც იორდანეში ქრისტეს შთაფლვაზე ლაპარაკობენ. მაგრამ საკითხის უფრო მეტი სიცხადისთვის, ასევე იმისთვის, თუ რას უნდა ნიშნავდეს პირველ საუკუნეთა გრაფიკულ ნიმუშებზე გამოსახული ქრისტეს ნათლისღება, მივმართოთ თვით ამ გამოსახულებათა შესახებ ეკლესიურ სწავლებას და ლიტურგიკულ კვლევას.
ამრიგად, გავარკვიეთ, რომ იოანესეული ნათლისღება, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ებრაული განბანვების იმ წესს, რომელსაც ისინი "მიკვა"-
"უფალი იოანესგან მოინათლა არა იმიტომ, რომ ამ განბანვას საჭიროებდა, არამედ იმიტომ, რათა ბოლომდე აღესრულებინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, და ეჩვენებინა, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად ადამიანია. ამ მიზეზით შთახდა ის იორდანეს წყლებში მოსანათლად, მაგრამ ისე, რომ ამით უფრო მეტი მიანიჭა, ვიდრე შეეძლო მიეღო ის, რაც არანაირად სჭირდებოდა; რამეთუ წყლები მან თავისი ნათლით განანათლა და უბოძა ისეთი განსაკუთრებული ძალა, რომლის მიღებითაც მორწმუნენი, ნათლისღების წყლებს რომ მიეახლებიან, წყლისთვის მინიჭებული ამ ძალით შეიმოსებიან და მისივე ნათლით განათლდებიან" (წმ. ეპიფანე. იქვე. გვ. 162).
წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია თავისი წმიდა მამების პირით ქადაგებს იორდანეში ქრისტეს ნათლობას სწორედ შთაფვლით და არა დასხმით. ეს ცხადად ჩანს ლიტურგიკული ტექტსებიდანაც და თვით დიდი თუ მცირე აიაზმის კურთხევის წესებიდან, სადაც წყლის კურთხევის დროს, იორდანეში მაცხოვრის შთაფლვითი ნათლობის სახედ ეპისკოპოსი ან მღვდელი წყლით სავსე ემბაზში ჯვარს სამჯერ შთაფლავს.
წმ. იოანე დამასკელი არ არის ერთადერთი წმიდა მამა, რომელიც განგვიმარტავს, რომ იორდანეში ქრისტე სწორედაც რომ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით. ერთ-
http://www.portal-
არ იქნება ზედმეტი აღინიშნოს ასევე პირველქრისტეანული მწერლობის უძველესი ძეგლი "მოციქულთა დადგენილებები", რომლის შედგენასაც საეკლესიო ტრადიცია წმ. კლიმენტი რომაელს (I ს.)მიაწერს და რომელშიც ვკითხულობთ, რომ იოანე იორდანეში ყველას შთაფლვით ნათელსცემდა და არა დასხმით: "ამრიგად, მე ვარ მათე, თორმეტთაგან ერთ-
ნეტ. იერონიმე: "ის ინათლება მონის მიერ და ამ დროს ზეცითგან ისმის ხმა ღმრთისა. შთაიფლვის წყალში, მაგრამ ზეციდან გარდამოვალს მტრედი, სული წმიდა მტრედის სახით" (Блаж. Иероним, часть 17, стр. 280, изд. 1905 г.).
წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ქრისტე იმისთვის კი არ მოინათლა, რათა წყლით განბანილიყო, არამედ იმისთვის, რათა მის ნაკადში შთაფლვით თვით ეკურთხებინა და განეწმინდა წყალი" (Св. Амвросий Медиоланский, Поучительныя слова, слово 10, на Крещение Господне, стр. 80, 81, изд. 1838 г. в Москве).
მისივე: "... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ იმით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (რუს. თარგმ.: "Первосвященником же назвал Его не ради того, что сообщается нам посредством жертвоприношений, но по причине того, что в Нем дается нам духовно, то есть тем, чтобы Он был Очистителем нас через крещение (погружение), а не окропление" (Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263. ინტერნეტში იხ. აქ: https://predanie.ru/efrem-
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული მრავალი წყაროდან დავრწმუნდით, იოანესეული ნათლისღების, ასევე იორდანეში ქრისტეს ნათლისღების ისტორიული მოწმობების, წმიდა წერილის ეკლესიური განმარტების, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების (ღვთისმსახურების) და თვით მაცხოვრის ნათლისღების თეოლოგიური შინაარსის საწინააღმდეგოდ, ე. ჭელიძე ლათინი ავტორების მიბაძვით, ცდილობს, იორდანეში მაცხოვრის ნათლისღება თავზე წყლის დასხმით აღსრულებულ ნათლობად წარმოაჩინოს.