Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი III
____________________________________________________________________________________________________________________________
"შავი სია"
გაგრძელება
§§. 16 (ე -
ე) ბერძნული "პიდალიონი" ("მესაჭე"), ნიკოდიმე მთაწმინდელი და "კოლივადები"
დავიწყოთ ბერძნული "პიდალიონით" ("მესაჭე", სლავ.: "Кормчая", ქართ.: "დიდი სჯულისკანონი"), რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქისა და სინოდის განკარგულებით XVIII ს. მიწურულს და XIX ს. დასაწყისს (1793-
"იესუ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად -
აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, აუცილებელია, ის ნათლობის სამგზის დაფლვით აღსრულდეს. შთაფლვის აუცილებლობის შესახებ წერილისა და წმ. მოციქულთა განწესებების თანხმიერად მსჯელობენ წმ. მამები დიონისე, კირილე იერუსალიმელი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).
შემდეგ "პიდალიონში" ვკითხულობთ: "თვით დასავლელ ღვთისმეტყველთაგან კორდერიუსი უარყოფს თომა აქვინელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ აღესრულა ნათლისღება -
შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა -
ფრანცისკ პივატის ლექსიკონში ნათქვამია, თუ როგორ აღაშენა წმ. ოფონმა (святый Офон), -
ევსები (პამფილელი) მოგვითხრობს (7:9) თუ როგორ ითხოვდა მართლმადიდებლური ნათლისღების მხილველი ერეტიკოსი თავიდან გადანათვლას. ცრემლმორეული დამხობილა იგი წმ. დიონისე ალექსანდრიელის წინაშე და მართლმადიდებლური ნათლობა უთხოვია, რამეთუ, მისივე თქმით, მის მიერ მიღებული ნათლობა უფლის გმობით ყოფილა სავსე და ვერ შეედრებოდა მართლმადიდებლურ წესს ნათლისღებისა. აქედან გამომდინარე, ლათინები თავიდან უნდა ივედრებოდნენ ნათლობას და არა პირიქით, თვითონ ელოდნენ მართლმადიდებელთაგან რაიმეს მტკიცებას, რამეთუ სამტკიცებელი აქ არაფერია"
"ამრიგად, ლათინური
იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" -
ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფლვის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე რომ, ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას"
ვინ არის ნიკოდიმე მთაწმინდელი ამის შემდეგ? რა ეპითეტებით უნდა "შეამკოს" ე. ჭელიძემ მის მიერვე წმინდანად შერაცხილი (იხ. მაგალითად, მისი შრ. გვ. 255) მოღვაწე? არც მეტი არც ნაკლები -
კოლივადების მოძრაობას (kinema ton kollybadon) დასაბამი მიეცა XVIII ს. მეორე ნახევარში (5). მაგრამ დღეისთვის, იმის შემდეგ, რაც კოლივადების მოძრაობის ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ მაკარი კორინთელი (1731-
5. სახელწოდება "კოლივადები", "კოლივისტები" (kollybades, kollybistai) მომდინარეობს სიტყვიდან "კოლიო", "კოლივა" (ta kollyba), რომელსაც მიცვალებულთა მოხსენიების დროს აკურთხებენ). რადგან კოლივადები უარს ამბობდნენ, პანაშვიდები აღესრულებინათ ან მონაწილეობა მიეღოთ მათში კვირა დღეებში და ამის აღსრულებას მხოლოდ შაბათობით ითხოვდნენ, მიეცათ კიდევაც ეს სახელწოდება, როგორც ბოროტი ზედწოდება (დაახლოებით ისე, როგორც 17-
პროფ. გეორგი მეტალინოსი "კოლივადი" მამებისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში წერს: "18-
საკუთარი შრომების გავრცელებისა და ძალისხმევის წყალობით, რომელიც გადმოცემის დასაცავად იყო მიმართული, მათ შეძლეს, დაპირისპირებოდნენ ევროპულ "განმანათლებლობას" და, არსებითად, გახდნენ საკუთარი ერისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს განმანათლებლები. აი რატომ სცემენ მათ პატივს ტრადიციის მიმდევრები და რატომ სძულთ, ედავებიან და ლანძღავენ ისინი, ვინც ევროპული სქოლასტიკის, ანგლო-
"კოლივადები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ღვთისმსახურების საკითხს, რადგანაც დაადგინეს, რომ სწორედ აქ, სულიერ სფეროში, რომელიც ხელს უწყობს მართლმადიდებელ მორწმუნეთა ერთობის შენარჩუნებას, გადახრის პრობლემა უფრო შესაგრძნობია. ისინი მომხრენი იყვნენ ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობისა, რომელსაც თან ახლავს სულიერი ბრძოლა. ისინი გამოდიოდნენ საეკლესიო ტიპიკონის (typicon) (წეს-
აი, რატომ უნდა ვუმადლოდეთ სწორედ კოლივადებს სამოციქულო-
ნეოფიტე კაფსოკალივიტი (Neophytos Kafsokalyvitis)
წმიდა მაკარი (Saint Makarios) (1731-
სამუშაოსთვის საჭირო მასალებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა კუძნულ ხიოსზე, სადაც გარდაიცვალა 1805 წელს და ძალიან მალე წმინდანად იქნა შერაცხილი.
წმიდა ნიკოდიმე მთაწმიდელი (Saint Nikodemos of the Holy Mountain) (1749-
ათანასე პარიოსი (პაროსელი) (Athanasios Parios) (1722-
კოლივადებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს არა მარტო თავიანთ, არამედ მომდევნო თაობებზეც. პირველად ეს ზეგავლენა უფრო წმიდა მთის ფარგლებს გარეთ შეიგრძნობოდა, ვიდრე თვით წმიდა მთაზე. მაგრამ დღეს წმიდა მთის ბერები აღიარებენ კოლივადების წვლილს მართლმადიდებლური სულიერების აღორძინებაში და მიჰყვებიან მათ ტრადიციებს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლივადების მოწინააღმდეგეები მნიშვნელოვნად აჭარბებდნენ მათ რიცხობრივი თვალსაზრისით და მუდმივადაც დევნიდნენ, მათ არათუ ვერ შეძლეს ათონელი ისიქასტების შეჩერება, არამედ, ფაქტობრივად, ხელიც კი შეუწყვეს საბერძნეთსა და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მათი იდეების გავრცელებას (ესენია ძირითადად დუნაისპირა ქვეყნები, რუსეთი და სხვა).
პროფ. გ. მეტალინოსი თავისი ნაშრომის III თავის შესავალში წერს: "ადრე, ამ გამოკვლევის დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ მეთვრამეტე საუკუნეში, მეორე მსოფლიო კრების 7-
პატრიარქ კირილე V-
ვ) ლათინები არიან "მწვალებლები" და "მოუნათლავები"
გიორგი მეტალინოსი, თავისი ნაშრომის III განყოფილების (C. APPLICATION OF THE CANON) პირველ თავში, რომლის სახელწოდებაა "ლათინები არიან "მწვალებლები" და "მოუნათლავები" (1. Latins are "heretics" and "unbaptized". გ. მეტალინოსის ხს. შრ. http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm) წერს, რომ კოლივადი მამები, რომლებიც დიდი განხეთქილების შემდგომი ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნას ფლობდნენ, კარგად იყვნენ გარკვეულნი მართლმადიდებელთა შორის უთანხმოებაში და ლათინთა მწვალებლებად თუ სქიზმატიკოსებად მიჩნევის საკითხში სრულ ურთიერთთანხმობაში მყოფნი, უმცირესი ეჭვის გარეშეც კი ლათინებს (უფრო ვრცელი მნიშვნელობით კი ლუთეროკალვინისტებსაც) მწვალებლებს უწოდებდნენ.
ნიკოდიმოს მთაწმინდელი პირდაპირ ამბობს, რომ "ლათინები მწვალებლები არიან და მათაც ისევე არ შევიწყნარებთ, როგორც არიანელებსა და მაკედონიანელებს". გიორგი მეტალინოსის აზრით, თავისი დროის ამ მნიშვნელოვან მწვალებლებზე მითითება წმიდა ნიკოდიმეს დასჭირდა იმისთვის, რათა ეჩვენებინა, რომ ლათინები არიან "საუკუნო ერეტიკოსები", ანუ ისეთნივე, როგორებიც იყვნენ ეკლესიაში მომხდარ განყოფამდე არსებული ცნობილი მწვალებლები. თავისი ამ მტკიცებულების დასტურად წმ. ნიკოდიმე იმოწმებს პატრიარქ დოსითეოსს, ელიას მენიატესს (Elias Meniates), წმიდა მარკოზ ეფესელს და სხვებს.
სხვა კოლივადებიც მწვალებლებად მიიჩნევენ ლათინებს და ამას მრავალი მაგალითებით ამტკიცებენ. სწორედ ამ ეკლესიოლოგიურ და დოგმატურ საფუძველთა გამო, ლათინებს, როგორც ერეტიკოსებს შეუძლებელია გააჩნდეთ ნათლობა, რამეთუ, როგორც ნიკოდიმე ბრძანებს "მათ დაჰკარგეს საიდუმლოს შესრულების მადლი".
მაგრამ ლათინები, იმავე ნიკოდიმე მთაწმინდელის თქმით მოუნათლავები არიან ბუკვალური თვალსაზრისითაც, რადგან "ნათლისღებისას არ იცავენ სამგზის შთაფლვას და არ გააჩნიათ საეკლესიო ნათლობა" ("However, they are also "unbaptized" in the literal sense, according to St. Nikodemos; for "they do not preserve the three immersions", and thus do not have the Church’s baptism". სქოლიოში გიორგი მეტალინოსი შენიშნავს, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა თავისი დროის უგანათლებულეს ღვთისმეტყველს ევსტრატი არგენტისს (XVIII ს.)).
ნეოფიტეს შენიშვნითაც, ""რადგან ისინი (ლათინები -
ათანასე პაროსელიც იმავეს ამტკიცებს:
მეტიც, იკონომოსის (Oikonomos) განმარტებით, როგორც დაგმობილია ეკლესიის მიერ წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში უმცირესი ცვლილებაც კი, რადგან აუქმებს საიდუმლოს, ნათლობაშიც შეუძლებელია შეწყნარებულ იქნას უმცირესი ცვლილება (O, p. 441 (n. 1)).
თავისი თხზულების ("I CONFESS ONE BAPTISM…") მესამე განყოფილების მეორე თავში (2. Latins are "in need of baptism" – "ლათინები უნდა მოინათლონ"), გ. მეტალინოსი აგრძელებს კოლივადი მამების ლათინთა დასხმითი ნათლობისადმი დამოკიდებულების გარჩევას და აღნიშნავს, რომ დასავლელები (ასევე დასხმითი ნათლობის "მართლმადიდებელი" აპოლოგეტები) ამტკიცებდნენ თითქოსდა მათი ნათლობა არაფრით განსხვავდებოდა სამოციქულო ნათლობისგან, რაზეც იკონომოსი პასუხობს, რომ "დასხმა" (affusion – обливание) მცირედით თუ განსხვავდება "პკურებისგან" და ნათლობად არასოდეს უნდა ჩაითვალოს ("Oikonomos, however, responds that "affusion" (i.e. pouring), and much less "aspersion" (i.e. sprinkling), cannot ever be considered baptism"). აქედან პირველი არაკანონიკურ ინოვაციად მიაჩნია (O, p. 398.), ხოლო მეორე არაბიბლიურ წესად (O, p. 436), რადგან შეუსაბამოა წმიდა მამების გადმოცემასთან და მოკლებულია მათ მიერ აღწერილი ნამდვილი ნათლობის სწორ და მართებულ ხასიათს (O, p. 430).
როგორც პროფ. გ. მეტალინოსი აღნიშნავს, "რა თქმა უნდა, იკონომოსმაც კარგად უწყოდა და არც გამორიცხავდა ცალკეულ შემთხვევებს (როდესაც მოსანათლავი დასხმითად ინათლებოდა უკიდურესი შეჭირვების ან საღმრთო განგებულების გამო -
"ამ პრაქტიკას (იგულისხმება თვითნებობების "ლეგალიზაცია" -
ნიკოდიმე მთაწმინდელის თქმით, ლათინური ნათლობა "ცრუდ იწოდება" (P, pp. 55, 56). იკონომოსი თავისი ნაშრომის მრავალ გვერდზე დეტალურად აანალიზებს სიტყვა "ბაპტიზმა"-
განა საგულისხმო არ უნდა იყოს ნიკოდიმეს ნათქვამი ე. ჭელიძისთვის, რომელიც სარგებლობს რა იმით, რომ საქართველოში მცირედნი არიან ბერძნული ენის კარგად მცოდნენი, ტვინს ურევს გულუბრყვილოთ და ამტკიცებს, ტერმინი "ბაპტიზმა" მარტოოდენ შთაფლვას როდი ნიშნავსო... რომ თურმე "... ტერმინი "შთაფლვა" სულიერი გაგებისაა და ის ერთდროულად გულისხმობს შთაფლვასაც და დასხმასაც ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით და არა მარტო "სხურებას" ეწოდება "შთაფლვა", არამედ "თვით შთაფლვაც სულიერი აზრით, სწორედ "სხურებად" იწოდება" (იხ. ე. ჭ. "ეკლესია -
მაგრამ ასე როდი ფიქრობენ მისი ეკლესიის წმინდანები. კოლივადი მამების მტკიცებით, როდესაც ლაპარაკია ნათლობაზე, ტერმინი "ბაპტიზმა" მხოლოდ შთაფლვას ნიშნავს და სხვა არაფერს.
კეთილი, ბატონო, ჩვენ არ ვიცით და არ გვესმის არც ძველი და არც თანამედროვე ბერძნული, მაგრამ ნუთუ საკუთარი ენა არ ესმოდათ ნიკოდიმე მთაწმინდელს, ნეოფიტე კავსოკალივიტს, იკონომოს იკონომიელს, ათანასე პაროსელს, რომლებიც თავისი დროის ძალზე განათლებული და ღრმად განსწავლული ადამიანები იყვნენ და ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, საკუთარი ენის კარგი მცოდნენიც. ვის ვენდოთ -
მეტიც, როგორც პროფ. გ. მეტალინოსი აღნიშნავს, "მათ საყურადღებოთ, ვინც მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური (შთაფლვითი -
თავის დეტალურ ანალიზში იკონომოსი აჩვენებს განსხვავებას შთაფლვით და დასხმით მონათლულთა შორის:
1. შემოქმედი, "დაფლული იყო საფლავში" და "აღსდგა", რაც გამოიხატება შთაფლვით ნათლობაში. მაგრამ დასხმითი ნათლობის შემთხვევაში, როდესაც "მოსანათლავზე წყალი ისხმება, ის პირდაპირ დგას... არც ქვემოთ ჩადის, და არც აღმოვალს ქვემოდან, როგორც საფლავიდან";
2. შემოქმედი, "თავისი საკუთარი სხეულით გამოხატავს სამდღიან დაფლვას და აღდგომას", რაც გამოიხატება შთაფლვით ნათლობაში; დასხმითად მონათლულზე კი ეს მისტერია საერთოდ არ გამოიხატება და გამოდის "უცნაური და არაბუნებრივი დამარხვა საფლავში".
კოლივადებთან დავაში დასხმითი ნათლობის აპოლოგეტები ამბობდნენ, რომ, როგორც ნაკურთხი პურის უმცირეს ნაწილში მოიაზრება "ქრისტეს მთელი სხეული", ისე "ერთ წვეთ წყალსაც" გააჩნია ნათლისღების მთელი მადლი. ნეოფიტე ამგვარ შეპასუხებას ასე აბათილებს: "ევქარისტიის წმიდა პური, ზიარებამდე, ზიარების დროს და მის შემდეგაც, რომც არავინ ეზიაროს, ქრისტეს ხორცად რჩება; მაშინ როდესაც სანათლავი წყალი ნათლისღებად არ იწოდება არც შთაფლვამდე და არც მის შემდეგ, არამედ მხოლოდ ფაქტობრივი შთაფლვის, ანუ საიდუმლოს უშუალო აღსრულების მომენტში; ამიტომაც, სანათლავი წყალი, სანამ მასში კაცი არ შევა და არ შთაიფლება, არც მანამ და არც მის შემდეგ, ნათლობად არ იწოდება. გარდა ამისა ნათლობაში ჩვენ გვაქვს არა მცირე წყალი, არამედ "წყლით რღვნა" (წმ. დიონისე არეოპაგელის თქმით "სრული დაფლვა") (On Ecclesiastical Hierarchies 2, viii. PG 3:397B).
ე. ჭელიძე, კოლივადებთან მოდავე ლათინურ-
ამრიგად, წმ. ნიკოდიმოსის თქმით: "... რადგან ლათინებმა ორბუნებოვან ქრისტესთან ერთად არ ჩათესეს კეთილი თესლი ნათლისღების წყლებში, არც მათი სხეული არ იშვება ღმრთისგან და არც სული; არამედ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ვერ ცხონდებიან, ხმებიან და კვდებიან" (P, პ. 65) ("Thus, according to St. Nikodemos, "since…the Latins are not planted together with Christ the dual-
ნეოფიტე ბრძანებს, რომ უფალმა "დააფუძნა შობა წყლითა და სულით. მაგრამ შობა ხომ მუცლადღების წყლებიდან არის შესაძლებელი და შობილია ის, ვინც თავიდან იყო დედის წიაღში" ("Neophytos comments that the Lord "ordained birth by water and spirit. But it is not she who sprinkles who gives birth, but she who is pregnant. Likewise, it is not the sprinkled fetus that is born, but the one that was carried in the womb". E, p. 147 xvi).
ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, იკონომოსი დაასკვნის: "ამრიგად, ლათინები, რომლებიც მოკლებულნი არიან შთაფლვას და აღმოშობას ნათლისღების საიდუმლოში, მოუნათლავნი არიან, რადგან ვერ გამოხატავენ უფლის სამ დღიან სიკვდილსა და დამარხვას, ასევე აღდგომას... ამიტომაც არიან ისინი მოკლებულნი მადლს, განწმენდას, და ცოდვათა მიტევებას" ("So, the Latin aspersion, being destitute of the immersions and emersions, is consequently also destitute of the image of the Lord’s three-
1. ლათინური ინოვაცია "წინასწარგანზრახული" დარღვევაა უფლის ცნებისა და ეკლესიის ტრადიციისა;
2. ის ეწინააღმდეგება მოციქულთა ერთ და კანონიკურ ტრადიციას;
3. ცვლის სიტყვა "ნათლობის" (ბაპტიზმა) ნამდვილ შინაარსს;
4. ეწინააღმდეგება ნათლისღებაში უფლის სიკვდილის, დამარხვისა და აღდგომის მსგავსებას, როგორც განმარტავდა ამას ყველა წმიდა მამა ("1) the Latin innovation is an "intentional" violation of the Lord’s commandment and the Church’s tradition; 2) it is contrary to the single and canonical Apostolic tradition; 3) it alters the meaning of "to baptize"; and 4) it is contrary "to the Apostolic likeness of the death, and the burial, and the resurrection of Christ, as this likeness was interpreted by all the divine Fathers". O, p. 482 n.).
წიგნში "სული -
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძისთვის მეტად საძულველი ძველმართლმადიდებლების მსგავსად, დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან გადანათვლას ითხოვდა ნეოფიტეც.
გ. მეტალინოსი აღნიშნავს, რომ "ეკლესია ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა იმ პირებს, რომლებიც ასე მოინათლნენ"
როგორც ვხედავთ, ნეოფიტე კლინიკოსთა ნათლობას არასრულყოფილად მიიჩნევს არა მარტო მათი რწმენის არასრულყოფილების, არამედ თვით ნათლისღების საიდუმლოს შესრულების არასრულყოფილების გამოც. ნეოფიტე პირდაპირ ამბობს, რომ არასრულყოფილება კლინიკოსთა ნათლობას აქვს არა მარტო რწმენის არასრულყოფილების, არამედ თვით აღსრულებული ნათლობის ფორმის მხრივაც.
ასე რომ, ამჯერადაც ე. ჭელიძეს სულ ტყუილ-
"ამგვარადო, -
სხვათა შორის იკონომოსი გვთავაზობს სხვა, მეტად საინტერესო განმარტებასაც: "როდესაც საწოლს მიჯაჭვული სნეულები ინათლებოდნენ... მათ უბრალოდ, ლათინურ მოდაზე კი არ აპკურებდნენ წყალს, არამედ მთლიანად ასველებდნენ მთელ მათ სხეულს (ლათინურად: perfundebant)" ("Oikonomos offers a different, and therefore interesting, explanation: "When out of necessity they baptized such bed-
"ამგვარად, მისი (ნეოფიტეს -
"გარდა ამისა, და ეს არის ყველაზე მთავარი, -
ამგვარად, კოლივადი მამების თქმით, ლათინური ნათლობა (ანუ ნათლობის დასხმით-
ამ აზრს ეთანხმება იკონომოსიც: "როგორ უნდა მივიღოთ ისინი, ვინც არასოდეს ყოფილა მონათლული?" (О, р. 489). იგივე პოზიცია აქვთ ათანასე პაროსელსაც (М, р. 263) და ევსტრატი არგენტისსაც (იხ.Ware, с. 90)
ამრიგად, "დასხმითი ნათლობა, ევნომეველთა ერთგზისი შთაფლვით ნათლობის მსგავსად, უშედეგო და უსარგებლოა" ("By the same Council, it is rejected together with the "single-
აქედან გამომდინარე "ლათინები, რადგან ისინი თავიანთი ამ ინოვაციით უარყოფენ ეკლესიის ტრადიციას, მეშვიდე მსოფლიო კრების თანახმად ექვემდებარებიან ანათემას" ("Moreover, by rejecting the Church’s tradition through this innovation of theirs, the Latins are, according to the Seventh Ecumenical Council (act viii), "anathematized". E, p. 147 xvii).
მართლაც, ლათინთა შეწყნარების ყველაზე დამაბრკოლებელი მომენტია იკონომოსის მიერ დასმული საკითხები:
"თუკი შესაძლებელია ლათინური დასხმის იკონომიით შეწყნარება, მაშინ რატომ თვით ლათინები არ უშვებენ "იკონომიას" საკუთარ თავთან მიმართებაში, არ აღადგენენ იმას, რაც თავიდან წმიდა მამათაგან და მოციქულთაგან იყო გადმოცემული და უარს არ ამბობენ თავიანთ ინოვაციაზე?" ("Truly of the gravest import are the following questions posed by Oikonomos: 1) If there is a demand for the Latin aspersion to be accepted by economia, then why do not the Latins exercise some "economia" themselves, "and again resume what from the beginning was delivered to them from the Fathers and the Apostles, and abandon their innovations?") (O, p. 457. St. ნიკოდიმოსიც მსგავსად წერს. P, p. 304f).
ის, ვინც უერთდება ეკლესიას, საქმით შეიწყნარებს მის ყველა დოგმატს და მართლმადიდებლური სარწმუნოების საიდუმლოებებს, გულწრფელად და ნამდვილად ანათემას გადასცემს მემკვიდრეობით მიღებულ ყველა ცთომილებას, როგორ უნდა იქნეს მიღებული როგორც ნათლობის ფორმის დამრღვევი (რომელიც რწმენის ფუნდამენტს წარმოადგენს)?" ("2. If he who joins the Church in fact accepts all the dogmas and sacraments of the Orthodox faith wholeheartedly and genuinely, and anathematizes all his patrimonial erroneous beliefs, how then does he hold as correct the wrongdoing with regard to baptism (the foundation of the faith)?" O, p. 491). ათანასე პაროსელი წერს: "რა სინდისით მიიღებს აღმოსავლელი (მართლმადიდებელი) მონათლულად იმას, ვინც სულიწმიდის ავტორიტეტის ძალით შეფასებულია როგორც სრულიად მოუნათლავი?" (Cf. A. Parios, p. 264: "With what conscience does the Eastern (Orthodox])receive as though baptized him who by the authority of the Spirit is judged to be wholly unbaptized?").
"ეკლესია თუ ნამდვილად შეიწყნარებს კანდიდატის წერილობით განცხადებას, რომელშიც ის ანათემას გადასცემს მთელს თავის ცდომილებებს, როგორ შესძლებს მის მიღებას ნათლობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-
იკონომოსმა ეს შეკითხვები დასვა ასი და უფრო მეტი წლის წინათ და მისი პასუხი მიიღო ვატიკანის მეორე კრებისგან, სადაც ითქვა: "ნათლობის საიდუმლო შეიძლება შესრულებულ იქნას შთაფლვითაც და დასხმითაც. წყალში შთაფლვითი ნათლობა უფრო გამოხატავს ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას. ჩვენში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ნათლობის საიდუმლო ჩვეულებრივ განხორციელდება დასხმითი წესითაც!" ("The sacrament of baptism may be performed by immersion or by affusion. Baptism by immersion is the more indicated form, as it signifies the death and the resurrection of Christ. In accordance with our prevailing custom, the sacrament of baptism will generally be performed by affusion" (See Simantirakis, p. 134) (ზუსტად ასეთ პასუხს გვაძლევენ დღეს პროფ. ე. ჭელიძე და მისი თანამოაზრეებიც -
ამრიგად, გ. მეტალინოსი წერს: "ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილია გავიგოთ, რატომ ამტკიცებენ ჩვენი მწერლები (ანუ კოლივადი მამები -
ამავე საკითხთან დაკავშირებით იკონომოსიც წერს: "რაც შეეხება ნათლობის სწორ შესრულებას, ანუ სამგზის შთაფლვას, რომელსაც არიოზელები და მაკედონიანელებიც კი მოციქულთა ტრადიციის თანხმიერად ასრულებდნენ, ლათინები ორივე ფეხით მოიკოჭლებენ" ("the Latins…limp…on both legs as regards the correct baptismal rite; in the other words, as regards the three emersions and immersions, which the sons of Arius and Macedonius genuinely performed according to the Apostolic tradition" (O, p. 445).
გარდა ამისა, ათანასე პაროსელის თქმით, ლათინები უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც ნათლობის საიდუმლოს თუნდაც ერთი შთაფლვით მაინც ასრულებდნენ ("Moreover, according to A. Parios, the Latins are in a worse position than the very Eunomians, who at least preserved one immersion" M, p. 265.).
ამიტომაც, ათანასე პაროსელის თანახმადაც "ლათინთაგან მოქცეულნი აუცილებლად უნდა მოინათლონ" (M, p. 263. Cf Neophytos, E, pp. 127, 143. P, pp. 589, 605).
"როდესაც მწვალებლები შეიწყნარებენ ჩვენს ტრადიციებს, -
ნიკოდიმე მთაწმინდელი კი ამბობს: "მათი ნათლობა წარმოაჩენს მათ სახელს" (`their baptism belies its name~) (P, p. 58). ამიტომაც, კანონები (იგულისხმება მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონები -
სხვათა შორის იკონომოსი სამართლიანად შენიშნავს, რომ "ტერმინს "ხელმეორედ ნათლობა" ერეტიკოსთა თვითნებური ნათლობის მიმართ ხშირად ბოროტად იყენებენ. მათი ნათლობა ცრუა და საერთოდ არ არის ნათლობა ბუკვალური თვალსაზრისით. ამიტომაც, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ მათ "ვნათლავთ". ნათლობა ერთია, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, და ის არასოდეს არ შეიძლება განმეორდეს" (The term "rebaptize" is often misused, observes Oikonomos; "that is, in respect to the heretics" own self-
უფრო დეტალურად იხილეთ: "I CONFESS ONE BAPTISM…" By Protopresbyter George D. Metallinos, D. Th., Ph. D. Dean of the University of Athens, School of Theology. Interpretation and Application Of Canon VII of the Second Ecumenical Council By the Kollyvades and Constantine Oikonomos (A contribution to the historico-
ასეთია 18-
რას უნდა იმსახურებდნენ ხსენებული ათონელი მამები პროფ. ე. ჭელიძის თვალსაზრისით? რა უნდა განეცადათ ნიკოდიმე მთაწმინდელსა და მის თანამოაზრე ბერებს, ახლა რომ ცოცხალნი ყოფილიყვნენ? -
გვიმძიმს ამ სიტყვების განმეორება, მაგრამ ე. ჭელიძის უტიფრობისა და ანტიმართლმადიდებლურობის სამხილებლად უნდა ითქვას: ნიკოდიმე მთაწმინდელი ე. ჭელიძისგან იმსახურებს იმავე ეპითეტებს, რასაც ის დასხმითი "ნათლობის" უარყოფის გამო ძველმართლმადიდებელთ განუკუთვნებს. კერძოდ: ე. ჭელიძემ მის მიერვე წმინდანად და ავტორიტეტად აღიარებული ადამიანი "გადაშთაფვლითი უღვთოების" მქადაგებლად და "სიბილწის მოძღვრად" უნდა შერაცხოს.
ე. ჭელიძის მყარი აზრით, დასხმითი, ანუ ლათინური ნათლობისადმი მისი დადებითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, 18-
რატომ უნდა დახასიათდნენ ისინი ამავე ეპითეტებით? -
ე. ჭელიძე, რომელიც ვერაფრით იოკებს მძვინვარებას და სიძულვილს ძველმართლმადიდებელთა მიმართ და ეშმაკეულივით ბორგავს მათ ყოველ ხსენებაზე, თავისი წიგნის ("სული -
ზემოთ დამოწმებული წყაროებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ვიკითხოთ, რაღას გვერჩის ბ-
ზ) ნათლისღების შესახებ ათონელ ისიხასტ ბერთა სწავლების შემაჯამებელი მიმოხილვა
"წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს წმიდა მამათა სწავლებისა და წმიდა ეკლესიის კანონების მიხედვით შედგენილი იმ ვრცელი მიმოხილვის შემჭიდროებულ გადმოცემას, რომელიც XVIII საუკუნის ცნობილი მთაწმინდელი ისიქასტი და ღვთისმეტყველი ბერების მიერ არის შედგენილი, რომელთაგან ერთ-
ამ თხზულების გამოქვეყნება მეტად დროულად მიგვაჩნია, რადგან სადღეისოდ, მართლმადიდებლობისგან საზოგადო განდგომილების (აპოსტასიის) ფონზე, სხვა დანარჩენთან ერთად, საყოველთაოდ ვრცელდება ნათლისღებასთან, წმიდა ეკლესიის ამ ფუძემდებლურ საიდუმლოსთან, დაკავშირებული უფლის ნაბრძანების, წმიდა მამათა სწავლებისა და ეკლესიის განწესებების უარყოფის პრაქტიკა.
ღმრთის ერმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის ამგვარი გამცემლობის შესახებ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნათლობის მადლმოსილი წესის უარყოფა ზოგჯერ არასწორად მონათლული კაცის ან დემონური შეპყრობილობის ან კიდევ ჯერაც ახალგაზრდულ ასაკში უმძიმესი ცოდვების ჩადენის მიზეზი ხდება.
"ძმანო, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვინ შეიძლება ცხონდეს ამ სოფლად ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მოსვლით? უფალი პასუხობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). ანუ ის, ვისაც სწამს და მოინათლება წმ. ემბაზის წყლებში სამგზის დაფლვითა და აღმოსვლით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 18:19). მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელსაც წმ. ნათლისღების საიდუმლო თვით ღმრთისგან ებოძა, წმ. სიმეონ თესალონიკელის გადმოცემით, შემდეგი სახით უნდა აღსრულდეს: "დასდებს რა ხელს თავზე მოსანათლავს, წყალში პირველი შთაფლვის წინ მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (ამინ)", და იმწამსვე ამოსწევს წყლიდან მოსანათლავს. შემდეგ ის შთაფლავს მეორედ და კვლავ იტყვის: "და ძისათა (ამინ)"; და კვლავ (მყისიერ) ამოსწევს მოსანათლავს წყლიდან. შემდეგ კი მესამედ შთაფლავს მას მღვდელი და იტყვის: "და წმიდისა სულისათა (ამინ)". ამგვარად მონათლული ეზიარება ღვთაებრივ ნათელს".
ნებისმიერი მღვდელი, ვინც სასიკვდილო საფრთხის გარდა ამგვარი სახით არ ნათლავს, ანუ სამი სრული შთაფლვითა და აღმოსვლით, ბუნებრივია, არ ასრულებს ნათლობას, არამედ უკეთურად იქცევა და ადამიანს
"ამიტომაც, ამგვარად ცრუდ მონათლულები ან ისინი, ვისზეც საიდუმლოს ლოცვები არასრულად და არამკაფიოდ არის აღსრულებული, ან კიდევ ვისზეც არასრულად არის ნაცხები ზეთი, ან არასრულადაა მირონნაცხები, ხშირად ხდებიან ეშმაკით შეპყრობილნი, რომლებიც ხშირად აგდებენ მათ უმძიმეს ხორციელ ცოდვებში. ამას მოწმობს მრავალი წმიდა მამა. წმ. სიმეონ თესალონიკელი განაზოგადებს მათ შეხედულებებს და წერს, რომ "ისინი (არასწორად მონათლულები) იტანჯებიან ამ საცთურთაგან სწორედ იმიტომ, რომ მღვდლებმა, რომლებმაც ისინი მონათლეს, უგულებელყვეს დემონთ განსასხმელი ლოცვები ან ნათლისღების წმიდა საიდუმლოს საღმრთო თანამიმდევრობის სხვა მხარეები.
ნათლობის წმიდა საიდუმლოს თანამიმდევრობის სწორად და წესიერად აღსრულების მნიშვნელობას რომ აღნიშნავენ, წმ. მამები ნათლობის არსს განმარტავენ საღვთისმეტყველო და მისტიკური მნიშვნელობით. ნათლობის საიდუმლო ყოველგვარი ფუჭმეტყველების გარეშე უნდა აღსრულდეს უფლის ბრძანების, წმიდა მამათა კანონებისა და ეკლესიის გადმოცემისამებრ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით უდიდესი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ეკლესიაში და მისგან და მის მიერ განბრძნობილ მამათაგან მივიღეთ ერთი და მხოლოდ ერთი ნათლობა; ასევე ვაღიარებთ, რომ გვწამს, "... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა", უნდა უწყოდეთ -
"ნათლობაში მოსანათლავის სამგზის შთაფლვა გვასწავლა და გვიბრძანა თვით უფალმა; ამას მოწმობს მოციქულთა, საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა განწესებანი. ჩვენ სწორედ ამგვარი ნათლობისა გვწამს და სწორედ მას ვაღიარებთ, როგორც განუმეორებელს. ეკლესია ნათლობის ერთადერთობას და განუმეორებლობას მხოლოდ იმიტომ კი არ აღიარებს, რომ ის არავის ნათლავს ორჯერ, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ ადამიანს ნათლავს ერთი და იგივე და არა სხვადასხვაგვარი ნათლობით, რომელიც არის განუმეორებელი; ანუ არა ისე, რომ რომელიმე მონათლოს ერთი და სხვა კიდევ მისგან განსხვავებული წესით.
ნათლობის მადლმოსილი ფორმის შეცვლა ეკლესიაში, რაიმე უმძიმესი და მწვავე სასიკვდილო აუცილებლობის გარეშე, არის სამოციქულო გადმოცემის უმძიმესი დარღვევა, საანათემო, საძაგელი და ყოვლად საზიზღარი საქმე. ეს არის სასიკვდილო ცოდვა (დოსითეოს იერუსალიმელი)" (Свят. Досифей Иерусалимский, труды о. Константина Пресвитера, там же).
"ნათლობასთან დაკავშირებული ეს სიახლე არის საძაგელი და საზიზღარი პრაქტიკა, რომელიც იოტისოდენადაც არ ემსახურება განწმენდის საქმეს და ერთმნიშვნელოვნად არის მწვალებლური, რადგან ის არის მწვალებელთა უკეთური გამონაგონი და მამათა მიერ გადმოცემული ფორმის ფალსიფიკაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიახლე არის მწვალებლობის ნაშიერი" (Протопр. Георгий Металлинос, Св. Гора Афон, 1994).
"ნათლობა შეესაბამება სარწმუნოების დოგმატებს და ამიტომაც, სამგზისი შთაფლვა არის დოგმატი (Св. Василий Великий, О. Неофит Кавсокаливит, Канон 1). ნათლობის სახე უბრალო "საეკლესიო პრაქტიკა" კი არ არის, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ჩვეულებების ან ტრადიციების მიხედვით შეიცვალოს, არამედ განეკუთვნება თვით რწმენის სფეროს. ამიტომაც, სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავება ნათლობის ფორმისგან დაუშვებელია, რადგან "რწმენა და ნათლობა არის ორი ხატი, რომელიც განუყოფელია ერთურთისგან; ვინაიდან რწმენას ნათლობა სრულყოფს, ნათლობა კი რწმენაზეა დაფუძნებული". სარწმუნოების მართალ აღსარებას კი უნდა ახლდეს "სრული" ნათლობა, რადგან მხოლოდ ასეთი ნათლობაა სარწმუნოების სრულმყოფი.
ის, რომ სამგზისი შთაფლვა აუცილებელია საიდუმლოს შესასრულებლად, სრულ თანხმობაშია მის დოგმატურ არსთან. სამი შთაფლვით ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმიდა ღვთაების სამპიროვნების დოგმატს, რომელსაც მოვუწოდებთ ლოცვისას და არა მარტო ამას ვაღიარებთ ნათლობის საიდუმლოში, არამედ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოსაც, რომელიც არის ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, რამეთუ სამი შთაფლვა და სამი აღმოსვლა წყლიდან სიმბოლურად გამოსახავს მის სიკვდილს, დაფვლას და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას. მეტიც, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნათლობის თვით ფორმა უბრალო სიმბოლო კი არა, ყველაზე დიდი რეალობაა, რადგან ნათელღებული საკუთარ თავზე განახორციელებს უფლის სიკვდილს. ანუ მოსანათლავი ადამიანი თვითონაც კვდება და თანადაეფლვება ქრისტეს ნათლისღების წყლებში. აქედან კი იბადება კითხვა, მაშ, როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს და თანადაეფლეს უფალს წყლის გადასხმით ან მისხურებით?
ხოლო, თუ ვინმე წმ. ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ მოისურვებს ნათელღებას პკურებით ან დასხმით და არა ისე, როგორც ჩვენ წმიდა მამათაგან მიგვიღია, სამართლიანი და ჯეროვანი იქნება, ამგვარმა დაწეროს ანდერძი და როგორც თავისი შეშლილი თავნებობისა და უგუნურების ლოგიკური გაგრძელება, მიუთითოს, რომ სიკვდილის შემდეგაც მიწაში სრულად კი არ დამარხონ, როგორც ეს კეთილგონიერ და ღვთისმოშიშ ქრისტეანებშია მიღებული, არამედ, თავისი ფუჭი შეხედულებისამებრ, მიაყარონ რამდენიმე მუჭი მიწა და სადმე მიწის ზედაპირზე მიაგდონ უწმინდური მღრღნელებისა თუ ნადირის საჯიჯგნად და დემონთ დასაცინად, რადგან ნათლობასაც და სიკვდილსაც დამარხვა უწოდა ეკლესიამ. და თუკი ასევითარი არ ისურვებს ამგვარ დაკრძალვას, შეინანოს და თავისი მაცდური და გონების დამაბნელებელი ქადაგება შეწყვიტოს.
ამრიგად, ყოველმა გულისხმაყოს, რომ სამგზისი შთაფლვის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს ქრისტეს სიკვდილისა და სამი დღე მისი საფლავში ყოფნის მსგავსება ნათლისღების საიდუმლოში. და კვლავაც, მართლმადიდებლური ნათლობა, ამავე დროს, აღბეჭდავს მაცხოვრის სულის ჯოჯოხეთში შთასვლას. სწორედ ამის გამო მოსანათლავი ადამიანის სხეულის დამარხვას წყალში, რომელიც მაცხოვრის დამარხვას ემსგავსება, ქრისტესთან თანადაფლვად გარდაქმნის ღმერთი და ჯოჯოხეთში შთასვლის მსგავსებისთვის განაღმრთობს მოსანათლავის სულს.
II მსოფლიო კრების 7-
მაგრამ, რატომ არის, რომ იმავე კანონში წმ. მამები შეიწყნარებენ, თუმც იკონომიით, მწვალებელ არიანელთა და სხვათა ნათლობას და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში მათ მირონცხებით იღებენ, ევნომეველთა ნათლობას კი უარყოფენ? მხოლოდ იმიტომ, რომ არიანელებმა და სხვა მწვალებლებმა შეინარჩუნეს ნათლობის მადლმოსილი ფორმა და ნათლავდნენ სამგზისი შთაფლვით (თუმცა არამართლმადიდებლურად აღიარებდნენ წმ. სამებას), ევნომეველნი კი -
რაც შეეხება რომაელ-
ამრიგად, როდესაც წმ. ეკლესია თავის გადმოცემასა და წმ. მამათა სწავლებაში უარყოფს ნათლობის ფორმის ღრმთითსაძაგელ ცვლილებას, ის უბრალოდ "ფორმას" კი არ უარყოფს, არამედ უფრო მეტს და მნიშვნელოვანს, კერძოდ, ქრისტეს ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას, რომელმაც გვამცნო: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ხოლო წმ. გადმოცემა, თუ ის მთელი თავისი არსით არ არის დაცული, როგორც ცხოვრების სისრულე, -
ცხადია, წმ. მამები აღიარებენ იმ "ექსტრემალურ" შემთხვევებს, როდესაც მონათლულან წყალგადასხმით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე, ანუ მძიმედ იყო სნეული და ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ნათლობა სრულდება ადამიანის სხეულის სრული "მორწყვით", ანუ მთელი სხეულის წყალგადავლებით და არა ისე, როგორც აკეთებენ ამას ღვთისშიშდაკარგული უკეთურები.
მიუხედავად იმისა, რომ წმ. ეკლესია შეიწყნარებდა მძიმედ სნეულთა წყალგადავლებას, ამგვარად ნათელღებულთ, როგორც არასრული ბეჭდის მიმღებთ, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და გამოჯანმრთელების შემთხვევაში, კრძალავდა მათ ხელდასხმას სამღვდლო ხარისხებსა და საერთოდ, კლერიკოსთა დასშიც კი. ხოლო ზოგიერთი ფუჭადმეტყველი და მეზღაპრე რომ ლაპარაკობს, მირონცხება ნათლობის უკეთური ფორმის უკმარისობას "აღავსებს"-
ამრიგად, ვინც მონათლული და ქრისტეში განათლებული არ ყოფილა კანონიკური სახით, შეუძლებელია გახდეს ქრისტეს ეკლესიის თანამოზიარე ოდენ მირონცხებით, რადგან ადამიანის განახლება მირონცხებით კი არა, ნათლისღებით ხდება, რომელიც ასევე აერთებს მას ქრისტესთან მის სიკვდილთან თანამსგავსების ძალით.
ამჯერად იბადება კითხვა, რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც არასწორად არის მონათლული? სწორედ ის, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ბრძანებს თავის წმიდა კანონებში, რომლებიც არ შეიწყნარებენ არასწორად აღსრულებულ ნათლობას
თ) ბერძნული ნომოკანონი ნათლისღების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა აღიარებს ნათლობის მხოლოდ შთაფლვით ფორმას და არა წყალპკურებითს, ე. ჭელიძე ასეთი "ლოგიკით" ცდილობს დასხმითი პრაქტიკის გამართლებას: "... არა მხოლოდ სჯულისკანონი, არამედ, საზოგადოდ არც მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა არსად, არც ერთხელ მინიშნებითაც კი არ უარყოფს სამგზის დასხმით ნათლობას" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ბერძნულ ნომოკანონში ყრმათა ნათლობისთვის დადგენილ განწესებებს, რომლებშიც როგორც შთაფლვითი ნათლობის ერთადერთობის, ასევე ამ საკითხთან ძველბერძნული ეკლესიის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი მტკიცებებია წარმოჩენილი. ამ მხრივ საყურადღებოა პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემული ბერძნული ნომოკანონები (Номоканон при большом требнике. Одесса, 1872 г., др. изд. Москва 1897 г.), სადაც ბერძნული ტექსტების პარალელურად სლავური ტექსტებიც არის დაბეჭდილი (ტექსტებს ახლავს პროფ. ა. პავლოვის კრიტიკული გამოკვლევები).
მოციქულთა 50-
დავაკვირდეთ ნომოკანონის 201-
ბერძნული ენის სპეციალისტები განგვიმარტავენ (და ეს მთელი რიგი მაგალითების დამოწმებით ზემოთ უკვე ვნახეთ და ქვემოთაც თვალსაჩინოდ დავრწმუნდებით), რომ ეს სიტყვა ნიშნავს ჩაძირვას, წყალში დაფლვას. მღვდელი კ. ოკოლოვიჩი თავის ცნობილ ბროშურაში სათაურით: "Православному народу о католических заблуждениях" წერს, რომ თვით სიტყვა "ნათლობა" (ბერძნულად "ბაპტიზინ", ებრაულად "ტაბალ"), საკუთრივ ჩაძირვას, წყალში დაფლვას ნიშნავს. შედეგად, სიტყვებით "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28:19), ნათლად არის მითითებული ნათლისღების ღვთაებრივი დაწესების მხოლოდ შთაფლვითი და არა რომელიმე სხვაგვარი ფორმა (იხ. კ. ოკოლოვიჩის ხს. ნაშრ. გვ. 18. ციტ. იქვე.).
ოფიციალური, რუსული ახალმოწესეობრივი ეკლესიის ერთ-
ძველ აღთქმაში როგორც "ბაპტო", ასევე "ბაპტიძო" წარმოადგენენ იმ ებრაულ ზმნათა თარგმანებს, რომლებიც ლათინურად აღინიშნებიან სიტყვებით: ტინგო, იმმერგორ (2 ნეშტთა 5:14), სუბმერგორ (ფსალმ. 9:16; იერემ. 38:6; დანიელ 4:20; 5:23) და რამეში შთაფლვას, ჩაძირვას ნიშნავს (იხ. ლათინურ-
ასე ესმით ეს სიტყვა ძველ სლავ მთარგმნელებსაც (იხ. მაგალითად: В. И. Венешевич. Древл. Кормчая XIV титулов, без толкований. 50-
ამ მტკიცების სისწორეში ბერძნულ-
თვით პროფ. ა. პავლოვი, საეკლესიო კანონიკის ეს დიდი მცოდნე და ნომოკანონების ავტორიტეტული მკვლევარი, 200-
ბერძნული ნომოკანონის 200-
ამრიგად, მე-
ბუკვალური გაგებით ჩაძირვა ნიშნავს წყალში ღრმად დამალვას, არა უბრალოდ ჩაშვებას წყალში, ვთქვათ, ყელამდე, ან თვალებამდე, არამედ მთლიანად, სრულ შთაფლვას, სრულ ჩაძირვას; მაგრამ, ტერმინ კატადისისის ამგვარი მკვეთრი და ძლიერი გამომხატველობის მიუხედავად, კანონის შემდგენლები ამასაც არ ჯერდებიან და ამატებენ "сиречь в три окунания" ("იტუნ ის ტრია ბუტიმატა"), ანუ სამი ჩაყურყუმელავება ("ბუტიმა" ნიშნავს ჩაყურყუმელავებას, ჩაყვინთვას) (Иер. Досифей. Словарь... т. 1, стр. 170). შედეგად ცხადი ხდება, რომ კანონი ითხოვს იმგვარ ჩაძირვას, ანუ შთაფლვას, რომლის დროსაც მოსანათლავი ჩაიყურყუმელავებს წყალში და წყლით სრულიად დაიფარება.
მოტანილი ციტატები თითქოსდა საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ ნათლისღების ერთადერთი სწორი ფორმა შთაფლვითია, მაგრამ არა! -
ამ სამი სხვადასხვა გამოთქმით: "კატიბაზის" (ჩაუშვებ), "ბუტას" (შთაჰფლავ) და "ბრეხის" (დაასველებ) ერთი და იგივე ქმედებაა გადმოცემული. ზმნა "კატებაზო" ნიშნავს მხოლოდ ჩაშვებას (Иер. Досиф."Словарь, т. 1, стр. 327, столб 2). "ბუტო" ნიშნავს ვყვინთავ (ныряю), წყალში ვძირავ (погружаю в воду) (იქვე. გვ. 171, სვეტი 1). "ბრეხო" არის დასველება (мочишь), მაგრამ არა იმდაგვარი, როგორც, ვთქვათ, დატენიანების დროს სველდება ხოლმე საგანი, არამედ უხვი დასველება, იმგვარი დასველება, როდესაც საგანზე იოტისოდენა მშრალი ადგილიც კი არ დაგრჩება" (С. Ивашковский. Словарь..., ч. 1, стр. 402, столб. 1 და Иер. Досиф. Словарь..., т. 1, стр. 172).
როგორც ვხედავთ, ნომოკანონის მე-
ამგვარად, ბერძნული ნომოკანონის მე-
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნული ნომოკანონი, ამის გარდა, იძლევა მითითებებს თუ როგორ ჭურჭელში უნდა განიბანოს მოსანათლავი ყრმა. ამაზე მიუთითებს ბერძნული "პიდალიონიც", როდესაც აღნიშნავს: "თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ, ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს აუცილებლობას შთაფლვისა" (Пидалион. Греческая кормчая книга. Москва 1838, стр. 248).
კურთხევანში მოთავსებული ნომოკანონის ბერძნულ დედანში ყრმის მოსანათლავად გამოსადეგ ჭურჭელთა ოთხი სახეობაა მითითებული: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ემბაზი. ბერძნულ დედანში მის აღსანიშნავად ზის სიტყვა "კოლიმბიფრან" (პავლოვის ტექსტში ერთგან გვხვდება "კოლომბიფრან", მაგრამ ეს, უბრალოდ, კორექტურაა, რამეთუ ეს სიტყვა ამავე კანონში უკვე სწორი მართლწერით 4-
ბერძნულ ენაში ზმნა "კალიმბაო" წყალში შთაფლვას, ცურვას ნიშნავს, ხოლო ამ ზმნისგან ნაწარმოები არსებითი სახელი ("კოლიმბიფრა") ნიშნავს, საერთოდ, იმგვარ ადგილს, სადაც ცურვა, წყალში ჩაშვება, ბანაობაა შესაძლებელი. ე. ი. ეს არის საბანაო და საერთოდ, ყოველგვარი ღრმა ადგილი წყალში. ქრისტეანულ დამწერლობაში და, მით უმეტეს, საეკლესიო პრაქტიკაში, ეს სიტყვა ემბაზისა და საბანელის მნიშვნელობით იხმარება (იხ. Александр. Греко-
ძველი ბერძნები "სკაფის" და "სკაფიონ"-
შემდგომ, ბერძნულ ტექსტში დასახელებულია ჭურჭელი "სკუტელან მეგალინ". სიტყვა "სკუტელა" ნიშნავს ხის დიდ ჯამს (თასს, ფიალას), მაგრამ კანონი მხოლოდ ამ სიტყვით არ შემოიფარგლა და დაამატა "მეგალინ". "მეგას" (მდედრ. "მეგალი") ნიშნავს დიდს, საერთოდ საკმაოდ დიდს, უზარმაზარს (იხ. ბერძნული ენის ნებისმიერი ლექსიკონი, ასევე გრამატიკის სახელმძღვანელოები), რითაც კანონში მიანიშნეს, რომ საჭიროა არა უბრალოდ დიდი ჯამი, არამედ ისეთი, რომელშიც ჩაძირვა, შთაფლვაა შესაძლებელი. სიტყვა "მეგალი"-
დასასრულ, ბოლო ჭურჭელი, რომელიც ნათლისღებისთვის იქნებოდა გამოსადეგი, ბერძნულში ზოგადად არის მინიშნებული; კერძოდ, კანონში გვხვდება "ალლო, აგიონ კოხერისმენონ", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: "ყოველ სხვა (ალლო) ჭურჭელს (აგიონ), რომელიც წყლის შესანახად (კოხერისმენონ) გამოდგება". მთელი აზრი მოცემული განმარტებისა ამ ბოლო სიტყვაშია ("კოხერისმენონ") გადმოცემული. ის წარმოდგება ზმნისგან "ხეო", რაც ნიშნავს "ვასხამ", "ვიღვრები", აქედან, "კოხერისმენონ" ნიშნავს ჭურჭელს, რომელშიც წყლის შენახვა ან წყლის ჩასხმა შეიძლება. საერთოდ, ეს იყო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა წყალი ოჯახური მოთხოვნილებისთვის, კერძოდ, გოვზა ან კასრი. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, იგულისხმება ისეთი ჭურჭელი, რომელშიც იმ რაოდენობის წყალი ეტევა, რამდენიც შთაფლვითი ნათლობის აღსასრულებლად იქნებოდა საჭირო, რამეთუ კანონმა თავიდანვე მიუთითა შთაფლვაზე და, ასევე ჭურჭელთა იმგვარ ზომაზე და ფორმაზე, რომელშიც თავისუფლად შეიძლება ყრიმს შთაფლვით მონათვლა, ხოლო, რადგანაც ამგვარ ჭურჭელთა მრავალი სახეობა არსებობს, მათზე ზოგადად მიანიშნა სიტყვით "კოხერისმენონ". ასე რომ არ იყოს, წყლის ჩასხმა და შენახვა სირჩასა (рюмка) და სათითეშიც კია შესაძლებელი.
ამრიგად, ნათლისღებისთვის საჭირო, გამოსადეგ ჭურჭელთან დაკავშირებული საეკლესიო მითითებანი რომ შევკრიბოთ, ამ კანონის აზრი ასე ჩამოყალიბდება: "Да имаши купель (КОЛИМБИФРАН), или ванную (СКАФИДОПУЛОН), или очень большую деревянную чашу (СКУТЕЛА МЕГАЛИН), или всякий другой сосуд содержащий такое количество воды, которого вполне достаточно для погружения (АЛЛО АГИОН КОХЕРИСМЕНОН)". რაც ქართულად ასე იქნება: "უნდა გქონდეს ემბაზი ან საბანელი, ვარცლი ან საკმაოდ დიდი გოვზა, ან კიდევ ყოველი სხვაგვარი ჭურჭელი, რომელშიც იმდენი წყალი ჩაეტევა, რომ შთაფლვითი ნათლობა შეიძლებოდეს". ვფიქრობთ, თარგმანი ზუსტად შეესაბამება ბერძნულ ტექსტს და ასევე ზუსტად გადმოსცემს მის არსს.
ასე რომ, ცხადი ხდება, ბერძნული ნომოკანონი ნათლობისთვის გამოსადეგ სხვადასხვა ჭურჭელზე მითითებით ამკვიდრებს შთაფლვით ნათლობას და არა წყალპკურებას. წყალპკურებითი ან წყლის თავზე დასხმითი ნათლობა რომ ოდესმე შეწყნარებული ან თუნდაც ცნობილი ყოფილიყო, როგორც გამონაკლის შემთხვევაში დასაშვები პრაქტიკა, განა რა გაუჭირდებოდათ წმ. მამებს, რომ ერთხელ მაინც მიენიშნებინათ მის შესახებ.
ბერძნული ნომოკანონის მე-
გამომდინარე აქედან, გვინდა ვიკითხოთ: რატომ დასჭირდათ ბერძნული ნომოკანონის შემდგენელ მამებს ბერძნული ენის მთელი არსენალის გამოყენება ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის აღსანიშნავად და ამ საიდუმლოს აღსასრულებელი ჭურჭლების მისათითებლად? სად არის წყალდასხმა ან წყალპკურება? რატომ ერთი სიტყვითაც არაფერი ითქვა ამ ფორმის შესახებ? ან როგორ შეიძლებოდა თქმულიყო, თუკი ბერძნული ნომოკანონი საგულდაგულოდ მიანიშნებს შთაფლვის აუცილებლობას და ამით ავტომატურად უარყოფს დასხმით-
ბერძნული ნომოკანონის ამგვარი მოთხოვნის შემდგენელი მამები ჩვენთვის ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად წარმოჩინდებიან, მაგრამ ე. ჭელიძისთვის ისინი არიან "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები", "ლეყეცნი", "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი", "ცრუნი", "ფარისეველნი", "თავხედურად გამომწვევნი"), "ბაგე-
რით დაიმსახურეს ე. ჭელიძისგან ამგვარი დახასიათება ბერძნული ნომოკანონის შემდგენელმა მამებმა? -
მაგრამ ე. ჭელიძის მიერ მართლმადიდებელ მამათა "თავგასულებად" და "სიბილწის მოძღვრებად" შეფასება მარტოოდენ XVII-
ეს პერიოდი მას განსაკუთრებით აინტერესებს და დარწმუნებულია, რომ ნიკონ პატრიარქის რეფორმამდე, ძველ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა გადანათვლის არავითარი მოწმობა არ არსებობდა. ის ამ "ჭეშმარიტებაში" მკითხველის დაჯერებასაც ცდილობს და წერს: "ჩვენ, ჩვენის მხრივ, თანახმა ვართ არათუ ერთი-
სანამ ე. ჭელიძის ამ მოთხოვნას დავაკმაყოფილებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ოპონენტი აქ მიმართავს ერთგვარ ეშმაკობას: ის გვთხოვს რათა ვუჩვენოთ ფაქტები, "მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან რომელიმე მათგანი შემდეგ ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათლულიყოს". დააკვირდით, ჩვენი ეშმაკუნა ოპონენტი საზოგადოდ, მწვალებელთა მიერ დასხმითად მონათლულთა გადანათვლის ფაქტების ჩვენებას კი არ ითხოვს (მან კარგად უწყის ამგვარი ფაქტების არსებობა), არამედ "მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან" რომელიმე მათგანის შემდეგ "ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათვლის" ფაქტების ჩვენებას. მაგრამ რატომ ასეთი შეზღუდვა? რატომ ითხოვს ე. ჭელიძე ასეთი ნათლობების ჩვენებას მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებში?
იმიტომ, რომ იცის: 1. მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასხმითი ნათლობა საზოგადოდ მიღებული, დაკანონებული წესი არასოდეს ყოფილა, ხოლო იშვიათად ან საღმრთო განგებით დაშვებული შემთხვევები კანონად არ მიიღებოდა; და 2. მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსვლის შემთხვევაში დასხმითად "მონათლულებს" თავიდან ნათელსცემდნენ, რადგან ძველი, წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია არ შეიწყნარებდა ამგვარ ნათლობას. ამაზე მეტყველებს არა მარტო წმიდა მამათა მკაცრი განწესებები ნათლისღების შთაფლვითად აღსრულების შესახებ ან ადგილობრივ კრებათა მკაცრი მოთხოვნები ამავე საკითხზე, არამედ ფაქტებიც, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ეკლესიასთან შემოერთებულ ლათინებსა და პროტესტანტებს, რომლებიც დასხმითად იყვნენ მონათლულნი, თავიდან ნათლავდნენ.
გარკვეული პერიოდებისა და ადგილის შემოსაზღვრით (რაც ე. ჭელიძის პოლემიკისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა), ე. ჭელიძე ცდილობს თავისი ოპონენტების ხაფანგში შეტყუებას და იქ ჩაკეტვას, რომლის შემდეგ მათ იქიდან გამოსასვლელი აღარ ექნებათ და გამოსავლის ძიებაში ციყვებივით მოუწევთ ბორბლის ტრიალი.
ჩვენ ვლაპარაკობთ და ვდავობთ საერთოდ (სადაც გინდა აღესრულოს -
ჩვენ ვსვამთ კითხვას -
ე. ჭელიძე თავისი მოთხოვნით (რომლის მიხედვითაც ის მხოლოდ მართლმადიდებლობაში დასხმითად მონათლულთა გადანათვლის ფაქტების ჩვენებას ითხოვს) უნებურად თვითონვე გასცემს საკუთარ თავს და ამჟღავნებს, რომ იცის დასხმითი ნათლობის არაკანონიკურობა და ისიც იცის, რა დამოკიდებულება აქვს მასთან ეკლესიას.
ასეთია ე. ჭელიძის მზაკვრული და "მეცნიერული" არგუმენტაცია. განა არ უნდა იცოდეს ე. ჭელიძემ, რომ, თუ ეკლესია დასხმით ნათლობას საკუთარ წიაღში კანონიკურად არ აღიარებს, ბუნებრივად არ უნდა აღიარებდეს მას მაშინაც, როდესაც ის ეკლესიის გარეთ აღესრულება; და პირიქით, თუ ეკლესია კანონიკურად არ აღიარებს მწვალებელთა მიერ არასწორად აღსრულებულ ნათლობას, ბუნებრივია, ის არც საკუთარ წიაღში შეიწყნარებს მსგავს მოქმედებას. ე. ჭელიძის ლოგიკიდან კი გამოდის, რომ ეკლესია თურმე მწვალებელთა მიერ აღსრულებულ დასხმით ნათლობას არ შეიწყნარებს, თორემ იგივე მოქმედება თვით მის წიაღშივე რომ აღესრულოს, ის აქ შეუვალი და პრინციპული აღმოჩნდება და დასხმითად მონათლულებს არ გადანათლავს.
რამდენად ლოგიკური, კანონიკური და საეკლესიო სწავლებებთან შესაბამისია ამგვარი ან მოთხოვნა, ან სწავლება?
თამამად ვიტყვით -
სხვა გზა მას არა აქვს -
საიდუმლო თუ ირღვევა, ის ყველგან დარღვევაა და ადგილმდებარეობა (ეკლესიის შიგნით ხდება ეს თუ მის გარეთ) მისი კანონიკურობის სტატუსს ვერ შეცვლის; მაგრამ სწორედ ამ შეუვალი ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა ე. ჭელიძის ზემოთმოტანილი უაზრო მოთხოვნა.
გაგრძელება იქნება.