Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი III
____________________________________________________________________________________________________________________________
"შავი სია"
გაგრძელება
§§. 11 -
11. სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება
"ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელთა" ე. ჭელიძისეულ კატეგორიაში უცილობლივ მოხვდება "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება", რომელიც 1863 წელს მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტის (დროზდოვი) ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა კვლევას საეკლესიო-
ამრიგად, მთელი ეს საზოგადოება, თუკი ის აფინანსებს და გამოსცემს გამოკვლევას, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია დასხმითი ნათლობისა, უეჭველად ე. ჭელიძის "შავ სიაშია" შესატანი და იმ ეპითეტებით არის შესამკობი, რა ეპითეტებითაც ბ-
ცნობილი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის და აპოლოგეტის ფიოდორ მელნიკოვის ნაშრომში "გზააბნეული ღვთისმეტყველება" (Блуждающее богословие) ნათქვამია: «სხვა თხზულებაში, რომელიც გამოსცა სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოებამ (Общество любителей духовного просвещения), რომლის შემადგენლობაში შედის გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი, კიდევ უფრო დეტალურად და საფუძვლიანად არის დამტკიცებული ის, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით.
"რატომ ნათლავენ მართლმადიდებლები მხოლოდ შთაფლვით?"
"ჩვენი უფლისა და მაცხოვრის უშუალო მოწაფენი, მისი წმიდა საქმეებისა და მთელი მსახურების უპირველესი მემკვიდრენი წმიდა მოციქულები სწორედ ასე ნათლავდნენ, რადგან მაგალითითაც და სჯულმდებლობითაც ასე ესწავლათ უფლისგან" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 7). "ზუსტად ასე აღასრულებდნენ ნათლობის წმიდა საიდუმლოს ძველ ეკლესიაშიც, რაც დასტურდება წმ. მოციქულთა 50-
შემდეგ ავტორი იმოწმებს წმ. იპოლიტე რომაელს, ნეტ. იერონიმეს, წმ. ლეონ რომის პაპს, ნეტ. ავგუსტინეს, პაპ პელაგიოსს, წმ. გრიგოლ დიდს, წმ. ბასილი დიდს და მიუთითებს დასავლეთის ეკლესიის, კერძოდ: ცელიხითენის, ნიმის, უტრეხტის კრებათა დადგენილებებს. ყველა მათგანი მოითხოვს, რათა ნათლისღების წმ. საიდუმლო შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით. ასე უნდა იყოს ეს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღესაც, რადგან ეს, როგორც არქიმანდრიტი იოსები განმარტავს, "ცხადი და აშკარა მორჩილებაა ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი და ამ თანხმობის ზუსტი დაცვა არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი და განმასხვავებელი ნიშანი".
"უდიდესი მნიშვნელობა აქვსო, -
მხოლოდ შთაფლვისას არის შესაძლებელი, ჩაიძიროს და დაიფლას წყალში მთელი სხეული, რაც არის სრული განწმენდისა და სულიერი განათლების ნიშანი, რომელიც, სამიპოსტასოვანი ღმრთისა და უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენით, თითოეულ ქრისტეანს ენიჭება ნათლისღების საიდუმლოში.
როდესაც მოსანათლავი ჩადის წყალში და დაიფლვება მასში, ერთგვარად იმარხება მთელი ძველი, ცოდვებით აღსავსე კაცი და წყლიდან აღმოვალს უკვე განწმენდილი, გამართლებული და განახლებული ადამიანი. ის ხილული სახით პირდაპირ ხელახლა იშვება სულიერად, აღდგება მკვდრეთით ახალი ქრისტეანული ცხოვრებისთვის, უფალ იესუ ქრისტეს მსგავსად, რომლის კაცობრივი გვამი დამარხული იყო სამი დღე მიწის წიაღში და ბრწყინვალედ აღსდგა ყოვლისშემძლე ღმრთის ძალით".
ამიტომაც, ნათლობის ასეთი უდიდესი და საიდუმლო მნიშვნელობა,
მაგრამ, "შესაძლებელია,
როგორ უარყოფს ამგვარ მსჯელობას ციტირებული ავტორი (ანუ მ. იოსები -
"ასე ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ,
უცხო და არამართლმადიდებლური ჩვეულებების მიღებით ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ამ უძველესი და საყოველთაო წესის დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებოდით. რადგან ერთისგან განდგომა, ჩვეულებისამებრ, იწვევს მთელი სარწმუნოების მთლიანობისა და სიმყარის რღვევას და პირიქით, საკუთარი ჩვეულებების მტკიცე პყრობა, საკუთარი სარწმუნოებისა და მისი საქმეებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მას, დაიცავს მის ურყევ ღირსებასა და სიწმიდეს. ეს კი უკვე მცირე როდია. არ უნდა მოვეპყრათ ამას უგულისხმოებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 27-
მაშ, აი როგორ სწავლებას გვთავაზობს წმ. ნათლისღების შესახებ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის სახელით არქიმანდრიტი იოსები ლათინ მწვალებელთა საწინააღმდეგო თავის თხზულებაში, შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში ენიჭება ისეთი ღრმა და საიდუმლო აზრი, რომ მის გარეშე არ არსებობს თვით საიდუმლოც. შთაფლვის შეცვლა წლის გადავლებით ან პკურებით აღიარებულია ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მართლმადიდებლური დოგმატის დარღვევად, ქრისტესა და მის წმ. მოციქულთა წინააღმდეგობად, მთელი ძველი ეკლესიის ღალატად; ეს არის საანათემო დანაშაული" (ფ. მელნიკოვის დასახ. თხზ. თ. IX, ნათლისღების შესახებ).
ამრიგად, გასული საუკუნის ცნობილი საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნში რუსეთის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი იოსები აღიარებს, რომ დასხმითი "ნათლობა" არის არამართლმადიდებლური ჩვეულება და ამბობს, რომ მისი შეწყნარებით "უძველესი და საყოველთაო წესის (ანუ შთაფლვითი ნათლობის -
ასეც არის! ოფიციალურ, გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიებში შთაფლვით ნათლობას უკვე თითქმის აღარავინ ასრულებს და საყოველთაოდ გაბატონებულია ნათლობის ლათინური, დასხმით-
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, თუ რას წერდა ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებლებთან და თვით ტერმინ "ძველმართლმადიდებლობასთან" დაკავშირებით. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება გზადაგზა შევახსენოთ ჩვენს მკითხველს ეს სიტყვები, რადგან დასკვნა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი აკეთებს აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია მისივე ეკლესიის ავტორიტეტულ პირთა მტკიცებულებებთან. კერძოდ, ე. ჭელიძე წერს:
"... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი "ურწმუნოების ეს ახალ-
მაგრამ ე. ჭელიძის ამ ოცნებას, როგორმე არამართლმადიდებლებად, ცრუებად და "მეორედმნათვლელებად" წარმოადგინოს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ცივ წყალს ასხამს "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება" (Общество любителей духовного просвещения) არქიმანდრიტ იოსების უკვე ხსენებული ნაშრომით, რადგან ნათლისღების ლათინური, დასხმითი წესის მიღებით, -
ახლა კი მისი დასკვნაც გავიხსენოთ: "ეს არის სრული ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გამოდიოდნენ მხოლოდ მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანები".
ამრიგად, ლათინური დასხმით-
რა თქმა უნდა, პკურება-
ამრიგად, ე. ჭელიძის ბაქიბუქობა და კვეხნა, თითქოსდა გაბატონებულ აღმსარებლობაში უცვლელად იყოს დაცული "ერთი, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიის" უმთავრესი ნიშანი -
დასხმითი "ნათლობის" წინააღმდეგ "აღბორგებულ ურწმუნოთა" შორის უნდა შერაცხოს ბ-
ასე, მაგალითად, ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი, რომელმაც 1904 წელს ეპარქიულ სამღვდელოებას მიმართა მოწოდებით -
"არაერთხელ მოუწოდებიათ ვოლინელ მღვდელმთავრებს მღვდლებისთვის, -
"ამჯერად ძველმოწესეებთან შერიგების უმთავრეს წინააღმდეგობას, როგორც ისინი თვითონაც მიუთითებენ, წარმოადგენს წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ეს უკეთური უგულებელყოფა... ვთხოვ ეკლესიის მამებს, -
რა არის ნათქვამი არქიეპისკოპოს ანტონის მიერ დამოწმებულ ავტორიტეტულ წყაროებში წყალგადასხმითი ნათლობის შესახებ? ისინი წყალგადასხმით ნათლობას მიიჩნევენ მწვალებლობად. "რომაული და სხვა მწვალებლობები...", -
ასევე მკაცრად არის შეფასებული წყალგადასხმითი ნათლობა დიდი კურთხევანის 79-
სწორედ ეს წყევლა შეახსენა არქიეპისკოპოსმა ანტონიმ თავის სამღვდელოებას და აღიარა, რომ სინოდი, რომელიც თავგამოდებით იცავს წყალსხურებით ნათლობას, ღრმად და საფუძვლიანად მოუცავს ამ წყევლა-
ამრიგად, დასხმით-
13. არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)
მეტად საინტერესოა რუსეთის ეკლესიის ეროვნებით ბერძენ არქიეპისკოპოს ნიკიფორეს (თეოტოკისი) (4). დასხმითი ნათლობის მამხილებელი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე.
-
4.
სლავენელი და ხერსონელი არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი) თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში წერს: "ჩემი მოწოდებიდან გამომდინარე, მოვალე ვარ თვალყური ვადევნო ყველაფერს, რაც კი ეხება ქრისტეანულ სწავლებას, რათა ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმიდა ნათლისღებას, რომელიც არის ყველა საიდუმლოსთან მისასვლელი კარი, ცოდვათა მიტევება, ღმერთთან შერიგება და ჩვენი ცხონების დასაწყისი. ის არის მიშვილების ნიჭი, რადგან ნათლისღებაში ჩვენ ვხდებით ღმრთის შვილები და ქრისტეს თნამემკვიდრენი, ვიმოსებით ჩვენი უფლით იესუ ქრისტეთი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-
ნათლისღების დამფუძნებელმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, იორდანეს წყლებში შესულმა შთაფლვით ნათელიღო.
ასე მონათლა მოციქულმა ფილიპემ საჭურისიც: "და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-
მართლმადიდებლური ეკლესია, მოციქულთა გადმოცემებისამებრ, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს წმ. მოციქულთა 50-
წყალში შთაფლვა, თანაც სამგზის და სამგზისივე აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს სამდღიანი დამარხვის ნიშნად. "წყალი, -
მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის და ყველგან ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ბერძნული, არაბული, ბულგარული, სერბული, ვალახეთის, დალმაციის ეკლესიები; ასე ნათლავს რუსეთის ეკლესია მთელ დიდ რუსეთში. ამ ეკლესიათაგან თითოეულში არის ჭურჭელი, რომელშიც განშიშვლებულად სამგზის შთაიფლვიან მოსანათლავნი ყრმანი წმიდა სამების სახელის მოწოდებით (როგორც ეს არის მითითებული წმ. მოციქულთა 49-
თუმცა ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დასხმითი ნათლობა ჯერ დაიწყეს კიევში, შემდეგ კი მთელ მცირე რუსეთში. ასეთი განდგომა მოხდა იმ დროიდან, როდესაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია.
რომის ეკლესიაში XII საუკუნემდე შთაფლვით ნათლავდნენ, შემდეგ კი დაიწყეს არა მარტო დასხმა, არამედ პკურებაც. აქედან კი გამოდის, რომ ყველა მართლმადიდებელთაგან მხოლოდ მალოროსებმა შეცვალეს შთაფლვა და ნათლავენ დასხმით. ამან კი სქიზმატიკოსებს მისცა შესაძლებლობა, ვემხილებინეთ იმაში, რომ ჩვენ, უგულებელვყავით რა წმიდა მოციქულთა გადმოცემები, რომლებიც უცვლელად უპყრია მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მივბაძეთ პაპისტებს, რომლებმაც მრავალ სხვა არასწორ ცვლილებასთან ერთად გაბედეს და ცვალეს წმიდა ნათლისღების წესიც. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2). "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15). ასე წერდა ღვთაებრივი მოციქული პავლე. ხოლო წმ. ბასილი დიდი ნათლად ბრძანებს: "უბედურებაა, როდესაც ვიღაც მოუნათლავი მოკვდება ან როდესაც რაღაცას გამოტოვებენ გადმოცემიდან წმიდა ნათლისღების შესრულების დროს.
რითია გამოწვეული ასეთი უპასუხისმგებლობა ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში? რატომ არ ვიცავთ ამ წმიდა სამოციქულო გადმოცემას ისე, როგორც იცავს მას მთელი მართლმადიდებელი ეკლესია? რა საპატიო მიზეზს წარვადგენთ ღმრთის წინაშე ამგვარი დარღვევისთვის? Iქნებ, ვინმემ თქვას, საშიშიაო ყრმების შთაფლვა წყალში? -
ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც ვთქვი, ქრისტეში საყვარელნო შვილნო და უპატიოსნესო მღვდელმსახურნო, საკმარისია იმისთვის, რათა მეტად აღარ მონათლოთ დასხმით, არამედ ისე, როგორც ეს წესია, შთაფლვით, რათა ყველაზე უწინარეს მისცეთ მაგალითი მალოროსებს, როგორ უნდა იქნეს დაცული ეკლესიაში მოციქულთა უძველესი წესები და გადმოცემები, რათა შემდგომ ღმრთისგან მიიღოთ უდიდესი ჯილდო და პატივი. ამასთანავე, რათა არავინ უგულებელყოს ჩვენი ეს დადგენილება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა არ ჰქონოდათ ნათელი განწესება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომაც, ჩვენთვის ბოძებული სამოძღვრო ძალაუფლებით, მთელი ჩვენი სულიერი მმართველობის უფლებამოსილებით ვბრძანებთ:
შეეცადეთ, რათა ყოველ ეკლესიაში მოაწყოთ ვერცხლის ან სპილენძის, ან კიდევ რომელიმე სხვა შესაფერისი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც ექნება ზარის ან ვარცლის ფორმა, ქვემოთ შევიწროვებული, ზემოთ კი გაფართოვებული, სიღრმით არანაკლებ ერთი არშინისა (1 არშ. = 71,2 სმ. -
ყველგან ებრძანოს მღვდლებს, რათა ზემოთ ხსენებულ წყლით სავსე ჭურჭელზე წაკითხულ იქნას ჩვეული ლოცვები და ნაკურთხ წყალში ყრმები მონათლონ სამგზისი შთაფლვით, თითოეულ შთაფლვაზე კი უწმიდესი სამების თითოეული იპოსტასის სახელის მოწოდებით, როგორც ეს აღსრულდება აღმოსავლეთსა და დიდ რუსეთში.
მკაცრად ებრძანოს ყველას, რათა ნაკურთხი წყალი ნათლობის აღსრულების შემდეგ სადმე ბინძურ ადგილას კი არ გადაასხან, არამედ შიშითა და კრძალულებით გადაღვარონ იქ, სადაც მღვდლები ხელს იბანენ, ხოლო თვით ჭურჭელი არ გამოიყენონ სხვა საქმისთვის, არამედ წმიდად დაიცვან ის ეკლესიაში სხვა საეკლესიო ჭურჭელთან ერთად.
ამ განკარგულების მორჩილთ და აღმასრულებელთ ვპირდებით ღმრთის კურთხევას და მარადიულ დიდებას, ასევე ჩვენს სამწყემსო კურთხევას.
1754 წელი".
წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Nikifor_Feotokis/protiv-
რა თქმა უნდა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოსდა რუსეთის გაბატონებული ეკლესია ყოველთვის თავგამოდებით იცავდა შთაფლვით ნათლობას და "ხმალამოწვდილი" ებრძოდა ლათინურ დასხმას თავის წიაღში. პირიქით, რუსეთის რეფორმირებული ეკლესიის "წმიდა სინოდი", ე. ჭელიძის მსგავსად, შეურყვნელად იცავდა ნათლობის სწორედ დასხმით წესს და უამრავ დარღვევასაც კი უშვებდა მის მიერ "ნათლობად" აღიარებულ წესშიც, რომელიც ხშირად კომიკურ სახეს იღებს და აბსურდულობაში გადადის.
ოფიციალური ეკლესიები (განსაკუთრებით ეკუმენისტური მოძრაობის დაფუძნებისა და მასში გაწევრიანების დღიდან) თამამად აღიარებენ მწვალებელთა მიერ აღსრულებულ დასხმით-
ასეთ ვითარებაში გაბატონებული რუსული ეკლესიის წიაღშიც იყვნენ განათლებული და შედარებით პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ თუ რა შეიძლებოდა გამოეწვია ამგვარი ნათლობის დაკანონებას და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, განემარტათ ერისა და ბერისთვის ნათლისღების საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი და მისი შესრულების სამოციქულო წესი.
სწორედ ამ მხრივ აღვნიშნავთ ჩვენც, რომ სულ სხვაგვარად უყურებდნენ მწვალებლებსა და მათ საიდუმლოებებს, განსაკუთრებით კი ნათლობას, აკადემიური განათლების მქონე მისიონერები და ღვთისმეტყველები.
შეუძლებელია არ აღვნიშნოთ დასხმითი ნათლობის უარყოფის ფაქტები საქართველოში გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაშიც. ამ მხრივ ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ 18-
მოდი, მოვისმინოთ, რას ბრძანებს კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი დასხმით-
თავიდან, ნათლისღების საკითხის განხილვისას, კათალიკოსი ბესარიონი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს დოგმატურ განმარტებას. ის წერს: "სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს. ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა -
ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს -
ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-
შემდეგ, კათალიკოსი ბესარიონი განმარტავს თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული (შთაფლვითი) ნათლისღების შესახებ და ბრძანებს: "ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე". ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი.
ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.
აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან".
ამის შემდეგ კათალიკოსი ორბელიშვილი გადადის ახალაღთქმისეულ მაგალითებზე და წყალში განშიშვლებით შთაფვლით ნათლისღების შემთხვევებს ჩამოთვლის: "ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას (შთაფლვას -
ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდა ურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა, რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.
ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების -
ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას"
ამგვარი შესავლების შემდეგ ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი გადადის ლათინებზე და ლათინური "ნათლისღების" მხილებაზე: "ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".
ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს"!
ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. S ფონდი 3269).
მაშ, ე. ჭელიძეს თუ ვკითხავთ "ვინ არის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი"? -
მოგვიტევოს გარდაცვლილი კათალიკოსის ხსოვნამ, მაგრამ ეს ლათინური დასხმით-
თუმცა კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი წარსული საუკუნეების ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარი როდია, რომელმაც ე. ჭელიძის "შავ სიაში" ამოჰყო თავი და რომელსაც ჩვენი თანამედროვე პატროლოგის მსახვრალი კალამი შეეხო. "გაუკუღმართებულებად" და "სიბილწის მოძღვრებად" უნდა შერაცხოს ე. ჭელიძემ კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილამდე, მაგალითად, 17-
ძველად ეპისკოპოსად ხელდასხმის წესში არსებობდა (და დღესაც არსებობს) ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის სავალდებულო ტექტი ("ფიცი"), რომელსაც ეპისკოპოსად ხელდასასხმელი ყველა კანდიდატი წარმოსთქვამდა და ეკლესიაში თავისი ხელდამსხმელის წინაშე საზეიმოდ აცხადებდა: "...კუალად აღვიარებ შვიდთა მათ საიდუმლოთა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი: პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისაი, იქმნების სამგზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანითა, და არა მსგავსად ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღებაი".
საეპისკოპოსოდ ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის წინამდებარე ტექსტი, აღებულია კრებულიდან "ქრისტეანულ-
მაშასადამე, ანტონ პირველის დროინდელი ქართული საეკლესიო რეალობა ითვალისწინებდა ლათინური დასხმით-
საფუძვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ რატომ, ალბათ ცხადი უნდა იყოს -
საზოგადოდ, ძველად საქართველოში რომ ნათლობა შთაფლვით აღესრულებოდა და ეს იყო ნათლისღების საიდუმლოს სჯულიერი შესრულების ერთადერთი მოთხოვნა, ჩანს ე. კოჭლამაზაშვილის სხვა პუბლიკაციიდანაც, რომელიც იმავე გამოცემაშია. ეს არის, სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღება: "ნათლისცემის წინ კათაკუმეველთ გახდიან სამოსელს; დიაკონები სცხებენ ზეთს წმ. სამების სახელით და ჩაუშვებენ ემბაზში; შემდეგ მღვდელი ნათელს-
ძველი ქართული ტექსტი: "ამის შემდგომად განძარცუნენ კათაკუმეველნი, სცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: ეცხების (სახელით უწოდონ, რაიცა იყოს) სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და შთაავლინონ ემბაზსა და ნათელ-
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. კოჭლამაზაშვილი სიტყვებთან: "მღვდელი ნათელს-
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და სლავურ "დიდ სჯულისკანონში", ამ ადგილას, ანუ იქ, სადაც მოცემულია წმ. მოციქულთა 50-
"იმავე წიგნში (გვ. 584) -
სქოლიოში კვლავ მოცემულია ავტორის შენიშვნა: "ნათლისღების ბერძნული შესატყვისი -
ამრიგად, ყოველივედან, რაც ზემოთ ითქვა, ცხადი ხდება, რომ ადამიანის ნათლობა უნდა შესრულდეს სანათლავ ემბაზში (ან ბუნებრივ წყალსაცავში, სადაც ადამიანის შესვლა და თავის შთაყოფა იქნება შესაძლებელი) სრული, სამგზისი შთაფვლით, ყურჭმობით და თითოეულ შთაფლვაზე ყოვლადწმიდა სამების თითოეულ იპოსტასთა მოწოდებით, ანუ "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".
სანამ ე. ჭელიძის "შავი სიის" მომდევნო "კანდიდატებზე" გადავიდოდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ყოველივეს, რაც აქამდე ვთქვით და აღვნიშნოთ, რომ ლათინური დასხმითი "ნათლობის" უარყოფა ყოფილა არა "სტაროვერთა" ახირება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ე. ჭელიძე, არამედ აღმოსავლეთის ე. წ. ბერძნულ-
ა) კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქოს მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე (1895 წ.)
ასე, მაგალითად, ე. ჭელიძისგან საკმაოდ "მწარედ მოხვდა" კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (და არა მარტო მას, არამედ მთელ აღმოსავლელ იერარქებს, რომლებიც დასხმით-
ერთი წმიდა კათოლიკე-
ბ) 1848 წლის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.)
გავეცნოთ კიდევ ერთ წყაროს. კერძოდ, ეს არის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.): "ის-
"მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (იქვე. § 8).
"აქედან კი გულისხმავყოფთ, ძმანო და ჩვენნო სულიერნო შვილნო, რაოდენ დიდი მადლი მოჰფინა ღმერთმა ჩვენს ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, ვითარც ქმრის ერთგული დედა, გვზრდის უბიწოდ და შეურყვნელად. წერილში ნათქვამია: "თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15). რით მივაგოთ უფალს, ჩვენ, ცოდვილებმა, ყოველივე იმისთვის, რაც მან მოგვაგო ჩვენ? დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით მოგვისყიდა და წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი მთელი სულითა და გულით ჩვენი ერთგულების გარდა არაფერს ითხოვს; არაფერი სურს ჩვენგან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა, რომელმაც გვშვა და არა ახალგამოგონილი პკურებით, არამედ სამოციქულო შთაფვლის ღვთაებრივი საბანელით აღგვაღორძინა ("возродившей нас не новоизмышленным окроплением, но Божественною банею Апостольского крещения") ქრისტეს პატიოსანი ხორცით გვაპურებს ჩვენი მაცხოვრის მარადიული აღთქმის თანახმად და ვითარც ჭეშმარიტი დედა უხვად გვასმევს მის პატიოსან სისხლს, რომელიც ჩვენი და მთელი სამყაროს საცხოვნებლად დაიღვარა" (იქვე, § 22).
1848 წლის, 6 მაისი.
დედანს ხელს აწერენ პატრიარქები: ანთიმოზი, მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსი; იეროთეოზი, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი; მეთოდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი; კირილე, იერუსალიმისა და მთელი პალესტინის პატრიარქი.
ეპისკოპოსები: კონსტანტინოპოლის სინოდი: პაისი (კესარიელი); ანთიმოზ (ეფესელი); დიონისე (ჰერაკლიელი); იოაკიმე (კიზიკელი); დიონისე (ნიკომიდიელი); იეროთეოს (ქალკიდონელი); ნეოფიტე (დერკოველი); გერასიმე (ადრიანოპოლელი); კირილე (ნეოკესარიელი); თეოკლიტე (ბერიელი); მელეტი (პისიდიელი); ათანასე (სმირნელი); დიონისე (მელენიკელი); პაისი (სოფიელი); დანიელი (ლიმნოსელი); პანტელეიმონ (დრიინუპოლელი); იოსებ (ერსეკელი); ანთიმოზ (ვოდენელი).
ანტიოქიის სინოდი: ეპისკოპოსები: ზაქარია (არკადიელი); მეთოდე (ემესელი); იოანიკე (ტრიპოლელი); არტემი (ლაოდიკიელი).
იერუსალიმის სინოდი: ეპისკოპოსები: მელეტი (პეტრაელი); დიონისე (ბეთლემელი); ფილიმონი (ღაზელი); სამუელი (ნეაპოლელი); თადეოსი (სებასტიელი); იოანიკე (ფილადელფიელი); იეროთეოს (თაბორელი) (სრული ტექსტი რუსულად იხ. აქ: http://www.pagez.ru/olb/027.php).
მაშ, როგორ აფასებენ ლათინურ დასხმით ნათლობას აღმოსავლელი პატრიარქები -
ახლა ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყვნენ ე. ჭელიძისთვის ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები მთელი მათი სინოდებითურთ, თუკი ისინი ლათინურ პკურებას "ახალგამოგონილად" (იქვე, § 22) და "უბილწეს ნაშიერად" (იქვე, § 4) ხმობენ? -
გ) კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზი
"გადამშთაფვლელთა" და "ქრისტეს მკვლელთა" შავ სიაშია კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზიც, რომელიც ნათლისღებასთან დაკავშირებულ თავის ეპისტოლეში (1829 წ.) წერდა: "სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მდებარე კაცობრივი საქმეები დროისა და ვითარებების შესაბამისად მრავალჯერ ექვემდებარებიან ცვლილებას, მაგრამ ის, რაც საღმრთო და წმიდა მოციქულთა გადმოცემებით არის დამტკიცებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უბიწო სარწმუნოების დოგმატები და საიდუმლოებები, დროის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ამის უფლება არა აქვს თვით ანგელოზსაც კი, რადგან მცირედმა გადახრამაც შეიძლება უდიდესი საფრთხე წარმოქმნას და მართლმორწმუნეთა სულები დააზიანოს, რომლებიც უფალმა გამოისყიდა თავისი უპატიოსნესი სისხლით.
ეს უნდა ითქვას წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შესახებაც, რადგან სხვა მხარეში მცხოვრებმა ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა ჩვენს ეკლესიას ჰკითხეს თუ რომელი ნათლობაა ჭეშმარიტი და რომელია უბიწო და შეუგინებელი, რადგან იმ მხარეში ამის შესახებ დავობდა ორი მღვდელმსახური, რომლებიც უთანხმოებაში იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლისღების დროს ერთი მათგანი აღავსებს წმიდა ემბაზს წყლით, აიყვანს ყრმას ორივე ხელით და წარმოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", -
მაგრამ მეორე მღვდელმსახური ემბაზს მხოლოდ ერთ მესამედზე აღავსებს, აიყვანს მოსანათლ ყრმას და შთაფლავს მას წელამდე უჭირავს რა ყრმა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი თავზე წყალს აპკურებს და პირველი მოწოდების დროს: "სახელითა მამისათა", -
ხსენებულმა ქრისტეანებმა, რომლებიც დაბნეულნი არიან და ბრკოლდებიან იმის გამო, რომ ამ მღვდელმოქმედებას ორი მღვდელი განსხვავებულად აღასრულებს და ერთმანეთში დავობს, -
ამიტომაც, მოვიწონეთ რა მათი ღვთისმოშიშებრივი თხოვნა, რომელიც მათ ქრისტეანულ მოშურნეობას წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებასთან დაკავშირებით, სულის სიღრმიდან ვაგვირგვინებთ მას ჩვენი ლოცვით, იერუსალემისა და მთელი პალესტინის უნეტარეს და უწმიდეს პატრიარქთან, ბატონ ათანასესთან და მის თანამსახურ ძმებთან ერთად, წინამდებარე საპატრიარქო და კრებითი მიმართვით ვადასტურებთ, რომ ღვთაებრივი და წმიდა ნათლისღება როგორც ყველგან, ასევე ხსენებულ ქრისტეანებთანაც უნდა აღსრულდეს ძველი, საეკლესიო დადგენილებისა და კანონიკური წესის მიხედვით. კერძოდ, ემბაზის წყლით ავსების შემდეგ მღვდელი ხელზე აიყვანს მოსანათლავ ყრმას და მოწოდებით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა", -
აი, ასეთია ძველი გადმოცემა წმიდა და საღმრთო ნათლისღების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოციქულთა კანონებს და ღმერთშემოსილ მამათა კრებსით დადგენილებებს: მოსანათლავის ნათლობისას აუცილებელია მისი სამი სრული შთაფლვა თავითურთ, სადაც პირველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ", -
სწორედ ასეთი ნათლობა მიიჩნევა სრულ, სახარებისა და მოციქულთა კანონების შესაბამის და უფლის მიერ მოციქულებისთვის მიცემული მცნების თანხმიერ ნათლობად, რომელმაც ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
ის, ვინც სხვაგვარად მონათლავს, უნდა დაემხოს თავისი პატივიდან წმიდა მოციქულთა 49-
ამრიგად, აი რას იცავს აღმოსავლეთის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ნათლისღების სრულ და ჭეშმარიტ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომელიც არიგებს, ასწავლის და უბრძანებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, რათა მათაც განუხრელად ასე აღასრულონ ეს საიდუმლო.
ამიტომაც ის, ვინც ყოველდღიურობაში მისდევს და იცავს ეკლესიისთვის ამ მიუღებელ და არასწორ მოქმედებას და არ გამოსწორდება, უნდა დაექვემდებაროს მოციქულთა მიერ დაწესებულ ეპითემიებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად ვწერ წინამდებარე საპატრიარქო მიმართვასაც."
1829 წელი, სექტემბერი, მესამე ინდიქტიონი.
აგათანგელოზი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი.
ხელს აწერენ აგრეთვე:
იერუსალემის პატრიარქი
ზაქარია, ქალკედონის არქიეპისკოპოსი
ნიკიფორე, დერკის არქიეპისკოპოსი
(სინოდის სხვა წევრთა სახელები ჩამოთვლილი არ არის).
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით პატრიარქ აგათანგელოზის მსგავსი განკარგულებები გაუციათ კალინიკე ნიკიელსაც და გრიგოლ სმირნელსაც (მასალები აღებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქთა ეპისტოლეების ორტომეულიდან, რომელიც 1888 წელს გამოიცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. თარგმნილი მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს რუს თანამოძმეებს.
დ) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1756 წლის კრებითი განჩინება
განსაკუთრებით საყურადღებოა კონსტანტინოპოლში პატრიარქ კირილე V (ლუკარისი) დროს კრებითად მიღებული განჩინება ლათინთა დასხმით-
ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას (იგულისხმება ლათინური წყალპკურება -
კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა;
მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და
პართენი პატრიარქი იერუსალიმისა
(О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).
მაშ, ხედავთ, რას ბრძანებენ აღმოსავლელი პატრიარქები ლათინური დასხმით-
რა შეიძლება ითქვას ამაზე მკაფიოდ? სხვა კიდევ როგორ შეიძლება უარვყოთ დასხმითი "ნათლობა"? აღმოსავლელმა იერარქებმა, ე. ჭელიძისგან განსხვავებით, ის "გარყვნილ კაცთა გამონაგონად" და "ზიზღით უკუსაგდებ" ჩვეულებად მიიჩნიეს.
რას დაიმსახურებენ ე. ჭელიძისგან აღმოსავლელი პატრიარქები მათი ამგვარი განცხადების გამო? ვიხილოთ ე. ჭელიძის მსჯელობა: "მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მიმართ სამგზისი დასხმით მონათლულის შთაფლვითად გადანათვლა ანუ გადაშთაფლვა, -
მაშ, თუ ჭეშმარიტების წინაშე, -
"რაი არს სახელი თქუენი?"
ვალდებულნი არიან შეიკდიმონ და სიწრფელით მოგვიგონ:
"მეორედმნათვლელი" არს სახელი ჩუენი".
და ოპონენტი აკეთებს ასეთ "გამანადგურებელ" დასკვნას: "აი, ესაა ჩვენს მიერ ზემოთ რამდენიმეგზის ნახსენები ის "უმთავრესი", რასაც, როგორც მივუთითებდით, განსაკუთრებული შეწრიალებით და ძრწოლით ფარავენ ეს ცრუნი, რაჟამს მათეული ბოროტადთხზული პაექრობითი ფარდაგების სიჭრელეში აჩუმათებენ საკუთარ მეორედნათლულობას ანუ გადაშთაფლულობას.
რა ხდება, რატომ იჩენენ ესოდენ გაფაციცებას, რად არიან ეგზომ უკიდურესად დადარაჯებულნი, რომ ყველას თვალყურისგან ყოვლითურთ მიმალონ თავიანთი ნამდვილი სახე და სახელი, სიკვდილივით რატომ უფრთხიან ამ სახელის სხვათა წინაშე გამჟღავნებას? -
ცოტა ქვემოთ ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ დებულებას და ამბობს: "...უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლული კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული -
მაგრამ, რას დაიმსახურებს თვით ე. ჭელიძე ყველა ზემოთხსენებულ იერარქთაგან? -
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ე. ჭელიძის ამ საშინელი ბრალდების ქვეშ ექცევიან არა მარტო ზემოთ ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი, არამედ რუსულ-
მაშასადამე, ე. ჭელიძის ვერდიქტით, "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნიც", "თავხედნიც" და "დედა-
არ გჯერათ? -
გაგრძელება იქნება