Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
შემობრუნება ძველმორწმუნეობისკენ
სამი საუკუნის წინათ, 1667 წლის 13 მაისს, რუს და აღმოსავლელ ეპისკოპოსთა კრებამ კრულვა დაადო იმ მართლმადიდებელთ, რომლებიც არ დაეთანხმნენ რუსეთის ეკლესიის პატრიარქ ნიკონის ცთომილ წამოწყებას, ძველი საეკლესიო გადმოცემები შეეცვალა მანამდე უცნობი, ძირძველი მართლმადიდებლობისთვის უცხო, ახალბერძნული საეკლესიო წესებით.
ცნობილი რუსი ისტორიკოსი სერგეი ზენკოვსკის თქმით: "ნიკონის დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ისტორიულ ლიტერატურაში გაბატონებული იყო სრულიად უსაფუძვლო შეხედულება (ხაზგასმა ყველგან ჩვენია -
გარდა ამისა, "რასკოლის" ისტორიკოსები სრულიად ცდებოდნენ იმაშიც, რომ თითქოსდა წიგნების შერყვნაში დამნაშავენი იყვნენ არა მხოლოდ ძველი, ადრეული შუასაკუნეების რუსი გადამწერები, არამედ პატრიარქ ნიკონის ის პირველი მოწინააღმდეგეები, რომლებიც 1640-
შეხედულება, რომ თითსოქდა ძველი საღვთისმსახურებო წიგნები "შეურყვნიათ" და სიახლეებით გაუვსიათ ნიკონის პირველ მოწინააღმდეგეებს საეკლესიო რეფორმის საქმეში (ანუ დეკანოზ ამბაკუმს, მღვდელ ივან ნერონოვს, ლაზარეს და სხვებს) საფუძვლიანად უარყო პროფ. ნიკოლოზ კაპტერევმა თავის ფუნდამენტურ შრომებში. ის წერს: "საეკლესიო წიგნთა შემსწორებლები ვერანაირად იქნებოდნენ ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ ამბაკუმი, ნერონოვი, ლაზარე და ნიკონის რეფორმის სხვა მოწინააღმდეგეები..." პროფ. კაპტერევის ცნობით, ასეთ შეხედულებებს ავრცელებდა ტობოლსკის მიტროპოლიტი ეგნატე, რომლის მტკიცებითაც, თურმე, პატრ. იოსების პატრიარქობის მიწურულს მათ საღვთისმსახურებო წიგნებში შეუტანიათ სომხური (!) შეხედულებები და დაუბეჭდავტ, რამეთუ იოსებ პატრიარქი იყო "კაცი მხცოვანი, რომელმაც სიბერის გამო წიგნების შესწორება მიანდო ზემოთხსენებულ მღვდლებს... სწორედ ამ დროიდანო, -
ხსენებული პროფესორის უწყებით, "ეგნატე ტობოლსკელის ეს შეხედულება გადაუმოწმებლად მიიღეს "რასკოლთან" მოპაექრე პოლემისტებმა და რუსმა ისტორიკოსებმა, რომელიც ამ ბოლო დროს (ე. ი. კაპტერევის სიცოცხლეში -
მაშ, თუკი ესენი არა, ვინ იყვნენ ის პირები, რომელთაც იოსებ პატრიარქის დროინდელ ნაბეჭდ წიგნებში შეუტანიათ "რასკოლნიკური" შეხედულებები? პროფ. ნ. კაპტერევის თქმით: "ამ შეკითხვისთვის თავი რომ აერიდებინათ, მიტრ. მაკარიმ თავის ნაშრომში "რუსეთის ეკლესიის ისტორია" ეს ვითარება ახსნა იმ გარემობით, რომ თურმე ამბაკუმი, ლაზარე და სხვები ჩვეულებრივი შემსწორებლები როდი იყვნენ, რის გამოც მათი სახელები ვერ შევიდოდა ამ სიებში. ისინი იყვნენ ზედამხედველები. ასე რომ, ისინი აწარმოებდნენ ყველა დასაბეჭდი წიგნის რედაქტირებას, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ შეეტანათ მათში "რასკოლნიკების" მიერ გაზიარებული შეხედულებები" (იქვე. გვ. 324).
მაგრამ, არც ეს საკმაოდ შერბილებული შეხედულება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა "რასკოლნიკური" სტატიები იოსების დროინდელ წიგნებში თითქოსდა შეტანილია ამბაკუმის, ნერონოვისა და ლაზარეს მიერ, არანაირად არ შეიძლება იქნეს მიღებული, რადგანაც ამ მღვდლებს სინამდვილეში, არასოდეს ჰქონიათ შეხება წიგნთა შესწორების საქმესთან" (იქვე).
მეორე, "განსაკუთრებული თავისებურება ძველმორწმუნეობისა -
1664 წელს მოსკოვის ხარების სახელობის ტაძრის დეკანოზი იყო ნიკიტა. მაშასადამე, მეფე ალექსი მიხეილის ძის სულიერი მოძღვარი სტეფანე ბონიფატიევი, რომელმაც დააწინაურა ნერონოვი, ამბაკუმი და სხვები, ხარების ტაძრის მოძღვრებად უნდა დანიშნულიყო არა უადრეს 1645 -
სტეფანე მჭიდროდ დაუახლოვდა თევდორე რტიშჩევს (მეფე ალექსი მიხეილის ძესთან დაახლოებული პირი -
რაც შეეხება ამბაკუმს, ის თვითონ გვაწვდის მისი მოსკოვში გადმოსახლებასთან დაკავშირებულ ცნობებს. თავიდანვე ის იყო სოფლის მღვდელი ნიჟეგოროდის ოლქში, შემდგომ კი დაინიშნა დეკანოზად იურიევო-
ამბაკუმი უთითებს იმ დროზეც თუ როდის გადმოსახლდა მოსკოვში კოსტრომელი მღვდელი დანიელი, ანუ მაშინ, როდესაც მა მოუწია გამოქცევამ იურიევსკიდან მოსკოვშიო. "ის ჩავიდა კოსტრომაში, საიდანაც მაშინ გააქციეს დანიელ დეკანოზიც". შედეგად, დანიელი მოსკოვში გამოჩნდა ამბაკუმის გამოჩენამდე მცირე ხნით ადრე, ანუ იოსების პატრიარქობის მიწურულს. ხოლო ლონგინოზი რიაზანიდან მოსკოვში გადაყვანილ იქნა უკვე თვით ნიკონის პატრიარქობის პერიოდში.
ამრიგად, პატრიარქ იოსების დროს, წიგნთა სავარაუდო შემსწორებლები, დეკანოზები: იოანე ნერონოვი, ამბაკუმი, დანიელი და ლონგინოზი მოსკოვში გამოჩნდნენ არა უადრეს 1646-
ახლა კი ვიკითხოთ: რანაირად შეეძლოთ ამ პირებს მიეღოთ პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა წიგნთა შესწორებაში და შეეტანათ მათში "რასკოლნიკური" შეხედულებები, რომლებიც დაბეჭდილ იქნენ ჯერ კიდევ მიხეილ თევდორეს ძის პერიოდში, ანუ 1642 წელს, როდესაც არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა მოსკოვში? რანაირად შეეძლო, მაგალითად, ორმოცდაათიან წლებამდე უბრალო და ყველასგან მივიწყებული სოფლის მღვდელს, ამბაკუმს, ნიჟეგოროდის რომელიღაც სოფლიდან ზეგავლენა მოეხდინა მოსკოვში წიგნების ბეჭდვაზე და შეეტანა მათში "უჯერო" სტატიები?
ცხადია, რომ ნერონოვის, ამბაკუმის, დანიელის, ლაზარეს და სხვების წიგნთა შემსწორებლებად ან შესწორებული წიგნების რედაქტორებად მიჩნევა სრულიად შეუძლებელია და შეუსაბამოა ისტორიულ სინამდვილესთან" (იქევ გვ. 325-
ს. ზენკოვსკი წერს, რომ "მთელ რიგ მკვლევართა აზრით, იერარქებისა და მისიონერების მიერ ასეთი შეცდომების დაშვება შესაძლებელი გახდა შუასაუკუნეების რუსეთის მეცნიერული და საეკლესიო აზროვნების სიმწირის გამო" (ს. ზენკოვსკის დასახ. ნაშრ. გვ. 15-
პროფ. კაპტერევი აღნიშნავს, რომ "როგორც არასამართლიანია ის აზრი, თითქოსდა იოსებ პატრიარქის დროს წიგნების შემსწორებლები იყვნენ ნიკონის საეკლესიო რეფორმის ცნობილი მოწინააღმდეგეები, დეკანოზები: ნერონოვი, ამბაკუმი, ლაზარე, დანიელი და სხვები, ასევე არასამართლიანია ის შეხედულებაც, რომლის თანახმადაც ჩვენი საეკლესიო წიგნები პატრიარქ იოსების დროს შეირყვნა და დამახინჯდა იოსების დროინდელ შემსწორებელთა მოღვაწეობით"(პროფ. ნ. კაპტერევის დასახ. ნაშრ. გვ. 328-
ყველა ის გადმოცემა, რომელთაც ასეთი თავგამოდებით იცავდნენ (და იცავენ) ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველთაგანვე მყარად დამკვიდრებულ ჩვეულებას და არა მწვალებლობას, როგორც ამას ამტკიცებდნენ ნიკონიანური რეფორმის აპოლოგეტები. ასე, მაგალითად, ორი თითით პირჯვირსწერას ასწავლიან "ასმუხლიანიკრების" (Стоглавыйсобор) (1551 წ.) მამები, რომელთა შორისაც იყვნენ უგანათლებულესი და სასწაულთმოქმედი წმინდანები (მაგ. მაკარი მიტროპოლიტი, ცნობილი "დიდი საკითხავი თვენის" (Великая четья-
უფრო მეტიც, პროფ. კაპტერევის მტკიცებით: ""რასკოლთან" "მართლმადიდებელ" პოლემისტთა ყველა მცდელობამ როგორმე შეერყიათ ეს ფაქტები და ჩვენამდე მოღწეული ბუნდოვანი და არამკაფიო განმარტებებით სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდწარმოეჩინათ საქმის ვითარება, -
"უნდა ვაღიართოთ, -
ზუსტად ასევე, ისტორიული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა ნიკონიანელ პოლემისტთა მცდელობა, როგორმე ახსნან თუ საიდან შემოვიდა და როგორ დამკვიდრდა რუსეთში ის გადმოცემები, რომელთა "შესწორებასაც" შეუდგა შემდგომ ნიკონ პატრიარქი. მრავალმა მკვლევარმა უბრალო და მეცნიერული ობიექტურობისთვის შეუფერებელი გზა აირჩია და საკმაოდ პრიმიტიულად და მარტივად "გადაწყვიტა" ეს საკითხი: ყველაფერი დაბრალდა რუსების გაუნათლებლობას და უწიგნურობას, რაც კაპტერევის სრულიად სამართლიანი შენიშვნით, გახლავთ "აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუტევებელი შეცდომა" (იქვე. გვ. 336. მტკიცებულებანი იხ. იქვე). მითუმეტეს, რომ ეს გადმოცემები დადასტურდა სხვა სლავ ხალხებსა და საერთოდ სხვა მართლმადიდებელ ერებში (მაგ. სერბებში, ბულგარელებში, რუმინელებში და თვით ბერძნებშიც. იხ. იქვე გვ. 344, 348-
საკვირველია, რომ დღეს, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საკითხის განხილვისას, ამ მოძველებულ და ისტორიულ მეცნიერებაში სრულიად უარყოფილ შეხედულებებს ადგანან საქართველოში გაბატონებული, ახალბერძნულ-
ახლა, ორიოდ სიტყვით რუსულ ისტორიოგრაფიაში "რასკოლის" საკითხის კვლევა-
მეტიც, ცნობილი ისტორიკოსი ნ. მ. კოსტომაროვი ამაღლებულ ეპითეტებსაც კი არ იშურებს. მისი თქმით: "ძველმორწმუნეები" "გონებრივი პროგრესის უდიდესი მოვლენაა" (ციტ. С. Зенковский. "Русское старообрядчество", Москва. "Церковь", 1995 г., стр. 18). ხოლო თვით ს. ზენკოვსკი თავის ზემოთხსენებულ ნაშრომში საერთოდ სიტყვა "რასკოლის" გამოყენებასაც კი ერიდება, და წერს რომ: "ჩვეულებრივ რუსულ ტერმინოლოგიაში, ეს სიტყვა ძველმორწმუნეებთან მიმართებაში გახდა ოდიოზური და უსამართლო" (იქვე. გვ. 23).
მკვლევარის თქმით, რაც უნდა უცნაური იყოს, ადრეული ძველმორწმუნეობის არსისა და რუსეთის ეკლესიის კრიზისის გამოკვლევაში უდიდესი წვლილი "რასკოლნიკთა" დაუძინებელ მტერს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორს, პროფ. ნიკოლაი ივანეს ძე სუბოტინს მიუძღვის, რომელმაც 1875 წელს დაიწყო მასალების გამოქვეყნება ძველმორწმუნეობის ისტორიისთვის სათაურით: "Материалы для истории раскола за первое время его существования". ამ "მასალების" ცხრა ტომში, შემდგომ კი თავის პერიოდულ გამოცემაში "Братское слово", ასევე თავის მონოგრაფიებში დოკუმენტური მასალების ურიცხვ რაოდენობას მოუყარა თავი, რომელთა შორისაა წერილები, ბიოგრაფიები, "ცხოვრებანი", პოლემიკური ტრაქტატები და ისტორული თხზულებები, რომლებიც თვით ძველმორწმუნეთა მიერ იყო დაწერილი. ამ ურიცხვ თხზულებებში, რომლებიც 1650-
XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილების მიზეზთა კვლევაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება პროფ. ნიკოლოზ კაპტერევის აკადემიური და ფუნდამენტური შრომების გამოქვეყნებით. ნიკონის მაშინდელ მოწინააღმდეგეთადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მან "აჩვენა ნიკონის დაუფიქრებელ ქმედებათა საშინელებანი" (იქვე. გვ. 19). "გარდა ამისა, ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელმაც ეჭვი შეიტანა ძველრუსული "ობრიადის" ანუ საეკლესიო წესების "ცთომილობისა" და "უვარგისობის" თეორიაში. პირიქით, მან დაამტკიცა, რომ ძველ წესებში შენარჩუნებულია ადრეული, ძველბიზანტიური წესების მთელი რიგი მახასიათებლები, რომელთა შორისაა ორი თითით პირჯვრისწერაც, რომელიცმოგვიანებით, XII-
ამ საკითხს ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით, ამჯერად კი კვლავ ხსენებული ავტორის სიტყვებით დავკმაყოფილდებით, რომელიც წერს: "ნ. ფ. კაპტერევის წიგნის (იგულისხმება "Патриарх Никон и его противники в деле исправлении церковных обрядов. Москва, 1887 г. -
1898 წელს ლიტერატურის ახალგაზრდა ისტორიკოსმა ა. კ. ბოროზდინმა თავის წიგნში "Протопоп Аввакум" კიდევ უფრო განავითარა პროფ. კაპტერევის დასკვნები, ხოლო 1905 წელს რუსეთის ეკლესიის ავტორიტეტულმა ისტორიკოსმა, პროფ. ე. გოლუბინსკიმ კიდევ ერთხელ დაადაასტურა, რომ ნიკონი, მის კვალობაზე კი ბერძენი იერარქები და 1667 წლის კრებაც უბრალოდ ვერ გაერკვნენ, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევარში რუსულ და ახალბერძნულ წეს-
კონკრეტულ საკითხებთან, კერძოდ, იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა "ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნები უძველეს ბერძნულ ხელნაწერთა საფუძელზე შეასწორა და ძველბერძნულთან მათი უნიფიცირება მოახდინა" რუს ისტორიკოსთა, ფილოლოგთა და თეოლოგთა მიერ მტკიცედ არის უარყოფილი და აღიარებულია როგორც აშკარა ტყუილი და სიყალბე.
პროფ. გოლუბინსკი წერს, რომ "უმეტესწილად საქმე ისეა გაგებული, თითქოსდა ნიკონის მიერ საღვთისმეტყველო წიგნების შესწორებას ძველბერძნულ და ძველსლავურ ხელნაწერებთან იგივეობა ჰქონოდათ განზრახული. უფრო მეტიც, სწორედ ამგვარად მიიჩნევდნენ კიდევაც ნიკონის მიერ გატარებულ რეფორმას. საქმის ამგვარი გაგება სრულიად არამართებულია, რამეთუ მან (ნიკონმა -
იგივე ავტორი ბრძანებს, რომ "ნიკონმა "კონდაკნი" ძველბერძნული და ძველსლავური ხელნაწერების მიხედვით კი არ შეასწორა, არამედ მისი თანამედროვე ახალბერძნული ნაბეჭდი "ევქოლოგიონის" და მისი თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მოქმედი საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა" (იქვე). ამდენად, პროფ. გოლუბინსკის სამართლიანი დასკვნით: "ნიკონის რეფორმა მიზნად ისახავდა რუსული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკის იგივეობას ახალბერძნული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკასთან, ამიტომაც, სრულიად შეუსაბამოა იმის მტკიცება, რომ თითქოსდა წიგნების შესწორება ძველბერძნული და ძველსლავური ლიტურგიკული ხელნაწერების მიხედვით სწარმოებდა" (იქვე).
სხვათა შორის, ერთ-
სიმართლეს არ შეესაბამება აგრეთვე მტკიცება იმისა, რომ თითქოსდა რეფორმა მიზნად ისახავდა "ადგილობრივი საღმრთისმსახურებო წიგნების შესწორებას და მათი გადაწერისას დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას". თვით თანამედროვე ნიკონიანელ მოძღვართა და მეცნიერთა ფილოლოგიური კვლევათა დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგება ამ მტკიცებას, მეტიც, თანამედროვე რუსულ-
ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი "მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს ძველი თარგმანების უპირატესობას XVII საუკუნეში განახლებულ ტექსტებთან შედარებით" (იხ. Б. И. Сове. "Проблема исправления богослужебных книг в России в XIX-
ბ. კუტუზოვის თქმით: "თანამედროვე საღვთისმსახურებო წიგნების რეფორმამდელ წიგნებთან შედარება უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდებიან მაღალხარისხოვან ძველ ტექსტებს" (იხ. ბ. კუტუზოვის ხს. სტატია). და ასეთ დასკვნას აკეთებს არა მარტო ეს მკვლევარი. "ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში აკად. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებული ტექსტის უზუსტობათა და შეცდომათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ.: "Сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და ა. შ.), გრამატიკული ფორმების აღრევები, ბრუნვათა აღრევები, ქვემდებარის გადაქცევა შემასმენლად და სხვები. მეცნიერს სანიმუშოდ მოჰყავს საგალობელთა ტროპარები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, ჩამოთვლის ცოდვებს "რომლებიც შემსწორებლებს ჩაუდენიათ არა მხოლოდ გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და თვით დოგმატიკის სფეროებშიც; ის აგრეთვე უთითებს ტექტსებში არსებულ უამრავ შეცდომას, მათ შორის, კერძო და საზოგადო სახელების აღრევას და პირიქით, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობას და სხვა" (М. Боголюбский. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева". "Православное обозрение". 1874 г., т. VII стр. 97-
რეფორმის შემდგომი ტექსტების უწესივრობის და არასწორი თარგმნის მრავალი მაგალითი მოჰყავს პროფ. მ. დ. მურეტოვსაც, ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალ "შესწორებულ" ტექსტებთან შედარებით, უდავო უპირატესობას ძველ, რეფორმამდელ ტექსტებს ანიჭებს.
ზემოთ ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: ახალი ტექსტების ამგვარი უვარგისობის მიზეზი რუსული ენის სინატიფისა და სიღრმის არმცოდნე უცხოელი "შემსწორებლები" ბრძანდებიან. მაგალითად, პროფ. ნ. კაპტერევის თქმით, "არსენ ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულ ენაზე თარგმნის ყველა ნიუანსს, რის გამოც მისი თარგმანები აშკარად ჩამოუვარდებიან ძველ თარგმანებს... ეპიფანე სლავინეცკი თარგმნისას მკაცრად მისდევდა ბუკვალიზმს, ხშირად თარგმნიდა საკუთარი სიტყვებითაც კი... რის გამოც მისი თარგმანი ბნელია და მოუქნელი, ამის გამოა, რომ ჩვენი საეკლესიო საგალობელთა შინაარსი დღეს ასე ძნელად აღქმადია" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон … т. 1, стр. 485. ციტ. იქვე).
ამრიგად, პროფ. კაპტერევის, ბოროზდინის, გოლუბინსკის, აკად. დიაკონოვის და სხვა მკვლევართა შესანიშნავ ნაშრომთა გამოცემა, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს ძველმორწმუნეობის კვლევის საკითხში, შესაძლებელი გახდა უფრო სპეციალური და ნაკლებად ცნობილი მკვლევარების, ს. ა. ბელოკუროვის, პ. ფ. ნიკოლსკის, კ. პ. ხარლამპოვიჩის, ე. ვ. ბარსოვის, ნ. გიბბენეტის და სხვათ მეტად მნიშვნელოვანი შრომების შედეგად. აღსანიშნავია სხვა მკვლევარებიც: ს. სმირნოვი, ი. ლ. ბასკოვი და ს. ტ. ვესელოვი" (ციტ. ს. ზენკოვსკის დასახ. ნაშრომიდან. გვ. 20-
1905 წლიდან, ცენზურის შესუსტების შემდეგ, როგორც ავტორი გვამცნობს, დღის სინათლეზე გამოდის თვით ძველმორწმუნეთა ნაშრომებიც, რომლებმაც, ცხადია, უფრო მეტი სინათლე შეიტანეს ამ ბნელით მოცული რეფორმის საკითხში (ს. ზენკოვსკის ცნობით, სტაროვერთა ნაშრომები, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც არსებობდა, ოღონდ ეს თხზულებები ფართე, "ევროპეიზირებული" რუსული საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რადგან რუსული ძველმორწმუნეობის მრავალმილიონიან წარმომადგენლებს სიტყვის უფლებას არ აძლევდნენ და უმკაცრესი ცენზურის გამო მათი გამოქვეყნება შეუძლებელი იყო" (იქვე. გვ. 15, 21).
განხეთქილების არსის გარკვევისთვის არანაკლებ იღვაწეს ემიგრაციაში მყოფმა მკვლევარებმაც. ასე, მაგალითად, აღსანიშნავია უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ძველმორწმუნე მეწარმის და საზოგადო მოღვაწის ვ პ. რიაბუშინსკის ნაშრომი "Старообрядчество и русское религиозное чувтво", რომელშიც ავტორი თვით ზენკოვსკის შენიშვნითაც "სამართლიანად აღნიშნავდა, რომ განხეთქილება მოხდა არა "ობრიადული" უთანხმოების, არამედ თვით სარწმუნოებრივ სულისკვეთებაში სხვაობის გამო" (იქვე. გვ. 22). პატრ. ნიკონის სიახლეთა სრულ უაზრობას აღიარებს ა. ვ. კარტაშევიც თავის "ნარკვევებში" (იქვე).
აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნის რუსეთის განხეთქილების გამოკვლევაში თავისი წვლილი შეიტანეს უცხოელმა მკვლევარებმაც, რომელთაგან გამოირჩევა ფრანგი მეცნიერის პიერ პასკალის შესანიშნავი წიგნი დეკანოზ ამბაკუმზე. გერმანული ლიტერატურიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესოა მ. იოანე ქრიზოსტომოსის ნაშრომი "პომორულ სიტყვისგებათა" შესახებ, რომლის ავტორია ძველმორწმუნე ანდრია დენისოვი, რომელიც, ს. ზენკოვსკის შეფასებით, არისXVII ს. მიწურულისა და XVIIIს. დასაწყისის უგამოჩენილესი მოაზროვნე და მწერალი (იქვე. გვ. 22).
ცხადია, ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები და მეტ-
აი ასეთია, ძალზედ მოკლედ, ძველმორწმუნეთა შესახებ დაწერილი ნაშრომების ძირითადი მიმართულება და შინაარსი, რომელიც აშკარად ადასატურებს რუს ისტორიკოსტა და ღვთისმეტყველთა შემობრუნებას ძველმორწმუნეობისკენ, რასაც კარგად გამოხატავს ცნობილი აკადემიკოსის, მ. ა. დიაკონოვის სიტყვები, რომელიც წერდა: "ტრაგიკული გაუგებრობაა ძველმორწმუნეთა ის დევნა, რასაც აღმოსავლეთის იერარქთა აქტიური თანამონაწილეობით მიმართავდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიის (იგულისხმებიან რუსეთში გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის -
დაბოლოს, ძველმორწმუნეობისკენ შემობრუნების ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ნიკონიანური ეკლესიის მიერ 1929 და 1971 წლებში კრებითად მიღებული დადგენილებები, სადაც ნიკონისა და მისი მომხრეების მტკიცებათა საპირისპიროდ მაცხოვნებლად და სრულიად მართლმადიდებლურად იქნენ აღიარებულნი ძველი საეკლესიო გადმოცემები. ამავე კრებებზე მოიხსნა ყველა ის წყევლა-