წერილები - პოლემიკა ყოფილ თანამოძმე ზვიად ნოდიასთან 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

"ძველმართლმადიდებელი"

(Oldbeliever)

პოლემიკა ყოფილ თანამოძმე ზვიად ნოდიასთან

წერილი პირველი

წერილი მეორე

სტაროვერები

ამ რამოდენიმე დღის წინ ბ-მა ზვიად ნოდიამ ჩვენს წინააღმდეგ დაწერა პასკვილი სახელწოდებით ""ოლდბელივერის" და "ქართველი გამალიელის" საყურადღებოდ". პირველ წერილს მაშინათვე გავეცით პასუხი და ვფიქრობდით, რომ ჩვენი განმარტება საკმარისი იქნებოდა ბ-ნ ზვიადის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თანაც ვითხოვდით განემარტა თუ რითი იყო განპირობებული თავის წერილში ჩვენი მოხსენიება ვინმე იეღოვისტ "გამალიელთან" ერთად (მით უფრო, რომ ამ "გამალიელის" მისამართით თუ სამხელად მის წერილში არაფერი თქმულა).

ჩვენი წერილის საპასუხოდ ზვიად ნოდიამ გამოაცხო მეორე პასკვილი რომელსაც პირველის მსგავსი სათაური წაუმძღვარა: "კვლავ "გამალიელ ქართველს" და "ოლდბელიევერს"", სადაც უკვე ქრისტემტყუვრებად და ანტიქრისტეებად გვსახავს. ცხადია, ამ "ქართველი გამალიელის", იეჰოვას მოწმეთა აპოლოგეტის სამხელად არაფერია ნათქვამი და სრულიად გაუგებარია, რატომ ახსენებს პასკვილის ავტორი ჩვენი სარწმუნოებისგან ესოდენ დაშორებული მიმართულების მიმდევარს ჩვენთან ერთად. იმედია ზვიად ნოდია მომავალში მაინც დაანებებს თავს უაზრო და უადგილო შედარებებს და უფრო კონსტრუქციული გახდება.

ბ-ნი ზვიადის მიერ მეორე პასკვილში მოტანილ "არგუმენტებზე" პასუხის გაცემით თავს არ შევიწუხებდით, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. ბ-ნი ზვიადი ჩვენი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, მეუფე პავლეს საერო სახელითა და გვარით, ავთო ხორავად, მოგვმართავს. ბ-ნ ზვიადს ჰგონია, რომ "oldbeliever"-ის სახით მას საქმე აქვს ერთ პიროვნებასთან, არქიეპისკოპოს პავლესთან, რომელიც თურმე, ძველ და ახალ ოპონენტებს (მაგ.: ბ-ნ ედიშერ ჭელიძეს, გ. გაბაშვილს და სხვადასხვა "ფორუმელებს") "სიტყვით კლავს", რაც მის "სარკაზმში, ცილისწამებაში, სიცრუეში, ღვაწლსა (? – oldb. q.) და შეურაცხყოფაში" გამოიხატება, რითაც არღვევს ქრისტეს ერთ ერთ მცნებას "არა კაცს ჰკლა". თანაც, ნუ იტყვით და, "დაუსრულებელი დებატებით ვამპირივით ქანცს აცლის ოპონენტებს, თავად კი არაფერს შეისმენს მათგან და მორიგ იერიშებს იწყებს". ყოველივე ამას კი ზვიად ნოდია არაფრით ასაბუთებს და საკუთარი ფანტაზიის ნაყოფს რეალობად გვისახავს.

როგორც უკვე ვთქვით, თავისი პირველი პასკვილის გამოქვეყნებამდე ბ-ნ ზვიადს ჩვენს პირად მიმართვაში კორექტულობისკენ მოვუწოდეთ და მივწერეთ, რომ ჩვენდამი წერილის მოწერა თუ სურდა, ვინმე იეღოველი "გამალიელი" უნდა ამოეღო თავისი პუბლიკაციის სათაურიდან, რომელიც სრულიად უადგილოდ იყო ჩაკვეხებული მის პირველ პასკვილში და ასევე უაზროდ არის ნახსენები მეორეშიც. ჩვენ არ ვიყავით დებატების წინააღმდეგი, მაგრამ მიმართვასა და პოლემიკის წარმოებასაც ხომ თავისი წესები აქვს. ზვიად ნოდია ამ წესებს არ იცავს და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული თავს ესხმის ძველმართლმადიდებელთა ეკლესიასა და მის მწყემსმთავარს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბ-ნ ნოდიას და დანარჩენ ოპონენტებსაც, რომ სახელწოდება "oldbeliever" შერჩეული გვაქვს ზოგადი მნიშვნელობით. ამ სახელით წერა ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ ქრისტეანს. ეს ქრისტეანთა ის საერთო სახელწოდებაა, რომლის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გამოყენების უფლება, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ, თავიანთი არქიეპისკოპოსის კურთხევით მიენიჭათ. თანაც, ჩვენი ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფის ტაქტიკაა, გამოვიდეთ ერთი სახელწოდებით, რათა ამით მივანიშნოთ ჩვენი შეხედულებების ერთობა და ერთსულოვნება... ყოველივე ამას სულიერ მფარველობასა და ზედამხედველობას უწევს ეკლესიის მწყემსთავარი. ის უკეთებს ამ წერილებს რედაქტირებას, რის გამოც, შესაძლოა წერილები სტილისტურად ერთმანეთს ჰგავს. ჩვენი არქიეპისკოპოსი არავის ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლების მხრივ, თუმცა ჩვენს ნაწერებში გარკვეული კორექტვიები შეაქვს. ამიტომაც, ბ-ნ ნოდიას ვთხოვთ, მომავალში მაინც გაითვალისწინოს ეს ვითარება.

მოდი, ჯერ ჯერობით ეს ვიკმაროთ, რადგან ბ-ნ ნოდიას მეორე პასკვილზე პასუხის გაცემა ისურვა თვით ნოდიას ადრესატმა, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა პავლემ (ხორავა).


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика