Главное меню:
ლია რუსიაშვილი
აღსდექ ლაზარე!
I, II
წინამდებარე წერილი გახლავთ ერთი ოჯახის ძველმართლმადიდებლობაში მოსვლის ისტორია; ეს არის მათი თვალით დანახული ძველმართლმადიდებლობა, ამ სარწმუნოებასთან დაკავშირებული მოვლენები და პიროვნებები. წერილი მით არის საინტერესო, რომ მისი ავტორი, ქ-
სამწუხაროდ, დღეისთვის, ქ-
წერილში დეტალურად არის აღწერილი ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოში აღდგენის ზოგიერთი მხარე, რითაც წერილი ისტორიულ ღირებულებასაც იძენს. წერილი დაწერილია სადად და გასაგებად, ქ-
პირველად ამ ადამიანის შესახებ შევიტყვე მეუღლისაგან, ეს იყო 1988 წელს. მითხრა, რომ უახლოეს დღეებში გასაცნობად უნდა წავეყვანე ერთ პიროვნებასთან, რომელიც ახლო მომავალში ქრისტეანულ კაცობრიობას აუწყებდა...
-
-
მხრები ავიჩეჩე. ბევრი მქონდა წაკითხული მავან-
ის დღეც დადგა. ჩვენ დილით წავედით და იქ, სადაც ამოვყავი თავი, საკმაოდ ბევრი ადამიანი დამხვდა. ინტერესით ვათვალიერებდი ყოველ მათგანს. მამაკაცებს წვერი ჰქონდათ, ხოლო ქალებს თავზე მანდილი ეხურათ. რატომღაც გამახსენდა ჩვენი ტაძრების კედლებზე გამოსახული წინაპრები. ჯერჯერობით ის პიროვნება ოთახში არ იყო, მაგრამ უეცრად ირგვლივ ფუსფუსი ატყდა და ოთახში ქარიშხალივიდ შემოიჭრა იგი -
სიტყვა "ქარიშხალივით" ოდნავ გაზვიდებასაც არ შეიცავს, რადგან... გამოხედვაში და მოძრაობაში არაჩვეულებრივი ძალის ენერგია იგრძნობოდა, ის ყველგან ასწრებდა მისვლას, მოკითხვას, შეგულიანებას, დამოძღვრას და აი, ჩვენთანაც მოვიდა. გამაოცა ამ მაღალი და მოხდენილი გარეგნობის ადამიანის იერ-
-
"ნუთუ ამ ნათელი მზერისა და ღიმილისა ადამიანი თვითმარქვიაა?" -
დაძაბული ვუსმენდი მის ლაპარაკს.
-
-
-
-
-
-
-
-
პირდაღებული ვუსმენდი. ნუთუ ასე უმოწყალოდ მომატყუეს?! არადა მაცხოვარი მართლაც მდინარეში მოინათლა, იქ "სადაც ბევრი წყლები იყო"... ხომ შეეძლო იოანე ნათლისმცემელს წყლის თავზე დასხმით მოენათლა უფალი? მაგრამ არა, ასე არ მოქცეულა, მაშასადამე, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი იყო საჭირო!
შინაგანად ვიგრძენი, რომ იოანეს წუხილი მართალი წუხილი იყო. ისიც აღვითქვი, რომ იგი ძლიერ განსხვავდებოდა ყველა იმათგან, ვისაც ვიცნობდი. რით? განსხვავდებოდა ძლიერი შინაგანი სიმართლით, სრულიად ხალასი, წმიდა სული გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან.
-
-
-
-
შეხვედრა დამთავრდა და მე ყურებჩამოყრილი დავბრუნდი სახლში, როგორი ამბავია? ქრისტიანი მეგონა თავი თურმე წარმართად მიცხოვრია! არ ვიცოდი, რა მეშველა ამ მოულოდნელად თავს დატეხილი სატკივარისთვის, მით უმეტეს, რომ საქართველოში არავინ მეგულებოდა შთაფვლით მონათლული, არც მღვდელი და არც ერისკაცი! მალე მეგობრები მესტუმრენ და გამიკვირდა, როცა მათი აზრი ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, მეტიც, თავგამოდებით შეეცადნენ, საჩქაროდ "ამოვეთრიე ჭაობიდან".
-
-
-
-
-
-
-
-
ამაზე ჩემი მეგობრებიც შეფიქრიანდნენ და დავა ურთიერთობაში განაგრძეს. მე კი უფრო გამიღრმავდა ეჭვები იმის შესახებ, რომ საცოდავ კაცობრიობას მართლაც იტყუებდნენ "სიბნელის ოკეანის" სიღრმეში...
-
მკითხველი დამეთანხმება, რომ ზემოთაღნიშნული სურათი არის დღევანდელი მსოფლიო ეკლესიის სატანური შარჟი! რაც შეეხება ქართველ ერს, მისთვის დიდი შეღავათი არ უნდა იყოს ის რომ ქართულ ეკლესიებში არ ცეკვავენ ულტრათანამედროვე ცეკვებს და არ თამაშობენ გოლფს და კრიკეტს. არანაკლებ შემზარავია ის ბრალდებანი (ცხადია, ფაქტებით დასაბუთებადნი), რომლებიც წაუყენა იოანემ დღევანდელ ქართულ ეკლესიის იერსახეს:
1. მოქმედი ეკლესიები ქცეულია სარკოფაგებად. იატაკზე ახატავენ ჯვრებს.
2. ტაძრები გადაღებილია თანამედროვე პორნოგრაფიული მხატვრობით.
3. მოქმედ ეკლესიებში ზოგან ფუნქციონირებს ტუალეტები.
4. მარხვის დღეებში რთავენ ქორწინების უფლებას.
5. ნათლობისას ცოლ-
6. ქართველი მოძღვარნი რესტორნებში დაბრძანდებიან და ტკბებიან ვარიეტეს მოცეკვავე ქალთა ხელოვნებით.
7. წვეულებებში ყანწით სვამენ ღვინოს, თამადობენ მარხვების დროსაც.
8. მართავენ მუშტიკრივს, ბილწსიტყვაობენ სატრაპეზოშიც კი. ეწევიან აზარტულ თამაშს. მრავლად არიან მხილებულნი უზნეო ყოფის გამო.
9. ამ ბოლო დროს ძალიან არიან გატაცებულნი საფეხბურთო ხელოვნებით. ზოგი ლატარიებმაც მიიზიდა, არცთუ ტყუილად, მანქანებიც კი მოიგეს.
10. აკურთხებენ ფეხბურთს და არაფერს ეკითხებიან ღმერთს. იხდიან პარაკლისებს, რათა ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოუგოს მოწინააღმდეგეს (თუმცა მსგავსი არაფერი ხდება).
11. უყვართ დოღი, ერთობიან ცხენთა სირბილით.
12. არანაკლებ პატივს სცემენ ხელოვნებას, მოსწონთ ჯამბაზთა ოხუნჯობანი.
13. თეატრის სცენაზე ბალერინების ოსტატობოთ იხიბლებიან, საფასურად მათ ხატებს ჩუქნიან.
14. ეკლესიის ეზოებში მიმოფანტულია კერპები. ზოგ კერპს წმიდა გიორგის სახელიც კი შეარქვეს.
15. არის შემთხვევები მიცვალებულთა "ზიარებისა" და ტანსაცმლის მეშვეობით მათი მონათვლისა.
16. მრისხანებისას ხელი აღუმართავთ მორჩილებზე.
17. ეპისკოპოსთა სადგომში ქალები მსახურობენ.
18. მღვდელმსახურებს ბინებში ძაღლები ჰყავთ.
19. ქართველი "მართლმადიდებელი" მოძღვარნი არ ერიდებიან ურთიერთობას მწვალებლებთანაც კი, მათთან სწირავენ და იყოფენ ტრაპეზს.
20. ეპისკოპოს დართეს ცოლის ყოლის ნება.
21. საეკლესიო მსახურნი სამოქალაქო საქმეებით იტვირთავენ თავს.
გასაგებია, რა გრძნობებს გამოიწვევდა ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანში ამგვარად დამახინჯებული ეკლესია და მისი მსახურები. გახედვაც აღარ მინდა შერყვნილი ტაძრებისაკენ. – "არსებობს კი დედამიწის ზურგზე წმიდა ეკლესია, რომელსაც არ შეურყევია იერსახე და წესჩვეულებები?" -
-
თუ როგორ მიაგნო იოანემ ამ ეკლესიას, ეს სტატიის ბოლოსაა ახსნილი. მე კი უდიდესი მოწიწების გრძნობა გამიჩნდა სლავი ძველმართლმადიდებლების მიმართ. როგორი ამბავია, წყვდიადში ჩაფლულ დედამიწაზე, სადაც ჯიუტად ციმციმებს სინათლე და ამ სინათლეს ერთგულად დარაჯობენ ადამიანები, სწორედ ისინი შეიმოსნენ ჩემს თვალში იდუმალი, ღვთაებრივი ფერებით და რაოდენ დიდი იყო სიხარული, როდესაც ერთ დღეს გვაუწყეს, რომ სლავი ძველმართლმადიდებელი ღვთისმსახურები ჩამოდიოდნენ საქართველოში ნათლობის საიდუმლოს აღსასრულებლად!
და, აი ჩამობრძანდნენ კიდევაც! იოანეს სტუმართმოყვარე სახლი ლამპარივით კაშკაშებდა. შორი გზიდან, პერმიდან ჩამოსულ სტუმრებს სიყვარულით ხვდებოდნენ ქართველი მოსანათლები. ნოემბრის პირველი დღეები იდგა. მე დღე-
ცხადია, მირჩევდნენ კიდეც, რომ თავი შემეკავებინა ამჯერად და დავლოდებოდი შესაფერის დროს. მაგრამ, როგორც იტყვიან, მშობიარეს ცალი ფეხი სამარეში უდგას და მეც შეშფოთებული ვიყავი რაიმე არ დამმართვნოდა და უნათლავად არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. ამიტომ ერთ საღამოს მე და ჩემი მეუღლე იოანეს სახლს მივადექით. როგორც ყოველთვის, სიხარულით შეგვეგებნენ და შეგვიძღვნენ მამა ნიკანორთან. მამა ნიკანორი ისვენებდა. ის იყო გამხდარი, საშუალო სიმაღლისა და მკაცრი იერის ღვთისმსახური. მის სახეზე ღიმილი იშვიათად გაიელვებდა, ხოლო თვალები ცივად შემოგვცქეროდნენ. შემდგომ ვიგრძენი, რომ გული უაღრესად თბილი და კეთილშობილი ჰქონდა.
-
მან ყურადღებით შეგვათვალიერა და დაბალი, წამღერებული ხმით მეორე დღისათვის დაგვიბარა, თან გვითხრა, რა მოგვემზადებინა ნათლობისათვის. გაოგნებული ვიყავი ბედის ასეთი შემოტრიალებით. საერთოდ კი გამოირკვა, რომ პირველები ჩვენ ვინათლებოდით, თანაც დანიშნულ დღეს ქრისტეს ბეჭედს იღებდა მარტოდენ ჩვენი ოჯახი (შემდგომ დღეებში მამა ნიკანორი ჯგუფ-
-
მართლაც, როგორც კი მამა ნიკანორმა მანიშნა, ისე შევიჭერი წყალში, თოთქოს გაავებული მტრის ურდო მომდევდა. სლავი ღვთისმსახური შემაღლებულ ფიცარნაგზე იდგა და ვერცხლისფერი სამოსი მზეზე უბრწყინავდა. ყინულივით ცივმა წყალმა სუნთქვა შემიკრა, მაგრამ მამა ნიკანორმა გონს მოსვლა არ მაცალა, ძლიერი ხელით სამჯერ შთაფვლით დამატრიალა წყალქვეშ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, რომელსაც ზარივით მაღალი ხმით ამბობდა და ბოლოს გალურჯებული, მაგრამ ბედნიერი ამოვედი წყლიდან. ყველა მილოცავდა, მათ შორის მამა ნიკანორიც, რომლის მკაცრ და ცივ თვალებშიც პირველად დავიჭირე სითბო და ცრემლი. ამის შემდგომ ბავშვები და მეუღლეც მოინათლნენ და იქვე, გაშლილ ხეობაში აღსრულდა მირონცხება. ასე მეგონა, რომ ანგელოზთა ჟრიამული ისმოდა ციდან -
მეორე დღეს კი ჯვარი დაგვწერეს. ჯვრისწერა იოანეს სახლში აღსრულდა. ოთახი სავსე იყო პერმიდან და ფოთიდან ჩამოსული მღვდელმსახურებით და ამდენად, ეს რიტუალიც განსხვავებული დიდებულებითა და ზეიმით ჩატარდა. საოცარ განცდებს ბადებდა მკაცრი იერის ღვთისმსახურთა ერთობლივი გალობანი. მათ შორის გამოირჩეოდა მამა თევდორე (შემდგომში ფოთის ეპისკოპოსი), თეთრი, ქათქათა წვერით და პატარა მავედრებელი ფიგურით. იგი მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ლოცვისას ცრემლებად იღვრებოდა. ყველანი იმ დღესვე გაემგზავრნენ და ამის მერე ნათლობას და ჯვრისწერას მარტო მამა ნიკანორი და მისი ძმა აღასრულებდნენ. ცხადია, ჩვენი სულიერად დაბადების და ჯვრისწერის ულამაზესი დღესასწაული იოანეს მეუღლის, მიმზიდველი, კეთილშობილი ქალისა და ბრწყინვალე დიასახლისის -
ამის შემდგომ ამინდი ისე აირია, რომ შიშით მივდიოდი თეძამის ხეობაში, სადაც მრევლის დანარჩენი წევრები ინათლებოდნენ. თოვლნარევი ქარიშხალი ისეთი სიძლიერის იყო, რომ მანქანა ზანზარებდა. უკვე ადრე ღამდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობის რიტუალი დილით იწყებოდა, ღამე მაინც მოგვისწრებდა ხოლმე და მეც გაოგნებული შევცქეროდი მისტიკურ სურათს:
-
და, რა თქმა უნდა, მთელი ამ საკვირველი დღეების სულისჩამდგმელი იოანე, განუშორებლივ მის გვერდით იყო. იოანეს ომახიანი, გამამხნევებელი შეძახილები ყველგან ისმოდა. გაწუწული, გათოშილი და თმაწვერდათოვლილი, უზარმაზარი ჩექმებით დააბიჯებდა ატალახებულ ბილიკზე და უმალ იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, სადაც საჭირო იყო. მიკვირდა, რომ მის შემართებას და მგზნებარებას წამითაც ვერ აცხრობდა ის ქანცგამწყვეტი შრომა, რაც სჭირდებოდა ამდენი ხალხის მომსახურებას. იოანე ყოველი ქრისტიანის დაბადებას ბავშვური სიხარულით ეგებებოდა, ხოლო ნათლობის რიტუალის დასრულებას ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე ლამაზი, თბილი სუფრით, დალოცვით და მამა ნიკანორისადმი უსაზღვრო მადლიერებით. უკვირდა, როგორ უძლებს ეს სუსტი აღნაგობის კაცი ასეთ დატვირთვასო... დილით, უთენია, მშიერმწყურვალი იწყებს ლოცვებს და პირველად მხოლოდ ღამის თორმეტ ან პირველ საათზე იღებს საზრდოსო. მამა ნიკანორი კი აუღელვებლად იჯდა ამ დროს სუფრასთან და ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ეს აჟიოტაჟი მას სრულიად არ ეხებოდა!
არ შემიძლია ამ საოცარ ადამიანთან დაკავშირებით არ გავიხსენო ერთი ეპიზოდი. როგორც ავღნიშნე, დღე-
"რა ვქნა, წუხანდელი ბორშჩი მაქვს მარტო! -
"ხომ გითხარი, თვითონაც არ იცოდა როდის მოიცლიდა-
არასოდეს დამავიწყდება, რა თავმდაბლობით და მორჩილებით იჯდა მამა ნოკანორი ჩვენს მწირ, ღარიბულ სუფრასთან და სიამოვნებით შეექცეოდა საზრდელს. ერთ თეფშ წვნიანს და ხმელ პურს! ეს იყო საოცარი, გულისამაჩუყებელი სურათი! ვფიქრობდი, ნუთუ ოდესმე ვნახავ შორეულ ტაიგას და იმ პატარა, ზღაპრულ სოფელს, სადაც მამა ნიკანორისთანა საკვირველი ადამიანები ცხოვრობენ-
ასე შეიქმნა პირველი ქრისტეანული მრევლი საქართველოში!
დიახ, თუკი ბოლო საუკუნის მანძილზე წყალპკურებითი ნათლობით "ბადებდნენ" ქრისტეანეთ, მაშინ გასაგებია, რომ შთაფლვლითი, ანუ ჭეშმარიტი ნათლობით დაბადებული ქრისტეანები პირველ ჭეშმარიტ ქრისტეანულ მრევლად აღიქმებოდნენ ღვთის თვალში!
ამ დროისათვის უკვე განგაშებდა პირველი (ისევ პირველი!) ქრისტეანული გაზეთი -
-
ყველა არასათანადოდ ნათელღებული უნათლავი რჩება! "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისა, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში!" (ქრისტე). კაცობრიობა იღუპება, ადამიანები ცხოვრობენ სიკვდილისთვის, დარღვეულია ნათლობის 50-
არ არსებობს ნათლობა? არ არსებობს რჯულიერი მღვდლობა..."
საქართველოში ისე შემოიჭრნენ და დაფუძნდნენ სექტანტები, ქრთულ ეკლესიას ხმაც არ გაუღია. კარგა ხანია ისმის კრიშნაიდების დოლების ბრაგუნი თბილისის ქუჩებში. გაჩნდნენ თუ არ საქართველოში ორთოდოქსები, ე.ი. ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, უმალ აგვიმხედრდნენ: რაშია საქმე, რამ აღგაშფოთათ? იქნებ მართლმადიდებლობას არა ვქადაგებთ და თქვენ გიპყრიათ იგი? გეკითხებით, არსებობს ეროვნული მართლმადიდებლობა თუ მართლმადიდებლობა ყველა ერისთვის ერთია? რუსული მართლმადიდებლობა კი არ მოგვიტანია საქართველოში, არამედ დევნილი რუსების მიერ შენარჩუნებული. არა გნებავთ? ღმერთს ნებავს, რადგან მან იცის, როგორ გაცოცხლდება "ლაზარე" იმ ძირძველი მართლმადიდებლობის დაბრუნებით.
-
უკვე ავღნიშნეთ, რომ საქართველოში შეიქმნა პირველი ქრისტეანული მრევლი. მაგრამ იგი არ იყო საკმარისი "ლაზარეს" გასაცოცხლებლად. საჭირო იყო დაფუძნებულიყო ნინოს და დავითისეული ჭეშმარიტი ეკლესია და აღვლენილიყო მართალ ღვთისმსახურთა წირვა-
მაგრამ ვინ იქნებოდა იგი, ვინც წაიღებდა ამ ძალაუფლებას და ანთებულ ლამპარს ჩამოიტანდა საქართველოში?
იოანეს აშფოთებდა თავისი შერყეული ჯანმრთელობა. ყველას მოეხსენება, რაოდენ არაადამიანურ სულიერ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს ღვთისმსახურის ცხოვრება. ამიტომ იოანე ელოდა ახალგაზრდა, ძლიერი ადამიანის გამოჩენას, რომელიც იტვირთებდა ღვთიური ლამპრის ჩამოტანას საქართველოში.
მაგრამ უფალს სხვაგვარად ნებავდა...
ერთ დღეს მოულოდნელად პერმში იძახებენ თავად იოანეს.
იგი გუმანობს ღვთის ბრძანებას და მეუღლის თანხმობის გამოთხოვის შემდეგ სასწრაფოდ მიემგზავრება პერმში.
იქ ირკვევა, რომ მეუფე ლეონტის, ერთადერთ ჭეშმარიტ ეპისკოპოსს დედამიწაზე, რომელსაც გააჩნია ხელდასხმის ძალაუფლება -
-
მეუფე ლეონტი ამ შეკითხვას სამჯერ უმეორებს იოანეს და სამჯერვე ერთ პასუხს იღებს:
-
იოანეს ამ დროს უკვე მიღებული აქვს მღვდლის ჩინი. იგი ემშვიდობება მეუფე ლეონტის და მიემართება სასტუმროში, რათა გამგზავრების თადარიგი დაიჭიროს. დილით, უთენია კი.... მორბის გაფითრებული მაცნე და ეუბნება, რომ მეუფე ლეონტი კვდება!!!
სოფელი ვანკოვო, სადაც ეს მოვლენები ვითარდება, პერმიდან სამასი კილომეტრის მოშორებითაა. ტაიგის სიღრმეში არსებული ეს სოფელი ზამთრობით ყინვისა და თოვლის საბურველშია გახვეული. იოანეს სახლიდან მეუფე ლეონტის სახლამდე სამასი მეტრი მაინცაა. თვალ წინ მიდგას, როგორ მიარღვევს ზარდაცემული იოანე წელამდე თოვლს, რათა მომაკვდავ მეუფეს მიუსწროს. და ის ერთიანად გაწითლებული და გახვითქული შეიჭრება ოთახში და რას ხედავს: -
მეუფე ლეონტი კი უეცრად საწოლიდან წამოხტება!
ესაა იოანეს პირველი ხილული სასწაული!
გაშეშებული, ენაჩავარდნილი ხალხის წინ მეუფე ლეონტი ჯარისკაცული ნაბიჯებით დადის და ომახიანად სჭექს:
-
ამის მერე მეუფე ლეონტი მტკიცედ ეუბნება მღვდლებს:
-
ყველასათვის აშკარა ხდება ღვთის ნება...
მეორე დღეს აღსრულდება იოანეს კურთხევა ეპისკოპოსად. ამ საოცარ დღეს როდისმე თავად აგვიღწერს, მე კი ერთ ეპიზოდზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას: ეპისკოპოსად კურთხევის დასასრულს მეუფე ლეონტი იოანეს აწვდის კვერთხს და ეუბნება:
-
და ამას ისეთი სიმძაფრითა და ძალმოსილებით ამბობს, რომ იგრძნობა იმ წამს როგორ გადააწოდა ღვთიური ლამპარი რუსეთმა საქართველოს!!! მეუფე ლეონტი ტირის. ტირის იოანეც. უკვე ხელდასხმამიღებულს უამრავი ხალხი შეძახილებით ეგეგება. ეკლესია გაჩირაღდნებულია, ხოლო ხალხი ფეხქვეშ უფენს სამოსელს. მეუფე ლეონტი დუმს. ირგვლივ ხმაური და მღელვარებაა. მიემართებიან ამ მოვლენის აღსანიშნავად ტრაპეზზე. იმ სიტყვების შემდგომ -
-
ასე მოევლინა საქართველოს პირველი ჭეშმარიტი ეპისკოპოსი, რომელსაც სლავებისგან განსხვავებით, ზარ-
წელი, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის ჟამად იწინასწარმეტყველა იოანე-
მაინც რა ხდება ამ 1994 წლის არეალში?
მოვლენების უფრო ნათლად აღსათქმელად გავაკეთებ მცირე ექსკურსს: როგორც ცნობილია, XVIIს-
გამიჯვნის შემდეგ მოსკოვის ეპისკოპოსი და პერმის ეპისკოპოსი მეუფე გენადის აღარ ემორჩილებიან. მეუფე ფლაბიანე ჩამოდის საქართველოში (ეს ხდება 1988 წელს) და აპირებს აქ დაფუძნებას, რასაც აგრეთვე მთელი ძალისხმევით ცდილობს იოანე. მაგრამ ჩანს ღმერთს არ ნებავდა, რომ რუსი ეპისკოპოსი ჰყოლოდა საქართველოს. მეუფე ფლაბიანე მიემგზავრება მოსკოვში, რათა პირადი საქმეები მოაწესრიგოს და პირობას დებს, რომ მალე დაბრუნდება თბილისში. მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. სამაგიეროდ მიდის მეუფე ლეონტისთან პერმში, დააფიცებს, რომ არ ჰკითხოს თუ რატომ ბრუნდება ისევ ერეტიკოს გენადისთან, მაგრამ დასძენს: "იცოდეთ, სიმართლე თქვენთან არის!"
ამის შემდეგ გადაეხვევა და სამუდამუთ ემშვიდობება. რჩება მარტოოდენ მეუფე ლეონტი, რომელი რამდენიმე წელს მყარად დგას თავის პოზიციაზე, მაგრამ მისცემს რა იოანეს ეპისკოპოსობას, ამის შემდგომ მალე გენადი მას მისატყუებელ ანკესს გადაუგდებს, კერძოდ კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების 13-
-
ამაზე მოწინააღმდეგე დუმდება! მეუფე ლეონტი კი უკვე დაყენებულია! შესაბამისად, რუსეთი, როგორც მესამე სულიერი რომი ამთავრებს თავის ისტორიას!
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხდება ავტოკეფალური და ამრიგად, მსოფლიო საქრისტეანოს ცენტრი რუსეთიდან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში გადაინაცვლებს!
საქართველო ხდება მეოთხე სულიერი რომი!!!
გილოცავ ჩემო სულიერად, ზნეობრივად და ეკონომიურად გაპარტახებულ ქვეყანავ, ამ ღვთაებრივ მისიას!
კიდევ რა ხდება 1994 წელს?
იწყება ძველმართლმადიდებლური ჭეშმარიტი ეკლესიის მშენებლობა, ყოველი წესის და რიგის, ზედმიწევნითი დაცვით!
და აუწყა კიდევაც წიგნით -
დიახ, გაწარმართება, სიბნელის საუკუნეში შეცურება აუწყა მსოფლიოს! და გადარჩენის ბილიკებიც უჩვენა!
დედა-
მაინც რატომ უნდა სლავური მართლმადიდებლობა იოანე-
ეს კითხვა ისევ და ისევ გაისმის და მეჭველთ ვთხოვ ამჯერად საბოლოოდ მოისმინონ განმარტება და შემდგომ სურვილისამებრ დალიონ წყალი არჩეული ჭიქიდან: ასეთია პასუხი ძველმართლმადიდებელი ეპისკოპოსისა.
-
ამდენად არჩევანში არ მოვტყუებულვარ, როცა სულის გადასარჩენად სლავურ ძველმართლმადიდებლობას მოვეჭიდე".
ასე და ამგვარად, თქვენს წინაშეა თვითმხილველისა და თვით დამკვირვებლის მიერ გადმოცემული ამბავი ქართველი ძველმართლმადიდებლური ეკლესიისა.
მაშ გამოფხიზლდი, საქართველოვ! "ლაზარეს გაცოცხლების" ჟამი მომდგარია! როდესაც სრულიად საქართველო შეიმოსება ქრისტეანული სამოსელით და განიწმინდება ერესისგან დაუძლურებული ეკლესიები, კვლავ დაივანებს მათში სულიწმინდის მადლი, მაშინ აღსრულდება ღვთიური ბრძანება:
-
პირველი ნაწილის დასასრული. ნაწილი მეორე