Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ
1. რა განსხვავებაა ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებში დამკვიდრებულ პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის?
2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირჯვრისწერის წესი?
3. ამ ორი წესიდან რომელია სწორი და რატომ?
4. რითი ამართლებენ გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები თავიანთ პრაქტიკას და რატომ უარყოფენ ძველმართლმადიდებლურს?
5. რატომ არ შეიწყნარებენ ძველმოწესეები სამი თითით პირჯვრისწერას?
6. რატომ არის სამი თითით პირჯვრისწერის წესი ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა, ორი თითით პირჯვრისწერის წესი კი არა?
7. რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული?
8. რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია კურთხევის გაცემის ჟამს ორთითიან წყობასთან დაკავშირებით?
9. საიდან მომდინარეობს პირჯვრისწერის წესი?
10. რატომ არის აუცილებელი ორი თითით პირჯვრისწერა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ ასეთ პირჯვრისწერას აქვს ძალა?
11. განეკუთვნება თუ არა პირჯვრისწერის წესი იმ ჩვეულებათა რიგს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა?
12. მაგრამ ხომ ცნობილია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა პირველივე საუკუნიდან იცვლებოდა და რას იწვევდა ეს ცვლილებები?
13. რამდენად ძველია ორი თითით პირჯვრისწერა?
14. კიდევ რა ისტორიული მოწმობები არსებობს, რომლებიც დაადასტურებდნენ ძველ საბერძნეთში და, საერთოდ, მთელს ქრისტეანულ სამყაროში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობას?
15. რა შეიძლება ითქვას ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან და სწავლებებიდან მოტანილ იმ მაგალითებზე, რომლებსაც ახალმოწესე მკვლევარები იმოწმებენ?
16. კიდევ რა შეიძლება ითქვას ორი და სამი თითით პირჯვრისწერის წესთა შესახებ?
17. რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?
დასკვნა
______________________________________________________________
9. საიდან მომდინარეობს პირჯვრისწერის წესი?
პირჯვრისწერის წესი რომ მოციქულთაგან გადმოგვეცა, ამას არავინ ეჭვობს. როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს: "ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თვით სახარებას ვავნებთ უმთავრეს საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს, მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ, ვინ გვასწავლა წერილობით?" (წმ. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ, თუ პირჯვრისწერა სამოციქულო გადმოცემაა, მაშინ, ცხადია, პირჯვრის საწერი თითების წყობაც ასევე მოციქულთა გადმოცემა უნდა იყოს, წარმოადგენდეს, როგორც მოწმობს ღირსი მაქსიმე ბერძენი, რომელიც თავისი წიგნის მე-
ასე რომ, თვით ახალმოწესე ბერძენი იერარქები და რუსი პატრიარქი ნიკონი, მაკარი ანტიოქელის მეთაურობით მიიჩნევდნენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა თურმე წმ. მოციქულთაგან მოდის. ამგვარად, ისინი აღიარებენ, რომ პირჯვრისწერის დროს საჭიროა თითების გარკვეულ წყობად შეკვრა და ეს წყობა მოციქულთაგან გადმოგვეცა. ოღონდ გაბატონებულ "მართლმადიდებელთა" რწმენით, მოციქულთაგან გადმოგვეცა სამი თითით პირჯვრისწერის წესი, ძველმართლმადიდებელთა რწმენით კი ორით.
როგორც კი ამას აღიარებენ, გაბატონებული ეკლესიის აპოლოგეტები თვითონვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ შეხედულებას, რომ პირველი ქრისტეანები თურმე ერთი თითითაც იწერდნენ პირჯვარს. ნიკონის დროინდელი კრება, -
10. რატომ არის აუცილებელი ორი თითით პირჯვრისწერა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ ასეთ პირჯვრისწერას აქვს ძალა?
საგულისხმოა, რომ XVII საუკუნის ძველმორწმუნეთა სულიერი წინამძღოლი, დეკანოზი ამბაკუმი თავის ავტობიოგრაფიულ "ცხოვრებაში" ახსენებს არა ორი, არამედ ხუთი თითით პირჯვრისწერას, რაც იმას ნიშნავს, რომ პირჯვრისსაწერი თითების წყობაში იგულისხმება არა მარტო მაღლა შემართული ორი თითი, არამედ ის სამიც, რომელიც წმ. სამების აღსარების ნიშნად არის შეკრული. უბრალოდ, ჯვართან მიმართებაშია ორი თითი ქრისტეს ზეციდან გარდამოსვლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელში შობის, ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების და მეორედ მოსვლის ნიშანი.
როდესაც, მოსკოვში იმხანად შეკრებილმა "მსოფლიო პატრიარქებმა" და რუსმა იერარქებმა სიტყვით მიმართეს ამბაკუმს და ჰკითხეს თუ რატომ ჯიუტობდა და პირჯვარს ხუთი თითით რატომ იწერდა, თუკი "მთელი პალესტინა, -
მხოლოდ უძველესი, ძველმართლმადიდებელთა მიერ დაცული პირჯვრის საწერი ეს ხუთთითიანი წყობა გამოხატავს უმთავრეს დოგმატებს ქრისტეანობისა (იხ. სურ. 5). სამი თითით პირჯვრისწერისას კი (იხ. სურ. 6) გაუქმებულია ძე ღმერთის განკაცების საიდუმლო და ნაცვლად ღმერთკაცის ჯვარცმის აღსარებისა, რომელიც ადამიანური ბუნებით გაეკრა ძელზე და არა ღვთაებრივით (როგორც მონოფიზიტები ასწავლიან), ჯვარზე ვნების საიდუმლოს სამი თითით გამოხატავენ, რითაც ჯვარცმულად აცხადებენ ღვთაებრივ ბუნებას, წმ. სამებას: მამას, ძეს და სულიწმიდას.
სურ. 5-
11. განეკუთვნება თუ არა პირჯვრისწერის წესი იმ ჩვეულებათა რიგს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა?
არა გვაქვს არავითარი საფუძველი პირჯვრისსაწერი თითების წყობა განვაკუთვნოთ საეკლესიო წეს-
მოციქულთაგან გადმოცემული წეს-
12. მაგრამ ხომ ცნობილია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა პირველივე საუკუნიდან იცვლებოდა და რას იწვევდა ეს ცვლილებები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაბატონებულ ახალმოწესეთა ეკლესიაში გავრცელებულია აზრი, თითქოსდა თავიდანვე ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა (იხ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
ანდა, თუკი ჯვრის სასწაული წმ. ბასილი დიდის თქმით (იხ. ზემოთ) იესუ ქრისტეს სახელის მიმართ გამოიხატება და მისივე თქმით, ჭეშმარიტად მოციქულთა გადმოცემაა, როგორ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქრისტეს სახელის მიმართ ჯვრის გადასახვას ერთი თითით პირჯვრისწერაც გულისხმობდეს? ხომ გვარწმუნებენ ერთი თითით და სამი თითით ჯვრის გამოსახვა ტრიადოლოგიური თვალსაზრისით ერთი და იგივეა და წმ. სამების ღვთაებრივი ბუნების ერთარსობის მაჩვენებელი არისო (იხ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს არსებულა ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში! არც ისტორიული მოწმობებით და არც თითების წყობაში გადმოსაცემი დოგმატური შინაარსის მიხედვით (ერთარსება სამება და განკაცებული მაცხოვარი) არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესის სჯულიერება არ დასტურდება! ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცვალა ორი თითით, რომელმაც გამოდევნა ერთი თითით პირჯვრისწერის წესი და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბერძენთა შორის.
ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ახალმოწესეთა მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს თეორია პირჯვრისსაწერი თითების წყობის "განვითარების" შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტთა მიერაც. აი, რას წერს პროფ. კაპტერევი ამის შესახებ:
"თავდაპირველი და ყველაზე უძველესი ფორმა პირჯვრისსაწერი თითების წყობისა, რომელსაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში იყენებდნენ და ეკლესიის რწმენით (იგულისხმე ახალმოწესეთა ეკლესია -
კაპტერევის აზრით, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი უეჭველი მოწმობები არსებობს. "ასე მაგალითადო, -
"წმ. ეპიფანე ლაპარაკობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეანზე იოსებზე, მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". პირჯვრისწერაში ერთი თითის გამოყენებაზე წერენ: ნეტარი იერონიმე, ნეტარი თეოდორიტე, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე, წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, იოანე მოსხი და VIII საუკუნის პირველ მეოთხედში ანდრია კრიტელი. მხოლოდ კირილე იერუსალიმელთან ვხვდებით ასეთ მოწმობას: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი".
თვით ჯვარი პირჯვრისწერის წესში ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გამოისახებოდა სხვაგვარად, ვიდრე შემდგომ პერიოდში. კერძოდ: ერთი თითით იწერდნენ მაშინ ჯვარს შუბლზე, ზოგჯერ პირზე, თვალებზე, გულზე და საერთოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებზე. ისეთი პირჯვრისწერა, რომელიც ამჟამად გამოიყენება და იწყება შუბლიდან, გადმოდის ჭიპზე, ადის მარჯვენა მხარზე და შემდგომ გადადის მარცხენაზე, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში საერთოდ არ გამოიყენებოდა არამედ, -
"გასაგებია, -
მონოფიზიტობასთან ხანგრძლივმა და შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელსაც ბერძნული ეკლესია ეწეოდა, ბუნებრივად აიძულა მართლმადიდებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ორი თითით პირჯვრისწერისთვის, როგორც თვალსაჩინო და გასაგებ მინიშნებად იმისა, რომ ამგვარად პირჯვრისმაწერალი იყო მართლმადიდებელი ქრისტეანი. მითუმეტეს, რომ სირიაში, ეგვიპტესა და სხვა ბერძნულ ქალაქებში მართლმადიდებლური მოსახლეობა აღრეული იყო მონოფიზიტებთან.
ბერძნებმა ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო შეცვალეს ძველქრისტეანული ერთი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელსაც ოთხას წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდნენ, რომელიც შემდეგ შეცვალეს სამი თითით პირჯვრისწერით. მიზეზი სავარაუდოდ შემდეგშია: თუ ბერძნებმა ერთი თითით პირჯვრისწერის ძველ წესზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავიდანვე მკაცრად მართლმადიდებლური და ეკლესიის დიდ მამათა მიერ აღიარებული ეს ფორმა თანდათანობით თავისთავად არამართლმადიდებლური გახდა, არამედ იმიტომ, რომ მისით ისარგებლეს მონოფიზიტებმა, რომლებმაც ამ წესს, მართლმადიდებელთა საცთუნებლად, დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება, ასე რომ ერთი თითით პირჯვრისწერა გახდა მონოფიზიტობის სიმბოლო, ორი თითით კი -
თუკი ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი მონოფიზიტობა შეწყდა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, -
ორიდან სამ სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც ეს წესი უკვე საბოლოოდ გაბატონდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსებმა, მათზე უადრეს კი სხვა მართლმადიდებელმა სლავებმა, ქრისტეანობა მიიღეს ბერძნებისგან მაშინ, როდესაც, როგორც ვნახეთ, კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის წესი აღიარებული იყო ერთადერთ და სწორ ფორმად და ყველა იყენებდა მას, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების აღმნიშვნელ სიმბოლოს. რუსებმა მას შემდეგ, რაც ბერძნებისგან ქრისტეანობა მიიღეს, კონსტანტინეპოლელი საეკლესიო იერარქებიც მოიწვიეს, რომლებმაც სარწმუნოებაშიც დამოძღვრეს ისინი და ბერძნული ეკლესიის ყოველი წესი და რიგი იქაც დაამკვიდრეს.
აქედან გასაგებია, რომ ქრისტეანობით რუსეთის განმანათლებელმა კონსტანტინეპოლელმა ბერძნებმა, უპირველეს ყოვლისა, რუსებს ასწავლეს პირჯვრისწერა, როგორც მართლმადიდებლობისადმი კუთვნილების ყველასთვის თვალსაჩინო ნიშანი. ცხადია, რომ ბერძნებმა ახალგანათლებულ რუსებს პირჯვრისწერა მათი ჩვეულებისამებრ ასწავლეს, ანუ ისე, როგორც ეს იმ დროს დამკვიდრებული იყო ბერძნებს შორის და რაკიღა მაშინ მართებულ და მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის პირჯვრისწერის აუცილებელ ფორმად ორთითიანი წყობა ითვლებოდა, ბუნებრივია, ბერძნებმა ასეთი პირჯვრისწერა დაამკვიდრეს მათ მიერ მოქცეულ ყველა სლავ ხალხს შორის. აი, საიდან გაჩნდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V) ს в (Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).
როგორც უკვე აღინიშნა, ახალმოწესეობაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომლის თანახმად პირველ საუკუნეში პირჯვარს ერთი თითით იწერდნენ. პირჯვრისწერის ეს ჩვეულება ეკლესიაში IX საუკუნემდე იყო, მაგრამ ამ პერიოდში, მონოფიზიტ-
მოგვიანებით ეკლესიაში ეს ორი თითი იცვლება სამით. პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა თუკი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინეპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, -
ორი თითიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V). ს დ в (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).
ახალმოწესეთა ეს სწავლება პირჯვრისსაწერ თითთა "განვითარების" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას ბადებს. თავად განსაჯეთ: ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეანები პირჯვარს თავიდანვე, ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, ეს წესი იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V), მონოფიზიტთა გამო, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ მართლმადიდებელთა მსგავსეად ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ, რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"? მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა არა IX საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში -
კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, რომ ვითომცდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით, შეცვალეს ნესტორიანელთა გამოც, რომელიც აღმოცენდა მონოფიზიტობამდე და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე ორი საუკუნით უადრეს.
გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით?
არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ -
რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს?
ეს კიდევ არაფერი! -
მართლმადიდებლური ეკლესია თავის მართლმადიდებლურ წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრისსაწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი მსგავსებით.
ცხადია, რომ ახალმოწესეთა ეს სწავლება ისეთივე უსუსურია, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის "გამამართლებელი" ყველა სხვა "არგუმენტი".
13. რამდენად ძველია ორი თითით პირჯვრისწერა?
გვარწმუნებენ, რომ არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა და, ამდენად, ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნიადაგოა, რადგანაც თურმე "საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 203).
ჩვენ უკვე დავიმოწმეთ არსენ იყალთოელის მიერ შედგენილი ძველი ქართული წყარო, "დოგმატიკონი" -
"დოღმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითა,
სჯულთა საღმრთოთა გონების მქონეთა მრთუმელი,
ქრისტეანეთა მზეებრ მანათობელი, იუდეანთა და სარკინოზთა მარღვ
და უთაოთა სომეხთა პირის დამხშველი"
(ქუთ. 564. ფ. 300 ციტ. იქვე).
სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, -
საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос -
აქვე განმარტებულია, რომ ეს კრულვა წმ. მამათა განჩინებას ეყრდნობა, ხოლო თუ გვკითხავენ, ამგვარი ანათემა სადღა წარმოთქვეს წმ. მამებმაო, პასუხად იმავე იაკობიტთა და მონოფიზიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს დავასახელებთ, სადაც გამოთქმულია ეს კრულვა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, -
ხომ უეჭველია, რომ სხვადასხვა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს ეკლესიის ყველაზე ავტორიტეტული მამები დაადგენდნენ ხოლმე, ხოლო საყოველთაო სახელმძღვანელოდ და წესად იგი მხოლოდ მათი საკრებო განჩინების შემდეგ მიიღებოდა. იაკობიტელთა მიღების წესი კი ამ მწვალებლობის გაჩენის დღიდან არსებობს ქრისტეს ეკლესიაში.
რადგანაც იაკობიტელთა მწვალებლობა მონოფიზიტური ერესის ნაშიერია, რაც კონსტანტინეპოლელი არქიმანდრიტის ევტიქის სახელს უკავშირდება, უეჭველია, რომ მონოფიზიტთა და იაკობიტთა მიღების წესიც, იმავე დროს და იქვე, კონსტანტინეპოლში იქნებოდა დადგენილი, რასაც ადასტურებს ავტორიტეტული მკვლევარი და ისტორიკოსი, პროფ. ნ. კაპტერევი თავის ნაშრომში, "Патриарх Никон и царь Алексей Михайлович". ცნობილი იაკობიტელი ისტორიკოსის ასემანის ცნობაზე დაყრდნობით, ის წერს:
"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, ცდილიყო იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის. "როდესაც ხანგრძლივი დავის შემდეგ, -
ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერსოა ის, რომ ქართული ეკლესიაც, ბერძნულის დარად, ზემორეხსენეულ მწვალებელთა მიღებისას ამ წესით სარგებლობდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია: "რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-
"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაფლვითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩვენებულ იყავნ!".
"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
ქ-
შეჩვენების მოცემული ფორმულა გამორიცხავს თითების წყობის ყოველ სხვაგვარ კომბინაციას. მონოფიზიტების მიღების წესში ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი თითით ჯვრის გარდასახვაში, რომელშიც გამოხატულია მონოფიზიტური სწავლება ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ -
მოკლედ, ცხადია, რომ სწორედ მონოფიზიტურმა მწვალებლობამ მოიფიქრა ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა (Н. Каптерев. "Время патриаршества Иосифа", вып. 1, стр. 83. Арсений Уральский. "Оправдание старообрядческой святой Христовой Церкви в ответах на притязательные и недоумительные вопросы нашего времени. Яссы, 1887 г., стр. 84).
დაბოლოს, ყოველივე ზემოთქმულს დავუმატებთ: თვით შეჩვენების ფორმულა გვიდასტურებს, რომ ორთი თითით ჯვრის გარდასახვა თვით ქრისტესგან მოდის, რამეთუ ნათქვამია, "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, -
ასევე სიყალბეა იმის მტკიცებაც, თითქოსდა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის და, საერთოდ, ძველი ქრისტეანობისთვის უცხო იყოს ორი თითით ჯვრის გადასახვა!
ჭეშმარიტებას არ შეესაბამება ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის ტრადიციის არსებობა ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში. რამეთუ არც ერთი თითით და არც სამი თითით პირჯვრისწერა არ გამოხატავს ორბუნებოვანი იესუ ქრისტეს აღსარებას, როგორც ამას ითხოვენ წმ. ბასილი დიდი და წმ. კირილე იერუსალიმელი.
ქრისტეს აღსარების გამომხატველი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი თითი (ქრისტეს ორბუნებოვნების აღსანიშნავად); ამიტომაც, ვინც ორი თითით პირჯვრისწერის წესს ეწინააღმდეგება და სანაცვლოდ სამი თითით პირჯვრისწერის წესს ამკვიდრებს ან ერთი თითით პირჯვრისწერის წესს იზიარებს, განა ღვთისმბრძოლ ევტიქის და დიოსკორეს არ ეთანხმება, რომლებიც ამბობდნენ: "ღვთის განხორციელების შემდეგ მე თაყვანს ვცემ ერთ ბუნებას -
დაბოლოს, როგორ შეიძლება გავიზიაროთ ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მტკიცება თითქოსდა თითთაწყობის რაიმე წესი "უცნობია ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ედ. ჭელიძე), ან ძველი ქრისტეანობისთვის მაშინ, როდესაც ქრისტეანულ ხელოვნებაში არსებობს ამ მტკიცებულების არაჭეშმარიტებისა და სიცრუის მამხილებელი უამრავი დოკუმენტი. სრულიად სამართლიანია ქვემოთ მოყვანილ ციტატაში გამოთქმული აზრი, რომ:
"პირჯვრისსაწერი თითების წყობის შესწავლის საკითხში, ჩვენი აზრით, აუცილებელია, ვიხელმძღვანელოთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებითაც, რომლებიც, როგორც ერთგვარი ისტორია, დაგვეხმარება უფრო მეტი სისრულით გავცეთ პასუხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრისსაწერი ამა თუ იმ წესის არსებობის საკითხს" ("Двоеперстие в памятниках искусства и письменности", Барнаул, 2001 г., стр. 16).
14. კიდევ რა ისტორიული მოწმობები არსებობს, რომლებიც დაადასტურებდნენ ძველ საბერძნეთში და, საერთოდ, მთელს ქრისტეანულ სამყაროში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობას?
ყველაზე ადრეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ ბერძნებში გამოიყენებოდა ორი თითით პირჯვრისწერის წესი ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში.
იმის სურვილით, რომ შეერიგებინა მონოფიზიტები მართლმადიდებლებთან, ანუ მელქიტებთან, -
"ილია გევერის გარდა, -
ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრის წერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).
"ზოგიერთი ცდილობს, -
ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-
15. რა შეიძლება ითქვას ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან და სწავლებებიდან მოტანილ იმ მაგალითებზე, რომლებსაც ახალმოწესე მკვლევარები იმოწმებენ?
პროფ. კაპტერევისა და, საერთოდ, ახლმოწესეთა გაბატონებული ეკლესიის ეს საზოგადო თეორია მიუღებელია მთელი რიგი მიზეზების გამო. მივყვეთ თანამიმდევრობით:
1. ერთი თითით პირჯვრისწერის ვითომცდა სიძველის საჩვენებლად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ახალმოწესე "მართლმადიდებლები" იმოწმებენ წმ. იოანე ოქროპირს, რომელმაც თქვა, "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" ( იმავეს ამტკიცებს თავის წიგნში ბ-
უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის სავალდებულო პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტში მოხსენიებული "თითითა" რამეთუ არცთუ იშვიათად, ცნობიერებაში შესაძლებელია იმგვარი დაშვებანი, როდესაც ლაპარაკია ერთზე, მაგრამ იგულისხმება ორი (ან მეტი); ანუ, როდესაც გონება ორობითს ან მრავლობითს მხოლობითით გამოხატავს. ასე მაგალითად: ხშირად ამბობენ: "ჩემი ყურით მოვისმინე", ან "საკუთარი თვალით მყავს ნანახი", და სხვა მრავალი ამდაგვარნი, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ აქ მსმენელიც და მხედველიც ორივე ყური, ან ორივე თვალია და არა მხოლოდ ერთი; ან თუკი "ფეხით გავეშურე"-
საგულისხმოა, რომ იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემებში მოცემულია ეს "არა თითითა მხოლოდ…" მაშინ, როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა გრიგოლ დიაჩენკომ იოანე ოქროპირის ამ სიტყვების თარგმანში, რომელიც იცავდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მხოლოდ თითებით უნდა გამოვისახოთ ბეჭედი ჯვარი", -
ან რაღა ვთქვათ წმ. კირილე იერუსალიმელის შესახებ, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი… და შემდგ". (იქვე). ამ შემთხვევაში, წმ. კირილე ჯვრის გადასახვას თითებით ითხოვს და არა თითით. თუ VII საუკუნემდე პირჯვარს მხოლოდ ერთი თითით იწერდნენ, საინტერსოა, რას უნდა ნიშნავდეს წმ. კირილეს მოთხოვნა -
წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", რომელიც სინოდის განჩინებით 1824 წელს ითარგმნა იაროსლავის სასულიერო სემინარიაში, ზემოთ დამოწმებულ წინადადებაში წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოიღეს სიტყვა "თითებით" და ჩასვეს სიტყვა "ხელით" ("შუბლზე აშკარად ვქმნათ ხელით, ბეჭედი ჯვარი"). ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში სიტყვების ამგვარი შეცვლა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი", რამეთუ მათთვის თვალი აეხვია ორი თითით პირჯვრისწერისადმი გამეფებული სიძულვილს.
2. "წმ. ეპიფანე ამბობს, -
სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველ ქრისტეანებს შორის. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს საგანს, რაც, ბ-
ამგვარ მეთოდს ბ-
3. "წმ. ბარბარას შესახებ დაწერილი უწყება გვაქვს უწმიდესი მამის სვიმეონ მეტაფრასტის აღწერილობაში; -
"მხევალი ღვთისა ბარბარა ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო. როდესაც იხილა მან, რომ სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: "რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?" მათ მიუგეს: "მამაშენისგან გვებრძანა ასე". ბარბარამ დააძალა მათ, გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი და თქვა: "სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ, ხოლო თუ ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს". დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება. როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგან მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა ქალწული და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით გამოწერა ჯვრის საღვთო სახე შთამომავლობისთვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა თითქოსდა რკინით ამოიჭრა და გამოინიშნა მარმარილოზე, რაც დღემდე ჩანს…".
მოგვიანებით, როდესაც წმ. ბარბარას მამამ იხილა სამი სარკმელი შვილს ჰკითხა: "მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?" მან მიუგო: "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან (იგულისხმება ორი სარკმელი -
რისი მინიშნება სურს ბ-
მკითხველისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სარკმელთა რაოდენობაზე მამა-
4. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი (რომელსაც ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ეყრდნობა პროფ. კაპტერევი) თავის "გასაუბრებაში იტალიელ მამათა და სულის უკვდავების შესახებ" გვიყვება: ვალერიის პროვინციაში მცხოვრები ვინმე ღვთივსათნო კაცის ნექტარიუსის ამბავს, რომელსაც ასეთი სასწაული მოუმოქმედნია. იმ მხარეში, სადაც ნექტარიუსი ცხოვრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონიათ პურის ცხობის წინ მოზელილ ცომზე გამოესახათ ჯვარი ისე, რომ პური თითქმის ოთხ ნაწილად იყოფოდა. ერთხელ მასთან ერთად მცხოვრებ ძმებს, რომლებიც პურს აცხობდნენ, დაავიწყდათ მოზელილ ცომზე ჯვრის გამოსახვა. წმინდანმა ეს შეამჩნია და, როდესაც ძმებმა მოზელილი ცომი ღუმელში შედეს და ნაკვერჩხალი და ფერფლი დააყარეს, პურზე ჯვრის გამოუსახველობის მიზეზი იკითხა. იმწამსვე იმ მიმართულებით, სადაც ნაკვერჩხალქვეშ პური იდო, თითით ჯვარი გამოსახა. ამისგან პურმა გამოსცა ისეთი ხმა, როგორიცა აქვს ცეცხლის სიმხურვალისგან გამტყდარ თიხის ჭურჭელს. როდესაც ღუმელიდან გამომცხვარი პური გამოიღეს იხილეს მასზე ჯვარი, რომელიც გამოსახულ იქნა არა შეხებით, არამედ რწმენით (იხ. Святого отца нашего Григория Двоеслова Собеседования о жизни италийских отцов и о безсмертии души. Москва, 1996 г., кн. первая, гл. 11, стр. 60, 61).
5. ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში: "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრებაში გვიყვება თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, -
საგულისხმოა, რომ ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, დამოწმებული ადგილის კომენტარში გაზიარებულია პროფ. კაპტერევის იდეა პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების შესახებ. პროფ. ა. სიდოროვიც იმეორებს იმ აზრს, რომ "ორი თითით პირჯვრისწერა გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი… კიდევ უფრო გვიანდელია სამი თითით პირჯვრისწერის წესი" (იქვე).
მოტანილი მაგალითები საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყოველი მათგანი აჩვენებს არა ერთი თითით პირჯვრისწერის წესს, არამედ ქრისტეანთა ჩვეულებას, თითით გამოსახონ ჯვარი სხვადასხვა საგნებს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ გაბატონებული ეკლესიის პროფესორები და მკვლევარები (მ. შ. კაპტერევი, სიდოროვი, ჭელიძე და სხვები) ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გასამართლებლად გამოყენებულ ადგილთა თარგმანებს არ გვაწვდიან იმ სიზუსტით, როგორც არის ის გადმოცემული დედანში (ვთქვათ, ძველბერძნულში). ამის საჩვენებლად დავიმოწმებთ თვით ბ-
წიგნში "ეკლესია -
"სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A -
ბერძნული სიტყვა "ტუს დაკტიულუს" ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა "ტუს დაკტიულუს", არამედ "ტო დაქტიულო" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 217-
ცნობილია, რომ ბ-
საბედნიეროდ, პატროლოგ ა. სიდოროვს თავის კომენტარებში ეს ადგილი ძველბერძნული დედნიდანაც აქვს დამოწმებული. მასში ვკითხულობთ: (ძირითად ტექსტშია): "Я же, начертав перстом знамение креста и призвав имя Божие, отогнал от себя всякий страх и увидел, что зверь тотчас же пал на землю бездыханным" (Блаж. Феодорит Кирский. История боголюбцев, изд. "паломник", 1996 г., стр. 157). კომენტარი: "Букв.: "явив перстом памятник победы (трофей) Креста" (იქვე. კომენტარი 41-
საზოგადოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საეკლესიო წყაროების თარგმნისას, იქ, სადაც ლაპარაკია ახალმოწესეთა და ძველმართლმადიდებელთა განმასხვავებელ ნიუანსებზე, ახალმოწესეთა თარგმანებში ასეთი დამახინჯებანი არცთუ იშვიათია. როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოღებულია სიტყვა "თითებით" და ჩასმულია სიტყვა "ხელით". ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში ამგვარი შეცვლა სიტყვებისა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი".
გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიას რომ სძულს ორი თითით პირჯვრისწერა, იმითაც მტკიცდება, რომ "Добротолюбие" -
არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ამ ძველი მართლმადიდებლური ჩვეულების მიმართ (და საერთოდ, იმ საკითხების თარგმანისას, რომელიც ეხება ძველმართლმადიდებელთა და გაბატონებული ეკლესიას შორის არსებულ განსხვავებებს) იჩენენ ქართველი მთარგმნელებიც ოფიციალური "მართლმადიდებლობის" მხრიდან. ასე მაგალითად, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ ახალქართულ ენაზე გამოცემულ "ლიმონარში" ხსენებული ადგილი მოცემულია ძველქართული წყაროს შესაბამისად, მაგრამ მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზონთა გამოცემაში ( იოანე მოსხი "ლიმონარი ანუ სამოთხე". რუფინუსი. "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება". თბილისი 2005წ.) თარგმანი, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის მონაზვნებს ხელთ ჰქონიათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოანე მოსხის ძველი ქართული ტექსტი, შეუსრულებიათ რუსული "Луг духовный" -
მეორე მიზეზი, რომელიც შესაძლებლობას არ გვაძლევს გავიზიაროთ შეხედულება -
იმპერატორ იუსტინიანე II-
16. კიდევ რა შეიძლება ითქვას ორი და სამი თითით პირჯვრისწერის წესთა შესახებ?
როგორც თავიდან ვწერდით, პირჯვრისსაწერი და საკურთხებელი თითების წყობა ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამებისადმი (მამის, ძისა და სულიწმიდის) და წმ. სამების მეორე იპოსტასის, განკაცებული ძე ღმერთის, მაცხოვნებელი მსხვერპლისა, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისადმი რწმენა წარმოადგენს. ასევე, აღვნიშნეთ, რომ სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად გვებოძა ჩვენ, ქრისტეანთ, უძველესი დროიდან როგორც პირჯვრისსაწერი თითების განსაკუთრებული წყობა, ასევე გასაზღვრული ქმედებაც, რაც ამ წყობით ჯვრის გამოსახვასა და ხელის გარკვეული მიმართულებით მოძრაობაში (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ) გამოიხატება. ზემოთთქმულის დასტურად, ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ მოვიტანთ პირჯვრისწერის მართლმადიდებლურ განმარტებას, რათა, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სხვა წესების შედარებით ძველმართლმადიდებლური ჩვეულების სრული სჯულიერება და მისგან განსხვავებული ყველა სხვაგვარი წყობის სრული უსჯულოება წარმოვაჩინოთ.
ამრიგად, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ასე განმარტავს პირჯვრისსაწერად და საკურთხებლად შეკრული თითების წყობას და მათი მეშვეობით შესასრულებელ ქმედებას. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა. ორ დანარჩენს, საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების -
ორი თითით კურთხევის სხვა, ადვილად ხელმისაწვდომ მაგალითს შეიძლება გავეცნოთ იოანე მოსხის "ლიმონარში": "აღიღო კათხაი იგი სავსეი წამლითა და დასწერა მას სამგზის ჯვარი ორითა თითითა თვისითა და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ კათხასა ამას, -
წმიდა მამებისეული ზუსტი დოგმატური გადმოცემის შემცველია სამღვდელმთავრო წირვაზე ერის კურთხევის სამღვდელმთავრო წესიც, როდესაც მღვდელმთავარი ტრიკირიითა (სამსანთლიანი სასანთლე) და დიკირიით (ორსანთლიანი სასანთლე) აკურთხებს ეკლესიაში შეკრებილთ, სადაც ტრიკირია (ბერძნ. … სამი. … სანთელი ) ღმერთის სამპიროვნობის სიმბოლოა, დიკირია კი განკაცებული ღმერთის, წმ. სამების მეორე პირის, იესუ ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს.
ამრიგად, მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებიდან გამომდინარე, წმ. ეკლესია ერთმანეთისგან განცალკევებულად ითხოვს წმ. სამების ერთპიროვნობისა და წმ. სამების მეორე იპოსტასის, ძე ღმერთის განკაცებისა და მისი ორბუნებოვნების აღსარებას, რაც ზემოთ მოტანილ მაგალითებშიც ცხადად არის წარმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ცალკე სამ თითში არაფრით არ შეიძლება მოაზრებულ იქნას განკაცება მაცხოვრისა, რამეთუ სამი თითი აქ წმიდა სამების ღვთაებრივ პირთა ერთობისადმი რწმენას გამოხატავს და, საღვთისმეტყველო განმარტებათა თანახმად, მასში არ არის მოაზრებული ქრისტეს განკაცება. ამ საიდუმლოს (ე. ი. განკაცებას მაცხოვრისა) ცალკე აღმართული ორი თითით (ან დიკირიით, როგორც ეს სამღვდელმთავრო წირვაზე სრულდება) გამოხატავენ, რაც სრულიად მართლმადიდებლურია.
მაგრამ რა ხდება ედ. ჭელიძის მიერ მოცემულ განმარტებებში? გამოხატავს პატივცემული ლექტორის მიერ მოცემული მტკიცებანი ზემოთ მოტანილ დოგმატურ სწავლებას წმ. სამების ერთობისა და ძე ღმერთის განკაცების შესახებ? თუკი სამ თითში, რომელიც, ზემოთ მოტანილ განმარტებათა თანახმად, ღმერთის სამპიროვნობისადმი რწმენის ნიშნად გვაქვს შეკრული, ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება მოიაზრება და არა განკაცება, რამეთუ მეორე იპოსტასი წმ. სამებისა თავისი ღვთაებრიობითაა თანასწორი მამისა და სულიწმიდისა და არა ადამიანური ბუნებით, მაშინ როგორ არის შესაძლებელი, ერთ თითშიაც აღვიარებდეთ ორ ბუნებას მაცხოვრისა? ერთი თითით პირჯვრისწერა ხომ, ედ. ჭელიძის თქმით, იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რამეთუ ტრიადოლოგიური თვალსაზრისით "სამება ყოველთვის ერთარსებაა, და ერთარსება ყოველთვის სამება".
მაგრამ, წმ. მამათა თანახმად, პირჯვრისსაწერ თითთა წყობაში ჯვარცმულის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს აღსარება უნდა იყოს გამოხატული, ხოლო იქ, სადაც წმიდა სამების თანაარსობაზე და სამი ღვთაებრივი პირის ერთობაზეა ლაპარაკი, ჯვარცმული ადამიანური ბუნების მოაზრება დოგმატურ განსაზღვრებათა საწინააღმდეგოა. ასე რომ, ჭელიძისა და გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის მიერ შემოთავაზებულ განმარტებებში ჯვარცმული ქრისტეს აღსარება საერთოდ არ დევს, არადა, სწორედ ამას ითხოვენ ჩვენგან წმ. მამები!
წმ. ბასილი დიდი: "სასწაული ჯუარისასა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი სჯულისკანონი. "მეცნიერება". თბილისი. 1975 წ. გვ. 506).
წმ. კირილე იერუსალიმელი: "ნუ შეგვრცხვება, აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი…" (ციტ. ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 188).
წმ. ეპიფანე კვიპრელი: "აღიბეჭდვის ნიშითა მით ცხოვრებისაითა რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი იქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული. თბილისი. 1979 წ. გვ. 139. ედ. ჭელიძის დასახ. ნაშრ.).
მაშასადამე, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემას მათში ჩადებული უნდა იყოს სრული სარწმუნოებრივი განსაზღვრება, კერძოდ, ის, რომ ჯვარცმულია წმ. სამების მეორე იპოსტასი, რომელიც განკაცდა ჩვენ ცოდვილთათვის და ჩვენივ ცხოვნებისთვის ჯვარს ეცვა თავისი ადამიანური ბუნებით. ეს დოგმატი ხუთივე თითის გარკვეული წყობით არის გამოხატული (სამი შეკრული და ორი ზეაღმართული). მასშია მოცემული ის სარწმუნოებრივი განსაზღვრება, რომლისადმი რწმენა (ანუ რწმენა ღმრთის სამპიროვნობისა და ერთობისა და მეორე პირის განკაცებისა და ჯვარცმისა, აღდგომისა და ამაღლებისა) ანიჭებს პირჯვრისწერას საიდუმლო მადლიან ძალმოსილებას. თითების სწორედ ამ წყობაში დევს ის ინფორმაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად და შეურყვნელად მოდის და რომლისადმი მორწმუნის მიმართებაც პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითთა წყობას საიდუმლო მადლმოსილებისა და ძალის შენარჩუნებას განაპირობებს.
პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი თითების სხვა წყობებში გაუქმებულია ეს დოგმატები, ამიტომაც ადამიანი რწმენას ავლენს არა წმ. სამების მეორე იპოსტასის, განკაცებული ძე ღმერთის მიერ ჯვარცმით მონიჭებული მადლმოსილებისადმი, არამედ სრულიად უცხო, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელ დოგმატებისადმი მიმართებაში. ასეთია ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის და ასევე კურთხევის გაცემის ედ. ჭელიძისეული ვარიანტები (იხ. ქვემოთ), რის გამოც პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ძალმოსილება გაუქმებულია.
აქ შეიძლება მოგვიგონ: "კეთილი, მაგრამ, განა პირველი სამი შეკრული და ბოლო ორი მოკეცილი თითიც იმავეს არ გულისხმობს, რასაც ძველმართლმადიდებლური წყობა თითებისა, სადაც, პირიქით, აღმართულია საჩვენებელი და შუათითი და შეკრულია ცერი, ნეკა და არათითი? განსხვავება ხომ მხოლოდ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში ჯვართან მიმართებაშია სამი თითი; ხოლო მეორე შემთხვევაში, ანუ ძველმართლმადიდებლური წესით, ჯვართან მიმართებაშია ორი და არა სამი თითი".
კიდევ ვიმეორებთ: ჯერ ერთი, 16667 წლის მოსკოვის რეფორმატორული კრებისა, ედ. ჭელიძისა და 1963 წლის ლოცვანში მოცემულ განმარტებათა თანახმად, რომელიც ახალმოწესეთა საზოგადო სწავლებას წარმოადგენს, სამი თითით პირჯვრისწერაში ორი მოკეცილი თითი, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს. ის სრულიად გაუქმებულია, რამეთუ, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ერთი თითით პირჯვრისწერის სახეცვლილებაა (რამეთუ მას ტრიადოლოგიური დოგმატის გამოხატულებად მიიჩნევენ) და სამების ერთარსობას გამოხატავს, -
მესამე, -
ნათლისღების საიდუმლოში, ზეთის ცხებისა და მირონის ცხების რიტუალებში, ადამიანის სხეულის სხვადსხვა ნაწილებზე: შუბლზე, თვალებზე, ღაწვებზე, ნესტოებზე, გულზე, კეფაზე, ხელებზე, მუხლებზე და ტერფებზე ჯვრის გამოსახვა: ზემოდან -
განა სამებაა განკაცებული და გარდამოსული? განა სამება ეცვა ჯვარს? განა სამება აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა? განა სამება ზის მარჯვენით მამისა? (ეს ხომ აბსურდია და ამგვარი ფიქრიც კი სრული უკეთურებაა!) და, თუ გვეთანხმებით, რომ ამგვარად მსჯელობა ყოვლადწმიდა სამების გმობაა, მაშინ რატომ არის პირჯვრისსაწერი თითების ახალმოწესეობრივ კომბინაციაში წინ წამოწეული სამი თითი, რომელსაც იდებენ შუბლზე, ჭიპზე, მარჯვენა და მარცხენა მხრებზე, ხოლო ორი მოკეცილი თითი, ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლო, -
რატომ ეხება სამი თითი, სამების ერთობის სიმბოლო, ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც ეკლესიის მეთაურობის, განკაცების, ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომის და მეორედ მოსვლის სიმბოლოებად ქცეულან? განა ცხადი არ არის, სამი თითით პირჯვრისწერის ახალმოწესეობრივი ჩვეულება პირჯვრისსაწერ თითებში ჩადებული მართლმადიდებლური დოგმატიკის გაუკუღმართება რომ არის?!
გონებადაბნელებულ მწვალებელთა გარდა ვის ძალუძს, თავისი რწმენა და სასოება გამოხატოს ამგვარი უკუღმართი და ღვთისმგმობი სწავლებისადმი. პირჯვრისწერას ხომ მაშინა აქვს ძალი და მადლი, როდესაც პირჯვრისსაწერ თითებში გამოხატული დოგმატური აღმსარებლობისადმი მიმართული რწმენით არის გარდასახული, თუ არადა ხელების უაზრო ქნევად მიიჩნევა წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა მამათა განმარტებების მიხედვით.
ძველქართული მინანქრული ხატი
17. რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?
კურთხევა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, არის თანხმობა ან ნებართვა რაიმე კონკრეტულად განსაზღვრულ, ღვთივსათნო და სულის ცხოვნებისაკენ მიმართულ საქმეზე, ხოლო თუ რომელი საქმეებია ღვთივსათნო და მაცხოვნებელი ჩვენი სულებისთვის, უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან -
პირველი (საერთო) კურთხევა სამყაროს და პირველ ადამიანთა შექმნისთანავე თვით უფალისაგან მიიღო კაცთა მოდგმამ: "და აკურთხა იგინი ღმერთმან, მეტყველმან, აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და ჰმსთავრობდით თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:28).
ხოლო ამის შემდგომ, რჩეული ერის ეგვიპტის ტყვეობისაგან გამოხსნისა და ძველაღთქმისეული ეკლესიის დაფუძნებისთანავე, უფალმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ასწავლა თუ როგორ უნდა ყოფილიყო კურთხეული თითოეული კაცი, ერთგული შვილი ეკლესიისა: "და ეტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი, არქუ აარონს და ძეთა მისთა, ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელმან. ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელნი მათდა მიმართ: გაკურთხენინ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ; გამოაჩინენ უფალმან პირი თვისი შენ ზედა და შეგიწყალენ შენ; და აღიპყარნ უფალმან პირი მისი და მოგეცინ შენ მშვიდობაი; ღაღადებდენ სახელსა ჩემსა ძეთა ისრაელისათა, და მე ვაკურთხნე იგინი" (რიცხვ. 6:22-
ახალაღთქმისეული ეკლესიის დამფუძნებელმა, ძემ ღმრთისა და მაცხოვარმა ქვეყნისა სიტყვითა და საქმითაც გვასწავლა, როგორ უნდა ვაკურთხოთ ძენი ახალი ისრაელისა; თავისი ზეცად ამაღლების წინ იესუ ქრისტემ "განიყვანნა იგინი (მოწაფენი -
წმ. იოანე ოქროპირი სამღვდლო კურთხევას უწოდებს "სულიერ იარაღს, რომელიც ყოველის მხრიდან იცავს ქრისტეანს". ლიტურგიაზე წმ. ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსისა და მღვდლის ხელი სულიწმიდის მოწოდებით ქრისტეს უპატიოსნეს ხორცად და სისხლად შეცვლის პურსა და ღვინოს; ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, ემბაზში სამგზისი შთაფლვით მარადიული ცხოვრებისთვის ბადებს ადამიანს; ნებისმერ ადგილასა და ნებისმერ დროს გადმოჰყავს ღვთის კურთხევა იმ ადამიანებზე, რომლებიც ღირსნი არიან კურთხევისა და ღვთისმოშიშებით ესწრაფვიან მას.
მღვდელმსახურისგან მიღებულ წმ. კურთხევას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, რომ წმ. ანტონი დიდი ჭიქა წყლის დალევასაც კი არ გვირჩევს მის გარეშე. ასევე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ეპისკოპოსთა და მღვდელთა კურთხევის გარეშე არაფრის ქმნას არ გვირჩევს: "რაითა რაოდენსაცა რას იქმოდეთ, თვინიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არ რას ჰყოფდეთ, არამედ, რაითა მღვდელთაცა დაემორჩილენით ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა… და აწ უკუე, რომელი ამათ, არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უსჯულო, რამეთუ ქრისტეს შეურაცხყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს" (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდ. 1988 წ. გვ. 536, 540).
მღვდლისა და, მით უფრო, ეპისკოპოსის მიერ გაცემული კურთხევით უფალი უხილავად ანიჭებს ყოველგვარ სიკეთეს მათ, ვინც გულწრფელად და რწმენით ითხოვს "სიკეთისთვის" (შეად. იაკობ. 4:5) რამეთუ ის, ვინც ითხოვს კურთხევას, ღმერთს უფრო მიმართავს, ვიდრე ადამიანს და მადლობს და ადიდებს ქრისტე მაცხოვარს, რომელიც ამ დროს "მადლის იარაღით", თავის მღვდელმსახურთა ხელით, მოქმედებს.
ასე რომ, "ნაყოფი" კურთხევისა მთხოვნელის რწმენაზე და ღირსებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მაკურთხებელ მღვდლებზე.…აქვე ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმასაც, რომ წვერგაპარსულ მამაკაცებს, სიგარეტისა თუ სულისწარმწყმედელ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიმღებთ, ასევე ბილწადმოუბრებს (ეფეს. 4:29) და სხვა ქრისტეანის სახელის შეურაცხმყოფელ უღირს და უხმარ ჩვეულებებს დაქვემდებარებულებს, ასევე უწმინდურ მდგომარეობაში (დედაკაცურ წესში) მყოფ ქალწულებს და დედაკაცებს, თავდაუბურავ მანდილოსნებს არ მართებთ მიღება კურთხევისა და არც მღვდელი უნდა აძლევდეს ამგვართ კურთხევას, რამეთუ, როგორც წმ. პავლე მოციქული ბრძანებს, ხელმწიფება იგი (ანუ ძალმოსილება, უფლებამოსილება) "რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებლად" ეკლესიისა (2 კორინთ. 10:8), არ შეიძლება მისდა "დასარღუეველად" იქნეს მიმართული.
ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი ღმრთისმსახურის ხელით -
დასკვნა
ამრიგად, პირჯვრისსაწერ თითების წყობას იმდენადა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მასში ჩადებლია უმთავრესი დოგმატური შეხედულებანი.
პირჯვრისწერით, -
კერძოდ კი, პირჯვრისწერა -
თითების წყობის შეცვლით შეიცვალა მთელი ინფორმაცია, რის შედეგადაც ადამიანის რწმენა და სასოება ყალბი, სულისწარმწყმედელი მწვალებლური სწავლებისადმი იქნა მიმართული. ამგვარი პირჯვრისწერა თუ კურთხევა ვერ ანიჭებს ადამიანს საიდუმლო მადლმოსილ ძლიერებას.
მადლი და ძალა ძველმართლმადიდებლური პირჯვრისსაწერი და საკურთხებელი თითების წყობისაგან განსხვავებულ ნებისმიერ წყობას იმიტომ ეკარგება, რომ თითების წყობა გამოხატავს დოგმატურ სწავლებას, რომლისადმი რწმენითა და სასოებით არის განმსჭვალული ყოველი ჭეშმარიტი ქრისტეანი. დაიშალა ეს წყობა? -
ბ-
ანუ, ახალმოწესეთა გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესია თავად აღმოჩნდა მწვალებლური, ვინაიდან არათუ ერეტიკოსი და მართლმადიდებელი ვერ განუსხვავებია ერთმანეთისგან (გავიხსენოთ თუნდაც როგორ "ამორიცხეს" წმინდანთა დასიდან ნიკონმა და მისმა მომხრეებმა წმ. ანნა კაშინსკაია (XIIIს.) მხოლოდ იმიტომ, რომ მის უხრწნელ გვამს თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი კომბინაციით), არამედ დავიწყნია უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემები, რომელიც 1667 წელს, რეფორმის "დამაგვირგვინებელ" კრებაზე, დასწყევლა როგორც მწვალებლობა და ამით საკუთარი თავი შეუყენა ანათემას.
დასასრული.
დასაწყისი წინა გვერდიდან.