Главное меню:
მღვდელი ანდრია მარჩენკო
რატომ არ გამოვიჩინეთ ინტერესი
დე შეაერთოს უფალმა ურთიერთგანშორებულნი სიყვარულით ერთმანეთისა მიმართ,
რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვაღიარებდეთ მამასა და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა".
(ახალმოწესეთა 1971 წლის საეკლესიო კრების საქმეთაგან).
რამდენიმე წლის წინათ ერთ ახალმოწესე მღვდელმთავარს, რომელიც ძველი წესების მიმართ გამოთქმული კრულვების მომხსნელ კრებაში მონაწილეობდა კითხვა დავუსვი: "რითი ხელმძღვანელობდით კრულვათა მოხსნის დროს?" მან, მართალია, მიპასუხა, მაგრამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი მაინც არ გამცა. თითქოსდა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და ირიბად მითხრა: "დიახ, კრულვები მოხსნილია, მაგრამ ძველმოწესეებმა ამ საკითხისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს". აი, ამ მიზეზის გამო და კიდევ მოსკოვის საპატრიარქოს (შემდეგში მს -
დიახ, ძველ წესებს კრულვები მოუხსნეს, მაგრამ რა არის ეს -
ახალმოწესეები წყევლა-
ამ მოვლენიდან ოცდაათი წელი გავიდა. ყოველი კაცისთვის ნათელია, რომ თუ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება, მისი შეფასება შეიძლება მხოლოდ მისი რეალიზაციის შედეგების შეფასებით. და როგორია ამ გადაწყვეტილების ნაყოფი?
განხეთქილება ჯერაც დაუძლეველია. არ არსებობს ტენდენცია შერიგებისკენ. ადამიანები, რომლებიც უკიდურესად დაინტერესებულნი არიან შერიგებაში, თითებზე ჩამოსათვლელია. ახალმოწესეები ყველა ღონეს მიმართავენ აწარმოონ დიალოგები ვისთანაც გინდა, კათოლიკეებიდან მოყოლებული ვუდუს აფრიკული სექტებით დამთავრებული (ამისი დასტურია მიტრ. პიტირიმეს ლოცვა ასიზში, ყველა ჯურის მწვალებელთან ერთად) (სხვათა შორის, ამ ლოცვაში მონაწილეობას ღებულობდა საქართეველოს ახალმოწესე "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო წარმომადგენელიც -
და, საერთოდ, ესენი ვინად მიიჩნევენ ძველმორწმუნეებს? ნუთუ მათ რეალურად შეუძლიათ დაუშვან აზრი, რომ ძველმოწესეობა საეჭვო, "ტაბლიდან დაცვენილი ნასუფრალის" (მთ. 15:27) გამო, დავიწყებას მისცემენ თავიანთ იდეალებს, რომლებიც მრავალასწლოვანი მოწამეობრივი სისხლით არის ნაკურთხი?
ადრე პრინციპები ოცდაათ ვერცხლად იყიდებოდა, ახლა კი გაცვლა-
ყველაზე კომიკური კი ყოველივე ამაში ის არის, რომ არსებითად, მს-
ახალმოწესეთა და ძველმოწესეთა მრავალწლოვანმა იზოლაციამ ერთმანეთს შორის თავისი საბედისწერო როლი ითამაშა: მს-
ძველმოწესეებს დღემდე უყურებენ, როგორც წესთმორწმუნეთ, როგორც ნახევრადწარმართებს. სწორედ ამიტომ, დაახლოება იწყება არა პატრ. ნიკონის რეფორმის საჭიროების თუ საფუძველიანობის საღვთისმეტყველო გააზრებით, არამედ, მაგალითად, სინოდის 1999 წლის 4 ივნისის შემდეგი დადგენილებით: "ორგანიზებულ იქნას ძველმოწესეებთან ერთობლივი საეკლესიო გალობის საღამოები". ეს არის პრობლემის გასაოცარი ვერგაგება! რომელ გალობაზეა ლაპარაკი? ძველმოწესეები სქიზმატიკოსები თუ არიან, განა შეიძლება მათთან ერთად საეკლესიო საგალობლების შესრულება?! თანაც, არის კი ჯეროვანი ლიტურგიკული გალობებით, რომლებზეც კათაკმევლებიც კი არ დაიშვებიან, მოაწყონ საერო კონცერტი? ჭეშმარიტად, რუსულმა ქრისტეანობამ თავისი სულიერი დაცემის აპოგეას მიაღწია! ეს არის საკრალური, ლიტურგიკული ცხოვრების სრული გაამსოფლიურება.
უნებურად იფიქრებ კიდეც, ერთგვარი ხრიკი ხომ არ არის ძველმოწესეთა წინაშე მთელი ეს კეკლუცობა, კრებითი გადაწყვეტილებები და მემორანდუმები? საიდან უბერავს ქარი? ვინ დგას ამ "ძველ-
არავისთვის უცნობი არ არის, რომ 1971 წლის მოხსენება ძველი წესების წინააღმდეგ გამოთქმული კრულვების მოხსნის თაობაზე გააკეთა ისეთმა ოდიოზურმა მღვდელმთავარმა, როგორიც იყო მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი (როტოვი). ამ ადამიანზე რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში რსმე -
ძველმოწესეებთან "დიალოგი" დაიწყო როტოვმა, ხოლო იმავე მოჩვენებითი ღვთისმოსაობის სულისკვეთებით აგრძელებს სახელგანთქმული, ზემოთხსენებული მემორანდუმის მამა მიტროპოლიტი (აწ უკვე პატრიარქი -
ამრიგად, "ძველ-
არა მხოლოდ "ძველ-
მიუხედავად იმისა, რომ ძველმოწესეები -
თანამედროვე ახალმოწესეთა მაღალი ეშელონებისთვის მნიშვნელობა არა აქვს ვისთან აწარმოებენ "ძმურ" დიალოგს და ვისთან შეკრავენ უნიას. ამის დამამტკიცებელია შამბეზის უნია მონფიზიტებთან 1990 წელს, ბალამანდის უნიდა კათოლიკეებთან 1993 წელს, ახლა კი მემორანდუმი ძველმოწესეებთან...
ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ თვით ძველმოწესეებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებიც წამოეგნენ ამ სუროგატული შერიგების ანკესს. ვინ იფიქრედა, რომ მათ, ვინც ყველაზე უფრო ესხმის თავს ჩვენს ეკლესიას და ცილისმწამებლურად უწოდებს მას "ნიკონიანელთა მეხუთე კოლონას", სწორედ მათ მოიწონეს ეს აბსურდული მემორანდუმი.
პირველნი, ვინც ამ ანკესზე წამოეგო და ხელი მოაწერა მემორანდუმს და ახალმოწესეებთან ევქარისტულ ერთობაშიც კი შევიდა, იყვნენ ლატვიელი ბეზპოპოვცები. მაგრამ მსგავსი აბსურდი უმრავლესობამ შეაფასა როგორც გამყიდველობა და მემორანდუმი, ბოლოს და ბოლოს უარყოფილ იქნა.
მეორენი, ვისაც მოეწონა მს-
და საერთოდ, ძველმართლმადიდებელთაგან მხოლოდ ისინი ყლაპავენ ნიკონიანელთაგან გადმოგდებულ ამ ანკესს, რომლებიც ძველ წესებს ეკიდებინა გრძნობისმიერად, ესთეტიკური მოსასრებებით და მათში მხოლოდ გარეგნული სილამაზის მეტს ვერაფერს ხედავენ.
განხეთქილება ძველი წესების შეჩვენებითა და წყევლა-
ნუ იფიქრებთ, ძვირფასო ძმებო, რომ ან მე ან რომელიმე ადამიანს, ვინც თავს მიიჩნევს ქრისტეანად, ახარებდეს განხეთქილებას. არ არის გამორიცხული, რომ მს-
ყველაფერი ხდებოდა ძველმოწესეობის შინაგანი მდგომარეობის სრული ვერგაგების პირობებში. განხეთქილების მიზეზი რომ მხოლოდ წეს-
რას უნდა ველოდოთ მომავალში? რა გვსურს და რისკენ მივისწრაფვით? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი გამთანგველი სქიზმის დაძლევა?
1971 წლის კრების საქმეებში ახალმოწესეებმა დაწერეს, რომ უარყოფენ ძველ წესებთან დაკავშირებულ ყველა შეურაცხმყოფელ გამონათქვამს. დიდება ღმერთს! მაგრამ საჭიროა არ მარტო ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა და ბუტბუტი იმისა, რომ თურმე "შევცდით, ყველაფერში ცარიზმია დამნაშავე", და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, უსირცხვილოდ მოუყვე დღევანდელ თაობას როგორ დასცინოდნენ ახალმოწესეობის წინაპრები რვაკიდურიან ჯვარს, როგორ წვავდნენ მას და ჭრიდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ ქრისტეს სახელს -
ზედაპირული გამონათქვამები კი არ უნდა დაედოს საფუძვლად ერთობას, არამედ კონკრეტული ქმედებებისა და სახელების სახალხო და ხმამაღალი დაგმობა. რადგან, უბრალოდ საერო ხელისუფლება კი არ დევნიდა და აბუჩად იგდებდა ძველმოწესეებს, არამედ გაგულქვავებული მღვდლები და მღვდელმთავრები ხელმძღვანელობდნენ და ახორციელებდნენ მთელს ამ გენოციდს.
ქრისტეანებს ანადგურებდნენ იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ მართლმადიდებლობას. რადგან ის, რასაც ძველმოწესეები იცავდნენ, ის, რისთვისაც მათ ხოცავდნენ სამასი წლის განმავლობაში, მათი მადევრების შთმამომავლებმა 1971 წელს მაცხოვნებლად აღიარეს. რომანოვებმა აღმართეს თავიანთი მახვილი ძველმოწესეების წინააღმდეგ, თუმცა თავისი როლი ამაში შეასრულეს ისეთი ცნობილი პიროვნებების წასისინებამ, როგორებიც იყვნენ პატრიარქი ნიკონი, მიტრ. დიმიტრი როსტოველი, ეპ. პიტირიმე ნიჟეგოროდელი, ეპ. ისიდორე კოლოკოლოვი და საეკლესიო სიახლეთა და სიძველეთმოძულეთა სხვა დამცველები.
როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვას, უბრალოდ კი არ ამბობს: "მე შევცოდე", არამედ ამხელს საკუთარ თავს, ააშკარავებს თუ რაში გამოიხატება მისი ცოდვა, ზუსტად ასე უნდა გაკეთდეს აქაც. გავიხსენოთ წმ. იოანე წინამორბედის სიტყვები, რომელიც მიმართული იყო იუდეველ პირმოთნე სასულიერო პირთადმი: "იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?" (მთ. 3:7-
აუცილებელია ვთხოვოთ ღმერთს ყოველივე ამისთვის პატიება, ვაღიაროთ ეს უმძიმესი ცოდვები, ამის შემდეგ კი მოწვეულ უნდა იქნას საყოველთაო კრება და განხილულ იქნას ყველა ცალკეული კანონიკური, საწესჩვეულებო და ადმინისტრაციული საკითხი.
დამიჯერეთ, ძმანო, სალაპარაკო ბევრია, მაგრამ ნიკონის რეფორმის სიმცდარის და მავნებლობის აღიარების გარეშე, ასევე ძველმოწესეთა წინააღმდეგ აღსრულებული გენოციდის შესახებ პატიოსანი აღიარების გარეშე, მშვიდობა ჩვენს შორის, ვაი, რომ აღარ დამყარდება.
გარდა ამისა, აუცილებელია სერიოზულად იქნეს განხილული საკითხი -
მიდიან წლები, ახალმოწესეები კი ჯიუტად არ აღიარებენ განხეთქილებაში თავიანთი წინაპრების დანაშაულს. ჯიუტად არ სურთ გააგებინონ თავიანთ სამწყსოს ნიკონის რეფორმების მთელი აბსურდულობა და მავნეობა.
მთელი ამ წლების განმავლობაში ახალმოწესეებს არ გამოუციათ არც ერთი ბროშურა, რათა განემარტათ თავიანთი მცირედგანათლებული მრევლისთვის 1971 წლის კრების არა თუ აზრი, არამედ თვით არსებობის ფაქტიც კი.
გადაშალეთ ნებისმიერი კატეხიზმო, და თქვენ ნახავტ, რომ განყოფილებაში, რომელიც პირჯვრისწერას ეძღვნება, მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ სამი თითით პირჯვრისწერის მართებულობის შესახებ, ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ კი სიტყვაც არ არის ნათქვამი. მაშ, ძველი და ახალი წესების რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი?
მეტიც, ფანატიზმი და ფობია ძველმართლმადიდებლობისადმი ახალმოწესე ნეოფიტებსა და მამებში იმდენად დიდია, რომ თვით თავიანთ ძველმოწესე-
ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი მოწოდება სრულიად რუსეთის კრების მოსაწვევად, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხის განსახილველად, თანაბარი უფლებებით, მონაწილეობას მიიღებდნენ ძველმოწესეებიცა და ახალმოწესეებიც. არავითარი სურვილი გულწრფელად იქნეს შეგნებული 1971 წლის კრების დადგენილების მნიშვნელობა.
არადა ბევრია ისეთი საკითხი, რომელზეც საჭიროა დაფიქრება. ნიკონის რეფორმასა და ძველი წეს-
როდესაც ვაკვირდებით მს-
საყოველთაო სიბრმავე შესაძლებლობას არ აძლევს ახალმოწესეთ ისმინონ თავიანთ მამხილებელთა ხმებიც კი. ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოჩენილმა ახალმოწესე ღვთისმეტყველმა, ვიშნის უდაბნოს დაყუდებულმა ბერმა თეოფანემ (გოვოროვმა) ასე იწინასწარმეტყველა დღევანდელ დროებასა და დღევანდელ ახალმოწესეებზე: "სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი, მაგრამ ერთი ნაწილი განუდგება მას, მეორე კი -
და მართლაც, ახალმოწესეებმა აღავსეს თავიანთი ტაძრები ფეტიშიზმის ყველაზე უხეში ფორმებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყველგან, ვაჭრობენ ყოველგვარი "მართლმადიდებლური" თილისმებით და "საეკლესიო" ორდენებს ჩამოჰკიდებენ ათასი ჯურის დამნაშავეებს.
ირღვევა კანონთა უმეტესი ნაწილი, გაქელილია თვით ეკლესიის იდეა, ახალმოწესეებმა თავისი ქრისტეანები დაინაწილეს კასტებად, რომლებიც შედგებიან მოგვებად და მრევლად, რომლის სწავლება, ხელმძღვანელობა სულაც არ არის აუცილებელი; არ არის აუცილებელი მასზე ზრუნვა და მისი აღზრდა, სამაგიეროდ მისი "გაკრეჭა", "ჩამოწველვა" და მოტყუება არის შესაძლებელი.
იტყვით რომ ეს ტყუილია? არა! სამწუხაროდ ეს არის მწარე სიმართლე. ეწვიეთ პრაქტიკულად ნებისმიერ ახალმოწესეობრივ ტაძარს და თვითონ დარწმუნდებით როგორ ინტერესს გამოიჩენენ თქვენდამი, თანაც დააკვირდით, რაში იქნება ეს ინტერესი გამოხატული.
ნებისმიერი დამნაშავე, ლოთი, ნარკომანი, ოლიგარქი და მსგავსი სიბინძურე თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს. და მოგვები მათ ლოცავენ, უშვებენ რა მათ ტაძრებში, განურჩევლად აზიარებენ ყველა საეკლესიო საიდუმლოს და მოპარულ თუ "პატიოსნად" ნაშოვნ ფულებს სცინცლავენ.
მეტყვით, რომ ყველა როდი იქცევა ასე. დიახ, თუმც ცოტანი, მაგრამ გულწრფელი მღვდლები მაინც არსებობენ და მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მთელმა რუსეთმა იცის მათი სახელები. მათთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უფრო ადვილია მართლის გამოყვანა სოდომიდან, ვიდრე მის გამო აიტანო უმრავლესობის უკეთურება.
მაგრამ, მიუხედავად ასეთი დაცემულობისა, ახალმოწესეები აგრძელებენ "ღრუბლებში ფრენას" და გულუბრყვილოდ სჯერათ რომ არიან მართლმადიდებლები და არ არიან დასვრილნი არანაირი მწვალებლობებითა და ცოდვებით.
რა არის სატრაბახო წმინდანთა სიმრავლეში, როდესაც ჯერ კიდევ არ დამდგარა განკითხვის დღე და არავინ იცის, ყველა ამ "კანონიზირებულ" "წმინდანზე" რას იტყვის ღმერთი?!
რა არის სატრაბახო და საამაყო წევრთა სიმრავლეში? ბოლშევიკთა დევნულებამ აჩვენა, სინამდვილეში რამდენი ქრისტეანია რუსეთში და ახლაც კი ტაძრები თითქმის ცარიელია. ურწმუნოთა და სარწმუნოებრივად მოუმზადებელ და გაუნათლებელ ადამიანთა მასობრივი ნათლობებმა კი არ გაამრავლა მის წევრთა რაოდენობა, არამედ უბრალოდ წარხოცა ზღვარი მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის.
რა არის საქებარი ხელისუფალთა კეთილგანწყობაში, როდესაც წმიდა წერილი ამბობს: "მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს" (იგავთა 21:1)?
რა არის სატრაბახო განსწავლულობასა და თვითგამოგონილი ჯილდოებით მკერდის მშვენებაში, თუკი "ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი" (1 კორ. 1:27)?
სატირალია, რომ ადამიანებმა, ქრისტეანებმა, დაივიწყეს თავიანთი დანიშნულება და ყელში აფრინდებიან ერთმანეთს თავიანთი პირველობისთვის, გვარ-
მოდი შევჩერდეთ! მოდი გავწმინდოთ ეკლესია შემთხვევითი ადამიანებისგან, დავიცვათ კანონები, ვემსახუროთ ერთმანეთს სიყვარულით და უფლის სახარებისეულ მცნებათა აღსრულებით. რადგან იქ, სადაც არ არის სახარებისეული ცხოვრება, იქ ვერაფერს გიშველით ფუფუნება და ოქროს გუმბათები. ღმრთის წინაშე ეს ყოველივე არის ბუტაფორია, ბინძური და გულისამრევი სპექტაკლი, ხოლო მღვდლები, რომლებიც არ ზრუნავენ თავიანთ სამწყსოზე -
შევძრწუნდეთ უფლის რისხვით, დაუტევოთ მავნე განხეთქილებანი და ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ იმისი შეგროვება, რაც განაბნიეს ჩვენმა მამებმა; მოდი შევწყვიტოთ ისედაც დაწყლულებული და დასისხლიანებული ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ძიძგვნა, რომელიც არის ქრისტეს ჭეშმარიტი და უბიწო პატარძალი.