Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი XVI
____________________________________________________________________________________________________________________________
წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს
გაგრძელება
დასაწყისი წინა გვერდიდან
* * *
ახლა კვლავ დავუბრუნდეთ "კვიპრიანეს ზემოთწარმოდგენილ შეფასებებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძლურებაში მყოფთა დასხმითად ნათლისღების მოძღვრისეული განმარტება" (ე. ჭ. იქვე. გვ 297).
"არავის არ უნდა აშფოთებდეს ის, უძლურებაში მყოფნი დაპკურებულნი ანუ დასხმულნი წარმოჩნდებიან, რაჟამს ისინი საღვთო მადლს შეუდგებიან, ვინაიდან წმინდა წერილი წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ მეტყველებს და ამბობს: "და ვასხურებ თქვენზე წმიდა წყალს და განიწმინდებით ყველა თქვენი უწმინდურობისგან და ყველა თქვენი კერპისგან, და განგწმენდთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ახალ გულს, და ახალ სულს მოგცემთ თქვენში" (ეზე, 36:25-
ე. ჭელიძეს იქვე მოჰყავს ამ ტექსტის რუსული თარგმანი (კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან): "... И еще: вода окропления очищение есть (Числ. 19, 9). Отсюда явно, что и окропление воды действует на подобие спасительной бани, и когда это бывает в церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истинной веры" (Творения, დასახ. გამოც. Киев, 1891, с. 370-
რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ წმიდა მამა პკურებით ნათლობაზე თავისი შეხედულების გასამართლებლად იმოწმებს ძველაღთქმისეულ მაგალითს, სადაც ნახსენებია პკურება? კერძოდ:
"და ვასხურებ თქვენზე წმიდა წყალს და განიწმინდებით ყველა თქვენი უწმინდურობისგან და ყველა თქვენი კერპისგან, და განგწმენდთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ახალ გულს, და ახალ სულს მოგცემთ თქვენში" (ეზეკ. 36:25-
კიდევ: "და ადამიანი, რომელიც უწმინდური იქნება საღამოს, ის განიწმინდოს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს და წმინდა იყოს. ხოლო თუ არ იქნება განწმენდილი მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება წმინდა, და მოისპობა ეს სული ისრაელისგან, ვინაიდან პკურების წყალი არ არის დაპკურებული მასზე" (რიცხვ. 19:10-
და კიდევ: "მიუგო უფალმა მოსეს და უთხრა: მოიყვანე ლევიტელები ისრაელის ძეებისგან და განწმინდე ისინი. და ასე აღუსრულე მათ მათი განწმენდა: შემოაპკურე მათ განწმენდის წყალი" (რიცხვ. 8:5-
და კიდევ: "პკურების წყალი განწმენდაა" (ძვ. ქართ.: "წყალი პკურებისაი განწმენდა არს") (რიცხვ. 19:9).
ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნავდით (და კიდევ ვილაპარაკებთ), რომ ძველაღთქმისეული საპკურებელი წყალი იყო მადლის სიმბოლო და არა წყალპკურებითი ნათლობისა. ცოდვები კი, მოგეხსენებათ მადლით ჩამოგვერეცხება და არა უბრალოდ თავისა და ტანის დაბანვით (ამაზე მიუთითებს აქ წმ. კვიპრიანეც). საპკურებელი (განმწმენდელი, საკურთხებელი) წყალი ქრისტეს ეკლესიაშიც არსებობს და მით მღვდლები და მღვდელმთავრები აკურთხებენ სახლებს, სხვადასხვა ნივთს, ადამიანებს და სხვა... საგულისხმოა, რომ წყლის ამგვარი პკურების დროს მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: "მადლი სულისა წმიდისა".
რატომღაც უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ ძველ აღთქმაში ეს საპკურებელი (განმწმენდელი) წყალი უნდა შეეზავებინათ წითელი დიაკეულის სისხლთან, რომელიც ბანაკის გარეთ უნდა დაკლულიყო (რიცხვ. 19:1-
ამრიგად, ბანაკის გარეთ დაკლული უბიწო, წითელი დეკეულის სისხლი, რომელსაც უსუპთან ერთად აზავებდნენ საპკურებელ, განმწმენდელ წყალში, წარმოადგენდა ქრისტეს სისხლის სიმბოლოს, უსუპი, ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით არის სიმბოლო იმისა, რომ "სიმხურვალე სიცოცხლისა ანადგურებს სიკვდილის სიცივეს" (Блаж. Феодорит Кирский. Ихъяснение трудных мест божественного писания.Изд. совет. русс. прав. церкви. Москва. 2003. Толк. на кн. Чис., вопр. 35, стр. 156).
დეკეული იყო წითელი, წითელი ამ შემთხვევაში მიანიშნებს მიწიერ სხეულს, რადგან ქრისტემ გამოისყიდა ადამის ცოდვა, ადამის სახელი კი, მოგეხსენებათ ნიშნავს წითელ მიწას (თიხას)" (ნეტ. თეოდორიტე. იქვე).
დამწვარ დეკეულზე მღვდელი ყრიდა კედარის ხეს, უსუპს და მეწამულ ნართს. ეს სიმბოლოებიც ქრისტეს მსხვერპლზე მიუთითებს: კედარის ხე იყო უფლის ჯვრის წინასახე, მეწამული ნართი -
ამრიგად, საპკურებელ წყალში გაზავებული დამწვარი დეკეულის ფერფლი, "წყალი ცხოველი" (რიცხვ. 19:17), რომელიც იყო სჯულისეული უწმინდურების განმწმენდელი, იყო წყალთან შეერთებული მადლის სიმბოლო, რასაც წარმოადგენენ სწორედ ახალაღთქმისეული ნათლობის წყლები, როგორც ბრძანებს წმ. იოანე მახარობელი: "და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოანე 7:38). რიცხვთა წიგნის მე-
ჩვენი ოპონენტები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ძველი აღთქმა მარტო ნათლისღების წინასახეებში ოდენ ქრისტეს სამდღიანი დამარხვის სახეს (შთაფლვას) კი არ წარმოაჩენს თავისი სიმბოლოებითურთ, არამედ წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებსაც.
ამიტომაც, წმიდა მამათა განმარტებით, "საპკურებელი წყალი", რომლითაც ძველ ისრაელში ხდებოდა განწმენდა, წინასახე გახლდათ მადლით განწმენდისა. წმ. კვიპრიანე ამ მაგალითებში მოიაზრებს პკურებით ნათლობას, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ეს მისი კერძო აზრია და არა საზოგადო სჯულმდებლობა. წმ. ეკლესიამ ამგვარი აზრი არ შეიწყნარა. მით უმეტეს, რომ სხვა წმიდა მამებს ეს ადგილები სწორედ ქრისტეს სისხლის პკურებით, კაცობრიობის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვისა და მადლით განწმენდის წინასახეებად მიაჩნიათ. სწორედ ამ თვალსაზრისითა აქვთ ნათქვამი წმიდა მამებს (მაგ. წმ. კირილე ალექსანდრიელს), რომ ეს "საპკურებელი წყალი", შეერთებული დეკეულის სისხლთან ნათლისღების, იგივე მადლით განწმენდის წინასახეა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი დეტალურად განმარტავს საკითხს წითელი დეკეულის შესახებ, რომელსაც წვავდნენ ბანაკის გარეთ (იხ. რიცხვ. თ. 19) და გვასწავლის, რომ დამწვარი დეკეულის ფერფლშერეული წყლის პკურება იყო ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლის, მის მიერ ჯვარზე მიპკურებული სისხლის წინასახე, ამასთან კი, ჯვრით ბოძებული მადლის წინასახეც, რომლის მიერაც განვიწმინდებით ყოველნი და რომელი მადლიც ჩვენ ქრისტეს სიკვდილის სახედ დამარხვით, ანუ სამგზისი შთაფლვით გვეძლევა. წმიდა მამა განგვიმარტავს, რომ მთელი სამსხვერპლო რიტუალი (წითელი დეკეულის შეწირვა) თავიდან ბოლომდე აღვსილია ქრისტეს მაცხოვნებელ მსხვერპლზე მინიშნებებით. იმავეს ბრძანებენ ნეტ. ავგუსტინე და იერონიმეც.
ამრიგად, წმ. კვიპრიანეს მიერ დამოწმებული ძველაღთქმისეული მაგალითები, სხვა წმიდა მამათა განმარტებების მიხედვით, წარმოადგენს არა ნათლისღების საიდუმლოს აღსასრულებელი ფორმის წინასახეებს, არამედ
მოდი, კვლავ წმ. კვიპრიანეს წერილს დავუბრუნდეთ, რომელშიც, როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძლურებაში მყოფთა დასხმითად ნათელღების მოძღვრისეული განმარტება, რაც საბოლოოდ აქარწყლებს ამ თემით (სარეცელზე მყოფთა მდგომარეობით) სპეკულირების ყოველგვარ შესაძლებლობას" (იქვე. გვ. 297). თუმცა ამ თემით მთავარი სპეკულიანტი თვით ე. ჭელიძე ბრძანდება.
გარდა ზემოთ დამოწმებული ადგილებისა, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს ხსენებულ წერილში ყურადღებას ამახვილებს მთელ რიგ გამონათქვამებზე, რომლებზე დაყრდნობითაც ცდილობს წმ. კვიპრიანეს კერძო დამოკიდებულება "უკიდურესად საჭირო აუცილებლობის" შემთხვევაში დასხმითად აღსრულებული ნათლისღებისადმი განაზოგადოს მთელ საეკლესიო პრაქტიკაზე. ცხადია, ე. ჭელიძის მსჯელობას მისი შეხედულებებისადმი უთანხმოებაში მყოფი ოპონენტების ლანძღვაც თან სდევს. წმ. კვიპრიანეს წერილში ამგვარ გამონათქვამთა შორის ე. ჭელიძე ასახელებს შემდეგს: "წყლის დაპკურებაც მაცხოვნებელი განბანვის მსგავსად დასაცველია და როდესაც ამას ეკლესიაში მოქმედებენ, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებლის, ასევე მბოძებლის შეურყვნელი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ მტკიცე-
ე. ჭელიძის აზრით, "კვიპრიანეს ზემორე სწავლების ზოგადობა მკაფიოდ ჩანს მოტანილი ციტატის ბოლო ნაწილში, სადაც პირდაპირაა თქმული, რომ დასხმითი ნათლობა აღესრულებოდა არა მხოლოდ სარეცელზე მყოფთა სახლებში, არამედ ეკლესიაშიც, თანაც არა -
დავუშვათ, მართლა ასეა, მაშინ ჩნდება უცნაური გაურკვევლობა: თუ წმ. კვიპრიანეს განმარტება "დასხმაზე" ეკლესიაში საზოგადოდ მიღებული წესი იყო, როგორ უნდა გასჩენოდა კითხვა მაგნუსს (მიუთუმეტეს, თუ ის, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, ეპისკოპოსი იყო) დასხმითად მონათლულ კლინიკოსებზე? მაგნუსის კითხვა ხაზს უსვამს სწორედ იმ ფაქტს, რომ კლინიკოსთა დასხმითი ნათლობა (და საერთოდ, დასხმითი ნათლობა) არ იყო ეკლესიის საყოველთაო წესი. სხვაგვარად, დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით (მით უმეტეს, თუ ის უკვე არსებული, დამკვიდრებული და პრაქტიკაში გამყარებული საეკლესიო წესი იყო) არავის არანაირი კითხვა არ უნდა გასჩენოდა.
მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე იქედნურად კითხულობს: "განა შეიძლება, აქ დამოწმებულ სიტყვებში ვინმესთვის რაიმე ორაზროვნება იყოს (მათ გარდა, ცხადია, რომლებიც საუკუნოდ წარმწყმედი ამპარტავნული სიცრუის ვნებით არიან მოწყლულნი)?" (იქვე. გვ. 300). "როგორც აღვნიშნავდით, -
შემდეგ კი თავის ადრინდელ ოპონენტთა ამ ციტატას ასეთი კომენტარით "აგვირგვინებს": "აგრერიგად გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედელი საცთურის შთამგესვლელნი, თავიანთ თავს "ძველმართლმადიდებლებს" უწოდებენ, თუმცა სწორედ ძველი ანუ პირველი საუკუნეებისა და მსოფლიო კრებათა ეპოქის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მგმობელნი არიან (?) თუნდაც ზემორე ცრუდოგმატით, რომლის ძირითურთ აღმოსაფხვრელად აქვე დავიმოწმებთ საკუთრივ ძველი ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის საღვთო საყვირის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სრულიად აშკარა და კონკრეტულ პასუხს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მოსდევს ზემომოტანილ ციტატას" ("სული -
ამის შემდეგ კი ე. ჭელიძე ზემორე "ცრუდოგმატის" სამხილებლად იმოწმებს წმ. კვიპრიანეს შემდეგ განმარტებას: "... თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამათ (სარეცელზე მონათლულებს -
«"აი ჭშმარიტად ძველი მართლმადიდებლობის საუკუნოვანი განჩინება: "ნუკი მოტყუვდებიან ესენი, რომ თითქოსდა უნდა მოინათლონ, თუკი ავადმყოფობის სიმძიმეს თავს დააღწევენ და გამოჯანმრთელდებიან", კიდევ: "არ შეუძლიათ მოინათლონ, რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით". და ბოლოს: "სულიწმიდა არ გაიცემა საზომით, არამედ მთლიანი გადაისხმება მორწმუნეზე"».
რა შეიძლება ითქვას წმ. კვიპრიანე კართაგენელის ამ სწავლებაზე, და აქედან გამომდინარე ე. ჭელიძის შეფასებაზეც? ამისთვის ვნახოთ კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიების თარგმანები, სადაც სიტყვასიტყვით წერია: "И потому, сколько нам дано разуметь верою и мыслить, МОЕ МНЕНИЕ таково, что всякого кто получил божественную благодать в Церкви, по закону и праву веры, должно почитать законным христианином. И если кто считает их ничего не получившими, ничего не имущими, потому что они только облиты спасительною водою; то все же ПУСТЬ НЕ ОБОЛЬЩАЮТ ИХ, ЗАСТАВЛЯЯ КРЕСТИТЬСЯ, по освобождении от тяготы болезни и выздоровлении. Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?" (ციტ. Киприан Карфагенский, свщмч. 62. Письмо к Магну о крещении Новациан и о получивших крещение в болезни. ჰტტპ://წწწ.ოდინბლაგო.რუ/კიპრიან-
ამ ტექსტიდან ჩანს, რომ წმ. კვიპრიანე ჯერ-
ე. ჭელიძის თარგმანში ასეა: "ნუკი მოტყუვდებიან ესენი, რომ თითქოსდა უნდა მოინათლონ, თუკი ავადმყოფობის სიმძიმეს თავს დააღწევენ და გამოჯანმრთელდებიან".
კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამოცემებში კი ასე: "და მაინც, ნუ დააბრკოლებენ მათ ("... все же не обольщают их") და ნუ აიძულებენ მოინათლონ ("заставляя креститься") როგორც კი გათავისუფლდებიან სნეულების სიმძიმისგან და გამოჯანმრთელდებიან" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. "Паломник". Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 648).
ამ სიტყვებიდან კი სულაც არ ჩანს, რომ დასხმითი ნათლობა იყო ზოგადსაეკლესიო წესი, რომელიც მარტო სნეულებზე კი არა, ჯანმრთელებზეც აღესრულებოდა ეკლესიაში, არამედ მეტიც, ამგვარად მონათლულებს სთხოვდნენ თავიდან ნათლობას, რაზეც აშკარად მიანიშნებს წმ. კვიპრიანეს სიტყვები.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავტოვებთ ე. ჭელიძის თარგმანს: "არ შეუძლიათ მოინათლონ, რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით", მაინც ის აზრი გამომდინარეობს, რომ წმიდა მამა არ იზიარებდა დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან ნათლობას (ცხადია, შთაფლვით) და დასტურდება ის ფაქტი, რომ ამგვარი ტრადიცია (ანუ დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან ნათლობა) მართლაც არსებობდა.
მაშ, ე. ჭელიძის აზრით, ძველმართლმადიდებელთა გარდა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს "გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედელი საცთურის შთამგესვლელნი, ... ძველი ანუ პირველი საუკუნეებისა და მსოფლიო კრებათა ეპოქის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მგმობელნი ..." და "ცრუდოგმატის" მქადაგებელნი, რომლის "ძირითურთ აღმოსაფხვრელად" დაიმოწმა მან "ძველი ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის საღვთო საყვირის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სრულიად აშკარა და კონკრეტული პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით" ("სული -
ცხადია, წმ. კვიპრიანე კართაგენელის თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტეანები, სასულიერო პირები და შესაძლოა მათ შორის თვით მაგნუსიც. ხოლო საზოგადოდ, ყველა ის მართლმადიდებელი მოძღვარი თუ წმინდანი, რომლებიც, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, ეკლესიის მომდევნო საუკუნეებში ეწინააღმდეგებოდნენ დასხმით ნათლობას. და მეტიც, თავიდან გადანათლავდნენ ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებლებს, რომელთაც თავიანთ მწვალებლურ საკრებულოში დამკვიდრებული ჰქონდათ ნათლობის დასხმით-
ეს უკვე მერამდენედ ლანძღავს ე. ჭელიძე არა მარტო მისთვის საძულველ ძველმართლმადიდებლებს, არამედ როგორც საერთო ეკლესიის (ვგულისხმობ 17-
"აღბორგებული უწმუნოება" და "გველმესიტყვეობა" ჭეშმარიტად სწორედ ეს არის.
დასხმით-
ტერმინში "საეკლესიო ნათლობა" ("церковного крещения") წმ. კვიპრიანე გულისხმობს იმას, რომ ის აღსრულდა ეკლესიის წიაღში. ეს არის ეკლესიაში აღსრულებული მოქმედება, რის გამოც აქვსო მას ძალა და მადლი (შეად.: "Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?"). სხვა ადგილას წმ. კვიპრიანე ასეც წერს: "... წყლის დასხმაც მაცხოვნებელი ემბაზის მსგავსად მოქმედებს, და როდესაც ეს ხდება ეკლესიაში მიმცემისა (მღვდლის -
ამ არგუმენტთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ წმ. კვიპრიანე დასხმითად ნათლობისას ღმრთის მადლის ბოძების პირობად ეკლესიაში მის აღსრულებას იმიტომ ასახელებს, რომ ის კატეგორიულად უარყოფდა ეკლესიის გარეთ მწვალებელთა მიერ შთაფლვით ნათლობებსაც კი. ამიტომაც, შეუძლებელი იყო მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებული ნებისმიერი საიდუმლოს კატეგორიულ უარმყოფელ წმ. კვიპრიანეს არ აღენიშნა, რომ უკიდურესი საჭიროების დროს აღსრულებული მღვდელმოქმედება აუცილებლად მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ის ეკლესიაშია აღსრულებული და არა მის გარეთ.
გარდა ამისა, თვით ტერმინ "საეკლესიო ნათლობის" შესახებ ვიტყვით იმასვე, რაც ვთქვით დასხმითად კლინიკოსთა ნათლობის შესახებ, რომელიც ეეჭვებოდა მაგნუსს (და მის გარდა სხვა ქრისტეანებსაც, როგორც ეს ჩანს წმ. კვიპრიანეს პასუხიდან). კერძოდ, დასხმითი ნათლობის საყოველთაოობას თუ ტერმინი "საეკლესიო ნათლობა" ათვალსაჩინოებს, მაშინ არც მაგნუსს უნდა გასჩენოდა მსგავსი შეკითხვა, მითუმეტეს თუ ის ეპისკოპოსი იყო. არც წმ. კვიპრიანეს უნდა დასჭირვებოდა თქმა იმისა, რომ აცხადებდა "საკუთარ აზრს" იმ ზომით, რა ზომითაც აძლევდა მას ამის შესაძლებლობას მისი თავმდაბლობა ... "რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ...".
რა შუაში უნდა იყოს აქ სწვდება თუ არა ჩვენი სიგლახაკე დასმულ საკითხს, თუ ეს "საეკლესიო წესია"? მაშინ, მიუხედავად იმისა, წვდება თუ არა მის აზრს ჩვენი სიგლახაკე, ეს წესი კატეგორიულად და გადაჭრით უნდა იქნას დაცული, როგორც იცავდა წმ. კვიპრიანე თავის შეხედულებას მწვალებელთა ნათლობის თაობაზე.
ასევე სრულიად უადგილოა ასეთ შემთხვევაში სიტყვა "ვფიქრობთ"... რა არის საფიქრალი იქ, სადაც ლაპარაკია "საეკლესიო საიდუმლოზე", საეკლესიო წესზე, რომელიც ეკლესიის საყოველთაო და მყარი ჩვეულებაა? ფიქრი და განსჯა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და თქმა იმისა, რომ "ამით არავის ვაფრთხილებთ და საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ", ... და რომ ... "ყველას აქვს უფლება, იფიქროს ისე, როგორც სურთ და მოიქცეს ისე, როგორც ფიქრობს" ითქმის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვეევაში, როდესაც ლაპარაკია საყოველთაოდ ცნობილი წესიდან გადახრაზე, განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევაზე, რომელსაც ადგილი არა აქვს ეკლესიის პრაქტიკაში.
და საერთოდ, დასხმა რომ "საეკლესიო ნათლობა" ყოფილიყო, თვით ეს კითხვაც კი არავის უნდა გასჩენოდა. წმ. კვიპრიანე მას ისევე უნდა შეწინააღმდეგებოდა, როგორც ეწინააღმდეგებოდა მწვალებელთა მიღების პრაქტიკაში მათი ნათლობის (და საერთოდ, მათ მიერ აღსრულებული საიდუმლოებების) შეწყნარების საკითხს. რადგან, როგორ არის შესაძლებელი გაჩნდეს კითხვა იმგვარ წესთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადო და საყოველთაოა, საეკლესიოა, ანუ, ე. ჭელიძის განმარტებით, ეკლესიაში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკაა? მაგრამ, რაკიღა ეს შეკითხვა გაჩნდა, რაკიღა ქრისტეანები თავიდან ნათლავდნენ კლინიკოსებს, ცხადია, ე. ჭელიძის ეს მტკიცებაც საფუძველს არის მოკლებული და გახლავთ მხოლოდ ჩვენი ფანტაზიორი "მეცნიერის" "ნააბლაბუდევი" (ჭელიძის ტერმინია).
რატომ არ ამხილა წმ. Kვიპრიანემ, ე. ჭელიძის თქმით, "ეკლესიაში გამოჩენილი სქიზმატიკოსები" და არ უთხრა მათ, -
წმ. კვიპრიანეს მიერ მაგნუსისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით საბოლოოდ ვიტყვით: ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ წმ. კვიპრიანე მადლმიღებულად მიიჩნევდა სნეულებაში დასხმითად მონათლულ ქრისტეანს, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, ე. ჭელიძისგან განსხვავებით, კატეგორიული მტკიცებებისგან თავს ვიკავებთ და ამის საფუძველს თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი გვაძლევს (განსაკუთრებულ შემთხვევებში მონათლულთა საკითხს ჩვენ ქვემოთ, თავის ადგილას შევეხებით).
ამრიგად, მაგნუსისადმი მიწერილი წმ. კვიპრიანეს ეპისტოლედან გამომდინარეობს ასეთი დასკვნა:
1. წმ. კვიპრიანე დასხმით ნათლობას დასაშვებს მიიჩნევს "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" ("в случае крайней необходимости") და ასეთი ვითარებისთვის განმარტავს, რომ: "... წყლის დასხმაც მაცხოვნებელი ემბაზის მსგავსად მოქმედებს, და როდესაც ეს ხდება ეკლესიაში, როგორც მიმცემის (მღვდლის -
2. დასმულ შეკითხვას (შეიძლება თუ არა სჯულიერ ქრისტეანებად ჩავთვალოთ უძლურებასა და სნეულებაში მყოფთა ნათლობა, როდესაც ისინი კი არ განბანილან (ანუ არ შთაფლულან -
წმ. კვიპრიანე თავის აზრს ხსენებულ საკითხზე გამოთქვამს ფრთხილი ვარაუდით და იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: "და იმისდა მიხედვით, თუ რაოდენი გულისხმისყოფა გვებოძა რწმენითა და აზრით, ჩემი შეხედულებით..." ("И потому, сколько нам дано разуметь верою и мыслить, мое мнение таково...") და სხვა...
განსაკუთრებით საინტერესოა წმ. კვიპრიანეს ბოლო სიტყვები, რომლებიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აცამტვერებს ე. ჭელიძის მიერ ქვიშაზე აგებულ საღვთისმეტყველო სტრუქტურას: "ჩემო საყვარელო შვილო, შენს წერილზე გიპასუხე იმ ზომით, რა ზომითაც შეეძლო ეს ჩემს სიგლახაკეს ისე, რომ საკუთარ აზრს არავის ვახვევ; ყველა წინამძღვარი უფლებამოსილია, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ოღონდ ყველა თვითონ გასცემს პასუხს უფალს თავისი ქმედებისთვის" ("Я отписал на письмо твое, возлюбленнейший сын, сколько была в состоянии сделать это наша малая мерность, и показал как мы, посильно, думаем, никому не навязывая своего мнения; всякий предстоятель волен распорядиться по своему усмотрению, имея отдать отчет Господу в своем действии").
ამრიგად, სად არის აქ წმ. კვიპრიანეს "სჯულმდებლობა", "საეკლესიო წესის" ურყევი გადმოცემა? თუ ეს არის წმიდა მამის კერძო აზრი, რომელსაც ის თავს არავის ახვევს? ცხადია, ეს წმიდა მამის კერძო აზრია და არა მისი სჯულმდებლობა ან ურყევი საეკლესიო წესი...
ე. ჭელიძემ დაამახინჯა წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი იმით, რომ მან წმ. კვიპრიანეს კერძო და მოკრძალებულ ვარაუდებს მიანიჭა სჯულმდებლობითი, ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობა. აზრები, სადაც ჩანს წმიდა მამის კერძო, ვარაუდის ფორმით გამოთქმული ხასიათი, აიყვანა სავალდებულო დოგმატის რანგში. ის ადგილი, სადაც ჩანს, რომ კვიპრიანე არავის უკრძალავს მისი აზრის საწინააღმდეგო შეხედულების ქონას და არც განიკითხავს მათ ამის გამო და ე. ჭელიძესავით "გველმესიტყვეებს" არ უწოდებს, გამოაცხადა წმიდა მამის ზოგადსაეკლესიო რჯულდებად, ზოგადსაეკლესიო წესად.
ე. ჭელიძე გვერდს უვლის წმ. კვიპრიანეს წერილის ამ ნიუანსებს და საქმეს ისე წარმოგვიჩენს, თითქოსდა ის დასხმითი ნათლობის სჯულმდებელი და რაც მნიშვნელოვანია, საყოველთაოდ მიღებული საეკლესიო წესის მტკიცედ გადმომცემი იყოს.
მაგრამ ვკითხოთ ე. ჭელიძეს -
არ შეეძლო წმ. კვიპრიანეს დაემოწმებინა "დიდაქე", რომელსაც ე. ჭელიძე იმ დროისთვის საყოველთაოდ მიღებულ კატეხიზმოს და მოციქულთა უეჭველ სწავლებას უწოდებს? მაშ, რატომ არის წმ. კვიპრიანე ასე ფრთხილი თავისი შეხედულების გადმოცემისას? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სწორედ მისი კერძო შეხედულებაა და არა საზოგადო?
ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. ე. ჭელიძის მიერ მოყვანილ ციტატებში წმ. კვიპრიანეს ეს ფრთხილი და კერძო გამონათქვამები გამოტოვებულია და საქმე ისეა წარმოჩენილი, თითქოსდა წმ. კვიპრიანე გამოხატავდეს იმდროინდელი ეკლესიის ურყევ აზრს დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით.
ე. ჭელიძე აბუქებს წმ. კვიპრიანეს გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც: "შეუძლებელია თავიდან ნათლობა მათი, ვინც უკვე განწმენდილნი არიან საეკლესიო ნათლობით: მაშ რატომ უნდა დავაბრკოლოთ ისინი მათ რწმენასა და ღმრთის სახიერებაში?" ("Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?").
მაგრამ, ჩვენი ავტორი ტოვებს იმ ფრაზას, რაც წინ უძღვის ხსენებულ დასკვნას. კერძოდ, როგორც უკვე ვთქვით, წმ. კვიპრიანეს სწავლებით საეკლესიო საიდუმლოებები ნაკლულევანი წესითაც შეიძლება აღსრულდეს ოღონდ მხოლოდ "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში". წმ. კვიპრიანე იმასაც კი აღნიშნავს (თანაც ფრთხილად და არა კატეგორიულად), რომ "თუ ვინმე მათ (კლინიკოსებს -
მაშასადამე, წმ. კვიპრიანეს მთელი ამ ნაწერიდან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ეკლესიაში ყოფილან ადამიანები, რომლებიც არ შეიწყნარებდნენ ე. წ. "კლინიკოსთა" ნათლობას და დასხმითად მათი მონათვლის შემთხვევაში თავიდან ნათლავდნენ, რადგან მადლის მიუღებლად მიიჩნევდნენ მათ. წმ. კვიპრიანეს ამ შეხედულების საწინააღმდეგო აზრი აქვს, რომელსაც, მიუხედავად საკუთარ თავში დარწმუნებისა, ფრთხილად გამოთქვამს და მის განუხრელ შესრულებას არავის აიძულებს. არამედ, "ყველას აძლევს ნებას, იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს".
თავისი წიგნის "სული -
ზემოთ ვნახეთ, "თავისი ჭკუისამებრ" როგორ "გადააკეთებს, გადაამზაკვრებს და გადაარჯულმდებლებს" წმიდა მამის, კვიპრიანე კართაგენელის პასუხს ეპისკოპოს მაგნუსისადმი "მეცნიერი" და "თეოლოგი" ე. ჭელიძე. ის, ფაქტობრივად, ამახინჯებს წმ. მამის პასუხს, ტოვებს მთელ რიგ გამონათქვამებს, რომელთა გათვალისწინება ბ-
***
ამრიგად, ვფიქრობთ თვალსაჩინოდ წარმოვაჩინეთ პროფ. ე. ჭელიძის თაღლითობა წმ. კვიპრიანე კართაგენელის მაგნუსისადმი მიწერილ ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებებთან დაკავშირებით. აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა ამ საკითხისთვის, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ პრობლემატიკას სხვა კუთხითაც შევხედოთ. კერძოდ, ვგულისხმობთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის მყარი და არამყარი შეხედულებების გაზიარების საკითხს. და კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომლის შესახებაც ქვემოთ დეტალურად ვილაპარაკებთ.
ეკლესია ყოველთვის აღიარებდა ერთ ნათლისღებას (ანუ ნათლისღების საიდუმლოს ერთჯერადობას, მის მხოლოდ ერთხელ შესრულებას), ამიტომაც, როგორც დღეს, ასევე პირველ საუკუნეებშიც ნათლისღების საიდუმლო არ მეორდებოდა; ასეთი რამ ხდებოდა მხოლოდ მწვალებლებზე და ისიც არა ყველგან.
აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესია, ასევე კართაგენისა და აფრიკის ეკლესიათა უმეტესობა თავიდან ნათლავდა მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მობრუნებულ ყველა მწვალებელს, რადგან არასწორად მიიჩნევდა მწვალებლური სწავლებების შემცველ საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობას. მაგრამ სხვა ეკლესიები, კერძოდ, ალექსანდრიისა და რომისა, პირიქით, მწვალებლებს (უფრო ზუსტად, ყველა მწვალებელს) არ გადანათლავდა, თუ თვით ნათლისღების საიდუმლო შესრულებული იყო სწორი ფორმით (შთაფლვით) და მოწოდებით: სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა.
ამგვარი განსხვავებული შეხედულებების გამო, მწვალებელთა ნათლობასთან და ეკლესიაში მათი მიღების წესთან დაკავშირებით III საუკუნის შუაწლების ეკლესიაში მოხდა დიდი დავა. რომის ეპისკოპოსი სტეფანე (235-
მეორეს მხრივ, მწვალებელთა გადანათვლას ითხოვდა კესარია-
ამ საკითხს რამდენიმე კრება მიეძღვნა: ერთი მცირე აზიაში (253 წ.) და სამი კართაგენში (255-
მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე ამგვარი შეხედულება დარჩა IV საუკუნემდე, როდესაც მსოფლიო კრებებზე დადგენილ იქნა საზოგადო, საერთო კანონები, თუ რომელი მწვალებლები მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრული ნათლისღებით და რომლები არა (ანუ რომელი მწვალებლების ნათლობა არ მიიჩნეოდა ნამდვილად).
ამ დავაში განსაკუთრებული მტკიცე პოზიცია ეპყრა წმ. კვიპრიანე კართაგენელს, რომელიც არა მარტო მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებს არ ცნობდა და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში მათ გადანათვლას ითხოვდა, არამედ როდესაც დადგა საკითხი როგორ შეეწყნარებინათ ეკლესიაში ნოვატიანელნი (მათ შესახებ იხ. ქვემოთ), კვიპრიანე მათი შეწყნარების კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა. მისი აზრით არ უნდა შეეწყნარებინათ თავიანთსავე ხარისხებში არა მარტო ის ნოვატიანელნი, რომლებმაც ხელდასხმა ნოვატიანურ საზოგადოებაში მიიღეს, არამედ ისინიც კი, ვინც ხელდასხმული იყო მართლმადიდებლურ (კათოლიკე) ეკლესიაში, რადგანო, ამბობდა კვიპრიანე, მათ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართესო ის იარაღი, რაც ეკლესიისგანვე ებოძათ, ამიტომაც, არა აქვთო უფლება გამოიყენონ იგი ეკლესიაში მობრუნების შემდეგ. მით უმეტეს, ეს უნდა ითქვას ნოვატიანელთა მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსთა შესახებაც (იხ. Проф. В. В. Болотов. История Древней Церкви т. II. IV. Споры о дисциплине и расколы в древней церкви. 3. Спор о крещении еретиков. ჰტტპ://წწწ.ოდინბლაგო.რუ/ბოლოტოვ-
ამ ისტორიის გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ჩვენს მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა, როგორი პრინციპული იყო კვიპრიანე ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა ნათლობის საკითხში და შევადაროთ ის წმ. კვიპრიანეს შეხედულებას დასხმით-
ე. ჭელიძე, როგორც ეს ზემოთ თვალსაჩინოდ ვნახეთ, ამახინჯებს წმ. კვიპრიანეს მიერ სიფრთხილით გამოთქმულ კერძო მოსაზრებას, ტოვებს იმ ადგილებს, სადაც წმ. კვიპრიანე აღნიშნავს, რომ ეს მისი კერძო შეხედულებაა და ყველას უტოვებს საკითხზე დამოუკიდებელი ფიქრისა და მოქმედების უფლებას, და ამგვარი დამახინჯებით ცდილობს, მისი მერყევი შეხედულება სჯულმდებლობის რაგნში აიყვანოს.
მაგრამ ნამდვილად მტკიცე და ურყევი აზრი წმ. კვიპრიანეს გააჩნდა სწორედ მწვალებელთა ნათლისღებისა და ხელდასხმების საკითხში. ის შეურიგებელი იყო ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა აზრთან. ნამდვილი სჯულმდებლობა წმ. კვიპრიანესი სწორედ ამ საკითხში გამოვლინდა, რაც სამი კრებითაც გამოიხატა.
წმ. კვიპრიანე მონაწილეობდა კართაგენის იმ სამივე კრებაზე (255-
255 წლის კრებას კვიპრიანესთან ერთად ესწრებოდა კიდევ 31 ეპისკოპოსი. კრების მოწვევის მიზეზი გახდა თვრამეტი ნუმიდიელი ეპისკოპოსის კოლექტიური წერილი მწვალებელთა ნათლობის საკითხთან დაკავშირებით. პასუხად ნუმიდიელმა ეპისკოპოსებმა მიიღეს კრებითი დადგენილება: მწვალებლები აუცილებლად უნდა გადაინათლონ.
256 წლის გაზაფხულზე შედგა მორიგი კრება, რომელშიც უკვე 71 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. ამ კრებამ დაადასტურა წინა კრების დადგენილება მწვალებელთა ნათლობის თაობაზე. წმ. კვიპრიანემ რომის ეპისკოპოს სტეფანეს მისწერა ამის შესახებ და კრების აქტებიც გაუგზავნა რომში. პაპ სტეფანეს პოზიცია ცნობილია: ის კატეგორიულად მოითხოვდა რომის ჩვეულების დაცვას -
256 წლის 1 სექტემბერს შედგა უკვე მესამე კრება წმ. კვიპრიანეს მონაწილეობით, რომელსაც 87 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ამ კრების ოქმი ასეა დასათაურებული: "87 ეპისკოპოსის შეხედულება მწვალებელთა აუცილებელი გადანათვლის შესახებ".
ეს იყო კრების პასუხი სტეფანესადმი. კრებამ თავისი აზრი ერთსულოვნად გამოხატა.
1. კრებაზე ეპისკოპოსმა იუბაიანემ და კვიპრიანემ ჯერ წაიკითხეს წერილები მწვალებელთა ნათლობის შესახებ.
2. შემდეგ წაიკითხეს წინა კრების წერილი პაპ სტეფანესადმი.
3. შემდეგ წაიკითხეს სტეფანეს საპასუხო მუქარა.
4. და ბოლოს კვიპრიანეს მიმართვა დამსწრეთადმი, სადაც კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებდა: "თქვენ უკვე გესმათ, ძვირფასო კოლეგებო, ეპისკოპოს იუბაიანეს წერილი, რომელიც თათბირობდა ჩემთან მწვალებელთა უსჯულო და ბილწი ნათლისღების შესახებ და ჩემი პასუხიც, რომელიც შეიცავს არაერგთზის განმეორებულ შეხედულებას, რომ ეკლესიისკენ მოქცეული ცოდვილები უნდა მოინათლონ და იკურთხონ ეკლესიაში. თქვენ გაეცანით ასევე იუბაიანეს სხვა წერილსაც, რომელშიც ის, გულწრფელად და ღვთისმოსაობით, არა მარტო ეთანხმება ჩემს აზრს, არამედ მადლობასაც კი მიხდის იმისთვის, რომ ახლა ის უკვე დარწმუნებულია. ამჯერად ყოველ თქვენთაგანს მართებს, გამოთქვას საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ არავინ განსაჯოს და არავინ განკვეთოს სხვა აზრის გამო. ჩვენგან არავინ აყენებს თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად და ტირანული დაშინებებით არავის აიძულებს უცილობელ მორჩილებას. ყოველი ეპისკოპოსი თავისუფალია და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისი ძალაუფლებით და საკუთარი შეხედულებისამებრ; მას არ შეუძლია განიკითხოს სხვა და შეუძლებელია თვითონაც იქნეს განკითხული სხვისგან. დაველოდოთ ყველანი ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს საუკუნო სამსჯავროს, რომელიც არის თავი ეკლესიისა და რომელსაც აქვს მხოლოდ უფლება, განსაჯოს ჩვენი ქმედებანი".
აი, როგორი იყო წმ. კვიპრიანეს სჯულმდებლობა თუნდაც იმ საკითხში, რომელშიც მას ეჭვიც არ ეპარებოდა. მიუხედავად ამისა, წმ. კვიპრიანე ამ საკითხშიაც კი სხვათა მიმართ კატეგორიული არ არის და არავის აიძულებს მისი აზრისადმი უცილობელ მორჩილებას. ყოველი ეპისკოპოსი თავისუფალიაო, -
წმ. კვიპრიანემ თავისი დამოკიდებულება მწვალებელთა ნათლობის მიმართ სამი კრებითი დადგენილებით განამტკიცა, ხოლო დასხმით ნათლობას, რომელსაც ასე აბუქებს ე. ჭელიძე და კვიპრიანეს "სჯულმდებლობად" აცხადებს, არც ერთი კრება არ მიძღვნია და არც ერთ კრებაზე არ განხილულა. კვიპრიანე კართაგენელს კლინიკოსთა დასხმით-
ახლა კი ვნახოთ, რა ბედი ეწია წმ. კვიპრიანეს იმ შეხედულებას, რომელსაც ის ასე იცავდა და კრებითად ამტკიცებდა? რა ბედი ეწია შეხედულებას, რომელსაც ნამდვდილად, კრებითი დადგენილებების ძალით შეგვიძლია ვუწოდოთ წმ. კვიპრიანე კართაგენელისა და მთელი აფრიკის ეკლესიის სჯულმდებლობა?
მსოფლიო კრებათა ეპოქაში ეკლესიამ უარყო წმ. კვიპრიანესა და აფრიკის კრებათა სჯულმდებლობა ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების შესახებ (ეკლესიამ შეიწყნარა მხოლოდ იმ მწვალებელთა ნათლობა, რომლებიც ფორმით (შთაფლვა) და ფორმულირებით (მამის, ძის და სულიწმიდის სახელით) არ განსხვავდებოდნენ მართლმადიდებელთაგან), მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, თავისივე პრაქტიკა უარყვეს თვით კვიპრიანემ და აფრიკის ეკლესიამაც.
ამის შესახებ წმ. იერონიმე სტრიდონელის თხზულებებში ვკითხულობთ: "... ნეტარი კვიპრიანე ცდილობდა საჯარო ტბებისთვის თავი აერიდებინა და წყალი არ ესვა უცხო ჭიდან; მწვალებელთა ნათლობის უარყოფის მიზნით მან, რომის იმდროინდელ ეპისკოპოს სტეფანეს დროს, რომელიც ოცდამეორე იყო ნეტარი პეტრედან, ამ საგანთან დაკავშირებით აფრიკის კრება მოიწვია. მაგრამ მისი მცდელობა ამაო გამოდგა. იგივე ეპისკოპოსებმა, რომლებმაც მასთან ერთად მწვალებელთა გადანათვლის დადგენილება მიიღეს, შემდეგ კვლავ უძველეს ჩვეულებას დაუბრუნდნენ, და ახალი დადგენილება გამოსცეს" (Иероним Стридонский. Творения. Ч. IV, Киев 1880 г. стр. 88).
"ისტორიულ თეატრონში" ვკითხულობთ: "... მწვალებელთა ნათლისღების შესახებ წმ. კვიპრიანეს ცთომილი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ყველა მწვალებლობიდან მოქცეულთ ეკლესიაში კვლავ ნათლისღებით შეიწყნარებდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენში მოეწყო კრებაც, რომელმაც კვიპრიანეს ცთომილება დაამტკიცა" (Феатрон исторический, печ. Спб. 1724 г., исход 6, третьяго века о соборах, л. 163).
ბარონის თქმით: "... აი რას წერს ავგუსტინე (ნათლისღების შესახებ დონატისტთა წინააღმდეგ, წიგნი მეორე, თ. 4 და ეპისტოლე 48-
"მაშ, რა გამოვიდა აქედან? -
მაშ, რა გამოვიდა წმ. კვიპრიანეს სჯულმდებლობიდან, მისი პრინციპული ხასიათიდან და შეუვალობიდან იქ, სადაც ეს წმიდა მამა დარწმუნებული იყო თავის შეხედულებაში? მიიღო თუ არა ეკლესიამ წმ. კვიპრიანეს ეს სჯულმდებლობა? შეიწყნარა თუ არა მან მწვალებელთა ნათლობასთან დაკავშირებული ეს შეხედულებები? როგორც ვხედავთ, არა. მაშ, რაოდენ შესაწყნარებელია და თანაც ესოდენი პრინციპულობით და თავდაჯერებულობით, როგორც ამას ე. ჭელიძე მის მიერ დამახინჯებული ტექსტებიდან გამომდინარე გვიმტკიცებს, კვიპრიანეს აზრი იმ საკითხზე, რომელზეც ის კერძო აზრს გამოთქვამს, უფლებას იძლევა თუ ვინმეს ნებავს არ დაეთანხმონ მას და მოიქცნენ ისე, როგორც სურთ? და თუ პკურებით ნათლობაზე არ წავიდა ისეთივე მძაფრი პოლემიკა, როგორც მწვალებელთა ნათლისღების შესახებ, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხი, ჯერ-