აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. IV - წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი IV
____________________________________________________________________________________________________________________________

წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შესახებ


ნათლისღების საიდუმლოს არსს და დასხმით-პკურებითი "ნათლობის" პრობლემატიკას უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ქრისტეანობის მიღების მოსურნე ადამიანს აუცილებლად მართებს ნათლისღება წყალში სამგზისი შთაფლვით და არა რომელიმე ალტერნატიული ფორმით (ერთგზის შტაფლვით ან პკურებით და ა. შ.), აუცილებელია საკითხის გარკვევა დავიწყოთ წმიდა წერილიდან, ჩვენი სარწმუნოების საფუძვლიდან.

როდესაც უშუალოდ ნათლობის საიდუმლოზე, კერძოდ კი მისი აღსრულების წესზე ვმსჯელობთ აუცილებლად მიგვაჩნია:

1) საფუძვლიანად შევისწავლოთ ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობა.


2) გავერკვეთ თვით "საიდუმლოს" ცნების არსში, მივუყენოთ ის ნათლისღების ჩვენეულ პრაქტიკას და გავერკვეთ, რასაც ნათლისღების სახით აღვასრულებთ, შეესაბამება თუ არა ამ ცნებას და შეიძლება თუ არა ამ სახით ის იწოდოს ნათლობის საიდუმლოდ.



3) ნათლისღებასთან დაკავშირებული ტერმინებისა (მაგ.: ნათლისღების სახელწოდებები) და სიმბოლიკის (მაგ. შთაფლვის) მნიშვნელობა ამა თუ იმ კონტექსტში (მაგ. სიტყვა "ბაპტიზმას" მნიშვნელობა).


4) საჭიროა დავიმოწმოთ წმიდა მამათა სწავლებანი ამ საკითხზე და ვნახოთ როგორ ასწავლიდნენ ისინი ნათლობის აღსრულებას. თუა მამათა შორის ისეთი, ვინც შთაფლვით ნათლობასთან ერთად თავზე დასხმით ან წყალპკურებით ნათლობასაც მართებულად მიიჩნევს. როგორია მამათა უმრავლესობის აზრი ამ საკითხზე და შეიძლება თუ არა ცალკეული მოსაზრება ან შემთხვევა დაწესდეს საეკლესიო კანონად.


5) ნათლისღების ამსახველი წერილობითი და გრაფიკულ-ხატმწერლობითი წყაროების განხილვა. მათი კრიტიკული ანალიზი და მნიშვნელობა.


6) ისტორიული მოწმობები და ადგილობრივ ეკლესიათა პრაქტიკა.


უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ნაშრომის პოლემიკური ხასიათიდან გამომდინარე, ყველა ამ საკითხს განვიხილავთ ე. ჭელიძის ცრუ განმარტებების სამხილებლად. ამიტომაც, საკითხებს, პრაქტიკულად, პოლემიკური ხასიათი მიეცემა.

ჩვენ არც ამ შემთხვევაში გადავუხვევთ არჩეულ გზას და ამ თემაზე ჩვენს მსჯელობას დავაფუძნებთ ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტულ ღვთისმეტყველთა და ლიტურგისტთა საფუძვლიან და არგუმენტირებულ ნაშრომებს.

რაკიღა ე. ჭელიძე დასცინის ჩვენს დამოკიდებულებას დასხმით "ნათლობასთან" დაკავშირებით და მას ჩვენი უმეცრების ნიშნად წარმოაჩენს, იხილოს მან და ყველა მისმა თანამოაზრემ, რას ბრძანებენ დასხმით "ნათლობაზე" მათივე ეკლესიის ავტორიტეტული მეცნიერები. ჩვენი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ავიღეთ ზემოთ უკვე ხსენებული მეცნიერის, პროფესორისა და ლიტურგისტის, ალექსანდრე ალმაზოვის ცნობილი ნაშრომი: "История чинопоследований крещения и миропомазания" ("ნათლობისა და მირონცხების წეს-განგებათა ისტორია") (Казань 1884).

"მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ნათლისღების საიდუმლო უნდა აღესრულოს მოსანათლავის სამგზისი დაფლვით წყალში (Прав. исп. ч. I, вопр. 102. Спб. 1840, стр. 77). მოინათლა თუ არა ასე თვით მაცხოვარი და ასე აღესრულებოდა თუ არა ნათლისღება მოციქულთა პერიოდში?

როგორც ერთ, ასევე მეორე შეკითხვაზე მოციქულთა დადგენილებები პირდაპირ პასუხს არ გვაძლევენ. მიუხედავად ამისა, ყველა ირიბი მონაცემი, რომელიც კი შეიძლება მათგან შეიტყო, და ყველა მოსაზრება ამ საკითხზე მიდის იმ დასკვნამდე, რომ იესუ ქრისტეს ნათლობისა და ასევე ნათლისღების საიდუმლოს ფორმა მოციქულთა საუკუნეში გახლდათ სწორედ შთაფლვა და არა დასხმა ან პკურება, რომელიც დღეს დასავლეთის (უკვე აღმოსავლეთისაც - არქიეპ. პ.) ეკლესიათა პრაქტიკაშია მიღებული" (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884).

"უპირველეს ყოვლისა, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი - ამგვარი ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მახარობლები, როდესაც იესუ ქრისტეს ნათლობაზე მსჯელობენ, ამბობენ: "და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან..." (მათე 3:16); და "და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი..." (მარკ. 1:10). ეს აღმოსვლა თავისთავად გულისხმობს იესუ ქრისტეს ჩასვლას წყალში (ავტ. შენიშვნა: "ასე ბრძანებს ამას კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია" (О крещ. чрезь погруж. и обливан.  Прибав. к. твор. Отц., ч. XIV, стр. 434-435. А. Алмазов. დასახ. შრ. გვ. 284).

ახლა ამის საბამისი ბერძნული ტექსტი ვნახოთ:



ამ გამონათქვამთა გარდა, რომლებიც პირდაპირ ეხება მაცხოვრის ნათლობის ფაქტს იორდანეში, იმავე დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს მახარობლების მიერ აღწერილი იოანესეული ნათლობის განხილვა. "მახარობლის თქმით: "იოანე ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ" (იოანე 3:23). უეჭველად, იოანემ წყალუხვი ადგილი სწორედ იმიტომ აირჩია, რომ შთაფლვით ნათლობა აქ უფრო მოსახერხებელი იყო".

"ამას ეთანხმებიან დასავლელი მწერლებიც: "იმ ადგილის ახლოს (სადაც იესუს მოწაფეები ნათლავდნენ), - შენიშნავს ოლსჰაუზენი, - ნათლავდა იოანეც, რადგან აქ წყალი შთაფლვისთვის ღრმა და მოსახერხებელი იყო"  (Ibid. стр. 435-436. ა. ალმაზოვის ხს. შრ. გვ. 285)).

"იოანე თუ დასხმით ან პკურებით ნათლავდა, მაშინ წყლის სიუხვის არანაირი საჭიროება არ უნდა ყოფილიყო. ამგვარი (ანუ პკურებით-დასხმითი - არქიეპ. პ.) ნათლობის პირობებში იოანეს შეეძლო ნათლობა ჩაეტარებინა ნებისმიერ ადგილას, მდინარე იორდანესგან მოშორებითაც კი, სხვაგან, სადაც მცირე რაოდენობის წყალი მაინც იქნებოდა დასასხმელად ან საპკურებლად. ამრიგად, იოანე იუდეველთ ნათლავდა შთაფლვით. მაგრამ შეუძლებელია ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ იესუ ქრისტეც მან სწორედ ზუსტად ისე მონათლა, როგორც ის სხვა იუდეველთ ნათლავდა, რომლებიც მასთან მოსანათლავად მოდიოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მახარობლები არ დადუმდებოდნენ სხვა იუდეველთაგან იესუს განსხვავებული ნათლობის გამო, ამგვარ რამეს მართლაც რომ ადგილი ჰქონოდა" (Иеромонах Михайл. О крещении через погружение и обливание. Прибавление к Творениям св. Отцов. 1855. Ч. 14. Кн. 4. С. 432-471 (1-я пагин.. ციტ. ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 285.).

"ამ შეხედულებას სრულიად ადასტურებს ძველი ეკლესია. "და თვით ჩვენმა მაცხოვარმა იესუ ქრისტემ, - ბრძანებს ნეტ. იერონიმე, - რომელიც ნათლისღებით კი არ განიწმინდა, არამედ თვით განიწმინდა ყველა წყალი, იმწამსვე, როგორც კი თავი ამოჰყო მდინარიდან მიიღო სულიწმიდა" ("И Сам Спаситель нашъ Исус Христос, который не очищался в крёщений, но крещением своим очищал все воды, говорит блаженный Иероним, - тотчас, как только поднял главу из потока ("statim ut caput extulit de fluento") приял Духа Святаго" (Иероним. Dialog contra Lucifer". Сap. VI Curs. Compl. Patrolog. Tom XXIII, col. 161. ციტ. ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 285).

"თუკი ქრისტეს შთაფლვით ნათლობის ფაქტი უდავოა, გასაგებია, რომ მოციქულებიც, რომლებიც ყველაფერში თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს ბაძავდნენ, ნათლავდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმ ფორმით, როგორც მაცხოვარი მოინათლა. ეს მით უფრო ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ იესუ ქრისტემ მოცემული საიდუმლო დააფუძნა სწორედ იმ დროს, როდესაც წარმოსთქვა ეს ღირსშესანიშნავი სიტყვები: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა " (მათე 28:19). აქ სიტყვა "ნათელ-სცემდით" გამოხატულია სიტყვით
baptizw ("ბაპტიძო"). ამ სიტყვის შესაბამისი თარგმანი "ნათლისღება" (რუს. Крещение) როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, ასევე ყოველთვის აღინიშნება სიტყვით baptismos ("ბაპტისმოს") ან baptisma ("ბაპტისმა"), ანუ ორივე წარმოსდგება ერთი და იმავე სიტყვის baptizw -ს ("ბაპტიძო") ფუძისგან. მაგრამ ზმნა baptizw ("პაბტიძო") ან baptw ("ბაპტო"), თავისი გამოყენების მიხედვით ყოველთვის მიანიშნებს შთაფლვას - tingo, immergo, submergo. ამგვარი მნიშვნელობით გამოიყენება ის ჯერ კიდევ ჰომეროსთან" (Гомер. Ιλιας. (Oდ. I , ვერს. 392) ციტ. ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 286).

"ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ მას ეკლესიის ძველი მამები და მოძღვრები, მაგალითად, იერონიმე (Dialog. contra Luicifer. cap.
ѴІІІ. "Nam et multa alia, quae per traditionem in Ecclesiis observantur, velut in lavacroter caput mergitare, deindo egressos, lactis et mellis gustare concordiam". Curs. Compl. Patrolog. Ser. Lat. Tom. XXIII, pag. 164). აქ, სვიცერის აზრით, "mergitare" ზის βαπτίξειν-ის ("ბაპტიზინს") ნაცვლად (Svicer. "Thesaur. Eccles". Tom. I , Edit. .1746, pag. 622).



ტერტულიანე ("De coron. Mitit", cap.III. Curs. Compl. Patrolog Ser. Lat. Tom. II, col. 79) და სხვები.

ძველ აღთქმაში, როგორც
baptw ("ბაპტო"), ასევე baptizw ("ბაპტიძო") წარმოდგენენ ებრაული ზმნის თარგმანს, რომელიც ლათინური ტინგო, იმმერგო-ს (გამ. 12:22; 4 მეფ. 5:14), სუბმერგო-ს (გამ. 9:16, 69; იერ. 38:6 და სხვა) იდენტური მნიშვნელობისაა და რაღაცაში შთაფლვის ცნებას გამოხატავენ. ებრაული ზმნის ეს მნიშვნელობა შენარჩუნდა სლავურ თარგმანებშიც, როდესაც, მაგალითად, ნათქვამია: "И сниде Нееман и погрузися во Иордане трижды". ამავე აზრით გამოიყენება baptizw ("ბაპტიძო") და baptw ("ბაპტო") ახალაღთქმისეულ წიგნებში, სადაც, მკვლევართა გამოანგარიშებით, ტერმინი baptizw ("ბაპტიძო") გამოყენებულია 30-ჯერ, ხოლო baptw ("ბაპტო") - 3-ჯერ (Августин. "Denkwurdigkeiten", Band VII , Lips 1828, S. 5). განხილული სიტყვების ამგვარ მნიშვნელობას ეთანხმებიან დასავლელი მეცნიერებიც (მაგალითად ავგუსტინი. Ibid.).

აქედან გამომდინარე, ცხადია, სიტყვა "ნათლის-ღება" (Крещение)
baptismos ("ბაპტისმოს") ან baptisma ("ბაპტისმა") - ბუკვალურად შთაფლვას ნიშნავს. და მართლაც, ძველ ეკლესიაშიც ეს ტერმინი ასე ესმოდათ. ასე მაგალითად, ამ მნიშვნელობითაა გამოყენებული იგი "მოციქულთა კანონებში" და სხვა. პროფ ა. ალმაზოვი ასევე შენიშნავს, რომ: "ფლორენციის კრების ისტორიაში, რომელიც სიროპულოსმა დაწერა (იგულისხმება XV ს. (1463-1464 წლები) კონსტანტინოპოლის პატრიარქი სოფრონ I სიროპულოსი (Σωφρόνιος Α Συρόπουλος) -  არქიეპ. პ.) ბერძენი გრიგოლ პროტოსვინკელოსი პეტრე კალაბრიელთან დავის გამო შენიშნავს, რომ "ბაპტიზმა" (βάπτισα) წყალში შთაფლვას და მისგან აღმოყვანას ნიშნავს" ("В истории Флорентийскаго собора, писанной Сиропулом (სეცტ. IX, сар. IX) грек Григорий Протосинкел, по поводу спора с Петром Калабрийским, замечает:, βάπτισμα значит погружение в воду и Потом извлечение из нея" (См. ириб. к Твор. Отц. ч. XIV. Стр. 438, ирим. I) (ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 287).

"მაშ თუ "ბაპტიზმა" - შთაფლვას ნიშნავს, ხოლო უფალმა, როდესაც მან მოციქულებს ყოველთა ნათლისღება დაავალა და ეს საიდუმლო ერთმნიშვნელოვანი სიტყვა "ბაპტიზმით" გამოხატა; ასევე, მოციქულნი როდესაც ნათლობაზე ლაპარაკობენ, მას სწორედ ამ სიტყვით აღნიშნავენ, მაშინ ხომ პირდაპირ უნდა დავასკვნათ, რომ მოციქულთა საუკუნეში ნათლობა მხოლოდ და მხოლოდ შთაფლვით აღესრულებოდა. ნათლობის ფაქტები, რომლებიც მოციქულთა ნაწერებშია აღწერილი, ნათლობის ამ ფორმის აღსრულებაზე (ანუ შთაფლვაზე - არქიეპ. პ.) მეტყველებს. ასე მაგალითად, "საქმე მოციქულთა"-ს ავტორი (გადმოცემით წმ. მოციქული ლუკა - არქიეპ. პ.) მოციქულ ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობის ამბის აღწერისას ბრძანებს:
"შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა" (ახ. ქართ.: "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი" (სიტყვები "სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა" ახალ ქართულ თარგმანებში რატომღაც გამოტოვებულია - არქიეპ. პ.) (საქმე 8:38).

აქ ნათქვამია, რომ ფილიპე და საჭურისი "შთახდეს წყალსა", ოღონდ ერთი (ანუ მოციქული - არქიეპ. პ.) საიდუმლოს აღსასრულებლად, მეორე კი (საჭურისი - არქიეპ. პ.) მოსანათლავად. გამოთქმები "შთახდეს წყალსა" და "აღმოხდეს წყლით" აშკარად მიუთითებს, რომ აქ ლაპარაკია არა დასხმით ან პკურებით ნათლობაზე, არამედ შთაფლვაზე" (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884, стр. 287).

"სხვა ფაქტები, - აგრძელებს პროფ. ა. ალმაზოვი, - მართალია, მკაფიოდ არ გვეუბნებიან ნათლობის შთაფლვით ფორმაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვაძლევენ უფლებას, მხარი დავუჭიროთ დასხმით ნათლობას. მართალია ზოგიერთი დასავლელი მწერალი სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს 3000 ადამიანის ნათლობასთან (საქმე 2:41) დაკავშირებით ვარაუდობს, თითქოსდა ამ დღეს ნათლობა შთაფლვით ვერაფრით ჩატარდებოდა (მაგ.: ავგუსტინი.
"Denkwurdigkeiten" Band. VII , Lips. 1825 s. 232), მაგრამ ამას შეიძლება პასუხი გავცეთ ცნობილი დასავლელი მეცნიერის ასეთი სიტყვებით: "ღვთისმეტყველები, რომლებიც პეტრეს მიერ ერთ დღეში 3000 კაცის ნათლობაში სხურებით ნათლობას ხედავენ, ვერ ამჩნევენ, რომ წმიდა ლუკა სულაც არ ამბობს თითქოსდა წმიდა პეტრეს 3000 კაცი ერთ დღეში მოენათლოს სხვა მოციქულთა დახმარების გარეშე. სავარაუდოდ, სხვა მოციქულებიც ახალმოქცეულთ იერუსალიმის სხვადასხვა ადგილას ნათლავდნენ ..."  (ბინტერიმი. "Denkwurdigkeiten" Band. I , Theil. I. Mainz. 1825 s. 109) (ა. ალმაზოვი. ციტ. იქვე. გვ. 288).

"რაც შეეხება მთელ სახლეულთა ნათლობას (მაგ.: კორნელიუს ასისთავისა (იხ. საქმე 10:47), სადაც ასევე სურთ დაინახონ ნათლობის დასხმითი ფორმით აღსრულება, დასავლეთის კიდევ ერთი მწერლის შენიშვნით, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთში იყენებდნენ აბაზანებს, რომლებშიც მოხერხებული იყო შთაფვლით ნათლობა" (См. Прибавление к Творениям св. Отцов. Ч. 14. С. 439. ციტ იქვე. გვ. 288).

"ამრიგად, ის, რომ ნათლისღება მოციქულთა დროს აღესრულებოდა სამგზისი შთაფვლით, - უეჭველი და მტკიცედ დასაბუთებული ფაქტია" (უფრო დეტალურად ამის შესახებ იხ. სმირნოვის "Происхождение и литургический характер таинств. Труды Киевск. дух. Акад. 1874 г., т. IV. ციტ. იქვე. გვ. 288).

"შემდეგ, ეკლესიის კანონების მიხედვით შთაფლვა უნდა აღსრულდეს სამგზის. რა დამოკიდებულება აქვს ამ მოთხოვნასთან სამოციქულო პრაქტიკას? სამწუხაროდ, მოციქულთა წერილებმა არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მინიშნებაც კი არ დაგვიტოვეს ამ საგანთან დაკავშირებით. ამიტომაც, საკითხში გასარკვევად ერთი გზა გვრჩება - უნდა მივმართოთ ძველი ეკლესიის მამებსა და მწერლებს და თვალი მივადევნოთ, რას ფიქრობდნენ ისინი ნათლისღების საიდუმლოში სამგზის დაფლვის დაფუძნების შესახებ. ეს უკანასკნელნი, როგორც ჩანს, არა ერთგვარად წყვეტდნენ ამ საკითხს, მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც ეხებოდა ნათლობის საიდუმლოს, სამგზისი დაფლვის დაფუძნებას ან მოციქულებს უკავშირებდნენ, ან კიდევ ამტკიცებდნენ, რომ ის სწორედ ამგვარი ფორმით დააფუძნა თვით უფალმა. "სამჯერ დავიფლებით, - ამბობს ტერტულიანე, - როგორც უფალმა განგვიწესა სახარებაში" ("Трижды погружаемся, как Господь определил в Эвангелии".  
De corona militis. сар., III. Curs. Compl. Patrol., ser. Lat. Tom. II . col. 79. ციტ. იქვე. გვ. 289).



"მოციქულთა კანონებშიც სამგზისი შთაფლვა ასევე ღმრთის მცნებად არის მიჩნეული. "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოებისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღება სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, განიკუეთენ, რამეთუ არა ესრეთ თქუა უფალმან, ვითარმედ: "სიკუდილისა მომართ ჩემისა ნათელ-სცემდით", არამედ - "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა, და სულისა წმიდისაჲთა" (სლავ.: "Во святом крещении КРЕСТЯЩИХСЯ ПОГРУЖАТИ, А НЕ ОБЛИВАТИ. Аще который епископ, или пресвитер не крещает в три погружения единым глашением, но во едино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече бо Господь в смерть мою крестите: но шедшее научите вся языки, крестяще их  во имя Отца и Сына и Святаго Духа (Мф. 116 ). Апост.. ნპაв. 50. Іоанн. Опыт. курс. церк.. закон. Том I, Спб. 1851, стр,. 196. ციტ. იქვე. გვ. 289).

"წმ. იოანე ოქროპირიც (IV ს.) ამ ჩვეულების დაწყებას თვით საიდუმლოს დამფუძნებელს მიაკუთვნებს და ამბობს, რომ იესუ ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა ნათლობა სხეულის სამგზისი შთაფლვით, როდესაც უთხრა: "წადით და მოიმოწაფენით"" (Златоуст. Homil. dе fidе. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LX, col. 769. ციტ. იქვე. გვ. 289).

"ევნომეს შესახებ თეოდორიტე (386-457) ამბობს, რომ ის არღვევს ნათლისღების წმიდა კანონს, რომელიც უფლისა და მოციქულთაგან გვებოძა და როგორც ჩანს დააწესა საწინააღმდეგო კანონი, და ამბობდა, რომ მოსანათლავი არ უნდა შთაიფლასო სამგზის" (Theodorit, Haer. Fab. Lib. IV, cap. III. Curs. Comp. Patrol. ser, Graec. Tom. LXXXIII, col. 420).

"და ბოლოს, "სახარებისეული მცნება, - ამბობს რომის პაპი პელაგიუსი, - რომელიც თვით იესუ ქრისტესგან გვებოძა, გვარწმუნებს იმაში, რომ ყველა, უფლის სიტყვისამებრ უნდა მოინათლოს სამების სახელზე სამგზისი შთაფლვით როგორც ეს უთხრა მან თავის მოწაფეებს: "წადით და მოიმოწაფენით..."" ("Epist ad. Gaudent. ар. Gratian. distinct. IV, cap. LXXXII. Evangelicum vero praeceptum, ipso I . Christo tradente nos admonet in nomine Trinitatis, trina etiam mersione sanctum baptisma unicuique tribuere, dicente Domino discipulis suis. Ite.. et. caet. Curs. Compl. Patrol. ser. Lat. Tom, CLXXXVII, col. 1826 - 1827).




ასევე, მოციქულთა გადმოცემად მიიჩნევენ სამგზის შთაფლვას წმ. ბასილი დიდი ("De sanct. Spirit.". Cap. XXVlI. Curs. Compl. Patrolog. Ser. Graec. Tom. XXXII, Col . 188; по русск. пер.. "Твор. Васил. Β." Том III, стр. 333), იერონიმე ("Dialog. Contp. Lucifer". Сар VIII. Curs. Compl. Patrol. ser. Lat. Tom. XXIII, col. 164. "Nam et multa, quae per traditionem in ecclesiis observantur, auctori totum sibi scriptae sibi legis usurpaverunt velut in lavaero caput mergitare"... et caet) და სოზომენე ("Hlistor. Eccles.". Lib. VI ; cap. XXVI; Curs. Compl. Patrol. ser. Graec. Tom. LXVII, col. 1361;. В русск. пер. Спб. 1858, стр. 431) (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884, стр. 290).



"ამ მონაცემების შეჯამების შემდეგ, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სამგზის შთაფლვას ძველი ეკლესია ყოველთვის მოციქულთა მემკვიდრეობად მიიჩნევდა. ამის საფუძველზე ჩვენ სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოციქულთა დროს ნათლისღება აღესრულებოდა მხოლოდ წყალში სამგზისი შთაფვლით და არა სხვაგვარად" ("Резюмируя все эти данные, мы, очевидно, должны придти к такому заключению, что древняя церковь троекратное погружение всегда признавала наследием от Апостолов. На этом основании мы с полною уверевностию можем сказать, что во времена Апостолов крещение совершалось НЕ ИНАЧЕ,  КАКЪ ТОЛЬКО ЧРЕЗ ТРОЕКРАТНОЕ ПОГРУЖЕНИЕ В ВОДУ") (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884, стр. 290).

მოციქულთა ეპოქაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების საკითხის მიმოხილვის დასასრულს პროფ. ალმაზოვი გვაძლევს მეტად საინტერესო ცნობას, რომლის მიხედვითაც: "პირებს, რომლებიც ნათლისღებას აღასრულებდნენ არა სამგზისი შთაფლვით, ეკლესია ყოველთვის მწვალებლებად მიიჩნევდა" (იქვე).

ჩვენთან დავაში ოპონენტები, ე. ჭელიძის ადეპტები, თავიანთი დამრიგებლის დარად ცდილობენ ნებისმიერი შემთხვევა, იქნება ეს წმიდა წერილიდან თუ ახალაღთქმისეული ეკლესიის ისტორიიდან, სადაც ლაპარაკია სხურებაზე ან დასხმით მონათვლაზე, დასხმით-პკურებითი ნათლობის დამაკანონებელ საფუძვლად წარმოაჩინონ. ამგვარი პოზიცია დიდი შეცდომაა.

ასე მაგალითად, დასხმითი ნათლობის წინასახედ არის მიჩნეული სხურების ძველაღთქმისეული შემთხვევები. მაგრამ ყურადღების მიღმაა დატოვებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სხურებას, როგორც გამწმენდელ მღვდელმოქმედებას, ძველ აღთქმაში მადლის (ან წყალთან შეერთებული მადლის) წინასახეობრივი მნიშვნელობა ენიჭება.

ძველაღთქმისეული
საპკურებელი წყალი იყო მადლის სიმბოლო და არა წყალპკურებითი ნათლობისა. ცოდვები კი, მოგეხსენებათ, მადლით ჩამოგვერეცხება და არა უბრალოდ თავისა და ტანის დაბანით. საპკურებელი (განმწმენდელი, საკურთხებელი) წყალი ქრისტეს ეკლესიაშიც არსებობს და მით მღვდლები და მღვდელმთავრები აკურთხებენ სახლებს, სხვადასხვა ნივთს, ადამიანებს და სხვა... საგულისხმოა, რომ წყლის ამგვარი პკურების დროს მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: "მადლი სულისა წმიდისა".

რატომღაც უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ ძველ აღთქმაში ეს საპკურებელი (განმწმენდელი) წყალი უნდა შეეზავებინათ წითელი დიაკეულის სისხლთან, რომელიც ბანაკის გარეთ უნდა დაკლულიყო (რიცხვ. 19:1- 3). ეს გახლდათ ქრისტეს მიერ გასაღები სისხლის წინასახე, რომელიც მან ჯვარს მიაპკურა და თავისი ამ მსხვერპლით ცოდვის წყევისგან გამოგვისყიდა. "ვინაიდან, - როგორც ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, - თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?" (ებრ. 9:13, 14); და კიდევ: "რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო" (ებრ. 13:11-13).

ამრიგად, ბანაკის გარეთ დაკლული უბიწო, წითელი დეკეულის სისხლი, რომელსაც უსუპთან ერთად აზავებდნენ საპკურებელ, განმწმენდელ წყალში, წარმოადგენდა ქრისტეს სისხლის სიმბოლოს, უსუპი, ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით, არის სიმბოლო იმისა, რომ "სიმხურვალე სიცოცხლისა ანადგურებს სიკვდილის სიცივეს" (Блаженный Феодорит Кирский. Изъяснение трудных мест Божественного Писания. Толк. на кн. Чис., вопр. 35. Издательский совет Русской Православной Церкви. 2003, стр. 156). დეკეული უნდა ყოფილიყო წითელი, წითელი ამ შემთხვევაში მიანიშნებს მიწიერ სხეულს, რადგან ქრისტემ გამოისყიდა ადამის ცოდვა, ადამის სახელი კი, მოგეხსენებათ, ნიშნავს წითელ მიწას (თიხას)" (ნეტ. თეოდორიტე. იქვე).

დამწვარ დეკეულზე მღვდელი აგდებდა კედარის ხეს, უსუპს და მეწამულ ნართს. ეს სიმბოლოებიც ქრისტეს მსხვერპლზე მიუთითებს: კედარის ხე იყო უფლის ჯვრის წინასახე, მეწამული ნართი - უფლის სისხლისა; უსუპი კი - ქრისტეს ცხოველმყოფელი და განმწმენდელი მადლის ძლიერებისა. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე" (ფსალმ. 50:9) (ნეტ. თეოდორიტე. Толк. на кн. Чис., вопр. 35). ამასვე ბრძანებს ნეტ. ავგუსტინეც (354-430).

ამრიგად, საპკურებელ წყალში გაზავებული დამწვარი დეკეულის ფერფლი, "წყალი ცხოველი" (რიცხვ. 19:17), რომელიც იყო სჯულისეული უწმინდურების განმწმენდელი, წარმოადგენდა წყალთან შეერთებული მადლის სიმბოლოს და სწორედ ასეთია ახალაღთქმისეული ნათლობის წყლებიც, როგორც ბრძანებს წმ. იოანე მახარობელი: "და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოანე 7:38). რიცხვთა წიგნის მე- 19 თავი მთლიანად არის დატვირთული ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მადლის გარდამოსვლის სიმბოლიკით, რომელზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.

ამრიგად, ჩვენი ოპონენტები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ძველი აღთქმა მარტო ნათლისღების წინასახეებს (შთაფლვას) კი არ წარმოაჩენს თავისი სიმბოლოებითურთ (მაგ.: ქრისტეს სამი დღით დამარხვის სიმბოლო), არამედ წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებსაც.

ზოგიერთ სხვა ძველაღთქმისეულ მაგალითს (კერძოდ, ილია წინასწარმეტყველის მიერ სამსხვერპლოზე წყლის დასხმა, ან გედეონის მიერ დაცვარული საწმისის ხილვა, სამი ყრმის დაცვარვა ცეცხლის სახმილში და ა. შ.) ჩვენ კიდევ შევეხებით თავში "საპკურებელი წყლის შესახებ", ამიტომაც ამჯერად გადავალთ წმიდა წერილის იმ მოწმობაზე, სადაც უშუალოდ ლაპარაკია განბანვის ებრაულ წესზე, რომელსაც "მიკვა" ეწოდება და განვიხილავთ იორდანეში მაცხოვრის ნათლობის უმნიშვნელოვანეს მოწმობას, რომელთანაც ორგანულად არის დაკავშირებული, როგორც განბანვის ძველებრაული წესი "მიკვა", ასევე განწმენდის ძველაღთქმისეული სახეებიც.

<<<

13

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика