Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
გრანდიოზული დივერსია
17-
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი I
___________________________________________________________________________________________________________________________________
წინათქმა
ეკლესია ხშირად შეჯახებია ისეთ დოგმატურ-
სქიზმის მიზეზი შეიძლება იყოს დოგმატურ-
როდესაც ამა თუ იმ სქიზმის მიზეზებს ვსწავლობთ, აუცილებლად უნდა გავერკვეთ, რამდენად მნიშვნელოვანი, საფუძვლიანი და საკმარისი იყო კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული უთანხმოება ევქარისტული კავშირის გასაწყვეტად. ასევე, საჭიროა გავერკვეთ, როდის, რა ვითარებაში, რა მიზეზით და ვისთან უნდა გავწყვიტოთ ევქარისტული კავშირი; დოგმატურ-
აი, იმ საკითხების სპექტრი, რომელთა ჯეროვანი და ობიექტური გამოკვლევა მართებს ნებისმიერ მკვლევარს, როდესაც ის სქიზმის, სქიზმატიკოსთა რაობისა და ვინაობის საკითხს ეხება.
საზოგადოდ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ განხეთქილება ყოველთვის იმ ეკლესიაშია მოსალოდნელი, სადაც ძალდატანებით ამკვიდრებენ მანამდე უცხო სწავლებას, ახალ საეკლესიო ჩვეულებას.
რევოლუციის გზით ეკლესიაში არაფერი წყდება!
თვით ეკლესიის მიერ მის ცხოვრებასა და პრაქტიკაში დროებით დაშვებული ზოგიერთი წარმართული და იუდეველური (ებრაული) ჩვეულებაც კი ერთი ხელის მოსმით და გადატრიალებებით არ აღმოფხვრილა, რადგან ამას შეეძლო წარმოექმნა უდიდესი საცთური და თვით განხეთქილებაც კი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების ისტორიაში. კლასიკურ ნიმუშად კი შეიძლება გამოდგეს დავა პასექის დღესასწაულობის დროის განსაზღვრისთვის, რომელიც I-
იქ, სადაც საკითხებს რევოლუციურად წყვეტენ, ჭეშმარიტების დადგენა ჭირს. ცხადია, იგივე უნდა ითქვას 17-
რუსეთში XVII საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი საეკლესიო განხეთქილების მიზეზები იმდენად ცუდად და ცალმხრივად არის შესწავლილი, რომ, პრაქტიკულად, გვიწევს სამწუხარო ფაქტის კონსტატირება -
ასევე, -
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხვად გვაქვს კათალიკოს ანტონ პირველის მამხილებელი ობიექტური მონაცემები, ოფიციალური ეკლესიის მესვეურთა მიერ ანტონ პირველი საქართველოში ეროვნულ მოღვაწედ და დიდ მამულიშვილად არის დასახული არადა, მისი მოღვაწეობა პირდაპირ კავშირშია რუსეთის "დიდ სქიზმასთან" ("რასკოლთან"), ხოლო მისი კონკრეტული საქმიანობის შედეგები (სხვა ფაქტორებთან და გარემოებებთან ერთად) მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების მიზეზებთან (იხ. ეპ. პავლე. "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი". ანტონ I კათალიკოსი. თბილისი. 1999 წ.).
ჩვენს ქვეყანაში, არასწორი წარმოდგენებია გავრცელებული იმ აუცილებლობაზე, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება, რადგან საქართველოში ჯეროვნად არ არის გაცნობიერებული ანტონ I-
არის სხვა მიზეზებიც, რომლებზეც შეიძლება მომავალში ვიმსჯელოთ, ამჯერად კი ვიტყვით, რომ ამგვარმა მიდგომამ შექმნა მეტად არასწორი და მიკერძოებული შეხედულებების დამკვიდრების საფუძველი როგორც საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების, ასევე, საზოგადოდ, რუსი ძველმორწმუნეების შესახებაც. ამას დაემატა მეტად ტენდენციური და მიკერძოებული ნაშრომები და პუბლიკაციები (მაგ.: "არქიმანდრიტ" რაფაელის "საუბრები მართლმადიდებლობაზე"; "დეკანოზ" არჩილ მინდიაშვილის "მართლმადიდებლობის ზეიმი"; ედიშერ ჭელიძის "ეკლესია -
ასეთმა ვითარებამ, რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია გრძელდება, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართველ ძველმორწმუნეთა ირგვლივ შექმნა მეტად უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც რიგით მორწმუნეს ფსიქოლოგიურად ბოჭავს. მეტიც, სიმართლეში გარკვევისა და საკითხის ობიექტურად შესწავლის შესაძლებლობაში აბრკოლებს თუნდაც იმიტომ, რომ არ დაექვემდებაროს ამ იარლიყთა მიწებების საშიშროებას.
ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებელთა მოძულე ახალმოწესე "ქრისტიანები" -
თუმცა ეს ზ. ნოდიას სულაც არ აღელვებს, თავის პროპაგანდისტულ-
2016 წლის ივნისში ზ. ნოდიამ გამოსცა საკუთარი სტატიების კრებული "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" (გამომც. "ივერიონი". თბილისი. 2016), რომელშიც მოუთავსებია როგორც თავისი ადრინდელი ანტიძველმართლმადიდებლური წერილები (მათზე ჩვენი პასუხი იხ. დანართში), ასევე ახალი თხზულებაც სახელწოდებით: "ქართველ "სტაროვერთა" სამხილებლად" (ზ. ნოდია. დასახ. წიგნი. გვ. 189). დოგმატურ-
ზ. ნოდიას "წერილების" ჩვენი ადრინდელი პასუხი წინამდებარე წიგნის დანართში განვათავსეთ, ხოლო მის ახალ პუბლიკაციას დეტალურად ქვემოთ შევეხებით. მანამ კი უნდა აღვნიშნოთ: ეს ადამიანები, ანუ როგორც საპატარიარქოს წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერები, წერენ, თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც აღსავსეა ისტორიული არაობიექტურობით, სიცრუით, ცილისწამებითა და უმეცრებით. ამასთან, გამოირჩევიან საეკლესიო სჯულმდებლობის არცოდნით. თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც რუსეთში გამოცემულია ორი და მეტი საუკუნის წინათ, არის მეტად არაობიექტური და სადღეისოდ დაწუნებულია თვით ოფიციალური რუსული ეკლესიის მიერაც.
საქართველოს გაბატონებული ეკლესიის საპატრიარქოსა და მისი ადეპტების დამოკიდებულება ამ ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო მოვლენისადმი (ვგულისხმობთ XVII ს.-
უკვე მერამდენედ გვიწევს იმისი მტკიცება, რომ ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-
და, თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" აკრიტიკებდა" (Вдъ-
ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში, ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევრის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" (განხეთქილების -
ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში", ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).
განა დღემდე ამას არ აკეთებს საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო? განა რუსულ და თვით ამ ქვეყნის ოფიციოზის წარმომადგენლის, პავლე მელნიკოვის (1819-
ცხადია, რომ ასეთი ვითარების პირობებში არ შეგვიძლია მხოლოდ ე. ჭელიძესთან პოლემიკის ჩარჩოებით შემოვიფარგლოთ, ჩვენი განმარტებანი და კვლევა გამიზნულია ამ საკითხთა უფრო ვრცელი და დეტალური განხილვისკენ, რაც უცილობლივ ძველმორწმუნეობასთან დაკავშირებულ საკითხთა ობიექტური შესწავლის ინტერესს გამოიწვევს და მრავალ პრობლემატურ საკითხსაც შუქს მოჰფენს.
ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას, მის დადებით შედეგს ბევრწილად განაპირობებს როგორც ჩვენი მიდგომა განსახილველი საკითხებისადმი, ასევე ის მიზანიც, რომელიც თუნდაც მოცემული ნაშრომის გამოქვეყნებით გვამოძრავებს. კერძოდ, ვაჩვენოთ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სიმართლე და ახალმოწესე ნიკონიანელ-
პროფ. ე. ჭელიძე, წიგნში "ეკლესია -
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტყვებით ჩვენმა ოპონენტმა თვითონვე გამოუტანა განაჩენი როგორც ოფიციალურ "მართლმადიდებელ" ეკლესიას, რომელსაც სოფისტური და სხვა მრავალგვარი ხრიკებით იცავს, ასევე მათი სულიერი წინაპრების, რუსი თუ ბერძენი "ძმების" რეფორმატორულ მოღვაწეობასაც, რომლებმაც XVII საუკუნის მეორე ნახევარში მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემოიტანეს განხეთქილება, დაიწყეს მათი რეფორმების არმიმღებ მართლმადიდებელთა საშინელი დევნა, რომელთაც შემდგომ "ძველმოწესეები" (старообрядцы), "ძველმორწმუნეები" (староверы) და "სქიზმატიკოსები" (раскольники) შეარქვეს; თუ რამდენად სამართლიანად, ამას წინამდებარე მეორე ნაწილში ვიხილავთ და იმასაც ვნახავთ, განასხვავებდა (ან განასხვავებს) თუ არა ეს რეფორმატორული ეკლესია ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ერთმანეთისგან; და საერთოდ, არის თუ არა გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.
მარტოოდენ იმისი წარმოჩენაც კი, რომ "ეკლესიად" წოდებულ ამ საკრებულოს არ გააჩნია ნამდვილი ნათლისღება (იხ. წინამდებარე ნაშრომის
XVIII ს-
ეს უბედურება სჭირს დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში გაბატონებულ მრავალ ეკლესიას, რომელთაგან, სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. აქ უკვე საყოველთაოდ არის დამკვიდრებული დასხმით-
მაგრამ, მარტოოდენ ნათლისღების გაუქმების საკითხი როდია საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის უბედურება. ნათლისღების საიდუმლო წესრიგშიც რომ ჰქონდეს, თუნდაც ის გარემოება, რომ უკვე XVII საუკუნიდან არის მოსკოვის 1666-
ჩვენი მსჯელობის წარმატებას, მის დადებით შედეგებს ბევრად განაპირობებს როგორც ჩვენი მიდგომა განსახილველ საკითხებთან, ასევე ის მიზანიც, რომელიც ამ საკითხთა განმარტებისას გვამოძრავებს, კერძოდ, ვაჩვენოთ ჭეშმარიტად ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმართლე და ოფიციალური, ე. წ. მართლმადიდებელი ეკლესიის მისიონერთა მიერ შეთითხნილი, ისტორიულ-
აქვე ვიტყვით ჩვენი მიზანია თანამემამულეთა გაცნობიერება ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და, მიუხედავად საკუთარი პოზიციის პრინციპულობისა, არანაირი რეაქციული დამოკიდებულება არ გვაქვს "სხვაგვარად" მოაზროვნეთა მიმართ და, ვხელმძღვანელობთ რა სახარებისეულ-
შესავლის მაგიერ, ანუ შემობრუნება ძველმორწმუნეობისკენ
სამი საუკუნის წინათ, 1667 წლის 13 მაისს, რუს და აღმოსავლელ ეპისკოპოსთა კრებამ კრულვა დაადო იმ მართლმადიდებელთ, რომლებიც არ დაეთანხმნენ რუსეთის ეკლესიის პატრიარქ ნიკონის ცთომილ წამოწყებას, ძველი საეკლესიო გადმოცემები შეეცვალა მანამდე უცნობი, მართლმადიდებლობისთვის უცხო, ახალბერძნული საეკლესიო წესებით.
ცნობილი რუსი ისტორიკოსის სერგეი ზენკოვსკის თქმით: "ნიკონის დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ისტორიულ ლიტერატურაში გაბატონებული იყო სრულიად უსაფუძვლო შეხედულება (ხაზგასმა ყველგან ჩვენია -
გარდა ამისა, "რასკოლის" ისტორიკოსები სრულიად ცდებოდნენ იმაშიც, თითქოსდა წიგნების შერყვნაში დამნაშავენი იყვნენ არა მხოლოდ ძველი, ადრეული შუასაკუნეების რუსი გადამწერები, არამედ პატრიარქ ნიკონის ის პირველი მოწინააღმდეგეები, რომლებიც 1640-
შეხედულება, თითქოსდა ძველი საღვთისმსახურებო წიგნები "შეურყვნიათ" და სიახლეებით გაუვსიათ ნიკონის პირველ მოწინააღმდეგეებს საეკლესიო რეფორმის საქმეში (ანუ დეკანოზ ამბაკუმს, მღვდელ ივან ნერონოვს, ლაზარეს და სხვებს) საფუძვლიანად უარყო პროფ. ნიკოლოზ კაპტერევმა (1847-
ხსენებული პროფესორის უწყებით, "ეგნატე ტობოლსკელის ეს შეხედულება გადაუმოწმებლად მიიღეს "რასკოლთან" მოპაექრე პოლემისტებმა და რუსმა ისტორიკოსებმა, რომელიც ამ ბოლო დროს (ე. ი. კაპტერევის სიცოცხლეში -
მაშ, თუ ესენი არა, ვინ იყვნენ ისინი, ვინც იოსებ პატრიარქის დროინდელ ნაბეჭდ წიგნებში "რასკოლნიკური" შეხედულებები შეიტანა? პროფ. ნ. კაპტერევის თქმით: "ამ შეკითხვისთვის თავი რომ აერიდებინათ, მიტრ. მაკარიმ (ბულგაკოვი) (1816-
მაგრამ, ეს საკმაოდ შერბილებული შეხედულებაც, რომლის თანახმადაც, "სხვადასხვა "რასკოლნიკური" სტატიები იოსების დროინდელ წიგნებში თითქოსდა შეტანილია ამბაკუმის, ნერონოვისა და ლაზარეს მიერ, შეუძლებელია მიღებული იქნას, რადგანაც ამ მღვდლებს სინამდვილეში, არასოდეს ჰქონიათ შეხება წიგნთა შესწორების საქმესთან" (იქვე).
სხვა "განსაკუთრებული თავისებურება ძველმორწმუნეობისა -
1664 წელს მოსკოვის ხარების სახელობის ტაძრის დეკანოზი იყო ნიკიტა. მაშასადამე, მეფე ალექსი მიხეილის ძის სულიერი მოძღვარი სტეფანე ბონიფატიევი, რომელმაც დააწინაურა ნერონოვი, ამბაკუმი და სხვები, ხარების ტაძრის მოძღვრად უნდა დანიშნულიყო არა უადრეს 1645-
სტეფანე ძალიან დაუახლოვდა თევდორე რტიშჩევს
რაც შეეხება ამბაკუმს, ის თვითონ გვაწვდის მოსკოვში გადმოსახლებასთან დაკავშირებულ ცნობებს, საიდანაც შევიტყობთ, რომ ის იყო სოფლის მღვდელი ნიჟეგოროდის ოლქში, შემდგომ კი დაინიშნა დეკანოზად იურიევო-
ამბაკუმი მიუთითებს იმაზეც, თუ როდის გადმოსახლდა მოსკოვში კოსტრომელი მღვდელი დანიელი, ანუ მაშინ, როდესაც მას მოუწია გამოქცევამ იურიევსკიდან მოსკოვში. "ის ჩავიდა კოსტრომაში, საიდანაც მაშინ გააქციეს დანიელ დეკანოზიც". შედეგად, დანიელი მოსკოვში გამოჩნდა ამბაკუმის გამოჩენამდე მცირე ხნით ადრე, ანუ იოსების პატრიარქობის მიწურულს. ხოლო ლონგინოზი რიაზანიდან მოსკოვში გადაიყვანეს უკვე თვით ნიკონის პატრიარქობის პერიოდში.
ამრიგად, პატრიარქ იოსების დროს წიგნთა სავარაუდო შემსწორებლები, დეკანოზები: იოანე ნერონოვი, ამბაკუმი, დანიელი და ლონგინოზი მოსკოვში გამოჩნდნენ არა უადრეს 1646-
ახლა ვიკითხოთ: რანაირად შეეძლოთ ამ პირებს, მიეღოთ პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა წიგნთა შესწორებაში და შეეტანათ მათში "რასკოლნიკური" შეხედულებები, თუ ეს წიგნები ჯერ კიდევ მიხეილ თევდორეს ძის პერიოდში, ანუ 1642 წელს დაიბეჭდა, როდესაც არც ერთი მათგანი მოსკოვში არ იმყოფებოდა? რანაირად შეეძლო, მაგალითად, ორმოცდაათიან წლებამდე უბრალო და ყველასგან მივიწყებული სოფლის მღვდელს, ამბაკუმს, ნიჟეგოროდის რომელიღაც სოფლიდან ზეგავლენა მოეხდინა მოსკოვში წიგნების ბეჭდვაზე და შეეტანა მათში "უჯერო" სტატიები?
ცხადია, რომ ნერონოვის, ამბაკუმის, დანიელის, ლაზარეს და სხვების წიგნთა შემსწორებლებად ან შესწორებული წიგნების რედაქტორებად მიჩნევა სრულიად შეუძლებელია და შეუსაბამოა ისტორიულ სინამდვილესთან" (იქვე. გვ. 325-
ისტორიკოსი სერგი ზენკოვსკი (1907-
პროფ. ნ. კაპტერევი აღნიშნავს: "როგორც არასამართლიანია ის აზრი, თითქოსდა იოსებ პატრიარქის დროს წიგნების შემსწორებლები იყვნენ ნიკონის საეკლესიო რეფორმის ცნობილი მოწინააღმდეგეები, დეკანოზები: ნერონოვი, ამბაკუმი, ლაზარე, დანიელი და სხვები, ასევე არასამართლიანია ის შეხედულებაც, რომლის თანახმადაც ჩვენი საეკლესიო წიგნები პატრიარქ იოსების დროს შეირყვნა და დამახინჯდა იოსების დროინდელ შემსწორებელთა მოღვაწეობით" (პროფ. ნ. კაპტერევის დასახ. ნაშრ. გვ. 328-
ყველა ის გადმოცემა, რომელთაც ასეთი თავგამოდებით იცავდნენ (და იცავენ) ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველთაგანვე მყარად დამკვიდრებულ ჩვეულებას და არა მწვალებლობას, როგორც ამას ამტკიცებდნენ ნიკონიანური რეფორმის აპოლოგეტები.
ასე, მაგალითად, ორი თითით პირჯვირსწერას ასწავლიან "ასმუხლიანი კრების" (Стоглавый собор) (1551 წ.) მამები, რომელთა შორისაც იყვნენ უგანათლებულესი და სასწაულმოქმედი წმინდანები (მაგ. მაკარი მიტროპოლიტი, ცნობილი "დიდი საკითხავი თვენის" (Великая четья-
უფრო მეტიც, პროფ. კაპტერევის მტკიცებით: ""რასკოლთან" "მართლმადიდებელ" პოლემისტთა ყველა მცდელობამ, როგორმე შეერყიათ ეს ფაქტები და ჩვენამდე მოღწეული ბუნდოვანი და არამკაფიო განმარტებებით სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ წარმოეჩინათ საქმის ვითარება, ფიასკო განიცადა, რადგან მათ არ შეუძლიათ სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ დაიმოწმონ თუნდაც ერთი ისეთი რომელიმე ავტორიტეტული მოწმობა, როგორიც გააჩნია ორი თითით პირჯვრისწერას.
უნდა ვაღიართოთ, -
ზუსტად ასევე, ისტორიული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა ნიკონიანელ პოლემისტთა მცდელობა, როგორმე ახსნან თუ საიდან შემოვიდა და როგორ დამკვიდრდა რუსეთში ის გადმოცემები, რომელთა "შესწორებასაც" შეუდგა შემდგომ ნიკონ პატრიარქი. მრავალმა მკვლევარმა უბრალო და მეცნიერული ობიექტურობისთვის შეუფერებელი გზა აირჩია და საკმაოდ პრიმიტიულად და მარტივად "გადაწყვიტა" ეს საკითხი: ყველაფერი დაბრალდა რუსების გაუნათლებლობას და უწიგნურობას, რაც, კაპტერევის სრულიად სამართლიანი შენიშვნით, გახლავთ "აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუტევებელი შეცდომა" (იქვე. გვ. 336. მტკიცებულებანი იხ. იქვე). მით უმეტეს, რომ ეს გადმოცემები დადასტურდა სხვა სლავ ხალხებსა და საერთოდ სხვა მართლმადიდებელ ერებში (მაგ. სერბებში, ბულგარელებში, რუმინელებში და თვით ბერძნებშიც. იხ. იქვე გვ. 344, 348-
საკვირველია, რომ დღეს, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საკითხის განხილვისას, ამ მოძველებულ და ისტორიულ მეცნიერებაში სრულიად უარყოფილ შეხედულებებს ადგანან საქართველოში გაბატონებული, ახალბერძნულ-
ახლა ორიოდ სიტყვით რუსულ ისტორიოგრაფიაში "რასკოლის" საკითხის კვლევა-
ისტორიული და საღვთისმეტყველო კვლევა-
მეტიც, ცნობილი ისტორიკოსი ნიკოლოზ კოსტომაროვი (1817-
მკვლევრის თქმით, რაც უნდა უცნაური იყოს, ადრეული ძველმორწმუნეობის არსისა და რუსეთის ეკლესიის კრიზისის გამოკვლევაში უდიდესი წვლილი "რასკოლნიკთა" დაუძინებელ მტერს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორს, პროფ. ნიკოლაი ივანეს ძე სუბოტინს (1827-
XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილების მიზეზთა კვლევაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება პროფ. ნიკოლოზ კაპტერევის აკადემიური და ფუნდამენტური შრომების გამოქვეყნებით. ნიკონის მაშინდელ მოწინააღმდეგეთადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მან "აჩვენა ნიკონის დაუფიქრებელ ქმედებათა საშინელებანი" (იქვე. გვ. 19). "გარდა ამისა, ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელმაც ეჭვი შეიტანა ძველრუსული "ობრიადის", ანუ საეკლესიო წესების "ცთომილობისა" და "უვარგისობის" თეორიაში. პირიქით, მან დაამტკიცა, რომ ძველ წესებში შენარჩუნებულია ადრეული, ძველბიზანტიური წესების მთელი რიგი მახასიათებლები, რომელთა შორის არის ორი თითით პირჯვრისწერაც, რომელიცმოგვიანებით, XII-
ამ საკითხს ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით, ამჯერად კი კვლავ ხსენებული ავტორს მოვუხმობთ, რომელიც წერს: "ნ. ფ. კაპტერევის წიგნის (იგულისხმება "Патриарх Никон и его противники в деле исправлении церковных обрядов". Москва, 1887 г. -
-
1.
-
1898 წელს ლიტერატურის ახალგაზრდა ისტორიკოსმა ა. კ. ბოროზდინმა (1863-
კონკრეტულ საკითხებთან, კერძოდ, იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, თითქოსდა "ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნები უძველეს ბერძნულ ხელნაწერთა საფუძელზე შეასწორა და ძველბერძნულთან მათი უნიფიცირება მოახდინა", რუს ისტორიკოსთა, ფილოლოგთა და თეოლოგთა მიერ მტკიცედ არის უარყოფილი და აღიარებულია, როგორც აშკარა ტყუილი და სიყალბე.
პროფ. ე. გოლუბინსკი წერს: "უმეტესწილად საქმე ისეა გაგებული, თითქოსდა ნიკონის მიერ საღვთისმეტყველო წიგნების შესწორებას ძველბერძნულ და ძველსლავურ ხელნაწერებთან იგივეობა ჰქონოდათ განზრახული. უფრო მეტიც, სწორედ ამგვარად მიიჩნევდნენ კიდევაც ნიკონის მიერ გატარებულ რეფორმას. საქმის ამგვარი გაგება სრულიად არამართებულია, რამეთუ მან (ნიკონმა -
იგივე ავტორი ბრძანებს: "ნიკონმა "კონდაკნი" ძველბერძნული და ძველსლავური ხელნაწერების მიხედვით კი არ შეასწორა, არამედ მისი თანამედროვე ახალბერძნული ნაბეჭდი "ევქოლოგიონის" და მისი თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მოქმედი საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა" (იქვე).
ამდენად, პროფ. გოლუბინსკის სამართლიანი დასკვნით: "ნიკონის რეფორმა მიზნად ისახავდა რუსული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკის იგივეობას ახალბერძნული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკასთან, ამიტომაც, სრულიად შეუსაბამოა იმის მტკიცება, რომ თითქოსდა წიგნების შესწორება ძველბერძნული და ძველსლავური ლიტურგიკული ხელნაწერების მიხედვით სწარმოებდა" (იქვე).
სხვათა შორის, ერთ-
ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი (1822-
ისტორიკოს ბ. კუტუზოვის თქმით: "თანამედროვე საღვთისმსახურებო წიგნების რეფორმამდელ წიგნებთან შედარება უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდებიან მაღალხარისხოვან ძველ ტექსტებს" (იხ. ბ. კუტუზოვის ხს. სტატია). და ასეთ დასკვნას აკეთებს არა მარტო ეს მკვლევარი. "ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში აკად. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებული ტექსტის უზუსტობათა და შეცდომათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ.: "Сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და ა. შ.), გრამატიკული ფორმების აღრევები, ბრუნვათა აღრევები, ქვემდებარის გადაქცევა შემასმენლად და სხვები. მეცნიერს სანიმუშოდ მოჰყავს საგალობელთა ტროპარები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, ჩამოთვლის ცოდვებს "რომლებიც შემსწორებლებს ჩაუდენიათ არა მხოლოდ გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და თვით დოგმატიკის სფეროებშიც; ის, აგრეთვე, მიუთითებს ტექტსებში არსებულ უამრავ შეცდომას, მათ შორის, კერძო და საზოგადო სახელების აღრევას და პირიქით, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობას და სხვა" (М. Боголюбский. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева. Православное обозрение. 1874 г., т. VII стр. 97-
რეფორმის შემდგომი ტექსტების უწესივრობის და არასწორი თარგმნის მრავალი მაგალითი მოჰყავს პროფ. მ. დ. მურეტოვსაც (1851-
ზემოთ ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: ახალი ტექსტების ამგვარი უვარგისობის მიზეზი რუსული ენის სინატიფისა და სიღრმის არმცოდნე უცხოელ "შემსწორებლებშია" საძიებელი. მაგალითად, პროფ. ნ. კაპტერევის თქმით, "არსენ ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულ ენაზე თარგმნის ყველა ნიუანსს, რის გამოც მისი თარგმანები აშკარად ჩამოუვარდება ძველ თარგმანებს... ეპიფანე სლავინეცკი თარგმნისას მკაცრად მისდევდა ბუკვალიზმს, ხშირად თარგმნიდა საკუთარი სიტყვებითაც კი... რის გამოც მისი თარგმანი ბნელია და მოუქნელი, ამის გამოა, რომ ჩვენ საეკლესიო საგალობელთა შინაარსი დღეს ასე ძნელი აღსაქმელი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. т. 1, стр. 485. ციტ. იქვე).
ამრიგად, "პროფ. კაპტერევის, ბოროზდინის, გოლუბინსკის, აკად. დიაკონოვის და სხვა მკვლევართა შესანიშნავ ნაშრომთა გამოცემა, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს ძველმორწმუნეობის კვლევის საკითხში, შესაძლებელი გახდა უფრო სპეციალური და ნაკლებად ცნობილი მკვლევრების, ს. ა. ბელოკუროვის, პ. ფ. ნიკოლსკის, კ. პ. ხარლამპოვიჩის, ე. ვ. ბარსოვის, ნ. გიბენეტის და სხვათ მეტად მნიშვნელოვანი შრომების შედეგად. აღსანიშნავია სხვა მკვლევრებიც: ს. სმირნოვი, ი. ლ. ბასკოვი და ს. ტ. ვესელოვი" (ციტ. ს. ზენკოვსკის დასახ. ნაშრომიდან. გვ. 20-
"1905 წლიდან, ცენზურის შესუსტების შემდეგ, -
განხეთქილების არსის გარკვევისთვის არანაკლებ იღვაწეს ემიგრაციაში მყოფმა მკვლევრებმაც. ასე, მაგალითად, აღსანიშნავია უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ძველმორწმუნე მეწარმის და საზოგადო მოღვაწის ვ. პ. რიაბუშინსკის ნაშრომი "Старообрядчество и русское религиозное чувство“, რომელშიც ავტორი თვით ზენკოვსკის შენიშვნითაც "სამართლიანად აღნიშნავდა, რომ განხეთქილება მოხდა არა "ობრიადული" უთანხმოების, არამედ თვით სარწმუნოებრივ სულისკვეთებაში სხვაობის გამო" (იქვე. გვ. 22). „პატრ. ნიკონის სიახლეთა სრულ უაზრობას აღიარებს ა. ვ. კარტაშევიც თავის "ნარკვევებში"" (იქვე).
აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნის რუსეთის განხეთქილების გამოკვლევაში თავისი წვლილი შეიტანეს უცხოელმა მკვლევრებმაც, რომელთაგან გამოირჩევა ფრანგი მეცნიერის პიერ პასკალის შესანიშნავი წიგნი დეკანოზ ამბაკუმზე. გერმანული ლიტერატურიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესოა მ. იოანე ქრიზოსტომოსის ნაშრომი "პომორულ სიტყვისგებათა" შესახებ. წიგნის ავტორია ძველმორწმუნე ანდრია დენისოვი (1664-
ცხადია, ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები და მეტ-
ასეთია ერთობ მოკლედ,ძველმორწმუნეთა შესახებ დაწერილი ნაშრომების ძირითადი მიმართულება და შინაარსი, რომელიც აშკარად ადასატურებს რუს ისტორიკოსთა და ღვთისმეტყველთა შემობრუნებას ძველმორწმუნეობისკენ, რასაც კარგად გამოხატავს ცნობილი აკადემიკოსის, მ. ა. დიაკონოვის სიტყვები: "ტრაგიკული გაუგებრობაა ძველმორწმუნეთა ის დევნა, რასაც აღმოსავლეთის იერარქთა აქტიური თანამონაწილეობით მიმართავდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიის (იგულისხმება რუსეთში გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის -
1929 და 1971 წლებში რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ ჯერ სინოდალურ, შემდეგ კი საერთო-