Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
ვიწყებთ დავას, ანუ პოლემიკის აკრძალული ხერხები
"ჩვენ ძალიან ბევრს და ხშირად ვდავობთ ხოლმე, -
ყოველგვარი დავა მიმდინარეობს, სულ ცოტა ორ ადამიანს შორის მაინც. როდესაც ვიღაც წარმოთქვამს სიტყვას, სხვები კი უბრალოდ უსმენენ, -
ამგვარად, დავა არის დიალოგი, რომლის საფუძველიც თვალსაზრისთა (შეხედულებათა, გადაწყვეტილებათა) განსხვავებაა და სადაც არსებობს ურთიერთსწრაფვა ამ განსხვავებათა გადასალახავად.
ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ან უბრალოდ, ორ სხვადასხვა თვალსაზრისს შორის შეკამათების აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინი არსებობს -
ნებისმიერი დავის ლოგიკური ჩონჩხი -
2. დავის აკრძალული ხერხები
ძნელია დავის წარმართვა მისაღები მეთოდებისა და არგუმენტების ჩარჩოებში. ზოგჯერ სიფიცხე ძლევს ადამიანს, ზოგჯერ კი იმისი არცოდნა, რომ ესა თუ ის მეთოდი პოლემიკის (თუ დავის) ჩარჩოებს სცილდება. განსაკუთრებით ძნელია კორექტულობის შენარჩუნება, როდესაც ვიღაც (ჩვენს შემთხვევაში, ე. ჭელიძე) გრძნობს, რომ ოპონენტის პოზიცია მის პოზიციაზე უფრო მყარია, რომ ჭეშმარიტება არ არის მის მხარეზე.
ხშირად თავმოყვარეობა და ამპარტავნობა არ აძლევს ადამიანს იმის აღიარების შესაძლებლობას, რომ გარკვეული თეზისის დაცვისას ცდებოდა. ასეთ ადამიანს ერთი გზაღა რჩება: გაიმარჯვოს ნებისმიერი მეთოდებით! სწორედ ასეთ დროს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი პოლემისტები ხრიკებსა და გაყალბებებს. ჭეშმარიტება, რომლის კრიტიკისგან დაცვა სრულიად ჭეშმარიტი და კორექტული მეთოდებით არის შესაძლებელი, მათ არ აინტერესებთ. სიცრუის დაცვას კი სულ სხვა მეთოდები სჭირდება. სწორედ ასე იქცევა ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძეს, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდებით განსახილველ საკითხებზე მსჯელობისას.
3. პარალოგიზები და სოფიზები
შეცდომები, რომელთაც მტკიცებულებებში უშვებენ, მრავალგვარი შეიძლება იყოს; თუ შეცდომა არაწინასწარგაზრახვით არის დაშვებული -
მაგალითად, ასეთი სახის კრიტიკას ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოცემულ თავის პირველ წიგნში გამოთქვამს პროფ. ე. ჭელიძე ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის მურთაზ ჩახავას ფრაზაზე: «თქვენი ერეტიკული სითამამის გამკიცხავნი არიან... "კირილე იერუსალიმელი, რომლის მიერ გამოცემული ფსალმუნი ორი თითით პირჯვრისწერის წერას იუწყება (შესავალში)"» (იხ. ღვთიური გზა. 3, გვ. 8).
"ვინც ქრისტიანული მწერლობის ისტორიას იცნობს, -
ცოტა ქვემოთ ე. ჭელიძე ასევე აღნიშნავს: "...წყაროში (იგულისხმება მ. ჩახავას მიერ თავის ნაშრომში მითითებული წყარო -
აქ თუ სიტყვა "გამოცემა" ტოვებს სტამბური წესით წიგნის ბეჭდვის ასოციაციას (ან ე. ჭელიძეს სურს, ამგვარად დაინახოს ეს გამონათქვამი) და გამანადგურებელ კრიტიკას ატეხს თავს ხსენებულ პოლემისტს, მაშინ იგივე უნდა ითქვას თვით ე. ჭელიძეზეც, რომელიც იმავე ნაშრომში ერთგან წერს: "რამ გამოიწვია 50-
ცხადია, ჩვენ ე. ჭელიძეს არ წავუყენებთ იმ ბრალდებას, რაც მან წაუყენა მ. ჩახავას, რადგან მართლაც, პირველ საუკუნეთა ნაწერებზე შეუძლებელია ითქვას, რომ ისინი ვიღაცას "გამოუცია". ეს თანამედროვე, სტამბურად გამოცემულ ნაშრომებზე ითქმის და აქ, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს პარალოგიზმთან. მაგრამ ე. ჭელიძე ისე ერთობა თავის ოპონენტებთან დავაში, რომ არათუ პირდაპირ, ცოცხალ პოლემიკაში, არამედ ხანგრძლივად ნაფიქრ და წერილობით გადმოცემულ წიგნშიც კი (არადა, ასეთია სწორედ ნებისმიერი ბეჭდვითი გამოცემა, რომელსაც წინ ფიქრი, განსჯა და აწონ-
ჩვენ ე. ჭელიძესავით "თითზე არ დავიხვევთ" მის ამ უყურადღებობას, მაგრამ იქცევა კი ასე ე. ჭელიძე ჩვენ მიმართ? ხედავს ან ითვალისწინებს თუ არა ის პარალოგიზმებს "ძველმართლმადიდებელის" ნაწერებში, რომელიც პირდაპირი, ცოცხალი ინტერნეტდიალოგების ნაყოფია? თუ ვერა, მაშინ ის ან უყურადღებოდ კითხულობს, რაც მიუტევებელი არაობიექტურობა იმგვარი პოლემისტისთვის, რომელიც მეცნიერის ტიტულს ატარებს და ათასობით მორწმუნე ადამიანის დარწმუნება განუზრახავს; ხოლო, თუ ხედავს და შეგნებულად არათუ უგულებელყოფს, როგორც პარალოგიზმს, არამედ პირიქით, ოპონენტის მყარ მეცნიერულ დებულებადაც კი ასაღებს და მისგან შესაბამის პასუხს ითხოვს, მაშინ არაობიექტური და უკულტურო პოლემისტი ყოფილა, რომელიც ორთაბრძოლის მოსაგებად ნებისმიერ (ხშირად არაეთიკურ) ხერხებს მიმართავს. ამაში ჩვენ მკითხველს წინამდებარე ნაშრომიდანაც დავარწმუნებთ, როდესაც ე. ჭელიძის "მეცნიერულ" "არგუმენტაციას" უფრო დაწვრილებით გავეცნობით.
უნდა ითქვას ისიც, რომ შეცდომა ვიღაცამ შესაძლოა შეგნებულადაც დაუშვას, ანუ, როცა ადამიანს ესმის და შეგნებული აქვს, რომ ასე მსჯელობა არ შეიძლება, რომ ასეთი არგუმენტის გამოყენება არ შეიძლება, და მაინც ასე იქცევა (ეს ე. ჭელიძის უსაყვარლესი მეთოდია). მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს არა შეცდომასთან, არამედ სოფიზმთან -
ის, ვინც დავაში სოფიზმებს იყენებს, შეგნებულად რყვნის ჭეშმარიტებას და ამკვიდრებს სიცრუეს. ასეთ პოლემისტს არანაირი გამართლება არა აქვს, ისევე, როგორც არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს სპორტსმენს, რომელიც წინასწარგანზრახვით აყენებს ტრავმას მეტოქეს, ან ბიზნესმენს, რომელიც შეგნებულად მიასაღებს კომპანიონს უვარგის საქონელს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ადვილი როდია იმისი გაგება, რასთან გვაქვს საქმე -
ეს არის გამოგონილი, მახვილგონივრული, მოწინააღმდეგის ცდუნების მიზნით კამათში საგანგებოდ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული წანამძღვრებიანი ან გაუმართავი არაკორექტული დასკვნა, ბჭობა, რომელიც თავისი ფორმულირებით მოწინააღმდეგეს უქმნის სწორის შთაბეჭდილებას. მაგალითად, "რაც არ დაგიკარგავს, გაქვს". ამგვარ დასკვნა-
სოფიზმის საფუძველზე განვითარდა სოფისტიკა, როგორც კამათის ხელოვნება, რომლის მიზნად იქცა არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ კამათი კამათისთვის, მოკამათის მოჩვენებითი დამარცხება ტერმინების შეცვლის ან თვითნებური ალტერნატივების აგების საფუძველზე. სოფიზმის ბუნება ამხილეს პლატონმა და არისტოტელემ.
განვაგრძობთ რა დავაში აკრძალული მეთოდების გამოყენების თემას და აქვე ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, აკრძალული ხრიკები კორექტულ არგუმენტებსა და ხერხებზე უფრო მეტია. მათი საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია დღემდე არ არსებობს და არც არის სავარაუდო, რომ მალე გამოჩნდება. ამიტომაც ჩვენ მათ, უბრალოდ, ორ ჯგუფად დავყოფთ: 1) აკრძალული საზოგადო ხერხები და 2) აკრძალული არგუმენტები.
ჩვენ სულაც არ ვესწრაფვით ვინმეს სოფისტიკაში განსწავლას, მაგრამ, ვაი რომ, სწორი დასკვნების გასაკეთებლად, სწორი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად და შეცდომებისგან თავის დასაცავად დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო ოპონენტის ლანძსღვასა და სოფისტიკას თითქმის ინსტინქტურად აღვიქვამთ. წარმოიდგინეთ ასეთი დიალოგი მაღაზიაში: მომხმარებელი ყიდულობს ბანანს და ხედავს, რომ კილოგრამზე გამყიდველი მხოლოდ სამ ცალს დებს. "კილოგრამზე სამი ბანანი, -
ვინ ასწავლა გამყიდველს ასეთი სოფისტიკა? არავინ -
რას წერს ჩვენი მისამართით წყალპკურებითი "ნათლობის", ამ ყალბი "ბანანის" გამყიდველი ე. ჭელიძე? როგორ პოლემიკას მართავს "ბანანთან" დაკავშირებით სამართლიანი პრეტენზიის მქონეებთან? -
რა არის ეს? -
ხომ არ გაგონებთ ის ბანანების გამყიდველის ზემოთ დამოწმებულ "ლოგიკას"?
ვინ ასწავლა ამგვარი მსჯელობა ე. ჭელიძეს? არავინ -
უნდა გვახსოვდეს -