Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
წინამდებარე დავის პრეისტორია
ამ რამდენიმე წლის წინათ ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტთა საიტზე Church.ge, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთა შორის გაიმართა პოლემიკა სხვადასხვა საეკლესიო თემებზე. პოლემიკა და, საერთოდ, ამ საიტზე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელთა შესვლა განპირობებული იყო იმ უსამართლო და ცილისმწამებლური კამპანიით, რომელსაც ოფიციალური მართლმადიდებლობა აგერ უკვე მეორე ათწლეულია პრესით, რადიო-
ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია თავგამოდებით იყენებდა მისთვის სახელმწიფოს მიერ ბოძებულ ყოველ საშუალებას, რათა წინ აღდგომოდა ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას და ხელს უშლიდა ქართველ ძველმორწმუნეებს ქართულ პრესაში გამოექვეყნებინათ ლიტურგიკულ და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციები ან გაევრცელებინათ საკუთარი რელიგიური გაზეთები ("ღვთიური გზა", "აღდეგინ ღმერთი" და "მართლმადიდებელი"). ასევე გვიკრძალავდნენ ტაძრის მშენებლობას და ხელს გვიშლიდნენ რელიგიური თემის რეგისტრირებაში.
მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებიმა -
მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ძველმართლმადიდებელმა ქრისტეანებმა მაინც მოახერხეს გარკვეული პუბლიკაციების გავრცელება და საზოგადოების ცნობიერებამდე არსებული რელიგიური პრობლემატიკის მიტანა. ამან ოფიციალური "მართლმადიდებლობის" მესვეურნი ძლიერ შეაშფოთა. ყოველი აკრძალვა თუ შეურაცხმყოფელი გამოხდომა "სტაროვერების" წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი ძველმართლმადიდებლები ქართული პრესისა და საკუთარი გამოცემების საშუალებით წარმატებულ პასუხებს სცემდნენ, საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას იპყრობდა და მრავალ შეკითხვას უჩენდა. ცხადია, ეს ყოველივე "საეკლესიო ოფიციოზისთვის" ერთობ არასასურველი იყო. მათდა სამწუხაროდ, "სტაროვერების" წინააღმდეგ ეს უთანასწორო ბრძოლა საზოგადოებას სწორედ ძველმართლმადიდებელთადმი სიმპათიითა და ინტერესით განაწყობდა. საპატრიარქოს არაკორექტულმა ადმინისტრაციულმა მეთოდებმა სასურველი შედეგები ვერ გამოიღო.
იმდროინდელი "მღვდელ-
ედიშერ ჭელიძემ ძველმართლმადიდებელთა "სამხილებლად" გამოსცა წიგნი სახელწოდებით "ეკლესია -
ამ მოვლენების პარალელურად, ოფიციალურ საპატრიარქოს სხვა თავსატეხიც უჩნდება: ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანებისა და მწვალებლებთან აღვირახსნილი ურთიერთობების გამო, რაც ქართულ ტაძრებში ერეტიკოსთა უპრაგონო შეშვებასა და უპასუხისმგებლო ზიარებებში გამოიხატებოდა, ოფიციალურ ეკლესიაში მძლავრმა საპროტესტო მოძრაობამ იფეთქა (რად ღირს თუნდაც ჩვენი ყოფილი ოპონენტის, აწ განსვენებული გ. გაბაშვილის გახმაურებული პუბლიკაცია სათაურით: "პატრიარქ ილია II-
გაბატონებულ მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მონასტერი და სასულიერო პირი აუმხედრდა, რომელთაგან ზოგიერთმა მოგვიანებით გაწყვიტა კიდევაც მასთან ევქარისტული ურთიერთობა.
საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი ოფიციალური ეკლესიის "უცთომელობასა" და "სიწმიდეში". ერთი მხრივ, ძველმართლმადიდებელთა და მეორე მხრივ, გაბატონებული ეკლესიის წიაღშივე გაჩენილ მოწინააღმდეგეთა მხრიდან "ოფიციოზის" მიმართ საეკლესიო სამართლის მივიწყებული ძეგლით, "დიდი სჯულისკანონით" აპელირებამ გამოიწვია ის, რომ ქართული საზოგადოება საეკლესიო საკითხების უკვე კანონიკური და სწავლა-
ძველმართლმადიდებელთა ადმინისტრაციულ-
ამ პერიოდში (ეს XX საუკუნის 80-
ამ პროცესს ხელი შეუწყო სოციალური ქსელების, უპირველეს ყოვლისა, Fაცებოოკ-
სწორედ ერთ-
იმ დროს ფინანსური და ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერის) არქონის გამო ინტერნეტში ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მეტ-
ამ მოვლენებსა და ინტერნეტფორუმ ცჰურცჰ.გე-
პოლემიკამ თანდათან წარმოაჩინა, რომ ჩვენს ოპონენტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ზოგიერთ საკითხზე. მაგალითად, არ იცოდნენ, რომ ორი თითით პირჯვრისწერა ძველად, საქართველოშიაც გამოიყენებოდა. ბევრი ვიკამათეთ ნათლისღების შესახებაც, რომლის გარშემო დავამ კულმინაციას მიაღწია. ბოლოს ფორუმ ცჰურცჰ.გე-
http://church.ge/index.php?showtopic=8307&st=180
მოკლედ, ხსენებული ფორუმის მესვეურების ამ არაორაზროვანი მინიშნებით, ჩვენ "არაგულწრფელნი" და "წინასწარ კატეგორიული განწყობილებებით" დამუხტული ადამიანები ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეეფერება და წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით ნათელი მოვფინოთ ამ ჭეშმარიტებას, ვაჩვენოთ, თუ რის გამო უარვყოფთ ასეთი კატეგორიულობით მათ (უფრო სწორად, ე. ჭელიძის) "არგუმენტაციას".
საიტ Church.ge-
ე. ჭელიძე, ისევე როგორც თავის პირველ "ანტისტაროვერულ" ნაშრომში "ეკლესია -
აქ მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ე.ჭელიძის წიგნი "სული ცხოველი" გამოიცემოდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე გაჩაღებული პოლემიკების შემდეგ გადავწყვიტეთ, დავა-
დავრწმუნდით, რომ პოლემიკაში შესვლა მხოლოდ განათლებულ, ზრდილობიან და სიმართლის მიმღებ ადამიანებთან თუ შეიძლება. პროფ. ედიშერ ჭელიძის "ფანკლუბთან" და ოფიციალური ეკლესიის იდეოლოგიის თვალდახუჭულ დამცველებთან ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ჩვენი პოლემიკური სტრატეგია და უფრო ლიტურგიკული და ისტორიული წყაროების შესწავლა-
ბუნებრივია, რომ საკუთარი თავის განათლებასაც იმავე პრინციპებით ვუდგებით და უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ასეთ ობიექტურ მასალას. საბოლოო და გადაწყვეტილი არაფერია, საღვთისმეტყველო-
მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგჯერ დგება ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც აუცილებელი ხდება პოლემიკაში ჩაბმა და მოწინააღმდეგისთვის ჩვენი სასოების განმარტება. 2014 წლის ივნისის თვეში სულიერმა შვილებმა მომმართეს თხოვნით, კომენტარი გამეკეთებინა ე. ჭელიძის ნაშრომზე "სული -
რადგან ასეა, და შესაძლოა ზოგიერთმა ე. ჭელიძის მორიგი ანტიძველმართლმადიდებლური გამოხდომისადმი ჩვენი დუმილი ე. ჭელიძის სიმართლედ და ჩვენს გამტყუნებად აღიქვას, ხოლო თვით ე. ჭელიძე იმდენად არის დარწმუნებული თავისი პოზიციის სიმართლეში და აქედან გამომდინარე, გათამამებულიც, რომ სჯერა, მისთვის პასუხის გაცემას "საუკუნეებს მოვანდომებთ", გადავწყვიტეთ, ჩაგვეხედა ე. ჭელიძის ახალ, 584 გვერდიან წიგნში და მასში გამოფენილ იდეებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება გამოგვეთქვა.