Главное меню:
უნდა დავფაროთ თუ არა ჭურჭლები?
ძველმოწესეობრივი გადმოცემის განმარტება ჭურჭლის თავდახურვის შესახებ
ავტორი: მაქსიმ ჩერნიატევიჩი
მრავალ ძველმოწესე მართლმადიდებელს აქვს ჩვეულება დაფაროს ღია ჭურჭელი და ამგვარ ქმედებას ხსნის დემონთა მიერ ჭურჭლის შებილწვის შესაძლებლობით. ასეთი შეხედულების საფუძვლად კი მოჰყავთ წმ. მაკარის ცხოვრების ერთი მომენტი:
ღირსმა მაკარიმ, ერთხელ, უდაბნოში ყოფნისას ნახა ბინძური და აყროლებული ეშმაკი. მაკარიმ ჰკითხა: -
ზოგჯერ ჭურჭლის დაფარვა წმიდად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მას არ ფარავენ ტილოთი ან დასაფარებლით, არამედ ორი გადაჯვარედინებული ჯოხით. ზოგჯერ ერთი ჯოხიც საკმარისია. ერთმორწმუნეთა მხრიდან ჭურჭლის ამგვარ დაფარვაზე უარის თქმა საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას აწყდება და ასეთ "ცოდვილს" ცერად უყურებენ, რადგან მან უგულებელჰყო ტრადიციული ყოფითი ჩვეულებები.
მაშ, რამდენად სავალდებულოა და მნიშვნელოვანი ჭურჭლების დაფარვა? რამდენად შეესაბამება ის სახარებას და წმიდა მამათა სწავლებას? მართალია თუ არა, რომ ეშმაკები ტანს იბანენ ჭურჭლებში და საიდან მომდინარეობს ეს ჩვეულება? მოდი, შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.
აღმოსავლეთში, სადაც ცხელი კლიმატია, ჰარში უამრავი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მწერია. ასეთ ადგილებში გაუსაძლისია ცხოვრება. სახლებში შედიან მორიელები, გველები და სხვადასხვა ქვეწარმავლები, ხოლო ჰაერში უამრავი ბუზი და კოღო დაფრინავს, რომლებსაც გადააქვთ სხვადასხვა დაავადებანი. ამიტომაც სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრებნი გულმოდგინედ კეტავენ თავიანთ სახლებს, რათა თავიდან აიცილონ ყოველგვარ ქვემძრომთა შემოღწევა. აქედან გამომდინარე, ჭურჭლის თავდაუხურავად დატოვებაც საშიშია, და ამ ადგილების ყოველი მცხოვრები უეჭველად ისწრაფვის, რათა დახუროს იგი. ღირ. მაკარის ეს ისტორია მოხდა ეგვიპტეში, სადაც ჭურჭლების დაფარვა ერთ-
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლუკა 10:19). თუკი თვით უფალი ეუბნება ამას თავის მოწაფეებს, რომ ვერ ავნებენ მათ "გველნი და მორიელნი", ანუ ეშმაკნი, თუკი მოწაფეები იცავენ უფლის მცნებებს, რა საჭიროა ახალი სწავლებების გამოგონება და მათი აყვანა შეუვალი ჭეშმარიტებების რანგში? ასეთი ყოფით-
"თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი" (ფსალმ. 126:1). ადამიანი თუ ქრისტეანულად ცხოვრობს, არ აცდენს ღვთისმსახურებას, ხშირად ეზიარება უწმიდეს საიდუმლოთ, დადის აღსარებებზე, ვერავითარი ეშმაკი, ღმრთის მიშვების გარეშე ამ ადამიანს ვერ დააბრკოლებს. ეშმაკთ არ შეუძლიათ ჭურჭლებში ბანაობა, რადგან ისინი უსხეულონი არიან.
"წინაპართა" ამგვარ გადმოცემებზე იმედისა და სასოების დამყარებამ შესაძლოა ადამიანს შესამჩნევი ზიანი მიაყენოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეყრდნობა არა უფლის ძლიერებას, არამედ ყოფით ან მაგიურ მოქმედებას, ხოლო მისი ცხოვრება რეგლამენტირებული ხდება აურაცხელი რაოდენობის "იუდაური სჯულმდებლობებით".
ყოველთვის უნდა ვილოცოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, გულწრფელად ვმადლობდეთ უფალს მოცემული საკვებისთვის და უფალიც არ დააყოვნებს ჩვენს დაცვას ეშმაკთა მზაკვარებისგან.
წმინდანთა ცხოვრებას ძნელად თუ უწოდებ სწავლა-
ჭურჭლების თავდაფარვა -